შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ ტერორისტს შეუყვარდა (6)


6-10-2017, 21:57
ავტორი მმარიტა
ნანახია 2 204

მეხსიერების ბარათი ნოუთბუქიდან გამოვაძვრე და ქვემოთ ჩავედი. ჩემთვის ბევრი უცხო პირი დავლანდე. ზოგი სმოკინგით, ზოგიც კი ჯინსით და ასე შემდეგ. იქვე იდგა გუჯა, რომელსაც სახეზე "მაპატიე" ეწერა.
- როგორი მშვენიერი ხარ ანასტასია. მე გუჯას ერთადერთი ბიძა ვარ. თემურ ბურდული.- სავარძლიდან მაღალი მამაკაცი წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
- რა ხდება? - გუჯასკენ თვალი გავაპარე. თავი გააქნია იმის ნიშნად, რომ არ მენერვიულა.
- გუჯას პირობა მივეცი, რომ შენ უსაფრთხოდ იქნებოდი.
- ვერ გავიგე!
- მოგეხსენება ჩემო ანა, რომ შენ გარდაცვლილად ითვლები. გუშინ მამაშენს შევხვდი, მთხოვა მოკითხვა გადმომეცა. ძალიან ენატრები.
- რას ნიშნავს ეს? მამაჩემმა იცის, რომ ცოცხალი ვარ?
- დიახ იცის, შეიძლება ითქვას, რომ მამაშენმა გადმოგვცა შენი თავი.- თავს საშინლად ვგრძნობ, თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა და გულის რევა ერთი იყო. ამას მოჰყვა მთელი სხეულის მოწყვეტა და ერთიანად დაცემა.



თვალების გახელისთანავე სალი დავინახე, მასთან ერთად დედაჩემი. სრული შოკი მივიღე დედაჩემის და მამაჩემის დანახვისას. ვერ ვხვდები რახდება ჩემს თავს. ვერ გავიგე რა სპექტაკლს დგამენ, რა შუაში ვარ მე. რატომ გამომიყენეს. სულ ეს კითხვები მიტრიალებს თავში.
-როგორ ხარ ჩემო ფერია?- თავზე ხელი მომისვა დედაჩემმა.
-ახლავე ვითხოვ ახსნა განმარტებას. ნორმალურები ხართ საერთოდ? რა ხდება ვერაფერს ვგებულობ.- წამოვდექი, გადასხმის ნემსი და შნური ცალკე მოვიგლიჯე და ვეცადე სიმკაცრე შემენარჩუნებია. არ მაქვს იმის დრო ვიტირო და ამით შევაცოდო მათ თავი.
- დამშვიდდი ანასტასია, დროა საჭირო.- ბეჭზე ხელი დამადო მამაჩემმა.
- ამას როგორ ამბობ? იცი მაინც როგორ მდგომარეობაში ვარ ახლა მე? რას ვგძნობ იცით? არ მაინტერესებს თქვენი დრო მე ახსნა განმარტებას ვითხოვ.
- დაგვტოვეთ!- გუჯას ცივმა ბარიტონმა ტანი ამითრთოლა. იმ წამსვე გავიდა ყველა და დავრჩით მხოლოდ მე და გუჯა, პირისპირ.
- არც მე მქონდა ამ ყველაფრის ამ ფორმით გაგების სურვილი, მაგრამ ასე მოხდა რას ვიზამთ. დამერწმუნე მე შენს სიცოცხლეს საფრთხეში არასდროს არ ჩავაგდებდი. არის კიდევ ერთი რაღაც, რაც არ იცი, მინდა ახლავე გითხრა, მაგრამ ამის უფლება არ მაქვს. კითხვები არ დამისვა, რადგან უბრალოდ ვერ გეტყვი. მეც ვარ დამნაშავე და ამას აქედანვე გეტყვი. ვიცი ბევრ რამეში დამადანაშაულებ, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ამ ყველაფერს ჯერ ჩემი დის შემდეგ კი შენს გამო ვაკეთებდი. დანარჩენს , რომ გამოგწერენ შემდეგ განვაგრძობ ახლა დაისვენე.დაწექი და ექთანს ვთხოვ ახალი წვეთოვანი დაგიდგას.- აღარაფერი მითქვამს, რადგან აზრი არ ექნებოდა. თითქოს მისმა სიტყვებმა ნუგეში მომცა. თითქოს სტრესი მომიხსნა, ეს ფიზიკურად, მაგრამ შინაგანად მაინც მბოჭავს ის ბევრი ეჭვი. მღრღნის ტყუილი შიგნიდან და ვფიქრობ ეს დიდხანს არ გასტანს.
ძილბურანში მყოფმა ვიგრძენი, მაჯის ტერიტორიაზე მწარედ აწვა. ყურადღება აღარ გამიმახვილებია და მალევე ვესტუმრე ჩემს განუყრელ კოშმარებს. ისევ ის კადრები, ისევ ის უგრძნობი სხეულები და ისევ მე, შემდგომ კი გუჯა.


1 დღის შემდეგ
სახლის დიდი კარი ფართოდ გაიღო. დიდი ნაბიჯებით მივედი სამზარეულომდე, შემდეგ კი მაცივრამდე. "ნუთელას" დიდი ქილა შევნიშნე, მასთან ერთად ოთხი შეკვრა შოკოლადი, კოკაკოლაც და ფორთოხლის წვენიც. როგორც ჩანს ბიჭმა მოინდომა.
- ერთ კვირას მაინც ხომ გეყოფა?- კართან აიტუზა გუჯა .
- ყველას ახლავე დაგემოვნებას ვლამობ და.... წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
- ხუმრობა იქეთ იყოს და....... ამბები არ გაინტერესებს?
- ხო რა თქმა უნდა.
დივანზე კომფორტულად მოვთავსდი და კითხვისნიშნისებური სახე მივიღე.
- საიდან დავიწყო?
- ის საიდუმლო რისი თქმაც არ შეგიძლია.
- რომ არ შემიძლია, შინაარსობრივად ნიშნავს, რომ არ შემიძლია ანუ ჩემი საქმე არ არის.
- მაშინ დაიწყე იქედან საიდანაც გინდა. უბრალოდ გამომიყვანე ამ დიდი გაუგებრობიდან.
- ანუ.... მოდი მამაშენი მოვიყვანოთ და მან აგიხსნას ყველაფერი მე არ მაქვს მაგის ნერვები.
- მოიცა........
- მოიცა კიარა მამაშენს დაურეკე და აქ მოიყვანე .

მამაჩემთან დარეკვიდან 20 წუთის შემდეგ ისიც მოვიდა.
- ახლა მომიყევით რა არის ეს ამხელა რთული სათქმელი წინადადება, რომ ვერ დააყენეთ საშველი და ვერ ამოღერღეთ.
- ტასიკო შვილო......
- მამა... არავითარი ტასიკო .
- ტასო შენს გარდა კიდევ მყავს შვილი. მას ვატო ჰქვია.- სისხლმა ტვინში ამასხა. მოიცა როგორ თქვა? -"შენს გარდა კიდევ მყავს შვილი. მას ვატო ჰქვია."- ყველაფერს თავი დავანებოთ როდის მოასწრო? არა..... დედაჩემი?..... ? ან მე?
- რამდენი წლისა? როდის მოასწარი? დედამ რაო? გპატიობ ამ ყველაფერსო? ამხელა კაცს ეგ გეკადრება მამა? გეკადრება ასეთ დროულ კაცს ეგეთები? ჩემზე ფიქრობდი მაინც? დედა? დედა არ გეცოდება?- ერთიანად ვაყრიდი კითხვას კითხვაზე.
- ანასტასია მისმინე. ის შენზე უფროსია. ის შენამდე გამიჩნდა. მე ოჯახი თქვენამდე მყავდა.- ამაზე კი ნამდვილად არ მიფიქრია.
- აჰა! ანუ შენ იმის თქმას ცდილობ, რომ ჩვენ გამო მიატოვე ის ოჯახი? შენ რა კაცი ხარ? ასეთ ტყუილში როგორ მაცხოვრებდი?
- ანასტასია მე მამაშენი ვარ! დედაშენი არასდროს ყოფილა ქალი რომელიც მიყვარდა. მე ის არასდროს მყვარებია.
- ამას როგორ ამბობ? ამდენ წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ამის თქმა როგორ შეგიძლია?
- მაშინ როცა ადამიანი არ გიყვარს და მაშინ როცა ის შენგან ბავშვს ელოდება იძულებული ხდები ცოლად შეირთო ჭორების თავიდან ასაცილებლად.
- გუჯა დედაჩემთან წამიყვანე.
- ანასტასია ჯერ მოგესმინა მისთვის.
- გუჯა გააკეთე ერთხელ მაინც რასაც გეუბნები.

ახლა მხოლოდ დედაჩემის ნახვა მჭირდება, მხოლოდ ის ამიხსნის ამ ყველაფერს. აღარ ვიცი რომელი მხრიდან შევხედო ამ ამბავს .
25 წუთში დედაჩემის სახლში ვიყავი. ეტყობოდა..... იტირაა....
- დეე......- ხელები მყარად მოვხვიე და დედის სურნელი შევისუნთქე. როგორ მომნატრებია.
- ჩემო პრინცესა... გუჯა! მას აქ რაუნდა?
- დეე ნუთუ მართალია ეს ყველაფერი. მე მან მიამბო მის პირველ ოჯახზე. ეს შესაძლებელია?
- ჩემო ფერია მართალია კი, მაგრამ ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ ფიქრობ.
მამაშენი თავდავიწყებით შემიყვარდა. ვენდე მე მასში დარწმუნებული ვიყავი, მაშინ როცა მიჭირდა მან დამეხმარა. ის ქალი მისი ცოლი არასოდეს ყოფილა. უკანონო შვილი გაუჩინა.
25 წლის ვიყავი. მამაჩემი კაზინოში, ფულზე თამაშობდა.... ამ ყველაფერს ბევრი ცუდი რამ მოყვა. მამაჩემი ციხეში აღმოჩნდა. სწორედ მაშინ შევხვდი მამაშენს. ჩვენი ურთიერთობა იმაზე კარგად წავიდა ვიდრე გვეგონა. ჩვენმა კარგმა ურთიერთობამ შენამდე მოგვიყვანა. დავფეხმძიმდი......... 2 თვემდე არაფერი მითქვამს მისთვის. როგორც ყველას მეც მყავდა საუკეთესო მეგობარი, სწორედ მან გააგებინა მამაშენს ჩემი ორსულობის შესახე. გაბრაზდა, ბევრი იჩხუბაა, მატირა შემდეგ ისიც მითხრა , რომ შვილი ყავდა ამის შემდეგ მის მიმართ გრძნობები მიქარწყლდებოდა. ვხდებოდი, რომ ჩემთან მხოლოდ გართობის გამო იყო. მე, რომ მცოდნოდა მისი ოჯახის შესახებ ამას არ გავაკეთებდი, მაგრამ მან.....- ცრემლებს ვეღარ იკავებდა. ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.
- დე ახლავე დავბრუნდები . ცრემლები შეიმშრალე და იცოდე, რომ მე შენთან ვარ. გუჯა ერთი წუთით..... - გუჯა გვერდით ოთახში გავიყვანე და ვეცადე მასთან მშვიდად მელაპარაკა.
- დედაჩემმა მინდა, რომ ჩემთან ერთად იცხოვროს.
- ანასტასია........ ეს ვერ მოხდება.
- რა გვიშლის ხელს?
- შემიძლია ცალკე გადმოვიყვანო, ჩემს რომელიმე სახლში.
- გუჯა მე მინდა, რომ ჩემთან ერთად იყოს.
- ანასტასია აღარ ვაპირებ მეორეჯერ გამეორებას.-მოკლედ თქვა მისი სათქმელი და ოთახიდან გავიდა. დედაჩემთან დავბრუნდი. ცოტა ხნით მასთან დავრჩი რადგან დამემშვიდებინა და ამავდროულად ჩემი ნერვებისთვისაც მიმეხედა. საღამომდე იქ ვიყავი, შემდეგ კი გუჯამ მომაკითხა. ღამის საათებში ცოტა არ იყოს ტირანს ემსგავსება. დედა იმედით დავტოვე, რადგან მასთან მისი ბავშვობის მეგობარი იყო, თანაც ჩემი საამაყო მამიკო ფეხსაც კი ვეღარ მიადგამდა იქ. წავიდეს მის პირველ ოჯახთან, არავინ უშლის. რაში მჭირდება მამა, რომელიც მე არ მაფასებს და მისი შვილის დედას. მან მე გამზარდა როგორც სამართლიანი და თვითონ.... თვით ის რა მაგალითს მაძლევს. დედაჩემი გულუბრყვილო, თავმდაბალი სუსტი აღმოჩნდა, მაგრამ მეე იმაზე ძლიერი ვარ ვიდრე მას ჰგონია. დედჩემის და ნებისმიერი სხვა საყვარელი ადამიანის დაცვა ისე შემიძლია როგორც შოკოლადის დაცვა სალისგან.
- როგორ არის დედაშენი.- საუბარი წამოიწყო გუჯამ.
-კარგად.
-შენ როგორ ხარ
-ცუდად
-რატომ
-იღრინები
-რას ვშვები?
-იკბინები უაზროდ. შენ ჩემს მდგომარეობას არ ითვალისწინებ. ყველაფერს თავი დავანებოთ ამიხსენი? საავადმყოფოში დამპირდი, რომ ყველაფერს დაწვრილებით მომიყვებოდი. ისიც კი მითხარი, რომ რაღაც სხვა მოხდა.
როგორც ჩანს გავაჯავრე. მანქანა ძლიერ დაამუხრუჭა და გავჩერდით. გაცხოველებული სახით გამომხედა.
-როდის ამეხსნა ანა როდის. როდის გნახე ნორმალურად. დედაშენის, მამაშენის და მათი პრობლებემის გამო უკვე ვეღარც გნახულობ. - როგორ არ უნდა გამეცინოს მის ასეთ სიტყვებზე. ისე საუბრობს ვითომ ვინმე ძალიან ახლობლები ვიყოთ ერთმანეთისთვის.
-რა გაცინებს?

-არაფერი გუჯა ყველაფერი რიგზეა. ახლა მითხარი მიდი. ამიხსენი რაც იმ დღეს უნდა გეთქვა. გუჯააა იცი რა მაინტერესებს.... ? ახლა მე აქ რატომ ვარ? მამაჩემმა იცის, რომ მე უსაფრთხოდ ვარ, ისიც იცის, რომ მე მასთან მიმსვლელო აღარ ვარ . ეს ხომ შენთვისაც ნათელია, რატომ ვარ მე ახლა აქ და რატომ არა დედაჩემთან მის გვერდით.
-ჰაჰ... უკვე ახლოს ხარ. სწორედ ეგაა სიმართლე.
-რას გულისხმობ?
- შენი მამაცი და მეომარი , სინამდვილეში კი ხეპრე ნახევარ ძმა მემუქრება.
-ჩემი ნახევარ ძმა გემუქრება შენ?
-ხო, მემუქრება. იცი რითი მემუქრება? ჩემი დით.
-შენი დით? მაპატიე გუჯა, მაგრამ შენი მკვდარი დით როგორ?
- აი ეგ არის მთავარი. ჩემი და არ მომკვდარა.
-რა? რა სისულელეს ამბობ გუჯა. ხვდები მაინც..... ვერაფერი გავიგე გუჯა.
-აფეთქებიდან ჩემი და ვატომ შენმა ნახევარ ძმამ მოიტაცა . მადლობელი ვარ, რომ გადაარჩინა. იმ დღეს მამაშენისგან იხსნა და სიცოცხლე არ წაართვა, მაგრამ ახლა.... ახლა თუარ ჩავბარდენი და თვითონ არ გამასხმევინებს ტვინს ვერ მოისვენებს.
-რითი გემუქრება ვერ ვხვდები.
-შენს დას სიცოცხლე მე ვაჩუქე და მევე წავართმევო.
-ახლა გასაგებია. შენ ჩემით ემუქრები?
-კი სწორი ხარ.
- მე მას არ ვეყვარები გუჯა ეგ მაინც ვერ მოტვინე?
- რა სულელი ხარ გოგო. შენი ძმა ბავშვობიდან შენს გვერდითაა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გითხრა ფრაზა რომელიც არც მე მესაყვარლება. ჩემი საქმე არ არის. ეგ მამაშენს კითხე. რატომ არის იყო შენი ძმა სულ შენს გვერდით. ახლა სახლში წავიდეთ. სალომემ კარგი ვახშამი მოვამზადეო.



№1 სტუმარი Guest ელე

ძაან მაგარიაა მალე დადე შემდეგიც ტაა

 


№2 სტუმარი nini nodia

au bavhsvebo vinmem mitxarit rogor davregistrorde ver vregistrirdebii ((

 


№3  offline წევრი მმარიტა

ელპინი
დადადადაამ!!
ძლივს.
ველოდი.
ცოტა მაინც გააბანალურე.
ნუ კარგი,არაუშავს.
იცი,მაინც არეული გაქვს რაღაცები.
მშრალად წერ.
წავიკითხე მხოლოდ.
არ მიგრძვნია არაფერი.
მაპატიე,რა.
განაგრძე და ვნახოთ.
ჩახლართულია.
თითქოს,ტოვებ რაღაც ინტრიგას,მაგრამ ბოლოს მაინც ხსნი კარტს.
იცოდე,წერა არ მიატოვო !!
აი,ეს პუნქტუაცია მაინც ვერ დაგამუღამებინე,რა.
აბა,შენ იცი.
იმედები არ გამიცრუო,რა.
მე გელოდები.
იცოდე,მეტი აღარ გააბანალურო !!
და მეტი გრძნობა,
მეტი ემოცია ჩართე.
წარმატებები.

"Grznobebi"- yvelaze metad vcdilob, rom amaze gavamaxvilo yuradgeba. Jererjerobit tvit me ar msurs, rom grdznoba chavrt motxrobashi. Ratom ar aris motxrobashi ufro meti emocia, es imitom, rom swrafad vanvitareb movlenebs, vcdilob ufro male gamochndes tyuilidan simartle swore amitom ar chans grdznoba, emocia. Shemdeg tavebshi vecdebi, rom ufro didi dro mtavar personajebs davutmo.

 


№4  offline წევრი მმარიტა

ელპინი
მმარიტა
ელპინი
დადადადაამ!!
ძლივს.
ველოდი.
ცოტა მაინც გააბანალურე.
ნუ კარგი,არაუშავს.
იცი,მაინც არეული გაქვს რაღაცები.
მშრალად წერ.
წავიკითხე მხოლოდ.
არ მიგრძვნია არაფერი.
მაპატიე,რა.
განაგრძე და ვნახოთ.
ჩახლართულია.
თითქოს,ტოვებ რაღაც ინტრიგას,მაგრამ ბოლოს მაინც ხსნი კარტს.
იცოდე,წერა არ მიატოვო !!
აი,ეს პუნქტუაცია მაინც ვერ დაგამუღამებინე,რა.
აბა,შენ იცი.
იმედები არ გამიცრუო,რა.
მე გელოდები.
იცოდე,მეტი აღარ გააბანალურო !!
და მეტი გრძნობა,
მეტი ემოცია ჩართე.
წარმატებები.

"Grznobebi"- yvelaze metad vcdilob, rom amaze gavamaxvilo yuradgeba. Jererjerobit tvit me ar msurs, rom grdznoba chavrt motxrobashi. Ratom ar aris motxrobashi ufro meti emocia, es imitom, rom swrafad vanvitareb movlenebs, vcdilob ufro male gamochndes tyuilidan simartle swore amitom ar chans grdznoba, emocia. Shemdeg tavebshi vecdebi, rom ufro didi dro mtavar personajebs davutmo.

მიხარია.
და გელოდები.
აბა,შენ იცი.
მე სულ აქ ვარ ^-^

მადლობა ყველაფრისთვის

 


№5 სტუმარი 444

მაგარია შემდეგ როდის დადებ??

 


№6  offline წევრი მმარიტა

444
მაგარია შემდეგ როდის დადებ??

ვეცდები, რომ დღეს დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent