შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მეორე ნაწილი) მეორე თავი (9)


15-10-2017, 20:11
ავტორი fireending
ნანახია 2 402

სალომე მთელი დღე ნანახზე ფიქრობდა.უნდოდა გაეგო რა ხდებოდა,რატომ დამალა დედამისმა წერილები.მთელი დღის განმავლობაში ორი წინადადებაც არ უთქვამს.ძირითადად თავის ოთახში იჯდა.სოფიასთანაც თითქმის არ ულაპარაკია იმ დღეს.საღამოსაც ადრე დაწვა თუმცა ძილი არ მიეკარა.საწოლიდან წამოდგა,ხალათი მოიცვა და ოთახიდან გავიდა.სამზარეულოში ჩავიდა ყავის დასალევად,იქ კი სოფია დახვდა.
–სოფი,არ გძინავს?ხომ კარგად ხარ?_ჰკითხა გაკვირვებულმა.
–კარგად ვარ სალო,ისე ჩამოვედი,არ დამეძინა რატომღაც.შენ რა გჭირს?ჰკითხა სოფიამ
–მე...არაფერი,არც მე მეძინება.ყავას დალევ?
–კი დავლევ
სალომემ ორივესთვის დაასხა ყავა და სოფიას გვერდით მიუჯდა.
–სოფი
–ჰო
–რაღაც მინდა,რომ გკითხო
–გისმენ
–გთხოვ არ გეწყინოს._უთხრა სალომემ და ჭიქა მაგიდაზე დადო
–გისმენ სალო,მითხარი რისი თქმა გინდა.
სალომე ჩუმად იყო რამდენიმე წამის განმავლობაში.უჭირდა სათქმელის თქმა.არ უნდოდა სოფიას ანერვიულება.
–სოფი,ლაშას კარგად იცნობ?
სოფიას აუკვირდა მსგავსი შეკითხვა.
–რატომ მეკითხები?
–მასზე ბევრი არაფერი ვიცით.ცოლადაც ისე გაყევი,რომ თითქმის არ იცნობდი.არ ვიცით საიდანაა,ვინ არის მისი ოჯახი.
სოფია ცოტა დაბნეული ჩანდა.აშკარად არ ელოდა მსგავს კითხვებს.
–მე ვიცი,რომ ის კარგი ადამიანი.გაჭირვების დროს გვერდით მედგა,ვუყვარვარ.
–გასაგებია სოფია,მაგრამ მასზე რა იცი?
სოფია გაჩერდა.
–ვიცი,რომ მშობლები ჯერ კიდევ ბავშობაში დაეღუპა და მერე ისიც ჩემსავით ბიძასთან იზრდებოდა.ბიძამისი 4 თუ 5 წლის წინ დაეღუპა.
–ანუ მისიანს არავის იცნობ არა?ჰკითხა სალომემ.–არც მეგობრებს?
–დიდი სამეგობრო წრე არ ყავს...სალო,მითხარი რატომ მისვამ ასეთ კითხვებს?მოხდა რამე?არის ისეთი რამ ,რაც მე უნდა ვიცოდე?
სალომეს უნდოდა მოეყოლა,რომ ლაშა დედამისის ოთახიდან რომ გამოვიდსა და წერილების შესახებაც,მაგრამ თავი შეიკავა.გადაწყვიტა ჯერ ყველაფერი საფუძვლიანად გაერკვია და მერე ეთქვა სოფიასთვის.
–არა,არაფერია სოფი.უბრალოდ დამაინტერესა.ლაშა ხომ ისე მოულოდნელად გამოჩნდა შენ ცხოვრებაში.
–მართალია,მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს.მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობ.
–დათოზე რას იტყვი?
–მასზე რა უნდა ვთქვა?
–შენ უკეთ იცი_უთხრა სალომემ
–არაფერიც არ ვიცი.არ მინდა მაგ ადამიანზე საუბარი.
–კარგი,კარგი.დაწყნარდი..._სახეზე მოეფერა სალომე–მაპატიე,რომ ამდენი კითხვა დაგისვი.მე უბრალოდ ის მინდა,რომ ბედნიერი იყო.
–ვიქნები_თქვა სოფიამ–ლაშასთან შევძლებ რომ ვიყო ბედნიერი_ამბობდა სოფია თუმცა თვითონვე არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების.
ყავის სმა განაგრძო.სალომეს ნათქვამზე ფიქრობდა.მართლაც პირველად დაფიქრდა თუ საიდან მოვიდა ლაშა,ვინ იყო.სალომეს სიტყვები თავიდან არ ამოდიოდა.მოულოდნელად გამოჩნდა მის ცხოვრებაში და მალევე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი.
–მგონი ყავა უკუღმა მოქმედებს ჩემზე_თქვა სალომემ–მეძინება.
–ჰო მეც_უპასუხა სოფიამ–წავიდეთ?
–ჰო,თორემ მაგიდასთან დამჯდარს დამეძინება.
...
უკვე შუა დღე იყო.სალომეს ხელში ფურცელი ეჭირა,რომელზეც მისამართი ეწერა.სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა და ერთ–ერთ სახლთან გაჩერდა.ეზოში შევიდა.უნდოდა კართან მისვლა,მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა.კიბეზე ავიდა და კარზე დააკაკუნა.რამდენიმე წამის შემდეგ გაიღო კარი.
–გამარჯობა_მიესალმა ახალგაზრდა მამაკაცი სალომეს
სალომე ჩუმად იდგა,დაბნეული.
–რით შემიძლია დაგეხმაროთ?ჰკითხა ბიჭმა.
–დათო ავალიანის ნახვა მინდა.მითხრეს,რომ აქ არის.
–თქვენ ვინ ბრძანდებით?ჰკითხა ბიჭმა
–მე,სალომე ვარ.სოფიას ბიძაშვილი.ძალიან გთხოვთ თუ აქ არის დაუძახეთ.
–იცით.დათო მაღაზიაშია გასული,მაგრამ მალე მოვა.შეგიძლიათ დაელოდოთ,შემოდით.
–მადლობთ_უპასუხა სალომემ და სალხში შევიდა.
–დაბრძანდით.ყავას შემოგთავაზებთ.
–არ,არა მადლობთ,მხოლოდ წყალს დავლევ_უპასუხა სალომემ და დივანზე დაჯდა.
ბიჭმა წყალი მოუტანა.
–ჰო მართლა სულ დამავიწყდა გაგეცნოთ.მე ანდრია მქვია.
–სასიამოვნოა,მე სალომე
ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და გაუღიმეს.
–სალომე,აღელვებული მეჩვენებით...
–იცით...რაღაც მოხდა და დათოს აუცილებლად უნდა ველაპარაკო.
–სოფიას ეხება?_ჰკითხა ანდრიამ
–ჰო
–მაპატიეთ,რომ გეკითხებით,უბრალოდ დათოზე ვღელავ.ჩემი ძალიან ახლო მეგობარია და ბოლო დროს ბევრის გადატანა მოუწია.ორი წლის წინ დედა დაეღუპა
–მართლა?ძალიან ვწუხვარ...
–ძალიან განიცდიდა.სოფიაც არ იყო მის გვერდით.მძიმე ორი წელი იყო.
–სოფიასთვისაც._თქვა სალომემ
ამ დროს კარზე დააკაკუნეს.ანდრიამ კარი გააღო და დათო შემოვიდა.ძალიან გაუკვირდა ,როცა სახლში სალომე დაინახა.ერთმანეთს მიესალმნენ.
–დათო,აუცილებლად უნდა დაგელაპარაკო.
–სალომე,ცუდად არ გამიგო,მაგრამ სოფიაზე არ მინდა არაფრის მოსმენა.
–უნდა მომისმინო.
–რატომ?მე უკვე საკმარისად დავიტანჯე.ვერ ვხვდები რა დავაშავე,ჩემ ერთ წერილსაც არ უპასუხა და მერე საფრანგეთში წავიდა.შემდეგ კი რა გააკეთა?გათხოვდა და ახლა მე მდებს ბრალს,რომ მივატოვე.საკმარისია..._დათო ოთახიდან აპირებდა გასვლას
–დათო,მოიცა_შეაჩერა ანდრიამ–იქნებ სალომეს მოუსმინო.
დათომ ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა.
–კარგი,გისმენ)თქვა მან და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა.
–ის წერილები სოფიას არ მიუღია,არცერთი წერილი უნახავს დათო.
–როგორ თუ არ უნახავს?_ჰკითხა დათომ
სალომეს თვალებზე ცრემლები მოაწვა.ძალიან უჭირდა ამის თქმა.ანდრიამ ხელსახოცი მიაწოდა.
–ის წერილები დედაჩემის ოთახში ვიპოვე დამალული.სოფიამ არაფერი იცის.ეჭვი მაქვს სოფიას ქმარიც გარეულია ამ საქმეში,რადგან ერთ საღამოს ის დავინახე,დედაჩემი ოთახიდან გამოსვლისას.მერე შევედი და წერილები ვიპოვე.არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.ვერ წარმოვიდგენდი თუ დედაჩემი ამის გამკეთებელი იყო.
დათო უსმენდა.საუბრის უნარი წაერთვა.
–სოფიამ იფიქრა,რომ მიატოვე_განაგრძობდა სალომე–განადგურებული იყო და ამიტომ წავიდა,თანაც თურმე... _სალომეს უნდოდა სოფიას ორსულობის და შემდეგ ბავშვის დაღუპვის ამბავი ეთქვა,მაგრამ გაჩერდა.იფიქრა,რომ უმჯობესი იყო სოფიას თვითონ ელაპარაკა ამის შესახებ დათოსთან თუკი მოისურვებდა.–მერე ის ლაშაც გამოჩნდა,სრულიად მოულოდნელად და...მერე შენც იცი რა მოხდა...
დათო ისევ ჩუმად იყო.შუბლზე ხელები აიფარა და კარგა ხანს ასე იჯდა თავჩაღუნული.
–დათო_მხარზე ხელი დაადო ანდრიამ
–მე კი რა საშინელებები ვუთხარი.გული მოვუკალი.–სოფიას უნდა დაველაპარაკო
–დათო,ჯერ არა.უნდა გავაკვიოთ რაშია საქმე.მე ვფიქრობ,რომ სოფია საფრთხეშია.ის ლაშაც აღარ მომწონს._სალომე შეჩერდა–მიჭირს ამის თქმა ,მაგრამ დედაჩემსაც არ ვენდობი.
–ჰო,სალომე მართალია._თქვა ანდრიამ–ყველაფერი გავაერკვიოთ და მერე დაელაპარაკე სოფიას.
დათო ფეხზე წამოდგა და სალომეს მიუახლოვდა,შემდეგ მისი ხელი დაიჭირა.
–სალო,დიდი მადლობა,რომ ყველაფერი მითხარი.არ ინერვიულო.ყველაფერს გავარკვევ.
–მჯერა,ყოველთვის ვფიქრობდი,რომ რაღაც ისე არ იყო და შენ სოფიას არ მიატოვებდი.ახლა უნდა წავიდე.
–გაგაცილებ
–მადლობა
ანდრიამ სალომეს მანქანის კარი გაუღო.დათო უკანა სავარძელზე დაჯდა და წავიდნენ.სალომეს სახლთან მალე მივიდნენ.მოულოდნელად ანდრიამ მანქანა გააჩერა და გზის მოპირდაპირე მხარეს მდგარ სოფიას და ლაშას დააკვირდა.
–ეს არის სოფიას ქმარი?_იკითხა ანდრიამ
–კი ეგაა,რა მოხდა?_ჰკითხა სალომემ
–იცნობ?_შეეკითხა დათო.
–ვიცანი ეგ .
–მართლა?ვინაა?საიდან იცნობ?_ეკითხებოდა დათო
–ლაშა შეყილაძე,ხუთი წლის წინ,ჩემ სოფელში ვნახე.ერთი შორეული ნათესავი გოგო მყავდა,ელენე.დედისერთა იყო.ამ ლაშას გაყვა ცოლად.ერთ დღესაც გაქრა,უკვალოდ და თან ფულიც მოიპარა,კიდევ სხვა ძვირფასი ნივთებიც.ელენე ორსულად იყო და ამ ამბის შემდეგ თავი მოიკლა.
სალომე და დათო გაოგნებულები უსმენდნენ ანდრიას.
–სოფიას უნდა დაველაპარაკო,საფრთხეშია_დათო მანქანიდან გადასვლას აპირებდა,მაგრამ ანდრიამ შეაჩერა.
–არა,მოიცა დათო,ცუდი აზრია.ჯერ უნდა გამოვააშკარაოთ ის ნაძირალა.
–ჰო,ანდრია მართალია.ახლა ცუდი აზრია სოფიასთან ლაპარაკი.შენზე ძალიანაა გაბრაზებული და არ დაგიჯერებს.ახლა მე წავალ და თუ რამეს გაიგებთ შემატყობინეთ.
–კარგი,აუცილებლად.ნახვამდის სალომე
–გთხოვ სოფიას მიხედე.ფრთხილად იყავით_თხოვა დათომ.
–ნუ გეშინია.
სალომე მანქანიდან გადავიდა და სოფია და ლაშასკენ წავიდა.
–სალო სად იყავი?_ჰკითხა სოფიამ
–არსად,ისე გავისეირნე.
–ჰო,კარგი ამინდია.მე და სოფიაც სასეირნოდ მივდივართ._თქვა ლაშამ
სალომემ ლაშას ახედა.თვალები სიძულვილით ჰქონდა სავსე.თავს ძლივს იკავებდა,რომ იქვე არ დაეხრჩო.არ უნდოდა,რომ სოფია ლაშასთან ერთად გაეშვა მარტო.ანდრიას ნათქვამზე ფიქრობდა.
–კარგი,მალე დაბრუნდი სოფი.
სალომე სახლში შევიდა.
...
–ანდრია,ვეღარ ვითმენ.მინდა სოფიას მალე დაველაპარაკო.ვგრძნობ,რომ ის საფრთხეშია და მინდა თავიდან ავაცილო.
–დათო,დღეს მე ჩემ სოფელში ჩავალ და ელენეს დედა ვთხოვ თუ აქვს მისი შვილის და ლაშას ფოტოები,კიდევ ვფიქრობ,რომ კერძო დეტექტივი ავიყვანოთ.ლაშას რომ უთვალთვალოს.
–ეგ კარგი აზრია_დაეთანხმა დათო
–ეჭვი მაქვს ეგ ნაძირალა კიდევ მალავს რაღაცას.
–მოვკლავ.
–დამშვიდდი,ცხელ გულზე სისულელე არ გააკეთო.იმ ახვარზე ხელს ნუ გაისვრი.აი ნახავ,ყველაფერს გავარკვევთ და შენ სოფიას დაიბრუნებ.
–მეეჭვება...ისეთი საშინელებები ვუთხარი რომ...
–ცუდზე არ იფიქრო.ახლა მთავარია სოფია დავიცვათ.
–ჰო.იმ სოფელში მეც წამოგყვები.
–არა,არა შენ ჯობს კერძო დეტექტივს დაელაპარაკო.ნომერს მოგცემ.ასე დროს მოვიგებთ.
–ჰო,მართალია
...
ანდრია უკვე სოფელს უახლოვდებოდა.სოფლის ბოლოსკენ ორ სართულიან სახლთან გაჩერდა.გული შეეკუმშა,როცა ის სახლი დაინახა.გაახსენდა ადრე როგორი მოვლილი იყო,ახლა კი სახლი შესაღები იყო და არც ფანჯარაში მინის ჩასმით იწუხებდა ვინმე თავს.მანქანიდან გადმოვიდა და ეზოში შევიდა.ნაცნობ საქანელას მოკრა თვალი.ელენესთან ერთად რამდენჯერ უთამაშია ამ ეზოში და ახლა აქ მხოლოდ სიცარელე იყო და ეს ყველაფერი მხოლოდ ვიღაც არაკაცის გამო.ანდრია საშინელმა სიბრაზემ შეიპყრო.კართან მივიდა და დააკაკუნა.ცოტა ხნის შემდეგ შავებში ჩაცმულმა ქალმა გაუღო კარი.ქალმა მაშნვე იცნო.
–ანდრია შვილო,შემოდი.როგორ ხარ?_გაუღიმა ქალმა.
–ნატო დეიდა.თქვენთან საუბარი მინდა.
–შემოდი შვილო.გისმენ.
ქალი ჯერ კიდევ არ იყო ასაკოვანი,თუმცა დადარდიანებული თვალები კიდევ უფრო მატებდა ასაკს.გამხდარ სახეს და უფრო მეტად შუბლს ეტყობოდა თუ რა ტანჯვა ჰქონდა გამოვლილი ქალს.
ანდრიას გაუჭირდა,მაგრამ ქალს მაინც თხოვა დახმარება.ნატოს თითქოს თავიდან გაეხსნა ჭრილობა,მაგრამ ბიჭისთვის დახმარებაზე უარი არ უთქვამს.ელენეს ოთახში შევიდა და ალბომი გამოიტანა.ანდრიამ რამდენიმე ფოტო აიღო,ქალს მადლობა გადაუხადა და წამოვიდა.
...
სალომე ზურასთან ერთად იჯდა მისაღებ ოთახში და ტელევიზორს უყურებდა.ზურამ შეამჩნია,რომ სალომე უგუნებოდ იყო.შვილს ხელი მოხვია და თმაზე მოეფერა.
–შვილო რა გჭირს?უგუნებოდ რატომ ხარ?
–არაფერი მაა,ისე უბრალოდ დავიღალე.
–ბოლო დღეებია უხასიათოდ ხარ.მითხარი თუ რამე გაწუხებს.
–მართლა არაფერია.გამივლის ალბათ.გარეთ გავალ,ჰაერზე ცოტა ხნით.
–კარგი მიდი.
სალომე გარეთ გავიდა საღამოვდებოდა.ჭიშკრისკენ გაიხედა,სადაც დათო და ანდრია დაინახა.მათკენ წავიდა.ჭიშკარი გააღო.
–შემოდით.
–არა.არავინ უნდა დაგვინახოს.
სალომე მათთან გავიდა
–რამე გაარკვიეთ_ჰკითხა ბიჭებს.
–ჰო...კერძო დეტექტივი დავიქირავეთ და..._დათო შეჩერდა
–რა მოხდა?
–სალომე,რაც ახლა უნდა გითხრათ მძიმე მოსასმენი იქნება.
–ნუ მაშინებთ_სალომე ანერვიულდა
–აი ფოტოები ნახე.დეტექტივმა გადაუღო ლაშას.ქალაქგარეთ ერთ პატარა სასტუმროში იყო...
სალომე ფოტოებს უყურებდა და თვალებს არ უჯერებდა.ფოტოზე ლაშას გვერდით ნონა იდგა.ზოგ ფოტოზე კი ერთმანეთს კოცნიდნენ და ეხვეოდნენ.სალომეს თავბრუ დაეხვა და ნადრიამ ხელი მოკიდა,რომ არ წაქცეულიყო.
–სალო,კარგად ხარ_ჰკითხა დათომ
სალომე ტიროდა.ძნელია,მისთვის ძნელი აღმოჩნდა ამ ყველაფრის გაანალიზება.მოულოდნელად ზურა გამოვიდა .
–სალომე,აქ რა ხდება?ესენი ვინ არიან?_იკითხა მან
–მამა.ყველაფერს აგიხსნი.
–რა ხდება აქ?რატომ ტირი.ამიხსნის ვინმე აქ რა ხდება?
–მე დათო ვარ
ზურამ საშინელი სიბრაზე იგრძნო და დათოს ყელში წვდა.
–მამა,შეჩერდი.არ გინდა
–აქ რა ჯანდაბა გინდა?სოფიას შეეშვი.
–მამა,უნდა დაგელაპარაკოთ.ისე არაა საქმე,როგორც შენ გგონია.
–რას გულისხმობ?
–სადმე გავიდეთ.სახლში არ გვინდა.ლაშამ ან ნონამ არ დაგვინახოს_ზიზღით თქვა სალომემ.
–ნონა და ლაშა რა შუაშია.ვერაფერი გავიგე.
–ბატონო ზურა.უნდა მოგვისმინოთ_ეუბნებოდა დათო
–კარგი
–ჩემი მანქანით წავიდა_თქვა ანდრიამ.
...
მანქანა ქალაქგარეთ გააჩერეს.ჩუმად ისხდნენ,ვერცერთი ბედავდა ზურასთვის სიმართლის თქმას.
-გისმენთ_თქვა ზურამ
–საქმე სოფიას ეხება.ჩვენი აზრით ის საფრთხეშია._თქვა დათომ
–რას გულისხმობ?
–მამა...ლაშა თაღლითია
–რა?რას ამბობ
–სოფიას ატყუებს,მამა.
სალომემ ყველაფერი მოუყვა,ფოტოებიც აჩვენა ,სადაც ნონასთან ერთად იყო.ამის ნახვა ზურასთვის თავზარდამცემი გამოდგა.სისხლმა ყელში ამოასხა ლამის.თავი შერცხვენილად,დამცირებულად იგრძნო,მერე სოფიაზე დაიწყო ფიქრი.
–ამას ვეღარ გადაიტანს...იქნებ ჩემი ბრალია...ნონა არ უნდა მიმეშვა მასთან ახლოს.
–მამა,რას ვიფიქრებდით თუ მაგ ქალს მსგავსი რამის გაკეთება შეეძლო.მე დედად აღარ მივიჩნევ.
–სოფიასგან რა უნდა?არ მივცემ უფლებას რამე დაუშაოს._თქვა ზურამ
მართალია თავს განადგურებულად გრძნობდა,მაგრამ ფიქრობდა,რომ ახლა სოფიას უფრო ჭირდებოდა მისი გვერდში დგომა.
–სოფიას უნდა დაველაპარაკოთ.რაც შეიძლება მალე
–დათო მართალია მამა.
–ამას ვეღარ გადაიტანს,მეშინია,რომ ვეღარ გადაიტანს.
–არა_თქვა სალომემ–ჩვენ მის გვერდით ვიქნებით.სიმართლე აუცილებლად უნდა გაიგოს.
–რაც უფრო მალე დაველაპარაკებით მით უკეთესი_თქვა ანდრიამ და მანქანა დაქოქა
...
სალომე სოფიას ოთახთან მივიდა და დააკაკუნა,თუმცა არავინ უპასუხა.კარი ოდნავ შეაღო.ოთახში არავინ იყო.სააბაზზანოს კარი ღია იყო და სინათლე ანთებული.სალომე შიგნით შევიდა და წინ საშინელი სანახაობა გადაეშალა.ძირს სოფია ეგდო,ვენები ჰქონდა გადაჭრილი და უგონოდ იყო,სისხლში ცურავდა.
სალომე პანიკაში ჩავარდა და კივილი ატეხა.სალომეს კივილზე ზურა შემოვარდა ოთახში.სოფია ხელში აიყვანა,მანქანაში ჩასვა და საავადმყოფოში ელვის სისწრაფით გააქანა.
მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო,ამგრამ შეძლეს მისი გადარჩენა.ექიმებმა მხოლოდ ერთ ადამიანს დართეს ნება სოფიასთან შესულიყო.
სოფიას ეღვიძა,ზურა მის გვერდით ჩამოჯდა.
–შვილო,ეს რატომ გააკეთე?რისთვის?
–არაფერი გამიკეთებია,ეს მე არ გამიკეთებია.არაფერი მახსოვს ბიძია გეფიცები_ტიროდა სოფია
–რა?რას ამბობ.
–ოთახში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი.მერე ლაშა შემოვიდა.ჩაი მომიტანა და მერე ჩამეძინა.შემდეგ კი საავადმყოფოში გავიღვიძე.მე არ მიცდია.ხომ გჯერა ჩემი არ ვიცი რა მოხდა.გეფიცები.ჩემ შვილის სულს გეფიცები,შვილის რომლის თვალების ნახვაც კი ვერ მოვასწარი ბიძია,გთხოვ დამიჯერე.
–დამშვიდდი შვილო,მჯერა შენი.არ იტირო.მაგრამ უნდა გავარკვიოთ რა მოხდა და თუ ყველაფერი ისეა,როგორც ვფიქრობ მაშინ..._ზურა აქ შეჩერდა
–რას გულისხმობ?
–არა,არაფერს,შენ დაისვენე.გავალ და დანარჩენებს ვეტყვი,რომ უკეთ ხარ.ცოტა დაისვენე.მერე კი შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს.
–რამე ცუდი მოხდა?_იკითხა სოფიამ
–მოგვიანებით დაგელაპარაკები შვილო.
...
სოფია მალე გამოწერეს საავადმყოფოდან.სუსტად იყო,რადგან ბევრი სისხლი დაკარგა,ამიტომ წოლითი რეჟიმი გამოუწერეს.
ზურა ჯერ ვერაფერს ეუბნებოდა სოფიას,მის ბოლომდე გამოჯანმრთელებას ელოდებოდა.მას და სალომეს უჭირდათ ნონასთან და ლაშასთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.სულ უფრო და უფრო ძნელი ხდებოდა სიბრაზის დამორჩილება.
ერთ ღამეს,სოფია რაღაც ჩურჩულმა გამოაღვიძა.ეზოდან ისმოდა.საწოლს დახედა,ლაშა მის გვერდით არ იწვა.ხალათი მოოიცვა და ავნის კარი ოდნავ გააღო.ეზოში ადამიანის ორ სილუეტს მოკრა თვალი.რაღაცაზე კამათობდნენ.სოფია ჩუმად ჩავიდა ქვემოთ და კარის უკან დაიმალა.იცნო ნონას და ლაშას ხმები.
ხოლო რაც მოისმინა მისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.
–ამის დედაც ვატირე_გაბრაზებით ამბობდა ლაშა–გეგმა ჩაგვეშალა
–არაუშავს,მოიუსწრეს და გადაარჩინეს,მაგრამ მეორე გეგმის წყალობით შევძლებთ სოფიას მოკვლას,თანაც ისე,რომ ვერავინ მიხვდება ეს მკვლელობა რომ იყო.მისი ქონებაც შენ დაგრჩება და შევძლებთ გაქცევას.
–რა მარტივად ჟღერს ყველაფერი საყვარელო_სახეზე ეფერებოდა ქალს და მერე ტუჩებში აკოცა
–აი ნახავ,გამოგვივა.აქაურობას მოვშორდებით.
–ჰო და სულ ერთად ვიქნებით
ერთმანეთს აკოცეს.
სოფია ხელს პირზე იფარებდა,რომ არ ეყვირა სიბრაზისგან.ტირილი უნდოდა,მაგრამ ვერ შეძლო.ყელში ბურთივით გაეჩხირა რაღაც.გული კი სიბრაზემ და დარდმა ერთიანად აუწვა.მთელი სხეული ეწვოდა.უნდოდა ოთახში ასულიყო,მაგრამ ფეხი ქოთანს წამოკრა.ნონამ და ლაშამ შეამჩნიეს.ლაშა მისკენ წამოვიდა.
–მომშორდი აქედან ,მკვლელო,ნაგავო_ყვიროდა სოფია.
–სოფია,გაჩერდი
–ციხეში ჩაგაგდებ,შე დამპალო
ლაშა სოფიას კიბეზე ასვლისას დაეწია,ყელში წვდა და ახრჩობდა.
–სხვანაირად ვგეგავდით,მაგრამ მიყვარს მოულოდნელი სიტუაციები,დამცინავად ამბობდა ნონა.
სოფია გონებას კარგავდა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და ლაშას მკლავზე უკბინა.ლაშამ სიმწრისგან ხელი გაუშვა და სოფიამაც დრო იხელთა,მაგრამ ლაშა მალევე დაეწია.კიბის თავზე იდგნენ,სოფიამ ხელი კრა,რომ ლაშა მოეშორებინა.მამაკაცს ფეხი დაუცდა,ძირს ჩავარდა,თავი დაარტყა და გონება დაკარგა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent