შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ქალი [ნაწილი მეორე] [4]


26-10-2017, 17:56
ავტორი მე♥
ნანახია 6 450

ეზოში სკამზე ისხდნენ და ღამის სიჩუმის დარღვევას არცერთი არ აპირებდა. პრიციპში ეს ის დროა როცა სათქმელი მარტო ელიკოს აქვს, უნდა რომ ყველაფერი მოიყვეს რასაც აქამდე გრძნობდა, ფქრობდა, აკეთებდა, მაგრამ ენა არ ემორჩიელება. არა იმიტომ, რომ აბოს შეხებას და გვერდით ყოფნას ყავს დადუმებული და დამუნჯებული, უბრალოდ არ იცის როგორ და საიდან დაიწყოს.
ღიმილით გადახედა მის გვერდით მდჯარ გვიჩიანს რომლის სახეზეც ცივი შტრიხები ყოველთვის გამოკვეთილად ჩანს. მარჯვენა ხელი მამაკაცის სახისკენ წაიღო და თითებით ნაზად მოეფერა მის ოდნავ წამოზრდილ წვერს. აბომ თავი ელიკოსკენ მიატრიალა და ბაგეები ოდნავ შეახო ქალის თხელ და ნატიფ თითებს.

-მოგენატრე?_ჩურჩულით კითხა ელიკომ და ტუჩებით მამაკაცის ლოყაზე შეეხო.

-არა, ვეცადე რომ არ მომნატრებოდი. _სწრაფად უპასუხა და სახეგაშეშებული ქალის დანახვისას ღიმილი ვერ შეიკავა. _რომ მომნატრებოდი პირველ ნაბიჯს აუცილებლად მე გადმოვდგამდი. _თვალი ჩაუკრა, ცალი ხელი წელზე მოხვია და შუბლზე აკოცა. _უბრალოდ შენ ჩემზე მგრძნობიარე აღმოჩნდი და მალე დამნებდი. 2 დღეც რომ მოგეთმინა მე მოვიდოდი შენთან. _ქალის გაღიზიანებას არ წყვეტდა გვიჩიანი და თან ტუჩის კუთხეში ცინიკურად იღიმოდა.

-შენ წარმოიდგინე და ახლა სულ არ ვბრაზობ საკუთარ საქციელზე, პირიქით მიხარია პირველს მე რომ მომენატრე და მე მოვედი, ძალიან ბევრჯერ წამოგაძახებ ამას!_ნიშნის მოგებით ჩაილაპარაკა და ორივე წარბი სასცილოდ ასწია მაღლა.

-წამოძახებები არ მიყვარს, მეტიც ვერ ვიტან! წარსული წარსულია!_თითი დაუქნია და ბაგეებზე ოდნავ შეეხო.

-შენმა შვილმა იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ თუ ჯერ არაფერი გითქვამს?

-არა, არაფერი მითქვამს. ურთიერთობის დაშლის შემთხვევაში რთული ასახსნელი იქნებოდა დაჩისთვის რა და როგორ მოხდა, ასე რომ მირჩევნია როცა ყველაფერი კარგად დალაგდება მერე ავუხსნა სიტუაცია.

-მართალი ხარ, ბავშვზე ყველაფერი მოქმედებს. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა და პირდაპირ გაიხედა. _პირდაპირ რომ რესტორანია ხედავ?

-ვხედავ.

-ჩემი ყოფილი ქმარი მანდ მეპატიჟებოდა ხოლმე, რომანტიკულ ვახშამს ვიწყოდბით. _დამცინავად ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი სიმწრით მოიკვნიტა. _პირველად აქ რომ მოვედი პირველი ეგ რესტორანი მომხვდა თვალში, მაგრამ მაშინ ასეთი განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. ახლა ჩემს პირდაპირ როცა ვხედავ ყველაფერი მახსენდება და გული მერევა. როგორ ვცხოვრობდი მოღალატე კაცთან ამდენი ხანი, როგორ ვერაფერს ვერ ვატყობდი, როგორ მეგონა რომ ჭამის დროსაც კი ანგელოზი იყო და როცა ჩემს სადღეგრძელოს სვამდა გულში სხვა ქალთან სექსზე არ ფიქრობდა. საკუთარ თავს ამ შეცდომებს ვერასოდეს ვერ ვაპატიებ, როგორი ცხოვრებაც არ უნდა მქონდეს. _ცრემლიანი თვალებით გადახედა დადუმებულ აბოს და სევდიანი ღიმილით გაიღიმა.

-დარწმუნებული ხარ რომ მთელი ცხოვრება ასე მტკივეულად გაიხსენებ ამ ამბავს?

-არ ვიცი, წესით არც ახლა უნდა ვიხსენებდე, მაგრამ საკუთარ თავზე ბრაზი არ მაძლევს უფლებას ყველაფერი დავივიწყო.

-ვერ დაივიწყებ იმიტომ, რომ ეს შენი წარსულია, ის პერიოდი როდესაც გონებაში ყველაფერი მუქი შრიფტით იბეჭდება. როგორც არ უნდა მოინდომო შენს ქმართან გატარებულ ვერცერთ დღეს დაივიწყებ, ეს შენი ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელ წლებში ხდებოდა და იმიტომ. უბრალოდ ახლა უნდა შეეცადო რომ წარსულზე ძალიან ცოტა და ჯანსაღად იფიქრო, არ იფიქრო იმაზე ვინ როდის და რა ვითარებაში გიღალატა, ან ვისთან. ეს ყველაფერი უკვე შენს ნერვებს აზიანებს, ამ ყველაფრით მხოლოდ საკუთარ თავს და მომავალს ვნებ, სხვა ყველაფერი დასრულებულია. ამ საკითხზე დარდის დრო უკვე ამოგეწურა, ახლა უბრალოდ უნდა გაიხსენო და მორჩა!

-შენ, შენ როგორ გახსენდება დაჩის დედა?_ჩურჩულით კითხა და ცრემლიანი თვალები რამდენჯერმე ზედიზედ დააფახუნა.

-ძალიან ცუდად, მაგრამ ეს წარსულია და ამაზე ფიქრი არ ღირს. უბრალოდ მე და დაჩის დედა ცუდ ვითარებაში გადავეყარეთ ერთმანეთს, მაგრამ რაც იყო იყო, ამ ისტორიამ დაჩი მაჩუქა და საერთოდ არ აქვს მნიშნველობა რა იყო წარსულში იმ ქალთან! _ლოყაზე თითები ნაზად მოუსვა და ცხვირის წვერზე აკოცა.

-კარგია შენთან, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. _მამაკაცის სხეულზე მიწებებულმა ჩაიჩურჩულა და თვალები დახუჭა. _მინდა რომ ასე დიდხანს გაგრძელდეს!

-ეს ჩვენზეა დამოკიდებული!

~~~
სახლში დაბრუნებულმა დაღლილმა გაიხადა მაღალქსულიანი ფეხსაცმელი და შემოსასვლელში ლამაზად დააწყო, თვითონ კი დივანზე გაიშოტა და თვალები დახუჭა.

-კარგი ქენი დასასვენებლად რომ გაუშვი.

ჩურჩულით ჩაილაპარაკა ელიკომ და აბოს ცალი თვალით გახედა. მამაკაცს პერანგი გაეხადა და სავარძელში ჩამჯდარიყო. ქალმა სწრაფად დაჭყიტა თვალები, დივანზე წამოჯდა და შეყვარებულს დაჟინებული მიაშტერდა.

-ოდესმე მითქვამს რომ ძალიან სექსუალური სხეული გაქვს?_თვალებმოჭუტულმა კითხა და წარბები შეათამაშა. აბოს ტუჩის კუთხეში ჩაეცინა, ფეხზე წამოდგა და ქალისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა.

-თვალებით ბევრჯერ. _ცინიკურად გამოაჯავრა და მის გვერდით ჩამოჯდა, ცალი ხელი წვრილ წელზე მოხვია ცალი კი თმებში შეუცურა და თავისკენ მიიზიდა.

-თვალები, როგორი გამყიდველები არიან!_დუდღუნით ჩაილუღლუღა და აბოს ბაგეებს ოდნავ შეეხო. _ის შენი თანამშრომელი, მართლა თანამშრომელია თუ გეკურკურება?_ვნებიანი ხმით ჩასჩურჩულა აბოს და ლოყაზე ნაზად აკოცა.

-ნუ ეჭვიანობ!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა და ცხვირის წევერზე აკოცა.

-უბრალოდ გეკითხები, შენი აზრი მანტერესებს.

-ხომ იცი მსგავს თემებზე საუბარი არ მიყვარს!

-კარგი როგორც გინდა. _ღიმილით ჩაილაპარაკა და თავი მხარზე დაადო. _ხო, მართლა. _მოულოდნელად წამოიძახა და წელში გასწორდა._რესტორნიდან რომ გამოვდიოდით ლაზარეს რაზე ესაუბრებოდი?_ინტერესით იკითხა და მამაკაცის პასუხს დაელოდა. აბომ ტუჩის კუთხეში მშვიდად ჩაიცინა და ქალს თვალი ჩაუკრა.

-ამ თემაზე შენთან საუბარი რომ გვდომოდა სამივე ერთან განვიხილავდით. _მოკლედ უპასუხა, ფეხზე წამოდგა და სააბაზანოსკენ წავიდა. _ყავას გამიკეთებ?

-კი ახლავე.

~~~~~~~~
-დილა მშვიდობისა. _ღიმილით შევიდა სახლში ლაზარე და ერთ ადგილზე გახევეულ ელიკოს ლოყაზე აკოცა.

-რა ხდება, ვინ დაგპატიჟა?_წარბაწეულმა კითხა ძმას და რკინის კარი მძიმედ დახურა. ლაზარემ სკოლის ჩანთა დივანზე დადო და დისკენ მიტრიალდა.

-შენ არა.

-მერე აქ რას აკეთებ?

-გადავწყვიტე რომ შენ არ გისმინო და ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ურთიერთობის გამოსასწორებლად. _აუხსნა და თვალი ჩაუკრა. ელიკომ დოინჯი შემოიდო და ძმას ალმაცერად გადახედა, რომელიც საერთოდ არ ხუმრობდა, ამ ყველაფერს მთელი სერიოზულობით ამბობდა და აკეთებდა კიდევაც. _სკოლიდან მოვდივარ. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა ლაზარემ.

-ხელები დაიბანე და გაჭმევ!_ცივად ჩაიდუდღუნა ელიკომ და სააბაზანოსკენ წასულ ძმას ჩუმი ღიმილით გააყოლა თვალი.

-აბო მომწონს, მართალია კარგად არ ვიცნობ და არც დიდად ვიხიბლები თქვენი ურთიერთობის სერიოზულობით, მაგრამ მე მგონი ცუდი კაცი არ არის. _როგორც კი მაგიდასთან დაჯდა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და შუბლშეკრულ ელიკოს გაუღიმა.

-ჩემი და აბოს ურთიერთობა შენი განსახილველი ნამდვილად არ არის!

-ვიცი და არც განვიხილავ, უბრალოდ და-ძმურ ამბავში ჩემს აზრს გიზიარებ ეგაა და ეგ.

-კარგი, სკოლაში რას შვები? ბიოლოგიაში და გეოგრაფიაში ისევ დაბალი ნიშანი გყავს?_ინტერესით იკითხა და თეფშზე ყველი დაუდო.

-მოიცადე, შენ რა იცი გეოგრაფიაში და ბიოლოგიაში დაბალი ნიშანი რომ მყავს? შენ რომ სახლიდან წახვედი მე მაგ საგნებს არ ვსწავლობდი. _დაეჭვებულმა გადახედა დას და წინადადების ბოლოს გააზრებული ფიქრებისას გაეღიმა. _შენ რა, ჩემს ამბებს კითხულობდი?_ლაზარემ კითხვას ბედნიერების ნოტები ამოაყოლა და ლოყებაწითლებულ ელიკოს თითებზე მოეფერა.

-რამდენჯერმე ქერა იყო სკოლაში და იმას ვკითხე..._ბოლომდე მაინც არ გატყდა.

-არა უშავს, მე ეგეც მახარებს.

-შეყვარებული გყავს?

-არა, მაგრამ ერთი გოგო მომწონს.

-იმედია ეგ მოწონება სერიოზულ ურთიერთობაში არ გადაიზრდება.

-რა ბოროტული ნათქვამია, ელიკო, რა გჭირს?_სიცილით კითხა დას და წყალი მოსვა.

-არაფერი, უბრალოდ შენს ასაკში სიყვარული ძალიან რთულად გასაგები გრძნობაა. მარცხსაც ძალიან მტკივნეულად ეგუები და ბედნიერებაც. ბევრი გრძნობა და ემოცია გერევა ერთმანეთში და ნამდვილის გარჩევა გიჭირს. ზუსტად მაგ მიზეზით მქვია ქმარს გაშორებული ქალი დღეს, მე რომ თავის დროზე თავში ჭკუა მქონოდა ცოლად არ გავყვებოდი!

-ხო, მაგრამ შენ შენი ქმარი გიყვარდა.

-მე მიყვარდა, მაგრამ მას არა. მისთვის უბრალოდ გატაცება ვიყავი, რომელიც ჩემმა საკუთარმა დეიდაშვილმა ჩაანაცვლა, თანაც ძალიან მარტივად. ზუსტად მაგას გეუბნები ჩემი ყოფილი ქმრის მაგალითზე.

-სერიოზულს არაფერს არ ვაპირებ, თან მე მგონი მართას არც მოვწონვარ.

-სახლში იციან აქ რომ ხარ?

-არა,უცებ გადავწყვიტე შენთან მოსვლა.

-დედამ არ ინერვიულოს. _ლაზარემ თავი გააქნია და ტელეფონი ამოიღო.

-დავურეკავ და ვეტყვი რომ შენთან ერთად ვარ.

-თუ გინდა დღეს დარჩი. _მოულოდნელად ჩაილაპარაკა და ლაზარეს გაფართოვებული თვალების დანახვისას ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. თვითონაც არ იცის ეს რატომ შესთავაზა, წარმოდგენა არ აქვს გონებამ როდის გაიფიქრა გაჟღერებული წინადადება და საერთოდ როგორ დაეთანხმა გული ამას. დაბნეულმა უხერხულად ჩაახველა და პირდაღებულ, ხელებგაშეშებულ ძმას დააკვირდა.

-დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა თუ უბრალოდ წამოგცდა?_დაბნეულმა ლუღლუღით კითხა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

-თუ გინდა დარჩი. _სწრაფად უპასუხა, სახე გაასწორა და ფეხზე წამოდგა.

-დავრჩები. _ბედნიერმა გაუღიმა და ფეხზე წამოდგა. _ჭურჭელს მე დავრეცხავ, შენ მაგიდა აალაგე. _ნიჟარასთან მისული ხელის მარტივი მოძრაობით გვერძე გასწია და ადგილი თავად დაიკავა.

-ხელთათმანები დაბლა კარადაშია. _ძმის ქმედებით გაკვირვებულმა ჩაილუღლუღა და მაგიდის ალაგება დაიწყო.

~~~~
-რა წამოვიღო?

-რაც გაგიხარდება..._კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და გარდერობის სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა. _ლაზარეა ჩემთან.

-ძალიან კარგი, ლაზარეს კითხე.

-რა ვკითხო?_დაბნეულმა დასწია თავი დაბლა და იატაკს დააჩერდა.

-რამე ხომ არ უნდა რომ წამოვუღო.

-აა, ხო, ახლავე. _ოთახის კარი გააღო და დივანზე წამომჯდარ ლაზარეს გასძახა. _აბო ამოდის ჩემთან და რამე ხომ არ გინდა რომ წამოგიღოს?

-არა, გმადლობ. _თვალი ჩაუკრა და ისევ ტელევიზორს მიუტრიალდა.

-არაო.

-კარგი, დროებით.

~~~
ლაზარეს გვერდით მოკალათებული ტელეფონზე ახლადგაფრენილ ქერას ემესიჯებოდა და მოგზაურობის ამბებს ეკითხებოდა. ერთი საათი გაუთავებლად წერდნენ ერთმანეთს, წამითაც ვერ მოასვენა თითები, ყველა დეტალი არა, მაგრამ ბევრი სიახლე გამოკითხა, ისიც გაბადრული პასუხობდა და საკუთარ ბედნიერებას უზიარებდა. მერე გასასვლელები ვართო დაუბარა და სულ გაქრა.
კარის ხმაზე ტელეფონი დივანზე დააგდო და შემოსასვლელისკენ წავიდა.

-როგორ დახუნძლულხარ. _სიცილით ჩაილაპარაკა ელიკომ და პარკი გამოართვა.

-დღეს ფეხბურთია და რადგან ლაზარეც აქ არის ვიფიქრე ერთად ვუყურებდით.

-ფეხბურთის საყურებლად მოხვედი?_წარბაწეულმა კითხა და დაღრენილმა გამოაღლა მაცივრის კარი.

-რა ვქნა, მე რისთვისაც მოვდიოდი ის საქმე დღეს არ გამოვა. _ცინიკური ღიმილით ჩაილაპარაკა და წარბი შეათამაშა.

-არ ვიცი ლაზარე უყურებს თუ არა ფეხბურთს.

-ვკითხავ. _მოკლედ უპასუხა და მისაღებში გავიდა.

-კითხავს... ვინ მექაჩებოდა ენაზე, ან ძმას რას ვიტოვებდი რომელი მოსიყვარულე და მე ვარ. _საკუთარ თავზე გაბრაზებულმა დაიღრინა და მისაღებში მსხდარ ბიჭებს ცალი თვალით გახედა. _ვინ თამაშობს?_მოჩვენებითი ინტერესით გასძახა და პარკიდან ჩიფსების შეკვრა ამოიღო.

-ჩვენები თამაშობენ. _სიცილით უპასუხა ლაზარემ.

გაბრაზებული მისაღებში აღარ გასულა, პროდუქტები ამოალაგა და სამზარეულოს მაგიდასთან დაჯდა თავისი ლეპტოპით. აბო და ლაზარე მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე საუბრობდნენ და ხელი არ შეუშალა, თანაც ფეხბურთის თემამ ისე გააბრაზა მათთან საუბრის სურვილიც კი არ აქვს.
არა, აბა რა ეგონა დასხდებოდნენ და თბილად განიხილავდნენ ერთმანეთის ამბებს?! არ გავს ეს ელიკოს ფიქრებს.

-შენ არ გამოხვალ?_ზურგს უკან აბოს ხმა მოესმა. თავი ოდნავ მიატრიალა მამაკაცისკენ და უარყოფითი პასუხის ნიშნად გააქნია.

-რა მინდა, არ ვგულშემატკივრობ არცერთ გუნდს. _ცივად ჩაილაპარაკა და ლეპტოპს ჩააშტერდა.

-ჯერ არ დაწყებულა თამაში. _ლოყაზე უჩქმიტა აბომ და მის წინ ჩამოჯდა.

-მე მეგონა ერთად დავსხდებოდით და რამე საინტერესოზე ვისაუბრებდით. _ნაწყენმა ჩაიჩურჩულა და ლეპტოპი დახურა.

-ელიკო, ფეხბურთის ყურება არ ნიშნავს იმას რომ საუბრისთვის ვერ მოვიცლით. _ნიკაპზე თითები მოუჭირა და ქვემოთ დაქაჩულ ბაგეზე კბილები მსუბუქად მოსდო.

-ეგრე არ მინდა! უყურეთ ფეხბურთს და მერე გავაკეთოთ რამე. მე მანამდე ვახშამს მოვამზადებ. _აბოს ქმედებით გახალისებული ფეხზე წამოდგა და სპორტული შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი აესვეტა წინ. გვიჩიანმა ორივე ხელი მსუბუქად მოხვია წელზე, თავისკენ მიიზიდა და შუბლი მუცელზე მიადო.

-რომ იცოდე შენთან რა კარგია, მთელი დღის სტრესის მოხსნაში მეხმარები შენი ერთი ღიმილით! _დაღლილი ხმით ამოილაპარაკა მამაკაცმა.

ელიკომ კმაყოფილმა და ბედნიერემა ჩაიღიმა. როგორი ძნელიც არ უნდა იყოს იმ ყველაფრის შემდეგ ამ სიტუაციაში ყოფნა დარწმუნებულია რომ შეძლებს. აბოსთან ყოფნის დროს ძალიან დიდ ძალას გრძნობს, თავი სამყაროში ყველაზე ბედნიერი ქალი ჰგონია. მართალია მათი ურთიერთობა ჯერ-ჯერობით არ არის იმ ეტაპზე რაიმე სერიოზულზე იფიქროს, მაგრამ ზუსტად იცის რომ ასეც ძალიან კარგად გრძნობს თავს. ბედნიერია, მამაკაცი რომელიც ახლა მის სხეუზლეა ჩაფრენილი და იხუტებს, ელკოსავით კმაყოფილია იმით რაც აქვს.

ძალიან დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ქმართან ჩახუტებული საკუთარ სადარბაზოში იდგა, მაშინ ძალიან მოეწონა ყოფილ ქმარზე მიჯაჭვულს ყველა და ყველაფერი რომ დაავიწყდა, ალბათ ზუსტად ასეთი გრძნობა აქვს ყველა იმ გოგოს რომელიც უგონოდ არის შეყვარებული, თანაც პირველად. ეგონა რომ ფეხქვეშ მიწა გამოეცლებოდა, ეგონა რომ ფრენა შეეძლო, პეპლებსაც გრძნობდა. ზოგჯერ უზარმაზარი ემოციები იპყრობდა მის გულს და გონებას, ზურას გარდა სხვა საფიქრალი არ ჰქონდა.
ახლა კი აბოზე ჩახუტებულს იგივე გრძნობები აქვს, ისევ ისეთი ბედნიერი და ლაღია, ქალი რომელსაც ამ კაცის გამო ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მხოლოდ ის განსხვავებაა რომ ახლა ზუსტად იცის რა უნდა და ვისთან ერთად უნდა. იცის რომ საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლებას არ მისცემს, მაგრამ მისცემს აბოსთან ერთად ყოფნის უფლებას და ყველა იმ შეცდომის დაშვების უფლებას რაც უფრო ბედნიერს გახდის.

-კარგია რომ გიპოვე...ყველა გათენებული ღამე მიღირს ამად. _თვალებჩაწითლებულმა ჩაიჩურჩულა და ფეხზე წამომდგარ გვიჩიანს ორივე ხელი მაგრად შემოხვია.

-ყველაზე მეტად რაც მინდა არის ის რომ ნებისმიერ სიტუაციაში მე გახსენდებოდე პირველი. როცა რაღაც გაგიხარდება მინდა რომ ჩემთან მოდიოდე და მე მიზიარებდე, როცა რაღაცას გააფუჭებ და არ გამოგივა მინდა რომ ისევ მე ვიყო შენ გვერდით და ყველაფერი ერთად გადავლახოთ. თუ მე ამას მივაღწევ ჩათვალე რომ ცოლად უნდა გამომყვე _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და ტუჩთან ახლოს, ლოყაზე აკოცა. _ყველაფერი ახლა იწყება, ახლა ვიწყებთ ერთმანეთის გაცნობას, გრძნობებში გარკვევას და მომავალზე ფიქრს!

-აბო, ბედნიერების დროს სულ შენ მახსენდები!_ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და მამაკაცის ნიკაპს ტუჩები მიაწება.

-როცა რაღაცას გააფუჭებ და მაშინაც მე გამახსენდები, აი, მერე მოგიყვან ცოლად, მანამდე არა!_ირონიულად ჩაილაპარაკა და ორივე ხელით სხეულზე მიიხუტა.



№1  offline წევრი p♥♥h ^^

არა რაა დღემდე ვერ ვხვდებიი ვორდის რამდენი გვერდი უნდა დაწეროო რო დავკმაყოპილდე მეორე დღემდეე laughing
ოქროო ხარრ heart_eyes
--------------------
ყოველ ადამიანში მზეა-აცალეთ, რომ ანათოს!

 


№2  offline მოდერი მე♥

p♥♥h ^^
არა რაა დღემდე ვერ ვხვდებიი ვორდის რამდენი გვერდი უნდა დაწეროო რო დავკმაყოპილდე მეორე დღემდეე laughing
ოქროო ხარრ heart_eyes

ჩემი დაუკმაყოფილებელი გოგო❤️❤️❤️ როგორი კარგი ხარ❤️❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№3  offline წევრი ))♡

Siybarulebii sixarulebiii mmm rogori bednierebi arian shen kode saocreba xar chemi ????????????♥????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№4  offline მოდერი მე♥

))♡
Siybarulebii sixarulebiii mmm rogori bednierebi arian shen kode saocreba xar chemi ????????????♥????????????

ვაიჰ, სიხარულო❤️❤️❤️ ძალიან დიდი მადლობა ^_^ ბედნიერები და მერე როგორ...❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

არა რა ვგიჟდები მე აბოზე... ძალიან ჩამოყალიბებული და სანდო მამაკაცია...
მიხარია ესენი ბედნიერები რომ არიან. ლაზარეს და ელოს ურთიერთობის დათბობა ყველაზე მეტად გამიხარდა, იმედია მალე ექნებათ და-ძმური ურთიერთობა. ორივეს ძალიან უყვარს ერთმანეთი და იმსახურებენ ამას.
დაჩის რეაქციაც მაშინებს, იმედია მყლად საშინელება არ იქნება და საბოლოოდ შეეგუება ელოს და შეიყვარებს კიდეც...
ძალიან გამახარე დღესაც რომ დადე ახალი თავი... უბრალოდ შენი პასუხისმგებლობის გრძნობა მიყვარს...

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Gagijebuli var shenittt. Madloba rom gvixaliseb cxovrebas sheni istoriebott. Carmatebebiii

 


№7  offline წევრი naniko mindia

Dzan magari xar yvela sheni istoria xom magaria da minda warmateba gisurvo ♥♥♥♥♥♥
--------------------
lomidze

 


№8  offline მოდერი მე♥

უცნობი ქ
არა რა ვგიჟდები მე აბოზე... ძალიან ჩამოყალიბებული და სანდო მამაკაცია...
მიხარია ესენი ბედნიერები რომ არიან. ლაზარეს და ელოს ურთიერთობის დათბობა ყველაზე მეტად გამიხარდა, იმედია მალე ექნებათ და-ძმური ურთიერთობა. ორივეს ძალიან უყვარს ერთმანეთი და იმსახურებენ ამას.
დაჩის რეაქციაც მაშინებს, იმედია მყლად საშინელება არ იქნება და საბოლოოდ შეეგუება ელოს და შეიყვარებს კიდეც...
ძალიან გამახარე დღესაც რომ დადე ახალი თავი... უბრალოდ შენი პასუხისმგებლობის გრძნობა მიყვარს...

რა ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხია ყოველივე ეს...
როგორ მიხარია ასე კარგად რომ იგებ იმას რასაც ვწერ და როგორ მიხარია ასე უანგაროდ რომ მიზიარებ შენს შთაბეჭდილებებს და ემოციებს... ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, საოცრება! <3 დიდი მადლობა! <3
Qeti qimucadze
Gagijebuli var shenittt. Madloba rom gvixaliseb cxovrebas sheni istoriebott. Carmatebebiii

მე კიდევ თქვენით ვარ გადარეული... ძალიან მიხარია, რომ მოგწონს და გსიამოვნებს მათი კითხვა. დიდი მადლობა <3
naniko mindia
Dzan magari xar yvela sheni istoria xom magaria da minda warmateba gisurvo ♥♥♥♥♥♥

უ'ღრმესი მადლობა, საყვარელო. ძალიან მიხარია რომ მოგწონს. <3
--------------------
ა.ა

 


№9  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიმეეეე ეს მაიმუნიიიბიჭიიინახეთ რაააა!!

 


№10  offline მოდერი მე♥

LuckyGirl
ვაიმეეეე ეს მაიმუნიიიბიჭიიინახეთ რაააა!!

უტ, უტ უტ! მოსაკლიავია :დდდ <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent