მძიმე გზა (პირველი ნაწილი) მეშვიდე თავი... პირველი ნაწილის დასასრული
სანაპიროზე იმდენ ხანს იჯდა,რომ ვერც კი შეამჩნია,როგორ დაღამდა.ისევ წვიმდა,ცა სიბნელემ მოიცვა.ზღვამ ღელვას უმატა.დათო წამოდგა.ტანსაცმელი სულ სველი ჰქონდა,შარვალი ქვიშით დასვრილი.გზისკენ წავიდა.გადაწყვიტა თავის მეგობართან წასულიყო,რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობდა.გზას ფეხით გაუყვა.ერთ–ერთ ეზოსთან შეჩერდა,კიბეზე ავიდა და კარზე დააკაკუნა.რამდენიმე წამის შემდეგ კარი ახალგაზრდა მამაკაცმა გააღო,დათოს დანახვამ ძალიან გაახარა,მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მისმა ნახვამ ძალიან გააკვირვა. –დათო,შემოდი...რა დაგემართა?_ჰკიხა მამაკაცმა და მას შემდეგ,რაც დათო შემოვიდა კარი დახურა. –ანდრია,შეიძლება ამაღამ შენთან დავრჩე? –რა თქმა უნდა,მაგას კითხვა უნდა?ძალიან გამიხარდა შენი ნხვა,თუმცა სიმართლე გითხრა გამიკვირდა,ამერიკაში არ უნდა იყო ახლა?სწავლა ხომ უკვე დაიწყო? –კი,დაიწყო,მაგრამ ერთი კვირით გავითავისუფლე თავი –რამე მოხდა?რა დღეში ხარ... –არ ვიცი.არ ვიცი რა დღეში ვარ. –მაშინებ.მიდი შხაპი მიიღე მოწესრიგდი ცოტა,ჩემი კარადიდან აიღე ტანსაცმელი,რაც გინდა . –კარგი.ანდრია მადლობა. –რას ამბობ.მიდი,მიდი მოწესრიგდი და მერე ჩაის დაგალევინებ.სულ სველი ხარ_მხარზე ხელი დაადო ბექამ. ... დათომ შხაპი მიიღო,ბექას ტანსაცმელი ჩაიცვა და მისაღებ ოთახში გამოვიდა.ანდრია ჩაი მიაწოდა.დათო ცოტა ხანს ჩუმად იჯდა.ანდრია კითხვებით არ აწუხებდა,თუმცა მასზე ნერვიულობდა.ბოლოს დათომ სიჩუმე დაარღვია და ანდრიას ყველაფერი მოუყვა. –მართლა არ ვიცი ძმაო რა გითხრა,იქნებ რამე მოხდა,იქნებ ისე არაა საქმე შენ რომ გგონია?_ჰკითხა ანდრიამ –აბა რა უნდა იყოს? გეუბნები,ცოლობა ვთხოვე,დამთანხმდა.დაქორწინებასაც ვაპირებდით,როცა სოფია სკოლას დაამთავრებდა,მან კი რა გააკეთა?საფრანგეთში წავიდა.მე კი მეუბნებოდა,რომ არ უნდოდ იქ წასვლა.ჩემ ერთ წერილსაც არ უპასუხა. –იქნებ წერილები არ უნახავს? –რას ამბობ,იცი რამდენი წერილი გავუგზავნე?თავს საშინლად ვგრძნობ.თითქოს გული შუაზე გამიჭრეს.სულ არ ვყვარებივარ. –ეჰ დათო,ჯერ ახალგაზრდა ხარ.17 წლის ხარ,ცხოვრება წინ გაქვს.არ მიცე საშუალება სასოწარკვეთამ შეგიპყროს. –არაფრის სურვილი აღარ მაქვს. –მომისმინე,ხაზს ნუ გადაუსვამ ყველაფერს,წინ მთელი ცხოვრება გაქვს და ყველაფერი კარგად იქნება.ვიცი ახლა რასაც ფიქრობ,რომ ეს ყველაფერი მძიმე გადასატანი გგონია,მაგრამ შენ თვითონ ნახავ რა ძლიერი აღმოჩნდები.არ გეუბნები,რომ ყველაფერი ორ ადღეში ან ორ კვირაში მოგვარდება,მაგრამ გავა დრო და ყველაფერი დალაგდება.ცხელ გულზე ნურაფერს გადაწყვეტ. –მადლობა,მამხნევებს შენი სიტყვები. –ხომ იცი,ჩემთვის უმცროსი ძმასავით ხარ და არ მინდა ასეთ მდგომარეობაში გხედავდე,არავის გამო. დათო ახლა შედარებით მშვიდად გრძნობდა თავს.მართალია გული საშინლად ტკიოდა,მაგრამ ანდრიას სიტყვებმა დააფიქრა. ანდრია ამერიკაში გაიცნო,ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ.ანდრია იქ სწავლობდა,იურიდიული დაამთავრა და ახლა ადვოკატად მუშაობდა.ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო,სულ რაღაც 22 წლის,თუმცა უკვე სახელი გაითქვა.დათოსთვის ის მართლაც საუკეთესო მკეგობარი და მრჩეველი იყო,მისთვის უფროსი ძმასავით იქცა და ახლა ,როცა ცხოვრებამ სასტიკი გაკვეთილი მიაღებინა, ანდრია აღმოჩნდა ის ადამიანი,რომელმაც მის გულს ისევ სიმშვიდისკენ დასაბრუნებელი გზა ასწავლა. ცდილობდა სოფიაზე არ ეფიქრა,მაგრამ ეს სახელი თავისით მოდიოდა და გონებას არ ტოვებდა.გამთენიისას ძლივს ჩაეძინა.დილით გვიან ადგა,სამზარეულოში გავიდა.მაგიდასთან ანდრია იდგა და ყავას სვამდა. –როგორ ხარ დათო? –არამიშავს,ცოტა მეძინა. –კარგია.იცი რას ვფიქრობ? დღეს ვისვენებ და სადმე გავიდეთ,კარგი ბარი ვიცი,ცოტა გულს გადააყოლებ. –აუ რა ვიცი_დათო ყოყმანობდა –რა არ იცი,გახალისდები ,თან მერე კიდევ როდის გნახავ,ზაფხულამდე აღარ ჩამოხვალ. –ეჰ...აღარ იქნება ზაფხული და აღარც მე ჩამოვალ –ოო,ბოდავ ახლა.მიდი,მიდი ჩაიცვი და წავიდეთ. –კარგი,კარგი. ... ბარში წასვლამ მართლაც გაახალისა.ანდრიამ კი მთელი დღე მოწყენის საშუალება არ მისცა.ანდრია ერთი შეხედვით ძალიან სერიოზული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა,მითუმეტეს,თუ მას სამსახურში ნახავდით,მაგრამ სინამდვილეში ძალიან მხიარული იყო.მის გვერდით ადამიანი ნამდვილად ვერ მოიწყენდა.მშობლები პატარაობისას დაეღუპა,არავინ დარჩა და ბავშვთა სახლებში იზრდებოდა.ცხოვრებაში ბევრი ტანჯვა ნახა,მაგრამ ამან მის ოპტიმიზმს და სულიერ სიძლიერეს ვერაფერი დააკლო.ბევრი ისწავლა,იშრომა,რომ აქამდე მოსულიყო,მაგრამ მისი წარსულით არავის ამძიმებდა. ... დათოს მაშინვე უნდოდა ამერიკაში დაბრუნება,მაგრამ ანდრიას თხოვნით ერთი კვირა დარჩა.დრო მალე გავიდა და მისი წასვლის დროც დადგა.აეროპორტში იდგა. სივრცეს უყურებდა და არაფერს ამბობდა.სახე მოღუშული ჰქონდა. –კარგად ხარ?_მხარზე ხელი დაადო ანდრიამ. –კი,კი.ანდრია,ხომ ჩამოხვალ? –აბა რას ვიზამ,ერთი პროცესი მაქვს და რომ მოვიგებ ჩამოვალ. –რა დარწმუნებით იძახი –აბა,ჩემი წაგებული პროცესი გინახავს?_გაიბღინძა ანდრია –არააა,...ჯერ _დაუმატა დათომ ცოტა ხნის შემდეგ და გაეცინა –ამ მუშტს ხო ხედავ.გაგაფრენ ამერიკაში_სიცილით უთხრა –ეე,ეგ თუ შეგეძლო გეთქვა და ბილეთს მაინც არ ვიყიდდი ორივეს ეცინებოდა.ანდრიას უხაროდა,როცა დათოს გაღიმებულს ხედავდა.მის თვალებში დიდ ტკივილს ჯერ ისევ ხედავდა,მაგრამ სჯეროდა,რომ მალე ყველაფერი დალაგდებოდა. ... დათო ამერიკაში დაბრუნდა.მისთვის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.სწავლას დიდ დროს უთმობდა.ასე ცდილობდა აღარ ეფიქრა და დაევიწყებინა ყველაფერი.ეშინოდა,საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და ღამითაც კი კითხულობდა.მთელი არსებით ებრძოდა ფიქრებს,თანაც არ უნდოდა მშობლებს ასე დადარდიანებული ენახა.დედაზე ნერვიულობდა.ნინოს მდგომარეობა უფრო დამძიმდა.გული ძალიან დაუსუსტდა.ეშინოდა,როცა დედას ასეთ მდგომარეობაში ხედავდა. ერთ საღამოს სახლში ადრე დაბრუნდა მამამისი დივანზე იჯდა და დარდიანი სახით მისცემოდა ფიქრებს. –მამა,როგორ ხარ?_ჰკითხა დათო და კარი დახურა. –როგორ ვიქნები შვილო...ნინოზე ვფიქრობ...დღეს გონება დაკარგა. –რა?ახლა როგორაა?სადაა?_იკითხა დათომ ანერვიულებული ხმით –ახლა არაუშავს,ძინავს.საავადმყოფოში წასვლაზე უარი თქვა.ძალიანაა დასუსტებული. დათო მამამისის გვერდით დაჯდა.საშინელი გრძნობა დაეუფლა,შიშმა სიტყვის თქმის უნარიც კი წაართვა.ფიქრიც კი არ უნდოდა იმაზე,რომ დედას დაკარგავდა. გიგა მიხვდა შვილის შიშს,ხელი მხარზე დაადო. –მეც მეშინია შვილო_უთხრა გიგამ–ვიცი ახლა რაზეც ფიქრობ,მაგრამ ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ,ნინომ დადარდიანებულები არ უნდა გვნახოს. –ვეცდები მამა,ვეცდები,მაგრამ არ ვიცი რამდენს გავუძლებ. ... გიგა ნინოს საწოლზე იყო ჩამომჯდარი,სიჩუმეს მხოლოდ ფანჯრის რაფაზე დაცემული წვიმის წვეთების ხმა არღვევდა.მამაკცი მძინარე ცოლს დაჰყურებდა.უკვე 5 წელია რაც ამ ავად იყო.სულ დაასასუტა და წაართვა ძალა,მაგრამ მის ლამაზ სახეს ვერაფერი დააკლო.უყურებდა ქალს და ენატრებოდა ის დრო,ერთ დროს სიცოცხლით სავსე თვალებით რო უყურებდა,მაშინ რას წარმოიდგენდნენ თუ ოდესმე მოუწევდათ ერთმანეთს დაშორებოდნენ,როცა დათო გაჩნდა მათ სიხარულს საზღვარი არ ქონდა,თითქოს ისინიც თავად დაიბადნენ.გიგას ყოველი წუთი ახსენდებოდა,პატარა მაგიდაზე მდგარ ფოტოებს დაჰყურებდა,სადაც ისინი ერთად იყვნენ,მათ შუაში კი პატარა დათო იდგა,ფოტოში ბალახი მწვანე იყო და მზის ოქროსფერი სხივებიც ანათებდა.გაახსენდა ის დღე,როდესაც ფოტო გადაიღეს.მაშინ ყველაფერი კარგად იყო,ახლა კი მხოლოდ მოგონებები რჩებოდა,რომლებსაც ებღაუჭებოდა. –გიგა_მოესმა სუსტი ხმა მამაკაცს ნინოს გაეღვიძა.გიგამ ცრემლი მოიწმინდა და სცადა გაეღიმა. –ჰო საყვარელო,თავს როგორ გრძNობ?ისევ გაწუხებს ტკივილი?ჰკითხა ცოლს და თავზე ხელი გადაუსვა –არა,არა,უკეთ ვარ.ნუ ღელავ_უთხრა ქალმა და გაუღიმა –მიყვარს,როდესაც იღიმი.ულამაზესი ხარ._უთხრა ცოლს და აკოცა ქალს კიდევ გაეღიმა.ქმარს ხელზე მოეფერა. –გიგა.დათოზე და შენზე ვნერვიულობ.დამპირდი,რომ ბევრს არ იდარდებთ ,როცა მე... –ნინო,არ გინდა ამაზე ლაპარაკი,შენ კარგად იქნები_გააწყვეტინა გიგამ და მისი ხელი ხელში დაიჭირა. –არა,სწორედაც რომ უნდა ვილაპარაკოთ.გიგა,ჩვენ ორივემ ვიცით,რომ ჩემი მდგომარეობა უიმედოა.გთხოვ სათქმელი არ გამაწყვეტინო_თქვა ქალმა და წამოდგომა სცადა. გიგამ ხელი ნაზად მოკიდა,ზურგს უკან ბალიშები დაუდო და საწოლზე წამოაჯინა. –ახლა_განაგრძო ქალმა–ვგრძნობ,რომ მალე ...მალე უნდა წავიდე.გიგა მე შენი იმედი მაქვს,ვიცი,რომ დათოს გვერდით იქნები და გადაატანინებ ყველაფერს.მიჭირს ამაზე ლაპარაკი,ვიცი შენც გიჭირს,მაგრამ რეალობას თვალებში უნდა ჩავხედოთ.გთხოვ დამპირდი,რომ ჩვენ ბიჭზე იზრუნებ და დამპირდი,რომ დარდს არ მიცემ უფლებას დაგეუფლოს._ნინო გაჩუმდა.გიგა უსიტყვოდ იჯდა.თვზარი ეცემოდა,როცა ფიქრობდა ,რომ ნინოს დაკარგავდა. –ნინო,შენ მე არ დამტოვებ,ხომ ასეა?არ გაქვს უფლება ასე მიგვატოვო.რა უნდა ვქნათ უშენოდ?მითხარი. –ყველაფერს გაუძლებ,ვიცი.დათოს მიხედე.მას რაღაც უჭირს,ამას ვხედავ.მე არაფერს მეუბნება,მაგრამ ვგრძნობ.თანაც აღარც სოფიას ახსენებს.მის გვერდით იყავი გთხოვ. –ნუ გეშინია.ჩვენი ბიჭი ძლიერია.კარგად იქნება.შენც კარგად იქნები.დამპირდი ,დამპირდი,რომ არ მიმატოვებ. ქალს სუნთქვა გაუხშირდა.სისუსტე იგრძნო.გულის არეში კი მწვავე ტკივილმა უმატა.სუნთქვა ეკვრებოდა,თვალები თავისით ეხუჭებოდა და გონებას კარგავდა. –ნინო_ხმამაღლა დაიყვირა გიგამ–ნინო გამოფხიზლდი,ნინო მამის ყვირილის ხმაზე დათო შემოვარდა ოთახში.დედასთან მივიდა და ხელი მოკიდა –დედა,დედა_გთხოვ გამოფხიზლდი_ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო ქალმა თვალი ოდნავ გაახილა და შვილს გაუღიმა,მერე ლოყაზე ნაზად მოეფერა,ისე,როგორც პატარაობაში ეფერებოდა,როცა დათო ცუდ ხასიათზე იყო.შემდეგ ხელში ძალა გამოეცალა და გიგას მკლავებს უსულოდ მიესვენა. ... ისევ ბნელმა მოიცვა ყველაფერი.ახლა იგრძნო დათომ,რომ ძალა მთლიანად გამოეცალა.უაზრო გახდა ყველაფერი.თითქოს სიზმარში იყო,თითქმის აღარ ლაპარაკობდა.დაკრძალვამაც ისე ჩაიარა,რომ დათოს ხმა არ გაუღია,ბუნდოვნად ხედავდა ყველაფერს და აღარაფერი ესმოდა.არც მამამისი და არც ანდრია წუთითაც არ ტოვებდნენ. დიდი დრო დაჭირდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად,მაგრამ მამამისის და ანდრიას წყალობით ესეც დაძლია.დედაზე ფიქრობდა.ფიქრობდა იმაზეც რომ ეს ცხოვრება სიკვდილით არ სრულდება და მას აუცილებლად აქვს გაგრძელება.სწორედ ამის იმედმა მისცა ძალა,რომლითაც ისევ შეძლო ფეხზე წამოდგომა.ძველებურად ხალისიანი აღარ იყო და თვალები სევდიანი გაუხდა,მაგრამ ცხოვრებას ისევ შემართებით განაგრძნობდა,გადაწყვიტა რომ კარგი ქირურგი გამხდარიყო,სიკვდილთან ებრძოლა,დედის გამო,არა მარტო დედის ასევე მამისის გამოც.ახლა,ისე როგორც არასდროს უჭირდა გიგას.მართალია ცდილობდა შვილის თვალწინ არ გამოხატავდა,რომ ისედაც დადარდიანებული ბიჭი უარეს მდგომარეობაში არ ჩაეგდო,მაგრამ დათო ყველაფერს ხვდებოდა.ახლა მისი ჯერი იყო მამას დახმარებოდა და ძალა მიეცა მისთვის. ... –სოფია,ლაშა რეკავს._სოფიას ოთახში შევიდა ნონა –ახლავე მოვალ_უპასუხა სოფიამ და საწოლიდან წამოდგა. ხალათი მოიცვა და ტელეფონთან მივიდა. –დილა მშვიდობისა სოფია,როგორ ხარ?_ჰკითხა ლაშამ –დილა მშვიდობისა,კარგად ვარ ლაშა,შენ? –უკვე კარგად,რადგან შენი ხმა გავიგე სოფიას გაეღიმა. –სოფია,ჩემო კარგო.რას იტყვი,რომ დღეს ერთად ვისაუზმოთ?_ჰკითხა ლაშამ –კარგი აზრია.სიამოვნებით_დათანხდა სოფია –ძალიან კარგი.ქვემოთ დაგელოდები და გავიდეთ –კარგი_უპასუხა სოფიამ და ყურმილი დაკიდა. სოფია სამზარეულოში გავიდა და წყალი დალია. –სადმე გადიხართ?_ჰკითხა ნონამ –ჰო,ერთად ვისაუზმებთ_უპასუხა სოფიამ ღიმილით –აი ასეთი ღიმილი მომწონს,ძალიან კარგია.ლაშა კარგი ბიჭია.მომწონს. –ჰო,მართლაც კარგი ადამიანია.მისი და რა თქმა უნდა შენი წყალობითაა რომ დარდმა არ მომკლა. –მიხარია,რომ კარგად გრძნობ თავს_უპასუხა ნონამ და სოფიას შუბლზე აკოცა. სოფიამ კაბა ჩაიცვა და გარეთ გავიდა.ლაშა კართად ელოდებოდა.ერთმანეთი გადაკოცნეს და მანქანისკენ წავიდნენ.ამ დროს სახლთან მანქანა გაჩერდა.მანქანიდან სალომე და ზურა გადმოვიდნენ.სოფიას სუნთქვა შეეკრა და სახეზე გაფითრდა.ზურამ და სალომემ კი სიტყვა ვერ თქვეს,როდესაც 7 თვის ორსული სოფია დაინახეს.ზურა თვალებს არ უჯერებდა. ლაშამ სოფიას ხელი მოხვია,რომ არ წაქცეულიყო.ზურა მათ მიუახლოვდა. საუბარს ვერცერთი ვერ იწყებდა –ბიძია , მე ყველაფერს აგიხსნი. მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა,შემდეგ კი თვალებზე ბინდი გადაეკრო და გონება დაკარგა. რომ გაიღვიძა თავის ოთახში იყო.ზურას მისი ხელი ეჭირა,სალომე კი საწოლის მეორე მხარეს იყო ჩამოჯდარი.სოფიამ ტირილი დაიწყო. –სოფია,შვილო.დაწყნარდი.გაჩერდი ნუ ტირი._აწყნარებდა ზურა და სახეზე ეფერებოდა. –მაპატიე,მაპატიე_მხოლოდ ამასღა იმეორებდა. –დამშვიდდი შვილო.ნონამ გვიამბო ყველაფერი –კი,მაგრამ არტომ არ გვითხარი.მე როგორ დამიმალე_ნაწყენი ხმით ეკითხებოდა სალომე –სალო,არ ვიცოდი რა მექნა.შეშინებული და განადგურებული ვიყავი. –როგორ არ გვითხარი.რა გეგონა.ამის გამო ვინმე მოგკლავდა?მითუმეტეს მე._ეუბნებოდა ზურა სოფია ცრემლებს ვეღარ იკავებდა.მათმა თანაგრძნობამ გული ძალიან აუჩუყა.არ ელოდა ასეთ რეაქციას.ძლივს დააწყნარეს ზურამ და სალომემ.სოფიას თითქოს გულზე მძიმე ტვირთი მოეხსნა,როცა მათი თანადგომა იგრძნო.ახლა დამშვიდდა და მალე ჩაეძინა. მუცლის ძლიერმა ტკივილმა გააღვიძა სოფია,საწოლიდან ძლივს წამოდგა.კარადას დაეყრდნო და მისაღებ ოთახში გამოვიდა.სალომე ტელევიზორს უყურებდა. –სალო... –სოფი,რა გჭირს? –მუცელი ძალიან მტკივა.მგონი მშობიარობა მეწყება –რა? ჯერ ხომ 7 თვის ხარ –არ ვიცი ...ძალიან ცუდად ვარ –კარგი,კარგი დამშვიდდი.მოდი აქ დაჯექი.მე მამას დავძახებ.დამშვიდდი სალომე მამასთან გაიქცა. სოფია საავადმყოფოში ლაშას მანქანით წაიყვანეს.ექიმებმა სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს,რადგან სისხლდენა დაეწყო,მათი თქმით მდგომარეობა მძიმე იყო.ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.ზურა მოუსვენრად იყო.საავადმყოფოს დერეფანში ბოლთას სცემდა.სალომე კი საოპერაციოს კარს არ შორდებოდა.ორი საათი გავიდა და არავინ ჩანდა.ყველას გადაეწურა მოთმინება.ბოლოსდაბოლოს ექიმი გამოჩნდა.ექიმს დამწუხრებული სახე ჰქონდა.ჯერ ნონას გახედა,რომელიც იქვე კუთხეში იდგა და შემდეგ დანარჩენებს. ზურას სუნთქვა შეეკრა. ექიმის სიტყვებმა ,რომ ბავშვი დაიღუპა ,ყველას თავზარი დასცა.ზურას თითქოს თავზე ცა ჩამოენგრა.ხელები აუკანკალდა.ახლა აღარ იცოდა რა უნდა ექნა.სოფიასთვის ეს ამბავი გამანადგურებელი იქნებოდა.სალომეს ტირილი აუვარდა და ზურას ჩაეხუტა.თავდახრილი ნონა ადგილიდან არ დაძრულა და მძიმედ სუნთქავდა. ... სოფიას ეძინა.ზურა მის გვერდით იჯდა პალატაში.ეშინოდა მისი გამოღვიძების.არ იცოდა როგორ ეთქვა,სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. –ბიძია._მოესმა ზურას ზოფიას ხმა –სოფია,როგორ ხარ? –ბავშვი,სადაა...სოფიამ ირგვლივ მიმოიხედა. ზურა გაჩუმდა.ეს სიჩუმე ავის მომასწავებლად ეჩვენა სოფიას. –ჩემი შვილის ნახვა მინდა.სად არის?_ისევ იკითხა. –სოფია... ბავშვი... –რა..._სუნთქვა შეეკრა სოფიას–სად არის? –ვერ..._ზურას სიტყვა გაუწყდა.ძალა მოიკრიბა და განაგრძო–ის ვერ გადაარჩინეს სოფია წამოჯდა და ზურას შეხედა,ეგონა ყველაფერი მოესმა.ხმას არ იღებდა.ვეღარ ტიროდა.ყელი გაუშრა.ახლა ნამდვილად იგრძნო,რომ ყველაფერი დაბნელდა და ყველაფერმა აზრი დაკარგა.ასე გაუნძრევლად და უხმოდ იჯდა .არავის დაძახებაზე რეაგირებდა.ერთ წერტილს გასცქეროდა. –ჩემი ბავშვი მაჩვენეთ_წამოიძახა მოულოდნელად. –სოფია შვილო,არ გინდა_თხოვდა ზურა. სოფიამ არ დაიშალა. ექთანმა თეთრ ზეწარში გახვეული ჩვილი მიუყვანა. –ბიჭი იყო_თქვა ექთანმა სოფიამ ბავშვი მუხლებზე დაიწვინა.ახლა ცრემლებმა თავისით იწყეს დენა.ბავშვი ჯერ კიდევ არ იყო ცივი,თუმცა მისი პატარა თითები სამუდამოდ გაჩერებულიყვნენ.სოფია სახეზე ეფერებოდა. –რა ლამაზი ხარ,შენი თვალების ნახვაც კი ვერ მოვასწარი პატარავ.ვერა.ნეტავ მე რაღატო გადავრჩი_ამოიოხრა და ბავშვი გულში ჩაიკრა. ზურამ სახეზე ხელები აიფარა,სალომემ კი ამას ვეღარ გაუძლო და ატირებული გავიდა პალატიდან. ექთანმა ბავშვი ძლივს გამოართვა სოფიას.სოფია უსიტყვოდ დაწვა საწოლზე და ხმა აღარ გაუღია. ვეღარც ტიროდა.ცრემლი გაუშრა.ყელში კი ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს მინის ნამსხვრევები ჩააყარეს და დასერილი იყო.ყველგან ბნელოდა.მზეც დაბნელდა სამუდამოდ.სიცარიელე იგრძნო.გამოიფიტა და ფიქრიც შეწყვიტა.ერთი თვის განმავლობაში ხმა არ ამოუღია.არც არაფერი უჭამია.ზურა იძულებული გახდა საავადმყოფოში დაეტოვებინათ სოფია.მხოლოდ გადასხმებით იკვებებოდა. მთელი თვის განმავლობაში ლაშა გვერდიდან არ მოშორებია.მართალია სოფია არ ლაპარაკობდა,მაგრამ ის ყოველთვის ელაპარაკებოდა.არ უნდოდა მარტო ყოფილიყო,თუმცა სოფია ვეღარაფერს გრძნობდა.სულ ერთი იყო მისთვის ვინ შემოდიდოა და ვინ გადიოდა.ახლა მისთვის სამყარო დაცარიელდა. ... ორი წელი გავიდა.ორი მტანჯველი წელი და სოფიამ როგორღაც შეძლო ფეხზე წამოდგომა.კოლეჯის წყალობით,ახალი ნაცნობების და უფრო მეტად მისი ოჯახის და ლაშას გვერდში დგომით ისევ შეძლოო ფეხზე დამდგარიყო.თუმცა მანამდე იყო ორი მტანჯველი წელი,დღეები,რომლებიც უაზროდ გადიოდნენ,შავი დღეები.თუმცა ახლა ეს ის სოფია აღარ იყო.მისი სახის ნაკვთები,თვალები გაიყინა.არაფერს ამბობდა თავის ფიქრებზე,დარდზე,მაგრამ მისი დაცარიელებული თვალებით ყველაფერს ხვდებოდნენ. –გამარჯობა სოფია_მიესალმა ლაშა სოფიას,რომელიც კოლჯიდან ახლახანს გამოვიდა –ლაშა,გამარჯობა.სოფია ლაშასკენ წავიდა და გადაკოცნა –სოფია,წამო გავისეირნო,ხომ გცალია. –კი,გაკვეთილები უკვე დამთავრდა. –ძალიან კარგი.იცი,რაღაც მინდა ,რომ გითხრა. –გისმენ –კაფეში რომ მივალთ გეტყვი._უპასუხა ლაშამ და სოფიას მანქანის კარი გაუღო ... –სოფია.ძალიან ვნერვიულობ –რა მოხდა_ჰკითხა სოფიამ და ყავა მოსვა –ვიცი,რომ შეიძლება გამიბრაზდე,მაგრამ სათქმელს მაინც გეტყვი.მეტის მოთმენა არ შემიძლია. –მაშინებ_უპასუხა სოფიამ –მიყვარხარ. სოფია გაჩუმდა. –სოფია,ძალიან მიყვარხარ და თუ შენი სურვილიც იქნება მინდა დავქორწინდეთ_თქვა და პატარა ყუთით ბეჭედი დაუდო წინ. სოფია ისევ ჩუმად იყო.არ იცოდა რა ეთქვა.ამაზე ფიქრი არ შეეძლო.ლაშა გაცნობის დღიდან გვერდით ყავდა,სულ მასზე ზრუნავდა.თითქოს თვითონაც არ იყო გულგრილი.ახლა კი ბეჭდის დანახვაზე ისევ ორი წლის წინანდელი ამბები გაახსენდა.გაახსენდა თუ როგორ გაუკეთა დათომ ბეჭედი,როგორ გეგმავდნენ მომავალს ერთად.ამის გახსენებაზე დარდი მოაწვა და ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე. –ლაშა.მაპატოე მაგრამ... –არა.გთხოვ პირდაპირ უარი არ მითხრა,მინდა ეს ბეჭედი შენ დაიტოვო და თუ კი თანახმა იქნები მაშინ გაიკეთე.მე დაგელოდები.არ გაჩქარებ. სოფია ყოყმანობდა,მაგრამ ბოლოს დათანხმდა და ბეჭედი გამოართვა.ამით ლაშას იმედი ჩაესახა. ... –მამა_ოთახში შემოვიდა დათო –გისმენ შვილო_უპასუხა დათომ –უნივერსიტეტიდან საფრანგეთში მიწევს წასვლა.ერთი კვირით სტუდენტებისთვის სამედიცინო კონფერენციაში უნდა მივიღო მონაწილეობა. –ძალიან კარგია_გაუხარდა გიგას –რავიცი_უპასუხა დათომ –რაზე ნერვიულობ? –არ მინდა მარტო დაგტოვო –რას ამბობ შვილო,ჩემზე ნუ ღელავ,წადი.თანაც სულ ერთ კვირაში ჩამოხვალ.მე კარგად ვიქნები. –კარგი მამა._მხარზე ხელი დაადო მამას და მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა. ... სოფია და ლაშა პარიზის ცენტრის ერთ–ერთი კაფედან გამოვიდნენ.ცოტა ნასვამები იყვნენ.ლაშას ხელი ქონდა სოფიაზე მოხვეული.კაფის მოპირდაპირე შენობიდან რამდენიმე ბიჭი გამოვიდა,ხელში საქაღალდეები ეჭირათ,სოფია ერთ–ერთ მათგანს დააკვირდა,თვალებს არ უჯერებდა,როდესაც დათო დაინახა.დათომაც შეამჩნია სოფია.ორივე გაშეშებულები იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ. –სოფია,კარგად ხარ?_ჰკითხა ლაშამ დათოს სოფიასკენ უნდოდა წამოსვლა,მაგრამ შეჩერდა. –კი_დაბნეულად უპასუხა სოფიამ. შემდეგ ჩანთიდან ბეჭედი ამოიღო,თითზე გაიკეთა და ლაშას აკოცა. დათოს ბრაზისგან ხელები აუკანკალდა.გულში ახლა მხოლოდ სიძულვილი ჰქონდა.უკან გაბრუნდა,რადგან მათი ყურება მხოლოდ გულს ურევდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.