ერთხელ (თავი მეხუთე)
ყველაფერი ერთხელ ხდება. ********************************************************************************************************************** ვსუნთქავდი და თან ვითვლიდი. დამშვიდდი ქეთინო, დამშვიდდი! ამამო იყო ჩემი ძალისხმევა, ჰოველ ჩასუნთქვაზე დახურული რკინის გალია მახსენდებოდა და გული მეწურებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ ჟანგბადიც ნევულ სისტემასთან ერთად ნადგურდებოდა. შიშით ვცახცახებდი იმის წარმოდგენაზე, რა მოხდებოდა თუ ლიფტი უეცრად ამუშავდებოდა და მიწისაკენ გაგვაქანებდა. სერიოზულ შიზოფრენიაში გადამდიოდა ათობით მეტრის ქვეშ ჩაძეკილი საკუთარი თავის წარმოდგენა. -კარგად ხარ?-ექოსავით ჩამესმოდა დემნას ხმა, თითქოს ვიღაც ფსკერიდან ჩემს ამთრევას ცდილობდა. ჰო, ეს საოცარი ინდივიდიც უნდა ჩავაკვეხო ჩემს ილუზიებში, როგორც ქეთინოს შეუდარებელი კომპანიონი ლიფტში გაჭედვისას. -არა გენაცვალე, ცუდად რატომ უნდა ვიყო ნეტავ?! ასე კარგად ბოლოს... ჰო, გამახსენდა! ბალზე, რომ ვისვენებდი მაშინ ვგრძნობდი თავს, თუმცა ოდნავადაც ვერ შეედრება თეთრი ქვიშები და მცხუნვარე მზე ტურტლიანი სადარბაზოს ჯაყჯაყა ჯაბახანს!-სარკასტულად გამოვცერი კბილებს შორის და მაშინვე ვინანე. არ ღირდა ძლივს მოკრებილი მხნეობის დახარჯვა წამპლურ ლაპარაკში. მუხლებში სისუტე ვიგრძენი, თავში უროსცემა დამიწყეს. ვერაფრით ვაიგნორებდი კისერში გაჩხერილი გაქვავებული ლავისაგან შეკოწიწებულ ბურთს, რომელიც სუნთქვაში მიშლიდა ხელს. ახლა მთავარია სპაზმური ხველა არ დამწყებოდა! ემოციების მოჭარბების დროს ყოველთვის ცუდად ვხდებოდი,აქ ნამდვილად არ მსურდა ჩემი სიცოცხლის დემნას წინაშე ხრიალით დამთავრება. რა კვატიც ვიყავი ისეთი სიკვდილი მელოდა ვითომ? არა არა და არა! მოდი დემნას დრამას სხვა დროს მოვუწყობ! კერძოდ მაშინ, როცა საკუთარი სიცოცხლის გარანტია მექნება! ჰო, და არც ფილტვებზე შემოჭერილი სალტე შემაწუხებს! -მკვდირს ფერი გადევს ქეთი! ვის ატყუებ?!-დაცინვით ამობობს დემნა. ვლოცულობ არ ჩავიკეცო, კედელს ზურგით ვეყრდნობი, იატაკი და კედლები მაინც ირყევა, სამყაროს სიმეტრია დარღვეულია. ყველაფრის გაზვიადება, რომ მიყვარს მაგის ბრალია! ჩეღჩეო! ჩერჩეტო! ჩერჩეტო! -მშვენივრად ვარ!- მამაჩემის სანაქებო კავკასიური ნაგაზივით ვიღრინები. ეჰ, მამა! ნეტავ კიდევ ვნახავ?! ვაიმეე, რა აზრები მაწუხებს?! აბა ესაა თავის ხელში აყვანა, დაწყნარება და მობილიზება?! კიდევ მე ვიძახი თვითკონტროლი გამოვიმუშავე-მეთქი? ლიფტი ისევ ბრუნავს, მხედველება მიუარესდება, გაორებული და დისორიენტირებული მყარი კედლის მოძებნას ვცდილობ და ფეხი მისხლტება, ამჯერად დემნას შეუმჩნეველი არ რჩება ჩემი კრეტინიზმის გამობრწყინება! აპლოდისმენტებს ვიმსახურებ მგონი! -მართლა ცუდად ხარ?! არ დამიმალო იცოდე!- კბილის ნერვამდე შეშფოთებულია ბიჭი. რა დააბერტყა ამან? კი მეთქი, რომ ვუთხრა რას იზამს?! რაინდულად გაგლეჯს კარს?! თუ უფრო მეტი, რკინას კბილებით გაღრღნის და ჩემთან ერთად გადაფრინდება, იმ იმედით, რომ ფრენას სასწაულებრივად ისწავლის და ასფალტზე არ დაანთხევს ტვინს?! -გმირობის იმპროვიზირებას მორჩი და ხელოსანს დაუკავშირდი!-ნერწყვის ყლაპვა ისე მიჭირს, თითქოს გასქელებულ შვრიის ფაფას მტენიან კოვზით.(ბავშვობის „ტკბილი“ ზმანებაა შვრისს სალაფავი). სანამ დემნა რაღაცას(წარმოდგენა არ მაქვს რას) აკეთებს, ცოტა აზრზე მოვდივარ და თვალების ჰანიბალივით კარკვლას ვიწყებ,ალბათ, ჩემი ტვინი ფიქრობს, რმ თუ ფართოდ გადმოყრის თვალის კაკლებს დემნას ისევ ერთი თავი ექნება და გამოსახულებაც HD ხარისხსს მიიღებს გაფუჭებული ანტენით დაჭერილი იდიოტიზმის ნაცვლად, რაც გადღაბნილ ფერებში ვლინდება. -თუ თხუთმეტ წუთში არ ამუშავდა, მოვლენ და გააკეთებენ.-მამცნობს ის. მომესმაააა?! ურჩევნია ასე იყოს. კი. მომესმა. არაა! -რას ნიშნავს თხუთმეტ წუთში?-ვირივით ვყრი ტლინკებს. -დროებით ელექტროენერგია გათიშულა, მალევე ჩართავენ და თუ არ ჩაირთო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაკეთებენ. -წყალი... საცოდავი წკნავილი ჩამესმის. დიდი იმედი მაქვს ეს ხმა ჩემს იოგებს არ გამოუცია. -აი!-უცნაურია, რომ დემნას ,მართლა აღმოაჩნდა ბოთლი. არღარაფერი მადარდებს, პირდაპირ ვიყუდებ და მგონი მთლიანად ვცდი. შევმცდარვარ. ძალიან ცოტა დამილევია. ამის თავიც კი არ მაქვს. -ჯანდაბა,-ვდუდღუნებ და დემნას ვეყრდნობი. კრთება. მეც. ელექტრონერგია ამუშავდა. მგონი. ან ამ მუხტმა ჩვენს შორის გაიარა. უეცრად... ხელს უხერხულად ვიქნევ, ბოთლი ყირავდება და ზედ მესხმება. მთლიანად გასაწური ვხდები. წარმოდგენა არ მაქვს რანაირად ვახერხებ ასე დასველებას. ფაქტი კი სახეზეა. გუბეში ნაფორთხიალები ქეთინო. -ფუუუ! ახლა მოვკდები! -გაიხადე! -რა?! ეს ბაყაყთა ბელადი შტერია?! -გაიხადე და ჩემი სვიტრი ჩაიცვი! -შენ?! -მე შიგნიდანაც მაცვია მაისური. -შეგცივდება. -გრძელი სახელო აქვს. ტუჩს ვიკვნეტ. ვყოყმანობ. გავიხადო?! -არა! -მაშინ აიკიდე ფილტვების ანთება. მალე დემნა ზურგით დგას მეკი მის მაისურს თავზე ძლივს ვიფხატებ და შვებით ვსუნთქავ. მერე კი ისევ დაიგრუხუნა. მეგონა, რომ ლიფტი დაიძრებოდა. ამის ნაცვლად ოდნავ შექანდა. შემდგომი პერიოდი არ მახსოვს, კვირისტავები მომეღუნდა ისე ელვის სიწრაფით ჩავიკეცე თითქოს მყესები გადამიჭრეს. სუნთქვა უფრო გამიჭირდა. სასუნთქი გზები შემივიწროვდა. წელზე ხელი მომხვიეს. გამაჟრჟოლა, გახურებულ ქმანდს ჰგავდა. გაყინული თითებით შევეხე უცნობი დემნას სახეს... და... ისევ ნაცნობი გახდა. -დემური...-მაინც გავაფუჭე ეს წამი! რომანტიკა მთლიანად ჩავკალი. მაგრამ ეს მინიშნება იყო. -ქეთი... სიბნელე. მგონი გავითიშე. **************************************************************************************************************************** -ასეთი რამ სვა დროსაც მოგსვლიათ ქეთი?!-სანდომიანი, სათვალიანი ექიმი თბილად მიღიმოდა. -არა.-უკმაყოფილოდ ავიბზუე ცხვირი. საავადმყოფოს საწოლზე ვიყავი გასიგრძეგანებული. წვეთოვანი მჩხვლეტდა და ნერვები უსაზღვროდ მეშლებოდა. -რამე სერიოზულია?-წაიბლუყუნა დემნამ. -არა, ნერვიულობაზე გონება დაკარგა. კლაუსტროფობია გაქვთ? -უფრო ლიფტების მეშინია, დახურული სივცრის იმდენად არა, მაგრა თავად ლიფტი ძალიან მაშინებს. -გასაგებია. მართლა სრულიად ჯანმრთელი ხართ. სუსტი იმუნიტეტი ხომ არ გაქვთ?! -დიახ. იოლდ ვცივდები. -ცოტა ჰემოგლობინის დონეა დაბალი, კარგად იკვებეთ და ლიფტში აღარ შეხვიდეთ.-სიცილით გამოწერა ფურცელზე რეცეპტი . -ვიტამინები არ მინდა.-დავიკრუსუნე და უჩუმრად გამოვიძრე ნემსი. -მაშინ ხილი მიირთვით, ვაშლი მაინც გიყვართ იმედია? -საბედნიეროდ დიახ. -მაშინ თავისუფლები ხართ. ფეხები ბათინკებში ჰიტლერისეული მრისხანებით ჩავტენე, სამყაროს შევძრავდი ოღონდ ეს ამბავი ლოლას არ გაეგო, იფიქრებდა, რომ სასიკვდილო სენი მჭირდა და დამიმალეს. -სხვა დროს სპირტი აყნოსეთ, გულის წასვლა ყოველთვის ფატალურ შედგს არ ნიშნავს.-ურჩია დემნას. პირი დავაღე რაღაცის სათქმელად მაგრამ ისევ დავმუწე. დაიცა, დემნა რა დედაჩემი იყო?! გარეთ გამოვედი და ტაქსისაკენ გავალაჯე. -ეი საით?-დამიძახა. -სახლში.-მტკიცედ განვაცხადე. ძალით არსად ჩავუტენივარ, მხოლოდ მძღოლს რაღაც უთხრა. კარი გავხსენი და ჩასაჯდომად გავემზადე... დემნა მკლავში მწვდა, თავისკენ შემატრიალა და... შემეშინდა... -ვიცი ვინც ხარ... მე შენ უკვე გიცნიბდი ქეთი...ქეთი..ვიცი ჩურჩული. გველნაკბენივით დავენარცხე სავარძელს. უკან, რომ მოვიხედე დემნას სიცილისაგან მხრები უთრთოდა. ხარხარებდა. მიცნობდა. ვახსოვდი. *************************************************************************************************************** წინა კვირას, ლამის ხელი ავიღე წერაზე, მაგრამ აქ ერთი მკითხველია, მოცინარი. მან გადამაფიქრებინა. ეს თავი ექსკლუზიურად შენთვისაა საყვარელო, მადობა, რომ ასე მგულსემატკივრობ. შენ მოგყავს ჩემი წაჯანდაბებული მუზა. სხვებსი კი გეტყვით, რომ ყველა მიყვარხართ და ვერც კი წარმოიდგენთ რას ნიშნავს თქვენი ერთი კომენტარი ჩემთვის. გთხოვთ არ დაიზაროთ, ლავიუუ ოლ გაიზ! <3 თქვენი ავტორი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.