შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკარგული დრო (3 თავი)


26-07-2017, 19:46
ავტორი ნ ი ნ ა
ნანახია 1 522

-მართალს გეუბნებათ,ხელი აქვს საშინლად მწარე გამოცდილი.მაქვს-მესმის საოცრად მონატრებული ხმა უკნიდან,ცოტა მიკლია რომ არ წავიქცე,თავს ვახსენებ რომ მასზე გაბრაზებული ვარ,რომ გამომიყენე მმაგრამ ამ მონატრებას ვერაფერს ვუხერხებ.მისკენ ვბრუნდები და ვცდილობ უემოციოდ დაველაპარაკო
-შენთან სასაუბრო მაქვს
-არ მეგონა ჩემთან სასაუბრო თუ რამე გექნებოდა მარიამ
-მართალი ხარ,შენ არც კი იცი როგორ მიჭირს აქ ყოფნა,ჯობია ცალკე დავილაპარაკოთ,თუ გირჩევნია შენ ძმაკაცებთან ერთად ვისაიბროთ?
-მათ ყველაფერი იციან ისინია როან ვისთანაც...
-ვისთანაც დანაძლევდი ხომ?-გავბრაზდი თან სშინლად,ასე უხერხულად თავი ჯერ არ მიგრძვნია,ისევ ღრმად ჩავისუნთქე ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა-კარგი,სანამ გადამიფიქრებია შენთვის ამისთქმა სჯობს გავიდეთ
-კარგი დემე ჩვენ წავალთ,სხვა დროს გესტუმრებით-აქამდე ჩუმად მყოფმა თქვა და დანარჩენებსაც ანიშნა მივდივართო.
-მარიამ ვიცი არაკაცი რომ ვარ..
-დემეტრე ხომ იცი რომ აქ არც ახსნა-განმარტევისთვის ვარ მოსული და მითუმეტეს შესარიგებლად?
-ვიცი
-კარგია-ცოტა ხანს გავჩუმდი -მნიშვნელოვანი რამ რომ არ მომხდარიყო აქ არ მოხვიდოდი
-მართალია,ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა,სანამ საუბარს დავიწყებთ წყალი ნომიტანე თუ შეიძლება-ვუთხარი როცა თავბრუსხვევა დამეწყო და იქვე სავარძელზე დავჯექი
-კი,კი ახლავე-სამზარეულოდან წყალი მომიტანა-კარგად ხარ?
-კი-ცოტა წყალი მოვსვი და ჩავახველე-არ ვიცი მე რა უნდა გითხრა ამიტომ ვფიქრობ შენ თვითონ წაიკითხო-ხელში ანალიზების პასუხს ვაჩეჩებ,ისიც მართმევს და დაბნეული.კითხვას იწყებს.კითხვის დროს გაფითრდა მგონი ეს წყალი მე კიარა მას დასჭირდება
-კი მაგრამ მარიამ,ჩვენ ხომ თავს ვიცავდით?
-და ამ კითხვის გარდა სხვა არ დაგებადა?ანუ... მოიცა შენ ფიქრობ რომ .. ეს ბავშვი შენი არაა?
-და რა გარანტია მაქვს რომ ჩემია?
-ნაგავი ხარ დემეტრე ახალაძე
მისი ბინიდან ისე გამოვიქეცი ანალიზების პასუხი სულ არ გამხსენებია.ბინაში ანერვიულებული დავბრუნდი.საშინლად ვგრძნობდი თავს,ვინანე კიდეც ლიფტიფდან რომ გამოვედი,საერთოდ ვნანობდი რომ გავიცანი,არადა როგორ მიყვარდა,მეგონა ისიც იმავეს გრძნობდა სანამ შემთხვევით არ გავიგე,ძმაკაცებს დანიძლავებია რომ შემაბავდა და ლოგინში ჩამიწვენდა,იმ პერიოდში ერთ-ერთ რესტორანში ვმუშაობდი,ამის შესახებ კი მისი რომელიღაც ძმაკაცის საყვარელმა ნითხრა.საშინლად ვფრძნობდი თავს ამდენი.იმედგაცრუების ატანა აღარ შემეძლო,იმასაც ვერ ვხვდებოდი ჩემთან ურთიერთობა რატომღა გააგრძელა,მან ხომ თავისი კარგა ხნის წინ მიიღო.ალბათ კარგი იყო ისეთი.პარტნიორი ვინც პრეტენზიებს არ გიყენებს და მასთან თავისუფალი ურთიერთობა გაქვს.შესძლოა კიარა ასე იყო,ეს კი დღეს დაამტკიცა,მას ჩემს მიმართ არანაირი გრძნობა არ გააჩნდა გარდა ვნებისა,რომელსაც კიდევ ბევრთან განიცდის მომალში.საწოლში წამოვწექი და შევეცადე დამეძინა.არ მახსოვს როდის დავიძინე,ან რამდენი მეძინა.რადგან როცა გავიღვიძე ჯერ კიდევ ბნელოდა,საათი დილის 7სათს აჩვენებდა,რადგან ზამთარია ჯერ კიდევ უკუნი სიბნელე იყო გარეთ.შიმშილის გრძნობამ საშუალება არ მომცა დავფიქრებულიყავი,ეს კარგიცაა რადგან ამდენი ფიქრი აღარ შემეძლო,უკვე ცუდად ვიყავი.მალევე დავნაყრდი,ჩემს პატარას კიდევ კარგი ჯერ ჭირვეულობა არ დაუწყია და საჭმელზე გართულება არ მაქვს.ნაყოფი არც ისე პატარაა და მიკვირს აქამდე როგორ ვერ მივხვდი ორსულად რომ ვიყავი.დაახლოებით 3თვე ნახევრისაა ჩემი პატარა,ექიმმა მალევე შეძლებ სქესის გაგებასო,ყველაზე მეტად იმან დამაშვიდა რომ ჩემს პატარას არანაირი პრობლემა არ აქვს,ჯანმრთელია და კარგად ყალიბდება.როცა გავიგე რომ უკვე 14 კვირის ორსული ვიყავი,შემეშინდა ბავშვი ხომ სწორადაა ჩამოყალიბებულითქო,ჩემს დაუდევრობას და დაუკვირვებლობას რომ რაიმე ზიანი მიეყენებინა მისთვის ჩემს თავს არ ვაპატიებდი.მომავალ თვეში სქესსაც გავიგებ.მიუხედავად ყველაფრისა საშინლად მიყვარს ჩემი შვილი და მალე მინდა რონ დაიბადოს,ხელში ავიყვანო,გავზარდო,ვასწავლო,მოვეფერო,უკვე უამრავი გეგმა მაქვს.შვილზე ფიქრისას ისევ დედას წერილი გამახსენდა და ფიქრებმაც იქეთ წამიყვანეს
* * *
ემოციურმა ფონმა ხელი შემიშლა წერილი ბოლომდე წამეკითხა,ადვილი არ იყო ამ ყველაფრის წაკითხვა და იმოს გაანალიზება რომ დედის სიკვდი დიდი ალბათობით ჩემი ბრალია,ტირილისგან რომ ვიჯერე გული წერილის კითხვა განვარძე
,,ალბათ გაინტერესებს მამაშენის შესახებ და აუცილებლად გეტყვი მასზე,მისი სახელი კობა ვერძიკულია,თუკი მისი ნახვა მოგინდება ლევანი მის მიმართს გეტყვი,მე მეტის თქმა არ შემიძლია,არ შემიძლია გითხრა რომ აუცილებლად უნდა მიხვიდე მასთან,ეს შენი გადასაწყვეტია,თუმცა ვიცი მას უზომოდ ეყვარები,ისევე როგორც მე მიყვარხარ.
მარიამ არც კი ვიცი კიდევ რა უნდადავწერო,საშინლად მიჭირს წერტილის დასმა მაგრამ....საუბედუროდ ბევრი მაგრამ არსებობს.
ბოლოს მაინც გთხოვ მოძებნო მამაშენი,მან შენი არსებობის შესახებ არ იცის,თქმის საშუალება ლალიკომ არ მომცა,ნახე ის,შეიყვარე და ერთმანეთს გაუფრთხილდით.
სიყვარულით დედა"
მეტი აღარ შემეძლო ეს უკვე ჩემს ძალებს აღემატებოდა.
* * *
ახლა ყველაზე მეტად მჭირდება გვერდით ახლობლები,საყვარელი ადამიანები მე კიდევ არავინ მყავდა.დედის წერილი წავიკითხე თუმცა ანდერძი არ გამიხსნია,არც მეტად ვსტუმრებივარ ბატონ ლევანს,თუმცა ვფიქრობ ახლა ორივეს გაკეთების დროა.უკვე სამი წელია გასული რაც ჩემი ნამდვილი წარმომავლობა გავიგე,მაგრამ ვერ გავბედე მამასთან მისვლა,ამდენხანს ამის ძალა არ მქონდა ახლა უკვე ყველაფრის ძალა მაქვს,ვფიქრობდი რომ სხვა შვილები ეყოლებოდა და მე არაფერში დავჭირდებოდი თუმცა ახლა ვიცი რომ აფსურდია,შეუძლებელია ერთი შვილი მეორემ ჩაანაცვლოს,რომც ყვადეს შვილრბი კარგია ამქვეყნად მარტო აღარ ვიქნები.ფანჯარაში გავიხედე,უკვე გათენებულა,საათი აღის ნახევარს აჩვენებდა,გადავწყვიტე აღარ დავლოდებოდი,ავდექი ჩავიცვი,იდევ ვჭამე,ხელ-პირი დავიბანე,უკვე ერთი საათი გასულიყო და გადავწყვიტე ბატონ ლევანთან წავსულიყავი,ანდერძსაც იქ ვნახავდი და მამის მისამართსაც გამოვართმევდი.შენობაში ისე შევედი არც მინერვიულია,უკვე აღარ მჭირდება წამდაუწუმ იმის ხსენება ჩემი თავისთვის რომ ჩემთვის ნერვიულობა არ შეიძლება.მისაღებში ისევ ნია იჯდა ოღონდ ახლა უკვე საკმაოდ დამრგვალებული იყო,გამეცინა,მალე მეც ხომ ასე ვიქნებოდი
-გამარჯობა
-გამარჯობათ-დაბნეული მიყურებს როგორც ჩანს ვეცნობი მაგრამ ვერ გამიხსენა
-მე მარიამი ვარ,3წლის წინაც ვიყავი აქ
-აა ხომ,მარიამ ახააძე ხომ?
-დიახ,საკმაოდ კარგი მეხსიერება გქონია ნია,ბატონი ლევანი აქაა?
-კი აქაა ახლა შეხვედრა აქვს,შემდეგ თავისუფალი ათი წუთი აქვს და საჩქარო საქმე თუ გაქვს შეგიძლია კაბინეტში შეხვიდე,თათბირიდან პირდაპირ შევა,შემდეგ შეხვედრა აქვს კლინტთან საპატიმროში
-კარგი ნია.მადლობა
კაბინეტში არაფერი შეცვლილიყო.მხოლოდ მაგიდები,სავარძლებიც კი იგივე იყო.მალევე გაიღო კარი და იქედან ჩხუბით შემოვიდა ლევანი,თათბირზე დეტალები რატომ არ იყო დაზუსტებულიო,მე რომ შემხედა გაუკვირდა
-კი მაგრამ.უკვე აღარ გელოდი-ჩემთან მოვიდა,გადამკოცნა და ჩამეხიტა.



№1  offline წევრი mia15

კაია ძალიან მომწონს და ველი შემდეგ თავს.

 


№2  offline წევრი crazygirl18

Wina istorias AR agrdzeleb?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent