შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა(მეორე ნაწილი) მესამე თავი (10)


22-10-2017, 22:44
ავტორი fireending
ნანახია 2 385

–ეს რა გააკეთე სოფია.მოკალი?რა გააკეთე..._ყვიროდა ნონა
სოფია შიშისგან კანკალებდა და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა.იატაკზე დაჯდა და შიშით უყურებდა ლაშას უმოძრაო სხეულს,რომლის ირგვლივაც სისხლის გუბე იდგა.
ნონას კივილზე ზურას და სალომესაც გაეღვიძათ.დერეფანში გამოსულებს კი საშინელი სანახაობა დახვდათ.ზურა ლაშასკენ გაიქცა.თავიდან სოფია ვერ შეამჩნიეს.
–მკვდარია_ეკითხებოდა ნონა.
–სასწრაფოს გამოუძახეთ ჩქარა.პულსი ჯერ კიდევ აქვს.რა ჯანდაბა მოხდა აქ ?
სალომემ ტელეფონი აიღო და სასწრაფოს დაურეკა.
–კიბიდან გადმოაგდო,სოფიამ გადმოაგდო_ყვიროდა ნონა
–რა?დედა რას ამბობ.
ზურა და სალომე იმ მხარეს მიბრუნდნენ საითაც ნონა იშვერდა ხელს და ახლაღა შეამჩნიეს შეშინებული სოფია.ორივე მასთან მივიდნენ.ეკითხებოდნენ რა მოხდა,მაგრამ სოფია კანკალებდა და ხმას არ იღებდა.
–ციხეში ჩაგკეტავენ შე მკვლელო.ხმამაღლა ყვიროდა ნონა.
ზურა ნონასთან მივიდა,მკლავზე ხელი მოუჭირა.
–ენა გააჩუმე,ენა გააჩუმე.შენ მაინც რა გაქვს სათქმელი._უყვიროდა ზურა.
–მამა,გთხოვ არ გინდა.სოფია ძალიან შეშინებულია.მეშინია პოლიციამ რომ წაიყვანოს.
–არა,ამას არ დავუშვებ.აქედან უნდა წავიყვანოთ.სალო,სასწრაფოს მოსვლამდე სოფიასთვის აუცილებელი ნივთები ჩაალაგე.
–მამა რას აპირებ?
–აქედან უნდა წავიყვანოთ.ცოტა უნდა დაწყნარდეს.
–მკვლელს ხელს აფარებ?_ისევ ყვიროდა ნონა
–დედა გეყოფა.რა ჯანდაბა გჭირს?
–გითხარი ენა გააჩუმე მეთქი.შენ მერე დაგელაპარაკები ,როგორც საჭიროა.ახლა შენთვის არ მცალია.
–რა?რას ამბობ?რას გულისხმობ?_ეკითხებოდა ქალი
–გაიგებ._უხეშად უთხრა ზურამ.სასწრაფოს მოსვლას არც კი დაელოდა.სოფიას და სალომეს ხელი მოკიდა და მანქანით წაიყვანა.
...
სოფიას მთელი გზა ხმა არ გაუღია.არაფერზე რეაგირებდა.ზურამ მანქანა ქალაქგარეთ,ერთ პატარა სახლთან გააჩერა.სალომეს დახმარებით გოგონა მანქანიდან გადმოიყვანა და სახლში შეიყვანა.სინათლე აანთეს.მიუხედავად იმისა,რომ ზაფხული იყო ციოდა,ამიტომ ზურამ გამათბობელი ჩართო.სოფია დივანზე დააწვინეს.სალომემ საბანი დააფარა და მის გვერდით ჩამოჯდა.ხელში მისი ხელი ეჭირა და მის დამშვიდეას ცდილობდა.სოფია ისევ კანკალებდა.
–მამა,რა უნდა ვქნათ ახლა?
–არ ვიცი,შვილო.რთული მდგომარეობაა.სოფიაც ვერფაერს ამბობს.
–მეშინია.დედაჩემი პოლიციას ყველაფერს ეტყვის.
–დამშვიდდი,სოფიაც უნდა დამშვიდდეს.არ დავუშვებ,რომ საფრთხეში ჩავარდეს.
ზურა ტელეფონთან მივიდა.
–სად რეკავ?
–ჩემ ბიჭებს გავაფრთხილებ,რომ ყველაფერი გამაგებინონ.
–კარგი.
...
სოფიას მალე ჩაეძინა.სალომე კი ნერვიულობისგან ვერ იძინებდა.სამზარეულოში იჯდა ზურასთან ერთად და ჩაის სვამდა.
–სოფიაზე ძალიან ვნერვიულობ მამა.ხმა აქამდე არ ამოუღია.საერთოდ არაფერზე რეაგირებს.
–დიდი სტრესი გადაიტანა,აბა რა იქნება.მდგომარეობიდან გამოვა აუცილებლად.
საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ.ზურამ ტელეფონს უპასუხა და ოთახში მალევე დაბრუნდა.სახეზე ავის მომასწავებელი გამომეტყველება ჰქონდა,რამაც სალომე შეაშფოთა.
–მამა,რა მოხდა?
–ნონამ პოლიციას უთხრა,რომ ლაშას ხელი სოფიამ კრა.პოლიცია სოფიას ეძებს
–რა უნდა ამ ქალს,რა.რას გვერჩის?_სალომე ატირდა.
–გთხოვ დაწყნარდი.ლაშა ცოცხალია და ეს ვითარებას შეამსუბუქებს.ახლა საჭიროა სოფია აზრზე მოვიდეს და მას დაველაპარაკოთ,გავიგოთ რა მოხდა.
–რაც არ უნდა მომხდარიყო,ჩვენ ხომ ვიცით ლაშა რას წარმოადგენს.ის არაკაცი...
ამ დროს კარზე დააკაკუნეს.ზურა კარისკენ წავიდა.
–დათო,ანდრია,შემოდით_უთხრა ზურამ და კარი დახურა.
სალომე მათ მიესალმა.
–მაშინვე წამოვედით,როგორც კი გვითხრეს_თქვა ანდრიამ
–სოფია სადაა?კარგადაა?_იკითხა დათომ–მისი ნახვა მინდა.
–სოფია არაფერს ამბობს,ოთახშია,ცოტა ხნის წინ გაიღვიძა,მაგრამ არ ლაპარაკობს_უპასუხა სალომემ.
–უნდა ვნახო.
დათო ოთახისკენ წავიდა.კარი ფრთხილად შეაღო.
–სოფი_დაიძახა მან ჩუმად.
სოფიამ პასუხი არ გასცა.საწოლზე იწვა და ერთ წერტილს მიშტერებოდა.დათო საწოლზე ჩამოჯდა და თავზე ეფერებოდა.
–სოფი გთხოვ დამელაპარაკე.
სოფიამ დათოს შეხედა,შემდეგ საწოლზე წამოჯდა.
–არ მინდოდა,არ მინდოდა მისი მოკვლა დათო,დამიჯერე_წამოიძახა მოულოდნელად და ატირდა.
დათო ჩაეხუტა და მის დაწყნარებას ცდილობდა.
...
ნონა ლაშას პალატაში მის საწოლთან იჯდა.ლაშამ თვალები გაახილა.
–ლაშა,როგორ ხარ_კითხა ნონამ
–სად ვარ?
–საავადმყოფოში ხარ
–აქ რა მინდა?
–შენმა უნამუსო ცოლმა ხელი გკრა და თავი დაარტყი_უთხრა ნონამ
–რა?...აქ ბნელა.რატომ ბნელა...სინათლე აანთეთ_იყვირა ლაშამ
–რას ამბობ ლაშა.საერთოდ არ ბნელა.
–სინათლე აანთეთ_ისევ იყვირა ლაშამ და საწოლიდან წამოდგა.
ნონა მის დაკავებას ცდილობდა.
–ვერაფერს ვხედავ,ვერაფერს ვხედავ.რა ჯანდაბა ხდება.
ყვირილზე ექიმი შემოვიდა.ლაშა როგორღაც დააწყნარეს.ექიმმა გასინჯა.
–ექიმო რა ჭირს?რატომ ვერ ხედავს?_ჰკითხა ნონამ.
–სამწუხაროდ უნდა გითხრათ,რომ ტრავმა მეტად სერიოზული იყო და ამან მხედველობის დაკარგვა გამოიწვია.
–კი მაგრამ,მხედველობა დაუბრუნდება?
–ჯერ ვერაფერს გეტყვით.კიდევ რამდენიმე გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს და საბოლოო პასუხსაც მაშინ შეგატყობინებთ.
ექიმმა პალატა დატოვა.
–რა თქვა ექიმმა?ჰკითხა ნონას ლაშამ
–შენი ტრავმა ძალიან სერიოზულია ამიტომ დაკარგე მხედველობა.სოფიას ეს არ უნდა შეარჩინო.მის გამო დაბრმავდი ლაშა._აქეზებდა ნონა
–მორჩა.ყველაფერი დამთავრდა.ახლა რაღა აზრი აქვს რამეს.
–ამას ნუ ამბობ.სოფია უნდა დაისაჯოს.პასუხი უნდა აგებინო.პოლიციამ იცის,რომ მან ხელი გკრა.ახლა ეძებენ და მალე დაიჭერენ.
–არ გახსოვს რა მოხდა?სოფიამ ჩვენი საუბარი გაიგონა.რა მოხდება თუ ჩვენზე იტყვის ყველაფერს.
–კარგი რა.ვინ დაუჯერებს მკვლელს.მის ბოდვას არავინ მოუსმენს.
...
სოფია ცოტა დაწყნარდა,დათოზე მიხუტებული იწვა საწოლზე.
–სოფია,მაპატიე...გთხოვ მაპატიე,რაც იმ დღეს გითხარი.
–ძალიან მატკინე გული,როცა მითხარი,რომ მე მიგატოვე დათო.
–მაშინ არაფერი ვიცოდი.მაგრამ ახლა,ახლა ყველაფერი გავიგე.
–რას გულისხმობ?
დათომ ყველაფერი მოუყვა სოფიას.თუ როგორ იპოვა სალომემ წერილები დედამისის ოთახში.ლაშას და ნონას ურთიერთობაზეც უამბო და ელენეს შესახებაც,რომელმაც სწორედ ლაშას გამო მოიკლა თავი.
სოფია გაოგნებული უსმენდა.ახლა საკუთარ თავზე ბრაზობდა,რომ ლაშასნაირ ადამიანს ენდო.ბრაზობდა,რომ ნონას დაუჯერა.
–როგორ ვიფიქრე,რომ ბიცოლაჩემი შეიცვალა.რა უნდა ამ ქალს ჩემგან.მისი ბრალია,ყველაფერი მისი ბრალია.მან დაგავშორა.ესე იგი დიდი ხნის წინ დაგეგმა ყველაფერი ლაშასთან ერთად.დათო,მე მათ საუბარს მოვუსმინე,ისინი ჩემ მოკვლას აპირებდნენ.
–რა?
–ჰო,ჩემი მოკვლა უნდოდათ და მერე ჩემი ქონების მითვისება,მემკვიდრეობის,რომელიც მშობლებმა დამიტოვეს.
–საზიზღრები,არ ვაცოცხლებ_ზიზღით ჩაილაპარაკა
–მეშინია.
–ნუ გეშინია.ყველა შენ გვერდით ვართ.არასდროს მიგატოვებ სოფი.
–არასდროს?
–არასდროს.ახლა ვეღარავინ დაგავშორებს და როგორ იფიქრე,რომ მე შენ მიგატოვე.
–რა უნდა მექნა?შენგან არაფერი ისმოდა და იძულებული გავხდი რომ წავსულიყავი.სხვა გზა არ მქონდა.
–რას გულისხმობ?
–სხვა დროს მოგიყვები.გთხოვ,ახლა არ მაიძულო ამ ამბის მოყოლა.ჩემთვის ძალიან მძიმეა.
–კარგი,კარგი სოფი.ოღონ შენ არ ინერვიულო.წამოდი გავიდეთ.რამე უნდა ჭამო,თორემ დასუსტდები.ისედაც ბევრი ინერვიულე.
...
სოფია დათოს გვერდით თავს მშვიდად გრძნობდა.საჭმელიც შეჭამა და ცოტა მოღონიერდა.ახლა დანარჩენებთან ერთად იჯდა მისაღებ ოთახში.
–სოფია,უნდა დაგელაპარაკოთ_უთხრა ანდრიამ.
–გისმენ
–არ მინდა შეგაშინო,მაგრამ შენი მდგომარეობა ახლა არც ისე სახარბიელოა,ზურას და დათოს უკვე ვუთხარი და შენც გეტყვი,რომ დამალვა არ წაგადგება.
–აბა რა უნდა ვქნა?
–შენი ნებით უნდა ჩაბარდე.
–კი მაგრამ რატომ?_წამოიძახა სალომემ–სოფიას მისი მოკვლა ხომ არ უნდოდა.
–მომისმინეთ,რადგან სოფია იმალება,იფიქრებენ რომ ეს დანაშაული წინასწარი განზრახვით მოხდა.თუკი თავისი ნებით ჩაბარდება ეს მის ბრალს შეამსუბუქებს,ვიცი არ ჟღერს მანდამაინც კარგად,მაგრამ ეს ასეა.თანაც ლაშას და ნონას წინააღმდეგ გვაქვს მტკიცებულებები და კიდევ შევაგროვებთ.სავარაუდოდ სოფიას სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.
–კი მაგრამ ისე რომ არ მოხდეს ყველაფერი,როგორც ჩვენ ვფიქრობთ?ჰკითხა დათომ
–პირადად მე მივხედავ სოფიას საქმეს.გპირდებით,რომ სოფიას მალე გაათავისუფლებენ.
–ანდრია მართალია_თქვა სოფიამ
ყველამ მას შეხედა.
–სოფია,არა_ტირილით უთხრა სალომემ.
–დამშვიდდი სალო.მე სწორად ვიქცევი.არ მეშინია,რადგან მართალი ვარ.
ზურა ფეხზე წამოდგა და სოფიას მოეხვია.
–შენ მალე გაგათავისუფლებენ,აუცილებლად სოფია.
–ვიცი,მე თქვენი იმედი მაქვს.ახლა კი წავიდეთ.
...
სოფიამ მტკიცედ მიიღო გადაწყვეტილება და ცდილობდა არ ენერვიულა,თუმცა ფეხები აუკანკალდა,როდესაც პოლიციის შენობაში შევიდა.მის გევრდით ყოფნის ნება კი მხოლოდ მის ადვოკატს,ანდრიას დართეს.სოფიამ წამიერად იგრძნო შიში,თუმცა შემდეგ გული გაიმაგრა და ყველაფერი გულწრფელად მოყვა.გამომძიებელს უთხრა,რომ ლაშა მის დახრჩობას ცდილობდა.ამას კისერზე სისხლჩაქცევებიც მოწმობდა.
სასამართლო ერთი თვის შემდეგ დანიშნეს,სამწუხაროდ სოფიას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ ამბავსაც მისდა გასაოცრად მშვიდად შეხვდა.
სოფია პოლიციის შენობიდან გამოიყვანეს,რომ ციხეში წაეყვანათ.გარეტ ზურა,სალომე და დათო იდგნენ.დათოს მხოლოდ რამდენიმე წამით მიეცა საშუალება სოფიასთან მისულიყო.მაგრად მოეხვია და აკოცა.როცა მას ხედავდა,სოფიას აღარ ეშინოდა.თითქოს უეცრად რკინის გახდა.
პოლიციის მანქანაში იჯდა დ გზას გაჰყურებდა.მშვიდად იყო .ფიქრებში ჩაძირულმა ვერც კი შეამჩნია თუ როგორ მივიდნენ ციხემდე.ტანსაცმელი გახადეს და ფორმა ჩააცვეს.ორმა ზედამხედველმა ხელი მოკიდა და საკნებისკენ წაიყვანა.
სოფიას გულში სევდამ დაისადგურა.ყოველი მხრიდან პატიმრების წამოძახილი ისმოდა,ეს სევდას კიდევ უფრო უმატებდა,თუმცა შიშით არ ეშინოდა.მშვიდად ჩაიარა. ზედამხედველმა თავის საკანში შეიყვანა.საკნის კარი ჩაკეტეს.
სოფიამ ირგვლივ მიმოიხედა.საკანს პატარა ფანჯარა ჰქონდა,რომლიდანაც სინათლე ვერც კი აღწევდა,ირგვლივ კი იყო საღებავგადაცლილი ნაცრისფერი კედლები.ნაცრისფერი ზეწრები საწოლზე,რომლებსაც ეტყობოდა რომ იშვიათად რეცხავდნენ,ამას დამატებული საშინელი ნესტის სუნი.ეს ყველაფერი გულს უმძიმებდა სოფიას.თავი საშინლად მარტო იგრძნო.საწოლზე ჩამოჯდა და ფიქრებში წავიდა.
საკნის კარი გაიღო და ოტახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა.ქალმა სოფია აათვალიერა,თუმცა არაფერი უთქვამს.სოფიას მოპირდაპირე საწოლე წამოწვა,წიგნი აიღო,სანიშნით ჩანიშნულ ადგილას გადაშალა და კითხვა განაგრძო.
სოფია აკვირდებოდა ქალს.ცდილობდა გამოეცნო,თუ რატომ დააპატიმრეს,ერთი შეხედვით საერთდ არ გავდა დამნაშავეს.საშუალოზე მაღალი,თუმცა ზედმეტად გამხდარი იყო,რაც სახეზე სიმკაცრეა მატებდა,თუმცა კითხვისას მისი თვალები და გამომეტყველება იცვლებოდა,მის ღრმა ლურჯ თვალებში შეუძლებელი იყო ბოროტების ამოკითხვა.აშკარა იყო,რომ ციხეში რამდენიმე წელი ჰქონდა გატარებული,და ამან მის გამომეტყველებას მძიმე კვალი დაამჩნია,თუმცა კითხვის დროს ქრებოდა ყველა ცუდი მოგონება და მისი თვალებიც რაღაც დროის განმავლობაში ივიქყებდნენ წარსულს.
სოფიას გამოლაპარაკება უნდოდა,მაგრამ ვერ ბედავდა,თუმცა თვითონაც არ იცოდა რატომ,მაგრამ ამ ქალისადმი მხოლოდ დადებითი ფიქრები ჰქონდა.
სოფია ისევ საკნის კარის გაღების ხმამ გამოაფხიზლა.საკანში ზედამხედველი შემოვიდა,რომელმაც ამცნო,რომ სადილის დრო იყო.
სოფია უხალისოდ წამოდგა და სხვა პატიმრებს შეუერთდა,რომლებიც თავიანთ წილ საჭმელს იღებდნენ.პატიმრები არ ელაპარაკებოდნენ,მხოლოდ დამცინავად უყურებდნენ და ჩურჩულებდნენ.
სრულიად მარტო იყო სოფია.პატიმრებმა მაგიდებთან ადგილი დაიკავეს.სოფია კი ცარიელ მაგიდას მიუჯდა,რადგან სხვაგან ადგილი არ დარჩა.
უხალისოდ ჭამდა თავის საჭმელს და ირგვლივ პატიმრებს აკვირდებოდა.ისევ იმ ახალგაზრდა ქალს ეძებდა თვალებით,და აი თვალი მოკრა მისკენ ზურგით იჯდა,თუმცა მაინც იცნო.მის გარდა არავის ჰქონდა ასე მშვენიერი,გრძელი ოქროსფერი თმა.კვლავ ფიქრებში გაერთო.ახლა დათოზე ფიქრობდა,გონებაში კვლავ მის ხმას უსმენდა.ძლიერი მონატრება იგრძნო,რომელმაც გული დაუმძიმა.თუმცა იმედს არ კარგავდა,რომ კვლავ შეძლებდა საყვარელ ადამიანს ჩახუტებოდა ,მისი სიახლოვე ეგრძნო.
ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია,რომ მის მაგიდას ვიღაც გოგო მიუახლოვდა.სოფიამ ახედა.საშინლად არ ესიამოვნა მისი დანახვა.პატიმრის თვალები დამცინავად უმზერდნენ.
–გოგოებო,ნახეთ ეს პატარა პრინცესა.არ გვკადრულობს და ცალკე ზის_დამცინავად წარმოთქვა ქალმა.
სოფიამ საშინელი სიბრაზე იგრძნო.
–ადგილი არ იყო სხვაგან_ხმადაბლა ჩაილაპარაკა სოფიამ
–ხედავთ?პასუხის გაცემასაც მიბედავს.როგორ გეტყობა,რომ ახალი ხარ.მაგრამ დღეიდან გამიცნობ.გაიცნობ ვინაა ზინა.ფეხზე წამოდექი და ბოდიში მოიხადე,რომ ცალკე ზიხარ._დაუყვირა ზინამ.
–შენ გიჟი ხარ?გითხარი ადგილები არ იყო მეთქი.
–როგორ ბედავ?_ისტერიულად დაიყვირა ქალმა და სოფიას ხელები მაგრად ჩაავლო
–გამიშვი არანორმალურო_დაიყვირა სოფიამ.
ქალი გამხდარი იყო და არც ისე მაღალი,მაგრამ სოფიას გაუჭირდა მისგან თავის გათავისუფლება ისე ძლიერად უჭირდა ხელებს.თვალებზე ცრემლები მოადგა,მაგრამ თავს იკავებდა.არ უნდოდა ამ არანორმალურის წინაშე სისუსტე გამოეჩინა.
–აქ რა ხდება_ხმადაბლა ჩაილაპარაკა ვიღაცამ
სოფიამ გაიხედა.ეს ის გოგო იყო,მისი საკანში ვინც ნახა.ზინამ სოფია გაუშვა.ქერამ მას კისერში მოუჭირა ხელი და კედელზე მიაკრო.
–მომისმინე ზინა,აღარ გაბედო და ამ გოგოს ხელი აღარ დააკარო.თორემ პრობლემები გექნება.გასაგებია?_უთხრა ქერამ,ისერომ ხმისთვის არ აუწევია.
ზინა მათ მოშორდა და სხვა მაგიდისკენ წავიდა,სოფიას კი გამანადგურებელი მზერა ესროლა.
–კარგად ხარ?_ჰკითხა ქერამ
–კი,მადლობთ რომ იმ გიჟისგან დამიხსენით.
ქერამ გაუღიმა და თავის ადგილს დაუბრუნდა.სოფია კი უფრო დიდი პატივისცემით განიმსჭვალა მისდამი.
დღეს საშინლად გაიწელა.როგორც კი მოსაღამოვდა პატიმრები თავიანთ საკნებში შევიდნენ.სოფია საწოლზე ჩამოჯდა.არ ეძინებოდა.ამ ადგილას სული ეხუთებოდა.მისი პირველი ღამე იყო აქ და არ იცოდა კიდევ რამდენ ხანს მოუწევდა აქ ყოფნა.ახლა უკვე თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.თუმცა მალევე დამშვიდდა.ცრემლები მოიწმინდა და მზერა ისევ ქერას მიაპყრო.ის კი ისევ კითხულობდა.
–როგორც ვხედავ ა გიყვარს ლაპარაკი_სიჩუმე დაარღვია სოფიამ.
ქერამ წიგნი გვერდზე გადადო და სოფიას შეხედა.
–მართალი ხარ_მოკლედ უპასუხა.
–მე უბრალოდ.მინდოდა გაგცნობოდი. მე სოფია ვარ.
–სასიამოვნოა სოფია.მე მაგდა მქვია_უპასუხა ქალმა და ისევ გაუღიმა.
–ჩემთვისაც სასიამოვნოა.კიდევ ერთხელ მადლობა,რომ იმ ვიღაც ზინასგან დამიცავი.
–ეგ არაფერი.ვერ ვიტან მისნაირ პარაზიტებს._ზიზღით ჩაილაპარაკა მაგდამ
–კი მაგრამ.ჩემგან რა უნდოდა?რა დავუშავე?
–არაფერი.უბრალოდ თავი აქაურობის უფროსი ჰგონია და ახალმოსულებს აშინებს.შენ კი მგონი სულაც არ გეშინია მისი.
–ფეხებზე .მე საკმაოდ ბევრი გამოვიარე და ახლა ვიღაც ზინა ვერ შემაშინებს_თქვა სოფიამ
–მომწონხარ სოფია.ძლიერი გოგო ჩანხარ.აქ სუსტები ვერ გადარჩებიან.ზინას კი ერიდე.ცივსისხლიანი მკვლელია.თანაც არანორმალური.
–ჰო,მაგას მეც მივხვდი.შენი ეშინია?
–ასე რომ ვთქვათ...დიდი ხნის ნაცნობობა გვაკავშირებს,მაგრამ ამაზე მოგვიანებით,თანაც აქ შემდეგი პრინციპი მოქმედებს,დაჩაგრე,თორემ დაგჩაგრავენ.როგორც გითხარი აქ სუსტები ვერ გადარჩებიან.მათ ზინასნაირები შეჭამენ.მაგრამ შენ ეგ არ გემუქრება.დავინახე როგორ გაუმკლავდი მას.
–არ მეშინია,აღარავის მეშინია.თუმცა აქაურობა მთრგუნავს.
–ჰო,მოგიწევს შეეჩვიო.
–იმედი მაქვს არა,აქედან მალე გავალ.
–წარმატებას გისურვებ,მაგრამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.აქ მოხვედრა ომში მოხვედრის ტოლფასია სოფია.შენ უკვე შენდაუნებურად ჩაები ამ ბრძოლაში.
–შენ ,დიდი ხანია აქ ხარ?_ჰკითხა სოფიამ.
–უკვე 6 წელი და ექვსი თვეა.კიდევ 14 წელი უნდა გავატარო აქ.
–რა?რას ამბობ?ამდენი?
–კი_მშვიდად უპასუხა მაგდამ.
სოფიას სუნთქვა შეეკრა.წარმოიდგინა,რომ 20 წელი უნდა ყოფილიყო ჩაკეტილი და ამდენი ხანი თავის საყვარელ ადამიანებთან ყოფნას ვერ შეძლებდა.ეს ხომ ფაქტობრივად მთელი ცხოვრება იყო.მაგდამ კითხვა განაგრძო,სოფიამ კი ფიქრი.
...
ერთი კვირა გავიდა,რაც სოფია ციხეში გადაიყვანეს.ამ დრომდე ჯერ კიდევ არ მიეცა საშუალება ახლობლები ენახა.მოუთმენლად ელოდა მათთან შეხვედრას.
უჭირდა თუ არა აქ ყოფნა?რა თქმა უნდა,მაგრამ თავს დაცემის საშუალებას არ აძლევდა.ცდილობდა ფეხზე დგომის ძალა შეენარჩუნებინა და ცუდი ფიქრები მოეშორებინა. რამდენიმე გოგოს დაუახლოვდა და თავს მარტო აღარ გრძნობდა.
ერთ–ერთი მისი ახალი მეგობარი იყო ჟღალთმიანი გოგო,სახელად თათია.იგი მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს,ქმარი და ქმრის საყვარელი მოკლა.მიუხედავად მძიმე სასჯელისა ის პატიმართა შორის ყველაზე მხიარული იყო და მის გევრდით ადამიანი ნამდვილად ვერ მოიწყენდა.სოფია დიდ დროს ატარებდა თათიას გვერდით,ასე უფრო ნაკლებად გრძნობდა ამ ადგილის სიმძიმეს.სხვა რომ არაფერი თათია ისეთი სასაცილო ხმით იცინოდა,მის ყველაზე ცუდ ხუმრობაზეც კი ეცინებოდა ყველას.
მეორე მეგობარი,რომელიც თათიამ შეიძინა იყო ანა,ანა თათიას ანტიპოდი იყო,თუმცა ეს ორი ახლო მეგობრები იყვნენ.ანა გულჩათხრობილი იყო,ნაკლებად ლაპარაკობდა მის ცხოვრებაზე,თუმცა სხვას ყოველთვის დიდი ყურადღებით უსმენდა,სოფიასაც შეეძლო მისთვის გული გადაეშალა,თავისუფლად ელაპარაკა.
ანა სასჯელს ნარკოტიკის მოხმარების გამო იხდიდა.სამი წელი გავიდა რაც ციხეში
იყო და კიდევ 4 წელი ჰქონდა დარჩენილი.
რაც შეეხება მაგდას,მის შესახებ კიდევ არაფერი იცოდა.თუმცა უკვე მისთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რატომ მოხვდა ის ციხეში.მაგდა სოფიასთვის მფარველი გახდა.მის გვერდით თავს დაცულად გრძნობდა.
...
ერთი კვირაც დადგა.ნანატრი დღეც მოვიდა.პაემნის ოთახში სალომესთან,ზურასთან და დათოსთან ერთად იჯდა.ძალიან იყო გახარებული მათი ნახვით.ცდილობდა მათთან მხიარული ყოფილიყო და უფრო მეტად აღარ დაედარდიანებია ისინი.
მათთან საუბარში ისე გაერთო,რომ ვერც კი შეამჩნია,როგორ გავიდა დრო.
წასვლის წინ დათომ სოფიას ხელები მოხვია და გულში მაგრად ჩაიკრა.
–ყველაფერი კარგად იქნება სოფია.ერთად ყველაფერს მოვერევით.
–ვიცი.ამასაც გადავლახავთ.ჩემზე არ ინერვიულო.კარგად ვარ.მეგობრებიც კი შევიძინე.
–ეჭვიც არ მეპარება_გაეცინა დათოს და სოფიას აკოცა.
...
სოფია საკანში დაბრუნდა.გულზე კვლავ დარდი შემოაწვა.საწოლზე ჩამოჯდა და სახეზე ხელები აიფარა.მოულოდნელად მხარზე ხელის შეხება იგრძნო.ზემოთ აიხედა.მის წინ მაგდა იდგა.
–სოფია,კარგად ხარ?_ჰკითხა მზრუნველი ხმით
–ჰო,მე უბრალოდ ჩემიანები ვნახე და ახლა მათ გარეშე მიჭირს.
–იღბლიანი ხარ.შენ ახლობლები არ გტოვებენ გასაჭირში.ნუ გეშინია.შენი სასამართლო მალე იქნება და აქედანაც გახვალ მალე.
–ხანდახან აღარ მჯერა ამის_ამოიოხრა სოფიამ.
–ცუდზე ნუ იფიქრებ.ახლა წავიდეთ სადილის დროა.
სოფია წამოდგა და მაგდასთან ერთად წავიდა.ახლა უკვე აღარ იჯდა მარტო.მის გვერდით ანა,თათია და მაგდა ისხდნენ.თათია რაღაცას ყვებოდა,დანარჩენები უსმენდნენ და მხიარულობდნენ.მხოლოდ სოფიას ყურადღება მიიპყრო ზინამ,რომელიც მათ შორი ახლოს ტრიალებდა.არ მოეწონა მისი სახე და დაძაბული იჯდა.
–რა გჭირს სოფია?_ჰკითხა თათიამ.
–არაფერი არ მჭირს თათი,კარგად ვარ_გაუღიმა სოფიამ,ყავა მოსვა და კედლისკენ გაიხედა,სადაც ზინა იდგა,თუმცა ის იქ აღარ იყო.
სადილი დამთავრდა.სოფია მაგდასთან და სხვა გოგონებთან ერთად ეზოში გავიდა.მაგდა გოგოებისგან მოშორებით დადგა,მზეზე თბებოდა,სოფია კი ანასთან და თათიასთან ერთად იჯდა გრძელ სკამზე.
–ეტყობა შვილზე ფიქრობს?_თქვა ანამ და თან მაგდას უყურებდა.
–შვილზე?არ ვიცოდი თუ შვილი ყავდა_თქვა სოფიამ
–ჰო,პატარა ბიჭი ყავს 7 წლის._უპასუხა თათიამ
–საერთოდ არ უყვარს მის ცხოვრებაზე ლაპარაკი და კითხვებით არ შეაწუხო.თვითონ მოგიყვება ყველაფერს თუკი მოისურვებს
–ჰო ანა,მაგას მივხვდი და არაფერს ვეკითხები,მაგრამ ვერ წარმომიდგენია თუ მაგდას რამის დაშავება შეუძლია.
–ზინას ეზიზღება მაგდა,მას ვერ მოერია,ვერ დააშინა_თქვა თათიამ
–ეგ საერთოდ რა არსებაა.არანორმალური_ზიზღით თქვა სოფიამ
–სამუდამო აქვს მისჯილი.იცის რომ აქედან ვერასდროს გავა და გამწარებულია._უთხრა თათიამ
–ასეთი რა დააშავა?_იკითხა სოფიამ
–ის ბანკი გაძარცვა,სადაც მუშაობდა,10 თანამშრომელი მოკლა.ორ თვიანი ძებნის შემდეგ დაიჭირეს._უპასუხა თათიამ
–ჰო,მერე აქედანაც გაიქცა ერთხელ,ორი ზედამხედველი მოკლა,მის კისერზე ათამდე პატიმრის სიკვდილია.ჩემი მეგობარიც მოკლა მაგ ნაგავმა_ზიზღით თქვა ანამ–მისგან თავი შორს დაიჭირე,არც კი შეხედო
–მე მისი არ მეშინია_უპასუხა სოფიამ
–ვიცი_უპასუხა ანამ–მაგრამ დამიჯერე,არც კი შეხედო,მან ალბათ უკვე იცის შენ შესახებ.იცის,რომ დიდი შანსია აქედან მალე გახვიდე,მას კი ამის გამო ბოღმა ახრჩობს,ამიტომ ფრთხილად იყავი.
სოფიამ მაგდასკენ გაიხედა,მის უკან კედელს მოფარებული ზინა დაინახა.ქალს ზურგს უკან დანა ჰქონდა.
–მაგდა,უკან მიიხედე_დაიყვირა სოფიამ,სწორედ იმ დროს,როცა ზინა მისთვის დანის დარტყმას ცდილობდა.
ზინამ მაგდა წააქცია და მისთვის დანის დარტყმა უნდოდა,თუმცა მაგდა ამის საშუალებას არ აძლევდა.სოფია ზინას მივარდა და თმაში წვდა,მაგდამ დრო იხელთა,ფეხზე წამოდგა და ზინას სახეში გაარტყა,ზინა წაიქცა და გონება დაკარგა.ამ დროს ზედამხედველებიც გამოჩდნენ და მაგდა იზოლატორში წაიყვანეს.სოფია გაეკიდა და იძახდა,რომ ის არ იყო დამნაშავე,მაგრამ ამაოდ.ზედამხედველმა ხელი უხეშად კრა და ძირს დააგდო.
სამი დღე ყავდათ მაგდა იზოლატორში,ეს სამი დღე კი სოფიასთვის ტანჯვა იყო.თავს ისევ მარტოსულად გრძნობდა,მიუხედავად იმისა,რომ თათია და ანა არ ტოვებდნენ.
...
სოფია შხაპს იღებდა,უკნიდან ვიღაც მიუახლოვდა.
–ლაწირაკო,როგორ ბედავ ჩემთან დაპირისპირებას_მოესმა ზინას ხმა
სოფია მობრუნდა და ზინას ირონიულად შეხედა.
–ჰმ...თვალიკარგად გაქვს ჩალურჯებული გიხდება.ახლა კი შემეშვი
–რამდენს ლაპარაკობ შე პატარა ნაგავო_ზიზღით უთხრა ზინამ,სოფია კედელს მიაკრო და ყელზე დანა მიადო.
–ახლა შენი ძვირფასი მაგდა ვეღარ გიშველის,რადგან ჩაკეტილია_გესლიანად იცინოდა ზინა და კანზე დანას უსვამდა.
სოფიას გული ამოვარდნაზე ჰქონდა.სუნთქვაც გაუხშირდა.თვალები დახუჭა და საშინელებისთვის მოემზადა,მაგრამ ამ დროს ანა გამოჩნდა,რომელმაც ზინას სკამი ჩაარტყა ზურგში.
–აქედან გაეთრიე,სანამ ცოცხალი ხარ.
–ამჯერად გაგიმართლა,მაგრამ უკანასკნელად ლაწირაკო
ზინა გავიდა.ანამ სოფია ფეხზე წამოაყენა და პირსახოცი მიაწოდა.
–კარგად ხარ სოფი?
–კი,მადლობა.
–წამოდი_ხელი მოხვია ანამ.
სოფიამ ტანსაცმელი ჩაიცვა და თავის საკანში შევიდა,სადაც მაგდა დახვდა.
–მაგდა_გახარებულმა წამოიძახა და მოეხვია
მაგდამ გაუღიმა.
–რა კარგია აქ რომ ხარ.იმ დამპლის გამო როგორ ჩაგკეტეს.
–არაუშავს.ეგ არ მადარდებს.შენ როგორ გრძნობ თავს?_ჰკითხა მაგდამ
–ვნერვიულობ.ანდრიას ველაპარაკე,სასამართლო ორ კვირაშია.კარგის მოლოდინი აქვს.
–ასეც იქნება_უთხრა მაგდამ და ხელი ხელზე დაადო.–სოფია,შენი მადლობელი ვარ,შენ რომ არა ის ნაგავი მომკლავდა.ვალში ვარ შენთან.
–რას ამბობ მაგდა,არანაირი ვალი არ არსებობს.
მაგდამ წიგნი აიღო,აღების დროს სურათი გადმოვარდა,რომელზეც პატარა ბიჭი იყო.სოფიამ მიაწოდა.მაგდამ გამოართვა,ფოტოს დახედა,მოეფერა და მაგიდაზე დადო.
–ჩემი პატარა ბიჭია_სევდიანად თქვა და სივრცეს მიაჩერდა,ფიქრებში წავიდა–უკვე რამდენიმე თვეა არ მინახავს.წელიწადში რამდენჯერმე ვნახულობ.ბავშვთა სახლში ცხოვრობს და ხშირად არ მანახებენ.მხოლოდ ის მაცოცხლებს სოფია,მხოლოდ ის.მისი არსებობა.
–მას აუცილებლად ნახავ.იმედი არ დაკარგო_ხელზე მოეფერა სოფია.
–მეეჭვება სოფი,მეეჭვება.თუ აქედან ოდესმე გავაღწევ ის უკვე 21 წლის იქნება.მთელმა ცხოვრებამ ჩამიარა,ვერ ვნახე,როგორ იზრდებოდა და ყველაფერი იმ წყეული ქალის გამო.
–ვის გამო?
–ჩემი ქმრის დედის გამო.სწორედ მისი ბრალია,რომ მე აქ ვარ და ჩემ შვილს ვერასდროს ვნახავ_მაგდამ თვალზე მომდგარი ცრემლები შეიმშრალა.
–რას ამბობ?_შეეკითხა სოფია.
–მე ერთ პატარა სოფელში დავიბადე_დაიწყო მაგდამ თავისი ამბის თხრობა და მოგონებებში ჩაიძირა.–ღარიბ ოჯახში.ჩემი მშობლები მშრომელი ხალხი იყო,თუმცა მამა მშენებლობაზე დაშავდა და სიარული აღარ შეეძლო.დედაც ხშირად ავადმყოფობდა.მე მათთვის ერთადერთი იმედი ვიყავი.სკოლის პერიოდშიც ვმუშაობდი და როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე მაშინაც.სწორედ უნივერსიტეტში გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი,გოგა.როგორც ამბობდა ერთი ნახვით მოვეწონე_ამის გახსენებაზე მაგდას სახეს წამით ღიმილი მოეფინა–თუმცა მასთან ურთიერთობაზე თავს ვიკავებდი.ვაღიარებ,მეც მომეწონა,თუმცა ის მდიდარი იყო და არც მის დედამისს მოვწონდი.საშინელი ქალი იყო.ყოველთვის ჩემ დამცირებას ცდილობდა.ადამიანად არ მივაჩნდი,თუმცა გოგა დედამისის აზრს ყურადღებას არ აქცევდა.თავისი გაიტანა და ცოლად მომიყვანა.დედამისი ცოტათი მოლბა ჩემ მიმართ,როცა ჩემი შვილი სანდრო დაიბადა.მაგრამ მე მაინც ვძულდი.
ერთ საღამოს ჩემი ქმარი სახლში აღელვებული მოვიდა.ვკითხე რა მოხდათქო.მითხრა,რომ სამსახურში რაღაც პრობლემები და ქალაქგარეთ უნდა გასულიყო. რამდენიმე დღით წავიდა.ერთ საღამოს ხმაურმა გამაღვიძა,გარეთ გავედი.გოგას მანქანა სახლთან იდგა,ფარებიც ანთებული იყო.მიკვირდა სახლში რატომ არ შემოდის მეთქი.მანქანასთან მივედი და..._მაგდა შეჩერდა.ნერწყვი მძიმედ გადააგორა ყელში და ამოიოხრა–ჩემი ქმარი წინა სავარძელზე იჯდა,თავი დასისხლიანებული ჰქონდა.არ სუნთქავდა.პანიკაში ჩავვარდი და კივილი დავიწყე.მერე აღარ მახსოვს რა მოხდა.გონება დავკარგე.გონზე რომ მოვედი ირგვლივ ბევრი ხალხი იყო.არც ქმართან მიმიშვეს და არც შვილთან.დედამთილი ყვიროდა ეს ქალი მკვლელიაო.არც მომისმინეს ისე დამიჭირეს და 20 წელი მომისაჯეს.მხოლოდ იმ ქალის სიტყვების საფუძველზე.სწორედ მის გამოა,რომ მე შვილს ვერ ვნახულობ.ბავშვი ობოლთა თავშესაფარს მიაბარა,თვითონ კი საზღვარგარეთ წავიდა ვიღაც კაცთან ერთად,მაშინ როცა მისი შვილის სიკვდილიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული.,ჩემ მშობლებს არ შეეძლოთ ბავშვის გაზრდა და თანაც მე მათთვის მკვლელი ვიყავი.ჰო_მწარედ ჩაიცინა ქალმა–მშობლებმაც დამივიწყეს.
სოფია დუმდა.მოსმენილი ამბავი მისთვის საშინელი იყო.გული დაუმძიმა მაგდას ამბავმა.თუმცა ქალის ნათქვამი ყოველი სიტყვა დაიჯერა.ერთმანეთს მოეხვივნენ.
–მაგდა,მე მჯერა შენი,მაგრამ არ მესმის რატომ,როგორ?რისთვის გაგწირეს ასე?
–ახლა უკვე სულერთია...შვილს დამაშორა სამუდამოდ.იმ ქალს თავიდანვე ვეზიზღებოდი.რადგან მისი თქმით მისი ერთადერთი შვილი დავისაკუთრე.მან კი სამაგიერო გადამიხადა.მკვლელად გამომაცხადა ,მომავალი წამართვა და რაც მთავარია შვილი უდედოდ დამიტოვა.ვერ ვნახე როგორ გაიარა ჩემმა ბიჭმა,როგორ დაიწყო ლაპარაკი.სამჯერ ან ოთხჯერ თუ მეყოლება ნანახი ბავშვი მას მერე ,რაც ციხეში ჩამსვეს.მხოლოდ მისი ფოტოების ყურება შემიძლია.გულს მიკლავს იმაზე ფიქრი,რომ ბავშვი უჩემოდ გაიზრდება.მე ვერ ვიქნები მასთან.ჩემ გონებას ისისც არ აძლევს მოსვენებას,რომ ვერასდროს გავიგებ რა მოხდა და ვინ მომიკლა ქმარი.თუმცა მე ჩემი ეჭვები მაქვს.
–რა ეჭვები?_ჰკითხა სოფიამ
–ჩემ ქმარს ერთი სეიფი ჰქონდა.ჩვენ ოთახში.რომლის არსებობაც მხოლოდ მე ვიცოდი.არ მომეცა საშუალება მენახა რა იყო იქ.იქნებ რამე კვალზე დავეყენებინე.ბოლო დღეებში იქ რამდენჯერმე შეინახა რაღაც.
–რატომ არ უთხარი არავის ამის შესახებ?
–რა აზრი ჰქონდა?მე არავინ მისმენდა.ადვოკატსაც არაფრად ადარდებდა ჩემი ბედი.ჩემი მშობლები ღარიბები იყვნენ და ფულს ვერ გადაუხდიდნენ.
–საოცრად ძლიერი ხარ.მიუხედავად ამ ყველაფრისა არ ნებდები და სიცოცხლეს განაგრძობ_ხელი ხელზე დაადო სოფიამ და გაუღიმა
–სოფია,შენი სასამართლო მალე იქნება არა?_თემის შეცვლა სცადა მაგდამ
–კი.მაგამ თან არც მინდა რომ ეგ დღე მოვიდეს.ვნერვიულობ.ზოგჯერ უიმედობა მიპყრობს.
–არა,შენ არაფერი გაქვს სანერვიულო .შენ გახვალ აქედან და დათოსთან ერთად განაგრძობ ცხოვრებას.ბედნიერი იქნები.უნდა დაიჯერო ეს.თანაც ფაქტები შენ უდანაშაულობას დაამტკიცებენ.
–იმედი მაქვს.ახლა,როცა ყველაფერი გაირკვა და შეიძლებოდა დათოსთან ერთად ვყოფილიყავი აქ აღმოვჩნდი.
–გახვალ აქედან._სახეზე მოეფერა მაგდა
–შენ არასდროს დაგივიწყებ.ხშირად გნახავ
–მპირდები?
–გპირდები.შენ უკვე დიდი ადგილი გიჭირავს ჩემ გულში.მხოლოდ შენ დამიცავი იმ ალქაჯისგან.
–როცა დაგინახე,ჩემი თავი გამახსენდა,შენ თვალებში შეიძლება იმის ამოკითხვა,თუ როგორი ადამიანი ხარ.დიდი ადამიანი ხარ სოფია და წინ დიდი მომავალი გაქვს.მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ
–გისმენ,რაც გინდა მთხოვე_უპასუხა სოფიამ.
–ზოგჯერ,თუ შეძლებ ჩემი ბიჭი მომიყვანე ხოლმე.
–გპირდები,ბავშვს ძალიან ხშირად ნახავ.
...
სასამართლომდე სულ ცოტა დრო რჩებოდა.სოფიაც უფრო და უფრო ღელავდა.რამდენჯერმე ნახა ანდრია.მამაკაცის აზრით მდგომარეობა უიმედო ნამდვილად არ იყო და შეძლებდა მის გაყვანას.ამან და მაგდასთან საუბარმა გულში იმედი ჩაუსახა.ამ ბოლო პერიოდში მაგდასაც უფრო დაუახლოვდა,ხშირად საუბარში ღამეებსაც ათენებდნენ.სალომეს შემდეგ ის იყო,ვისაც სოფია სრულებით ენდობოდა.
...
პატიმრები საუზმეზე იყვნენ.წყნარი დილა იყო და ყველა მშვიდად მიირთმევდა თავის საჭმელს.მოულოდნელად ზინა მიუახლოვდა სოფიას და საჭმელი მაგიდიდან გადააყრევინა.სოფია წამოდგა და ჭიქაში ჩარჩენილი რძე თავზე დაასხა,ზინა ამაზე გაგიჟდა და სოფიას დანა მოუქნია.საბედნიეროდ მაგდამ მოასწრო და ხელიდან გააგდებინა იარაღი.ზედამხედველებმა ხელი მოკიდეს და წაათრიეს.ზინა გზაში სოფიას და მაგდას მისამართით იგინებოდა.
ზინამ 3 დღე გაატარა კარცერში და შემდეგ მთელი კვირა ტუალეტების ხეხვა მოუწია. არაფერს ამბობდა,მაგრამ თვალები ბოღმით ჰქონდა სავსე და რომ შეძლებოდა მხოლოდ ყურებით მოკლავდა სოფიას.

...
ერთ საღამოს,როდესაც სოფია საკანში შევიდა დაინახა,რომ მაგდა საწოლზე იყო წამოწოლილი და თვალებში ცრემლები ჰქონდა ჩამდგარი.
-რა მოხდა?_ჰკითხა სოფიამ
–23 ივლისია.ჩემი ბიჭის დაბადების დღე.7 წლის გახდა.მე კი...თუმცა ჯობს არაფერი ვთქვა.არ მინდა განწყობა გაგიფუჭო.შენ ხომ მალე გახვალ აქედან.არ მინდა ჩემი პრობლემებით თავი მოგაბეზრო.
სოფია მაგდას გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია.
–მომისმინე,მეორედ ეგ აღარ თქვა.ჩვენ მეგობრები ვართ და რაც მოგინდება შეგიძლია ის მითხრა.გპირდები,რომ მომავალ დაბადების დღეზე შვილი გვერდით გეყოლება.მანამდეც ხშირად მოგიყვან.
–სოფია.შენ ისეთი კეთილი ხარ ჩემ მიმართ.აქ ვერავის ველაპარაკები.მხოლოდ შენ გადაგიშალე გული,რადგან შენ არ ჩათვლი ადამიანურ საუბარს სისუსტედ.აქამდე მე უნდა ვყოფილიყავი ძლიერი,სხვებს ალბათ რკინის ვგონივარ და უგულო,მაგრამ აქ სხვანაირად ვერ გადარჩები.ზინასნაირები შეგჭამენ ცოცხლად თუ თავი ოდნავ დახარე.არ უნდა შეიმჩნიო,რომ რამის გეშინია.
–მაგრამ შენ ვერაფერს გაკლებს და ვერც დაგაკლებს.თავისითავი თვითონვე ჩაიგდო გასაჭირში იმ დღეს_ჩაეღიმა სოფიას
–ჰო,მაგრამ მაინც ფხიზლად იყავი.არანორმალურია.
–კი.ნამდვილად.აი მისი მსგავსი ადამიანები სამუდამოდ უნდა დარჩნენ აქ და გარეთ გასვლა არ უნდა ეღირსოთ_ჩაილაპარაკა სოფიამ.
–მართლა სოფია?_ზიზღით კითხა ზინამ,რომელიც კუთხეში იმალებოდა და მათ საუბარს უსმენდა.
–სოფია დანა აქვს_დაიყვირა მაგდამ და სოფიას ხელი კრა,რომ გვერდზე გაეწია.
ზინა გამწარდა და დანა მაგდას ჩაარტყა.სოფია პანიკაში ჩავარდა და ყვირილი ატეხა.ზედამხედველები შემოვარდნენ და ზინა გაიყვანეს.
სოფია მაგდასთან მივარდა.ქალი გონებას კარგავდა.
–მაგდა,გთხოვ შემომხედე,გთხოვ...არ დამტოვო_ტიროდა სოფია და თავზე ეფერებოდა.
–სოფი...ხომ იცი მიყვარხარ_უკანასკნელად გაუღიმა მაგდამ.
–მაგდა...
–სანდრო...სანდრო _მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა და სოფიას მკლავებში დალია სული.
სისხლით დაესვარა სოფიას ხელები და ტანსაცმელი.მაგდა მიხუტებული ჰყავდა და ხელს არ უშვებდა.ძლივს გააშვებინეს ხელები.მაგდა მოკლეს.სოფიას კი დარჩა მხოლოდ დიდი ტკივილი და მწარე გრძნობა,რომელიც ეუბნებოდა,რომ მას ვეღარასდროს ნახავდა.ვეღარ ისაუბრებდნენ.კიდევ ერთხელ აევსო გული ბრაზით ცხოვრებაზე.ახლა უკვე სულ ერთი გახდა ყველაფერი სოფიასთვის.
ზინა ამჯერად დიდი ხნით ჩაკეტეს,მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა,მან წაართვა საუკეთესო მეგობარი.გადაწყვიტა შური ეძია.
–მოვკლავ_ხმადაბალი და ცივი ხმით თქვა სოფიამ.
–რა? _გაკვირვებით ჰკითხა ანამ
–ზინას ბოლოს მოვუღებ.
–ამაზე არც იფიქრო სოფია.გაგიჟდი?უთხრა ანამ
–მან მე მაგდა წამართვა.როგორ ფიქრობ უნდა შევარჩინო?
–შენ მკვლელი არ ხარ სოფია.მაგ ღორზე ხელს ნუ გაისვრი_უთხრა თათიამ და თმაზე მოეფერა
–ჰო,თათია მართალია.სოფია მომისმინე.სასამართლომდე ორი დღე დარჩა.
–საქმეს ნუ გაიფუჭებ_გააფრთხილა თათიამ
–ჰო,აქედან უნდა გახვიდე და ზინასნაირი ღორის და არარაობის გამო ნუ გაინადგურებ მომავალს.თავის თავს თვითონ გამოუტანა სასიკვდილო განაჩენი.შენ არ იფიქრო მაგაზე.
–ჩააძაღლებენ_ზიზღით თქვა თათიამ–ოღონ შენ არ უნდა გაისვარო ხელი მაგ ნაგავზე.
–სოფი,დაგვპირდი,რომ სისულელეს არ გააკეთებ_ეუნებოდა ანა.
სიბრაზე ცხელი ლავასავით იყო მის გულში ჩამდგარი და არ აძლევდა დაწყნარების საშუალებას. თუმცა სოფია ხვდებოდა,რომ თათია და ანა მართლები იყვნენ.ცდილობდ მასში ბაზის ჩახრჩობას.დათოზე,ზურაზე,სალომეზე ფიქრობდა.იცოდა,როგორ მოუთმენლად ელოდნენ ისინი მის დაბრუნებას.მერე მაგდასთან საუბარიც გაახსენდა.გადაწყვიტა,რომ მაგდას შვილისთვის ყურადღება მიექცია და ასე ეცა პატივი მისი ხსოვნისთვის.
...
და დროც ძალიან სწრაფად გავიდა.უკვე საათების დათვლაც შეიძლებოდა სასამართლომდე.მოუთმენლად ელოდა სოფია გათენებას,თუმცა არ იცოდა რას მოუტანდა შემდეგი დღე...



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian gtxov sofio archasva cixeshi. Vici shwni gadasacxvetia. Magram maincc. Me eom vcerde sofias vashvilebinebdi sandros da magdas udanashaulobas davamtkicebdii. Ukacravad rom chaveriee. Zalian magariiaaa. Moutmenlad veli momdwvno tavss

 


№2  offline წევრი fireending

Qeti qimucadze
Zalian gtxov sofio archasva cixeshi. Vici shwni gadasacxvetia. Magram maincc. Me eom vcerde sofias vashvilebinebdi sandros da magdas udanashaulobas davamtkicebdii. Ukacravad rom chaveriee. Zalian magariiaaa. Moutmenlad veli momdwvno tavss

პირველ რიგში დიდი მადლობა,რომ კითხულობთ ♥ ♥ ♥ და მადლობთ შეფასებისთვის.ჰო და რაც მთავარია,მაინტერესებს ჩემს სახლში ხომ არ შემოიპარეთ რამდენიმე თვის წინ და ამ მოთხრობის მონახაზი ხომ არ წაიკითხეთ ? :D სპოილერივით გამოგივიდათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent