შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ ტერორისტს შეუყვარდა (8)


17-10-2017, 22:28
ავტორი მმარიტა
ნანახია 2 011

-რა გემრიელობები გაუკეთებიათ.- თქვა თორნიკემ
-მთლად ჩვენ გავაკეთეთ- აკისკისდა სესილი.
-აბა?
-ფუდმარტში ვიყიდეთ- გაარკვია ლელამ
-აბა, რძალი რას შვება? ჩვენი გვრიტები რამეს ხომ არ აპირებენ?-დათო.
-ოჰ, არავითარი რძალი. ვაპირებთ? არვიცი შენ რას გულისხმობ, მაგრამ ჩვენ არაფერს ვაპირებთ.-მე
-დაასრულე ჩიტო?- გუჯა- ახლა მე დავიწყებ. რძლობას რაც შეეხება, მაგას დრო გვიჩვენებ, მაგრამ ჩემი მახვილი თვალი ხედავს, რომ ახლო მომავალში ეგეც იქნება. ვაპირებთ რას? ალბათ.... რავიცი ბევრ რამე ვაპირებთ.
-ერთი ამას უყურეთ რაა.- ვთქვი და კარგად გავიცინე .
-ბარემ ბავშვებიც მიყარეთ და ეგაა- ბექა
-შენ არ იდარდო ბრატ, ეგეც იქნება- გუჯა.
-სხვა თემაზე, რომ ვილაპარაკოთ არა? ისეთზე ყველას , რომ გვსიამოვნებს.-მე
- ამას ეს არ სიამოვნებს და....
-მოკეტე რა ბექა!-გუჯა
-რაიყო ვაააჰჰჰ საწყენად კიარ ნითქვია.
-კააი ვსოო, გავატაროთ მუსიკას ჩავრთავ.- ვთქვი და მეხსიერების ბარათი ნოუთბუქს შევუერთე, ნოუთბუქი კი დინამიკს.
- რითი დავიწყოთ? უფრო "დისკო" თუ "რომანწიკა"- გუჯას თვალი შესამჩნევად ჩავუკარი და მათ პასუხს დაველოდე.
-უფრო ქაჯური- სესილი.
- ოკებიი.
Go f*ck yourself ჩავრთე და ნელი მოძრაობებით წავედი გუჯასკენ
- ოუ "ბეიბე" აი ეს მესმის - თქვა და ჩემსკენ წამოვიდა.
ყველანი ერთად ვცეკვავდით. იცით რას ვგრძნობდი ამ დროს?
უსასრულო თავისუფლებას.
თითქოს ბედნიერების ელექ შემასხეს.

ბოლოს გუჯამ ოთახში ამიყვანა.
ამის შემდეგ სიბნელის მორევში გადავეშვი. ეს იყო და ეს.


როგორც ყიველთვის, დილით არანაირი თავის ტკივილი არ მიგრძვნია. ოდნავი გადაღლილობა მეტი არაფერი.

ისევ და ისევ დილის პროცედურები და სამზარეულო.
უკვე პირველი საათია, ქვემოთ არვინ არის.
ოთახები დავიარე, იქაც არავინ დამხვდა.
სამზარეულოში დავბრუნდი და ყავის სმა განვაგრძე.

ვფიქრობ სასეირნოდ წავიდოდნენ.

ისევ ოთახს დავუბრუნდი.
მობილურს ხელი დავავლე და გუჯას დავურეკე.

გავბრაზდი. ამდენი ხნით წავიდნენ , თანაც დაუბარებლად.

-გუჯა!
-არ გაბრაზდეე ბეიბე. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა ქალაქში მომიწია დაბრუნენა. აღარ გაგაღვიძე გადაღლილი იყავი.
-ბავშვები სად არიან?
-არვიცი. სახლში დავტოვე. ბექას გადაირეკე.
- კარგი. დაბრუნდები?
- რა თქმა უნდა. არ მოიწყინო.
- კარგი.

გუჯასთან საუბრის შემდეგ, ბექას დავურეკე.

- სალამი რძალს. გაიღვიძე?
- სად ხართ?
- ჩვენ მარკეტში ჩამოვედით რაღაცეების საყიდლად. დანარჩენები ტყეში ავიდნენ.
- კარგი. მალე დაბრუნდებით?
- კი კაცო.


გარეთ გავედი.
სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და ტიალ მინდორს გავხედე.
მზეს ძალები მოუკრებია და დაჟინებით ანათებდა იქაურობას.

ფეხსაცმელები გავიხადე და ბალახზე შიშველი ფეხებით ვიწყე სვლა.
ბალახს წყლის წვეთები აქა-იქ შერჩენოდა.

იქვე არსებულ აუზს მივუახლოვდი.
შიგ ჩავხედე. წყალი ანათებდა.
წამიერად გავიფიქრე, ის თუ რა კარგი იქნებოდა ახლა წყალი მზისგან გახურებული სხეულისთვის.

ფიქრი, მანქანის ეზოში შემოსვლამ გამაწყვეტინა.

არც გუჯა იყო, არც ბექა და არც დანარჩენი სხვა.

ორი უცხო პირი გადმოვიდა მანქანიდა.
მიახლოვდებოდნენ. გაშეშებულ სახეებს ვუყურებდი, უემოციო სიფათებს რომლის ჩამოღებასაც ვლამობდი , მაგრამ მომასწრეს.
ერთერთმა მუშტი ცხვირში "მხია", მე გავითიშე.


პირველად მეტკინა თავი, ასე საშინლად.
სიმძიმეს ვგრძნობ, საშინელ სუნთან ერთად.
ისეთი შეგრძნება არის , თითქოს
დილეგში ვარ გამომწყვდეული.
ასეც არის.
მიუხედავად იმისა, რომ გარეთ +40 გრადუსია, აქ, -40ია.
ვიყინები.
ცივ ბეტონზე ვზივარ და ისიც კი ვერ მოვტვინე, რომ ავმდგარიყავი.

კარის შემაწუხებელმა ხრჭიალმა გამაწვეტინა ფიქრი.

ორიდან ერთერთი იყო.
მკლავში მწვდა და დილეგიდან გამათრია.
დიდ დარბაზში მივაბიჯებდით.
იქვე არსებულ, კართან შევჩერდით. კაცმა დააკაკუნა და კარი შეაღო.
-შეიძლება?
-შემოდი.
ღმერთო, ამას ვის ვხედავ?!
შეუძლებელია!
ოღონდ ეს არა!
გუჯას ბიძა?!

-ანასტასია.
- ეს შენი გაკეთებულია? შენ მომიტაცე?
-რა თქმა უნდა. მტერთაგან ერთერთი კი არა, ერთადერთი ვარ.
-რა ვერ გაძეხი? რატომ ვერ კმაყოფილდები? ახლა რა გინდა! უნდა მომკლა? უნდა მაწამო? თუ? გუჯას დასაშინებლადაა ეს ყველაფერი?!
-ოხ, ანასტასია! როგორი პირდაპირი ხარ. მოდი, გუჯას დავურეკოთ.
-ნაგავი ხარ! ცხოველი!
-ანასტასია! არ მინდა ქალზე ხელი ავწიო. ნუ მაიძულებ.
-ამას ამბობ მაშინ, როცა ათ ქალს ერთად კლავდი, მაგ შენი ტერორისტიბანათი. როგორ არ გრცხვენია. შენნაირები ყველა ამოსალპობია. დამერწმუნე, მოვა დრო როცა, მე ჩავაბარებ თქვენ თავს პოლიციელებს.
-ჰაჰ! ერთი ამას დამიხედეთ, როგორ გატლეკილა





ისევ დილეგი.
ისევ სიცივე.
გუჯასთან მინდა.
გუჯა მინდა.
ვიცი, მოვა და ამ კაცის ბრჭყალებიდან დამიხსნის.
ვიცი, არავის მისცემს უფლებას, რომ მე ვინმემ მატკინოს.
მე მისი მჯეროდა, მჯერა და დავიჯერებ ყოველთვის.
მწამს მისი, მწამდა და ასე იქნება ყოველთვის.
ვიცი, არ გამწირავს, ამას არ დაუშვებს.
ის მოვა და გადამარჩენს
მე ამის მჯერა.

საუბრის ხმა მესმის.
თანდათან ვხვდები, რომ ეს ხმა დილეგისკენ მოდის.
შემდეგ სიჩუმეა.
დილეგის კარი იღება და ვხედავ გუჯას.
სწრაფად ვდგები და გუჯასკენ გავრბივარ.
ხელებს მჭიდროდ ვხვევ, ისიც არ აყოვნებს და ერთმანეთს მოუშორებლად ვეხუტებით.
-დააჩქარეთ!
-კაი მოვდივართ- გუჯამ თქვა და დილეგიდან გავედით.
- რა ხდება?- მე
- გვეხმარება- გუჯა
-როგორ?
- ჩემი კაცია. შეგზავნილი.
- ახლა რა იქნება?
- ყველაფერს მოგიყვები ოღონდ აქ არა.

ეზოს უკანა ჭიშკრიდან გავედით.
მანქანაში ჩავჯექით და გზას გავუდექით.

დიდი ხნის შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, სახლში არმისვლის თაობაზე.

-სად მივდივართ?
-შორს?
-გუჯა...
-ჰო ანასტასია.
-დედაჩემი? სალი? დანარჩენები?
-დედაშენი და სალი უსაფრთხოდაა. დანარჩენები თავს მიხედავენ. ახლა ყველაზე დიდი საფრთხე შენ გემუქრება, სხვა დანარჩენს თავი დაანებე. შენ უნდა იყო უსაფრთხოდ.
-სად მივდივართ ის მაინც მითხარი.
-კოპიტნარში.
-მეღადავები? მანდ რა გვინდა?
-თვითმფრინავი დავჯავშნე ხვალისთვის.
-მერე? სად მივფრინავთ?
-საბერძნეთში
-არ გეწინააღმდეგები
-რო რამე უფლება არ გაქ შემეწინააღმდეგო.
-ღამეს სად გავათევთ?
-მანქანაში.
-შენ თავი რამეზე ხომ არ მიგირტყია?
-კი დღეს სიჩქარეში მივარტყი ოთახის კარს.
-ხო მართლა... რა საქმეზე წახვედი დღეს?
-ჩემი დის თაობაზე. შენზე ისე ვიყავი გადმორთული, ისე ამირიე თავგზა, ჩემი და სულ გადამავიწყდა.
-დამაბრალა ახლა მე! რა ხდებოდა?
-შენს ძმას შევხვდი
-მერე? რაო?
-ჩამბარდი და შენს დას დაგიბრუნებო
-მერე შენ რა უთხარი?
-ვაი შენს პატრონს- მეთქი.
-სერიოზულად!
- ჰო, მართლა ეგრე ვუთხარი. მაგარი უბერავს ეგ შენი ძმა. მაგას გონია ეხლა, რო ასე დავასრულებ ამ საქმეს. ვაჩუქებ ჩემს დას და ვსო. ეგეთი რამ არც დაესიზმრება.
-რას აპირებ?
-უთვალთვალებენ ჩემები. ჯერჯერობით სიმშვიდეა. ახლა მთავარი შენ ხარ. უსაფრთხოდ უნდა იყო.



ერთერთ ჩიხში შევუხვიეთ.
ათ წუთიანი სვლის შემდეგ, გავჩერდით.
- აქ გავჩერდებით.- თქვა და პლედი მომაწოდა.
-ტყეში რა გვინდა გუჯა?!
- ანასტასია! აქ იმიტომ მოვედით, რომ თბილისში ყველგან იმ ასაყირავებლის ხალხია.
არამგონია მიხვდეს, რომ კოპიტნარის ტყეში დავბანაკდით.
-გასაგებია.
-მოდი ჩემთან.- თქვა მან და გულზე მიმიკრო.
ისევ ის გრძნობა.
ისევ მისი მხურვალე სხეული.
ისევ გამიჩერდა გული.
ისევ ვიგრძენი, მე, ის.





ხერხემალი მტკივა.
ძვლები თითქოს ჩამემსხვრა.

ნელა ვცდილობ, სხეულის გასწორებას.
გუჯას ვხედავ, მანქანაზე მიყრდნობილს. სიგარეტს მონდომებით, რომ ეწევა.
აი, ჩემი სუსტი წერტილიც.
სიგარეტი!
მე, ვერ ვიტან, სიგარეტს!


მანქანიდან გადავედი და გუჯას ამოვუდექი გვერდით.
- რატომ ეწევი?
-რამ წამოგიარა?-გაიკვირვა მან. ღიმილიც შეჰპარვოდა.
-არაფერმა. ვერ ვიტან მაგ... რაღაცას... არ მივდივართ?
-ათ წუთში გავალთ.
-კარგი. ტანსაცმელი? არაფერი არ მიგვაქვს?
-საბარგულში დევს ბარგი.
-შენ ჩაალაგე?
-არა, სალიმ და დედაშენმა.
-ეგ როგორ?
-კარგი... ანუ... დედაშენი და შენი დაქალი ერთად დავაბინავე.... ასე, რომ ვთქვათ...
-მართლა? არ მეღადავები? სერიოზულად?
-ხო, რაიყო?
-უხ, როგორ მიყვარხარ!- ლოყები დავუწელე და ზედვე ვაკოცე.
-გიყვარვარ?
-რა თქმა უნდა მიყვარხარ. მაგრამ... არა ისეთი სიყვარულით, როგორიც შენ გგონია.
-კარგი. დაგანახებ შორიდან!
-ჰაა?
-არაფერი. წავედით.



ათ წუთში აეროპორტში ვიყავით.

თვითმფრინავში, ბოლოს, როდესაც ვიჯექი 4 წლის წინ იყო.
მამაჩემთან ერთად, ესპანეთში გადავფრინდი.
ის საქმეზე, მე კი დასათვალიერებლად.


თვითმფრინავში ავედით და ადგილი დავიკავეთ.

-გთხოვთ ღვედი შეიკრათ.- თავზე 33 წლამდე ქალი დაგვადგა.
- დიახ, რა თქმა უნდა.- გუჯა.
ღვედი შემიკრა და ახლა მის მხარეს გადაინაცვლა.


არასრულფასოვნების შეგრძნება მაქვს.

მეშინია კიდეც.
უკმაყოფილო ვარ.
ამოუცნობ რაღაცას ვგრძნობ, ისეთს ახსნა, რომ არ მოეძებნება.

არ ვარ მშვიდად.
რაღაც მაწუხებს.
ხშირად ვტირი.
ხო, შეიძლება მენატრება დედა, მამაც კი. მაგრამ ეს ის არ არის, რასაც მე ვგრძნობ.


აფრენა დაიწყო.
უკვე სხეული იძაბება.
გული მიჩქარდება.
ფეხქვეშ მიწა მეცლება.
მეშინია.
გუჯა ხელზე ნაზად მეხება.
ვმშვიდდები.
ვდუნდები.
გუჯას მხარზე თავს ვადებ და თვალებს ვხუჭავ.






-ანა... ანასტასია... ტასო... ანა... გაიღვიძე... ჩავედით.
გუჯას ცხელ სუნთქვას ვგრძნობ სახეზე. შემდეგ კოცნას.
ვიღვიძებ.
-რა ხდება?
-ჩავედით.
-ასე უცებ?
-ოჰ, კი უცებ.
-ამდენ ხანს მეძინა?
-გეძინა, გეძინა. წამო ჩავდივართ.





თვითმფრინავიდან ჩამოსვლის შემდეგ ტაქსიში ჩავჯექით და სასტუმროს ძებნას შევუდექით.

დიდი ხნის შემდეგ, როგორ იქნა ვიპოვეთ მოსაწონი სასტუმროც.
ბარგი აზიდეს სასტუმროს მსახურებმა, ჩვენ კი აქვე არსებულ უბრალო კაფე-ბარს მივადექით.

-ხინკალსაც ვუკვეთავ და მწვადსაც.- გუჯა
-უტვინო! საბერძნეთია ეს.-მე. ვიცინით.



მაგიდასთან ადგილი დავიკავეთ.
ოფიციანტიც იმ წამსვე ჩვენთან გაჩნდა.
გუჯამ ინგლისურად მიმართა.
მანაც თავი დაუკრა და შეკვეთა ჩაიწერა.





ვახშმობის შემდეგ, ნომერში ავედით.
საწოლზე გულაღმა დავეშვი.
ჩამეძინა.



№1 სტუმარი ელლე

ძალიან მაგარია შემდეგს როდის დადებბ

 


№2  offline წევრი მმარიტა

ელლე
ძალიან მაგარია შემდეგს როდის დადებბ

მადლობა❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

აღარ აგრძელებბ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent