შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (პირველი ნაწილი) მეექვსე თავი


9-10-2017, 22:23
ავტორი fireending
ნანახია 2 266

-სოფია,შვილო,კარგად ხარ?_შეეკითხა ზურა,როდესაც სოფია მანქანაში ჯდებოდა.
–კი_უხალისოდ უპასუხა სოფიამ და მანქანის კარი გააღო.
–ნამდვილად? სახეზე ფერი არ გადევს
–ღამე ცუდად მეძინა და ამის ბრალი იქნება,თანაც..._სოფია შეჩერდა და სახე შეაბრუნა,რომ ცრემლები დაემალა–გული მწყდება,რომ აქაურობას ვტოვებ
–სოფია,ხომ იცი,შეგიძლია ნებისმიერ დროს შეგიძლია წასვლა გადაიფიქრო და...
–არა,არა_სიტყვა გააწყვეტინა სოფიამ–ამ ეტაპზე ასე სჯობს.
–კარგი შვილო,მაგრამ არ მინდა ასეთ სევდიანს გხედავდე,თანაც სამუდამოდ ხომ არ მიდიხარ.ჩვენც ხშირად ჩამოვალთ.
სახლიდან ნონა და სალომე გამოვიდნენ.ნონას ხელში ჩემოდანი ეჭირა.ნონა მანქანისკენ წამოვიდა,ხოლო სალომე ადგილიდან არ დაძრულა,თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე,სოფია მას მიუახლოვდა და მოეხვია.
–რატომ მტოვებ?არ წახვიდე_ტირილით ეუბნებოდა სალომე.
–სალო,გთხოვ რა ნუ ტირი_ცრემლებს წმენდდა სოფია_ეს ჩემი არჩევანი არაა,სხვა გზა არ მაქვს სალო,სხვა გზა არა_ყურში ჩასჩურჩულა.
–დამირეკე,ყოველ დღე დამირეკე.სოფი ,არ ვიცი უშენოდ როგორ გავძლებ
–რა თქმა უნდა დაგირეკავ._გაუღიმა სალომეს და თან თმაზე გადაუსვა ხელი
ზურამ კარი გააღო და სოფია მანქანაში ჩაჯდა.სალომე გაუნძრევლად იდგა კართან და თვალს არ აცილებდა მანქანას.ნონაც მანქანაში აპირებდა ჩაჯდომას,თუმცა ზურამ მკლავზე მოკიდა ხელი.
–ნონა,მადლობა...მადლობა,რომ სოფია მარტო არ დატოვე და მასთან იქნები.მე სამწუხაროდ კომპანიის საქმეების გამო ვერ გავყევი
–არ არის საჭირო მადლობის გადახდა ზურა,მე ამას სიამოვნებით ვაკეთებ. სოფიას მისთვის უცხო ქვეყანაში მარტო დატოვება ნამდვილად არ იქნებოდა სწორი,ყველაფერი კარგად იქნება._ქმარს გაუღიმა და მხარზე ხელი დაადო.შემდეგ მანქანაში ჩაჯდა.ზურამ მანქანა დაქოქა.
მთელი გზა ხმა არ ამოუღია სოფიას.მანქანაში გაუნძრევლად იჯდა და ფანჯარაში იყურებოდა,თუმცა ვერაფერს ხედავდა.ცა ლურჯი იყო,ისევე ლურჯი და მოწმენდილი,როგორც იმ დღეს,როცა დათოს პირველად შეხვდა,ცდილობდა მასზე ფიქრები გონებიდან განედევნა,მაგრამ მის გულს დარდი მძიმე ლოდად აწვა გულზე,ახლა ვეღარც ცის სილურჯეს ამჩნევდა,მისთვის ყოველივე ბნელით იყო მოცული,შავმა ღრუბელმა დაფარა მზე,რომელიც მის ცხოვრებას სინათლეს და ფერებს აძლევდა.უნდოდა გზა არასდროს დასრულებულიყო და უსასრულოდ ევლო.
ზურაც ფიქრებში იყო ჩაძირული.თერთმეტი წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა სოფია მისგან მოშორებით.ძალიან აწუხებდა ის,რომ ახლა გოგონას დატოვება უწევდა,თანაც მეტად აფიქრებდა ის,რომ სოფიამ ასე მოულოდნელად მოინდომა საფრანგეთში წასვლა.ზურა გრძნობდა,რომ სოფიას რაღაც აწუხებდა და ამის გამო ძალიან ღელავდა,მეტად აფიქრებდა ის აზრი,რომ სოფია მას რაღაცას უმალავდა. ზურამ სოფიას გახედა,გოგონას ეძინა,შემდეგ ცოლს შეხედა,ქალმა გაუღიმა და ხელი ხელზე დაადო. ზურამაც გაუღიმა.ზურას აოცებდა ცოლის ასეთი ცვლილებდა და თან უხაროდა,ძველი დრო გაახსენდა,როცა შეყვარებულები იყვნენ,ნონა მაშინ სრულიად განსხვავებული იყო,ყოველთვის თბილად ექცეოდა.
თბილისამდე ისედაც გრძელი გზა სოფიას დაუსრულებელი ეჩვენა.მანქანა აეროპორტთან გაჩერდა.სოფია მანქანიდან გადმოვიდა.დიდი ხნის ჯდომისგან თავბრუ ეხვეოდა,თავი რომ შეემაგრებინა მანქანას დაეყრდნო.ზურამ ხელი შეაშველა
–კარგად ხარ
–კი ბიძია,კარგად ვარ.
–ალბათ დაიღალა_თქვა ნონამ და ჩემოდანი მანქანიდან გადმოიტანა.
–ჰო,თანაც ხომ იცი მგზავრობა ცუდად მხდის,ბავშვობიდან_თქვა სოფიამ.–ახლა კარგად ვარ,წავიდეთ.
...
მშვიდი დილა იყო.სიმყუდროვეს ზოგჯერ თუ დაარღვევდა ქუჩიდან შემოსული მანქანის ხმა.ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული.სოფია საწოლიდან წამოდგა,ფანჯარასთან მივიდა და ფარდა გადაწია.ქუჩაში გაიხედა,მზე ახლა ამოდიოდა.ქუჩა ჯერ ისევ ცარიელი იყო თითქმის.გარემოს თვალი უხალისოდ მოავლო,მისთვის ახლა ყველაფერი უფერული იყო.ფარდა ჩამოაფარა და სავარძელში ჩაჯდა.წიგნი აიღო,გადაშალა და წიგნიდან დათოს ფოტო გადმოვარდა.სოფიამ ფოტო ხელში აიღო,თვალები ცრემლებით აევსო.უჭირდა იმის დაჯერება,რომ ეს ყველაფერი,მხოლოდ ტყუილი იყო,ლამაზი სიზმარი,რომელიც დასრულდა და მწარე რეალობაში გაიღვიძა.ფოტოისევ წიგნში ჩადო და წიგნი მაგიდაზე დადო.
კარზე დააკაკუნეს.
–შემოდით
–დილა მშვიდობისა სოფია_ოთახში შემოვიდა ნონა,რომელსაც ხელში წვენით და ბოსტნეულის სალათით სავსე ლანგარი ეჭირა
–დილა მშვიდობისა_მიესალმა სოფია
–საუზმე მოგიტანე,გუშინ საღამოს არაფერი გიჭამია,ასე არ შეიძლება_ნონამ ლანგარი მაგიდაზე დადო
–არ მშია ბიცოლა,მადლობა
–ასე არ შეიძლება,ბავშვზე იფიქრე სოფია
ბავშვის გახსენებაზე თვალებზე ისევ ცრემლები მოადგა
–რა უნდა ვუთხრა ჩემ შვილს,როცა მკითხავს მამამისზე_ცრემლებს ვეღარ იკავებდა სოფია.
ნონა გვერდით მიუჯდა და თავზე ხელი გადაუსვა.
–დამშვიდდი,იმედს ნუ დაკარგავ.ყველაფერი კარგად იქნება.მესმის ძნელია,მე მართლა მესმის შენი.თითქმის შენი ტოლი ვიყავი,როცა სალომე გავაჩინე,16 წლის ვიყავი,ქმარი გვერდით მყავდა,მაგრამ ახალგაზრდა დედობა მაინც ძნელი აღმოჩნდა ჩემთვის.სოფია,მთელი ოჯახი შენ გვერდით იქნება.შენ არ ინერვიულო
–შენი სიტყვები ძალიან მამშვიდებს .მადლობა ბიცოლა,რომ არ მიმატოვე და ჩემ გვერდით ხარ.
–აბა რას ამბობ_გაუღიმა ქალმა–შენ ჩემთვის შვილივით ხარ.ახლა კი მიდი ისაუზმე და მერე გავისეირნოთ,ორი კვირაა რაც ჩამოვედით,შენ კი გარეთ საერთოდ არ გასულხარ.სიარული აუცილებელია
–არ ვიცი...განწყობა არ მაქვს_უხალისოდ თქვა სოფიამ და წვენი მოსვა.
–სახლში თუ დარჩები განწყობა არ გექნება.გავისეირნოთ,ცოტა გახალისდები.საყიდლებზე წავიდეთ.შენთვის ახალი ტანსაცმელები შევარჩიოთ.
–კარგი_დაეთანხმა სოფიამ.
...
სოფია ცოტათი მართლაც გახალისდა.სეირნობაში გაერთო და ცუდმა განწყობამაც გაუარა.ახალი ტანსაცმელები შეიძინეს და როდესაც სავაჭრო ცენტრიდან გამოვიდნენ კაფეში დასხდნენ.
–ხომ უკეთ ხარ? _ჰკითხა ნონამ და ყავა მოსვა
–კი,გასეირნება მართლაც კარგი იდეა იყო.გავხალისდი._უპასუხა სოფიამ
–ძალიან კარგი,მიხარია
–ბიცოლა,საპირფარეშოში გავალ.
–კარგი მიდი.ცუდად ხომ არ ხარ?
–არა,არა_უპასუხა სოფიამ და წავიდა

სოფია საპირფარეშოდან გამოვიდა და თავისი მაგიდისკენ მიდიოდა.სიჩქარეში ვერ დაინახა და საპირისპიროდ მომავალ მამაკაცს დაეჯახა.
–უკაცრავად_მოიბოდიშა სოფიამ ფრანგულად
–არაუშავს_ასევე ფრანგულად უპასუხა მამაკაცმა,გაუღიმა და ძირს დაგდებული ჩანთა მიაწოდა
სოფიამ საპასუხოდ გაუღიმა და ნონასკენ წავიდა
...
–მოსაღამოვდა_თქვა სალომემ და მამას ჩაით სავსე ფინჯანი მიაწოდა
–მადლობა_უპასუხა ზურამ
სალომე ზურას გვერდით დივანზე დაჯდა.
–მამა,სოფია მენატრება.მის გარეშე სახლი დაცარიელდა.ძალიან მოვიწყინე
–ჰო.მეც მიჭირს.
–ორი კვირა გავიდა,მე კი მგონია უკვე საუკუნეა,რაც წავიდა.ყოველ დღე ვლაპარაკობთ,მაგრამ სულ სხვა ,როცა გვერდით გყავს.
–ჰო,მართალი ხარ.იცი რა,საახალწლო არდადეგები რომ გექნება მასთან ჩავიდეთ.
–რა კარგია.სიურპრიზს მოვუწყობთ.ალბათ სოფიასაც უჭირს იქ ყოფნა
...
უკვე ერთი თვე გავიდა,რაც სოფია პარიზში იყო,თითქმის შეეჩვია იქაურობას,დილითაც უფრო ხშირად სეირნობდა.ნონასაც დაუმეგობრდა.სოფიას თვალწინ სულ სხვა ნონა იდგა,არა ის ქალი,რომელსაც 11 წელია იცნობდა და გულცივ არსებად მიაჩნდა,არამედ მზრუნველი ქალი,რომელიც დედასავით ექცეოდა.სოფია სასიამოვნოდ გაკვირვებული იყო ამ ცვლილებით.
ერთ დილას ნონასთან ერთად სეირნობდა,გზის მეორე მხარეს ნაცნობ ადამიანს მოკრა თვალი,მამაკაცს,რომელსაც კაფეში შეეჯახა რამდენიმე კვირის წინ.ბიჭმაც შეამჩნია სოფია,გაუღიმა და მისკენ წამოვიდა.
ნონა სახლისკენ მიდიოდა,სანამ სახლში შევიდოდა მობრუნდა
–სოფია,რომელი ჟაკეტი წამოგიღო?_დაუძახა ხმამაღლა
–მუქი მწვანე ბიცოლა_უპასუხა სოფიამ.
ბიჭი სოფიას მიუახლოვდა.
–გამარჯობა,არ მეგონა ქართველები თუ იყავით_მიესალმა ბიჭი
–თქვენც საქართველოდან ხართ?
–დიახ.რამდენიმე წელია უკვე აქ ვმუშაობ.ჰო მართლა მე ლაშა მქვია,ძალიან გამიხარდა ისევ რომ შეგხვდი
–მე სოფია მქვია
ლაშამ ხელი ჩამოართვა.
–მოდი აქ დავსხდეთ
ორივენი გრძელ სკამზე ჩამოჯდნენ.ნონა სახლიდან გამოვიდა და მათკენ წამოვიდა.სოფიას ჟაკეტი მიაწოდა.ლაშა ფეხზე წამოდგა და ნონას მიესალმა.
–იცით,მეც აქვე ამ უბანში ვცხოვრობ,სოფია რამდენიმე კვირის წინ დავინახე კაფეში და დღეს აქ შევხვდით.მიხარია ქართველების ნახვა და თუ წინააღმდეგი არ იქნებით ვიმეგობროთ.
–რა თქმა უნდა_გაუღიმა ნონამ
–ძალიან კარგი.დიდი ხანია,რაც აქ ხართ?_ჰკითხა სოფიას
–თითქმის ერთი თვეა_უპასუხა გოგონამ
–მაშინ აქაურობა ჯერ კიდევ არ გეცოდინებათ კარგად,ნება მომეცით ორივე დაგპატიჟოთ ერთ კაფეში.
–არ ვიცი... მე...
–კარგი აზრია,რატომაც არა_თქვა ნონამ–სოფიას აქ ნაცნობები არ ყავს და კარგი იქნება თუ ხშირად გავა სადმე–სანამ სწავლა დაიწყება.
–ჰოდა თქვენ ერთგულ მეგობრად და მეგზურად მიგულეთ.მიხარია,რომ შეგხვდით.
...
სწავლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა.ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა ლაშას.როგორც ნონა აღნიშნავდა ლაშა კარგი ბიჭი ჩანდა,სოფიასაც დაუახლოვდა.ხშირად სეირნობდნენ ერთად.ბევრი საერთო არმოაჩნდათ,რაც სოფიას ძალიან ახარებდა.თუმცა გულში ხანდახან ჩაწყდებოდა რაღაც,მაგრამ ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა,საკუთარ თავს ებრძოდა.ამ ბრძოლაში კი დიდ როლს ლაშაც ასრულებდა.ამ ადამიანმა შეცვალა სოფიას ცხოვრება და კვლავ დაუბრუნა სიცოცხლის ხალისი.
პირველ ხანებში სოფიას ეშინოდა მასთან ურთიერთობის,თუმცა გრძნობდა,რომ მას ეს სჭირდებოდა,ლაშას სახით თითქოს საყრდენი იპოვა.შეეძლო ელაპარაკა ყველაფერზე მასთან.ამას ისიც ემატებოდა,რომ ლაშამ გაიგო სოფიას მდგომარეობის შესახებ და წამითაც არ უფიქრია მის მიტოვებაზე,პირიქით,როგორც ნამდვილი მეგობარი,ისე დაუდგა გვერდით.სოფიას მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.თითქმის მთელი ქალაქი შემოატარა.დაათვალიერებინა მისთვის განსაკუთრებული,საყვარელი ადგილები.სოფია გრძნობდა,რომ მის გულში ახალი გრძნობები იღებდნენ სათავეს,თუმცა ფესვები,რომლებიც ძველ გრძნობას ჰქონდა გადგმული ,გულს მჭიდროდ შემოხვეოდნენ და არ აძლებდნენ ბოლომდე გათავისუფლების საშუალებას.რაც მთავარია,სოფიას მომავლის იმედი გაუჩნდა,სამყაროც აღარ იყო მისთვის უფერული.
...
შემოდგომამ თავისი გაიტანა და ოქროსფრად შეღება გარემო.სანაპიროებიც დაცარიელდა,ცივი ქარი კი უფრო და უფრო ხშირად უბერავდა,შუა ოქტომბერი იყო,თუმცა საკმაოდ ციოდა,ჰაერში ზამთრის სუნი უკვე იგრძნობოდა.ერთ დროს მწვანით შემოსილი ხეები თანდათან შიშვლდებოდნენ.
ამ საღამოსაც ცივი ქარი ქროდა,ქარმა იმატა და უფრო აცივდა.ცა კი მთლიანად გაშავდა და იისფრად განათდა,ამას ძლიერი ჭექა–ქუხილი მოყვა და წვიმაც წამოვიდა.უცბად დაბნელდა.ყიფიანების ჭიშკართან ტაქსი გაჩერდა.დათომ მძღოლს ფული მიაწოდა და მანქანიდან გადმოვიდა.სიცივისგან შეაჟრჟოლა.ჭიშკარს დახედა,ჩაკეტილი იყო.სახლის ყველა ფანჯარა ჩაკეტილი იყო,მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა სინათლე,ამით იმედი მიეცა და ზარი დარეკა.
დაახლოებით ათი წუთი იდგა ჭიშკართან,წვიმა კი უფრო ძლიერდებოდა.სულ დასველდა.ჭიშკრისკენ ვიღაც ქალი წამოვიდა.ხელში ქოლგა ეჭირა
–გამარჯობა,რა გნებავთ?_უპასუხა ქალმა
–მე სოფიას ნახვა მინდა_უპასუხა დათომ
–სოფიას ნახვა?_კითხა ქალმა–ის უკვე ორი თვეა წავიდა
–წავიდა?სად წავიდა ,კი მაგრამ?_ჰკითხა დათომ
–საფრაგეთში წავიდა,სასწავლებლად
–რა? მართლა?_დათოს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს გულში დანა ჩაარტყეს.
–სახლში არავინ არის?სალომე სადაა?
–სალომე მეგობართანაა,ბატონი ზურა კი მივლინებაშია,რამე გადავცე?_ჰკითხა ქალმა
–არაფერი_უპასუხა დათომ და ჭიშკარს მოცილდა.
გზას გაუყვა,თვითონაც არ იცოდა საით.ვერც გაიგო ისე აღმოჩნდა სანაპიროზე.ქვიშაზე დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.



№1 სტუმარი Nini

Koveldge dadee ar meko kidev minda gazarde tavebi :-*

 


№2  offline წევრი fireending

Nini
Koveldge dadee ar meko kidev minda gazarde tavebi :-*

მადლობთ,რომ კითხულობთ.გავითვალისწინებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent