შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული 27


14-10-2017, 14:07
ავტორი qari
ნანახია 2 461

აქამდე სამსახურში წასვლა თუ მიხაროდა,ახლა მესიკვდილება...უკვე ყელში ამომივიდა დიტოს აგრედია,ბუზღუნი და ნაგლობაც კი.არადა ჯერ კიდევ მახდოვს რესტორანში რა თბილი და მზრუნველი იყო მან ის შეუკვეთა რაც მე მინდოდა თან ისე რომ არც უკითხას.არ იმჩნევდა მაგრამ მე მაინც შევამჩნიე...უკვე 3მი კვირაა გასული რაც ამ ჯოჯოხეთს ვუძლებ.მომტეხოდა ფეხი თითი თავი თუ რაც და იქ არ წავსულიყავი.ზოზინით ვდგები საწოლიდან.სანდრა ამ განწყობით წინ ვერ წახვალ!გაღიზიანებული დამქირქილებს ჩემი ქვეცნობიერი.ერთადერთი რამე რაც განწყობას გამომიკეთებს ეს თოვლია...თოვლი რომელიც თბილისში უიშვიათესობაა.ნიშნის მოგებით გავძახებ ჩემსავე ეგოს და ფლატუნით მივდივარ სამზარეულოში რომ ყავა მოვიდუღო და,როგორმე გამოვფხიზლდე.ყავას ვდგამ და გამათბობელის ჩასართავად მივდივარ რომ,ფანჯრიდან კორპუსის სახურავებზე კარგათ სჩანს...ღმერთო!თოვლი თან რამხელა?!თვალებს დაეჭვებული რამდენჯერმე ვიფშვნეტ ხომ არ გძინავს სანდრა?!და როცა საბოლოოდ ვრწმუნდები ეს ისაა რაც მე მგონი,უაზროდ,ოთახებში სირბილს ვიწყებ და სიხარულისგან ვჭყივი!ღმერთო პატარა ბავშვივით ვარ.ოხ როგორ მიხარია თოვლი.ვაიმეე ახალწელს თოვლი იქნება.რა მაგარიაა.ბავშვობის ოცნება მისრულდება.ვოცნებობდი ახალწელს თოვლი ყოფილიყო.მე მეგუნდავა თითების გაყინვამდე..ბაკურიანი ან გუდაური!გაგებული მქონდა აქ თოვლი სულ იყო და,ჩემს თავს პირობა მივეცი რომ,აუცილებლად წავიდოდი ერთერთში და თოვლში ჩავწვებოდი.ფანჯრიდან კიდევ ერთხელ ვიხედები,ღმერთო!კიდევ პენტავს...მინდა!გარეთ მინდა!
სასწრაფოდ ვივლებ შხაპს.მუქ ლურჯ ჯინს,შავ ყელიან თხელ სვიტერს ვიცმევ.თმებს ვიშლი რადგან აზრი არააქვს ქუდი უნდა დავიხურო.ჩემი შინდისფერი ჩექმა სადაა?!აი ხო აქაა სასწრაფოდ ვირგებ ფეხზე კოჭს ოდნავ ცდება ნეტავ თოვლი ხომ არ ჩამეყრება?ამავე ფერის პალტოს,ნაქსოვ ქუდს და შარფს ვიკეთებ.შინდისფერი ტყავის ხელთათმნები და ამავეფერის სკლაჩს ვიღებ.ღმერთო პირველად გამოვიყენებ თოვლისშვის ხელთათმნებს,მაგარია.სულ არ მანაღვლებს სამსახურში მოწიკწიკე ბომბი რომ მელოდება.ამ განწყობას ვერავინ ვერ გამიფუჭებს.იქნებ ოფისთან გადაგეყაროს და ერთი ორი გუნდაცკი მოარტყა.ბოროტად ახახუნებს ერთმანეთზე ხელებს და ხითხითებს ჩემი ქვეცნობიერი.ჰჰმ.რატომაც არა იქნებ ასე მაინც გამომაგდოს სამსახურიდან.ისიც დაისვენებს და მეც.ტაქს ოფისისგან ცოტა მოშორებით ვაჩერებინებ მინდა ფეხით გავიარო და ეს დუფთა ქათქათა თოვლი შევიგრძნო.
ოფისს რომ ვუახლოვდები გამაყრუებელი ყიჟინა მესმის.ჰოო თურმე,მარტო მე არ მყვარებია თოვლი.ღმერთო ამ ხნის ხალხი როგორ გუნდაობენ და,ისეთი ბედნიერი სახეებიაქვთ...ჩემი აზრით წელიწადში,6ჯერ,მაინც უნდა მოდიოდეს თოვლი.ყურებამდე გაკრეჭილ ლილუს და ალექს ვავლებ თვალს რომლებიც ხელს მიქნევენ და თან აგრძელებენ გუნდაობას.მათკენ მივდივარ რომ უცბათ ზურგზე მეც მხვდება თოვლის გუნდა და ამ ბრძოლაში ძალაუნებურად ვებმები.ჩემში მხეცმა გაიღვიძა ისე უმოწყალოდ ვისვრი ამ გუნდებს...ალბათ ალექს მწარედ ხვდება თავში ის ჩემსკენ მორბის და მეც საფრთხის მოლოდინში გავრბივარ და ბედნიერებისგან,მოსალოდნელი საშიშროებისგან ვჭყივი.ალექსი მიჭერს ძირს მაგდებს და თოვლში მფლობს ზემოდან კი ლილუს და მგონი გვანცას ფეხებს ვარჩევ.თოვლს მაყრიან.ვხარხარე და ვევედრები გამიშვან.კისერში, თავში,ჩექმებში ყველგან ვგრძნობ თოვლს.უცბათ ყველა ჩუმდება სამყარო დუმდება და მე ვხვდრბი რომ ის უჟმური მოდის.ალექსი წამოდგომაში მეხმარება.ღმერთო რა ცუდია ზურგზე ცივი მხვდება და ვცბები.ქუდს შეძლების დაგვარად ვისწორებ რომ თვალებზე ჩამოფხატებულს რამე დავინახო.გალუმპულ თმებს სახედან ვიშორებ.ალექსი კი მბერტყავს რადგან ჯერ კიდევ არის იმედი რომ არ დავლბები.
ის ჯერ ხალხს მერე ჩვენ გვიყურებს.გაცოფებულია.ღმერთო ამას ბავშვობა სულ არ ჰქონია?
საათს უკვირდება და ამით ნათლად გვაგრძნობინებს სანამ თქვენ აქ ერთობით ჩემი ფული ტყუილად იფლანგებაო.მიდის შენობის შესასვლელისკენ ის ისაა უნდა შევიდეს რომ მე ხელები მექავება გუნდას ვაკეთებ ვესვრი და პირდაპირ თავში ხვდებს.ჯანდაბა! ის გაცოფებული ტრიალდება და მე სიცილი მიტყდება.თუმცა არ ვიცი ეს ნერვების თუ გულის მოფხანის ბრალია.თავს იბერტყავს და გამწარებული.თუმცა თავს თოკავს და სათქმელი შედარებით რბილად გამოსდის გვიბრძანებს ჩვენ ჩვენს საქმეს დავუბრუნდეთ.ლილუ ახითხითებული მომსდევს უკან და ჩვენ ორივე მივსდევთ მას.
ლივტიდან გადის და ისე რომ ზედაც არ მიყურებს მომძახის.
-3წუთში კაბინეტში გელოდები.ოჰოო ბატონი გაბრაზებულია.სკლაჩს ვდებ პალტოს ვიხდი.ქუდს და ხელთათმანებს გათბობის ბატარეაზე ვაწყობ რომ სახლში წასვლამდე გაშრეს.პლანშეტს ხელს ვავლებ და მივდივარ.
კარებზე ვაკაკუნებ.-მოდი!
-შეიძლება ბატონო...
სიტყვის თქმაც არ მაცალა ისე მითრევს ხელიდან და კედელს მაკრავს ის კი ზევიდან დამჩერის.
-რას აკეთებ?!რის მიღწევას ცდილობ!
ჯანდაბა!საერთოდ ვერ ვხვდები რას გულისხმობს და გაოცებული თვალებს ვახამხამებ.ის ჩემი თმებიდან წვეთ წვეთად დადენილ წყალს უყურებს.თმაზე ხელს მავლებს.
-რას გავხარ.
-ცოტა დავსველდი,მალე შევშრები
-ცოტა?!გაწუწულ ქათამს ჰგავხარ.
რაა?!ასე ლაპარაკის უფლება ვინ მოგცა იტიოტო!სიბრაზისგან პირს ვაღებ რომ რამე წავკბინო თუმცა ვერაფერს ვერ ვიგონებ და ისევ ვხურავ და ერთ წვრილ ხაზათ მეკუმება გაბრაზებისგან.მას ეღიმება მაგრამ სულ მალე სახე ენთება.არც მიკვირს მხოლოდ მას შეუძლია ხან იცინოს ხან ცოფები ყაროს.
-ახლა იმ სირთან ხარ?
კიდევ ვერ ვუხვდები სათქმელს და დაბნეული ვუყურებ.
-ბატონო?!
ვითომ არც არაფერი ეთქვას და არც არაფერი მიკითხავს.
-სულ სველი ხარ!
კარადასთან მიდის აღებს და თავის სვიტერს და ჯინსის შარვალს მაწვდის.რა ამას აქ გარდირობიცააქვს?!
-ჩაიცვი გაცივდები.
გაკვირვებისგან თვალები მიმრგვალდება.
-მე..მმმმ...მადლობთ მაგრამ...შევშრები.
ის თვალებს აბრიალებს.
-აღარ გამამეორებინო და საერთოდ რაზე მახარჯინებ დტოს!უამრავი საქმე გვაქვს!დროზე გაიხადე.
გავიხადო?!ააქ?!არა არა და არა!
-კარგით მაშინ გავაკ და ჩემს კაბ...
-საბდრა მოთმინებას მაკარგვინებ!
მისი თავშეკავებული ბარიტონი მბუზავს.
-კი მაგრამ ააქ?!არ შემიძლია შენ აქ...
ის ნერვიულად ხელს იქნევს..მერე სახეზე ირონიული ღიმილი დასთარეშებს.
-კაი რა სანდრა პირველად ხომ არ დაგინახავ შიშველს...გაგახსენო საათობით გიყურებდი შიშველს და თუ სწორად მახსოვს ეს შენ ძალიან გსიამოვნებდა.ახლა ტრუსი და ლიფი მაინც გეცმევა...თუ არ გაცვია?!
აააააააა!ბოლო ხმამდე ყვირის ჩემი ქვეცნობიერი.უტიფარი!იდიოტი!ვირი!ჰო ნამდვილი ვირია!სანამ ვაანალიზებ მანამ ვროშავ.
-ნამდვილი ვირიხარ.
ის შეშდება და გაკვირვებული მომჩერებია.მოდის ჰო ჩემსკენ მოდის.ისევ კედელზე მსუსავს.
-რა თქვი?!ვირი?
-მმმ.ჰო!
- მაინც არავარ!
-ვერ ვხვდები დიტო რას მეუბნები.დამიკონკრეტე.
-ბატონო!ბატონო დიტო!გავიგე ის ც რომ აქ მუშაობს ვერ ვხვდები თავშესაფარიმაქვს აქ თუ კომპანია.
ჯანდაბა!ალექსზეა ლაპარაკი.მასსა და ჩემზე.ჰო დიტო ჩვენთვის როგორც სჩანს მოწყალება გაგიღია.გულში თითქოს რაღაც მწყდება.საშინლად გულნაწყენი ვაჩერდები.
-ზღვარს გადახვედით.ბატონო დიტო!
ხელს ვკრავ და მის თვალწინ ვიხდი ზედაზ ახლა ისე გაცოფებულივარ სულ შიშველმა რომ მომიწიოს ქალაქში გასვლა ისე გავალ არცკი დავფიქრდები.ის გაოცებული,დაბნეული მიყურებს.თითქოს ახლა აანალიზებს რაც მითხრა და ერთი შეხედვა ისიც კი მგონია ბოდიში უნდა მითხრას მაგრამ როგორც იქნა სიამაყე სხლევს და ისევ იმ უდრეკ სახეს იღებს.მე შარვალსაც ვიცვამ და ვაკვირდები.
-ახლა რას მიბრძანებთ ბატონო დიტო?
თვალებს ხუჭავს თითქოს ძალას იკრებსო და რომ ახელს უკვე სრულიად მშვიდად მეუბნევა.
-იმას რისთვისაც აქ ხარ.მუშაობას.
-დიახ გასაგებია.თქვენს განრიგს გაგაცნობთ!დღეს არანაირი თათბირი არ გაქვთ.5საათზე შეხვედრა გაქვთ საღებავების მწარმოებელთან.მანამდე ერთად მუშაობა მოგვიწევს რომ საბურავების საქმე როგორმე გავასწოროთ.
-ჰო ამას როგორმე გადავიტან.იმედია იქამდე გაგიშრება ტანსაცმელი თუ არადა მოგიწევს ასე წამოსვლა!კარგი მოდი დავსხდეთ და დრო აღარ დავკარგო.
ერთ მაგიდასთან გვიწევს მუშაობა მე მისი სურნელი თავბრუს მახვევს და მგონი ვერც ვერაფერს ვმუშაობ...დროდა დრო მის მზერასაც ვგრძნობ თუმცა რატომ მიყურებს ვერ ვხვდები.მოახერხა და განწყობა გამიფუჭა სულ რაღაც ორი სიტყვით.რა საზიზღარი არსებაა.კარზე კაკუნია და სანამ დიტო შემოსვლის ნებას გასცემს კარი იღება და.ჯანდაბა!ის გოგო ბარიდან.შემოდის კილომეტრიან ქუსლებზეა დასკუპებული და ალბათ ტონა მაკიაჟიაქვს წათხაპნილი.თცალებს უჟუჟუნებს დიტოს.ოხ როგორ მინდა დაგთხარო ეგ თვალები!დიტო ცოდა კაკვირვებული უყურებს მერე დგება ეხვევა და კოცნის.
-დიტოო!რატომ არ გამაგებინე რომ ჩამოხვედიიი.
ღმერთო სიტყვებს ისე წელავს ცოტაც და ხარხარი თუ არ ამივარდება. გული ამერევა.
-ჰო ასე გამოვიდა.
ის ხელს იღებს კისერში უცურებს და ზედ უსმევს.შემდეგ ლოყაზე აკეთებს ანალოგიურს.ახლა პიჯაკში ორივე ხელს ავლებს და თავისკენ ითრევს და...
არა არა ალქაჯო!არ გაბედო და არ შეეხო...ღმერთო ეჭვიანობა უზარმაზარ კლდედ მეჯახება ტვინში.დამშვიდდი სანდრა შენ არანაირი უფლება არ გაქვს იეჭვიანო.ის შენი აღარაა შენ ის დაკარგე!ღმერთო ვერ ვძლებ და ჩახველებით ვაწყვეტინებ კოცნაობას.
-უკაცრავად.ბატონო დიტო ვფიქრობ აქ ზედმეტი ვარ და მე გავალ ნებას თუ მომცემთ.
ღმერთო არ შემატყო რომ ვეჭვიანობ.ის კმაყოფილი იღიმის ცერათითს ტუჩებზე ისმევს და თავს
მიკრავს.
-კარგი სანდრა გადი და რომ დაგიძახებ...მზად იყავი სადაცაა წავალთ!
ეს შენ იყავი მზად და ფრთხილად არ გადაგეყლაპოს.დამივიწყა აშკარად დამივიწყა.ალბათ ისე არ ვუყვარდი თორემ როგორ მოახერხა?!იქნებ გეკითხა და შენც გეცადა!დამძახებს ჩემი ქვეცნობიერი.ნერვიულად ნერწყვს ვყლაპავ საბუთებს ვაგროვებ და ის ისაა უნდა გავიდე რომ იმ იდიოტის კისკისი მესმის.
-დიტო არ ვიცოდი მათხოვრებიც თუ გყავდა კომპანიაში.კაი რა ამხელა ბიზნესმენი გახდი და ვერ გადაეჩვიე ქველმოქმედებას.უნდა ისწავლო საყვარელო რომ სამსახურში ნიჭიერი,განათლებული ხალხი აიყვანო და არა სოფლელები რომლებიც ასე დადიან.
ჯანდაბა ბრაზი თვალებში მაწვება.ვხედავ დიტოც გაცოფებულია მაგრამ ვერ ვხვდები ჩემსგამო თუ ამ კახპის გამო.სანამ ის აღებს პირს მე ვერ ვითმენ მივდივარ წინ ვუდგები და ჯიქურ ვაკვირდები.
-მე ბას მათხოვრობა მირჩევნია!პატიოსანი სული მაინც მაქვს თქვენგან განსხვავებით.
გაოცებული თვალებს ახამხამებს და ჯერ მე მერე დიტოს უყურებს. თვალებით ანიშნებს რომ რამე მითხრას თუმცა აღარ ველოდები გამოვდივარ და კარებს ისე მაგრად ვაჯახუნებ 1წუთი მაინც გაისმის ექოსავით მთელს შენობაში.სასწრაფოდ ვიცვლი ტანსაცმელს და ის ისე რომ არც აკაკუნებს კაბინეტში შემოდის.სიტყვის თქმასაც არ ვაცდი...ჯერ კიდევ მისი ტანსაცმელი ხელში მიჭირავს. მივდივარ და მთელი ძალით ვესვრი ხელებში.
-აიღე შენი ტანსაცმელი...იცოდე არც ბოდიშს მოგიხდი!მეტიც არანაირი უფლება არ გაქვს დამამცირო და მითუმეტეს შენს ბოზებს.მეყოფა ერთს რომ დავუთმე!როდემდე!როდენდე უნდა ვიტანო შენი ქალების შეურაწყობა?!ამიხსენი რა ვალდებულივარ!აღარ გაბედონ გესმის გააფრთხილე რომ მეორედ შენმა ნაშებმა ზედმეტი კიარა საერთოდ ხმა არ გამცენ.
(სიმწრით...დამცირებისგან და ბრაზისგან ხმა მეწევა და ალბათ ბოლო ხმამდე გავკივი.ჩემს სიტყბით გამოსვლას ვასრულებ. ოჰოო საიდან ამდენი გამბედაობა?ჯანდაბა!ჯანდაბა!ჯანდაბა!ის ჩემზე უფრო გაცეცხლებულია თვალებში სიშმაგის ცეცხლი უგიზგიზებს.ცოტაც და თვალები გადმოსცვივდება.ის სანამ რამეს იტყვის სჯობს გავასწრო. სასწრაფოდ ვემზადები სკლაჩს ვიღებ და კარებში უნდა გავიდე რომ,ხელიდან მითრევს.ჩავარდი სანდრა ახლა ვეღარაფერი გიშველის.გაშმაგებული წყვეტილ-წყვეტილ შეკავებული სიმშვიდით მეუბნევა.-4მეორედ.არ.გაბედო.და.ხმას.აღარ.აუწიო!
სულ ესაა?!მეთქი გამგლეჯდა.არ ჩამორჩე არ დანებდე სანდრა.
-მეორედ.შენი.ქალები.გააფრთხილე.რომ პატივი.მცენ!
ხელს ვაშვებინებ და გავდივარ...
მანქანაში ხმას არც ერთი არ ვიღებთ.ჩვენ ჩვენი სათქმელი უკვე ვუთხარით ერთმანეთს.ღმერთო რა დამღლელია ეს ადამიანი.მასთან სუნთქვაც კი მიჭირს.ჩემი ტელეფონის ვიბრაცია მარკვევს და ეკრანს დავყურებ ახლა ამის დროა?
-გისმენ!
-სანდრა!
-გისმენ!
-ოოო კაი რა შენ კიდევ ბრაზობ?როგორ შეგიძლია ამდენი ხანი გაბრაზებული იყო.
როგორ შემიძლია?!
-რამდენჯერაც იმ უჟმურს ვხვდები იმდენჯერ ხელახლა მიახლდება ბრაზი.
-სხვათაშორის ის უჟმური შენ...გიყვარს.
ჯანდაბა თვალს მისკენ ვაპარებ ხომ არ ესმის?არა მარიამის ხმა ნამდვილად არ ესმის.
-მარიამ!რაგინდა?
-შენთან ვართ მე და აკო და გელოდებით
-კი თეთრი,მშრალი ღვინოგვაქვს სანდრა.(ჩამყვირის აკო)
-ბოლოს რომ დავლიე მახსოვს რაც მოხდა და ხო მაგ შენი ღვინით ვერ მომთაფლავ.ხომ იცი რაც მინდა მე.
-ესეიგი შავ შოკოლადს თუ მოგიტან შეგვირიგდები?
-მმმ!ბევრს?
-ყუთით!
-კაი მაშინ დამელოდეთ მე ახლა საქმიან ვახშამზე მივდივარ და როგორცკი მოვიცლი მოვალ.
-ჩემი საქმიანი.
-მარიამ სანამ შოკოლადს არ დავინახავ...ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ!
-კარგი.კარგი ვთიშავ.
ტელეფონს ჩანთაში ვიცურებ და ჩემდა უნებურად მეღიმება.არა რამდენიც არ უნდა ვამტკიცო დიდხანს მაინც ვერ გავუბრაზდები.
-შენ რა მარიამს ეტჩხუბე?
ფიქრებიდან მისი დაინტერესებული ბარიტონი მარკვევს.
-არამარტო.ბიჭებსაც.
-რატომ?
-რასქვია რატომ.რომ არ გამაფრთხილეს შენი კომპანია რომ იყო.შენ რა ტყუილი გეგონა რომ გითხარი არაფერი არ ვიცოდითქო?
-ესეიგი უჟმური რომ ახსენე მე მიგულისხმე არა!
ჯანდაბა.ჯანდაბა.ჯანდავააა.ეს როგორ ვერ მოვტვინე ნამდვილი მოუხერხებელიხარ ყოჩაღ სანდრა ყოჩაღ.თვალს მისკენ ვაპარებ რომ როგორმე გამოვიცნო რა რეაქციააქვს თუმჩა ძალიან...მეტისმეტად მშვიდად არის.
-ნუ.ჰო.
-დღეს შენგან ძალიან ბევრი კომპლომენტი მივიღე.ჯერ ვირი ახლა უჟმური.
-ორივე ხარ.უფრო უჟმური.
-მაგალითად დღეს გუნდა რომ მესროლე არაფერი ვთქვი.ვფიქრობ შექებას ვიმსახურებ არა.
ის რა ერთობა?დამცინის?მე ლამის ხელები დავიმტვრიო ის კი კაიფობს.იდიოტი.ჰო იდიოტიც ხარ.
-შეიძლება სიტყვით არა მაგრამ გამოხედვით აშკარად ნათლად გამოხატეთ თქვენი უჟმურობა.
-კარგი კარგი გეყოფა თორემ ჩემს ნამდვილ უჟმურ სახეს დაინახავ.-ნუ ღელავთ ეგეც მშვენივრად ვიცი.
-მართლა?დააკონკრეტე!
-შენ მე ყოველწუთას მამცირებ!
თითქოს ცბება და წეღანდელი მხიარული დიტოსგან აღარაფერი არ რჩება.შუბლზე თითქოს ტკივილისგან ნაოჭები უჩნდება თუმცა რატომ ვერ ვხვდები.
-კარგი მოვედით.

....
სახლში გადანიჭებული მოვედი და ეს გადარეულებიც დამემატნენ ზედ.მარიამი თბილად მეხვევა და მეც ვეხვევი.როგორ მომნატრებიაა.აკო ცოტა მოშორებით დგას ხელს ზევით სწევს და შოკოლადის ყუთს მაჩვენებ.სულელები მართლა მთლიანი უყიდიათ.
-თქვენ რა მართლა შეკვრით იყიდეთ?
-და არამარტო აკომ.
ახლა გეგაც გამოდის ყუთით ხელში.ღმერთო რა ჩერჩეტები არიან.სუყველას სიცილი გვიტყდება.ალბათ მონატრების ბრალია.
-ამ შოკოლადს სანამ ბოლომდე არ გამასაღებინებთ არსადაც არ წახვალთ.
-ბაზარი არაა სანდრა.
ცოტას მაგრამ მაინც ვსვამ.სასიამოვნოდ ვერთობი როგორ მომნატრებიან ეს სულელები.სამზარეულოში გავდივარ რომ სოსისი დავამატო სუფრაზე მარიამიც თან მომსდევს.
-სანდრა როგორ ხარ?
-ოჰ.არ ვიცი მარიამ.
-ცუდად?
-იცი სიმართლე თუ გაინტერესებს ის ერთი წელი უფრო ცუდად ვიყავი.არცკი ვიცი როგორ ვცხოვრობდი.მირჩევნია მამციროს მლანძღოს ჩემს წინ ქალებს ეარშიყოს მაგრამ მე მას ვხედავ მისი სურნელით ვივსებ ფილტვებს.მე მისით ვსაზრდოობ.
-ღმერთო ასე გაგიჟდები.ასე არ შეიძლება.
-უკვე აღარ ვიცი რაა სწორე და რა არა ის რომ მისგან შორს ვიყო თუ ის რომ მასთან ვიყო.ფაქტი ერთია ორივე შემთხვევაში ცუდად ვარ.
-გინდა დაველაპარაკო?გამოგიშვას.
-არა !ასე ლაჩრულად ვერ მოვიქცევი.თვითონ ხომ შეძლო და დამივიწყა...ხოდა მეც როგორმე შევძლებ.
-დაგივიწყა კი.
-ოო კაი რა ისევ თავიდან ნუ დავიწყებთ მარიამ.დიახაც დამივიწყა.დღეს ის გოგო მოვიდა ბარიდან.უკვე სახელად ექცა.და ჩემს თვალწინ კოცნიდნენ ერთმანეთს.ისე თითქოს მე არცკი ვარსებობდე წარმოგიდგენია?!
-იდიოტი.ვირი!
კბილებში სცრის მარიამი.და მე სიცილი მივარდება.მახსენდება მეც ზუსტად ასე რომ ვუთხარი.
-რა?!
-ზუსტად ასე ვუთხარი.ავდექი და პირში ვაჯახე.
ისიც მყვება და ორივე ვხარხარებთ.
...
დილით თავის ტკივილი მაღვიძებს.ვიცოდი.ვიცოდი სულერთია გინდა ცოტა დავლიო გინდა ბევრი.საკმარისია რომ დავსუნო ალკოჰოლს რომ დილით ნაბახუსევი ვარ.შხაპს გაჭირვებით ვიღებ.იისფერ მთლიან კაბას ვიცვამ.მუხლების კარგათ ზევით მაჯდება.ნახევარ მკლავზეა სამკუთხედი ყელითა და ზურგით საკმაოთ ღრმა დეკოლტეა.თმებს საყვარლად ვიწევ მანტოს ვიცმევ და გავდივარ.შესასვლელში ლილუ მხვდება და ერთად მივდივართ.
-გოგო მაგარია.გუშინ თქვენი ხმა გამოდიოდა...საიდან ამხელა გამბედაობა?!როგორ უყვიროდით ერთმანეთს.
გაიგონეს.ყველაფერი.
-რაზე?
-სიტყვებს ვერ ვარჩევდით მაგრამ.
-ლილუ როცა მართალიხარ ხმა ოდნავ გეწევა ესაა და ეს.უბრალოდ საბუთებში გვქონდა ცოტა პრობლემა და.
-ეს შენ თორემ მე რომ მეწნა იმ ჯარიმიანად მისვრიდნენ ფირმიდან.
-მოიცა და მე რა შუაში ვარ?!
-აუჰ.ვითომ ვერ ხვდები.ის შენზე გიჟდება.ხანდახსნ ისე გიყურებს თითქოს შენი შეჭმა უნდა და,არა მარტო ის გიორგიც .ლევანიც გელაც...
-კაი რა ლილუ ხოარ აჭარბებ!
-აი ალექსიც.მიდი მიდი შეხედე.რას უშვრები?ანუ როგორ იზიდავ.ნუ ჰო ლამაზი ხარ ელეგანტურად იცვამ...მაგრამ მეც ხომ მასე ვარ.
ალექსისკენ ვიყურები რომელიც კომპიუტერშია ჩამძვრალი წამიერად მზერას გვავლებს და ისევ იქ უყურებს.
-შენ ახლაეჭვიანობ?!
-რომ გითხრა არათქო დამიჯერებ?
-ჰო.ამაში რაა დაუჯერებელი?
-ოხ.რა სულელი ხარ.კაი მიდი თორემ კბილებს ილესავს უკვე ბატონი დიტო.
მზერა მისი კაბინეტისკენ გადაგვაქვს ის კარებთან დგას და მართლაც გვიყურებს.ოო დაიწყო დილა უჟმურული სახით.ლილუს დროებით ვემშვიდობები და ის ისაა კაბინეტში შევდივარ ალექსის ხმა მაჩერებს.
-სანდრა!
-ფისმენ.
-სალაპარაკო მაქვს.2წამში მოვალ ჯერ არ გახვიდე კაი!
თვალს დიტოსკენ ვაპარებ ის უფრო იქოჩრება კაბინეტში შედის და კარებს ისე მაგრად აჯახუნებს ადგილზე ვხტები.ღმერთო როგორ მთრგუნავს ეს ადამიანი.მე და ალექსი ჩემს კაბინეტში ერთად შევდივართ.მე პალტოს ხელთატმანს და ქუდს ვიხდი საკიდზე ვდებ და რატომღაც ვგრძნობ რომ ალექსი ნერვიულობს ნეტა რატომ?!
-სანდრა თქვენ ისევ ერთად ხართ?
კითხვას რამდენჯერრმე ვიმეორებ თუმცა ვერც ერთხელ ვხვდები რამკითხა.
-ცერ მივხვდი?!
-ანუ.შენ და დიტო!
-არა.ერთად არ ვართ.
-კარგია.
კარგია?!აბა მე მკითხე როგორი კარგია.
-რახდება ალექს ვგრძნობ რომ რაღაც გაწუხებს.
-სანდრა შენ შესანიშნავად იცი რომ...მე (ბავშვობიდან...მიყვარხარ.
ოჰო.იღონდ ეს არა რა მართალი იყო მარიამი რომ ამბობდა მას უყვარხარო?)მინდა რომ ვცადოთ.ანუ მინდა ერთად ვიყოთ.
-ოჰ!ალექს.არ გინდა გთხოვ.
-რატომაც არა შენ თავისუფალი ხარ,მეც თან მიყვარხარ.ვსინჯოთ.
-ალექს.ჯერ მე ისევ მიყვარს.
-არ მანაღვლებს.


-არა.რასქვია არ განაღვლებს?!ასე ვერც შენ და ვერც საკუთარ თავს ვერ მოვექცევი.
-სანდრა.ჩვენ ერთმანეთს შესანიშნავად გავუგებთ.საერთო წარსული,ტკივილები და მოგონებები.ერთად გაზიარებული სიხარული...ვფიქრობ ეს ცოტა არაა მეტიც ეს ძალიან ბევრია...მე შენ ჯერ კიდევ მაშინ შემიყვარდი...პირველად აკვანში რომ გნახე.შენი ნაცრისფერი თვალები...ქათქათა კანი...ლოყაზე სათუთ ლოყაზე ხელი რომ დაგისვი უცნაურად გამაჟრჟოლა.მაშინ ჯერ კიდევ 4ან5წლის ვიყავი მაგრამ ის გრძნობა გუშინდელივით მახსოვს.ის ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს...უბრალოდ შეუძლებელია მე შენ ყველა მხრიდან გიცნობ.ის არა.მას ჰქონდა შანსი.შენი თავით ხარების თუმცა ვერ გამოიყენა...მეც მომეცი შანსი...
ღმერთო.აღარ ვიცი რა ვუთხრა.მეცოდება ისიც იტანჯება.ჩემსავით იტანჯება სიყვარულში.
-მართალი ხარ ალექს.ჩვენ ერთმანეთს კარგათ ვიცნობთ..ერთად შეუდარებელი წყვილი ვიქნებოდით...მაგრამ მე ჯერ კიდევ ტკივილამდე მიყვარს.სხვაზე ვერავისზე ვერ ვიფიქრებ.ოდესმე თუ დავივიწყე და იმედი მაქვს რომ დავივიწყებ...არ ვიცი მე შენ სულ სხვა თვალით გიყურებ ალექს!
-მე შევძლებ.როგორც მამაკაცს ისე შემომხედო...შევძლებ რომ ის დაგავიწყო.მე შენთვის ვიბრძოლებ გესმის!
-არ გინდა გთხოვ.თავს ნუ დაიტანჯავ...არ ღირს.მინდა რომ ჩვენ ისევ ისე ვიყოთ.შენს დაკარგვას ვერ გადავიტან.
ის მიახლოვდება ლოყაზე ნაზად ხელს მისვამს.არა ოღონდ არ მაკოცო.არა თორემ სამუდამოდ დაამსხვრევ ჩვენს ურთიერთობას.ყურთან თბილად მჩურჩულებს.
-მე შენთვის ვიბრძოლებ!
არ მაკოცო.რას აკეთებ ალექს!გადი გადი გთხოვ!
საშინლად დაძაბული ვარ...უცბათ კარები იღება და მე იმდენად ვცბები რომ გული ყელში მებჯინება.ჯანდაბა!ისაა...რატომ აქვს ასე ბედნიერი სახე?!ის რა გვისმენდა?!არა ნეტავ არა არ გაეგო ჩემი ხმა.თუმცა დასამალი არც არაფერი მაქვს.ის ახველებს და ამით მის აქ ყოფნას გვაგებინებს.
-ვფიქრობ მსგავსი რაღაცეები სამსახურის გარეთ უნდა მოხდეს!
ღმერთო ახლა ესენი დაჭამენ ერთმანეთს.ორივე გაშმაგებული უყურებენ ერთმანეთს და ამ გამოხედვით ყველაფერი ნათლად სჩანს.გასაკვირვია დიტოს რაღა აღიზიანებს?!
-ჩვენ ისეთი არაფერი არ ჩაგვიდენია სამსახურის გარეთ რომ მოხდეს...თუმცა სიამოვნებით...
არა არა გთხოვ ნუ ეჯიქები დიტოს ალექს!არ ღირს არ გინდა.საშინლად დაძაფრული ვარ ვერ ვხვდები ომი როდის დამთავრდა.მისი ხმა მარკვევს და თვალს რომ ვავლებთ კაბინეტში უკვე მარტონი ვართ.
-გესმის?
-ბატონო?
ის მისხლოვდება ურჩ თმას ყურს უკან მიწევს და თვალებ ანთებული დამყურებს.
-გავიგონე!
ღმერთო.
-რა!
-ყველაფერი გავიგონე!
-და გინდა ამითი...ამან გაგამხიარულა ასე?! უნდა დამამცირო ისევ?ჩემი გრძნობები აბუჩად არ აიგდო!არ გაბედო!
კბილებში ვცრი.არ ვიცი რა დამემართა მაგრამ საშინლად გამაღიზიანა მისმა ირონიამ.
ის შეშდება და გაოცებული მიყურებს.ბოლოს გაღიზიანებული ბუტბუტებს.
-შენ მე დამთმე.
-მე ისე მოვიქეცი როგორც ჩემმა სინდისმა მიკარნახა...არ ვამბობ რომ ზუსდად მიმაჩნია.მაგრამ იგივე მდგომარეობაში შემიძლია ზუსტად ისე მოვიქცე.
ტკივილისგან სახე ეჭიმება თვალებს ხუჭავს და ცდილობს სიმშვიდე,ძალა აღიდგინოს.
-ძალიან.ადვილად.დამთმე.
ნუღარ მტანჯავ გტხოვ წადი.გამცილდი ასე ახლოს რომ ხარ ყველაფერი მავიწყდება ვერ ვუძლებ.
-დიტო არ მინდა ამაზე ლაპარაკი.შენ ხომ შეძელი და დამივიწყე...მერწმუნე მეც აუცილებლად დაგივიწყებ.
ის მოულოდნელად მვარდდება და მკოცნის.ისევ ისე გიჟივით.ჟინით სავსე მომთხოვნად გამოსდის კოცნა.შემდეგ მცილდება ტუჩს ილოკავს და ირონიული ღიმილით მიდის თან მაძახებს.
-გონს რომ მოხვალ კაბინეტში შემოდი!



№1 სტუმარი სტუმარი Lia

Ra sakvareli istoriaa.Gmadlob aseti kargi romxar--'-qari----❤❤❤

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

გააგრძელე რა მალე.ვგიჟდები ამათზეეეე.

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

როდემდე ატრიალებ ახლა ერთიდაიმავეს?

 


№4  offline წევრი qari

სტუმარი Lia
Ra sakvareli istoriaa.Gmadlob aseti kargi romxar--'-qari----❤❤❤

მადლობა შენ ჩემო კარგო ასეთი თბილი სიტყვებისთვის

 


№5 სტუმარი Mariami iii

Usahinlesadd magariaa vaimeeeeee malee dadee shemdegii tavii raaaaaaa miyvars es wyviliii dzaan sda aseeve shencc miyvarxarr :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent