ნუთუ ტერორისტს შეუყვარდა (9)
სიცხეა. ლამის ჩამოვდნე. საშხაპეში შევედი და ნელთბილ წყალს მივეშურე. წყალმა იმოქმედა. ხასიათი გამომიკეთა. ხალათი მოვიცვი და აბაზანიდან გავედი. გუჯას ისევ ეძინა. ჩანთა გავხსენი და საჭირო ნივთები ამოვიღე. იქვე არსებულ, სარკესთან მივედი. როგორც ყოველთვის ნაზი მაკიაჟი გავიკეთე. შემდეგ , ისევ საპირფარეშოში დავბრუნდი და ერთიანი შავი, სადა, უბრალო კაბა ჩავიცვი, კედებთამ ერთად. ოთახში დავბრუნდი, გუჯას გაეღვიძებინა. -ოჰ, როგორი თაფლი გოგო მყავს. საწოლიდან წამოდგა და კაბაზე დამექაჩა . -აქ ვისაუზმებთ თუ სადმე გავალთ? -ქალო... სულ საუზმე, ვახშამი როგორ გაკერია პირზე. ხედავ? როგორ გამისუქდი.- ნაზად გამიღიმა და შუბლზე ფრთხილად მაკოცა. -გუჯა, უნდა ვილაპარაკოთ. მეც "თბილი" ხმით მივუგე. -კარგი. მოვწესრიგდები და გავიდეთ. -ჰო, კარგი. ისევ ვფიქრობ. ისევ მცდარი ეჭვები, არ მანებებენ თავს. ისევ პრობლემები, მაგრამ გუჯა რომელიც დამცავი ფარივით მიდგას წინ და ყველაფერს აკეთებს, იმისთვი, რომ მე უსაფრთხოდ ვიყო. უღიმღამო ჩემს თვალებს შევუყურებ, რომლებიც არაფერზე მეტყელებენ. რა არის ბედნიერებისთვის საჭირო?! იქნებ ის, რომ "ჩაძაღლდეს" გუჯას , სიამაყით აღსავსე ბიძა. იქნებ ესაა პრობლემა?! უხეშად ნათქვამია სიკვდილი, არც მიფიქრია, რომ ან გუჯა, ან მე, ან სხვა ვინმე მოკლავს იმ კაცს. მაგრამ დაუსჯელად არ დარჩება. სულიერად "ჩაძაღლდება", ფიზიკურად იარსებებს. მართლაც, რომ მტერი ერთია და ის მხოლოდ გუჯას ბიძაა. არ მოისვენებს სანამ ჩემს ნაძიძგნ სხეულს არ იხილავს, მისგან ნამუშევარს. სიმშვიდეს ვერ ჰპოვებს სანამ, არ გამანადგურებს. ვშიშობ, არ შეეწიროს გუჯა ჩემს მდგომარეობას. არ მინდა მე გადავრჩე, გუჯა კი ხელიდან გავუშვა. და თუ ის მოკვდება...? “ადამიანი მოკვდა. მაგრამ მერე რა არის აქ ისეთი? ყოველ წუთს კვდება ადამიანი, ასე ამბობს სტატისტიკა. არც ამაშია არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ იმისთვის, ვინც მოკვდა, მისი სიკვდილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე თავისი ღერძის გარშემო მბრუნავი მთელი დედამიწა.” რწმენა დავკარგე. ახლა მხოლოდ გუჯაზე ვარ დამოკიდებული. იქნებ წავიდე?! იქნებ გავექცე მწარე რეალობას?! არა! ეს ხომ, დროებითია. დღეს არის, ხვალ არ იქნება . თავს ვიტყუებ. წამის მეასედში სიმშვიდეა, შემდეგ კი, სასოწარკვეთილების ჟამს მისული მე, თითქოს სიცოცხლის დასასრულს ვუახლოვდები. ის გრძნობა მეზიზღება, რიმელსაც ახლა ვგრძნობ. ვცდილობ ვიყო ბედნიერი, მაგრამ როგორ?! "ძალიან ჩვეულებრივად" ტაქსი მოვიძიეთ. შიგ ადგილი დავიკავეთ და გზას გავუდექით. ბევრი კაფე, ბარი, რესტორანი, კლუბია აქ. ერთერთ კაფეში შევედით და მაგიდასთან ადგილი დავიკავეთ. მალევე ჩაიწერა ოფიციანტმა შეკვეთა და მანაც დაგვტოვა -რაზე გინდოდა საუბარი?- გუჯა -ჩემს სწავლა-განათლებაზე-მე -რთული თემაა. -როგორ იქნება ჩემი საქმე? -მოვაგვარებ, აუცილებლად. უნივერსიტეტში აქ ვერ ჩააბარებ. ლონდონი, ნიუ-იორკი ან მოსკოვი. პრინციპში მოსკოვი არ გვაწყობს. მანდ ბიძაჩემის ძაღლები ყველგანაა. ერთი სიტყვით, ცოტა დრო მომეცი. -კარგი. -გული არ დაგწყდეს. პროსტა, ფიზიკურად ვერ მოხერხდება ეგ. -ხო ვიცი. ხელი ხელზე დამადო, ნაზად მაკოცა ზედ და ოფიციანტის მიერ მოტანილ ყავას შეექცია. ვისაუზმეთ. ახლა ნელი ნაბიჯებით მივუყვებით ბილიკს. ხელი მჭიდროდ ჩამჭიდა. ჩემი ხელი მასში ახლართა და მოკრძალებულად გამიღიმა. როგორ მეშინია მისი დაკარგვის. მეშინია, რომ წამართმევენ. ხელიდან გამომაცლიან ბედნიერებას და ფერფლად აქცევენ, როგორც ფუჭ ოცნებას. მეზიზღება ეს გრძნობა. თითქოს ვიძირები, მივდივარ, მას კი აქ ვტოვებ, ხალხისგან ნაწამებ სამყაროში სადაც სიცრუის, ორპირობის და ყიდვა-გაყიდვის მეტი არაფერია. მეშინია გესმით?! მეშინია, რომ ეს სამყარო "გამაფრენიებს", გამაგიჟებს და სიყვარულისგან ნაწამებ ცხოვრების გმირად მაქცევს. მინდა , ვეწვიო სამყაროს, რომელშიც ვიქნებით, მხოლოდ მე , გუჯა და ბედნიერება. მინდა ვხედავდე ჰორიზონტს, ტიალ მინდორს სადაც ვისეირნებ ყოველ დილით და დავტკბები იმ ბედნიერებით, რომელიც დავიმსახურე მე, ამ ხნის მანძილზე. რწმენას ადვილად მიჰყავს ადამიანი ფანატიზმამდე. აი რატომ დაიღვარა ამდენი სისხლი რელიგიისთვის. შემწყნარებლობა ეჭვის ქალიშვილია. ("რემარკი") -როდესმე მიმატოვებ? - გუჯა ჩამეცინა. -ჩვენ ხომ უბრალოდ მეგობრები ვართ. - მე -ერთი წუთით... - სვლა შეწყვიტა და გამომცდელად შემომხედა-შენ რა? ამ ურთიერთობას მხოლოდ მეგობრობას უწოდებ? -გუჯა... -არა ანასტასია... მეგონა იმავეს გრძობდი რასაც მე. მეგონა, რო... მე შევცდი? -გუჯა არა! მისმინე! მე ჯერ... მე უბრალოდ, არ ვარ მზად. ვიცი, მაგრამ არ მსურს გამოვუტყდე საკუთრ თავს. მე, არ ვიცი რას გრძნობ "ჩემს მიმართ", მაგრამ მე რასაც ვგრძნობ ეს არ არის ისეთი რამ რასაც შეიძება მეგობრობა ეწოდოს. უბრალოდ ამჯერად ვიყოთ მეგობრები. -ანასტასია, ყველაფერი ადვილადაა, მე შენ მიყვარხარ, შენ მე გიყვარვარ. ხომ ასეა? მითხარი, რომ ასეა. -არ ვიცი... -კარგი... შენ უბრალოდ არ ხარ მზად. ვიცი! იცი? პირველად შენს სიყვარულში როდის დავრწმუნდი? მაშინ, როცა საავადმყოფოდან გამოგწერეს. სწორედ იმ დღეს როდესაც სამზარეულოში იდექი და შოკოლადს ეძებდი. უცნაურია, ძალიან უცნაურუ. რატომ, მაინცდამაინც ეს დღე... -შენს სიყვარულში მაშინ დავრწმუნდი, როცა დილეგში ვიყავი გამომწყვდეული. სწორედ მაშინ მივხვდი როგორი მთავარია შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. გუჯა... არ მინდა ნაადრევი გადაწყვეტულების მიღება. -მესმის... არც არის საჭირო. ახლა მთავარი ბიძაჩემია. ის უნდა მოვიშროთ. -მადლობა, რომ გესმის ჩემი. -რო მიყვარხარ თორე...-შუბლზე მაკოცა და სვლა ერთად განვაგრძეთ. სასტუმროში დავბრუნდით. მეორე სართულის ვერანდაზე ვიყავით, კვიპროსის ულამაზესი ხედი უფრო ლამაზდებოდა ლამპიონების შუქზე. ერთად შევიგრძნობდით. ერთად ვსუნთქავდით. ერთად ვიღებთ სიამოვნებას ამ ყველაფრისგან. -როდის დავბრუნდებით? - მე -სულ მალე. -სახლი მომენატრა. სამზარეულო და ჩემი ოთახი. -რომელი სახლის, რომელი ოთახი და სამზარეულო? - გაიკვირვა და ტუჩის კუთხე ჩატეკა. -რა თქმა უნდა ის სახლი, რომელშიც იძულებით მიწევდა დარჩენა. -გიწევდა. რა დრო მოვიდა... იქ სადაც შენთვის გაჩერება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, ახლა სანატრელად გაგიხდა. -შენი დამსახურებაა. -რა თქმა უნდა. -პიცა მინდა. -წავიდეთ, ვჭამოთ. -Έχετε κάνει πίτσα στα δεκαπέντε δωμάτια- გუჯა პერსონალს პიცის მოტანა ვთხოვეთ და ოთახში დავბრუნდით. -გუჯა, დედაჩემს დავურეკავ. - ოთახში შესვლის შემდეგ ვთხოვე, მაგრამ უარი მივიღე. ყველაზე დიდ საფრთხეს ქმნის მობილურით კომუნიკაცია, ჩემს შემთხვევაში. ამას კი ახლა ვხვდები. როგორ შევიძულო საკუთარი თავი, მაშინ როცა, ყველაზე მეტად მიყვარს. -მობილურები ისმინება ქალბატონო- გუჯა -წასვლის ზუსტი თარიღი მითხარი თორემ გავაფრენ, გუჯა გეფიცები. -მისმინე, ერთი თაზოა, დედაჩემს ეხმარებოდა, ის ახლა შენს ძმას ეჩალიჩება, მაგრამ წამოსვლამდე მოვურიგდი რო ბიძაჩემთან ხალხი შეეგზავნა. ძაან რთულია გესმის? მეც კი არ მინდობს და შენ წარმოგიდგენია რას გიზამს? მალე იქნება ახალი ამბავი, არვიცი კარგი იქნება თუ ცუდი, მაგრამ ვიცი რო რაღაცას მაინც შევიტყობთ. ს**ი ბიძაჩემის გეგმები მაინტერესებს, უნდა ვიცოდე რო მერე მქონდეს მასთან გამკლავების საშუალება. -ხო, კარგი, ახლა პიცა მინდა. - ხელი ავიქნიე და თემის გადატანა ვცადე. -ათ წუთში იქნებაო. -ათიც გავიდა და თხუთმეტიც. -აჰა, თქვი და მოვიდნენ კარი გააღო და ახალგაზრდა ბიჭს, პიცის ყუთი გამოართვა. პიცის ჭამას შევუდექით. ამასთანავე, მრავალი საკითხი განვიხულეთ, მომავთან დაკავშირებით. ვილაპარაკეთ, მის დაზეც. ისიც მალე იქნება ჩვენთან. ყველაზე მეტად, მაოცებს ჩემი ძმის, უფროსწორედ ნახევარ ძმის არნახვის სურვილი. დღემდე არ გამჩენია, ის სურვილი და მონდომება, რომ მენახა როგორია იგი. მის გახსენებაზე მამაჩემიც გამახსენდა. მაინტერესებს სად არის, რას შვება, როგორ არის, სად ცხოვრობ. მაინც ვღელავ, ის ხომ მშობელია. არ ვღელავ არც სალიზე და არც დედაზე, ვიცი, ისინი უსაფრთხოდ არია. ახლა, ისევ "ჩვენ". როდის გამოვუტყდი საკუთარ თავს, რომ მიყვარს ის?! აამ კითხვაზე საკუთარ თავსაც კი ვერ ვცემ პასუხს. არ ვიცი ეს როდის მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ მიყვარს ის. ან იქნებ მე მგონია ასე. იქნებ მე მისი სიყვარული ამეკვიატა. მაგრამ მე რასაც ვგრძნობ, რაც მემართება მის შეხებაზე და თუნდაც შემოხედვაზეც კი, ეს... უბრალოდ... ვერ იქნება "აკვიატება" ან მოწონება. მე მწამს მისი და ჩემი სიყვარულის. პიცა აღარ არის. ახლა, "ვგდივართ" ხალიჩაზე და უაზროდ ვიცინით. -ვარსკვლავებს ვხედავ- გუჯა -სად ხედავ ვარსკვლავებს, ეს ხომ უბრალიდ ჭერია- ვუთხარი და მის "დაბოლილ" სახეზე გამეცინა. -მემგონი პიცამ დამათრო- ისევ განაგრძო სიცილი. -აშკარად-მე -ჩამეხუტე რა მივუახლივდი და გულზე თავი დავადე, მანაც ხელები მომხვია და იქამდე ვიყავით ასე სანამ მზის შემაწუხებელმა სხიევებმა არ იწყეს ჩვენი შეფხიზლება. გუჯას მკერდზე ვიღვიძებ. მისი გულის ცემა ყურს მიხშობს. შემდეგ ისიც იღვიძებს თავზე მკოცნის და გვერდებს იტკიებს -მთელი ღამე რო იატაკზე გვეძინა კიდე კარგად ვართ- გუჯა -მე მშვენივრად ვარ-მე -იმიტო რო გულზე მყავდი მატლივით -იდიოტი ხარ. წავალ მე ახლა საპირფარეშოში და მერე წავიდეთ ვჭამოთ -ხო ჭამე მეტი არ გინდა არაფერი დილიდანვე სიცილით დაიწყო ჩვენი დღე. ვისადილეთ შემდეგ გუჯას ფული ვთხოვე რადგან ტანსაცმელი მეყიდა. ახლა დაჩანჩალებს ჩემი ოთხი კაბით და რვა ფეხსაცმლით ხელში. -ანასტასია დავიღალე -გუჯა ცოტაც და წავიდეთ -გოგო კიდე რა გინდა, რაღას ეძებ, თითქმის მთელი მაღაზია იყიდე. -ნუ წუწუნებ. -ღმერთო მესროლე კამეჩის წიხლი, ვის ხელშ ჩამაგდე. -რა დებილი ხარ ბიჭო- სიცილი დავიწყე. სამი კაბა შეემატა კოლექციას. ახლა სასტუმროში ვბრუნდებით. გუჯამ მითხრა დღეს შეიძლება, სასიხარულო ამბავი შევიტყოთო. -ოთახში ავიდეთ რა ცოტას წავუძინებ-გუჯა -დაგაძინებ ახლა მე შენ სამუდამოდ-მე -აუუ ანასტასია დავიღალე, ექვსის მერე იმ მაღაზიებში დამაჩანჩალებ -ხო კარგი, კარგი. მე ვერანდაზე ავალ და რამე ცივი სასმლის მოტანას ვთხოვ -იიმეე, ჩემი თაფლი გოგო- ლოყაზე მიჩქმიტა და ტუჩთან ახლოს მაკოცა. ცივ ალუბლის კოქტეილს მივირთმევ, თან ხედს შევყურებ. გვერდით, მოალერსე ახალგაზრდა წყვილს მოვკარი თვალი. ისეთი სითბო იგრძნობა მათგან, თითქოს ვიზიარებ მეც, მათთან ერთად, მათ სიყვარულს. ახლა ყურადღება, სამ დაქალზე გადავიტანე. სწორედ ის პოზიტივი მოდის მათგან, რაც სალისგან. იგრძნობა მათი სიყვარული, ერთმანეთის მიმართ. მორჩა ფიქრი და სხვისი სიყვარულით ტკბობა. მეც მყავს ჩემი სიყვარული. გუჯა გამახსენდა. მომინდა მასთან მისვლა. ასეც მოვიქეცი. ოთახის კარი შევაღე. -კი, კი. კაროჩე, აეროპორტში დაგხვდებით რაა...არა, ძმა არა. ვინდავინ მოდიხართ. კაი, ბაზარი არაა. მას, მობილური აქვს. ის ვიღაცას ელაპარაკება და მე?! -გუჯა! ვინ იყო? მობილური... როგორ? -მოდი, მოდი კარგი ამბავი მაქვს -დედაჩემს დავურეკავ რა გთხოვ -კი, კი დაურეკე, მაგრამ მაქამდე ძან მაგარი ამბავი მაქსვ. ესეიგი... საზღვარზე არის სამხედრო რაზმი. რო რამე უსაფრთხოდ ხარ -მოიცა.... ვერ გავიგე -ანუ... პოლიცია საქმეშია. მალე ბიძაჩემი და მისი ხალხი მოგვშორდება. ბიძაჩემს რო დაიჭერენ, თავისთავად მისი ძაღლები ვეღარ გაქაჩავენ. მის სახლსაც უთვალთვალებენ, დღედღეზე შეიძლება ჩაჯდეს ციხეში. -რა მაგარია. ასე უცებ? როგორ? -პოლიციის ჩარევით. რაზმი გამოუგზავნიათ. მამაშენის და შენი ძმის ხელი ურევია ამ საქმეში. -აჰა, გასაგებია. და... ვინ უნდა ჩამოვიდეს? -ბავშვები მოდიან. -მართლა? სალიც? -ხოო სიხარულისგან ვეღარ გავაანალიზე რას ვაკეთებდი და კალთაში ჩავუხტი. მისი რეაქცია, ნული იყო, მაგრამ მაინც უხერხულია. უცებ წამოვხტი და თმები გავისწორე. -ცხრაზე აეროპორტში უნდა დავხვდეთ. -კარგი ისევ ელვის სისწრაფით მოხდა ყველაფერი, ჯერ დაწყებულიც არ იყო, ისე დამთავრდა, ნუ... მთლად ასეც ვერ ვიტყვი, დამთავრების პროცესშია. -დე... როგორ ხარ. -ტასუნა დედი... შენ ხარ დე? მე კარგად ვარ დედი, შენ როგორ ხარ დე... დედი მომენატრე, ჩემო პრინცესა. -დეე მეც დეე, ძალიან მომენატრე. სულ მალე შენთან ვიქნები დე. -ვიცი დედი. გუჯამ დამირეკა და მითხრა. მამაშენიც იყო მოსული... -ხო... დე... ახლა მარტო ხარ? - მარტო ვინ გამაჩერებს, სამი ჩემხელა კაცები დგას კართან -კაი დეე, გაკოცე დე და მალე გნახავ. -მეც, ჩემო ანგელოზო გელოდები დედი. დედასთან საუბრის მერე, თითქოს ტვირთი მომეხსნა. დავიცალე და შვება ვიგრძენი. ახლა უფრო კარგ ხასიათზე ვარ. უკვე რვა საათია. სიცილი წამსკდა და ჩემი თეთრი კაბით ლამის იატაკი მოვწმინდე. -ვერ ხარ - გუჯა -ვიცი- მივუახლოვდი და ტუჩის მარჯვენა მხარეს ნაზად ვაკოცე. -ოჰოოოო ერთი ამას დამიხედეთ, ეს გამოწვევაა? -აჰამ -დუელში მიწვევ ანუ... -კეეე -დაე იყოს ნება შენი. სასტუმროს ტაქსი გამოვაძხებინეთ. საათ ნახდვარში კი აეროპორტში ვიყავით. მე კიდე, ათიწუთის სავალზე მეგონა. აეროპორტის საცდელ სკამზე დავიკავეთ ადგილი. ათის ნახევარზე უკვე თვითმფრინავი ადგილზე უქნებოდა. ჩვენც მოულოდნელად ველით მათ ჩამოსვლას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.