შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგონა,რომ ცისფერთვალება ანგელოზი შემიყვარდა...(თავი მეექვსე)


20-08-2017, 18:45
ავტორი takkko
ნანახია 1 840

ცოტახანში გავედით გარეთ და მივუჯექით მეგობრებს.
-თაკო წამოდი ერთი წუთით-გახარებული მეუბნება ნუცა. ავდექი და გავყევი უსიტყვოდ.
-რახდება ნუცი?
- ეგ მე უნდა გკითხო, თავლები გიბრწყინავს! მაგრამ კითხვა რადუნდა მაგას ისედაც ყველაფერი გასაგებია! ისე მიხარია შენი ბედნიერება რომ არვიცი თააააკ!-ამ სიტყვების შემდეგ ისე ჩამეხუტა სუნთქვას ვეღარ ვახერხებდი.
-კარგი გოგო ნუ გამგუდე-ვეუბნები სიცილით.
-იცი კიდე რამოხდაა?-ნერვიულად მეუბნება- დემეტრემ ცოლობა მთხოვა!
-ვაიმეე რააა?! აუუ ნუუუუცც ძალიან მიხარია , გილოცავ ჩემო ლამაზო, როდის ვიწყებთ მზადებას?
-რაც შეიძლება მალეო და ალბათ ერთ თვეში გვექნება უკვე ქორწილიც, მაგრამ მანამდე ეს ამბავი ჩვენებმაც ხოუნდა გაიგონ რომ მოასწრონ ჩამოსვლა.
-ხო გასაგებია ანუ დავიწყოთ ხვალიდან კაბების დათვარიელება!-ერთმანეთს ჩავეხუტეთ და გავედით ისევ უკან.

უკვე დილის 5ის ნახევარი იყო და მივხვდით რომ ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით და ძალიან გვეძინებოდა. ნოდოს ვაკოცე,ავედი ოთახში და მალევე ჩამეძინა.

დილით მაღვიძებს დედაჩემის და ქეთის (ნუცას დედა) ხმა ტელეფონიდან.
-დე როგორ გაგვახარე შენ ვერც კი წარმოიდგენ! თან უკვე 23 წლის ხარ და ნამდვილად დროა! ძალიან მომწონს დემეტრე , კარგი ბიჭია ნამდვილად!
-ხო დეი მეც ძალიან მომწონს ეგ ბიჭი,თან ძალიან უხდებით.-ეუბნება დედაჩემი ნნუცას გახარებული ხმით.
-მადლობა,ალბათ ერთ თვეში გვექნება ქორწილი და ხო მოასწრებთ ჩამოსვლას?
-აბა რას ვიზამთ დე შენ მაგაზე არ ინერვიულო, რაც დაგჭირდება მითხარი დაგეხმარებით ჩვენ ყველაფერში.-ეუბნება გახარებული ქეთი ნუცას.
-ხო ეხლა კაბის შერჩევას ვიწყებთ , აი გაიღვიძოს ამ მძინარე მზეთუნახავმაც და დავიწყებ ინტერნეტში დათვალიერებას.-ამბობს სიცილით ნუცა.
-მღვიძავს , მღვიძავს მიდიიი დავიწყოთ,-წამოვხტი საწოლიდან.
-დეე როგორ ხარ,ჩემო ლამაზო?-მეკითხება დედაჩემი და თან უკვე ვხვდები რომ მალე იტირებს.
-კარგად დედა, შენ როგორ ხარ,რახდება მანდ?
-არაფერი ,ყველაფერი ძველებურადაა.ძალიან მენატრებით სამივე და ისე გამახარა ნუცას ამბავმა რომ რავიცი!
-ხო გელოდებით ერთ თვეში და ალბათ ჩემს ამბავსაც გეტყოდა უკვე ეს ქალბატონი და მამასაც უთხარი რა მერე რამე გაუგებრობა რომ არ მოხდეს აქ რომ ჩამოხვალთ.
-კაი არ ინერვიულო შენ მაგაზე,მიყვარხართ გკოცნით სამივეს მე და ქეთი დეიდა ,წადით მიხედეთ საქმეებს ,კარგაად!-დავემშვიდობეთ და დავიწყეთ კაბების ძებნა.
ზოგადად დედაჩემს და მამაჩემს არაფერი ქონდათ ნოდოს საწინააღმდეგო,ორივეს ძალიან უყვარდა,მაგრამ როცა საქმე უკვე სერიოზულ ურთიერთობას ეხება, მგონია რომ მამაჩემს დიდად არ ესიამოვნებოდა ეს ამბავი, თუმცა შევცდი სულაც არ მიუღია ცუდად.

ამ საქმეებში და გადარბენებში როგორ გავიდა ეს ერთი თვე არც კი გაგვიგია.მე და ნოდოს ყველაფერი კარგად გვაქვს და ძალიან ბედნიერებიც ვართ ერთად,არ დაგიმალავთ და მიუხედავად ამდენი საქმისა მაინც ბევრი სისულელის გაკეთება მოვასწარით!:დ მაგალითად როცა ქორწილის ტორტის დასაგემოვნებლად წავედით მე , ნუცა , დემეტრე და ნოდო ,ისე მოხდა რომ იქიდან ყველა კრემიანი გამოვედით, არა კი არ გამოვედით გამოგვაგდეს.... ალბათ მიხვდით დანარჩენ სისულელეებში დაახლოებით როგორი რაღცეები იგულისხმება:დ

და დადგა ეს 27 სექტემბერიც! თბილისის სახლში არეულობა გვაქვს, სახლი გადავსებულია ხალხით. დედაჩემი,დეიდაჩემები,მამაჩემი,ბიძაჩემები,დეიდაშვილები და ოთახში ჩაკეტილი მე, ნუცა და ანა:დ
-ვაიმე თაკო ,ნახე თმა ცოტა გამიფუჭდა მგონი უკან,ხოვამბობდი სალონში მგონი ზედმეტად ადრე წავედით!-პანიკაშია ნუცა.
-ვაიმე არაფერი არ გაგფუჭებია გოგო რაგინდა,კარგად გაქვს და ულამაზესი ხარ!ჩაიცვი კაბა თორე ნოდომ დამირეკა მალე გამოვალთ უკვე დემეს სახლიდანო.
-აუ მომშივდა-დაიწყო წუწუნი ანამ.
-ვაიმე ანა რა დროს ეგაა, მოდი დამეხმარე კაბის ჩაცმაში!-უთხრა ნუცამ.
ნუ როგორც იქნა გავემზადეთ, ნუცა ულამაზესი პატარძალი იყო, ანაც ულამაზესი იყო თავის იისფერ კაბაში, და მგონია რომ მეც მიხდებოდა ჩემი იისფერი კაბა!
-ნუცააა ! მოვიდნენ დედა გამოდით !-გვიყვირის ქეთი.
-ხო დედა მოვდივართ.

უკვე რესტორნისკენ მივდიოდით. მე ნოდოს მანქანაში ვიჯექი,უკან მოგვყვებოდნენ დედაჩემი , მამაჩემი,ანა და გუგა და მოკლედ ძალიან ბევრი ხალხი კიდევ...
250 კაცი...
მიუხედავად იმისა რომ ნუცას არ სურდა ამდენი ხალხის დაპატიჟება,მშობლებმა მაინც მოინდომეს.
რესტორანში ვართ , სასმელისგან თავს ცოტა ცუდად ვგრძნობ და ჩამოვჯექი ცოტა ხნითმაგიდასთნ.ნოდოს ტელეფონი იქ იდო და დავინახე რომ რეკავდა,უცხო ნომერი იყო,მაგრამ თვითონ ნოდო არსად ჩანდა,გადავწყვიტე გარეთ გავსულიყავი იქნებ იქ მომეძებნა.

გავედი და უცებ ადგილზე გავშეშდი,ყველაფერი გამეყინა,გული მეგონა გამისკდა და ნაფლეთებად მექცა.ცრემლები წამომივიდა..
დავინაზე ნოდო როგორ კოცნიდა შავგვრემან ქალს,უეჭველად ის იყო,გუგას დაბადებისდღეზე რომ მოვიდა ნოდოსთან ერთად.
ტელეფონის ხმაზე უცებ ნოდო უკან მობრუნდა და დამინახა. ტელეფონი ხელიდან გამივარდა და გამოვიქეცი.

გამოვიქეცი მაგრამ არვიცი სად გავრბოდი...

