არეული გრძნობები (6)
ენერგიის საოცარი მოზღვავება ვიგრძენი. ბავშვებს გავასწარი და სირბილით გავემართე ალექსანდრეს პალატისკენ. შევაღე თუ არა კარი, მაშინვე ალექსანდრეს თბილი მზერა შემომეგება და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, თუმცა ამავდროულად უსაზღვროდ მესიამოვნა მონატრებული მწვანე თვალები ასეთი სიყვარულით რომ მიმზერდნენ. -ალექსანდრე, იცი როგორ ვინერვიულე! - წამოვიძახე და მაშინვე მას მივვარდი. -ნიტა, რა მოხდა?! - მკითხა და ისე გაიცინა, თითქოს აზრზე არ იყო რა მიზეზით ვტიროდი. მე კიდევ ფრთხილად მოვხვიე ხელები და ცხვირი მის კისერში ჩავრგე, რომ საყვარელი სურნელი შემეგრძნო. -როგორ ხარ დაზარალებულო? - ომახიანად შემოდგა ფეხი შაკომაც. -კარგად, მაგრამ არ მახსოვს აქ რა მინდა... - გვითხრა ჩაფიქრებულმა და თან ხელები მსუბუქად მომხვია რომ გულში ჩავეკარი. -რა?! უცნაურია... - გაუკვირდა ანას. -მგონი ჯობია ექიმს დავუძახო - მოკლედ თქვა შაკომ და ისევ გარეთ გავიდა. -ვინმე ამიხსნით აქ რატომ ვარ? - ისევ იკითხა დაბნეულმა ალექსანდრემ და თან შუბლზე მაკოცა. -რა უნდა გინდოდეს, ერთადერთი გზით ხვდები შენ საავადმყოფოში - სარკასტულად ჩაიცინა ანამ. -ავარია მომივიდა? - უმალვე უპასუხა და ისევ მომლოდინედ მიაჩერდა. -ხო. აბა რა გგონია გიჟივით რომ დააქროლებ იმ შენს მანქანას! - შეიცხადა ანამ და ამასობაში ექიმიც შემოვიდა, მას შაკო მოყვა. მე კიდევ მდუმარედ ვიყავი ალექსანდრეზე მიხუტებული და ჯიუტად არ მინდოდა მოვშორებოდი. -ბატონო ალექსანდრე, რამდენად ბუნდოვნად გახსოვთ რის გამო მოხვდით აქ? - ექიმი პირდაპირ საქმეზე გადავიდა და ყურადღებით მოგვაჩერდა. -არ ვიცი... გარკვეული პერიოდები ბოლო 4 თვის განმავლობაში თითქოს სიცარიელეშია გამოკიდებული, მაგალითად, ვერაფრით ვერ ვიხსენებ, ახალ წელს რა ხდებოდა... მახსოვს, რომ ნიუ-იორკში უნდა წავსულიყავი, მაგრამ არ მახსოვს რატომ. თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ ინგლისურად მელაპარაკებით, ესე იგი უკვე ნიუ-იორკში ვარ, მაგრამ აქ რა მინდა ნამდვილად არ ვიცი. ან თქვენ საიდან გაჩნდით აქ? - დაბნეულმა გამოგვხედა და ამან ჩემი საბოლოო გაოცებაც მოახერხა. ალექსანდრეს მოვშორდი და თვალებში ჩავხედე. ძველებური სითბო და სიყვარული მოდიოდა მისგან. ამას მგონი საერთოდ არ ახსოვდა ჩვენ შორის რეებიც მოხდა. გული მეტკინა, თუმცა ცრემლების შეკავება მოვახერხე. -როგორც ჩანს, ამნეზია გაქვთ, თუმცა მსუბუქ ფორმებში. სანერვიულო არაფერია, შესაბამისი მკურნალობით მაქსიმუმ 1 თვეში მეხსიერება დაგიბრუნდებათ. სამწუხაროდ, ფრენის უფლებას ვერ მოგცემთ, რადგან ტვინის შერყევა სახუმარო საქმე ნამდვილად არაა და შესაძლებელია გართულდეს, თუ ახლავე არ მიაქცევთ ყურადღებას. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, სანამ არ გამოჯანმრთელდებით, ნიუ-იორკში დარჩეთ - მშვიდი ტონით დაასრულა საუბარი და შემდეგ გვითხრა ცოტა ხნით პაციენტთან მარტო დამტოვეთო. -ამას ნამდვილად არ ველოდი... - ვთქვი დაღონებულმა და შაკოს მივეხუტე. -მალე გამოკეთდება, არ ინერვიულო - მითხრა თბილად და გულში ჩამიკრა. ექიმი მალევე გამოვიდა პალატიდან და ჩვენკენ დაიძრა. ამ კაცს ყველა მოძრაობაში ეტყობოდა, რომ თავისი საქმის პროფესიონალი იყო და მისი დანახვა სიმშვიდეს მგვრიდა. -რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ - შესავლით დაიწყო და სამივეს გამოგვხედა. -გისმენთ - ვუპასუხე და მკრთალად გავუღიმე. -სანამ პაციენტი დაშავდებოდა, ხომ არ მომხდარა რაიმე ძალიან ცუდი? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ შესაძლებელია მისმა გონებამ განგებ „დაბლოკა“ არასასიამოვნო ინფორმაცია... -არა მგონია - ჩემ მაგივრად უპასუხა შაკომ - დარწმუნებული ვარ ძალიან გაბრაზებული იქნებოდა, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ამის გახსენების ეშინოდეს -ჩემი რჩევა იქნება, რომ მისცეთ საშუალება თავისით გაიხსენოს რა როგორ მოხდა. თუ თქვენ მოუყვებით და მოყოლილი არ მოეწონება, შეიძლება თავისდა უნებურად დაითრგუნოს ფსიქოლოგიურად და ვეღარ გაიხსენოს სინამდვილის თავისეული ვერსია. მას მხოლოდ თქვენი მოყოლილი ეცოდინება. თუ არ ეტყვით რა მოხდა, მოუნდება, რომ იცოდეს და ნაკლებად გაუჭირდება მეხსიერებაში წაშლილი მონაკვეთების აღდგენა. -კარგით, თქვენს რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებთ. საავადმყოფოში კიდევ რამდენ ხანს უნდა იყოს? - ამჯერად ანამ განაგრძო საუბარი. -მინიმუმ ორი დღე, რათა კარგად დავაკვირდეთ. შემდეგ კი შეგეძლებათ შინ წაიყვანოთ, თუმცა პაციენტს წოლითი რეჟიმი ექნება კიდევ ერთი კვირა. აუცილებელია, რომ იყოს მშვიდ და კომფორტულ გარემოში. სანამ აქ იქნება საჭირო წამლებს ექთნები გაუკეთებენ, გაწერისას კი დამატებით მითითებებს მოგცემთ -მადლობთ. შეიძლება შევიდე და ვნახო? - ვკითხე მე. -კი, მიბრძანდით - გაგვიღიმა და გაგვშორდა. -რაო ექიმმა, მე მატყუებთ რომ ადვილად გამოვძვრები? - გაიკრიჭა მხიარულად. -ექიმმა გვითხრა თავისით გაიხსენოს რაც მოხდაო. იყავი და იჭყლიტე ახლა ტვინი - ენა გამოუყო შაკომ და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. ანა კი მაშინვე კალთაში ჩაუჯდა. -რამე მაინც მითხარით, დებილივით ვწევარ ნიუ-იორკის საავადმყოფოში და აზრზე არ ვარ რატომ - ლეკვის თვალებით გამოგვხედა სამივეს. -არავითარ შემთხვევაში - საწოლის კუთხეში ჩამოვუჯექი და თავი გავაქნიე. -ის მაინც მითხარით, დიდი ხანია აქ ვწევარ? -5 დღე იყავი უგონოდ - ვუპასუხე მე. -სამსახურში ათასი საქმე მაქვს, ამდენი ძილისთვის სად მცალია - შეიცხადა შეწუხებულმა. -მე დავრეკე და ვუთხარი ასეთი სიტუაციაათქო. შვებულებად გაგიფორმეს და პრობლემები არ შეგექმნება - დაამშვიდა შაკომ. -ჯიგარი ხარ -შენი წყალობით, ნიუ-იორკში ბინა გვაქვს მოსაძებნი - ჩაიცინა ანამ. -მგონი კარგი იქნება თუ ახლავე დავიწყებთ ძებნას. ორი დღე ძალიან ცოტა დროა - ჩაილაპარაკა შაკომ. აქამდე შაკოს და ანას სასტუმროს ორადგილიანი ნომერი ჰქონდათ აღებული, თუმცა პრადა ჩემი სასტუმროს ხარჯებს აღარ ანაზღაურებდა და მეც უსახლ-კაროდ ვრჩებოდი. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ სახლის ქირაობა 1თვით გაცილებით უფრო იაფი დაგვიჯდებოდა. -1 კვირა საწოლში რა გაძლებს... ბოლოს ამდენ ხანს მაშინ ვიწექი, როდესაც პირველი ავარია მომივიდა - გაეცინა და აწუწუნდა. -შენ თავს დააბრალე - უპასუხა შაკომ - რამდენიმე დღე დავრჩები მე, მაგრამ მერე წასასვლელი ვარ. სავარაუდოდ ვაკო ჩამოვა. შენ დარჩი თუ გინდა - გაუღიმა ანას. -მეც წამოვალ, მიას უნდოდა ჩამოსვლა და გაუხარდება. საღამომდე სამივე ალექსანდრესთან ვიყავით შეყრილები. შემდეგ შაკო წავიდა რომ ბინები დაეთვალიერებინა, ანაც მას გაყვა და ალექსანდრესთან მარტო დამტოვეს. აუტანლად მინდოდა მისი ტუჩების შეგრძნება, მონატრება მკლავდა, თუმცა არ შეიძლებოდა და მეც ბედს შეგუებული თბილად მომზირალ თვალებს ბედნიერი მივჩერებოდი. -უცნაურად მიყურებ, ბევრი რამე გამოვტოვე? - მკითხა ალექსანდრემ და თან ჩემი ხელი თავისაში მოიქცია. ნაზად ეფერებოდა... -ისე რა - თავი გავაქნიე და უდარდელად გავუცინე. სიამოვნების ტალღები დამდიოდა მთელს ტანში მისი შეხებისგან. -ექიმმა მითხრა, რომ ჩახუტება თუ მოგინდება ნიტას უთხარიო - გამეკრიჭა და წარბები მაცდურად ამითამაშა. გამეცინა და მაშინვე ჩავეხუტე. -თავს უკეთ გრძნობ? - ვკითხე კისკისით, ცხვირი კი ჩემს უსაყვარლეს ადგილას - მის კისერში ჩავრგე. -კი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესადაც შეგიძლია - განაცხადა ეშმაკური თავდაჯერებულობით. ხელის თითები სახეზე ნაზად ჩამოვუსვი და კისერში ვაკოცე. ვცდილობდი, რომ ძველებურ „ჩარჩოებში“ ჩავმჯდარიყავი და მისთვის არ მეგრძნობინებინა რამდენად მინდოდა კოცნით დამეხრჩო. არც კი ვიცი გამომდიოდა თუ არა - ალექსანდრესთან ჩემი ყოველი ქმედების კონტროლი ძალიან რთული იყო. -ნამდვილად გამოასწორე - კმაყოფილმა განაცხადა და ვიგრძენი როგორ დაეხორკლა კანი. -მომენატრე... - ჩურჩულით ამოვაყოლე სუნთქვას და ბედნიერებისგან ყურებამდე გავიკრიჭე, როდესაც ალექსანდრემ ლოყები და ცხვირი დამიკოცნა. კიდევ დიდხანს ვიყავით ერთმანეთზე მიხუტებულები. საუცხოო კომფორტი და მყუდროება ექთანმა დაგვირღვია, რომელმაც ალექსანდრეს წამლები მოუტანა და მითხრა გავწეულიყავი, რადგან წვეთოვანი უნდა დაედგა. გვერდზე სავარძელში გადავჯექი და უხმოდ დავიწყე დაკვირვება. მე და ალექსანდრე უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში დაღლილი გამომეტყველებით. ორივეს ძალიან გვეძინებოდა. -გეტყოდი, მოდი, მომიწექითო, მაგრამ ეს წვეთოვანი ისეა დამაგრებული რომ ვერსად ვერ დაეტევი - დანანებით ჩაილაპარაკა მან. -არაუშავს, აქაც კარგად ვარ - გავუღიმე და თვალების დამძიმებაც ვიგრძენი. ვერც მივხვდი ისე ჩამეძინა. რომ გავიღვიძე ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო. კისრის მსუბუქი ტკივილი მაწუხებდა, თუმცა ყურადღება არ მივაქციე. ალექსანდრეს ჯერ კიდევ ეძინა. ახლოს მივუცუცქდი და პატარა ბავშვივით მძინარეს ღიმილით მოვავლე თვალი. ხელით მის თმებს წავეთამაშე და გულისფანცქალით ჩამოვასრიალე თითი ოდნავ წამოზრდილ წვერზე. არ ვიცი აქამდე ასეთი ბრმა როგორ ვიყავი. ალექსანდრეზე ყურებამდე შეყვარებულს მხოლოდ ის მინდოდა, რომ ყველაფერი მალე გაეხსენებინა და ისევ ერთად ვყოფილიყავით. აჩეჩილი თმები შევუსწორე და შემდეგ ხელი ისევ სახეზე გადმოვანაცვლე. თითი გაუბედავად მივასრიალე ტუჩებთან, თუმცა მაინც ვერ გავბედე შევხებოდი და კვლავ მისი თმებით თამაში განვაგრძე. ისე ნაზად ვეხებოდი, რომ მე თვითონაც ძლივს ვგრძნობდი. გული ამჩქარებოდა იმის შიშით, რომ ნებისმიერ მომენტში გაიღვიძებდა, თუმცა მისი შეხების ცდუნებას ვერ ვუძლებდი. უეცრად ხელი აამოძრავა, ჩემსას მოკიდა და ტუჩებთან მიიტანა. ნაზად მაკოცა და შემდეგ თვალები გაახილა. გაურკვევლობაში მყოფი დაჟინებით მიყურებდა... ალბათ ჩემი ქცევები ეუცნაურებოდა და ახსნას ვერ უძებნიდა. მე კიდევ კინაღამ იქვე წამივიდა გული, როდესაც მისი მწვანე თვალების წინაშე მარტო აღმოვჩნდი. -დილამშვიდობის - გამიღიმა და თავისი თითები ჩემსაში ახლართა. -დილამშვიდობის... წავალ შევჭამ. თან ექთანს ვეტყვი, რომ გაიღვიძე - იმწამსვე წამოვვარდი ფეხზე და გარეთ გავედი. რამდენიმე დღეში სახლშიც გადავბარგდით. შაკო და ანა წავიდნენ. ვაკო და მია კი ჩამოვიდნენ. ვაკო დემეზე იყო ნერვებაშლილი. როგორ გაბედა და ასე როგორ მოიქცაო. დალაპარაკება და პასუხის მოთხოვნა უნდოდა, თუმცა შემდეგ იფიქრა, რომ ჯობია ჯერ ალექსანდრე გამოკეთდეს, რადგან მთლად ჩემი საქმე არააო. -ახალი წელი გამახსენდა! - უეცრად წამოიძახა გახარებულმა ალექსანდრემ. -რა? სერიოზულად?! აბა სად ვიყავით! - უპასუხა ვაკომ. -გუდაურში. მე, შენ, ტატო, მია, ლუკა, მარი, გიო, შაკო, ანა, ნიტა და დემე. ისიც მახსოვს, რომ შაკო და ანა ერთად არიან, შენ კიდევ კამერების დაყენება გინდოდა - გაეცინა მას. -ეე, რა მაგარია! - გახარებულმა მიამაც შემოკრა ტაში. მე კიდევ იქვე გავშრი... მარტო გუდაურის გახსენება ცუდ ადგილას დააპაუზებდა მოვლენებს ჩემსა და ალექსანდრეს შორის. თვალებში შეხედვა ვერ გავბედე. -ისიც გამახსენდა აქ რატომაც მოვდიოდი! - დაამატა გახარებულმა. -ალილუია! - წამოიძახა ვაკომ.-აბა გვითხარი რატომ - გამომცდელად შეხედა ძმაკაცს. -დემემ დამირეკა - განაცხადა დარწმუნებულმა და თავისი თავით კმაყოფილმა. -და რატომ დაგირეკა? - მორიგი შეკითხვა დაუსვა და წარბები აზიდა. -ეგ აღარ მახსოვს - ამოიხვნეშა და მე გამომხედა. გული ამიჩქარდა... რომ გახსენებოდა, ალბათ, ისევ ძალიან გაბრაზდებოდა. -ოოო, გაიხსენე, თორემ დაგიჩეჩქვავ მაგ თავს! - მოჩვენებითად დაემუქრა და ძმაკაცს და ფეხზე წამოდგა.-მია, რამე მაჭამე, ნუ მომკალი კაცი! - შეიცხადა განწირულად. -წამო, წამო... უძირო კონტეინერი გაქვს თუ რა უბედურებაა! - გაბეზრებით გააქნია თავი და ცაცხანით გავიდნენ გარეთ. როგორ შეუძლია ამ ორს სულ ერთმანეთს ებუზღუნონ და ამავდროულად უსაზღვრო სიყვარული გამოავლინონ!.. -მალე გაგახსენდება ყველაფერი - გავუღიმე გამამხნევებლად. -ნიტა, გამახსენდა... უბრალოდ იმათთან არ ვთქვი - მშვიდად ჩაილაპარაკა და დავინახე როგორ ჩაუდგა თვალებში სევდა, მე კიდევ ყელში ბურთი გამეჩხირა და თავი დამნაშავესავით დავხარე. -ხომ მითხარი დაგელოდებიო, დემეს რატომ კოცნიდი... - თქვა და ისევ დადუმდა. -დამაძალა. როცა შენ მოხვედი მაინცდამაინც მაშინ მაკოცა! ვერ ვინძრეოდი... - თავის მართლება დავიწყე და ცრემლები გადმომცვივდა იმ საშინელი მომენტის გახსენებისას. -რა?! იმის თქმა გინდა, რომ ნიუ-იორკში რომ ჩამომიყვანა ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი?! - შეიცხადა გაკვირვებულმა. -ხო... იმ საღამოს მერე არც მინახავს, არ ვიცი სადაა და რას შვება. თვითონაც გაქრა, გეგონება მიწამ ჩაყლაპაო... შაკომ დაურეკა რამდენჯერმე, მაგრამ არ პასუხობს. -რომ ავდგები ცოცხალი ვერ გადამირჩება! - განრისხებულმა გამოსცრა კბილებს შორის და ყველა კუნთი დაეჭიმა. -ძალიან ვინერვიულე მთელი სიჩქარით რომ გავარდი სადღაც. მერე ტელეფონიც გამითიშე და კინაღამ ჭკუიდან გადავედი! - ერთბაშად მომაწვა იმ საღამოს განცდილი ყველა ემოცია. -იმდენად გავმწარდი, რომ არაფერი აღარ მახსოვდა. შენ კი იმიტომ გაგითიშე, რომ თუ არ დავმშვიდდებოდი რამეს ცუდად გეტყოდი და მერე ძალიან ვინანებდი - მითხრა დამნაშავედ. -რადგან გითხარი დაგელოდებითქო, ესე იგი დარწმუნებული ვიყავი, რომ მარტო შენთან მინდოდა ყოფნა. როგორ იფიქრე, რომ გიღალატებდი! - გულნატკენმა ამოვთქვი მთელი ამ დროის დარდი და დაბინდული თვალებით გავუსწორე მზერა. -ასეთ მომენტებში რთულია ყველაფრის გაანალიზება. როგორც კი დაგინახეთ, გავგიჟდი. ჩემს თავზე კონტროლი დავკარგე... მაპატიე ამდენი რომ განერვიულე, გთხოვ... - გულწრფელი სინანულით მიყურებდა. -გაპატიებ, მაგრამ ჩემში ეჭვი აღარასდროს არ შეგეპაროს... და შენც მაპატიე, რომ თავიდანვე ვერ დაგაფასე... - ცრემლები მოვიწმინდე და გვერდზე მივუწექი. -ძალიან მიყვარხარ, უშენოდ მოვკვდები - მიჩურჩულა ყურში და ცხელი ტუჩები მომაკრო. მომენტალურად დატრიალდა მუცელში გრიგალი. მისმა შეხებამ ჭკუიდან გადამიყვანა, მონატრებამაც ცალკე გამაგიჟა. ხელები კისერზე მოვხვიე და უფრო მჭიდროდ ავეწეპე. უსაზღვრო სიამოვნებას განვიცდიდი მისი ალერსიანი ხელების და ტუჩების შეგრძნებისას, რომლებიც ასე ნაზად მეპყრობოდნენ. თითები მის თმებში ავხლართე, მარჯვენა ხელი კი მის დაკუნთულ პრესზე ჩამოვასრიალე. სურვილით შეპყრობილს ყველაფერი გადამავიწყდა. მხოლოდ მის კოცნას აღვიქვამდი. ქვედა ტუჩზე მსუბუქად წამავლო კბილები და სულ გამაგიჟა. ზემოდან დავაჯექი და ვნებიანად ვაკოცე. ამაზე თვითონ გაგიჟდა და წამოჯდა. ხელებით თეძოებზე ჩამაფრინდა და ვერც გავიაზრე ისე ამოვიკვნესე, რასაც ისევ ალექსანდრეს კბენა მოყვა. ფრთხილად დამაწვინა ზურგზე და ამჯერად თვითონ მომექცა ზემოდან. ყველა კუნთი მომიდუნდა და მის ნებას დავყევი. მარცხენა ხელი წელზე მომხვია, მეორე კი ფეხზე ამოასრიალა და სიამოვნების მორიგმა ტალღამაც არ დააყოვნა. მთელს სხეულში მომენტალურად გავრცელდა და სისხლი ამიდუღა. წამის მეასედებით მოვშორდი და თვალებში ჩავხედე, სურვილისგან ამღვრეული მწვანე თვალები თავგზას მიკარგავდნენ. -ესენი რა დღეში არიან ნახე რა! - უეცრად გაიღო კარი და მოხარხარე ვაკოს ხმა გავიგეთ. დენდარტყმულივით მოვშორდი ალექსანდრეს და გახშირებული სუნთქვით, თვალებგაფართოებულმა გავხედე კარს. -თუ არ გინდა მოგკლა კარი გაიხურე და გადი - მეგობრულად გაუცინა ალექსანდრემ, თან ცოტა გვერდზე გაიწია და გვერდიდან მომეხუტა. -ვიფიქრე, მოშივდებოდა, რამეს შევთავაზებთქო. ამ მაიმუნს კიდევ ყველაფერი მშვენივრად გახსენებია და ლამისაა შთამომავლობაზე მუშაობა დაიწყოს! აშკარად აღარ გჭირდება მოვლა - ფხუკუნს არ წყვეტდა და ამდენი ხმაურით მიას ყურადღების მიქცევაც მოახერხა. -ვაიმეე! ნუ წრიალებ ალექსანდრე! როგორ შეიძლება ასე! დაწექი და არ გაინძრე! - მაშინვე დაუცაცხანა აღელვებულმა, შემდეგ კი გახარებულმა ხტუნვა დაიწყო ძლივს არ დაადგით საშველიო. სულ არ გამხსენებია, რომ ალექსანდრეს ჯერ კიდევ წოლითი რეჟიმი ჰქონდა გამოწერილი, ან საიდან უნდა გამხსენებოდა. იმდენად მენატრებოდა მისი შეხება და კოცნა, რომ უკვე ნერვოზი მეწყებოდა. -არ შემარგოთ არაფერი! - ხელი აიქნია მობეზრებულმა ალექსანდრემ. -გამოკეთდი და მერე რაც გინდათ ის ქენით! - შეიცხადა ვაკომ. -ოო, ბევრს ნუ ბლატაობ - გაეცინა და ისევ გაებადრა სახე. -დაგტოვებდით მარტოს, მაგრამ მეშინია რომ შემოვალ ბავშვები არ დამახვედროთ - ისევ ღადაობა განაგრძო და მიასგან მუშტიც მიიღო მხარში. -გამო და აცადე! - თვალები დაუბრიალა და გარეთ გავიდა. -რა იყო ქალო, დეიდა გინდა გახდე? გიოს უთხარი მაშინ, ტვინის შერყევა მაინც არ აქვს და ბავშვის კეთებას არ შეეწირება - ეს თქვა და იმწამსვე ყურში წაავლო ხელი მიამ. - აუ, აუ!!! მტკივაა! ააა!- დაიწყო კივილი და ცქმუტვა. -წავიყვან მე ამას - გაგვიცინა მიამ და ყურში წავლებული ხელით გაიყვანა ვაკო გარეთ, ჩვენ კი ისევ მარტოები დავრჩით. -ჩემი გემრიელი გოგო... - თბილად მითხრა და კისერში ხმაურიანად მაკოცა. ................ ბავშვებოო, დღეს მაპატიეთ ცოტა პატარა თავი, ფიზიკურად არ მქონდა დრო რომ უფრო მეტი დამეწერა, მაგრამ გპირდებით, რომ ხვალ უფრო დიდს დავდებ! ძალიან დიდი მადლობა ჩემო თბილებო და ტკბილებო <3 ყველაზე კარგები ხართ და თქვენი საყვარელი კომენტარებით სულ მათბობთ! <3 <3 <3 იმედი მაქვს მოგეწონათ და როგორც ყოველთვის, ველი შეფასებას!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.