შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (პირველი ნაწილი) მეხუთე თავი


7-10-2017, 19:18
ავტორი fireending
ნანახია 2 571

სოფიამ თვალები გაახილა.ჯერ კიდევ ბინდი ჰქონდა გადაკრული და ვერ გაარჩია სად იყო.ნელ–ნელა გაარჩია,რომ საავადმყოფოს პალატაში იყო.გაახსენდა,რომ გონება დაკარგა.თავბრუ ისევ ეხვეოდა,მაგრამ საწოლიდან წამოდგა.თავი რომ შეემაგრებინა საწოლს დაეყრდნო.ფეხსაცმელი ჩაიცვა,ჟაკეტი მოიცვა და გასვლა დააპირა.ამ დროს ნონა შემოვიდა
–სად მიდიხარ?_ჰკითხა მკაცრად–
–სახლში მინდა_თვალები ცრემლებით აევსო სოფიას.
–წახვალ,მაგრამ ჯერ მე მომისმენ.
–რა მოხდა?რა მჭირს?
–ორსულად ხარ._ცივად უთხრა ქალმა
სოფიას თავი სიზმარში ეგონა,თავბრუ უარესად დაეხვა,საწოლზე ჩამოჯდა და ცდილობდა ამ ნათქვამის გაანალიზებას.
–ეს ბავშვი არ გაჩნდება,აბორტი უნდა გაიკეთო_კიდევ უფრო ცივად თქვა ნონამ და გაყინული მზერა სოფიას მიაპყრო.
–რა?რა ორსულად? რას ამბობ_სუსტი ხმით თქვა და საწოლს მიეყრდნო.
–მე შენ გაგაფრთხილე,რომ იმ ბიჭთან ურთიერთობა შეგეწყვიტა,შენ კი რა ქენი,დაორსულდი.15 წლის ასაკში და ახლა სად არის ის ბიჭი? მითხარი სოფია.სულ მარტო ხარ.ოჯახი შეარცხვინე,ბიძაშენმა და სალომემ ეს ამბავი არ იციან,მხოლოდ მე ვიცი,ამიტომ ჯობია აბორტი ახლავე გაიკეთო.ჩვენი ოჯახის სახელის გატეხვას ეს გირჩევნოდეს._შეუბრალებლად,ცივად და დაბალი ხმით ლაპარაკობდა ნონა.
გოგონას აზრზე მოსვლაც არ აცადა ნონამ.სოფია თავზარდაცემული იჯდა,ნონა კი თვალს არ აშორებდა.გოგონა სათქმელს თავს ვერ უყრიდა.მის გონებაში ყველაფერი აირია,თავდაყირა დადგა.მოულოდნელად ხელი მუცელზე მოიკიდა
–შვილი_დაბალი ხმით წარმოთქვა მან–ეს ჩემი შვილია,არ მოგცემ უფლებას მომიკლა,მე ამ ბავშვს გავაჩენ._სოფიას საკუთარი საქციელის არ სჯეროდა.დიდი ძალა იგრძნო უეცრად.მის ცხოვრებაში გაჩნდა სიტყვა შვილი.ჯერ არ დაბადებული ადამიანი,ადამიანი,რომლის არსებობის შესახებაც რამდენიმე წუთის წინ გაიგო,თუმცა უკვე უყვარდა ის და თავზარს ცემდა აბორტზე ფიქრი.
–დაფიქრდი სოფია,შენთვისაც და ჩვენი ოჯახისთვისაც ჯობს,რომ ეს ბავშვი არ გაჩნდეს
–ენა გააჩუმე,აქამდე გითმენდი,როცა მჩაგრავდი და ჩემზე გავლენის მოხდენას ცდილობდი,მაგრამ ასე აღარ გაგრძელდება.ახლა საქმე ჩემ შვილს ეხება.არ მოგცემ უფლებას მას რამე დაუშავო.
–სოფია_ხმა აიმაღლა ქალმა–რა დროს შვილია 15 წლის ხარ.ბიძაშენს რას ეტყვი? ვიღაც ბიჭთან ვიწექი და დავორსულდიო?გინდა კაცს გული გაუხეთქო?სალომეზე რაღას იტყვი?ყველა ამ ოჯახზე ილაპარაკებს.
–ვიღაც ბიჭი კი არა მალე ერთად ვიქნებით,შენ გინდა თუ არა ეს და ბიძაჩემსაც თვითონ დაველაპარაკები.
–მართლა?_დამცინავად ჰკითხა ქალმა–კარგი_გესლიანი თვალებით შეხედა და კარი გაიხურა.
სოფია წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა.ცაზე საწვიმარი ღრუბლები ჩანდა.სოფიას ცხოვრებაშიც შავი ღრუბლები მოდიოდნენ ახლა და მალე შტორმიც დაიწყება.სოფია საკუთარი სიძლიერით გაოცებული დარჩა.ვერ იჯერებდა,რომ ამდენი ძალა შესწევდა.საკუთარ მუცელს ეფერებოდა.
–შენ ვერავინ დაგაკარებს ხელს პატარა.მე და მამიკო არ მიგატოვებთ_ჩუმად ამბობდა თავისთვის.
პალატის კარი გაიღო.ზურა და სალომე შემოვიდნენ.
–სოფი უკვე ადექი?_ჰკითხა სალომემ
–კი სალო,კარგად ვარ.ძალიან კარგად
–იქნებ ცოტა დაგესვენა.
–არა ბიძია.მართლა კარგად ვარ.
–ექიმს ნონა ელაპარაკა,თურმე ანემია გაქვს_უთხრა სალომემ–მაგრამ არ ინერვიულო,საშიში არ არის და მალე განიკურნები.
–არ ვნერვიულობ_გაიღიმა სოფიამ–ვიცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება.ბიძია შენთან ლაპარაკი მინდა.
–გისმენ შვილო
–ახლა არა,სახლში როცა დავბრუნდებით
–კარგი შვილო.
...
სოფია თავის ოთახში,საწოლზე იჯდა და წიგნს კითხულობდა,თუმცა გული ვერ დაუდო.დახურა და გვერდზე გადადო.წამით თავი ისევ სიზმარში ეგონა.ისევ საკუთარ მუცელს ეფერებოდა და მის წიაღში მცხოვრებ პაწია არსებაზე ფიქრობდა,რომლის გამოჩენამაც დიდი ძალით აავსო.ჯერ მის არსებობასაც ვერ გრძნობდა,მაგრამ უყვარდა.მთელი გულით უყვარდა და ერთი სული ჰქონდა ეთქვა დათოსთვის.დათოს გახსენებაზე ცრემლი ჩამოუგორდა თვალზე.უკვე ორი კვირა გავიდა,რაც წავიდა.სოფიას კი მისგან არავითარი წერილი არ მიუღია.ამაზე ფიქრისას გულზე რაღაც დიდი ლოდივით აწვებოდა და თითქოს სუნთქვას უწყვეტდა.არ უნდოდა ცუდზე ფიქრი,მაგრამ ახლა გონებაში ათასგვარი აზრი უტრიალებდა.უნდოდა ზურას დალაპარაკებოდა,მაგრამ ვერ ბედავდა,თან სულ ნონას სიტყვები ახსენდებოდა.წამიერად დაიჯერებდა ხოლმე ნონას სიტყვებს,მაგრამ მერე იკრებდა ძალას და თავს ერეოდა.მის გულში და გონებაში ათასი ფიქრი და გრძნობა ირეოდა,ყველაფერი თავდაყირა იდგა.ორი კვირა გავიდა და არცერთი წერილი ეს ყველაფერი ავის მომასწავებლად ჟღერდა სოფიასთვის და მომავლის იმედს უხშობდა.
კარზე დააკაკუნეს
–შემოდით
–სოფი,გაიღვიძე?
–კი სალო,მოდი.ვკითხულობდი,მაგრამ გული ვერ დავუდე.
–რა მოხდა?_სალომემ მის თვალზე ცრემლი შენიშნა
–არაფერი
–სოფია,ხომ იცი ვერ მომატყუებ.ახლა მითხარი რა გჭირს.
–დათო...მისგან აარფერი ისმის...დამპირდა,როგორც კი ჩავალ მოგწერო,მაგრამ მისგან არაფერი მიმიღია_სასოწარკვეთით თქვა სოფიამ და ცრემლებს გასაქანი მისცა.
–სოფი საყვარელო.იქნებ რაღაც პრობლემა აქვს,დედამისი ხომ ცუდად იყო.იქნებ შენ მიწერო.
–არა,მე არ ვიცი მისამართი.ითხრა ბინა შევიცვალეთო და როგორც კი ჩავალ მაშინვე მოგწერო,მაგრამ დავავიწყდი.
–კარგი რა,რა დაავიწყდი.ნუ ნერვიულობ.აუცილებლად მოგწერს.მართლა რაღაც პრობლემაა ალბათ_სოფიას დამშვიდებას ცდილობდა სალომე,თუმცა ხვდებოდა,რომ სოფიას ეჭვები უსაფუძვლო არ იყო.
–არ ვიცი სალო.განდაგურებული ვარ,მე ვენდე,მთელი არსებით,მისი გავხდი და რა მივიღე.დავავიწყდი.იქნებ არც არასდროს მიყურებდა სერიოზულად და ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი სიზმარი იყო,იქნებ უკვე გავიღვიძე და ...
–არა,არა შეწყვიტე...ახლა სისულელეებზე ფიქრი.დამშვიდდი.ყველაფერი გაირკვევა.შეუძლებელია დათო მატყუარა იყოს,შეუძლებელი,როცა მახსენდება როგორი თვალებით გიყურებდა.უცნობი ადამიანიც კი მიხვდებოდა,რომ შენ მისთვის სამყაროს წარმოადგენ.
–მე უკვე აღარაფერი ვიცი.
–მე ვიცი,ახლა ჩაის მოგიმზადებ და ცოტა დამშვიდდები და მერე ვილაპარაკოთ.
–მადლობა რომ ჩემთან ხარ._უთხრა სოფიამ სალომეს
–სხვანაირად არ შეიძლება სოფი...წამოდი,მთელი დღეა ოთახში ხარ,ცოტა გაისეირნოთ.მოგიხდება სუფთა ჰაერზე გავლა
–ჰო,მართალი ხარ სალო.
გოგონები სანაპიროზე გავიდნენ.სოფიას თითქმის ხმა არ ამოუღია,სალომე ცდილობდა მის გამხიარულებას,მაგრამ გოგონა თითქოს სხვა სამყაროში იყო,მზერაც შეცვლილი ჰქონდა.უყურებდა უკიდეგანო ზღვას,ჰორიზონტს და ფიქრებში იძირებოდა.მართლაც,რომ ზღვასავითაა ცხოვრება,ერთ წამში მშვიდია,ლურჯი,ტალღებიც მშვიდად მიედინება თუმცა,საკმარისია ლურჯი ცა შავმა ღრუბელმა დაფაროს,რომ შტორმისთვის უნდა მოემზადო.შტორმისთვის,რომლის ტალღებიც არ იცი სად გადაგისვრის და რას გიმზადებს.წყნარი ზღვა შეგიტყუებს და როცა უკვე ღმად შეხვალ ქარიშხალიც მაშინ დაგატყდება თავს.
...
უკვე ბნელდებოდა ,როდესაც გოგონები სახლში დაბრუნდნენ.სალომე თავის ოთახში შევიდა.სოფიამაც დააპირა ოთახში წასვლა ,მაგრამ ნონას ხმა მოესმა
–სოფია,შენთან ლაპარაკი მინდა
სოფია გაოცებისგან უკან მოტრიალდა და ქალს შეხედა.ეგონა მეჩვენებაო.ქალის ხმა შედარებით დამთბარი და რბილი იყო.მისგან ასეთი ტონი არასდროს ახსოვდა.
სოფიას ოთახში შევიდნენ.
–გისმენ ბიცოლა._სოფია ფანჯრის რაფას მიეყრდნო
ნონა საწოლზე ჩამოჯდა. სოფიას შეხედა.სოფას გასაოცრად ქალის მზერა აღარ იყო ცივი და არაფრისმთქმელი.
–მიჭირს საუბრის დაწყება.მაგრამ გთხოვ მომისმინო,ჩემ სათქმელს ბოლომდე მოუსმინო და სწორად გაიგო შვილო.
–გისმენ_კიდევ უფრო გაოცდა სოფია.სიტყვა შვილო,ხომ მისგან არასდროს სმენია.
–მინდა ბოდიში მოგიხადო,ვიცი შენთვის მე ერთი საზიზღარი ქალი ვარ.მაგრამ არცისეთი ცივი და უგრძნობი ვარ,როგორც შენ გგონია.
სოფია უსიტყვიდ უსმენდა
–მე მესმის ახლა რა რთულ მდგომარეობაში ხარ_განაგრძო ქალმა–მაპატიე,რომ აბორტის გაკეთება მოგთხოვე.თუ შეძლებ მაპატიე ჩემი საქციელი.მე შენ არ მძულხარ შვილო.მე შენთვის სიკეთე მინდა.ამ ოჯახისთვისაც.მიხვდებოდი ალბათ,რომ მე გრძნობების გამოხატვა მანდამაინც არ მეხრხება კარგად,მაგრამ ახლა შენ თანადგომა გჭირდება.მე დაგეხმარები.შენ მართალი ხარ.ეს ბავშვი უნდა გაჩნდეს.
სოფიას ქალს უსმენდა და ახლა თავი მართლა სიზმარში ეგონა,სიზმარში ფანტასტიკის ჟანრიდან. ქალი კი ლაპარაკს განაგრძობდა
–მე მოვისმინე შენი და სალომეს ლაპარაკი,ვიცი რომ დათო არ შეგხმიანებია.მე ვგრძნობდი რომ იმ ბიჭის ნდობა არ შეიძლებოდა.ვიღაც 17 წლის ღლაპის.
–ბიცოლა არ გინდა...
–დამშვიდდი,მე შენ გაკიცხვას არ ვაპირებ,მე მინდა დაგეხმარო...
–როგორ?
–მე გთავაზობ,რომ ცოტა ხნით საფრანგეთში წახვიდე,იქ იმშობიარო.ხომ იცი აქ ათას რამეს იტყვიან,ბიძაშენს კი მე დაველაპარაკები და შევამზადებ ყველაფრისთვის.თანაც ვიცი,რომ დიზაინერობაზე ოცნებობდა იქ ამისთვის კარგი კოლეჯებია.ისწავლი კიდეც,ბავშვიც იქ გეყოლება.შენთვისაც უკეთესია.გარემოს გამოიცვლი.მძიმე წარსულს დაივიწყებ.ჩვენ შენ გვერდით ვიქნებით.
ნონამ საუბარი დაასრულა და მზერა სოფიას მიაპყრო.სოფია ერთ ხანს ჩუმად იდგა.ნონას ნათქვამზე ფიქრობდა.თითოეულ სიტყვას აანალიზებდა და ხვდებოდა,რომ ქალი მართალი იყო.თავისი თავისაც რცხვენოდა.რხვენოდა იმის,რომ ნონაზე არასწორი წარმოდგენის იყო.
–მართალი ხარ ბიცოლა.მაპატიე,რომ ამდენხანს არ დაგიჯერე.მაპატიე რომ შენზე ცუდი წარმოდგენის ვიყავი_სოფიას ცრემლები ერეოდა.
ნონა ადგა და სოფია გულში ჩაიკრა.
–არაფერია შვილო,არაფერი.ახლა ყველაფერი გამოსწორდება და თავის ადგილზე დადგება.ყველაფერი თავის ადგილზე დადგება აუცილებლად.ახლა წავიდეთ დას ზურას ვუთხრათ შენი გადაწყვეტილების შესახებ.აბა,ცრემლები შეიმშრალე და გეყოს ამდენი ნერვიულობა,შენთვის საზიანოა.
...
–სოფია შვილო,წასვლა მართლა გინდა? ჰკიტხა ზურამ,როდესაც სოფიას გადაწყვეტილების შესახებ მოისმინა.
–კი,ასე ჯობს ნამდვილად .
–რა გაეწყობა_სევდიანად თქვა ზურამ და სკამზე დაჯდა.
ზურას არ გახარებია ის,რომ სოფია უნდა წასულიყო.სალომემაც განიცადა,მაგრამ ხვდებოდა,რომ სოფიასთვის გარემოს გამოცვლა იყო საჭირო.წასვლამდე რამდენიმე დღე რჩებოდა.სოფიაც უფრო და უფრო ღელავდა,უჭირდა აქაურობის დატოვება.ხშირად სერინობდა იმ ადგილებში,სადაც დათოსთან ერთად გაატარა დაუვიწყარი წამები,ხვდებოდა,რომ ეს წამები აღარ განმეორდებოდა.თითქოს მასში რაღაც მოკვდა.სამაგიეროდ სიცოცხლეს აგრძელებდა იმპატარა არსების გამო,რომელიც მასში იზრდებოდა და ვითარდებოდა.მხოლოდ მის გამო სუნთქავდა,თორემ სხვა მხრივ მისი ცხოვრება მხოლოდ წარსულის მოგონებებით აივსო და 15 წლის ასაკში ნაადრევად მოხუცდა,მის სულში კი ცივმა ზამთარმა დაისადგურა და ფოთლებშემოძარცვულ ხეს დაამსგავსა.ხეს რომელიც განწირულია სიკვდილისთვის,ხეს,რომელმაც არ იცის გაუძლებს თუ არა იმ თოვლს და სიცივეს,რომელიც ტოტებზე ტვირთად აწევს.სოფია მოკვდა და ახლა იყო მხოლოდ დედა,დედა რომელიც მხოლოდ შვილისთვის სუნთქავდა და შვილში ხედავდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent