შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და სასჯელი 2


18-08-2017, 13:37
ავტორი ankatuna
ნანახია 1 726

***
-მია დღეს საღამოს დედაჩემი აპირებს მოსვლას.
-რა? რატომ.
-ისე... არ შეიძლება დედა შვილთან მოვიდეს?. -გულწრფელად გაუკვირდა და გაეცინა მიას რეაქციაზე დავითს.
-მაპატიე, ეგ არ მიგულისხმია. მეთქი დღეს რაიმე მნიშვნელოვანი დღე ხომ არ არის და გამომრჩათქო.
-არა არც ჩემი და არც ბავშვების დაბადების დღეები არ არის, ახალი წელი და აღდგომა მითუმეტეს.
-კარგი რაა... ნუ მაშაყირებ.
-მომიტევეთ თქვენო აღმატებულებავ.
-კარგი, მიპატიებია.
-ხო მართლა მია, ჩემი შავი საქაღალდე სად დავდე ხო არ დაგინახავს.
-სულ მაგ საქაღალდეს როგორ უნდა ეძებდე რაა.
-სამაგიეროს მიხდი ხუმრობისთვის?
-სულაც, არა... -მაცდურად გაიღიმა მიამ და დავითისკენ წავიდა, დაბნეულმა დავითმა მისდაუნებურად უკან გადადტგა ნაბიჯი, მიას გაეცინა და მაინც გაყვა ნაბიჯებით მისკენ, დავითიც ნელ ნელა უკან იხევდა და წიგნების კარადას მიეჯახა ზურგით. მიამ მიაღწია მასთან და ხელი წაიღო მისკენ, დავითი დაიბნა და იმის მოლოდინში რომ მია სახეზე შეეხებოდა თვალები დახუჭა, ნერვიულობისგან გულში ჩუმად დათვლა დაიწყო. ავიდა ოცამდე მაგრამ მია არ შეხებია და თვალების გახელა დაიწყო. მის წინ მია იდგა საქაღალდით ხელში და მაცდურად იღიმოდა. -კიდევ კარგი გაახილე თვალები, მეგონა ჩაგეძინა.
-მე?... მე არა.... -ცოტახნით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-აი შენი საქაღალდე, როგორც ყოველთვის წიგნების თაროზე დაგიდევს.
-მადლობა.
-რა გთხოვე მე შენ?
-მადლობა არასოდეს გადამიხადოო...
-ყოჩაღ, თანდათან სწავლობ.
-კონსტიტუცია ვისწავლე და ამასაც დავიმახსოვრებდი როგორმე.
-მაგრამ ფაქტია საქაღალდე სად დადე სულ გავიწყდება.
-შენ რაღაც დილიდან ტალღაზე ხარ დღეს.
-უბრალოდ კარგი ამინდია.
-ჰო არა? მაშინ საღამოს სასეირნოდ წავიდეთ.
-აბა დედა მოვაო?
-რომ წავა მერე წავიდეთ.
-და გვიან რომ წავიდეს?
-ჩვენც გვიან წავიდეთ.
-და ბავშვები?
-უი ეგ დამავიწყდა. -ენაზე იკბინა დავითმა და ორივეს გაეცინა.
-მამა მე დაგავიწყდი. -სახე სატირლად მოამზადა ანამარიამ.
-არა ჩემო პრინცესა მე და დედა ვხუმრობდით რაღაცაზე.
-რა შეუგნებელი ხარ გოგო. -ბრაზი ვერ დამალა გუგამ დის მეამიტობაზე. -უბრალოდ დედას და მამას მარტო უნდათ დარჩენა.
-რატო, უნდათ მარტო, ჩვენ აღარ ვუყვარვართ?
-აუ ელაპარაკე ახლა ამას.
-იმიტომ რომ ცოლ-ქმარი არიან. -ცოლ-ქმრის გაგონებაზე, მიამ და დავითმ,ა ყურები ცქვიტეს და ერთმანეთ უხერხულად გახედეს. დავითს რომ სიტყაცია გაენეიტრალებინა, ჩაახველა და გუგას ყური აუწია.
-ხომ გაგაფრთხილე მე შენ ნუ კაცობთქო.
-კარგი რა მამა, რაღა დროის ყურის აწევაა, დასჯის ფორმები მოგიძველდათ.
-ბედავს და დამცინის კიდეც.
-კარგი დავით რა მოხდა, მალე წამოგეწევა ბიჭი და შენ ყური მართლა როგორ აუწიე, მე ვიცი დასჯის უკეთესი ფორმა, დღეს ბაღში არ წავა და ლიზისაც ვერ ნახავს.
-კარგით რაა, რა უსამართლობაა. -ფეხების ბაკუნით გააპროტესტა გუგამ დედის გადაწყვეტილება.
-მოიცათ, და ლიზი ვინაა?
-ვინ და გუგას შეყვარებული. -ანამარიამ დემონსტრაციულად განუცხადა მამას და გაბრაზებულმა ენა გამოუყო ძმას.
-უყურე შენ.... -დავითი გუგასთან ჩაიმუხლა და ყურჩში ჩუმად რაღაც უთხრა, მიამ და ანამარიამ ყურები ცქვიტეს რომ გაეგოთ მამაშვილის საუბარი. -კარგი გოგო არის?
-აუ იცი რა აქვს?
-რა? -ენა ჩაუვარდა დავითს გაოცებისგან, არ ელოდა გუგას ამ პასუხს, მაგრამ რაც მამა ის შვილი.
-რაზე საუბრობთ თქვენ მანდ? -მაინც ვერ მოითმინა მიამ.
-არაფერი, კაცური საუბარი გვქონდა.
-ჰმ, იყოს როგორც არის. წავედით თორემ ყველა დავაგვიანებთ.
-ანუ არ მტოვებ სახლში?... ურაა.... აი რატომ მიყვარხარ..-დედას წელზე მოეხვია გუგა. ოჯახმა კარი გამოიხურა ზურგს უკან და წავიდნენ თავიანთ გზებზე, ზოგი სამსახურში, ზოგი ბაღში, ზოგიც ვინ იცის სად.....
***
-ესეიგი თქვენ ხართ ის ვინ განაცხადი შემოიტანა მკვლელობის თაობაზე. -სკამის საზურგეზე გადაწოლილმა პროკურორმა დავით ადეიშვილმა შეათვალიერა მაგიდასთან ატუზული ახალგაზრდა გოგონა.
-დიახ მე ვარ. გაირკვა რამე.
-ჯერ დაბრძანდით და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი.
-მადლობა.
-კარგით, ქალბატონო... -საქაღალდე გადაშა დავითმა რომ გოგონას სახელი არ შეშლოდა.
-მია.
-უკაცრავად?
-მია, ჩემი სახელია.
-დიახ ქალბატონო მია, იმის გამო რომ გვამი არავის უპოვნია, არსად, ვინმეს დაკარგვის თაობაზეც ჯერ განხადება არ შემოსულა, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავაპატიმროთ თქვენს მიერ ეჭვმიტანილად დასახელებული პირი, მაგრამ ჩვენ ის დაკითხვაზე დავიბარეთ და სურვილი თუ გექნებათ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დაკითხვის მსვლელობას, სადაცაა აქ იქნება.
-დიახ, მაინტერესებს მოკლული ვინაა. -პროკურორს გაეღიმა გოგონას ბავშვურობის გამო. რატომ სჯეროდა ამ გულუბრყვილო გოგონას რომ ბიჭი ყველაფერს აღიარებდა. სიმართლეც რომ ყოფილიყო რაც მან თქვა, საკუთარი ხელით რომელი ჭკუადმყოფელი გაითხრიდა საფლავს. მიამ პროკურორთან ერთად დატოვა ოთახი და დასაკითხი ოთახისკენ წავიდნენ. გზაში მიამ ისევ ის სახე დალანდა რომელიც უკვე კოშმარად ექცა. თავი მიაბრუნა და გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი მოყვებოდა. ჯერ ასე ახლოდან არასოდეს ენახა მიას სექს სიმბოლოდ მიჩნეული ალექსანდრე შარაძე. ბიჭი რომელმაც ისე მოკლა კაცი ხელიც არ აჰკანკალებია. მიამ შეათვალიერა ბიჭი: მაღალი, შავგვრემანი, მწვანე დიდი თვალებით და ლამაზი სახის ნაკვთებით, დაკუნთული სხეულით და უსაზღვრო შარმით. მის მიხვრა-მოხვრაში თავდაჯერებულობა და ნარცისიზმი ჩანდა. მიას დანახვისას სახე აელეწა ბიჭს, მიხვდა რაშიც იყო საქმე, მაგრამ რა ეგონა ეს სულელი პატარა გოგო პრობლემებს თუ შეუქმნიდა. თავი გადააქნია, ტუჩი მოილოკა და გოგოს ისე მიუახლოვდა რამდენადაც შეძლო.
-მაინც ვინ გგონია შენი თავი. -მიამ გაოცებისგან პირი დააღო და შიშისგან ლამის ფეხები მოეკვეთა. -განანებ ამ საქციელს. -დიდი მწვანე თავლები დაუბრიალა და დაწინაურდა. მიას სუნთქვა შეეკრა და იქნე სკამზე ჩამოჯდა. პროკურორმა თავლი რომ შეავლო გოგო მის გვერდით აღარ მიდიოდა ინსტიქტურად მობრუნდა და მასთან მივიდა. მის წინ დაიხარა და მხარზე ხელი ფრთხილად დაადო. მია შეკრთა და თავი ასწია.
-დიახ კარგად ვარ მადლობა.
-მაშინ წავიდეთ.
-აღარ მინდა შემოსვლა, აღარ მინდა მისი დანახვა.
-როგორც გნებავთ.
-აქ დაგელოდებით. მაინტერესებს რას გეტყვით. -პასუხის ნიშნად პროკურორმა თავი დაუკრა და წავიდა. იქვე მდგარ დაცვის თანამშრომელს ანიშნა წყალი მიუტანეო და დასაკითხ ოთახში შევიდა.
მია გამუდმებით ხელებს ისრესდა და საათს შესჩერებოდა. უკვე ნახევარი საათი გავიდა და პროკურორი არსად ჩანდა. მალე კარში ალექსანდრეს მსგავი სილუეტი დაინახა ოღონდ უფრო ასაკი ეტყობოდა. თავიდან იფიქრა მომეჩვენაო მაგრამ მისმა ანალიტიკური აზროვნების უნარმა თავისი ჰქნა და მიხვდა რომ ეს შესაძლოა ალექსანდრეს მამა ყოფილიყო. მამაკაცმა მიასკენ აიღო გეზი და მიაც მისადუნებურად ფეხზე წამოდგა. მამაკცს გაუკვირდა გოგოს ასეთი საქციელი, გვერდულად გახედა და გვერდი ჩაუარა. ჯმიამ თვალი გააყოლა და მიხვდა რომ იმ ოთახისკენ მიდიოდა სადაც დაკითხვა მიმდინარეობს. მალევე პროკურორის ხმა გაიგონი. მას გვერდით ქეისიანი და პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი მოყვებოდა.
-როგორც ხედავთ ჩემი კლიენტის აქ გაჩერების არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ და მეტიც თქვენი მხრიდან ასეთი უბრალო და აბსურდული საკითხის გამო ბატონი ალექსანდრეს აქ დაბარება ნამდვილი სისულელე იყო.
-მესმის, მაგრამ იურისდიქციას კარგად იცნობთ და მოგეხსენებათ რომ როდესაც ასეთი ტიპის განცხადება შემოდის ვალდებულები ვართ შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ.
-მსგავსი რამ კიდევ განმეორდება და ჩემს კლიენტს უსაფუძვლოდ შეაწუხებთ და თქვენს განყოფილებას არაკომპეტენტურობისათვის ვუჩივლებ.
-რას ბრძანებთ, ეგ რა ლაპარაკია.
-სიმართლეს ამბობს. -საუბარში ალექსანდრე, ოღონდ ასაკიანი ალექსანდრე ჩაერია. -ჩემი ძმას ახლოსაც აღარ გაეკაროთ, დაკითხვებზე მისი დაბარება ხომ საერთოდ. ვის მოუვიდა თავში აზრად რომ ის ასეთ რამეს გააკეთებდა. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ ყველამ იცის ის როგორიცაა.
-დიახ გასაგებია ყველაფერი. ბოდიშს გიხდით ამ გაუგებრობისათვის. -ხელი ჩამოართვა პროკურორმა ყველას და ისინიც წავიდნენ. ალექსანდრემ მიას გვერდი რომ ჩაუარა ერთი შეუღრინა. მერე ისევ ის ამაზრზენი ღიმილი. პროკურორმა ერთი ამოიოხრა და მიასთან მივიდა. -ჩემს კაბინეთში შევიდეთ თუ შეიძლება.
-მაპატიეთ მაგრამ სახლში მინდა წასვლა. -პროკურორს სიბრაზე შეეპარა, მიას მკლავში ხელი ჩაავლო და ოთახში შეიყვანა. მია გააკვირვა მისმა ასეთმა საქციელმა.
-ხომ გითხარით კარგად დაფიქრდითთქო. თქვენს გამო ახლა მეც და მთელს განყოფილებას საყვედური მოხვდება. სამსახურიდან თუ არ გაგვანთავისუფლეს ხომ კარგი.
-მაპატიეთ მე არ ვიცოდი. -ხმა აუკანკალდა მიას და თვალებზე ცრემლები მოადგა.
-მე მაპატიეთ, უცებ გავცხარდი. ახლა კი გთხოვთ წადით და ეცადეთ ამ ოჯახს ასად გადაეყაროთ.
-მადლობა. -მიამ პროკურორის ოთახის კარი გამოიხურა და სირბილით დატოვა განყოფილება. მაშინვე სახლში წავიდა. ოტახში ჩაიკეტა და დიდხანს ტიროდა. დღეები ერთმანეთ მიყვა და მიამ მალევე შეძლო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაბრუნებოდა. თუმცა მაინც აღარ იყო ყველაფერი ისე. მის გულს ძველი შემთხვევა ამძიმებდა. ლუკას ტკივილიანი სახე და უხალისობა ეტყობოდა. ასე ადრეულ ასაკში დამძიმდნენ ორივე იმ ტვირთით რომელიც ძალიან რთული სატარებელია. ლილეც მეგობრების შემხედვარე მისდაუნებურად სულ ჩუმად იყო. ისე ვეღარ მხიარულობდნენ. ადრე მათი სიცილი მთელ ქუჩას ესმოდა რომ ჩაივლიდნენ დღეს კი შეუმჩნევლად დააბიჯებენ და უსუცოცხლო ბრბოს რუტინას აჰყვნენ. გამოცდებამდე დიდი დრო აღარაა დარჩენილი და ისინი სწავლაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებენ. შემოდგომის პირის გრილი საღამო იყო. ეს სამნი ისევ ერთად მასწავლებლიდან მოდიოდნენ. ლუკამ ადრე დატოვა გოგოები და სხვა გზით გადაუხვია.
-სად წავიდა ნეტა ლუკა.
-არ ვიცი ლილე, ძალიან კი მეცოდება. შეიცვალა ამჩნევ?
-კი ვამჩნევ, ხანდახან ასე მგონიაა სხვაა ლუკას სახითთქო.
-მალე მოკეთდება. რომ ჩაბარებთ და სწავლა დაიწყება. ახალ გარემოში ახალ ბავშვებთან ყველაფერი გამოსწორდება.
-იმედია თორე კიდე დიდხანს ვერ ვუყურებ ამ მდგომარეობაში.... წამოდი გაგაცილებ და მერე ამოვბრუნდები.
-არ მინდა იყოს რატომ უნდა გაიარო გზა ტყუილა. წავალ არაა პრობლემა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი ვარ.
-კარგი, მაშინ ხომ იცი თუ რამე დამირეკე.
-მიას გაეცინა. მეგობარს დაემშვიდობა და მარტო გაუყვა გზას. უცებ შედგა და უკან მიიხედა. ცუდად ენიშნა ეს ყველაფერი. თითქოს დეჟა-ვუ აქვს. ყველაფერი ისეა როგორც იმ ღამით იყო. შიშისგან ადგილზე მიიყინა. გონებაში გარბოდა მაგრამ ფიზიკურად ნაბიჯიც კი ვერ გადადგა. მთელი ძალ-ღონე და გამბედაობა მოიკრიბა და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა. წინ ის ჩიხი ელოდა სადაც იმ ამბის მოწმე გახდა. რა ქნას ახლა? სხვა გზით ვეღარ წავა უკან დაბრუნებით კი ძალიან დიდ დროს დახარჯავს და მშობლებიც ინერვიულებენ. ნელ-ნელა მიიწევდა წინ, თან ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და ლილეს ნომერს კრეფდა. ის ისაა ჩაიარა ჩიხის წინ და სიმშვიდეა, იფიქრა გადავრჩიო. მოულოდნელად ჩიხიდან მანქანის ფარების შუქი გამოვარდა, თან იმხელა ლამის დაბრმავდა მია, შიშისგან ტელეფონი ძირს დაუვარდა, დააპირა ავიღებ და გავიქცევიო მაგრამ უცებ მკლავებში მამაკაცის ძლიერი ხელი იგრძნო. გაიხედა და ორ დაკუნთულ ბიჭს ისე ეჭირათ მია ფეხებსაც ვეღარ აწვდენდა ძირს. ყვირილი დააპირა მაგრამ ერთერთმა ხელუი ააფარა ტუჩებზე და ასე ძალით შეიყვანეს ჩიხში სადაც თურმე ფურგონიანი მანქანა იდგა და ის ამ მანქანი შუქები იყო. კარი გამოაღეს და მია ტომარასავით შეაგდეს მანქანაში. მის უკან კარი მიიხურა. ბიჭები გარეთ დარჩნენ. მიამ თავი წამოწია და მანქანა კი არა მგონი სახლი იყო, მის წინ დივანზე ალექსანდრე იჯდა. მია მიხვდა რა შარშიც იყო და თვითგადარჩენის ინსტინქტმა უბიძგა. ჯერ ყვირილი მორთო და კარს დაუწყო ჯიკავი, მერე მიმოიხედა საიდან შეიძლებოდა გაქცეულიყო მაგრამ იმედის ნაპერწკალიც კი არსად ჩანდა. ალექსანდრე სკამიდან წამოდგა და მიას მიუახლოვდა. მიამ ხელების ქნევა დაიწყო.
-არ მომეკარო გაფრთხილებ.
-მეც გაგაფრთხილე განანებთქო, შე სულელო გოგო. -სახეში ისეთი ძლიერი სილა გააწნა მიამ წონასწორობა ვეღარ შეიკავა და დავარდა. ალექსანდრე დაიხარა და მისი სხეულით მთლიანად მოიმწყვდია მია ფეხებს შორის. ამოაბრუნდა და ხელებით იატაკს დაანარცხა კიდევ ერთხელ. მიამ ამოიგმინა და გაძალიენაბ დაიწყო. პირში ტუჩიდან გამოსული სისხლი ჩაეღვარა და ვერ გადაყლაპა ვერც უკან ამოიღო. ასე ეგონა იხრჩობოდა.
-გთხოვ ეს არ გააკეთო, მაპატიე.
-მაგაზე მანამდე უნდა გეფიქრა სანამ მე დამიპირისპირდებოდი. -შუღრინა ალექსანდრემ და კაბის გულისპირი ერთიანად ჩამოახია. მიამ ყვირილს უმატა და შველად ითხოვდა, თან ცდილობდა როგორმე დასხლტომოდა ხელიდან მაგრამ უშედეგოდ. -ისე არაგიშავს ხო იცი, ჭკვიანად რომ ყოფილიყავი იქნებ გამოგვსვლოდა კიდეც რამე,-უთხრა და წელზე თითები დააყოლა და ფეხისკენ ჩაუცურა ხელი. მიას სული ეხუთებოდა უკვე და გრძნობდა როგორ ეცლებოდა ძალა. უკვე ვეღარ ებრძვოდა. -კიდევ დიდხან უნდა იფართხალო კიდე? -უყვირა ალექსანდრემ და კიდევ ერთი სილა გააწნა მიას. ეს ბოლო წვეტი იყო, მიას უკვე ყველა ძალა გამოეცალა. ხელები ძირს ჩამოუშვა და მხოლოდ იმასღა ახერხებდა რომ შევედრებოდა.
-გთხოვ, ეს არ გააკეთო. გევედრები.
-კარგი რაა, ვიცი შენც გინდა, მოგეწონება. -ისევ ის საზიზღარი და ამაზრზენი ღიმილი. მიას კაბა აუწია და ტრუსი ერთი ხელის მოსმით გააძრო. მერე საქამრე შეიხსნა. მიამ კიდევ ერთხელ გაიბრძოლა რაც ძალი და ღონე ჰქონდა მაგრამ უშედეგოდ, ძლიერი ბიძგით ალექსანდრე მასში შევიდა. მია დაიკლაკნა, მწარედ ამოიკვნესა და გონება გაეთიშა. თვალები ღია ჰქონდა, ყურებშიც ესმოდა ამ ცხოველის ხვნეშა მაგრამ ვერაფერს გრძნობდა, საღად აზროვნებას ვერ ახერხებდა. მხოლოდ იმას აცნობიერებდა რომ მთელი ცხოვრება თავზე დაენგრა. ატყობდა რომ ითიშებოდა მგარამ ყურებში მაინც ჩაესმა ხმა.
-ჰაა... კარგიო იყო?
-ქალიშვილი ყოფილა...... მალე საერთოდ გაითიშა......... გონს რომ მოვიდა ტალახში გულ აღმა ეგდო, წვიმდა, წვიმის წვეთები სახეზე ეცემოდა ცრემლების ნაკვალების გვერდით ტალახიან სახეზე კიდევ ერთ კვალს ტოვებდა. მთელი სხული დაბუჟებული ჰქონდა. წამოდგომა უნდოდა მაგრამ ძალა ვერ იპოვა საკუთარ თავში. როგორც იქნა მოახერხა და წამოდგა. მაგრამ ახლა რა ქნას, სად წავიდეს. სახლში უნდა მივიდეს, მშობლები გაუგებენ, ის ხომ მათი შვილია. შუაღამეზე გაუბედურებული, ფეხშიშველი, სულ ერთიანად ტალახიანი და სველი მიაბიჯებდა ქუჩაში. როგორც იქნა სახლამდე მიაღწია. ზღურბლთან შედგა და ხელი დასაკაკუნებლად წაიღო, სანამ დააკაკუნებდა დედამისმა უკვე კარი გამოაღო. ქალი ადგილზე გაიყინა შვილი რომ ამ მდგომარეობაში დაინახა. მიას აღარაფრის თქმა არ სჭირდებოდა მისთვის. დედა ყველაფერს მიხვდა. მიამ თავი ასწია და დედის დანახვაზე მთლად განადგურდა, ცრემლები წასკდა და დედის ფეხებთან დაიჩოქა და მუხლებზე მოეხვია.
-დედი მიშველე დედი,
-მოგიკვდეს დედა ჩემო შვილო, ეს რა გიქნეს. -შვილთან დაიმუხლა და სახე მოწმინდა. -ეს ვინ გაგიკეთა შვილო, ვაიმე ახლა რა ვქნა, რით გიშველო. მითხარი რამე შვილო. -სიტყვებს თავს ვერ აბამდა მია, მხოლოდ დედის კალთაში თავჩარგული და იატაკზე გართხმული უაზროდ ტიროდა. ხმაურზე მიას მამაც გამოვიდა ოთახიდან.
-რა იყო რა ხდება. -ხმა ჩაუწყდა მიას დანახვის შემდეგ. იქვე კედელს მიეყუდა და მხოლოდ ისღა მოახერხა ცოლისთვის ეკითხა. -ნანა... რა სჭირს ბავშვს. -ქალმა ჩასისხლიანებული თვალებით ახედა ქმარს და ტირილს უმატა.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ვაიმე ეს რა იყოო. მძიმე დღის მერე ამ თავმა წამშალა. როგორ შემეცოდა მია, გამაკანკალა. ამაზე საშინელებას ქალს ვერ დამართებ. მოძალადე ადამიანი ცოცოხლად უნდა დაიწვას, არანაირი გამართლება და მიტევება არ გააჩნია ამ საქციელს

 


№2 სტუმარი Nini

Es ra iko .txovna makvs ar daagviano da dade koveldge tavo :-)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent