შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და სასჯელი


29-08-2017, 11:32
ავტორი ankatuna
ნანახია 2 003

-დე ხომ იცი..
-კი დედა ვიცი ჭკვიანად უნდა მოვიქცეთ, ბებო არ გავაბრაზოთ და ზედმეტი არ ვილაპარაკოთ.
-ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ. მაგრამ ზედმეტი არ ილაპარაკოთო მაგის თქმას არ ვაპირებდი.
-იცი დედა ამისწინ ბებომ გვკითხა დედა მამა ერთ ოთახში თუ წვანანო. -ანამარიას სიტყვები მიასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
-რატომ გკითხათ ეგ? ან გუგამ რა უპასუხა?
-არ ვიცი დედი მხოლოდ ის თქვა რომ უცნაურად იქცევით.
-საერთოდ რატომ ილაპარაკა მაგ თემაზე თქვენთან არ მესმის.
-ჩვენ ხომ უკვე დიდები ვართ.
-კი როგორ არა, შენ 4-ის და გუგა 5-ის.
-გუგამ უთხრა ერთად არიან დედა და მამა ყოველთვისო და ბებოს გაუხარდა.
-მართლა..?
-ასე თქვა კარგი წყვილი არიან და მინდა ბედნიერები იყვნენო.თქვენს დედიკოსთან შეხვედრის შემდეგ დათუნაც შეიცვალაო. -დათუნას ხსენებაზე მიას გაეცინა. -რატომ იცინი?
-მამაშენს არ უხდება ეს დათუნა და იმიტომ.
-არც მე მომეწონა. დავითი უკეთესია.
-მართალი ხარ. კარგი ჩავიდეთ ახლა ქვემოთ. თორე გუგა რაიმეს კიდე იტყვის უბედურს.
მიამ ბავშვს ხელი ჩასჭიდა და კიბეები ჩაირბინეს. ბავშვებს ყოველთვის უხაროდათ ბებოსთან წასვლა, ქალბატონი თამარი ყოველთვის ანებივრებდა შვილიშვილებს და გულწრფელად შეიყვარა ისინი.
-ჩვენც მოვედით. არ წავიდეთ ბებო?
-კი ჩემო პატარა წავიდეთ.
-ხო წავიდეთ თორემ დავითი და მია გასეირნებას ვერ მოასწრებენ.
-დედა და მამა. -შეუსწორა ძმას ანამარიამ. დროდადრო გუგა მათ სახელებით მიმართავდათ. მართალია ისინი არ აპროტესტებდნენ მაგრამ ანამარიას არ მოსწონდა ეს და ყოველთვის შენიშვნას აძლევდა ძმას. ბავშვები მშობლებს დაემშვიდობნენ და ბებოს გაყვნენ.
-რა ვქნათ წავიდეთ? -დაღლილობის მიუხედავად მაინც ჰკითხა დავითმა მიას, რადგან არ უნდოდა პირობა გაეტეხა. გულის სიღრმეში თითქოს სურდა კიდეც რომ მიას უარი ეთქვა მაგრამ მაინც.
-თუ გინდა სახლში მოვამზადებ რაიმეს და უბრალოს ვერანდაზე დავჯდეთ.
-აუ კიი, ეგ იდეა უფრო მომწონს. თან ხომ იცი როგორ კერძებს ვამზადებ.
-აბა რაა, განთქმულია შენი კერძები. -ორივს გულიანად გაეცინა რადგან დავითის მცდელობა რაიმე გემრიელი მოემზადებინა ყოველთვის კრახით მთავრდებოდა და მიას უწევდა რაიმეს სახელდახელოდ მომზადება ან პიცას იძახებდნენ. დღეს ტაქტიკა შეცვალეს. დავითმა საჭმლის მომზადება მიას მითითებებით დაიწყო და საბოლოოდ არაჩვეულებრივი პასტა მოამზადა პომიდვრის გარნირით. მიამ მსუბუქი სალათი მოამზადა და ტერასაზე ავიდნენ.
-რაღაც გვაკლია.
-ჰო, და მიდი შენ ამოიტანე, მე შავი მინდა. -მია მიუხვდა ქმარს, რაც იგულისხმა.
-დღეს მეც შავს დავლევ. -მალევე დაბრუნდა დავითი უკან ორი ჭიქით და ბოთლი ღვინით ხელში. მაგიდას შემოუსხდნენ.
-ხომ ხედავ როდესაც მიჯერებ ყველაფერი კარგად გამოგდის.
-და შენ რა გინდა მაგით რომ მითხრა, რომ სულ ცოლის ჭკუაზე უნდა ვიარო.
-არა რატომ, ცოლის გარდა მე ხომ მეგობარიც ვარ შენი და როგორც მეგობარმა ისე გაითვალისწინე ჩემი რჩევები.
-კარგი გავითვალისწინებ, თქვენო უდიდებულესობავ.
-ყოჩაღ, სწრაფად ითვისებ. -ორივემ გულიანად გადაიკისკისა და დროებით სიჩუმე ჩამოვარდა, დავითმა ჯენტლმენობა გამოიჩინა და უხერხული სიჩუმე თვითონვე დაარღვია.
-ისე ვინ წარმოიდგენდა რომ დღეს ერთად ვიქნებოდით. იმ დღეს პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს, ძალიან გავბრაზდი შენზე. შენს გამო ლამის მთელი განყოფილება გაგვანთავისუფლეს. -მია დაიძაბა. არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი, მისთვის მტკივეული იყო წარსულის გახსენება და ეს დავითმაც იცოდა. ვერ მიხვდა საერთოდ რატომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი მაგრამ უპასუხოდ დატოვებაც არ უნდოდა.
-ხო, ნეტა დამეჯერებინა შენთვის და სახლში წავსულიყავი. დღეს ხომ ასე არ ვიქნებოდი.
-ნანობ რომ ჩემთან ხარ? -დავითს ხმაში ნაღველი შეეპარა.
-არა მე ეგ არ მიგულისხმია. შენთან შეხვედრა მგონი ერთადერთი კარგი იყო ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ. შენ და ბავშვები რომ არ ყოფილიყავით ვერ შევძლებდი იმის გადატანას.
-შენ ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერს შეძლებდი.
-სულაც არ ვარ ძლიერი. შენ მასწავე როგორ უნდა ვყოფილიყავი ძლიერი. -დავითმა მიასკნ ხელი გააპარა და მაგიდაზე დადებულ მის ხელს ჩაეჭიდა. მიას ეუხერხულა, შეაკრთო კიდეც დავითის შეხებამ. დავითი ყოველთვის ცდილობდა რომ მასთან დისტანციური კავშირი დაეჭირა. ცოტა ხნით შეძლო მაგრამ მაინც არ ესიამოვნა მისი შეხება და ხელის გამოწევა სცადა. დავითიც მიუხვდა და ხელი გაუშვა.
-მაპატიე მია მე....
-არაფერია დავით. ისეთი არაფერი გაგიკეთებია რომ ბოდიში მომიხადო.
-შეიძლება მაგრამ ვიცი რომ ჩემი შეხება არ გესიამოვნა.
-ეგრეც არ არის უბრალოდ ხომ იცი...
-ვიცი გეშინია და ჩემი არ უნდა გეშინოდეს.
-არ მეშინია, მართლა.
-მაშინ მოდი ვიცეკვოთ.
-რაა? გაგიჟდი?
-არა, რატო? აბა არ მეშინიაო.
-ეგ რა შუაშია.
-მაშინ ვიცეკვოთ.
-კარგი. -დავითმა მუსიკა ჩართო და როგორც ჯენტლმენმა, რევერანსით გაიწვია მია საცეკვაოდ. მიამ ერთი თითქოს შეყოყმანდა მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა და ხელი გაუწოდა. დავითმა მიას წელისკენ ხელი გააპარა და მის რეაქციას დააკვირდა. მიამ მთელი გამბოდაობა მოიკრიბა და შეეცადა რომ ნერვიულობა არ შეემჩნია და ბოლომდე მედგრად ყოფილიყო. დავითმა მოხვია მიას წელზე ხელი და მისკენ მიიზადა მაგრამ არც ისე რომ სხეულით შეხებოდა. მიამაც ნაბიჯი გადადგა და თავისი ნებით დაადო დავითს მხარზე ხელი. დავითს გაეცინა და თავი გადააქნია.
-რა გაგიკვირდა, ხომ გითხარი შენი არ მეშინიათქო.
-არც ახლა? -დავითმა გარისკა და ბოლომდე მიიზიდა მია მისკენ. ერთ წამს მიას შეაცახცახა, გულში ლამის ცემა კიდეც დავითი მაგრამ თავი ბოლომდე აიყვანა ხელში. უკვე დრო იყო გადაელახა შიში როგორმე. ხომ იცოდა რომ დავითის ნდობა შეეძლო. შეეძლო კი არა მგონი ერთადერთი მამაკაცი იყო მთელს სამყაროში ვისაც შეეძლო ბოლომდე მინდობოდა. ამიტომ საკუთარ თავს მოერია და შეეცადა ამ ცეკვით სიამოვნება მიეღო. მიენდო დავითს. დავითმაც ბოლომდე შეინარჩუნა ჯენტლმენობა და მიასთვის მისაღებ დისტანციაზე დარჩნენ.
***
მიდიოდა მია პატარა ჩემოდანს მიაგორებდა. გზა უსასრულოდ გაიწელა რადგან არ იცოდა სად წასულიყო, წასასვლელი არსად ჰქონდა. მეგობრების შეწუხება არ უნდოდა, მაგრამ იცოდა რომ გაუბრაზდებოდნენ არაფერი რომ არ უტხრა მათ. მაგრამ როგორ ეთქვა ის ყველაფერი რაც გადაიტანა. მეგობრებისთვის თვალებში როგორ შეეხედა ამის შემდეგ. თავზე დაათენდა სიარულში. ავტოსადგურში მივიდა და პირველივე მარშუტში ავიდა. არ იცოდა სად მიდიოდა და არც აინტერესებდა. თავი სავარძელს მიადო და ცდილობდა დაეძინა. ყურში მამაკაცის ხმა ჩაესმა და შეშინებულმა გაახილა თვალები. მძღოლი იყო, სამგზავროს წინასწარ გადახდა მოსთხოვა. აკანკალებულმა ამოიღო ჩანთიდან თანხა და ისე მიაწოდა რომ არ შეხებოდა მამაკაცს. თავი ისევ უკან გადაწია და თვალები დახუჭა. ვერ გაძლო, ისევ ის სცენა ისევ ის ტკივილი უდგა თვალწინ და სასწრაფოდ გაახილა თვალები. უკვე გზაში იყვნენ. ვერც მიხვდა როდის შეივსო მარშუტი და წამოვიდნენ მისი მშობლიური ქალაქიდან. ტრაფარეტისკენ გააპარა თვალი რომ გაეგო სად მიდიოდა. თეთრ ტრაფარეთზე დიდი წითელი ასოებით ეწერა თბილისი. რა უნდა გაეკეთებინა თბილისში, იქ ხომ მარტო არასოდეს ყოფილა, არც ქუჩები იცოდა და არც არაფერი. არც არავინ ეგულებოდა თავშესაფრად. დამღლელი გზის შემდეგ როგორც იქნა ჩავიდნენ დედაქალაქში. უცხო გარემო, უცხო ხალხი. ჩანთას ხელი მოკიდა და უბრალოდ ქუჩას გაუყვა. კარგა ხნის სიარულის შემდეგ სახლზე მიკრული ქირავდება მოხვდა თვალში. ნორმალური საცხოვრებელი იყო მაგრამ თანხა არ ყოფნიდა. ჩანთიდან ტელეფონი ამოიღო და მიმდებარე ტერიტორიაზე ლომბარდს დაუწყო ძებნა. აი ისიც. ბოლოჯერ დახედა მის ტელეფონს და უამრავი გამოტოვებული ზარი იყო ლილესა და ლუკასგან. თვალებიდან სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა, სიმ ბარათი ამოიღო და ფულის სანაცვლოდ ტელეფონი დატოვა. ისევ იმ ბინაში მიბრუნდა. ერთი პატარა ოთახი იყო, ნათელი ფანჯრებით, ყველაფერი ერთ სივრცეიში იყო თავმოყრილი, საძინებელი, მისაღები, სამზარეულო. მაგრამ ამ ეტაპზე მისთვის ეს ადგილი სასახხლე იყო, უფრო სწორად კოშკი სადაც თავის შეფარება შეეძლო. დიასახლისმა ფული მიითვალა და გასაღები მიას ჩააბარა. მიამ სასწრაფოდ ჩამოაფარა ფარდები. საწოლზე თავისივე პლედი გადააფარა და ემბრიონის პოზაში დაწვა. უნდოდა ეტირა და დარდი ცრემლებისთვის გაეყოლებინა მაგრამ ვერ შეძლო. თვალებს რომ ხუჭავდა ისევ ის სცენები მეორდებოდა. გული ეკუმშებოდა და იქ სადღაც სიღრმეში უსაზღვრო ტკივილს გრძნობდა. როგორ უნდა ეტარებინა ნამუს ახდილი ქალის სახელი, ფიქრებმა ლამის მთლად გააგიჟა. მაგრამ ლოგიკური დასკვნისდ გამოტანა მაინც შესძლო. აქ, ამ უცხო ქალაქში მისი ტკივილის და გაჭირვების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ამიტომ თვითონაც მყარად უნდა დამდგარიყო ფერზე, არაფერი შეემჩნია და ახალი ცხოვრება დაეწყო. ეს ის მომენტი იყო როდესაც მია თავიდან დაიბადებოდა. საკუტარი თავი გაამხნევა. ფეღზე წამოდგა და სახლის დალაგებას შეუდგა, ასე გულს გადააყოლებდა. 18 წლის გოგოსთვის მხოლოდ ერთი საფიქრალიღა იყო დარჩენილი როგორმე თავი გაეტანა და არ გამათხოვრებულიყო. ერჩივნა მომკვდარიყო ვიდრე დასახმარებლად ოდესმე მამისთვის დაერეკა. სახლი მიალაგა, მტვრის და ნესტის სუნი გადევნა ოთახიდან და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა. სინდისმა შეაწუხა რომ საუკეთესო მეგობრები ასე დატოვა. ჩანთა აიღო და ქუჩაში გავიდა. ფეხით სიარუული დაიწყო თან ცდილობდა რაღაც ადგილებით დაემახსოვრებინა სახლის გზა რომ არ დაკარგულიყო. სატელეფონო ჯიხურტან მივიდა და გონებამ თავისთვის გაიხსენა ლილეს ნომერი. ზარი გავიდა და ნაცნობი და საყვარელი ხმის გაგონებაზე მიას ლამის მუხლები მოეკვეთა, კარგა ხანს ჩუმად იყო და ბოლოს ხმა ამოიღო.
-ლილე....
-მია? შენ ხარ? იცი რამდენჯერ დაგირეკე? სად ხარ? დედაშენი გაგიჟებული გეძებს.
-თბილისში ვარ.
-რა? მანდ რა გინდა? ან როდის წახვედი, ან რატო? -გაოცებულმა ლილემ უამრავი კითხვა მიაყარა ერთმანეთზე.
-მანდ ვერ დავრჩებოდი.
-რატო რა მოხდა? დედაშენმაც არაფერი მითხრა რომ ვკითხე. რატომ ანერვიულებ იმ ქალს იცი როგორ ტიროდა.
-არაუშავს მალე დამშვიდდება.
-გაგიჟდი გოგო? რას ჰქვია დამშვიდდება. ახლავე დაბრუნდი სახლში.
-ვერა ლილე.
-ვითომ რატომ, ან ეგ რა საქციელი იყო, არც მე და არც ლუკამ არაფერი რომ არ ვიცოდით. ეგრე გესმის შენ მეგობრობა.
-არა ლილე... მაპატიე გთხოვ უბრალოდ ვერ გნახავდით არ შემეძლო.
-მია რა გჭირს იტყვი? ეს ყველაფერი შენ საქციელს არ ჰგავს.
-მამაჩემმა სახლიდან გამომაგდო. -ტელეფონის მეორე მხრიდან სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა.
-რაა? ვერ გავიგე რა მითხარი მია, რას ბოდავ.
-მართლა გეუბნები, სახლში ვეღარ დავბრუნდები, უფრო სწორედ აღარ დავბრუნდები.
-გინდა ჩამოვალთ, სად ხარ?
-არა იყავით, არ მინდა შეგაწუხოთ.
-რას მიედ მოედები გოგო. ახლავე წამოვალთ მე და ლუკა და რომ ჩამოვალთ დაგირეკავ.
-ტელეფონი აღარ მაქვს, ლომბარდში ჩავაბარე ბინა რომ მექირავებინა.
-რა მოხდა ასეთი მია, ნუ მაგიჟებ... ვსო გადაწყვეტილია მოვდივართ და ვაგზალზე დაგვხვდი, სხვაგვარად ვერ გიპოვით. მე წამოგიღებ ჩემს ძველ ტელეფონს. -მიამ პირი დააღო რომ ეთქვა არ წამოხვიდეთ ან თუ მაინც წამოხვალ მარტო ჩამოდიო. ლილე გოგო იყო და გაუგებდა მაგრამ ლუკასთვის როგორ ეთქვა არ იცოდა. ის არ იცოდა რა დროში ჩამოვიდა თვითონ თბილისში ამოტომ სახლში აბრუნდა, იბანავა და ქუჩაში გამოვიდა. ვაგზალზე მისასვლელი გზა უკვე იცოდა. დიდხანს იჯდა მარტო და მის ირგვკლივ უამრავი ხალხი ირეოდა, მაგრამ მია მოწყვეტილი იყო მთლიანად გარე სამყაროოს, ვერც კი ამჩნევდა მათ. მის ფიქრებში იყო გართული. ამჯერად ცდილობდა წარსულზე არ ეფიქრა და მომავალში გაეხედა. მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა ახლა თავში, სამსახური უნდა ეშოვნა. სულ ერთი იყო რაც იქნებოდა, დამლაგებელი, ჭურჭლის მრეცხავი ან სხვა რამ ოღონდ ემუშავა რომ ლუკმა პურის ფული ჰქონოდა.
-მია... -ფიქრებიდან ლილეს ხმამ გამოარკვია, იმ მხარეს გაიხედა საიდანაც ხმა მოესმა, მეგობრის დანახვისას მომეტებულმა გრძნობებმა თავისი ქნა და თვალებიდან ცრემლებმა იფეთქა. წამოდგა, მეგობართან მიირბინა და მოეხვია.
-ჩუ ჩემო გოგო, ჩუ.... ნუ გეშინია ჩვენ შენთან ვართ. -მიამ მხარზე ხელის შეხება იგრძნო და უცებ ჭყიტა თვალები, ლუკაც იქ იყო. ლუკასი არ ეშინოდა, ის მისი ძმა იყო, მასაც მოეხვი და ცოტა სიმშვიდე იგრძნო გულის სიღრმეში.
-როგორ ხარ მია?
-კარგად ვარ, თქვენთან კარგად ვართ.
-რატომ არაფერი არ გვითხარი, ასე როგორ წამოხვედი.
-სახლში წავიდეთ კარგი?
-უკვე იქირავე ბინა?
-კი ვიქირავე, აბა სად უნდა წავსულიყავი. -მია მეგობრებს წინ წაუძღვა.
-ტაქსით წავიდეთ, ამ სიცხეში ფეხით როგორ ვიაროთ.
-არ ვიცი ტაქსით გზა, ასე დავიმახსოვრე. -ლილეს და ლუკას გაეცინათ და ბოლო რამოდენიმე დღის განმავლობაში მიასაც ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა. მივიდნენ ბინამდე და მეგობრები შეიპატიჟა.
-მია დედაშენი ვნახე, -დაიწყო ლილემ საუბარი და მია გაშეშდა. მიხვდა რომ მათ უკვე ყველაფერი იცოდნენ.
-მია მე მაპატიე კარგი? -ლუკამ მიას წინ დაიჩოქა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.
-რას აკეთებ, ლუ, წამოდექი, შენ არ უნდა მიხდიდე ბოდიშს.
-როგორ არა, მეც იმ ღორის მსგავსად ღორი ვარ, მრცხვენია რომ კაცი ვარ.
-შენ რა შუაში ხარ, გთხოვ ეგ მეორედ აღარ თქვა.
-როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდით მაშინ არ ვიყავით შენთან, არ ვართ ღირსები შენი მეგობარი გვერქვას.
-გთხოვთ რაა ბავშვებო ეგეთები მეორედ არ გამაგონოთ. თქვენს მეტი აღარავინ დამრჩა და თვქენც ნუ დამტოვებთ.
-ეგ მეორედ არ თქვა, არავინ არ დაგტოვებს. შენ მარტო აღარასოდეს იქნები. უბრალოდ, ახლა გვაპატიე რომ ვერ გიშველეთ.
-არა ბავშვებო, მე მაპატიეთ რომ თავის დროზე არ გითხარით არაფერი და ასე გაიგეთ. უბრალოდ ვერც ვაზროვნებდი საღად.
-არაფრის ახსნა არ გჭირდება მია, გვესმის შენი.
-აქ როგორ აპირებ ცხოვრებას.
-სამსახური უნდა ვიშოვო როგორმე. ერთი ტელეფონი მქონდა ღირებული და ისიც გავყიდე უკვე და ბინისთვისაც მინდა ფული და ჩემთვისაც.
-ბინაზე აღარ იდარდო, ჩემი ბიძაშვილი მარტო ცხოვრობს აქ, უკვე ველაპარაკე და მასთან გადაგიყვან. კარგი გოგოა, გაუგებთ ერთმანეთს, ბევრი კითხვებით არ შეგაწუხებს ასე რომ არაფერზე ინერვიულო.
-არა ლუკა, ეგრე არ გამოვა, არ მინდა თქვენი შეწუხება.
-უფრო შემაწუხებ და მაწყენინებ თუ არ დამთანხმდები.
-კარგი მაგრამ როგორც კი ცოტა ფული მექნება გადავა.
-იყოს ისე როგორც შენ გინდა. მიდი ჩალაგდი და სანამ დაღამდა გაგიყვან.
-ხო თორე მერე გზას ვერ დაიმახსოვრებს. -ლილემ ეცადა ჩვეული მხირულება დაებრუნებინა ამდენი ტკივილის მომგვრელი ამბის შემდეგ. გაამართლა მიას ისევ შეუტოკდა ტუჩი. რამდენიმე საათის წინ ამოლაგებული რამოდენიმე ნივთი ისევ ჩემოდანში დააბრუნა. უკმაყოფილო დიასახლისისგან კუთვნილი თანხა დაიბრუნა, გასაღები დაუბრუნა და წამოვიდნენ. ტაქსით მგზავრობდნენ, მია ფანჯარაში იყო მიშტერებული რომ რაც შეიძლება მეტი რამ დაემახსოვრებინა უცხო გარემოში. ტაქსი 9 სართულიანი ბინების წინ გაჩერდა. ლუკამ ლიფტში მეხუთე სართულს მიაჭირა თითი და ლიფტიც დაიძრა. ლიფტიდან გამოსულებმა პირველივე კარზე დააკაკუნა.
-ლუ.... როგორ მომენატრე და როგორ გამახარე. -პატარა ტანის, მაგრამ ლამაზი პირისახის გოგო კისერზე მოეხვია ლუკას.
-მეც მომენატრე გადარეულო. -ლოყაზე გემრიელად აკოცა ლუკამ გოგოს და მაგრად მოეხვია.
-შემობრძანდით, -შეიპატიჯა ბინაში გოგომ სტუმრები.
-გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან, ლილე და მია,
-სასიამოვნოა..
-ეს ნინუცაა, ჩემი ბიძაშვილი. -მიამ და ლილემ გაუღიმეს და თავი დაუკრეს მისალმების ნიშნად. ბინა ლამაზი და მოწესრიგებული იყო. საკმაოდ დიდიც იმისთის რომ ერთი ცხოვრობდეს იქ. ამან მია ცოტა დააეჭვა.
-მია თქვენ ხომ, ლუკამ მითხრა რომ ჩემთან უნდა იცხოვრო. ისე გამიხარდა ვერც კი წარმოდიგენ. უკვე მეორე წელია მარტო ვცხოვრობ ამ სახლში და ნამდვილად მჭირდებოდა ვინმე ხმის გამცემი. ლუკამ მითხრა რომ კარგი გოგო ხარ და ეს საკმარისია, მეტი არაფერი მაინტერესებს ის შენ თუ გენდობა მე ლუკას ვენდობი, ასე რომ კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩვენს სახლში.
-მადლობა ნინუცა, და ბოდიში რომ გაწუხებ.
-რა ბოდიში, ეგ სიტყვა მეორედ არ გამაგონო. რომ არ მდომებოდა შენი აქ შემოშვება მოვიფიქრებდი რამეს და თავიდანვე არ დავთანხმდებოდი ლუკას.
-ეე ეგ რას ნიშნავს.
-უი გაიგონე? -ენაზე კბილი დაიჭირა ნინუცამ თითქოს არ ეგონა ლუკა იქ რომ იყო. გაეღიმათ მის საქციელზე. მიას მოეწონა გოგოც და მისი კეთილგანწყობაც. მიხვდა რომ მასთან ცხოვრება არ გაუჭირდებოდა. -ყავა, ჩაი, რა შემოგთავაზოთ ბავშვებო?
-ცივი თუ გაქვს რამე დაგვალევინე და ჩვენ წავალთ თორე ვეღარ ჩავასწრებთ სახლში.
-ახლავე, უკაცრავად,- ნინუცამ მათ გვერდი ჩაუარა და სამზარეულოში შევიდა.
-ბავშვებო ვერც დაგელაპარაკეთ ნორმალურად.
-არაფრის თქვა არაა საჭირო ახლა მია, როცა მზად იქნები მაშინ დავსხდეთ ა ვილაპარაკოთ, ახლა არა. -გაუხარდა კიდეც მიას ლუკას ეს სიტყვები რადგან ნამდვილად არ ჰქონდა არაფრის მოყოლის თავი.
-აი წვენი ალიეთ, -ლანგარზე დადგმული ოთხი ჭიქა შემოიტანა ნინუცამ და მაგიდაზე დადგა. კულა მაშინათვე წაეტანა ჭიქას და ბოლომდე გამოცალა.
-დამხრჩვალხარ ადამიანო.
-ძაან ცხელა და იმის ბრალია...... კარგი ჩვენ წავალთ და მია მის ოთახში შეიყვანე რომ ცოტა დაისვენოს კარგი?
-კარგი ჩემო ძმაო, კარგი. - მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ და დაემშვიდობნენ. ლილემ მიას შარვლის ჯიბეში რაღც ჩაუდო, მია შეიშმუშნა.
-ეს რა არის ლილე.
-ისეთი არაფერი, ცოტა ხნით გეყოფა და მერე კიდე ჩამოვალთ.
-კარგი რაა ლილე, არ მინდა რომ შეგაწუხთ.
-არ ვწუხდებით მია, ეს იმ ნაყინების ფულია შენ რომ ჩვენთვის ყიდულობდი, ჩვენს ნაცვლად. ჩათვალე რომ უბრალოდ აგინაზღაურეთ ის დანაკარგი.
-რა გადარეული ხარ. აუცილებლად დაგიბუნებ ვალს.
-მე არ მისესხებია, მე გაჩუქე ეგ თანხა.... აბა შენ იცი ყოჩაღად იყოვი და მ,ომდევნო ჩამოსვლაზე ის მია იყავი მე რომ მივარს. ასეთს ვერ აგიტან.
-კარგი ლილე. დიდი მადლობა.... კარგად ლუუ... -გააიცლეს ლილე და ლუკა და სახლში შემობრუნდნენ.
-მოდი შენს ოტახს გაჩვენებ და სახლსაც დაგათვალიერებინებ. მისაღებს მიხვდებოდი უკვე. -თანხმობის ნიშნათ თავი დაუქნია მიამ. დერეფანს გაუყვა ნინუცა. -ეს ჩემი ოთახია, ეს სააბაზანო, ეს კი შენი ოთახი იქნება, შეგიძლია ჩემოდანი დადგა. -უცებ მოავლო მიამ ოთახს თვალი და ძალიან მოეწონა. -წამოდი... ეს სამზარეულოა. მაცივარში ყველაფერია, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, ტოსტერი, ყველაფერია, რაც გინდა და როგორც გინდა გამოიყენე.... ისე საჭმლის კეთება იცი?
-ცატა რაღაცეების კი.
-ეგეც კარგია, მე სულ არ ვიცი და ხანდახან მაინც ხომ გააკეთებ? -ძალიან პოზიტიურად განეწყო მია ნინუცასადმი.
-კი გავაკეთებ.
-ძალიან კარგი.... ახლა მე უნდა გავიქცე სამსხურში და შენ მოისვენე. თუ რამემ დაგაინტერესოს დაათავლიერე, არაა პრობლემა. მოეწყვე შენს გემოზე. ვეცდები მალე დავბრუნდე კარგი?
-კარგი... -ნინუცამ ოთახში გაირბინა ჩანთა აიღო და წავიდა. მალევე მობრუნდა უკან, მია შეცბა, არ ელოდა.
-გასაღების მოცემა დამავიწყდა. -მაგიდის უჯრიდან გასაღები ამოიღო და ხელში ჩაუდო მიას. მიას რაღაც ჩასწყდა გულში, გასაღებზე დაკიდებული ანგელოზის დანახვისას მისი ანგელოზი გაახსენდა. ახლა ჰქონია რომ მფარველმა ანგელოზმა მიატოვა. გასაღები გულზე მიიხუტა და თავის ოტახში შევიდა.



№1 სტუმარი Tako

Male dade raa shemdegi tavii

 


№2 სტუმარი Guest ucnobi_18

ეს როარ გააგრძელო არვიციი...ინტრიგა ინ ექშენ :D

 


№3  offline წევრი ankatuna

Guest ucnobi_18
ეს როარ გააგრძელო არვიციი...ინტრიგა ინ ექშენ :D

აუცილებლად გავაგრძელებ მაგრამ გული მწყდება რომ არ კითხულობენ... მგონი ცუდი არა :)

 


№4 სტუმარი enene

Dzalian dzaliann mgaraiaaa ❤ gaargdzele raaa

 


№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ შემეცოდა მია. მთელი ოცნებები თავზე ჩამოამხო იმ ცხოველმა. ოჯახმა ხელი როგორ ჰკრა ამ დროს. მას ხომ გვერდში დგომა სჭირდებოდა მშობლებისგან ყველაზე მეტად. ძალიან საინტერესო ისტორიაა და ემოციას არ აკლებ ნაწერს. წინა ისტორიაზე ვგიჟდებოდი იმდენად მომწონდა.
ველი ახალ თავს მოუთმენლად❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent