იასამანი(თავი 3)
კოსტას გვარი არ ვიცი,მაგრამ როგორ შეიძლება მისი ნაკვთები დაგავიწყდეს.მისი შავი თვალები და გრძელი წამწამები,საშუალოდ დაკუნთული ტანი და მისი თმა,სიარული გამოხედვა და მისტერ აღმატებულება საოცარი ღიმილი.ღიმილის გარეშე არ შეუძლია სულ უციმციმებს სახე და მის თეთრ კბილებს აბრჭყვიალებს.ტვინი მიდუღდება მასზე ფიქრით,თან რომ გავიაზრე რაებს ვფიქრობდი თავიგავაქნიე აზრების გასაფანტად,მაგრამ უარესი მოხდა.მასზე ფიქრში ჩამეძინა.დილით ლაპარაკის ხმამ გამაღვიძა.თხელი ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი.თეა და გია ჩამოსულან.გია სკაიპში ლაპარაკობდა,თეა სამზარეულოში ფუსფუსებდა და მისკენ წავედი.ლოყაზე ვაკოცე და ღიმილით შემომხედა. -ხო არ იცელქე? გაეცინა.თვალები მოვიფშვნიტე და ბართან დავჯექი. -კი შენი ეგვიპტური ვაზა გამიტყდა. სახე შეეცვა,ხელში დანა ეჭირა საჭრელ ფიცარს წვერით ჩაარჭო და დაეყრდნო.ცოტა შემაშინა. -მართლა? ცალი წარბი აწია.დანებების ნიშნად ხელები ავწიე და გაგვეცინა. -ისევ იქ დევს. -პატარა მატყურავ! თავი გადააქნია თეამ. -როგორ ხარ? ლოყაზე მაკოცა გიამ და ისიც დაჯდა. -უკეთესად ვიქნები თუ სახლში დაიძინებ. გაეცინა, ჩემი ცხვირი თითებს შორის მოიქცია და გააქანავა.ასეთი პოზიტიურები ვარ ყოველ დილით.ხშირად ინიციატივას მე ვიჩენ და მერე მთელი ოჯახი ვკისკისებთ. -ლიანასთან მინდა რამოდენიმე დღე ასვლა. ვთქვი და თეას შევხდე,რომელიც სალათას მიმატებდა. -როდის? ღიმილით მითხრა გიამ. -ახლა.ვუთხარი და სალათი შევჭამე. -მოგვიკითხე ჩვენგან. მითხრა თეამ. -რამე აუტანე. ღიმილით მითხრა გიამ. თავი დავუქნიე და მომზადება დავიწყე.პატარა ჩანთაში ცოტა ტანსაცმელი ჩავაწყვე და ყვავილებიანი კაბა ტანზე მოვირგე.აივანზე გავედი და ყვავილს წყალი დავუსხი,მაგრამ თვალი კოსტას აივნისკენ გამეპარა.მისთვის გამოვედი,მაგრამ არ ჩანდა.არადა ამ დროს მისი მუსიკები მაღვიძებს ხოლმე,მაგრამ სახლში არ არის ალბათ.დამასევდიანა ამ ფაქტმა,გამოვედი მშობლებს დავემშვიდობე და კორპუსიც დავტოვე.ჩემს მინიკუპერში ჩავჯექი და სანამ გავიგვანდი პარკინგიდან კიდევ ერთხელ შევხედე კოსტას აივანს,არ იყო.კიდევ ერთხელ ვიგემე იმედგაცრუება და ცუდი ემოციები მომაწვა.არ ვიცი რატომ,მაგრამ ცოტა მეწყინა კიდეც.თუნდაც ერთხელ შემეხედა მისთვის და ის ღიმილით დამშვიდობებოდა,მაგრამ არა.ჩემი ფიქრები გავიაზრე და სრულიად უცხო ადამიანზე ვნერვიულობდი.მანქანა დავქოქე და მუსიკებით გავაგრძელე გზა.სუპერმარკეტში შევიარე,წვენები,ხილ-ბოსტნეული,ხორცი და ტკბილეულობა ვიყიდე.ყველაფერი საბარგულში მოვათავზე და სოფლისკენ გავეშურე.სოფელში შევედი თუ არა მაშინვე ვიგრძენი ჭორიკანა მეზობლების თვალები,ბავშვების ყიჟინა და გადატენილი სოფლის "ბირჟა" სიცხის მიუხედავად.სახლთან მივაყენე მანქანა და გადმოსვლისთანავე მეზობლებს ღიმილით მივესალმე.პარკების გადმოზიდვა დავიწყე,ჩემი დეიდაშვილები,რომ გამოლაგდნენ შვილებით.ისე გამიხარდა მათი დანახვა,ბაბუაც გამოვიდა,თბილად მოვეხვიე ყველას მოვიკითხე.ბებია სიხარულის ცრემლებით მოდიოდა ბაღიდან მწვანილით ხელში ისიც თბილად მომეხვია და ერთი კი მითხრა. -მწვანე თვალება შვილთაშვილი მინდა! პარკები შემატანინეს.ორი დეიდაშვილი მყავს სანდრო და სალომე.სალომე ქმრის გარეშე იყო და ორი შვილით(გუკა და ნატალი),სანდროს ცოლი(მარიამი) და პატარა გოგონა(ეკატერინე) ყავს.ეზოში დავსხედით.ბებიამ ხაჭაპურები დააცხო,ბაბუა ღვინოს ასხამდა. -მოკლედ სულ დაივიწყე დეიდაშვილები! ნაწყენმა მითხრა სანდრომ.მართალიც იყოუნივერსიტეტის გადამკიდე ვერავის ვნახულობდი თან ეს ბოლო კურსი მაინც. -ახლა ყველა ერთად ვართ. გავუღიმე.წამოდგა და ვახოს შეუერთდა,რომელიც შეშას ჩეხავდა. -გოგო ბაჩი რატო არ წამოვიდა? მკითხა მარიამმა და ეკა კალთაში ჩაისვა.ბაჩის ხსენებაზე გული გამებზნა და ცრემლის დიდი ბურთი მძიმედ გადავყლაპე. -დავშორდით! ვთქვი და გაოცებას ვერ მალავდნენ. -რატო? მკითხა სალომემ. ჰო გაოცებულები იყვნენ რადგან მე და ბაჩი ვიყავით წყვილი,რომელიც მართლა საუკეთესოზე საუკეთესო იყო.ყველგან ერთად დავდიოდით,ლამის მითებს ყვებოდნენ ჩვენზე.არ მინდა ზღაპრულად გამოვიდეს,მაგრამ მართლაც ასე იყო გულწრფელად გვიყვარდა ერთმანეთი.მერე ვიჩხუბეთ ძალიან ვიჩხუბეთ და ყველაფერი დასრულდა.იმას სიტყვით მე ვერ ავღწერ რა გადავიტანე.სულიერად ვიყავი დაშლილი,განადგურებული.სახლში ჩავიკეტე და არავის ვიკარებდი.სულ ვტიროდი,თვალები ისე მქონდა ჩაშავებული და ისე ვიყავი დასუსტებული რაღა მკვდარი და რაღა მე.მერე? თიას ყელში ამოუვიდა ჩემი ყურება და ძალით მაკეთებინებდა ყველაფერს და მდგომარეობიდანაც მან გამომიყვანა.ზოგი იკითხავდა ხო შემეძლო მეპატიებინა,მაგრამ არა ასე არ დავეცემოდი.სხვაში გამცვალა და მე მეპატიებინა?არასოდეს! -ბო*ი არჩია! ვთქვი და ეკას გავხედე,რომელიც მიყურებდა.-მარიამ ბოდიში! ვერ გავთვალე,რომ ბავშვიც ისმენდა.თვალებით მანიშნა არაუშავსო.-კაი ახლა რა ბაჩი გავშალოთ მაგიდა! ვთქვი და ყველა ლიანას დასახმარებლად წავედით.ვახომ მწვადები დააწყო,ხაჭაპურები,ხინკალი და მოკლედ ნამდვილჯ ქართული სუფრა გავაწყვეთ.იმდენი ვიმხიარულედ,ბებიამ თავისი ახალგაზრდობის და ბავშვობის ფოტოები გვანახა.ბაბუამ მოგვიყვა როგორგაიცნო ბებია და როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი.ლიანა ისევ სიყვარულით უყურებდა და კიდევ ერთხელ შემიყვარდა ჩემი ბებია და ბაბუა.მათ ერთმანეთი ყავდა,სანდროს მარიამი და ეკა,სალომეს თავისი შვილები მე კი ეს საოცარი პჯახი მყავდა.ოჯახი კი მყავდა,მაგრამ მაკლდა გვერდით ვიღაც ვინც შემივსებდა ცხოვრებას.ის დღე მხიარულად გავატარეთ და დავიზინეთ.მეორე დღეს როგორ სოფელს შეეფერება მამლისყივილმა გაგვაღვიძა.ყავით დაიწყო ჩემი დილა.ვუყურებდი ყველას და გულში სიყვარული მეღვრებოდა.მარიამი სამზარეულოში ფუსფუსებდა,სანდროს თავი უსკდებოდა,მაგრამ მის თმებზე მოთამაშე იკატერინეს არაფერს ეუბნებოდა,სალომე თეფშით დასდევდა ბავშვებს,ბაბუას საქონელი მიყავდა მინდორში,ბებია ქათმებს უვლიდა.მე კი ყავით ვიჯექი და ამ საოცარ სანახაობას ვუყურებდი.ვფიქრობდი,რომ მხოლოდ ამისთვის ღირდა ცხოვრება.საუზმის შემდეგ ჩემი ინიციატივით მდინარეზე წავედით.სიცხის გამო მანქანებში გავნაწილდით და სულ სიცილ-კისკისით მივედით.ბავშვები გაერთნენ ძალიან.სანდრო აბანავებდა ჩვენ კი ჩრდილში ვისხედით. -თეა რატო არ წამოვიდა? მკითხა მარიამმა თან ბავშვს თვალს არ აშორებდა. -ხო იცი ეგ და თავისი მოდელები. გაგვეცინა ყველას. -უი ისე მომავალ კვირას ახალ კოლექციას მოიტანს და გამომიარეთ მე რად მინდა იმდენი. გავიღიმე. -ოქეი. თვალი ჩამიკრა სალომემ. 5 დღე დავრჩი სოფელში და შესანიშნავად გავატარე დრო,კარგი დასვენებაც გამომივიდა.ისინი კიდევ ერთი კვირით რჩებოდნენ და მარტო წამოვედი.ლიანამ ყველი და რძე გამომატანა და გამომიშვა.გზაში ლილის დავურეკე კარგად გამლანძღა,რომ არც კი გამხსენებია,მაგრამ მერე მოლბა.სახლში მალე მივედი.პარკინგზე დავაყენე მანქანა და პარკები გადმოვიტანე.კოსტას აივანს გავხედე.მეუცხოვა ძალიან.კორპუსში შევედი და ლიფტში მე9 ღილაკს მივაჭირე თითი.სახლისკარები გავაღე,სამზარეულოში დავტოვე პარკები და ჩემიჩემოდნით ოთახში შევედი.აივანზე გავიდე და კოსტას აივანი ძირფესვიანად შეცვლილიყო.ჭილის მაგიდა და სკამები იდო,აივანზე კი ლამაზი ყვავილები გადმოეკიდა.ალბათ სხვა გადმოვიდა. გავიფიქრე და სამზარეულოში მოფუსფუსე გოგონაც დავინახე.იმედგაცრუება მეორედ ვიგემე.ყვავილები მოვლილი დამხვდა,წყალი დავუსხი და მისაღებში გავედი.ფურცელი დამხვდა ტექსტით."გია სამსახურშია მე ამერიკაში მომიწია წასვლა".საჭმელი გავაკეთე და ლილის დავურეკე გამო თქო.ისიც სიხარულით გამოიქცა,რადგან რაღაც ქონდა მოსაყოლი.მაგიდა გავშალე და კარებზე ზარი დარეკეს.ლილი ქოთქოთით შემოვიდა და გადამეხვია. -მომენატრე უნამუსო! გადამკოცნა და ჩამოჯდა.ჩემი უხასიათობა ღიმილით გადავფარე და ლილის დავუჯექი. -ვაიმე მოკლედ! კივილი დაიწყო ლილიმ.შემეშინდა ჯერ მერე ბეჭდიანი ხელი ამიფრიალა წინ.ორივემ იმხელა ვიკივლეთ ვის ახსოვდა ჩემი უხასიათობა.ყოველ წუთში ვულოცავდი და ბედნიერებას ვუსურვებდი.ყველაფერი დეტალურად მომიყვა,შოკში ვიყავი.დათო იყო მისი აუხდენელი ოცნება.გიჟდებოდა მასზე ახლა ვაბშე ჭკუა ეკეტება.დათო ყურედღებას არ აქცევდა,მაგრამ ამ ქაჯმა ისეთები ჩაუტარა თავი შეაყვარა.საღამოს დათომ დაურეკა და იქ გაიქცა. -სახლის გზა დაგავიწყდა შენ! გასვლისას მივაძახე.ჩემს ოთახში შევედი.მალევე გავიგე გიას მოსვლის ხმა.გამიკვირდა,რომ დაბრუნდა.არ გავსულვარ დაღლილი იქნება თქო.სიგარეტი ავიღე და აივანზე დავჯექი.წინა კორპუსს ვუყურებდი,ყოველ აივანს და ფანჯარას ვუყურებდი,რომ კოსტას აივნისკენ თვალი არ გამპარვოდა.ვერ ვხვდებოდი რატომ მწყინდა ის ფაქტი,რომ ვერ გამოვემშვიდობე და ახლა საერთოდ გადავიდა.რამოდენიმე დღის წინ ლანძღვა-გინებას არ ვაკლებდი,ახლა კი თითქოს დამაკლდა.ჰო ერთი ხმაურიანი მეზობელი კი არა რაღაც სხვა.სიგარეტს გავუკიდე და შესვლის წინ კიდევ ერთხელ ავათვალიერე კორპუსი. -მომენატრე! ისევ ვიჯექი ბოხი ხმა,რომ გავიგე.არ შემიხედავს უბრალოდ სასიამოვნოდ გამეღიმა.-იგივეს მოველოდი. სიცილით თქვა.შევხედე და მივხვდი,რომ ერთი ღიმილიანი მეზობელი მაკლდა. -მე არ მომნატრებიხარ! ვთქვი და კვამლი ჰაერში გავუშვი.გაიცინა და ჩემს აივანზე გადმოინაცვლა.პუფში კოხტად ჩაეშვა. -ცრუობ! ღიმილით ჩასრისა სიგარეტი საფერფლეში.-იმ დღეს ასეთი ცივი არ იყავი.გამაჟრიალა მისი შეხების გახსენებამ. -იმ დღეს ძალიან ითავხედე! მაინც არ ვნებდებოდი. -გთხოვ არ გინდა! სიგარეტი გამომართვა და ისიც საფერფლეში ჩასრისა. -მიშლი? კლანჭები გამოვყე და სიამაყეს არ ვთმობდი. -ეხლა უკვე მაბრაზებ! თქვა სერიოზული სახით და მომაშტერდა.მე სხვა მხარეს ვიყურებოდი,ის კი იმდენი ხანი მიყურებდა ყოველი ნაკვთი შეისწავლა.უკვე უხერხულად,რომ ვიგრძენი თავი ისევ ცივად ვკითხე. -დიდხანს უნდა ვიყოთ ასე? სერიოზული სახით გავხედე. -წავიდე? ცალი წარბი აწია. -როგორც გინდა! ვერ წასვლას ვეუბნებოდი ვერც დარჩენას,მაგრამ სიამაყეს არ ვაბიჯებდი. -ტკბილი ძილი! მითხრა და თავის აივანზე დაბრუნდა.ტელეფონს ჩააშტერდა და აღარც კი მიყურებდა.ვერც შევდიოდი და ვერაფერს ვაკეთებდი.მერე ტელეფონმა დაურეკა. -10 წუთში მანდ ვარ! უთხრა და ოთახში შევიდა.ჩემ თავს ვერ ვიტანდი.რასიამაყე ამიტყდა,მერე რა,რომ ვლანძღავდი ხო შემეძლო ურთიერთობის დალაგება.ბოლოჯერ გამოვიდა აივანზე,არცშემოუხედავს ტელეფონი აიღო და წავიდა.მერე პარკინგიდან შავი რაბუსი წავიდა და დავრჩით მე და ჩემი ცივი მხარე.სახლში შესვლა არ მინდოდა,აღარ მეძინებოდა.თეას დავურეკე.ვიცოდი,რომ უამრავი საქმე ქონდა,მაგრამ არც თვითონ მეუბნებოდა და მეც ვუყვებოდი სოფლის ამბებს.ხან ეცინებოდა,ხან ნანობდა რატომ არ წამოვედიო,მაგრამ სულ "თქვენ გენაცვალეთ" ეკერა პირზე. -დედი ახლა უნდა გაგითიშო და მაპატიე ყვავილებს ვერ მივხედე ხო არ დაჭკნა? მკითხა და მთელი ცხოვრების დაგროვებული სინდისი ახლა მომაწვა.მივხვდი,რომ კოსტა უვლიდა,ყოველდღე მისთვის გადმოდიოდა და წყალს უსხამდა. ცოტათი მაინც მაფასებდა,მე კი რა ცუდად მოვექეცი. -არა არ დამჭკნარა,კაი გკოცნი. -მეც დედი. მითხრა და გამითიშა. ვეღარ მოვისვენე ახლა რაღაცა დამაძინებდა კოსტასთვის,რომ არ მომებოდიშებინა და მადლობა გადამეხადა.სულ საათს ვუყურებდი,პარკინგზე მანქანა არ ჩანდა.ყავა გავიკეთე,რომ არ დამძინებოდა და უკან,რომ დავბრუნდი უკვე მანქანიდან გადმოდიოდა.კორპუსში შევიდა,მერე მის სახლში სინათლე აინთო და სამზარეულოში გამოჩნდა.ერთი სული მქონდა აივანზე,როდის გამოვიდოდა.თეთრი პერანგი გაიხადა და მაცივარში რაღაცას ეძებდა,მერე კარადები დაათვალიერა და გაბრაზებულმა გინებაც კი ატეხა.ვერ წარმომედგინა ასეთი კოსტა.ისევ სამზარეულოში იყო,ახლა შემოტრიალდა და დამინახა.სახე სისხლიანი ქონდა,სერიოზული მზერით მიყურებდა.შემეშინდა,თან ავნერვიულდი.ნეტა რა დაემართა.აივანზეც არ გამოდიოდა.მერე სამზარეულოდანაც გაქრა.ვერ მოვისვენე,შუა ღამეა ვერ დავუძახებ,არ ნომერი ვიცი ასე კი ვერ დავტოვებ.წამოვდექი და მის აივანზე გადავედი.ჩუმად შევედი,გემოვნებიანად ქონდა მოწყობილი სახლი.მისაღებში არ იყო,ოთახისკენ წავედი და ნელა შევაღე.იწვა და ხელები თავზე ედო. -კარგად ხარ? ჩუმად ვკითხე ცალი თვალით გამომხედა და ისევ ჭერს გახედა. -პირველადი დახმარების ყუთი სად გაქვს? ისევ ჩუმად ვიკითხე. -არ ვიცი, ანამ სადღაც შეინახა. მითხრა ისე,რომ არც გამოუხედავს.მისაღებში გავედი და ყუთს ძებნა დავუწყე.კარადის თავზე ძლივს ვიპოვე,კოსტა უკვე მისაღებში იჯდა.გვერდით მივუჯექი და ფრთხილად დავუმუშავე ნაკაწრები.შეხებისას აჟრიალებდა.ყველაფერს,რომ მოვრჩი ყუთი უკან დავაბრუნე. -მადლობა! მითხრა და მაიკა გადაიცვა. -მადლობა მე უნდა გადაგიხადო ჩემს ყვავილს,რომ უვლიდი და მაპატიე უხეშობისთვის! დამნაშავის თვალებით შევხედე და აუვნის კარს მივეყრდენი. -არაუშავს! მითხრა და ნელა მომიახლოვდა.მისი ტუჩები ჩემს შუბლს შეახო და გაჩერდა.ტანში სასიამოვნოდ დამბურძგლა შეხებისას და გავინაბე.ვინატრე,რომ ეს წუთი სამუდამოდ გაწელილიყო,მაგრამ მალევე მომშორდა. -წავალ მე გვიანია! ვთქვი დაბნეულმა და აივანზე გავედი. -დარჩი რა. მკლავზე ხელი მომკიდა და მისკენ მიმითრია.ტანზე ამიკრა და დაბლიდან ავხედე.გაიღიმა და გული გამითბა.ასე არასდროს არ ვყოფილვარ უცხოს მიმართ.იქნებ უცხო არ იყო?იქნებ უკვე კარგად ვიცნობდი. -ცოტახნით. გავუღიმე და თავი დამიქნია.აივანზე დავსხედით. -როგორ გარისკე აქ გადმოსვლა? გაეცინა კოსტას. -სინდისმა შემაწუხა. გამეცინა მე და სკამზე კარგად მოვკალათდი. -მადლობა სინდისს! ისევ გაიღიმა. -რამეს დალევ? ყავა ჩაი? -ყავა. გავუღიმე.წამოდგა და გასამზადებლად წავიდა.თვალი გავაყოლე.არა მართლა სრულყოფილებაა!ციდან ჩამოვარდნილია!მის ყოველ ,მოძრაობას ვაკვირდებოდი.ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და მოვუკიდე.ასე ხშირად არ ვეწეოდი.ცას ავხედე,ვარსკვლავებით იყო გადაჭედილი.თავს კარგად ვგრძნობდი,მსიამოვნებდა აქ ყოფნა,მასთან ერთად.ყავა მოიტანა და დაჯდა. -არ გინდა რა! ვილაპარაკოთ! სიგარეტი გამომართვა და საფერფლეში შაკუჭა.არაფერი მითქვამს ყავას ხელები შემოვხვიე და მოვსვი. -რა მოგივიდა? ნაკაწრებზე ვანიშნე. -ერთს ვეჩხუბე. მითხრა და ყავა მოსვა. -დილით ჩემი და დაინახე ხო? ეშმაკურად ჩაეცინა. -არა ლილი იყო ჩემთან და აივანზე არ გამოვსულვარ. ვიცრუე უნიჭოდ და ცას გავხედე. -ისევ ცრუობ! გაეცინა. -გულწრფელად მითხარი წარმოიდგინე ლილის ელაპარაკები! -ხო დავინახე. გამეცინა ჩემს აღიარებაზე. -როცა იტყუები თვალს მარიდებ! გაეღიმა და წინ წამოიწია. -რას საქმიანობ? თემა გადავიტანე და გაეცინა.მგონი კბილები,რომ ჩაულეწო მაინც გაიღიმებს,ყველაფერზე იცინოდეს თან ასე საოცრად და მერე სერიოზულდებოდეს და მაინც სიმპატიური და საოცრება იყოს არ ვიცი.მგონი ავურიე! გავიფიქრე და კოსტა თვალი გავუსწორე. -მამაჩემის ბიზნესი მაბარია. -მაგრამ ყოველთვის სახლში ხარ! გამეცინა. -ყველაფერი ინტერნეტის დამსახურებაა.ყოველ თათბირზე და პატარა პრობლემაზე მანქანით ვერ ივლი ქალაქში,თან ამსიცხეში იმხელა საცობია ამოიგუდები. გაეცინა და ყავა მოსვა. -შენ ჟურნალისტი ხარ,ვიცი.ერთი ჩვეულებრივი გოგო,დიდი სიამაყით და თბილი გულით.სწრაფად ფეთქებადი და ნაკუწებად დაშლილი სულით. მკრთალად გამიღიმა,როცა ყველაფერი ზუსტად აღწერა.თვალი ავარიდე,არ ვიცი რატომ,მაგრამ თვალები ამიცრემლიანდა,სახლში წასვლა მომინდა. -უნდა წავიდე! არც შემიხედავს ისე გადავაბიჯე მოაჯირს და ჩემს აივანს მოვეჭიდე. -ცუდად ვთქვი რამე? აივნის მოაჯირს დაეყრდნო.ხმა ვერ ამოვიღე,ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე და ვერც ვინძრეოდი.-ხელი მომკიდე. ხელი გამომიწოდა კოსტამ,უკან არ მინდოდა მიბრუნება,მკლავში ჩამავლო ხელი და მის აივანზე გადამსვა. -არ იტირო რა! გულში ჩამიკრა და ამ დამშვიდებამ და ჩახუტებამ პირიქით ემოციები დამიგროვა და ავტირდი,ხელებს ვხვევდი და ვტიროდი.არც მომრიდებია,უბრალოდ მინდოდა ემოციებისგან დაცლა,რაც ამდენიხანი ვითმინე.თავზე მკოცნიდა და ხელებს მჭიდროდ მხვევდა.წელზე ხელი მომხვია და შიგნიტ შემიყვანა,დივანზე დამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა.გვერდით დაკეცილე პლედი გაშალა და გადავიფარეთ.სახეზე ნაზად მეფერებოდა,მე კი თვალდახუჭული ჩუმად ვტიროდი.ყოველ წამოსულ ცრემლს მწმენდდა.ჩამეძინა და არაფერი გამიგია.დილით ლოგინში გავიღვიძე,მაგრამ ძალიან შებოჭილი.კოსტას ხელი წელზე მქონდა მოხვეული,ხოლო თავი ჩემს ყელში ედო. არ ვიცი რა გამოვიდა თავში დაწერილი წამეშალა.სულ სხვანაირად მქონდა დაწერილი და სულ სხვანაირად დავწერე.იმედია მოგეწონებათ.მადლობა ყველას ვინც კითხულობთ და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანს,რომელიც ამ ისტორიაზე სულ თბილად აკომენტარებს.მიყვარხარ მე შენ! ველი შეფასებას! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.