შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზიმე გზა (პირველი ნაწილი) მეოთხე თავი


6-10-2017, 16:47
ავტორი fireending
ნანახია 2 009

მეოთხე თავი
-მამიკო...მეშინია_ხელს არ უშვებდა სალომე ზურას.
–ნუ გეშინია შვილო,აი ნახავ ყველაფერი კარგად იქნება_ცდილობდა ხმა გაემაგრებინა ზურა და შვილს ამხნევებდა.
–ბატონო ზურა ,აქ შესვლა არ შეიძლება_საოპერაციოსთან შეაჩერა ექიმმა.
–მამა,არ დამტოვო...გაისმა ცრემლნარევი ხმა.
ზურა და ექიმები სალომეს ამშვიდებდნენ.
–მამა,სოფია...სოფიას..._რაღაცის თქმა უნდოდა სალომეს,მაგრამ გონება დაკარგა.სალომე საოპერაციოდ შეიყვანეს.
ზურა მისაღებში გამოვიდა და სკამზე უღონოდ დაესვენა,ფანჯრისკენ გაიხედა,სადაც ნონა იდგა,თუმცა ახლა არავისთან საუბრის სურვილი არ ჰქონდა.სახეზე ხელები აიფარა და გაუნძრევლად იჯდა.არც ნონა დაძრულა ადგილიდან,ისედაც ცივი სახე უფრო გაყინვოდა და ფანჯარაში ერთ წერტილს მიშტერებოდა.
კარგა ხანს ასე იყვნენ.
...
სოფია საავადმყოფოს შესასვლელთან იდგა,ასვლა არ უნდოდა,რადგან გონებაში მხოლოდ შიში უტრიალებდა.ნაბიჯიც ვერ გადადგა.ერთ ადგილას გახევებული იდგა და მიწას დაჰყურებდა.
უკვე თავბრუ ეხვეოდა,მუხლები მოეკვეთა,მაგრამ ძირს არ დაცემულა,ვიღაცის ხელმა შეაჩერა.თვალები და გონება ისე ჰქონდა დაბინდული,რომ ვერც გაიაზრა რას აკეთებდა.თუმცა ბიჭმა ორივე ხელი მოკიდა და გულში ჩაიკრა.ნაცნობი სუნამოს სურნელი იგრძნო და ახლაღა ახედა სახეზე.
–დათო_მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა და ტირილი დაიწყო
–სოფი,დამშვიდდი,სოფი.სალო კარგად იქნება_დათო გოგონას დამშვიდებას ცდილობდა.თუმცა ამაოდ.სოფია მაგრად მიეკრო დათოს და ტიროდა.
დათომ იქვე სკამზე დასვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და შუბლზე აკოცა.შემდეგ მისი ხელი აიღო და ორივე ხელი მოკიდა.
–მეშინია დათო,მეშინია.მოვკვდები მას რომ...
–არა_სიტყვა გააწყვეტინა დათომ–ხომ იცი სალომეს არაფერი დაემართება,მალე გახდება კარგად.
–სადაცაა გული გამისკდება.საავადმყოფოში შესვლასაც ვერ ვბედავ,მეშინია.მეშინია,რომ ცუდ რამეს გავიგებ.
–სოფი,სოფი...ნუ გეშინია.სალომე ამას გადაიტანს,აი ნახე,აუცილებლად.ცუდზე არ იფიქრო.ახლა ბიძაშენს შენი თანადგომა სჭირდება.
–ჰო,ჰო_ცრემლებს იწმენდდა სოფია–ბიძა რა დღეში იქნება ახლა.უნდა შევიდე.
–წამოგყვები_ფეხზე წამოდგა დათო
–არა,არა...იქ ნონაც იქნება და ახლა არ ღირს მისი გაღიზიანება._უთხრა სოფიამ და ისიც ფეხზე წამოდგა.
–კარგი სოფი,მე აქ ვიქნები_თმაზე მოეფერა დათომ და კიდევ ერთხელ აკოცა.
სოფია საავადმყოფოში შევიდა.ელვის სისწრაფით აირბინა კიბე და მისაღებისკენ წავიდა,სადაც ზურა დაინახა.მაშინვე მისკენ გაიქცა.
სოფია ზურას ჩაეხუტა.
–ნუ გეშინია ბიძია,სალომე კარგად იქნება_ხმაჩამწყდარი ეუბნებოდა და ცრემლებს ძლივს იკავებდა.თანაც დათოს სიტყვები არ ამოდიოდაა გონებიდან.ცდილობდა ზურა როგორმე გაემხნევებინა
–რატომ,ჩემი შვილი რატომ.ჩემი პატარა გოგო_განადგურებული ხმით წარმოთქვა ზურამ და ისევ სკამზე დაჯდა.
სოფია გვერდით მიუჯდა და ორივე ხელი მოხვია.
–იმედი არ უნდა დავკარგოთ,აუცილებლად,აუცილბლად კარგად იქნება.
–ისეთი შეშინებული სახე ჰქონდა,ხელს მაგრად მიჭერდა.არ ამომდის გონებიდან მისი თვალები.ნეტავ კიდევ თუ ავინახავ...
–ჩემი სალომე ყველაზე ძლიერია,შენც ხომ იცი ,არ დაგვტოვებს_ცრემლების შეკავებას ცდილობდა სოფია.
ზურამ სოფიას ხელი მოხვია და თავზე აკოცა.
–შვილო,შენ რომ აქ ხარ ძალას მაძლევ.დამპირდი,რომ არასდროს მიმატოვებ.
–არასდროს მიგატოვებ,არც მე და არც სალომე,სულ შენთან ვიქნებით.აი ნახე,ყველაფერი კარგად იქნება.ისევ ვუყურებთ ფილმებს ერთად,კალათბურთს ვითამაშებთ ხოლმე,მაგრამ მაშინდელივით სულ შენ ვეღარ ჩააგდებ ბურთს,ჩვენც გავიზარდეთ სიმაღლეში
ამ მოგონებებმა ზურა გაამხნევა და ძალა შემატა,შემატა იმედი იმის,რომ სოფია მართალი იყო და მალე ყველაფერი კარგად იქნებოდა.მოგონებებში ჩაიძირა.თვალწინ წარმოუდგა მათი ეზო,პატარა სალომე და სოფია,როგორ დარბოდნენ ეზოში და მხიარულობდნენ.ყველა მოგონება ერთბაშად ამოტივტივდა.მაგრამ მერე ისევ სალომეს თვალები ახსენდებოდა,საოპერაციოში შეყვანის წინ და კვლავ დარდი იპყრობდა მის გულს.ზურამ ღრმად ამოიოხრა და საათს დახედა
–უკვე სამი საათი გავიდა და არაფერს გვეუბნებიან.გული გამისკდება ალბათ მალე_თქვა ზურამ ფეხზე წამოდგა და დერეფანში ბოლთის ცემა დაიწყო.
სოფიამ იქაურობას თვალი მოავლო და ახლაღა შეამჩნია,რომ ნონა არსად იყო.
–ბიცოლა სად არის?_იკითხა გაკვირვებულმა
–აქ იყო,მაგრამ ცუდად ვარო და სახლში წავიდა._უპასუხა ზურამ გუკგრილად,რადგან ბრაზი დაემალა ცოლის მიმართ.–ჰო მართლა,სოფია,სალომე სანამ საოპერაციოში შეიყვანდნენ შენ გახსენებდა.
–მე?რა თქვა?
–ვერაფრის თქმა მოასწრო,გონება დაკარგა,მხოლოდ შენი სახელი..._ზურამ წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო,რადგან საოპერაციოდან გამოსული ექიმი დაინახა.
სოფია და ზურა მისკენ გაიქცნენ
–ექიმო,როგორაა ჩემი ქალიშვილი._ჰკითხა ზურამ,რომელსაც უკვე სუნთქვა გახშირებული ჰქონდა.
–დამშვიდდით,საფრთხემ ჩაიარა და ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია.ბევრი სისხლი დაკარგა,თუმცა ძლიერი გული აქვს და გაუძლო ოპერაციას.
–შეიძლება ვნახოთ?_ჰკითხა სოფიამ.
–ახლა არა,პაციენტი ჯერ რეანიმაციაში დარჩება,რამდენიმე საათში გადავიყვანთ პალატაში და შემდეგ შეგეძლებათ ნახოთ,მაგრამ ცოტა ხნით.
–მადლობა,მადლობა ექიმო.ღმერთმა დაგლოცოთ_მხარზე ხელი დაადო ზურამ
–ყველაფერი კარგადაა ბატონო ზურა.თქვენი ქალიშვილი მალე გამოჯანმრთელდება.
ექიმი წავიდა.სოფია და ზურა კი ცოტა ხნით გარეთ გამოვიდნენ,ჰაერზე.
–ხომ გითხარი ბიძია.სალომე მალე კარგად იქნება.
–გულიდან ლოდი მომეხსნა თითქოს._უთხრა ზურამ და გაიღიმა–ვერ გადავიტანდი რომ...
–არ გვინდა ახლა ცუდზე ფიქრი.მთავარია,რომ სალომეს საფრთხე აღარ ემუქრება.
–ჰო მართალი ხარ.სოფი,შვილო.შენ სახლში წადი,დაღლილი ხარ,სულ დაკარგე ფერი.
–არა,არა არ მინდა მარტო დაგტოვო,თანაც სალომეს ნახვაც მინდა
–ჰო,მაგრამ უნდა დაისვენო.მძღოლს გამოგიგზავნი,როცა ექიმი მეტყვის,რომ სალომეს ნახვა შეიძლება,მანამდე კი დაისვენე.
–კარგი,დროებით.
სოფია სახლისკენ წავიდა.საავადმყოფოდან მათი სახლი არც ისე შორს იყო,ამიტომ ფეხით წასვლა ამჯობინა.
ეზოში შევიდა დაცოტა ხნით სკამზე ჩამოჯდა.უკვე თენდებოდა.ძილი ერეოდა,ღამის თევისგან,მაგრამ ცოტა ხნით მაინც შეჩერდა,რომ მზის ამოსვლა ენახა.სოფიას მზის ამოსვლის ყურება უყვარდა,დილით ხშრად გათენებამდე იღვიძებდა ხოლმე,რათა ენახა,თუ როგორ ნათდება დედამიწა,ღამის შავ სარტყელს იცილებს დედამიწა და ცოცხალ ფერებს უთმობს ადგილს.ხშირად ოცნებობდა ხოლმე ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი.ახლაც ოცნებებში ჩაიძირა.
–სოფი_ფიქრებიდან გამოარკვია დათოს ხმამ
–დათო ,აქ ხარ? _ბედნიერი ღიმილი მოეფინა სახეზე სოფიას,ბიჭისკენ გაიქცა და მოეხვია.
–ჰო.გარეთ გელოდებოდი,დაგინახე ბიძაშენთან ერთად რომ გამოდი და მერე აქამდე გამოგყევი.
–რა კარგია,რომ აქ ხარ_თუჩებში აკოცა და ხელები მაგრად მოხვია.
დათოსაც ღიმილი მოეფინა სახეზე.
–სალომე როგორაა?
–კარგადაა,ახლა კარგად იქნება.საფრთხემ ჩაიარაო,ექიმმა გვითხრა.
–ასეც ვიცოდი,სხვაგვარად არც შეიძლებოდა.
–დათო,ჩემთან ავიდეთ ოთახში,თორემ უკვე თენდება და ყველა გაიღვიძებს.
სოფიამ დათოს ხელი მოკიდა და ორივენი ოთახშ შევიდნენ.სოფიამ კარი ჩაკეტა და ფარდები ჩამოაფარა.
–მალე აღარ დაგვჭირდება დამალვა_თქვა დათომ და სოფიას წელზე მოხვია ხელი.
–რას გულისხმობ?
–ბიძაშენს დაველაპარაკები,როცა სალომე უკეთ გახდება.
–ვნერვიულობ.
–სანერვიულო არაფერი გვაქვს სოფი,ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი
–ჰო_უპასუხა სოფიამ და თავი დათოს მკერდზე დადო.–ბიძაჩემი კარგი კაცია და ვიცი გაგვიგებს.სალომემაც მირჩია დავლაპარაკებოდი.
–მართალია.
–ჰო და მერე ნონაც ვეღარ შეძლებს დამემუქროს
–ეგ ქალი მაღიზიანებს_ზიზღით თქვა დათომ–ვეღარ ჩაერევა შენ საქმეშ ვერასდროს.სულ ერთად ვიქნებით .
ერთმანეთს აკოცეს.დათომ საწოლზე დააწვინა გოგონა და ტანზე ნაზად ეფერებოდა.სიამოვნების მორევში ჩაიძირა სოფია.დათოს მაისური გახადა ,დათომ კაბის ქვეშ შეუცურა ხელები და შიშველ ტანზე ნაზად ეფერებოდა.სოფიამ მჭიდროს მოხვია ხელები ბიჭს. ორივეს სიამოვნებისგან ტანში ჟრუანტელი უვლიდა.კიდევ ერთხელ გაჩერდა დრო,კიდევ ერთხელ დარჩნენ მარტონი სამყაროში.
...
–აუ ერთი ფუნთუშა კიდევ მინდა_საწოლზე წამოჯდა სალომე
–ბიძია,უკვე ხუთი ცალი შეჭამა,ამას მგონი საოპერაციოში კუჭი გაუდიდეს_თქვა სოფიამ
ორივეს გაეცინა.
–მშია ,რა გინდათ რა _ბუზღუნებდა სალომე ,მაგრამ თვითონაც ეცინებოდა.
–კარგი ვხუმრობთ,ფუნთუშა მიაწოდა სოფიამ.
–მადლობა.
სოფიამ სალომეს თავზე გადაუსვა ხელი და ლოყაზე აკოცა.
–სალო ისე შემეშინდა,რომ...
–რა? კარგი რა სოფი.შენ გეგონა ასე ადვილია ჩემი დამარცხება_ამაყი ხმით ამბობდა სალომე და თან ფუნთუშას ჭამდა.
–სალომე დაუმარცხებელი._ჩაიცინა სოფიამ
–ზუსტადაც.
–ჩემი გოგონები დაუმარცხებლები არიან_ღიმილით წარმოთქვა ზურამ და ორივეს მოეფერა.
–ჯობდა გზაზე გაგეხედა_გაისმა ნონას დამცინავი ხმა.მთელი ამ დროის განმავლობაში ფანჯარასთან იდგა უსიტყვოდ.
–ნონა..._ხმამაღლა უთხრა ზურამ
–კარგი მააა,დაანებე თავი.ხომ უნდა თქვას რამე მწარე ქალბატონმა ნონამ_დედას დამცინავად გახედა სალომემ.
–მე შენთვის გეუბნები_ირონიულად გაუღიმა შვილს და პალატა დატოვა.
ნონამ როგორც კი კარი გაიხრუა სალომეს ცრემლები წასკდა.ზურა და სოფია ამშვიდებდნენ.
–ახლა მაინც არ შეუძლია თბილად მომექცეს? როგორი დედაა...
–კარგი შვილო დამშვიდდი.ხომ იცი მისი ამბავი,არ ეხერხება სითბოს გამოხატვა.შენ რომ უგონოდ იყავი ძალიან ნერვიულობდა,ღამითაც არ ეძინა_იცრუა ზურამ,რომ შვილი დაემშვიდებინა.
სოფიამ ცრემლები მოწმინდა.სალომემ გაიღიმა და ტირილი შეწყვიტა.საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნა სიმშვიდეს გვრიდა.
...
სალომეს ჯანმრთელობა დღითი–დღე უკეთესობისკენ მიიწევდა და ერთ თვეში უკვე შეძლო დამოუკიდებლად გავლა.ზურა და სოფია სულ მის გვერდით იყვნენ.მალე იმდენად უკეთ გახდა,რომ ექიმმა მისი გაწერის გადაწყვეტილება მიიღო.სალომე გახარებული იყო.საშნლად მობეზრდა საავადმყოფოში ყოფნა და სალხში დაბრუნება ისე უნდოდა ვეღარ ითმენდა.ძალიან გაიხარა,როდესაც ეზოში შევიდა,მისი საყვარელი ხის ძირას მდგარ სკამზე ჩამოჯდა,კასტილი ხეზე მიაყუდა და საზურგეს მიეყრდნო.
–ერთი თვე ვიყავი საავადმყოფოში და მგონია საუკუნე გავიდა_უთხრა მის გვერდით მჯდომ სოფიას.
სოფიამ ხელი ხელზე დაადო და გაუღიმა.
–მთავარია,რომ ახლა სახლში ხარ.თანაც გამოჯანმრთელებული.მართალია კასტილებით გიწევს სიარული,მაგრამ გპირდები არ დაგცინებ_ეშმაკურად გაუღიმა სოფიამ.
–აუუუ ეს ვის ყბაში ჩავვარდი.მოიცა მალე აღარ დამჭირდება კასტილები.
–კარგი,კარგი სალო ბებო,ნუ ბრაზდები_ენა გამოუყო სოფიამ.
–ამ კასტილს ხომ უყურებ_მუქარანარევი ხმით უთხრა სალომემ
ორივეს გაეცინა.სალომე სოფიას მიეყრდნო.
–რა კარგია შენთან ერთად.ისევ სახლში ვარ.
–მოიწყინა სახლმა უშენოდ.დილაობითაც ისეთი სიმშვიდეა.ახლა აურზაური დაბრუნდა სახლში_უთხრა სოფიამ და ფეხზე წამოდგა,რომ კასტილი აეცილებინა,რომელიც სალომემ მოუქნია.მოულოდნელად თავნრუ დაეხვა,წონასწორობა ვეღარ დაიცვა და მუხლებზე დაეცა.
სალომეს შეეშინდა,ფეხზე გაჭირვებით წამოდგა და სოფიასთან მივიდა.
–სოფი,სოფი,რა გჭირს?შეშფოთებული ხმით ეკიტხებოდა სალომე.
–არაფერი,ცოტა თავბრუ დამეხვა_უპასუხა სოფიამ.
–მოდი დაჯექი,სახეზე ფერი არ გადევს,რა გჭირს.
–მართლა არაფერი.გუშინ საღამოდან მოყოლებული არაფერი მიჭამია და ლაბთ მაგიტომ დამეხვა თავბრუ.
–რატომ არ ჭამე საჭმელი?_ჰკითხა სალომემ
–აუ რავიცი,მადა არ მქონდა.ხომ იცი გაციებული რომ ვიყავი,გაციების მერე უმადობა მემართება ხოლმე და საჭმლის დანახვაზე ცუდად ვხდები.
–წამოდი სოფი,ახლა აუცილებლად უნდა ჭამო რამე,არ შეიძლება ასე,დასუსტდები.
–კარგი კარგი.
სოფია სალომეს მიეხმარა წამოდგომაში და ორივენი სახლისკენ წავიდნენ.
...
როცა მოსაღამოვდა სოფიამ და სალომემ ფილმის ყურება გადაწყვიტეს.სალომესთან ავიდნენ ოთახში.პოპკორნი აიტანეს და ფილმი ჩართეს.ფილმის ყურებაში გაერთნენ.
ამ დროს აივნის ფანჯარაზე კაკუნი გაიგეს.
სოფიამ ფარდა გადაწია.
–დათო_წამოიძახა გახარებულმა
–დათო?_გაუხარდა სალომესაც–შემოდი.
სოფიამ აივნის კარი გააღო.დათო სალომეს მიესალმა,მოიკითხა და გემრიელი ნამცხვარი აჩუქა.
–ბოდიშს გიხდი,რომ საავადმყოფოში ვერ გნახე_უთხრა დათომ და ხელი ხელზე დაადო
–რას ამბობ,გამიხარდა შენი ნახვა.დარჩი კარგ ფილმს ვუყურებთ.
–სიამოვნებით სალო,მაგრამ სოფისთან რაღაც საქმე მაქვს.ცოტა ხნით მოგტაცებ
–აჰა,კარგი.
...
–რამე მოხდა?აივნის მოაჯირს მიეყრდნო სოფია
–სოფი...
–ჰო...
–უნდა წავიდე
–რა? სად?
–ამერიკაში უნდა დავბრუნდე
–კი მაგრამ,ჯერ ხომ აგვისტოა_ხმაში სასოწარკვეთა გამოეხატა სოფიას
–ჰო,მაგრამ...დედა ცუდად გახდა...ხომ იცი ,რომ გული აწუხებს და აუცილებლად უნდა ჩავიდე.სოფი...მაპატიე...სწავლის დაწყებამდე ისევ ჩამოვალ,აუცილებლად...გთხოვ მაპატიე
–რას მაბობ,საბოდიშო არაფერია...მართლა,წადი,იმედია დედა კარგად იქნება_ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა საუბრისას,მაგრამ ხმა მაინც აუკანკალდა
ერთმანეთს მოეხვივნენ.სოფია ჩუმად ტიროდა.დათო ცრემლებს წმენდდა.
–არ იტირო,გთხოვ არ იტირო სოფი.
–ხომ დაბრუნდები.
–გპირდები.გაიღიმე,მინდა შენი ღიმილი წამყვეს თან,თანაც ხომ იცი მალე სულ ერთად ვიქნებით.მიყვარხარ_უთხრა დათომ და სოფიას აკოცა
–მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ.
–ახალ სახლში გადავედით და როგორ კი ჩავალ მოგწერ,სოფი,დამპირდი,რომ ხშირად მომწერ.
–გპირდები.
–მიჭირს ახლა წასვლა და უშენოდ ყოფნა,მაგრამ ის მანუგეშებს,რომ მალე ერთად ვიქნებით.
კარგა ხანს იდგნენ ერთად ჩახუტებულები.
...
–სოფი დამშვიდდი საყვარელო გთხოვ,გთხოვ...სამუდამოდ კი არ წასულა.მალე ერთად იქნებით ისევ._აწყნარებდა სალომე გოგონას,რომელსაც თავი მის კალთაში ედო და ქვითინებდა.
–ჰო,ვიცი,მაგრამ თავს ვერ ვიკავებ.უკვე მენატრება_პატარა ბავშვივით ტიროდა სოფია.
–გეყოს_მკაცრად უთხრა სალომემ,ორივე ხელი მოკიდა,საწოლზე წამოაჯინა და ცრემლები მოწმინდა.–ბევრს თუ იტირებ მალე დანაოჭდები და მერე შენ იქნები სოფიკო ბებო
სოფიას თავისდაუნებურად გაეღიმა.ტირილი შეწყვიტა.
–აი ასე,ღიმილი კარგია,თანაც რა მკვდარივით დასტირი იმ ბიჭს,აფრენა მაინც აცადე თვითმფრინავს.
–აუუ,შეგიყვარდება ვინმე და და ნახავ მერე_გაგულისებულმა უპასუხა სოფიამ.
–აჰჰ კაი,სანამ შემიყვარდება წამო რამე ვჭამოთ ,თორემ გამიხმა კუჭი.
–ვაიმე,სალომე ახლახანს არ ჭამე?
–ეგ ნახევარი საათის წინ,მერე მომშივდა კიდევ.
–გეტყობოდეს მაინც ამდენს რომ ჭამ_გაეცინა სოფიას
–კარგი ერთი,მერე მსუქანა რომ დაგეძახა ხო?ვერ მოგართვი_ენა გამოუყო სოფიას.
გოგონები ქვემოთ ჩავიდნენ.სამზარეულოში ზურა და ნონა იჯდნენ და ყავას სვამდნენ.ზურა გაზეთს კითხულობდა.
–სალომე მაცივრის დასალაშრად მოვიდა_ღიმილით თქვა ზურამ
–სწორედაც_უპასუხა სალომემ და მაცივარი გამოაღო–სოფი,ჭიქები მომაწოდე რა
სოფიამ ჭიქები აიღო,სალომესკენ გამობრუნდა,მაგრამ თავბრუ დაეხვა.ამჯერად ისე ძლიერად,რომ თავი ვეღარ შეიმაგრა და იატაკზე უგონოდ დაეცა.



№1 სტუმარი Nini

Gaagrdzeele kargia .koveldgede dadee :-)

 


№2  offline წევრი fireending

Nini
Gaagrdzeele kargia .koveldgede dadee :-)

მადლობთ.გავაგრძელებ რა თქმა უნდა.მადლობთ,რომ კითხულობთ.ხვალ დაიდება შემდეგი თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent