შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და სასჯელი 3


19-08-2017, 17:51
ავტორი ankatuna
ნანახია 1 692

-ქალბატონო მია თქვენიი თხოვნა შევასრულეთ.
-ძალიან კარგი, დავალებული ვარ თქვენგან.
-რას ამბობთ, როცა მე მიჭირდა თქვენ ხელი გამიმართეთ, სხლა ვალის დაბრუნების დროა.
-მშვიდობით ანა, ......კიდევ შევხვდებით?
-არასოდეს თქვა მშვიდობით, ის კლასვ მომავალში შეხვედრის იმედს, და ვინ იცის იქნებ ოდესმე ჩვენ ისევ შევხვდეთ.
-იცი როგორ მენანები ამ ჯოჯოხეთისთვის?
-მეც მენანება საკუთარი თავი მაგრამ ყველას თქვენსავით არ უმართლებს რომ ოჯახი მაინც შექმნას. ნამუს ახდილი ქალი აღარავის აღარ უნდა, ისღა დაგრჩენია ის აკეთო რითიც როგორმე თავს გაიტან და ჩემს შემთხვევაში ეს საქმე აღმოჩნდა ხვედრი. იცი უყოყმანოდ რატომ დაგთანმდი დახმარებაზე?
-მიახლოებით ვხვდები.
-ვერა ვერ მიხვდები, კი მართალია ის რომ ერთნაირები ვართ მაგრამ მეორეს მხრივ მე დასაკარგი აღარაფერი მაქვს, არც არავის ვჭირდები და არც არავის მოვენატრები. იცოდე რომ მე მზად ვიქნები ყველაფრისთვის. ერთი არაკაცით ნაკლები მაინც დარჩება ამ ქვეყანაზე. როცა სამართალს შენთვის არ სცალია იძულებული ხდები თავად გახდე სამართალი. ჩვენი დროც მოვა.
-ყველაფრისთვის მადლობა ანა. მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ მიუხედავად ყველააფრისა.
-არა ქალბატონო მია კარგი არ ვარ, ვცდილობ რომ ადამიანობა არ დავკარგო ესაა და ეს.
-ვის ელაპარაკები მია. -მისაღებში თავზე დაადგა დავითი მიას.
-ჩემო მეგობრია ანა, გახსოვს რომ გიყვებოდი?
-კი მახსოვს ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მშობელიაო.....მალე მორჩები? ჩემები მოვიდნენ.
-კი, ახლავე ჩამოვალ....//კარგი ანა უნდა წავიდე, დროებით. წარმატებები.
-მადლობა რომ თქვენს მეუღლეს არაფერი უთხარით ცუდი ჩემზე. დროებით და თქვენც წარმატებები, იცოდეთ ჩვენ თქვეს გვერდით ვართ. -მიამ საუბარი დაამთავრა და მისაღებში ჩავიდა. დედამთილს გადაეხვია და თბილად მიესალმა. ამ შემთხვევაში კლასიკური რძალ-დედამთილურ ურთიერთობასთან არ გვქონდა საქმე. მია და დავითის დედა უგებდნენ ერთმანეთს. მაგრამ საქმე იმაში იყო რომ ქალბატონმა თამარმა მიას მწარე სიმართლის შესახებ არაფერი იცოდა.
-როგორ ბრძანდებით ქალბატონო თამარ?
-კარგად ჩემო გოგო შენ როგორ ხარ?
გმადლობთ მეც კარგად. -დედამთილის მოკითხვის შემდეგ მამამთილს მხოლოდ ნაძალადევად, ზრდილობი გამო გაუღიმა და თავი დაუკრა. -დავითის მამა, ბატონი კოტე თავიდანვე წინააღმდეგი იყო რაღაცატომ მიას და დავითის ურთიერთობის.
-ბებო, ბებო, მომენატრე... -ხელებგაშლილი მიეგება ანამარია ბებიას, მას გუგაც მიჰყვა. არცერთ მათგანს ბაბუისკენ არც გაუწევიათ რადგან ბატონი კოტე ყოველთვის ცივი და გულგრილი იყო მათ მიმართ.
-როგორ მიდის ბებო ბაღში საქმეები?
-კარგად, ამ კვირის ბოლოს კონცერტი გვაქვს და ხომ მოხვალ?
-კი ჩემო პატარა აუციებლად მოვალ.
-შენ არ მოხვალ ბაბუა? -დედისგან ნასწავლები ზრდილობის საკითხი გაიხსენა ანამარიამ და მაინც ჰკითხა თორემ პასუხი ყველამ იცოდნენ.
-მე არ მცალია ეგეთ სისუელეებზე დროის დასაკარგად.
-ეს სისულელე არაა ბატონო კოტე. მაპატიეთ მაგრამ არაფერი დაშავდება ერთ საათს თქვენი შვილიშვილებისთვის თუ გამონახავთ.
-არავის უკითხავს შენთვის აზრი, და მითუმეტეს შენგან რჩევებს არ მივიღებ. მტიც, ჩემი რძალი ხარ და ეგეთი ტონით საუბარი ჩემთან მეორეთ არ გაბედო.
-ის შენი რძალი არაა. -თავი ვეღარ შეიკავა დავითმ და მამას შეეწინააღმდეგა.
-უკაცრავად?
-ის შენი რძალი არაა.
-რაას გულისხმობ? რა ნიშნავს შენი სიტყვები
-მე შენი შვილი არ ვარ და შესაბამისად არც მიაა შენი რძალი. არ გაბედო მეორედ მასთან ეგრე საუბარი. რადგან მე მხოლოდ დედას შვილი ვარ ჩეზეც და მიაზეც კარგის ან საყვედურის თქმის უფლებც მხოლოდ დედას აქვს.
-მე მანქანაში დაგელოდები თამარ, იმ სახლში სადაც სასურველი სტუმარი არ ვარ არაფერი მესაქმება. -გაბრაზებუმა ბატონმა კოტემ დემონსტრაციულად დატოვა სახლი და გარეთ გავიდა.
-რას ამბობ დათუნა დედიკო, ეგრე როგორ შეიძლება.
-ძალიან გთხოვ დედა, დავამთავრო ამ თემაზე საუბარი, ხომ იცი რომ არაფერი შეიცვლება აწი. თქვენ ისაუბრეთ მე უნა დავრეკო. -დედისთვის დღემდე გაუგებარი იყო რატომ შეიცვალა მამის მიმართ საოცრად მოსიყვარულე დავითი ასე რადიკალურად. სახლიდანაც გაურკვეველი მიზეზის გამო წავიდა და დამოუკიდებლად დაიყწო ცხოვრება. ქალბატონი თამარი კი საერთოდ გააოცა შვილთან დასალაპარაკებლად მისულს სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი რომ დახვდა. როდესაც დავით ყველაფრის ახსნა მოსთხოვა მან დედას უბრალო უპასუხა რომ ისინი ახლა მისი შვილები იყვენენ და ახსნით ვერაფერს აუხსნიდა. თუმცა ამის დრო რომ მოვიდა ყველაფერს მოუყვებოდა. ახლა კი მხოლოდ ის სთხოვა რომ ეს პატარები მთელი გულით შეეყვარებინა როგორც შვილიშვილები და მათ გაზრდაში როგორმე დახმარებოდა. დედამ ახალგაზრდა ძიძები რამდენჯერმე გაუგზავნა დავითს იმ იმედით რომ გოგოები იქნებ მოსწონებოდა დავითს მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ. ალბათ მისი ბედი მხოლოდ მია იყო.
-მია შვილო, იქნებ შენ დაელაპარაკო შენ ქმარს და მოიყვანო გონს, ასე როდემდე უნდა იყოს.
-ვცადე ქალბატონო თამარ მაგრამ არასოდეს მისმენ.
-ბებო შეიძლება დღეს შენთან წამოვიდეთ? -ბებოს მიეფერა გუგა.
-კი ბებო როგორ არა.
-რატომ აწუხებ გუგა ბებოს სახლში დარჩით და სხვა დროს მივიდეთ კიდევ მათთან.
-შენ და მამას ხომ მარტო დარჩენა გინდათ და... -მიას სირცხვილისგან ლოყები შეეფაკლა და დედამთილის წინ თავი დახარა, ქალბატონმა თამარმა ჩაიცინა და შვილიშვილს უჩქმიტა.
-ოჰ რა ცელქი ხარ გუგა ბებო... არაუშავს მია, წავიყვან ბავშვებს.
-არა რას ამბობთ, დარჩნენ რა პრობლემაა, ...ჩვენ უბრალოდ....
-არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნათ, თქვენ ცოლ-ქმარი ხართ და თქვენი პირადი ცხოვრება გაქვთ.
-რაზე ჭორაობთ გოგონებო? -ოთახში დავითი დაბრუნდა.
-არაფერზე შვილო, გუგამ მიტხრა რომ რომანტიკული საღამოს ჩაშლა არ უნდა თვქენთვის ამიტომ ცემთან წამოვლენ დღეს.
-რა სისულელეა, ოხ რა საცემი ხარ ახლა.
-აუ არაა... -ბებიის ზურგს ამოეფარა გუგა, იმ იმედით რომ გადარჩებოდა.
-რა გინდა ბავშვს კიდევ ერთი დაიკო ან ძამიკო უნდა დაა. – კიდევ ერთხელ შეიშმუშნენ უხერხულად დავითი და მია.
-ბებო წავიდეთ თორემ დღეს მართლა ვერ გადავურჩები მამას.
-ხვდები და მაინც ცელქობ, საძაგელო ბავშვო.
-მოიცა ტანსაცმელებს ჩაგილაგებთ. -ანამარიას მოჰკიდა ხელი მიამ და მორე სართულზე ავიდა.
-კარგი გოგოა დედა მია.
-ვიცი დედა, ვიცი.....
***
-ახლა რა ვქნათ. -აქეთ-იქეთ გადი-გამოდიოდა ოთახში მიას მამა და ოხრავდა. -რა გვეშველება. მთელს ქალაქში მოგვეჭრა თავი.
-მაგას როგორ დარდობ როდესაც შენი შვილი ამ მდგომარეობაშია. მოთქვამდა ნანა.
-მესმის მაგრამ ჩვენ კიდევ ორი შვილი გვყავს იმათ რაღა ეშველებათ, ვინ ითხოვს მათ.
-ღმერთო ჩემო, ეს რა მესმის, რა გჭირს ნიკა, ბავშვზე იფიქრე ახლა მაგათ რა უჭირთ.
-ნანა ჭკუიდან ნუ გადამიყვან, მეც მეცოდება ჩვენი შვილი მაგრამ ამათ რაღას ვერჩი. ვის ენდომება ნამუს ახდილ შვილიან ოჯახთან ურთიერთობა.
-არ ინდა შენი არაფერი, წავიყვენ ჩემს შვილს და წავალ აქედან და მერე რას იტყვიან უკეთეს შევხედავ. შვილის გვერდით დგომას ვინ ჩამითვლის დანაშაულად მითხარი.
-არ დაგვიჯერებენ, რომ ვთქვათ ნამუსი ახადესთქო.
-ვინმეს რატომ უნდა ავუხნათ რამე.
-პატარაა ეს ქვეყანა არსად არაფერი დაიმალება, დავიღუპებით მთლად.
-აბა რა ვქნათ?
-სახლიდან უნდა წაიდეს.
-რაა? -მოსმენილს არ დაუჯერა ქალმა.
-ხო სახლიდან უნდა წავიდეს, ვიტყვით რომ უცხოეთში წავიდა სასწავლებლად და მერე იქ დარჩებათქო.
-შენ სულ მთლად გადადექი ხომ ჭკუიდან. ასეთ მდგომარეობასი ბავშვი სახლიდან გავაგდო?
-თუ გინდა გაყევი მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ კიდევ ორი შვილი გყავს და ქმარი. თუ წახვალ, ზღურბლს უკან ვეღარ გადმოაბიჯებ. -ქალი ადგილზე გაყინა ქმრის სიტყვებმა. კი თვითონ შოკშია ამ ყველაფრის გამოგონე მაგრამ შვილს როგორ უნდა უთხრას ეს. როგორ უღმერთოდ ექცევა მამა შვილს.
შხაპის ქვეშ დიდხანს იდგა მია, თითქოს ცდილობდა ამ სიბინძურის ჩამორეცხვას მაგრამ ძნელი იყო. მისი სული იყო მთლიანად ატალახებული და ლაფში ამოსვრილი და ვერანაირი წყლის ჭავლი ვერ შეძლებდა მის ჩამორეცხვას. სხეული უკანკალებდა, მხრებში ისე იყო მოხრილი 81 წლის მოხუცს უფრო გავდა ვიდრე 18 წლის გოგონას. სხელს მხოლოდ ახლახანს დააკვირდა და ნახა რომ მკლავები სულ მთლად დალურჯებული ქონდა, ხორციელმა ტკივილმა მისი სულიერი ტკივილი ვერ გადაფარა. უნდოდა ეყვირა, ისე ძლიერ ეყვირა რომ მთელი მსოფლიოსთვის მიეწვდინა მისი ტკივილი. სმენია მსგავსი ამბები მაგრამ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა რომ ერთ დღეს თავად იქნებოდა ანალოგიური ამბის მსხვერპლი. ხვდებოდა, განა ვერ ხვდებოდა რომ მასთან ერთად მისი ოჯახიც განადგურდა. როგორც იქნა გამოთიშა წყალი, სააბაზანოს იატაკზე ფეხშიშველმა გადმოაბიჯა და პირსახოცი მოიცხვია, ოთახში გამოვიდა და კარადიდან შავი სამოსი გამოიღო. საკუთარ თავს გლოვობდა, გლოვობდა რადგან ცოცხლებში აღარ ეწერა. ახლა მხლოდ დედის ნუგეში სჭირდებოდა. სველი თმა არც დაუვარცხნია, მხოლოდ ტანზე ჩაიცვა და მშობლების ოთახისკენ წავიდა. კართან მისულს ყურებში ის სიტყვები ჩასწვდა რამაც თუკი რაიმე სასიცოცხლო ჰქონდა შერჩენილი ისიც მოუკლა. ფიქრობდა მაგრამ მაინც არ ეგონა რომ მამა ასე გაწირავდა.
-არა უნდა წავიდეს სახლიდან, აქ ვეღარ გაჩერდება, ლიკაზე და ლონდაზეც უნდა ვიფიქროთ.
-არა არ შემიძლია, მე ვერ ვეტ.... -ქალს სიტყვა გაუწყდა კართან მისი შვილი რომ დაინახა. -ვაიმე მოგიკვდეს დედა. -მიამ შეძლებისდაგვარად ჩაყლაპა ცრემლები. ცდოლობდა გაეგო მშობლებისთვის.
-არაუშავს დედა, მეც მაგის სათქმელად მოვდიოდი რომ წასვლა მინდა აქედან. აქ სული მეხუთება.
-არა დედი სად გაგიშვა ეგრე. -წამოდგა ქალი საწოლიდან და მიას მოეხვია. მიამ ძლივს აწია მკლავები რმ დედას საპასუხოდ მოხვეოდა.
-არაუშავს მართლა მირჩევნია თუ წავალ. ოღონდ ფული მომეცით ცოტა.
-ფული არაა პრობლემა მოგცმ. -მაშინათვე უპასუხა აიმედებულმა მამამ, ისე რომ წარბიც არ შეუხრია, დანაშაულის გრძნობა სულ არ აწუხებდა. დედის მკლავებიდან გაინთავისუფლა მიამ თავი და ოთახში შევიდა. კარადის თავიდან ჩემოდანი ჩამოიღო და მასში ტანსაცმლის ჩალაგება დაიწყო. მხოლოდ იმას დებდა რაც აუცილებლად დასჭირდებოდა. თითქმის მორჩა ჩალაგებას და გადიოდა ოთახიდან რომ უცებ შედგა. გულზე ხელი მიიტანა და ყელიდან მამის ნაჩუქარი ანგელოზი ჩამოიგგლიჯა, იქვე საწერ მაგიდაზე დადო და ოთახიდან გავიდა. მისაღებში მტირალი დედა და მამა დახვდა ფულით ხელში. მიამ იცოდა რომ დედა ბრალოდ მამას ვერ გადაუვიდოდა თორემ ხვდებოდა მის გულში რა ცეცხლიც ენთო. მამამ ფული გაუწოდა მიას, მიამ გამოართვა და მკლავები გაშალა იმ იმედით რომ მამა გადაეხვეოდა მაგრამ აქ კიდევ ერთი იმედგაცრუება შეხვდა. მამამისმა ზურგი აქცია და საძინებელში შევიდა. მიამ ხელები დაუშვა, მძიმედ ამოიხვნეშა და დების ოთახში შევიდა. გოგონებს მშვიდად ეძინათ. მამ ორივეს სათითაოდ აკოცა და სამახსოვროდ მათი ნივთებია აიღო. ლიკას თმისამაგრი და ლილეს სამაჯური. დედასთან გავიდა ისევ მია, ქალს უკვე ტირილისგან ძალა ჰქონდა გამოცლილი. მისკენ მოსახვევად გაიწია ქალმა მაგრამ მიამ არ მიიკარა. განა იმიტომ რომ დედას რამეში ადანაშაულებდა. არა იმიტომ რომ ეს მას უფრო ტკენდა. დედას წასვლისას არასოდეს ემსჰვიდოებებოდა ეოცა ბრუნდებოდა მასჰინ ეხვეოდა ხოლმე.. დავბრუნდი როგორც ყოველთვისო. მშობლისგან უარყოფილი შვილი უკან დაბრუნების იმედით წამოვიდა სახლიდან. არც მეგობრებს დამშვიდობებია, ქუჩაშიც ყველას აარიდა თავი. მეეზოვესაც კი რომელიც ყოველ დილით ხვდებოდა მტრად აღიქვამდა და მისი შიში ჩაუსახლდა გულში. ეგონა ყველა მას უცქერდა, ყველამ მისი ამბავი იცოდა ა ყველა მას დასცინოდა. მოულოდნელად მის ფეხებთან მანქანა გაჩერდა, შიშისგან შეკივლა და ლამის გული წაუვიდა, ეგონა ისევ ის ჯოჯოხეთი მეორდებოდა.
-მაპატიეთ, თვქენი შეშინება არ მინდოდა. -მანქანიდან ნაცნობი ხმა გაიგონა მიამ და თავი ასწია.
-არაუშავს.
-სად მიდიხართ, ასე დიაადრიან გაგიყვანთ. -მიუხედავად იმისა რმ მას ახლა პროკურორი დავით ადეიშვილი ესაუბრებოდ მანც ვერავის ვეღარ ენდობოდა.
-მეგობართან აქვე ცხოვრობს მადლობა. -და იმის ნიშნად რომ მისი ტყული დამაჯერებელი გამხდარიყი იქნევ კორპუსში შევიდა. რომ დარწმუნდა რომ პრკურორი წავიდა. გამოვიდა და ავტობუსების გაჩერებისკენ აიღო გეზი. სამუდამოს უნდა დაეტოვებინა ეს ქალაქი. მის ტკივილს აღარაფერი ეშველებოდა მაგრამ იქნებ წასვლით ციტა შეუმსსუქდებოდა. ყველა კუთხეკუნჭული მის უბედურებას ახსენებდა.



№1 სტუმარი Tako

Gazarde raa tavebii armkofnis ro vkitxuloob

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent