CRUEL მეთორმეტე თავი +18 ( BDSM / WORLD / LGBT )
ცხოვრება კარგად შესრულებულ ადაჯოს ნამდვილად არ ჰგავს. ის სავსეა მომენტებით, როდესაც აუცილებლად უნდა იპოვო გამოსავალი, როდესაც გიწევს გადაწყვეტილების მიღება და თუ შეცდები, სამუდამოდ შენი არჩევნის შედეგით მოგიწევს ცხოვრება. -ასე ადვილად გამიშვებ?-ჩურჩულებს ჰარი. ლუი ჰარის ხელს დაჰყურებს, რომელიც მთელი ძალით უჭერს ლუის მაისურს. -ჰარი, ჩემი დაცვა აღარ გჭირდება. -ყოველთვის დამჭირდება,ლუ- ალექსანდრა ჰარის შეჰყურებს, რომელსაც ცრემლები მოსდის, შემდეგ კი ლუის, რომელიც ძმის ხელს ფრთხილად იშორებს.-მე ხომ შენი პატარა ძმა ვარ! -დედა მის გარეშე ვერ გაძლებს, იმედია ჰარის მშობლების ნახვას მაინც არ აუკრძალავ-ლუი ალრქსანდრასკენ ტრიალდება, გოგონა თავს უქნევს და ჰარის ხელს კიდებს, როდესაც ის კვლავ ლუისკენ იწევა, რომელიც მანქანისკენ მიდის. კაფეში მოილაპრაკეს, რომ ჰარი ალექსანდრასთან დარჩება, რომ ზეინს ლუი ხვალ წაიყვანს, რომ ჰარი კვირაში ერთხელ დედას ნახავს, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება და ჰარის საფრთხე დაემუქრება ლუის აუცილებლად შეატყობინებენ, რომ ლუის აღარ ეხება ჰარი და არ ეხება არაფერი, რაც ჰარის ეხება. რომ ეს ყველაფერი ალექსანდრას გადასაწყვეტია, რომ ლუი მას აღარ ნახავს... ეს ბოლო გადაწყვეტილება იყო. ალექსანდრამ ასე გადაწყვიტა, ლუის კი სხვა გზა აღარ ჰქონდა , დაეთანხმა. ჰარი მთელი ძალით ეჭიდებოდა ძმას და მისი გაშვება არ სურდა, იმიტომ რომ მას ვეღარ ნახავდა. -ლუი, არა... არ გინდა. -ასეა საჭირო, ჰარი.-ჩურჩულებს ლუი და ხელებს შლის, რომ ჩაიხუტოს და ჰარიც თითქოს ამას ელოდაო ეკვრის, ისე რომ ლუის სუნთქვა უჭირს. -არ გაგიშვებ!-ჩურჩულებს და ხელებს ხვევს. -ეს შენი გადასაწყვეტი არაა, ჰარი. არცერთის გადასაწყვეტი არაა... -არ დამტოვო, "დათუნია ბუ"-ჰარი ლუის სუსტ წერტილს იყენებს, ზედმეტსახელს, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ეძახდა... მაგრამ ლუი ხელებს უშვებს და უკან იხევს, მის თვალებში ცრემლებია ჩამდგარი. -ნახვამდის ჰარი-ოდნავ იღიმის ბიჭი, მისკენ იხრება და შუბლზე კოცნის, შემდეგ კი თმას უჩეჩს და ტრიალდება. მიდის... -ბუ-ჩურჩულებს ჰარი და ცდილობს დაედევნოს, მაგრამ მას აჩერებენ. ხოლო, როდესაც ის გოგონას მკლავებისგან თავს ითავისუფლებს და ლუისკენ გარბის, ის უკვე მანქანაში ზის და მანქანას ქოქავს. ჰარი მანქანას მისდევს და ლუის უყვირის, რომ არ წავიდეს, რომ მარტო არ დატოვოს... მაგრამ ის უკვე შორსაა, ჰარი კი მუხლებზე ეცემა. -ბუ...-ჩურჩულებს და ლოყებზე ჩამოგორებულ ცრემლებს იწმენდს. -ადექი!-უკნიდან ბრძანება ესმის და ჰარის სიბრაზე იპყრობს. "ახლა არა... არ უთქვია როდის" -ჰარი, ადექი!-ყვირის ალექსანდრა. მაგრამ ჰარი კიდევ ერთხელ უმეორებს თავს "ახლა არა, არ უთქვია როდის!" და ხელებს მუშტავს. -ჰარი, ადექი! ახლავე!- და ჰარიც დგება, იმიტომ რომ ბრძანება პირდაპირია და მის პერიფრაზირებას ვერ შეძლებს. უწევს რომ ადგეს, მუშტებით ბოლო ცრემლებს იწმენდს და ალექსანდრასკენ ზიზღით აღსავსე თვალებით ტრიალდება. -მეზიზღები!-კბილებში ცრავს და გოგონას ისე შეჰყურებს, როგორც არარაობას, შემდეგ კი როცა სილას აწნიან ლოყაზე ხელს იდებს და კიდევ უფრო დიდი ზიზღით შეჰყურებს მის წინ მდგარ გოგონას, მაგრამ ამჯერად ზიზღს სიძულვილიც ემატება. -შენი აზრი ჩემზე არ მიკითხია! -რა იყო სიმართლე არ გსიამოვნებს? ლაპარაკს ამიკრძალავ? მეტი არაფრის გაკეთება არ შეგიძლია?! -შენ კი ჩემი ბრძანებების პერიფრაზირება მოგწონს არა?! ამ წუთიდან ყველა ჩემს ბრძანებას დაფიქრების გარეშე და ყოყმანის გარეშე ასრულებ! არავითარი მათი პერიფრაზირება, გასაგებიია? -გასაგებია-კბილებში ცრავს ბიჭი- შემდეგი შენი ბრძანება რა იქნება?! ძმის ნახვა ამიკრძალე, შავი სამაჯური გამიკეთე... ახლა რას იზამ გარესამყაროსთან კავშირს შემაწყვეტინებ?! -ჰარი, ნუ მაბრაზებ! არ გირჩევ! ჰარი ამჩნევს, როგორ ოხრავს ზეინი და შენობაში შედის. მრავალსართულიანი სახლის ეზოში დგანან, იმ ადგილას რომელსაც ჰარი უკვე მთელი გულით ვერ იტანს. -თორემ რა? რას გააკეთებ იმაზე უარესს რაც გააკეთე?-ყვირის ჰარი და ინსტიქტიურად უკან იწევს, როდესაც ალექსანდრას მისკენ იწევა და მის თვალებში ნაპერწკლებს ხედავს. -დაიჩოქე!- და ჰარი მოწყვეტით ენარცხება მუზლებზე . იმაზე უფრო მტკივნეულად, ვიდრე სკოლაში. იქ იატაკი იყო, აქ კი ქვაფენილი და ჰარი გრძნობს როგორ ტყავდება მუხლებზე კანი და ტკივილისგან კვნესის. -ტელეფონი მომეცი!-ჰარი კბილებს ერთმანეთს აჭერს, მაგრამ ბრძანებას მაინც ასრულებს. უნდა თუ არა, მაინც ასრულებს. ტელეფონს ჯიბიდან იღებს და ალექსანდრას უწვდის. ალექსანდრა ტელეფონს ართმევს და ჰარი თითქოს გონს მოდის, ხვდება რომ ქუჩაში არიან და ხალხის უმეტესობა ინტერესით ათვალიერებს. ხალხს მზერას არიდებს და წითლდება. -მე მიყურე!-ჰარი ფიქრობს რომ ამ ბრძანებლური ხმის გამო მალე გული აერევა, თავს მაღლა წევს და ალექსანდრას შეჰყურებს. მის თვალებში გოგონა ისევ ზიზღს და სიძულვილს კითხულობს, მაგრამ თავად მის ნამდვილ ემოციას არ ამჟღავნებს. სახეზე დედამისისნაირი დომინანტის ნიღაბს იფარებს -დღეიდან არანაირი ტელეფონი. -მე ის მჭირდება, სკოლაში! -სკოლაში?-ალექსანდრა მისკენ იხრება და დამცინავი ღიმილით შეჰყურებს- იქ აღარ ივლი, ჰარი. -რ..რა?-ჰარი შოკშია. იცის რომ ალექსანდრას ამის უფლება აქვს... მაგრამ ვერასდროს იფიქრებდა, რომ ალექსანდრა სკოლის დამთავრების უფლებასაც არ მისცმდა. არადა მხოლოდ ერთი წელი დარჩა, რომ სკოლის დიპლომი აიღოს. -ნუთუ გასაგებად არ ვლაპრაკობ? ჰარი, უნდა ისწავლო ჩემი მოსმენა. სკოლაში აღარ ივლი...-გოგონა პაუზას აკეთებს, სწორდება და ოდნავ უღიმის- სანამ არ დაიმსახურებ. ადექი! ჰარი ბრძანებას ავტომატურად ემორჩილება და ფეხზე დგება, სწორედ ამ დროს ფეხები ლამის ეკვეთება. ფეხზე დგომა უჭირს, მუხლები საშინლად ეწვის... გონებაც არეული აქვს, ცოტა აკლია რომ ისტერიკა არ დაემართოს. -გამომყევი. ბრძანებაა. ჰარი კვლავ ემორჩილება. ან იქნებ ბრძანება არაა და უბრალოდ მისი არეული გონება აღიქვამს ამას ბრძანებად. იმდენად არეულია, რომ ცოტაც და აფეთქდება. ძველისძველი ფეერვერკივით, ხმაურიანად. ჰარი ლიფტთან ჩერდება, ისევე როგორც ალექსანდრა. ალექსანდრა ლიფტისკენ იხედება, რომელიც აშკარად თავისუფალია. შემდეგ ჰარის ათვალიერებს და მზერას მის მუხლებზე აჩერებს, შარვალი სისხლის წვეებითაა დასვრილი. ჰარი წამით მის თვალებში დაბნეულობას, შემდეგ კი ნერვიულობას ხედავს... მაგრამ შემდეგ ეს ქრება. ალექსანდრამ კარგად იცის ემოციების და გრძნობების დამალვა, ამაში კარგი მასწავლებელი ჰყავდა. დედა, რომელიც სულ უმეორებდა როგორი ნაგავი იყო. -კიბეებით ადი. უკან მოგყვები.- ჰარი შოკისგან პირს აღებს, თუმცა ბრძანებას ავომატურად ასრულებს და კიბეებზე ასვლას იწყებს. ახსოვს ალექსანდრა, რომ ოცდამეერთე სართულზე ცხოვრობს და სუნთქვა ეკვრის. ყელში მობჯენილი ცრემლები ახრჩობს, როდესაც თითეულ საფერხურზე ასვლისას ტკივილი ძლიერდება. მეთორმეტე სართულზე ასვლისას ნაბიჯები ერთმანეთში ერევა, ეცემა და ისედაც ატყავებულ მუხლებზე მტკივნეულად ეცემა და თავს ვერ იკავებს, ტკივილისგან ყვირის. -ადექი!-ბრძანებაა. ჰარი ცდილობს, რომ წამოდგეს, მაგრამ როგორც კი წამოიწევა მაშინვე უკანვე ეცემა და მტკივნეულად არტყამს ხელებსაც, როცა ცდილობს, რომ ისევ მუხლებზე არ დაეცეს. -არ.. არ შემიძლია-ჩურჩულებს, თვალებიდან კი ცრემლები მოსდის. ალექსანრა რამდენიმე წუთი ჩუმად შეჰყურებს ბიჭს, რომელიც კიბეებზე მუხლებზე დგას და ხელებით საფეხურებს ეყრდნობა, რომ მუხლებზე დაყრდნობა ცოტათი მაინც შეამციროს, ბიჭს, რომელიც უკვე კანკალებს ტკივილისგან და დამალული ცრემლების ყლაპვისგან. ალექსანდრას ეცოდება, განა არ ეცოდება... მაგრამ ეს ტკივილი იმ ტკივილთან არ მივა, როდესაც ჰარიმ უთხრა ეს არაფერს ნიშნავსო... როცა ეგონა რომ სამყარო თავზე ენგეოდა. ეს ფიზიკური ტკივილია, ალექსანდრამ კი სულიერი ტკივილი გამოსცადა და ამაზე ათჯერ უფრო ძლიერი. -შეგიძლია. ადექი! -არ შემიძლია! -ადექი! ახლავე!-კბილებში ცრავს გოგონა- ჰარი, ახლა თუ არ ადგები და ოცდამეერთე სართულზე, ისე თუ არ ახვალ, რომ არცერთხელ არ დაეცემი... გეფიცები, ისე დაგსჯი, რომ ეს სასჯელი უბრალო თამაშად მოგეჩვენება! -მართლა არ შემიძლია-ლუღლუღებს ჰარი და ალექსანდრა მის ხმაში ისტერიკულ ნიტებს ამჩნევს- არ ვთამაშობ, მართლა არ შემიძლია. -ეს თამაში არაა, ჰარი ! ეს სასჯელია, იმის გამო რომ გამაბრაზე და ჩემი, როგორც შენი დომინანტის სიტყვები სერიოზულად არ აღიქვი, იმიტომ რომ ჩემი ბრძანებებისგან თავდასაცავად მათი გააზრებები დაიწყე! ახლა კი ადექი და ოცდამეერთე სართულზე ადი, ისე რომ არცერთხელ დაეცე. რამდენჯერაც დაეცემი, იმდენჯერ ახლიდან დაისჯები! ადექი! და ჰარიც დგება.ბოლო ბრძანებას ემორჩილება. ტკივილი კი მაშინვე ძლიერდება, როგორც კი ფეხზე დგება და გზას აგრძელებს. თითეული ნაბიჯი, თითეული საფეხური ძალას აცლის. რამდენჯერმე ლამის ეცემა, მაგრამ კედელს ეყრდნობა . გოგონა ნელი ნაბიჯებით მიჰყვება უკან და სიტუაციას აფასებს. მისთვის გასაკვირი არაა, რომ ჰარის დამორჩილება არ სურს. არ უკვირს, რომ ჰარის ასეთი რეაქცია ჰქონდა აკრძალვაზე, რომ ლუის ვერ ნახავდა. ის ხომ მის ძმას ზედმეტად მიჯაჭვული იყო, მაგრამ ჰარი უნდა მიმხვდარიყო რომ ლუი სულ ვერ დაიცავდა... რომ ახლა მისი ძველი ოჯახი მისთვის აღარ არსებობდა... ჰარი ღრმად სუნთქავს და ოცდამეერთე სართულზე კედელს ეყრდნობა, გოგონა კი კარს აღებს და ჰარის კარისკენ ანიშნებს. თან შარვალს შეჰყურებს, რომელიც სისხლისგან გაიჟენთა. -შენ ეს შეძელი. სასჯელი ავტომატურად დასრულდება, როცა სახლში შეხვალ. ჰარი რამდენიმე ნაბიჯს დგამს, სახლში შედის და ხვდება, რომ ფეხზე დგომა აღარ შეუძლია. აღარ გონზე ყოფნა და ტკივილი მის მთელს გონებას იკავებს. -სასჯელი დასრულებულია. კარგი ბიჭი.- ეს ბოლოა რაც ესმის, სანამ ტკივილისგან გადამრჩენელ სიშავეში ჩაიძირება და ძალაგამოცლილი, გონებადაკარგული იატაკზე ეცემა. *** -ზეინ?-გაოცებულმა იკითხა მირანდამ, როდესაც ბიჭმა კარი შემოაღო და ისე რომ დედისთვის არაფერი უთქვია, მისი ოთახისკენ წავიდა. -ალექსანდრა სადაა? მარტო გამომიშვა?-ზეინი შეჩერდა და დედას გახედა, შემდეგ კი ამოიოხრა და უპასუხა. -მის საბმისივს სჯის-დედის დაბნეული სახის დანახვაზე კი დაამატა- შუა ქუჩაში, უფროსწორად ჩვენი უბნის ეზოში. -ეს გოგო რა, მთლად გაგიჟდა?-დედა სამზარეულოში გაიქცა, რომლის ფანჯარიდანაც ეზო ჩანდა. ზეინმა მხრები აიჩეჩა და დედის საძინებელში შეაბიჯა. ფეხებზე ეკიდა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა... უკან დასახევი გზა უნდა ჰქონოდა, როდესაც ხვალ ლუი წაიყვანდა. დედაზე მემკვიდრეობით გადმოცემულ საიდუმლო ჩანაწერებში და არქივებში რაიმე ხელჩასაჭიდი უნდა ეპოვა. -ზეინ, აქ რას აკეთებ? აქ შემოსვლის უფლება არ გაქვს-სააბაზანოდან გამოსულმა მამამ ზეინი კარადისგან გადმოყრილი ტანსაცმლის და ნივთების შუაგულში მჯდარი აღმოაჩინა. მის ირგვლივ არამარტო ტანსაცმელი ეყარა, არამედ საბუთებიც. -შენ კი ოთახიდან გასვლის უფლება არ გავქვს უკვე 2 წელია-თვალებს ატრიალებს ზეინი და მამას აჰყურებს- შენც ჰარივით დომინანტი უნდა გამხდარიყავი, მაგრამ საბმისივი გახდი. რა რეაქცია გქონდა რომ გაიგე? -ზეინ, დედაშენმა აქ რომ გნახოს... -რომც მნახოს მერე რა?-ჩაიცინა- მას ჩემი დასჯის უფლება აღარ აქვს. ხვალ დომინანტი მოვა რომ წამიყვანოს. მას აღარანაირი უფლება აღარ აქვს ჩემზე. მე კი ეს დედამოტყნული არქივი მჭირდება, სანამ აქედან წავალ! -ზეინ დედაშენი მას მაინც არ წაგაკითხებს! ის ჩანაწერები მხოლოდ დომინანტებისთვის არის! -არ მინდა შენნაირად ვიცხოვრო- მამას მზერა შეავლო და წამოდგა.- არ მინდა ! ჩემი დომინანტი მდიდარია, იცი ეს რას ნიშნავს? იცი?-ყვირის. მამამისი კრთება, იმიტომ რომ ზეინისგან არავის არ გაუგია ხმის ამაღლება.- არ მინდა ვიღაც მდიდარი ნაგვის სათამაშო ვიყო, თავისუფლება მინდა! ამ ქვეყნიდან გაქცევა მინდა! -და სად წახვალ? ყველგან ერთნაირი წესებია,ზეინ! -ყველგან არა! ავსტრალიაში საბმისივები უფრო მაღლა დგანან, ვიდრე დომინანტები. -ზეინ, შენ ამას ვერ შეძლებ... ვიღაც დომიანტი ბოლომდე უნდა მოგყვეს, ყველა სხვა ქვეყანა უნდა გადაგაკვეთინოს, შენი მოკვლის უფლება არ უნდა მისცეს... -აქ რა ხდება?-მირანდას ხმა, როგორც სიჩუმეში ტყვიის წუილი ისე ისმის და ორივე კრთებიან, შემდეგ კი მირანდასკენ ტრიალდებიან. -მირ... -ჩუმად- რაღაცის სათქმელად გამზადებულ მამას აჩერებენ და ზეინს შეჰყურებენ გამომცდელად, შემდეგ კი ოთახს ათვალიერებენ, სადაც ყველაფერი არეულია. უჯრებიდან ყველაფერია ამოყრილი, ისევე როგორც კარადიდან. -არქივს ვეძებდი. -არქივს?-კბილებში ცრავს ქალი- ამ ოთახში შემოსვლა გეკრძალება ზეინ და არქივის ნახვაც, არქივის წაკითხვის უფლება მხოლოდ გოგოებს აქვთ. ახლავე გადი ოთახიდან! -ანუ არ მომცემ?! -არა! -კარგი- ზეინის მშვიდ ხმაზე მამამისი გაოცებით შეჰყურებს მას- მაშინ ხვალ, როცა ჩემი დომინანტი ჩემს წასაყვანად მოვა ვეტყვი, როგორ გახდა მისი ძმის დომინანტი ალექსანდრა და როგორ შეუძლია ჰარის თავად გახდეს დომინანტი. დამიჯერე როგორც მამა გააბრიყვე ისე არ მოხდება, ჰარის ჰყავს ადამიანი, რომელიც მას დაიცავს და რომელიც ყველაფერზე წავა მის გა... ზეინს ხმა გაუწყდა, როდესაც დერეფნიდან ბრახუნი გასმა, შემდეგ კი ალექსანდრას ოხვრა და გიჟივით გავარდა გარეთ. დედაც უკან მიყვა და როცა იატაკზე გათიშული ჰარი დაინახა, გაბრაზებულმა ალექსანდრას უღრიალა : -შენ რა მთლად გადაირიე?! სანამ შენი ნამდვილი დომინანტი გამოჩნდება, მანამდე უნდა გაღიაროს მის დომინანტად თორე ყველაფერს დაკარგავ! რამდენჯერ გითხარი, რომ თუ შენი დომინანტი გამოჩნდა და მას დაემორჩილები ყველაფერს დაკარგავ! ჰარის გაანთავისუფლებ და საბმისივად დარჩები! ხვდები მაინც რას აკეთებ?! მას თავი უნდა შეაჰყვარო, მისი ნდობა უნდა დაიმსახურო და არა სიკვდილამდე მიიყვანო! შენ ის გჭირდება!!! -არქივი მინდა!-ყვირის ზეინი და ორივეს ყურადღებას იქცევს, ერთადერთი რაც უნდა გამოსავალის მოძებნაა-მომცემთ თუ არა?! -ვერ ხვდები ხომ?-დედას მასზე გადმოაქვს სიბრაზისგან დაბინდული მზერა- შენ მას უკვე დაემორჩილე! ემოციური კონტაქტი უკვე მოხდა! უკან დასაბრუნებელი გზა არ გაქვს, უბრალოდ დაემორჩილე! ბიჭი თავს აქნევს და თვალებში ცრემლებჩამდგარი შეჰყურებს დას. -რომ არ დაგპირებოდი, აუცილებლად ყველაფერს ვეტყოდი. შემდეგ ტრიალდება და მის ოთახში შედის. ყურსასმენების გაკეთების შემდეგ კი მუსიკას ბოლო ხმაზე რთავს, რომ ჩხუბის ხმა გადაფაროს, საწოლზე ენარცხება და თვალებს ხუჭავს. ყველაფერი დასრულდა. ის უნდა შეეგუოს... *** -ჰარიმ არ გაიღვიძა?-კითხულობს ზეინი და ტოსტს ჯემს უსვამს. დედა ალექსანდრასთან და მასთან ერთად არ საუზმობს, სადღაცაა წასული. ალექსანდრამ კი მამამის უკვე შეუტანა ოთახში საუზმე. -ჯერ არა. რამდენიმე კვირა ალბათ სკოლაში არ ივლის, შემდეგ შენი კონსპექტისგან გადაიწერს. ზეინი კბილებს აღჭრიალებს. რაც მათი გაყოფა მოხდა ალექსანდრასთან ნორმალური ლაპარაკი არ ღირსებია, მათი თბილი ურთიერთობა უეცრად იქცა ცივ ურთიერთობად. -კარგი-ოხრავს ზეინი-ის.. ის როდის.. -სკოლიდან წაგიყვანს-ალექსანდრა ხვდება, რომ ძმას ამაზე საუბარი არ სურს, ამიტომაც სიტყვებს აწყვეტინებს-რამდენიმე წუთის წინ დარეკა. მანქანას გამოგზავნის შენი ნივთები რომ წაიღოს, თვითონ კი სკოლაში მოგაკითხავს, რომ წაგიყვანოს. -ოჰ-ჩურჩულებს და ტოსტს კბეჩს- ვიფიქრე, რომ სახლიდან წამიყვანდა. -არ მინდა რომ ჰარიმ ლუი ნახოს. რამდენიმე წუთიან სიჩუმეს კი ისევ ზეინი არღვევს. -აქ ოდესმე დავბრუნდები?-ჩურჩულებს ბიჭი- შენ ოდესმე ისევ გნახავ? -არ ვიცი, ეს შენი დომიანტის გადასაწყვეტია. -ლექსი!-ყვირის და ფეხზე დგება- ასე რატომ მელაპრაკები?! -ასე როგორ?-ქვევიდან მშვიდად აჰყურებს ალექსანდრა და ყავას სვამს- შენ საბმისივი ხარ, მე დომინანტი. მე უფროსი ვარ, შენ უმცროსი. შენ დღეს ჩვენს ოჯახს ტოვებ, მე კი აქ ვრჩები. ჩვენს შორის დიდი განსხავებაა.... ბიჭი დას აღარ უსმენს, ლოყაზე ჩამოგორევულ ცრემლს იწმენდს, ზურგჩანთას იღებს და ჯერ სამზარეულოს , შემდეგ კი ბინას ტოვებს. ლიფტს არ ელოდება კიბეებზე ჩარბის. არც ქუდი ახურია, არც ქურთუკი აცვია... გარეთ კი თებერვლის მიწურულის სიცივე დგას. სირბილისგან ლოყები უწითლდება, ცრემლებისგან თვალები ებინდება... საბედნიეროდ კიბეზე ფეხი არ უცდება და ეზოში საღსამალათი აღწევს. იმის გააზრებით, რომ მისი ოჯახი უკვე მისი აღარაა, არაფერი იცვლება. ყოველთვის იცოდა, რომ ოჯახში არავინ იყო. მას არავინ ელოდა... ალექსანდრას მეორე ნაწილი იყო, რომელიც არ უნდა დაბადებულიყო. ყოველთვის ალექსანდრას ჩრდილში ცხოვრობდა, ყოველთვის ალექსანდრა იყო საყვარელი შვილი, იმიტომ რომ გოგო იყო... იმიტომ რომ მათ ოჯახში არქივი გოგო დომინანტზე გადადიოდა. დედა უფლებას არ მისცემდა მის შვილს, რომ საბმისივი გამხდარყო. ამიტომაც ბავშვობიდან უმეორებდნენ ალექსანდრას, რომ დომინანტი იქნებოდა. სანამ ერთხელაც 11 წლის ასაკში ისეთი რამ არ მოხდა, რაც ყველაფერი შეცვალა. ალექსანდრამ ჰარი შეიძულა, ჰარიმ ხომ ის სიმარტლე გაამხილა, რომელიც არავის უნდა სცოდნოდა და ალექსანდრაც დაცინვის მთავარ ობიექტად იქცა. ყველა ექიმი ერთხმად გაიძახოდა რომ ალექსანდრას ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ ვერასდროს შეძლებდა დომინნტი გამხდარიყო. ასეთი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა. ზეინს კი... მას უემორებდნენ რომ საბმისივი იქნებოდა. და ასეც მოხდა. მისი თავიდან მოშორება სურდათ და მოიშორეს კიდეც. ის ხომ ყოველთვის ალექსანდრას მაგიერ ისჯებოდა, მაშინაც კი როცა გაყოფა გავლილი არ ჰქონდათ. ალექსანდრას როგორ ეკადრებოდა, ის ხომ დომინანტი უნდა გამხდარიყო! უფროსწორად დედას იმდენად სურდა რომ ის დომინანტი გამხდარიყო, რომ ბავშვობიდან დომინირებას და მიზნების მიღწევას მიაჩვია. იმ ამბის შემდეგ, რომელიც 5 წლის წინ მოხდა... დედამ მასზე ხელი ჩაიქნია, სანამ ერთი თვის წინ ალექსანდრა მასთან არ მივიდა და არ სთხოვა არქივების გამოყენება. ზეინს მის ფიქრებზე მწარედ ეცინება და ტელეფონში მის ნომერს ეძებს, ვინც იცის... არასდროს დატოვებს. იცის, რომ მას მაინც უყვარს. ემა მეორე ზარზე მძინარე ხმით პასუხობს და ბუზღუნებს. -შეგიძლია სკოლაში წამიყვანო? მინდა რომ დაგელაპარაკო. გოგონა თანხმდება და ზეინი ეუბნება, რომ 20 წუთი დაელოდება ეზოში. მაგრამ 10 წუთში უკვე მის წინ აჩერებს მოტოციკლს, ჩაფხუტს იხსნის და ხელში ათამაშებს, შემდეგ კი მოტოციკლს ეყრდნობა. -ასე ადრე რას მივაწერო შენი ზარი?-ოდნავ იღიმის ემა და ზეინს გულში სითბო ეღვრება. სწრაფად უახლოვდება და გოგონას ძლიერად იხუტებს. -ჰეი, კარგად ხარ?-იცინის გოგონა და თავადაც ხვევს ხელებს. -შენ მაინც არ გამიშვა...-ჩურჩულებს- გაყოფა ხვალ გაქვს ხო? რომელ საათზე? -საღამოს, 5 საათზე.-გოგონა იღიმის, როცა ზეინი შორდება და ჩაფხუტს უწვდის- იყავი კარგი ბიჭი და ჩემი ბრძანებები შეასრულე. -ჯერ ჩემი დომინანტი არ ხარ-იცინის ზეინი და ჩაფხუტს იკეთებს- სადმე კაფეში დავჯდეთ, შენთან დალაპარაკება მინდა. -როგორც გინდა- იღიმის გოგონა- არჩევანი შენზეა. *** ზეინი სკოლაში მხოლოდ მესამე გაკვეთილზე მიდის, თუმცა ნამდვილად არ ნანობს... ემისთან ერთად მშვენიერი დრო გაატარა, თუ არ ჩავთვლით სერიოზულ საუბარს. მოილაპარაკეს რომ ხვალ საღამოს, გაყოფის შემდეგ, 7 საათზე შეხვდებიან და ქვეყნიდან წავლენ, დღეს კი ემა ყალბ საბუთებს დაამზადებს. მართალია ალექსანდრამ არქივი არ აჩვენა, მაგრამ აუხსნა , რომ იმისთვის რომ დომინანტად დარჩეს, მისი ნამდვილი დომინანტი მანამ უნდა მოკლას, სანამ მასთან ემოციურ კავშირს დაამყარებს. სწორედ ამიტომ გაყიდა სახელმწიფოსგან მიღებული სახლი და დაქირავებულ მკვლელს გადასცა ფული, რომელიც გაყოფის დღესვე მის ნამდვილ დომინანტს მოკლავს. ზეინი სულელი არაა, რომ მიხვდეს ასე ალექსანდრა სამუდამოდ დომინანტად დარჩება და ჰარი მას თავს ვერ დააღწევს. კიდევ ერთი შანსი არსებობს, რომ ალექსანდრა დომინანტად დარჩეს, ხოლო ჰარი საბმისივად... ჰარიმ ის მის ნამდვილ დომინანტად უნდა აღიაროს, საკუთარ თავზე, მის ფიქრებზე სრული კონტროლი უნდა გადასცეს... მოკლედ რომ ვთქვათ გონებრივ დონეზე უნდა დაემორჩილოს და მათ შორის კავშირი უნდა დამყარდეს, რომელსაც მხოლოდ სიკვდილი გაწყვეტს. ზეინი მათ ფოტოს დაჰყურებს, რომელიც დღეს გადაიღეს. გოგონას გრძელი შავი თმები, ხორბლისფერი კანი და მეტყველი ლურჯი თვალები აქვს. მოკლე მკლავიანი მაისურიდან ტატუირებული მკლავები მოუჩანს. თმები ერთ მხარეს აქვს გადაყრილი, მეორე მხარეს კი ყელზე ფენიქსის ტატუ ჩანს. ზეინი მის გვერდით დგას და ემასთვის ხელი აქვს გადახვეული. ფოტო გამლელმა გადაუღო და რათქმაუნდა ემამ თხოვა ფოტოს გადაღება. ფოტოს უკანა ნაწილზე ფოტოს გადაღების დრო და ადგილი წერია. " 2560წ. 28 თებერვალი. მანჩესტერი. ისტ-როუდი. კაფე "მორფეი" " ზეინმა ფოტო ჯიბეში ჩამალა და კლასში დაკაკუნების შემდეგ შეაბიჯა. -დააგვიანე- ფაქტი გაახმოვანა მარშლოუმ და ზეინი აათვალიერა- ჰარი სადაა? -რამდენიმე კვირა არ ივლის. შემიძლია დავჯდე? მარშლოუ თავს უქნევს და ზეინიც მის ადგილზე თავსდება. იცის სასჯელი არ ასცდება... *** -2 გაკვეთილი დააგვიანე! თითო წუთი თითო დარტყმაა! რაზე ფიქრობდი?-მარშლოუ გაბრაზებული შეჰყუებს ზეინს, ზეინი კი ვითომც არაფერი ისე. თვითონაც ვერ ხვდება რატომ ეუფლლება ისეთი გრძნობა როცა ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. რაც ლუი გამოჩნდა აღარაფერი აინტერესებს. ყველაფერმა აზრი დაკარგა, მხოლოდ ემა და მასთან ერთად წასვლა სურს. ხვალ აქ ცხოვრებას შეწყვეტს და ახალ ცხოვრებას დაიწყებს სულ სხვა ქვეყანაში. -გაკვეთილი 55 წუთიანია. 110 დარტყმა-მხრებს იჩეჩს ზეინი. იცის რომ მარშლოუ ამდენისთვის არ გაიმეტებს. ზედმეტად კარგად ისწავლა მასწავლებლის ხასიათი. -წადი, მომშორდი მეორეჯერ აღარ დააგვიანო თორემ ვეღარ გადამირჩები. -მადლობა-იღიმის- საუკეთესო მასწავლებელი ხართ! -რაღაც გინდა ხომ ასეა?-მარშლოუსაც ეღიმება. -დღეს ჩემი დომინანტი უნდა მოვიდეს, შეგიძლიათ არ უთხრათ რომ დავაგვიანე? არ მინდა რომ გაიგოს, რომ მთელი დილა ემასთან გავატარე. -ესეიგი ემასთან არა?-ლუის დამცინავი ხმა რომ ესმის ცივი ჟრუანტელი უვლის და კრთება- ამას მერე მივხედავთ.-ლუი კლასში შედის და მარშლოუს შეჰყურებს-ლუის ტომლსონი. ზეინის დომინანტი. მარშლოუ სახეწაშლილ ზეინს შეჰყურებს, შემდეგ კი მზერა ლუიზე გადააქვს. -ვფიქრობ წარდგენა არ მჭირდება. მე შენც გასწავლიდი. -მაგას რა დამავიწყებს, ყველაფერი თქვენგან ვისწავლე-იღიმის , მაგრამ მალევე ისევ სერიოზულ სახეს იღებს.- რა საგნებს სწავლობს ჩემი საბმისივი? ბოლო სიტყვებს ხაზს უსვამს და ზეინი იშმუშნება. -საბმისივებისთვის განკუთვნილ სტანდარტულ საგნებს. რამის ამოკლება ან ჩამატება გინდათ? -კი, წესების და მორჩილების გაკვეთილების გაორმაგება. დამატებითი საგნები და მისი გაძლიერებულ კლასში გადაყვანა. ფულზე პრობლემა არაა. ზეინი გაოცებისგან პირს აღებს, მაგრამ მარშლოუ ხმის ამოღებას ასწრებს. -მაგრამ ზეინი დაბალ დონეზე სწავლობს. უფროსწორად საერთოდ არ სწავლობს. მისი დონე უბრალოდ საბაზისოა, მაღალ დონეზე ვერ გადავიყვანთ... მას თავად არ უნდა სწავლა. -საბმისივებს სწავლა არაფერში არ სჭირდებათ-ბუზღუნებს ზეინი- რისთვის უნდა ვისწავლო თუ მაინც გამოკეტილში მომიწევს ყოფნა და ვერ ვიმუშავებ?! -ოჰ, მაშინ რეპეტიტორების დაქირავება მომიწევს. ერთ თვეში ალბათ შეძლებს მაღალ დონეზე გადასვლას. წესების და მორჩილების გაკვეთილები გააორმაგეთ. ისტორია საგნებიდან ამოშალეთ. დამაატებითი გაკვეთილებიც დაამატეთ, ვფიქრობ მანჩესტერის კოლეჯში ჩააბარებს. მეც აქ ვსწავლობ. სხვა ქალაქში არ გავუშვებ. ზეინი გაბრაზებით შეჰყურებს ლუის, რომელმაც მისი სიტყვები არაფრად ჩააგდო და მასწავლებელთან გააგრძელა საუბარი, ისე თითქოს ზეინი მის გვერდით არ იდგა. ზეინი კარის ზევით ნათურას შეჰყურებს და აკვირდება... რატომ არ გაისმა სიგნალიზაცია, როდესაც ლუი დერეფანში მოდიოდა? ზეინი ოხრავს, როცა ახსენდება, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ მარშლოუ სიგნალიზაციას თიშავს. -იქნებ არ მინდა სწავლა?!-გაბრაზებული შეჰყურებს ლუის, რომელიც ზედაც არ უყურებს და მხრებს იჩეჩს. -მაშინ დამატებით გაკვეთილზებზე ხვალ უნდადარჩეს 7 საათამდე. შემდეგ მოაკითხავთ? -რათქმაუნდა. კიდევ რამე? -ვფიქრობ მას არ უნდა სწავლა-მარშლოუ ზეინს შეჰყურებს, რომელიც სწრაფად უქნევს თავს თანხმობის ნიშნად.-თუ არ უნდა, აზრი არ აქვს იძულებას. -მე არაფერში მჭირდება უსწავლელი საბმისივი. ზეინი სწავლას გააგრძელებს, იმიტომ რომ როდესაც მშობლების ქონებას მე გადმოვიარებ, ის ჩემი ასისტენტი უნდა გახდეს. ამიტომ მას არავინ ეკითხება, რა უნდა და რა არ უნდა. -ჰეი! მე შემიძლია საერთოდ არ ვისწავლო, ვერ მაიძულებ! -ოჰ-ოდნავ იღიმის და ზეინისკენ ტრიალდება, რომელიც კრთება და ნაბიჯს უკან დგამს- ასე ფიქრობ ზეინ? შენ ელიტაში შედიხარ, პატარა ღარიბი ბიჭუნა აღარ იქნები და უნდა იცოდე ელიტაში მოქცევის წესები. უნდა გქონდეს განათლება და არავის უნდა მისცე უფლება ზევიდან გიყუროს. ნუთუ ფიქრობ, რომ ამას სწავლის გაგრძელების გარეშე შეძლებ? -რა გინდა?!-ლუის ზეინის კითხვა და მისი გაბრაზებული ტონი აბნევს- რის მიღებას ცდილობ? გამოჩნდი, როდესაც ვფიქრობდი რომ ვეღარასდროს შევძლებდი სწავლის გაგრძელებას და სწავლაზე ხელი ჩავიქნიე! რა გინდა სანაცვლოდ?! ამას ტყუილად არ გააკეთებდი და ვიცი რომ ფეხებზე გკიდია ელიტა, ჩემგან რაღაც საფასურს მოითხოვ იმისთვის რომ სწავლა გავაგრძელო! რა ჯანდაბა გინდა?! ლუის მზერა მარშლოუდან ზეინზე გადმოაქვს და სრული სერიოზულობით წარმოთქვამს. -სრული მორჩილება. ზეინი წამით შეშდება, შემდეგ კი გაბრაზებისგან ხელებს მუშტავს და სანამ რომელიმე რამეს იტყვის, კლასიდან გარბის. ყველაფერმა უკვე დაღალა, ერთადერთი რაც უნდა ემასთან ერთად ახალი ცხოვრებაა... გაუაზრებლად კრეფს მესიჯს , თუმცა გააზრებულად აგზავნის ემასთან. "შენთან წამიყვანე" და როდესაც ლუი სკოლიდან გამოდის, ზეინს შეჰყურებს, რომელიც გოგონას მოტოციკლეტზე ზის. ლუი არ ინძრევა და არც ზეინს აჩერებს. მნიშვნელობა არ აქვს, თავად რა სურს. იცის, რომ ზეინი საბოლოოდ მაინც მასთან დაბრუნდება... დაე გაერთოს, სანამ შეუძლია... 3103 სიტყვა :დდ ამაზე დიდი თავი ცხოვრებაში არ დამიწერია ^_^ თქვენი აზრით რა მოხდა 5 წლის წინ და რა მოხდება შემდეგში? 3:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.