შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძიძა თავი მეთორმეტე


12-07-2017, 21:14
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 705

ახალი წელი მშვიდად გავატარეთ მე ნიკოლამ და მარკომ.ღვინოს ვწრუპავდით და ათას სისულელეზე ვიცინოდით.ბედნიერები ვიყავით. გვინობამდე ვიჯექით ბუხართან. ნიკოლა ჩემზე იყო მოწებებული. კარგია მასთან მაინც რომ არ გვჭირდებოდა დამალვა. მარკოს მეგობრებმა მოაკითხეს და მათთან ერთად წაიდა. ნიკო ისევ სუსტად იყო, ამიტომ ჩვენ დარჩენა გადავწყვიტეთ.
-ორში საფრანგეთში უნდა დავბრუნდე, საქმეები მაქვს.წამოიწყო კაცმა ლაპარაკი. შენ ხომ არ მოიწყენ. წელზე ხელი მომხვია და ცხვირი ნაზად გამისვა ცხვირზე.
-ვეცდები. სევდიანი ხმით ვუთხარი მე.
-წესით სამი კვირით უნდა დავრჩე მაგრამ ვნახოთ რამდენ ხანს შევძლებ გაჩერებას.ამოიხვნეშა კაცმა და მზერა მომაპყრო.-მოგიწევს მიეჩვიო ხშირად მომიწევს გასვლა.მოჩილად დავუქნიე თავი.
გამიჭირდებოდა მასთან გამოთხოვება. მაგრამ ვიცოდი რომ მას უფრო ეძნელებოდა, ამიტომ ვცდილობდი ჩემი გრძნობები ჩემთვის შემენახა..
არდადეგები დამთავრდა და ძველებურ რუტინას დავუბრუნდით ყველა. მე ბავშვებს მარკო უნივერსიტეტს. პაოლო კი სამსახურს, მაგრამ მასთან ყველაფერი რიგზე ვერ იყო. აფორიაქებული იყო.სოფიას ოჯახთანაც პრობლემები ჰქონდა. საერთო წილები ვერ გაიყვეს. სოფია ცალკე ადანაშაულებდა. მაგრამ მას ნიკოზე უფრო მეტი აქცენტი ჰქონდა გაკეთებული, მას აბრალებდა ყველაფერს.იძახდა რომ მის გამო შვილი დაკარგა. ჩემთვის რთული მოსასმენი იყო. არ მინდოდა ჩემთვის საყვარელ კაცზე მსგავსი რამეები მესმინა. ვცდილობდი თავი ამერიდებინა მისთვის, მაგრამ მაინც სულ ამაზე მეფიქრებოდა.დროც საშინლად იწელებოდა. დღეებს ვითვლიდი მის ჩამოსვლამდე არ მეგონა ასე ძალიან თუ მომენატრებოდა.ლამის დეპრესია დამეწყო. ეს ალბათ უფრო სახლში დაძაბული სიტუაციის გამო. ბავშვებიც დაძაბულები იყვნენ. ფრანკაც გაღიზიანებული იყო. არ მეგონა ეს ერთი შეხედვით მარტივი საქმე ასე თუ გაიწელებოდა და გასერიოზულდებოდა. მეგონა მსგავსი რამეები მხოლოდ სულელურ მექსიკურ სერიალებში ხდებოდა.არცერთმა არ ვიცოდით სოფია რაზე იყო წამსვლელი. წილების ამბავს კიდევ სასამართლო მოაგვარებდა, მაგრამ მის დაკარგულ ბავშვს არაფერი ეშველებოდა...
დილის ხუთი საათი იყო რომ გამეღვიძა. საწოლში ვერ მოვისვენე, ხალათი მოვიცვიდა სამზარეულოში ჩავედი. კაკაოს პაკეტი გამოვიღე კარადიდან და ცხელი შოკოლადის კეთებას შევუდექი, მაცივრიდან შოკოლადის რულეტი გამოვიღე, ყველაფერი თეფშზე მოვათავსე და კიბეზე ავირბინე. საწოლში კარგად მოვკალათდი და ანიმე ჩავრთე.მთელი ყურადღება ეკრანზე მქონდა გადატანილი, სანამ ფეხის ხმა არ სემომესმა დერეფნიდან. ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან და დერეფანში გავიჭყიტე. ნიკოლა იყოო.გამიკვირდა მისი დანახვა, ბარგიც არ ჰქონდა თან.მიუხედავად იმისა რომ დიდი ხნის წინ უნდა ჩამოსული იყო, დღეს მაინც არ ველოდი მის ჩამოსვლას.
დერეფანი ჩუმად გავიარე და მის ზურგს უკან ავისვეტე. კაცმა იგრძნო ჩემი მიახლოება და ფრთხილად შემოტრიალდა. მთელი ძალით ვეხუტებოდით და ვკოცნიდით ერთმანეთს.
-ასე მალე რატომ ჩამოხვედი? ვკითხე, როგორც კი ამოსუნთქვის საშუალება მომცა.
-შენი ნახვა მინდოდა. ჩემს სახლში წავალ და იქ მოდი შუადღეს.ძალიან მომენატრე.
-მოიცა, შენების ნახვას არ აპირებ?
-ისევ უკან უნდა წავიდე. მხოლოდ შენი ნახვა მინდოდა.ნაზად დამისვა ლოყაზე ხელი.- დღეს ხომ მთელი დღე თავისუფალიხარ? თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიე.
-სოფიას ნახვას ხომ არ გაურბიხარ? ვკითხე მოულოდნელად და მაშინვე ვინანე მაგრამ სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებდი.
-არავის ნახვას არ გავურბივარ. მე არაფერი დამიშავებია მისთვის, ამიტომ დასამალად ნამდვილად არ მაქვს საქმე. მტკიცედ მიპასუხა.
-გასაგებია, მაგრამ ამბობს რომ შვილი შენს გამო დაკარგა...კაცმა მზერა ამარიდა.. ნოკო შენზე ვდარდობ. ის ქალი გიჟივით იქცევა.დავიჩურჩულე მე.
-ბავშვი ნერვიულობის ფონზე დაკარგა.მაგრამ ჩემი ძმისთვის სიმართლე არ უნდა მეთქვა? ასე უნდა ერტუებინა მთელი ცხოვრება? კაცმა ხმას აუწია. -ჯერ ლოთი ცოლი არ ეყოფოდა ეხლა ამასთანაც უბედური ყოფილიყო და ტყუილში ეცხოვრა?
-დამშვიდდი. შენი განერვიულება არც კი მიფიქრია. უბრალოდ მაინტერესებდა. არ მინდა შენზე რამე ცუდი მემოდეს და უფრო მეტიც არ მინდა შენში ეჭვი შემეპაროს. მშვიდად ვიპასუხე.
-ჰო ეჭვები ცუდია.ცალყბად გაიღიმა კაცმა.-ეხლა დაიძინე და შუადღეს გელოდები. მთელ ღამესაც თუ დარჩები კარგი იქნება.
-კიდევ რამდენი ხნით უნდა წახვიდე?
-ალბათ ათი დღით... კაცმა რამდენჯერმე ვნებიანად მაკოცა და კიბეზე ჩაირბინა. მე კი ოთახისკენ წავედი.საწოლში შევძვერი და რულეტის ჭამას შევუდექი. ფილმის დამთავრებამდე ჩამეძინა.
ბავშვებთან ერთად ვისაუზმე პაოლოს წასვლის ნებართვა ვთხოვე და ოთახში მოსამზადებლად ავედი. სწრაფად მოვემზადე. მთავარ ქუჩამდე ფეხით ვიარე მერე ტაქსი გავაჩერე,მისამართი მივუთითე და ფანჯრიდან დავიწყე ყურება. დანიშნულების ადგილას ისე სწრაფად მივედით ვერც კი გავიაზრე.
კიბეები სწრაფად ჩავირბინე, სხარტად შევხტი პარმაღზე და კარზე დავაკაკუნე. იკოლამ ცოტა ხნის შემდეგ გამიღო კარი. ჯერ კიდევ ხალათი ეცვა და თვალებს ისრესდა.
-გაგაღვიძე?
-არაუშავს. ნამძინარვი ხმით მიპასუხა კაცმა და ადგილი გამინთავისუფლა რომ შევსულიყავი. გვერდი ავუარე და ოთახში შევედი. კაცი ზურგზე მომეკრა და თვალები მილულა.
-დაღლილი ხარ?ჩურჩულით ვკითხე მე.
-ცოტა მაგრამ გამოვფხიზლდები.
-რამე ხომ არ მოგიმზადო?
-არა, არ გინდა. წამოდი.ნიკო პატარა ბავშვივით შეწვა საწოლში, მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი. კაცმა თავი მკერდზე დამადო, წელზე ხელი შემომხვია და მშვიდად დაიძინა. მე არ ჩამძინებია. ნიკოლას ვაკვირდებოდი, ისე საყვარლად და უდარდელად ეძინა თვალს ვერ ვაშორებდი. ძალიან მომნატრებოდა. არც ახლა მინდოდა მისი გაშვება მაგრამ ვერაფერს ვიზამდი ალბათ თებერვლამდე არც ჩამოვიდოდა. ცოტაც და თვალები ამიცრემლიანდებოდა.
-იმედია ტირილს არ აპირებ? გავიგე ნიკოლას ნამძინარევი ხმა.თვალევი მოიფშვნიტა და საწოლში წამოჯდა.
-არ მინდა რომ წახვიდე. მე ტუჩები დავბურცე და თვალები უფრო მეტად ამიცრემლიანდა.
-გთხოვ არ იტირო რა.მომეხუტა კაცი-ყველაზე მეტად არ მიყვარს როცა ქალი ტირის.წამოიწია და ნაზად მაკოცა. კაცმა ხელის ერთი მოძრაობით მომაქცია მის ქვეშ. დიდხანს ვკოცნიდით ეღტმანეთ, უკვე ლამის სუნთქვა მეკვროდა. ვცადე უკან გამეწია მაგრამ არ შემჩნია და სვიტერის ქვეშ შემიცურა ხელები. წამის მეასედში უკვე წელს ზემოთ შიშველი ვიყავი. კაცი ხარბად დაეწაფა ჩემს სხეულს ყოველ მის შეხებაზე კანზე ეკალი მაყრიდა. ნიკოლა არ ჩერდებოდა. ყელიდან ლავიწებზე, ლაბიწებიდან მკერდზე და მუცელზე მონაცვლეობით გადადიოდა. ვერ მივხვდი როგორ მაგრამ უკვე სრულიად შიშველი ვიყავი. წინააღმდეგობის გაწევის არც სურვილი მქონდა და არც თავი. კაცი უკვე მთელს სხეულზე მეფერებოდა. ფეხები წელზე შემოვხვიე და სიამოვნების მორებში გადავეშვი. ყოველი მისი მოძრაობა უფრო მეტ სიამოვნებას მანიჭებდა.

რამოდენიმე საათში გამეღვიძა, საწოლიდან წამოვიწიე და ოთახს მოვავლე თვალი ნიკოლა არ ჩანდა. ცოტა არ იყოს შემეშინდა. წამოვდექი სწრაფად შევირბინე სააბაზანოში, შხაპი მივიღე მოვწესრიგდი და ნიკოლას მოძებნას შევუდექი, როდესაც სამზარეულოდან ხმაური შემომესმა. ნელა ჩავედი კიბეებზე და ჩუმად მივეპარა. ისეთი საყვარელი იყო..
-დაგინახე. ვიგრძენი როგორ გაიღიმა.-კარგად ხარ? მეთანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. კაცი მომეხუტა.- ძალიან მიჭირს შენი მარტო დატოვება, მაგრამ ზაფხულამდე აღარ მომიწევს წასვლა.
-ხოდა ძალიან კარგი. მივეტმასნე კაცს.
-ძალინ შემაყვარე თავი, რაც ამდენი წელი მაკლდა, შენ რამდენიმე თვეში შემივსე.ძალიან ბედნიერი გამხადე.
-მეც ძალიან ბედნიერი ვარ. ნიკაპზე ნაზად ვაკოცე კაცს.
-როდის ჩამოხვალ?
-თებერვლის ბოლოს. სახე დაემანჭა კაცს.
-კარგი რა? რაამბავია. მთელი თვე მარტო უნდა ვიყო?კაცმა მზერა ამარიდა.
-ასეა საჭირო. მხოლოდ ბიზნესში არაა საქმე, მინდა სოფიასაც მოვშორდე, არ მინდა კიდევ უფრო გავაღიზიანი, არ მინდა თვალებში შევეჩხირო. ვიცი მართალი ვარ და მისი შვილის ამბავი ჩემი ბრალი არაა, მარგამ მაინც განვიცდი.შვილი ძალიან უნდოდა, შეიძლება ვეღარც დაორსულდეს. ხომ გესმის. მინდა რომ გავერიდო. მეც განვიცდი უშენობას, არ იფრო რომ ბედნიერად ვარ, ღამები არ მძინავს. მთელი თვის მანძილზე დღეს პირველად დავიძინე მშვიდად. ჩემზე კარგად მოქმედებ. არ მინდა მოგშორდე მაგრამ მეორე მხრივ.. ხომ გესმის...
-მესმის, არც მე მინდა რამე დაგიშავდეს.
-მგონია რომ ის ქალი კარგს არაფერს იზამს და ამიტომაც ვერიდები. მისი არ მეშინია. იმის მეშინია რომ ჩემს ოჯახს რამე არ მოსწიოს.ისე შემეცოდა ენით ვერ ავღწერ. აშკარად არ უყვარდა თავის ემოციებზე და განცდებზე ლაპარაკი.
-შენ ერთადერთი ხარ ვინც უსიტყვიდ და დარიგებების გარეშე მისმენს. ამიტომ არ მიჭირს შენთან ლაპარაკი.მხოლოდ შენ მხედავ ისეთს როგორიც ვარ სინამდვილეში. სხვებისთვის, მკაცრი და შეუვალი ვარ, შენთან...
-ემოციური, თბილი მოსიყვარლე და საყვარელი. დავასრულე მის მაგივრად. ნიკოლას გაეცინა.-მოდი აღარ გვინდა ამდენი დარდი, ისედაც ერთი დღით გხედავ.

კიდევ ბევრიბევრი ვილაპარაკეთ. ფილმს ვუყურეთ და ისე ჩაგვეძინა ბუხრის წინ ვერც გავიგეთ. დილით ათ საათზე გამეღვიძა. ნიკოლა სამ საათში უნდა გაფრენილიყო. ნაზად შევარხიე. კაცმა ძლივს გაახილა თვალები. უკვე თერთმეტი დაიწყო, არ დაგაგვიანდეს. დავიჩურჩულე მე. კაცმა ზანტად გაიზმორა და თვალები მოისრისა. ორივე მოვემზადეთ, ვისაუზმეთ და სახლი სწრაფად დავტოვეთ. ნიკომ სახლამდე მიმაცილა. რამდენჯერმე ნაზად მაკოცა და მაგრად ჩამიკრა გულში. ეხლა უფრო გამიჭირდა მისი გაშვება. ცოტა მაკლდა და ვიტირებდი, მაგრამ მის წინ თავი შევიკავე არ მინდოდა ენერვიულა.
ცრემლები მოვიწმინდე და სახლისკენ წავედი. ჭიშკართან შევიცადე არ მინდოდა ბავსშვებს ასე ვენახე.
-ძალიან გიყვარს. მომესმა ხმა ზურგსუკან.-ელდანაკრავივით შევტრიალდი უკან. ლუკა იყო.
-შენი საქმე არაა.უბრალოდ მეგობრები ვართ.სულელურად მოვიტყუე.
-აბა რა?ასე კოცნიან მეგობრები ერთმანეთს.კარი გავაღე შესვლას ვაპირებდი მაგრამ ლუკამ არ შემიშვა.-თუ გგონია რომ კონკია გახდები ძალიან ცდები. ქალები ყოველთვის არასწორად ირჩევთ. მტირალა ნიკოლას აღარ ვჯობივარ. -მივხვდი რომ ჩემს აგდებას ცდილობდა. არ ავყევი.
-თქვენ ორს შორის ვინაა მტირალა და მხდალი ჯერ კიდევ გასარკვევია.ბევრი რამ დაგვიწყნია. დამცინავად უპასუხა მარკომ. კაცს სახე აელეწა.- შეეშვი ორივვეს და შენ საქმეს მიხედე. ესენი როგორმე გადაწყვეტენ კონკიაობა, პრინცობის საკითხს. თან ისე რომ ყველა ბედნიერი დარჩება. ბიჭმა ლუკას კარი ცხირწინ მოუხურა და სახლისკენ მიბიძგა.
ახლა ორმაგად დათრგუნული ვიყავი, სახე ჩამომტიროდა.
-არაფერზე იდარდო. დამიჯერე ყველაფერი მოგვარდება. ყველა კარგად ვიქნებით. ხელკავი გამომდო ბიჭმა. შენს გასამხუარულებლად გადაწყდა რომ მე შენ და ბავშვები გასართობად მივდივართ.გაიცინა ბიჭმა.
-ჯერ ცოტას დავმშვიდდები ჰო.

პარკში არაჩვეულებრივიდრო გავატარეთ, მართლა გადამავიწყდა ყველაფერი.ბოლო პერიოდი სულ მოწყენილი ვიყავი და ამ დღემ ყველა განვლილი დღე გადაწონა.მარკოს მართლა ეხერხებოდა ადამიანების გამხიარულება.
-პირველ მარტს ჩემი დაბადების დღეა და ისევ აქ მოვიდეთ გავერთოთ. დაიტიტინა ლიზამ. --მანამდე უამრავი დროა. გაიცინა მარკომ.
საღამოს გვიან დავბრუნდით სახლში. ორშაბათიდან ისევ დაიწყებოდა რუტინა და ისევ ჩავეფლობოდი ყოველდღიურ მოწყენილობაში.დრო სწრაფად გადიოდა, იმაზე სწრაფად ვიდრე ველოდი. ნიკოლა მართალი აღმოჩნდა ყველაფერი თითქოს თავის ადგილს დაუბრუნდა. სოფიაც მიწყნარდა, მაგრამ როდემდე არცერთმა არ ვიცოდით...



მოკლედ ბოდიშით პატარა თავისთვის და ამხელა პაუზისთვის, მაგრამ მიზეზი მქონდა სადიპლომო პროექტზე ვმუშაობ და დრო არ მრჩებოდა მოთხრობისთვის. სულ მალე დაგიბრუნდებით ახალი თავით და კიდევ ახალი მოთხრობით.იმედია მაპატიებთ და გამამხნებებთ ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეების წინ მადლობა ყველას <3 <3 :*



№1 სტუმარი Guest Lia

Agar daikargo
Kargi gagrzelebaa

 


№2  offline წევრი Hot Chocolate

იუჰუ როგორც იქნა დადე ☺ მესმის შენი როგორ არა და არც გსაყვედურობ :) წარმატებები შენს სადიპლომო პროექტში <3 რაც შეეხება ახალ თავს სოფიაზე დავვინტრიგდი მართალია კვლავ ვერ ვიტან მაგრამ ვხვდები რაღაც ძალიან ცუდს იზამს და გული წინასწარ მისკდება. ამ თავში ბევრი სითბო იდო მაგრამ სიმართლეს გეტყვი და ცოტა მოსაწყენიც კი იყო (არ მიწყინო)

 


№3 სტუმარი Guest Barca

გაპატიებთ

წარმატებები

 


№4  offline წევრი ana_aneta

Hot Chocolate
იუჰუ როგორც იქნა დადე ☺ მესმის შენი როგორ არა და არც გსაყვედურობ :) წარმატებები შენს სადიპლომო პროექტში <3 რაც შეეხება ახალ თავს სოფიაზე დავვინტრიგდი მართალია კვლავ ვერ ვიტან მაგრამ ვხვდები რაღაც ძალიან ცუდს იზამს და გული წინასწარ მისკდება. ამ თავში ბევრი სითბო იდო მაგრამ სიმართლეს გეტყვი და ცოტა მოსაწყენიც კი იყო (არ მიწყინო)

გეთანხმები ისე სწრაფად ვწერე დაეტყო დიდად კმაყოპილი არც მე ვარ მაგრამ მთავარი მაინც ინტრიგის დატოვება იყო

 


№5  offline მოდერი LurjTvala demoni

შენ არ იცი როგორ ველოდებოდი ახალ თავს. ძალიან მომწონს ეს ისტორია, მალე დადე რა

 


№6 სტუმარი ნათო :)))

შემდეგ თავს როდის დაამატებ :))

 


№7 სტუმარი Guest Lia

Tveze meti gavida axali taviardagidia
Adre abralebdi gamocdebs
Axla ra xdeba ???
Gezareba???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent