ბედნიერების რეცეპტი (სრულად 1-28 თავი)
ბედნიერების რეცეპტი თავი პირველი შემოდგომის სუსხიანი საღამო იდგა, როცა საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიოში, ერთ ყველასგან მივიწყებულ სოფელში, რომლის სახელიც კი სავარაუდოდ არავის ახსოვდა, მაღალი გამავლობის ავტომობილმა, რომლის ფირმასა და სანომრე ნიშანს ისევ შეგნებულად არ ვახსენებ, ტრასიდან გადაუხვია და გზა ხეების ხშირი მასივისკენ აიღო. მძღოლი გარემოს ზედმეტად კარგადაც კი იცნობდა. მიუხედავად ბურუსისა და გზის სირთულისა, მაინც მოხერხებულად მიიკვლევდა გზას. ავტომობილში ორნი ისხდნენ, ან იქნებ - სამნიც? კარგად თუ დააკვრიდებოდით, მძღოლის გვერდით მჯდომ ასე ოციოდე წლის გოგონას ხელში გაურკვეველი ფორმის ფუთასაც შენიშავდით. ქალისთვის ლამაზის წოდება გაგიჭირდებოდათ, თუმცა არც უშნო ითქმოდა, თავისებური ხიბლი მაინც ეტყობოდა აშკარად ნატანჯ სახეზე. სწორი, გრძელი, მოყავისფრო, მოწაბლისფრო თმა წინ ჩამოშლოდა, თუმცა სახიდან გადაწევას არც კი ფიქრობდა. თვალებში სიცივე და სისასტიკე ჩასდგომოდა, ქუთუთოები ჩაშავებოდა, წვრილი ტუჩები ოდნან უცახცახებდა, კბილებს ერთმანეთზე ისე აჭერდა, რომ ყბის ძვლებიც კი ეტკინა. თანამგზავრი ესაუბრებოდა, მაგრამ ქალის მზერითაც მიხვდებოდი, რომ მისი მოსმენა არ სურდა. - სულ ცოტაც და მივალთ! - განაჩენივით ჟღერდა საჭესთან მჯდომი, ოცდაათ წლამდე ასაკის მამაკაცის ხმა. ქალმა უტყვი თვალებით გამოხედა, მხრები გულგრილად აიჩეჩა და ისევ ავტომობილის საქარე მინიდან გააგრძელა გარემოს თვალიერება. მისი დუმილით გაღიზიანებულმა, შუბლშეკრულმა, შავგვრემანმა კაცმა გვერდულად გახედა, მისი სიცივე და ყველაფრისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება აგიჟებდა, ერთი სული ჰქონდა კარგად შეენჯღრია, იქნებ როგორმე გონს მოეყვანა, მაგრამ თავის შეკავება შეძლო. - ვიცი, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ იქნებ გადაიფიქრო?! - უკანასკნელად სცადა ქალის გამოფხიზლება. მისი სიტყვების გაგონებისთანავე, ტანში უსიამოვნოდ გასცრა თანამგზავრს. საყვედურით სავსე თვალებით გამოხედა მძღოლს. აკანკალებული, აცახცახებული ხელებით ძლიერად ჩაიკრა მკერდში ბინძური ნაჭრების გროვა და უხმოდ გადაყლაპა ცრემლები. - უცხო ხომ არ ხარ? იქნებ მიიღონ? -მისი რეაქცია არც კი შეიმჩნია, ისე გააგრძელა კაცმა. მძინარე პატარამ თითქოს იგრძნო საუბარი მას რომ ეხებოდა, ოდნავ შეირხა და წამოიკრუტუნა. ცალი თვალით გადახედა ქალიშვილის ხელებში აფართხალებულ ფუთას. - შინ ვერ მივიყვან, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, მაშინ მიმატოვეს, ჩემთვის პატიებამ კარგა ხანია დაკარგა აზრი. - ტკივილით გაეღიმა ქალს - ზედმეტი ტვირთი ვარ, ოჯახის სირცხვილი. მთელი ცხოვრება ამ ლაქის მოცილებას ეცდებიან. რომც მიგვიღონ, დასცინებენ, აბუჩად აიგდებენ. ასეთ ცხოვრებას, სჯობს ჩემგან შორს გაიზარდოს, უჩემოდ, ოღონდ ბედნიერი... - დედის გარეშე ბედნიერი იქნება? - აშკარად არ ეთანხმებოდა ქალიშვილის სიტყვებს მამაკაცი. - რომელი დედის? უკანასკნელმა მეძავმაც იცის ვისგან აჩენს შვილს, მე კი, მე ესეც არ ვიცი... - ტკივილით გაეღიმა გოგონას - ჩემისთანა მშობელთან ყოფნას, სჯობს მარტო იყოს... - ეგ საკითხი ასე თუ გაწუხებს, არც მაგის დადგენაა რთული, გენეტიკური ანალიზით მამის ვინაობასაც დავადგენთ... - არ მინდა! - იმის წარმოდგენაზეც კი, რომ შეიძლებოდა რომელიმე მათგანი ისევ ენახა, სასოწარკვეთილმა წამოიკივლა. მისი რეაქციით შეშინებული, ფუთა შეირხა და ავტომობილის სალონში ჩვილის ტირილის ხმაც გაისმა. - შეგაშინე?! რამხელა ხმა გაქვს...- უკმაყოფილოდ, შეკრული შუბლით დახედა ნაჭრის შეკვრიდან მომზირალ ვარდისფერ, მოწითალო არსებას - იმ არაკაცებთან საერთო არ მინდა მქონდეს, არ მინდა რომელიმე მათგანს მამა ერქვას, შეუძლებელია ჩემ შვილში რომელიმეს სისხლი ჩქეფდეს! მირჩევნია, საერთოდ არ ვიცოდე... გოგონამ თვალები დახუჭა, თავი უკმაყოფილოდ ისე გააქნია, თითქოს აბეზარი მოგონებების დავიწყებას ცდილობდა. - საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად, ოჯახის წევრების რისხვას იმიზეზებ. არადა, მათთვის არც კი გიკითხავს. მშობლების ნაცვლად, შენვე ისჯი თავს?! - არ გესმის? სახლში ბავშვით ვერ დავბრუდები, მარტოც ვერ გავზრდი. თან არც მინდა, ეს ბავშვი არ უნდა ყოფილიყო. - ისე დახედა პატარას თითქოს ცოცხალ არსებაზე კი არა, უსულო საგანზე საუბრობდა. - თვითგვემა შორს ვერ წაგიყვანს! - მძღოლს თვალი დედის ხელებში განაბული ახალშობილისკენ გაექცა. - რითი ვერ მიხვდი? ეს თვითგვემა არაა! - უცებ ახარხარდა გოგონა - არ მინდა, მის ცქერას ვერ ვუძლებ, ის საკუთარ სირცხვილს, ტკივილს გამახსენებს. შენ რომ არა, ამ არსებას დაბადების უფლებასაც არ მივცემდი... - ალბათ, მართლა სჯობს შენგან შორს იყოს, რაც შეიძლება შორს! - გოგონას მზერამ შეძრა მამაკაცი - შეუძლებელია დედა ასე დასცქეროდეს შვილს! - მომენტალურად შეზიზღდა გვერდით მჯდომი. - უფლება არ გაქვს, გამკიცხო. უფლება არ გაქვს!..- თითქოს მიუხვდა ფიქრებს, უცებ გაკაპასდა ქალი. - ასეთი რამ ნებისმიერს შეიძლება დამართნოდა. - ყბაზე ძარღვი ნერვიულად აუცახცახდა მძღოლს. - მაგრამ ნებისმიერს კი არა, მე დამემართა, მე!.. - ისე უტევდა, თითქოს მისი ბრალი იყო ქალის უბედურება. - იქნებ მართალიც იყო, იქნებ ვცდები, მაგრამ ასე სჯობს, უნდა დავტოვო. - რომ გადაიფიქრო? მეც დაგეხმარებოდი, ბოლოსდაბოლოს ვიქორწინებდით, ერთად გავზრდიდით! - თითქოს მაინც უკანასკელ იმედს ებღაუჭებოდა კაცი. - ვიქორწინებდით?! მე და შენ?... - მოულოდნელად ახარხარდა ქალი. - რამე სასაცილო ვთქვი? - შავ თვალებში სუსხი ჩაუდგა. - კარგად რომ დაფიქრდე, შენც გაგეცინება... - სიცილისგან მომდგარ ცრემლებს ხელის ზურგით იწმენდდა - გასაგებია, რომ დახმარება გსურს, მაგრამ ცოლად მოყვანა ზედმეტია. - იქნებ მართლა მსურს ოჯახის შექმნა? - პოზიციებს არ თმობდა კაცი. - გაჩუმდი, გთხოვ.. თანაც მამა ნიკოლოზი ხომ დაგვპირდა, არ გავაშვილებო? სურვილის შემთხვევაში, ბავშვსაც დაგიბრუნებო? - შენვე ამბობ, სურვილის შემთხვევაშიო. ბავშვი ახლავე გძულს და მომავალში შეიყვარებ?! საკუთარ შვილს სრული მარტოობისთვის იმეტებ?! - თითქოს განზრახ აწამებდა მამაკაცი. სულ რამდენიმე წამით გამოხედა ქალიშვილმა მძღოლს, ვერ გაუძლო, მამაკაცის გამომცდელ მზერას და ისევ თვალი აარიდა. - ალბათ, ცუდი ვარ. ალბათ, სუსტიც ვარ, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია!- ცრემლებისგან ხმა გაებზარა. - სამწუხაროა! ასე როგორ შევცდი?... არადა, ძლიერი მეგონე, არადა... - მისკენ აღარც გაუხედავს, თავისთვის ჩაილაპარაკა მამაკაცმა. საუბრის გაგრძელება აღარც უფიქრიათ, ჩუმად ისხდნენ მგზავრები, თავ-თავის ფიქრებში ჩაძირულნი, საკუთარი ტვირთით დამძიმებულნი. თუმცა პერიოდულად მაინც გახედავდა ხოლმე მამაკაცი გვერდით მჯდომს. სადღაც შორიდან ეკლესიის ზარების ხმა ისმოდა. სავარაუდოდ მწუხრის ლოცვისკენ უხმობდნენ მრევლს. - რამდენიმე წუთში მონასტერში ავალთ! - როგორც იქნა დუმილი დაარღვია მამაკაცმა. ალბათ, უნდა გაჰხარებოდა ქალს მგზავრობის დასრულება. არადა, შეშინდა. ძლიერად მოუჭირა ხელი ძვირფას ფუთას. ისიც კი გაიფიქრა: - „იქნებ მართლა გადავიფიქრო, იქნებ დავეთანხმო და ბავშვი აღარ დავტოვო?!“ წამიერი სისუსტის თავადვე შეეშინდა, აბეზარი ფიქრების უარყოფის ნიშნად თავი ჯიუტად გააქნია. ეკლესიის ზარების რეკვის ხმა უფრო და უფრო მატულობდა, ძლიერდებოდა. ავტომობილმა მარჯვნივ გაუხვია და ბინდში, თითქოს არსაიდან გამოჩნდა შემაღლებულზე მდგომი მონასტრის გალავანიც. ალაყაფის კარებისკენ წვრილი, საცალფეხო ბილიკი მიიკლაკნებოდა. ავტომობილი იქვე გააჩერეს და გადავიდნენ. - მომეცი, მე წამოვიყვან! - თითქოს მოვალეობის მოხდის გამო შესთავაზა მამაკაცმა. გოგონამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია. უარი მიიღო თუ არა, მისთვის აღარც შეუხედავს. ისე გაუყვა კაცი მონასტრისკენ მიმავალ აღმართს. ქალმა მისივე ქურთუკი შემოახვია ჩვილს და ჩქარი ნაბიჯებით გაჰყვა წინ წასულს. ღამის სიჩუმეს მხოლოდ ნეშომპალად ქცეული ფოთოლთა შრიალდი და ფეხის დაბიჯებისგან გატკაცუნებული ტოტების ხმა არღვევდა. ქალმა წაიბორძიკა, თუმცა არ დავარდნილა. ბავშმა წამოიტირა, მაგრამ მალევე გაჩუმდა. როგორც იქნა შევიდნენ ეზოში. ახლად ნაშენ მონასტერს ეტყობოდა ბერების მზრუნველი ხელი. მცირე ზომის ტაძრიდან გალობის ხმა ისმოდა. სტუმრებმაც გეზი ეკლესიისკენ აიღეს. კარებიდანვე ჩანდა ბერებთან ერთად ჯვარცმასთან მუხლებზე მდგომი, თავდახრილი მამა ნიკოლოზი. შესასვლელშივე, კუთხეში გაჩერდა წყვილი, უსაზღვრო სევდითა და სიყვარულით უმზერდა მამაკაცი შევერცხლილ თმაზე ზურგით მდგომ შავოსანს. მამა ნიკოლოზის თბილი ბარიტონი ქალის დამძიმებულ გულს მალამოდ მოედო, ვეღარ მიხვდა, ვინ უფრო შეეცოდა მარტოობისთვის განწირული შვილი, თუ საკუთარი თავი. არ უნდოდა, მაგრამ მაინც ატირდა, ჯიუტმა ცრემლებმა მისით გაიკვლიეს გზა. დედის განწყობა ჩვილმაც იგრძნო, ატირდა პატარაც. ბავშვის ხმის გაგონებაზე გაჩუმდა მამა ნიკოლოზი, შუბლშეკრულმა გამოხედა უკან მდგომთ, სულ რამდენიმე წამით უმზერდა მათ, შემდეგ შებრუნდა და ლოცვა გააგრძელა. პატარას სავარაუდოდ მოშივდა, ნელ-ნელა წუწუნს უმატა, წყვილი ტაძრიდან გარეთ გამოვიდა. ალბათ, ნახევარ საათზე მეტხანს იცდიდნენ, ლოცვა დასრულდა და ბერებიც ნელ-ნელა დაიშალნენ. ლამის ჩაბჟირებამდე მისული ჩვილი არა და არ ჩუმდებოდა. - ვისვრი ამ ბავშვს! - გაბეზრებულმა ამოიღრინა ქალმა. - ბავშვს მზრუნველობა და სიყვარული სჭირდება! - მერე შენ აქ არ ხარ? შეიყვარებ და იზრუნებ მასზე! - ირონიულად გახედა მამაკაცს ქალმა. - შენზე მეტად ნამდვილად მეყვარებოდა! კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ქალი, მაგრამ მამა ნიკოლოზი დაინახა და გაჩუმება ამჯობინა. წელში გამართული, სხარტი ნაბიჯით მოაბიჯებდა შავოსანი. მიუხედავად შევერცხლილი წვერისა, მაინც მიხვდებოდი, რომ მამაო ასე 30-35 წლამდე იქნებოდა, იქნებ უფრო ახალგაზრდაც, არც ეგ იყო გამორიცხული, მაგრამ ცხოვრების სიმძიმე თვალებთან არსებულ წვრილ ნაოჭებზე მაინც ეტყობოდა. - მამაო, დამლოცეთ! - ხელზე სამთხვევად დაიხარა ქალი, მაგრამ მამა ნიკოლოზმა ახლოს არ გაიკარა. -შენს პატარას წასაყვანად როცა მოაკითხავ, მაშინ დაგლოცავ! - მკაცრი ხმით გამოუცხადა მან. - თქვენც მე მამტყუნებთ? - ხმა გაებზარა ქალს. - დარჩი შვილთან, დაგეხმარებით, საცხოვრებელს გამოგიყოფთ თავშესაფარში, სამსახურსაც გიშოვით, ღმერთი მის გაჩენილს არ გასწირავს! - არ შემიძლია, ახლა არ შემიძლია, იქნებ ოდესმე... - ისევ თავისას იმეორებდა გოგონა. - შენი სიტყვების გჯერა? არ მომატყუო იცოდე, დაბრუნებას თუ არ აპირებ, ბავშვს არ დავიტოვებ! - გამომცდელად უმზერდა მამა ნიკოლოზი. - მოვალ. აუცილებლად მოვალ! - ისე მიაყარა ქალმა სიტყვები, თითქოს ეშინოდა მამაოს არ გადაეფიქრა. კარგად ხვდებოდა იქვე მდგომი მამაკაცი, რომ ქალისთვის ესოდენ სასურველი „ოდესმე“, არასოდეს დადგებოდა. ზიზღით გახედა. მისი მზერა არ გამოჰპარვია მამა ნიკოლოზს. - ნუ განსჯი! - გამაფრთხილებლად გაიჟღერა მისმა ხმამ. თვალებში უმზერდა მამაკაცი მამაოს, ვერ გაუძლო მის გამომცდელ მზერას და თვალი აარიდა. ჩაბჟირებული პატარა ფრთხილად, მამაკაცისთვის დამახასიათებელი მოუხერხებლობით გამოართვა დედას. რამდენიმე წამით უმზერდა ჩვილს. ბავშვის ცრემლების დანახვაზე თავადაც ცრემლებით აევსო თვალები შავოსანს. პატარამ თითქოს იგრძნო მისი სითბო, ტირილი შეწყვიტა, უჩვეულოდ გაიტრუნა. - ქალია?! - დედისთვის არც კი შეუხედავს, მამაკაცს ჰკითხა. - ქალია! - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მან. - შია? - ისევ მამაკაცს ჰკითხა. - ალბათ! - კელიაში თხის რძე მაქვს. მომეხმარე - სწრაფად დაფაცურდა მამაო, როგორც კი შენიშნა, რომ პატარა ისევ სატირლად ემზადებოდა - წყალიც გავაცხელოთ, დასაბანიაა... სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, ბავშვით ხელში შავოსანი სწრაფი ნაბიჯით კელიისკენ მიიჩქაროდა. - შენ? - ერთი კი შეხედა მამაკაცმა ზიზღით მომზირალ ქალს, დანანების ნიშნად ხელი ჩაიქნია და უკან მიჰყვა უკვე კელიაში შესულ მამაოს. მეორე თავი ჩვილი კელიაში შეიყვანეს. მცირე ზომის ოთახი ავეჯის ხალვათობითაც გამოირჩეოდა. მთელი მისი აღჭურვილობა, კედელთან მდგომი ერთ კაციანი ლოგინის, ტუმბოსა და ფანჯარასთან განთავსებული პატარა მაგიდისგან შედგებოდა. კუთხეში შეშის ღუმლით, აი, სულ ეს იყო მამა ნიკოლოზის კელია. - უფ, უფ, ცივა... - ხელების სრესით ადგილზე ხტუნაობდა მძღოლი. - შეშის ნაჭრები მანდვეა შემოსასვლელში, ღუმელში შეყარე და... მამაოს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, იქვე დაწყობილი წვრილი ნაფოტები ღუმელში შეაწყო მძღოლმა, ზემოდან შედარებით მოზრდილი ნაჭრები ჯვარედინად დაალაგა, სანახევროდ ჩამქრალ ნაკვერჩალს ოდნავ შეუჩხიკინა, სული შეუბერა და ცეცხლის ალიც ავარდა. წკაპა-წკუპით იწვოდა შეშა, რამდენიმე წუთში სასიამოვნო სითბოც დატრიალდა ოთახში. ჩვილი ლოგინზე დააწვინა მამა ნიკოლოზმა და სახვევებიც შეჰხსნა. აქამდე შებოჭილი კიდურები ნელ-ნელა აამოძრავა პატარამ, ისე გაიტრუნა, აშკარად, ესიამოვნა თავისუფლება. კარებში უხერხულად გაჩხერილი ქალი ინტერესით ათვალიერებდა ოთახს, ცალი თვალით გახედა მამაომ: - მაგიდაზე ქილით რძე დგას, მანდვე ლითონის ჭურჭელია, შეათბე! - შეძლებისდაგვარად თბილად მიმართა, გულის სიღრმეში ისევ სჯეროდა, რომ გოგონა გადაიფიქრებდა, თუმცა მამაო შეცდა. წამიერად გაფითრდა ქალი, თითქოს ბავშვისკენ ნაბიჯიც გადადგა, მაგრამ თავს მაინც მოერია, შეშინებული, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებდა, კელიიდან ისევ ეზოში გავარდა. დანანებით გააქნია თავი შავოსანმა. ქალის ნაცვლად, მძღოლმა დადგა რძე შესათბობად. - რკინის სათლით კართან წყალი დგას, ისიც დაადგი, ჩვილი უნდა ვაბანაოთ!... - საკუთარი იმედგაცარუების დასამალად ისევ მითითებებეს აძლევდა კაცს -თავშესაფარში მომუშავე დედაოებს ვუთხარი, თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. პატარასთვის პირველადი მოხმარების ნივთებიც მომცეს, თუმცა იმედი გვქონდა, გამოყენება არ დამჭირდებოდა, არც კი მინახავს რა ჩამილაგეს, მანდვეა მაგიდის ქვეშ, პოლიეთილენის პარკით. - ვცადე, რა აღარ შევთავაზე, დაოჯახებაც კი.. უკანასკნელ სიტყვებს აშკარად არ ელოდა, გაოცებულმა გახედა კაცს, რომელმაც პარკიდან ბოთლიანი საწოვარა და სუფთა სახვევები ამოალაგა და მაგიდაზევე დადო. მამაოს გამომცდელ მზერას თვალი აარიდა და შუბლშეკრულმა სარკმლიდან ეზოში ნერვიულად მოსიარულე ქალს გახედა. - გიყვარს? - არა, მეგონა მხარდაჭერას თუ იგრძნობდა, ბავშვის მიტოვებაზე უარს იტყოდა. - უნდოდა ხმაში მღელვარება არ შესტყობოდა, როგორმე უდარდელი ტონი შეენარჩუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა. - ასე რატომ ზრუნავ ამ ბავშვზე? - თითქოს განზრახ ისევ თვალებში მიაჩერდა, მაგრამ იმხელა ამოუთქმელი ტკივილი იგრძნო, ვერ გაუძლო, ზედმეტად მისი იყო, ზედმეტად სხვა - ისევ წარსულს უტრიალებ? - ხმა გაბზარვოდა მამაოს. - ნიკუშ! - ჩვეულებისამებრ ისევ საერო სახელით მიმართა, თუმცა სწრაფადვე გამოასწორა - ბოდიში, მამაო ნიკოლოზ, ჩვენ ეს ტკივილი ერთად გავიარეთ, კარგად ვიცით უდედობის ფასიც... - ამ პატარასგან განსხვავებით, ჩვილები მაინც არ მიგვატოვა! - დედის გახსენებაზე ისევ ეტკინა მამაოს. - საქმეც მაგაშია, ჩვენგან განსხვავებით, ამ პატარას ნაწილობრივ მაინც გაუმართლა! - ირონია ვერ დაფარა კაცმა. - ვერ მიგიხვდი?!... - არ ეყვარება, არც მოენატრება! - საწოვარას ცხელი წყალი გამოავლო და შემთბარი რძე ჩაასხა, გამოცდილი ქალივით, ხელის გულით შეამოწმა სითხე ცხელი ხომ არ იყო და ბავშვთან დახრილ მამაოს მიაწოდა. - ამდენი წლის შემდეგაც ვერ აპატიე?- მისკენ არც კი გაუხედავს, საწოვარა პატარას დაფჩენილ პირში ჩაუდო ნიკოლოზმა. მშიერი ჩვილი ხარბად წოვდა თეთრ სითხეს, რამდენიმეჯერ გადაცდა კიდეც, თუმცა შეჩერება არც კი უფიქრია, სიამოვნებისგან კმაყოფილი კრუტუნებდა. - ვერც ვაპატიებ. თითქმის ყოველ დღე ვფიქრობ რა იქნებოდა ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, მისი წასვლის შემდეგ აირია ყველაფერი. იქნებ არც შენ შეხვედროდი ლიკას. იქნებ, არც შეგყვარებოდა... - დამნაშავის ძებნაში ძალიან შორს წასულხარ... - სიცილი ვერ შეიკავა ნიკოლოზმა - არადა, პასუხი მარტივია. დამნაშავე არ არსებობს. თავს ნუ იტანჯავ. იქნებ ნაწილობრივ მართალიც ხარ, მაგრამ თუ დაფიქრდები, შენც მიხვდები, რომ ჩვენს პრობლემებთან დედას კავშირი არ ჰქონია. ლიკას მაინც გავიცნობდი, იმ ავბედით ღამეს რომ არ მოეკლათ, ალბათ ცოლად მოვიყვანდი, ახლა იქნებ, შვილებიც გვყოლოდა. მაგრამ ჩვენი სურვილები ყოველთვის არ ხდება?!. ყველაფერი ღვთის ნებაა, ბედნიერი ვარ ჩემმა გზამ მონასტრამდე რომ მომიყვანა. უშეცდომო არც ჩვენ ვართ. დამიჯერე, პატიება უნდა ისწავლო, ასე უფრო გაგიიოლდება. - ჩემთვის ცხოვრება მარტივი მაშინ იყო, როცა გვერდით მედექი!. - მე ისედაც შენთან ვარ, ახლა უფრო მეტად.. - არ იცი, ნიკოლოზ, შენ ამას ვერ მიხვდები! - რას ვერ მივხვდები?! - ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა წინ მდგომს, თვალებში უმზერდა მამაო. - ამას, ამის სიმძიმეს!. - ხელის კანკალით შეეხო ანაფორას მამაკაცი. ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა მამა ნიკოლოზს: - შენ ჩემს სამოსში მარწუხებს ხედავ, მე კი - თავისუფლებას!... - ვითომ?! - ისევ ეჭვით უმზერდა წინ მდგომი. - ვასიკო, რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა ვიყო, ანაფორით თუ უბრალო ჯინსებით, მე შენი ძმა ვარ, შენი უმცროსი ძმა, შენი სისხლი და ხორცი... კაცმა ისევ ხელი გაიშვირა, თითქოს მოხვევა უნდოდა, მაგრამ ვერ გაბედა, ისევ მოერიდა. მიუხვა ნიკოლოზი, მიუხვდა რიდს და თავად ჩაეხუტა. სწორედ ისე, როგორც ბავშვობაში, სწორედ ისე, როგორც მაშინ, როცა საყვარელთან მოალერსე დედას შეუსწრეს, სწორედ ისე, როცა გარდაცვლილი დედის წერილს კითხულობდნენ ნაბოლარა დასთან ერთად. არაფერი შეცვლილიყო, მიუხედავად სამოსისა, მიუხედავად მონასტრის კედლებში გატარებული წლებისა, ნიკოლოზს ისევ ბავშვობის სურნელი ასდიოდა, ისევ სიმშვიდეს ასხივებდა. თითქოს სადღაც დაკარგული ბედნიერება დაიბრუნეს. ტკივილი გაყუჩდა, ნელ-ნელა დაამდა. ალბათ, დიდხანს იქნებოდნენ ძმები ასე ჩახუტებულები, რომ არა ატირებული პატარა. რეალობაში ჩვილის ხმამ დააბრუნა. - შენი საზრუნავიც თავზესაყრელად გაქვს და კიდევ მე გემატები ჩემი პრობლემებით! - დამნაშავე თვალებით გახედა პატარას მამაკაცმა. - ხვალ დედაოებს დავუკავშირდები და პატარასაც მათ მივაბარებ. თავშესაფარში კარგად იქნება. მზრუნველ ხელს არ მოაკლებენ. კაცისგან გაწირულს, ღმერთი არ გასწირავს. ადრე თუ გვიან ეს გოგონაც იტყვის მის სიტყვას. - თბილი ღიმილით გახედა აფართხალებულ პატარას ნიკოლოზმა - გაიზრდება დიდი და სასახელო და სიკეთეც ორმაგად დაგიფასდება. - ეგ როდის იქნება?! - მამაოს მეოცნებე სახის დანახვაზე, სიცილი ვერ შეიკავა ვასიკომ - მოდი, ახლა ვაბანაოთ და როგორმე დავაძინოთ. არ ვიცი ამას რამდენად ერქვა ბანაობა. მოზრდილ სათლში ხელისგულზე გადაწვენილი ეჭირა მამაოს ჩვილი და მეორე ხელით ნაზად აცლიდა ჭუჭყს. ვასიკო ფრთხილად ასხამდა ნელ-თბილ, გაზავებულ წყალს. ისე ფაქიზად, ისე სათუთად ეპყრობოდნენ პატარას, თითქოს მისი დაზიანების ეშინოდან. ღიმილით შესცქერდნენ ბავშვის კმაყოფილ სახეს. ბანაობის შემდეგ საფენი ჩააცვეს და სუფთა სახვევებში მუთაქის მსგავსად გაკოჭეს, ერთი კი გააპროტესტა, ისევ თავისუფლებისთვის გაიბრძოლა, მაგრამ მალევე დამშვიდდა. ნელ-ნელა მილულა ბრიალა თვალები და ტკბილად ჩაეძინა. გვერდი-გვერდ ისხდნენ მამაკაცები და მშვიდად მძინარე ჩვილს უმზერდნენ, იქნებ ეჩვენებოდათ, მაგრამ არა მგონია, თითქოს უფრო გათეთრდა პატარა, ისეთი ლამაზი იყო, ისეთი საყვარელი, მოწითალო, მოვარდისფრო ტუჩებში ღიმილი ეპარებოდა, ძილში იცინოდა ჩვილი. - ნიკუშ, მართლა არ ნანობ? - ისევ ძველ თემას მიუბრუნდა ვასიკო. უარყოფის ნიშნად თავი გააქნია მამაომ: - ერთად-ერთი იმაზე მწყდება გული რომ ჩვენს ოჯახში ასეთი პატარა, ჩვენი სისხლი და ხორცი არ დარბის. - მოვა დრო და ირბენენ. აუცილებლად ირბენენ... - ამჯერად მამაკაცი ოცნებობდა - ოდესმე იფიქრებდი, რომ ჩვენი ცხოვრება ასე შეიცვლებოდა? - ასე როგორ? - დავიშალეთ, ცალ-ცალკე, ჩვენი გზით წავედით. - შენ ჩვენთან შედარებით ისედაც ადრევე წახვედი.. - სიცილით გამოხედა ნიკოლოზმა. - კი, მაგრამ... ის დრო მენატრება, ჩვენი ერთობა, ჩვენი მეგობრობა. იაკოც მენატრება, აქ რომ იყოს ერთს კარგად მოვჩეჩავდი! - ნაბოლარა დის გახსენებაზე ღიმილი ვერ შეიკავა ვასიკომ. - დარწმუნებული ვარ ბედნიერია ქმართან, აბა, ჩვენს ყურებაში დარჩებოდა შინაბერად! - ხმა გაუთბა ნიკოლოზსაც. - მომენატრა, ცოტა ახლოს მაინც წასულიყვნენ, რა ივლის გერმანიაში სტუმრად! - ისევ აწუწუნდა ვასიკო. - ჩამოვლენ, დაბრუნდებიან. ამას წინებზე მინდიას ველაპარაკე, დამპირდა სალომეს მშობიარობამდე მოგინახლებთო. იმ პატარა ხულიგანსაც ამოიყვანენ, იქნებ შენც... - არა მგონია, რამდენიმე დღეში მივფრინავ. - დამნაშავე ბავშვივით აარიდა თვალები ძმას. - არადა, დანარჩენებზე ბრაზობდი, წავიდნენო!... - მსუბუქად გაკენწლა ნიკოლოზმა. - არ შემიძლია, იმ სახლში მარტო ვერ ვჩერდები. ისევ წასვლა სჯობს. - არ უნდოდა, მაგრამ ხმაში მაინც საყვედური გაერია კაცს. - იცოდე, ნებისმიერ დროს, რაც არ უნდა მოხდეს, მე აქ ვარ, შენს გვერდით! - მკერდზე ხელი დაადო ნიკოლოზმა. - ვიცი! - ძმის მარჯვენას საკუთარიც დაადო. ალბათ, დიდხანს გაჩერდებოდნენ ასე, რომ არა ეზოში დგომით გაბეზრებული ქალი. - არ წავიდეთ?! - ოთახში არც კი შემოსულა, კარებიდანვე იკითხა მან. ისეთი ბღვერით გახედა ვასიკომ, რომ დამფრთხალმა ქალმა მაშინვე მიიხურა კარი. თვალი ისევ შვიდად მძინარე პატარასკენ გაექცა. - ვერ ვიგებ, მომკალი და მართლა ვერ ვიგებ, როგორ შეუძლია ამხელა ბედნიერებას ზურდი აქციოს, შვილზე უარი თქვას?! ყველაფერს ვაპატიებდი, ოღონდ ბავშვის ასე გამეტებას ვერა... - მაინც ვერ მოითმინა მამაკაცმა. - არ გინდა, მასზე ნუ ფიქრობ, რაც არის არის, გადაწყვეტილება თავად მიიღო. იქნებ დაბრუნდეს კიდეც. მონათლეთ? - მეხუმრები?! სამშობიაროდან დღეს გამოვიდა. თავად არც კი მომყვებოდა, შენ წაიყვანეო, ჩვილს მე მაჩეჩებდა. ძლივს დავითანხმე, წამოსვლაზე, მინდოდა ენახა, მინდოდა ეგრძნო, ოდნავ მაინც ეგძნო შვილის სიყვარული. მეგონა გადაიფიქრებდა, მგზავრობის დროს კიდევ ერთხელ გაიაზრებდა. - გასაგებია, პატარაზე ჩვენ ვიზრუნებთ, მე და შენ. როგორც საკუთარს ისე გავზრდი. ვასიკომ ერთხელ კიდევ გაიხედა გარეთ. აშკარად წასვლის დრო იყო, მაგრამ წასვლა არ უნდოდა. იმის წარმოდგენაზეც კი, რომ გარეთ ის ქალი ელოდა, ტანში უსიამოვნოდ გასცრა. - რაღაც რომ გთხოვო, შემისრულებ? - მუდარი გახედა ძმას. - ასეთს რას მთხოვ? - გოგონას ელენე დაარქვი!... - ელენე? - გაოცება ვერ დამალა ნიკოლოზმა- რატომ მაინც და მაინც ელენე? - ძალიან გთხოვ, სულ მინდოდა მყოლოდა გოგონა, სახელად ელენე. - აშკარად თავი აარიდა პასუხს ვასიკომ. - კეთილი, იყოს შენებურად, გვეყოლება გოგონა, სახელად ელენე! - სიცილით დაეთანხმა მამა ნიკოლოზი. ჭიშკრამდე მიაცილა და გზა დაულოცა გვიან მგზავრებს. ავტომობილამდე ისევ ფეხით მიდიოდნენ ქალი და მამაკაცი. ხმას არც ერთი არ იღებდა, თითქოს სასაუბრო გამოლეოდათ. ზურგიდან გრძნობდნენ მამაოს მზერას. ერთხელ კიდევ მობრუნდა ვასიკო, შორიდან დაუქნია დამშვიდობების ნიშნად ხელი ძმას და ავტომობილის სალონში მიიმალა. მესამე თავი კელიაში დაბრუნებული ნიკოლოზი ისევ ღუმელთან იჯდა და მშვიდად მძინარე პატარას მისჩერებოდა. უმზერდა ჩვილს და საკუთარი, ასე საგულდაგულოდ მიჩქმალული წარსული ფრაგმენტულად ახსენებდა თავს. ალბათ, ორიოდე სიტყვა მამა ნიკოლოზის შესახებაც უნდა ვთქვათ. სულ რაღაც ხუთიოდე წელი იყო გასული, იმ დღიდან, რაც საყვარელი ქალი მიწას მიაბარა და თბილისს გაერიდა. შორს არ წასულა, ჯვრის მამათა მონასტერში მივიდა. თავიდან არ ფიქრობდა ეკლესიაში დარჩენას. უბრალოდ მამაოებსა და ბერებს ეხმარებოდა მონასტრის მშენებლობისას. შემდეგ? შემდეგ იპოვა ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა, თანადგომა, რწმენა, იმედი იმისა, რომ თავადაც შეეძლო დახმარება, ვიღაცისთვის შვების მოტანა. მისი გადაწყვეტილება გააპროტესტეს მეგობრებმაც და ოჯახის წევრებმაც, ასეთ ქცევაში რწმენას კი არა, პრობლემებისგან გაქცევის სურვილს უფრო ხედავდნენ. იქნებ მართალნი იყვნენ, იქნებ არც ცდებოდნენ მეგობრები?! მაგრამ ნიკოლოზს უკან დახევა არც კი უფიქრია. - დრო გვიჩვენებსო! - ერთი კი გამოუცხადა ეჭვით მომზირლებს და წავიდა მონასტერში. მიუხედავად მისი სურვილისა, მაშინვე არ შემოსეს სამოსლით. თითქმის ერთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა ბერებთან ერთად, მარხულობდა, ინანიებდა, ემზადებოდა. ნიკოლოზი მტკიცე აღმოჩნდა მის გადაწყვეტილებაში. მეგობრებმა და ოჯახის წევრებლაც ირწმუნეს მისი, ბზობის წმინდა დღესასწაულზე ყოვლად მოწყალე უფლის ჯარისკაცად აკურთხეს. ამ დღეს გაქრა ნიკა და გაჩნდა მამა ნიკოლოზი. ბედნიერი იყო მამაო, უბედნიერესი, როგორც იქნა იპოვა შვება, დაამდა ტკივილიც. ასე გაილია ყოყმანის, ეჭვებისა და ტკივილის ერთი წელი, შვების ოთხ გრძელ წელთან ერთად. ეს წლები ალბათ, არც თუ დიდ პერიოდად მოგეჩვენებათ, მაგრამ მისთვის მთელ ცხოვრებად ქცეულიყო. წარსულზე ხშირად ფიქრობდა, მიღებულ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ნანობდა. პირიქით, უფრო მეტადაც დარწმუნდა, რომ მისი ადგილი აქ, მონასტერში იყო. ამ ადგილზე მამათა მონასტრის მშენებლობა, ბავშვობის მეგობარ, მინდია არაბულთან ერთად გადაწყვიტა. მინდია გიდი იყო, კარგად იცნობდა ამ კუთხის ისტორიას, ერთ-ერთი ლაშქრობისას სწორედ მან უამბო მამა ნიკოლოზს, რომ ლეგენდის თანახმად ამ ადგილას სამონასტრო კომპლექსი ყოფილა. დიახ, ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოებას ერთ დროს თურმე ბერები იცავდნენ. სწორედ მაშინ გაუჩნდათ იდეა, საპატრიარქოსთვის მიემართათ, მოეძიებინათ თანხები და ისევ აღედგინათ მიწასთან გასწორებული მონასტერი. მიუხედავად თანხის სიმცირისა მაინც დაიწყეს მშენებლობა, ბერებთან ერთად, მეგობრების თანადგომით, ნაწილ-ნაწილ, ეტაპ-ეტაპ, ნელ-ნელა აშენებდნენ. მართალია სრულ კომპლექსამდე ბევრი აკლდათ, მაგრამ ამჟამად ორი ეკლესია და რამდენიმე კელია მამაოებისა და ბერებისთვის უკვე აგებული ჰქონდათ. თუმცა გზადაგზა, ნელ-ნელა შემოეცალნენ მეგობრები მამაოს, ვიღაც საზღვარგარეთ წავიდა, ვიღაც ისევ თბილისში დარჩა, ვასიკოც კი, რომელიც მისი ღვიძლი ძმა იყო, რამდენიმე საათით შეურბენდა და თვალი ისევ გაქცევაზე ეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ სწყინდა, საყვედურს მაინც არ ამბობდა ნიკოლოზი, კარგად ხვდებოდა მათი ქცევის მიზეზს, მამაოსთან ცალ-ცალკე, ერთმანეთის გარეშე მისვლა არ უნდოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვერ ნახულობდნენ, მეგობრები ფინანსურად აქტიურად ეხმარებოდნენ და ჩვეულებისამებრ ელოდნენ ზაფხულს, დროს როცა საქართველოში მოიყრიდნენ თავს. აი, ზაფხულში მინიმუმ ორი კვირით მაინც ავიდოდნენ მამაოსთან მონასტერში. სწორედ მაშინ ინაზღაურებდნენ დაკარგულს. ზოგჯერ უმზერდა მამა ნიკოლოზი და ფიქრობდა, რომ მათთვის დრო არ გადიოდა, მიუხედავად იმისა, რომ წინ ზრდასრული ქალები და მამაკაცები ედგნენ, მაინც პატარა ბავშვებივით ცანცარებდნენ და ერთობოდნენ. მათთან ყოფნისას ისევ იღვიძებდა სიცოცხლის სურვილი, მათთან ისევ ძველი ნიკა ხდებოდა. ახლა? ახლა უმზერდა მძინარე ჩვილს და ისევ ფიქრობდა როგორ მოიქცეოდნენ მისი მეგობრები ეს პატარა რომელიმე მათგანის შვილი რომ ყოფილიყო. ერთად-ერთი რასაც დარწმუნებით იტყოდა, ის იყო, რომ საკუთარ ნაშიერს არც ერთი არ მიატოვებდა. რაც უფრო მეტად ფიქრობდა, უფრო მეტად გრძნობდა, როგორ მონატრებოდა თითოეული. არადა, მათი წასვლიდან სულ რაღაც სამი თვე გასულიყო. მომავალ ზაფხულამდე ჯერ კიდევ შორს იყო, წინ საკმაოდ გრძელი და რთული ზამთარი ელოდა. მაინც როგორ იწელებოდა მთაში ზამთარი?! ერთად-ერთი ვინც მეგობრებისა და ოჯახის წევრების დანაკლისსა და მონატრებას უვსებდა ისევ მინდია იყო. დღემდე მხარში ედგა მამაოს ამ მადლიან საქმეში, არაბული მიუხედავად იმისა, რომ იქორწინა, ჰყავდა პირველი სიამაყე, სამიოდე წლის თორნიკე და საზრუნავიც დანარჩენების მსგავსად მასაც მომატებოდა, თითქმის ყოველ კვირას ამოდიოდა ოჯახთან ერთად. დღე-დღეზე მეორე პატარასაც ელოდა, მაგრამ მაინც არ არღვევდა ტრადიციას. მონასტრის მშენებლობასთან ერთად კიდევ ერთი სასარგებლო საქმე წამოიწყეს ბიჭებმა. სოფელში რამდენიმე დედაოს დახმარებით, მათ ძველ სახლში ობოლ ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს. თავშესაფრის გახსნაშიც ყველანი ეხმარებოდნენ, განსაკუთრებით მეგობრები, თუმცა მიუხედავად მათი თანადგომისა, მაინც უჭირდათ. სამწუხაროდ, არ ჰყავდათ ძლიერი მრევლი, ვერც უხვ შესაწირს აგროვებდნენ სხვა ეპარქიების მსგავსად, დაცლილ სოფლებში მხოლოდ მოხუცები დარჩენილიყვნენ, რომელთაც იქეთ ჭირდებოდათ ეკლესიის დახმარება და გვერდში დგომა. უჭირდა მთაში ხალხს და შესაბამისად უჭირდა ეკლესიასაც. როგორც უკვე აღვნიშნე, ფინანსურ სიდუხჭირეს განიცდიდა მონასტერი, მამა ნიკოლოზი ბერებთან ერთად სხვადასხვა გზებით ცდილობდა თანხის მოძიებას, მაგრამ მიუხედავად გაჭირვებისა, თავშესაფარში ბავშვების მიღებაზე უარს მაინც არ ამბობდნენ. იქნებ, ვერ უქმნიდნენ ისეთ პირობებს თავად რომ სურდათ, იქნებ, არ ჰქონდათ საუკეთესო კვება, ჩაცმა, მაგრამ ამ ბავშვებს ყველაზე მთავარი გააჩნდათ, მზრუნველობა და უანგარო სიყვარული. - მამაო? - კელიაში შემოსულმა ბერმა ფიქრი შეაწყვეტინა ნიკოლოზს - მეგონა გეძინათ, ფანჯრიდან დავინახე ანთებული სანთელი და… - არა, ვერ დავიძინე, სტუმრები გავისტუმრე და ფიქრებს შევყევი! - დილით რომ მთხოვეთ, მინდიასთვის დასაბარებელი სანოვაგის სია, მოგიტანეთ. - უხერხულად იშმუშნებოდა ბერი. ხელით ანიშნა ნიკოლოზმა შესულიყო, თავად მიტანილ ნუსხას დასცქეროდა. - ვეცადე ბევრი რამ არ ჩამეწერა, მაგრამ მაინც... - თითქოს თავს იმართლებდა შავოსანი. - ნუ ღელავ, გიორგი, ღმერთის წყალობით რამეს მოვახერხებთ, ქვეყნად კეთილ ხალს რა დალევს?! - ნიკოლოზი თან ნუსხას კითხულობდა და თან ფიქრობდა, იქნებ სიიდან რამის გამოკლება შეიძლებოდესო, მაგრამ სამწუხაროდ მამა გიორგის ისედაც შეზღუდული ჩამონათვალი შეედგინა, მხოლოდ პირველად მოხმარების ნივთები ჩამოეწერა. გულით რომ გდომოდა, ნუსხიდან ერთ საგანსაც კი ვერ გამოაკლებდი, პირიქით ეცოტავა კიდევაც მამაოს და თავადაც ჩაამატა სასურველი ნივთები. - პამპერსები, საკვები ბავშვებისთვის. ცოტა ხომ არაა გიორგი? გვეყოფა ერთი თვე? არ დაგავიწყდეს, დღე-დღეზე უნდა იმშობიაროს სალომემ, ახლად მოლოგინებულ მეუღლეს ვერ მიატოვებს მინდია, თან თოვლიც თუ მოვა, ამოსვლა გაუჭირდება, ავტომობილით ვეღარც ივლის. - იმედია, მამაო, იმედია... კიდევ ერთი პატარა? - ახლაღა შენიშნა ლოგინზე მშვიდად მძინარე გოგონა. - კიდევ ერთი... - დანანებით ჩაიქნია ხელი. - ისიც ობოლი? - არა. დედამ თავად მოიყვანა. მამაოს სიტყვებზე თვალები ცრემლებით აევსო გიორგის, ისე აარიდა მზერა თითქოს თავად უხდიდა ბოდიშს ქალის საქციელის გამო. - პატარა მოსანათლია, სახელიც უნდა დავარქვათ. დილის ლოცვის შემდეგ, იქნებ მოვნათლოთ კიდეც - მისი რეაქცია არ შეიმჩნია წინამძღოლმა, ისე გააგრძელა - სახელიც დავარქვათ, შემდეგ დედაოებს დავუკავშირდეთ, დანარჩენი კი ღვთის ნებაა... - ნათლია ვინ იქნება? - მე! - უჩვეულო სითბოთი წარმოთქვა კაცმა. - როგორც თქვენ იტყვით, ბერებს გავაფრთხილებ და დილის ლოცვის შემდეგ ნათლობისთვის მოვემზადებით. მამა გიორგი ცოტა ხნით კიდევ გაჩერდა, რამდენიმე დირექტივა კიდევ მიიღო წინამძღოლისგან და წავიდა. ღამის სამ საათს უჩვენებდა, როცა მამა ნიკოლოზმა ჩვილს კიდევ ერთხელ აჭამა, გულზე დაიწვინა კნუტივით და ბავშვთან ჩახუტებულს როდის-როდის ჩაეძინა. დილის ლოცვისა და ტრაპეზის შემდეგ, მოინათლა პატარა გოგონა. ალბათ, აზრი არ აქვს იმის აღწერას, როგორ ჩაიარა ნათლობამ, თუმცა ერთი რომ არ ვთქვა არ შემიძლია, უჩვეულოდ მშვიდად იყო ნათლობის დროს პატარა, ნაკურთხ წყალში განბანვის დროსაც კი არ წამოუტირია. ვერაფრით ხვდებოდა მამა ნიკოლოზი რატომ მოისურვა ვასიკომ გოგონასთვის ელენეს დარქმევა, თუმცა ძმას თხოვნა მაინც შეუსრულა და პატარას ელენე დაარქვეს. ტკბილად ეძინა ჩვილს, როცა მონასტერში სტუმრები გამოჩნდნენ. ორი წლის თორნიკე როგორც ყოველთვის წინ მორბოდა, ოდნავ მოშორებით უკვე თვეში მყოფი სალომე მოჰყვებოდა. ხოლო უკან ბარგით ხელ დამშვენებული მინდია არაბული. - მამაო ნიკოლოზ, მამაო ნიკოლოზ! - წკრიალა ხმით ეძახდა პატარა არაბული. - ჩემი გმირი მოსულა, ჩემი ვაჟკაცი! - ხელში აიტაცა ბიჭუნა და რამდენიმეჯერ ჰაერში ააგდო აკისკისებული ბავშვი. შავი კულულა თმები სახიდან გადაუწია, გულში ძლიერად ჩაიკრა მონატრებული ბიჭუნა და ყელი გემრიელად დაუკოცნა. - მეღიტინება, მეღიტინება! - პატარა ფუნჩულა ხელებით წვერზე აწვებოდა მამაოს და მის მოცილებას ცდილობდა. აფართხალებული ბავშვი დასვა ნიკოლოზმა და იქვე მდგომ მომღიმარ სალომეს მიუახლოვდა. - როგორ ხარ? - თვალები უციმციმებდა გაბერილი რძლის დანახვაზე ნიკოლოზს. - დამლოცეთ, მამაო! - ხელზე ემთხვია გოგონა - თორნიკე, ჭკვიანად იყავი, მამაოები არ შეაწუხო! - მიუხედავად გაფრთხილებისა, ანცი, ლურჯი თვალებით გამოხედა შვილმა და ბერებთან შევარდა კელიაში. კელიებიდან გამოსული ხმებით ძნელი მისახვედრი არ იყო რომ პატარა არაბულის დანახვა გაუხარდათ დამხვედრებს. სტუმრების მოსვლით გახარებული მამაოები მალევე გამოიშალნენ ეზოში. ამდენი კოცნისა და ჩქმეტისგან აწითლებული ლოყებით ეზოში დარბოდა ცელქი პატარაც. აშკარად ეტყობოდა, რომ მათი ოჯახი თავს შინაურად გრძნობდნენ მონასტერში, ბერებსა და მამაოებს განსაკუთრებით უყვარდათ მუდამ ჯმუხი, ერთი შეხედვით ცივი და უჟმური უფროსი არაბული, რომელიც სინამდვილეში პატარა ბავშვივით გულჩვილი და ზედმეტად თბილი ადამიანიც კი გახლდათ. სალომეზე ხომ საუბარიც არ ღირდა, ეს იყო ადამიანი, რომელიც სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა. იშვიათად ნახავდით ასეთ გულისხმიერსა და თბილ ოჯახს. მათ საოცარი ნაზავს, პატარა თორნიკეს უკვე ეპოვა ეზოში მორბენალი პატარა მეცხვარის ლეკვი და ძაღლთან ერთად აგერ უკვე მერამდენე წრეს ურტყამდა მონასტრის ეზოს. ბერები მინდიას გაჰყვნენ ავტომობილიდან სანოვაგის ამოსატანად. თითქმის საათზე მეტი დასჭირდათ ვიდრე მოტანილ სანოვაგეს დაახარისხებდნენ და შესაბამის სათავსოებში მოათავსებდნენ. ჩვეულებისამებრ, მინდიას ყურადღება არ მიუქცევია მამა ნიკოლოზის გაფრთხილებისთვის, ზედმეტი არ დაეხარჯა და სანოვაგე სულ მცირე ალბათ, ორჯერ მეტი მაინც მოეტანა. სალომე პატარა თორნიკესთან ერთად მამა ნიკოლოზის კელიაში შევიდა მოსასვენებლად. - ეს, ეს ვინაა? - გაოცებული მიაჩერდა პატარა თორნიკე მძინარე ჩვილს. - ეს, პატარა ელენეა... - კელიაში შემოვიდა მამა ნიკოლოზიც. - ენენე? - სახელი დამახინჯებით წარმოთქვა პატარამ - ჩემი დაიკო? - გაოცებულმა გახედა დედას გაბერილ ღიპზე. - არა, შენი დაიკო ჯერ არ დაბადებულა. - სიცილს ვერ იკავებდა სალომე. - აბა, ვინაა? - თავადაც ლოგინზე აძვრა და ინტერესით დააცქერდა მშვიდად მძინარე გოგონას, რომელიც ძილში იღიმებოდა - დამინახა? - ვერა დე, ძინავს! - აბა, ვის უცინის?! - მორიგ კითხვას სვამდა თორნიკე. - ანგელოზებს. - თმები მოუჩეჩა დედამ. - ალა, მე მიცინის. - საკუთარი დასკვნით ზედმეტად კმაყოფილს, ლურჯი თვალები აუციმციმდა და გაიბღინძა - ხომ მე მიცინის? - ამჯერად კელიაში შემოსულ მამა ნიკოლოზსა და მინდიას მიმართა ბიჭუნამ. - აბა, რა, მა..., შენ გიცინის... - დედის მსგავსად მინდიამაც თმები აუჩეჩა შვილს - ახალი პატარა გვყავს? - სამწუხაროდ. ამ საღამოს წაიყვანენ დედაოები... - რა ლამაზია! - ემოცია ვერ დამალა სალომემ. - ლამაზი?! - ეჭვით უმზერდა თორნიკე, დედის სიტყვები თითქოს არ მოეწონა, იეჭვიანა უცნობ გოგონაზე - პატარაა. - საკუთარ ფუნჩულა ხელს მიატოლა ჩვილის თხელი თითები - მეც ასეთი ვიყავი?- ამჯერამ მამას ჩაეკითხა. - კი, მა... ასეთი. შენი დაიკოც ასეთი იქნება, ხომ მოუვლი, ხომ არ ატირებ? - რატომღაც უჩვეულოდ სევდიანად ჩაეკითხა მინდია. - მოვუვლი აბა რა, მე უკვე დიდი ბიჭი ვარ! - ამაყად წარმოთქვა ბავშვმა. სხვა დროს ალბათ გაეცინებოდა, მაგრამ ამჯერად მინდია სერიოზული, მოწყენილი სახით უმზერდა საკუთარ პირმშოს. მისი უჩვეულო რეაქცია არ გამოჰპარვია ნიკოლოზს. თვალით ანიშნა გარეთ გაჰყოლოდა. - რა ხდება აღარ იტყვი? - აღსარება მაქვს სათქმელი, მამაო! - ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნიკოლოზთან თავდახრილი იდგა მინდია. კარგად არ ენიშნა მეგობრის ასეთი განწყობა. - ცოდვილი ვარ, მამაო! - არ ვიცი რაზე საუბრობდნენ, ან რას განიცდიდა მინდია, ფაქტი იყო, რომ მისი მონათხრობიდან უფრო და უფრო ექუფრებოდა სახე ნიკოლოზს. თხრობა დაასრულა მამაკაცმა და პატარა ბავშვივით ჩაეხუტა მამაოს. ხელები უცახცახებდა მოძღვარს, მაგრამ ჯვარი მაინც გადასახა მონანიეს. - თავისივე მოქნეულ ხანჯალს წამოჰგებია. ნათელში იყოს მისი სული, ღმერთმა შეუნდოს მისი ცოდვები. მომხდარში ბრალი არ მიგიძღვის.... - ნერვიულად სცემდა ბოლთას ეზოში ნიკოლოზი. - მოწმე არ მყავს, ოთახში ჩვენს გარდა არავინ ყოფილა. - მე მივალ ხევისბერთან. აუცილებლად დაგვიჯერებენ. სულ რომ მკვლელობაში დაგდონ ბრალი, ოცდამეერთე საუკუნეში, რა დროს სისხლის აღებაა? - რაც იქნება, იქნება... - დანებების ნიშნად ხელი ჩაიქნია მინდიამ - ჩემების დარდს ნუ გამაყოლებ, დანაპირები შემისრულე... - ხვდები რას ამბობ? - მდგომარეობიდან გამოვიდა ნიკოლოზი. ამდენი წლის შემდეგ პირველად აუწია ხმას - უფლებას არ მოგცემ. დღესვე წამოვალ, დღესვე გავარკვევთ... - რა ხდება? რა გაყვირებთ? - ჩვილით ხელში კელიიდან გამოვიდა სალომე. - არაფერი, წარსულზე ვსაუბრობდით და მამაო გავაბრაზე... - ბავშვით ხელში მდგომი ორსული მეუღლის დანახვისთანავე უდარდელობის ნიღაბი აიკრა სახეზე მინდიამ. - სულელი ხარ ამხელა კაცი! - ემოციები ისევ ვერ შეიკავა ნიკოლოზმა, გაღიზიანებული ეკლესიაში შევიდა. უკანვე შეჰყვა მინდიაც. გვერდი-გვერდ, მუხლებზე იდგნენ ჯვარცმასთან მამაკაცები. მუხლებზე იდგნენ და ისე ლოცულობდნენ, მინდიასა და მისი ოჯახის შემწეობას ევედრებოდნენ ღმერთს, ცრემლები სდიოდა მამაოს, ამდენი წლის შემდეგ პანიკურად ეშინოდა, კიდევ ერთ დანაკლისს, კიდევ ერთ ტკივილს ვერ გაუძლებდა, ვეღარ გადაიტანდა. მეოთხე თავი დაღვრემილი სახით გაჰყურებდა ხეობაში დაკლაკნილ გზაზე მიმავალ ავტომობილს ნიკოლოზი, დედის კალთაში მჯდომ პატარა თორნიკეს თავი გამოეყო ფანჯრიდან, გაკრეჭილი, ბედნიერი სახით უქნევდა ხელს და ნახვამდისო, ხმამაღლა ეძახდა მამაოს. ბავშვის წკრიალა ხალისიანი ხმა აბედნიერებდა, სახე უღიმოდა მოძღვარს. თუმცა გული მაინც დარდით ჰქონდა სავსე. წლების შემდეგ თითქოს დაიჯერა, თითქოს ირწმუნა, რომ მისთვისაც არსებობდა სიმშვიდე, ბედნიერება, მაგრამ წარსული ისევ ჯიქურ უტევდა მასაც და მის საყვარელ ხალხსაც, კარგად ხვდებოდა ნიკოლოზი, რომ მინდიას დღევანდელი ვიზიტი სასიკეთოს არაფერს უქადდა. - რაღა მაინც და მაინც გიგაური, რაღა გიგას ძმა?! - ფიქრებით ისევ გარდაცვლილს უტრიალებდა მამაო. ალბათ, გაგეცინებათ, ალბათ, იტყვით რა მნივნელობა აქვს გვარსა და სახელს გარდაცვლილი ხომ გარდაცვლილიაო, მაგრამ სამწუხაროდ ამ ტრაგედიაში გადამწყვეტი სწორედაც რომ მისი გვარი აღმოჩნდა. მოგონებებში მხოლოდ ერთი სახე ტივტივებდა, გიგა გიგაური. თურმე რამხელა სიძულვილს იტევს მამაოს მოსიყვარულე გული, თურმე რამხელა ბოღმას ათრევს და დაატარებს ღრმად ჩამარხულ სამალავებში. რას იზამდა გიგა, როცა გაიგებდა, რომ სწორედ მინდია არაბულთან სუფრაზე ჯდომის დროს გარდაიცვალა მისი ძმა? სიტყვა „მკლველობას“ განზრახ არიდებდა თავს ნიკოლოზი. დაიჯერებდა გიგა, რომ ეს ყველაფერი საბედისწერო დამთხვევა იყო? ზედმეტად კარგად იცნობდა მის ბოღმიან გულს, ძლივს შურისძიების საფუძველი გაუჩნდა, დარწმუნებული რომც ყოფილიყო მინდიას უდანაშაულობაში, ხმამაღლა არაფრით აღიარებდა. ამდენი წლის შემდეგ, როგორც იქნა მიეცა საშუალება ნიკოლოზი ისევ გაემწარებინა და არც ამჯერად დაიხევდა უკან. არის ადგილები, სადაც ვერც გისოსი დაგიჭერს და ვერც სახელმწიფოსგან დაწესებული საზღვარი დაგაკავებს. დიახ, მერე რა, რომ თავად ციხეში იჯდა გიგა? მერე რა, რომ ლიკას მკვლელობის გამო მუდმივი ჰქონდა მისჯილი? ციხე მისთვის ბერკეტს არ წარმოადგენდა. ქალის სიყვარულის სახელით შეწირულ გრძნობას ფორმა ეცვალა და სიძულვილად ასახულიყო. დაპირისპირება შავოსანსა და გიგაურს შორის მაინც გრძელდებოდა. თურმე ტკივილი სულაც არ გამქრალა, ოდნავ სულის შებერვა ყოფილა საკმარისი და ისევ აგიზგიზდა, ისევ გაიხსნა ძლივს მოკანებული ჭრილობა. სიმწრისგან კედლებს ურტყამდა მამაო. ტკივილისგან ღმუოდა და მუშტებს იჭამდა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი არსებით ცდილობდნენ წარსულის დავიწყებას, უნდოდა თუ არა, ემოციები მაინც ძველი სიმძაფრით ახსენებდნენ თავს. ამას მოწმობდა მინდიას დღევანდელი მონათხრობიც. შეიძლებოდა გიგაურების დარწმუნება, რომ არაბულებში მომხდარი ტრაგედია შემთხვევითობა იყო, დაიჯერებდნენ კი, რომ ლიკას მკვლელობის გამო შურისძიება აზრად არ მოსვლიათ, რომ მათი ოჯახიდან მსხვერპლი მხოლოდ სულელური გაუგებრობის შედეგი იყო?! ამბობენ, როცა მთელი გულით გსურს, ოცნებაც გისრულდება. ამ შემთხვევაში წარსულის დავიწყება ნატვრად ჰქცეოდა მამაოს. მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობდა, მეტად ეძებდა სიმშვიდეს, თითქოს განგებ ყველაფერი თავზე ემხობოდა. გონება გამალებით ფიქრობდა და ეძებდა ადამიანს, რომელიც გიგაურებსა და არაბულებს შორის შუამავლად შეიძლებოდა გამოსდგომოდა. ფრაგმენტულად ამოტივტივდა გონებაში დალექილი ვაჟის თხელი სახე, როგორც იქნა გამოსახულება უფრო დაიწმინდა და ტუჩებდა მისი სახელიც წარმოსთქვა: - ბექა! - ღიმილი გამოესახა შეჭმუხნილ შუბლზე მოძღვარს, ლიკას ბიძაშვილის გახსენებაზე, რომელიც გოგონას გარდაცვლებამდე მეგობრობდა გიგაურთან - ბექა! - სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება - ის დამეხმარება, სხვა ვერავინ, სხვა ვერავინ! - ნერვიულად ბორგავდა მამაო, ერთი სული ქონდა როდის მოვიდოდნენ გოგონას წასაყვანად დედაოები, რომ თავადაც დასდგომოდა სოფლისკენ მიმავალ გზას. ცხენი უკვე შეეკაზმა და ლოდინით გაბეზრებული ნერვიულად მიმოდიოდა. ოდნავ შვებით ამოისუნთქა ნიკოლოზმა, როგორც კი მონასტრის ეზოში ნელი ნაბიჯით მომავალი დედა თამარი დაინახა ორიოდე მორჩილთან ერთად. ჩვეულებისამებრ ხელზე ემთხვიენ წინამძღოლს, კურთხევა სთხოვეს. უფლება რომ ჰქონოდა, მაშინვე წამოხტებოდა და სოფლის გზას დაადგებოდა, მაგრამ დედა თამარის პატივისცემა აკავებდა. შეძლებისდაგვარად შეუმჩნევლად ცდილობდა დროულად გაესტუმრებინა ქალბატონები, რომ თავადაც სწრაფადვე წამოსულიყო სოფლისკენ. მუდამ თბილსა და მზრუნველ თამარს არ გამოჰპარვია ნიკოლოზის ჩუმი შფოთი, თუმცა კითხვის დასმა ვერ შეჰბედა მამაოს. სწრაფად გადაიბარა ჩვილი. ღიმილით გახედა ქალის მკერდზე თბილად ჩახუტებულ ელენეს და შვებით ამოისუნთვა, ეს ერთი საზრუნავი მაინც ხომ მოაგვარა?! - ჩვენს გამო ნუ შეყოვნდებით, გზას ჩვენითაც გავიკვლევთ... - თითქოს შეაგულიანა თამარმა. რამდენიმე წამს ყურადღებით დააკვირდა მამაო. თითქოს მისგან ელოდებოდაო დასტურს, ქალმა ოდნავ შესამჩნევად დაუქმნია თავი. მამა გიორგის სთხოვა მათი მონასტრამდე მიცილება, თავშესაფარში ამ დღეებში მოგინახულებთო, დაჰპირდა, სწრაფად ჩაიხუტა ჩვილი გულში და სოფლისკენ მიმავალ ბილიკს დაადგა. ვიწრო, საცალფეხო გზებით მიიკვლევდა გზას. ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა ბექასთან. ბიჭი გიგას სასამართლოს შემდეგ სულ რამდენიმეჯერ ნახა, მიუხედავად იმისა, რომ ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ, ერთმანეთს პატივს სცემდნენ. ამ შემთხვევაშიც ბრმად სჯეროდა, რომ გიგაურებთან შუამავლად მხოლოდ ის გამოადგებოდა. კარგა ხნის შებინდებული იყო, როცა ადგილამდე ჩავიდა ნიკოლოზი. ბექას სახლი სანახევროდ დაცლილი სოფლიდან მოშორებით, შემაღლებულ ადგილზე იდგა. მიიწევდა ერთ დროს ესოდენ სასურველი და საყვარელი სახლისკენ, ისევ წარსულს უტრიალებდა, ისევ ნათლად იგრძნო ის ცქმუტვა, მეგობრებისგან ვერ დამალული გრძნობა საყვარელი ქალისკენ ასე ძალუმად რომ მიაქანებდა. იმ საღამოს თითოეული ფრაგმენტი, ღიმილი, გამოხედვა ისევ ცოცხლობდა მამაოსთან. გული სევდით აევსო, როცა ჩაჩუმებულ, ჩაბნელებულ ეზოს შეავლო თვალი. მაშინაც ხომ ასეთივე სიბნელე იყო, მაგრამ პირველი სტუმრობისას ზედმეტად ლამაზად ეჩვენა შეყვარებულს. ლიკას გარდაცვალების შემდეგ ახლაღა დაბრუნდა მკვლელობის ადგილზე. პირველად შეაბიჯა დამრეც ეზოში. ისევ ძველებურად ეკიდა ჰამაკი, დაწნული თოკი ალაგ-ალაგ ჩაწყვეტილიყო, მაგრამ მაინც ჯიუტად ელოდა პატრონს... რატომღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა ნიკოლოზს, რომ ისევ იქ დაჰხვდებოდა ლიკა, ისევ გამოეგებებოდა ბედნიერი, ისევ გამოხედავდა თეკლეს მხარს ზემოთ, ისევ გაწითლდებოდა და ისევ ეცდებოდა დაემალა მისი სიმორცხვე. წუთით იგრძნო, რომ მისი ადამიანური ვნებები სულაც არ გამქრალიყო, აბეზარი სახეების მოსაშორება ურჩად გააქნია თავი და ქვით მოპირკეთებულ კიდებს აუყვა. თითქოს ელოდნენ, კარზე დაკაკუნება არ დასცალდა, ისე გაიხსნა და სანახევროდ განათებული ოთხიდან ორი მამაკაცი გამოვიდა. ყურადღებით შეავლო თვალი დამხვდურთ. მიუხედავად იმისა რომ წლებია არ ენახა, მაინც არ გაუჭირდა, ბექას ცნობა. აი, გვერდზე მდგომი, პირხმელი, ოდნავ კეხიან ცხვირიანი კი - ხევისბერი გახლდათ. - გამარჯობათ! - ყრუდ მიესალმა მამაკაცებს. - ვერ გეტყვი არ გელოდიო, ვეჟო, - იქაურ კილოზე მიმართა ხევისბერმა. - გუშინდელი ამბავი გავიგე თუ არა, ვიცოდი რომ მოხვიდოდი, მაგრამ ახლა დასაკარგი დრო არ გვაქვს!.. - აშკარად დაძაბული იყო ბექა. - დრო არ გვაქვს? - ამჯერად ხევისბერს უმზერდა მამაო, თითქოს მისგან სურდა დაუსმელ კითხვაზე პასუხის მიღება. - დროს ვერ დავკარგავთ, ხეობაში ისედაც თითზე დასათვლელნი დავრჩით. გვარებს შორის დაპირისპირებას ვერ გადავიტანთ. შურისძიებას ვერ დავუშვებ, მინდია არაბულითა და მისი ოჯახით სრულდება მისი ძირი, მისი შტო! გიგაურები უნდა დავითანხმოთ, როგორმე სისხლი აპატიონ.. - მინდია მკვლელი არაა!... - კბილებში ავად გამოცრა ნიკოლოზმა - მას საპატიებელი არაფერი ჩაუდენია! - თუნდაც მკვლელი იყოს, არაბულების გვარი ასე ვერ გადაშენდება. - იგივეს იმეორებდა ხევისბერი. - არ მისმენთ? - გრძნობდა მამაო როგორ კარგავდა წლობით ნაგროვებ სიმტკიცეს - მკვლელი არაა მეთქი, არაა! - გავიგეთ! - აშკარად გაღიზიანდა ხევისბერი - ამის სათქმელად აქ ჩამოსვლა არ იყო საჭირო... - ამის სათქმელად არც ჩამოვსულვარ, გიგაურებთან მიშუამდგომლე, მე დავუდგები თავდებად, მე შევეხვეწები, ოღონდ მის ოჯახს რამე არ ავნონ!.. საკმარისია, კიდევ ერთს ვეღარ გადავიტან! ძარღვებში სისხლი გაეყინა ბექას, ისევ ყელში მოებჯინა გული ლიკას ხსენებაზე: - მაშინ მივქარე, რომ დაგიჯერეთ, მაშინ შევცდი, უნდა ჩამეძაღლებინა გიგაც და მისი ნაშიერებიც მიმეყოლებინა. დღეს ამ დღეში აღარ ვიქნებოდით. - ტკივილისგან ხელები მომუშტა, მაგრამ ემოციების შეკავება ისევ შეძლო. - ღმერთს ნუ სცოდავ! ასეთი გზით დამყარებული სამართალი ისევ ძალადობას შობს! - დაიგრგვინა ნიკოლოზმა. - ისევ ძალადობას?! - ალბათ, მისი ანაფორა რომ არა, პირში მიახლიდა მხდალი ხარო, მაგრამ დროულად გაიაზრა წინ ვინ ედგა, მომდგარი სიტყვები უკანვე ჩაყლაპა ბექამ. - დროს ვკარგავთ! - ხევისბერის ხმამ გონს მოიყვანა მოკამათეები - გიგაურები უნდა ვნახოთ, რაც შეიძლება სწრაფად! - განაჩენივით ჟღერდა მისი სიტყვები. რათქმა უნდა შეწინააღმდეგება აზრადაც არ მოსვლიათ. ფიქრებით დამძიმებულნი გვერდი-გვერდ მიაბიჯებდნენ გიგაურების სახლისკენ სამეული. - გივარგი! გივარგი! - შორიდანვე ეძახდა მასპინძელს გიგაურების ეზოსთან მისული ხევისბერი. თუმცა უშედეგოდ. ეზოში მხოლოდ შავოსანი, წელში მორხილი, მოხუცი ქალი დაფუსფუსებდა. ღობესთან მოსული სტუმრების უკეთ გასარჩევად თვალებთან ხელით მოიჩრდილა და მათი მიმართულებით წამოვიდა. - თავი ნუ მამიკვდეს, აქ რამ მაგიყვანათ?!- ეუცნაურა, თუმცა აშკარად გაუხარდა მამაოსა და ხევისბერის გვერდი-გვერდ ნახვა. - გიორგის ვეძებთ! - დუმილი ამჯერად ნიკოლოზმა დაარღვია. - თავი ნუმც მამიკვდების, შინ რომ არაა ეგ უკუღმართი? - დიდი ხანია წავიდა, ან ხომ არ დაუბარებია სად მიდიოდა? - ისევ მამაო ეკითხებოდა მოხუცს. - რამდენიმე დღეა დანა პირს არ უხსნით ბიჭებს, სადღაც აპირებდნენ წასვლას, რას გაუგებთ ახალგაზრდებს! ერთმანეთს დაბნეულებმა გადახედეს. - მინდია! - გონება მთელი ხმით მხოლოდ მეგობრის სახელს იძახდა, აღარ მოუსმენია კიდევ რას ეუბნებოდა მოხუცი, მყისვე ცხენს მოახტა და არაბულების სოფლისკენ გაქანდა მამაო. ფეხდაფეხ მიჰყვა ბექაც. მიაგელვებდნენ ცხენებს მდუმარე მხედრები. სიჩუმეს მხოლოდ ცხენების გაქაფული სირბილისას კენჭებზე ასხლეტილი რკინის ნალების ცივი ხმა არღვევდა. უკუნ ღამეში ალაგ-ალაგ შენიშნავდით ვარსკვლავებს, ჯიუტი ღრუბლები არ აცდიდნენ მთვარეს ცაზე გამოსვლა. მთავარი გზიდან მალევე გადაუხვიეს, სულ რამდენიმე წუთში მიადგნეგ მუდამ ხმაურიანსა და შლეგიან არაგვს. გზის შემოკლების მიზნით ბეწვის ხიდზე გადავიდნენ და ციცაბო აღმართსაც დაადგნენ. ღამის სიბნელეს აშკარად შესჩვეოდა თვალი, თითქოს გამოსახულების გარჩევა აღარ ჭირდა, ყოველ შემთხვევაში გვიან მგზავრებში იოლად გამოარჩევდი შავ ანაფორაში შემოსილ მამაკაცსა და მის ტანმორჩილ თანამგზავრს. როგორც იქნა მივიდნენ, შვებით ამოისუნთქა, როგორც კი გარემოს თვალი მოავლო და საეჭვო ვერაფერი შენიშნა. გიგაურების იქ ყოფნის კვალი ნამდვილად არ ეტყობოდა არაბულების ეზოს. ახლაღა გაახსენდა მისი გვიანი ვიზიტით რომ შეაშინებდა სალომეს. ქარისგან გაწეწილი წვერისა და მოგრძო თმის დავარცხნა თითებით სცადა და შეძლებისდაგვარად მოწესრიგებულ ბექასთან ერთად ეზოც გადაკვეთა. - სახლში არიან? - ეუცნაურა ასე ჩაბნელებული სახლი კაცს. - არ ვიცი, ისეთი სიჩუმეა...- ძლიერად დააბრახუნა ჩარაზულ კარებზე ნიკოლოზმა, თუმცა უშედეგოდ, მხოლოდ ცხენების ფრუტუნი და სადღაც შორიდან მოსული ჭოტების კივილი მიიღო პასუხად. - აქვე რომ წასულიყვნენ, კარებზე კლიტეს არ დაადებდა მინდია, ხომ არ გაიქცა? - ეჭვმა გაჰკრა ხმაში ბექას. - მხდალი არაა!... - კბილებში ამოიღრინა მამაომ - თან ორსული ცოლით... - თავადვე ამბობ ორსული ცოლი, მცირეწლოვანი შვილი, იქნებ... - ისევ თავისას აგრძელებდა ის. - არა, ასე არ წავიდოდა, გამაფრთხილებდა... - ზუსტად იცოდა ნიკოლოზმა, რომ მინდია მასთან შეთანხების გარეშე არ გადადგამდა. გეზი იქვე მდგომი ნათესავების სახლისკენ აიღო ნიკოლოზმა. - რომელი ხარ? - სადღაც შორიდან ისმოდა ასაკიანი მამაკაცის ხმა. - მამაო ვარ, ვახტანგ ბაბუა - შორიდანვე გასძახა ნიკოლოზმა. - შვილო, ნიკა- ჩვეულებისამებრ ისევ საერო სახელით მიმართა მოხუცმა - სახლში შამადით, ასე შორიდან რატომ დამდგარხართ?! - მცირე ზომის ჭრაქით მათი მიმართულებით მოიკვლევდა გზას მოხუცი. - შემოსასვლელად არა გვცალია, მინდიას ვეძებთ... - სალომე წაიყვანა ქალაქში, - ღობეზე ამოშვერილ სარს დაეყრდნო ვახტანგი - რაღაც ვერ გრძნობდა თავს კარგად, მგონი იბადება ის პატარა მამაძაღლი! - თვალები სიხარულით გაბრწყინებოდა მოხუცს. - თბილისში?! - წამიერად შვებით ამოისუნთქა ნიკოლოზმა. - ჩვენს გარდა, ვინმეს კიდევ ხომ არ უკითხავს მინდიას ამბავი? - მამაოს დაასწრო კითხვის დასმა ბექამ. - დილით მალევე, ალბათ მათი წასვლიდან ნახევარ საათში, გიგაურები იყვნენ ჩამასულები! აუცილებლივ უნდა ვნახოთო, მაგრამ მინდია არ დახვდათ! - თითქმის მაშინვე!... - ხმა გაებზარათ მისულებს. წასულებს შორის არსებული ინტერვალი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ გიგაურები სურვილის შემთხვევაში იოლად წამოეწეოდნენ წინ მიმავლებს. მაშინვე მობილურს დასწვდა დასარეკად. - მობილური ტელეფონი გასულია ან გამორთულია მომსახურეობის ზონიდან! - მკივანა, საზიზღარი ხმით პასუხობდა დაზეპირებულ ფრაზას იპერატორი. - შეუძლებელია! - ძლივს ამოთქვა ნიკოლოზმა. უსიტყვოს შეხედეს ერთმანეთს, მყისვე ცხენებს მოახტნენე და ისევ თავქვე დაეშვნენ. - ხომ მშვიდობაა, ბალღო?! - მათი უსიტყვო საუბარი არც ვახტანგს გამოჰპარვია, შორიდან ეძახდა მოხუცი. - ღმერთმა ჰქნას, ღმერთმა! - ღამის ექომ მოიტანა მამაოს ხმა. მეხუთე თავი ალბათ, საინტერესოა რა ხდებოდა ამ დროს არაბულებთან? იმ ღამით გვიან მისულ მინდიას, თავი თორნიკეს ხუჭუჭა თმებში ჩაერგო და შვილის არომატით გაჟღენთილს ტკბილად ეძინა. რატომღაც ვერ მოისვენა სალომემ, მთელი ღამე წრიალებდა, საბოლოოდ ადგომა გადაწყვიტა. - იქნებ რამით დავკავდე და ყურადღებაც გადავიტანო?! - უკვე მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს. ეშინოდა, რაღაცის ეშინოდა და ამ გრძნობისთვის სახელის დარქმევა უჭირდა არაბულების ახალგაზრდა რძალს. დილიდან ფუსფუსებდა, ხან რას მიედო და ხან რას. ახლაც ხელებს მონდომებით ურევდა ფქვილში, უნდოდა ახლად გაღვიძებული ქმარ-შვილისთვის საყვარელი ღვეზელი დაეხვედრებინა. რამდენიმეჯერ ხელი წაიღო წელისკენ, ისე დაიზილა, თითქოს მსუბუქი მასაჟით ტკივილის გაყუჩება სურდა. ალბათ, ყველა დედა ბუნებით პანიკიორია, იქნებ სალომე მომეტებულსაც შვრებოდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე დღის წინ ექიმმა დაამშვიდა და გარკვევით აუხსნა: „ასეთი ტკივილები ბოლო თვეში ნორმალურია, შენს პატარას კი მინიმუმ ორი კვირა კიდევ მოუწევს საშოში ყოფნაო“, მაინც ვერ ისვენებდა, წრიალით ელოდა მეუღლის გაღვიძებას, რომ ისევ ექიმთან წაყვანა ეთხოვა. ნაყოფი თითქოს ზედმეტადაც კი შფოთავდა, იქნებ დედის მღელვარება გადასდებოდა მუცლად მყოფს? აქტიურად მოძრაობდა, აშკარად ვერ ისვენებდა პატარა ხევსური, თითქოს სამყაროს ხილვა ეჩქარებოდა. ენანებოდა გვიან დაწოლილი მეუღლე გასაღვიძებლად, მაგრამ როგორც კი მძაფრად მოაწვა ნაყოფი, ყელში ჩაგუბებული კივილიც აღმოხდა ქალს. - სალომე?!- ბავშვიანად კი არ წამოდგა, წამოფრინდა მინდია. - ფრთხილად, თოკო არ დაგივარდეს! - თითქოს მართლა ეშინოდა მისი ჩავარდნის, ისე გაიწვდინა მამის მკლავებში მშვიდად მძინარე ბავშვისკენ ხელები სალომემ. - ასე ნუ მოძრაობ, შენთვის არ შეიძლება! - მიუხედავად იმისა, რომ თავად შვილის ისევ ლოგინში მოთავსებით იყო დაკავებული, მაინც არ გამოჰპარვია მეუღლის სწრაფი შემობრუნება. - აბა, არ მეტყვი რამ შეგაწუხა?! - როგორც იქნა შეხედა მინდიამ სასაცილოდ გაბღენძილ მეუღლეს. ზედმეტად კარგად იცნობდა მის ჯმუხსა და ერთი შეხედვით უხეშ ქმარს სალომე, კარგად იცოდა, როგორ ვერ იტანდა მისი ტკვილს, შეძლებისდაგვარად მშვიდი სახე მიიღო და თბილად უთხრა: - მგონი იწყება, მალე მეორე შვილის მამაც გახდები!... - არ უნდოდა მორიგი შეტევის შემჩნევა, მაგრამ ცრემლებისგან ხმა მაინც გაებზარა. - უკვე?.. უკვე?!... აბა ორ კვირაშიო, ასე ადრე რატომ? ასე იცის?- ნათლად დაინახა როგორ გაფითრდა მამაკაცი. - კარგი რა, პირველი ხომ არაა?! - ეგოისტურად ახარებდა მეუღლის ხმაში გაპარული შიში, თუმცა თმა გაჩეჩილი და დაფეთებული მინდიას შემხედვარემ ღიმილი მაინც ვერ შიკავა - საავადმყოფოსთვის საჭირო პირველად მოხმარების ნივთები მანდაა ჩანთით! შენი და თორნიკეს გამოსაცვლელი ტანისამოსი ამ ჩანთაშია. - იქვე მოთავსებულ ზურგჩანთაზე მიანიშნა. - ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება, სულ ღარაც რამდენიმე საათში ორი შვილის მამა იქნები... - მხიარულად შესცინა ქმარს. სალომე კიდევ რაღაცას ალაგებდა, ისევ აბარგებდა ჩანთებში საჭირო ნივთებს. იმდენად მშვიდად მოძრაობდა, იმდენად ჰქონდა თითოეული მოქმედება გათვლილი, რომ მისი შემხედვარე ნელ-ნელა მინდიაც დამშვიდდა. უკვე კარგად გათენებული იყო, როცა არაბულმა ნახევრად მძინარე შვილი, მეუღლესთან ერთად ავტომობილში მოათავსა, ბარგი საბარგულში ჩაალაგა და მამა-პაპისეული ეზოც დატოვა. მაღალი გამავლობის ავტომობილი ჰყავდა, კარგადაც უვლიდა მინდია მამამისისეულ ნივას, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ნივისთვის ცოტა არ იყოს უცნაურად ყოჩაღად და სწრაფად გარბოდა არაბულის ავტომობილი. ერთი პატარა საიდუმლო ჰქონდა მინდიას და მის მეგობრებს, მიუხედავად მეგობრების მუდმივი დაცინვისა: - შენი ნივა ჯართშია ჩასაბარებელიო! ავტომობილის შეცვლა აზრადაც არ მოსდიოდა, ეს ერთად ერთი დანატოვარი იყო მამისგან და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. თუმცა ფაქტი - ფაქტად რჩებოდა, როგორც არ უნდა დაეწმუნებინა თავი, რომ თითქმის მასზე დიდი ასაკის ავტომობილი გამართული და კომფორტული იყო, ნივა მაინც ნივად რჩებოდა. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მუდამ ავტომობილის ძარაში ჩამძვრალი მინდია შეეცოდათ მეგობრებს, მათივე საერთო მეგობარმა, აკამ ავტომობილის სრული რესტავრაცია და ფაქტიურად ახალი, თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნილებების შესაბამისი ავტომობილის აწყობა ითავა. ნივას ძველი მხოლოდ კუზაო დაუტოვა, დანარჩენი მთლიანად უცხოური მანქანის ტიპზე გადააწყო. მუქ ბორდოსფერ ავტომობილს წინ ვერცხლისფერი „დუგებიც“ დაუმატეს, ზედ დამატებითი ფარებიც მიამაგრეს და ცოდვა გამხელილი სჯობს, არაბულის ავტომობილს საერთო მართლაც აღარაფერი ჰქონდა ნივასთან. მიუხედავად სიჩქარისა, შეძლებისდაგვარად ფრთხილად მოძრაობდა ისედაც ვიწრო და ოღროჩოღრო გზაზე მინდია. მეუღლის თითოეულ წამოკვნესებაზე თითებს უფრო ძლიერად უჭერდა საჭეს, ცდილობდა შიში არ გამოეხატა, თუმცა გონებაში ვინ იცის მერამდენედ იხსენებდა წვრთნების დროს ნასწავლ ორსულთათვის პირველად დახმარების წესებს. მაშინ სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ბიჭებს ინსტრუქტორის სიტყვები, ახლა კი ნერვები ეშლებოდა, რატომ უფრო გულისყურით არ მოეკიდა პედაგოგის სიტყვებს. მისი ყურადღება უკან მომდგარმა შავი ფერის ჯიპმა მიიპრო. ჯიუტი მძღოლი უსიგნალებდა, თან ფარებს უნთებდა და ანიშნებდა, გამატარეო. - რა უნდა? - მისუსტებული ხმით იკითხა სალომემ. - რა ვიცი, მე ამის... - მარტო რომ ყოფილიყო, ალბათ უწმაწურადაც შეიგინებოდა, თუმცა ცოლ-შვილთან ფრაზის დასრულებას მოერიდა. შეძლებისდაგვარად გვერდზე მიიწია ავტომობილით და აბეზარი მძღოლიც მოიშორა. ისე შეანელა გვერდით ჩავლილმა ავტომობილმა სიჩქარე, თითქოს ნივაში მსხდომებს დაკვირდნენ. ვერც ჯიპი იცნო და არც ესიამოვნა უცნობებისგან მსგავსი მოქმედება არაბულს, დაძაბული ჩააშტერდა შავ მინებს, თუმცა უშედეგოდ. ავტომობილში მსხდომთა სახეების გარჩევა ვერ მოახერხა. როგორც იქნა ჩარგალს მიუახლოვდნენ. ოდნავ შვებით ამოისუნთქა მინდიამ. - სალო, როგორ ხარ? ხომ არ შევიდეთ პოლიკლინიკაში? - ნუ გეშინია, ჯერ დრო გვაქვს... - უკანა სავარძლიდან უპასუხა მეუღლემ - ბავშვი ასე სწრაფად არ დაიბადება, თბილისში ჩასვლას მოვასწრებთ! - დარწმუნებული ხარ? - ისევ ყოყმანობდა მინდია. - თუ ტკივილები მოიმატებს, ჟინვალში მივიდეთ!... - უცებ ნახა გამოსავალი ქალმა, თუმცა სჯეროდა, რომ თუ ჟინვალამდე ჩავიდოდნენ, თბილისში ჩასვლასაც თავისუფლად მოაწრებდნენ. - დე, რატომ გტკივა? - შეწუხებული, ცრემლებით სავსე თვალებით უმზერდა შვილი გაბერილ მუცემლზე. ერთი სული ჰქონდა დედას ჩახუტებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. - არა, ჩემო საყვარელო, უბრალოდ შენი დაიკო ვეღარ ისვენებს, სწრაფად უნდა მისი უფროსი ძმის ნახვა... - ღიმილით აუჩეჩა ქოჩორი სალომემ. - შენ არ იჩქალო, მე დაგელოდები, დედას გეფიცები, დაგელოდები, ოღონდ დედიკოს ალ ატკინო!... - გაბერილ ღიპზე მისი კოტიტა თითები ოდნავ შეახო და როგორც კი შიგნიდან ნაყოფის ბიძგი იგრძნო, სწრაფად მიიწია ისევ კუთხეში. - ნუ გეშინია, დედი... ის უბრალოდ გეფერება! - მისკენ მიიზიდა შეშინებული პატარა და ძლიერად ჩაიხუტა მკერდში - ჩემი სიცოცხლე ხარ, ჩემი სიყვარული! - მგზნებარედ კოცნიდა ხუჭუჭა თავზე ტირილამდე მისულ შვილს. შვილთან ალერსს მინდიას დაძაბულმა ხმამ მოაშორა. - ეს რა ჯანდაბაა?! - მეუღლის ხმიდან წამოსული შიში სიბრაზემ უფრო გადაფარა. შორიდანვე გამოჩნდა გზაზე გარდი-გარდმოდ გაჩხერილი შავი ჯიბი - ესენი ნორმალურები არიან? როგორ გავიარო?! - იქნებ რამე დასჭირდათ, სანამ მივალთ წავლენ!... - აღელვებული მეუღლის დამშვიდება სცადა სალომემ, თუმცა მასზე არანაკლებად გაუკვირდა ასე უცნაურად გაჩერებული მანქანის დანახვა. მზის სხივებიდან წამიერად არეკლილი სინათლეზე აშკარად რაღაც აბრჭყვიალდა ჯიპის ოდნავ ჩაწეული ფანჯრიდან. ზედმეტად კარგად იცნობდა იარაღს არაბული, ნადვილად არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ საქარე მინიდან აშკარად იარაღის ლულას უმიზნებდნენ უცნობები. თვალები აქეთ-იქით გააცეცა, ახლო -მახლოს არც ჩიხი იყო, არც შესახვევი. გზა მხოლოდ ერთი იყო და ამ გზას აშკარად სიკვდილისკენ მიჰყავდა. სვლა შეანელა, შეძლებისდაგვარად დროს იგებდა არაბული: - თორნიკე, მამი... - ხმამაღლა ფიქრობდა არაბული - საბარგულში გადადი, მანდ დიდი ყუთი რომ დევს, იქ ჩაძვერი, სალომე ზემოდან ჩანთები დაალაგე... - გაფითრებული ქალი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, კითხვაც არ დაუსვამს ისე დაეხმარა პატარას უკან გადაძრომაში, შვილი დამალა. - მინდი!... - არ უნდოდა შიში შეტყობოდა, მაგრამ მეუღლის გაფითრებულ სახის დანახვაზე, თავის შეკავება ვერ შეძლო. - სალო, უკან სავარძელზე დაწექი, ეცადე თავი არ ასწიო, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგო, ხმა არ ამოიღოთ, თორნიკე გესმის, მამი? ასეთი თამაშია, გესმის? ხომ გესმის? ერთად ერთი რაც მოახერხა სალომემ ის იყო, რომ მეუღლის სიჩქარის კონუსზე ძლიერად ჩაწერილ ხელს საკუთარი მარჯვენაც დააფარა და თვალები ძლიერად დახუჭა. - ღმერთო შენ გვიშველე, ღმერთო!... არაბული ნელ-ნელა აწვებოდა მარჯვენა ფეხით გაზის პედალს. - როგორმე გზიდან უნდა გადავაგდო, როგორმე უნდა მოვახერხო!... - მთელი სისწრაფით, მაქსიმალური სიჩქარით გარბოდა ნივა - ოღონდ ახლა არ მიმტყუნო - როგორც ცოცხალ არსებას ისე მიმართავდა ავტომობილს - ერთს მაინც გავიყოლებ, ერთს მაინც!... სიბრაზისა და საკუთარი უსუსურობის შეგრძნებისგან აკანკალებდა არაბულს. შეჯახება გარდაუვალი იყო. არც აპირებდა შეჩერებას. მთელი სისწრაფით მიჰქროდა ავტომობილი, სახის დასაცავად თავი საჭეს დაადო მინდიამ და მთელი ძალით შეასკდა კიდეც შავ ჯიპს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, დარტყმისგან ავტომობილის გვერდზე გადაგდება მოახერხა. სწრაფად წამოყო თავი, ახლა დასაკარგი დრო არ ჰქონდა. ავტომობილი უკან დახია, ხელ მარცხნივ, ადგილი იმდენად კი განთავისუფლებულიყო, რომ მოხერხებულ მძღოლს გაევლო. ამდენი წლის შემდეგ პირველად იყო აკას ასეთი მადლიერი, როგორც იქნა გაძვრა, გაარღვია ბარიკადი. - კი, მაგრამ იარაღიდან რატომ არ ისროლეს?! ახლაღა გაჰკრა ეჭვმა, ახლაღა მიჰხვდა, რომ სატყუარას წამოეგო. იარაღის გამაყრუებელმა ხმამ ექოდ დაიარა მთებში. ისროდნენ რამდენიმე მხრიდან, ტყვიების ზუზუნს ნივის დამსხვრეული ფარებისა და შუშების ხმაც უერთდებოდა. მკერდში ძლიერი დარტყმა იგრძნო მინდიამ, ბლანტი სითხე მძიმედ მიიკვლევდა გზას. სალომეს ყურებზე ხელები აეფარებინა და სავარძელში პირქვე ჩამხობილი განწირული კიოდა. დამუხრუჭება სცადა არაბულმა, თუმცა უშედეგოდ. მარტო რომ ყოფილიყო, ალბათ ავტომობილიანად ხრამში გადახტებოდა, მის სხეულს გიგაურებს არ დაუტოვებდა საჯიჯგნად, მაგრამ ორსული ცოლისა და თორნიკეს დარდი არ ასვენებდა. - მაპატიეთ! - სიმწრით გაეღიმა და შეჩერების მიზნით, მარცხნივ აღმართულ კლდეს შეასკდა. - მინდია! - ძლიერი დარტყმისგან წინასწორობა ვეღაც შეიკავა სალომემ, დაცურდა და სავარძლებს შორის გაიჭედა, თუმცა მიუხედავად ამისა სხეულში ცეცხლად წაკიდებული ტკივილის დაიგნორებასა და მეუღლემდე მიწვდენას მაინც ცდილობდა. - მკვდარია?! - ვიღაცის ხინწიანი ხმის გაგონებაზე ჰაერში გაწვდილი ხელი გაუშეშდა ქალს, აშკარად გაიგონა როგორ გამოხსნეს ავტომობილის კარები. - კი, მაგრამ ქალიც ჰყოლია... - მერე, რას უცდი?! - ისევ იგივე ხმა კითხულობდა. - ორსულია ბიჭო! არ გესმის? ორსულია მეთქი! - აშკარად ყოყმანობდა მეორე. - რაც არ უნდა მოხდეს, ხმა არ ამოიღო! ხმა არ ამოიღო! -ორივე ხელით ჯერ კიდევ არ დაბადებულ ბავშვს მოჰხვეოდა, ვიღაცას ალბათ ისტერიკაში ეგონებოდა, არადა წუთის წინ მინდიას ნათქვამ სიტყვებს შეძლებისდაგვარად ხმამაღლა იმეორებდა ქალი. - მოწმე არ გვჭირდება! - მამაკაცის ცივ ხმას იარაღის ჯერიც მიჰყვა. აგონიაში მყოფი ჩაცხრილული ქალის სხეული სულ რამდენიმე წამს იკრუნჩხებოდა, თუმცა კვნესა არ დასცდენია, მხოლოდ ერთი ობოლი ცრემლი შერჩენოდა აწ უკვე გაყინულ თვალებზე. თორნიკე?! მომხდურებს აზრადაც არ მოსვლიათ ავტომობილში კიდევ ერთი მოწმის ყოფნა. პატარა არაბული ისედაც ვიწრო ყუთში ემბრიონის ფორმაში მოკუნტული, შეშინებული ცახცახებდა, ნათლად გაიგონა დედის კივილი, არც მამის გმინვა გამორჩენია საკმაოდ მახვილ სმენას, ერთი სული ჰქონდა მშობლები ენახა, მათთან გამძვრალიყო, სწრაფად მოჰხვეოდა, ალბათ ასეც მოიქცეოდა, მაგრა ისევ დედის სიტყვებმა დააკავა, უნდოდა ეყვირა, რომ არ მოსწონდა ასეთი თამაში, რომ გამოსვლა სურდა, მაგრამ ვერ გაბედა. რაღაც უხილავმა შეაჩერა, აიძულა მამას დამორჩილებოდა. ნელ-ნელა ყველაფერი ჩაჩუმდა. თითქოს აღარავინ მოძრაობდა, მაგრამ პატარას ამოსვლის მაინც ეშინოდა, ვინ იცის რამდენ ხანს იჯდა ყუთში ასე მობუზული, მოკუნტულს უკვე სახსრებიც კი სტკიოდა. - მა, ამოვალ რა... დე, უთხარი რა! - ჩუმად სლუკუნებდა პატარა. ასე ტირილში ალბათ ჩაეძინა, ყოველ შემთხვევაში ძილიდან მხოლოდ გარედან შემოსულმა ხმაურმა გამოაფხიზლა. დაჭრილი ნადირივით ღრიალებდა ნიკოლოზი. სიმწრისგან მუშტებს ურტყამდა ისედაც დაზიანებულ ავტომობილს. გაურკვეველი ცხოველის ხმას მიამსგავსა მისი ღრიალი პატარამ, ისევ მძაფრად მოაწვა შიში, თავის შეკავება ვეღარ შეძლო და ხმამაღლა ატირდა. - აქ ვიღაცაა. აქ რაღაც ხმაა! - თითქოს გონს მოვიდა მამაო. - შეუძლებელია, აქ ვერავინ... - ნანახით დაზაფრული ბექა ავტომობილთან მიახლოვებასაც კი ვერ ბედავდა - პოლიციას დაველოდოთ, კვალი არ წავშალოთ! - რომელი კვალი, რომელი გამოძიება?!...- მისი სიტყვები აშკარად არ აღელვებდა მამაოს, საბარგულის გაჭედილ საკეტს ძლიერად დაარტყა ხელი, რამდენიმე ბიძგი დასჭირდა კლიტის გასახსნელად. ბავშვის ხმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, ერთი ხელის მოსმით გადმოყარა ჩანთები და ატირებული პატარა გულში ჩაიკრა. - მადლობა უფალს, მადლობა! - ცრემლებით დანამულ სახეს უკოცნოდა მამაო. თორნიკეც, რომელიც როგორც წესი აპროტესტებდა მის კოცნას, ამჯერად გულში თავად ეკროდა მოძღვარს - მადლობა უფალს! რაც არ უნდა მოხდეს, პოლიციას არ უთხრა, ბავშვის გადარჩენის შესახებ, თორნიკე არც კი ახსენო! - როგორც შენ იტყვი! - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბექამ. ერთხელ კიდევ გადახედა მეგობრის დასახიჩრებულ სხეულს ნიკოლოზმა, ერთხელ კიდევ მიეფერა სალომეს, ანაფორაში გაახვია გაყინული ბავშვი, გულში ძლიერად ჩაიკრა აკანკალებული სხეული, ძალოვანთა მოსვლას აღარც დაელოდა, ისევ ცხენს მოახტა და მონასტერში დაბრუნდა. მეექვსე თავი ალბათ, აზრი არ აქვს იმის აღწერას, როგორ ჩაივლიდა ასე მუხანათურად დახოცილი არაბულების დასაფლავება, ერთი ის შემიძლია აღვნიშნო, რომ ისედაც ჩაშავებული სოფელი ორმაგად ჩაშავდა, ჩაბნელდა, ქალების ზარი ექოდ ეცემოდა ხეობას. პერიოდულად მკერდში მჯიღის ცემით, ოხვრითა და გოდებით უერთდებოდნენ კარებთან თავდახრილი მამაკაცებიც. დაცლილი ხეობა ხალხით შევსებულიყო, სამძიმარზე მიმსვლელთა ტალღა არ ილეოდა, შავოსანთა ერთი ჯგუფი მიდიოდა და მეორე ენაცვლებოდა. არაბულების ეზოში ორი საკაცე ესვენა. ჭირისუფალში აუცილებლად შენიშნავდით მამა ნიკოლოზსა და მასთან მდგომ ვასიკოს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო არსად ჩანდა თორნიკე. ხალხში ალაგ-ალაგ ჩურჩულსაც გაიგონებდით, პატარა არაბული უგზო - უკვლოდ დაკარგულად გამოეცხადებინათ. მათივე ვარაუდით, საბრალო ბავშვს იმ ავბედით დღეს მკვლელებისგან გადარჩენის შემთხვევაშიც კი, ტყეში ნადირისგან თავის დაღწევის შანსი არ ჰქონდა. - ალბათ, ისიც დაიღუპა! - ვიღაც ჩუმად აფრქვევდა ცრემლებს. - რას ლაპარაკობ, ღმერთმა დაიფაროს!..- შეშინებული პირჯვრის წერით თითქოს ეწინააღმდეგებოდა მოსაუბრეს, თუმცა ხმაზევე ეტყობოდა, რომ ნაწილობრივ ეთანხმებოდა ატირებულ ქალს. - რას ამბობთ, უი, შვილო!... ვაი, შვილო! - ხმამაღლა შეიცხადა ვიღაცამ და ჭირისუფალშიც ტალღასავით გადავიდა ხმა, თორნიკე მკვდარი ყოფილაო. სხვა დროს ალბათ, დატუქსავდა ნიკოლოზი მოქოთქოთე, მომტირალ ქალებს მსგავსი ქცევის გამო, მაგრამ ამჯერად გაჩუმება არჩია. თითქოს აწყობდა კიდეც მსგავსი ჭორის გავრცელება, თითქოს განზრახ ხელსაც კი უწყობდა. დუმდა ნიკოლოზი და მასთან ერთად დუმდნენ როგორც ბექა, ასევე მონასტრის ბერ-მონაზვნებიც. საიდუმლოს გამჟღავნებას არ აპირებდა მამაო, პირიქით დღითი - დღე რწმუნდებოდა, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება პატარა არაბულის მასთან მონასტერში დამალვა იყო. ამის მიზეზი კი იმაზე მარტივი იყო, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. როგორც უკვე იცით, პირველადი საგამოძიებო მოქმედებების შესრულებისას ბექა ისევ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს მომხდარით თავზარდაცემული ძალოვნები ცდილობდნენ საკუთარი მოვალეობა მოეხადათ და შემთხვევის ადგილი შეძლებისდაგვარად სწრაფად დაეტოვებინათ. შესაშური სისწრაფით წამოკრიფეს დანაშაულის ადგილზე დატოვებული იარაღები, ფოტოები უღეს ავტომობილის პროტექტორებით დატოვებულ კვალს. ასეთ თვალსაჩინო სამხილებს სურვილის შემთხვევაში ალბათ, დამნაშავეებამდეც უნდა მიეყვანათ, თუმცა კვალში ჩადგომის ბრძანებას არავინ გასცემდა, გიგაურების დაკავებას სულაც არ ჩქარობდნენ. გაოცებული შესცქეროდა ბექა კრიმინალური და საპატრულო პოლიციისა ეკიპაჟის წევრებს, რომლებიც ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად ნელ-ნელა ავტომობილებში წასასვლელად ისე ნაწილდებოდნენ, თითქოს სამუშაო უკვე დაასრულეს და იქ აღარაფერი ესაქმებოდათ. - კი, მაგრამ მე არ უნდა დამკითხოთ? ეჭვმიტანილების დაკავებას არ აპირებთ?! - ასეთი კატეგორიის დანაშაულის გამოძიება ჩვენს კომპეტენციას სცდება, გენერალურ პროკურატურას გადავცემთ და ისინი მიხედავენ! - ცივად გამოუცხადა სავარაუდოდ ჯგუფის ხელმძღვანელმა და თავადაც უკვე დასაძრავად მომზადებულ ავტომობილში ჩაჯდა. - კი, მაგრამ, რომ გაიქცნენ? რომ დაიმალონ? - უკვე სანახევროდ დაძრულ ეკიპაჟს ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ბექა. - ეგ ჩვენ არ გვეხება, თავად გადაწყვეტენ! - ავტომობილის კაბინიდან ცივად გადმოსძახა მუნდირიანმა და წინ წასულ კოლონას სწრაფი სიჩქარით დაედევნა. სამხილების კვლევითა და ძიებით დიდად არც პროკურატურის წარმომადგენლებს შეუწუხებიათ თავი. შემთხვევის ადგილზე დარჩენილი საბურავების პროტექტორების სხვადასხვა სისქის ზოლებში რატომღაც ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს. მიწაყრილიან გზაზე დამწვარი რეზინისა და ავტომობილის საბურავების მკვეთრი ზოლით თურმე შესაძლებელი არ ყოფილა თავდამსხმელთა ტრანსპორტის სახეობისა და მისი მიმართულების დადგენა. მოწმეთა, მამა ნიკოლოზისა და ბექას მიერ თითქმის ძალით მიცემული ჩვენებები საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა ბრალის წასაყენებლად. ყველა სიკეთესთან ერთად, თავდამსხმელებს მკვლელობის იარაღებიც შემთხვევის ადგილზევე დაეყარათ, თუმცა ვერც მათი იქ ყოფნა დაეხმარათ დიდად. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ცეცხლსასროლი იარაღები დამნაშავეებს საკუთარ სახელზე რეგისტრირებული არ ექნებოდათ. ექსპერტების განცხადებით, იარაღზე თითის ანაბეჭდების მოძიება ვერ მოხერხდა და მიუხედავად მამა ნიკოლოზის მრავალგზის თხოვნისა, არც ეჭვმიტანილების თითის ბალიშების შემოწმების საფუძველი ჰქონდათ. იქნებ არც ის იცოდნენ, რომ თითებზე სროლის შედეგად დენთის კვალი რჩება?! არ ვიცი ასე როგორ მოხდა, ან დამნაშავეები იყვნენ ზედმეტად ჭკიანნი, ან ძალოვანი უწყების წარმოადგენლები ზედმეტად უპასუხისმგებლოები და გამოუცდელნი. მე პირადად ვარჩევდი, მათი ასეთი მოქმედებები გამოუცდელობისთვის დამებრალებინა, ჩვენსდა სამწუხაროდ, თურმე კეთილსინდისიერი, ენთუზიაზმზე მომუშავე გამომძიებლები მხოლოდ მხატვრულად აღწერილ დეტექტივებში არსებულან, აი, არაბულებს კი ასე ნამდვილად არ გაუმართლათ. მოიკითხეს გარდაცვლილების ოჯახური მდგომარეობა. როგორც გაირკვა, სალომეს მშობლები წლების წინ სამუშაოდ საზღვარგარეთ წასულიყვნენ, იმედი ჰქონდათ, მოახერხებდნენ საბუთების გაკეთებას და საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას, თუმცა იმედი - იმედად დარჩა, წავიდნე და წავიდნენ, რაღაც პერიოდი სწერდნენ შვილს, შემდეგ კი ეს მიმოწერაც გაეწყვიტათ. შესაბამისად არ იცოდნენ, არც სალომეს გათხოვების შესახებ და არც მის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ სმენოდათ რამე. მინდია არაბულს კი დედ-მამა წლების წინ გარდაცვლოდა. ფაქტიურად ერთმანეთის ამარა მყოფ წყვილს, არც მშობლები ჰყავდათ და არც დედმამიშვილები. როგორც კი დარწმუნდნენ, რომ გარდაცვლილებს ერთი ანაფორიანი მამაოს მეტი მომკითხავიც კი არავინ ჰყავდათ, სწრაფადვე დაიწყეს საქმის დასახურად მასალების მოძიებაც. მაქსიმალურად ცდილობდნენ ეს სისხლიანი საქმე დროულად ჩაეფარცხათ, რაც შეიძლება სწრაფად ერთ-ერთ მტვრიან თაროზე შემოედოთ და აღარასოდეს გაეხსენებინათ. შეძლებისდაგვარად სწრაფად დამარხეს გარდაცვლილები და ნელ-ნელა დავიწყებასაც მისცეს მომხდარი ტრაგედია. გიგაურების ალიბი, თითქოს მათივე ბიძაშვილის დაბადების დღეზე გვერდით სოფელში საქეიფოდ იმყოფებოდნენ, უცებ გამყარდა სუფრაზე მათი ყოფნის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერებითა და იმ დღეს გადაღებული ფოტოებით. რატომღაც აზრად არ მოსვლიათ თუნდაც ფორმალურად მაინც გადაემოწმებინათ წარმოდგენილი მტკიცებულებები. მამა ნიკოლოზსა და ბექას კი, გარდა ზეპირი ბრალდებებისა, ხელთ არაფერი ეჭირათ. ბავშვის მონასტერში ყოფნას ისევ საგულდაგულოდ მალავდნენ. არაბულების ერთად-ერთი მემკვიდრე უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს. მართალია ცხედარს ვერ მიაგნეს, მაგრამ მოსახლეობამ თავადვე დაასკვნა, რომ ორი წლის მოზარდი ტყეში თავს ვერ გაიტანდა და ნადირის მსხვერპლად იქცეოდა. როგორც უმეტესად ხდება, თავიდან ხალხი ბობოქრობდა, შფოთავდა, თითქოს საკუთარი წესებით გეგმავდა შურისძიებას, შემდეგ ნელ-ნელა შეეგუა მომხდარს. ერთხელ კიდევ გამოხატეს მათი ტკივილი, როცა ტყეში დასახიჩრებული სხეულის (სინამდვილეში ალბათ რაიმე ცხოველის) ნარჩენები იპოვეს, ყოველ შემთხვევაში მამაოების დახმარებით ის სისხლიანი ძონძები მოსახლეობამ პატარა თორნიკეს სამოსად ჩათვალა, ასე გამოაცხადეს არაბულების პატარა მემკვიდრეც გარდაცვლად. თორნიკესთან ერთად კიდევ ერთხელ დაიტირეს მინდია და სალომე, კიდევ ერთხელ გაიხსენეს საბრალო წყვილი, თუმცა პირველმა ელდამ ნელ-ნელა გადაიარა, ტკივილი მიყუჩდა და დავიწყებასაც მიეცა. ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არის კი ასე?! ალბათ, ნიკოლოზს ამის თქმა ყველაზე მეტად გაუჭირდებოდა. ყოველ საღამოს უმზერდა ცრემლებით სავსე თვალებში თორნიკეს, მის მონატრებას ებრძოდა, თუმცა ვერაფერს უხერხებდა. ძნელად ასახსნელი გამოდგა პატარა ბავშვისთვის, სად წავიდნენ ასე მოულოდნელად მისი მშობლები, რატომ აღარ ეყოლებოდა პატარა დაიკო, რომელსაც ასე ელოდა. ვასიკო ხშირად ადიოდა მონასტერში, მამაოებთან ერთად ნაწილობრივ ისიც ეხმარებოდა პატარას მოვლაში. უჩვეულოდ სევდიანი იყო თორნიკე, უჩვეულოდ მოწყენილი და ელოდა. ელოდა მხოლოდ ერთს, მისი ღიმილის ერთად-ერთ გამომწვევს, ერთ პატარა გოგონას. დიახ, არ ცდებით, მოღუღუნე, ზოგჯერ მტირალა ჩვილს რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ამ პატარა არსებასთან მის სახეს იბრუნებდა, მასზე ზრუნვა ახარებდა და მშობლების მონატრებასაც აქარვებდა. თავშესაფრიდან დედაოები შაბათ-კვირაობით სტუმრობდნენ მონასტერს, რა თქმა უნდა ელენეც თან მოჰყავდათ, ამ დღეებში ზოგჯერ მონასტერს ელენეს დედაც სტუმრობდა, თუმცა ბავშვთან მისვლას არ ცდილობდა. ძნელი იყო იმის დადგენა რას ფიქრობდა, უტყვი, უემოციო სახით საკუთარ შვილს შორიდან უმზერდა. ვიდრე მამაო ბავშვებთან ერთობოდა, დედები კელიებს ალაგებდნენ და სახლის საქმეებშიც ეხმარებოდნენ. ელენიკო უკვე ექვს თვემდე იყო. პატარა ოქროსფერი კულულუბი შუბლს ოდნავ უფარავდა, ბრდღვიალა მოთაფლისფრო, მომწვანო თვალებით მუდამ გაოცებული უმზერდა თბილად მომღიმარ ნიკოლოზს, მისი ფუნჩულა თითებით წვერზე ეპორინებოდა და კოცნისას ხმამაღლა კისკისებდა. ბავშვის სიცილის გაგონებისთანავე პატარა თორნიკესაც ეხსნებოდა მუდამ შეჭმუხნილი შუბლი. - ენე, ენე-ნე... - თბილად შესცქეროდა აფართხალებულ, აკისკისებულ გოგონას. უჩვეულოდ ხალისიანი იყო ჩვილი, მისი შემხედვარე პატარა ხევსურიც იბრუნებდა ბავშვურ სახეს, მასთან ისევ ბედნიერი იყო. საოცარი სანახავები იყვნენ ექვსი თვის ჩვილი და ორი წლის არაბული, თითქოს ერთმანეთს გრძნობდნენ, ერთმანეთს ავსებდნენ. ზოგჯერ უმზერდა ჩვილს და უნებურად დედა ახსენდებოდა თორნიკეს. მის ბავშვურ მეხსიერებას ჯერ კიდევ შემოენახა სალომეს სახე, რომელიც მამა ნიკოლოზის კელიაში პატარა ელენეს იკრავდა გულში. დედის ხელებში მშვიდად მძინარე ჩვილის სახე წარუშლელ კვალად დამჩნეოდა მის უმანკო გონებას. ახლაც უმზერდა გოგონას და ცდილობდა დედის მონატრება მასთან თამაშით შეევსო. მოსაღამოვდებოდა თუ არა, სახე ეღრუბლებოდა, იწყენდა არაბული, დედაოების წასვლის დრო ახლოვდებოდა. ჩვეულებისამებრ ჩვილს ჯორზე დადგმულ აკვნის ფორმის სარწეველაში ჩააწვენდნენ, მყარად დაამაგრებდნენ, უკან უკვე წინამძღოლთან ერთად გასაცილებლად მდგომ თორნიკეს შემოუსვამდნენ და დაეშვებოდნენ ხეობისკენ. როგორც კი დარწმუნდებოდნენ, რომ ქალბატონები თავშესაფრამდე უსაფრთხოდ მივიდოდნენ, ემშვიდობებოდნენ და თორნიკე მამაოსთან ერთად უკან ბრუნდებოდა. ისევ იღრუბლებოდა პატარა ხევსური, ისევ იწყებდა დღეების თვლას, ისევ შესცქეროდა მზეს და უხაროდა კიდევ ერთი დაღამება. შაბათობით დილიდანვე ორღობესთან იდგა და ელოდა დედაოების გამოჩენას. ელოდა, ელოდა და როგორც წესი ისევ ჯორზე დამაგრებული სავარძლით მოდიოდა კიდეც ჩვილი. თითქოს ხვდებოდა გოგონა რომ იქვე იდგა ლოდინით დაღლილი, თვალებად ქცეული ვაჟი, დედაოების გამოჩენამდე მისი ჭყლოპინი იკლებდა წვრილ ხეობას. ერთს შეჰკივლებდა გახარებული ბიჭუნაც და გარბოდა სავარძელში არანაკლებად აკივლებულ, აფართხალებული ჩვილისკენ. ალბათ, უცნაურიც კი იყო, ჩვილისგან უენოდ, უსიტყვოდ გამოხატული ამხელა სიხარული. - ჩემი ენე-ნე... - მიუხედავად იმისა, რომ უკვე გამართულად წარმოსთქვამდა გოგონას სახელს, მისთვის ელენეს დაძახება მაინც არ სურდა თორნიკეს. ძნელი იყო ვერ შეემჩნიათ ბავშვებს შორის არსებული კავშირი მონასტერში მყოფთ, თითქოს უფრო მეტადაც უწყობდნენ ხელს მათ ერთად ყოფნას, ან რა დაშავდებოდა, თუ ობლებს, ყველასგან მივიწყებულთ, ერთმანეთის იმედი ექნებოდათ?! ასე გრძელდებოდა თითქმის ერთი წელი. დღითი-დღე უფრო და უფრო ეჩვეოდა ჩვილს, ელენემ შეავსო მშობლების დაკარგვით გამოწვეული სიცარიელე, მისი ღიმილიანი სახე ჩაენაცვლა ესოდენ მონატრებულ დედას. ამჩნევდა ნიკოლოზი, რომ ნელ-ნელა ეჩვეოდა ბავშვი ახალ გარემოს, ნელ-ნელა ავიწყდებოდა მშობლების სახე. უფრო და უფრო იშვიათად კითხულობდა მინდიას, თითქმის აღარ ახსენებდა სალომეს. ეშინოდა მამაოს, რომ ერთ დღესაც სულ წაშლიდა მშობლების ხატებას მეხსიერებიდან. ხშირად უამბობდა მათზე, ხშირად უყვებოდა, მაგრამ ბავშვური გონება მის მონათხრობს ნელ-ნელა ძილის წინ მოყოლილი ზღაპრის გმირების სახეებს აძლევდა. მინდია ხან დევებთან მებრძოლი ხუთკუნჭულა იყო, ხან - ასფურცელა, ხან - ამირანი. სალომე? სალომეს დედა ღვთისშობელს ადარებდა პატარა. ღრმად ჩაიბეჭდა, რომ დედა მუდამ მასთან იყო, ციდან უმზერდა, ლოცვისას ეფერებოდა. იცოდა, მშობლები უნდა ჰყვარებოდა, მონატრებოდა, მაგრამ... მათი სახება თანდათან უფერულდებოდა, იცრიცებოდა, მიუხედავად ნიკოლოზის სურვილისა ბავშვი მაინც ივიწყებდა. მამაომ ჩაანაცვლა დაკარგული ოჯახი, მასთან შეივსო ობლობის სიცარიელე. ფიქრიც კი არ უნდოდა მოძღვარს, რომ ადრე თუ გვიან ბავშვის გაშვება მოუწევდა. თუმცა მიუხედავად სურვილისა, კარგად ხვდებოდა ნიკოლოზი, რომ ბავშვს მონასტერში დიდხანს ვერ დაიტოვებდა. მინიმალური ეჭვიც კი არ უნდა გასჩენოდათ, მის წარმომავლობასთან დაკავშირებით. ბავშვი დღითი - დღე უფრო და უფრო ემსგავსებოდა მამას. ვიღაც აუცილებლად ამოიცნობდა თორნიკეს თვალებში ასახულ არაბულების მზერას. საკუთარ ეჭვებს ვასიკო და ბექაც ხშირად უდასტურებდნენ. - მისი აქ ყოფნა არ შეიძლება, ნელ-ნელა უყვარდები, რაც უფრო შეგეჩვევა, დაშორებაც მეტად გაუძნელდება. ბავშვს ნორმალური ოჯახი უნდა მოვუძებნოთ. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაშვილოთ! - უკვე მერამდენედ ეუბნებოდა ძმა. - გაგიჟდი? მინდიას ვაჟს უცხო ოჯახში არ გავუშვებ. ბავშვზე პასუხისმგებელი ვარ. უნდა ვიცოდე, უნდა ვხედავდე... - ოთახში ნერვიულად სცემდა ბოლთას მამაო. - მინდია ჩემთვისაც იგივე იყო, რაც შენთვის, არც მე მიყვარდა ნაკლებად. მაშინ მე წავიყვან თბილისში მის ვაჟს, ჩემთან მეყოლება, როგორც საკუთარს ისე გავზრდი! ზუსტად იცოდა ნიკოლოზმა, რომ ვასიკო არ ტყუოდა, არც მასზე ნაკლებად შეიყვარებდა თორნიკეს, არც მასზე ნაკლებად მოუვლიდა, მაგრამ მაინც არ ემეტებოდა, ვერ თმობდა, რაღაც გაურკვევლის ეშინოდა. - შენთან ყოფნითაც იგივე საფრთხზე ემუქრება, რაც მონასტერში ყოფნით. გიგაურებს მაინც საეჭვოდ მოეჩვენებათ ჩვენს ოჯახში უცნობი ბაშვის გამოჩენა. - გიგაურები!- კბილების კრაჭუნით გაიმეორა ესოდენ საძულველი გვარი ვასიკომ - ადრე თუ გვიან მაინც ვისისხლებ!... - ღმერთს ნუ სცოდავ! - შეუბღვირა მამაომ - ეს ჩვენ გვეჩქარება, თორემ ღვთის სასჯელს ვერავინ გაჰქცევია და ვერც ისინი გაექცევიან! - იქნებ სანატრელიც კი გაუხდეთ ციხეში ჯდომა!... - სიმწრისგან მომუშტული ხელი კელიის კედელს მოუღერა ვასიკომ. - ეგ როდის იქნება კაცმა არ იცის, ჩვენ კი ბავშვზე გვაქვს საფიქრალი, თუ არ გააშვილებთ, თავშესაფარში მაინც უნდა გაგზავნოთ, ბავშვი გაიზრდება, ასე ცივილიზაციას მოწყვეტილი ვერ იქნება, სწავლა სჭირდება, საბავშვო ბაღი, სკოლა! - საუბარში ჩაერია ბექაც. უნდოდა თუ არა, იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ბექა მართალი იყო. - მოვკვდები და ვერ შეველევი! თუმცა, ბიჭის ელენესადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ ჭკვიანურიც იქნება ისიც დედაოებთან, თავშესაფარში გავგზავნოთ, ბავშვები ერთად მაინც იქნებიან და არც ახალ გარემოსთან შეგუება გაუჭირდება. მამაოსთვისაც ბევრად იოლი იქნებოდა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიექცია ყურადღება ბავშვებისთვის. განა რა იქნებოდა საეჭვო, თუ წინამძღოლი მისივე აღსაზღდელებზე იზრუნებდა?! მათმა მოლოდინმა გაამართლა, თავშესაფარში წასვლა სულაც არ გაუპროტესტებია თორნიკეს, პირიქით, სიხარულის კიჟინაც კი აღმოხდა, როცა უთხრეს, რომ ელენესთან ერთად უნდა ეცხოვრა. დედაოები როგორც კი დაპირდნენ, რომ ყოველ შაბათ-კვირას ელენეს მსგავსად თავადაც მონასტერში ივლიდა სტუმრად, კუნტრუშ - კუნტრუშით გაჰყვა ქალებს. გასცქეროდა გზაზე მიმავალ პატარას ნიკოლოზი და ნაწილობრივ სწყინდა კიდეც, თითქოს არ ელოდა, თუ ასე მარტივად მიატოვებდა, ასე მარტივად თუ დასთმობდა. ეჭვიანობდა კიდეც იმ ერთი ციდა გოგონაზე, რომლიც სიყვარულმაც მამაოსადმი არსებული გრძნობაც გადაწონა. უნდოდა თუ არ უნდოდა, უნდა ეღიარებინა, რომ პატარა თორნიკეს სამყარო ელენეთი იწყებოდა, სადაც იყო მისი ენე-ნე, იქვე უნდოდა თავადაც ყოფნა. მეშვიდე თავი დრო იმაზე ნელა გადიოდა ვიდრე თქვენ ფიქრობთ, სამწუხაროდ თავშესაფარში მყოფ ბავშვთა რაოდენობა დღითი - დღე იზრდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მამა ნიკოლოზი ცდილობდა პატარებისთვის ღირსეული ოჯახები სწრაფად მოეძებნა, ბავშვები მშობლებისთვის ჩაებარებინა, მათი რაოდენობა მაინც მატულობდა. სულ რაღაც ორიოდ წელში იქ მყოფთა ნუსხა ორმოცს ასცდა. მათ შორის იყვნენ ელენე და თორნიკეც. დედაოები სიყვარულსა და მზრუნველობას არ აკლებდნენ პატარებს. თუმცა მაინც ემჩნეოდათ ბავშვებს თავისებური დაღი, სევდა, რომელიც მათი თვალების მუდმივ ბინადრად ქცეულიყო. იზრდებოდნენ ლოცვითა და ღვთის შეწევნით, დედაოები უკვე ვეღარ აუდიოდნენ საქმეს, ბერებიც ხშირად მიდიოდნენ თავშესაფარში. ნიკოლოზი იცნობდა თითოეულ პატარას, ზეპირად იცოდა მათი ტკივილის, პატარა ბავშვური განცდების შესახებ, მაგრამ იყო კი მათი სადარდებელი ბავშვური?! თავშესაფრის ეზოში ერთი დიდი ტაბლა ჰქონდათ მამაოსთვის. ჩამოჯდებოდა მოძღვარი და წიწილებივით შემოესეოდნენ პატარებიც. ყველაზე უფროსი ალბათ ასე ათ წლამდე იქნებოდა, ყველაზე პატარა - თვეების. ასწავლიდნენ სიყვარულს და ყველაზე მთავარს, ერთმანეთის გატანას. დღესასწაულების დროს ლოცვისას გვერდს აუცილებლად უმშვენებდნენ მისი აღსაზრდელები, სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივდებოდნენ პატარა სტიქაროსნები, მოცუცქნულ ხელებში ეჭირათ ანთებული სანთლები და ჩუმად ლოცულობდნენ. ზედმეტად უგულო და ცივი უნდა ყოფილიყავი, მათი სილამაზით აღტაცება რომ არ გამოგეხატა. ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, სად სწავლობდნენ? მათთვის სკოლაში სიარული მართლაც რომ დიდი პრობლემას წარმოადგენდა, ისედაც დაცლილ სოფელში სკოლა კი არა, პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტიც არ არსებობდა. უახლოეს სკოლამდე მისასვლელად რაიონში ჩასვლა იყო საჭირო, რაიონამდე კი ფეხით ყველაზე ცოტა ორმოცდახუთი წუთი მაინც უნდა ევლოთ. მოგეხსენებათ მთაში ადრე ზამთრდება, რასაც ნადირის სოფლებისკენ დაძვრაც მოჰყვებოდა. მართალია მოსახლეობას იშვიათად ერჩოდნენ, მათი თავდასხმის მსხვერპლნი ძირითადად შინაური ცხოველები ხდებოდნენ, მაგრამ ზამთარში თანმხლებთა გარეშე ბავშვებისთვის ფეხით სიარული მაინც სახიფათო იყო. ბავშვების სკოლაში სასიარულოდ მაღალი გამავლობის ავტომობილი ჭირდებოდათ. შესაბამისად მონასტერში არსებული ერთად-ერთი ავტომობილიც თავშესაფარში გაგზავნა წინამძღოლმა, რომელსაც ხან მონასტერში დაარბენინებდნენ, ხან - სკოლაში, ხან რეანიმობილადაც იყენებდნენ და რომელიმე პატარას მიარბენინებდნენ ექიმთან. სამწუხაროდ, ავტომობილი გამართულობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა, ახლის შესაძენად კი თანხა არ ჰყოფნიდათ. ერთი ავტომობილი აშკარად არ ყოფნიდათ, მიუხედავად მამაოს დიდი მონდომებისა, მაინც უწევდათ ბავშვებს სკოლის გაცდენა. ხშირი გაცდენების გამო სასწავლო პროგრამასაც ჩამორჩებოდნენ პატარები. კარგად ხვდებოდა ნიკოლოზი, რომ ამდენი გაცდენა ბავშვებზე უარყოფითად მოქმედებდა, მაგრამ რა ექნა?! მათ განათლებაზე ისევ მამაოები ზრუნავდნენ, ისინი ამეცადინებდნენ და ეხმარებოდნენ ჩამორჩენილი მასალის დაძლევაში. ასე წვალებ-წვალებით, ცუდად თუ კარგად, როგორღაც, ხან დადიოდნენ ბავშვები სკოლაში, ხან - ვერა, მათ შორის იყო პირველ კლასელი თორნიკეც. პატარა ელენე თავშესაფარში დედაოებთან ერთად ელოდა, როდის დაბრუნდებოდნენ ბავშვები, ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, ყველაზე მეტად ვისი დაბრუნება სურდა გოგონას. ერთად ერთი სიტყვა, რომელიც ქართული ლექსიკონიდან ელენეს შეეფერებოდა, მეტიჩარა გახლდათ. ღია ჩალისფერი, მოოქროსფრო თმა მხრებზე კულულებად ეყარა, ენანებოდათ დედაოებს მისი დალალები შესაჭრელად. თითქოს ხვდებოდა კიდეც მისი თმის განსხვავებულობას, მუდამ გაშლილი თმებით დაცანცარებდა თანატოლებს შორის. უცნობებიც კი გამოარჩევდნენ ეზოში მოთამაშე ბავშვებისგან, იმიტომ კი არა, რომ ზედმეტად ლამაზი იყო, თუმცა ამასაც ვერ დაუკარგავდით, მისი ნათელი ღიმილით სავსე სახე იპყრობდა მათ ყურადღებას. ეს იყო ბავშვი, რომელიც მიუხედავად მისი სიცელქისა, მხოლოდ პოზიტივს აფრქვევდა, რთული იყო მისი წყენინება. ალბათ, ამიტომაც უყვარდა თორნიკესაც ყველასგან გამორჩეულად, ანებივრებდა, პატრონობდა. გოგონაც თითქოს იფერებდა ყურადღებას. მუდამ იცოდა, რაც არ უნდა დაეშავებინა, ბიჭი აპატიებდა, დაუმთმობდა. თორნიკე? როგორც უკვე აღვნიშნე სკოლაში დადიოდა. პირველი კლასის მოსწავლე მისი სიდინჯით გამოირჩეოდა. წაბლისფერი თმა გაშავებოდა, მუქი ლურჯი თვალები თმის ფონზე კიდევ უფრო ჩამუქებოდა. იშვიათად იღიმოდა, იშვიათად იცინოდა, მხოლოდ ელენესთან, მხოლოდ მასთან ხსნიდა შუბლს, პირველივე ნახვის დღიდან ბავშვი მისი სუსტი წერტილი იყო და დღემდე ასეც რჩებოდა. სახელს ჩვეულებისამებრ ისევ უმახინჯენდა და ენე-ნეს ეძახდა. ეგ კი არა, ბიჭუნას მიერ შერქმეული თიკუნი აიტაცეს თავშესაფარშიც, დიდიან - პატარიანად ელენეს ენე-ნეს, ან კიდევ უფრო მოკლედ, ენეს ეძახდნენ. რა თქმა უნდა დანარჩენი მეგობრებისგან გოგონაც განსაკუთრებით გამოარჩევდა. ყოველივე საუკეთესო მხოლოდ თორნიკესთვის ემეტებოდა. არ არსებობდა ვინმეს ტკბილეული მიეცა და ვაჟისთვის არ გაენაწილებინა, მისთვის არ შეენახა. ერთად-ერთი რაზეც ვერ რიგდებოდნენ, მამა ნიკოლოზის სიყვარული იყო, მის გულში ადგილს ვერა და ვერ იყოფდნენ. ზუსტად იცოდნენ მისი თავშესაფარში მისვლის დრო. კარებში ატუზულები ელოდნენ ხოლმე ორივე. როგორ ძლიერადაც არ უნდა სდომოდა ნიკოლოზთან პირველად ჩახუტება ვაჟს, მამაოსთან მირბენას მაინც გოგონა ასწრებდა, ნიკოლოზიც აიტაცებდა სიფრიფანა არსებას, ბავშვი მისი წვრილი ხელებით კისერზე შემოეხვეოდა, თბილ თვალებს შეანათებდა და ნიკოლოზის დაღლაც ქრებოდა. კმაყოფილი, ზედმეტად ნიშნისმოგებითაც კი გადახედავდა ხოლმე იქვე მდგომ ვაჟს, რომელსაც მისი ეშმაკობის გამო თვალები ცრემლებით ევსებოდა. მიუხედავად მის მიმართ არსებული უზომო სიყვარულისა, ამ დროს მთელი გულით უნდოდა ელენესთვის რამე ეტკინა, თუნდაც გაწეწილი თმებით კარგად მოეჩეჩა. - ერთხელაც იქნება და მაგრად გცემ! - ვინ იცის მერამდენედ ემუქრებოდა, თუმცა თავდაც იცოდა, რომ მუქარას ვერასოდეს შეასრულებდა. აფერისტი იყო ელენე, დიახ, აფერისტი. - ლა იყო, თოლნიკე?! - ძალით იჩლიფავდა ენას - ღოლი კი ალ ვალ, შენც მოგეფელება მამა ნიკოლოზი! - სხარტი მოძრაობით დაუსხლტებოდა მამაოს მკლავებიდან და ასპარეზს ვაჟს უთმობდა. დაბღვერილს მთელი გულით გაუღიმებდა ნიკოლოზი, ძლიერად ჩაიხუტებდა და წუთის წინანდელი წყენაც ავიწყდებოდა ვაჟს. სხვა დროს იქნებ დაეშალა კიდევაც ქიშპობა, მაგრამ ამ შემთხვევაში სასაცილოდაც არ ყოფნიდა მოძღვარს მათი დაპირისპირება, პირიქით უხაროდა კიდეც ბავშვებს ასე ძალიან რომ უყვარდათ. ხშირად უფიქრია ნიკოლოზს, როგორი შეგრძნება შეიძლება ყოფილიყო შვილის სიყვარული, იქნებ ცდებოდა კიდეც, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ღვიძლს შვილებსაც ვერ შეიყვარებდა ამ პატარებზე მეტად. ზოგჯერ ამის გამო თავს სხვა ბავშვების წინაშე დამნაშავედაც გრძნობდა, ცდილობდა მათ მიმართ ყურადღება ზედმეტად არ გამოეხატა, თუმცა ამას რამდენად ახერხებდა ვერ გეტყვით. ემოციების მოთოკვა ყოველთვის მარტივი არ იყო, განსაკუთრებით ელენესთან. იმ დღესაც შემოდგომის თბილი დღე იყო, მზის სითბოს დახამებული ბავშვები ეზოში გამოშლილიყვნენ და დახუჭობანას თამაშობდნენ. სწორედ ამ დროს თავშსაფრის ალაყაფს მოზრდილი ჯიპი მოადგა. ხმაურით გადმოლადგნენ ავტომობილიდან მგზავრები. თვალებთან ხელი მიიტანა და ისე დააკვირდა შესულებს დედა თამარი. სტუმრები როგორც კი იცნო, სახე ღიმილით გაებადრა და სწრაფი ნაბიჯით შეეგება ეზოში შემოსულებს. მამა ნიკოლოზთან ერთად ეზოში სპორტულად ჩაცმული ქალ-ვაჟი მოაბიჯებდა. გოგონას აშკარად უჭირდა უსწორ-მასწორო გზაზე სიარული და წონასწორობის შესანარჩუნებლად მაღალ, თხელ, ქერა მამაკაცს ეყრდნობოდა. საშუალო სიმაღლის ქალიშვილს ტალღოვანი წაბლისფერი თმა მხრებზე ჩამოშლოდა. თამარის დანახვისთანავე დაავიწყდა სიარული რომ უჭირდა, ხელი გაუშვა თანმხლებს და ჩქარი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გაიქცა დედაოსკენ. - თეკლე, ჩემო გოგო! - თამარი ისე თბილად ჩაეხუტა, ისე მოეფერა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ თავშესაფარში სასურველი სტუმარად ითვლებოდა. - როგორ მომენატრეთ! როგორ მიხარია ისევ რომ გხედავთ! - ემოციებს ვერ მალავდა სტუმარი, სიხარულის ცრემლებს იწმენდდა თვალებიდან. - აღიარეთ, დედაო, ხომ არ გველოდით?! - ღიმილით შესცქეროდა ქერა მამაკაცი ერთმანეთს ჩახუტებულ ქალებს. - ამდენი ტყუილების შემდეგ, მეც კი აღარ მჯეროდა თუ ჩამოხვიდოდით! - მსუბუქად უსაყვედურა მამა ნიკოლოზმა. - ჩემი ბრალი არაა. აკა მის გამოგონებას ვერ შეელია! - პატარა ბავშვივით იმართლა თავი ახალგაზრდა ქალმა. - გამიკვირდებოდა დამნაშავე შენ რომ ყოფილიყავი! - თვალი ჩაუკრა იმ წუთას ეზოში შემოსულმა ვასიკომ გოგონას. - შენ წარმოიდგინე, ამ შემთხვევაში მართალს ამბობს! თუმცა როგორც იქნა დავასრულეთ პროექტი, მხოლოდ მცირე დეტალები დაგვრჩა და მალე გამოუშვებენ კიდევაც გაყიდვაში... - სახელი რა დაარქვით? - ეეე, ეგ რა კითხვაა?! რა თქმა უნდა „წითელი ავაზა“! - ეს სიტყვები ისეთი ტონით წარმოსთქვა, აშკარად ამაყობდა თეკლე. - წითელი ავაზა?!... - რამდენიმეჯერ სიცილით გაიმეორა მამაომ. - ისევ ბავშვობის ოცნებებს უტრიალებთ? - აფხუკუნდა ვასიკო. - აი მოიყვან შენც ცოლს და გნახავ, თუ არ აუსრულებ ოცნებებს! - განაწყენებულმა გახედა მეგობარს თეკლემ. - იმედია შენს მსგავსად ავტომობილების გამომგონებლობას არ მომთხოვს! - ფხუკუნით გაჰკრა გვერდი აკას ვასიკომ. - მე დავარიგებ და ავტომობილის ნაცვლად რაკეტას მოგთხოვს! - საკუთარი ხუმრობით თავადვე დარჩა კმაყოფილი თეკლე - და, საერთოდაც, მე არაფერი მითხოვია, ეგ საჩუქარი ჩემმა მეუღლემ გამიკეთა! - თქვენ ორს ჩემს მეუღლეს ახლოსაც არ გაგაკარებთ, გადარევთ! - ნიშნის მოგებით დაეჯღანა ვაჟი. - დავიღუპეთ, ესენი კამათს იწყებენ, ჯობს საჩუქრები ამოვალაგოთ! - პატარა ბავშვივით დაჯღანულ მეუღლის დანახვაზე სიცილი ვეღარ შეიკავა აკამ და საჩუქრებისთვის ავტომობილისკენ მიმავალ მამა ნიკოლოზს გაჰყვა. ეზოში შემოსული ვასიკო მაშინვე იცნეს პატარებმაც, თამაში შეწყვიტეს და წიწილებივით გარს შემოეხვივნენ ახმახს. ისიც რიგ-რიგობით ეფერებოდა მოჟივჟივე ბავშვებს. ახმაურებული მეგობრებისგან მოშორებით იდგნენ თორნიკე და ელენე, ვაჟს ადგილზე მცქმუტავი გოგონასთვის ხელი ძლიერად ჩაებღუჯა, ერთი სული ჰქონდათ მამა ნიკოლოზთან მისულიყვნენ, მაგრამ უცნობი სტუმრები თითქოს ბერკეტად ქცეულიყვნენ, კოპებ შეკრულნი მისჩერებოდნენ თბილად მომღიმარ წყვილს პატარებისთვის საჩუქრების დასარიგებლად რომ ემზადებოდნენ. აშკარად არ მოსჩვენებია ბავშვს, უცნობმა ქალმა კითხვის თვალით შეხედა სათამაშოებით დახუნძლულ მოძღვარს, მანაც თითქოს დასტურის ნიშნად ღიმილით თავი დაუქნია და თორნიკეზე ანიშნა. ფრთხილი ნაბიჯით მათი მიმართულებით წამოვიდა წყვილი. ისე მოდიოდნენ თითქოს ეშინოდათ ბავშვები არ დაეფრთხოთ. პატარებთან ჩაიმუხლა თეკლემ. - გამარჯობათ! - მეგობრულად გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად აკამ, თუმცა მისთვის სალამზე პასუხი აზრადაც არ მოსვლია ვაჟს. ინსტიქტურად ელენე უკან დაიყენა, თითქოს გოგონას დაცვას ცდილობდა. მიხვდნენ ქალ-ვაჟი რომ უნებურად ბავშვი შეაშინეს. ალბათ, არ ელოდნენ თორნიკესგან ასეთ რეაქციას, გული ეტკინა თეკლეს. მწვანე, მოცისფრო თვალები ცრემლებით აევსო, თუმცა მაინც მოახერხა ემოციის დაფარვა. ბავშვებთან ჩაიმუხლა. თორნიკეს ზურგს ამოფარებული ელენე ცალი თვალით იჭყიტებოდა. ცნობისმოყვარეობას ვერ სძლია პატარამ. იმდენად ლამაზი იყო უცნობი, რომ გაოცებული თვალებს აფახუნებდა. სულაც არ ეჩვენებოდა საშიშად, არც მისგან დამალვა სურდა. ფრთხილი ნაბიჯით ნელ-ნელა წინ წავიდა ქალისკენ. თბილად უღიმოდა თეკლე. ხმას არ იღებდა, მაგრამ ისე ნაცნობად ეჩვენებოდა, ისე ახლობლად რომ გაშლილ ხელებში თავადვე ჩაეხუტა. - რა საყვარელია, რა ტკბილი! - ცრემლებს ვეღარ იკავებდა თეკლე და ოქროსფერ კულულებზე ეფერებოდა. - საყვარელი კი არა, მოღალატეა, აფერისტი, პატარა აფერისტი! - ღრენით უმზერდა თორნიკე ქალის ხელებში გატრუნულ ელენეს. თუმცა მისი რეაქცია სულაც არ ადარდებდა პატარას. ცალი თვალით მამაოსა და აკას მისჩერებოდა, ბავშვებს საჩუქრებს რომ ურიგებდნენ, როგორც კი მამაკაცის ხელში სასურველი თოჯინა შენიშნა, ამჯერად აკას გაუშვირა ხელები და სათამაშოს მიღების იმედით მასთან გადაინაცვლა. ვაჟის რეაქცია არ გამოჰპარვია თეკლეს. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა. ისევ დაბღვერილი, მტრულად უმზერდა ბავშვი, თუმცა უკან აღარ დაუხევია. გოგონას თვალებში დანახულმა სევდამ მასზეც იმოქმედა, რატომღაც გული ყელში მოებჯინა, თავი ვეღარ შეიკავა და ძლიერად ჩაეხუტა: - ჩვენი ვაჟკაცი, ჩვენი გმირი!... ასე როგორ გევხარ მშობლებს?! - ხმა უთრთოდა ქალს, ხელები უცახცახებდა. სახეზე სისველე იგრძნო თორნიკემ, არ უნდოდა, კარგად იცოდა რომ კაცები არ ტირიან, მაგრამ ქალს მოხვეული მაინც ტიროდა. უფლება რომ ჰქონოდა დიდხანს იქნებოდა ასე ჩახუტებული, თეკლესგან იმხელა სითბოს გრძნობდა, რომ გასაშვებად აღარ ემეტებოდა, მაგრამ განა ელენე რამეს დააცდიდა?! - ნახე თორნიკე, რა მაჩუქეს, ნახე რა ლამაზია! - გოგონას ხალისიანმა ხმამ მალევე მოიყვანა გონს. თვალებთან ბარბის უფრიალებდა ბავშვი. ხელისგულებით მოიწმინდა ცრემლები: - მართლა ლამაზია, შენ გგავს ენე!... - მე?! მართლა მე მგავს? - ამჯერად თეკლესთან გადაამოწმა ვაჟის სიტყვები. - შენ უფრო ლამაზი ხან, თუმცა ცოტა გგავს! - კულულებზე მიეფერა ქალი. - გაიგე? მე უფლო ლამაზი ვარ! - აშკარად გაიპრანჭა მეტიჩარა. - გავიგე ენე-ნე, გაგიგე! - მისი შემხედვარე უკვე იღიმოდა ბიჭი. - შენ რომელი თოჯინა ხარ? .. - ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა პატარა. - ჩვენ თოჯინები არ გვაქვს! - მკაცრად გამოუცხადა ბიჭმა. - რატომ? არ გინდოდა? - ისევ არ ეშვებოდა. თითქოს ახლაღა დააფიქსირა, რომ თორნიკე საჩუქრის გარეშე დარჩა, ვაჟის პასუხს აღარც დაელოდა კივილით გავარდა მამა ნიკოლოზთან: - თორნიკეს საჩუქარი არ მიუღია, თორნიკეს საჩუქარი არ აქვს! - თუმცა როგორც კი დარწმუნდა, რომ სტუმრებს არც თორნიკე გამორჩენიათ და ერთი საკმაოდ მოზრდილი ყუთი მისთვისაც შეენახათ, ისევ მისკენ გამოიქცა: - ჰქონიათ თორნიკე, შენთვისაც ჰქონიათ! აკას არ აცდიდა კოლოფის წამოღებას, თავად ექაჩებოდა ელენე. ძლივს მოჰქონდა, რამდენიმეჯერ წაიბორძიკა კიდეც, თუმცა მისი დაჭერა მოახერხეს და დავარდნისგან იხსნეს. - მომეცი, მე წამოვიღებ! - სიცილს ვერ იკავებდა კაცი. - არა, მე გავახარებ! - მეტიჩარა ხმით პოზიციებს არ თმობდა ბავშვი. ადგილამდე, როგორც იქნა უსაფრთხოდ მივიდნენ და საჩუქარიც ღირსეულად გადაიბარა თორნიკემ. საკუთარი მოქმედებით აშკარად ზედმეტად კმაყოფილი ელე ადგილზე ცქმუტავდა, ინტერესით უმზერდა კოლოფში შეფუთულ ავტომობილს. ცდილობდა სიხარული დაემალა ბავშს, თუმცა ანცად მომღიმარი თვალები მაინც გასცემდა ემოციებს. რამდენიმე წამით ეჭვით უმზერდა აკას, შემდეგ ცდუნებას ვერ გაუძლო, რა თქმა უნდა თავადაც აინტერესებდა რა ჩამოუტანა უცნობმა სტუმარმა, შეფუთულ კოლოფს ფრთხილად მოხსნა ფუთა და გაოცებული მიაჩერდა შიგნით მოთავსებულ ავტომობილს, იქვე იდო დისტანციური მართვის პულტიც. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სადღაც ენახა მსგავსი ავტომობილი, მაგრამ სად?! დაბნეული კითხვით სავსე თვალებით უმზერდა მამა ნიკოლოზს, რომელი სევდანარევი ღიმილით დასჩერებოდა წითელი ფერის, ძველი მოდელი ნივის სათამაშო მაკეტს. მერვე თავი სტუმრები გვიან საღამომდე დარჩნენ თავშესაფარში. თავადაც ჩაერთვნენ ბავშვების თამაშში. იცინეს, ირბინეს, თითქოს მათი ჭკუისანი იყვნენ. სასაცილო სანახავი იყო პატარებს შორის თვალებ ახვეული, მორბენალი ვასიკო. ჩაფიქრებული უმზერდა მამა ნიკოლოზი ახალი სათამაშოს გამოკვლევით დაკავებულ თორნიკეს. ელენიკო ისევ დედოფალას უტრიალებდა. ალბათ, მეათასედ მაინც ჩააცვა, გახადა. გაუშალა თმები, შემდეგ ისევ ჩაუწნა. დიდი პრობლემა გასჩენოდა, ვერა და ვერ ჩამოყალიბდა რომელი ქვედაბოლო უფრო უხდებოდა თოჯინას. პატარა მეტიჩარამ თეკლეც ჩართო თამაშში. ფერადი ნაჭრებისგან რამდენიმე კაბაც გამოაჭრევინა და გამოპრანჭა მისი თოჯინა. - უფ, უფ, ცოტა ჯიუტია ჩემი შვილი, ისევ დათხვრილა! - ანცი ჭინკები უხტოდა თვალებში. - ნეტა, ვის ჰგავს ასეთი ცელქი? - ღიმილს ვერ იკავებდა თეკლე. - ბებიკოს! - მეტიჩარა ხმით გამოუცხადა ელენემ. - ბებიკოს? ბებიკოც ჰყავს?! - რა თქმა უნდა, მე დედა ვარ, შენ კი - ბებიკო... - საკუთარი აღმოჩენით თავადავე დარჩა კმაყოფილი. - ანუ, შენი შვილი მე მგავს? მე ასეთი ფეთხუმი ვარ?! - ელენესგან საგანგებოდ დასვრილ თოჯინის წინსაფარს, თითქოს ნაწყენმა დახედა თეკლემ. - არა, შენ ლამაზი ხარ, ძალია ლამაზი და კეთილი! - ყურებამდე გაეკრიჭა ელე. - როგორი თბილი ხარ! - ემოციები ვერ შეიკავა, გოგონა გულში ჩაიკრა. - ჩემს თოჯინას თეკლეს დავარქმევ, რომ მომენატრები მასთან ვითამაშებ! - მე?.. მე მოგენატრები?! - ცრემლები მოაწვა ქალს. პატარამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. - ამას ვინც კი ეფერება, ყველა ენატრება! - უცებ გაკენწლა იქვე ავტომობილით მორბენალმა თორნიკემ. - შენ? შენ არავინ გენატრება? - ამჯერად პატარა ხევსურს ჩაეკითხა თეკლე. - მე?! არა! - კოპებშეკრულმა, ქვემოდან გამოხედა ბიჭმა. თუმცა თეკლეს დაკვირვებული მზერა იგრძნო თუ არა, თვალი აარიდა. - თორნიკე, აბა დააჭირე! - თითისწვერებზე აიწია და დისტანციური მართვის პულტის ღილაკს ვაჟის ნაცვლად თავად დააჭირა ხელი ელემ. კმაყოფილი აკისკისდა, როცა წითელი ფერის ნივა მასზე მოთავსებული დედოფალასთან ერთად ეზოში გაქანდა. თბილად უმზერდა ავტომობილს დადევნებულ პატარებს ქალი. - აკა და ვასიკო არაბულების ყოფილი სახლისკენ წავიდნენ. დაგიბარეს, თუ ჩამოსვლა მოუნდეს, ნიკოლოზთან ერთად წამოვიდესო!- ღიმილით მიუახალოვდა დედა თამარი. - ყოფილი სახლი?!... - ხმა გაებზარა თეკლეს - იცით, დედაო, ჩვენი პირველი სტუმრობის დროს, აქ, მამა ნიკოლოზის სახლში ვისვენებდით. პაპამისიც მაშინ გავიცანით, ბერდია. აი, იმ, მაღაზიასთან იდგა ხოლმე ჯოხზე დაყრდნობილი, თეთრწვერა მოხუცი. - თითი მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა - მახსოვს, პირველად მინდია რომ ვნახე, გაოცებული მივჩერებოდი, როგორ შეძლო თბილისიდან აქ გადმოსვლა. გიჟდებოდა ხევსურეთზე, საკუთარ კუთხეზე აბოდებდა. მაშინ იმდენი პრობლემა გვქონდა. არადა, თურმე რა ბედნიერები ვყოფილვართ... - ეჰ!... კარგი ბიჭი იყო საცოდავი, კარგი!... - დანანების ნიშნად ხელი ჩაიქნია დედა თამარმა. - თეკლე, თეკლე! - ბავშვებში მორბენალმა ელენემ შორიდანვე შესცინა, ხელი დაუქნია და ისევ ბავშვებთან გაიქცა. - ხომ არ დაგღალეს?! - არა, მათთან დაღლას ვერ ვგრძნობ, არაჩვეულებრივი ბავშვები გყავთ! - ემოციებს ვერ მალავდა თეკლე და თავადაც ხელს უქნევდა ბავშვებს. - განსაკუთრებით ის პატარა მეტიჩარა! - ისევ აკისკისებულ ელენეს გახედა დედაომ. - განსაკუთრებით ის... - სევდა გაერია ხმაში - ვეთამაშებოდი და ვფირობდი, რა იქნებოდა მეც მყოლოდა შვილი, ხომ შეიძლებოდა ამ ბავშვებში ერთი ჩემიც ყოფილიყო, თუნდაც ეს გოგონა. - ალბათ, ესეც ღვთის ნებაა, იმედს ნუ კარგავ!... - დავიღალე, ასე აღარ შემიძლია. ვატყობ, აკასაც უჭირს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიმჩნევთ, ვერ მოვინელეთ, ვერ დავივიწყეთ. ერთ თვემდეც არ იყო ჩემი გოგონა, სულ ციცქნა, უსუსური. დღემდე ვერ დასვეს ზუსტი დიაგნოზი, ვერ დაადგინეს რა დაემართა. ვერ დავივიწყე ის ტკივილი და ალბათ, ვერც დავივიწყებ. ჩემი ხელით ჩავაწვინე სარწეველაში, დავაძინე და... - ხელებს ისე დახედა, თითქოს ისევ იქ ჰყავდა მისი გოგონა. - აკა? აკა რას ფიქრობს? - ცრემლები ვერ შეიკავა თამარმა. - ხმას არ იღებს, ამ საკითხზე საუბარს ორივე ვარიდებთ თავს, მაგრამ ისედაც ხომ ვხედავ? ბავშვს აღარც კი ახსენებს, მაგრამ.... ერთმანეთს არ ვუტყდებოდით, მაგრამ უკან დაბრუნებას ვერ ვბედავდით, ძლივს გადავლახეთ შიში. - ვერ მიგიხვდი, დაბრუნებას რატომ ვერ ბედავდით? - რატომღაც ვფიქრობდი, გერმანიაში რომ ვყოფილიყავი, იქ რომ გამეჩინა, ახლა ჩემი შვილი ცოცხალი მეყოლებოდა. - ფიქრობ, ექიმებმა დააკლეს მცდელობა? - არა, ალბათ არა, მაგრამ ხომ იცი გამწარებული ადამიანი? ხან რას ვაბრალებდი და ხან რას, მთავარი მიზეზის აღიარება კი არ მინდოდა, ცოტა ყურადღებით რომ ვყოფილიყავი, იქნებ გამეგო კიდეც, იქნებ მიმესწრო და მეორე დილას ჩემი შვილი ცოცხალიც მენახა. - თავს იტანჯავ თეკლე, შენი მასთან ყოფნით არაფერი შეიცვლებოდა, ეგ შენც ხომ იცი?! ბავშვს თანდაყოლილი ნაკლი ჰქონდა. ისიც კი არ ეგონათ, თუ ცოცხალი დაიბადებოდა, ერთი თვე სიცოცხლეზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. - თავზე წამოადგა მოსაუბრე ქალებს მამა ნიკოლოზი. - გგონია ექიმებმა ყველაფერი იციან? მათთვის რომ მესმინა, ბავშვი საერთოდ არ უნდა გამეჩინა, შვილზე ჩემითვე უნდა მეთქვა უარი. თანდაყოლილი ნაკლი! - ტკივილით გაიმეორა მისი სიტყვები - თანდაყოლილი, მერე ვისგან დაჰყვა, ვისგან?! რაღა მას? მიზეზი ხომ უნდა ყოფილიყო? - ისე ცხარობდა ქალი, თითქოს ნიკოლოზის ბრალი იყო მისი უბედურება. - თავს იტანჯავ თეკლე და სხვასაც აწამებ. შენი განწყობა აკაზეც ხომ მოქმედებს?! ის მაინც შეიცოდე. იმკურნალებ და ყველაფერი კარგად იქნება! - მის დამშვიდებას ცდილობდა მამაო. - აღარ შემიძლია, ამდენი ექიმებში სიარულიც აღარ შემიძლია. - უსუსურად იქნევდა ქალი ხელებს - თითქოს პირი შეკრეს, ერთხმად იმეორებენ, რომ არაფერი გვჭირს, რომ შვილოსნობისთვის ჩემი ორგანიზმი მზადაა. მაგრამ ფაქტია, რომ არც ორსულად ვრჩები. თითქოს ჩიხში ვართ, გამოსავალს ვეღარ ვხედავ. - ჩაიციკლე, ბავშვის ყოლა აჩემებად გექცა. უბრალოდ აღარ უნდა იფიქრო. - აღარ? განა შეიძლება შვილზე არ ფიქრობდე? - ხმა აუკანკალდა, ცოტაც და ატირდებოდა, თუმცა თავის შეკავება მაინც შეძლო. - ღმერთი იმაზე მეტს არ მოგივლენს!... - თბილად ჩაიკრა აცახცახებული მეგობარი გულში. - უკვე მომივლინა, ნიკოლოზ, უკვე მომივლინა!... -ასე ჩახუტებულს გული უფრო მეტად აუჩუყდა, ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა. - არ მოგივლენს, არა... - თავზე კოცნიდა გოგონას მამაო - ძლიერი ხარ თეკლე, ყოჩაღი, ბევრისთვის სამაგალითო. უფლება არ გაქვს დანებდე. აკას გამო მაინც... - არ ვიცი, უკვე აღარაფერი ვიცი... აკამ ბავშვის აყვანაც კი შემომთავაზა. ცივი უარი ვთქვი, თუმცა შენი პატარების შემხედვარე, ვფიქრობ, ცუდი აზრი არ უნდა იყოს. - თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა თეკლემ. - იქნებ მართლაც გეფიქრათ მაგ საკითხზე? მეტი მადლი რა გინდა? ამ ბავშვებისთვის მშობლის სითბო ყველაზე დიდი საჩუქარია. - ნიკოლოზს აჰყვა დედა თამარიც. - არ ვიცი, მეშინია. რომ ვერ შევძლო? რომ ვერ შემიყვაროს? მე ხომ საკუთარ შვილსაც ვერ მივხედე, ვერ მოვუფრთხილდი... - თავს ნუ იტანჯავ. წარსულზე ფიქრს თუ არ მოეშვები, ცხოვრებას გაიმწარებ. წამოდი ბავშვებთან, აშკარად ბევრად ხალისიანი იყავი მათთან თამაშის დროს! - ისევ პატარებისკენ უბიძგა მამაომ. თორნიკეს ავტომობილი ამოებრუნებინა და ყურადღებით, ისევ შუბლშეკრული აკვირდებოდა. - ასე თქვა, ამ მანქანით აღარ ვითამაშებო! - უცებ ჩაურაკრაკა იქვე მდგომმა ელენემ. - რატომ, გაფუჭდა? - ავტომობილი ხელიდან გამოართვა და დაათვალიერა მამაო, თუმცა ხარვეზი ვერ შენიშნა. - არა, ხეს დაეჯახა და... - ხმა უთრთოდა ბიჭს. - და?!.. - ყურადღებით ჩაეკითხა თეკლე. ბავშვი რამდენიმე წუთს თვალებში უმზერდა, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა, თვალები ცრემლებით აევსო. ნიკაპი აუკანკალდა, ავტომობილი მამაოს ხელიდან გამოგლიჯა და შენობისკენ გაიქცა. - თორნიკე, თორნიკე! - უკან მიჰყვა ნიკოლოზიც თავშესაფარში შევარდნილ ბავშვს. - ისევ იტილებს! - თავადაც ცრემლებით აევსო თვალები ელეს - ისევ დედიკო მოენატლება... - შეუძლებელია, ის დღე ახსოვს?! - ტანში გასცრა თეკლეს მკვლელობის გახსენებაზე. - არ ვიცი, როგორ არ ვეცადეთ, როგორ არ მივუდექი, მაგრამ მაგ საკითხზე არ საუბრობს. საკმაოდ რთული ბავშვია. თუმცა მისი ქცევით თუ ვიმსჯელებთ, მგონი მართლა ახსოვს. - სულ რაღაც ორი წლის იყო!.. - ყურებს არ უჯერებდა თეკლე. - ჩვენც გვიკვირს, თუმცა ფაქტია, გარკვეული ფრაგმენტები მაინც შემოინახა გონებამ. - ვერაფრით დავაწყნარე. - შეწუხებული გამოვიდა მამა ნიკოლოზი. - არაუშავს, ცოტას იტირებს და დამშვიდდება! - დედა თამარისგან ეს სიტყვები ცოტა არ იყოს ზედმეტად ცივად, სასტიკადაც კი ჟღერდა. გაოცებულ თეკლეს დიდხანს ფიქრი არც დასცალდა, ეზოში აკა და ვასიკო შემოვიდნენ. - რამე მოხდა? - თორნიკეს ისევ დედიკო და მამიკო გაახსენდა! - უცებ ჩამოარაკრაკა ელენიკომ. - იქნებ ვცადოთ ბავშვის დამშვიდება?! - მათ პასუხს აღარც დაელოდა, თეკლე თავადაც შენობაში შევიდა. თავშესაფარი რამდენიმე მცირე ზომის საძინებლისგან შედგებოდა. თითოეულში სამ-სამი ორსართულიანი რკინის ლოგინი დაედგათ. იქვე ედგათ პატარებს სამეცადინო მაგიდებიც. მისაღები ოთახი სასადილოდ გადაეკეთებინათ. ცარიელ შენობაში ექოდ ისმოდა თორნიკეს სლუკუნი. ბავშვის ხმას მიჰყვა თეკლე. მისი ოთახის კუთხეში ჩამჯდარს, თავი მუხლებში ჩაემალა, სუსტი მხრები უცახცახებდა ტირილისგან. გული შეეკუმშა თეკლეს ბავშვის დანახვაზე. მასთან ჩაიმუხლა. - თორნიკე! - არ უნდოდა, მაგრამ მღელვარებისგან ხმა მაინც გაებზარა. ხუჭუჭა თმებზე ოდნავ შეეხო. ბიჭუნა კიდევ უფრო მოიბუზა, კუთხეში მოიკუნტა. - ჩემი არ მოგერიდოს, თუ ტირილი გინდა - იტირე, თუ ყვირილი გინდა - იყვირე. უბრალოდ, შენთან ვიქნები, არ შეგაწუხებ, უბრალოდ ვიქნები... - ხმა უთრთოდა თეკლესაც. - მე, მე... - ცრემლები მუშტებით მოიწმინდა ბავშვმა - კაცები არ ტირიან, ბიჭებმა არ უნდა იტირონ!... - კბილების კრაჭუნით, გაბრაზებულმა გამოუცხადა. - მომისმინე, თორნიკე. იქნებ ზუსტად ვერც გითხრა, იქნებ ვერც გამიგო, იქნებ გამიბრაზდე კიდეც, მაგრამ მეც მენატრება ჩემი შვილი, მეც ვტირი ხოლმე ჩუმად ჩემს ოთახში ისე, რომ აკა ბიძიამ არ გაიგოს, თუმცა ის მაინც ხვდება, ისევე როგორ მამა ნიკოლოზი ხვდება შენს ტკივილს. ჩვენ ყველას გვენატრება შენი დედიკო და მამიკო, ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარდა ისინი... - შენც გენატრება? ჩემი დედიკო შენც გენატრება? - ბავშვის სევდიანი თვალები თითქოს წამიერად იმედის სხივით განათდა, თითქოს მისი ტკივილის მოზიარე ნახა თეკლეს სახით. - ჩემო პატარავ, ნეტაც იცოდე, როგორ ძლიერად უყვარდი მათ, ნეტავ იცოდე, როგორ გელოდნენ, როგორ გელოდით ჩვენც! - გრძნობებს თავადაც გასაქანი მისცა ქალმა. - მაშინ რატომ დამტოვეს, რატომ წავიდნენ? - მათ არ დაგტოვეს. უბრალოდ... - აირია თეკლე, ვერ მიხვდა, როგორ აეხსნა გარდაცვალების მიზეზი ბავშვისთვის. - ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ეწყობა ჩვენ რომ გვინდა. ზოგჯერ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს წასვლაც უწევთ. - მხსნელად აკა მოევლინა ქალს. - მამაშენი ცაში წავიდა ანგელოზებთან, იქიდან გიმზერს და შენთვის ლოცულობს, რომ ძლიერი და სასახელო ბიჭი გაიზარდო... - მეგობრებს ახსნაში მოძღვარიც დაეხმარა. - რომ არ წასულიყო არ შეეძლო? - ამჯერად ნიკოლოზს მიმართა მან. - სამწუხაროდ, არა. - ბავშვის მზერას ვერ გაუძლო და თვალი აარიდა მამაომ. - მომისმინე თოკო, ადრე თუ გვიან, ჩვენ ყველანი შევხვდებით მათ, ისევ ვნახავთ, ისევ ერთად ვიქნებით, მაგრამ მაგ ეტაპამდე დიდი დროა. დედიკო და მამიკო ზემოდან გიყურებენ, დაგიცავენ. აქ კი - ჩვენ ვიქნებით შენთან. - არ დამტოვებთ? - ჩვენ?! რომც მოვინდომებთ, ვერ დაგტოვებთ! - თბილად უღიმოდა თეკლე. - ჩემ დედიკოსაც ცისფერი თვალები ჰქონდა! - მოულოდნელად ადგილიდან მოწყდა და თეკლეს ყელზე მოეხვია თორნიკე - არ დამტოვო, აღარ დამტოვო! - ისევ სლუკუნებდა ბავშვი. თორნიკესგან ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ელოდნენ. ისე ძლიერად ეხუტებოდა თეკლეს, თითქოს ეშინოდა ისიც არ დაეკარგა. - არ მიგატოვებ, ვერ მიგატოვებ, გულითაც რომ მოვინდომო, ვეღარ მიგატოვებ, უკვე ვეღარ!... - ხელები უცახცახებდა ქალს. გაოცებული უმზერდა ნიკოლოზი თეკლესთან ჩახუტებულ ბავშვს. დღემდე სასტიკი წინააღმდეგი იყო, თორნიკეს გაშვილების, მაგრამ მათი შემხედვარე ზუსტად ხვდებოდა, რომ თუ ბავშვის წაყვანის სურვილი ექნებოდა თეკლეს უარს ვერ ეტყოდა. მეცხრე თავი გვიან ღამით სტუმრების თანხლებით დაბრუნდა მამა ნიკოლოზი მონასტერში. თორნიკეს რეაქციით შეძრულნი, ისევ ბავშვის შვილად აყვანის საკითხს განიხილავდნენ. მიუხედავად ყოყმანისა, მამაოც კი აღიარებდა, რომ პატარას არაბულების ბუდესთან ასე ახლოს ყოფნა ნამდვილად სარისკო იყო. მათი საიდუმლო ვინმეს რომც არ გაეთქვა, არსებობდა რისკი, რომ თავად ბავშვსვე გაემჟღავნებინა მისი ვინაობა. აი, ამას კი ვერაფრით დაუშვებდა. იმის წარმოდგენაზეც კი, რომ გიგაურების შემდეგი სამიზნე შეიძლება ის გამხდარიყო, ტანში სცრიდა. მართალია გულს არ უნდოდა, მაგრამ გონება ხმამაღლა უხმობდა: - ბავშვი ხეობისთვის მოეშორებინა. იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწევდა. ამ შემთხვევაში კი თავად თორნიკემ გააკეთა არჩევანი, მანვე მიიღო თეკლა მშობლად. აქამდე თუ იმას შიშობდა, რომ გაშვილებით პატარას დაკარგავდა, ამის რისკიც საბოლოოს გაქრა. ბიჭუნა ღვიძლი მშობლების სამეგობროში დარჩებოდა, ისევ მათი ნებიერა იქნებოდა, თუმცა ამჯერად დაბადების მოწმობაში თორნიკე არაბულის ნაცვლად თორნიკე ქართველიშვილს მიუთითებდნენ, გვარს, რომელიც აკამ გიგინეიშვილის ნაცვლად გერმანიაში წასვლის შემდეგ ფსევდონიმად აიღო. ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილება, ბავშვის სიცოცხლის ას პროცენტიანი გარანტად იქცეოდა. ისევ ეტკინა, ისევ ჩაწყდა გული. კარგად იაზრებდა, რომ ბავშვს თეკლე და აკა, მასზე მეტად თუ არა, ნაკლებად ნამდვილად არ შეიყვარებდნენ, მაგრამ მაინც ყოყმანობდა, მაინც არ ეთმობოდა. ეგოისტობდა? ალბათ. - დაგვიჯერე, ასე სჯობს! - თითქოს მიუხვდა ვასიკო ფიქრებს. მხარზე ოდნავ მოუჭირა ხელი. - ოცნების კოშკების აგებას არ დაგიწყებთ, მაგრამ შენც იცი, მისთვის კარგი მომავლის შეთავაზება შეგვიძლია. არ ვეცდებით მშობლები შევუცვალოთ, უბრალოდ გვეყვარება, ისევე ძლიერ როგორც საკუთარს შევიყვარებდით. იცოდა ნიკოლოზმა, მეგობარი არ ატყუებდა. ისედაც ხომ უნდოდათ პატარა თორნიკეს აღზრდაში წვლილის შეტანა?!. განა მამაოს თავად არ უნდოდა თორნიკე არაბული გარდაცვლილად ჩაეთვალათ?! ბავშვს თავშესაფრიდან წაიყვანდნენ, არაბულის ნაცვლად თორნიკე ქართველიშვილად მოევლინებოდა სამყაროს. - თორნიკე ქართველიშვილი! - რამდენიმეჯერ გაიმეორა ხმამაღლა. ტკივილმა ერთხელ კიდევ გაკვეთა მკერდი, ერთხელ კიდევ გაიარა. - მოვა დრო და იამაყებ პატარა ქართველიშვილით. სიმართლეს არ დავუმალავთ. ეცოდინება საკუთარი წარმომავლობის შესახებ. თუ მოინდომებს, საკუთარ კუთხეში დაბრუნებასაც შეძლებს... - თეკლეს წკრიალა ხმა მალამოდ მოედო ნიკოლოზს. - იქნებ დაბრუნდეს კიდეც! - ყრუდ ჩაილაპარაკა მან. - მთავარია ბედნიერი იყოს და თუ არ დაბრუნდება, არც მაგაზე ვიდარდებთ! - უდარდელი ხმით გამოაცხადა ვასიკომ. - ეგეც მართალია! -როგორც იქნა შუბლი გახსნა მოძღვარმა - რაც ხდება, ყველაფერი ჩვენსდა სასიკეთოდ. ალბათ, მართლა ასე სჯობს. ვასიკო მეორე დღესვე დაბრუნდა თბილისში. აი, აკა და თეკლე კი კვირაზე მეტ ხანს დარჩნენ მონასტერში. ყოველ დღე მიდიოდნენ თავშესაფარში. დღითი - დღე, უფრო და უფრო უშინაურდებოდნენ პატარები. ამჯერად მათ ელოდნენ კარებში ატუზული ელენე და თორნიკე. თეკლესთან ჩახუტების გამო ებუტებოდნენ ერთმანეთს, როგორც იქნა დაკარგული ღიმილი დაიბრუნა ქალმა. ორივეს ერთდროულად ხვევდა ხელებს, ორივეს სურნელს ისუნთქავდა და მეხსიერებაში ღრმად იბეჭდავდა. უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, თორნიკე არაბული კვირის ბოლოს მათ მიჰყვებოდა, მაგრამ ელენე? ნიკოლოზთან საუბარში გაუბედავად ახსენა კიდეც, იქნებ ელენეც გამაყოლო, მასაც ვიშვილებო, მაგრამ მამაოსგან ისეთი ცივი უარი მიიღო, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედა. წასვლას ახსენებდნენ, თუ არა ელენეს ცრემლებით ევსებოდა თვალები. ბავშვს ძლიერად იხუტებდა თეკლე და ცდილობდა არ ეფიქრა მოსალოდნელ განშორებაზე, გოგონას შვილად აყვანაზე სულ უფრო მეტად ფიქრობდა ქალი. მით უმეტეს, რომ ნათლად ხედავდა, თავშესაფრიდან წასვლის პერიოდის მოახლოვებასთან ერთად, თორნიკეც ნელ-ნელა იღრუბლებოდა. პატარა მეტიჩარასთან მოსალოდნელ განშორებას აშკარად ისიც განიცდიდა. ბოლოს ვეღარ მოითმინა, დახმარება ისევ მეუღლეს სთხოვა. - გთხოვ, დაელაპარაკე, შენც შეეხვეწე ნიკოლოზს, თორნიკესთვისაც მტკივნეული იქნება პატარასთან განშორება, შეგვიძულებს, ჩვენ დაგვადანაშაულებს. - თორნიკე იმაზე ჭკვიანი ბავშვია ვიდრე წარმოგიდგენია. მეგობრებთან, მათ შორის ელენესთან მოსალოდნელი განშორება გააზრებული აქვს და შეგუებულიცაა. მგონი შენ უფრო გინდა გოგონას წამოყვანა, ორი ბავშვის შვილად აყვანას კი ვერ შევძლებთ, თან სიმართლე გითხრა არც მინდა უცხო ადამიანი ოჯახში, რა იცი ვინაა, ვისი ჯიშის, ვისი სისხლის?! ყურებს არ უჯერებდა თეკლე, გაოცებისგან რამდენიმეჯერ დააფახუნა თვალები, აკასგან ასეთ სასტიკ სიტყვებს ნამდვილად არ ელოდა. იგრძნო როგორ მოაწვა ცრემლები, ტუჩები აუცახცახდა, სულ ცოტაც და ატირდებოდა, როცა მეუღლის სახეზე გაპარული ღიმილი შენიშნა. არ უნდოდა, აკას გაცინება, მაგრამ მაინც ვერ შეიკავა თავი და ახარხარდა: - პატარა ბავშვივით ხარ, დედას გეფიცები მართლა ვერ გაიზარდე, როგორ ახერხებ ასე წამში ტირილს?! დაველაპარაკები, შევეხვეწები. ოღონდ შენ ბედნიერი იყავი და თუ გინდა მთელ თავშესაფრის ბავშვებს ჩვენთან წამოვიყვან! - გულში ძლიერად იკრავდა თეკლეს და ცრემლებით სავსე თვალებს უკოცნიდა. - ბოროტო, კინაღამ დავიჯერე! - ამჯერად მართლა სლუკუნებდა ქალი. - მაგ პატარა მეტიჩარას გარეშე მეც გამიჭირდება... - შუბლზე კოცნიდა თეკლეს აკა. - იცი, ეს დღეები სულ ვფიქრობდი, რა იქნებოდა ჩვენი გოგონაც რომ... - არ გინდა, ნუ ეცდები ამ ბავშვებში მის დანახვას, გთხოვ! წარსულს არ მიუბრუნდე. - ტკივილისგან ხმა გაებზარა აკას - ალბათ, ასე იყო საჭირო, სამაგიეროდ ღმერთმა ისინი მოგვივლინა! ცრემლებით სავსე თვალებით უმზერდა თეკლე აკას. მამაკაცს მტკიცედ მოეკუმა ტუჩები, დუმილის დარღვევა არ უნდოდა, იცოდა მოღალატე ხმა აუცილებლად გასცემდა მის განცდებს, თუმცა სიტყვები არც ჭირდებოდა თეკლეს, ზედმეტად კარგად იცნობდა მეუღლეს, მისი მოკუმული ტუჩები ბევრად მეტყველი იყო, ვიდრე ხმამაღლა ნათქვამი ბგერები. თლილი თითები ფრთხილად გადაუსვა ტუჩებზე ქალმა, ბაგეებით ოდნავ შეეხო ხელისგულზე აკა, ისევ იგივე განცდა დაეუფლა მამაკაცს, იგივე ჟრუანტელი, თითქოს ახლაც პირველად კოცნიდა, პირველად ეფერებოდა საყვარელ ქალს. თეკლე კი არ ჩერდებოდა, ამჯერად თვალებთან გაჩენილ წვრილ ნაოჭებზე გადაინაცვლა. კარგად ახსოვს მათი გაჩენა, თითოეული ხაზი, თითოეული ერთად გავლილი ტკივილი. ემოციებისგან თითები უცახცახებდა თეკლეს, სულ ცოტაც და ისევ ატირდებოდა, ორივე ხელით მოეხვია მეუღლე, ისე იკრავდა, თითქოს ქალის დაკარგვის ეშინოდა, საფეთქელთან იგრძნო სასურველი ტუჩების სიმხურვალე. - მიყვარხარ, რომ იცოდე, როგორ ძლიერ მიყვარხარ! - მისთვის ტუჩები არც კი მოუშორებია, ისე უჩურჩულა ვაჟმა. რა თქმა უნდა თეკლესთვის მიცემული პირობა არ დავიწყებია აკას, შესაფერის მომენტს ელოდა, მოძღვართან სალაპარაკოდ და თითქოს გაუჩნდა კიდეც. ტაბლასთან მჯდომ თორნიკეს ნიკოლოზისთვის ძლიერად მოეჭირა მისი სუსტი მკლავები და იქვე ელენესთან მოთამაშე თეკლეს უმზერდა. უნებურად ძლიერად ამოიოხრა და ჩუმად გადაყლაპა მოწოლილი ცრემლი ბავშვმა. მისი რეაქცია არ გამოპარვიათ უფროსებს: - რატომ ხარ მოწყენილი?! - მასთან ჩაიმუხლა აკამ. პატარამ მზერა აარიდა, ერთხელ კიდევ გახედა სევდიანი თვალებით მოფარფატე ელენეს და სახე მამაოს მკერდში ჩამალა. - ნიკოლოზ, იქნებ გეფიქრა თეკლეს სიტყვებზე განა რა გახდა?! გაგვატანე ელენეც!. გპირდები ყოველ კვირას ჩამოვიყვანთ, ბავშვების მონატრებასაც კი ვერ მოასწრებ, აქ რომ გავჩნდებით. ხომ ხედავ, როგორ ნერვიულობს, არ გეცოდება? ერთად გაიზრდებიან, გვერდი-გვერდ, როგორც დედმამიშვილები, როგორც ერთი ოჯახის წევრები. -ელეს თუ არ გაგატანთ, ისე არ ივლით სტუმრად?! - ღიმილი ვერ შეიკავა ნიკოლოზმა. - ვივლით, მაგრამ ისე უფრო ხშირად... - ასეთი ჯიუტები როგორ ხართ? ხომ გითხარით უარი? - ნელ-ნელა ბრაზდებოდა მამაო. - გასაგებია, მაგრამ რატომ?! - მისი სიბრაზე არ შეიმჩნია, მაინც არ ნებდებოდა აკა. - იმიტომ, რომ ბავშვს დედა ჰყავს, რომელიც ადრე თუ გვიან მოაკითხავს მის შვილს! - რომ არ მოაკითხოს?! - მოაკითხავს, აუცილებლად მოაკითხავს. ეს ბავშვები ერთად ვერ გაიზრდებიან, მათ სხვა ცხოვრება ელით. - რა წინასწარმეტყველივით ლაპარაკობ?! - ხუმრობა სცადა აკამ, თუმცა მამაოს სერიოზული მზერა შენიშნა თუ არა, მყისვე გაჩუმდა. - ზოგჯერ ვერაფერს შეცვლი. ამ ბავშვებს მისი ცხოვრება აქვთ გასავლელი, იქნებ შეხვდნენ კიდეც ამ გზაზე ერთმანეთს. ამას მომავალი გვიჩვენებს. - რა დაშავდება ერთად რომ?.. - არ მისმენ?! გეუბნები ელენე დედასთან გაიზრდება, საკუთარ დედასთან! რომ წაიყვანოთ და მოგადგეთ ჩემი შვილი დამიბრუნეთო, უარესი არ იქნება?! გეკითხები, ბავშვისთვის უფრო მტკივნეული არ იქნება?! კიდევ აპირებდა შეწინააღმდეგებას აკა, თუმცა თავადაც ხვდებოდა, რომ ნიკოლოზს საკმაოდ მყარი არგუმენტები გააჩნდა და აზრს ასე მარტივად არ შეიცვლიდა. - კარგი იყოს შენებურად! - იქვე მდგომ მეუღლეს, უსიტყვოდ ანიშნა არაფერი გამომივიდაო. თეკლემ პატარა ხელში აიყვანა და თავადაც მამაკაცებთან მისვლა დააპირა, რომ მისი ყურადღება თავშესაფრის ეზოში შესულმა საშუალო სიმაღლის, ასე ოც წლამდე გოგონამ მიიქცია. ქალიშვილი ფრთხილი ნაბიჯით მოაბიჯებდა ეზოში. თვალებით ვიღაცას ეძებდა. - აი, ისიც. ხომ გეუბნებოდი მოაკითხავს მეთქი?! - ნიშნისმოგებით გახედა ნიკოლოზმა აკას. ქალი აშკარად ვერ მიხვდა მისი სიტყვების მნიშვნელობას, თითქოს ვერც კი გაიგონა, ოდნავ დაუქნია თავი მამაკაცებს, თუმცა ახლოს მისვლისგან თავი შეიკავა. აქეთ-იქით ისე იყურებოდა ყურადღებით თითქოს ვიღაცას ეძებდა. თეკლემ ელენე ისე მიიკრა, თითქოს მისი დაკარგვის ეშინოდა. რამდენიმე წამიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა დაინახა მისთვის უცნობ ქალს ჩახუტებული პატარა, ცალი თვალით რომ უმზერდა ეზოში შემოსულს. შვილის დანახვაზე სახე წამიერმა სიხარულმა გაუნათა სტუმარს, თუმცა თეკლეს მზერა გაუსწორა თუ არა, გამომეტყველებაც სწრაფადვე შეეცვალა. მისი ვინაობის დადგენა არც კი დასჭირდა, უცნობის მზერა ბევრად მეტყველი გამოდგა. მასში ისედაც დაკარგული, ისედაც გაუცხოვებული შვილის სიყვარულის მოწილე დაინახა და შეეშინდა, წლების შემდეგ პირველად შეეშინდა, თითქოს ახლაღა გაიაზრა, რომ მართლა კარგავდა, მისი ერთად-ერთი შვილი ვიღაცას იყვარებდა, ვიღაცას ეფერებოდა და იქნებ ერთ დღეს დედაც კი ეწოდებინა. ეტკინა, იმდენად ეტკინა, რომ ხმამაღალი ბღავილი ქვეყანას ერჩივნა. უფლება რომ ჰქონოდა, ამ საძულველ არსებას კინწისკვრით გააგდებდა თავშესაფრიდან, მაგრამ მიუხედავად ემოციებისა, უსიტყვოდ უმზერდა ელეს, ასეთ ლამაზს, ასეთ ლაღს, თეკლეს თბილად რომ უღიმოდა და გული სტკიოდა, რომ იგივე თავად ვერ შეძლო. ხედავდა როგორ ეფერებოდა მისი ბუთხუზა თითებით ბავშვი და გული უფრო და უფრო ეწურებოდა. ვინ იცის რამდენჯერ უფიქრია, რამდენჯერ უნატრია, რომ ნიკოლოზს გოგონა გაეშვილებინა. მაშ რატომ ეტკინა?! რატომ სდიოდა ცრემლები? თავს იჯერებდა, რომ არ უყვარდა, რომ საბოლოოდ დაივიწყებდა. ყოველ თვე მოდიოდა იმ გადაწყვეტილებით, რომ კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ ბავშვი არ ჭირდებოდა. მოდიოდა, მაგრამ ვერ ახერხებდა, სიტყვას ვერ უშვებდა. ახლა?! რატომღაც ეგონა, რომ შიგნიდან ჩეხდნენ, უნდოდა ეყვირა, ეღრიალა, რომ ეს უცნობი ქალი მოშორებოდა მის გოგონას. ახლა, ისე როგორც არასდროს უნდოდა ერთხელ მაინც შეხებოდა, ერთხელ მაინც ეგრძნო მისი სითბო. ვინ მოსთვლის რად უჯდებოდა ახლა ჩუმად ყოფნა. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ ჰაერში გასშეშებია შვილისკენ გაწვდილი ხელი, რამდენჯერ დაუნახავს მისკენ მიმართული მამაოს გამომცდელი მზერა. როგორ სძულდა მაშინ ნიკოლოზი, თითქოს ხედავდა, თითქოს ხვდებოდა მის განცდებს. არადა... თითქოს გული დაწყდა, ხვდებოდა, რომ საკუთარი თავი თავადვე ეცოდებოდა, იქნებ ჯობდა კიდეც ახლავე გასულიყო თავშესაფრიდან, შორს გაქცევა ყველაზე კარგ გამოსავლად ეჩვენებოდა, მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა, ისევ ყოყმანობდა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თეკლე. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ ორნი, ერთმანეთს თვალებში უმზერდნენ. თითქოს უსიტყვოდ პაექრობდნენ, პირველობისთვის იბრძოდნენ. მათი უტყვი დიალოგი დიდხანს არ გაგრძელებულა. თეკლემ ნიკოლოზს ჩახუტებულ თორნიკეს გახედა. - ჩვენ თორნიკეს ახალი ოჯახი ვიქნებით. როგორც ვხვდები, თქვენც აპირებთ თქვენი გოგონას წაყვანას... - ეგ ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი! - ყელში მოწოლილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. - ალბათ, უბრალოდ დროის საკითხია! თქვენი გოგონა ისეთი თბილია, ისეთი ტკბილი, შეიძლება შემოგეჭამოს კიდეც! - ლოყაზე ოდნავ უკბინა აკისკისებულ ბავშვს, ხელში აფართხალებული გოგონა დასვა, თავად კი ისევ სტუმარს მიუბრუნდა: - ჩვენი ბავშვები მეგობრობენ, მინდა დამპირდეთ, რომ სადაც არ უნდა წაიყვანოთ, ერთმანეთს არ დაკარგავენ! - ქალბატონო, არ ვიცი ვინ ხართ, - ორმაგად გააღიზიანა თეკლეს უშუალო, ზედმეტად თბილმა დამოკიდებულებამ - არც პირობების წამოყენების უფლება გაქვთ, ჩემი შვილი ჯერჯერობით აქ იზრდება, აქაც ბედნიერია. - პირობას გიყენებთ? შეუძლებელს გთხოვთ?! - ამჯერად ხმას აუწია თეკლემ - დარწმუნებული ხართ, რომ აქ კარგადაა? მისთვის გიკითხავთ?! იქნებ უნდა დედასთან ყოფნა? თუმცა ეგ თქვენი გადასაწყვეტია, ვინ ვარ რჩევა რომ მოცეთ?! - არ უნდოდა, მაგრამ ხმაში ირონია მაინც გაეპარა. - თქვენთვის იოლია სხვისი ცხოვრების განსჯა, არ იცით ახლა ჩემს გულში რა ხდება. თავადაც ვერ მიხვდა ამ გაპრანჭულ, მეტიჩარა ქალზე რატომ აღარ ბრაზობდა, თვალი გააყოლა მამა ნიკოლოზისკენ კურტუმის ქნევით მიმავალ შვილს- ალბათ, უგულო გგონივართ. ცხოველი, რომელმაც საკუთარი შვილი მიატოვა. მაგრამ, იცით რა არის შიში?! როცა გეშინია, რომ ერთ დღეს შენივე შვილი შეგიძულებს, შენი შერცხვება, როცა ხევად შენს სისხლს შენგან გაქცევა როგორ უნდა, შენ კი ყველაზე მეტად გიყვარს და გასაშვებად არ გემეტება. არ მინდა ჩემი შვილის თვალებში იმედგაცრუება დავინახო. - ვერ ხვდებით, რომ სიძულვილის მიზეზს თავადვე აძლევთ? შეხედეთ თქვენს პატარას, შეუძლებელია ზურგი გაქციოთ, უბრალოდ შანსი მიეცით. მიეცი უფლება უყვარდე. - ამდენი ხანია დავდივარ, ის კი - ვერც მამჩნევს... - ხმა გაებზარა ქალს. - გინდათ, რომ შეგამჩნიოთ? - თეკლე ქალის თანხმობას აღარც დაელოდა, თავადვე დაუძახა ბავშვს - ელენიკო, ჩემო სიცოცხლე, ნახე ვინ გესტუმრა? თამაშში გართულმა პატარამ გულგრილად გამოხედა უკან მდგომს, ეტყობა სტუმარმა დიდად ვერ დააინტერესა და ისევ თორნიკეს მიუბრუნდა. - თოლნიკე, - ჩვეული გაპრანჭული ხმით ეტიტინებოდა პატარა - რომ წახვალ მოგენატლები ხოლმე? - მომენატრები! - ღიმილი ეპარება სახეზე. - მეც რომ წამოვიდე?! - ისეთი სახით უმზერდა გოგონა, თითქოს მისი წაყოლა მართლა ვაჟზე იყო დამოკიდებული. თორნიკემ ისეთი მუდარით სავსე თვალებით შეხედა თეკლეს, გული დაეწვა. - ელენიკო, მერე შენ დედიკოს არ ეწყინება? - ღიმილით ცდილობდა ემოციების დაფარვას აკა. - მე დედიკო არ მყავს!... - გაბუტული ხმით გამოუცხადა პატარამ. ქალი გაფითრდა. უნებური ცახცახის დასაფარად, თითები ერთმანეთში გადახლართა, ნერვიულად იმტვრევდა თითებს. - მომისმინე ელე, ყოველთვის ისე არ ხდება, ჩვენ რომ გვინდა. - ბავშვისკენ დაიხარა თეკლეც, გოგონას აშკარად ისე ესაუბრებოდა თითქოს წინ დიდი ადამიანი ედგა, სხვაგვარად არც გამოსდიოდა, ვერ ხვდებოდა 2 წლის ბავშვისთვის როგორ აეხსნა, რა გამართლება მოეძებნა ქალისთვის, რომელმაც შვილი მიატოვა, მაგრამ ქალის გაფითრებული სახის დანახვაზე, გული მოეწურა, უნებურად შეეცოდა უცნობი. - დედიკო ყველას ჰყავს, მათ შორის შენც! - ცოტა არ იყოს უხეშად ჟღერდა ნიკოლოზის ხმა. - თორნიკეს ხომ არ ჰყავს? არც მე მინდა დედა! - გაცხარდა პატარა. - ელენიკო, ასე არ შეიძლება, შენ დედიკოს უყვარხარ! - დაუყვავა თეკლემ. - არ მინდა, არ მინდა, შენთან წამიყვანე, შენ იყავი ჩემი დედა! - თავისას იმეორებდა ბავშვი, ისე ჩააფრინდა გვერდით მდგომ თორნიკეს, თითქოს ვინმე ართმევდა. ამდენი ხნის დაგროვილი ემოციები ვეღარ შეიკავა, მოულოდნელად მუხლებზე დაეცა ქალი და ხმით ატირდა, პირზე აფარებული ხელებით ცდილობდა სლუკუნის შეკავებას, თუმცა უშედეგოდ. დამფრთხალი, შეშინებული თვალებით უმზერდა ელე ტირილისგან მოცახცახე ქალს. ბოლოს ბავშვურმა ცნობისმოყვარეობა სძლია: - რატომ ტირის?! - დაბნეული მზერით მიაჩერდა მამა ნიკოლოზს. - ელენე არ მეხუტრებაო! - უჩურჩულა მოძღვარმა. - მართლა?! - გაოცებულმა ამჯერად აკას და თეკლეს შეხედა, ღიმილი ვეღარ შეიკავა თეკლემ, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბავშვს. გაუბედავი, ფრთხილი ნაბიჯით უახლოვდებოდა ელე მუხლებზე მდგომს. რამდენიმეჯერ გამოხედა თორნიკეს, თითქოს მისგან ელოდა დახმარებას, მიუხვდა ვაჟი, ოდნავ მოშორებით მიჰყვა პატარას. ბუთხუზა, პატარა თითებით ფრთხილად შეეხო მხარზე. თითქოს დენმა დაარტყა, შეკრთა ქალი. მისი რეაქციით შეშინებულმა ბავშვმა უკან დაიხია. ორივე ხელი გაუწვდინა შვილს, მაგრამ გოგონა უნდობლად, ისე აკვირდებოდა თითქოს გაურკვეველი ფორმის არსებას შესცქეროდა. იმედგაცრუებამ ისევ ტკივილით გაიარა, ისევ ცრემლებად დაიღვარა ქალი. შეეცოდა პატარას, თავადაც ცრემლები მოერია, ამჯერად მამა ნიკოლოზს გამოხედა დახმარების მოლოდინში: - ჩაეხუტე! - ტუჩების მოძრაობით ანიშნა კაცმა. თითქოს მისგან ელოდა დასტურს, პატარა ადგილიდან მოწყდა და დედას მოეხვია. ატირებული ქალი, გულამომჯდარი იკრავდა შვილს, პატარა თითებს სათითაოდ უკოცნიდა და ვინ იცის მერამდენედ ევედრებოდა: - მაპატიე დე, მე სულელს მაპატიე! მეათე თავი ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ ბიუროკრატიულ მომენტებს, დოკუმენტების მოწესრიგებას და ბავშვის ოფიციალურად შვილად აყვანის პროცესს თეკლე და აკა აღარ დაელოდნენ, თორნიკე თავშესაფარში არ დატოვეს და თბილისში მათი თანხლებით წამოვიდა. ბედნიერი იყო ბავშვი, არანაკლებ ბედნიერები თეკლე და აკაც, თუმცა ერთი რამ ხინჯად მაინც დარჩათ. მიუხედავად იმისა, ელენემ თითქოს მიიღო დედა, მაინც უკმაყოფილო და გაბუსხული უმზერდა მამა ნიკოლოზთან ერთაც ვაჟის წასაყვანად მოსულ წყვილს. გულში ძლიერად იკრავდა თეკლეს ნაჩუქარ დედოფალას, შუბლშეკრული, გაბუტული, ყლაპავდა ცრემლებს, ვერაფრით ვერ იგებდა, რატომ არ შეიძლებოდა თეკლე მისი დედაც ყოფილიყო. - ასე არ შეიძლება, ხომ აგიხსენი, სირცხვილი არაა? შენ ხომ გყავს შენი დედიკო? მას უყვარხარ, ეწყინება. - დაყვავებით ცდიობდა დედა თამარი გოგონას ხასიათზე მოყვანას, თუმცა უშედეგოდ. - ორი დედა რომ მყავდეს?! - თითქოს გამოსავალი ნახაო, საკუთარი ნათქვამი თავადვე მოეწონა და იქვე მდგომ თვალცრემლიან თეკლეს ფეხებზე მოეხვია. - ჩემო სიხარულო - ვეღარ მოითმინა, პატარა ხელში აიყვანა და ორივე ცრემლებით სავსე თვალები დაუკოცნა - როგორც არ უნდა მოვინდომო, ვერ შევძლებ, შენ დედიკოს უყვარხარ, როცა პატარებს დედიკო და მამიკო ჰყავთ, მათთან უნდა გაიზარდონ, შენს დედიკოზე მეტად ვერავინ შეგიყვარებს. - ვერც შენ?! - ეჭვით გახედა პატარამ. - ვერც მე... - არ უნდოდა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, როგორ უჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა. - ცუდი ხარ, ცუდი! - ხელიდან ტირილით დაუსხლტა ბავშვი და იქვე მდგომ ნიკოლოზს მოეხვია. - არაფერია, მალე თავადაც დატოვებს თავშესაფარს და წყენაც გადაუვლის!. - თეკლეს დამშვიდებას ცდილობდა მოძღვარი. ამჯერად მამაო იქცა გოგონას რისხვის ობიექტად. ჭირვეულად მოუქნია პატარა მუშტები მოსაფერებლად დახრილ მამაკაცს, აღარც ის მიიკარა, გაბუტული, ყველასგან განცალკევებით, თავშესაფრის შენობის კიბის საფეხურზე ჩამოჯდა. - ენე... ენე-ნე! - ისევ საყვარელი თიკუნით მიმართა თორნიკემ - არ იტირო ენე! - გვერდით მიუჯდა გოგონას - გეხვეწები, არ იტირო. თუ გინდა არ წავალ, ვეტყვი აკას და თეკლეს რომ აღარ მინდა, რომ გადავიფიქრე! - თავადაც ცრემლები მოაწვა ვაჟს. - მართლა ეტყვი?! - ეჭვით, ისევ ცრემლებით სავსე თვალებით ახედა პატარამ. ისეთი სასაცილო იყო, ისეთი საყვარელი, ცხვირი გასწითლებოდა ამდენი ტირილისგან. ხელის მტევნებით მოიწმინდა წამწამებზე შერჩენილი ცრემლი. - ვეტყვი, მეც შენთან წამოვალ, შენთან ერთად ვიცხოვრებ! - ბავშვური გულუბრყვილობით ჰპირდებოდა ვაჟი. - ჩვენთან?! - სიხარულისგან სახე გაებადრა გოგონას, თუმცა უცებვე მოიღრუბლა - რომ არ წამოგიყვანოს? ის ხომ შენი დედიკო არაა?! - ბავშვისთვის ზედმეტად რეალურად შეაფასა სიტუცია, საკუთარი აღმოჩენით თავადვე შეშინდა - არ მინდა, ასე არ მინდა! - ისევ გაანჩხლა გოგონა. - მაშინ აქ დავრჩეთ. არც ერთი არ წავყვეთ! - ისევ გამოსავალს ეძებდა არაბული. - არ მინდა, არაფერი არ მინდა. წადი, გელოდებიან! - ისტერიკაში მყოფი ლამის კიოდა გოგონა. - ენე, გეხვეწები, ნუ ტირი, ხშირად ჩამოვალთ, ხშირად გნახავთ! - აკას ნათქვამ ფრაზას უკვე მერამდენედ იმეორებდა ბიჭი. - არ მინდა, არ გნახავ, ენესაც ნუ მეძახი! - ენე... - მისი სიტყვები აშკარად ეტკინა, ეწყინა არაბულს გოგონასგან დაუმსახურებელი სიუხეშე. - არ დამიძახო, ენე-ნე აღარ ვარ, არც ენე ვარ! იქვე მიგდებული თოჯინა გულში ჩაიკრა და გაბუსხული თავშესაფარში შევიდა, თუმცა შორს არ წასულა, კარებს უკან დამალული, ჭრილიდან უმზერდა ეზოში მდგომთ. - ნუ გეშინია! - ხუჭუჭი თმა აუჩეჩა ბავშვის ასეთი ქცევით განაწყენებულ თორნიკეს თეკლემ - უბრალოდ თავს იცავს, სიბრაზით ცდილობს გადაფაროს განშორების სევდა... - მეც ხომ მომენატრება?! - ხმა გაებზარა ბიჭს. - პირობას შეგისრულებთ, იმდენად ხშირად ჩამოვალთ, რომ მონატრებასაც ვერ მოასწრებ. - ბიჭთან ჩაიმუხლა აკამაც - ისიც მიხვდება, რომ არ უნდა გაგებუტოს! არ გეწყონოს, ქალები ასეთები არიან, ცოტა ჭირვეულები და ბუტიები! - იქვე მდგომ მეუღლეს დაეჭყანა კაცი. - მართლა?! - მამაკაცის ქცევამ გაახალისა ბიჭი. - მართლა, შენ კი ქალებს შორის ყველაზე ჭირვეული შეგხვდა! - ბავშვის სახეზე ღიმილის დანახვისთანავე მეუღლეს ხუმრობაში აჰყვა თეკლეც. უმზერდა გვერდი-გვერდ მდგომ წყვილს და სევდაც ნელ-ნელა ქრებოდა. ისეთი სიყვარულით უმზერდნენ, მათთან ყოფნა უხაროდა, აბედნიერებდა. უცნაური შეგრძნება დაეუფლა პატარა არაბულს, მართალია არ ემეტებოდა ელენე მარტოობისთვის, მაგრამ ვერც წინ მდგომების გარეშე წარმოედგინა მისი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ პირდებოდა ქალიშვილს შენთან დავრჩებიო, მსგავსი არჩევანის გაკეთება აშკარად უჭირდა. თითქოს ბავშვის ყოყმანი იგრძნეს, ნელ-ნელა სახე დაუსერიოზულდა აკას, ღიმილი გაუქრა, ლურჯ თვალებში ყურადღებით დააკვირდა: - იქნებ მართლა არ გინდა წამოსვლა?! ამ კითხვას არ ელოდა, შეეშინდა თორნიკეს, რომ თავად თეკლე და აკა გადაიფიქრებდნენ. დიახ, პანიკურად შეეშინდა, რომ ცხოვრების გაგრძელება მათ გარეშე მოუწევდა. თურმე მხდალიც ყოფილა, მატყუარაც, საკუთარი ეჭვების შერცხვა, ელენესიც შერცხვა, ახლა კარებს უკან ატუზული რომ უმზერდა, მაგრამ რა ექნა?! უნდოდა ხმამაღლა ეთქვა, ეყვირა, რომ არ შეეძლო, რომ მათ გარეშე ვერ დარჩებოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, მათთვის სათქმელი სიტყვები ყელში გაეჩხირა, ისევ თეკლემ იხსნა, ისევ ის მიუხვდა, თბილად ჩაიკრა ბავშვი გულში, თბილად ჩაიხუტა. - ჩვენი ბიჭი! - სიამოვნების ჟრაუანტელმა სხეულში დაუარა, იმდენად თბილად წარმოსთქვა ქალმა. - მაშინ წავიდეთ! - ნიკოლოზსა და იქვე მდგომ დედა თამარს კიდევ ერთხელ დაემშვიდობა აკა და ეზოს ალაყაფთან მდგომი ავტომობილისკენ წავიდა. - ენეს ისევ ვნახავ! - ამჯერად ყოყმანის გარეშე წარმოსთქვა. ერთხელ კიდევ გახედა გოგონას. კარს უკან ვერ მოეთმინა ელეს, კიბის თავში იდგა აწურული, გოგონასკენ გაიქცა, ერთი ძლიერად ჩაიხუტა, თითქოს ისევ მისად უნდოდა ეგრძნო, ბავშვი აღარ გაჯიუტებულა, ორივე ხელით მოეხვია მეგობარს. სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა მათი დამშვიდობება. - ხშირად ჩამოვალ ენე, ხშირად! - ერთხელ კიდევ დაპირდა და ავტომობილისკენ გაიქცა. უკან აღარ მიუხედავს, ახლა არ შეეძლო მამა ნიკოლოზს მოხვეული ელეს ცრემლიან თვალების დანახავა. - იმედია ბედნიერები იქნებით! - ოქროსფერი კულულები დაუკოცნა თეკლემ. მეგობარს დაემშვიდობა და თავადაც ავტომობილში მსხდომთ შეუერთდა. მხოლოდ ერთგან გაჩერდა აკა, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი არაბულების ეულად დარჩენილ ეზოს. - ორი წუთით დამელოდე! კითხვის დასმა ვერც კი მოასწრო, ავტომობილიდან გადახტა ქალი. სწრაფად შეირბინა ეზოში და სწრაფადვე გამოვიდა. ხელში არაბულების ოჯახური ფოტო ეკავა. სულ რამდენიმე წამით სოფლის სასაფლაოსთანაც გაჩერდნენ, თუმცა ბავშვთან ერთად საფლავთან მისვლა ვერ გაბედეს. მიდიოდნენ ქართველიშვილები და მიდიოდა თორნიკეც მშობლიური კუთხიდან, სულ უფრო და უფრო შორდებოდა საკუთარ ფესვებს. თუმცა ნაღველი ნამდვილად არ აწუხებდა, პირიქით გრძნობდა სიხარული როგორ ცვლიდა სევდას. ბედნიერება ნელ-ნელა იდგამდა ფესვებს აწ უკვე ქართველიშვილად წოდებული პატარა არაბულის ახალი ცხოვრებაში. ახალ ცხოვრებასთან შეგუება იოლი ნამდვილად არ იყო, თუმცა არც ისეთი რთული, როგორც თავად ეჩვენებოდა. უმეტესაც ჩუმად მყოფი, უბრალოდ აკვირდებოდა ოჯახისწევრებს შორის არსებულ ურთიერთობას. აკას და თეკლეს პატარა ოჯახი საკმაოდ თბილი და მოსიყვარულე დიდი ოჯახის შემადგენელი ერთი პატარა რგოლი აღმოჩნდა. ერთ დროულად შეიძინა ერთმანეთისგან განსხვავებული ბებია-ბაბუები, ბიძა, ბიცოლა და მამიდა. თითქმის მისივე ასაკის მამიდაშვილი, მანჩო და ბიძაშვილი, ირაკლი. მათვე ემატებოდა აკასა და თეკლეს სამეგობრო, იაკო და გიორგი, მათივე, ვაჟ, დათასთან ერთად, რომელიც მამის მსგავსად ავტომრბოლელობაზე ოცნებობდა. კარგად ახსოვს მისი პირველი შეხვედრა ასათიანთან. თვალებგაფართოებული უმზერდა ქართველიშვილების საუკეთესო მეგობარს. გიორგი მისთვის კუმირი, გმირი იყო და ეს კუმირი ახლა მათთან იჯდა, აკასა და გოგასთან ერთად ავტომობილის სქემატურ ნახაზებს უკირკიტებდა. მისი ავტომობილის გასაძლიერებლად სხვადასხვა სახის ფორმულას ადგენდნენ და ახალი, საოცნებო ნიმუშის ავტორბოლაზე გამოცდას გეგმავდნენ. იმ დღეს გაიგო, რომ ბიძამისი ავტორალის მრავალგზის ჩემპიონი, ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ითვლებოდა. ორმაგად გაოცდა, როცა მისმა კუმირმა უამბო, პირველი შეჯიბრის დროს როგორ დაამარცხა თეკლემ. ცოტა გაბუქებულადაც კი მოეჩვენა მისი მონათხრობი, თუმცა ჩემპიონის სიტყვებში ეჭვის შეტანა მაინც ვერ გაბედა. მისი თავდაპირველი აღტაცება ქართველიშვილების წყვილით ოდნავადაც არ განელებულა, პირიქით ნელ-ნელა გულწრფელ სიყვარულში გადაეზარდა. მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდათ პატარას ნამდვილი მშობლები დაევიწყებინა. ამ მიზნით თეკლეს წამოღებული არაბულების ოჯახური ფოტო ლამაზ ჩარჩოში ჩასვეს და თორნიკეს საძინებელში თვალსაჩინო ადგილზე მოათავსეს, აკას მიერ ნაჩუქარ წითელ ნივასთან ერთად. გაკვრით საუბარშიც ახსენებდნენ, რომ თორნიკე მათი ღვიძლი შვილი არ იყო, თუმცა შენიშნეს, რომ მსგავსი სიტყვები ბავშვზე ცუდად მოქმედებდა. ალბათ, არც იყო გასაკვირი. სამწუხაროდ პატარა არაბულის მეხსიერებამ მხოლოდ ბუნდოვან კადრებად შემოინახა მომხდარი ტრაგედია. მშობლების სახეც თანდათან გაუფერულდა, საკუთარ თავს ჩაუნერგა, რომ თეკლე და აკა მისი ღვიძლი დედ-მამა იყვნენ. ახალი ლეგენდა შეთხზა, როგორ დაეკარგა მშობლებს, როგორ ეძებდნენ და საბოლოოდ როგორ იპოვეს მათი დაკარგული ვაჟი. მართალია შეგნებულად არ უნდოდათ, მაგრამ ქართველიშვილების სითბომ გადაფარა ის ტკივილი, რომელიც მინდიასა და სალომესთან დაკავშირებულ ფრაგმენტებს ახლდათ. ბავშვს აღარ უნდოდა წარსულის გახსენება. ბავშვისთვის მორიგი ფსიქოლოგიური ტრავმის არიდების მიზნით, საბოლოოდ, ნიკოლოზთან შეთანხმებით გადაწყვიტეს, რომ მინდიასა და სალომეზე საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეწყოთ, თუ ბავშვი თავად მოიკითხავდა ღვიძლ მშობლებს. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ თორნიკე მსგავსი საუბრის ინიციატორი არ იქნებოდა და ნელ-ნელა საერთოდ დაივიწყეს ეს თემა. მხოლოდ ბავშვის საძინებელში მოთავსებული არაბულების ოჯახური ფოტო ახსენებდა პატარას მისი ნამდვილი მშობლების არსებობას. ზოგჯერ თავს მოღალატედ გრძნობდა, თავს დამნაშავედ თვლიდა, მაგრამ მაინც უნდა ეღიარებინა, რომ ღვიძლ მშობლებზე მეტად უყვარდა მშვილებლები. განსაკუთრებით კი აკა. გული სიამაყით ევსებოდა, როცა მას აქებდნენ, როცა მის გამოგონილ ავტომობილს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს უწოდებდნენ. გვერდით ედგა რალზე მამობილს, მასთან ერთად ღელავდა და სიხარულისგან ხტუნაობდა, როცა ასათიანმა გაიმარჯვა, როცა შამპანურის ქაფში ამოსვარეს წითელი ავაზა. გული კინაღამ გაუჩერდა მღელვარებისგან, როცა რალზე მიღებული თასი საკუთარი ვაჟის ნაცვლად მას მიაწოდა გიორგიმ. ეგონა ყველას ესმოდა მისი გულისცემა, ეგონა ამხელა სიხარულს ვეღარ დაიტევდა. პრინციპში ვერც იტევდა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და გულში იკრავდა მოოქროლვილ თასს. მაყურებელი ტრიბუნებზე ვეღარ შეაჩერეს, სარბენ მოედანზე გამოშლილიყვნენ მათ კუმირებთან შესახვედრად. ხალხის ტალღაში, გულშემატკივრებში გაჭირვებით მოიკვლევდნენ გზას სამი ზრდასრული მეგობარი, აკა, გოგა და გიორგი, წინ მიუძღვოდნენ მათი გზის სავარაუდო გამგრძელებლები, თორნიკე, ირაკლი და დათაც. გულშემატკივრები მამების სიყვარულით პატარებს ეფერებოდნენ და ისინიც შეძლებისდაგვარად იფერებდნენ. ამ დღეს აკა ქართველიშვილის ვაჟად მოიხსებიენენ და ნათლად ხედავდა როგორ ამაყობდა ამით აკა. - გავიზრდები და მეც გავიმარჯვებ, მეც გავხდები ჩემპიონი! - ჩუმად გადმოულაპარაკა დათამ. - მე ახალ ავტომობილს გამოვიგონებ... - ვერც კი მივხვდა როდის გაუჩნდა მსგავსი ოცნება, თუმცა ხმამაღლა გაჟღერებული გულისნადები თავადაც მოეწონა. ბედნიერი იყო, დიახ უბედნიერესი. არც კი ეგონა, თუ ასეთი ცხოვრება არსებობდა. ოცნებებმა ფერი შეისხეს, თითქოს ზღაპარში გადაეშვა. ძირითადად სულ ერთად იყვნენ ბავშვები. სკოლაშიც მანჩოს, დათასა და ირაკლისთან ერთად დადიოდა. მუდამ მეტიჩარა, ზედმეტად პრანჭიკელა მანჩო რაღაცით ელეს აგონებდა და ალბათ ამიტომაც უყვარდა ასე ძლიერ. რაც შეეხება ბიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან სისხლით ნათესავობა არ აკავშირებდათ, ხასიათითა და ონავრობით ერთმანეთს ტოლს არ უდებდნენ. სკოლაში თუ რამე გაფუჭდებოდა, კითხვაც აღარ უჩნდებოდათ ვისი დაშავებული იქნებოდა, დირექტორის კაბინეტში სიმაღლის მიხედვით ჩამწკრივებული სამეული მიამიტი სახეებით ისმენდნენ ვინ იცის მერამდენე საყვედურს. მასწავლებლები დედებს არ იბარებდნენ, დირექტორი გოგას კლასელი იყო, ბავშვები როგორც კი რამეს დააშავებდნენ, მაშინვე მასთან დარეკავდა. ის კი აკას და გიორგის ატყობინებდა. მეგობრებს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ ბავშვების საქციელი. - ჩვენს ასე არ ვიყავით? გაიზრდებიან და დაღვინდებიან! - ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა გიორგი. - ფრთხილად იყავით, მართვის სადავეები ხელიდან არ გაუშვათ, საკმაოდ ცელქები და ონავრები არიან, შემდეგ მოთოკვა გაგიჭირდებათ! - გამაფრთხილებლად ეუბნებოდათ მირიანი. იქნებ მართალიც იყო, თუმცა მაშინ ამაზე სერიოზულად არავინ ფიქრობდა. ნიკოლოზისთვის მიცემულ პირობას ასრულებდნენ ქართველიშვილები, ყოველ შაბათ-კვირას მიდიოდნენ მონასტერში, იქიდან თავშესაფარსაც სტუმრობდნენ, თუმცა მათგან განსხვავებით ელე სულაც არ მოჰყავდა დედას ასე ხშირად. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხედავდნენ პატარა მეტიჩარას. თანდათან გაუცხოვრდნენ კიდეც ერთმანეთის მიმართ ბავშვები. ნელ-ნელა გაქრა ის სიყვარულიც, ნელ-ნელა დაივიწყა მისი მოლოდინით თვალებად ქცეული, ცქრიალა გოგო. მონასტერში ჩასულებს აღარც თავშესაფარში მიჰყვებოდა, წარსულთან დაკავშირებული მოგონებებს მონდომებით შლიდა და ანადგურებდა. მეთერთმეტე თავი განსხვავებულად განვითარდა ელენეს ცხოვრებაში მოვლენები. თორნიკეს წასვლიდან თითქმის ერთ თვეში დედასთან ერთად დატოვა თავშესაფარი. ვერ ვიტყვი, თითქოს ანებივრებდა ქალი, არა, ისე არ გაიგოთ, თითქოს სძულდა გოგონა, უბრალოდ პრობლემებით გადატვირთულ მაიას შვილისთვის გასანაწილებელი სითბო აღარ დარჩენოდა. მის მზერაში სიყვარულზე მეტად სიბრალულს დაინახავდით. დიახ, ასეც იყო. ეცოდებოდა, იმ მძიმე ხვედრის გამო ცხოვრებამ ამ ერთი ციდა, ხალისიანი ბავშვისთვის რომ გაიმეტა. თითქოს ცდილობდა წინასწარ შეემზადებინა რეალობისთვის წინ რომ ელოდა. რატომღაც ეგონა, თუ ცივად მოექცეოდა უფრო ბრძოლისუნარიანი გახდებოდა მისი პატარა. ცდებოდა?! შეიძლება. ორი წლის წინანდელი პროგნოზი გამართლდა, ოჯახმა ზურგი აქცია, უკანონო შვილთან ერთად არ მიიღეს. მათგან დიდ მოწყალებად ჩათვალა ისიც კი, რომ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, მცირე ზომის ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრების უფლება მისცეს. საბედნიეროდ, დახმარების ხელი ისევ ნიკოლოზმა და ვასიკომ გაუწოდეს. მამაოს პროტექციით, მოახერხა და ელენე ბაგა - ბაღში მიიყვანა. ერთ-ერთ მარკეტში გამყიდველ-კონსულტანტადაც დაიწყო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა. ანაზღაურება დიდი არ იყო, თუმცა დედა-შვილს მეტ-ნაკლებად ჰყოფნიდათ. ფინანსურადაც ეხმარებოდნენ ძმები, განსაკუთრებით ვასიკო. თუმცა გამუდმებით უმეორებდა საკუთარ თავს, რომ ეს თანხა სესხად იყო აღებული და ადღე თუ გვიან აუცილებლად დაუბრუნებდა. კარგად იცოდნენ, რომ დაპირებული „ადრე თუ გვიან“ არ დადგებოდა, თუმცა არც ეწინააღმდეგებოდა და არც ეკამათებოდა, მთავარი იყო ქალს მათი დახმარება მიეღო და სახელად რას უწოდებდა აღარ აინტერესებდათ. თუმცა ისედაც ზედმეტად დავალებულად გრძნობდა თავს მათთან და ცდილობდა ზედმეტი მოთხოვნებით არ შეეწუხებინა, მისი ხელფასით ფუფუნებაში ვერ იცხოვრებდა, თუმცა კვებასა და პირად ხარჯებზე როგორღაც ეყოფოდა. სხვა ბავშვებთან შედარებით ალბათ ბევრიც აკლდა მის პატარას, არ ეცვა ფუშფუშა სადედოფლო კაბები, არ ჰქონდა ნაირ-ნაირი თოჯინები, ვერ იწონებდა თავს ახალი „ლაკის“ ფეხსაცმელებით, მაგრამ მაინც ყველაზე საყვარელი და ყველაზე ლამაზი იყო, მისი უძირო მწვანე თვალები ბედნიერებასა და იმ ნანატრ სიმშვიდეს ასხივებდა, ასე რომ აკლდა მის დედას. - ცოტა რომ წამოიზრდები, კიდევ ვიშოვი დამატებით სამსახურს, კარდაკარ ვივლი, სახლებს დავალაგებ და როგორმე მაინც შევძლებ შენთვის უკეთესი მომავლის შექმნას! - ვინ იცის მერამდენედ პირდებოდა მძინარე შვილს. მისივე სიტყვები თითქოს ცხოვრებისეულ სტიმულად, იდეაფიქსად ექცა. დილით ფათხა-ფუთხით დგებოდა, ბაღში ტოვებდა ქალიშვილს, შემდეგ მარათონული სისწრაფით ავტობუსების გაჩერებისკენ გარბოდა, რომ ცენტრისკენ წამსვლელ, ერთად-ერთი ავტობუსისთვის მიესწრო, თუმცა ხშირად მხოლოდ სასურველი ტრანსპორტის კუდსღა ხედავდა გაჩერებაზე მისული. არადა, უახლოეს სამარშუტო ტაქსების გაჩერებამდე თითქმის ნახევარი საათი მაინც უნდა ევლო ფეხით. სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, მიდიოდა და თავს იმით იმშვიდებდა, რომ სუფთა ჰაერზე ფეხით სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყო. მარკეტში მომსახურე პერსონალს დაჯდომა ეკრძალებოდათ. გასაყიდი საქონლის მსხვილი მიმწოდებლები მკარცად აკონტროლებდნენ რამდენად ხილვად ადგილზე იყო განთავსებული მათი ნაწარმი. მყიდველი რომც არ ყოფილიყო, კონსულტანტებს დახლებს შორის უნდა ევლოთ და საქონლის ოდენობა, სწორად განლაგება და პოზიციები ეკონტროლებინათ. დანაკლისის შემთხვევაში საწყობიდან საქონელი გამოეტანათ და თაროებზეც თავადვე დანეთავსებინათ. მუშაობა ნამდვილად არ ეზარებოდა. თუმცა რამდენჯერმე დაღლილი ჩამოჯდომა და დასვენება გადაწყვიტა. თითქოს ჯიბრზე საწყობში მყოფს სწორედ მაშინ დაადგა თავზე შუახნის მენეჯერი. ცინიკური მზერითა და ზედმეტად თვითდაჯერებული, მკაცრი სახით გამოუცხადა, გაცდენილ დროს ხელფასიდან დაგიქვითავო და თავის მართლება არც კი აცადა, ისე მოუბრახუნა კარები. ეზიზღებოდა ეს კაცი. სხვა სახელს ვერც უწოდებდა ამ გრძნობას. საკუთარი უსუსურობისგან ბოღმა მოაწვა, თვალები ცრემლებით აევსო, ერთი კი იფიქრა უმადური უფროსისთვის სათანადო პასუხი დაებრუნებინა, ან საერთოდაც წამოსულიყო სამსახურიდან, მაგრამ როგორც კი შვილის სახე წარმოიდგენდა, ცრემლები ხმაურით გადაყლაპა, უსიტყვოდ წამოდგა და ისევ სამუშაოს დაუბრუნდა. ვინ მოსთვლის დაღლილს რამდენჯერ ჩაუხუტებია მძინარე შვილი, რამდენჯერ ცრემლებით დაუნამავს მისი ოქროსფერი კულულები. რომ გეკითხვათ მისი ცრემლების მიზეზი ალბათ ვერც გეტყოდათ რა უფრო სტკიოდა, მისი შვილის გაურკვეველი მომავალი, თუ საკუთარი დაულაგებელი ცხოვრება. რა თქმა უნდა ენატრებოდა ელენეს მამა ნიკოლოზი, თორნიკესაც საკმაოდ ხშირად ახსენებდა. ყოველ კვირას ვერა, თუმცა შეძლებისდაგვარად მაინც ცდილობდა ბავშვის მონასტერში ჩაყვანას. რამდენიმეჯერ დაემთხვა მათი ვიზიტი ქართველიშვილების სტუმრობას. თვალებით ეძებდა მისი გოგონა თორნიკეს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ბიჭი არ ჩანდა. გაოცებული უმზერდა ორი წლის ქალიშვილს, როგორ მოხერხებულად ცდილობდა წყენის დამალვას. წამიერად მოწოლილი ცრემლები უხმოდ ჩაყლაპა, გულწრფელ ღიმილში დაფარა და ხელებგაშლილი თეკლესკენ გაქანდა. გულით უხაროდათ ქართველიშვილებს პატარა მეტიჩარას ნახვა და ანალოგიური გრძნობითვე პასუხობდა ბავშვიც. დიდხანს ეთამაშნენ, დიდხანს კოცნეს. მიუხედავად იმისა, რომ თეკლეში შვილის სიყვარულის მოცილეს აღარ ხედავდა, რატომღაც მაინც ეჭვიანობდა. მისი უდარდელი ხმა აღიზიანებდა, უნებურად დაკარგულს, იმ კარგა ხნის წინ დავიწყებულ საკუთარ სახეს ახსენებდა. მასაც ხომ შეეძლო ყოფილიყო ასეთივე ხალისიანი, ასეთივე ბედნიერი?! უმზერდა მისივე შვილთან დაჭერობანას მოთამაშე თეკლეს და ფიქრობდა, თავად რა აკლდა? რატომ ვერ შეძლო ანალოგიური სიყვარულის გამომჟღავნება საკუთარ გოგონასთან მაინც?! ფიქრებიდან ფეხებზე მოხვეულმა, აკისკისებულმა ელემ გამოიყვანა: - დამმალე, დამმალე, თეკლემ არ დამიჭიროს! ღიმილით აიყვანა ხელში, მკერდზე მიიხუტა და შემოსაცმელის გრძელი კალთებით სცადა მკლავებში მოქცეული ქალიშვილის დამალვა. - სად არის ელე? - აქეთ-იქით ისე იყურებოდა მდევარი, თითქოს ვერ ხედავდა ახითხითებულ დედის მკერდში თავჩარგულ გოგონა - ხომ არ გინახავს? - თვალი ჩაუკრა თეკლემ ქალს. - არა, არ ვიცი, მგონი მამა ნიკოლოზთან გარბოდა! - თამაშში აჰყვა ისიც. - მართლა?! მამაო, მამაო... - ისე შებრუნდა თითქოს დაიჯერა გოგონა იქ რომ არ იყო. ამჯერად ვეღარ შეიკავა თავი ბავშვმა: - აქ ვარ! აქ.... - გაბადრულმა ამოყო თავი. - შე, პატარა კოკროჭინა, აი თურმე სად ყოფილხარ! - ჩვეულებისამებრ ქერა კულულუბზე ეფერებოდა გაკრეჭილ ბავშვს. საკმაოდ დაღლილს გვიან დაეძინა ელეს, ისევ მის ოთახში თავშესაფრის ბავშვებთან ერთად იწვა ორსართულიან ლოგინში. იმ ღამით დიდხანს საუბრობდნენ თავშესაფრის ეზოში განმარტოვებით მჯდომი თეკლე და მაია. რატომღაც მოუნდა გული გადაეშალა მისთვის, რამდენიმე სიტყვით, მოკლედ უამბო საკუთარი ამბავი. ვინ იცის რამდენჯერ გაკიცხა, რამდენჯერ განსაჯა შვილის მიტოვების გამო, ახლა? უსმენდა და ცრემლებს ვეღარ იკავებდა თეკლე. საკმაოდ ბევრი საერთო აღმოაჩნდათ ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ ქალებს. არც თეკლეს დაუმალავს, რომ განიცდიდა თორნიკეს დამოკიდებულებას მისი წარსულისადმი, მის მცდელობას როგორმე ამოეგდო მეხსიერებიდან არაბულებთან დამაკავშირებელი მტკივნეული კვანძები. - იქნებ უკეთესიცაა დაივიწყოს?! რამდენადაც ვიცი, მშვილებლები ასაკით პატარა ბავშვებს სწორედ მაგ მოსაზრებით იყვანენ, რომ ალალი მშობლებივით შეიყვარონ. - თორნიკე შვილივით მიყვარს, რათქმა უნდა მინდა თავადაც ანალოგიური გრძნობით მიპასუხოს, თუმცა მაინც მგონია, რომ წარსულის დავიწყებას არ უნდა ცდილობდეს. თქვენ არ იცნობდით მის მშობლებს, განსაკუთრებით სალომეს. არ მინდა მისი ადგილი დავიკავო, მინდა ახსოვდეს, უყვარდეს... - მაპატიეთ, მაგრამ ვერ ვხვდები, ამით თქვენთვის რა შეიცვლება? - ჩემთვის არაფერი. მე ჩემი ადგილი მაქვს, რომელშიც ვერავინ შემეცილება, ჩვენს შესაყვარებლად მშობლების დავიწყება არ სჭირდება. როცა გაიზრდება მათი ვინაობით დაინტერესდება. ასე საგულდაგულოდ მიჩქმალული ემოციები ერთდროულად ამოხეთქავს, ამ ყველაფრისთვის არ მემეტება, არ მინდა ეტკინოს... - უნებურად ხმა გაებზარა თეკლეს, კიდევ ცოტაც და ალბათ ატირდებოდა, თუმცა ემოციების მოთოკვა შეძლო. გაოცებული უსმენდა მაია, როგორი სიყვარულით საუბრობდა შვილობილზე, როგორ განიცდიდა მის პრობლემებს, მის ტკივილს და ხვდებოდა მის მიმართ არსებული დამოკიდებულება პატივისცემითა და აღტაცებით როგორ შეეცვლა. - ზედმეტად დრამატულად აღიქვამ მოვლენებს, იქნებ არც ღირს ამდენი ფიქრი? დატკბით დღევანდელი დღით, მომავალზე წინასწარ რატომ დარდობთ?! - აკაც იგივეს მიმეორებს, მაგრამ... ალბათ მაზოხისტი ვარ, ძალით ვიჩენ საფიქრალს! - რაც გარდაუვალია მაინც ვერ შეცვლი, გვერდით არაჩვეულებრივი მეუღლე გყავს, მეგობრები, ცოტა მეტი ოპტიმიზმი და... თუმცა ეს უკანასკნელი ისედაც არ გაკლია... - საკუთარი პრობლემებიც კი დაავიწყდა, ისე გადავიდა თეკლეს დამშვიდებაზე. - ოპტიმიზმი?! მიხარია ასე თუ მხედავთ. გამოდის კარგი მსახიობი ვყოფილვარ... - არ უნდოდა, მაგრამ შიში მაინც შეეტყო ხმაზე. - წლების შემდეგ ისევ ამ ადგილზე შევხვდებით და ერთმანეთს ვუამბობთ საკუთარი ბედნიერების შესახებ! - ვინმეს რომ ეთქვა ამ სიტყვებს შენ იტყვიო არ დაუჯერებდა, მაგრამ რატომღაც მთელი გულით უნდოდა ასე მომხდარიყო. - ამის მართლა გჯერა?! - ღიმილით ჩაეკითხა თეკლე. - მინდა მჯეროდეს. მინდა ჩვენს პატარებს კარგი მომავალი ჰქონდეთ, ისეთი ცხოვრება, მე რომ არ მეღირსა. მინდა მიუხედავად ყველაფრისა ჩემი გოგონა ბედნიერი იყოს... - ისეთი ტონით იმეორებდა, თითქოს მართლა მის სიტყვებზე იყო დამოკიდებული ბავშვების მომავალი. - იქნებიან კიდეც. აი ნახავთ. აუცილებლად იქნებიან! - იმდენად დამაჯერებლად უთხრა თავზე წამომდგარმა მამა ნიკოლოზმა, რომ მის სიტყვებში ეჭვიც კი არ შეპარვიათ. ჩვენი ბავშვების ცხოვრების აღწერა ალბათ შორს წაგვიყვანს. მოკლედ გეტყვით, რომ ცუდად თუ კარგად, მაია მაინც ახერხებდა ელენესთვის მეტნაკლებად ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. მისი უბნელი სხვა ბავშვების მსგავსად დადიოდა საბავშვო ბაღში, შემდეგ საჯარო სკოლაში. ჰყავდა საუკეთესო მეგობრები, რომელთა შორის რათქმა უნდა აღარ იყო თორნიკე არაბული. მის არსებობას მხოლოდ მამაოსთან ერთად გადაღებული საერთო ფოტო თუ გაახსენებდა, საიდანაც ისევ შუბლშეკრული უმზერდა ხუთი - ექვსი წლის შავგვრემანი, ლურჯთვალება ვაჟი, რამდენიმეჯერ იფიქრა კიდეც ამ უჟმურ ბიჭს, ფონს რომ გვიფუჭებს ჩამოვჭრი და მხოლოდ მე და მამაო დავრჩებითო, მაგრამ გადაიფიქრა, რატომღაც დაენანა და ისევ უცვლელად შეინახა. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ნახულობდა მის მეხსიერებაში ლამის ქალის ეტალონად ქცეულიყო ლამაზი, მუდამ მხიარული თეკლე. მამაოსთან საუბრისას იგებდა ქართველიშვილების ვაჟის არსებობის შესახებაც. გულგრილი სახით ისმენდა, როგორ მეგობრობდა თორნიკესთან, როგორ გამორჩეულად უყვარდა ვაჟს. მხოლოდ თავაზიანობის გამო არ აწყვეტინებდა მამაოს, სინამდვილეში სულაც არ აინტერესებდა ვიღაც მდიდარი, გაზულუქებული, ამპარტავანი ვაჟის ამბები, რომელსაც მისგან განსხვავებით ცხოვრებაში ყველაფერი მზა-მზარეულად მისდიოდა. სულ რამდენიმეჯერ მოჰკრა თვალი მონასტრის ეზოში დათასა და ირაკლისთან ერთად მდგომ თორნიკეს და მაშინაც შორიდან მოუარა პირისპირ რომ არ შესჩეხოდა ბიჭებს. მეთორმეტე თავი დრო იმაზე სწრაფად გადიოდა ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. თვრამეტი-ჩვიდმეტი წლის თორნიკე, დათა და ირაკლი მის თანატოლებისგან ფიზიკურად საკმაოდ გამორჩეულები სკოლაში ყველაზე პოპულარულ სამეულად ითვლებოდა, როგორც რალის სამყაროში ჩახედულები უწინასწარმეტყველებდნენ, ბიჭებს, განსაკუთრებით კი თორნიკეს, დიდი მომავალი ელოდათ. მათი ავტომობილებით გატაცება უფრო გოგას და გიორგის დამსახურება გახლდათ, თუმცა აშკარად არც აკა უშლიდა ხელს შვილობილს. არ აკლდათ თაყვანისმცემლები, რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მანდილოსნები უმეტესად თავადვე იჩენდნენ ინიციატივას, ეპატიჟებოდნენ პაემნებზე, ანებივრებდნენ სხვადასხვა სახის საჩუქრებით. სასაცილოდ არ ჰქოფნიდათ თაყვანისმცემლების მიერ სოციალურ ქსელში მოწერილი წერილები, განსაკუთრებით თინეიჯერთა მიერ, მათივე გვერდებზე გამოქვეყნებული მხურვალე პოსტები. გზავნილებში, მთელი მონდოებით რომ ცდილობდნენ თავი იმაზე დიდებად მოეჩვენებინათ ვიდრე იყვნენ. ვიღაცას ხვდებოდნენ, ვიღაცას დასცინოდნენ, ვიღაცას კი საერთოდ ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ. უცნაური ის იყო, რომ ბიჭებთან ურთიერთობის ინიციატივას საკმაოდ ზრდასრული ქალბატონებიც იჩენდნენ. ამჯერადაც თეკლემ დაურეკა ირაკლის და თორნიკეს და მასთან, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის კერძო ცენტრში“ მისვლა სთვხოვა, თუმცა მისი ხმის ტემბრით რომ გემსჯელათ მის ტონს, ბრძანება უფრო ერქვა. - მეორედ არ დაგინახოთ ჩემთან მოსული! - მკაცრი სახით, გამაფრთხილებლად დაუქნია თითი თეკლემ მის კაბინეტში შესულ თორნიკესა და ირაკლის, როცა შენიშნა ლამის ოცდაათ წელს გადაცილებული მისივე მდივანი როგორ გაეპრანჭა ბიჭებს და მათაც წუწკი თვალები გააყოლეს ოთახიდან გასულს. - რატომ, გეშინია თანამშრომელი არ შეგიცდინოთ?! - მხიარულად გაეკრიჭა იკა მამიდას და ჩაეხუტა. - თავად სულაც არაა წინააღმდეგი! - ანგლობაში აჰყვა თორნიკეც, ვიდრე თეკლე მონატრებული ძმიშვილის მოკითხვით იყო დაკავებული, უცერემონიოდ მოთავსდა დედობილის სავარძელში და მისთვისვე შემოტანილი ყავაც მოსვა - თან მშვენიერი ყავის მოდუღებაც სცოდნია!...ისიც გაითვალისწინე ჩვენით კი არა, შენი თხოვნით მოვედით! - თეკლეს გაღიზიანებული სახის დანახვაზე კმაყოფილმა ჩაუკრა თვალი იკას. - მართლა? უთხარი მეც შემომიტანოს რა! - მუდარით გამოხედა მამიდას იკამ. - წიწაკას ჩაგიყრით ფინჯანში, ენას თუ არ გააჩუმებთ! - ადექი, დამსვი! - თავში მსუბუქად წამოარტყა და სკამიდან წამოაგდო ვაჟი - ქალებთან მაიმუნობას თუ არ მოეშვებით, აკას ვეტყვი იცოდე!... - დაემუქრა თეკლე მის წინ მდგომ სავარძელში კომფორტულად მოჭყობილ ბიჭებს. - ეტყვი, აბა რა! - ისევ იკრიჭებოდა იკა. - უკვე შეგვეშინდა, ისიც მოგვიყვება ლეგენდას, როგორ არ დანებდა ალას სექსუალურ დაქალს! - თვალი ჩაუკრა თორნიკემ. - თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას კი არ იმახსოვრებთ, ისრუტავთ. ნეტა ასეთი წარმატებით გაკვეთილებს სწავლობდეთ. - ჩვენ გაკვეთილების ნაცვლად ცხოვრებისეულ სიბრძნეს ვეცნობით! - იკრიჭებოდა იკა. - ყველაფერზე ხუმრობა შეიძლება?! დედის ტოლ ქალზე ასე როგორ საუბრობთ?! - რა მოხდა მერე?! - მიამიტი სახით გახედა ბიჭმა თორნიკეს. - არც არაფერი, გაჭირვებულისთვის დახმარება ყოველთვის მისასალმებელია! - ლოზუნგივით წარმოსთქვა ბიჭმა. - საზიზღარი, აუტანელი ბავშვები ხართ! - ეგ შენთვის, თორემ შენი თანამშრომელი სულაც არ ფიქრობს ასე! - აშკარად ზედმეტად ართობდათ თეკლეს ნერვებზე თამაში. - არ გაპატიებთ იცოდეთ, დედას გეფიცებით, არ გაპატიებთ! - ადგილზე ვეღარ მოისვენა, ბრაზის დასამალად ფანჯარას მიადგა თეკლე - ამდენ მაიმუნობას, სწავლაზე იფიქროთ ჯობია! - კარგი, რა თეკლე! დაიწყე ისევ... - აბუზღუნდა ირაკლი - რამდენჯერ შეიძლება?! - კვირის ბოლოს თქვენი ნიშნები თუ არ მომეწონა, თეკლე იქნება მერე!...- თითის ქნევით დაემუქრა ქალი. - კარგი, ჰო... გეხუმრებით. - უკნიდან მოეხვია თორნიკე დედობილს. - ჩვენი ბუზღუნა ვინარიო?!... - აფერისტულად დაუტკბა იკაც. - თქვენ გეცინებათ და მშობელთა კრებაზე სალაპარაკო თემა სხვა არაფერი აქვთ, დათა, იკა, თორნიკე, ან პირიქით, თორნიკე, იკა, დათა. ვდგავართ სამი ქალი და ვისმენთ მასწავლებლების საყვედურებს. თავმოყვარეობა არ გაქვთ? რამდენჯერ შეიძლება თქვენს გამო გაწითლება? - ჩვენ რომ არა, მოკვდებოდნენ მოწყენილობით, ვიღაცამ ხომ უნდა გაახალისოს?! - იკას ჩაუკრა თვალი თორნიკემ. - ოდესმე დასერიოზულდებით?! - საბოლოოდ გამოვიდა თეკლე მდგომარებიდან - წიგნის კითხვა თქვენ არ გინდათ, მხოლოდ ავტომობილი, გოგოები, კლუბები. - ამ ყველაფერს სახლში ვერ გვეტყოდი? აქ რატომ დაგვიბარე? - გაღიზიანდა თორნიკე. - გავიგე ახალი გასართობიც გაგჩენიათ. ტაბლეტების ყლაპვა რომლის იდეა იყო?! - რა ტაბლეტები? - ბიჭებმა უსიტყვოდ გადახედეს ერთმანეთს. - გგონიათ ვერ ვხედავ, ვერაფერს ვხვდები? ჩვენც ვიყავით თქვენს ასაკში. წამალს კარგი არავისთვის მოაქვს!.. - მანჩოს უნდა ამოაცალო კაცმა ის გრძელი ენა! - ღრენით დაემუქრა ირაკლი დას. - მანჩოც იქ იყო?! გოგოების თანდასწრებით ეწეოდით?! ზრდასრული კაცები მგონიხართ, შენი დის გვერდით როგორ კაიფობდი?! მანჩო ბედის ანაბარა იყო? შემთხვევით მასაც ხომ არ გაასინჯეთ? - კარგი რა თეკლე, რატომ გიყვარს ყველაფრის დრამატიზირება? რა ბედის ანაბარა, რა კაიფი, რა გასინჯება?! თავი კრიმინალი მგონია. ჩვეულებრივი ტაბლეტებია, ბევრ ქვეყანაში აფთიაქებშიც იყიდება. სულ ოდნავ ბრუვდები და ეგაა... ალკოჰოლშიც შეიძლება გაურიო, ჩვეულებრივ აზროვნებ, დედას გეფიცები, წამალია, ნარკოტიკს არც კი ვეკარებით. უბრალოდ... - ვერც კი მიხვდა ისე გადავიდა თავის მართლებაზე ირაკლი. - სად გაურიო?! უბრალოდ ბრუვდები და მეტი არაფერი? ასე როგორ იქცევი? მანჩოზე არ უნდა გეფიქრა? გვერდით და გყავდა საკუთარი და, ვინმეს შეურაცყოფა რომ მიეყენებინა? შეიძლება ასეთ ადგილებში გოგო წაიყვანოთ? - ჩვეულებრივ ბარში ვიყავით. - ირაკლის დაცვა სცადა თორნიკემ. - არც კი გაბედო, შენ ცალკე დაგელეპარაკები! - უხეშად შეაწყვეტინა ვაჟს - უსინდისო, გარყვილი და მაიმუნი ბავშვები ხართ! სად იყო ამ დროს ადმინისტრაცია? იმის შემდეგ რაც ჩვენ გიამბეთ, კარგი თათიას და გოგას თვალში ნაცარს აყრი. ნიკოლოზის მაინც არ გრცხვენიათ? აღსარებას როგორ ეუბნებით, თუ ცოდვად არც თვლით, თვენ ხომ უბრალოდ ერთობით, არადა ნარკომანები ხართ, გულისამრევი ნარკომანები! - სასოწარკვეთა გაერია ხმაში, სულ ცოტაც ატირდებოდა. - რითი ვერ გაიგეთ, ნარკომანები არ ვართ!. - გაღიზიანებულმა ტონს აუწია ირაკლიმ. - ქალებში არაო, გარყვნილება ყოფილა, სასმელი არაო, კაიფი არაო. დაგიჯდებით მაშინ ქალიშვილი გოგოებივით სახლში და... - სიტუაციის განსამუხტად ისევ ხუმრობა სცადა თორნიკემ, მაგრამ დედობილის კუშტი სახის დანახვისთანავე გაჩუმდა. - მართლა არ გესმით, თუ ძალით იშტერებთ თავს?! - უკვე ყვიროდა ქალი. - ეეე, კარგი რა თეკლე. სახლში დედაჩემი არ მყოფნის ახლა შენ დაემატე! ნუ გადაგვაყოლებთ ამ თქვენს ლიკას! ხომ გეუბნებოდი ასვლას აზრი არ აქვს მეთქი? ეს გინდოდა?! დებილი ბავშვებივით ვზივართ და ვისმენთ ლექციებს! - ამჯერად თორნიკეს შეუღრინა ირაკლიმ. - ჩემი ლაპარაკი ლეციებიც გახდა?! - ძმისშვილისგან აგდებული ტონი ეწყინა - უკაცრავად, თუ ზედმეტად შეგაწუხეთ, ჭკუის დარიგებით! - არ არის ასე, დედას გეფიცები, აბუქებ! დიდი რამე, ერთხელ თუ ჩავყლაპეთ, ყველას გაუსინჯავს.. - ჩემ თავს გაფიცებთ, თუ ოდნავ მაინც გიყვარვართ, არ გაეკაროთ, არანაირ ნარკოტიკულ საშუალებას, არაფერს რაც ხრჩოლავს, ბოლავს..- ცრემლნარევი ხმით ევედრებოდა თეკლე. - ანუ მანაგუა მოსულა?! არც ნემსი ჭირდება და არც ხრჩოლავს... - მიამიტი სახით დააფახუნა თვალები იკამ. - ჩემს ნერვებზე თამაშობ? ჩემი გამწარება გინდა?! -ძლივს დამშვიდებული ისევ აფეთქა. - ვხუმრობ თეკლე, ვხუმრობ. რა დღეში გაქვს ნერვები, ტო... უკვე ხუმრობასაც ვეღარ ხვდები? - ხუმრობ? ნარკოტიკები სახუმარო გგონია? - ისევ ცრემლები მოადგა თეკლეს - იცით მაინც აქ რამდენი თქვენი ასაკის ბიჭი მოჰყავთ? ისინიც ასე ხუმრობდნენ. ეს ცენტრი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გავხსენით. ამ მავნე სენისგან ხალხის გადასარჩენად... ეს ცენტრი ლიკას გამოა, ნიკოლოზის გამოა, აქ ჩვენი ტკივილია, აქ დანგრეული ოცნებების სანაგვეა. წამოდით, თქვენი თვალით ნახეთ, იქნებ ჰკითხოთ იმ ბიჭებს? იქნებ აუხსნათ ახლა გაუსაძლისი ტკივილისგან რომ იტანჯებიან, რომ სინამდვილეში მხოლოდ ერთობიან?! - კარგი რა მამიდ... - როგორც წესი მამიდას იშვიათად უწოდებდა ირაკლი, თუმცა როგორც წესი თეკლეზე ნამდვილად დამამშვიდებლად მოქმედებდა - ხომ იცი რომ ჩემი სიცოცხლე ხარ? ოღონდ დამშვიდდი და გპირდებით ახლოსაც არ გავეკარებით... - არც ტაბლეტებს! - გამაფრთხილებლად დაუქნია ხელი. - არც ტაბლეტებს! - ძლიერად მოეხვია მასზე ბევრად დაბალ თეკლეს და ლოყები ისე დაუკოცნა, როგორც თეკლე კოცნიდა ბავშვობაში - ჩემი ავი, ბუზღუნა მამიდა! - არც შენ... - როგორც იქნა დაიხსნა თავი ირაკლის მკლავებიდან, ამჯერად თორნიკეს დაუქნია თითი. - არც მე!... - თითქოს ფიცს დებსო, მკერდზე მიირტყა ხელი ბიჭმა და სიცილით ჩაჯდა სავარძელში. - ჰე, შეგვირიგდით?! - თავადაც კმაყოფილი იკრიჭებოდა ირაკლი. - არ მომატყუოთ იცოდეთ! ეს საკითხი ჩემთვის ზედმეტად მტკივნეულია, დღემდე ვიმკით იმ ერთი შეცდომის კვალს. ვერ გადავიტან, რომელიმე თქვენგანი ამ წუმპეში რომ აღმოჩნდეს, ვერ გადავიტან... - არც ვაპირებთ. - დედობილისთვის არც კი შეუხედავს, ცალი თვალით მობილურში მოსულ გზავნილს ნახულობდა - შეგვიძლია წავიდეთ?! - სად მიდიხართ? - რავი, დღეს კვანტალიანი დაბადების დღეა და კლუბში ვიკრიბებითო მოიწერა... - მეტი დამაჯერებლობისთვის რამდენიმე წამის წინ მიღებული გზავნილი დაანახა თეკლეს. - ისევ მოსაწევი და ქალები? - ცოტაც და ძლივს დამშვიდებული ქალი ხელახლა იფეთქებდა. - კარგი რა, პირველზე ხომ დაგპირდით. აი, რაც შეეხება ქალებს, იმედია მართლა იქნებიან... - თვალები აუციმციმდა მდედრობითი სქესის ხსენებაზე. - შეაყარე კედელს ცერცვი. ამდენი რისთვის ვილაპარაკე?! - იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო დედა იყო! - სიტყვა დედის ხსენებაზე ჟრუანტელმა დაუარა თეკლეს - ყველაფერს დაგიჯერებთ, ყველაფერს შეგისრულებთ, ოღონდ, ფულს ხომ მომცემ?! - ვერ გავიგე? - წარბები აწკიპა თეკლემ - გუშინ აკამ არ მოგცა? - მომცა, მაგრამ შენც ხომ უნდა გაიღო ხარკი ოჯახის ბიუჯეტიდან? - რასაც შენ აკეთებ აფერისტობა ჰქვია! - ღიმილი გაეპარა ხმაში ქალს. თუმცა საფულეს მაინც დასწვდა და ას ლარიანი მიაწოდა ბიჭს - საკმარისია? - ჯიგარი ხარ! - ორივემ რიგ-რიგობით დაუკოცნეს ლოყები და ვიდრე თეკლე მორიგ დარიგებას მოაყოლებდა მისი კაბინეტი სწრაფად გაცვივდნენ, კიდევ ერთხელ გახედეს ტელეფონზე მოსაუბრე კეკლუც მდივანს და ცენტრიც დატოვეს. - ისე მართლა არ გრცხვენია, ასე „ნაგლად“ რომ ატყუებ? - უკვე ავტომობილში მჯდომი ჩაეკითხა თორნიკე იკას. - კარგი რა. ახლა შენ არ დამიწყო. ვინ მოტყუვდა? თეკლე? „იმენნა“ შტირლიცია, ტო... ყოველთვის ყველაფერი იცის? - იკა. ეს ამბავი გაბაზრდება. გაიგებენ შენებიც და ტეხავს შენს ძმობას ვფიცავარ... - მორჩი რა! ახლა შენი დამოძღვრა ღა მაკლდა. წამოსვლა თუ არ გინდა პირდაპირ თქვი... - მისკენ არც კი გამოუხედავს, ავტომობილი დაქოქა და ადგილიდან სწრაფი სიჩქარით მოწყვიტა. - გაგიჟდი? მარტოს არ დაგტოვებ, სადაც შენ, იქ მე... - ძიძა არ მჭირდება. მომეცი ეგ ფული და... - ძიძა არა, ძმა ვარ!... - ხმა გაუმკაცრდა თორნიკეს. - მაშინ მოიქეცი ისე, როგორც ძმას შეეფერება. მორჩი დემაგოგობას, მოეშვი რა, დატკბი ცხოვრებით, გაერთე, ისიამოვნე და სხვასაც მიეცი ამის საშუალება... - ღრენით გამოხედა ვაჟმა. - კარგი, იყოს შენებურად. თუ გართობაა, გართობა იყოს! სად მივდივართ? - ჯერ კლუბში და შემდეგ მუხიანისკენ ბინა აუღია. ხატის პონტში რა... - იდეაში კარგად ჟღერს! - წამის წინანდელი კამათი აღარც ახსოვდა მთელი არსებით გართობაზე ფიქრობდა თორნიკეც. მეცამეტე თავი - სად ხართ, შე ჩემა?... - დათა რეკავდა. - მოვდივართ უკვე, ნახევარ საათში მანდ ვართ! - ხმამაღლა ორ ხმაში ჩასძახეს მიკროფონში. - ფული გაჩითეთ? - თეკლემ ასი ლარი დაგვიმატა. მგონი გვეყოფა... - კვანტო უცხო ხომ არაა? თუ რამე მერეც გავისტუმრებთ!- მხიარულად ჩასძახა იკამ. - ღადაობთ? როგორ არ გვეყოფა. გიორგიმაც მომცა. შევალ მაშინ მე... - მიდი, მიდი, არ შეგჭამენ უჩვენოდ, ჩვენც მალე მოვალთ. - სიცილით გაუთიშეს ტელეფონი. ირაკლის სწრაფი სიჩქარით მიიკვლევდა გზას სანაპიროზე. მიუხედავად გადატვირთული მოძრაობისა მოხერხებულად გაძვრა ავტომობილებს შორის. არც ორმაგი ღერძულად ხაზის გადაკვეთას მოერიდა და შესახვევად გამზადებულ კოლონას წინ მოექცა. - ეეე. მაგარი ბიჭები ხართ?! - უკან მდგომი ტაქსიდან მძღოლმა ხელებიც გაუშალა, თუმცა შუქნიშანზე მწვანე აენთო თუ არა, პასუხად მათი აწეული შუა თითი და ირაკლის სწრაფად მოსხლეტილი ავტომობილების საბურავების ღრჭიალი მიიღო. - ნაბიჭვრები!... - მარტო რომ ყოფილიყო, ალბათ უწმაწური სიტყვებითაც შეამკობდა, თუმცა უკან მჯდომი მგზავრები გაახსენდა და სათქმელი სიტყვებიც შეცვალა - ამისთანებს რათ უნდათ მართვის მოწმობა?!... - რას ვიზავთ?! მოზარდები არიან, უქრით... - კი ბატონო, უქროდეთ ვინ უშლით, მაგრამ მე რას მერჩიან?! რატომ მამტვრევენ? რომ ვერ გავჩერდე, რომ ვერ მოვასწრო, ხომ დავიღუპე კაცი?! ან საიდან ყიდულობენ ამისთანა მანქანებს? თავისი შრომით? მეტი არაა ჩემი მტერი. მთელი ცხოვრება საჭეს ვატრილებ და ამ საცოდავ გოლფს ვერ გავცდი... - ალბათ, მშობლები ყიდულობენ! - ბავშვური მიამიტობით ჩაერთო საუბარში ცამეტი -თოთხმეტი წლის გოგონაც, თუმცა გვერდით მჯდომმა ქალმა ანიშნა თუ არა, მაშინვე გაჩუმდა. - აი, მანდ ვარ მეც, მშობლები, ისინი რყვნიან და აზულუქებენ. დამნაშავენი ეგენი კი არა, მათი ფუქსავატი მშობლები არიან!. - კიდევ დიდხანს საუბრობდა მამაკაცი, კიდევ დიდხანს განიხილავდა მისთვის უცნობი ხალხის ცხოვრებას, თუმცა მგზავრები ხმას არ იღებდნენ, მხოლოდ გვერდით მჯდომ გოგონას გადახვია ხელი ქალმა და ჩუმად უჩურჩულა: - ელენე, გადასასვლელზე წითელი რომც აენთოს, დაელოდე, დარწმუნდი, რომ ნამდვილად გაჩერდნენ ავტომობილები და მხოლოდ შემდეგ გადადი! გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თავადაც ჩაეხუტა დედას. სწრაფი მოძრაობით შარლდენისკენ გადაუხვია და ერთ-ერთი ღამის ბარის ეზოში შეაჭრა ირაკლიმ. ავტოსადგომზე გაჩერდა და თორნიკესთან ერთად შენობაში შევიდა. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული დარბაზი ხალხით იყო გაჭედილი. სიგარეტისა და ალკოჰოლის მძაფრი სუნისგან სუნთქვა ჭირდა, თუმცა ბიჭები ამას სულაც არ შეუწუხებია. მოციმციმე განათების ფონზე, ხალხით სავსე დარბაზს მოავლეს თვალი. დარბაზის შუაგულში დაწყვილებული ახალგაზრდები ცეკვავდნენ, თუმცა რთული იყო ამ მოძრაობისთვის ცეკვის დარქმევაც. - თორნიკე, იკა!... - ნაცნობი ხმის გაგონებისთანავე გეზი მარჯვენა კუთხისკენ აიღეს. ახალგაზრდებს ორი მაგიდა გაეერთიანებინათ, დათა სუფრის თავში კვანტალიანის გვერდით წამოსკუპებულიყო. ვაჟს სახე ასწითლებოდა, სავარაუდოდ ალკოჰოლისგან და ბედნიერი მეგობრებს უქნევდა ხელს. - დათუნამ გვითხრა, არ მოდიანო! - კეკლუცითა და ტუჩების ბერვით შეეგებნენ გოგონები. - მერე, დაიჯერეთ?! - სიცილით დახედა იკამ იქვე მჯდომ მწითურ გოგონას, ხელოვნურ წამწამებს მიამიტად რომ აფახუნებდა. - დავიჯერე, ქოო... - ენას მოუჩლიფა პრანჭვით. - ასე როგორ დაგტოვებდით?! - ტუჩებში მოწყვეტით აკოცა ქალიშვილს და გვერდით დაუჯდა, მისივე სასმლით სავსე ჭიქას სტაცა ხელი და ერთი მოსმით გადაჰკრა. - მე არც არავის მოვნატრებივარ, არც არავის ვუკითხივარ?!... - თითქოს გაიბუტა ისე გადახედა გვერდი-გვერდ მჯდომ გოგონებს თორნიკემ, მართალია მათ მიმართავდა, მაგრამ მაინც მიხვდნენ ვის ეკუთვნოდა აღნიშნული კითხვა. იქვე მდგომ თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა და დაჟინებული მზერით წინ მჯდომ ლამაზმანს დააკვირდა. გოგონა დაიბნა, უხერხულად შეიშმუშნა, გაწითლდა. მამაკაცის მწველ მზერას ვეღარ გაუძლო და თვალი აარიდა. რაღაც ჩაილაპარაკა, თუმცა თორნიკე მისი სიტყვებით დიდად არც დაინტერესებულა, ქალის რეაქციით ზედმეტად კმაყოფილს ირონიულად გაეცინა და უდარდელი სახით საუბრი გაუბა გვერდით მჯდომ გოგონებს. რამდენიმე რეპლიკით დიალოგში ჩართვა სცადა ლამაზმანმაც, მაგრამ მისი ნათქვამი რატომღაც ისევ არ შეიმჩნია ვაჟმა, საკმაოდ უხეშად დააიგნორა. აშკარად ბიჭის გულის მოსაგებად, დანარჩენმა გოგოებმაც ირონიულად გამოხედეს და ისევ ქართველიშვილს მიუბრუნდნენ. აშკარად არ ელოდა მსგავს მოპყრობას, შეურაცყოფისგან მოწოლილი ცრემლების დასამალად თავი დახარა და ნერვიულად აცახცახებულ თითებს დააკვირდა. - განანებ ქართველიშვილო, ქალი არ ვიყო თუ არ განანო! - ვინ იცის მერამდენედ ემუქრებოდა გულში. ალბათ, დიდხანს გააგრძელებდა ბღვერასა სუფრის ბოლოში მჯდომი დათას დაძაბული მზერა რომ არ დაეფიქსირებინა. მიმიკა მაშინვე გაასწორა და ნაძალადევად გაუღიმა. თორნიკეს აშკარად არ აინტერესებდა რას ფიქრობდა გოგონა, მალევე მობეზრდა სუფრის მანდილოსან წევრებთან არაფრის მომცემი საუბარი, კვალტალიანმა შორიდანვე დაანახა თუ არა მცირე ზომის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ტაბლეტები, თავადაც ბიჭებისკენ გადაინაცვლა. - ვაა... საღოლ ძმა. აი ეს მესმის! - აღტაცების ნიშნად მხარზე ხელს უტყაპუნებდა კვანტალიანს იკა. უმზერდა მეგობარს და თეკლეს მუდარით სავსე თვალები ახსენდებოდა, მათი დაპირება, რომ ახლოს არ გაეკარებოდნენ ნარკოტიკს. როგორ სწრაფად დაივიწყეს სულ რამდენიმე წუთის წინ ნათქვამი სიტყვები. უმზერდა მომღიმარ მეგობრებს, უდარდელი სახით რომ გადაყლაპეს ტაბლეტები და ზედ წყლის ნაცვლად ლუდიც დააყოლეს. თვითონაც ასეთი იყო, ასეთი ფლიდი, მის სიტყვასაც არ ჰქონდა ფასი?! უნებურად ზიზღი იგრძნო საკუთარი თავის მიმართ, თუმცა მისთვის განკუთვნილი შეკვრა მაინც გამოართვა და ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო. - არ სვამ?! - ეჭვით გამოხედა კვანტალიანმა. - არა! - ისე შეუღრინა კვანტალიანს თითქოს მისი ბრალი იყო ყველაფერი. ნერვიულად გააკანკალა, შუბლი ოფლით დაეცვარა იმდენად ძლიერი იყო მიღების სურვილი. ხელი მისით გაექცა ჯიბეში მოთავსებული შეკვრისკენ, თუმცა შეჩერება მოახერხა. დროულად რომ არ გასცლოდა, თავის შეკავებას ვეღარ შეძლებდა, საკუთარი უსუსურობით გაღიზიანებული გარეთ გავარდა. გარეთ უკვე ჩამობნელებულიყო. ოდნავ ცრიდა, როგორც წესი ვერ იტანდა წვიმას, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად შვება მოჰგვარა. გრილი, ნოტიო ჰაერი ფილტვებში ღრმად ჩაუშვა და გაეღიმა. ლამაზი იყო ღამის თბილისი, მერედა როგორი ლამაზი. ამაყად გადმოჰყურებდა ნარიყალა დედაქალაქს. ზარების ხმა მწუხრის ლოცვის დასასრულს ამცნობდა. თავი ბარის ეზოში მოწყობილ საზაფხულო ვერანდას შეაფარა და ისევ ქალაქის ხედებით ტკბობა გააგრძელა. ცალი თვალით გახედა იქვე მდგომი სიონის, ტაძრიდან გამოსული მოძღვრის დანახვაზე ისევ თეკლეს სიტყვები ამოუტივტივდა. ისევ სინდისის ქენჯნა იგრძნო. ისევ შერცხვა და ორმაგად შეზიზღდა საკუთარი თავი. - კარგად ხარ? - ფიქრებიდან ქალიშვილის ხმამ გამოიყვანა. წინ მჯდომი ქალიშვილი უკან გამოჰყოლოდა. - იმაზე უკეთ ვიდრე შენ გგონია... -მისთვის არც კი შეიხედავს ღრენით უპასუხა ვაჟმა. - რავიცი, დენდარტყმულივით კი გამოვარდი! - თორნიკეს უხეშობა არ შეიმჩნია, უდარდელი სახით ხარბად მოქაჩა სიგარეტი და ნატიფი თითებით იქვე დააფერფლა. - შიგნით უჰაერობაა და... - ისეთ სახეს მივიღებ, ვითომ დავიჯერე... - ირონიულად გაეცინა ქალს - დიდხანს უნდა ვიყოთ ასე? - ასე როგორ?! - გაზიანებულმა ჩამოხედა მასზე ბევრად დაბალ ქალიშვილს. - მომენატრეეე! - უკანასკნელი მარცვალი განსაკუთრებით გამოკვეთა და გაწელა. - დაასრულე?! - ზიზღით სცადა მისი მოიშორება, მაგრა თითქოს განზრახ, ტკიპასავით უფრო მიეწება მკლავზე გოგონა. - დამივიწყე? - მიამიტი სახით ააფახუნა თვალები - არადა, მე... - თითის წვერებზეც კი აიწია, ვაჟის ტუჩებზე მისაწვდომად, მაგრამ ქართველიშვილმა ზიზღით სახე აარიდა. - არ მითქვამს, კახპები რომ არ მიყვარს?! - კარგად დაფიქრდი, თორნიკე, ასე იოლად ვერ მომიშორებ. გგონია დამცირებას გაპატიებ?! იცოდე, სანანებელი გაგიხდება! - მიამიტი სახე მყისვე შეეცვალა. სიბრაზისგან თვალები დაქაჩა ქალმა. - მემუქრები კიდეც?! - ხარხარი აუტყდა თორნიკეს. - კი არ გემუქრები, გაფრთხილებ! - საჩვენებელი თითი სახესთან დაუტრიალა ვაჟს. - მდგომარეობიდან ნუ გამომიყვან. - სახესთან მიტანილ ხელში უხეშად სწვდა მამაკაცი - არ მინდა შეურაცყოფა მოგაყენო, მაგრამ მაიძულებ სათქმელი პირში გითხრა. აქამდე თუ არავის უთქვამს, მე გეტყვი, ქალი რომ შეყვარებულის ძმაკაცს გაეპრანჭება, მხოლოდ ფლირტს არ იკმარებს და ჩაუწვება კიდეც კახპაა. კარგი იყო კვანტალიანთან? გეგონა ვერ გავიგებდი?! ჩემთან რაღა გინდა?! სხვის ნახმარი ნივთები არ მიყვარს, მით უმეტეს ძმაკაცის ქალები... - შენ მაიძულე, შენი ბრალია... - ცრემლები ვერ შეიკავა გოგონამ. - მე?! - ალბათ ყველაფერს ელოდა, ოღონდ მსგავს ბრალდებას ნამდვილად არა - იქნებ ამიხსნა?! - თვეობით მიდიოდი, მე კი სექსი მინდოდა... - ისევ მიამიტად ააფახუნა თვალები ქალმა. - აი, ეს მესმის! - მოულოდნელობისგან ახარხარდა ქართველიშვილი - რადგან ისევ მე ამეტორღიალე, ეტყობა კარგად ვერ გასიამოვნა!. ვაჟის სახეზე ღიმილის დანახვამ აშკარად იმედი მისცა: -თორნიკე, გთხოვ, ასე ნუ მექცევი. უშენოდ არ შემიძლია. შენს გარეშე ვერ ვძლებ... ისევ ჩასახუტებლად მიიწია. თუმცა ვაჟის ყურადრება ტელეფონზე შემოსულმა გზავნილმა მიიპყრო: - ამის დედაც... - ერთი კი შეიგინა უწმაწურად და ქალისთვის არც კი შეუხედავს ისე შევარდა ბარში. მეთოთხმეტე თავი ბარში შევარდნილმა თორნიკემ მოციმციმე ნათების ფონზე უცებ ვერ აღიქვა მოვლენები. ვიღაც ისევ ცეკვავდა, ვიღაც - იგინებოდა, სადღაც შორიდან ძლივს მოსწვდა სმენას დათას ხმა: - დედას მო... შე ახვარო! - გამეტებით ურტყამდა ვიღაცას ვაჟი. სიბნელეში სილუეტის გარჩევა გაუჭირდა, თუმცა არც აინტერესებდა ცემის ობიექტის ვინაობით. სულ რამდენიმე ნახტომში აღმოჩნდა მათ მაგიდასთან. წამიერად მოავლო თვალი მეგობრებს, იკა არ ჩანდა, პრინციპში არც კვანტალიანი. შეშინებული გოგონები კუთხეში მიყუჟულიყვნენ, ბიჭები რატომრაც ჩარევას ან არ ცდილობდნენ ან ვერ ბედავდნენ. გააფთრებული დათა ზედ დასჯდომოდა სხვერპლს და გამატებით ურტყამდა სახეში მუშტებს. - დათა, გაჩერდი! შეჩერდი! - საკუთარი ხმის ცნობა გაუჭირდა ვაჟს. თუმცა მისი აშკარად არ ესმოდა ასათიანს, უფრო და უფრო გამეტებით ურტყამდა ძირს დავარდნილს. სხვაგვარად რომ ვერ მიუდგა, უკნიდან იღლიებში ამოსდო მკლავები და ისე გააკავა დასარტყმელად შემართული მეგობარი, რომელიც ხელების ნაცვლად ამჯერად წიხლებს უქნევდა მოწინააღმდეგეს - კვანტო?! - თვალებს არ უჯერებდა, როცა ცემის ობიექტში საერთო მეგობარი ამოიცნო. - „ტრუპი“ ხარ, ასათიანო, ტრუპი! - წელი ძლივს აითრია კვანტალიანმა, პირიდან სისხლს აფურთხებდა, თუმცა მუქარას მაინც ახერხებდა. - კიდევ რომ ლაპარაკობს, ეს ახვარი ესა! ილოცე, რომ არაფერი მოხდეს, ილოცე, თუმცა შენ ლოცვის რა იცი?! იცი მაინც რას ნიშნავს ეგ სიტყვები?! - სიმწრისგან და სიბრაზისგან ერიანად კანკალებდა დათა. კვანტალიანს პასუხის დაბრუნება არც კი უცდია. თორნიკემ ხელის გაშვება სცადა, თუმცა მალავე ინანა, ისევ საჩხუბრად გაიწია დათამ, ისევ ბორკილებად შემოარტყა მეგობარმა ძლიერი მკლავები: - გამიშვი თოკო, შენ არ იცი... უნდა მოვკლა, არ უნდა ვაცოცხლო, ეს ახვარი ესა! - ამჯერად თვითონ ემუქრებოდა დათა. კიდევ ერთხელ მოავლო უძრავად მდგომ მეგობრებს თვალი. ეუცნაურა მათი პასიურობა, თუმცა ამაზე ფიქრის დრო ნამდვილად არ ჰქონდა. - ვინმემ გაიყვანეთ! - კვანტალიანზე ანიშნა იქვე მდგომ ბიჭებს. - არც კი გაბედო, გაიქცევა, თოკო, ვინანებთ, არც კი გაბედო! - მუდარით ეუბნებოდა დათა. თუმცა მეგობარს მისთვის აღარ მოუსმენია, ბიჭებს ანიშნა ბრძანება შეესრულებინათ. - იკა სადაა? თქვენთან არ დავტოვე?! - იკა?! ეეე... იკუშ ტო... - თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, აქამდე საცემრად შემართული დათას უცებ რაღაცამ გაუელვა, თუმცა საკუთარი აზრის თავადვე შეეშინდა - მეორე ტაბლეტიც ჩაყლაპა. - თავის ქექვით ხმამაღლა ფიქრობდა ის, თითქოს ახლაღა გაიაზრა რა თქვა. შიშჩამდგარი თვალებით გახედა კვანტალიანს. - იკას? შეუძლებელია... - აშკარად მიუხვდა უთქმელ სიტყვებს - ბოლოს რომ ვნახე, საპირფარეშიში მიდიოდა... - მასზე არანაკლებ შეშინებულმა უპასუხა ყოფილმა მოწინააღმდეგემ. - ამდენ ხანს?! - ყურადღებას აღარ აქცევდა ზურგს უკან ისევ მოკამათე ბიჭებს, თორნიკე უკვე მამაკაცების საპირფარეშოსკენ გარბოდა. კარები შიგნიდან დახვდა ჩაკეტილი. რამდენიმეჯერ დააკაკუნა, თუმცა უშედეგოდ, შიგნიდან პასუხი არავის გაუცია. - დამეხმარეთ! - მეგობრებს აღარც დაელოდა, შორიდანვე მთელი ძალით თავდვე შეასკდა კარს. დათასთან ერთად შეჯახების მეორე მცდელობაზე, როგორც იქნა შეგლიჯა კლიტე. პირსაბანში წყალი მოედინებოდა, იატაკზევე ჩამჯდარიყო იკა, სახეზე უჩვეულოდ გადათეთრებულს თვალები დაეხუჭა. - იკა, იკუშ! - მხრებში ანჯღრევდა დათა. - იკუშ, არ გაბედო, იკუშ, შემომხედე! - ხმამაღლა ღრიალებდა თორნიკე. - ტყუილად წვალობთ, თუ წამლისგანაა, უკვე მკვდარი იქნება! - თითქოს ჯიბრით ენას არ აჩუმებდა კვანტალიანი. - მოგკლავ, შე ნაგავო! - ისევ საცემრად გაიწია დათამ, თუმცა კვანტალიანმა კარებში გავარდნა მოასწრო. ის არ გეყო, რომ ნაგავი შემოგვასაღე, ახლა სასიკვდილოდაც გვიმეტებ?! - ახლა მაგის დრო არაა! - ცივად გაიჟღერა თორნიკეს ხმამ - იკას უნდა ვუშველოთ! თითის ბალიშებით არტერიაზე სულ ოდნავ იგრძნო პულსის ცემა. იმედი მიეცა, მართალია სუსტაც, მაგრამ ხომ მაინც იგრძნობოდა?! ალბათ, მათი ხმა გაიგონა, თვალების გახელა სცადა ირაკლიმ. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ცალი ხელით მობილურზე თეკლესთან ნომერს კრეფდა, ცალი ხელით კი ვაჟისთვის მაისურის გახდას ცდილობდა - თეკლესთან დარეკე. დროზე. მაგ ნაგავს მერეც გავუსწორდებით. - არ მითხრათ, რომ ფული არ გეყოთ! - ჩვეულებისამებრ მხიარული ხმით უპასუხა გამზრდელმა. - დედა, მომისმინე, დახმარება მჭირდება! - ზედმეტი შესავლის გარეშე, პირდაპირ დაიწყო ვაჟმა. - რა გჭირს? სად ხარ? - თორნიკეს დაძაბულმა ხმამ აშკარად დააფრთხო თეკლე. - მეგობარია ცუდად! - სიმართლის გამხელა ვერ გაბედა - სავარაუდოდ ზედმეტი დოზით ან იქნებ უარესი, ინტოქსიკაციაც დასაშვებია... - სწრაფად მიაყარა ბიჭმა. - სად ხარ მითხარი, ახლავე მოვდივარ... - შარლდენზე თეკლე დეიდა, მაგრამ დრო არ ითქმენს! - სასოწარკვეთილებისგან აღრიალდა დათა ირაკლის უაზროდ გაშეშებული მზერის დანახვაზე. - დედა, მიკროფონზე ჩავრთე, მიკარნახე, დედა, გესმის?... - ღავადაც პანიკაში მყოფი ყვიროდა თორნიკე. - მესმის! - მღელვარების დასაფარად ღრმად ჩაისუნთქა ქალმა, შიშით ვეღარ მოიკითხა ძმისშვილი - არ შეშინდეთ!. -სხაპასხუპით აყრიდა პირველადი დახმარების წესებს - თრონიკე, დედი, გესმის?! იმახსოვრებთ? - კი დედა, კი... - უკვე ასრულებდა ქალის დარიგებებს ქართველიშვილი. - არ შეშინდეთ გესმის? არ დამღუპოთ! მოვდივარ, სულ რამდენიმე წუთი გაუძელით, სულ რამდენიმე... სასწრაფოს სირენის ხმამ გადაფარა თეკლეს ცრემლებით სავსე ხმა. გვერდში ედგა თორნიკეს თავადაც მიტკალივით გათეთრებული დათაც. - აუცილებლად გვიშველიან, დაგვეხმარებიან!... - ჩუმად ბუტბუტებდა ასათიანი, ყურადღებას აღარ აქცევდა თავადაც რომ ვერ იყო კარგად, უჩვეულო სისუსტე ნელ-ნელა უჯდებოდა სხეულში. სახეზე ოფლი ასხამდა. - შენ რაღა გჭირს? - ეჭვით გამოხედა ცივი წყლის მისასხმელად პირსაბანთან დახრილ მეგობარს თორნიკემ. - ერთი ტაბლეტი მეც გადავყლაპე... - მისკენ არც გაუხედავს ისე უპასუხა ბიჭა. - ამის დედაც! - სიმწრისგან მუშტი კედელს ჩაარტყა მთელი ძალით თორნიკემ. - ოღონდ ახლა გამოვძვრეთ და კვანტალიანის დედას.. - ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ ისევ იმუქრებოდა დათა. უცებ შიში გაუჩნდა, რომ ვერ შეძლონ? რომ ვერ გადარჩნენ? - მოვკვდებით, ტო?! იკას ასეთი მდგომარეობა რომ არა, ალბათ მსგავსი კითხვის გამო ხარხარი აუტყდებოდა თორნიკეს, მაგრამ ახლა რატომღაც აღარ ეცინებოდა. გააღიზიანა, საოცრად გააბრაზა დათას ნათქვამმა. - ნუ ბოდავ რაღაცას, ორივენი კარგად იქნებით, უფლება არ გაქვთ კვანტალიანთან მარტო დამტოვოთ, მაგ ნაბოზარს ერთად უნდა გავუსწორდეთ ამ ნაგვის შემოსაღებითვის. - თეკლე გვიშველის?! - სხეულის კანკალს ვეღარ იკავებდა ასათიანი, არ ამხელდა, მაგრამ ნელ-ნელ მუხლებში ძალაც ეკარდებოდა. - ამის დედაც, პულსი სულ უფრო უსუსტდება! - შორიდან ესმოდა ირაკლისკენ დახრილი თორნიკეს ხმა - იკუშ, გთხოვ, იკუშ, გემუდარები! - თორნი... - მაგრამ დასრულება ვეღარ შეძლო, ნელ-ნელა თავადაც ცივ მეთლახზე ჩაცურდა. - დათა! - ამჯერად მას დაეტაკა ქარტველიშვილი, ვეღარ გაეგო პირველად რომლისთვის მიეხედა. მშველელის ძებნაში აქეთ-იქით იყურებოდა, მაგრამ საპირფარეშოშიც მარტო დარჩენილიყო და აღარც ბარში ჩანდა ვინმე. ვერც კი გაიგო როდის მიატოვეს მეგობრებმა. მუდამ სავსე ბარი უჩვეულოდ ჩაჩუმებულიყო, შენობაში მხოლოდ ისინი დარჩენილიყვნენ. - ამათი, დედაც... - ისევ უწმაწურად იგინებოდა. საკუთარი უსუსურობა ასე მძაფრად არასოდეს უგრძვნია, ორად გახლეჩილი ხან ერთთან გარბოდა და ხან მეორესთან. არ უნდოდა, მაგრამ მაინც ვეღარ იკავებდა ცრემლებს. როგორც იქნა სასწრაფოს სირენების გამაყრუებელი ხმაც მისწვდა სმენას და შენობაში ექიმების ბრიგადასთან ერთად თეკლეც შემოვარდა. ალბათ ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თორნიკეს საღსალამათს რომ ხედავდა, მაგრამ მუხლები კინაღამ მოეკვეთა ქალს, როცა საპირფარეშოს იატაკზე გაშოტილი ბიჭები დაინახა. - დედა, მიშველე! ყელში მოწოლილი კივილის დასაფარად, ტუჩებზე იკბინა, პირში დაგროვილმა სისლის, ჟანგისმაგვარმა გემომ მაშინვე გონს მოიყვანა. - დარბაზში დაგველოდე. ფეხებში ნუ გვედები! ტონი ცივი ჰქონდა, საქმიანი თეკლეს, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო ბიჭი. მიუხედავად დედობილის ბრძანებისა, გასვლა არც კი უფიქრია, თითქოს ფრთები გამოსხმოდა, აღარსაც ჩანდა შიში, აღარც დაბნევა, თეთრხალათიანებთან ერთად თავდაუზოგავად იბრძოდა მეგობრების სიცოცხლისთვის, მათ დარიგებებს ზედმიწევნით სიზუსტით ასრულებდა. ხან სისტემას უჭერდა, ხან ჟგუტის გადაჭერაში ეხმარებოდა. ბიჭები მაშინვე საკაცეებზე დააწვინეს, დარბაზში გადაიყვანეს, თორნიკესთვის გაურკვეველი სითხეებით სავსე პარკებით გადასხმის სისტემები იქვე დაუდგეს, როგორც იქნა თითქმის ნახევარ საათიანი წვალების შემდეგ დათამ თვალებიც გაახილა, იკა ჯერ კიდევ უგონოდ იყო, თუმცა პულსი აღუდგა, გულისცემა ნელ-ნელა დაურეგულირდა. - ამ ეტაპზე ესეც შედეგია, დანარჩენს ცენტრშიც მოვახერხებთ! - დამაიმედებლად ჟღერდა ექიმის სიტყვები. - დროს ნუ დავკარგავთ, თუ გადაყვანა შესაძლებელია, წავიყვანოთ! - ისევ უფროსის ამპლუაში იყო თეკლე. შედარებით დამშვიდებულმა ახლაღა შეხედა შვილობილს. სხვა დროს ალბათ საყვედურებით აიკლებდა, მაგრამ ვაჟის ნერვიულობისგან გაფითრებული სახის დანახვაზე გაჩუმება ამჯობინა. - იმედია კარგი გაკვეთილი მიიღე! - მხოლოდ მსუბუქად წაკბინა. - არ გინდა დედა, გთხოვ! - ბოღმა ყელში აწვებოდა საკაცეზე ნახევრად უგონო დათასა და ჯერ კიდევ გათიშულ იკას შემხედვარეს. - მე, იკას მანქანით სასწრაფოს გავყვები, შენ კი შინ წადი, დასვენება არ გაწყენს... - გულმა მაინც არ მოუთმინა, მაინც შეეცოდა მისი გაზრდილი, თუმცა სასჯელად ბევრად უარესი მოიფიქრა - მამაშენს გააგებინე, იმედია გეყოფა ვაჟკაცობა და გოგას და გიორგისაც შენვე დაურეკავ!.. ამის ტქმას ყველაფერი ერჩივნა თორნიკეს, მაგრამ შეწინააღმდეგება ვერ გაბედა. - ყველაფერს გავაკეთებ, მათთანაც დავრეკავ... ოღონდ წამოსვლაზე უარს ნუ მეტყვი, მაინც ვერ მოვისვენებ!... - მუდარით უმზერდა დედობილს. უკვე ავტომობილში მჯდომმა თეკლე თავის ქნევით დაეთანხმა, თუმცა ის-ის იყო ბარის ავტოსადგომიდან გასულ სასწრაფოს ავტომობილს უნდა გაჰყოლოდა, სირნების კივილით ეზოში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც შემოვიდა. მიკროფონში ისმოდა პოლიციელი მკაცრი ხმაც: - ავტომობილი გააჩერეთ, გადმობრძანდით და ხელები მაღლა ასწიეთ! მეთხუთმეტე თავი - რა ხდება? - დაბნეული უმზერდა გვერდით მჯდომ ვაჟს თეკლე. - ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ შემრცხვეს! - მყარად სჯეროდა საკუთარი სიმართლის ქართველიშვილს. იქნებ ასეც იყო? იქნებ არც ჰქონდა დანაშაული ჩადენილი? მაგრამ ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებდნენ. ზედმეტად კარგად იცოდნენ პატრულის თანამშრომლებმა, რომელ ჯიბეში ჰქონდა შენახული კვანტალიანისგან შეძენილი ტაბლეტები, ზედმეტი წვალებისა და ძებნის გარეშე, ჩაუყვეს ხელი ქურთუკის შიდა მარჯვენა ჯიბეში და მოზრდილი შეკვრაც ამოიღეს. შემთხვევითობის გჯერათ?! მე პირადად არა. - ეს პაკეტი თქვენ გეკუთვნით? - ცხვირთან დაუტრიალა პატარა ცელოფანი. უარყოფა არც კი უფიქრია, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია თორნიკემ. ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისო იყო თეკლესთვის, რომ მიმხვდარიყო, პაკეტში არსებული ტაბლეტების რაოდენობა იმდენად დიდი არ იყო, რომ ამის გამო მისი დაკავება სდომებოდა. მაშ რა ხდებოდა?! - მტკიცებულება ხელზე აქვს! - ვიღაცას უპატაკა რაციაში პოლიციელმა. - მშვენიერია! იმედია არ იტყვის, ჩამიდესო... - ირონიულად იცინოდა უცნობი - დააკავეთ და განყოფილებაში წამოიყვანეთ! ბრძანების შესრულებას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა. ხელების გრეხვით დაადეს ხელბორკილები ქართველიშვილს. - არ გაგატანთ, ხელი გაუშვით, მას არაფერი დაუშავებია! - ძუ ვეფხვივით ბრდღვინავდა თეკლე. - ამას განყოფილებაში გავარკვევთ! მისი შვილი ყველას ანგელოზი ჰგონია! - ზიზღით, დაუფარავი ირონიით ქირქილებდა ერთ-ერთი პოლიციელი. როგორ უნდოდა ახლა თავისუფალი ყოფილიყო, სულ რამდენიმე წუთს, ან თუნდაც წამს. ესეც ეყოფოდა ამ ნაბიჭვრისთვის კბილების ჩამოსაღებად. შემდეგ, თუ გინდათ მთელი ცხოვრება ჩაჯდებოდა. სულ რამდენიმე წამი ბორკილების გარეშე უკვე სანატრელად ქცეულიყო. ბარის ეზოში შავი ფერის ტოიოტას ჯიპი შემოვიდა, ავტომობილიდან საშუალო ასაკის, აკადემიურად ჩაცმული მამაკაცი გადმოვიდა და პატრულის თანამშრომელს მიუახლოვდა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ოპერაციას სწორედ ის ხელმძღვანელობდა. თორნიკეს ჯიბიდან ამოღებული პაკეტი ყურადღებით შეათვალიერა და მასთან ერთად ავტომობილიდან გადმოსულ კრიმინალისტებს გადასცა. მათი გამოჩენა კარგად არ ენიშნა თეკლეს. - ეს ნაგავი, ხომ ნარკოტიკიც არაა! - შვილობილის მკლავზე ჩააფრენილი, ცრემლების ყლაპვით ამჯერად თავად იმეორებდა ძმისშვილის ნათქვამ სიტყვებს. - არ გინდა, ამ ახვრებთან თავს ნუ იმცირებ... - დედობილის ხელები თავადვე მოიშორა - ყველაფერი გაირკვევა! - მართალია სიმართლის გარკვევის დიდი იმედი თვითონაც არ ჰქონდა, მაგრამ ცდილობდა ხმა მტკიცე ჰქონოდა. - თქვენს ადგილზე საკუთარ მეტყველებას გავაკონტროლებდი, ყმაწვილო! - საკმაოდ მკაცრად ჟღერდა მამაკაცის სიტყვები - მართალი ხართ, ბევრი რამ გაირკვევა, მაგრამ არა მგონია ეს ამბავი თქვენთვის სახარბიელოდ დასრულდეს! - წადი, შენი ძაღლი დედაც... - აღარც თეკლეს ერიდებოდა, უწმაწურად იგინებოდა ვაჟი. - ისედაც მძიმე სიტუაციაში, თანამშრომლისთვის შეურაცყოფის მიყენების გამო სასჯელ ნუ დაიმატებ... - ისევ შეუღრინა პიჯაკიანმა. - ძალიან გთხოვთ, სხვა პრობლემებიც საკმარისად გვაქვს, ახალ სადარდებელს ნუ გამიჩენთ! - უკვე მუდარაზე გადავიდა ქალი. - რაც არ უნდა გითხრან, იცოდე, რომ დამნაშავე არ ვარ! - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო თორნიკემ და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟშიც უკრეს თავი - გესმის დედა? დამნაშავე არ ვარ. ოღონდ შენ გჯეროდეს, ოღონდ შენ... - უკანა სავარძელზე მჯდომი ისევ ღრიალებდა ბიჭი. - თუ გნებავთ, რჩევად ჩათვალეთ, თუ გნებავთ გაფრთხილებად, თქვეს ადგილზე ქალბატონო, აქ ისტერიკის ნაცვლად, კარგ ადვოკატს დავუქირავებდი საკუთარ შვილს... - ის მაინც მითხარით სად მიგყავთ?! - ბიჭს ამაღამვე ქალაქის პროკურატურაში გადაიყვანენ... - ქალაქის პროკურატურაში?! კი მაგრამ რა შარში გაყო თავი?! - უფლება არ მაქვს. ამაზე მეტს ვერ გეტყვით. დანარჩენი პროკურორთან გაარკვიეთ... ჯობდა დროულად გასცლოდა, ისედაც ზედმეტი უთხრა, მაგრამ იმდენად შეძრა ქალის ტკივილმა, რომ მთელი გულით შეეცოდა კაცს. - „ადამიანს თუ მოგსპობს, შვილი, თორემ უცხო რას მოგერევა?!“.. - ავტომობილში მჯდომი ფიქრობდა კაცი, თუმცა მისი სენტიმენტალური განწყობა, სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა. ავტომობილი ბარის ეზოს მოშორდა თუ არა, ისევ რაცია მოიმარჯვა, და ისევ საგამოძიებო ჯგუფს დაუკავშირდა: - პროკურორს შეატყობინეთ? ფარნასაც უნდოდა დაკითხვაზე დასწრება... კარგით ნახევარ საათში მანდ ვარ... არა, უჩემოდ არ დაიწყოთ, მეც მინდა მოვუსმინო... ზოგჯერ სულ რაღაც წამებია საკმარისი ყველაფრის შესაცვლელად, ზოგჯერ, სულ რაღაც ერთი საღამოა საკმარისი, რომ წარმატებული სპორტსმენიდან ნარკოტიკების რეალიზაორად იქცე, „ბარიგად“ მოგნათლონ და ახალი იარლიყიც მიგაკრან. აი, ვინ იყო ის, პატრულის თანამშრომლები თორნიკეს იქ ყოფნას არც კი ერიდებოდნენ, მობილურ ტელეფონში ვიღაცას ამაყად უყვებოდნენ, როგორ დააკავეს ღამის ბარში ნარკოტიკების რეალიზატორი. სიმართლე არავის აინტერესებდა, არც კი კითხულობდნენ რა მოხდა, მათთვის თორნიკე „ბარიგა“ იყო და ამის უტყუარობაში ეჭვიც არ ეპარებოდათ. ალბათ, ნახევარი საათიც არ დასჭირდათ დიღმის მასივში გასასვლელად. სირენებ ჩართული ავტომობილი ქალაქ თბილისის პროკურატურის ეზოში გაჩერდა. ორი პატრულის თანამშრომლის თანხლებით სამორიგეოში შეიყვანეს თორნიკე. ერთხელ კიდევ გაჩხრიკეს და ბადრაგებს გადააბარეს. - შეხედავ და ადამინს ჰგავს, არადა!... თავდახრილი მიჰყვებოდა თანამშრომლებს და ცდილობდა მათი საუბარი ისე მოესმინა, თითქოს ვინმე უცხოზე ლაპარაკობდნენ. - „მოვა დრო და ამ ცრუ ბრალდებებისთვის ბოდიშს მომიხდიან!“ - იდეაშიც კი არ უშვებდა, რომ შეიძლება დამნაშავედ ეცნოთ. ფიქრებში ისე გაერთო ვერც კი დააფიქსირა სად შეიყვანეს, სავარაუდოდ დაკითხვისთვის განკუთნილ ოთახს ცალი კედელი სარკისებურად დაბურული ჰქონდა. ოთახის შუაგულში ერთად-ერთი მაგიდა და ორი სკამი იდგა. არც ფანჯრები, არც ტელევიზორი, არც ტელეფონი. ცოტა არ იყოს, იმედგაცრუბაც კი იგრძნო, რატომღაც სხვაგვარი წარმოედგინა მსგავსი ადგილი. - დაჯექი და ჩუმად იყავი! - უხეში ბიძგით დასვა მაგიდის წინ მდგომ სკამზე ბადრაგმა. - ცოტა ფრთხილად, მთელი ცხოვრება ამ, დამპალ პროკურატურაში ყოფნას არ ვაპირებ! - ღრენით გამოსცრა ვაჟმა. - ყველა ასე ამბობს... - დამცინავად გადმოხედეს კარებში ატუზულმა ბადრაგებმა. თავდახრილი იჯდა თორნიკე, გგონიათ ეშინოდა, არა. უბრალოდ გული სწყდებოდა, ისევ თეკლეს ცრემლებით სავსე თვალები ახსენდებოდა, მისი გამწარებული სასოწარკვეთილი სახე. იმედი გაუცრუვა გამზრდელებს, მერედა როგორ?! - ნეტა, ბიჭები როგორ არიან?! - იკას და დათას გადასწვდა ფიქრებში - მეგობრების გათიშული, თითქმის უსულო სხეულების წარმოდგენაზე უსიამოვნოდ გასცრა, თუმცა ფიქრი დიდხანს არ დასცალდა, რკინის კარები ხმაურით გაიხსნა და ოთახში ბარის ეზოში ნანახი პიჯაკიანი მამაკაცი შემოვიდა. თავისუფალ სკამზე მოთავსდა და ყურადღებით დააკვირდა მის წინ მჯდომ თორნიკეს. ზუსტად ვერ მიხვდა ვის, მაგრამ რომელიღაც დეტექტივში ამოკითხულ პერსონაჟს ნამდვილად აგონებდა ეს საშუალო სიმაღლის, შუბლშეკრული კაცი. - ხელბორკილები მოხსენით! - როგორც იქნა დუმილი დაარღვია პიჯაკიანმა. ერთ-ერთი ბადრაგი უხალისოდ მიუახლოვდა, ეჩვენებოდა, თუ მართლა ფეხს ითრევდა?! თითქოს არ უნდოდა ბორკილების მოხსნა და ამას არც მალავდა, მისთვის ეს მინიმალურიც კი არ ემეტებოდათ. არა, ნამდვილად არ მოსჩვენებია. ნეტა ყველა ეჭვმიტანილს ასე ექცევიან, თუ მან დაიმსახურა ამხელა სიძულვილი?! დიდხანს ფიქრი არ დასცალდა, ოთახში კიდევ ვიღაც შემოვიდა. საშუალო ასაკის მამაკაცის სახის მოყვანილობით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ყოფილი მოჭიდავე გახლდათ, ან იქნებ ახლაც ვარჯიშობდა?! კარებში მდგომი ბადრაგები გაიჯგიმნენ და სამხედრო სალმით შეხვდნენ, პიჯაკიანი წამოდგა და ადგილი შემოსულს დაუთმო. ვის, ვის და ქალაქის პროკურორის სტუმრობას აშკარად არ ელოდა თორნიკე. ვერც კი იფიქრებდა, თუ პიჯაკიანის ნახსენები ფარნავაზი თავად ფარნავაზ მოლოდინაშვილი იქნებოდა. - როგორც ვხედავ, მიცანი. ალბათ, შენი საქმის გამომძიებელსაც გაიცნობდი. - სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ გამიხარდა თქვენი გაცნობა! - ირონიაში არ ჩამორჩა თორნიკეც. - თავხედიც ყოფილხარ, თუმცა არაუშავს, ამის გამოსწორებას შევძლებთ. ასეც ხდება, გამოგზრდით და ისეთი თბილი გახვალ, საკუთარი გამზრდელიც ვერ გიცნობს! - ისევ თქვენ თუ დამეხმარებით, ბატონო გამომძიებელო! - ისევ ანგლობდა ვაჟი. - შეგხედავთ და ადამიანს ჰგავხარ, თითქოს ყველაფერი გაქვს, არადა ვერ ისვენებ... - ადამიანს კი არ ვგავარ, ადამიანი ვარ! - კბილებში გამოსცრა ვაჟმა. კარგად იცნობდა მოლოდინაშვილი გამომძიებელს, თორნიკეს რამდენიმე ფრაზა და ეს ნერვების ჭია ნამდვილად მოახერხებდა მის გაცოფებას. - საკმარისია!... - ისეთი სახით გახედა ვაჟს, რომ სათქმელი სიტყვები პირზე შეაშრა - უტვინო არ ჩანხარ, მგონი კარგად ხვდები, რომ დიდ შარში გაყავი თავი. ახლა იმ მდგომარეობაში არ ხარ, ასე თავხედურად ლაპარაკობდე. - ერთად ერთი რასაც ვხვდები ისაა, რომ მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების გამო არ დამაკავებდით! - დასერიოზულდა ქართველიშვილი. - მართალი ხარ... თუმცა უკეთესი იქნება, ვიდრე ოფიციალურ დაკითხვას დავიწყებთ, მცირედი გასაუბრება მოგვეწყო. - გასაუბრება?! დასამალი არაფერი მაქვს, არც თქვენთან მეგობრული საუბრები მჭირდება. - ზედმეტად დარწმუნებული ხომ არ ხარ საკუთარ ძალებში?! - ისევ ირონიულად ეცინებოდა გამომძიებელს. - ბატონო გამომძიებელო, ადრე თუ გვიან ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. დამნაშავე არ ვარ და ეს თქვენც კარგად იცით. ფრთხილად იყავით, ასეთი ირონია სანანებელი არ გაგიხდეთ! - ბღვერით ახედა ქართველიშვილმა. - მეჩვენება, თუ მემუქრები?! ყურადღებით აკვირდებოდა პროკურორი აპილპილებულ ბიჭს, მართალია არ ამჟღავნებდა, მაგრამ რატომღაც მოსწონდა ეჭვმიტანილი. კარგად იცნობდა დამნაშავეებს, ეს ბიჭი კრიმინალს არ ჰგავდა, მით უმეტეს წამლით მოვაჭრეს. თვალით ანიშნა გამომძიებელს დამშვიდდიო და ისევ თორნიკეს მიუბრუნდა. - კეთილი. ყველაფერს ძიება გვიჩვენებს. ღმერთმა ქნას საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცო, ჩვენც ეგ გვინდა! არ გეგონოს, რომ მეწყინება, პირიქით, გამიხარდება კიდეც, პირველი მე ვიქნები ვინც ბოდიშს მოგიხდის. მაგრამ შეძლებ?! - თვალებში ჩააცქერდა მოლოდინაშვილი. - მართლა მომცემთ ამის საშუალებას? - ფუჭი იმედი არ უნდოდა, მაგრამ სიხარული მაინც დაეტყო ხმაში თორნიკეს. - ალბათ, შენც შენიშნავდი. ჯერ-ჯერობით ბრალი არ წაგვიყენებია. - ჩვეული ირონია მოაშორა ხმას გამომძიებელმაც - აქ მოწმის სტატუსით ხარ მოწვეული, გააჩნია რას გვეტყვი, თუ ჩვენთან ითანამშრომლებ, იქნებ ამაღამვე გახვიდე კიდეც... - წარმოუდგენელია, „ნასეტკობას“ მთავაზობთ?!- ახარხარდა ვაჟი. - იმას რასაც შენ ინფორმატორობას ეძახი, შენი თავისუფლების ბილეთი ჰქვია! - ისევ შეუღრინა გამომძიებელმა. - ნება შენია, ჩვენ ვერაფერს დაგაძალებთ!... - საუბარში ჩაერთო ფარნავაზიც - თუმცა ერთი რამ გაითვალისწინე, თუ აქედან გახვალ, შენი მეგობრები ისედაც ჩამშვებად ჩაგთვლიან, ვერავის დააჯერებ, რომ მათ წინააღმდეგ ჩვენება არ მიგიცია. კითხვა არ გაუჩნდებათ, როგორ აღმოჩნდი გარეთ?! - ვერ მაიძულებთ, უფლება არ გაქვთ! - მორჩი მაიმუნობას! - ისევ გაუმკაცრდა ხმა პროკურორს - ამ წამალმა რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ არ ჰქონდათ უფლებები?! -მერე ჩემგან რა გინდათ?! პროკურატურაში თქვენ მუშაობთ, გამოიძიეთ, დააკავეთ დამნაშავეები... - ისევ წამოიყინჭა ქართველიშვილი. - კარგი, რადგან ასე გსურს, იყოს შენებურად. აბა, როგორ მოვიქცეთ, დავიწყოთ ჩვენების ჩაწერა! - ამჯერად გამომძიებელს მიმართა პროკურორმა, რომელიც აშკარად ელოდა მსგავს ბრძანებას, ჩვენების ჩასაწერად მომართული დიქტოფონი მაგიდაზევე მოათავსა. - სახელი, გვარი, მამის სახელი... - თორნიკე აკაკის ძე ქართველიშვილი... - ქართველიშვილი?! დაბადების თარიღი? - როგორც კი ვაჟის პასუხი მოისმინა მორიგი კითხვაც დასვა - რას საქმიანობ? - სკოლის მოსწავლე ვარ, მეთერთმეტე კლასელი. - კიდევ? - რა კიდევ?! - ვერ მიუხვდა კითხვას ვაჟი. - მხოლოდ სკოლით ხარ დაკავებული?! - დაუკონკრეტა გამომძიებელმა. - მრბოლელი ვარ. - მრბოლელი?! -აშკარად არ ესიამოვნა მისი ნათქვამი მოლოდინაშვილს. - დიახ, საქართველოს ჩემპიონი გახლავართ. - შენი მეგობრებიც მრბოლელები არიან? - მეგობრები?! - ჩვევა გაქვს დასმული კითხვები გაიმეორო? აი, ისინი სასწრაფოს მანქანით დედაშენმა ცენტრში რომ გადაიყვანა, ისინიც მრბოლელები არიან?! დამალვას აზრი აღარ ჰქონდა, თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ბიჭმა. - ანუ, წამალს მეგობრებსა და ახლობლებში ასაღებდი? არ შეგეცოდნენ მოწამლული წამალი რომ მიჰყიდე? - გეშლებათ, ეს ჩვენ მოგვყიდეს, ეს ჩვენ გვიმეტებდნენ!... - სიბრაზისგან აცახცახდა ქართველიშვილი. - მათი სახელები და გვარები? - ამჯერად ფარნავაზმა ჰკითხა. - ისინიც უნდა დააკავოთ?! - ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა ვაჟმა. - სახელები და გვარები... - უკვე აღიზიანებდა თორნიკე. - დათა ასათიანი და ირაკლი... - შეუძლებელია... - მეორე მრბოლელის გვარი აღარც აინტერესებდა, ნაცნობი გვარების გაგონებისთანავე ადგილიდან წამოვარდა ფარნავაზი - ხვდები რა გააკეთე? შენგან გასაღებული წამლით ბიჭები გარდაიცვალნენ... - საკუთარი ემოციის დამალვა როგორღაც მოახერხა და ჯიქურ შეხედა ვაჟს. - იკა, დათა?! - სისხლმა კინაღამ აასხა პროკურორის სიტყვების გაგონებაზე თორნიკეს. - არა, ისინი გადარჩნენ. - მადლობა ღმერთს! - შვებით ამოისუნთქა ბიჭმა. - მადლობა? დანარჩენების ბედი არ გაღელვებს? მათ რას ერჩოდი? თითქოს ახლაღა გაიაზრა რაოდენ მძიმე ბრალდებას უყენებდნენ. გონებამ განგაშის ღილაკს შემოჰკრა. - ცდებით, მე არაფერი გამისაღებია. რეალიზატორი არ ვარ!.. - ინსტიქტურად წამოხტა განერვიულებული. - ადგილზე დაეგდე! - გამაფრთხილებლად უღრიალა პიჯაკიანმა. - უფლება არ გაქვთ. კი ბატონო, მომიწევია, ნარკოტიკიც მიმიღია, მაგრამ გამსაღებელი არ ვარ, არც არასოდეს ვყოფილვარ, ასეთ რამეს ვერ დამაბრალებთ, გესმით? ბატონო პროკურორო, უფლება არ გაქვთ... - სასაცილოდ არ გეჩვენება ჩემთან უფლებებზე საუბარი? თავი ვინ გგონია?! - ბრაზი მოერია ფარნავაზს. - რაც გინდათ ის დამაბრალეთ, მაგრამ ნარკოტიკების გამსაღებელი არ ვარ! - არა?! იქნებ ისიც გვითხრა რომ ეს ნაგავი შენ არ გეკუთვნის, ხომ არ ჩაგიდეს?! - ირონიას არ იშურებდა მოლოდინაშვილი. კარგად ხვდებოდა თორნიკე, რომ რაც არ უნდა ემტკიცებინა, მის სიმართლეს არ დაიჯერებდნენ. - ვთქვათ, ჩავთვალეთ, რომ ნარკოტიკი პირადი მოხმარებისთვის შეიძინე, ვისგან მიიღე, მისი სახელი შეგიძლია გვითხრა? - გამომძიებელი თვალებში უმზერდა მას. - არ ვიცი, ბარში ვიღაც უცნობი ბიჭისგან ავიღეთ... - პროკურატურის თანამშრომლებისთვის კვანტალიანის ასე ლანგრით მირთმევას ნამდვილად არ აპირებდა. მასთან ანგარიშები თავად უნდა გაესწორებინა. - ანუ, უცნობი იყო? - ირონიულად გახედა გამომძიებელმა ფარნავაზს - იმას მაინც გვიდასტურებ, რომ მამრობითი სქესი ჰქონდა? - ჩემს სიტყვებზე წამოკიდებას ცდილობთ. არადა, ერთი რამ გავიწყდებათ, მათ მეც გამიმეტეს, დანარჩენი ბიჭების მსგავსად, ახლა ჩვენც მკვდრები უნდა ვყოფილიყავი!... - რას მელაპარაკები?! ამიტომ აფარებ ხელს? ვერ ვიგებ, რა ლოგიკაა? იცოდე ვინ მოგყიდა საწამლავი და მის ვინაობას არ ამხელდე?! - არ ვიცი, პირველად ვნახე... - ისევ ჯიუტად იმეორებდა თორნიკე. - კარგი, იყოს შენებურად. აქ მინიმუმ ოცდაოთხ საათს გაატარებ, ეგეც კარგ ვარიანტში. იმედია გონება გაგინათდება და სიმართლის თქმას მოინდომებ!... - ვაჟისთვის აღარც შეუხედავს ისე გავიდა გამომძიებელთან ერთად ოთახიდან ფარნა. - რამდენიმე დღე გააჩერეთ, როცა გაუშვებთ, თვალი არ მოაშოროთ, მისი ფეხით მიგვიყვანს რეალიზატორამდე! მეთექვსმეტე თავი შუბლშეკრული, ჩაფიქრებული საკუთარ კაბინეტში იჯდა მოლოდინაშვილი. ალბათ, კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, ამდენ ხანს ერთ წერტილზე გაყინული საქმე, რომელსაც „მოწამლული სუბოტექსის საქმეს“ უწოდებდნენ თითქოს დაიძრა. ცხელ კვალს მიჰყვებოდნენ და იქნებ საბოლოოდ ნამდვილ დამნაშავეებზეც გასულიყვნენ. ერთი შეხედვით თითქოს სულაც არ იყო რთული საქმე, მაგრამ რამდენჯერაც ლიდერების აყვანა გადაწყვიტეს, იმდენჯერ მხოლოდ წამლით გარდაცვლილები შერჩათ ხელთ. კოლოსალური სისწრაფით მატულობდა ქალაქში ტაბლეტებით დაღუპულთა რაოდენობა. პროკურატურა რეალიზატორებს კი აკავებდა, მაგრამ ლიდერებამდე ვერა და ვერ მიდიოდნენ. თითქოს დახურულ წრეში მოძრაობდნენ და გამოსავალს ვერ ნახულობდნენ, ვერ იგებდნენ წამლის წარმომავლობას. თავიდანვე საეჭვოდ მოეჩვენა გამომძიებლის ნათქვამი, რომ ნარკოტიკების რეალიზატორი ფაქტით ხელში აიყვანეს, რომელი ჭკუათმყოფელი დაიტოვებდა ნივთმტკიცებას ჯიბეში?! მსგავსი სისულელე არც ერთ დაკავებულს არ ჩაუდენია. დრო ზედმეტად ბევრი ჰქონდა თორნიკეს წამლის მოსაშორებლად. მაშ რამ შეუშალა ხელი, რატომ არ ეცადა ტაბლეტების გადაყრას? - აბულაძეს უთხარით შემოვიდეს! - შიდა ტელეფონით მდივანთან დარეკა. დიდხანს ცდა არც დასჭირდა, რამდენიმე წუთში კარებში გამოჩნდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი პიჯაკიანი მამაკაციც. - სიგარეტი ხომ არ გაქვს? - შესვლისთანავე ჰკითხა პროკურორმა. - ცხოვრებაში აღარ მოვწევო?! - სიცილი ვერ შეიკავა გამოძიებელმა, მაგიდაზე წითელი „მარლბორო“-ს კოლოფი დაუდო - ხუთ წლიანი პაუზის შემდეგ იქნებ კიდევ დაფიქრდე?! - ვიდრე მოუკიდებდა ერთხელ კიდევ შეაპარა მოლოდინაშვილს. - დღევანდელი ამბების შემდეგ... - სიტყვა აღარ დაასრულა, მაგიდაზე დადებულ კოლოფიდან ამოიღებული ღერი და ღრმად მოქაჩა - დაადგინეთ ვინ იყო ანონმური ზარის ავტორი? - ვინმე ქეთევან ნაჭყებია... - გოგონაზე მოგროვებული ინფორმაცია საქაღალდით მიაწოდა. - იგივე ასაკი, იგივე სკოლა, ნიჭებთან რა აკავშირებს? - კლასელები, საყვარლები, ან იქნებ განაწყენებული ყოფილი შეყვარებულიც... - თავისებურად განავრცო აბულაძემ. - განაწყენებული? ეგ როგორღა დაასკვენით?! - ღიმილი გაეპარა ხმაში ფარნას. - ბარის ვიდეო ჩანაწერებში კარგად ჩანს იმ საღამოს როგორ კამათობდნენ ერთმანეთში. - მაგ ჩანაწერებში კვანტალიანიც ჩანს? - ისევ დასერიოზულდა პროკურორი. - კი, ხმაც გარკვევით ისმის. გაამართლა ჩამწერების იდეამ, სიტყვა - სიტყვით ისმის ფულზე რომ საუბრობს, წამლის გადაცემაც ჩანს და როგორ სვამენ ბიჭებიც. - ახლა სად ბრძანდება? - როგორც ოპერატიულმა ჯგუფმა შემატყობინა, ბოლოს ნაჭყებიასთან ერთად მუხიანის ბინაში მისულა და იქვე დარჩა. არც არავისთან დაურეკავს და არც ქალაქის დატოვება უცდია. - მდა... მთელი ღამეა ვფიქრობ. იქნებ ჯობდა კიდეც პირდაპირ აგვეყვანა და ჩვენვე გვეცადა მიმწოდებლზე გასვლა? - რატომ?! - ვერ მიუხვდა ყოყმანის მიზეზს გამომძიებელი. - მეგონა დაპანიკდებოდა, ეცდებოდა უფროსებთან დაკავშირებას. მან კი ანონიმური ზარით სხვაზე მიგვანიშნა, რადგან ქართველიშვილი დავაკავეთ, თავი უდანაშაულო ჰგონია და ერთობა ბიჭი!... - ზიზღით გამოსცრა კბილებში მოლოდინაშვილმა. - დაველოდოთ, არამგონია მუხიანში გასართობად ასულიყო. როცა თორნიკეს გავანთავისუფლებთ, ეჭვი გაუჩნდება და გააქტიურდება, იქნებ მაშინ მაინც გაყიდოს თავი... - საქმეც მაგაშია, ეს ბიჭებიც არ მოისვენებენ, სავარაუდოდ ანგარიშსწორებას ეცდებიან, ამ ამბავში ქართველიშვილის გარევა არ მინდა. - ვერაფერს მივხვდი. შენი იდეა არ იყო? - იყო, მაგრამ ავირიე. რას წარმოვიდგენდი, თუ... - თუ?!... - ზედმეტად ფიცხი ბიჭი ჩანს, ალბათ მისი მეგობრებიც არ ინქბიან ნაკლებები... - აშკარად სხვა პასუხი გასცა გამომძიებელს. ზედმეტად კარგად იცნობდა პროკურორს აბულაძე, კარგად იცოდა მისი დამოკიდებულება ნარკოდილერებისა და რეალიზატორების მიმართ. წლებია ერთად მუშაობენ, მათი ურთიერთობა მხოლოდ კოლეგიალობით არ შემოიფარგლებოდა მარტოხელა გამომძიებლი მოლოდინაშვილს ფაქტიურად საკუთარ ოჯახის წევრად თვლიდა. - როდის აქეთ გაღელვებს ნარკომანების ბედი?! შენ არ ამბობდი, მთავარი საქმის გახსნააო?! - საკუთარი დევიზი შეახსენა აბულაძემ. - ზოგჯერ საკუთარი შეხედულებების გადაფასებაც გვიწევს. - სევდიანად გაეღიმა - იქნებ არც არიან ნარკომანები?! - აშკარად არ ესიამოვნა აბულაძის ნათქვამი. - კარგი რა, მისი ძმაკაცებისგან განსხვავებით გაუმართლა რომ არ დალია, თორემ კაციშვილი არ იყო მაგათი მომკითხავი... ისე დედამისი კი შემეცოდა. განადგურებული იყო ქალი. თან რა გოგოა რომ იცოდე! - თეკლეს გახსენებაზე თვალები აუციმციმდა აბულაძეს - ისე ისიც ხომ არ დავაკავოთ?!. - გაგიჟდი?! - ყურებს არ უჯერებდა ფარნავაზი. - რა?!.. - კარგად მიხვდა, რომ თეკლეზე ამ ტონით საუბარი არ მოეწონა პროკურორს, მაგრამ იხტიბარი მაინც არ გაიტეხა - როგორც კლინიკის დირექტორი, არ იყო ვალდებული შემთხვევის შესახებ ეცნობებინა?! ნარკოლოგიურიდან ჯერ კიდევ არ დაურეკავთ... - არც დარეკავენ!...- ბრაზის დასამალად ფანჯარას მიადგა მოლოდინაშვილი. - ჰოდა, მიზეზიც მაქვს. დამნაშავეს ხელს აფარებს. - აშკარად ხუმრობდა აბულაძე, თუმცა მეგობარი ან ვერ მიუხვდა, ან სულაც არ ეცინებოდა. - ზედმეტი არ მოგივიდეს იცოდე!... - მისი ანგლობით გაღიზიანებულმა, ღრენით გამოხედა ფარნავაზმა - როდის აქეთაა დედა ვალდებული შვილის წინააღმდეგ იმოქმედოს?!. - რა ყველაფერზე ვარდები?! უკვე სიტყვაც ვეღარ მითქვამს! - ზედმეტი ფამილარობის გარეშე გვერდით მიუჯდა აბულაძე - არ გინდა თქვა, საიდან იცნობ? - ვის? - ვის და დედამისს... - ისევ ჭინკები უხტოდა თვალებში აბულაძეს - ოღონდ საფირმო ფრაზა არ გამოიყენო, ეს ის არ არის შენ რომ გგონია... - არ იზრდები ამხელა კაცი!.. - როგორც იქნა გაეცინა პროკურორს - გული უნდა დაგწყვიტო, მაგრამ ამ შემთხვევაში, მართლაც შეცდომაში შეხვედი. - კარგი რა, ნუ უარყოფ, ხომ ნამდვილად იცნობ?! - არ ეშვებოდა აბულაძე. მოლოდინაშვილი მაგიდასთან მივიდა, პირველივე უჯრიდან საკმაოდ შელახული უბისწიგნაკი ამოიღო და პირველივე გვერდზე გადაშალა. - ეს ფოტო წლების წინაა გადაღებული, სტუდენტობისას - ნიკასთან, ხევშურეთის სახლში გადაღებულ ჯგუფურ ფოტოს ისევ ძველებური სიყვარულით უმზერდა ქალაქის პროკურორი - აბა, თუ მიცნობ?!.. - ფოტო მიაწოდა იქვე მდგომ აბულაძეს. - ეს?! - ყოყმანით ახერდა მოლოდინაშვილს - ვერც კი ვიფიქრებდი ასეთი თმაქოჩორა ბიჭი თუ იყავი... - შე ჩემა, მელოტი ხომ არ დავიბარებოდი?! - თავზე ისე გადაისვა ხელი, თითქოს თითებით თმას ივარცხნიდა. - ვისი უბის წინგაკია?! - ლამაზი კალიგრაფიით ნაწერმა თვალი მოსტაცა გამომძიებელს. - თეკლე წერდა, შემდეგ ჩვენ ვკითხულობდით, ვგულშემატკივრობდით. იმ ზაფხულს მათხოვა და დარჩა და დარჩა ჩემთან. - რამდენი ყოფილხართ! - სამწუხაროდ, ვყოფილვართ... დავიშალეთ, ჩვენი გზებიც გაიყო, ხომ ხედავ ახალ თაობას აღარც კი ვიცნობ. თითქოს სულ ვგეგმავთ შეხვედრას, შეკრებას, ოჯახებით გაცნობას, მაგრამ... რამდენიმეჯერ დამირეკეს კიდეც, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. ალბათ მოსწყინდათ, აღარც რეკავენ, აღარც მეხმიანებიან. - მისი შვილის ბედია შენს ხელთ, დავიჯერო არც ახლა შეგაწუხებს?! - თეკლეს ძუ ვეფხვივით გააფთრებული სახე გაახსენდა გამომძიებელს. - გეტყობა. რომ არ იცნობ. შვილის სიმართლის დასამტკიცებლად ყველაფერზე წავა, მაგრამ, თუ დამნაშავე აღმოჩნდება, პასუხისმგებლობის არიდებას არ ეცდება. საკუთარი გავლენით ბოროტად არასოდეს უსარგებლიათ და არც ახლა ეცდებიან. - მგონი ზედმეტად გააიდეალე ყოფილი მეგობრები. - არიან კიდეც... - ვითომ?! იქნებ ამიხსნა, ასეთმა იდეალურებმა ნარკომანი შვილები როგორ გაზარდეს?! - მაგ ბიჭებისთვის იარლიყების მიკვრას არ ვიჩქარებდი! - ღრენით გახედა პროკურორმა. - არც ვჩქარობ, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ... - ალბათ, კიდევ ეტყოდა რამეს აბულაძე, მაგრამ ფარნავაზის მოქუფრული სახის დანახვაზე ისევ ოტახიდან გასვლა არჩია - წავალ მე, საქმეს მივხედავ... საქმის მასალებს ისევ ხელში ატრიალებდა ქალაქის პროკურორი, ვინ იცის მერამდენედ ამოწმებდა მობილურს, მაგრამ ტელეფონი არა და არ რეკავდა. რატომღაც მაინც ფიქრობდა, რომ მეგობრები დარეკავდნენ. თუმცა... იქნებ მართალიც იყო აბულაძე?! იქნებ აღარც თვლიდნენ მეგობრად?! შეიძლება დროსთან ერთად გრძნობებიც გაუფერულდეს?! სიტყვა „ყოფილი“ განგაშის ზარივით რეკავდა გონებაში. არადა, როგორ ეიმედებოდათ ერთმანეთი, როგორ სჯეროდათ, რომ მათ განსხვავებული სიყვარული იცოდნენ, ისევ გუშინდელი დღესავით ახსოვდა ასათიანის დაკავება, პროცესი, რწმენა, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს. ახლა?! თავადვე შეუწყო ხელი ნაძირალა კვანტალიანს ნარკოტიკების გასაღებაში. ამ დაწყევლილი კამერებიდან უმზერდა, როგორ წამლავდა ბიჭებს და არაფერი მოიმოქმედა, მტკიცებულებებზე დახამებულმა, თავადვე გაიმეტა, თავადვე გასწირა უდანაშაულო ბიჭები. მართალია ირიბად, მაგრამ საკუთარი უმოქმედობის გამო სიცოცხლისთვის იბრძოდნენ აპარატზე მიერთებულნი, ერთ დროს საუკეთესო მეგობრების ვაჟები. - ნარკომანები?! - ისევ აშკარად ჩაესმოდა აბულაძის ზიზღით წარმოთქმული სიტყვები. ისევ წარსული შემოაწვა, ისევ წამლისგან გაბრუებული, სახე დაკარგული ლიკა დაუდგა თვალწინ. შავი კაბით შემოსილი ნიკოლოზი. ნეტა რას ეტყოდა ახლა?! ნერვებისგან გააკანკალა, გააცახცახა, ოფლმა დაუცვარა შუბლი. სარკეში დააკვირდა საკუთარ გამოსახულებას. უძილო ღამეებს უკვალოდ არ ჩაევლო, ღამისთევისგან თვალებს ფერი დაეკარგა, ჩასწითლებოდა. ინსტინქტურად ისევ მდუმარე ტელეფონს დასწვდა, ნიკოლოზის ნომერი მოძებნა, დიდხანს უყურა მწვანე ღილაკს, თუმცა დაჭერა მაინც ვერ გაბედა. - აღარ შემიძლია. ამდენიც აღარ!... კარების ჯახუნით გამოვარდა კაბინეტიდან. იცოდა როგორც უნდა ემოქმედა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა, ერთხელ კიდევ შეხედა დროებით დაკავების იზოლატორში მოთავსებულ თორნიკეს. საკანში მარტო მყოფი ვაჟი კუთხეში იატაკზევე ჩამჯდარიყო, თავი მუხლებზე ჩამოედო, თითქოს შეგუებოდა ბედს, თითქოს თავადაც დაიჯერა, რომ დამნაშავე იყო. დანარჩენი პატიმრებისგან განსხვავებით არ ყვიროდა, არ ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას. მორიგეს ანიშნა კარები გაეხსნა, მძიმედ ამოძრავდა კლიტე, რკინის ღრჭიალმა ისევ მოსჭრა ყური, ვის, ვის და ისევ ქალაქის პროკურორის სტუმრობას ნამდვილად აღარ ელოდა. უტყი თვალებით აკვირდებოდა ფარნავაზი ვაჟს. მხოლოდ თვალებში უმზერდა მოლოდინაშვილი, მხოლოდ თვალებში. მძიმედ წამოიწია, წელში გასწორდა, დასრესილი მაისური ხელის გულებით ჩამოისწორა, სავარაუდოდ კარგს არაფერს მოასწავლებდა პროკურორის ესოდენ გვიანო ვიზიტი, ალბათ უნდა შეშინებოდა კიდეც, მაგრამ არაფერს გრძნობდა, ემოციებისგან დაცლილს უჩვეულო სიცარიელე დაუფლებოდა. კითხვით სავსე მზერით მისჩერებოდა დაუპატიჟებელ სტუმარს, თუმცა მოლოდინაშვილი სულაც არ აპირებდა დუმილის დარღვევას. თვალებით პაექრობდნენ, თითქოს ერთმანეთს ნებისყოფას უმოწმებდნენ. დაბღვერილი, ჯიქურ უმზერდა ფარნავაზი, ამაყად თავაწერული, ოდნავ დამცინავი მზერით პასუხობდა თორნიკე. ასე დიდხანს არ გაგრძელებულა, ალბათ რამდენიმე წუთს, მაგრამ მაინც საუკუნედ მოეჩვენათ. შემდეგ გამომეტყველება ერთბაშად დაურბილდა, მზერაში ღიმილი გაეპარა, ყოველთვის ასე იყო, თითქოს დიდხანს ფიქრობდა, დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ გადაწყვეტილებას წამიერად, სპონტანურად იღებდა. ფეხებზე ეკიდა თვეობით შემუშავებული გეგმა, თვალები ისე უციმციმებდა ქალაქის პროკურორს, აშკარად ახალი გადაწყვეტილება მიიღო, გადაწყვეტილება, რომელიც პატარა ბავშვივით თავადვე ახარებდა. აბულაძის ნომერი აკრიფა და ახალი ბრძანებაც გასცა: - ბიჭებს უთხარი, კვანტალიანი აიყვანონ, მასთან ერთად ის ქალბატონი ქეთევანიც წამოაბრძანონ, კარგი შებანჯღალება არ აწყენს ცრუ დასმენისთვის. რაც შეეხება ქართველიშვილს, იზოლატორიდან ახლავე ვათავისუფლებ, მე მიმყავს... - სად მიგყავს? ფარნავაზ, კარგად ხარ?! - ამჯერად ნამდვილად დაავიწყდა სამსახურეობრივ ტელეფონზე რომ ესაუბრებოდა აბულაძეს. - იმაზე უკეთ, ვიდრე წარმოიდგენ! - თორნიკეს გაოცებული მზერისთვის ყურადღება არც კი მოუქცევია, ხელით ანიშნა, წამომყევიო და საკანიც დატოვა. მეჩვიდმეტე თავი ქალაქის პროკურორს გვერდით ეჯდა ყოფილი ეჭვმიტანილი. ავტომობილს თავად ფარნავაზი მართავდა. ისევ ვერ ბედავდა თორნიკე ზედმეტი კითხვების დასმას. არც პროკურორი იწუხებდა თავს ახსნა - განმარტებით. ალბათ, გულის სირღმეში მაინც სჯეროდა ქართველიშვილს, რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა და გაანთავისუფლებდნენ, მაგრამ მთლად ასეთ მომსახურებასაც არ ელოდა, ხუმრობა ხომ არ იყო მძღოლად ქალაქის პროკურორი?! მოლოდინაშვილი არც მისამართს ეკითხებოდა, არც მიმართულებას. თუმცა ნაცნობი ქუჩების დანახვისთანავე ვაჟი მაინც მოხვდა, რომ გეზი ნარკოლოგიურისკენ ჰქონდათ. ჩაფიქრებული გაჰყურებდა სანაპიროს ქართველიშვილი, სანაპიროზე ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩამწკრივებულ ღამის კლუბებს და ისევ წინა დღის გეგმები ახსენდებოდა. წესით კიდევ ერთი ბედნიერი საღამო უნდა ყოფილიყო, არადა ლამის საბედისწეროდ ექცათ. - ოხ, კვანტალიანო, მე შენი... - სიმწრისგან მუშტებს კრავდა და ვინ იცის გულში მერამდენედ აგინებდა. თუმცა დიდხანს ფიქრი არ დასცალდა, პროკურორმა გზიდან გადაუხვია და ბანერიც გამოჩნდა წარწერით: „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის კერძო ცენტრი“. არაფერი შეცვლილიყო, იგივე მწვანით შემოსილი ეზო, იგივე მიმღები, თუმცა გუშინდელი დღისგან განსხვავებით, სულაც არ უხაროდა შენობაში შესვლა. სიამოვნებით გაიქცეოდა ოღონდაც ახლა ხალხით სავსე მისაღებში პირისპირ არ მდგარიყო აღმზრდელებთან. იქ იდგნენ თათია, გოგა, გიორგი და იაკოც. თვალები დასწითლებოდათ, თმები გასჩეჩოდათ. ერთ ღამეში დაეკარგათ ბედნიერების ის სხივი რაც წლების განმავლობაში ასე ხიბლავდა, ასე ავსებდა პატარა ქართველიშვილს. მათთან თავი ისეთი ძლიერი ეგონა, იქნებ იყვნენ კიდეც?! მაგრამ რწმენა შერყეოდათ მეგობრებს. მამა ნიკოლოზიც კი უჩვეულოდ მოტეხილი ეჩვენა თორნიკეს. არაფერი უთქვამს მოძღვარს, უსიტყვოდ მოეხვია, მაგრამ მისი აცახცახებული ხელები ყველაზე მეტად ეტკინა ვაჟს. მოლოდინაშვილს აშკარად ელოდნენ, ყოველ შემთხვევაში თორნიკესგან განსხვავებით, ნამდვილად არ გაჰკვირვებიათ მისი გამოჩენა. ქალაქის პროკურორს ისევ ძველებურად თბილად შეხვდნენ ყოფილი მეგობრები. ბედნიერი იყო ფარნავაზი. სიტყვა „ყოფილი“ აშკარად გაფერმკრთალდა, მათთან ისევ თვრამეტი წლის ბიჭად იგრძნო თავი. ფილტვებში ღრმად ჩაისუნთქა მეგობრების მონატრებული სურნელი. აშკარად, უადგილო იყო ახლა მისი ღიმილი, მაგრამ ბედნიერებას მაინც ასხივებდა მოლოდინაშვილი, უხაროდა მეგობრების ნახვა, თუნდაც აქ, ამ სიტუაციაში, მაგრამ მაინც უხარია. თორნიკე?! ვიდრე მამა ნიკოლოზს ესაუბრებოდა ფარნა, თვალით ანიშნეს ბიჭებმა ეზოში გაჰყოლოდა. მოკლედ მოაყოლეს იმ ღამის მოვლენები. - გამოდის მაგარი ბიჭები ხართ? ვკაიფობთ, ვიჩხირავთ? - ირონია შერეოდა ხმაში აკას. - არა, უბრალოდ ზოგჯერ ვეწეოდით, ეგაა და ეგ... - ეგაა და ეგ?! რა სიხშირით ხდებოდა ეს ყველაფერი? - ამჯერად გოგა ჩაერთო საუბარში. - გააჩნია სიტუაციას, როდის-როგორ... - ვისგან აიღეთ ეს ნაგავი? დამალვა არც კი იფიქრო, იცოდე მოლოდინაშვილისგან მაინც გავიგებთ! - სტუდენტობის მსგავსად ისევ გვარით მოიხსენია პროკურორი გიორგიმ. - თორნიკე! - ოდნავ შეაჯანჯღარა კიდეც აკამ, მაგრამ თავ დახრილი თორნიკე ჯიუტად დუმდა. - თორნიკე, არ გესმის? - ცხოვრებაში პირველად ვაჟთან ხმას აუწია გამზრდელმა. - ვერ მოგატყუებ და ისეთ სახეს ვერ მივიღებ, თითქოს გამართლებთ, მაგრამ თქვენს ქცევას გარკვეული ახსნას მაინც მოვუძებნია, ბოლოს და ბოლოს, ჩვენც ვყოფილვართ თქვენი ხნისანი, ჩვენც მოგვიწევია, ჩვენც გვიკაიფია, მაგრამ როცა საქმე სიცოცლეს ეხება, ვალდებული ხარ გვითხრა, თუნდაც იკას და დათას გამო... - აკასგან განსხვავებით მეგობრულად დაუყვავა გოგამ. - მართალი ხარ, ვალდებული ვარ, რომ ის დამპალი გავანადგურო, მოვსპო, მაგრამ ამას ჩემით ვიზავ... - ზიზღი იგრძნობოდა უმცროსი ქართველიშვილის ხმაში. - მის განადგურებას მარტო ვერ შესძლებ... - ისევ უბღვერდა მამობილი. - მაგასაც ვნახავთ!... - პოზიციებს არ სთმობდა ბიჭი. - არ გაბედო, გესმის?! - თავი ვეღარ შეიკავა აკამ და ისევ აყვირდა - ამ ამბავში აღარ გაერიო, რადგან პროკურატურაც ჩართულია, ესეიგი დააკავებენ კიდეც. - რომელი პროკურატურა? დაზარალებული იმის ნაცვლად კლინიკაში რომ წამოვეყვანე, დაკითხვაზე რომ გამაქცია? კაცის მკვლელი და „ბარიგა“ რომ გამომიყვანა?! - ტონი შეარბილე!. - ნერვებმა საბოლოოდ უმტყუნა აკას შვილობილის დაქაჩული თვალების დანახვაზე - ზედმეტად ბევრს იღებ საკუთარ თავზე, რომ გეუბნებით არ ჩაერევიო, არც ჩაერევი! - კარგით, დამშვიდდით, აქ საქმის გარჩევის ადგილი არაა, მთავარია ბიჭები იყონ კარგად, იმ ნაგავს კი როგორმე გავუსწორდებით, ერთად თუ ცალ-ცალკე ამას შემდეგაც გადავწყვეტთ! - ასათიანმა თვალით ანიშნა თორნიკეს დამშვიდდიო და გოგასთან ერთად საავადმყოფოში შებრუნდა. მათვე მიჰყვნენ მომდურებულივით ერთმანეთის ბღვერით ქართველიშვილებიც. მიმღებში ჩაცუცქულ, თვალებდახუჭულ შვილობილს ჩაფიქრეული უმზერდა აკა. გგონიათ მისი არ ესმოდა?! იქნებ ზედმეტად კარგადაც კი უგებდა შვილობილს, მაგრამ არ უნდოდა ვაჟს დამოუკიდებლად ემოქმედა. - არაფერი გაგონდება? - თითქოს მიუხვდა ფიქრებს ფარნა. - სამწუხაროდ ბევრი რამ და რომ იცოდე როგორ მეშინია... - ემოციების გამალვა არც კი უცდია აკას. -ამ შემთხვევაში სამართლიანობის აღდგენა შენს შვილს არ მოუწევს, იმ ნაგავს თვალყურს ვადევნებთ, წუთუ-წუთზე დააპატიმრებენ! - დარწმუნებული ხარ?! -ეჭვით ახედა ქალაქის პროკურორს, მისი კეთილი ღიმილის დანახვაზე აშკარად შვება იგრძნო აკამ. როგორც იქნა გამოჩნდა თეთრი ხალათით შემოსილი ექიმი. კითხის დასმა ვერცერთმა ვერ გაბედა, თუმცა ქალმა თავადვე დაიწყო ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. შვება მოჰგვარათ, იმის ცოდნამ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, დათა გონზე იყო და მალე პალატაშიც გადაიყვენდნენ, აი ირაკლის კი მიუხედავად გონზე მოსვლისა, ჯერ კიდევ რეანიმაციულ განყოფილებაში გააჩერებდნენ. - რატომ ექიმო, რამე სერიოზულია?! - მართალია ცდილობდა თავი მხნედ დაეჭირა, მაგრამ ნერვიულ ცახცახს ვერ იკავებდა თათია. - არ მოგატყუებთ, მდგომარეობა მარტივი არაა, ინტოქსიკაციის საკმაოდ იშვიათი ფორმაა. - ექიმმა ლათინური გაურკვეველი ტერმინებით დაიწყო საუბარი, თუმცა როგორც კი იქ მდგომთა დაბნეული სახეეები შენიშნა, საუბრის მანერაც შეცვალა - მარტივად რომ აგიხსნათ, ბიჭებს სხვადასხვა სახის მინარევებისგან შექმნილი მასა აქვთ მიღებული. ამ საშუალების ერთად-ერთი პლიუსი ისაა, რომ სხვა მსგავსი მინარევებისგან განსხვავებით სწრაფად მოქმედებს, მაშინვე აბრუებს. თუმცა ძნელია ზღვარის დაცვა. თითოეული მათგანიც ცალკე მიღების შემთხვევაშიც კი, სულ მცირე დოზით გადაჭარბებაც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს, მით უმეტეს, როცა ასეა შეზავებული... - გინდათ თქვათ, რომ ვიღაც მიზანმიმართულად ავრცელებს ამ შხამს?! - იქნებ არც იცის რამდენად სერიოზულ პრეპარატებთან აქვს შეხება?!... - დაჯერებაც კი არ უნდოდა იაკოს, რომ მსგავს ბოროტებას ვინმე განზრახ ჩაიდენდა. - არ ვიცი, მე უბრალო ექიმი ვარ! - მხრები აიჩეჩა ექიმმა - თქვენის ნებართვის დაგტოვებთ, თუ რამე სიახლე იქნება გაგაგებინებთ. ასეა თუ ისე, ექიმის ნათქვამმა ნაწილობრივ მაინც დაამშვიდა მიმღებში მდგომნი, თუმცა ნაადრევი სიხარულის მაინც ეშინოდათ. თეკლეს სექსუალურ მდივანსაც კი აღარ ახსოვდა წინა დღის კეკლუცი, წარა-მარა რეანიმაციულ განყოფილებასა და თეკლეს კაბინეტს შორის შესაშური სისწრაფით ფარავდა მანძილს. - ჩემი შვილი ძლიერია, გაუძლებს! - რატომღაც ჩურჩულით იმეორებდა გოგა. - გაუძლებს, უფლება არ აქვს, რა თქმა უნდა გაუძლებს!- ჩურჩულითვე ანუგეშებდნენ აკა და გიორგიც. მოწოლილ ემოციებს უკვე ვეღარ უძლებდა, - იქ არავინ იქნება! - სწრაფი ნაბიჯით გაემართა სამლოცველოსთვის გამოყოფილ პატარა ოთახისკენ თორნიკე. თუმცა შეცდა, მაცხოვრის ხატთან მუხლებზე იდგა შავოსანი, თავდახრილ მოძღვარს ხელში მცირე ზომის ჯვარი ჩაებღუჯა და ლოცულობდა. სიტყვებს ვერ გაარჩევდი, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ჯვარი უდავოდ ქალს ეკუთვნოდა. ერთი კი იფიქრა ხელს ხომ არ შევუშლიო, მაგრამ გამობრუნება მაინც ვერ გაბედა. ნიკოლოზთან შევიდა თორნიკეც. მოძღვართან დაიჩოქა ბიჭმაც. ახლა მხოლოდ ლოცვა თუ უშველიდა. გულით ლოცულობდა მამა ნიკოლოზი, მასთან ერთად ლოცულობდა უმცროსი ქართველიშვილიც. ნელ-ნელა ყუჩდებოდა ტკივილი, ნელ-ნელა ამდებოდა ჭრილობები. ლოცვა დაასრულა მოძღვარმა, ფრთხილად, მოწიწებით ეამბორა ხელის გულზე მოთავსებულ ჯვარს და სათუთად ჩამოიკიდა ყელზე. - ეს ლიკას ჯვარია! გიკვირს?! ისიც თითქმის თქვენი ასაკის იყო როცა წამალზე შესვეს, არ შემეწინააღმდეგო, არ მითხრა, რომ ეს ნაგავი ნარკოტიკი არაა... - განა შეცდომა არ გვეპატიება?! - ისევ თავის მართლებას ცდილობდა თორნიკე. - არ მისმენ, ან არ გინდა გაგება. სამწუხაროდ, ზოგჯერ საპატიებელი აღარ გვრჩება, ზოგჯერ პატიებაც გვიანია! ოცი წლის იყო, სულ რაღაც ოცის. თქვენც კარგად ხედავთ, რომ დღემდე ვერ მოვინელეთ მისი ამბავი, განსაკუთრებით თეკლემ. წესით თქვენთვის მაგალითი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რათ გინდათ?! მადლობა უფალს, რომ გადარჩით!... იქნებ ახლა მაინც დაფირდეთ?! გესმის?! სამივენი უნდა დაფიქრდეთ, როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას.. ყველაფერი გეპატიებათ, მაგრამ ეგოისტობა არა. თქვენი ტკივილი მხოლოდ თქვენი არაა. მშობლებზეც უნდა იფიქროთ, ახლობლებზე, ადამიანებზე ვისაც უყვარხართ! - ალბათ, მართალი ხართ, ალბათ... - ხმა გაებზარა ვაჟს. - ალბათ?! ალბათ კი არა, მართალი ვარ! ვის - ვის და თქვენ ეგ არ უნდა შეგშლოდათ. - არ გინდათ მამაო, გთხოვთ, ისედაც ადგილს ვერ ვპოულობ! - ხმა გაებზარა ბიჭს. მღელვარებისგან ნიკაპი უკანკალებდა. ეს ჟესტი ყოველთვის ყიდდა, ამით ხვდებოდა მოძღვარი, როგორ ცდილობდა ტკივილის დამალვას. ვეღარ მოითმინა ნიკოლოზმა. ისევ თავად გადადგა პირველი ნაბიჯი, ისევ თავად მოეხვია აწ უკვე მისი სიმაღლის ვაჟს. ისევე იხუტებდა, როგორც წლების წინ, ამჯერად ვეღარ დაფარა ემოციები ქართველიშვილმა, მთელი დღის ნაგროვები ბოღმა ერთბაშად მოაწვა და ამოხეთქა კიდეც. მოძღვარს ჩახუტებული ტიროდა და რატომღაც სულაც არ სცხვენოდა მისი ცრემლების. როგორც იქნა დამშვიდდა, მოძღვართან ერთად დატოვა სამლოცველო და ისევ მისაღებში შეკრებილ ახლობლებს შეუერთდა. ქალაქის პროკურორი ამჯერად თეკლესთან იჯდა კაბინეტში. ოდნავ შეხსნილი კარებიდან ხედავდა დედობილს. მიუხედავად მოლოდინაშვილის იქ ყოფნისა, მაინც მუშაობდა, დაძაბული სახით ინგლისურად საუბრობს ქალი. სამედიცინო ისტორიიდან რაღაც გაურკვეველ ლათინურ ფრაზებს სკაიპში კარნახობდა უცხოელ სპეციალისტებს. სხვა დროს ალბათ ამაყი იქნებოდა, დედის პროფესიონალიზმით აღტაცებული დარჩებოდა, მაგრამ ახლა... მხოლოდ ეტკინა, მისი დაძაბული მზერა, ნერვიულად მოჭიმული სახე და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, თვალებთან გაჩენილი წვრილი ნაოჭები. - ერთ ღამეში?! შეუძლებელია, ან იქნებ ჰქონდა კიდეც და უბრალოდ თავად ვერ ამჩნევდა?! - არ უნდა დაჯერება, რომ დედობილის სახეზე გაჩენილი პირველი ღარი მას ეკუთვნოდა. შეხსნილი კარებიდანვე დაინახა თეკლემაც გარეთ მდგომი შვილობილი, ერთი კი შეავლო თვალი და როგორც კი დარწმუნდა, რომ კარგად იყო, ფეხზე წამოდგა და კარები მიიკეტა. ეტკინა ბიჭს, მერედა როგორ ეტკინა, მამობილის აწეულ ხმაზე მეტადაც კი. უნებურად მზერა აარიდა მოძღვარს, მხრებში აიწურა, ცხოვრებაში პირველად ნატრობდა, რომ დაპატარავებულიყო, იქნებ გამქრალიყო კიდეც?! თავი სძულდა, დიახ, სძულდა, ახლა თავადაც მეგობრებთან უნდა ყოფილიყო, ახლა თავადაც.... იაკო და თათია თითქოს მიუხვდნენ ფიქრებს, ისე ძლიერად ჩაიხუტეს, თითქოს მათი შვილების ტკივილის გამქარვებლად ის ეგულებოდათ. არაფერი უკითხავთ, არაფერი უთქვამთ, საყვედური არც კი დასცდენიათ, მაგრამ რატომღაც სირცხვილის გრძნობა ისევ ტანჯავდა ქართველიშვილს, ერთ ადგილზე ვერაფრით ვერ მოისვენა, ახლა სუფთა ჰაერი რომ არ ჩაეყლაპა, ალბათ ბოღმა დააღრჩობდა. უსიტყვოდ გამოვიდა საავადმყოფოს შენობიდან, თუმცა ვერც ეზოში მოისვენა, ნელი ნაბიჯით ტრასისკენ მიმავალ დაღმართს დაუყვა და მალევე ჩაიკარგა სიბნელეში. ინგლისელ კოლეგებთან ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, როგორც იქნა დამშვიდდა თეკლე და შვებით ამოისუნთქა. სპეციალისტებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ აღნიშნული პრეპარატები შეჩვევას არ იწვევდა, თუმცა მათი გამოყენება ალკოჰოლთან ერთად რათქმა უნდა არ შეიძლებოდა. ძლიერი ინტოქსიკაციის დროს შესაძლებელი იყო ტვინის შეშუპება განვითარებულიყო, მაგრამ რადგან ირაკლი გონს მოვიდა, სავარაუდოდ ამის საფრთხემც გადაიარა. - ალბათ თავის სრული გამოკვლევა არ აწყენთ, არაა ამორიცხული ინტოქსიკაციას შეუქცევადი დაზიანებაც გამოეწვია... - ბოლომდე მაინც ვერ მშვიდდებოდა თეკლე. - მართალი ხართ, თუმცა ამას ახლავე შეამჩნევდით! - ისევ საკუთარ პოზიციაზე რჩებოდა კომპიუტერის ეკრანიდან მომზირალი ინგლისელი ექიმი. კოლეგასთან საუბარი ფარნას მობილურმა შეაწყვეტინათ. ჯიუტად რეკავდა ქალაქის პროკურორის ტელეფონი. უკმაყოფილო სახით დახედა მამაკაცმა, თუმცა როგორც კი აბულაძის ნომერი დაინახა მაშინვე უპასუხა. - ის კვანტალიანი გაექცათ, მუხიანის ბინიდან როგორ გაეპარათ ვერ გაიგეს! - ოხ, მე მაგის, ეგენი რას აკეთებდნენ? ეძინათ? მიწიდან ამოთხარეთ, ქალაქი რომ დატოვოს, სამსახურებს დავატოვებინებ ყველას! - თეკლესაც აღარ ერიდებოდა უწმაწური გინებით გამოვარდა მოლოდინაშვილი. ვიდრე რამეს ჰკითხავდნენ უკვე ავტომობილისკენ მირბოდა ქალაქის პროკურორი. თუმცა ვიდრე ჩაჯდებოდა იმდენი კი მოისაზრა, რომ უკან დადევნებულ ბიჭებს მიაძახა: - თორნიკეს ყურადღება მიაქციეთ, შარში არ გაყოს თავი! მორიგი კითხვის დასმა ვერც კი მოასწრეს, ციმციმა ჩართული ტრასაზე მიქროდა მოლოდინაშვილის ჯიპი. მეთვრამეტე თავი -თორნიკე ხომ არ დაგინახავთ?! - ეზოში მეგობრებთან ერთად მყოფი შვილობილი რომ ვერ შენიშნა ხმაში შეშფოთება შეეტყო თეკლეს. - ჩვენ შენთან გვეგონა... - ყოყმანით უპასუხა გიორგიმ. - ჩემთან?! ჩემთან არ შემოსულა, თორნიკე, თორნიკე!.. - რამდენიმეჯერ ხმამაღლა დაუძახა, მხედველობა დაძაბა, გარემოს ყურადღებით დააკვირდა, იქნებ სადმე შეენიშნა კიდეც ბიჭი, თუმცა პასუხი არავის გაუცია. მობილურით უკვე შვილობილს ურეკავდა აკაც, ერთი ზარი გავიდა და კავშირიც გაწყდა. მობილური ტელეფონის ნომრის ავტომატურად გამეორების რეჟიმზე ჩართული რეკავდა და რეკავდა, ოპერატორიც ჯიუტად იმეორებდა და იმეორებდა: - მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან! მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან! - ამათი ზონა და ამათი გასვლაც!... - გაცოფებულმა მოისროლა აპარატი აკამ. - ახლა რა ვქნათ? სად ვეძებოთ?! - პანიკა შერეოდა ხმაში იაკოს. - თორნიკეს ვერ ვპოულობთ!... - ისევ ქალაქის პროკურორთან გადარეკა ასათიანმა - არა, ტო, გამორთულია... - ოხ, მე მაგის!... - ზუსტად ვერ მიხვდნენ ვის აგინებდა ფარნა - ნუ ხართ პანიკაში, ვეცდებით ვიპოვოთ, თუ რამეს გავიგებ, დაგიკავშირდებით! - მართალია არ უნდოდა მღელვარება შესტყობოდა, მაგრამ ემოციების დამალვა მაინც ვერ მოახერხა მამაკაცმა. არადა, თორნიკე ფეხით მიუყვებოდა სანაპიროს, მთელი დღის ნანერიულებს სიამოვნებდა ღამის სიგრილე, თითქოს დამშვიდდა, ფრაგმენტულად, ეპიზოდებად აღიდგინა საღამოს მოვლენები. ღამის ბარში, იატაკზე გაშოტილი ირაკლის დანახვით შეშინებული კვანტალიანის სახე ახლაც თვალწინ ედგა. ვერაფრით იჯერებდა, რომ ბავშვობის მეგობარი ასე გასწირავდა, ასე გაიმეტებდა. - იქნებ შეცდომაში შეიყვანეს, იქნებ ისიც მოატყუეს?! - მაინც უნდოდა რაიმე გამამართლებელი მიზეზის მოძებნა. ფიქრები ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. ნომერი არ ეცნო ქართველიშვილს. - გისმენთ!... - როგორც გავიგე, უკვე გამოსულხარ! - კვანტალიანის ირონიული ხმის გაგონებამ უცებ გაუფანტა ეჭვები თორნიკეს. - კარგი ინფორმატორები გყოლია!... - კბილებში გამოსცრა ქართველიშვილმა. - არ ვემდური, ფურცელი და კალამი ვერ გაგაგდებინეს ხელიდან?! - ირონიას არ იშორებდა ბიჭი. - საკუთარი გამოცდილება გალაპარაკებს?! - ვინმეში არ შეგეშალო, ქართველიშვილო! - მემუქრები?! - სიცილი აუტყდა თორნიკეს. - კი არ გემუქრები, შეგისრულებ კიდეც!... - პოზიციებს არ თმობდა კვანტალიანი. - აი ეგ მესმის, უკვე საინტერესოა... - ხმა შეეცვალა თორნიკეს - ტელეფონში ზედმეტად დიდი გული ხომ არ გაქვს?! ნახევარ საათში ჩვენს ადგილზე დაგელოდები, ვნახოთ ერთი რისი გაქვს!... - ჩვენს ადგილზე არა, მუხიანში გამოდი სტადიონზე... - უკაცრავად, დამავიწყდა, ჩვენს გულად ბიჭს ხომ პოლიციის ეშინია?!... - ისევ დასცინოდა თორნიკე - გამოვალ, არც ეგაა დიდი პრობლემა... - გამოდი, გამოდი... - გამოვალ და შენს დედას... - კვანტალიანთან საუბარი აკასგან შემსვლელმა ზარმა გააწყვეტინა. რამდენიმე წამით დაბღვერილი უმზერდა მამობილის ნომერს, შემდეგ არც კი დაფიქრებულა, ტელეფონი გამორთო, იქვე მდგომ ტაქსს ხელი დაუქნია და მძღოლის უკან, სავარძელზე მოთავსდა. - ვიღაცას ზურგჩანთა დარჩენია! - გულგრილად დახედა პრინცესებიან სკოლის ჩანთას ბიჭმა. - ჩანთა?! ოხ. ელე, ელე... დღეს სკოლიდან მე წამოვიყვანე, იქვე ცხოვრობენ მუხიანში, ჩემს მეზობლად, აი, დაგტოვებ და ავურბენინებ... კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა მძღოლი, თუმცა ვაჟი არ უსმენდა, ავტომობილის მინიდან აკვირდებოდა მუხიანისკენ მიმავალ გზას. იმ წუთებში არაფერზე ფიქრობდა თორნიკე, ერთად-ერთი რაც ზუსტად უნდოდა ის იყო, რომ ენახა და ის ირონიული სიცილი ძმრად ამოედინა, ისე უნდა ეცემა, რომ ცხოვრებაში სიცილის სურვილი დაჰკარგვოდა. მომუშტულ ხელს დახედა, თითქოს უკვე ცემდა. კბილების ღრჭიალისგან თავადაც კი ეტკინა ყბები. ლამის წუთებს ითვლიდა, იმდენად ეჩქარებოდა ყოფილ მეგობართან შეხვედრა. ავტომობილმა დუმბაძეზე შეუხვია თუ არა, იქვე გააჩერა, მძღოლს ქაღალდის კუპიურა გაუწორა და გადმოვიდა. - ეეე, ორმოცდაათ ლარიანი თუ გქონდა არ უნდა გეთქვა?! ახლა ამის ხურდა... - შუახნის მამაკაცი უკმაყოფილო სახით იქექებოდა ჯიბეებში. - არ მჭირდება, თქვენთვის დაიტოვეთ!... - ეგ როგორ? მოიცა შე მამაძაღლო, ასე როგორ... - გულწრფელად შეწუხდა ასაკიანი მძღოლი, თუმცა ბიჭმა, კარები მიუხურა და სირბილით დაუყვა სტადიონისკენ მიმავალ გზას. თვალი იქვე მდგომი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისკენ გაექცა. სულ რამდენიმე წამით მიაშტერდა ჯვარს. იქნებ შესულიყო?! იქნებ დაევიწყებინა კვანტალიანი?! მაგრამ, არა... ახლა ყოყმანის დრო არ ჰქონდა. საკუთარი ფიქრების უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ისევ სტადიონისკენ მიმავალ გზას დაადგა. შეჩერება აღარც უფიქრია. ზუსტად ხვდებოდა, რომ მცდარი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული, იმასაც იაზრებდა, რომ ამ შეხვედრით საკუთარი თავისთვის განაჩენი გამოჰქონდა, მაგრამ მაინც მირბოდა. - მხდალი არ ვარ, არა!... - ჯიუტად უმეორებდა საკუთარ თავს - ვანანებ, მერედა როგორ, ვანანებ!... საკუთარი ბედისწერისკენ მიისწრაფოდა. უყოყმანოდ მიიწევდა სტადიონზე შეკრებილი მამაკაცებისკენ, მართალია სახეებს ვერ არჩევდა, მაგრამ იქ მდგომთა შორის კვანტალიანის ზორბა სილუეტის ამოცნობა ნამდვილად არ გასჭირვებია. სიტუაცია შორიდანვე შეაფასა. ერთ-ერთი, შავებში ჩაცმული მამაკაცი მაყურებლებისთვის განკუთვნილ ადგილზე ჩამომჯდარიყო და სიგარეტს ისე აბოლებდა თითქოს დიდად არც აინტერესებდა მოედანზე მიმდინარე მოვლენები. დანარჩენები წრიულად იდგნენ, ოდნავ ბეჭებში მოხრილნი, თავ0 დასხმისთვის გამზადებულნი, თითქოს ბრძანებას ელოდნენ ქართველიშვილის გასანადგურებლად. ძნელად მისახვედრი ნამდვილად არ იყო, რომ უმცირესობაში მყოფ თორნიკეს გაუჭირდებოდა მათთან გამკლავება. - რაც არის არის... - დახმარების სათხოვნელად დარეკვა არც კი უფიქრია. ისე შევიდა მოედანზე. იქნებ ეშინოდა კიდეც, მაგრამ სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა ამაყად მდგომ ვაჟს. უსიტყვოდ ათვალიერებდა წინ მდგომებს. სახეზე არც ერთი არ ეცნო, თუმცა სიგარეტიანი მამაკაცის წარბთან არსებული იარის დანახვაზე, მისი ვინაობის დადგენა ნამდვილად არ გასჭირვებია. თბილისის ქუჩებში ზედმეტად კარგადაც კი იცნობდნენ, ქურდული სამყაროს ერთ-ერთ ერთ ავტორიტეტს, ზედმეტსახელად წარბას. მართალია შავი სამყაროს წარმომადგენლებთან საქმე არასოდეს ჰქონია, მაგრამ წარბაზე მაინც სმენოდა, როგორც ერთ-ერთ სამართლიანსა და მამაც ადამიანზე. ვის-ვის, და მის აქ დანახვას ნამდვილად არ ელოდა ბიჭი. - როგორც იქნა მოხვედი! მარტო ხარ?! - ფიქრი აშკარად წარბას იმედად მყოფი, კვანტალიანის ირონიულმა ხმამ შეაწყვეტინა. - ტურებთან შესახვედრად დამხმარეები არ მჭირდება... - დაუფარავი ზიზღით, მტრულად უმზერდა ქართველიშვილი წინ მდგომებს. - აი ეს მესმის, ტურები ჩვენ ვართ?! - ხელოვნურად გაოცებულმა შეხედა დანარჩენებს კვანტალიანმა - პოლიციას ჩვენება ჩვენ მივეცით? ჩვენ ჩაგიშვით? - ასე გამოდის... - კარგად დაფიქრდი, სახელის შერჩევისას! -აქამდე ჩუმად მყოფი, სკამიდან წამოდგა წარბა და წინ აესვეტა ქართველიშვილს. - სახელი არ მოგწონთ?! თქვენ დაფიქრდით, როცა ამას დაუდექით გვერდით?! - კვანტალიანის სახელის ხსენებაც კი არ უნდოდა თორნიკეს. - მე ყველა დაჩაგრულისა და კარგი ბიჭის ინტერესს დავიცავ! - აშკარად ემუქრებოდა წარბა ვაჟს. - დაჩაგრულისა და კარგი ბიჭის? - წარბას სიტყვები გაიმეორა თორნიკემ - მაშ რატომ იცავთ ამის ინტერესს? - ზიზღით უმზერდა ყოფილ მეგობარს. - ამდენს რას ალაპარაკებთ?! ჩააძაღლეთ და მოვრჩეთ! - ნერვებმა უმტყუნა კვანტალიანს. თუმცა როგორც კი წარბას მკარცი მზერა შენიშნა, ისევ გაჩუმება ამჯობინა. - მგონი ხვდები, რომ თუ საკუთარ სიმართლეს ვერ დაამტკიცებ, აქედან ცოცხალი ვერ გახვალ! - ქართველიშვილისთვის მზერად არ მოუცილებია, ისე გამოსცრა კბილებში წარბამ. - მაგარია, აი მესმის სამართალი! - მოულოდნელად ახარხარდა ბიჭი -ხვდებით მაინც ვის იცავთ? კაცს, რომელიც წამლით ბარიგობს? ძმაკაცებს სასიკვდილო შხამს რომ სტენის? - სასიკვდილოს?!... - თითქოს არ ელოდა მსგავს სიტყვებს წარბა, უკმაყოფილო სახით გახედა კვანტალიანს. - სასიკვდილოს, მისგან ნაყიდი წამლის გამო ჩემი მეგობრები საავადმყოფოში წვანან. - ასე რომც ყოფილიყო, პოლიციაში რას გარბოდი, ჩვენ რატომ არ მოგვმართე?! ჩვენება როგორ მიეცი?! - ისევ უტევდა წარბა. - ამ ნაბოზართან ანგარიშის გასასწორებლად?!.. - გაოცება ვერ დამალა თორნიკემ - როგორმე ჩემითაც მოვახერხებდი, დახმარება ნამდვილად არ მჭირდებოდა!.. - გულიანი ბიჭი ჩანხარ!... - ყოველგვარი პირფერობის გარეშე, შეაქო წარბამ. - გულიანის რა გითხრათ და კი ნამდვილად არ ვყოფილვარ და არც ვიქნები, არც საკუთარი ნამოქმედარი გადამიბრალებია უდანაშაულო ადამიანებისთვის... - სიმართლეს ამბობს?! - წარბამ მტრულად ამჯერად გვერდით მდგომ კვანტალიანს გახედა - გეკითხები, სიმართლეს ამბობს? - ყველა სამხილი მასზე მიუთითებდა, ჩვენება რომ არ მიეცა, დაჭერილს ვინ გამოუშვებდა, ან პოლიცია როგორ მომაგნებდა? - პოზიციებს არ თმობდა კვანტალიანი. - ყველა?! - მამაკაცის ხმაში გაპარული ირონია არ გამორჩენია თორნიკეს - რადგან ამდენი იცი, ალბათ ისიც გეცოდინება რომელი სამხილების გამო აიყვანეს?!. - იცის რომელია, ნაჭყებიასთან ერთად შეთითხნა და მისივე ხელით მიართვა პროკურატურას?!... აი, ესაა თქვენი კვანტალიანი, სულ ესაა მისი კაი ბიჭობაც და ვაჟკაცობაც!.. - და, ახლა რას აპირებ? - მე?! - კარგად ხვდებოდა თორნიკე, რომ ახლა, ამ წუთებში კვანტალიანის ბედი მის ხელთ იყო, ქართველიშვილის ერთი სიტყვაც კი საკმარისი იყო, და აქამდე მის დასაცავად მოსული ბრბო, ისევ მასვე მიუბრუნდებოდა მტრად. თვალებში უმზერდა განაჩენის მოლოდინში აკანკალებულ მოწინააღმდეგეს. საკუთარი გულისცემა თავადვე ესმოდა კვანტალიანს, სიძულვილით სავსე მზერით მისჩერებოდა წინ მდგომ თორნიკეს. დიახ, სძულდა, სწორედაც ამ ამაყი, ნიშნისმოგებით სავსე მზერის გამო ვერ იტანდა ვერც ქართველიშვილს და ვერც მის მეგობრებს. კარგა ხანს უმზერდა თორნიკე, ალბათ დაუფიქრებლად უნდა ჩაეძაღლებინა, მაგრამ ახლა როცა წინ ასე უსუსურად მოკაკვულსა და აკანკალებულ კვანტალიანს უყურებდა, ბრაზი შეცოდებას შეეცვალა. - არც არაფერს!.. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, გაოცებულ წარბას აღარაფერი უთქვამს, ნელი ნაბიჯით მიიწევდა ქართველიშვილი გასასვლელისკენ. მზერით აცილებდნენ დამხვდურნი ამაყად მიმავალს. - ზედმეტად დიდ გულზე ხომ არ ხარ, ქართველიშვილო? გგონია გაიმარჯვე? - გასასვლელში მისულს დაეწია კვანტალიანის ირონიული ხმა. აშკარად დაინახა გვერდულად შემობრუნებულმა თორნიკემ როგორ მოუქნია მის შესაჩერებლად მომართულ წარბას დანა მუცლის არეში კვანტალიანმა. - ოხ. მე შენი!... - უწმაწურად შეიგინა მამაკაცმა და მიწაზე გაგორდა. იქვე მდგომი ბიჭები დაჭრილს მისცვივდნენ. - თორნიკეს მიხედეთ, თორნიკეს! - ღრიალებდა დაჭრილი. თუმცა სულ მცირედი მოდუნებაც საკმარისი აღმოჩნდა, ქართველიშვილისკენ მიიწევდა შეიარაღებული კვანტალიანი. წამის მეასედებში აღიქვა გონებამ, წამის მეასედში იმოქმედა ვაჟმა. წამის მეასედში ააცალა ხელიდან დანა და.... - ერთი, ორი, სამი... - სათვალავიც კი აერია რამდენჯერ მოუქნია, რამდენჯერ დაარტყა. ჩარევა არავის უფიქრია, გაშველება არც კი უცდიათ. ძირს გართხმულ აგონიაში მყოფ კვანტალიანს ზემოდან მოჰქცეოდა თორნიკე, დანას აღარც ხმარობდა, მომაკვდავს ამჯერად მუშტებით უსწორდებოდა. მეცხრამეტე თავი ნათება შეპარვოდა თბილისს, ეკლესიაში ზარები რეკდა და ახალი დღის დადგომას გვამცნობდა. ვიღაცისთვის ერთი ჩვეულებრივი დღე იწყებოდა. აი, თორნიკე ქართველიშვილისთვის კი.... სულ ერთი ღამე აღმოჩნდა საკმარისი, ერთმა საბედისწერო, ავბედითმა ღამემ წალეკა და დაასამარა ყველაფერი. ნარკოლოგიურში ორი ახალგაზრდის სიცოცხლის შესანარჩუნებლად წამოწყებული ბრძოლა, ექიმებისა და მათი გულშემატკივრების დიდი გამარჯვებით დასრულდა. მათგან განსხვავებით, ჩვიდმეტიოდე წლის ვაჟი თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის სპორტულ სტადიონზე, უკანასკნელ სუნთქვას აყოლებდა საკუთარ სიცოცხლეს. გარდაცვლილს ცივი, უტყვი თვალებით უმზერდა თავზე წამომდგარი მისივე ასაკის ვაჟი. ჯერ კიდევ გუშინ პრესპექტიული, ყველაზე სიმპატიური, ყველასთვის სასურველი თორნიკე, ახლა ყოფილი მეგობრის სისხლში დასვრილი, ცივსისხლიანი მკვლელი გახლდათ. - თენდება, წუთი-წუთზე მოვა პოლიციაც, სვავებივით არიან, ლეშის სუნს შორიდანვე გრძნობენ! - მხარზე შეეხო წარბა - უნდა წავიდეთ!. - თქვენ წადით! - ირონიულად გაეღიმა ვაჟს, თავად კი მისი რჩევის გათვალისწინება არც კი უფიქრია. ვაჟის ცივი მზერით ყველაფერი იყო ნათქვამი. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც კი უფიქრიათ. წარბამ ოდნავ დაუქნია თავი მის ბიჭებს და ისე ჩუმად დატოვეს სტადიონი, თითქოს იქ არც ყოფილან. ჩვეული მანერით, ისევ ბეჭებში გაშლილი იდნა თორნიკე, დამალვას არც კი ფიქრობდა. გგონიათ ნანობდა?! არა. სინანული წამითაც არ გაუვლია. ცივი, ზიზღით სავსე თვალებით უმზერდა კვანტალიანის ცხედარს. ცდილობდა მასში მეგობარი დაენახა, ან თუნდაც უბრალოდ ადამიანი, მაგრამ უჭირდა. წინ ლეში ეგდო, უსულო, უხორცო და რაოდენ უცნარიც არ უნდა ყოფილიყო უკვე გახრწნილი და გარყვნილიც. საკუთარმა აღმოჩენამ შეაკრთო. რატომ ვერ ამჩნევდა, რატომ ვერ ხედავდა?! განა შეიძლებოდა რამდენიმე წუთში ადამიანის ასეთი შეცვლა?! რაღაც მომენტში გარდაცვლილში საკუთარი სახეც კი დაინახა. არც თავად ყოფილა განსხვავებული, არც თავად ყოფილა მშვიდობის მტრედი. - მგონი ვგიჟდები! - ისტერიულად იცინოდა ქართველიშვილი. დიახ, აი, ასე, დაჰყურებდა გარდაცვლილს და სინანულის ნაცვლად იცინოდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა, მაგრამ ეს სულაც არ იყო ტკივილის ცრემლი. ირონია ნარევი, გარკვეულ წილად ბედნიერიც კი იყო, თითქოს ბიჭების წინაშე ვალი მოიხადა. სამართალი აღასრულა. მაგრამ მისი კმაყოფილება რამდენიმე წუთს გაგრძელდა, იქნებ წამებიც კი. შემდეგ? გინახავთ, როგორ უცებ მშვიდდება აბობოქრებული ზღვა?! სწორედ ასე იყო ქართველიშვილიც. ნელ-ნელა სახე დაუწყნარდა. გახშირებული სუნთქვაც დაურეგულირდა და დარჩა მის მიერ შექმნილი რეალობის პირისპირ მარტოდ-მარტო. დარჩა მხოლოდ სიცარიელე და იმედგაცრუება. სად იყო სამართალი? არსებობდა კი ის? ქართველიშვილისთვის სამართალს სახე დაეკარგა, თავად იყო შემოქმედიც, თავად იყო მოსამართლეც და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო თავადვე ქცეულიყო ჯალათადაც. როგორც იქნა ჩართო გამორთული მობილური ტელეფონი. მიუღებელ, უპასუხო ზარებს ტკივილით გადაავლო თვალი. თეკლეს ნომერი ჭარბობდა შემოსულ ზარებში, ტელეფონის ჩართვა და მისი მორიგი ზარის შემოსვლაც ერთი იყო. ისევ რეკავდა დედობილი, ისევ ჯიუტად შემოდიოდა მისი ზარი. ბოღმა ყელში მოაწვა ვაჟს. ეტკინა, წინასწარ ეტკინა ქალის ტკივილი. უნდოდა ეპასუხა, მაგრამ ვერ გაბედა. ზუსტად იცოდა, ახლა რომ დალაპარაკებოდა, ვეღარც შეძლებდა ასე სახელდახელოდ მოკრეფილი გამბედაობის შენარჩუნებას. მერე რა რომ მკვლელი იყო?! მერე რა, რომ ახლა თავადაც ნაძირალა კვანტალიანს დამსგავსებოდა?! ვის, ვის თეკლეს ამას ვერ ეტყოდა, არც ასეთი გამბედავი იყო, არც ასეთი გულადი. დედობილის ნომრის ნაცვლად ცხელი ხაზის სამად-სამი ციფრი აკრიფა, სამართალდამცავებს თავადვე შეატყობინა მუხიანში მომხდარი მკვლელობის შესახებ. მოთმინებით ელოდა ეკიპაჟს. თუმცა ვიდრე პოლიცია მივიდოდა, მაინც ვერ მოითმინა, მხოლოდ ერთ ადამიანთან დარეკა. - თორნიკე კარგად ხარ? მთელი ღამეა გეძებთ, თორნიკე!.. კარგახანს ფიქრობდა როგორ ეთქვა, შემდეგ როგორც იქნა მოიკრიბა გამბედაობა, მძიმედ გადააგორა ყელში მოწოლილი ბოღმა, ღრმად ჩაისუნთქა და ჩახლეჩილი ხმით უპასუხა: - შეცდით, მამაო... - შევცდი?! - მართალია ვერ ხედავდა ნიკოლოზს, მაგრამ მაინც იგრძნო როგორ გააცახცახაა მოძღვარს. - დიახ, შეცდით. მოვკალი. თქვენმა სანაქებო თორნიკემ, ჩემივე ხელებით გამოვასალმე სიცოცხლეს. ალბათ ფიქრობთ, რომ ვნანობ?! არა, არ ვნანობ, ახლაც კი, ცოცხალი რომ იყოს, ათასჯერ მოვკლავდი, გავანადგურებდი... ურჩხული ვყოფილვარ, სისხლისმსმელი ურჩხული! - საკუთარი თავის სიძულვილისგან დაცლას ცდილობდა ვაჟი. მძიმედ სუნთქავდა მოძღვარი, პირველად ცხოვრებაში არ იცოდა რა ეთქვა აღზრდილისთვის. - გძულვართ?! - სადღაც შორიდან ესმოდა ვაჟის სიტყვები ნიკოლოზს. - არა. მეცოდები... ამხელა ტვირთისთვის მეცოდები... ტკივილით გაეღიმა თორნიკეს, ალბათ გრძნობდა მოძღვარი ვაჟის გაორებას, მასში მომხდარ გარდატეხას, სამწუხაროდ ვეღარაფერს შეცვლიდა. - არ მინდოდა, დედას გეფიცებით, თეკლეს გეფიცებით, არ მინდოდა, მაგრამ არც ვნანობ. ასე უნდა ყოფილიყო, ასე უნდა მომხდარიყო. უბრალოდ... - ხმა ჩაუწყდა თორნიკეს, სათქმელი ვეღარ დაასრულა. - უბრალოდ?! - ჩაეკითხა მოძღვარი, თუმცა ვაჟის პასუხი პოლოციის ავტომობილების სირენების ხმამ გადაფარა. ერთმანეთის მიყოლებით შემოვარდა სკოლის ეზოში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მასვე მოჰყვა აბულაძეც. გაოგნებული მისჩერებოდა მამაკაცი წინ მდგომ, ადამიანის სიხლით დასვრილ თორნიკეს. ისევ ხელების აწევა უბრძანეს, ისევ თავჩაქინდრული მოათავსეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, თუმცა ამჯერად აღარ ამტკიცებდა საკუთარ უდანაშაულობას ქართველიშვილი. ოცდაოთხი საათიც კი არ დასჭირდა მისთვის ბრალის წაყენებას. სულ რაღაც თორმეტიოდე საათში დაემხო თავზე სამყარო და საზოგადოებისთვის საშიშ პირადაც შერაცხეს. არსებობდა მხოლოდ ერთი რეალობა, მისივე თანატოლისგან უჩვეულო სისასტიკით მოკლული ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი. საზოგადოებისთვის არსებობდა სადისტი, დაუნდობელი მკვლელი, ეს იყო ერთად-ერთი სიმართლე და ეს იყო ქართველიშვილების რეალობაც. მათი გაზრდილი, მათი აღზრდილი, განსასჯელის სკამზე იჯდა და განზრახ მკვლელობის მუხლით ასამართლებდნენ. - გაითვალისწინეთ, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია... - ერთად-ერთ შემამსუბუქებელ გარემოებას დროსასავით აფრიალებდა ადვიკატი. - დანაშაულის ჩადენის ფორმასაც ხომ გააჩნია?! მკვლელი განსაკუთრებული სისასტიკით მოქმედებდა... - გაღიზიანებული, ჯიუტად იმეორებდა მბრალმდებელი. - განსაკუთრებული სისასტიკით, განსაკუთრებული?!... ჩემი თორნიკე, მკვლელი?!... - ცრემლებს ყლაპავდა თეკლე და ნერვიულად უჭერდა ხელს გვერდით მჯდომ მეუღლეს. თუმცა მისგან განსხვავებით ბევრად მხნედ გამოიყურებოდა აკა. ესმოდა შვილობილის. თითქოს მისი მოქმედებისთვის ახსნაც კი მოეპოვებინა: - მეგობრებისთვის სიცოცხლის გაწირვაც კი შეიძლება, არამც თუ მკვლელობა!... - ჩუმად უჩურჩულა გვერდით მჯდომ ქალს. - რომელი ლოგიკით?! - ირონიულად ჟღერდა თეკელს ხმა. - კაცურით! - ტანში ჟრუანტელმა დაუარა ასათიანის ხმის - კაცურით?! მოსამართლეც ხომ კაცია, რატომ არ ამართლებს?! - ისტერიის ზღვარზე მყოფი სხდომის დარბაზში მჯდომ ქალაქის პროკურორს ისე უმზერდა, თითქოს ხსნას მისგან ელოდა, თუმცა მამაკაცის უტყვი თვალებიდან საიმედო ვერაფერი ამოიკითხა. - მე რომ მტკივა?! - ცრემლები ვეღარ შეიკავა თეკლემ. - გაივლის, ყველაფერი გაივლის. ახლა სისუსტის დრო არ არის... - მალამოდ ედებოდა ნიკოლოზის ხმა. სასამართლოს დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილ გისოსებიან კამერაში იჯდა ნადირივით დამწყვდეული ვაჟი. ხომ არ ესმოდა სხდომაზე დამსწრეთა საუბარი?! მაგრამ მაინც ზუსტად იცოდა მათი ფიქრების შესახებ. დაძაბული მისჩერებოდა გაფითრებულ დედობილს. წამიერად გადაეყარა მათი მზერა. უდარდელობის ნიღაბი აიკრა ქალმა, ნაძალადევად გაუღიმა, მაგრამ ზედმეტად ცუდი მსახიობი იყო თეკლე, მწვანე თვალებში ტკივილსა და უიმედობას დაესადგურა. დარბაზში ისხდნენ მისი მეგობრებიც. აი, მათ მზერაში ნამდვილად არ იყო არც სინანული, არც სიბრალული. კოპებშეკრულნი უმზერდნენ მბრალმდებელს. - თორნიკე თუ დამნაშავეა, მაშინ ჩვენც დაგვიჭირეთ, ჩვენც იგივეს გავაკეთებდით, უბრალოდ დაგვასწრო, არ დაგვაცადა! ბიჭების რეპლიკას დამსწრეთა აღშფოთებული ტალღაც მოჰყვა: - ამისთანებს გარეთ რა უნდათ, ერთმანეთზე უარესები არიან. დააკავეთ, დააკავეთ!... იმდენ ხანს იბობოქრეს, ვიდრე მოსამართლე დამსწრეებს დარბაზის დატოვებით არ დაემუქრა. სასამართლო პროცესისი აღწერა შორს წაგვიყვანს. ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ალბათ ეს მცირე მონაკვეთიც საკმარისია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ვიღაცას ვაჟი უდანაშაულოდ მიაჩნდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ ქართველიშვილი სასჯელს არ იმსახურებდა, ვიღაც კი პირსისხლიან ნაძირალად მოიხსენიებდა და მისთვის მუდმივ პატიმრობას ითხოვდა. საბოლოოდ თორნიკე ქართველიშვილს ისევ მისივე არასრულწლოვნების, მისი ასაკის გამო შებრალებულს შვიდ წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იქნებ ცოტა იყო, იქნებ ბევრიც? არ ვიცი. მსგავს გადაწყვეტილების მიღებაში ლომის წილი ალბათ ისევ ფარნავაზ მოლოდინაშვილს მიუძღვოდა. სასჯელის მოსახდელად თორნიკე თავდაპირველად არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში, ეგრეთწოდებულ ბავშვთა კოლონიაში მოათავსეს, ხოლო სრულწლოვანების მიღწევისთანავე ციხეშიც გადაიყვანეს. გადიოდა დრო, თორნიკე ქართველიშვილი ერთ დროს ყველასთვის საყვარელი, ამჯერად ყველასგან დავიწყებული, მხოლოდ ორი მეგობრის, ორად - ორის, ირაკლისა და დათას ამარა დარჩენილიყო. გარეთ ცხოვრება დუღდა, ყველაფერი იცვლებოდა, სამაგიეროდ ციხეში იდგა დრო ერთ ადგილზე. ოთხი კედლიდან დანახული სამყარო ბევრად განსხვავდებოდა ქართველიშვილის ცხოვრებისგან. ხშირად ნახულობდნენ ბიჭები. დათამ აიხდინა ოცნება, როგორც იქნა გახდა პროფესიონალი მრბოლელი. ირაკლის კი შეცვლოდა მიზნები. საავადმყოფოში ნარკოტიკების გამო მოხვედრის შემდეგ ექიმობაზე ოცნებობდა ბიჭი, მისაღები გამოცდები წარმატებით ჩაებარებინა და უკვე სამედიცინო ისტიტუტის სტუდენტიც გახლდათ. შეიცვალნენ ბიჭები, როგორც ფიზიკურად, ასევე შინაგანად. საპყრობილეში მჯდომი თორნიკე ყოველდღიურად იბრძოდა გადარჩენისთვის. რთულად, მძიმედ, მართალია ახალი სასჯელის დამატების ხარჯზე, მაგრამ მაინც მოახერხა და დაიმკვირდა მისი ადგილი. არ იფიქროთ, რომ ქურდობისთვის იბრძოდა, სულაც არა, უბრალოდ არ ხრიდა თავს, იოლად არ ემორჩილებოდა, არც მუშტის მოქნევისგან იკავებდა თავს და დანასაც მოხერხებულად ხმარობდა. თუმცა დაპირისპირების მიზეზი ქართველიშვილი არასოდეს ხდებოდა, ძირითადად თავს იცავდა ვაჟი. შესაბამისად ზუსტად იცოდნენ, თუ ხელს მოიქნევდა, ისეიგი მიზეზიც ჰქონდა, უსამართლოდ არასოდეს არავის გაიმეტებდა. ამ თვისების გამო მალევე შეამჩნიეს ციხის ავტორიტეტებმა, მალევე გამოარჩიეს მისი თანატოლებისგან, პატივს სცემდნენ და მის სიტყვას წონაც ჰქონდა. სულ უფრო და უფრო ნაკლებს უამბობდა პაემნებზე მოსულ მეგობრებს. სულ უფრო და უფრო შორდებოდა. დათასა და ირაკლისთან დამაკავშირებელი რგოლი ნელ-ნელა იცრიცებოდა. ძირითადად ბიჭები საუბრობდნენ, თუმცა საბოლოო ისე აღმოჩნდა რომ სასაუბრო თემაც გამოელიათ. მათ მზერაში სიყვარულის ნაცვლად სიბრალულს ხედავდა ვაჟი, აღიზიანებდა ამდენი წარმოუთქმელი, გაუმხელელი... ზედმეტად მარტვივად გადაწყვიტა ეს პრობლემაც, თავადვე იხსნა სინდისის ქენჯნისგან, თავადვე აუკრძალა მასთან სტუმრობა. და წავიდნენ ბიჭებიც, ისევ ძველებურად ლაღები, ისევ ძველებურად ხალისიანნი. დატოვეს ქართველიშვილი ოთხ კედელში, აწ უკვე ციხის ბინადრად ქცეული. ახალი სტატუსი, ახალი სახელი, რომელმაც წალეკა და წაიღო ერთი პატარა ბიჭის ოცნებები, წაიღო უდარდელი ბავშვობა და დატოვა მხოლოდ ტკივილი. მეოცე თავი ადამიანი თითქოს ყველაფერს ეჩვევა, უბრალოდ მიჰყვება ცხოვრების დინებას და მექანიკურად მოქმედებს. ახალი ცხოვრების წესი უკვე ტრადიციად ექცათ ქართველიშვილებს. ყოველ კვირას ჯერ ბავშვთა კოლონიას სტუმრობდნენ, იქ ნახულობდნენ შვილობილს. შემდეგ ვაჟის სრულწლოვანებასთან ერთად შეხვედრის ადგილმაც ორთაჭალის ციხეში გადაინაცვლა. გათენებამდე დგებოდნენ და იკავებდნენ რიგს მნახველთა შორის. სრულიად უცხო ხალხს ერთი ყველაზე დიდი ტკივილი აერთიანებდათ, იქ მდგომებს ციხეში მჯდომთა ბედი ადარდებდათ. იდგნენ ასე რკინის მძიმე კარებთან, ამანათებით დატვირთულნი და მოთმინებით ელოდნენ საკუთარი გვარის გამოცხადებას. ვიღაც შედიოდა, ვიღაც გამოდიოდა. თუმცა... გგონიათ თეკლე და აკა ყოველთვის ნახულობდნენ შვილობილს?! ცდებით. ზოგჯერ შეუსაბამო ქცევის გამო დასჯილი ვაჟი, სასჯელს კარცერში იხდიდა, შესაბამისად პაემანზე მშობლებთან შეხვედრის უფლებასაც არ აძლევდნენ. ზოგჯერ თავად ბიჭი ამბობდა უარს მათთან შეხვედრაზე, მიზეზი კი მარტივი იყო, პატიმრებს შორის მუდმივად ჩხუბსა და გაუგებრობებში გარეულს მისი ცხოვრების წესი სახეზე ეხატა, უფრო სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდი ჩხუბის კვალი სილურჯეების სახით ემჩნეოდა. თავისთავად ცხადია ასეთი ფიზიონომიით აღმზრდელებს ვერ დაენახვებოდა, განსაკუთრებით თეკლეს, ამიტომაც მარტივად ეუბნებოდა ბადრაგს, რომ სტუმრების ნახვა არ უნდოდა. ბადრაგებიც დაყენებული, ცივი ხმით უცხადებდნენ ლოდინისგან თვალებად ქცეულ ქართველიშვილებს, რომ თორნიკეს შეხვედრა ისევ არ უნდოდა. რაღა დარჩენოდათ გაწბილებულებს?! ბიჭთან მიტანილ ამანათებს ციხის ადმინისტრაციას გადასცემდნენ და შინ განადგურებულები ბრუნდებოდნენ. ვინ იცის მერამდენედ იმუქრებოდნენ, რომ ეს უკანასკნელი იყო, რომ ამის შემდეგ ფეხსაც არ მიადგამდნენ, ვაჟის არსებობასაც კი დაივიწყებდნენ, თუმცა შაბათი თენდებოდა თუ არა, ისევ მზადებას იწყებდნენ და კვირას, გამთენიისას ისევ ციხის კართან ელოდნენ შეხვედრას. შეცვლილიყო თორნიკე, მერედა როგორ... სახე გამკაცრებოდა, მუდამ შუბლშეკრული თითქმის არც კი იღიმებოდა. ამდენი ჩხუბისგან ხელებიც გაუხეშებოდა. მუდმივი თავდაცვა ცხოვრების წესად ქცეოდა. თავს იცავდა ყველასთან, თეკლესთანაც კი. მისი ლურჯი თვალები მხოლოდ და მხოლოდ სისასტიკეს თუ აფრქვევდა. ზოგჯერ იმდენად უხეშად მიმართავდა ქალს, რომ გაოცებისგან თვალები უფართოვდებოდა აღმზრდელს. კარგად ხვდებოდნენ, რომ ამას განზრახ აკეთებდა. თითქოს საკუთარ თავს აიძულებდა დაევიწყებინა, გულიდან ამოერეცხა მათი სიყვარული. იქნებ სჯობდა კიდეც დაჰყოლოდნენ თორნიკეს ნებას?! მათაც ბიჭების მსგავსად ხელი ჩაექნიათ და იშვიათად ენახათ შვილობილი, იქნებ უკეთესიც იყო დაევიწყებინათ გისოსებს მიღმა მჯდომი პატიმარი?! მარტო რომ ყოფილიყო აკა, ალბათ ასეც მოიქცეოდა, მაგრამ თეკლე არ აძლევდა ამის უფლებას. ქალი მთელი არსებით ეპოტინებოდა ვაჟის თვალებში მათი დანახვისას შემორჩენილ სულ მცირედ სიხარულის სხივს. - რაც არ უნდა მითხრას, როგორ ხმამაღლაც არ უნდა გვიყვიროს, მაინც მივალ, მაინც ვნახავ!... - ჯიბრით ისე უმეორებდა, თითქოს მამაკაცს მასზე ნაკლებად სურდა აღზრდილის მონახულება. - ზოგჯერ მაზოხისტი მგონიხარ, თითქოს განგებ იტანჯავ თავს!... - შენც ხომ ხვდები, რომ მისი სიტყვები არაფერს ნიშნავს... რამდენიც არ უნდა მალოს, თვალები მაინც ყიდის. - თვალები?! - ჰო, თვალები... გეურჩება, გეწინააღმდეგება, მაგრამ ისევ ისე გიყურებს როგორც პირველად, მისთვის ისევ ისეთივე საამაყო ხარ, როგორც მაშინ როცა რალზე წაიყვანე. სიტყვები არ მჭირდება, არც მოფერება, მე ესეც მყოფნის, მართალია სულ რამდენიმე წამით, მაგრამ მაინც მყოფნის!... - არ უნდოდა მაგრამ ხმა მაინც აუკანკალდა თეკლეს. კარგად იცოდა აკამ, რომ მეუღლე მართალი იყო. როგორც არ უნდა შეცვლილიყო, როგორი ცხოვრების წესიც არ უნდა ჰქონოდა, მათთვის თორნიკე ქართველიშვილი ისევ იმ ექვსი წლის ბიჭად რჩებოდა პირველად თავშეფარში რომ ნახეს. სიყვარული, რომელსაც ასე ღრმად გაედგა ფესვები, არ ნელდებოდა, პირიქით მონატრებას უფრო მძაფრად გაეღრმავებინა და გაეძლიერებინა. ასე მონატრებაში, თვალსა და ხელს შუა გაილია გრძელი, ტკივილითა და ცრემლებით სავსე ათი წელი. რიგში მდგომნი ვინ იიცის მერამდენედ ისმენდნენ მათ მსგავსად დატანჯული მშობლების გასაჭირს. რომ გეკითხათ რაზე ოცნებობდნენ, დაუფიქრებლად გიპასუხებდნენ, რომ მხოლოდ თავისუფალი თორნიკეს ნახვა სურდათ. ეს იყო და ეს. ერთად-ერთი ოცნება, რომელიც აგერ უკვე მეათე წელია ილუზიას დამსგავსებოდა. თვალსაჩინო ადგილზე გაკრულ კალენდარზე წითელი მარკერით ჰქონდათ მონიშნული ვაჟის სავარაუდო განთავისუფლების თარიღი. ყოველ გასულ დღეს მარკერითვე შლიდა და ითვლიდა თეკლე. ჩუმად, ეჭვით სავსე მზერით უმზერდა მის მოქმედებას აკა. დიდად არ სჯეროდა მამაკაცს, რომ შვილობილი ციხიდან გამოვიდოდა. ვაჟი აშკარად განგებ იმატებდა და იმატებდა სასჯელს. ვერ ხვდებოდა, ახსნას ვერ უძებნიდა მის მოქმედებას, თუმცა როგორც კი განთავისუფლების თარიღი მოახლოვდებოდა, ახალ დანაშაულს სჩადიოდა და ისევ ციხეში რჩებოდა. ასე მოიქცა ორჯერ და ამჯერადაც, მიუხედავად მისი მრავალგზის დაპირებისა, რომ განთავისუფლების თარიღისთვის ახალ პრობლემაში არ გაყოფდა თავს, ბოლომდე მაინც ვერ უჯერებდა, ეჭვი გულს უღრღნიდა აკას. - გამოვა, ჩემი ბიჭი გამოვა იმ წყეული ციხიდან! - თითქოს მიუხვდა ფიქრებს მეუღლე, ჯიბრით გამოხედა მამაკაცს. შეცვლილიყო თეკლე. წლებთან ერთად წაბლისფერი თმა შევერცხლოდა, თვალებთან ნაოჭები წვრილ ზოლებად გაკლაკნილიყვნენ, თუმცა თვალებში ძველებური სხივი ისევ შერჩენოდა. - განთავისუფლებამდე სულ რაღაც ხუთი თვეა დარჩენილი. სულ რაღაც ხუთი... - ძლიერად ჩაიკრა გულში საყვარელი ქალი. - ბიჭებსაც ვთხოვე, მიუხედავად მისი სიუხეშისა, მოინახულებენ, იქნებ მათი შემხედვარე თავადაც მოინდომოს და... - ცრემლებმა ხმა გაუბზარა თეკლეს. - გამოვა, შენს გამო მაინც გამოვა, სხვა გზა არ აქვს, უფლება არ აქვს... - ცრემლებით სავსე თვალები კოცნით ამოუშრო აკამ, ხელში შერჩენილი წითელი მარკერი გამოართვა და თორნიკეს გარეშე გავლილი კიდევ ერთი დღე თავადვე გადახაზა. ბიჭები? რას შვრებოდნენ ამ ათი წლის განმავლობაში დათა და იკა? თორნიკეს დაკავებით გამოწვეულმა სინანულისა და დანაშაულის გრძნობამ ერთმანეთსაც დააშორა სიყრმის მეგობრები. ეს შეგრძნება შიგნიდან ჭამდა ორივეს. კარგა ხანია ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესები ჰქონდათ, ერთმანეთს დღესასწაულებზე, ან ოჯახურ შეკრებებზე თუ ნახავდნენ, მაგრამ მაინც ფაქტი იყო, რომ თორნიკეს ბედი ორივეს ისევ აწუხებდათ, ორივეს სტკიოდათ, არც ერთმანეთის სიყვარული განელებოდათ, ბავშვობის მეგობრები, ისევ ბავშვობის მეგობრებად რჩებოდნენ. თეკლესა და აკას მსგავსად ყოველ კვირას არა, მაგრამ როცა მონატრება მძაფრად შეაწუხებდათ, როცა უერთმანეთობა მტკივნეული და გაუსაძლისი ხდებოდა, ავიწყდებოდათ მეგობრის სიუხეშეც, მისი მრავალგზის გაფრთხილებაც, რომ არ მისულიყვნენ. მაინც ვერ ითმენდნენ, ერთმანეთს ურეკავდნენ და ორივენი, ერთად, გვერდი-გვერდ მდგომნი, ორთაჭალაში მიდიოდნენ ქართველიშვილის სანახავად. ზოგჯერ ნახულობდნენ, ზოგჯერ - ვერა. ზოგჯერ ვერც კი იგებდა თორნიკე მეგობრების იქ ყოფნას, არც კი მიდიოდნენ ბადრაგთან, უბრალოდ ისხდნენ ავტომობილში და ქუჩიდან გაჰყურებდნენ ციხის ჩაჟამებულ გისოსებს, უმზერდნენ გარედან და ცდილობდნენ გამოეცნოთ, რომელ კამერაში იქნებოდა მათი მეგობარი. არ ვიცი რას ელოდნენ, მაგრამ რატომღაც მყარად სჯეროდათ, რომ თორნიკე გრძნობდა მათ თანადგომას. ალბათ ასეც იყო, იქნებ ასეც იყო ვერაფერს გეტყვით. დრო მხოლოდ ქართველიშვილებისთვის არ გადიოდა. იზრდებოდა ჩვენი ელენეც და უფრო და უფრო ლამაზდებოდა. მისთვის დამახასიათებელი სითბო და სილაღე ისევ შეენარჩუნებინა ქალიშვილს. ალბათ, ლამაზი ქალი არ გვკვირს ქართველებს, მაგრამ მის სილამაზეში იყო მაინც რაღაც მომნუსხველი, იდუმალი, ამოუხსნელი. დედასთან ერთად ხშირად სტუმრობდა მონასტერს, მაიკოსგან ტიპიური სტანდარტული დედა მაინც ვერ დადგა. იმიტომ კი არა, რომ შვილი ვერ შეიყვარა, ალბათ პირიქით, ქალიშვილში გააერთიანა მთელი სამყარო. ელენე მისთვის მხოლოდ შვილი კი არა, ყველაზე ერთგული მეგობარიც გახლდათ, ის იყო მისთვის შეუცვლელი, ყველაზე იდეალური დაქალი. უცნაურია?! ალბათ, მათ შორის არსებულ ურთიერთობას სიტყვა დედაშვილობა ვერ დაიტევდა და ვერც იტევდა. ბედის ანაბარად დარჩენილი დედა-შვილი ერთმანემანეთს ებღაუჭებოდნენ, ერთმანეთისთვის საყრდენ კედლად ქცეულიყვნი თვითგადარჩენისთვის იბრძოდნენ და წარტებითაც მიიწევდნენ წინ. ერთმანეთთან მეგობრობდნენ, კამათობდნენ, ზოგჯერ იბუტებოდნენ კიდეც, თუმცა მალევე რიგდებოდნენ. თავისუფალ დროს თავშესაფარშიც ეხმარებოდნენ დედაოებს. დიდად არ უყვარდა მაიკოს იქ ყოფნა, ტკივილს აყენებდა ამდენი მიტოვებული, მშობლის სითბოს მონატრებული ბავშვის ყურება, თითოეული მათგანის ტვალებში დანახული სევდა წარსულს ახსენებდა. საკუთარ შეცდომებთან პირისპირ დგომა ნამდვილად არ იყო მარტივი, მაგრამ მამა ნოკოლოზის თანადგომით ამ ტკივილსაც უმკლავდებოდა, როოგრც ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდა მისი განცდები მოძღვარს. - შიში გვასუსტებს, სიმხდალით კი გამოუსწორებელ შეცდომებსაც ვუშვებთ. - დაბნეული და შეშინებული ვიყავი... - მოგონებებისგან ხმა გაბზარვოდა მაიკოს. - უნდა გახსოვდეს, იმიტომ კი არა, რომ თავი დაიტანჯო, უბრალოდ უნდა გახსოვდეს და როცა ვინმეს დაბნეულსა და შეშინებულს დაინახავ, არ განსაჯო, უბრალოდ დაეხმარე შიშის დაძლევაში. - თვენ რომ არა, ალბათ... - ღმერთმა გიჩვენა სწორი გზა. მე უბრალოდ დანახვაში დაგეხმარე, ეგ იყო და ეგ... - უბრალოდ?! - ტკივილით გაეღიმა მაიკოს. - უბრალოდ! - ჩვეულებისამებრ თბილად უღიმოდა მამაო. ასე იყო თუ ისე, წარსულის შეცდომის გამოსწორებას მაქსიმალურად ცდილობდა მაიკო. შვილის ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებდა, მუშაობდა რამდენიმე ადგილზე და უფასდებოდა კიდეც წვალება. მისი თანატოლებისგან განსხვავებით ელენე არ იყო პრობლემური, ჭირვეული ბავშვი. თუმცა საკმაოდ ნიჭიერს, ცოტა არ იყოს გაუჭირდა მომავალი პროფესიის შერჩევა. თავდაპირველად სამედიცინოზე უნდოდა ჩაბარება, თუმცა სამწუხაროდ მისაღებ გამოცდებზე სასურველი ქულები ვერ მოაგროვა, ვერ მიიღო ას პროცენტიანი დაფინანსება, სახელმწიფო მხოლოდ სამოცდაათ პროცენტიან თანადაფინანსებას ჰპირდებოდა. რეალობა - რეალობად რჩებოდა, გადასახდელი თანხა არ ჰქონდა. იქნებ დარჩენილი ოცდაათი პროცენტი ვიღაცისთვის არც იყო დიდი თანხა, მაგრამ ელენემ ზუსტად იცოდა, რომ მაიკოსთვის ნამდვილად რთულად მოსაძიებელი იქნებოდა. ისევ მამა ნიკოლოზისა და ვასიკოს შეწუხება კი არ უნდოდა. მათთვის არც კი გაუხელია რომ დაფინანსება სჭირდებოდა, გადაწყვეტილება თავადვე მიიღო და პროფესია შეიცვალა, მისი ქულებით ფსიქოლოგიურზე შესტავაზეს საბუთების გადატანა და დაეთანხმა. მხოლოდ აღნიშნულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის შემდეგ გაუმხილა დედას ფაკულტეტის შეცვლის მიზეზი. მსგავს საქციელს ნამდვილად არ ელოდა მაიკო. კარგად იცოდა რომ ჯერ კიდევ პატარაობიდან, მასთან საავადმყოფოში პირველად სტუმრობის შემდეგ, ელენე ექიმობაზე ოცნებობდა. იმასაც მიუხვდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ დაფინანსების არ ქონის გამო მიიღო. ელენეს უნარების პატრონს ბევრად უკეთესი მომავალი შეიძლებოდა ჰქონოდა, თუ შვილს ფინანსურადაც მხარში ამოუდგებოდა. - იქნებ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდე? ჩემი პროფესიის წყალობით მომვლელად მუშაობა არ გამიჭირდება. - საკუთარ თავს ესაუბრებოდა ქალი. მიუხედავად იმისა, რომ არ უნდოდა შვილის მიტოვება, ყველაზე სწორ გზად რატომღაც მაინც ეს ეჩვენებოდა. - ელე?! ისევ უნდა მიატოვო? გგონია კიდევ გაპატიებს? მიუხედავად იმისა, რომ შვილის დახმარება მთელი გულით უნდოდა, მაინც ვერ გაბედა, სასწორზე შვილის სიყვარული, მისი ნდობა ვერ დადო. ისევ მისი დაკარგვის შიშმა სძლია წასვლის სურვილს. - მხდალი, ვარ მხდალი. ვის რაში ვჭირდება ფუჭი სიყვარულით?! - თავი სძულდა, ეზიზღებოდა. საკუთარი უსუსურობით გაღიზიანებულმა ის ღამე ტირილში გაათენა. გულში იკრავდა და ცრემლებით ალბობდა საკუთარ ბალიშს. იქნებ ჯობდა წასულიყო?! არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. წასვლის სურვილის შესახებ ისევ უცვლელ მეგობარს, მამა ნიკოლოზს გაუმხილა. - არ გაბედო. ფულის გამო შვილის მიტოვება არც კი გაბედო! ექიმობა თუ მართლა მისი ოცებაა, ყველაფერს იზამს და სამედიცინოზე მაინც ჩააბარებს, ოცნებას თავადვე აიხდენს. ელენეს დამფინანსებელი კი არა, დედა სჭირდება, დედა!... მართალია მკაცრად ჟღერდა მოძღვრის სიტყვები, მაგრამ გულზე მალამოდ მოედო მაიკოს. საზღვარგარეთ წასვლა საბოლოოდ გადაიფიქრა. ოცდამეერთე თავი ფსიქოლოგიურზე სწავლა იმაზე საინტერესო გამოდგა ვიდრე წარმოიდგენდა ელენე. იმდენად შეუყვარდა საკუთარი პროფესია, წარმოდგენაც კი არ უნდოდა, რომ შეიძლებოდა სხვაგვარი არჩევანი გაეკეთებინა. ვერასოდეს იფიქრებდა უბრალო ტესტებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში, ერთი შეხევდით თამაშში, თუ ადამიანის შინაგანი სამყაროს დანახვას შეძლებდა. ვერც იმას წარმოიდგენდა, ამხელა დატვირთვის მატარებელი თუ იქნებოდა ფერი. ხშირად უმზერდა თავშესაფრის ბავშვების მიერ შესრულებულ ნახატებს და გული სტკიოდა, იმდენ ამოუთქმელ სევდას ხედავდა თითოეულ ნამუშევარში. თურმე რამდენ ტკივილსა და სიხარულს ინახავდნენ. ხომ ისედაც უყვარდა მამა ნიკოლოზთან ყოფნა, მაგრამ ახლა უფრო მეტად დააფასა მოძღვარი. ფსიქოლოგიურზე სწავლისას მისი ცხოვრების აზრი აღმოაჩინა, ერთი სული ჰქონდა როდის მიეცემოდა შესაძლებლობა საკუთარი ცოდნა პრაქტიკაშიც გამოეყენებინა. თავდაუზოგავად სწავლობდა და ერთ-ერთ მოწინავე სტუდენტადაც ითვლებოდა. მამა ნიკოლოზი ხშირად უმეორებდა: - კარგ ფსიქოლოგს, ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია… დაბადებიდან გაქვს მაგის ნიჭი, შეგიძლია ადამიანს მოუსმინო, დაამშვიდო... უდიპლომობა ხელს სულაც არ გიშლის, ჩვენი პატარების დახმარებაში, მოვა დრო და.... და გოგონასაც მთელი გულით სჯეროდა ნიკოლოზის, მთელი არსებით უნდოდა მამაოს სიტყვები გამართლებულიყო, სჯეროდა, რომ შეძლებდა, აუცილებლად მიაღწევდა წარმატებას. მთელი არსებით ცდილობდა დაჰხმარებოდა ბავშვებს, უზომოდ დიდ სითბოსა და სიყვარულს გასცემდა ელე. პატარებიც გრძნობდნენ მისგან წამოსულ დადებით მუხტს, უზომოდ უყვარდათ მათი ფსიქოლოგი. თავშესაფრის ეზოში, ბავშვების გარემოცვაში მჯდომი, რეალობას წყდებოდა, მათთან ერთად ზრაპრების სამყაროში ეფლობოდა და ხატავდა. იმედითა და სიხარულით სავსე ზღაპარს ქმნიდა, რომელსაც ნელ-ნელა თავადაც იჯერებდა და პატარებსაც აჯერებდა. ღიმილით დაჰყურებდა მამა ნიკოლოზი თითოეულის ნამუშევარს. იოლად მიუხვდა მოძღვარი ჩანაფიქრს. მიუხვდა და გაუხარდა. - შენ მათთვის მოვლენილი ანგელოზი ხარ! - თბილად ჩაიხუტა გოგონა გულში. მოძღვრის სიტყვები საუკეთესო შეფასება იყო გოგონასთვის, უფრო მეტი ოპტიმიზმითა და შემართებით სწავლობდა და ელოდა როდის მიიღებდა ოფიციალურად ფსიქოლოგის სტატუსს. თვალსა და ხელს შუა გავიდა სტუდენტობა. დამამთავრებელი გამოცდებიც წარმატებით დაასრულა და ახლა უნივერსიტეტში მიდიოდა დიპლომის ასაღებად. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ოცნება აიხდინა. ფრთებშესხმული შევიდა უნივერსიტეტის შენობაში. სხარტი ნაბიჯებით, მსუბუქად აირბინა კიბეები და დეკანის კაბინეტის კარზე ფრთხილად დააკაკუნა. სულ რამდენიმე წამით მოუწია ცდა, ვიდრე მამაკაცის ხმას გაიგონებდა, სულ რამდენიმე წამით, თუმცა თავად საუკუნედ მოეჩვენა. გული გალამებით უცემდა, ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში მორიდებით შეაბიჯა. - ჩემი საუკეთესო სტუდენტიც მოსულა! - თბილად ჩაიხუტა ასე ორმცდაათ წლამდე, სათვალიანმა მამაკაცმა. რამდენიმე წუთით მეგობრულად ესაუბრა, გამოჰკითხა მომავლის გეგმების შესახებ და დიპლომიც გადასცა, ყოველგვარი პომპეზურობის, ყოველგვარი ზედმეტი პათეტიკის გარეშე. გაოცებული უმზერდა მისი წვალების შედეგს. ორად-ორ, ფარატინა ფურცელს, არადა რამდენს იტევდა, რამდენს ნიშნავდა ამ ქაღალდის ნაგლეჯზე გამოყვანილი ასოებით შესრულებული წარწერა: ფსიქოლოგი. მღელვარებისგან ხელები უკანკალებდა, სენტიმენტალური არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამჯერად ცრემლები ვეღარ შეიკავა. მამაკაცი ყურადღებით აკვირდებოდა მის რეაქციას. რამდენიმე წუთით დააცადა ცოტა დამშვიდება და დუმილი თავად დაარღვია. - დიპლომს ასე რატომ ელოდი, განსაკუთრებული გეგმები ხომ არ გაქვს?!- ღიმილით ჩაეკითხა დეკანი. - კონკრეტული არაფერი დამიგეგმავს, იმედია სამსახურს ვნახავ, ცოტა დედასაც დავეხმარები, აქამდე ჩემი უდიპლომობა იყო უარის თქმის მიზეზი... - სამაგიეროდ ახლა დამწყები სპეციალისტი იქნები, დამწყები კადრის აყვანას კი ყველა ერიდება... - მაგ პრინციპით თუ ვიმსჯელებთ, ჩემი საშველი არ ყოფილა. მუშაობას თუ არ დავიწყებ, სულ დამწყებად დავრჩები... - ლექტორისგან მსგავს სიტყვებს აშკარად არ ელოდა, უცებ გაცხარდა გოგონა. - ალბათ... იქნებ მართალიც ხარ. თუმცა მე ერთი შემოთავაზება მაქვს. იმედია მოგეწონება. ყოველ შემთხვევაში დასაფიქრებლად ღირს. რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან დამიკავშირდნენ, პენიტენციალურ სისტემაში ჭირდებათ ფსიქოლოგები. - სასჯელაღსრულებიდან?! - სახიდან ღიმილი გაუქრა ელენეს - იქ ფსიქოლოგმა რა უნდა აკეთოს?! - სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მასთან ერთად კი პენიტენციალური სისტემის ფუნქცია, მხოლოდ პატიმრების დაკავება და დასჯა არაა, მათი რესოციალიზაციაც საჭიროა. - რესოციალიზაციაში რას გულისხმობთ? - ადრე თუ გვიან ნებისმიერ პატიმარი ციხიდან გამოდის, უმეტესობას უჭირს ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნება, არც საზოგადოება იღებს ხელგაშლილი ყოფილ მსჯავრდებულს. მათი ოთხმოცდაათი პროცენტი ხელახლა სჩადის დანაშაულს და ისევ უბრუნდება ციხეს. - დამნაშავის ადგილი ნორმალურ საზოგადოებაში არაა, ისინი იზოლირებულნი უნდა იყვნენ! - ცოტა არ იყოს სასტიკადაც კი ჟღერდა გოგონას ნათქვამი - მათი ადგილი ციხეშია. - შეიძლება, არ გედავები, იქნებ მართალიც ხარ... მაგრამ ნებისმიერი შეიძლება შეცდეს ან იქნებ არც იყოს დამნაშავე?! - ვერ გავიგე? იმის თქმა გსურთ, რომ ვინმე უკანონოდ დააკავეს? - არა, მაგას არ ვამბობ, თუმცა ვერც გამოვრიცხავ. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი სხვის დანაშაულს იბრალებს. - და, ამ დროს რას აკეთებს ძიება?! ხომ უნდა მიხვდნენ? როგორ შეიძლება კრიმინალი და უდანაშაულო ადამიანი ვერ გაარჩიონ?!- აღშფოთდა ელენე. - ახალგაზრდა ხარ და ცხოვრებას ვიწრო ჭრილიდან უმზერ. ერთი რამ კი გავიწყდება, ყველაზე უარყოფით, სასტიკ ადამიანშიც კი შეიძლება დადებითის მოძიება. ზოგჯერ სიმართლე საკმაოდ ღრმად ინახება. მისი დანახვა უნდა შეგეძლოს. მომავალმა ფსიქოლოგმა ადამიანის სულში მიძინებული თვისებები უნდა გამოავლინო. - დამაბნიეთ, ვერაფერი გავიგე. არც გამომძიებელი ვარ და არც მოსამართლე, იქ რა უნდა ვაკეთო? - მათთან, როგორც ფსიქოლოგმა ისე უნდა იმუშაოს. - მგონი ზედმეტად კარგი წარმოდგენა გაქვთ ჩემს შესაძლებლობებთან დაკავშირებით. კრიმინალების პანიკურად მეშინია, რამე რომ დამიშავონ?! - არ გაძალებ, შენი გადასაწყვეტია. თუმცა მგონი მცდელობად ღირს. თუ არ მოგეწონება, დაწერ განხადებას და წამოხვალ. პრაქტიკისთვის ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა. როგორც სამინისტროდან მითხრეს, ძირითადად შეხება იმ პატიმრებთან გექნება, რომლებიც შედარებით მსუბუქი დანაშაულისათვის იხდიან სასჯელს. პატიმრებთან, რომლებსაც შესაძლოა შეწყალება ან ამნისტია შეეხოთ. - ანუ მათთან სახელმწიფო გამოსწორების პოტენციალს ხედავს?! - ირონია ვერ შეიკავა გოგონამ. - შესაძლოა ასეც ითქვას. - იქნებ მართალიც ხართ, იქნებ ღირს კიდეც დაფიქრებად. მაგრამ მეშინია... - გულწრფელად აღიარა ელენემ. - მარტო ხომ არ იქნები? ყველაგან კამერებია, ბადრაგები, რა უნდა დაგიშავონ?! - არა, ვერ მიმიხვდით. თუ სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი, ამ ხალხს შეწყალებითა და ამნისტიით ციხიდან გამოსვლა სურთ, მათგან საფრთხეს არ ველი. მაგრამ წეღან თქვენვე აღნიშნეთ, დამწყები ვარ, მათ კვალიფიცირებული სპეციალისტის დახმარება სჭირდებათ, რომ ვერ შევძლო?! გავართმევ თავს ამხელა პასუხისმგებლობას? -საკუთარი თავის რწმენა, ნამდვილად არ გაწყენდა! - ხმა გაუკაცრდა დეკანს - შენში მაგის უნარს რომ არ ვხედავდე, არც შემოგთავაზებდი. - რწმენა?! - თვალწინ ნიკოლოზის სახე დაუდგა გოგონას, ნეტა რას ეტყოდა?! რას ურჩევდა მოძღვარი?! - ალბათ, მართალი ხართ. იქნებ შევძლო კიდეც მათი დახმარება. - აშკარად ყოყმანობდა ელენე. - არ გაჩქარებ. მოიფიქრე. იქნებ მოგეწონოს კიდეც. თუ არადა, წამოსვლას რაღა უდგას წინ?! ანაზღაურება ყოველ თვიურად რვაას ლარამდე გექნება, დღესასწაულებზე თითქმის ამვე ოდენობის პრემია. მგონი საწყის ეტაპზე ცუდი არ უნდა იყოს. - თუ დაგთანხმდებით, მუშაობა როდის უნდა დავიწყო? - ჯერ ეს დოკუმენტებია მოსაგროვებელი. - თაბახის ფურცელზე ჩამოწერილი საბუთების ნუსხა გაუწოდა დეკანმა. - უშიშროებაში ვიწყებ მუშაობას, რამხელა სიაა?!... - გაოცება ვერ დაფარა ელენემ. - რას ვიზამთ, ფორმალურ მხარეს ვერ ავცდებით. დოკუმენტებს სამინისტროში, მიიტან, კარდებში როგორც კი დატოვებ, დამიკავშირდი. ციხის ადმინისტრაციასთან რეკომენდაციას მე გაგიწევ. ვეცდები შენი დანიშვნა დავაჩქარებინო. - გასაგებია. - ისევ მოსაგროვებელ ნუსხას ჩაჰყურებდა ქალიშვილი. უნივერსიტეტიდან წამოსულმა ელენემ მეგობრებიც მოინახულა, მათთან ერთად აღნიშნა დიპლომის აღება, ცოტა დალიეს, ბევრი იცინეს, იმღერეს. შინ გვიან დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზრდასრული გახლდათ, ისევ ფანჯარასთან ელოდა მაიკო. ალკოჰოლს უფრო მგრძნოაბიარე გაეხადა ჩვენი ელე, ისე ჩაეხუტა დედას, თითქოს ისევ პატარა იყო. დაწვრილებით უამბო შემოთავაზებული სამსახურის შესახებ. არ ვიცი სასმლის ბრალი იყო, თუ უფრო კარგად გაიაზრა დეკანის წინადადება, აშკარად აღარ ეშინოდა. პირიქით, გარკვეულ წილად ადრენალინის მოზღვევაბასაც კი გრძნობდა. თითქოს უჩვეულო მუხტით იზიდავდა კრიმინალური სამყარო და მისთვის ახალ, ამოუცნობ, ხიფათითა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას ჰპირდებოდა. - იქნებ კარგად დაფიქრდე, სად შენ და სად ციხე? არ მინდა მსგავს ხალხთან გქონდეს ურთიერთობა... - ფრთხილად შეაპარა უჩვეულოდ აჟიტირებულ შვილს მაიკომ. - რატომ? თქვენთან, საავადმყოფოში ყოფილი პატიმრები არ მოდიან? - მოდიან მაგრამ... - რა მაგრამ? სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებით? - ეგ სულ სხვაა... - სხვა? მაინც რითაა გამორჩეული? ქუჩაშიც ხომ დადიან? იქაც მოვერიდო? ვიზიტის დროს ხომ არ ვკითხო, უკაცრავად თქვენ ნასამრთლები ხომ არ ხართ მეთქი?- უჩვეულოდ გაღიზიანდა ელენე. - კი, მაგრამ... - უნდა ვცადო, რას ვკარგავ? - ვერც კი შენიშნა, დეკანის სიტყვები როგორ გაიმეორა - თუ არ მომეწონება, წამოვალ... - არაა საშენო ადგილი... - ისევ თავისას იმეორებდა მაიკო. - ასეთი ადგილი არსებობს?! შენც ხომ იცი, რომ სამსახური მჭირდება, გვჭირდება.ნერვიულობა არ გინდა, არც ისეთი სუსტი ვარ, შენ რომ გგონივარ. მთელი ცხოვრება სხვაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული?! მშვიდად თუ იქნები, მამაოსაც დაველაპარაკები ... - დედის დასამშვიდებლად მხოლოდ ესღა მოიფიქრა ელენემ. - არ იქნებოდა ცუდი... რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მოძღვარს სულაც არ გაჰკვირვებია ელენეს გადაწყვეტილება. პირიქით, მოუწონა კიდეც გოგონას იდეა, დალოცა და წარმატებაც უსურვა. - ისიც შენი ჭკუისაა, ნებისმიერ ავანტიურაში მხარს გიჭერს! - მამაოსთან საუბრის შემდეგ, ორმაგად აღტაცებული შვილის სახის შემხედვარე, ამჯერად ნიკოლოზზე ბრაზობდა მაიკო. თითქმის ერთი კვირა მოანდომა სასურველი დოკუმენტაციის მოგროვებას, ხან სამედიცინო კომისიას გადიოდა პოლიკლინიკაში, ხან სსიპ „ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” მისაღებში, საკმაოდ მოზრდილ რიგში იდგა და მოთმინებით ელოდა ნარკოლოგიურიდან ცნობას, ხან ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ეძებდა და საკუთარ შერაცხადობას ამტკიცებდა. ასე თუ ისე, როგორც იქნა დაასრულა სირბილი, ბოლოს ასაღებად „ნასამართლობის არქონის შესახებ“ ცნობა მოიტოვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს „მომსახურების სააგენტოდან“ გამოსული ლამის დაფრინავდა. როგორც იქნა სრულ პაკეტად შეკრული დოკუმნეტები, ფაკულტეტის დეკანის მითითებისამებრ, სწრაფჩამკერში კოხტად ჩააწყო და პრობაციისა და სასჯელაღრსულების სამინისტროში მიიტანა. ხშირად გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი პირველი სამუშაო ადგილი?! არც ელენე იყო გამონაკლისი, ოცნებებში ათასნაირი ვერსია მაინც შეუმუშავებია, თუმცა ვერასოდეს იფიქრებდა, თუ ძალოვან სისტემაში მოუწევდა პირველი ნაბიჯების გადადგმა. გულში შიშიც კი შეეპარა, გამალებით უცემდა გული, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საშვთა ბიუროში მჯდომი ჯარისკაციც კი ხვდებოდა მის განცდებს. იქნებ ასეც იყო? ან იქნებ თავად იყო ზედმეტად დაძაბული? ვაჟმა რამდენიმე მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა მოახერხა შიდა ტელეფონით კადრებში დაკავშირება. გოგონას სახელზე საშვი დაუშვეს და საბუთებთან ერთად ლიფტამდეც მიაცილეს. საკმაოდ მოზრდილი კოლიდორის გავლის შემდეგ, როგორც იქნა მიაღწია სასურველ ოთახამდე. ფრთხილად დააკაკუნა და მიპატიჟების შემდეგ, კაბინეტშიც შევიდა. მისდა გასაოცრად, ოთახი საკმაოდ თბილ ფერებში იყო მოწყობილი. ვიღაცის მზრუნველ ხელს ფანჯარის რაფაზე ოთახის ყვავილებიც მოეთავსებინა. ოთახში ერთად-ერთ მაგიდასთან საშუალო ასაკის, სრული ქალბატონი კომპიუტერის ეკრანს ჯიუტად ჩასცქეროდა. ელენეს შესვლა ან არ გაუგია, ან არ შეიმჩნია. უნებურად თვალი აციმციმებული ეკრანისკენ გაექცა. ქალბატონი არც მეტი არც ნაკლები, საპნის ოპერას უყურებდა. ქალს მისი მზერა არ გამორჩენია. სწრაფად ჩახურა ფაილი და სათვალის ზემოდან ამოხედა აბეზარ სტუმარს. უნებურად შერცხვა ელენეს. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს დანაშაულზე ქალის ნაცვლად ის გამოიჭირეს. თვალი სწრაფად მოარიდა ეკრანს. - რა გნებავთ?! - საკუთარ ვიზუალთან შედარებით, საკმაოდ ცივი და მჩხავანა ხმა აღმოაჩნდა ქალბატონს. - უკაცრავად, მე საბუთები მოვიტანე... - გაუბედავად მიაწოდა ელენემ დოკუმენტები. - მერე დატოვე და წადი. - უკაცრავად, სამსახურში გასვლა როდის მომიწევს? ალბათ, მსგავს კითხვას არ ელოდა, აშკარად გაოცებულმა ამოხედა ქალმა. - გენაცვალე, ჯერ უნდა ნახონ, კარგად შეისწავლიან და, თუ მისაღები კანდიდატი აღმოჩნდებით, რაშიც ცოტა არ იყოს ეჭვი მეპარება, დაგიკავშირდებიან. - ანუ, დამიკავშირდებიან, მაინც როდის?! - ქალის ირონია არ შეიმჩნია მორიგი კითხვა დაუსვა ელენემ და ჯიუტად მიაჩერდა თვალებში. - არ ვიცი, გენაცვალე. მინისტრი წყვეტს თანამშრომლების აყვანის საკითხს. მას კი ვადას არ ვუნიშნავთ... - გაღიზიანება ვეღარ დამალა ქალბატონმა. სულ რამდენიმე წამით უმზერდა თვალებში უჩვეულოდ აფორიაქებულ ქალს. აღარაფერი უკითხავს, არც უთქვამს. თუმცა შეეცოდა. უსიტყვოდ შემობრუნდა და წამოვიდა. მოდიოდა ელენე, თავაწეული, ლაღი და ეცოდებოდა იქ, ოთხ კედელში გამომწყვდეული საპნის ოპერის ამარად დარჩენილი ქალი. მოდიოდა და ზუსტად იცოდა, რომ სულ რამდენიმე დღეში ახალ ცხოვრებას დაიწყებდა. ოცდამეორე თავი საბუთების მიტანიდან ორ კვირაზე მეტი იყო გასული, თითქოს ის შემართებაც დაკარგვოდა, უკვე ეჭვიც კი გაუჩნდა. - იქნებ მართალი იყო ის უჟმური ქალი? იქნებ მართლა დამიწუნეს და სულაც არ ვარ შესაფერისი კანდიდატი? - ვინ იცის მერამდენედ ეკითხებოდა მაიკოს. -დავიღალე! რა დავაშავე ამისთანა?! შეიძლება სულ დეპარტამენტზე საუბრობდე?! - ამდენი წუწუნით გაბეზრებულმა ბღვერით გამოხედა მაიკომ. - აბა რა ვქნა? ნეტა სულ არ მიმეტანა, ფეხი არ შემედგა იმ დაწყევლილ შენობაში....- ისევ თავისას აგრძელებდა ელენე. - წადი ნიკოლოზთან, თან დაისვენებ, თან დაეხმარები. არ დაგავიწყდეს, ამაღამ მორიგე ვარ... - შუბლზე აკოცა ქალიშვილს და თავად სამსახურში წავიდა. დედის რჩევა მოეწონა, მართლა წავიდა თავშესაფარში. თითქმის თვეზე მეტი გავიდა საბუთების მიტანიდან, თბილისში დაბრუნდა ელენე, მეგობრების რჩევით, ახალი სამსახურის ძებნაც დაიწყო. საკუთარ ოთახში ისევ მორიგ გასაუბრებაზე წასვლას აპირებდა და სწორედ მაშინ დაურეკა ტელეფონმა. ბოხი ბარიტონის მქონე უცნობმა მამაკაცმა ამცნო, რომ მისი საქმის შესწავლა წარმატებით დასრულდა და სამსახურში მიღებაც მიულოცა. - მართლა?! - აშკარად ვერ დაიჯერა მისი სიტყვები, გახარებული ადგილზე ხტუნაობდა. ალბათ, მიუხვდა მამაკაცი რეაქციას, საუბარი სიცილით გააგრძელა: - ორშაბათს, დილის ათიდან თერთმეტ საათამდე სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში, კადრების განყოფილებაში მობრძანდით. ბატონი ჯუმბერი იკითხეთ, სამუშაო პირობებს ადგილზე გაგაცნობთ. - რა თქმა უნდა, დიდი მადლობა... - ისევ ცქმუტავდა ელე. - წარმატებებს გისურვებთ!... - სიცილით დაემშვიდობა უცნობი. - უღრმესი მადლობა! - პატარა ბავშვივით გაეპრანჭა გოგონა. ტელეფონის დაკიდება და ბედნიერებისგან კივილიც ერთი იყო. - Yes, yes!... - სარკეში არეკლილ საკუთარ გამოსახულებას დაეჯღანა და ბედნიერი ლოგინზე გაიშოტა. - ციხეში მუშაობის დაწყება ასე თუ გაგიხარდებოდა არ მეგონა! - ღიმილით უმზერდა კარებში მდგომი მაიკო. - არც მე, თუმცა ფაქტია. მიმიღეს, დე... მიმიღეს... - ვეღარ მოითმინა, დედასთან მიირბინა და მთელი ძალით მოეხვია. - ღმერთო, ელე... როგორი ბავშვი ხარ! რა გინდა შენ პატიმრებში?! - არ უნდოდა, მაგრამ ხმა მაინც გაებზარა მაიკოს. - ჩემი ხომ გჯერა?! აი ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება. გული მიგრძნობს, კარგად კი არა. მაგრად იქნება! - იქნება, დე... რათქმა უნდა იქნება... - ძლიერად ეხუტებოდა ქალიშვილს მაიკო. გაფრთხილებისამებრ დაბარებულ დღესა და დროს გამოცხადდა სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში. ისევ შენობის შესასვლელში მდგომი საშვთა ბიურო, ისევ დაფოთლილ ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები. ძველ, სავარაუდოდ ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელ, სამსართულიან შენობაში ფეხი შედგა და გაოცებულმა მიმოიხედა. აშკარად არ ელოდა დეპარტამენტის შენობა ასეთი თუ იქნებოდა, ოდესღაც შეთეთრებულ კედლებს, უკვე სიშავე შერეოდა, ალაგ-ალაგ გაჩენილი, მოზრდილი, მოყვითალო ლაქები, ძლიერი წვიმის კვალი უნდა ყოფილიყო. ალაგ-ალაგ აყრილიყო კიდეც საღებავი. ვიღაცას იატაკზე დაგებულ პარკეტზე, ლინოლიუმიც გადაეკრა. თუმცა მისი დანიშნულების გაგება ნამდვილად გაგიჭირდებოდათ, უკვე გადახუნებულ, ალაგ-ალაგ დახეულ ლინოლიუმის აღარც ფერი ეტყობოდა და აღარც ფორმა. აშკარად არ ელოდა მსგავს სიტუაციას. გაოცებისგან აფახუნებდა თვალებს ელენე. - აქ თუ ასეთი მდგომარეობაა, ციხეში წარმომიდგენია რა ხდება! - ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და კიბეებს აუყვა. მეორე სართულზე არსებულ სიტუაციას მოზუზუნე ფუტკრების სკას უფრო შეადარებდით. საქმიანი, დაძაბული სახეებით მოძრაობდნენ შეიარაღებული, სამხედროს ფორმიანი ვაჟები. ამდენია იარაღიანი მამაკაცის დანახვაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა. - ხომ შეიძელება გაუვარდეს? - წინ ჩავლილი მამაკაცის საქამრიდან დაუდევრად ამოჩრილი პისტოლეტს გააყოლა თვალი. ვაჟს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მობილურზე საუბრით სწრაფად ჩაირბინა კიბეები და დეპარტამენტის ეზოში უწმაწური გინებით გავარდა. ერთ-ერთ კაბინეტთან ვიღაც ფორმიანი, სახეზე ნიღბიანი მამაკაცი უძრავად აყუდებულიყო. - სპეცნაზიც ჰყავთ?! - საკუთარ თავს ჩაეკითხა გოგომა და თვალი გაექცა კარებთან დატანილი წარწერისკენ: - „სასჯელაღსრულებით დეპარტამენტის თავმჯდომარე“. ნიღბოსანმა ღრენით მოაძახა: - გაიარეთ მოქალაქე, გაიარეთ! მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა ელენე. - უკაცრავად, მე ბატონ ჯუმბერთან ვარ... - შიში ხმაშიც გაეპარა. - ჯუმბერთან?! - მისი რეაქციით აშკარად ზედმეტად კმაყოფილი და უჩვეულოდ გახალისებული სპეცნაზელი უცებ დათბა, ადგილიდან მოწყდა და ერთ-ერთ ოთახში შეყო თავი: - ბატონო, ჯუმბერ... - ხმა გაენაზა ბიჭს - თქვენთან ბრძანდებიან! - ბატონოს მოგცემ შენ! - ღრენით გამოსძახა ოთახიდან გამოსულმა შუახნის, დაბალმა, ღიპიანმა მამაკაცმა. - ეეე, კარგი რა.. უზრდელი კი არ ვარ, ბაბუის ტოლ კაცს, აბა როგორ მოგმართო?!..- ისევ ერთობოდა ვაჟი. - აქამდე მამის ტოლი ვიყავი და ახლა ბაბუაც გავხდი?! - განაწყენდა ჯუმბერი. მათი შემხედვარეს ღიმილი გაეპარა სახეზე უხერხულად აწურულ გოგონას. - ელენე, ხომ?! - როგორც იქნა მიაქცია ყურადღება მამაკაცმაც. - დიახ. - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ელემ. - შემოდი, შვილო, შემოდი. ამას რას უყურებ - ისევ საწყის პოზიციაში ატუზულ ბიჭს დაუბრიალა თვალები - ასე იღლაბუცებს მთელი დღე. - ვიბღვირები, ხალხს აშინებო, ვხუმრობ და ღლაბუცობო, კაცი ვერ გასიამოვნებს, უჟმური ბებერი იქნები. ფრთხილად იყავი, არ გააქციო ეს გოგო!... - ისევ ლაზღანდარობდა სპეცნაზელი. - ბღვერას ისევ სიცილი სჯობს! - თვალი ჩაუკრა ელენემ და ჯუმბერს შეჰყვა. - მეც მაგას არ ვამბობ?! ვინ გიჯერებს! - ყოველგვარ ფამილიარობის გარეშე, უკან მიჰყვა ვაჟიც. - თუ ძმა ხარ, ეგ ნიღაბი მაინც მოიხსენი, მასხარას ფორმა არ გიხდება თავმჯდომარე კაცს! - ირონიულად ახედა ჯუმბერმა. - რავი, ერთი, ამის მომგონიც... - ელენეს იქვე ყოფნა გაახსენდა და უწმაწური სიტყვები არ დაარულა - ასე თქვეს, კარებში მდგომ დაცვას ეს ფორმა უნდა ეცვასო. ზამთარში კიდევ მესმის და ზაფხულში ხომ დაიხრჩობიან ბიჭები?! - როგორც იქნა სპეცნაზელმა ნიღაბი მოიხსნა და მისი გრუზა წაბლისფერი თმაც გამოჩნდა. ელენე გაოცებისგან კინაღამ საკუთარმა ნერწყვმა დაახრჩო. უმზერდა მის წინ მდგომ შუახნის მამაკაცს, რომელიც ტელე ეკრანებზე საკმაოდ ხშირად ჰყავდა ნანახი, დიახ, არც-მეტი არ ნაკლები, წინ სასჯელაღსრულებით დეპარტამენტის თავმჯდომარე ედგა. - წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, გასაუბრებას მეც რომ დავესწრო? - ისევ იღიმებოდა თავმჯდომარე. - როგორ გეკადრებათ, რას ბრძანებთ... - საკუთარი თვალის ჩაკვრა რომ გაახსენდა, სახე აუჭარხლდა ელენეს. ჯუმბერის კაბინეტში წამოწყებული გასაუბრება თითქმის საათზე მეტხანს გაგრძელდა. მამაკაცებმა იმდენად უშუალოდ და მეგობრულად მიიღეს, რომ ნელ-ნელა ელენესაც მოეხსნა დაძაბულობა. - მოკლედ ასე მოვიქცეთ. ციხეში დღესვე გადაგიყვან, ადმინისტრაციას გაეცნობი, ნახავ მომავალ სამუშაო ადგილს. ძირითადად შეხება იმ პატიმრებთან გექნება, ვისი საქმეც შესასწავლად „უდოს“ კომისიაზე გადის. - საქმიანად საუბრობდა ბატონი ჯუმბერი. - უკაცრავად, ტერმინებში კარგად ვერ ვერკვევი, უდო რას ნიშნავს? - ინტერესით ჩაეკითხა ქალიშვილი. - უდო შეწყალების კომისიაა, მას იმ კატეგორიის პატიმრები მიმართავენ, მისთვის მისჯილი სასჯელის ნახევარზე მეტი ვინ მოიხადა, შეწყალების კომისია შეისწავლის საქმეს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. - ჯუმბერის ნაცვლად თავმჯდომარემ უპასუხა - უდოს კომისიას შეუძლია ან განთავისუფლოს პატიმარი, სასჯელი შეუმციროს ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეუცვალოს, მაგალიტად პირობითით. სამივე შემთხვევაში მსჯავრდებული მოგებული რჩება. - კომისია ყოველთვის აკმაყოფილებს მოთხოვნას? რა ხდება უარის შემთხვევაში? - სამწუხაროდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უდოს კომისიას არც ერთი განცხადება არ დაუკმაყოფილებია. - საუბარში ჩაერთო ბატონი ჯუმბერიც. - რატომ? მსურველთა რაოდენობა შემცირდა? სასჯელის შემცირებას მაინც არ იმსახურებენ?! - გაოცება ვერ დამალა ელენემ. - იქნებ იმსახურებენ კიდეც, თუმცა ფიზიკურად ვერ ვასწრებთ მათი საქმეების შესწავლას. - ვერ გავიგე, ბატონო ჯუმბერ, თუ კომისია საქმის შესწავლას ვერ ასწრებს, მაშინ ჩემს მუშაობას რა აზრი აქვს? მე რა ფუნქცია მექნება? - კარგად იცი, ციხეში ორი მხარე ვართ, ადმინისტრაცია, ძალოვნები, მათ შორის ჩვენც და პატიმრები. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ერთმანეთი დიდად არ მოგვწონს და არც ვენდობით, შესაბამისად ნეიტრალური მხარე გვჭირდება... - ნახევრად ხუმრობითი ტონით უპასუხა თავმჯდომარემ. - მაპატიეთ, მაგრამ დამაბნიეთ. გამოდის ადმინისტრაციასა და პატიმრებს შორის შუამავლის ფუნქცია უნდა ვიკისრო?! -მოსალოდნელი პასუხისმგებლობის წარმოდგენაზე, ხმაში პანიკა გაერია ელენეს. - არასწორი ფორმულირებაა. - ხმა დაუსერიოზულდა თავმჯდომარეს - ჭკვიანი გოგო ჩანხარ და შენითაც მიხვდები როგორ უნდა იმოქმედო. მხოლოდ ერთს გეტყვი, ციხის ადმინიტრაცია, მსუბუქად რომ ვთქვა, არაა დაინტერესებული მათი განთავისუფლებით, რომელიმე მათგანს არც შუამდგომლობას გაუწევს და არც თავდებად დაუდგება. ეს ფუნქცია, როგორც ფსიქოლოგმა შენ უნდა იტვირთო. საკუთარ საქმესთან დაკავშირებით ჩემთან და ბატონ ჯუმბერთან იქნები ანგარიშვალდებული. არავისთან, განსაკუთრებით კი ციხის ადმინისტრაციასთან სიტყვაც კი არ დაგცდება. შეძლებისდაგვარად შეისწავლი თითოეული პატიმრის საქმეს, პრიორიტეტული პირველ ეტაპზე სწორედ უდოს კომისიაზე გასული პატიმრები იქებიან. - წინ საკმაოდ მოზრდილი საქაღალდე დაუდო მამაკაცმა - აქ მათი სახელები და გვარებია მოცემული. შეისწავლი მათ ბუნებას. - ასევე უნდა გითხრათ - საუბარში ჩაერთო ბატონო ჯუმბერიც - ამ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ციხეში ჩადენილმა დანაშაულთა რაოდენობამ. პატიმრები ციხიდან გამოსვლის ნაცვლად, რატომღაც იმატებენ და იმატებენ სასჯელს. ეჭვი გვაქვს რომ ამაში ციხის ადმინისრაციაც „ეხმარებათ“. - ეხმარება? როგორ უნდა დაეხმარო სასჯელის დამატებაში, ან რა ინეტერესი აქვთ? - ჯერ ბავშვი ხარ და ვერ ხვდები, მაგაზე იოლი რაა?! - გაეცინა ჯუმბერს - შეარჩევენ ფეთქებად, იმპულსური ხასიათის ახალგაზრდას და მცირედი პროვოკაციაც საკმარისია, რომ ჩხუბი წამოიწყონ. ამას რომელიმე პატიმრის დაჭრაც მოჰყვება და ახალი დანაშაულიც სახეზეა. - ვერ გავიგე, ამით რას იგებენ? - პატიმრებს აიძულებენ ითანამშრომლონ ადმინისტრაციასთან. ვინც ასე არ იქცევა, ვერც გარეთ ვერ გამოდის. - ან იქნებ მატერიალური სარგებელიც უნდათ ნახონ? ვერც ამას გამოვრიცხავთ. - და, ჩემგან რას ელით?! რაც ადმინისტრაციას არ გამოუვიდა, მე ხომ არ უნდა შევასრულო? პატიმრები თანამშრომლობაზე მე უნდა დავითანხმო?! - ამის გაფიქრებაზეც კი ტანში უსიამოვნოდ გასცრა, ზიზღი გამოესახა სახეზე ელეს. - სულაც არა, ყველას ერთ ქვაბში ვერ მოგვხარშავ. - გოგონას რეაქციის დანახვაზე კმაყოფილმა შეხედა ჯუმბერს თავმჯდომარემ - ვიღაც იქნებ იმსახურებს კიდეც მთელი ცხოვრება ციხეში ჯდომას. ვიღაც კი პირიქით, ნორმალურ პირობებსა და განსხვავებულ გარემოში იქნებ საზოგადოების ღირსეულ წევრადაც დაგვიბრუნდეს. . ციხიდან გამოსული, „დაჩმორილი“, განადგურებული და მეობა დაკარგული ადამიანები საზოგადოებას სასიკეთოს ვერაფერს მოუტანენ. ჩვენ იქ არსებული რეალური სურათი გვჭირდება, ეგაა და ეგ. - კარგად დაფიქრდი, წინ სერიოზული საქმე გელის. არაა გამორიცხული სახიფათოც. თუ ფიქრობ, რომ ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა, უარის თქმა ყოველთვის შეგიძლია. - ყურადღებით აკვირდებოდა წინ მჯდომ ჩაფიქრებულ ელენეს თავმჯდომარე. - არ ვიცი, არ დავმალავ, ცოტა არ იყოს შემეშინდა... - გულწრფელად აღიარა გოგონამ - მე უბრალო ფსიქოლოგი ვარ, დღემდე მყარად მჯეროდა, რომ ციხეში მხოლოდ დამნაშავეები ისხვდნენ. აზრადაც არ მომსვლია საწინააღმდეგო. - არც ჩვენ ვამბობთ, რომ უდანაშაულო ხალხი გვყავს დაკავებული, მაგრამ ხომ შეიძლება თუმდა ამ დამნაშავეებს მეორე შანსი მივცეთ?! - გასაგებია, მაგრამ ეგ მე უნდა გადავწყვიტო?! ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობა ხომ არაა? - თვალები გაუფართოვდა გოგონას. - არა, შენ ნამდვილად არ გადაწყვეტ. - ღიმილი ვერ შეიკავა თავმჯდომარემ - ერთად ვიმუშავებთ, შემდეგ კომისია ჩაერთვება, თუ საჭირო იქნება პრეზიდენტიც და ასე შეიკვრება სამართლიანობისთვის მებრძოლთა დიდი წრე. - პათეტიკურად დაასრულა გამოსვლა - აღიარე ჯუმბერ, დიდი ორატორი დაკარგა საქართველომ, პოლიტიკაში რომ არ წავედი... - ისევ ხუმრობდა ის. - როგორც ჩვენმა ორატორმა გვითხრა, ამ რგოლის საწყისი წერტილი შენ იქნები. შემდეგ ჩვენ და ასე შემდეგ... აბა რას ფიქრობ?! - იდეა მომწონს. საფიქრალიც ბევრი აღარაფერია. იმედია შევძლებ, ამას მუშაობის დროს უფრო მივხვდები. - ხომ გეუბნებოდი, არაჩვეულებრივი გოგონაა მეთქი?! - ხელები კმაყოფილმა მოიფშვნიტა ჯუმბერმა. - ძალიან კარგი, დღეიდან თანამშრომლად ჩაგთვლი. ერთი რამ არ დაგავიწყდეს, ანგარიშვალდებული მხოლოდ ჩვენთან ხარ! აბა წარმატებას გისურვებ. ჯუმბერი თავადვე გადაგყვება ციხეში, თუ დახმარება დაგჭირდეს, ნებისმიერ დროს მომმართე... - ხელი ძლიერად ჩამოართვა, გამაფრთხილებლად გაუღიმა და ოთახიდან გავიდა თავმჯდომარე. - აი ნახავ, ერთად დიდ საქმეებს დავატრიალებთ! - აშკარად ზედმეტად კმაყოფილი იყო ჯუმბერი - გადავიდეთ ბარემ ციხეში? - გადავიდეთ! - ალაბთ უნდოდა ხალისიანად ეპასუხა, თუმცა გაბზარულს ხმაზე მაინც შეეტყო დაძაბულობა გოგონას. დეპარტამენტის ეზოდან გამოვდნენ თუ არა, თვალში ეცა რკიის გისოსებიან კარებთან მდგომ ვიზიტორთა მოზრდილი რიგი, იქ მდგომი ქალებისა და ბავშვების დაღლილი, გაწამებული სახის დანახვაზე უსიამოვნოდ გააჟრჟოლა და სწრაფადვე მოარიდა მზერა ელემ. - ასეთ სურათს ყოველ დღე ნახავ. ბოლოს ეჩვევი. - აშკარად არ გამორჩენია მისი რეაქცია მამაკაცს - დღეს შენი გიდი მე ვიქნები, მომავალში კი თავად გამიწევ მეგზურობას. - მეგობრულად უხსნიდა ის - მანდ საშვთა ბიუროა, მაგ კარებიდან ჩვეულებრივი მოქალაქეები შემოდიან. კონტროლს გაივლიან და შემდეგ შეხვედრების ოთახში მიემართებიან. ჩვენ თანამშრომელთათვის განკუთვნილ, სამსახურეობრივი კარებიდან შევალთ. შემახსენე, რომ გავაფრთხილო, ელექტრონული გასაღები შენც დაგიმზადონ. ამ გასაღებს მხოლოდ კარების გახსნის ფუნქცია არ აქვს, ამით შენი სამსახურში მოსვლისა და წასვლის დროც ფიქსირდება, ერთგვარი ტურნიკეტია. ამ კარებიდან, რომც არ შემოხვიდე, ბადრაგთან გამშვებ პუნქტში გასაღები მაინც უნდა დააფიქსირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დღე გაცდენილად ჩაგეთვლება. - დიახ, რა თქმა უნდა! - თავს მორჩილად უქნევდა ელე. შენობას გვერდიდან მოუარეს. ჯუმბერმა ერთ-ერთ, რკინის კარებს მისი მაგნიტური, ელექტრო გასაღები მიადო და შენობაშიც შევიდნენ. უჩვეულო შეგრძნება დაეუფლა შიგნით შესულს. დეპარტამენტისგან განსხვავებით შენობა აშკარად ახალი გარემონტებული და კომფორტულად მოწყობილი გახლდათ. თუმცა აშკარად სული შეეხუთა, დახურულ სივრცეში ყოფნისგან ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს იხრჩობოდა. ინსტინქტურად ხელი ყელისკენ წაიღო და რამდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქა. - ნუ გეშინია, ეგ ყველაფერი სტრესის ბრალია, ღრმად ისუნთე და გაგივლის!.. - როგორც კი დარწმუნდა, რომ გოგონა უკეთ იყო, ისევ სიარული გააგრძელა მამაკაცმა - თავიდან ყველა ასეა. ნელ-ნელა მიეჩვევი. - პატიმრებიც აქვე ჰყავთ? - საუბრის თემის შეცვლა სცადა ელენემ. - არა, მათი კამერები მეორე ფლიგელშია, აქ ადმინისტრაცია ზის. - კამერებიც გარემონტებულია, თუ მხოლოდ უფროსებმა მოიწყვეს კომფორტი? - ირონიულად იკითხა გოგონამ. - ნუ გვაწყენინებ, ქალბატონო ელენე. თქვენც ხომ ნახეთ რა პირობებში გვიწევს მუშაობა?! მგონი დეპარტამენტის შენობას კომფორტულს ნამდვილად ვერ უწოდებთ! თუმცა ნელ-ნელა ვცდილობთ გავარემონტოთ. საბოლოოდ ციხის გადატანას ისედაც გლდანში გეგმავენ, თუმცა ეგ როდის მოხდება კაცმა არ იცის. - ტელევიზიით ხშირად მომისმეია, რომ კამერებში დაშვებულზე მეტი რაოდენობის პატიმარი გყავთ... - ასე მგონია დაკითხვაზე ვარ. - სიცილი ვერ შეიკავა ჯუმბერმა - ტელევიზიით ხშირად გვაკრიტიკებენ, ის კი ავიწყდებათ, რომ ფიზიკურად ადგილი არ გვაქვს, სად წავიყვანოთ ამდენი მსჯავრდებული? - აი, ჩვენ ხომ გამოვაშვებინებთ და განთავისუფლდება ადგილები... - განთავისუფლდება რომელია... - ელენეს ოპტიმისტურ სიტყვებზე ხმამაღლა ახარხარდა მამაკაცი. - ღმერთმა ქნას, ჩვენი მიზანიც ხომ ეგაა. ვნახოთ ერთი როგორ დაგვხვდება უფროსი... იქვე მდგომი ბადრაგის დანახვაზე მალევე დასერიოზულდა ჯუმბერი. ვაჟი სამხედრო სალმით მიესალმა სტუმრებს. - უთხარი რომ მოვედით?! - აშკარად ირონიულად იკითხა მან. - დიახ, მაგრამ პატიმარი ჰყავს დაკითხვაზე. აქამდე თბილსა და მომღიმარს, სახე შეეცვალა მამაკაცს, ცივი მზერით ახედა ბადრაგს: - ეტყობა ვერ მიხვდა, გაფრთხილებას. უთხარი, დაკითხვა შეწყვიტოს! - ბატონო ჯუმბერ, მე ვერ... - რას ვერ?!... - გაბრაზებულმა დაიგრგვინა კაცმა. ბადრაგისთვის აღარც შეუხედავს ისე გავარდა უფროსის კაბინეტისკენ. - ქალბატონო, თქვენ ვერ... - მისი შეჩერება არც კი გაბედო! - ღრენით გამოსძახა უკვე კარებში მდგომმა. დაკაკუნება აზრადაც არ მოსვლია, უკვე შიგნით შესულს უკანვე შეჰყვა ელენე და მოულოდნელობისგან ადგილზეც გაშეშდა. კომფორტულად მოწყობილ ოთახის შუაგულში მდგომ სკამზე უკან ხელებგაკრულ, თავჩაქინდრულ ვაჟს ოთხი მამაკაცი გამეტებით ურტყამდა. - რას აკეთებთ, მე თქვენი... - ყელიდან წამოსული გოგონას კივილის ხმა, ჯუმბერის გინებამ გადაფარა. - ეს ღა გვაკლდა, ბებერი ნაბოზვარი!... - მოსაქნევად მომზადებული ხელკეტი უკმაყოფილოდ მოისროლა ერთ-ერთმა - ხომ გითხარი, კარები ჩაკეტე და არავინ შემოუშვა მეთქი?! - უკმაყოფილოდ შეუღრინა კარებში ატუზულ ბადრაგს. - რამდენჯერ გაგაფრთხილეთ, რამდენჯერ გითხარით?! - სიბრაზისგან ადგილზე ცახცახებდა კაცი. - რითი ვერ გაიგე, ჯუმბერ, რომ ციხეში ხარ, ციხეში?! აქ სხვა ცხოვრებაა, სხვა კანონები!... ამათ როზგი და მუშტი სჭირდებათ, მხოლოდ როზგი, თუ არადა დაგაჯდებიან თავზე... - პატიმარი გაიყვანეთ, - ამჯერად ჯუმბერმა გასცა ბრძანება, ორი მამაკაცი, რომელიც აქამდე პატიმრის ცემაში იღებდა მონაწილეობას, აქეთ იქიდან, იღლიებში ამოუდგნენ დალილავებულ ვაჟს - ექიმმაც ნახოს, რამე არ ჰქონდეს დაზიანებული, თუ საჭირო გახდება, საავადმყოფოშიც გადაიყვანეთ. ჩვენ კი ამ საკითხზე სერიოზულად ვილაპარაკებთ, აქ არა, თავმჯდომარესთან! - თითის ქნევით დაემუქრა ციხის უფროსს კაცი. - ქართველიშვილო, ჭრილობები კარგად მოიშუშე შემდეგ შეხვედრამდე! - ჯუმბერის სიტყვები აშკარად არ აღელვებდა უფროსს. - ერთხელაც იქნება და შენს სისხლს დავლევ!... - მართალია უჭირდა მეტყველება, მაგრამ მაინც აშკარად გაიგონა გასვლისას თავდახრილი, ლამის მოკუნტული პატიმრის მუქარა ელემ. ოცდამესამე თავი ოდესმე შეგცოდებიათ საკუთარი თავი?! ოდესმე გინატრიათ უფრო ძლიერი ყოფილიყავით?! ნერვებისა და სიბრაზისგან ცახცახებდა ელე. ცხოვრებაში ვერც კი იფიქრებდა, თუ შეეძლო ადამიანისთვის ზიანი მიეყენებინა, მაგრამ ახლა, ამ წუთას სიამოვნებით იქცეოდა ციხის უფროსის ჯალათად. სიძულვილით სავსე თვალებით მისჩერებოდა წინ მდგომ მამაკაცებს, უტიფრად რომ უღიმოდნენ შესრულებს. ო, როგორ უნდოდა სულ რამდენიმე წუთის წინ გადაგდებული კეტი საკუთარი ხელით ზედმეტად კმაყოფილ, გასიებულ ფიზიონომიაში ეთავაზებინა. სისხლიანი თვალები ნელ-ნელა ჩაუცხრა ციხის უფროსს, ცემისგან დასიებული მუშტები კმაყოფილმა მოისრისა, - უფ, დამცხა ხომ იცი! - უდარდელად გადაიღეღა ბანჯგვლიან მკერდზე პერანგი, მაგიდასთან მდგომ გორგოლაჭიან სკამზე მოთავსდა და ნახევრად გადაწოლილმა ქვემოდან ახედა წინ მდგომს - რა ლამაზია ეს ოხერი! - ისე ჩაილაპარაკა თითქოს ელე იქ არ ყოფილიყო და ზედმეტად კმაყოფილმა, ავხორცი ღიმილით გახედა ამფსონებს. - ეს ლამაზი ქალი გაგითხრის შენ სამარეს! - ღრენით ჩაილაპარაკა ჯუმბერმა. - ჯუმბერიკო, ჯუმბერიკო, კაცი ამ სისტემაში დაბერდი და ოცნებებს ვერ ელევი?!... - ირონილად იცინოდა ციხის უფროსი. - ვისთვის ოცნება და ვისთვის მწარე რეალობა!. - ზიზღით გამოსცრა ელენემაც. - უიჰ, ლაპარაკიც სცოდნია?!... - ახარხარდა მამაკაცი - მომწონს შენი შემართება, აღმაგზნებს! - ენა გაისვა ტუჩებზე უფროსმა - არ გირჩევ, პატარა გოგოვ, ჩემთან ასეთი ტონით საუბარი არ გამოგადგება... იმდენად ამაზრზენი და საზიზღარი დასანახი იყო სკამზე ნახევრად გადაწოლილი ციხის უფროსი, რომ გოგონას გულის რევის შეგრძნებისგან ყელი აეწვა, თუმცა თავის შეკავება შესძლო. - მემუქრებით?! საინტერესოა რას მიზამთ? მეც ციხეში ხომ არ გამომაწყვდევთ? - რატომ ციხეში?! უფრო ცივილური, სასიამოვნო მეთოდებიც არსებობს... - ბილწი აზრებისგან ისევ თვალები უციმციმებდა კაცს. - საკმარისია! - ისევ დაიგრგვინა ჯუმბერმა - მსგავსი ტონით თანამშრომლებთან საუბარს გიკრძალავ. ამ გოგონას ელენე ჰქვია, ჩვენი ახალი ფსიქოლოგია. მასთან მხოლოდ და მხოლოდ კოლეგიალური ურთიერთობით შემოიფარგლებით. - და, თუ ამ პირობას დავარღვევთ?! - კარგად მიცნობ, ირაკლი, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი! ერთი ზედმეტი მოქმედება და გეფიცები, მთელი ცხოვრება ამავე ციხეში ამოგალპობ!. - ელეც კი შეაკრთო ჯუმბერის მკაცრმა ტონმა. არ სტყუოდა, ნამდვილად კარგად იცნობდა ციხის უფროსი წინ მდგომ კარლსონის ტიპის მამაკაცს, რომელიც უმეტესად სიკეთეს ასხივებდა. პენიტენციალურ სისტემაში მუშაობის თითქმის ოცდაათ წლიან პერიოდში სულ ორჯერ გაბრაზდა ჯუმბერი, სულ ორად-ორჯერ ნახეს კოლეგებმა მისი აფეთქება. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე აფეთქება, მოწინააღმდეგისთვის სავალალოდ დასრულდა. იშვიათად გადაემტერებოდა ვინმეს, მაგრამ თუ მოიძულებდა, იქამდე არ მოეშვებოდა, ვიდრე საბოლოოდ არ გაანადგურებდა. იცოდნენ ეს თანამშრომლებმა, ახსოვდათ და ვისაც მეხსიერება ღალატობდა, თავადვე ახსენებდნენ. რაც შეეხება ირაკლის, მსგავსი ავხორცი და უხეში ადამიანი იშვიათად თუ შეგხვდებოდათ. ხშირად დამუქრებია ჯუმბერი მისი სისასტიკის გამო თავმჯდომარესთან დასმენით, თუმცა მუქარას არ გასცდენია, ამ ბუნჩულა კაცს, მისივე დადგენილი მყარი ნორმები ჰქონდა, სადაც ჩაშვება და ვინმეს დასმენა ნამდვილად არ შედიოდა. ალბათ, ამიტომაც არ ეშინოდა, რომ პატიმრის ცემის ამბავს თავმჯდომარემდე მიიტანდა. თუმცა ახლა, მიუხედავად საკუთარი ხეპრე ხასიათისა, ციხის უფროსიც კი მიხვდა, რომ მოახერხა, კაცი საბოლოოდ გააბრაზა და გადაიმტერა. იმხელა მრისხანება დაინახა, უნებურად შიშიც კი შეეპარა. - უცნაური კაცი ხარ ჯუმბერ, ამ ბოლო დროს სულ გაგიფუჭდა ნერვები, - მლიქვნელი სახით სწრაფადცე შეცვალა ინტონაცია - იუმორში რომ მოიკოჭლებდი ვიცოდი, მაგრამ ვეღარც ხუმრობას იგებ?! - სკამიდან წამოდგომა იკადრა და თავისზე ბევრად დაბალ მამაკაცს მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი - კარგი ამ გოგონამ დაიჯერა, თითქოს ურჩხული ვარ, შენ რაღა გჭირს?! - თითქოს?! - ირონია მაინც ვერ შეიკავა, აშკარად უჭირდა ელენეს ამ არსებასთან ერთად, ერთ ოთახში დგომა. - დიახ, ლამაზო, თითქოს!... - ბოლო სიტყვა განსაკუთრებული მახვილით წარმოსთქვა - თქვენ მხოლოდ მედალიონის ერთ მხარეს უმზერთ, ის კი არ გაინტერესებთ, რატომ მოხვდა?! იქნებ რა დააშავა?! ზოგიერთისთვის როზგი საუკეთესო წამალია!... - ძნელია არ დაგეთანხმოთ, უნიკალური აღზრდის მეთოდია, თქვენს კეთილშობილ მიზნებში ეჭიც არ გვეპარება, ზოგიერთისთვის ცემა მართლაც წამალია, თუმცა სამწუხაროდ პატრონი არ ჰყავთ... - ჯუმბერის ხმის ინტონაციიდან რთული გასარკვევი იყო, უწონებდა საქციელს, თუ პირიქით ტუქსავდა წინ მდგომ ძალოვნებს - კეთილი ბატონებო, აღარ მოგაცდენთ, მინდოდა თქვენთვის ელენე გამეცნო. მისი მოვალეობებიც უკვე იცით. უდოს კომისიაზე წარდგენილ პატიმართა სახელები და გვარები დეპარტამენტშივე გადავეცით, პირად საქმეებსაც ჩვენვე გადავცემთ. თქვენი დახმარება, ალბათ, უშუალოდ პატიმრებთან შეხვედრისას დასჭირდება. იმედია არ დაგვზარდებით... - როგორ გეკადრებათ, ბატონო ჯუმბერ, თქვენ ოღონდ ბრძანეთ და... - მამაკაცის სერიოზული, საქმიანი ტონი ჯერ კიდევ სიფრთხილისკენ მოუწოდებდა ციხის უფროსს - გპირდებით, ქალბატონი ელენე ჩვენთან თანამშრომლობით უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩება... - მეც ამის იმედი მაქვს... - ერთხელ კიდევ დაუბრიალა თვალები ჯუმბერმა და როგორც იქნა, იმ დაწყევლილი ოთახიდანაც გამოვიდნენ. მხოლოდ ახლაღა დააფიქსირა ელენემ, რომ ციხის უფროსის კაბინეტში ყოფნისას თითქმის არ სუნთქავდა, ჯალათებთან ერთად გაზიარებული ჰაერისაც კი ეშინოდა. ერთი ამოსუნთქვით ამოუშვა აქამდე ფილტვებში შეგუებული ნახშიროჟანგი და სუფთა ჰაერი ხმაურით ჩაისუნთქა. - ასე, შეიძლება გაიგუდო კიდეც! - ჩვეული სითბო დაბრუნებოდა ხმაში ჯუმბერს. - ალბათ! - ცრემლებით სავსე თვალებით გახედა ქალიშვილმა. ისინი გრძელ, საკმაოდ ვიწრო, თეთრი ფერის კოლიდორში მიაბიჯებდნენ, რომელსაც აქეთ-იქითაც, ერთმანეთის მიყოლებით თეთრი ფერის ხის კარებები დაუყვებოდა. იმის წარმოდგენაზეც კი, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ აქ უმოწყალოდ ნაცემი ვაჟი გაატარეს, ტანში უსიამოვნოდ გასცრა. - მსგავსი რამ ხშირად ხდება? - არ ვიცი! - ცივად უპასუხა მამაკაცმა. - ბატონო ჯუმბერ! - კარგად მიხვდა რომ ატყუებდა და აღშფოთება ხმაზეც შეეტყო გოგონას. საკუთარი დამოკიდებულების ხმამაღლა დააფიქსირებასაც არ მოერიდებოდა, მაგრამ მამაკაცმა ჯიქურ შეხედა თვალებში, სულ რამდენიმე წამიანი მზერა საკმარისი აღმოჩნდა გასაჩუმებლად. - აი, შენი კაბინეტიც. - ერთ-ერთი კარი შეხსნა და ოთახში გოგონა შეატარა. ინტერიერის შესწავლას დიდი დრო ნამდვილად არ დასჭირვებია. მცირე ზომის ოთახს რკინის ჟალუზებით დაფარული სარკმელი ამშვენებდა, შეთეთრებულ კედლებზე ერთად-ერთი მოსართავი, სამუშაო კალენდარი გახლდათ. ინვენტარი მწირი, სარკმელთან მდგომიკომპიუტერის მაგიდის, მისივე გორგოლაჭიანი სკამისა და ნახევრად ღია კარადისგან შედგებოდა, კარადას ალბათ ერთ დროს ორი მინის კარები ამშვენებდა, ახლა კი მხოლოდ ერთიღა შერჩენოდა მთელი. ერთ-ერთ თაროზე გაუხსნელ ქაღალდის შეკვრასა და რამდენიმე კალამსა მოჰკრა თვალი, მაგიდაზე კომპიუტერი და პრინტერი მოეთავსებინათ, ეს იყო და ეს. ელენე სარკმელთან მივიდა და ფანჯრიდან გაიხედა. ტანში უსიამოვნოდ გააჟრღოლა აგურის ძველი ოთხსართულიანი შენობის დანახვაზე, კედლებზე დატანილი ერთმანეთის მიყოლებით ჩამწკრივებული ვიწრო, რკინის რიკულებიანი ფანჯრებით ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სარკმელები პატიმრებისთვის განკუთვნილ ციხის კამერებს ეკუთვნოდა. ადმინისტრაციის შენობას კამერებისგან ეზო ყოფდა, რომლის ვეებერთელა გალავანიც რამდენიმე ფენა მავთულ-ხლართით მთავრდებოდა. ეზოს კუთხეში დაცვის ჯიხური იმდენად მაღლა მოეთავსებინათ, რომ იქ მჯდომ, ავტომატით შეიარაღებულ ჯარისკაცს ბუნდოვნად თუ გაარჩევდით. - საკუთარ ხელს მალევე დაატყობ, საკანცელარიო ნივთები რაც დაგჭირდება ჩამოწერე და ყველაფერს მოგიტანენ. პატიმრებთან შეხვედრის დროს მჭრელი და ბასრი საგნების ხელმისაწვდომ ადგილზე დალაგებას მოერიდე. ეცადე მსგავსი ნივთები, დაკეტილი გქონდეს. - მაგ პრინციპით რომ ვიმსჯელოთ, კალამიც კი შეიძლება სახიფათოდ მოგვეჩვენოს... - ღიმილი გაეპარა სარკმლიდან მომზირალ ელენეს. - შეიძლება, თუმცა მათთან შეხვედრისას მარტო არ იქნები, ბადრაგი ყოველთვის... - უკაცრავად, ბატონო ჯუმბერ - მამაკაცისკენ არც კი გაუხედავს, სარკმლიდან ერთად-ერთი ხედისთვის, ციხის ეზოსთვის მზერა არ მოურიდებია გოგონას - მართლა ფიქრობთ, რომ ფსიქოლოგთან გასაუბრებას ბადრაგი უნდა ესწრებოდეს?! - შენივე უსაფრთხოებისთვის ასე სჯობს. - ჩემივე?! იქნებ გეშინიათ, სასურველზე მეტი არ გავიგო?! - მამაკაცის რეაქციას ყურადღებით აკვირდებოდა ელენე. - მომისმინე ელენე, ჩემი სიტყვები გინდა მეგობრულ რჩევად ჩათვალე, გინდა გაფრთხილებად. ოცდაათი წელია ამ სისტემაში ვმუშაობ. ბევრიც მინახავს და ბევრიც გამიგია. იქნებ რაღაც არც მოგეწონოს, რაღაც ზედმეტად მიუღებელიც კი იყოს შენთვის, მაგრამ შენი ბინძური თეთრეული სახალხოდ არასოდეს გამოფინო. რაც დღეს ვნახეთ, სისტემის მანკიერი მხარეა, ამას შიგნიდანვე უნდა აღმოფხვრა. რაც არ უნდა მოხდეს კედლებს შიგნით, გარეთ არ უნდა გავიდეს. - თქვენი ნათქვამით ისე გამოდის, რომ დღეს ნანახი უნდა დავივიწყო?! - არა. უნდა დაფიქრდე, შეძლებ ამ ყველაფერთან გამკლავებას?!. ციხის ადმინისტრაციასთან შუბლით დაჯახება არ გამოგადგება, ეს იგივე ქარის წისქვილებთან ბრძოლაა. ახალი დონ კიხოტი კი ვერ იქნები. - დონ კიხოტი?! - ტკივილით გაეღიმა ელენეს - ჩემთვის ათასი რამ უწოდებიათ, მეოცნებე, იდეალისტი, ამ სახელს კი ნამდვილად არ ველოდი. დღემდე მყარად მჯეროდა, რომ დამნაშავეების ადგილი ციხეშია. საზოგადოებისგან შორს. - დღეს რა შეიცვალა?! - ინეტერესით ჩაეკითხა ჯუმბერი. - ირაკლი კრიმინალი არაა? რა განსხვავებაა მასა და იმ ნაცემ ბიჭს შორის?! რა ნამუსით უწოდებთ მსგავს ადამიანებს სამართალდამცავს? - ირაკლი სისტემის ნაწილია... - რომელი სისტემის?! განა ეს მახინჯი მაქინაც თქვენი შექმნილი არა?! - ახალგაზრდა ხარ და ცხარობ. არადა, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო, გახსოვდეს, თუ მოწინააღმდეგე შიშს შეგამჩნევს, ის ბრძოლა წაგებულია. - განა ჩვენ ვიბრძვით?! - არა?! - ირონიულად ჩაეკითხა მამაკაცი. - და მოწინააღმდეგე ვინღაა, ჩვენივე კოლეგები?! - ნერვების მოთოკვა უკვე უჭირდა გოგონას. - არამხოლოდ, ათასი არასამთავრობოა, ათასი უფლებათა დამცველი, რომელთა ლაილაიც, კრიტიკაც ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ მათი გაკეთებული საქმე კი, ჯერ არ მინახავს. იოლია სხვისი ნაკლის ყვირილი, სხვისკენ ხელის გაშვერა, ირაკლის მსგავსებით სავსეა სისტემა, მათ ასე ერთ დღეში ვერ მოერევი. ერთს გაანთავისუფლებ?! მოვა მეორე და ასე დაუსრულებლად. შესაკრეფთა გადანაცვლებით კი ჯამი მაინც არ შეგვეცვლება. ახლებური მიდგომაა საჭირო, ახლებური ხედვა. შენ, შენს თანაგუნდელებთან ერთად, ერთ-ერთი საწყისი წერტილი უნდა იყო ამ გარდატეხის. კარგად დაფიქრდი, გიღის ამ გაურკვევლობაში გარევა?! თავადაც ნახე, მარტივი მდგომარეობა არაა. - აღარც ვყოყმანობ და აღარც მეშინია. თუ ფიქრობთ, რომ ჩემი აქ ყოფნით ოდნავ მაინც დაგეხმარებით... - ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ დაგითანხმებდით. - გულწრფელად გაუხარდა ჯუმბერს - ერთად მთებს გადავდგამთ, მთებს! - მისი რეაქციის შემხედვარე სიცილი ვეღარ შეიკავა ელენემ - ასე, ჩემო გოგო, ასე, შენ ღიმილი გიხდება! თუ რამეში დაგჭირდე, ამ ნომერზე დამიკავშირდი. - თბილად დაემშვიდობა და საკუთარ ოთახში მარტო დატოვა. რა უნდა ეკეთებინა ეულად დარჩენილ ქალიშვილს? ირაკლისა და მის ამფსონებთან შეხვედრის შიშით, გარეთ გასვლას ერიდებოდა. სარკმელი ოდნავ შეხსნა და სუფთა ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. კომპიუტერი ჩართო, ეკრანი ცისფრად აციმციმდა თუ არა, „ენტერს“ დააჭირა. სამუშაო დაფაზე ერთად - ერთი მოყვითალო ფერის ფაილი იდო. ღიმილი ვერ შეიკავა, როცა ფაილი გახსნა და იქ თავმჯდომარის მიერ გადაცემული სიის ელექტრონული ვერსია იხილა. ვიღაცის მზრუნველ ხელს თითოეული პატიმრის მონაცემები სახელებისა და გვარების მიხედვით ინდივიდუალურ ფაილებად დაეხარისხებინა და ისე შეენახა. - აი ეს მესმის... - ინსტინქტურად პირველივე ფაილი გახსნა და ყურადღებით დააკვირდა შიგით მოთავსებულ დოკუმენტებს. მუშაობამ იმდენად ჩაითრია, რომ ვერც კი შენიშნა როგორ მოსაღამოვდა. მისი ყურადღება გარედან შემოსულმა გრუხუნმა მიიპყრო. ამინდი შეცვლილიყო. ცა მოღრუბლულიყო და საწვიმრად ემზადებოდა. გრუხუნი რამდენიმეჯერ განმეორდა, სადღაც შორს გაიელვა კიდეც და კოკისპირული წვიმაც წამოვიდა. კისრის სრესით წამოდგა გოგონა გახსნილი სარკმლის დასაკეტად. ციხის ეზოს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი. სულ რამდენიმე წამში ალაგ-ალაგ აყრილი ასფალტის ფენილი წყლით ამოვსებულიყო. გუბეების დანახვაზე თავშესაფარში გატარებული ბავშვობა გაახსენდა ელენეს, როგორ უყვარდა ბოტებით წყალში ხტუნაობა. თუმცა მასთან ერთად კიდევ ხტოდა ვიღაც. წონასწორობის შესანარჩუნებლად ვიღაცის ხელს მყარად ჩაჰფრენოდა. ფრაგმენტულად ვაჟის აღტაცებული სახეც ამოუტივტივდა და წარსული ისევ ძვებურად ეტკინა, სადღაც გულის სიღრმეში, კარგახნის წინ მიჩქმალული ისევ მოუშუშებელ ჭრილობად დარჩენილიყო. - არა, არა, არა... - ჯიუტად გადააქნია თავი და ისევ მაგიდას მიუბრუნდა, თუმცა მოგონებები ისევ მძაფრად უტევდა - თორნიკე ქართველიშვილი! - კანკალი მაინც გაეპარა ხმაში ძველი მეგობრის ხსენებისას - ქართველიშვილი... - ამჯერად იღიმოდა გოგონა - რამდენი ხანია არაფერი მსმენია შენზე. ჩემი აკრძალვის შემდეგ, აღარც ნიკოლოზი გახსენებს. თუმცა, სადღაც ახსენეს ეს გვარი... - უნებურად ციხის უფროსის კაბინეტში მომხდარი ინციდენტი ამოუტივტივდა, გონებაში ისევ აღიდგინა ირაკლის მუქარა - ქართველიშვილი?! კი, კი, ნამდვილად ასე უწოდა. - იგრძნო როგორ გაეყინა სისხლი ძარღვებში - შეუძლებელია, - ყელიდან წამოსული კივილი ძლივს შეიკავა - რამდენი ქართველიშვილია?! ის არ იქნებოდა, ოღონდ ის არა!.. პანიკის ზღვარზე იყო გოგონა. მობილურს დასწვდა და მამა ნიკოლოზის ნომერი აკრიფა. - ელენე, როგორ ხარ, ჩემო გოგო? - მამაო, ძალიან გთხოვთ, მითხარით. თორნიკე სადაა? - საყვარელი ხმის გაგონებისთანავე, ზედმეტი ცერემონიების გარეშე, პირდაპირ მისთვის საინტერესო კითხვა დაუსვა. - თორნიკე?! ვინ თორნიკე ელე?! - აშკარად არ ელოდა წლების წინ ტაბუდადებულ საკითხს თავად თუ შეეხებოდა ქალიშვილი. - რამდენი თორნიკე გვყავდა მამაო?! - ცოტა არ იყოს გააღიზიანა მოძღვრის კითხვამ - თორნიკე ქართველიშვილი, ჩვენი თორნიკე, ახლა სადაა? ტელეფონის მეორე მხარესაც კი იგრძნო როგორ დაიძაბა ნიკოლოზი. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა უპასუხა: - დანაშაული ჩაიდინა და სასჯელს იხდის. - შეუძლებელია... - თავი ვეღარ შეიკავა, ცრემლებმა მისით იწყეს დენა. - რაა შეუძლებელი?! ელე, სად ხარ, კარგად ხარ?! - გოგონას საქციელმა აშკარად დააბნია და შეაშინა ნიკოლოზი. - ნუ ღელავთ, სამსახურში ვარ, მამაო. სამსახურში... - ტელეფონი გაუთიშა მოძღვარს. ამდენ ემოციას ნამდვილად ვეღარ გაუძლო. ხელებში თავჩარგული პატარა ბავშვივით სლუკუნებდა ელენე. ოცდამეოთხე თავი ამაზე ნაკლები პირველი სამუშაო დღე არ უნდა გენატრა. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟის გულგრილობით განაწყენებული აღარც ახსენებდა, აღარც საუბრობდა, თითქოს დაივიწყა და თავადაც ისევე მარტივად ამოირეცხა გულიდან, როგორც თორნიკემ. ყოველ შემთხვევაში ამის დღემდე მყარად სჯეროდა და სხვებსაც აჯერებდა, იმ დღეს ნათლად მიხვდა, რომ ცდებოდა. არც არაფერი გამქრალიყო და არც უკვალოდ ჩაევლო. ციხის უფროსის კაბინეტში ნანახმა კი იმდენად შეძრა, იმდენად შეეცოდა ქართველიშვილი, იმდენად ეტკინა მისი ჭრილობები, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, უსიტყვოდ გამოჰგლეჯდა ხელიდან ჯალათებს. ასეთ უსუსურ მდგომარეობაში ბავშვობის მეგობრის ნახვამ საბოლოოდ დაავიწყა გულში დაგროვილი წყენა, ბოღმისგან განთავისუფლებული კი ისევ წარსულში დაბრუნებულიყო, ისევ იგივე სიმძაფრით მიუწევდა გული ვაჟისკენ, ისევ ის პატარა, ოთხი წლის გოგონა იყო, რომლის ერთად-ერთი იდეაფიქსიც თორნიკესთან ყოფნა გახლდათ. წარსულის გახსენებაზე ტკივილით გაეღიმა. თურმე როგორი ბედნიერები ყოფილან, როგორი ლაღები. ისევ მოუნდა მისი ერთად-ერთი პრობლემა, თორნიკეს მიერ გაფუჭებული თეკლეს ნაჩუქარი დედოფალა ყოფილიყო. საკუთარი გრძნობების ტუსაღს სადღა ახსოვდა სამუშაო, ნერვიულად აწყდებოდა ოთახის კედლებს, ბორგავდა და გამოსავალს ეძებდა. - როგორმე უნდა ვნახო, უსიკვდილოდ უნდა ვნახო! - ვინ იცის მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს. თვალი ჯუმბერის მიერ დატოვებული სავიზიტო ბარათისკენ გაექცა - დამეხმარება?! - საკუთარ თავს ჩაეკითხა. - რას კარგავ?! იქნებ დაგეთანხმოს კიდეც?! - ომახიანად უპასუხა შინაგანმა ხმამ. თითქოს ამას ელოდაო, მართალია ყოყმანობდა, მაგრამ მაინც გაბედა და დარეკა. - პირველი დღის კვალობაზე, ხომ არ დაიღალე?! - მამაკაცის მხიარულმა ხმამ ოდნავ დაამშვიდა. - ცოტა. თუმცა, თუ თავხედობაში არ ჩამომართმევთ, თქვენთან სათხოვარი მაქვს. - დაძაბულობისგან საკუთარი გულისცემა თავადვე ესმოდა გოგონას. - თუ არ გეზარება, იქნებ ჩემთან გადმოცუნცულდე, შენს ელექტრონულ გასაღებსაც მოგცემ და ბარემ მეტყვი კიდეც...- ისევ დაუყვავა ჯუმბერმა. - ირაკლი გავაფრთხილო?!... - მიუხედავად იმისა, რომ ესიკვდილებოდა ციხის უფროსთან შესვლა, სუბორდინაცია მაინც არ დაივიწყა. - არ გინდა. ირაკლის შენს წასვლა-მოსვლასთან არაფერი ესაქმება. - მიუხედავად იმისა, რომ არიგებდა ემოციები აკონტროლეო, ციხის უფროსის სახელის გაგონებაზე ღრენაზე გადავიდა მამაკაცი. - კარგით, ბატონო ჯუმბერ. უკვე მოვქრივარ... - მოდი, მოდი, რაც უფრო სწრაფად მოხვალ, მით მალე დაგეხმარები... - ხმის ტემბრი სწრაფადვე დაარეგულირა, ისევ ხალისიანად გააგრძელა. ბადრაგი უკვე გაფრთხილებული დახვდა და შენობაშიც უპრობლემოდ შეატარა. ამჯერად დაძაბულობისა და შიშის გარეშე აირბინა დეპარტამენტის კიბეები და პირდაპირ ჯუმბერის ოთახისკენ მიაშურა. ჯუმბერს ცხვირზე სათვალე დაეკოსებინა, კომპიუტერში რაღაც პროგრამული ფაილი გაეხსნა და დაძაბული სახით უკირკიტებდა. - ჩვენი დღის პოზიტივიც მოსულა! - ერთი კი გაუღიმა და ისევ კომპიუტერის ეკრანში გახსნილ დოკუმენტს მიუბრუნდა - აბა, როგორ მიდის საქმე? - ეკრანისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე ჰკითხა გოგონას. - საქმე კარგად. ვნახე თქვენი დატოვებული ფაილები. რამდენიმე პატიმრის ისტორიასაც უკვე გავეცანი. როგორც მივხვდი, სიაში მითითებული პირებიდან უმრავლესობას რამდენიმეჯერ აქვთ დაწერილი განცხადება შეწყალების კომისიის სახელზე. - კარგი მოწაფესავით ჩაარაკრაკა გოგონამ. - ყოჩაღ. პირველი დღის კვალობაზე, კარგად გიმუშავია. მართალი ხარ, განცხადებებს ხშირად წერდნენ. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრეთ, პატარა ხრიკს მივმართეთ. მათი განცხადებები ჩვენთან გროვდებოდა, დროს ვწელავდით, თითქოს კომისია განიხილავდა საქმეს, ერთი თვის შემდეგ კი, ერთი შაბლონური უარის ფორმით ვისტუმრებდით. განმეორებითი განცხადების დაწერის უფლება მხოლოდ სამი თვის შემდეგ ჰქონდათ და სამი თვე მშვიდად ვიყავით... - მშვიდად? ალბათ, როგორ ელოდნენ პასუხს. ეს სისასტიკე არაა?! -თვალები გაუფართოვდა ელენეს. - ალბათ, მაგრამ ჩვენც უნდა გაგვიგო. ხომ ვერ ვეტყოდით, საქმის შესწავლისთვის დრო არ გვაქვს და ენერგიულ გოგონას ვეძებთ თქვენს დასახმარებლადო?! - ისევ ფაილს უკირკიტებდა მამაკაცი. - გინდათ მითხრათ, რომ მათი საქმის გადაწყვეტა მხოლოდ ციხეში მომუშავე ფსიქოლოგზე იყო დამოკიდებული?! ბატონო, ჯუმბერ ასეთი მიამიტი ვჩანვარ?! - თვალები სასაცილოდ დააფახუნა ელენემ. - ვხუმრობ. ამ პრობლემის მოგვარება მთლიანად სისტემაზე იყო დამოკიდებული. პოლიტიკურ ნებაზე. - და ახლა არის ეს ნება?! - მგონი კი... როგორც ხედავ ანგელოზი არც მე ვარ, ჩემი ცოდვები მეც მაქვს, სათითაოდ ყველა მიზეზს ვერ ჩამოგითვლი, მაგრამ სიტუაციის გამოსწორებას ხომ ვცდილობთ?!. - გგონიათ, გამოგვივა?! - ვერ გავიგე? ეჭვი გეპარება?! - ეჭვით ამოხედა მამაკაცმა - რა თქმა უნდა გამოგვივა. უნდა გამოგვივიდეს!. - იმდენად დარწმუნებით გამოუცხადა, რომ გოგონას გაეღიმა. - თუ სწორად მახსოვს, დახმარების სათხოვნელად მოდიოდი... - საუბრის თემა შეცვალა ჯუმბერმა. - ციხეში ნაცემი პატიმრის ნახვა მინდა! - მოულოდნელობისგან თვალები გაუფართოვდა ჯუმბერს. - ფიქრობ რას მთხოვ?! - აშკარად გაღიზიანდა მამაკაცი. - მე მაგ ფაილის დასრულებაში დაგეხმარებით, თქვენ კი... - მაცდურად უციმციმებდა თვალები გოგონას. - ირაკლის გადაიმტერებ. - არ აქვს მნიშვნელობა. სულ რომ მოვკვდე, უნდა ვნახო, აუცილებლად უნდა ვნახო! - ჯიუტად იმეორებდა ელე. - ასეთი ძვირფასია?! -თვალებში უმზერდა მამაკაცი. მსგავს კითხვას არ ელოდა. იგრძო როგორ შეუტია ისევ სევდამ. ყელში მოწოლილი ტკივილი ძლივს შეიკავა. მამაკაცის გამომცდელ მზერას ვეღარ გაუძლო, მაგიდის გლუვ ზედაპირს ჩააჩერდა. - გემუდარებით, ოღონდ დამეხმარეთ და!... - წინადადება ვეღარ დაასრულა. უსიტყვოდ უმზერდა წინ მჯდომ გოგონას ჯუმბერი. ალბათ, არასოდეს ყოფილა ასეთი მეტყველი სიჩუმე. მოუშუშებელ ჭრილობებს გზა ეპოვათ და ტკივილად იღვრებოდნენ ელენეს მწვანე თვალებიდან, სულ ცოტაც და ალბათ წამწამებზე ცრემლებადაც დაეკიდებოდნენ, თუმცა გოგონა ტუჩებს ერთმანეთს აჭერდა და როგორღაც ახერხებდა ცრემლების შეკავებას. - ზუსტად ვიცი, რომ ადრე თუ გვიან სანანებელი გამიხდება ეს ყველაფერი, მაგრამ რაც არის, არის. - ხელი ჩაიქნია ჯუმბერმა - ჰა, ხომ არ გადაიფიქრე?! - უკვე კარებში მდგომმა გამოხედა მამაკაცმა მისი სიტყვებით აშკარად გაოცებულ გოგონას. - არა, როგორ გეკადრებათ! - მაშინვე წამოხტა და უკან გაჰყვა წინ წასულს. თითქმის საღამოს რვა საათი გახლდათ როცა დეპარტამენტის შენობიდან გამოვიდნენ. - მართალია აქვეა, მაგრამ ზედმეტი ყურადღების მიქცევა მაინც არ გვინდა, სჯობს ავტომობილით ავიდეთ. ეზოდან სასჯელაღსრულების, დაბურულ მინებიანი ავტომობილით გამოვიდნენ, მართალია გარეთ უკვე ბნელოდა, მაგრამ მაინც გაარჩევდით, რომ ციხის წინ მნახველებთა რიგი აღარ იდგა. ორთაჭალის მოედანს წრე დაარტყეს და ამჯერად ციხის საპირისპირო მიმართულებით, მარჯვნივ შეუხვიეს. ელენესდა გასაკვირად, მოზრდილი აღმართი აიარეს თუ არა, სულ რაღაც ათიოდე წუთში ისევ ბადრაგებით დაცულ, ნაცრისფერ, სამსართულიან, ციხის მსგავს შენობას მიუახლოვდნენ. ჯიხურში მჯდომმა ბადრაგმა ერთი კი გამოხედა ალაყაფთან გაჩერებულ ავტომობილს. ზედმეტი კითხვების გარეშე დააჭირა ხელი ღილაკს და რკინის რიკულებიანი კარებიც ღრჭიალით გაიხსნა. - სად მოვედით? - აქ ციხის საავადმყოფოა. შენი ქართველიშვილი სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა და „რეზბალნიცაზე“ გადმოვიყვანეთ. - სამედიცინო?! - განა რა უთხრა ისეთი ჯუმბერმა?! ასეთი ცემის შემდეგ, ალბათ ბუნებრივადაც უნდა მოსჩვენებოდა ვაჟის საავადმყოფოში გადმოყვანა, მაგრამ უცებ პანიკურად შეეშინდა. თითქოს ძალა გამოეცალა. ნერვიულ კანკალს ვეღარ იმორჩილებდა. სულ რამდენიმე წუთი აცადა ჯუმბერმა ვიდრე დამშვიდდებოდა და ავტომობილიდანაც გადმოვიდნენ. ვაჟის ნახვის იმედით უსიტყვოდ მიჰყვებოდა წინ მიმავალ მამაკაცს. დაძაბულობისგან ვერც კი შენიშნა, საავადმყოფოში შესულმა როგორ დაიწყო ნაბიჯების თვლა. - სამას სამოცდაჩვიდმეტი... - გონებაში წარმოსთქვა და ჯუმბერის ხმაც გაიგონა. - აი, ამ პალატაშია.. - ერთ-ერთ კარებზე მიუთითა და მიმღებიდან წამოღებული თეთრი ხალათი მიაწოდა - ვიდრე მე მთავარ ექიმს ვნახავ, შენ შენი რომეო მოინახულე... - თორნიკე ჩემი რომეო არაა... - ღრენით ამოილაპარაკა ელენემ - ბევრად უფრო მეტია. -თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა, ყოველი შემთხვევისთვის პალატის კარებზე დააკაკუნა, ერთი ღრმად ჩაისუნთქა და შესვლაც გაბედა. ქლორისა და მედიკამენტების შერეულმა სუნმა ნესტოები აუწვა. ღია ცისფრად შეღებილ კედლებს ერთად-ერთი ნათურა ანათებდა. ოთახის შუაგულში რკინის საწოლზე პირაღმა იწვა პაციენტი. ირაკლის კაბინეტში წელში მოხრილი ბევრად უფრო დაბალი მოეჩვენა, ახლა კი თითქმის ორმეტრიანი ვაჟი ძლივს ეტეოდა მისთვის გამოყოფილ საწოლში. გრძნობები, ემოციები ისევ ყელში აწვებოდა ელეს, არ ვიცი რას ელოდა, ან როგორს, თუმცა დაბნეულობისგან გაშეშებული, წინ წასვლას ვეღარ ბედავდა. როგორც იქნა გამოხედა უხერხულად აწურულ გოგონას ქართველიშვილმა. გრუზა მუქი, შავი თმა შუბლს უფარავდა, თუმცა ყვრიმალთან სილურჯე შეპარული იარა მაინც შენიშნა, წარბთან მოზრდილი ჭრილობაც აშკარად დღევანდელი ცემის კვალი უნდა ყოფილიყო. ბავშვობის სახიდან მხოლოდ თვალები შერჩენოდა თორნიკეს, თუმცა გოგონას დანახვაზე სულაც არ გაუღიმია, არც ნაცნობი სითბო ჩაღვრია, აღარც ღიმილი გაჰპარვია სახეზე. ესოდენ ნაცნობი ლურჯი თვალები მამაკაცის გაუხეშებულ სახეზე სულ მთლად გაცივებულიყო. ამჯერად რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ზიზღითაც კი უმზერდა უცნობ თეთრხალათიანს. - არ მეგონა საავადმყოფოშიც თუ გნახავდით! - აშკარად იცნო ციხის უფროსის კაბინეტში ნანახი ლამაზმანი - თავად ვერაფერი მომიხერხა და ახალი „ნასეტკა“ გამოგგზავნა?! თუმცა ვაღიარებ თქვენთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო იქნება ვიდრე ირაკლისთან.. - ირონია არ დაიშურა სტუმრისთვის. - ირაკლისთან საერთო არაფერი მაქვს, არც ინფორმატორი ვარ... - აპილპილდა ელე. - არა?! მაშ აქ რას აკეთებთ, პატარა ქალბატონო?! - ისევ ირონიულად უღიმოდა ვაჟი. - ციხიდან გასვლაში უნდა დაგეხმარო!... - ისე დარწმუნებით გამოუცხადა, თითქოს მართლა მასზე იყო დამოკიდებული ვაჟის განთავისუფლება, ლოგინის კიდეს დაეყრდნო და ანცი თვალებით მიაჩერდა. - აი ეს მესმის! - ახარხარდა თორნიკე, თუმცა დამტვრეულმა ნეკნებმა სწრაფადვე შეახსენა თავი და გაჩუმდა - შეიძლება გავიგო, რატომ?! დავიჯერო ნაცემიც კი ასეთი მომხიბვლელი ვარ?! -ირონიულად ჩაეკითხა წინ მდგომს. ხშირად უფიქრია მათ შეხვედრაზე, როგორ არ სახავდა და აფერადებდა ოცნებებში. არადა, რეალობა სრულიად განსხვავდებოდა წარმოსახვაში დახატული სახებისგან. იმედგაცრუებული უმზერდა ესოდენ შეცვლილ ბავშვობის მეგობარს და გული ყელში ებჯინებოდა ელეს. მთელი დღის ნაკოწიწები ნებისყოფა უკვე ღალატობდა. აღარც ძალა ჰყოფნიდა ემოციების დასაფარად. ურჩი ცრემლები ნელ-ნელა იკვლევდნენ გზას. ვაჟის მზერაში ზიზღი და ირონია ნელ-ნელა გაოცებამ შეცვალა. ვერაფრით მიხვდა, რატომ უმზერდა საყვედურით სავსე თვალებით. ყურადღებით დააკვირდა, მეხსიერება დაძაბა, უჩვეულოდ ეცნო და ეტკინა მისი თვალებიდან წამოსული სიმწვანე. ვერ გაუძლო მის დაჟინებულ მზერას და თვალი აარიდა. -შეუძლებელია... - თითქოს გაფიქრებისაც კი შეეშინდა, თავი უარყოფის ნიშნად გადააქნია. - რა არის შეუძლებელი? - ტკივილით გაეღიმა გოგონას. - ენე-ნე?! -ხმა ჩამწყდარმა, ისევ ჩვეული პაუზით, ისევ ჩვეული სითბოთი წარმოსთვა. ვაჟის თვალებში სულ წამიერად ისევ გაიელვა მეგობრის ნახვით გამოწვეულმა სიხარულმა, სულ წამიერად მაინც გაეპარა სახეზე ღიმილი, თუმცა გამომეტყველება მალევე შეეცვალა. სახეზე შეშფოთება გამოესახა. - აქ რას აკეთებ? აქ რა გინდა?! - დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა, ფსიქოლოგად. - მისი ტონი არ შეიმჩნია, მშვიდად უპასუხა გოგონამ. - გაგიჟდი?! სხვა სამსახური ვერ ნახე?! სად იყო ნიკოლოზი, სად იყო დედაშენი, რატომ არ გადაგაფიქრებინეს? აქ შენ რა გინდა?! - ლოგინში ვეღარ ისვენებდა, მიუხედავად ტკივილისა, თვალებდაქაჩული წამოდგომას ცდილობდა ვაჟი. - თვალებს ნუ მიბრიალებ, მაინც არ მეშინია!... - ვაჟისგან მსგავს რეაქციას არ ელოდა, თუმცა გულის სიღრმეში მაინც ესიამოვნა და სასურველზე მეტადაც კი გაახალისა ელე - რამდენიც არ უნდა იშფოთო, არაფერი გამოგივა, უკვე ვმუშაობ, და საერთოდაც შენთვის ასეთი უხეში მოძრაობა არ შეიძლება!. - არ გესმის?! ვერ ხვდები სად ხარ?! - როგორც იქნა შეძლო, ლოგინიდან წამოიწია ვაჟმა, სახით პირისპირ გაუსწორდა გოგონას - შენთვის აქ ყოფნა არ შეიძლება, გესმის?! არა! - მისკენ მიიზიდა ქალიშვილი, ჯიქურ უმზერდა მკლავებში მოქცეულს, თითქოს ასე ცდილობდა მის დარწმუნებას - აქედან უნდა გარბოდე... დაწერე განცხადება და წადი, ან სულაც დაიკიდე ფეხებზე, რა განცხადება, გაიქეცი, უკან არ მოიხედო, ისე გაიქეცი!.. - იმის წარმოდგენამაც კი, რომ ელეს შეიძლება ციხის სისტემასთან რამე შეხება ჰქონოდა, საკუთარი ტკივილი დაავიწყა, ლამის ბოლო ხმაზე ღრიალებდა ვაჟი. - ტყიურივით ნუ მიყვირი! - გაბრაზებულმა შეუღრინა ზემოდან მომზირალ, აფოფრილ ვაჟს - რომ გკითხონ ცუდად ხარ, არადა კარგად ღრიალებ!.. - თავი ძალიან დიდი გგონია?... - ამდენ ხანს წამომჯდარი ყოფნა ვეღარ შესძლო, ძალა გამოცლილმა გოგონას ხელები უშვა და ისევ ბალიშს მიესვენა- წადი, დამიჯერე აქ არ გაჩერდე. არ მისცე ირაკლის საშუალება მისი ბინძური ხელებით... - საკმარისია!... - ხმას აუწია გოგონამ - გასაგებად გითხარი, რომ ახლა აქ ვარ საჭირო და წასვლას არ ვაპირებ! - თავხედი ბავშვი ხარ! - სიბრაზეს ვეღარ მალავდა ვაჟი. - ვიცი... - ღიმილი ვერ შეიკავა გოგონამ. - ენატლიკინაც... - არც ეგაა ახალი!. მაგრამ აღიარე, რომ აქ, ამ გარემოში მაინც გჭირდება თუნდაც ჩემისთანა თავხედი გოგოს დახმარება. - იმდენად მიამიტურად უმზერდა, რომ თორნიკესაც გაეღიმა. - დავრეკავ ნიკოლოზთან და ვეტყვი, სასწრაფოდ წაგიყვანოს აქედან!...- მაინც არ სთმობდა პოზიციებს ის. - როცა დაურეკავ, საკუთარი მდგომარეობის შესახებაც უთხარი, დარწმუნებული ვარ გაუხარდება იმის მოსმენა, ციხის უფროსი სავარჯიშო მსხლის ნაცვლად, შენ რომ გიყენებს! - ირონიული ღიმილით ჩამოუსკუპდა ლოგინზე. - არც კი გაბედო, არც კი გაბედო და ვინმეს არ გაუმხილო რაც იქ ნახე! - ისევ ღრენაზე გადავიდა ვაჟი. - ამიხსენი რატომ, რისთვის? რას გერჩის ირაკლი? - მართალია არ უნდოდა შესტყობოდა, მაგრამ ტკივილისგან ხმა მაინც გაებზარა. - ზოგჯერ შეუძლებელია ახსნა. ზოგჯერ უბრალოდ ასახსნელიც არაფერია. უნდა მიიღო რეალობა. - რომელი რეალობა?! სადაც შენ პატიმარი ხარ? სადაც კანონდამცველები ჯალათები არიან?! - რეალობა სადაც შენ ულამაზესი ქალი ხარ, სადაც ბედნიერი უნდა იყო. სადაც გავიზარდეთ და ბავშვები აღარ ვართ. სადაც, მიუხედავად იმისა, რომ ვერ გხედავ, აღარ გნახულობ, ვეღარც გცნობ, მაინც ყველაზე მეტად მეძვირფასები. რეალობა სადაც მე და შენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ვდგავართ. რეალობა, სადაც ჩემი უნდა გეშინოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ვაჟი გაღიზიანებული საუბრობდა, მისი მონოლოგიდან, მხოლოდ „მეძვირფასები“ დააფიქსირა გონებამ, მხოლოდ ამ სიტყვას ჩემოეკიდა: - არ მინდა, არ მომწონს. ჩვენ შევცვლით, ჩვენ შევძლებთ! - ისევ ჯიუტად იმეორებდა ელე. - გვიანია ენე, ზედმეტად გვიანი. - ტკივილით გაეღიმა ქართველიშვილს - მკვლელი ვარ, სადისტი მკვლელი! მეორედ ვიხდი სასჯელს და სავარაუდოდ მესამედაც მოვიხდი. ესაა ჩემი რეალობა, რომლის გამოც ციხიდან გამოსვლა არ მეღირსება. რეალობა, რომლის გამოც ყველა დავკარგე, ვინც კი მიყვარდა და დავკარგავ კიდეც. - არ მინდა, არ მომწონს, ასე არ უნდა იყოს! - ისევ ცრემლები მოაწვა გოგონას. - არც კი გაბედო, გესმის ელე, ჩემს გამო არასოდეს იტირო. ყველაფერს ვაპატიებ ჩემს თავს, ადამიანის სიხლსაც კი, მაგრამ შენს ცრემლებს ვერა. შენ ჩემი სიწმინდე ხარ, ჩემი ენე-ნე... - ფრთხილად მოსწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ობოლი ცრემლი. ელექტროდივით დაუარა სითბომ. არ უნდოდა ელეს ტირილი, მართლა არ უნდოდა, მაგრამ ვაჟის შეხებისას კიდევ უფრო აუჩუყდა გული, ისევ ეტკინა უმისოდ გატარებული წლები. - შენ ხომ მითხარი, არ მიგატოვებო? ხომ დამპირდი, ერთად ვინქებითო? - ისევ ბავშვური მიამიტობით, ცრემლებით სავსე თვალებით მიაჩერდა წინ მჯდომს. - დაგპირდი? როდის?! - გაოცებულმა ახედა ვაჟმა. - მაშინ, თავშესაფარში...- ღიმილი გაეპარა გოგონას. - დღემდე გახსოვს?! - თავადაც, მართალია გაჭირვებით, მაგრამ მაინც იცინოდა თორნიკეც - ბავშვი ხარ, პატარა ბავშვი! - შეიძლება ბავშვი ვარ, მაგრამ არ მინდა ჩემი ბავშვობის მეგობარი ციხეში ვიღაც ნაძირლების გამო ლპებოდეს! - ამჯერად მტკიცედ ჟღერდა გოგონას ხმა. ფრთხილად, საოცარი სინაზით გადაუწია წინ ჩამოყრილი თმა ქალიშვილს. აღარაფერი უთქვამს ქართველიშვილს. უბრალოდ უმზერდა წინ მჯდომ გოგონას. შეცვლილიყო, გაზრდილიყო, მაგრამ სულით მაინც იგივე დარჩენილიყო. ისევ ისეთივე სუფთა და გაურყვნელი. ისევ ისეთივე წმინდა და მეოცნებე. წინ მისი ენე-ნე ეჯდა, მხოლოდ მისი. ოცდამეხუთე თავი უცნაურია, ზოგჯერ ადამიანი ისეთი უცხო გგონია, ისეთი შორეული, დარწმუნებულიც ხარ, რომ ვერასოდეს ნახავ. არადა, სულ რამდენიმე წუთიანი ურთიერთობაც კი საკმარისია, რომ ისევ შენად იგულო, ისევ შენად შეიცნო. ის უჩვეული სიცარიელე, რომელიც საკუთარი ხასიათის მუდმივ თანმხლებ ნიშად მიაჩნდა, მარტოსულობის მძაფრი შეგძნება, რომელიც შიგნიდან ჭამდა და წლობით აწუხებდა გაფერმკრთალდა, გაიცრიცა და უჩვეულო კმაყოფილების გრნობამ შეცვალა. მარტივი სიტყვაა „სიმშვიდე“, სულ რაღაც რვა ბგერისგან შემდგარი, მაგრამ ზედმეტად რთულად მოსაპოვებელი აღმოჩნდა ქართველიშვილისთვის. ახლა კი, როცა ყველა დაკარგა, როცა ყველა მოიძულა, როცა საბოლოოდ დაიჯერა, რომ ყველაზე თბილმა, ყველაზე შემწნარებელმა, მამა ნიკოლოზმაც კი უარყო, უბრალოდ უმზერდა ბავშვობის მეგობარს მომღიმარ მწვანე თვალებში და მისივე ენერგიით ივსებოდა. არ უნდოდა, მაგრამ მაინც ეღიმებოდა, არ უნდოდა, მაგრამ მაინც ბედნიერებას ასხივებდა. - განა თავად არ ეწინააღმდეგებოდი მის ნახვას?! თავადვე არ უარყავი?! - სადღაც, შიგნიდან მაინც გაკენწლა შინაგანმა ხმამ. - უმისოდ გასატარებელი წლები მაშინებდა, მისი მონატრების მეშინოდა. - პატარა ბიჭივით იმართლებდა თავს. - ახლა? ახლა არ გეშინია?! - თითქოს განგებ ტანჯავდა სინდისი. - ახლაც მეშინია, მაგრამ... - მაგრამ?! - ისევ ჩაეკითხა ირონიული ხმა. წინ მჯდომ გოგონას შეხედა, ერთად-ერთი რაც ზუსტად იცოდა თორნიკემ ის იყო, რომ ვეღარ შეელეოდა. მისი ეგოისტური ბუნება აღარ აძლევდა საშუალებას კიდევ ერთხელ დაეთმო, გაეშვა. არადა, გულის სიღრმეში ზუსტად იცოდა, რომ სწორედ ახლა უნდა შეექცია ზურგი, ახლა უნდა გასცლოდა, სწორედ ახლა, ისევ და ისევ ელენეს კეთილდღეობის გამო, უნდა გამდგარიყო შორს, ან რა ესაქმებოდა ასეთ გასვრილს ასეთ სუფთასა და გაურყვნელთან?!.. - ელენე მომისმინე... - ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა. უჩვეულოდ უჭირდა თორნიკეს იმ დაზეპირებული ფრაზის წარმოთქმა, ასე ხშირად რომ უმეორებდა დანარჩენებს. უჩვეულოდ გაუჭირდა ელენესთვის თვალებში ჩახედვა და თქმა, რომ არ სჭირდებოდა. თითქოს მიუხვდა ქალიშვილი, უთქმელად, უსიტყვოდ, თითქოს იგრძნო, თვალები ცრემლებით აევსო. - არ გამაგდო, გთხოვ!... იქნებ, არც გჭირდები, მაგრამ... - ხმა გაებზარა - მე მაკლდი, დედას გეფიცები, არ მინდოდა, მაგრამ მაინც მჭირდებოდი, არ მინდოდა, მაგრამ მენატრებოდი... სათქმელი სიტყვები პირზე შეაშრა ვაჟს. უმზერდა წინ მჯდომს და ალბათ, ყველაზე დიდ შეცდომას უშვებდა, გამოუსწორებელს, შეუქცევადს, მაგრამ საკუთარ სურვილს აყოლილი, აღარ უსმენდა გონებას, მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა მაინც წამოიწია, მიუხედავად იმისა, რომ სტკიოდა, ხელი მაინც წინ გაიშვირა. მაინც შეეხო სახეზე, ელენეს ცრემლებმა თითების ბალიშები დასწვა. დენდარტყმულივით უკან გამოიწია. - ენე-ნე, ჩემი ენე!.. როგორც იქნა მოიკრიბა გამბედაობა, მისკენ მიიზიდა გოგონა და ძლიერად ჩაიხუტა. ეტკინა ნეკნები, ალბათ მკლავებიც, მაგრამ გასაშვებად მაინც აღარ ემეტებოდა. ცრემლებით ულბობდა დაჟეჟილ სხეულს ქალიშვილი, ყველაზე წმინდა და ყველაზე სუფთა ცრემლებით. ეს არ იყო ქალისა და მამაკაცის ჩახუტება, ეს არ ყოფილა და-ძმური ჩახუტება, იყო უსახელო, იყო უსასრულო. უბრალოდ ერთარსისა და უბრალოდ ერთხორცის, ტკივილის მოშუშებისა და ტკივილის დაამების. თვალები დახუჭა ვაჟმა, ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი, იმახსოვრებდა თითოეულ წამს, მის თრთოლვას, იმახსოვრებდა ბედნიერების არომატს. - არ შეიძლება, ელე!. - როგორც იქნა შეძლო გოგონა მკერდიდან მოიშორა - შენს ცხოვრებაში ჩემი ადგილი აღარ დარჩა! უნდა გამიშვა... - გაგიშვებ, დედას გეფიცები, გაგიშვებ, ოღონდ ჯერ ამ წყეული ადგილიდან გამოხვალ, როცა მეცოდინება რომ კარგად ხარ, უსაფრთხოდ, მაშინ გაგიშვებ, მაშინ შეგელევი!.- ისე მგზნებარედ ლაპარაკობდა გოგონა, რომ ღიმილი ვერ შეიკავა ვაჟმა. - რა აზრი აქვს?! ვინ გინდა ჩემში რომ დაინახო?! ვის ეძებ?! - ვის?! არ ვიცი, უკვე აღარ ვიცი. ვეძებდი ბიჭს, რომელიც გვერდში მედგა, რომელსაც წყლიან გუბეში ხტომისას დავეყრდნობოდი, რომელიც ჩემთან ერთად იტირებდა... - ღიმილი გაეპარა ქალიშვილს ბავშვობის გახსენებაზე - ბიჭს, რომელიც ჩემს დანაშაულს ისევ დაიბრალებდა. - ის შვიდი-რვა წლის ბიჭი გაქრა, ენე. ჯერ კიდევ აქ მოხვედრამდე, მაშინ გაქრა, როცა ქართველიშვილი უწოდეს. მაშინ დაგივიწყა და ამოგშალა მისი ცხოვრებიდან. - კარგად ხედავდა როგორ სტკენდა გოგონას მისი სიტყვებით, მაგრამ მაინც არ ჩუმდებოდა თორნიკე - ახლა წინ კრიმინალი გიზის. ამას ვერც უარყოფ და ვერც დაივიწყებ, ჩემისთანებისგან შორს უნდა დადგე, უნდა გარბოდე. - შეუძლებელია. გასაგებია, დანაშაული ჩაიდინე, მაგრამ სასჯელს ხომ იხდი?! არ მინდა აქ იყო. არ მინდა ვიღაცის მსხვერპლის როლში გხედავდე! უნდა გახვიდე, აქედან უნდა გახვიდე!... - ჩემი ბოლო მაინც ციხეა. - განაჩენივით ჟღერდა მისი სიტყვები - მითხარი რა მინდა გარეთ? ვინ ვარ, გარეთ რა დამრჩენია? - რა დაგრჩენია?! - ბრაზი გაერია ხმაში გოგონას - მართლა ასეთი ეგოისტი ხარ?! თეკლე, აკა, ნიკოლოზი? ისინი ხომ გელიან?! - ისინიც შენსავით ცდებიან, ცდებოდნენ. - უცებ შეასწორა ვაჟმა - რა ახსოვთ ჩემგან კარგი?! მათთვის მხოლოდ ტვირთი ვიყავი და ასეთად დავრჩი... - ტყუილია! - გაცხარდა ელე - ნიკოლოზს უყვარდი, სულ შენზე საუბრობდა, მხოლოდ შენს მიღწევებს აღნიშნავდა. ვაღიარებ, ზოგჯერ ვეჭვიანობდი კიდეც, მძულდი, იმდენად ეამაყებოდი, რომ... - ვერ მოითმინა, მაინც ღიმილი გაეპარა ხმაში. - თეკლეს გეფიცები, გულით მინდოდა ჩემით ეამაყათ, მაგრამ წარსულს ვეღარ დავაბრუნებ. აქ სხვა ცხოვრებაა, აქ სუსტი წერტილი არ უნდა გქონდეს. აქ მშბლის ყოლას, სჯობს ობოლი იყო, საყვარელი ქალი არ უნდა გყავდეს, გაგიბახებენ, გაგირყვნიან, დაგაშანტაჟებენ. ვიბრძვი, ყოველ დღე, ყოველ წამს და ამ ბრძოლაში რაც უფრო მარტო ხარ, უფრო სასტიკი და ძლიერი ხდები! - ხელები მუქარით მომოუშტა ვაჟმა. - შეუძლებელია!... - ვაჟის თვალებში დანახულმა სისასტიკემ დააფრთხო გოგონა - შენ ასეთი არ ხარ! - ვარ ელე, ვარ!... - თეკლეს გაზრდილი?! ასეთი ვერ იქნები... - ისევ თვალწინ დაუდგა ნაზი და სიფრიფანა ქალი. - გენი უცნაური რამეა, ელე. რა იცი ვინ ვარ, ვისი სისხლის?! იქნებ ჩემს სისასტიკესაც აქვს ახსნა?! - რა თქმა უნდა, აქვს. განაწყენებული, გატუტუცებული ბიჭი ხარ, რომელიც საკუთარ თავს სჯის, რომელიც სასჯელს სასჯელზე მხოლოდ იმიტომ იმატებს, რომ რეალური ცხოვრების ეშინია. გარეთ გასვლის ეშინია... - სიბრაზისგან ცახცახებდა გოგონა. - ჰა, ჰა, ჰა... - ირონიულად დასცინა ვაჟმა - მეოცნებე ხარ, ელე. ყველაფერს შენებურ ახსნას აძლევ. სიმართლის დანახვა კი არ გსურს... - რომელი სიმართლის?! - წინ დაუსკუპდა მეგობარი - მარტო სული რომ გინდა იყო, არადა პანიკურად რომ გეშიანია მარტოობის?! - არ გიხდება ზრდასრული ქალივით ლაპარაკი!- გაღიზიანებულმა, კბილებში გამოსცრა ვაჟმა. - იქნებ არც მიხდება, მაგრამ მიწევს!... ალბათ, დიდხანს გაარძელებდნენ კამათს, პალატაშის ჯუმბერი რომ არ შემოსულიყო. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად წამოდგა, არც მათი უსიტყვო ბღვერა და არც ქალიშვილის ზედმეტად შინაურულად პატიმრის საწოლზე ჯდომა გამოჰპარვია მამაკაცის მახვილ მზერას. უსიტყვოდ შეათვალიერეს ერთმანეთი კანონდამცველმა და პატიმარმა. საკმაოდ ხშირად ენახა ციხეში დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რამდენიმეჯერ პირისპირაც შეხვედრიან ერთმანეთს. უდავოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ზედმეტად დიდი პოპულარობით სარგებლოდა მის წრეში ქართველიშვილიც, არც მისი ცნობა უჭირდა ჯუმბერს. თბილი სახე ისევ გასციებოდა, კოპებშეკრული, მტრულად უმზერდა ქართველიშვილი, არც მამაკაცი ჩამორჩებოდა. ჯუმბერს ტუსაღთან თვალებით გაემართა პაექრობა. მსგავსი რამ არც კი ენახა ელენეს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაც არ დაუძრავთ, დაიფიცებდა, რომ იმ წუთას იარაღისა და მუშტების გარეშე, ყველაზე სასტიკი ფორმით იბრძოდნენ. იქნებ ასეც იყო, იქნებ - არა. კაცმა არ იცის, ყოველ შემთხვევაში, ეს ხმამაღლა არც ერთს უღიარებია. ცნობისმოყვარეობით კვდებოდა ელენე. ადამიანის მიმიკისა და ჟესტების მნიშვნელობის შესახებ უნივერსიტეტში ნასწავლი ათასობით ტესტი წამებში გაიხსენა, დაძაბული იჭერდა თითოეულ ემოციას, თუმცა უშედეგოდ, მაინც ვერაფერს მიხვდა, არც მამაკაცებს არ გამოჰპარვიათ მისი ინტერესი. ელეს ცნობისმოყვარე სახის დანახვაზე თავი ვეღარ შეიკავეს და ორ ხმაში ახარხარდნენ. - კარგი, რა ელე, რას მერჩი, ამდენი სიცილი აღარ შემიძლია... - ისევ ნეკნებზე იჭერდა ხელს ბიჭი. - - ის თვე რა თვეა, ახალ პრობლემას თუ ვერ გაიჩენ, ქართველიშვილო! - სკოლის მოსწავლესავით დატუქსა ჯუმბერმა. - ღმერთია მოწმე, მე არ ვეძებ, პრობლემები მისით მპოულობენ... - ირონიულად გაუცინა ვაჟმა. - ხვდები მაინც, რა შედეგამდე მიგიყვანს ეს ყველაფერი? - ახალ სასჯელამდე. - გულგრილად გამოუცხადა თორნიკემ. - და?!... - რა და?... - ირაკლი ამად გიღირს?! - ინტერესით ჩაეკითხა მამაკაცი. - მე არც ადრე მიღირდა, მაგრამ... - მაგრამ მეორე სასჯელზე მესამეს იმატებ. - მადლობელი დაგრჩებით, დღეს აღმზრდელობითი ლექციისგან თუ შეიკავებთ თავს. - აღმზრდელობითი?! თავხედობ?!... - სწორად მიმიხვდით. - თორნიკემ მომღიმარ ელეს გახედა და თვალი ჩაუკრა. - შენც ფრთებს ასხამ? -ამეჯრად სიცილის ზღვარზე მყოფ გოგონას გახედა გაბრაზებულმა მამაკაცმა - დავიზეპირე შენი საქმე, ქარველიშვილო. - ისევ თორნიკეს მიუბრუნდა - შენ კი პოზიციის დათმობაზე არც კი ფიქრობ. ადრეც ვისაუბრეთ და ახლაც გიმეორებ, ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა ყოველთვის ბას არ ნიშნავს! ზოგჯერ უსაფუძვლო ბრძოლას ჩაყოლა სჯობს. ამ სიტუაციაში კი, სარგებლის ნახვაც შეგეძლია. - ბატონო ჯუმბერ, აქამდე უნდა მიხვედრილიყავით, კახპობას ნიჭი უნდა, მე კი არ გამომდის და საერთოდაც ქალბატონის თანდასწრებით მსგავსი საკითხების განხილვა არ მსურს! - ისევ ანგლობდა ვაჟი. - გასაგებია, ახლა ხუმრობის ხასიათზეც ვართ?! ორი საათის წინ ვინ იკრუნჩხებოდა ტკივილებისგან?! - თვალების ბრიალით შეხედა მწოლიარეს - გეხვეწებით, ბატონო ჯუმბერ, უნდა დავრწმუნდე, რომ ცოცხალია! - ამჯერად ელენე გამოაჯავრა წრიპინა ხმით - ერთი რამ კი გავიწყდება, მიუხედავად იმისა, რომ შენი მეგობარია, დღეიდან ეს გოგონაც ჩვენი თანამშრომელია. არ გეშინია, მასთან მხურვალე საუბარიც თანამშრომლობად რომ ჩაგეთვალოს? ეს არ ეწინააღმდეგება შენს მენტალიტეტს?! - ამ ამბავში ელენეს გარევა არც კი იფიქროთ! - საწოლიდან წამოიწია ვაჟმა. - გიყურებ და ვერაფრით ვხვდები რა გინდა. თითქოს ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის. არადა ციხეში ლპები. წლები კი გადის, მერედა როგორ სწრაფად გადის, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ.. ასე თუ გააგრძელებ არც მესამე „სროკი“ აგცდება, მესამეს კი მეოთხეც იოლად მოჰყვება. სულ რაღაც ათიოდე წელში დაბერდები და დარჩები მარტო, სრულიად მარტო. მერე ვისთან წახვალ? იქნებ დროა ეგოიზმი დაივიწყო და ცოტა სხვაზეც იფიქრო?! - მე მიწოდებთ ეგოისტს?! საერთოდ რა იცით ჩემი ცხოვრების შესახებ? ადამიანებს ზედაპირულად აფასებთ, მხოლოდ იმას ხედავთ რისი დანახვაც გსურთ! - მართლა?! მე ვაფასებ ზედაპირულად? იცი კი, ყოველ კვირას რამდენი პატიმრის ოჯახის წევრის წერილი შემოდის დეპარტამენტში?! იცი კი, რამდენი ადამიანის გასაჭირს ვისმენ?! ის მაინც თუ იცი, შაბათ-კვირას ციხესთან გავლა რომ მეზიზღება, იმის შიშით, რომ კარებში ატუზული დედაშენი არ დავინახო? - არ გინდათ, გთხოვთ! - ხმა გაებზარა თეკლეს ხსენებაზე ვაჟს. - არ მინდა?! მართალი ხარ, დავიღალე, დამღალეთ. თქვენმა გაუთავებელმა ბლატაობამ და კარგმა ბიჭობამ დამღალა. თქვენმა გაშველებამ, ერთმანეთის ჭამამ, ღრენამ და ყეფამ დამღალა! - ხმას აუწია მამაკაცმა - არადა გარეთ გელიან, უსასრულოდ გელიან. როდის ინებებ მათთან შეხვედრას?! ის მაინც იცი, ლამის „პოსტი“ რომ ჩამოართვეს შენმა მეგობრებმა ბადრაგებს და მათ ნაცვლად ციხის გარშემო პერიმეტრს ისინი ამაგრებენ?! - დათა და იკა?! - გაოცება ვერ დამალა თორნიკემ. - დიახ, ქართველიშვილო, შენი სანაქებო დათა და იკა, ყოველ საღამოს ბადრაგთან ჩხუბი მაინც არ მოსწყინდათ? ისე გვსაყვედურობენ, თითქოს ჩვენი ბრალია შენი აქ ჯდომა. გავაგდეთ, გავაფრთხილეთ, რომ იქ დგომა არ შეიძლება, მაგრამ არა. მაინც მოდიან. სიჯიუტეში აშკარად შენ გგვანან! - ბოლომდე მაინც ვერ მოითმინა, მაინც გაეღიმა - იცი რა არის უცნაური?! შენ რატომ არ გსურს მათთან ყოფნა? შენ რატომ რჩები აქ, ამ დამპალ გარემოში?! - ჩემი არ გესმით და არც ცდილობთ გამიგოთ. უკვე რამდენჯერ აგიხსენით, არ არის ჩემი ბრალი. არა! - ისევ გაღიზიანდა ვაჟი. - მაშინ თქვი, მე ამის... - დროულად მოასწრო თავის შეკავება ჯუმბერმა - ვისი ბრალია?! დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემაზე კი არც უფიქრია. თორნიკე ჯუმბერის ნაცვლად, ჯიუტად მისჩერებოდა წინ მდგომ ელენეს, თითქოს მისგან თხოულობდნენ პასუხს. მხოლოდ ყელზე მფეთქავი ლურჯი არტერია გასცემდა მის მღელვარებას. სულ რამდენიმე წამით უმზერდა გოგონას, თამამად გაუსწორა თვალი მეგობარმა, სულ რამდენიმე წამი და ესეც საკმარისი გამოდგა. ქალიშვილმა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და ვაჟმაც შვება იგრძნო, თითქოს მხრებიდან მძიმე ტვირთი მოჰხსნეს. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ელენეს მისი ესმოდა და ამართლებდა კიდეც. - მგონი ზედმეტად გაგვიგრძელდა ავადმყოფთან ვიზიტი. ბატონო ჯუმბერ, თქვენი პრობლემის მოსაგვარებლად კი, იქნებ დაველოდოთ თორნიკეს გამოჯანმრთელებას? დარწმუნებული ვარ, თქვენზე ნაკლებად არც თორნიკეს უნდა ციხიდან გასვლა. - მიამიტურად აფახუნებდა თვალებს ელე. - კარგად დაფიქრდი ყმაწვილო, რას აკეთებ. შენს მოქმედებაზე საკმაოდ ბევრი რამაა დამოკიდებული!. - ერთხელ კიდევ შეუბღვირა პატიმარს და პალატიდან გავიდა ჯუმბერი. - შენით ვამაყობ! - ემოციები ვერ დამალა გოგონამ, მისკენ დაიხარა და მოეხვია დაჟეჟილ მეგობარს. - გიჟი ხარ! - შეძლებისდაგვარად ძლიერად ჩაიხუტა ძვირფასი არსება - თავს მოუფრთხილდი, ენე! - ჭკვიანად იცოდე! ამის თქმა დაგავიწყდა... - ნიკოლოზისეული გაფრთხილება სიცილით წარმოსთქვა გოგონამ და ბიჭის მკლავებისგან თავი გაინთავისუფლა. - ჭკვიანად იცოდე! - თავადაც გაუმეორა ბიჭმა. ისევ მისთვის ჩვეული სილაღით გამოხედა უკვე კარებში მდგომმა გოგონამ, კიდევ ერთხელ გაუღიმა ქართველიშვილს, კიდევ ერთხელ აირეკლა თორნიკეს თვალებში მისი გამოსახულება. - ვიდრე საბოლოოდ გაგვიბრაზებია ჯუმბერი!... - თვალი ჩაუკრა და კარებშიც სხარტად გაძვრა. - გიჟია, დედას გეფიცები, გიჟი! - ღიმილით მისჩერებდა უკვე დახურულ კარს - ენე-ნე, ჩემი ენე! ოცდამეექვსე თავი გვერდი-გვერდ ჩუმად მიუყვებოდნენ საავადმყოფოს კიბეებს, ელენე ფიქრებით აშკარად ისევ თორნიკესთან ტრიალებდა. - ბატონო ჯუმბერ, როგორ ფიქრობთ, საავადმყოფოში რამდენ ხანს დატოვებენ? - როგორც იქნა გაბედა და ჰკითხა მამაკაცს. - არა, ხვალ თუ არა, ზეგ გადაიყვანენ ისევ ციხეში. - ასე სწრაფად?! მოძრაობა უჭირს, ვერ დგება, ვერ წვება, რამდენიმე დღე რომ დატოვონ არ შეიძლება?! - მუდარით უმზერდა გოგონა. - თორნიკე კერკეტი კაკალია, უარესადაც ყოფილა, მაგრამ როგორღაც გამომძვრალა. - უარესად?! - ხმა გაებზარა ელეს. - მომისმინე, ელე. ძალიან მინდა შეგირბილო და შეგილამაზო მისი მდგომარეობა, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია. რამდენადაც მთავარმა ექიმმა მითხრა, დაზიანებული სერიოზული არაფერი აქვს. შენს მეგობარს სულ რამდენიმე ნეკნი აქვს დამტვრეული, ეგაა და ეგ. მისდა საბედნიეროდ, დამტვრეული ძვლები სასიცოცხლო ორგანოებს არ შეჰხებიან. ნელ-ნელა მოუშუშდება ჭრილობები. ყოჩაღი ბიჭია, კარგად იქნება!... - სულ რამდენიმე ნეკნი?! ზედმეტად მარტივად ხომ არ აღწერთ?! - ირონიულად ვერ დაფარა ქალიშვილმა. - უცნაური გოგო ხარ, იმის მაგივრად გიხაროდეს, შენი მეგობარი ბედის ანაბარა რომ არ მივატოვეთ, კიდევ ჩემზე ბრაზობ?! - გაოცებულმა, ცოტა არ იყოს განაწყენებულმა გამოხედა ჯუმბერმა - ერთი ადამიანის გამო მთებს ვერ გადავდგავთ, ვერც სისტემას შევცვლით. ის კი ზედმეტად ფიცხია, ურჩი, არც ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა უნდა, არც კომპრომისებზე წასვლა, რქებით აწვება ყველას და ყველაფერს. მხოლოდ მისი სიმართლე აქვს და იმის იქით არ იყურება. - იქნებ არის კიდეც მართალი?! იქნებ მისი გზაა სწორი?! ამაზე გიფიქრიათ?! რადგან არ ემორჩილება უნდა ურტყან?! - სიბრაზისგან ცახცახებდა ელე. - არ გესმით და არც გინდათ გაიგოთ, - გაღიზიანდა მამაკაცი - ზოგჯერ მოთმინებით უფრო მეტის მიღწევა შეგიძლია. ხვდებით მაინც რა მოჰყვება დღევანდელ ცემას?! მის საქმეს გადავხედე, პირველი სასჯელის შემდეგ, მეორე დაიმატა. როგორც იქნა გასვლა უწევდა, ხუთ თვეში, სულ რაღაც ხუთ თვეში ციხიდან გავიდოდა, პატიმრობას ასრულებდა. ახლა კი.. - საავადმყოფოს კარების გამოუხსნა და წინ გოგონა გაატარა მამაკაცმა. - ვერ გავიგე?! დღევანდელი ინციდენტი იმოქმედებს მის ბედზე?! - სავარაუდოდ... - ეგაა თქვენი სამართლიანობა?! ირაკლის ნაცვლად თორნიკეს დასჯიან?!... - სამართლიანობა არა, რეალობა იქნება! - გოგონასთვის არ შეუხედავს, კბილებში გამოსცრა ჯუმბერმა და იქვე მდგომ ავტომობილში მოთავსდა. - სხვა გზა არ არსებობს?! - გვერდით დაუსკუპდა ელენეც. - კი, მაგრამ თორნიკეს არ უნდა გაგონება. - მაინც რას სთავაზობთ ასეთს?! - ინტერესით ჩაეკითხა თანამოსაუბრე. - ირაკლის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებას. ის ციხის უფროსის მოშორებაში გვეხმარება, ჩვენ კი ვანთავისუფლებთ! - ავტომობილი ნელ-ნელა დაძრა ადგილიდან, ავტოსადგომიდან გამოვიდნენ და ისევ ორთაჭალისკენ დუყვნენ გზას - მისი არ მესმის, ჩახვეული აქვს არ ვიქნებიო. - სხვა გზა არ არსებობს?! - თორნიკესგან ჩვენების მიცემას არც ელენე ელოდა. - ირაკლი მის წინააღმდეგ ახალ საქმეს ააწყობს, ადმინისტრაციისთვის დაუმორჩილებლობის გამო, ახალ ბრალდებას წაუყენებენ. თუ თორნიკე თავს არ დაიცავს, განაჩენიც შესაბამისი დადგება. - კი, მაგრამ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?! ექიმების დასკვნები? ხომ შეიძლება სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება? - ალბათ, შეიძლება, მაგრამ თუ შენი მეგობარი თავად არ მოინდომებს, მის ნაცვლად ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ. - შეუძლებელია. გამორიცხულია. ირაკლი ვერ შეძლებს ყალბი ბრალდების შეთითხვნას, უფლებას არ მივცემ! ღიმილით გამოხედა გვერდით მჯდომმა მამაკაცმა. ელენე ცოტა ყურადღებით რომ ყოფილიყო, აშკარად შენიშნავდა ჯუმბერის ზედმეტად კმაყოფილ სახეს, თუმცა იმ წუთებში მამაკაცზე დაკვირვებისთვის ნამდვილად არ ეცალა, ფიქრებით ისევ ბავშვობის მეგობართან ტრიალებდა. უკვე გრძნობდა, რომ სული ეხუთებოდა, აღარც ავტომობილში ჯდომა შეეძლო, აღარც ჯუმბერთან საუბარი, ორთაჭალის ციხეს გახედა. იმ წუთას ყველა და ყველაფერი სძულდა, მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა უნდოდა. - თუ არ შეწუხდებით, აქ გამიჩერეთ! - ზიზღი ხმაშიც გაჰპარვოდა ელენეს. - უკვე გვიანია, იქნებ სჯობს სახლში წაგიყვანო?! - გვერდულად გამოხედა მამაკაცმა. - არა, გმადლობთ! - იმის წარმოდგენაზეც კი, რომ ავტომობილით გააგრძელებდა მგზავრობას, გულის რევის შეგრძნებამ შეაწუხა - გამიჩერეთ! გამიჩერეთ! - პანიკა გაერია ხმაში. მკვეთრი მურხუჭით გააჩერა ავტომობილი. აღარაფერი უკითხავს ჯუმბერს, იქნებ ესმოდა კიდეც მისი, შესაშური სისწრაფით გადმოხტა ელენე და სირბილით დაუყვა სანაპიროსკენ. მამაკაცი იქამდე გაჰყურებდა გოგონას ვიდრე თვალს არ მიეფარა, შემდეგ ავტომობილი შემოაბრუნა და ისევ დეპარტამენტში დაბრუნდა. რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, თავმჯდომარის კაბინეტში სინათლე ისევ ენთო, ჯუმბერმაც პიდაპირ მისი ოთახისკენ აიღო გეზი. ჩაფიქრებული ვაჟი მაგიდასთან იჯდა, სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა და ბიჩოკებით სავსე საფერფლეში აფერფლებდა. - ასე გვიან არ გელოდი, რამე გაარკვიე?! - დაღლილი თვალებით ახედა სავარძელში მოთავსებულ მოადგილეს. - რომ არ დავბრუნებულიყავი, ვერ მოვითმენდი! - კმაყოფილი იფშვნეტდა ხელებს წინ მჯდომი - იმაზე მარტივი გამოდგა, ვიდრე გვეგონა. ლამაზმანი ფსიქოლოგის იდეამ გაამართლა. - ანუ ირაკლის მოეწონა? - ირონიულად ჩაიცინა ვაჟმა. - მაგის ამბავი ხომ იცი, ქალს არ დატოვებს ისე. მით უმეტეს ასეთ გოგოს. - დარწმუნებული ხარ, რომ ელენეს ვერ შეაბამს? როცა უნდა ქალთან ქცევის წესებიც იცის მაგ ახვარმა! - გამორიცხულია. ამ გოგონას ვერაფერს მოუხერხებს. - იმედია რეალური სასურველში არ გერევა, ასე დარწმუნებული რატომ ხარ?! - ინეტერესით ჩაეკითხა თავმჯდომარე. - გოგონას მარტო კი არ სძულს, ეზიზღება. ეს კი იმდენად გულწრფელი გრძნობაა, რომ შეუძლებელია ასე მარტივად შეიცვალოს აზრი... ელენესთვის თხოვნაც არ გვჭირდება, ისე გაუთხრის სამარეს, ხელიც არ აუკანკალდება. ირაკლის წინააღმდეგ სამხილებს თავადვე მოიძიებს... - რატომ ხარ ასე დარწმუნებული?! - ისევ გაუმეორა კითხვა ჯუმბერს. - ელენეს დამსახურებით, პატიმრებს შორისაც საკმაოდ სერიოზული მოკავშირე გამოგვიჩნდა. - ხომ იცი, ვერ ვიტან ქარაგმებით საუბარს. -გაღიზიანდა თავმჯდომარე - აღარ იტყვი, როგორ მოახერხე მისი დაყოლიება?! - ღმერთია მოწმე, არც არაფერი შემითავაზებია და არც დამიძალებია, უბრალოდ ჩვენი ფსიქოლოგის მეგობარი არც მეტი, არც ნაკლები, ქართველიშვილია, დიახ, დიახ სწორედ ის თორნიკე ქართველიშვილი დღეს შემთხვევით რომ „შემოეცემა“ ჩვენს ირაკლის, ყველა სიკეთესთან ერთად კი ამ ფაქტს ელენეც შეესწრო... - ეს ამბავი ზედმეტად ხომ არ გართობს?! - მოადგილის კმაყოფილი სახე არ მოეწონა თავმჯდომარეს - ზუსტად ვერ გავიგე, ქართველიშვილი როგორი მეგობარია, ფსიქოლოგთან რა აკავშირებს? - არ ვიცი, თავად ბავშვობის მეგობრად მოიხსენიებს. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენთვის ხომ შედეგია მთავარი?! - მხოლოდ შედეგია მთავარი! ზოგჯერ მგონია, რომ ნელ-ნელა ჩვენც ვკარგავთ ადამიანის სახეს და ირაკლის ვემსგავსებით... - დანანებით ჩაილაპარაკა თავმჯდომარემ. - სხვა გზა არ დაგვიტოვა, გაფრთხილება არ ჭრის და შეგონება. ისევ მისივე მეთოდებით უნდა გავანადგუროთ! - ალბათ, ალბათ! მამაკაცები კიდევ დიდხანს საუბრობდნენ, კიდევ დიდხანს აწყობდნენ სამომავლო გეგმებს. ელენემ კი, ორთაჭალის ხიდი გადაკვეთა და გეზი ნარიყალასკენ აიღო. გორგასლის ძეგლთან მდგომი, მოაჯირს დაჰყრდნობოდა და ამაყად გადმოჰყურებდა აბანოთუბანს. მართალია მთელი დღის ემოციებით დატვირთულს მხრები უკანკალებდა, ტუჩებს იჭამდა სიმწრისგან, მაგრამ არ ტიროდა. ახლა ტირილის დრო არ ჰქონდა. უნდა ეფიქრა და გამოსავალი მოეძებნა. ფიქრი მობილურის ზარმა შეაწყვეტინა. - გისმენ, დე.. - დაგიტოვეს ციხეში?! - ქალიშვილის დაღლილი ხმა თითქოს არ შეიმჩნია, მხიარულად ჰკითხა მაიკომ. - არა, დე... ასე მითხრეს, შენთვის ადგვილი არ გვაქს, ჩვენი პატიმრებიც გვყოფნისო! - ხუმრობაში ცდილობდა ტკივილის დაფარვას. - გაგვმართლებია. - სიცილი წასკდა - მალე მოხვალ?! - როგორც იქნა დასერიოზულდა ქალი. - უკვე მოვდივარ! - იქვე მდგომ თავისუფალ ტაქსს დაუქნა ხელი და მუხიანის მისამართი უკარნახა ელენემ. შემოდგომის თბილი დილა გათენდა. მიუხედავად იმისა, რომ უჭირდა მოძრაობა ლოგინიდან წამომდგარიყო თორნიკე, წონასწორობის შესანარჩუნებლად, იქვე მდგომ რკინის სკამს დაყრდნობოდა, „რეზბალნიცის“ გისოსებიდან უმზერდა ცისფერ ცაზე გაშლილ სხვადასხვა ფორმის თეთრ ღრუბლებს აკვირდებოდა და საკუთარ მოგონებებში იქექებოდა: - ის ჩემი ცხენია, თეთრი და ლამაზი.... - თითქოს ისევ ეტიტინებოდა პატარა ელენე და კოტიტა, ბუთხუზა თითს იშვერდა ერთ-ერთი ღრუბლისკენ. - კარგი რა, ენე. ცხენი კი არა ლეკვია, ნახე რამხელა თავი აქვს! - შეეწინააღმდეგა ვაჟი. - არაფერიც, ცხენია. აი, ვკითხოთ მამაოს! - ამჯერად ნიკოლოზის მიმართულებით გაიქცა ქალიშვილი. - აბა, რომელი? - ღიმილით ჩაეკითხა მოძღვარი. - აი, აი! - ისევ თითს იშვერდა თითქმის გაშლილი ღრუბლისკენ გოგონა. - ვერაფერს ვხედავ, ერთი მეტიჩარა გოგოს გარდა!- ხელში აიტაცა ნიკოლოზმა და აკისკისებულ პატარას რამდენიმეჯერ შეუღიტინა. - დამსვი, დამსვი! - აფართხალებული ელენე ფეხებს იქნევდა და ხმამაღლა კისკისებდა. - მე-ტი-ჩა-რა! - ისე წარმოთქვა, თითქოს წინ ახლაც ელენე ედგა. მიუხედავად ტკივილისა სახე ღიმილმა მაინც გაუნათა. მართალია ჭრილობები ისევ აწუხებდა, მაგრამ მაინც უჩვეულოდ მშვიდად გრძნობდა თავს, შინაგანად რაღაც უხაროდა, რაღაც რასაც სახელს ჯიუტად არ არქმევდა.უბრალოდ ვერ არქმევდა. - ციხის ყველაზე ურჩ პაციენტს ღიმილიც შესძლებია?! - იმდენად გაუკვირდა მისი სახეზე დანახული გამომეტყველება, რომ ავადმყოფის მოსანახულებლად შესულმა მთავარმა ექიმმა გაოცება ვერ დამალა. - ზოგჯერ ასეც ხდება.. - სწრაფად დასერიოზულდა ვაჟი. - ვხედავ ფეხზე წამოდგომაც შეძელი... - ასეა, ექიმო, ახლა ლოგინში საგორაოდ ნამდვილად არ მცალია, აბა, ციხეში როდის გადამიყვანთ? - ჯუმბერმა დაიბარა, დღეს ან ხვალო, მაგრამ რამდენიმე დღე აქ დარჩენა ნამდვილად არ გაწყენდა. - არ მითხრათ, რომ ჩემზე ღელავთ?!- ირონიული სიცილი ვერ შეიკავა თორნიკემ. - იქნებ ვღელავთ კიდეც?! - იქნებ?!... - შენი მტერი არ ვარ, თუმცა ზოგჯერ არსებობენ გარემოებები, რომელთაც ვერ გადაახტები, ვერ შეცლი... - არ გინდათ ეს ტრაფარეტული საუბარი, ხომ იცით პათეტიკას ვერ ვიტან! - გაღიზიანდა ქართველიშვილი ექიმის ხელოვნურ სიბრალულზე - არც პირველია და არც უკანასკნელი, მცემენ, მიმკურნალებენ, შემდეგ ისევ მცემენ და ისევ მიმკურნალებენ. - მაგრამ ერთხელაც შეიძლება მკურნალობამდე ვერც მიხვიდე... - ბრაზი გაერია ხმაში ექიმს. - არც ეგაა გამორიცხული, ადრე თუ გვიან ყველა კვდება, ექიმო! - აგდებით გახედა გვერდით მდგომ მამაკაცს. - დავიჯერო, მართლა ასე იაფად აფასებ საკუთარ სიცოცხლეს?! - იქნებ არც ვაფასებ, მაგრამ რეალობას ვერ ვცვლი... - ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომელთა გამოც სიცოცხლე გიღირს, რომელთა გამოც გმირობა გინდა. შენ მსგავსი არავინ გყავს? მართლა ასეთი უმნიშვნელოა შენი არსებობა?! - რა იცით ექიმო, იქნებ არსებობენ კიდეც, იქნებ არც. ყველაფერს დრო გვიჩვენებს. - ელენეს ცრემლებით სავსე თვალების გახსენებაზე ისევ ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ქართველიშვილს. - დღეს რომც მითხრან შენი ციხეში გადაყვანა, მეც არ გაგიშვებ. - ჩემს გამო პრობლემების შექმნა არ ღირს, თუ გითხრეს დღეს გადაიყვანონო... - იმდენი კი შემიძლია, როგორც პაციენტი ერთი დღით კიდევ შეგინახო. - რატომღაც ჯიბრი იგრძნობოდა ექიმის ხმაში - ხვალ დილით გადავიყვანთ მეთქი ვიტყვი და დროს საღამომდე გავჭიმავ. - ერთი დღე აქეთ, ერთი დღე იქით, რას ცვლის?! ტყუილად პრობლემებს ნუ შეიქმნით. - ფეხზე დგომა ვეღარ შეძლო ვაჟმა, ფრთხილი მოძრაობით ლოგინზე ჩამოჯდა. - ზოგჯერ ერთი დღე კი არა, წუთიც ცვლის ყველაფერს... - უჩვეულოდ ტკივილით ჩაილაპარაკა მამაკაცმა, წინ მჯდომ პაციენტს თვალი აარიდა და პალატის სარკმლიდან ამჯერად თავად გაიხედა - უბრალოდ მომისმინე. დასკვნები კი შენით გააკეთე. ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ და ვიცი ზუსტად მიმიხვდები სათქმელს. შენი მოსახელე შვილი მყავდა, თავად უმამოდ გაზრდილს, შვილზე ჭკუა მეკეტებოდა. თუმცა მისთვის ეს ხმამაღლა არ მითქვამს, პირიქით, თითქოს მეშინოდა ზედმეტი სიყვარულით არ გამეტუტუცებინა, თავში არ ავარდნოდა. ალბათ კარგი მამა არ ვყოფილვარ, იქნებ ზედმეტად მკაცრადაც ვექცეოდი, მაგრამ მაშინ მყარად მჯეროდა, რომ ჩემს სიმკაცრეს სწორად გაიგებდა. მინდოდა დამოუკიდებლად ცხოვრება მესწავლებინა, მისი შრომით თავის გატანა. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად არ მიჭირდა, სახარჯად დიდი თანხა არასოდეს მიმიცია. თუმცა არც ისე იყო, რომ ვინმესთვის ხელში ეყურებინა, მისი სამყოფი ყოველთვის ჰქონდა. მის მეგობრებს ვიცნობდი, სულ ვაკონტროლებდი, მუდამ ვიცოდი სად იყო, ვისთან ერთად მოძრაობდა,მაგრამ მაინც გამომეპარა. ყველაზე მთავარი მაინც ვერ შევნიშნე. ოცი წლის იყო სხვისი ნივთების უკანონოდ მისაკუთრების გამო რომ დააკავეს. ხუთი წელი მიუსაჯეს. პირველად მაშინ მოვკვდი, სასამართლოს დარბაზში ჩემს გაზრდილს ქურდი რომ უწოდეს. როგორც გაირკვა, ტოტალიზატორში ითამაშა მეგობრებთან ერთად. რათქმა უნდა წააგეს, ზუსტად არ ვიცი რამდენი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ამხელა თანხა არ ჰქონდათ. ვალის გადახდა ვერ შეძლეს. მშობლებისთვის გამხელაც ვერ გაბედეს. გამოსავალი კი ზედმეტად მარტივი ნახეს. ერთ-ერთ მის მეგობარს შეძლებული ნათესავი ჰყავდა და მისი გაქურდვა გადაწყვიტეს. იმდენი კი ვერ გათვალეს, რომ ნათესავს ბინა სიგნალიზაციაზე ჰქონდა აყვანილი და დანაშაულის ადგილზევე აიყვანეს. მეორედ მაშინ მოვკვდი - მისი გარდაცვალების ამბავი რომ შემატყობინეს. ციხეში, საკუთარ კამერაში ნახეს ვენებ გადაჭრილი. ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიმტკიცებდნენ, რომ მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა, მაგრამ მათი არ მჯეროდა. - მაინც რატომ არ უჯერებდით? ეჭვი რამ გაგიჩინათ? - ინტრესით ჩაეკითხა ვაჟი. - მორწმუნე იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეცდა ჩემი შვილი იმდენად სიცოცხლის მოყვარე იყო, რომ ზუსტად ვიცოდი, სიცოცხლეს თვითმკვლელობით არ დაასრულებდა. მათ მონაჩმახს ვერც დავიჯერებდი და არც დამიჯერებია. სსიპ „ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში“ ნაცნობი სამედიცონო ექსპერტები მუშაობდნენ, მათ ვთხოვე სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება. მესამედ სწორედ მაშინ მოვკვდი, როცა წინ შვილის გარდაცვალების მიზეზის თაობაზე სსიპ „ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს“ მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი ვნახე. - ასეთი რა ეწერა დასკვნაში? - ჩემი შვილი სხეულის ბლაგვი ნივთით მრავალგზის დაზიანების შედეგად იყო გარდაცვლილი. იცი ეს რას ნიშნავს?! ცემით მოკლეს, რეზინის ხელკეტებით ურტყეს და ისე მოკლეს. მე რომ მაშინ აქ მემუშავა, მას რომ ჯუმბერის მსგავსი ადამიანი შეჰხვედროდა, იქნებ ახლა ცოცხალიც ყოფილიყო?! - აზრი აქვს ვიკითხო, მაშინ ვინ იყო ციხის უფროსი?! - პასუხი ხომ ისედაც იცი?! - ირონიულად გაეცინა მამაკაცს - ვიცი, რომ სწორად გამიგებ, უნდა გამიგო. - ვაჟის ტკივილით მომუშტული ხელები არ გამოჰპარვია ექიმს - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, არ არსებობს გამოუსწორებელი დანაშაული. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ჯერ კიდევ გაქვს აქედან გაღწევს შანსი და ეს შანსი უნდა გამოიყენო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა გახვიდე. თუნდაც ჩემს გამო, ან ჩემი თორნიკეს გამო... - პალატაში გაჩერება ვეღარ შეძლო, გასასვლელისკენ შებრუნდა მამაკაცი. - ბავშვები ყოველთვის გრძნობენ გულწრფელ სიყვარულს, თქვენი შვილიც იგრძნობდა, აუცილებლად იგრძნობდა! - კარში მდგომს დაეწია ვაჟის სიტყვები, ერთხელ კიდევ შეხედა ლოგინზე მწოლიარე პაციენტს. - მინდა იმედი ვიქონიო, რომ აქ, პაციენტის სახით აღარ გნახავ!.. - მეც.. სულ ოდნავ დაუკრა თავი დამშვიდობების ნიშნად ექიმმა და პალატიდან გავიდა. ოცდამეშვიდე თავი დილიდანვე სამსახურში წასასვლელად ემზადებოდა ელენეც. წინა დღესთან შედარებით აღარ ღელავდა, აღარც შფოთავდა. სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი გამოსახულება. ჯინსის შარვალსა და ზემოდან მოსხმული გრძელ, „კაპიუშონიან“ მოსაცმელში სალაშქროდ წამსვლელს უფრო ჰგავდა, ვიდრე საჯარო მოხელეს. ყველა სიკეთესთან ერთად ფეხზეც კედები ჩაიცვა. - ასე აპირებ წასვლას?! - გაოცებული უმზერდა მაიკო ზედმეტად სპორტულად გამოწყობილ შვილს. გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, სრული იდილიისთვის ზურგჩანთაც მოიგდო მხრებზე და სახლიდან გამოვიდა. უჩვეულოდ მიუწევდა გული ორთაჭალისკენ. სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა. ცოტა არ იყოს შესცივდა, თავზე კაპიუშონი მოირგო, სწრაფად გადაკვეთა მოედანი, ერთი კი ახედა „რეზბალნიცისკეს“ მიმავალ აღმართს და სასჯელაღსრულებით დეპარტამენტისკენ აიღო გეზი. ციხის მოჟამული შენობის დანახვაზე უსიამოვნოდ გასცრა ტანში, დეპარტამენტის წინ დილიდანვე უსაშველოდ გაწელილ მნახველთა რიგს თვალი აარიდა და თანამშრომელთათვის განკუთვნილი შესასვლელისკენ გაემართა. ის -ის იყო კარში უნდა შესულიყო, რომ მისი ყურადღება უჩვეულოდ გაღიზიანებული ბადრაგის ხმამ მიიიპყრო: - ქალბატონო, კიდევ როგორ აგიხსნათ, ან რა ენაზე გესაუბროთ? არ უნდა თქვენს ვაჟს თქვენთან შეხვედრა, არ უნდა! - ჯიხურის მცირე ზომის სარკმლიდან იღრინებოდა ვაჟი. - ტყუილია, მეორე კვირა იწურება რაც არ მინახავს. დღეს ხომ გვეკუთვნოდა შეხვედრა?! დღეს ხომ დამპირდით შეშვებას?! - გაცხარებული ქალი ნერვებს ვეღარ იმორჩილებდა და კიოდა. - ღმერთო, მომეცი მოთმინება! - პათეტიკურად აიხედა ცაში ბიჭმა - სხვა ენაზე როგორ აგიხსნათ? დღეს ვერ შეხვდებით, მობრძანდით შემდეგ კვირაში! - კბილებში გამოსცრა და ცხვირწინ მიუხურა ჯიხურის სარკმელი. - არ წავალ, აქ ვიქნები მთელი დღე. თქვენი უფროსი უნდა ვნახო, თვითონ ამიხსნას, თვითონ მითხრას, რატომ არ მიშვებს...- ისევ მინაზე უკაკუნებდა ქალი. - ზოგჯერ მგონია, რომ ამდენი შეურაცყოფა გსიამოვნებთ, რით ვერ გაიგეთ, ვერ ნახავთ, ვერა... - ისევ გამოყო თავი ბადრაგმა - საერთოდაც, თუ ჭკუით არ მოიქცევით, ვერც მომავალ კვირას იხილავთ თქვენს სანაქებო ვაჟკაცს! - ირონია არ დაიშურა გამწარებული დედისთვის. - თქვე არაკაცებო, თქვე არაადამიანებო! რა დედამ გაგზარდათ ასეთი უგულოები?!... - ბადრაგისკენ დასარტყმელად გაიწიაქალმა. გვერდით მდგომმა მაღალმა მამაკაცმა დროულად მოასწრო მისი შეჩერება, მარწუხებივით შემოჰხვია მკლავები და ხელში აიტაცა მსუბუქი სხეული. - ხელი გამიშვი, დამსვი, აკა! - უსუსურად ფართხალებდა გააფთრებული ქალი, თუმცა უშედეგოდ, მამაკაცმა მაინც მოახერხა და გვერდით, ბადრაგის ჯიხურისგან მოშორებით გაიყვანა - მძულხარ, მეზიზღები! - ბადრაგზე გაბრაზებული ამჯერად მეუღლეს ურტყამდა მკერდში მუშტებს ქალი. - დამშვიდდი, თეკლე. დამშვიდდი! - ტკივილს არ იმჩნევდა, მკერდში ძლიერად იკრავდა აკა. - აღარ შემიძლია, უკვე აღარ შემიძლია! - ისტერიკა ტირილში გადაეზარდა, მეუღლის მკერდს ჩაფრენილი გულამოსკვნილი ტიროდა ქალი. მართალია წყვილს ვერ ხედავდა, მაგრამ ჯიხურთან მომხდარ ინციდენტი სიტყვა-სიტყვით ესმოდა ელენეს. ვეღარ მოითმინა, შენობაში შესვლის ნაცვლად, უკან მობრუნდა. დაცვის ჯიხურს გვერდი აუარა, ღრენით გახედა გაღრეჭილ ბადრაგს, გოგონას სახეზე ისეთი სიძულვილი ამოიკითხა, რომ ვაჟს ღიმილი სახეზე შეაშრა. ქუჩაში გამოსულმა აქეთ-იქით გაიხედა. მოშორებით შენიშნა ტკივილისა და სასოწარკვეთილებისგან უჩვეულოდ დაპატარავებულ, ბეჭებში მოხრილ, ჭაღარა შერეულ ქალს უშედეგოდ როგორ ამშვიდებდა მეუღლე და გეზი მათი მიმართულებით აიღო. - ისევ არ შემიშვეს აკა, ისევ არ შემიშვეს. რაღაც უჭირს, გესმის, ვგრძნობ, რაღაც უჭირს, როგორმე უნდა დავეხმაროთ, უნდა ვნახოთ!... - არ შეიძლება თეკლე, ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება. ხომ გაგაფრთხილა ექიმმა. - აღარ შემიძლია, გინდა გულს მოვუკლივარ და გინდა მის მონატრებას... - ტკივილით ამოისლუკუნა მეუღლის მკერდს ამოფარებულმა ქალმა. - არ გინდა გთხოვ, ცოტა ჩემზეც იფიქრე, სულ ცოტა! - თავზე ისეთი გრძნობით აკოცა, რომ ტანში ჟრუანტელმა დაუარა ელენეს. - უკაცრავად, რამით ხომ არ დაგეხმაროთ?! - წყვილის შემხედვარეს თავადაც ცრემლები ჩასდგომოდა თვალებში გოგონას. - არა, შვილო, ნუ წუხდები, ნელ-ნელა დამშვიდდება! - მისთვის არც კი შეუხედავს, მეუღლისთვის შემოხვეული მკლავები არ მოუშორებია, ისე უპასუხა მამაკაცმა. შემობრუნდა ქალიშვილი, შენობისკენ წამოვიდა, მაგრამ გულმა მაინც არ მოუთმინა. ისევ წყვილს გახედა. მიუხედავად თმაში შეპარული ჭაღარისა, თვალებთან გაჩენილი ნაოჭებისა, მაინც იცნო წყვილი. - ბოდიშს ვიხდი, რომ გაწუხებთ... - ისევ მიუახლოვდა მათ - იქნებ მაინც შევძლო თქვენი დახმარება?! - უკვე იღიმოდა ელენე. - თქვენ?! - გაოცებულმა გამოხედა მეუღლის მკლავებში მოქცეულმა ქალმა წინ მდგომ ქალიშვილს. - აკა და თეკლე ქართველიშვილები, ხომ?! ამჯერად ყურადღებით დააკვირდნენ წინ მდგომს, ერთმანეთს დაბნეულებმა ახედეს, აშკარად არ იცნობდნენ. - თეკლე დეიდა, ვერ მიცანით ხომ თქვენი ენე-ნე? - ოდნავ თვალებ მოჭუტულს, ღიმილისგან ლოყაზე ნაჩვრეტი გასჩენოდა, ისევ თბილად უმზერდა წყვილს და ისევ პატარა გოგოსავით ეპრანჭებოდა ქალს. მიუხედავად ტკივილისა, გოგონას მეტიჩარა საქციელზე ღიმილი მაინც ვერ შეიკავა წყვილმა. - ენე?!...- გაოცება ნელ-ნელა სიხარულმა შეცვალა, ისეთივე სითბო ჩაეღვარა ხმაში თეკლეს, როგორც წლების წინ, მეუღლეს ხელებიდან დაუსხლტა, ისევ ძლიერად ჩაიხუტა მასზე მაღალი გოგონა, ისევ ისე ეფერებოდა თითქოს წინ ზრდასრული ქალის ნაცვლად ოთხი წლის გოგონა ედგა - როგორ გაზრდილხარ, როგორ შეცვლილხარ! - არც კი იცით როგორ გამიხარდა თქვენი ნახვა! - ემოციებს ვერც ელე მალავდა, ოდნავ მოხრილი, ორივე ხელით ეხვეოდა ქალს. - უკეთეს იქნებოდა სხვა ადგილას შევხვედროდით, თუმცა... აქ რას აკეთებ, შენც ვინმეს მოაკითხე სანახავად? - გოგონას ზურგჩანთას შეავლო თვალი აკამ. - არა, აქ ვმუშაობ - თავით ციხეზე ანიშნა - ფსიქოლოგად. - ცოხეში?! - მისი პასუხი აშკარად არ მოეწონა მამაკაცს, გაოცებულმა შეხედა მასზე არანაკლებ დაბნეულ მეუღლეს. მათი რეაქცია არ შეიმჩნია ქალიშვილმა ისევ უჩვეულოდ ხალისიანად გააგრძელა საუბარი: - თქვენ?! თორნიკეს ნახვა გსურდათ? ვაჟის ხსენებაზე ისევ გაფითრდა თეკლე, ისევ ნერვიულმა ცახცახმა დაუარა სხეულში. - მას მოვაკითხეთ შვილო, მას! - მეუღლეს მოჰხვია ხელი დასამშვიდებლად აკამ - მესამე კვირაა მის ნახვას ვითხოვთ, უშედეგოდ, დღესაც ისევ უარით გვისტუმრებენ. - - ხან ჩვენი ნახვა არ უნდა, ხან ხასიათზე ვერაა. უკვე მეშინია, იქნებ რამე სჭირს? იქნებ გვიმალავენ?! - პანიკა გარეოდა ხმაში თეკლეს, სულ ცოტაც და ალბათ ისტერიის მორიგი შეტევაც დაეწყებოდა. წყვილის ხმაში ჩაგუბებულ ტკივილზე გული მოუკვდა ელეს, თუმცა არ შეიმჩნია, ისეთი სახე მიიღო თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. - ზოგჯერ ასეც ხდება. უჩვეულო არაფერია - უდარდელი ტონით საუბრობდა ელენე- რაც მთავარია, თორნიკე კარგადაა, თეკლე დეიდა. - ლამის თვითონაც დაიჯერა საკუთარი ტყუილი - გუშინ ვნახე, ჩემი თვალით ვნახე. - არ მატყუებ?! - მიუხედავად იმისა, რომ ეჭვის თვალით უმზერდა სანახევროდ მაინც დამშვიდდა ქალი. - მართლა კარგადაა... - იმდენად ალალი ღიმილით უღიმოდა, რომ შეუძლებელი იყო მის სიტყვებში ეჭვის შეტანა - უბრალოდ ცოტა იხულიგნა, ციხის ადმინისტრაცია გააბრაზა და მსუბუქი სასჯელის სახით ეს მოიფიქრეს, თქვენთან შეხვედრის უფლება არ მისცეს! - სასჯელს ხომ არ უმატებენ?! - გოგონას ნათქვამმა აშკარად დააფრთხო აკა. - არა, რას ბრძანებთ, უბრალოდ თქვენთან შეხვედრა ვეღარ შეძლო. თვითონაც რელავდა, მაგრამ ასე გამოვიდა. სულ რამდენიმე თვეში გამოვა და აინაზღაურებთ მონატრებას... - ღმერთმა ქნას, შვილო, ღმერთმა... - სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა - ენე-ნე, მართლა ნახე?! ხომ არ მატყუებ?! - ისევ ჩაეკითხა თეკლე. - დედას გეფიცებით, ვნახე, მართლა ვნახე! - ნაწილობრივ სიმართლე უთხრა ქალიშვილმა. - და კარგადაა, არაფერი უჭირს?! ამდენი ტყუილი აღარ შეეძლო, გოგონამ თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დაუქნია. თუმცა ქალისთვის ესე საკმარისი აღმოჩნდა, გახარებულმა თავი ვეღარ შეიკავა, ისევ მოეხვია გოგონას, ისე ეფერებოდა თითქოს მის ნაცვლად მონატრებულ შვილობილს ეხებოდა. რიგში მდგომ ვიზიტორებს საკუთარი პრობლემები დავიწყებოდათ, გაოცებულნი უმზერდნენ ერთმანეთს მოხვეულ, ატირებულ ქალებს და მათ შორის მდგომ უხერხულად მომღიმარ აკას. - თეკლე, საკმარისია. - მეუღლის შემხედვარე სიცილს ვეღარ იკავებდა მამაკაცი - გაუშვი ბავშვი! ჩვენს გამო. ისედაც დააგვიანა. - ეგეც, მართალია, ახლა შენ არ გისაყვედურონ. - დამშვიდობება იჩქარა ქალმა. - ელე, შვილო, ისევ ნახავ თორნიკეს?...- ამჯერად აკა ჩაეკითხა ქალიშვილს. - არ ვიცი, ალბათ...- ახალი ტყუილის თქმა აღარ უნდოდა გოგონას. - უბრალოდ უთხარი, რაც არ უნდა მოხდეს, მისი გვჯერა, ჩვენ მაინც ველოდებით! - თორნიკემ იცის. ვიცი, რომ იცის. მაგრამ მეც ვეტყვი, აკა ბიძია. აუცილებლად ვეტყვი! - მთელი გრძნობით მოეხვია წყვილს. კიდევ ერთხელ მიეფერა თეკლე გოგონას, კიდევ ერთხელ შვილის სიყვარული მას გაუნაწილა და ისე ციხის შენობისკენ შებრუნდა ელე, თუმცა გული ქართველიშვილებთან დარჩა. ემოციებით დამძიმებულს რკინის კარების ღრჭიალმა ისევ მოსჭრა ყური. ვიწრო, თეთრ კოლიდორში შესულს ისევ სამხედრო სალმით შეჰხვდა მორიგე ბადრაგი, ისევ შენობაში არსებული უჩვეულო სიჩუმე, ახლა გვერდით ჯუმბერი რომ ჰყოლოდა დეჟავუს განცდაც დაეუფლებოდა. მიაბიჯებდა ვიწრო კოლიდორში და უნებურად აქეთ-იქით იყურებოდა, ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს უთვალთვალებდნენ, იქნებ არც ცდებოდა?! გეზი მისი ოთახისკენ აიღო. ის-ის იყო უნდა შესულიყო, რომ ციხის უფროსის კაბინეტის კარებიც გაიხსნა და სიცილ-სიცილით მის ამფსონებსა და რამდენიმე ელენესთვის უცნობ, სამხედრო ფორმიან მამაკაცის თანხლებით ირაკლიც გამოჩნდა. - ოჰო, ქალბატონო ელენე?! - სასურველზე თბილადაც კი გაუცინა - სამსახურში აგვიანებთ?! თუმცა არ შეგეშინდეთ, ბატონ ჯუმბერთან არ დაგასმენთ. რა, რა და, მეგობრებისთვის საიდუმლოს შენახვაც შეგვიძლია! - მეგობრულად ჩაუკრა თვალი გოგონას. - ეჭვიც არ მეპარება! - ირონიულად გახედა ციხის უფროსის მოსწრებული ხუმრობით ზედმეტად ახორხოცებულ მამაკაცებს. - ქალბატონო ელენე, - მისი სახელი განსაკუთრებული მახვილით წარმოსთქვა ირაკლიმ - მეგობრობას ხშირად არ ვთავაზობ. იქნებ დაფიქრდეთ, კარგი იქნება ჩვენ, ორნი ერთ მხარეს თუ დავდგებით! - მიუხედავად მამამაკიც ღიმილისა, შეუძლებელი იყო მის ხმაში ფარული მუქარა ვერ გეგრძნო. მიამიტი ბავშვივით დააფახუნა თვალები ელემ და გაოცებულმა ჯერ ირაკლის, შემდეგ კი მის თანმხლებ პირებს შეხედა: - რას ბრძანებთ, პირველივე დღეს ბატონ ჯუმბერისგან საყვედური ნამდვილად არ მინდა. თქვენთან ბოდიში მაქვს მოსახდელი, როგორც წესი, დაგვიანება არ მჩვევია, თუმცა დღეს ასე გამოვიდა... რაც შეეხება მეგობრობას, განა ჩვენ ორნი ისედაც ერთ, კანონის მხარეს ვდგავართ?!... - მეტიჩარა, გაპრანჭული ხმით ისე გაეკეკლუცა ირაკლის, თითქოს მუქარას ვერ მიუხვდა და ოთახის კარი შეხსნა. - ასე, ასე ელენიკო, - სწრაფად დაუტკბა ირაკლი - ჭკვიანი გოგო ჩანხარ, რაღაცას ნამდვილად მოვახერხებთ... - სანახევროდ შესულს ისევ თვალი ჩაუკრა და მის ამფსონებთან ერთად ციხის ეზოში მდგომი ავტომობილებისკენ გააგრძელა გზა. - არ გვეტყვი ირაკლი, ვინაა ეგ გოგონა?! - გარეთ გავიდნენ თუ არა ერთ-ერთი ფორმიანი ინტერესით ჩაეკითხა. - ჯუმბერის და თავმჯდომარის „ნასეტკაა“, თუმცა სულ რამდენიმე დღე და გადმოვა ჩემს „სტანოკზე“... - კარგი ვინმე კი ჩანს. შენი ამბავი რომ ვიცით, არ გაგიჭირდება... - ქალს ბევრი არ სჭირდება, ჩემო გიორგი, კარგი მანქანა, ბრენდი ტანსაცმელი, კარგი სუნამო, ყვავილები, რესტორანი, ალკოჰოლი და... - და ცოლი, ოჯახი?!... - მაოცებ, გიო... როდის აქეთაა ცოლი ბერკეტი?! რუსებს ერთი კარგი გამოთქმა აქვთ, жена не стена... - ეგ жена იქნება, რომ შეგისრულებს და დაგსვამს ნულზე... - გიორგის აჰყვა გვერდით მდგომი ფორმიანიც. - ვერ გავიგე, თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ დათვის?! - გაცხარდა ირაკლი. - უმეტესად შენი, თუმცა ზოგჯერ დათვისაც! - თვალი ჩაუკრა ვაჟმა. - შენი საქმის, შენ იცი, ახლა მაგ გოგოზე ბევრად სეიროზული საქმე გვაქვს გადასაწყვეტი, ისე ფრთხილად იყავი. მაგ პრინციპით, მართლა ყველაფერი არ დაკარგო. - ისევ გააფრთხილა უცნობმა ფორმიანმა ირაკლის პასუხს აღარ დაელოდნენ, ავტომობილებით ერთ მწკრივად დალაგდნენ და კოლონად გავიდნენ ეზოდან. ოცდამერვე თავი ხშირად ეუბნებოდა ნიკოლოზი, რომ ყველაზე სწორი შეფასება, ადამიანზე შექმნილი პირველი წარმოდგენაა. პირველი შეხვედრისას ნაკლებად გიცნობენ, ნაკლებადაც გერიდებიან და ნაკლებადაც თამაშობენ. ამ დროს შენც გულით უმზერ და როგორც წესი, ინტუიციაც ნაკლებად გატყუებს. ამ პრინციპს მიჰყვებოდა ელე და იშვიათადაც ცდებოდა. რათქმა უნდა არ შემცდარა ირაკლის შეფასებაშიც. თითქმის ორი თვე იწურებოდა გოგონას ციხეში მისვლის დღიდან. ქალიშვილის გასახარად აღმოაჩინა, რომ ამ ადამიანებისგან დავიწყებულ სამყაროში მის გარდა კიდევ იყვნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები. ციხის სამზარეულოს მომარაგებელი და ამავე დროს შეფ-მზარეული მანანა და რამდენიმე დამლაგებელი. მანანა იქნებოდა ასე ორმოცდაათი წლამდე. მაღალ, საკმაოდ ლამაზ ნაკვთებიან, სრულ ქალს, მამაკაცებთან ამდენი ურთიერთობით, თავადაც მათი თვისებები შეეძინა. ხშირი სიგარეტის წევისგან ხმა დაჰბოხებოდა, უმეტესად შარვლით სიარულის გამო კი სიარულის მანერაც შესცვლოდა. ახველებდა, მისი თქმით ფილტვების პრობლემაც ჰქონდა, თუმცა სიგარეტს მაინც არ ეშვებოდა: - დამახრჩობს ეს ოხერი, დამახრჩობს! - ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა, თან უკვე ჩამწვარ ღერს საფერფლეზე დაუდევრად ასრესდა და ისევ ახალ ღერს ეძებდა მოსაწევად. ყოველ დღე არა, თუმცა საკმაოდ ხშირად ნახულობდა დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესაც. უშუალოდ გაიცნო რამდენიმე უდოს კომისიაზე წარსადგენი პატიმარიც და მათი საქმეც. პირველად კომისიაზე გასაგზავნად მრავალშვილიანი მამა შეარჩიეს, რომელიც წლების განმავლობაში ერთ-ერთ ტაქსოპარკში, სალაროში მოლარედ მუშაობდა. ნაბოლარა შვილს გულის პრობლემის გამო სასწრაფოდ ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა, ოჯახს კი შესაბამისი ფინანსები არ ჰქონდა. დახმარებისთვის უროსს მიმართა, თუმცა უარი მიიღო. იმ საღამოს სეიფიდან შვილის ოპერაციისთვის საჭირო თანხა თავადვე აიღო. არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ იმდენი, რამდენიც შვილის გადასარჩენად სჭირდებოდა. - ქალატონო ელენე, - მიუხედავად იმისა, რომ წინ მჯდომ მსჯავრდებულს შვილიშვილადაც კი ერგებოდა, მაინც ასე მიმართა მამაკაცმა - იმდენჯერ გავაგზავნეთ განცხადება, ყოველთვის უარს ვიღებდით, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?! თქვენც ხომ იცით, რომ ჩვენი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება? - ბატონო გივი, მესმის რომ ჩემი არ გჯერათ, მაგრამ იქნებ ერთხელაც ვცადოთ? რას ვკარგავთ? იქნებ გამოგვივიდეს?! - ყველაზე რთულად გადასატანი ფუჭი იმედია, ამდენ ლოდინს, მირჩევნია ვიცოდე, რომ არაფერი გამოვა და წყნარად დაველოდო სასჯელის სრულად მოხდას. - თქვენს საქმეს ყურადღებით გავეცანი. ექიმები ცალსახად ადასტურებენ, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაქვთ. ამ მდგომარეობაში მყოფს, მკურნალობა გჭირდებათ, ციხეში ჯდომის ნაცვლად. მით უმეტეს შეგვიძლია, მივმართოთ შუამდგომლობით კომისიას, ძალიან გთხოვთ, უარს ნუ მეტყვით, ერთხელ კიდევ ვცადოთ! - ისე ემუდარებოდა გოგონა, თითქოს პირიქით, გივი წყვეტდა მის ბედს. - კარგი, შვილო, იყოს შენებურად. - ელენეს მოქმედებაზე ღიმილი ვერ შეიკავა მამაკაცმა - სადაც ამდენი, ბარემ ერთი მიმართვაც გავაკეთოთ. - ბატონო გივი, არ ინანებთ, აი ნახავთ, არ ინანებთ! - ისე უხაროდა, თითქოს მართლა მიღებული ჰქონდა კომისიის თანხმობა ქალიშვილს. ფსიქოლოგის მიწოდებულ პირველ დასკვნას ყურადღებით გაეცვნენ თავმჯდომარეც და ჯუმბერიც, ნამუშევარი მოუწონეს, მცირედი კორექტირების შემდეგ კი კომისიაზეც გაგზავნეს. ელენესდა საამაყოდ უნდა აღვნიშნო, რომ თითქმის ერთ წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად განიხილა კომისიამ დეპარტამენტის შუამდგომლობა და პირველი დადებითი პასუხიც გამოგზავნა. თვალებს არ უჯერებდა ელენე, როცა კომისიის თავმჯდომარის წერილი აჩვენეს. - ციხეში ერთად შევალთ, შენც გვერდს დაგვიმშვენებ. ერთად გავაგებინებთ გივი კალანდაძეს შეწყალების ამბავს! - გოგონაზე ნაკლებად არც ჯუმბერს უხაროდა დადებითი პასუხი. ციხის პატიმრებისთვის განკუთვნილ ნაწილში, ნამდვილ ციხეში პირველად შედიოდა ელენე. ვიწრო დერეფანში არსებულ რკინის რიკულებიან კარებებს იქით პატიმრებით სავსე კამერები მოჩანდა. არ მოსჩვენებია, თითოეული რიკულიდან უსაზღვროდ დიდი ზიზღით უმზერდნენ ტუსაღები. მიუხედავად იმისა, რომ გვერდს თავმჯდომარე, ჯუმბერი და ციხის დაცვაც უმშვენებდა, მაინც შეეშინდა. როგორც იქნა კოლიდორი გაიარეს და ქალისდა გასაკვირად, საკმაოდ კომფორტულად მოწყობილ სპორტულ დარბაზშიც შევიდნენ, სადაც ციხის ადმინიტრაციასა და ჟურნალისტებთან ერთად ელოდა შეწყალებული პატიმარიც. პომპეზურად, მაღალფარდოვანი ტერმინებით აცნობეს და მიულოცეს უხერხულად აწურულ, დაბნეულ გივი კალანდაძეს განთავისუფლება. გონზე მოსვლაც კი არ აცადეს, კამერების თანხლებით გამოაცილეს ციხის კარებამდე, სულ სათითაო კადრად დააფიქსირეს როგორ შეხვდნენ ახლობლები, მეგობრები. ოდნავ მოშორებით იდგა ელენე და ისე უმზერდა სანახაობას. ყველაზე მეტად აქტიურობდა ირაკლი, სულ ცოტა დააკლდა და ელენეც კი დაიჯერებდა, რომ მამაკაცის განთავისუფლებაში ლომის წილი სწორედ ციხის უფროსს ეკუთვნოდა. ირონიული ღიმილით მისჩერებოდა დეპარტამენტის თავმჯდომარე ქველმოქმედის როლში მყოფ ქვეშემდგომს. ვიდრე წავიდოდა, ერთხელ კიდევ შემობრუნდა მამაკაცი, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი ციხის ჩაჟამებულ სარკმლებს. ციხის ალაყაფთან, ყველასგან მოშორებით მდგომი ელენე შენიშნა, გარშემო ალყად შემორტყმული ახლობლების წრე გაარღვია მამაკაცმა და ნაბოლარა შვილის თანხლებით ქალიშვილს მიუახლოვდა. გივი კალანდაძის მოქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ჟურნალისტებს, კუდად მიჰყვნენ მამაკაცს, თუმცა მიუხედავად კამერების ამდენი ჩხაკაა-ჩხუკისა მაინც დაემშვიდობა ფსიქოლოგს. - ამ სიკეთეს არასოდეს დაგივიწყებთ, ქალბატონო ელენე, არც მე და არც ჩემი ოჯახი! - თმები მოუჩეჩა ჩახუტებულ შვილს მამაკაცმა, მოულოდნელად დაიხარა, კალანდაძე ისეთი მოწიწებით ეამბორა წინ მდგომ გოგონას ხელზე, რომ ქალიშვილმა ცრემლები ვერ შეიკავა - იქნებ ბევრი არაფერი შემეძლოს, მაგრამ თუ ოდესმე... - თუ ოდესმე... - ღიმილით თავადაც მისი სიტყვები გაიმეორა და დამშვიდობების ნიშნად ოდნავ დაუკრა თავი მამაკაცს. ისევ კამერების თანხლებით, ბედნიერი მიდიოდა ოჯახის წევრების ალყაში მოქცეული გივი კალანდაძე. ამჯერად თამაში აღარ სჭირდებოდა, დაბღვერილი უმზერდა იქვე მდგომი ირაკლი აშკარად კმაყოფილსა და ბედნიერ ელენეს, რომელიც ამჯერად თავმჯდომარისა და ჯუმბერის გულწრფელ მილოცვებს იღებდა. ციხეში სწრაფად გავრცელდა ხმა გივი კალანდაძის განთავისუფლების შესახებ. იმასაც ყვებოდნენ, რომ ლომის წილი ამ ამბავში ახალ ფსიქოლოგს ეკუთვნოდა. ვიღაცას სჯეროდა, ვიღაც ეჭვს გამოთქვამდა, ერთი ბეწო ღლაპს ამდენის უფლებას ვინ მისცემდაო, თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩებოდა. უდოს კომისიაზე განაცხადის გაგზავნის მსურველთა რაოდენობა დღითი-დღე მატულობდა. ელენეს ოთახში არსებული ერთ დროს ცარიელი კარადა ვეღარ იტევდა პატიმართა ტომეულებად ქცეულ საქმეებს. მოსალოდნელ გასანთავისუფლებელთა შორის ბევრის გვარი ჩნდებოდა, ვიღაცას კომისია იწყალებდა, ვიღაცას სასჯელის ვადა ეწურებოდა, თუმცა მათ შორის არ ჩანდა ქართველიშვილი. ნელ-ნელა შეიცვალა თანამშრომელთა დამოკიდებულებაც, ნელ-ნელა უფრო მეტ მეგობრებს იჩენდა ელენე. გაიცნო რამდენიმე ბადრაგიც, რომლებიც რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, რადიკალურად განსხვავდებოდნენ ირაკლისა და მისი ამფსონებისგან. ნელ-ნელა რწმუნდებოდა, რომ პენიტენციალურ სისტემაშიც შესაძლებელი იყო ნორმალური ხალხის მუშაობა. თითმის ყველასთან გამონახა საერთო ენა, თუმცა იგივეს ვერ იტყოდა ირაკლიზე. მამაკაცი უდავოდ კარგად ახერხებდა საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულების დამალვას. დაშაქრული, ხავერდოვანი ხმითა და დაყენებული ღიმილით, მაქსიმალურად ცდილობდა ქალიშვილზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას, არც მეგობრებთან ნახსენები სტრატეგია ავიწყდებოდა, ყვავილებითა და სხვადასხვა სახის საჩუქრებით ზედმეტადაც კი ანებივრებდა ელენეს. თუმცა მისი ამდენი მცდელობა სულ უფრო და უფრო აშორებდა ქალიშვილს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მისი საჩუქრები აღტაცებას კი არა, ზიზღს იწვევდა ქალში. - ადრე თუ გვიან მობეზრდება, აუცილებლად გატყდება. ერთი და ორი მომირჯულებია?! - აშკარად სპორტულ აზარტში გადასვლოდა ურჩი თანამშრომლის მორჯულების სურვილი ირაკლის. ძვირფასი საჩუქრების მიღებაზე უარს აცხადებდა ელენე. კარგად ხედავდა ირაკლი, რომ ბადრაგი კაბინეტში შოკოლადების შეტანას ვერ ასწრებდა, შეკვრას გოგონა სასადილოში მომუშავე ქალებთან მიარბენინებდა. ირაკლის მიტანილ ტკბილეულს ციხის სამზარეულოს მთელი მომსახურე პერსონალი მიირთმევდა, ელენეს გარდა. ამჯერადაც დაღლილმა გოგონამ კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი ტომებად აკინძულ საქმეებს, ირაკლის მიერ გაგზავნილ, მაგიდაზე დადებულ რაფაელოს შეკვრას ზიზღით გახედა, ხელი სტაცა და სამზარეულოსკენ ტკბილეულით ხელდამშვენებული გაემართა. - ელენე, კარგია რომ შემხვდი, - მისი დანახვა გაუხარდა მანანას - გასახდელის ჩამკეტია გაფუჭებული და იქნებ კარები დამიჭირო?! - რა თქმა უნდა, მანანა დეიდა, ისედაც თქვენთან მოვდიოდი! - ხელით ანიშნა მორის შეკვრაზე გოგონამ - მანანა დეიდა, კაბა როგორ გიხდებათ! - ახლაღა შენიშნა, ვიწრო კაბაში მისი ქალური ფორმები ელენემ. - კაბა?! უკანასკნელად როდის მეცვა არც მახსოვს, მაგრამ დღეს ყოფილი მეუღლის დაბადების დღეა, თავს ვერ შევირცხვენ მეორე ცოლთან, ისეთ ფორმაში უნდა ვიყო... - თვალი ჩაუკრა ქალმა. - ყოფილი მეუღლე? არ ვიცოდი ქმარი თუ გყავდათ, რატომ დაშორდით? - ძნელია ჩემისთანა ქალის გაძლება. - მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობითი ტონით საუბრობდა, მაინც იგრძნო ჩუმი ტკივილი ელემ - იმდენად გადავეჩვიე კაბით სიარულს, მგონი ქალი აღარც ვარ! აქ ხომ ასე სიარული გამორიცხულია. ირაკლის მსგავს კრეტინებს რა დალევს, ასე უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს! - კარადიდან გამოღებული განიერი კომბინიზონი ამოიცვა და კმაყოფილმა გამოხედა ელეს. - ანუ, მეც მხოლოდ შარვლები ჩავიცვა?! - ქალის გადაწყვეტილება თავადაც ჭკუაში ჩაუჯდა ქალიშვილს. - ისედაც შარვლით არ დადიხარ?! - ჯინსებზე ანიშნა მანანამ. - განიერი შარვლები ვიგულისხმე. - შენც კარგად იცი, აზრი არ ექნება.- ეშმაკურად გამოხედა აჭარხლებულ გოგონას - ზედმეტად ქორფა და კარგი ხარ, როგორც არ უნდა სცადო, სილამაზეს ვერ დამალავ! თუმცა თუ ქალს არ უნდა, მამაკაცის მოშორებაც არ გაუჭირდება!... - თვალი ჩაუკრა მანანამ. - მეც ასე მეგონა, თუმცა... - რა თუმცა?! - მანანა დეიდა, იქნებ ვცდები კიდეც, მაგრამ ვეღარ გავიგე, როგორ მივუდგე, ზედმეტად უხეშად როცა ვექცევი, მეუბნება ჩემში მტერს ხედავო. - განა მტრად არ თვლი?! - თვალები მოჭუტა მანანამ. - კი, მაგრამ... - რა მაგრამ? -მის სიყვარულს არავინ მთხოვს და არც მევალება, უბრალოდ ხომ შეიძლება სუბორდინაციის დაცვის მიზნით, ვცადო და ერთმანეთთან ცივილური ურთიერთობა მაინც გვქონდეს?! ნამდვილად არ მინდა, იფიქრონ ქაჯიაო, მაგრამ ოდნავ თბილად თუ დავილაპარაკე, მაშინვე არასწორად იგებს, ვერაფერი შევაგნებინე... - მეოცნებეც ყოფილხარ, ცივილური ურთიერთობა ირაკლისთან?! - ახარხარდა მანანა - მისთვის ეგ სიტყვა ლოგინთან ასოცირდება, თუ ამის წინააღმდეგი არ ხარ, იქნებ მაღალ მატერიებზე საუბრებით ჰორიზონტალურ მდგომარეობაშო იურთიერთობოთ კიდეც... - კარგით რა, მანანა დეიდა! - ირაკლისთან მსგავსი პიკატური სცენის წარმოდგენაზე გულის რევის შეგრძნება ძლივს დაფარა გოგონამ. - მაშინ კარგად მომისმინე, ჩემო გოგო, როცა საქმე შენს პატიოსნებას და სახელს ეხება, უხეშიც უნდა იყო და ქაჯიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ირაკლის მსგავსები, ყოველთვის იოლ საკბილოდ ჩაგთვლიან... - ადრე თუ გვიან, ხომ მიხვდება, რომ მისი მცდელობა უშედეგოა?! - თავმოყვარეობა, რომ ჰქონდეს ამას აქამდეც მიხვდებოდა, მაგრამ... - მაგრამ ირაკლი და თავმოყვარეობა ორი სრულიად განსხვავებული მცნებაა. - ამჯერად ელენემ ჩაუკრა თვალი მანანას და ორივეს წასკდათ სიცილი. როგორც იქნა მანანამ ტანისამოსი გამოიცვალა და ერთად დაბრუნდნენ სამზარეულოში. გაზის ქურასთან მდგომი ორ ვაჟს თავზე მზარეულის ჩეფჩიკები ჩამოეცვათ, თეთრი წინსაფრები აეფარებინათ და მოზრდილ ქვაბებს ჩამჩებით მოთმინებით ურევდნენ. შესული ქალები შეათვალიერეს, მოწიწებით მიესალმნენ, თუმცა ელენესგან განსხვავებით, მანანამ ერთი შეუბღვირა ბიჭებს და სალამზე არ უპასუხა, ქალის სიუხეშე არც კი შეიმჩნიეს, ისევ მათ საქმეს მიუბრუნდნენ. - ყველაზე მეტად აი, ამათ უნდა ერიდო! - ამრეზით, ხელით ანიშნა ქალმა სამზარეულოში დამხმარეებად მომუშავე რამდენიმე პატიმარზე, თუმცა გოგონას მიტანილი ტკბილეული სწორედ მათ მიაწოდა. - რატომ, რამეს დამიშავებენ?! - არა, ჩემო გოგო, შენთან რა ხელი აქვთ?! მაგრამ ციხეში პატიმართა შორის ყველაზე საზიზღარი კატეგორიაა... - მეტი დამაჯერობლობისთვის სახე დაჭყანა ქალმა. - ნუ დააბნიე ბავშვი, - მათი საუბრის გაგონებაზე თავი წამოყო იქვე მდგომმა დამლაგებელმაც - ეგენი შვილო ქათმები არიან. მაგათი გადამკიდე ქათამს ვეღარ ვჭამ... - ზიზღით დაიჯღანა ქალი. - ვერ გავიგე... ქათმები რას ნიშნავს?! - თვალები მიამიტად ააფახუნა ელენემ. - როგორ აგიხსნა, პატიმრებისთვის ქალის მოვალეობას ასრულებენ... -შეძლებისდაგვარად კორექტულად სცადა ახსნა მანანამ. - და, თუ არ უნდათ?! - ბევრს ისეთი კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არც არავინ ეკითხება, უნდათ თუ არა, ვიღაც ბუნებითაც ასეთია... - იმ ორს შორის ქალური მანერების თხელ ვაჟზე ანიშნა მანანამ. - თუ ისეთი დამნაშავები არიან, რომ მსგავსი სასჯელისთვის გაიმეტეს, აქ რატომ ტრიალენებ?! - ადმინისტრაციასთან კარგი დამოკიდებულება აქვთ და სამზარეულოში ყოფნის უფლებასაც აძლევენ. - გაზქურიდან ყავის ჯეზვე გადმოდგა, მოდუღებული სითხე ჭიქებში ჩაასხა და მისთვის განკუთვნილი ჭიქა ელენეს მიაწოდა მანანამ. - კარგ დამოკიდებულებაში რას გულისხმობთ?! - ღმერთო ელე, რამდენ კითხვას სვამ?! შვილებს ვფიცავარ, ზოგჯერ მგონია ციდან ჩამოფრინდი, ინფორმატორების როლს ასრულებენ... - აშკარად გაღიზიანდა ამდენი კითხვებით დამლაგებელი. - ინფორმატორები?! - ქურასთან მდგომებს ისე დააკვირდა ელენე, თითქოს წინ უცხო ჯიშის ცხოველები ედგა. - ელენე, აქ ხართ?! - სწორედ ამ დროს შემოყო თავი სამზარეულოში ირაკლიმაც. - დიახ, აქ ვარ, გისმენთ ბატონო ირაკლი! - შენთან საქმე მქონდა, თუ გცალია იქნებ... - დიახ, დიახ, რა თქმა უნდა... - მისი მიტანილი რაფაელოს ქათმების მაგიდაზე დება არ გამორჩენია მამაკაცის მახვილ თვალს. აშკარად არ ესიამოვნა, თუმცა თავის შეკავება შესძლო. გოგონა კარებში გაატარა და თავადაც უკან მიჰყვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.