მძიმე გზა (მეორე ნაწილი) პირველი თავი (8)
–დილა მშვიდობისა საყვარელო_აკოცა ლაშამ სოფიას. სოფიამ თვალები გაახილა და ლაშას გაუღიმა. –დილა მშვიდობისა.რომელი საათია?მაგვიანდება? –არა,ჯერ 8 საათია.საუზმე მოგიმზადე –აუუ,როგორ მეზარება ადგომა_წუწუნებდა სოფია და საბანი თავზე წაიფარა. –დღეს ბოლო დღეა სწავლის,ნუ გეზარება.ხომ იცი ხვალ საქართველოში ვიქნებით უკვე. ამის გახსენებაზე სოფიას ისევ გაეღიმა.ნელა წამოდგა საწოლიდან და ხალათი მოიცვა. –ჰო,სულ აღარ მახსოვდა.მომენატრნენ ჩვენები ძალიან. –ჰოდა ხვალ ვნახავთ.მოწესრიგდი და საუზმეზე გელოდები. სოფიამ ფანჯარა გააღო და დილის სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა.შემდეგ უკან გამობრუნდა,რომ აბაზანაში შესულიყო,მაგრამ მაგიდაზე რაღაცას წამოედო და ფოტო გადმოვარდა.გოგონა მის ასაღებად დაიხარა.ფოტო ხელში აიღო და დახედა,მისი და ლაშას ქორწინების დღის ფოტო იყო.სამი თვეა უკვე რაც დაქორწინდნენ,თუმცა სოფიას ჯერ უჭირს შეეგუოს ამ ახალ მდგომარეობას. იყო თუ არა ბედნიერი?ან უყვარდა თუ არა ლაშა?ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილი იყო მისთვის.სოფია ახლა ვეღარაფერს გრძნობდა,მასში იყო მხოლოდ სიცარიელე.ლაშას სახით კი ის ხედავდა ადამიანს,რომლის ნდობაც შეეძლო,ლაშა იყო მთელი ამ დროის განმავლობაში მის გვერდით და წამითაც არ დაუტოვებია იგი. თვითონაც ვერ ხვდება როგორ გადაურჩა ამ ორ წელს,რომელიც ორ საუკუნეს უდრიდა,თუმცა გრძნობდა,რომ სიცარიელეს მასში სამუდამოდ დაედო ბინა. სოფიამ ფოტოს ხელი გადაუსვა და მაგიდაზე დააბრუნდა. ... სოფიას გული უფრო და უფრო სწრაფად უცემდა.ძალიან უხაროდა ნაცნობი ქუჩების დანახვა.ფანჯარას თვალს არ აშორებდა.აი სახლისკენ მიმავალი გზაც გამოჩნდა.გზაზე სანაპიროც მოჩანდა.სანაპიროს გახსენებაზე წამით მის გულში სევდა გაჩნდა,თუმცა მხოლოდ წამით,რადგან უკვე სახლი გამოჩნდა.ტაქსი ეზოში შევიდა.ლაშა მძღოლს ფუული გადაუხადა.სოფია კი უკვე სახლისკენ მიდიოდა.კართან სალომე დახვდა,გოგონები მაგრად მოეხვივნენ ერთმანეთს და კარგა ხანს იდგნენ ასე ცრემლმორეულები. –გოგონი,იქნებ მეც მომაქციოთ ყურადღება_გაისმა ზურას გახარებული ხმა. სოფია მისკენ მიბრუნდა და მოეხვია.ზურას გევრდით მდგარი ნონაც გადაკოცნა.წამით იგრძნო სოფიამ,რომ მის ცხოვრებას შესაძლოა ნათელი ფერებიც ჰქონოდა.სახლში შევიდა.ყველაფერი ისე იყო,როგორც ორი წლის წინ დატოვა,უცვლელად დახვდა ყოველი ნივთი თუ ავეჯი.კიბეზე ავიდა,გზადაგზა ყველაფერს აკვირდებოდა და გულში ახლა მხოლოდ სიმშვიდეს გრძნობდა.თავის ოთახს მიუახლოვდა და თვალებზე ცრემლები მოადგა,სასწრაფოდ მოიწმინდა თვალები,რომ მის გვერდით მდგარ სალომეს არ შეემჩნია და ოთახის კარი გააღო. –არაფერი შეგვიცვლია_უთხრა სალომემ–ყველაფერი ისეა,როგორც შენ დატოვე.აქ მხოლოდ მტვრის გადასაწმენდათ თუ შემოვიდოდნენ ან დასალაგებლად.ხომ იცი როგორ გელოდებოდი.მინდოდა ყველაფერი ხელუხლებლად დაგხვედროდა. –ვერ წარმოიდგენ,როგორ მიხარია,რომ ისევ აქ ვარ,ისევ თქვენს გვერდით.ძალიან მაკლდით_უპასუხა სოფიამ და საწოლზე სალომეს გვერდით ჩამოჯდა. –შენ მე მკითხე,უშენოდ აქ ყოფნა საშინლად მიჭირდა.შენ როგორ ხარ?_ჰკითხა სალომემ –კარგად.ლაშასთან კარგად ვგრძნობ თავს.კარგი ადამიანია. –მაგრამ არ გიყვარს. სოფია ჩუმად იყო.რა თქმა უნდა სალომე მართალი იყო,მაგრამ ახლა სოფიასთვის სიყვარული მხოლოდ სიტყვა იყო და მეტი აღარაფერი. –სალო,ასეც ვერ ვიტყოდი.ის ძალიან კარგი ადამიანია.თანაც ვიცი,რომ ვუყვარვარ და იქნებ ოდესმე_სიმწრით გაეღიმა_შევძლო და მეც გავაბედნიერო,მაგრამ ჩემგან აღარაფერი დარჩა,მხოლოდ ნაფლეთები სალო.მეტი არაფერი –შენ ძლიერი ხარ სოფია,ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ ვისაც შევხვედრივარ.ყველაფერი კარგად იქნება._ხელი ხელზე დაადო სალომემ სოფიამ გაუღიმა. –ალბათ.არ გვინდა ცუდ რაღაცეებზე საუბარი.შენზე მითხარი.რას აპირებ?უკვე სკოლა დაამთავრე –იცი,მე სამედიცინოზე ჩავაბარებ,როგორც დაგეგმილი მქონდა. –ძალიან მაგარია. –ჰო.წარმოიდგინე 10–15 წლის შემდეგ.შენ უკვე მდიდარი და ძალიან ცნობილი დიზაინერი იქნები,მეც კიდევ მაგარი ექიმი.მჯერა,რომ ასე იქნება.აუცილებლად იქნები ბედნიერი. –ვიქნებით, აუცილებლად სალო.უბრალოდ ზოგჯერ მინდება,რომ ორი წლით უკან დავბრუნდე და... –არა,წარსულზე ფიქრი არ გინდა.ახლა,მხოლოდ აწმყოთი უნდა იცხოვრო.წინ მთელი ცხოვრებაა.მომავალი,რომელიც ბევრ კარგ მოგონებებს გაჩუქებს. –რა კარგია შენ რომ მყავხარ. სოფია სალომეს მოეხვია. –სოფი,ქვემოთ ჩავიდეთ თქვენთვის ძალიან გემრიელი სადილი მოვამზადეთ და მაგიდა გაწყობილი იქნება უკვე.ხომ გშია? –რა თქმა უნდა მშია.წავიდეთ. ... სადილის შემდეგ სოფია გარეთ გამოვიდა.სახლის უკანა მხარეს გავიდა,იქ სადაც მისი საყვარელი სარწეველა სკამი იდგა.გოგონა სკამზე დაჯდა და ფიქრებს მიეცა.შუა დღე უკვე გადასული იყო,მზეს დასავლეთის მხარეს გადაიწია,თუმცა ჯერ ისევ კარგად ანათებდა.სოფია დასავლეთისკენ იყურებოდა,ფიქრებში ჩაძირული აკვირდებოდა ცას და მის სიფერადეს,ჩამავალი მზე რომ უტოვებდა.ღრმად ამოიოხრა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაიწია.ოდნავ გრილმა სიომ დაუბერა და კანზე სასიამოვნოდ შეეხო.ქარს თითქოს თან გამოყვა ყველა ის მოგონება,რომლის წაშლასაც ამ დრომდე ცდილობდა სოფია და გონებას არ აძლევდა მასზე ფიქრის საშუალებას.ახლა ყველა აკრძალული ფიქრი ერთიანად ამოტივტივდა გონებაში.ფიქრებს გასაქანი მისცა,რომლებსაც ამდენ ხანს უარყოფდა.თავიდან გაეხსნა ყველა ჭრილობა,რომლებიც ჯერ კიდევ არ იყო მოშუშებული.გონებაში კი ისევ დათოს ხმა ესმოდა,ისევ გრძნობდა მის შეხებას,ისევ მისი კოცნა ახსოვდა.ამ ფიქრების გამო კი საკუთარი თავი სძულდა.შემდეგ კი ბავშვი,რომლის თვალების ნახვაც კი ვერ მოასწრო,რომლის ხმაც კი არ მოუსმენია და ისევ შავად შეიღება ყველაფერი,ბინდმა მოიცვა ყოველი.სოფიამ ცრემლებს გასაქანი მისცა და ხმით ატირდა. რატომ,რატომ დამემართა ეს ყველაფერი,მხოლოდ ეს ჰქონდა ახლა გონებაში.მართლაც და რატომ ხდება ისე,რომ როცა თითქოს ოცნებასთან ახლოს ხარ,ბედნიერება საკუთარ ხელებში გაქვს და გრძნობ რომ ფრენაც კი შეგიძლია,სწორედ მაშინ გტყდება ფრთება,ენარცხები მიწაზე და იძულებული ხარ მწარე რეალობას ტკბილი ოცნებიდან ახლახანს გამოღვიძებულმა თვალებში ჩახედო,ისე ,რომ ვერც კი მოასწრებ გონებაზე მოსვლას,სწორედ მაშინ გადაგისვრის აღელვებული ტალღა იქ,სადაც შტორმია და მშვიდ ზღვას შეჩვეული შტორმში კარგავ საკუთარ თავს. სოფიას ლაშა უახლოვდებოდა.სოფიაზე ფეხის ხმაზე ფიქრებიდან გამოფხიზლდა და ლაშასკენ წავიდა. –აქ მარტო რას აკეთებ?წამოდი –არეფრს,უბრალოდ ვიჯექი და ...ვფიქრობდი,წავიდეთ. სოფია სახლისკენ წავიდა.ლაშამ ხელი მოკიდა და მისკენ შეატრიალა. –კარგად ხარ სოფია?_ჰკითხა მან და სახეზე მოეფერა –კი,კი_გაუღიმა სოფიამ –ძალიან კარგი.წავიდეთ. ... უკვე ღამდებოდა.მზის ბოლო სხივიც გაქრა.მხოლოდ ორი თუ სამი ვარსკვლავი ჩანდა ცაზე.ცივი ქარი უბერავდა.სოფია აივნის მოაჯირს დაყრდნობილი უყურებდა ცას.ისევ ფიქრებში ჩაძირული. –სოფია,ცხელი ჩაი არ გინდა?ცივა_ჰკითხა ზურამ სოფია ფიქრებიდან გამოერკვა.ვერც კი შეამჩნია,რომ ზურა მიუახლოვდა.ჩაით სავსე ჭიქა გამოართვა და პატარა მაგიდაზე დადო,შემდეგ ორივენი გრძელ სკალმზე დასხდნენ. –მიხარია,რომ აქ რჩები.მე და ლაშამ ვილაპარაკეთ და მითხრა,რომ აქ აქვს გადაწყვეტილი ბიზნესის წამოწყება.ძალიან გამიხარდა,რომ ჩემთან იქნები. –ჰო,მეც.ლაშა არ მაძლევდა ხოლმე მოწყენის საშუალებას,მაგრამ იქ თქვენ გარეშე ყოფნა ჩემთვის ტანჯვა იყო. ზურამ სოფიას ხელი მოხვია.გოგონა მიეხუტა. –თავს როგორ გრძნობ?_ჰკითხა ზურამ –კარგად ვარ,თუ შეიძლება ასე ითქვას. –დაიმახსოვრე სოფია,ცხოვრება კიბესავითაა.ყველა კიბეს აქვს ერთი საერთო,ბოლოს ის სადღაც მიგიყვანს,მაგრამ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ზემოთ აყვები კიბეს თუ ქვემოთ.არასროს დაიხიო უკან,რა განსაცდელის წინაშეც უნდა დადგე.იმედი არ დაკარგო.მჯერა,შენ ყველაფერს გაუძლებ და ყველა ცხოვრებისეულ გამოცდას ჩააბარებ. სოფია ჩუმად იყო.ზურას თითოეული სიტყვა ჭრილობაზე მალამოსავით ედებოდა და იმედს აძლევდა,რომ კვლავ ექნებოდა სიცოცხლეს აზრი. –თუ შენ ჩემ გვერდით იქნები ყველაფერს გავუძლებ_უთხრა ზურას და თავი მხარზე დაადო. –მე სულ შენთან ვიქნები ჩემო გოგონა. ზურა და სოფია ცოტა ხანს იჯდნენ და საუბრობდნენ.შემდეგ სოფიას ძილი მოერია და თავის ოთახში შევიდა.ლაშა უკვე საწოლში იწვა და ეძინა.სოფიამ პერანგი ჩაიცვა და საწოლს მიუახლოვდა.ლაშას გადასაფარებელი დააფარა და აკოცა. –სოფია შენ ხარ? –ჰო_ჩურჩულით უთხრა სოფიამ–მეგონა გეძინა –ჰო მეძინა,მაგრამ გამომეღვიძა. ლაშა საწოლზე წამოჯდა და სოფიას ხელები მოხვია. –მეძინება_თქვა სოფიამ და წელიდან მამაკაცის ხელები მოიშორა.–მაპატიე. –არაფერია,დაიძინე_აკოცა ცოლს და სინათლე ჩააქრო. სოფია გრძნობდა,რომ ლაშას არასწორად ექცეოდა,მაგრამ ახლა თავს ვერ მოერია.საკუთარ თავზე ბრაზობდა.ბრაზობდა,რომ იმავე გრძნობით ვერ პასუხობდა თავის ქმარს. სოფიას ჩაეძინა,თუმცა მალევე გამოეღვიძა და ძალიან გაუკვირდა,როდესაც ლაშა მის გვერდით ვერ დაინახა.სინათლე აანთო და ოთახიდან გავიდა.სახლში სიწყნარე იყო,დერეფანშიც არავინ ჩანდა. –უცნაურია_ჩაილაპარაკა სოფიამ–ნეტავ სადაა ლაშა? სოფია ქვემოთ ჩავიდა წყლის დასალევად და უკან რომ ამობრუნდა კიბეეზე ლაშა შენიშნა –ლაშა,სად იყავი? ლაშა მოულოდნელობისგან შეკრთა.აშკარად არ ელოდა აქ სოფიას.დაიბნა და ცოტა ხანს ჩუმად იყო.ხელებს ერთმანეთზე ნერვიულად უსვამდა. –მე...არსად,ისე მოსაწევად გავედი გარეთ,თან არ მეძინებოდა და... –გასაგებია. ოთახში შევიდნენ.ლაშა დაღლილი ჩანდა და როგორც კი დაწვა მაშინვე ჩაეძინა.სოფიას კი მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა ძლივს. ... სოფია საწოლში ვეღარ გაჩერდა.დილით ადრე ადგა და სასეირნოდ სანაპიროზე გავიდა.სანაპიროს გაუყვა და ნაცნობ ადგილთან მივიდა.ხის მორთან,რომელზეც მისი და დათოს სახელი იყო.წარწერა კვლავაც იქ იყო.იქვე ჩამოჯდა და ხელი გადაუსვა.ყველაფერმა კადრებივით ჩაუარა თვალწინ. –მოჩვენება ხარ?_ჩაესმა ნაცნობი ხმა. სოფია მობრუნდა და თვალებს არ უჯერებდა მის წინ დათო იდგა.თვალებზე ბინდი გადაეკრო.გულიც სწრაფად უცემდა.ერთმანეთს უყურებდნენ,ჩუმად სიტყვის უთქმელად,თუმცა მათი გულები ყვიროდნენ.ერთმანეთთან მიახლოება უნდოდათ,მაგრამ ორივე თავს იკავებდა,მაგრამ ვეღარ შეძლეს.ისევე აკოცეს ერთმანეთს,როგორც პირველად,ისევე ვნებიანი და სიყვარულით სავსე კოცნა იყო.დათომ ხელები მაგრად მოხვია და გულზე მიიკრა გოგონა.სოფიას სუნთქვა გაუჩერდა.წამით ეგონა,რომ გულიც გაუჩერდებოდა.თუმცა შემდეგ გონს მოეგო და დათოს მკლავებისგან გათავისუფლდა. –ჰო...ახლა ხომ გათხოვილი ხარ სოფია_დამცინავად თქვა დათომ და მისკენ ზურგით მიბრუნდა. სოფია ხმას არ იღებდა,დათოც ჩუმად იდგა.რამდენი რამის თქმა სურდათ ერთმანეთისთვის,მაგრამ სიტყვებს თავს ვერ უყრიდნენ. –რატომ დაბრუნდი?_სიჩუმე დაარღვია სოფიამ –თუ გგონია,რომ შენ გამო ვარ აქ ძალიან ცდები.მხოლოდ მეგობარს ვესტუმრე. –არც მიფიქრია,რომ ჩემ გამო ხარ აქ.შენ ხომ მიმატოვე,დამივიწყე. დათომ გაკვირვებისგან ფართოდ გააღო თვალები და სოფიას თვალებშ შეხედა. –მე მიგატოვე?ესე იგი მე არა?შენზე რას იტყვი? –ჩემზე რა უნდა ვთქვა?მე რა შუაში ვარ.წადი...ისევე წადი და დამტოვე,ახლაც დამტოვე,როგორცმაშინ,არ გაგიჭირდება._ხმას აუწია სოფიამ –რა?რას ამბობ სოფია.კარგად დაფიქრდი.შენ ხარ ის ვინც მიღალატა და სხვას გაყვა ცოლად. სოფია ყურებს არ უჯერებდა.ამ ბრალდებების მოსმენის შემდეგ სიტყვის თქმაც არ უნდოდა. –შენთან საუბარი არ მინდა._სოფიამ წასვლა სცადა,მაგრამ დათომ ხელი მოკიდა –ვეღარც მანახვ,ჩემთვის იმ დღეს მოკვდი,როცა იმ არარაობას აკოცე. სოფიას ირონიულად ჩაეცინა. –მართლა?მე კი მანამდე მოვკვდი,უფრო ადრე მოვკვდი.შენ რომ იცოდე...თუმცა რა აზრი აქვს შენთან ლაპარაკს... –რა უნდა ვიცოდე?_ყვიროდა დათო და სოფიას უფრო მაგრად უჭერდა ხელს. –გამიშვი...არაფერი.წადი,მე ხომ მკვდარი ვარ.მკვდრები კი არ ლაპარაკობენ. სოფია სასწრაფოდ მოსცილდა დათოს და ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა სახლისკენ.სახე მთლიანად აწითლებული ჰქონდა.გული კი ლამის ამოუვარდა. ... ზურა,სალომე და ლაშა ეზოში სეირნობდნენ. –როგორ მიდის საქმეები ლაშა?_ჰკითხა ზურამ –საბედნიეროდ კარგად,თუ ასე გაგრძელდა მალე გავფართოვდებით და ფილიალები სხვა ქალაქებშიც გვექნება. –ძალიან კარგია.წარმატებას გისურვებ.თანაც ძალიან მიხარია,რომ საქართველოში გადმოდი.მაწუხებდა ის ამბავი,რომ სოფია ჩემგან შორს იყო,ხომ იცი ჩემთვის შვილივითაა. –რა თქმა უნდა_უპასუხა ლაშამ–სოფიასაც ძალიან უნდოდა აქ დაბრუნება.მალე სახლის ყიდვასაც ვაპირებთ –სახლის ყიდვას?აუუ უნდა გადახვიდეთ?_იკიტხა სალომემ –ისე რა გეჩქარებათ.აქ შეგიძლიათ იცხოვროთ იმდენი ხანი რამდენი ხანიც გინდათ_შესთავაზა ზურამ –მადლობა ზურა,ვიცი,მაგრამ მინდა საკუთარი სახლი.თანაც აქვე ვიქნებით და ხშირად გესტუმრებით.თქვენც გვესტუმრებით. –ჰო,ეგ მამშვიდებს_თქვა ზურამ.კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ მათი ყურადღება სოფიამ მიიპყრო,რომელიც ახლახან შემოვიდა ეზოში. სამი მისკენ წავიდა. –სოფია,რა გჭირს?_ჰკითხა ზურამ –რატომ ტირი?რა მოხდა?_ეკითხებოდა ლაშაც –წამოდი,სახლში შევიდეთ და დაწყნარდი ცოტა_ხელი მოკიდა სალომემ. სოფია სახლში შეიყვანეს.გოგონა ხმას ვერ იღებდა ტირილისგან.ნონამ წყალი მიუტანა.სოფიამ ცოტა წყალი მოსვა ,შედარებით დამშვიდდა და მოუყვა,რაც სანაპიროზე მოხდა. –ეგ ნაგავი_გაგულისებით ჩაილაპარაკა ლაშამ–მოვკლავ –ამდენს როგორ ბედავს ეგ ლაწირაკი_ზიზღით თქვა ზურამ –კარგი,გეყოფათ_უსაყვედურა სალომემ–სოფიას სიმშვიდე სჭირდება. სალომემ ხელი მოკიდა და სოფია ოთახში აიყვანა.დამამშვიდებლის დალევის შემდეგ კი გოგონას მალევე ჩაეძინა.სალომემ გადასაფარებელი გადააფარა,სინათლე ჩააქრო და ოთახიდან გავიდა.დედამისის ოთახთან რომ ჩაიარა ვიღაც მამაკაცის სილუეტს მოკრა თვალი,თავიდან ზურა ეგონა,თუმცა მერე გაარჩია,რომ ნონას ოთახიდან ლაშა გამოდიოდა.სალომე კედელს მოეფარა,რომ არ დაენახათ.როგორც კი ლაშა წავიდა სალომე მაშინვე მშობლების საძინებელ ოთახში შევიდა.გაკვირვებული იყო,ვერ გაეგო რას აკეთებდა ლაშა იქ.ოთახშ არავინ იყო.სალომე უკან გამობრუნებას აპირებდა,მაგრამ მაგიდას ფეხი წამოკრა და პატარა მაგიდა წააქცია. –ჯანდაბა_ჩაილაპარაკა სალომემ და მაგიდა სწორად დადგა.შედეგ რაც უჯრებიდან გადმოიყარა იმის დალაგებას შეუდგა,თუმცა ერთმა კონვერტმა მიიქცია მისი ყურადღება,იქ რამდენიმე მსგავსი კონვერტი იყო.ამერიკიდან იყო გამოგზავნილი და 1993 წლით დათარიღებული. –ეს ხომ ორი წლის წინანდელი წერილებია.ამერიკიდან ვის უნდა გამოეგზავნა._ჩურჩულებდა სალომე. გოგონამ კონვერტი გახსნა და ნანახმა თავბრუ დაახვიას.დათოს წერილები იყო.სალომემ გაოცებისაგან სახეზე აიფარა ხელი.ვერ გაეგო როგორ მოხვდა აქ ეს წერილები,თუმცა არ უნდოდა ბოლომდე იმის დაჯერება,რომ შესაძლოა ნონას დაემალა,მაგრამ ფაქტი ხომ საწინააღმდეგოზე მეტყველებდა.ვერც ის გაეგო რაში დაჭირდა ან ლაშა რაღატომ შევიდა დედამისის ოთახში.სალომემ წერილები თავის ადგილას დააბრუნა.გადაწყვიტა ჯერ არაფერი ეთქვა.უნდოდა ყველაფერი გაერკვია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.