შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოთამაშე (ნაწილი მეხუთე)


7-09-2017, 20:07
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 693

7.
კ ე ს ი
ახლანდელი დრო
თვალებს ვახელ და ხელში ჩაბღუჯულ წერილს დავყურებ, რასთან ერთადაც დამეძინა. წერილს ვკეცავ და უკან კოლოფშივე ვინახავ. მეშინია რამე არ დაემართოს. ამ წერილს ჩემთვის უამრავი მოგონება მოაქვს და მახსენებს თუ როგორი ცუდი ადამიანი ვიყავი და ვარ, და ის რომ როგორც არ უნდა ვცდილობდე ჩემი დანაშაულის გამოსწორებას, ამით ჩემი საკუთარი თავის გაწირვითაც ვერ მოვახერხებ.
დაჩიმ ეს იცოდა, ამიტომაც დამიწერა ეს წერილი. მან იცოდა რომ მე რაღაც იდიოტობას გავაკეთებდი და თავის გაწირვას შევეცდებოდი...
უცნაურია, არა?
მოგონებები... მოგონებები კი არ მასვენებენ... მე მოთამაშე მანამდე გავხდი სანამ ამას გავაცნობიერებდი... მე პატარაობიდანვე მამაზადებნენ იმისთვის რომ ერთ დღეს ვინმე თამაშში მომეკლა...
და საბოლოოდ მე ეს გავაკეთე კიდევაც...

---მოგონება-----
პალატას ვათვალიერებ და ვცდილობ დავრწმუნდე რომ ყველანაირი კამერა მოცილებული მაქვს. მართალია ხალხი ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ არ შემეძლო მეცხოვრა ისე რომ მცოდნოდა ჩემი თითოეული მოძრაობა დაფისირებული იყო.
პალატის თეთრი კარი ნელა იღება და შიგნით ქერა ბიჭი შემოდის, ის რომელმაც მაშინ წამიყვანა. ტყისფერი თვალები ისევ უნათებს, ქერა თმა კი მზის სხივებს უგავს.
-რამდენი ხანია არ მინახიხარ? -გაკვირვებული ვუყურებ და ისე ვუღიმი, თითქოს მისი ნახვა გამხარებოდა. -მოხდა რამე?
-არა, განსაკუთრებული არაფერი. -უემოციო სახე აქვს. სავარძელში ჯდება და მოწყენილი მიყურებს, თითქოს ყველაფერმა თავი მოაბეზრა. -უბრალოდ ვიფიქრე მოგინდებოდა გაგეგო ორმოცი კაციდან რამდენი მოკალი, რამდენი დააკოჭლე, და რამდნს სამუდამო შრამი დაუტოვე.
ვჩუმდები, პირს ვაღებ და ვხურავ. ანუ მაინც მოვკალი...
თავს ვუქნევ ის კი სწორდება და ისევ უემოციო სახით აგრძელებს ლაპარაკს.
-საბოლოო ჯამში 30 კაცი დააზარალე გამოუსწორებლად. -სუნთქვა მეკვრება და თვალებს ვხუჭავ, აქედან რამდენი გადარჩა? -5 დაკოჭლდა, 9 სამუდამოდ გამოეთხოვა სიარულის შესაძლებლობას, რადგან დაინვალიდდნენ. -თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას არ ვიღებ. ხომ ვიცოდი რომ მასე მოხდებოდა? - დანარჩენები კი მოკვდნენ.
16...
16 ადამიანი მოვკალი... მაგრამ როგორ? მახსოვს, კარგად მახსოვს რომ ჰაერში მხოლოდ 10 წითელი გავარდა... 10... ამდენი არ უნდა მომკვდარიყო...
-რო...როგორ? -ძლივს ვახერხებ გამშრალი პირის გაღებას და კითხვის დასმას. ქერა წინ იწევა და საწოლს ხელებით ეყრდნობა. ტყისფერი თვალები უემოციო და ჩამქრალი აქვს, ქერა თმა ოდნავ აწეწილი. ახლოდან დაღლილი ჩანს, თვალები შეშუპებული, უპეები კი გაშავებული აქვს. მოწითალო ტუჩები დამსკდარი და დაკბენილი, სახეზე კი ასაკის შეუსაბამო ნაოჭებია.
-მძირე ჭრილობები. -იძახის და მხრებს იჩეჩავს. -იცი, მაინც ვერ ვხვდები ეს როგორ მოახერხე. -მისკენ ვიხედები ის კი აგრძელებს. -კი, რათქმაუნდა მთავარ ორგანიზატორს მთლიანობაში 20 ყავს მოკლული, მაგრამ მან მხოლოდ 30-ის დაჭრა მოახერხა. -თავს ვუქნევ, ვერ ვხვდები რას გულისხმობს. -თან მაშინ ძალიან ბევრი იყო გამოცდილი, მაგრამ მაგ დროს თამაშიც სხვანაირი იყო.
-რას გულისხმობ? -თავს ვერ ვიკავებ და ვეკითხები, წამით მის თვალებში სევდა კრთება, მაგრამ მალევე იბრუნებს თავის ძველ უემოციო სახეს და იღიმის.
-უბრალოდ სხვანაირი... თან არ ვთვლი საჭიროდ ამის თქმას. -სახე სახესთან მოაქვს და მის თბილ სუნთქვას კისერზე ვგრძნობ. ვწითლდებიდა უკან ვიწევი ის კი დამცინავად იღიმის. მისი სახის ყურება მაღიზიანებს, მაგრამ მისი გამოხედვა... ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ვიღაცას მაგონებს. არავის არ გავს, ვიცი რომ არასდროს სხვაზე არ მინახავს ასეთი თვალები. მაგრამ თითონ თვალები და გამოხედვა... ძალინ ნაცნობია ჩემთვის...
----მოგონების დასასრული-----

ჩვენი შეხვედრის შემდეგ უამრავი კითხვა გამიჩნდა, რომელზეც პასუხები არ მქონია. რა მოხდა მაშინ, და როდის იყო ეს 'მაშინ'? როგორი იყო წარსულში თამაშები და ვინები არიან ისინი ვინებიც თავიანთ თავს მონადირეებს უწოდებენ? და თუ ორგანიზატორებიც კი თამაშობდნენ ადგილისთის, მაშინ ვინ დგას სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან?
თავს ვაქნევ რომ ფიქრები ამოვყარო გონებიდან და სხვა რამეზე ვიფიქრო.მინდა რომ ამდენი ხნის მანძილზე პირველად იყოს რამე ჩემ გონებაში ისეთი რაც თამაშს არ ეხება.
***
ბიჭი ჩუმად ზის თავის სავარძელში და ყველა იმ მოვლენაზე ფიქრობს რომლებიც ბოლო თვეებში მოხდა მასთან.მისთვის ყველაფერი აირია, მაგრამ მისი ცხოვრება დალაგებული არც არასდროს ყოფილა. მან იცოდა რა უნდა ეკეთებინა და რატომ, იცოდა რომ ადრე თუ გვიან მოკლავდნენ, მაგრამ ასეთ რამეს არასდროს არ მოელოდა.
თავს ნაზად აქნევს და ფანჯრებიდან იყურება. აქაურობა უკვე ხუთი თითივით აქვს შესწავლილი, ზეპირად იცის თითოეული შესახვევი, ბნელი ადგილები და ნახევვრად დანგრეული გვირაბები. ის აქ გაიზარდა, თბილისის მიტოვებულ ქუჩებში, სადაც ადამიანები კანტიკუნტად დადიოდნენ. მას, როგორც პიროვნებას ბევრი არ იცნობდა, თვითონაც არ იცოდა ბევრი, მაგრამ როდესაც მისი სიკვდილი გამოცხადდა უამრავი ადამიანი იყო მისული.
ვერც კი წარმოიდგენდა რომ ამდენ ადამიანს მასზე სმენოდა, სახეზე ბედნიერება და სევდა ერთდროულად ეწერა, მაშინ როდესაც ის ჩრდილებიდან აკვირდებოდა დასაფლავებას. მისი ცხოვრება ადვილი არ ყოფილა, მაგრამ ის დიდად არ განსხვავდებოდა სხვებისგან, ხალხისგან რომლებსაც მოუწიათ ოჯახების დათმობა და წამოსვლა.
კარები ფართოდ იღება და შემოსული ადამიანი მის ფიქრებს და მოგონებებს ფანტავს. ჩაბნელებულ ოთახში სინათლეზე მდგომი სილუეტის სახის გარჩევა შეუძლებელია, მაგრამ ის უკვე ხვდება ვინ შეიძლება იყოს ამ დროს მოსული. გარეთ უმთვარო ღამეა, ჩაბნელებულ ქუჩებს ლამპიონებიც კი ძლივს ანათებენ, ქარი უბერავს და იქაურობის წაღებას ლამობს.
-რა ხდება? -ბიჭი ხმადაბლა კითხულობს და სილუეტისკენ იყურება, რომელიც ოთახში შემოდის, კარებს ღიას ტოვებს და სავარძელში ჯდება.
-არაფერი. -ლუკას ხმა დაღლილი და წაშლილია, დიდი ხანია ასეთი არავის არ უნახავს. -უბრალოდ მაინტერესებს კესიზე რა გადაწყვიტე, გვჭირდება რომ რამე მოვიფიქროთ, არა? -ბიჭი წარბებს წევს და ლუკას აკვირდება, ცდილობს გაიგოს რა იმალება მისი ნათქვამის უკან.
ხმას არ იღებს და ჩუმად ზის, ლუკას სახეს სწავლობს და თავს დაბლა ხრის. სახე წაშლილი და გაფითრებული აქვს,ხმას ვერ იღებს, მაგრამ ჩუმად ჯდომაც უჭირს.
-ჯერჯერობით არ ვიცი. -საბოლოო ჯამში ახერხებს პასუხის გაცემას, მაგრამ სამწუხაროდ ეს პასუხი არავისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი. ლუკა თავს უქნევს დგება და ოთახიდან გადის, თან ხმაურით იხურავს ზურგსუკან კარებს.

***
ე კ ე
ყოველ წამს სამ ადამიანზე, ორ შეუსრულებელ პირობაზე და ჩემს უუნარობაზე ვფიქრობ. თავიდან ვერ ვიგდებ მათ სიკვდილისწინა სახეებს, პირობებს და უკანასკნელ სურვილებს. სინამდვილეში ორივეს ერთნაირი სურვილი ქონდათ, დამეცვა მესამე ადამიანი, რისი გაკეთებაც ვერ მოვახერხე.
ფანჯრის წინ ვჯდები და ხედს გავყურებ. უმთვარო, მოღრუბლული ცა, ძლიერი ქარი და წვიმის დიდი შანსი. თბილისის ფართო ქუჩები კი ჩაბნელებულია. ჩემს სართულამდე ვერც კი აღწევს ლამპიონების მბჟუტავი სინათლე. დღემდე ვერ ვხვდებოდი რატომ უყვარდა დაჩის ძველი თბილისი და დაბალი კორპუსები, მაგრამ ახლა მგონია რომ ვხვდები. მას უყვარდა სინათლესთან და დედამიწასთან ახლოს ყოფნა, მე კი პირიქით, მირჩევნია ცასთან და ვარსკვლავებთან, თუნდაც დამალულთან ვიყო ახლოს. საბურთალოზე ყველაფერი ჩამუქებულია, მოპირდაპირე სახლებში შუქიც კი არ ანთია, მაგრამ არაა გასაკვირი, ღამის ოთხი საათია, მარტო მე მღვიძავს და მეც კი სიბნელეში ვზივარ და ფანჯრიდან ვიყურები.
ალბათ ახლა ისიც იმავეს აკეთებს, ზის და ფანჯრიდან იყურება, ფიქრობს როგორ გასცა დაჩის მოკვლის ბრძანება და თავს იმტვრევს იმაზე ფიქრით თუ რა მოუხერხოს კესის. ისიც ფანჯრიდან იყურება და კიდევე ერთ უძილო ღამეს ეგებება. მე მას ჩემი საკუთარი ხუთი თითივით ვიცნობ და ვიცი რომ ის ამ წამს ამას აკეთებს, თან ძველ თბილისს უყურებს და მისით დატკბობას ცდილობს. ცდილობს, მაგრამ არ გასმოდის. ან როგორ უნდა გამოუვიდეს მაშინ როდესაც იცის რომ მას უამრავი ადამიანი შეეწირა? უყურებს თბილისს და ეგებება იმ უბედურებას რაც თვითონვე დაახვედრა თავისივე საყვარელ ქალაქს. ის თბილისელი ბიჭი იყო, ცხოვრებით, სახელით, მშობლებით. იყო, რადგან ამ ყველაფრის დათმობა მოუწია, შემდეგ კი ამ ყველაფრის სამუდამოდ დაკარგვა.
როდესაც პირველად მოვხვდით თამაშში და გავიმარჯვეთ ყველას სხვადასხვა ბედი შეგვხვდა. დაჩიმ შეძლო ოჯახში დარჩენა, მე გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ მაინც შემეძლო მათთან კონტაქტი მქონოდა და ვნახულობდი კიდევ ხშირად. ლუკამ თავი მოიმკვდარუნა და ამით სამუდამოდ გამოემშვიდობა ოჯახს, მაგრამ შორიდან მუდამ უთვალთვალებდა და ეხმარებოდა. მან კი, მან მთლიანი ოჯახი დაკარგა. ისინი მას თვალწინ მოუკლეს და ამის შემდეგ მას დღემდე არ ასვენებს მათი სიკვდილისწინა კივილი.
ბევრს მისი არ ესმის, მეც კი არ მესმის მისი, მაგრამ ეს მას ამ ყველაფრის უფლებას მაინც არ აძლევს. მას არ აქვს უფლება ხალხი მოკლას, რადგან ამ ხალხმა მას ოჯახი მოუკლეს. მას არჩევანი ქონდა, მაგრამ სამწუხაროდ არასწორი გზა აირჩია.




8.
კ ე ს ი

დაცლილ ქუჩებში ნელი ნაბიჯებით მივდივარ. ვცდილობ აქაურობა დავიმახსოვრო და მისი თითოეული პატარა ნაწილი დავიზეპირო. არ მინდა რომ როცა გავქრები აქაურობაც ჩემთან ერთად გაქრეს.
-მზად ხარ? -გოჩას ხმა მოგუდულად ჩამესმის, მაგრამ თავს მაინც ვუქნევ. თავიდან როდესაც გოჩა გავიცანი, პატარა ვიყავი და უბრალოდ ჩხუბის სწავლა მინდოდა რომ მაგარი გამოვჩენილიყავი, მაგრამ მან სერიოზულად დაიწყო ჩემი მომზადება, რადგან სხვებისგან განსხვავებით მან იცოდა რა ხდებოდა რეალურ სამყაროში.

----მოგონება-----
-გამარჯობა. - ჩემ წინ ბიჭი დგას, გაცრეცილი-ქერა თმით და დიდი, ყავისფერი თვალებით. სწორი ცხვირი და ცხვირთან დიდი შრამი აქვს, რომელიც მთლიან სახეზე გადის და მის ტუჩებთან მთავრდება. -რა გქვია?
-კესი. -ვპასუხობ ხმადაბლა და ძირს ვიყურები, მისი გარეგნობით შეშინებული. -შენ?
-გოჩა და დღეიდან მე გამეცადინებ. -როდესაც იცინის შრამი ოდნავ უფერულდება. -ხომ გინდა რომ ძლიერი გოგო იყო? -თავს ვუქნევ ბედნიერი და ვიცინი.
-უკაცრავად... -ხმა მიწვრილდება და ვწითლდები. -შრამი საიდან გაქვთ?
ჩუმდება, ხმას არ იღებს და უბრალოდ უემოციო თვალებით დამყურებს. ყავისფერი თბილი თვალები, სარკისებრი და ცივი ხდება. სახე უქვავდება, თითქოს ძალიან ცუდ რაღაცას იხსენებს.
-კესი! -დედა მკაცრად დამყურებს და შემდეგ სევდიანი სახით გოჩასკენ იხედება. -უკაცრავად, არ უნდოდა უხეშად გამოსვლოდა.
-არაუშავს. -გოჩას სახეზე ისევ ღიმილი ეფინება და იკუზება, რომ თვალებში ჩამხედოს. -ეს შრამი ძალიან ცუდი თამაშის შედეგად მაქვს, თამაშის რომელსაც მალე სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი ითამაშებს.
-მეც მომიწევს თამაში? -გადიდებული თვალებით ვუყურებ.
-იმედია არა, მაგრამ რომ მოგიწიოს მინდა რომ მზად იყო. -შუბლზე ნაზად მკოცნის და მიღიმის. -ხო არ გვინდა ლამაზი სახე ჩემსავიტ დავამახინჯოთ? -ფეხზე დგება და ცხვირზე ხელს მადებს.
----მოგონების დასასრული----

როდესაც გავიზარდე და წესიერად გავაცნობიერე თუ თამაში რა იყო, გავიაზრე თ რომელ თამაშზე მელაპარაკებოდა გოჩა. იმის მერე კი მაწუხებს კითხვები როგორიცაა ის თ სინადვილეშ რამდენი წელია რაც თამაში არსებობს? და რამდენი ადამიანია გოჩასავით საიდუმლო თამაშის გამარჯვებული? და რაც მთავარია რატომ გადაწყვიტეს თამაში საჯარო და ხალხისთვის ცნობილი გაეხადათ...
-რაზე ფიქრობ? -გოჩა გვერდით მიდგება და ჩემთან ერთად იწყებს წინ ყურებას. კოკრეტულად არაფერს არ ვუყურებ, უბრალოდ ვათვალიერებ ლამპიონებს, კორპუსებს და ტროტუარებს.
-თამაშზე. -ხმა ჩახლეჩილი მაქვს, მაგრამ ჩემი მაინც ესმის. - უფრო სწორად როგორი იყო თამაში, მანამდე სანამ ხალხისთვის ცნობილი გახდებოდა. -თავს დაბლა ვხრი, ის კი გაკვირვებული მიყურებს. -გახსოვს რომ მითხარი შრამი ძალიან ცუდი თამაშის გამო მაქვსო? -თავს მიქნევს, ოდნავ შეცბუნებული. -მაშინ როგორი იყო, თამაში?
-კეს, ამის ცოდნა გიშველის რამეში? -დაღლილი ხმით მეკითხება. -თამაშს თავიდან სხვანაირი სახე ქონდა, და ძალიან, ძალიან დიდი ხნის დაწყებულია. ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა, და ძალიან ბევრი ვერ გადარჩა.
ჩუმად ვზივარ, ხმას არ ვიღებ, მაგრამ მოსმენას ვაგრძელებ. ვიცი რომ მისთვის ამაზე ლაპარაკი მძიმეა, მაგრამ ამ ბრძოლაში ყველაზე მეტად ინფორმაცია დამეხმარება.
-გოჩა, თამაში რამდენი ხანია რაც არსებობს? -ხმა ცივი და უკონტროლო მაქვს, გაყინული, უემოციო. მისკენ დაცლილი თვალებით ვიყურები, პასუხის მომლოდინე, ის კი ჩუმად ზის, თავი ჩახრილი აქვს და ჩუმად ფიქრობს.
-რამდენადაც ვიცი 15 წელია. -ხმა ჩამკვდარი და ჩუმი აქვს. -მე, პირველად იქ 15 წლის წინ მოვხვდი. -დაბლა იყურება, თვალებში ვერ მიყურებს. -თამაში ადრე სხვანაირი იყო, ისინი ხალხს არჩევდნენ და იტაცებდნენ, წთვრნიდნენ ორი კვირის მანძილზე და შემდეგ სასაკლაოზე უშვებდნენ.
-სასაკლაოზე? -გაკვირვებული ვეკითხები, წესიერად ვერც ვაცნობიერებ რას გულისხმობს.
-ხო, სასაკლაოზე. -თავს მაღლა წევს და სევდიანი თვალებით მიყურებს. -ისინი 50 ბავშვს ერთად ყრიდნენ დიდ მოედანზე და ვინც ნახევარი საათის განმავლობაში გადარჩებოდა ის მოიგებდა. გამარჯვებულებს კი არჩევის უფლებას აძლევდნენ, ყველა სხვადასხვა რამეს ირჩევდა, უმეტესობა რჩებოდა, რადგან წასვლა ვეღარ წარმოედგინათ. მე უკანაკსნელი ვიყავი ვისაც სამუდამოდ წამოსვლის შესაძლებლობა მომეცა.
-რატომ?
-იმიტომ რომ ამის შემდეგ ხალხს ამის უფლებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ვფიქრობ რომ ჩემი წელი პირველი იყო, ბევრი შეცდომა დაუშვეს იმ წელს. როდესაც ეს გააცნობიერეს უკვე გვიანი იყო.
-რას გულისხმობ?
-იმას რომ ბევრი პოლიციაში მივიდა. თავიდან არ დაუჯერეს, მაგრამ შემდეგ როდესაც ბევრი ბავშვი მოგროვდა, გამოძიება დაიწყეს. -ძირს ჯდება და გვერდით ვუჯდები, იქნებ ახლა მაინც გაეცეს ჩემ კითხვებს პასუხი. -ისინი ბავშვები იყვნენ, აკეთებდნენ იმას რაც კარგი ეგონათ, მათ სხვების გადარჩენა უნდოდათ. საბოლოოდ კი ისე მოხდა რომ ისინი დაიჭირეს და თუ არ ვცდები დღესაც ციხეში არიან, მასობრივი მკვლელობის გამო.
-კი მაგრამ, როგორ? -გაკვირვებას ვერ ვმალავ. -მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ? ეს თავის დაცვის მეთოდი იყო! თან... თან ორგანიზატორები უნდა დაეჭირათ და არა ბავშვები!
-მართალი ხარ. -თავს მიქნევს გოჩა და იღიმის. -ვინც არ დაუჭერიათ თამაშში უკან მიიწვიეს, და გვაიძულეს თავიდან "გვეთამაშა". ეს დაბრუნებიდან ორ წელიწადში მოხდა, ამიტომ მეც უკან წასვლა მომიწია. მაგრამ ეს თამაში უკვე განსხვავებული იყო.
-რას გულისხმობ?
-რადგანაც ბრძანება გაცემული იყო რომ ჩვენ სამუდამოდ ჩამოვშორდებოდით ამ თამაშს, და რადგანაც რამოდენიმე ჩვენგანმა თამაში გასცა, მოგვიწია უკან წასვლა და უკანასკნელად ბრძოლა. ოღონდ ამ შემთხვევასი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. -წარბებს მაღლა ვწევ ის კი აგრძელებს. -ამ თამაშში, 10 ბავშვიდან, მხოლოდ ერთი უნდა გადარჩენილიყო.
-გოჩა... ყველანი შენ მოკალი?
-არა... ყველას ვერც მოვკლავდი. იმ ათიდან სამი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, რომლებიც მე მოვკალი. -მისკენ შეშინებული, გაბრაზებული და გაკვირვებული ვიყურები, ის კი მზერას სევდიანი თვალებით მიბრუნებს. -საქმე მასე არაა როგორც შენ გგონია. რადგან ან ყველა ან სამი ჩვენგანი მოკვდებოდა, გადავწყვითეთ რომ რომელიმე ჩვენიანს უნდა გაემარჯვა. ამიტომ დავიყავით, მაგრამ პირობა ასეთი იყო, თუ ვინმე სიკვდილამდე მივა, სანამ მოკლავენ, მკვლელს მოვკლავთ და უკანასკნელ წამს ჩვენ გამოვასალმებდით მეგობარს სიცოცხლეს.
-რატომ?
-სხვა შემთხვევაში არ გვინდოდა. არც მე არ მინდა მეგობრის გარდა სხვისი ხელით მოვკვდე. არც იმათ არ უნდოდათ. საბოლოოდ კი ისე შემოტრიალდა ყველაფერი რომ მარტო მე დავრჩი ცოცხალი. ამიტომ გავიმარჯვე, და რადგანაც პირობა დადებული იყო გამომიშვეს.
-და სხვა დროს როგორი იყო თამაში? ისევ მარტო ერთი უნდა გადარჩენილიყო?
-არა, ზუსტად არ ვიცი დეტალებში მაგრამ, ისევ ისე იყო როგორც თავიდან, იმ განსხვავებით რომ მათ თამაშისთვის უწევდათ მუშაობა.
-გასაგებია... -თავს ვუქნევ და ჩაიქრებული ნაცრისფერ ტროტუარს დავყურებ.
-კესი, ვიცი რომ მეტის გაგება გინდა. -გოჩასკენ ვიყურები, იმედიანი თვალებით. -მაგრამ შენთვისვე აჯობებს თუ არ გეცოდინება. ისედაც აკიდებული გყავს მთავარი ორგანიზატორი უარესი არ აიკიდო.
-უარესი?
-მთავარი ორგანიზატორი, არ არის მფლობელი, ის უბრალოდ ყველაზე ძლიერია. მასზე მაღლა მდგომებიც არიან, რომლებიც ამ თამაშში საიდუმლოდ არიან გახვეულნები და ელოდებიან თავის დროს, როდესაც ეს მონადირეები გამოადგებათ.
-ვის უნდა გამოადგეს მონადირეები?
-სახელმწიფოს. -იძახის მხრების აჩეჩვით. -წარმოიდგინე ბრძოლის დროს რამდენი გამოცდილი მკვლელი გეყოლება არმიაში. თითო რაზმში ერთი მოგაგებინებს მარტო მთლიან ომს. -თავს ვუქნევ, მისი ლოგიკა მესმის, მაგრამ ვერ ვხვდები რისი თქმა უნდა. -ანდაც ადამიანებს რომლებსაც სახელმწიფოში გადატრიალების მოწყობა უნდათ. სახელმწიფო დაიკიდე, რომლებსაც მსოფლიოში გადატრიალების მოწყობა უნდათ.
-მართალი ხარ. -თავს ვუქნევ, მაგრამ მის ცალყბად მინიშნებებს მაინც ვერ ვიგებ. -მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ასე უნდა ვიჯდეთ. რამე უნდა გავაკეთოთ რომ თამაში შევაჩეროთ!
-ამიტომაც არ გამოიწვიე მთავარი ორგანიზატორი? -ცალყბად მიღიმის და მე გაკვირვებული ვუყურებ. -იმისთის რომ თამაშში რაღაც შეგეცვალა, მართალი არ ვარ?
-კი, მაგრამ თუ ორგანიზატორის მაღლაც არის ვინმე მეეჭვება მისი მოკვლით ბევრი რამ შეიცვალოს, ისინი უბრალოდ სხვას დანიშნავენ.
-რას აპირებ? რაღაც გეგმა ხომ უნდა გქონდეს?
-მაქვს კიდევაც. თამაშის გაუქმებას ვაპირებ. -ისეთი სახით მიყურების თითქოს შეშლილი ვიყო. -თუ გავიმარჯვებ, მაშინ თამაშის ორგანიზატორი ვიქნები, ბრძანებას გავცემ, მეეჭვება ისინი ვინც ჩემზე მაღლა დგანან ხმის ამოღებას აპირებდნენ. თუ რამეს იზამენ მაშინ დაიჭერენ. ხოლო, თუ წავეგებ, სურვილი მექნება, რომლის ასრულებაც მათი ვალია.
-ფრთხილად უნდა იყო. -თავს მიქნევს და სიგარეტს იღებს, უკიდებს და აბოლებს. -მოგიწევს ძალიან იფრთხილო. ჯერჯერობით ვერაფერს გიზამენ, მაგრამ როგორც კი გაიმარჯვებ, ყველას სამიზნე შენ გახდები. გაქცევა და დამალვა მოგიწევს... კიდევ...
-კიდევ...?
-გირჩევდი რომ შენებს მოშორდე. -გაკვირვებული ვიყურები მისკენ და ბოლოს მიღმა მყოფ სახეს ვუყურებ. -მესმის შენი, შენებთან გინდა და ყველაფერი, მაგრამ ეს მათ საფრთხეში ჩააგდებს. შეიძლება სამიზნეები ისინი გახდნენ და არა შენ.
-ანუ... ანუ იზოლირებული უნდა ვიყო?
-ჯერჯერობით არა. -მხრებს იჩეჩაბს და მოწევას აგრძელებს. -მაგრამ თამაშის მერე მოგიწევს.
თავს ვუქნევ, მესმის მისი, მართალია. თუ ორგანიზატორი გავხვდები ისინი მეც გამომეკიდებიან და ჩემთვის ძვირფას ადამიანებსაც. ვგრძნობ რომ ცრემლები მაწვება, მაგრამ თავისუფლების უფლებას არ ვაძლევ. ეს, ეს ჩემზე უფრო დიდია. აუცილებელია ისინი დავიცვა, მინდა მე ეს თუ არა, ვერ მივცემ თამაშს იმის უფლებას რომ დაჩის და ნინისავით ხალხი ხოცოს.


***
ბ ე ქ ა
როგორი გრძნობაა, როდესაც ბოლო წამს ყველაფერი თავდაყირა დგება? არ მოველოდი ცხოვრების ასე შემოტრიალებას, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა დიდად არც მიკვირს. რაღაც მხრივ მოველოდი კიდევაც მოვლენების ასე განვითარებას.
კესის სახეს ვუყურებ, როგორ დარბის და როგორ ვარჯიშობს, კამერები თითქმის ყველგან დასდევენ და მოსვენებას არ აძლევენ, მაგრამ ეს თითქოს ეხმარება კიდევაც მას, ის უფრო მონდომებით იწყებს სირბილს, უფრო ზუსტად ისვრის და უფრო გამწარებით ცდილობს იდიალურობას მიახწიოს.
მაგრამ არ გამოსდის, იდეალური არავინაა, არც ის. სავარძელში მოხერხებულად ვზივარ და გუკას დაღვრემილ სახეს თვალს ვარიდებ, მაგრამ ეს შეუძლებელია. მისი სევდიანი თვალები თითქოს მუდამ თან მსდევენ, თითქოს მე მაბრალებენ რომ კესიმ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
-რა გჭირთ თქვე*ემა! - მათე ოთახში გაჯგიმული შემოდის, ღიმილი ყურებამდე აქვს გაწელილი, გაჩეჩილი დახვეული თმა კი თვალებზე ეფარება.
-არაფერი. -გუკა გაღიზიანებული დუდღუნებს და გვერდით იხედება, თვალები ჩამუქებული და აწითლებული აქვს, თითქოს მთელი ღამის უძილარი ყოფილიყოს. სახეზე უემოციო ნიღაბი აქვს აკრული და ჰორიზონტს გაყურებს.
-ხოდა თუ არაფერი მაშინ ადექი და წამოდი! -მათე თვალების ტრიალით ამბობს და გუკას აკვირდება. -ძაან შეიცვალე, შე*ემა, მეეჭვება გოგოებს მასეთი მოეწონო.
-სულ არ ? -გუკა უცნაური ხმით კითხულობს და მათესკენ იყურება, უცნაური, გაყინული მზერით.
-ამით რის მიხწევას ცდილობ?! -მათე გაღიზიანებული და წინ უდგება, აიძულებს რომ შეხედოს, რომ მას უყურებდეს და შეამჩნიოს. -რას აკეთებ იმით რომ აქ ზიხარ და გლოვობ?! ის ჯერ ცოცხალია, ცოტა გაერთე მაინც! ისე მოკვდება რომ მასთან ლაპარაკსაც ვეღარ მოასწრებ!
-არ მოკვდება... -ძლივს გასაგონი ხმით ამბობს და თვალებს ხრის. -ის ასე უბრალოდ არ მოკვდება...
-უბრალოდ?! -მათე უკვე ყვირილს იწყებს. -ო, არა, ის უბრალოდ არ მოკვდება! ის შეუძლებელის კეთების დროს მოკვდება, რადგან ბაჭია ვერასდროს ვერ დაამარცხებს მშრიერ მგელს!
-სამაგიეროდ მან გაბედა ცვლილება მაინც შეეტანა. -ჩუმად ბურდღუნებს გუკა. -ამით მან დააშავა რამე?
-კი! -მათე სიბრაზისგან აჭარხლებულია. -ამით მან ერთადერთი შანსი დაკარგა ეცოხლა, და საფრთხე შეგვიქმნა ჩვენც! მას არ შეუძლია მსოფლიოს შეცვლა, გუკა.
-ის ცდილობს მაინც. -გუკა თავისას გაიძახის მე კი ჩუმად ვზივარ და კესის ოცნებას ვიხსენებ. ის მართლა ოცნებობს რომ მსოფლიო შეცვალოს.

___მოგონება____

-ბექა... -კესი ჩემკენ იყურება და დაკვირვებით მიყურებს. მისი თვალები თითქოს ჩემ სულში აღწევენ და ბნელ საიდუმლოებებს უმზერენ.
-ჰოუ. -უდარდელად ვპასუობ, მაგრამ უჩვეულო გრძნობა მიპყრობს. მაღლა მთაზე ვართ ასულები და მთელ ქალაქს გადავყურებთ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ არა მხოლოდ ქალაქს, არამედ მთლიან ქვეყანას ვუყურებ. მზე ლურჯი ციდან დაგვნათის და ხედს იდეალურს ქმნის.
-რისი გეშინია? - მისი ხმა შორეული და დაკარგულია, მისი თვალები კი შენობებს აშტერდება, მაგრამ ისე იყურება თითქოს აქ არ არის, თითქოს საზღვებს მიღმა მიფრინავს და მთლიან მსოფლიოს უმზერს, მაგრამ ამავე დროს ის აქ არის, ჩემს გვერდით.
-არ ვიცი, ალბათ ომის. -ვპასუხობ ოდნავ დაბნეული. მისკენ ვიყურები, ის კი თავს მიქნევს, თითქოს მოელოდა კიდევაც ამას. -შენ?
-სიჩუმის. -იძახის ისე რომ წამითაც არ ყოვნდება. -მეშინია დამაყრუებელი სიჩუმის, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს. -ვუყურებ, მაგრამ ის ჩემკენ ერთხელაც არ იხედება, მისი მზერა გაყინულია, მისი ხმა კი შორეული. -რაზე ოცნებობ? -ახალ კითხვას მისვამს, ისე რომ არც ამოწმებს ვუსმენ თუ არა, თითქოს მე არც მეკითხებოდეს.
-არ ვიცი, არასდროს არ მიფიქრია მაგაზე. -ისევ თავს მიქნევს, მაგრამ მის თვალებში უკმაყოფილებას და იმედგაცრუებას ვკითხულობ, თვალებში რომლებიც მე არც კი მიმზერენ. -შენ? რაზე ოცნებობ? გაქვს კი საერთოდ ოცნება?
კითხვას კითხვაზე ვაყრი, გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ, ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ამ წამს ეთქვათ ადამიანად არ გამოდექიო.
-კი, მაქვს, თან ბევრი. -იძახის ლუღლუღა ხმით და დაბლა იყურება, მისი თვალები პირველად წყდებიან ქალაქს. -მაგრამ ერთი ოცნებაა, რომელიც მინდა რომ აუცილებლად ვაქცო რეალობად, რომელიც მინდა მოვასწრო სანამ რამე მოხდება. -ისევ ქალაქს უყურებს, თვალებში სიყვარული და მეოცნებე მზერა აქვს ჩაბუდებული, მისი გამოხედვა ჰორიზონტს ქრება, ის უკვე ნამდვილად აღარ არის აქ, თითქოს მას უკვე არაფერი აღარ აკავებს. -მინდა რომ მსოფლიო შევცვალო.
სიცილი მიტყდება, თავს ვერ ვიკავებ, ის კი არც კი მიყურებს. თვალები ყინულივით ცივი და უგრძნობი უხდება, თითქოს წამის წინ მე ვიყავი სიყვარულით სავსე.
-მსოფლიოს შეცვლას როგორ აპირებ?- გაკვირვებული სიცილ-ნარევი ხმით ვეკითხები.
-არ ვიცი. -მხრებს იჩეჩს და ჩემკენ იყურება, ისევ უგრძძნობი მზერა აქვს ჩაბუდებული.-ამისთვის უამრავი გზა არსებობს, უბრალოდ არ ვიცი ჯერ რომელს ავირჩევ.

____მოგონების დასასრული____

-გუკა. -ხმას პირველად ვიღებ და ორივე ჩემკენ იყურება. -ის ცდილობს იმიტომ რომ ეს მისი ოცნებაა. -ვიძახი ცივი ხმით. -ეს კი სისულელეა. ის სიკვდილს აპირებს იმ ოცნებისთის რომელსაც ასრულება არ უწერია.
თავს აქნევს, ცდილობს რომ აზრი შემაცვლევინოს, მაგრამ მე ვიცი რაც ხდება, ვიცი სინამდვილეში რა სურვილი ამოძრავებს კესის. მას ადამიანები არ აინტერებს, ის მხოლოდ თავისი ეგოისტური მიზეზების გამო აკეთებს ამას.
-შენც გინდა რომ მის კვალს გაყვე? -ვეკითხები მოთმინება გამოცლილი. - გინდა რომ შენც კიდევ ერთი შეშლილი იყო, რომელიც არა მარტო თავისი სიცოცხლის დასრულებაზეა თანახმა, არამედ სხვებსაც წირავს. -ძირს ვიყურები, თავში ისევ კესის სახე მახსენდება როდესაც იმ დღეს შევხვდით. -ის დაუფიქრებლად გაგწირავს, თუ ეს მას ოცნების ასრულებაში ოდნავ შანს მაინც მიცემს. ის ყველას გაწირავს.
-საიდან იცი, რატომ ხარ მასე დარწმუნებული?! -გუკა გაანჩხლებულია, თვალები ჩაწითლებული აქვს, სახე აჭარხლებული, თმა თვალებზე აქვს ჩამოყრილი, ხელებით კი სავარძლის სახელურებს არის ჩაფრენილი.
-იქიდან რომ მე მას ვიცნობ. -მონოტონური ხმით ვეუბნები, ბრაზი ნელ-ნელა მაწვება. - ვიცი, რისი გამკეთებელიც არის გუკა. ვიცი რომ უკან არაფერზე არ დაიხევს და ვიცი რომ თუ ასე გავაგრძელებთ ისიც თან ჩაგვითრევს.
-მასე როგორ?! -კითხულობს გაცოფებული. -გვერდში აღარ ვედგეთ? ხმა აღარ გავცეთ? მივაიგნოროთ? თითქოს არც არასდროს ვიცნობდით?!
-ხო! -ვყვირივარ გამწარებული. -იმ წამიდან მოყოლებული რაც მან სურვილი არ შეცვალა ის მკვდარია! აზრი არ აქვს მას სდიო!
თავს მიქნევს, მაგრამ ხმას არ იღებს, მისი თვალები ჩემკენ არც იხედებიან, კედელს გაჰყურებენ, კესის სახესაც კი არიდებენ მზერას. ის ფიქრობს, სახე დაძაბული და შესიებული აქვს.
-მართალი ხარ... -იძახის დაბალი ხმით და თავს ვუქნევ, გახარებული რომ დავარწმუნე ჩემ სიმართლეში. -მაგრამ საშინელი მეგობარი ხარ. ის ჯერ კიდევ ცოცხალია, მას შანსი ჯერ კიდევ აქვს, ამიტომ მასე მოქცევის უფლება არ გვაქვს. ის შეიძლება ეგოისტი იყოს. -თავს მაღლა წევს და თვალებში მიყურებს. -მაგრამ ის მაინც შენი მეგობარია და შენ ვალდეული ხარ გვერდში ედგე, ვიცი რომ გაგიგებს ასე რომ ექცევი, მაგრამ იცოდე რომ მაინც არასწორი ხარ, და ჩემ თვალში მუდამ არასწორი დარჩები.
თავს ვუქნევ, მაგრამ ხმას აღარ ვიღებ, მათესკენ ვიყურები, რომელიც ჩუმად, დაფიქრებული სახით დგას და იატაკს აშტერდება. სახე უემოციო აქვს, მაგრამ მის ფიქრებს თვალები გასცემს. მის თავსი უამრავი აზრი ირევა ერთმანეთში, აუმრავი კესი გროვდება ერთად.
ის ისეთივე დაბნეულია როგორც მე.



№1 სტუმარი tiko

ვაიმეე როგორ გამახარე რომ დავინახე თვალებს ვერ ვუჯერებდი ძალიან კარგია მალე დადე შემდეგი გთხოვ

 


№2  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Rato daikarge?
Mixaria ro dabrundiii
Dzaan magaria. Mainteresebs. Ra moxdeba....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent