იასამანი(თავი 4)
საათს გავხედე ტუმბოზე,8 არც იყო ანუ გია არ იქნება წასული თქო და ავფორიაქდი.ჩუმად ვერც გავეპარები ისეა გადახლართული თან უკვე მცხელა.ისეთი ცხელია შეხებაც კი მწვავს. -კოსტა. წავიჩურჩულე. -ჰმ.ყურთან მომესმა მისი ძალიან დაბოხებული ხმა. -უნდა წავიდე. ისევ ჩუმად ვაგრძელებდი ლაპრაკას.ოდნავ შეიშმუშნა. -რატო? ისევ ეხუჭა თვალები.ვგრძნობდი. -ადექი რაა. შევეხვეწე.განმათავისუფლა მაშინვე და ნელა წამოვჯექი. -კარგად გეძინა? ლოგინზე წამოჯდა ისიც და აბურძგნული თმა უარესად აიბურდა. -კი უბრალოდ მამაჩემს ოთახში ხო უნდა დავხვდე. ვუთხარი და ფეხსაცმელების ძებნა დავიწყე. -აუუ მეძინება. ლოგინის თავიდან ბოლოში გაწვა და ბალიშს ჩაეხუტა.გამეცინა თან ფეხზე ვიცვამდი. -დაიძინე და ჭრილობებზე თუ დაგჭირდი გადმოვალ. გასვლისას ვუთხარი.ღიმილით შემომხედა და თვალები დახუჭა. -კარგად იასამანო! გავიგე მისი ხმა და კარები გამოვიკეტე.აივნიდან ჩემს ოთახში დავბრუნდი.მისაღებში გავედი,გია უკვე კარებთან იდგა და ძალიან ჩქარობდა. -ესმა ჩემი გასაღები არ გინახავს? ჯიბეებს იტრიალებდა მამა. ოთახში მიმოვიხედე და ბარზე იდო. -აიღე. გასაღები მივეცი და ლოყაზე ვაკოცე.-ბედნიერ დღეს გისურვებ! -შენც! გამიღიმა და ლიფტში შევიდა.ჩემს ოთახში დავბრუნდი და ვანა წ*ლით გავავსე.შიგნით ჩავწექი და თვალები დავხუჭე.კოსტასთან ურთიერთობაზე ფიქრმა წამიღო.განა არ მომწონდა?რა თქმა უნდა ის ხომ სიმპატიური,თბილი,რაღაცნაირად ამოუცნობი იყო და მასში ყველაზე მეტად ეგ მომწონდა.ბაჩის შემდეგ პირველად ვგრძნობდი თავს კარგად ბიჭთან.ყოველთვის მყავდა ბიჭი მეგობრები,მაგრამ ძალიან მაგარი ურთიერთობა არ მქონია.კოსტა ისეთია,რომ კარგად გაცნობა არც არის საჭირო,რომ ენდო.პირველად,რომ ვნახე ძალიან ითავხედა.მანამდე კენჭს ვესვროფი თუ არა მინას მუსიკას ხმა ეწეოდა მაშინ კი გამოვიდა კიდეც.მაშინათვ კარგი შეხედულება დატოვა გარეგნობაზე.ძალიან ღრმად შევედი ფიქრებში.თვალებს ვახელ და რომ უნდა ამოვიდე კარებში კოსტა დგას ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი და ღიმილით მიყურებს. -აქ რა გინდა??? კაფებს შეუმჩნევლად ვიგროვებ მკერდთან,რომ დაფაროს და წყალში ვცდილობ ღრმად ჩავწვე.ეღიმე და ვანასთან იცუცქება. -კოსტა გადი! უკვე უხერხულად ვარ ასე,რომ მაკვირდება. -ცოტახანს კიდევ გიყურებ რა. მეხვეწება და ღიმილით მაშტერდება. -კონსტანტინე გადი მეთქი! უკვე ტონს ვუწევ და სახე ეცვლება. -კაი ოთახში გელოდები. გადის და კარს იკეტავს.გულამოვარდნილი ვივლებ წყალს.სწრაფად ვიხვევ პირსახოცს და სველ თმას წინ ვიგდებ.კოსტა აივნის კარებში დგას და კორპუსს უყურებს. -შემოჭრა რა საჭირო იყო? ვეუბნები გაბრაზებული. -ჩაიცვი და გავიდეთ. ტრიალდება ჩემსკენ და სიგარეტს უკიდებს. -აქ უნდა იდგე? ვბრაზდები მის ქცევაზე.უემოციოდ მიქნევს თავს.ვხვდები აზრი არ აქვს,მაგრამ უხერხულია მასთან ეერთად.გაბრაზებული მივარდი კარადას ტანსაცმელი ავიღე და აბაზანაში შევედი.ლნაძღვით ჩავიცვი და თმა გავიშრე.ის ახლა მახსენდება,რომ გავიდეთო მითხრა.აბაზანიდან გამოვდივარ და ისევ აივანზე დგას.ნელა ვუახლოვდები და ჩემსკენ ტრიალდება. -ლამაზად ხარ! მეუბნება და იღიმის. -მადლობა. არადა ჩვეულებრივად ჯინსი და ტოპი მაცვია,არც მაკიაჟი და არც გრანდიოზულად დაყენებული თმა. -კაი გავიდეთ. კარისკენ მიდის. -სად მივდივართ? უკან მივყვები თან ტუმბოდან ტელეფონს და სიგარეტს ვიღებ. -გზაში გეტყვი. უკვე მისაღებში ვართ და სახლის კარს მიღებს ჯერ მე მატარებს და უკან მომყვება.ლიფტში შევდივართ.ჯიბეებში ხელებიი ჩაიწყო და კედელს მიეყრდნო,მეც მის საპირისპიროდ დავდექი დდა მზერა ერთმანეთს გავუსწორეთ.ყოველი მისი ნაკვთი მიღიმოდა.მზის სხივი დასთამაშებდა თვალებში.ლიფტი 6ზე გაჩერდა და ვიღაც გოგო შემოვიდა.კაბა ისე დაემოკლებინა თითქოს გრძელი ფეხები ისე არ უჩანდა.ტელეფონი ამოვიღე და ლილის მივწერე. -რას შვები? პასუხი არ მოვიდა მერე გამახსენდამრომ ჯერ ადრეა.ისიც ამომიტივტივდა თავში,რომ ასე ადრე კოსტას მივყვები სადღაც. -ასე ადრე სად მივდივართ? ვკითხე კოსტას,როცა მის მანქანასთან მივედით. -სადმე გავიაროთ,არ გინდა? დაეჭვებით მკითხა. -არა მინდა. სწრაფად ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი,სიცილით მომიჯდა გვერდით,ღვედი გავიკეთეთ,მანქანა დაძრა და გავედით.მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია,რამოდენიმეჯერ ერთმანეთისკენ თვალს გავაპარებდით,მერე ჩვენ ქცევაზე გვეღიმებოდა.მანქანა პატარა კაფესთან გააჩერა და დამეფიცება მე ესმა ვაშაძეს თბილისი,რომ 5 თითივით ვიცი ეს კაფე არ მინახავს.მანქანიდან გადმოვედით და კაფეში შევაბიჯეთ.სიმშვიდე იყო,ყველა ჩუმად კისკისებდა,რომ ეს ჰარმონია არ დაერღვიათ.კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავსხედით.დავამატებ იმას,რომ პატარა კუთხის დივნები იდგა და რაც ახლა შევნიშნე მარტო წყვილები ისხდნენ.Dennis lioyd ის NEVERMIND ჟღერდა და სასიამოვნოდ ლამაზი ხდებოდა ყველაფერი.ოფიციანტი გოგონა თავზე დაგვადგა. -რას მიირთმევთ? არაფერი არ მქონდა ნაჭამი და დავფიქრდი რა მინდოდა.კოსტამ გამომხედა და ჩაეღიმა.ალბათ ჩაფიქრებული სახით სასაცილოდ გამოვიყურებოდი. -ორი ჩიზბურგერი და ერთი მარწყვის ნაყინი,მეორე შოკოლადის. გაუღიმა გოგონას და ისიც წავიდა. -რამ მოგაფიქრა ამ დროს აქ მოყვანა? დივანზე კომფორტულად დავჯექი და ღიმილით ვკითხე. -მინდა სასიამოვნოდ გავატარო დრო წასვლის წინ. ხელებს დაეყრდნო და თვალებში ჩამაშტერდა.წასვლის წინ???გული შემეკუმშა და სუნთქვა გამიჩერდა.სად მიდიოდა ან რატო??სახე ამელეწა და შემს სახეზე იმდენი კითხვა გამოისახა რომელის დასმის სურვილი უფრო მქონდა ვერ მივხვდი.კოსტა საზურგეს მიეყუდა. -ერთი კვირით მივდივარ,ასე გეწყინა?? ტუჩის კუთხეში ღიმილი გამოეკვეთა.ცოტა დამამშვიდა ამ ფაქტმა,მაგრამ ასე მარტივად და მალე ისე მივეჩვიე მას,რომ მეგონა მისი წასვლა სულს ამომწიწკნიდა. -როდის მიდიხარ? ვკითხე და ახლახანს მოტანილი ჩიზბურგერი ჩავკბიჩე.მაგიდაას დაეყრდნო და ჭამა დაიწო. -ხვალ გამთენიისას. ამომხედა უემოციო თვალებით.არაფერი მითქვამს ჭამა გავაგრძელე.სიჩუმე იწელებოდა ჩვენ კი ვისხედით ჩუმად.მე თავჩახრილი ნაყინის ჭიქაში კოვზს ვათამაშებდი,კოსტა კი ჩემს სურებას არ წყვეტდა.მინდოდა მასთან მეტი დრო გამეტარებინა,მაგრამ არა ასე სიჩუმეში.ამას მერჩივნა ისევ აივანზე ვყოფილიყავი და მასთან ბავშვურად მეკამათა. -არ წავიდეთ? ვკითხე და ავხედე. -მოგბეზრდა? უემოციოდ მკითხა.არც შეურხევია არცერთი ნაკვთი. -შენ არა? -ასე არასდროს მომბეზრდება! მითხრა და წამოდგა.ფული მაგიდაზე დატოვა და თვალებით მანიშნა წავედითო.უკან გავყევი.მანქანაშიც უხმოდ ჩავსხედით და მაინც მქონდა იმედი,რომ ამ დღეს ჩემთან ერთად გაატარებდა.სახლის გზას,რომ გაუყვა ნაღვლიანად გავიხედე ფანჯარაში,მასაც არ გამოპარვია.მისვლისთანავე გადმოვედი,მადლობა მივაძახე და ლიფტში შევედი.ვიღაც ქალიც შემოვიდა.ყელში ბურთი გამეჩხირა,მინდოდა მეტირა,მეყვირა,მაგრამ ვერ ვბედავდი.4ზე უკვე მარტო ვიყავი და ერთიანად ამოვხეთქე.ვტიროდი რადგან როცა ადამიანს ვეჩვევი და მასთან ბედნიერი ვარ ყოველთვის რაღაც დროით მტოვებენ.ბავშვივით გამომდიოდა??არა ვიცოდი რომ ჩამოვიდოდა,მაგრამ მონატრებას ვერ გავუძლებდი.9მდე ტირილით ავედი,კარები გავაღე და მაშინვე ოთახისკენ წავედი,ლოგინზე სახით დავემხე და ჩუმად ავტირდი. -რა გატირებს? მომესმა ბოხი ხმა .მაშინვე გავჩუმდი,თავი ვერ ავწიე,მაგრამ ვიცოდი ვინც იყო. -შემოსასვლელში მაგიდას გვერდი გავკარი. ამოვისლუკუნე ტყუილი. -ტყუილი არ გამოგდის,მტირალა. გაეცინა და ვიგრძენი როგორ ჩამოჯდა ჩემს თავთან.ერთი ხელის მოსმით მის ფეხებზე მედო თავი და მის სახეს ავცქეროდი.ცრემლებით დასველებული თმები სახიდან გადამიწია. -რა ემოციური ხარ! გამიღიმა.მოზღვავებულს ემოციებს ვერ გავუძელი და მოვეხვიე.არ დაბნეულა მისი თბილი ხელები შიშველ წელზე შემომხვია.სასიამოვნოდ დამიარა მისმა შეხებამ.თავი კისერში ჩავუდე და გავინაბე.ჩემს თმებს ეფერებოდა. -იასამნის სუნი გაქვს! მითხრა თბილად. -სადმე წავიდეთ! ვუთხარი და თვალებში ჩავაშტერდი.გამიღიმა და ცხვირზე მაკოცა.სასაცილოდ დავიჭყანე შეხებაზე.ავდექით და ფეხით წავედით.არც სიცხე გვადარდებდა და არც გადატვირთული ქალაქი,ნემს რომ ვერ ჩააგდებდი.კისკისით მივუყვებოდით გზას მომაბეზრებელი სახის მქონე ბრბოში.კუს ტბაზე დაგვაღამდა.სკამზე მიხუტებულები ვისხედით და იმ წუთით ვტკბებოდით. -ხო არ დამივიწყებ? ვკითხე ბავშვივით შემოტრიალდა და გაეღიმა. -რომც მინოდოდეს არ გამომივა. გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.ტუჩები მიადო და ცოტახანი გაჩერდა,მერე კოცნა გაიმეორა და ისევ შემომხედა.თვალებში მიყურებდა და ვუყურებდი.ამ მზერით იმდენ რამეს ვუყვებოდით ერთმანეთს,მთელ ჩვენს სათქმელს თვალებით გამოვხატავდით.ნელა დაიხარა და ჩემს ბაგეებს ნაზად შეეხო.თბილი ტუჩებით მიკოცნიდა ჩემს ტუჩებს და დრო იყნებოდა.მაშინ მივხვდი,რომ პირველი კოცნა ყველაზე რბილი,თბილი,ჰაეროვანი და დაუვიწყარია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.