ამის შემდეგ არაფერი მახსოვს...
რომ გავიღვიძე ვიგრძენი რომ ყველაფერი მტკიოდა, თავზე მედგნენ ნუცა, ანა დედაჩემი და ქეთი. ჩემს საწოლში ვიწექი.
-თაკო.... რა მოხდა? რა მოხდა შენს და ნოდოს შორის?რა დღეში ხარ იცი? რამოხდა ასეთი გვითხარი.....-მეკითხება დედაჩემი საშინლად ანერვიულებული.
-არმინდა ლაპარაკი რა,გთხოვთ ცოტახნით შემეშვით რა.
-კარგი,კარგი გავალთ.
ოთახში მარტო დავრჩი და ამეტირა. საშინლად გაბრაზებული და ნაწყენი ვიყავი. ნოდოს 100%ით ვენდობოდი და ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ესე მოხდებოდა, თუ დღეს ,ახლა,ამწამს ლოგინში ვიწვებოდი გულგატეხილი,თვალებჩაწითლებული...
-თაკო ნოდო მოვიდა,შენი ნახვა უნდა-შემოვიდა ანა ოთახში.
-მე არმინდა მაგისი ნახვა, ან საერთოდ როგორ გაბედა აქ მოსვლა,უთხარი წავიდეს და აღარ დამენახოს არასდროს-სიტყვა არ მქონდა დამთავრებული რომ ოთახში შემოვარდა ნოდო.
მე პიჟამით ლოგინზე ვიჯექი და ვტიროდი.
-თაკო მომისმინე რა ძალიან გთხოვ აგიხსნი ყველაფერს..
-რა უნდა ამიხსნა? როგორ შეგეძლო ამის გაკეთება? როგორ შეგეძლო ამ სიყვარულისთვის გეღალატა? მე ხომ შენთვის შემიძლია ყველაფერზე წავიდე,შენთვის ყველაფერი გავაკეთო და სანაცვლოდ ამას ვიღებ? ყველაფერი ტყუილია,შენ არასდროს გყვარებივარ, არ არსებობს ჩვენს შორის ეს გრძნობა, მორჩა , დამთავრდა, წადი აქედან, წადი და აღარ დამენახო.. გეყოფა ჩემი ცხოვრების განადგურება , გეყოფა ჩემი წამება.წადი აქედან ,წადიი!!!- ოთახიდან გავაგდე , კარი ჩავკეტე და ტკივილისგან ჩავიკეცე.
იცით რა რთულია როცა ადამიანი ასე გიყვარს და სხვასთან დაინახავ. იცით რა რთულია როცა შენს გრძნობას ფეხით გათელავენ,გადაუვლიან და მერე ზედ იხტუნავებენ.... იცით რამხელა ტკივილია ეს? შინაგანად ნადგურდები,უბრალოდ ცოცხალი აღარ ხარ...ეს ხომ ის ადამიანია რომელიც 14 წლიდან მიყვარს,მიყვარს და არასდროს მეშინოდა ამის აღიარების... ბევრი ტკივილი გამოვიარე,ბევრჯერ მეტკინა გული,ბევრი რაღაც გადავიტანე ,მაგრამ ეს მეტისმეტად რთულია,ის ხომ ჩემი უსაყვარლესი ადამიანია, ადამიანი რომელიც ყველას მირჩევნია და მთელი გულით მთელი სულით მიყვარს!

---------
გაგრძელება იქნება აუცილებლად.<3 მინდა იცოდეთ რომ ეს სიყვარულის ისტორია რეალურია,მართალია არიან გამოგონილი პერსონაჟები და არის გამოგონილი სიუჟეტები, მაგრამ სიყვარული ნამდვილია! რეალური! ერთხელ ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა მითხრა შენ გმირი ხარ, ნამდვილი გმირი ასეთი სიყვარული რომ შეგიძლიაო,მაგრამ მე არვარ ერთადერთი და ვიცი კიდევ ბევრი ვართ ასეთი ნიჭით დაჯილდოებულნი ,მაგრამ ეს ისეთი მტკივნეულია,ისეთი მტანჯველი გრძნობაა რომ ხშირად გაძლებაც კი ჭირს. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ლაიქებისთვის, მიყვარხართ! <3



№1 სტუმარი სტუმარი გუგა

არ დებბ?????????

 


№2  offline წევრი takkko

სტუმარი გუგა
არ დებბ?????????

Vecdebi davdo male❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent