შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა(მეორე ნაწილი) მეოთხე თავი (11)


29-10-2017, 17:28
ავტორი fireending
ნანახია 2 300

სოფია სასამართლოს შენობის კიბეებზე ადიოდა.ორივე მხრიდან პოლიციელებს ეკიდათ ხელი.გოგონას ფეხები უკანკალებდა და გული ლამის ამოუვარდა.ეს დღე გადაწყვეტდა მის მომავალს.ეშინოდა,მაგრამ მაგდას გამამხნევებელი სიტყვები ისევ ჩაესმოდა გონებაში და სასოწარკვეთის საშუალებას არ აძლევდა.
სოფიას სასამართლომდე,მხოლოდ დათოს ნახვის უფლება მისცეს,მხოლოდ რამდენიმე წუთით.ერთმანეთს მაგრად მოეხვივნენ.
–ხომ არ გეშინია სოფი_ჰკითხა დათომ და აკოცა.
–არა.არ მეშინია.
–ყველაფერი კარგად იქნება.ხომ იცი.
სოფიამ საპასუხოდ აკოცა.
–სოფი_დაიწყო დათომ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ.და ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო.–მინდა ჩემი ცოლი გახდე,ამჯერად ერთად ვიქნებით და თუ ისევ თანახმა ხარ...
სოფია აღელდა,მაგრამ ეს სიხარულის მღელვარება იყო.მღელვარებამ სიხარულის ცრემლები და ღიმილი ერთად მოგვარა მის სახეს.მაგრამ შემდეგ გაახსენდა,თუ რა მდგომარეობაში იმყოფებოდა,რომ შესაძლოა სულაც ვერ გათავისუფლებულიყო დღეს და მრავალი წელი გაეტარებინა ციხეში.ბედნიერების ნაპერწკალი მაშინვე ჩაქვრა და სევდიანი თვალებით ახედა დათოს.ვერ ბედავდა ხელი გაეწვდინა,რომ დათოს ბეჭედი გაეკეთებინა.სამაგიეროდ დათო შეეხო მის ხელს და გაუკეთა ბეჭედი,შემდეგ სევდიანი თვალებიდან ცრემლი მოწმინდა და სახეზე ნაზად მოეფერა.
–სოფია,ვიცი რაზეც ფიქრობ.მაგრამ მე ვიცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება...
–ჰო მაგრამ თუ დამაპატიმრებენ?
–ასე არ მოხდება,მაგრამ ჩემთვის არც ეგ არის პრობლემა,შენდამი ჩემ სიყვარულს გისოსები ვერ მოერევა,მაგრამ ცუდზე არ იფიქრო.
უკვე წასვლის დრო იყო.ერთმანეთს აკოცეს.
...
–ხომ იცი,რაც უნდა თქვა სასამართლოში ლაშა._ეუბნებოდა ნონა
–მერამდენეჯერ უნდა მითხრა.თავი დამანებე_უხეშად უპასუხა მამაკაცმა და საწოლიდან ჯოხის დახმარებით წამოდგა.ფანჯარასთან მივიდა.ხელით მოსინჯა და მიხვდა,რომ ღია იყო.თავი ფანჯარაში გაყო და სახეზე გრილი ნიავი იგრძნო.უსინათლო თვალები მოავლო სივრცეს,სივრცეს,რომელშიც მხოლოდ სიბნელე იყო.გული საშინლად ჰქონდა დამძიმებული.მთელი სხეული ეწვოდა ტკივილისგან.ეს არ იყო ფიზიკური ტკივილი,ეს იყო სულიერი განცდა,რომლისთვისაც სახელი ჯერ კიდევ ვერ მოეფიქრებინა.
–იცოდე,რომ შენ ხარ დაზარალებული,იმ პატარა ძუკნას გამო დაბრმავდი და ჩაგვეშალა გეგმები.ციხეში უნდა გამოვალპოთ.ზურას კი მერე მივხედავ.უყველაფროდ დავტოვებ,როგორ გაბედა ჩემი გაგდება იმ სახლიდან_ზიზღით ჩაილაპარაკა ნონამ
–როგორ?ნონა მაკვირვებ_ირონიულად გაიცინა ლაშამ–კიდევ იმ კაცზე ბრაზობ?რაც დავიმსახურეთ ის მივიღეთ და ალბათ მალე ჩვენც ჩაგვსვამენ
–არა_იყვირა ქალმა–ეს არ უნდა მოხდეს.ნუ ბოდავ.
ლაშამ არაფერი უპასუხა.ისევ ფიქრებს მიეცა.მის ბოლო ნათქვამს იმეორებდა ისევ გონებაში.რაც დავიმსახურეთ ის მივიღეთ.გონება და გული ეთანხმებოდა ამ ფიქრებს,რაც კიდევ უფრო მეტად ტკენდა და უმძიმებდა გულს.

...
სოფია პოლიციელებმა სასამართლო დარბაზში შეიყვანეს.სოფია მექანიკურად ემორჩილებოდა მათ,ვეღარაფერს ხედავდა და აღარაფერი ესმოდა.სკამზე დაჯდა და ისევ ფიქრებში წავიდა.მხოლოდ მაშინღა გამოფხიზლდა,როდესაც მოსამართლე შემოვიდა.პროცესი დაიწყო.სოფია მოსამართლეს დააკვირდა,დაახლოებით ზურას ტოლი კაცი იყო.მას ეს კაცი საოცრად აგონებდა მამამისს და თითქოს ამან კიდევ პატარა იმედი ჩაუსახა გულში.მოსამართლის თვალები მამაისის თვალებს გავდა,ისეთივე კეთილი გამომეტყველება ჰქონდა სახეზე,როგორც მამამისს.სოფია წამით მოგონებებში ჩაიძირა.მშობლები ბუნდოვნად ახსოვდა.სულ რაღაც 4 წლის იყო,როცა მშობლები დაეღუპა.გონებაში მხოლოდ ერთი მოგონება აქვს გარკვევით ჩაბეჭდილი,მაშინ გრძნობდა თავს ყველაზე ბედნიერად.ისევ იმ მოგონებას დაუბრუნდა.ისევ 4 წლის გოგონა იყო,ზაფხულის მზიან დღეს სანაპიროზე მშობლებთან ერთად ბურთს თამაშობდა,მასაც დედასავით ხასხასა მწვანე კაბა ეცვა .სამივე იცინოდნენ და სახეზე მხოლოდ ბედნიერება ჰქონდათ.დედის ღიმილის გახსენებამ გული გაუთბო,გონებაში მისი ხმის აღდგენას ცდილობდა.
ანდრიამ ხელი მაგრად ჩასჭიდა სოფიას და უთხრა,რომ მხნედ ყოფილიყო.
სოფიამ დარბაზს თვალი მოავლო.ზურას,დათოს და სალომეს გაუღიმა და აგრძნობინა,რომ მას არ ეშინოდა.შემდეგ მეორე მხარეს გაიხედა და საშინელმა ბრაზმა შეიპყრო,რადგან ნონა და ლაშა დაინახა.ბრაზმა გაიარა და ახლა ლაშას მიმართ მხოლოდ სიბრალულიღა იგრძნო,როდესაც მის უსინათლო თვალებს შეხედა.
პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა.ანდრია თავს კარგად ართმევდა საქმეს.მტკიცებულებებიც წარადგინა,ლაშას ღალატის დამადასტურებელი ფოტოები,სადაც ნონაც იყო.ასევე სოფიას ფოტოები,სადაც კარგად ჩანდა მის ყელზე სისხლჩაქცევები.ელენესთან დაკავშირებული ამბავიც ახსენა.
მოსამართლემ ლაშას დაკითხვა დაიწყო.
–ბატონო მოსამართლე,უფლებას მომცემთ,რომ ყველაფერი დაწვრილებით მოვყვე?_ჰკითხა ლაშამ
–რა თქმა უნდა,გისმენთ_უპასუხა მოსამართლემ და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
ლაშამ ჩაახველა,რამდენიმე წამს დუმდა.ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო
–თქვენ დღეს მოისმენთ საბრალო უსინათლოს აღსარებას,რომელიც საზიზრარი დამანშავეა და მიტევებას არ იმსახურებს,მაგრამ მაინც გთხოვ.სოფია მაპატიე,მაპატიე...რასაც ახლა მოისმენთ იმის შემდეგ,ვიცი,რომ პატიმრობის კი არა სიკვდილით დასჯის ღირსი ვიქნები
–რას ბოდავ_იყვირა ნონამ და ფეხზე წამოდგა
დაცვამ ისევ დააჯინა
–სიწყნარე_მკაცრად თქვა მოსამართლემ–განაგრძეთ თუ შეიძლება_უთხრა ლაშას
–ნონა ხუთი წლის წინ გავიცანი ერთ–ერთ წვეულებაზე,საფრანგეთში.მაშინ ის ქმართან ერთად იყო.ერთმანეთი მოგვეწონა.ნონა სულ იმას იმეორებდა,რომ ქმარი არ უყვარდა და ის მხოლოდ ფულის გამო ჭირდებოდა,შვილიც იმიტომ გააჩინა,რომ გარანტია ჰქონოდა,რომ ქმარი არ მიატოვებდა.
ამ სიტყვების გაგონებაზე ზურას გულში თიტქოს რაღაც ჩაწყდა.თავი დახარა და დადარდიანებული უსმენდა ლაშას.
არც სალომე იყო უკეთეს დღეში.გული ატკინა იმის გაგებამ,რომ დედას ის მხოლოდ უზრუნველად ცხოვრებისთვის ჭირდებოდა.გულმოკლული იჯდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა.მის გვერდით მჯდომმა დათო სალომეს ხელი მოხვია და მის დაწყნარებას ცდილობდა.
–სწორედ მასთან ერთად დავგეგმეთ ყველაფერი_განაგრძობდა ლაშა
–რას გულისხმობთ?_ჰკითხა მოსამართლემ
–მე სოფია უნდა მომეხიბლა,მასზე დავქორწინებულიყავი,შემდეგ უნდა მოგვეკლა..._ლაშა აქ შეჩერდა–დიახ,მისი მოკვლა დავგეგმეთ,რათა მისი ქონება დაგვესაკუთრებინა და შემდეგ ერთად გავქცეულიყავით.ყალბი პასპორტებიც მაქვს თან,აი ნახეთ_მიაწოდა საბუთები ლაშამ მოსამართლეს.
დარბაზში ხმაური ატყდა.ყველას გაკვირვებული და შეშფოთებული სახე ჰქონდა.
სოფიას ცრემლები მოერია.თავის თავზე ბრაზობდა.საკუთარ თავს ვერ პატიობდა,რომ ასეთი კაცის ცოლი იყო.ნონას მიმართ კი უსაზღვრო ზიზღი იგრძნო.ქალს გახედა,ნონას ცივი,გაყინული თვალები და სახე გულს ურევდა და ზიზღს უმატებდა.
–ვცადე კიდეც მისი მოკვლა,მაგრამ დავბრმავდი.აი ახლა კი ვიცი,რომ სინანული გვიანია,ისიც ვიცი,რომ მძიმე სასჯელი,მელის მაგრამ ამას არა აქვს მნიშვნელობა,ჩემი ცოდვა იმდენად მძიმეა სოფიას და მისი ოჯახის წინაშე,რომ მე სიკვდილზეც თანახმა ვარ,კიდევ არის რაღაც...
–ჰოდა მოკვდები შე ნაგავო_ისტერიულად დაიყვირა ნონამ და ჩანთიდან იარაღი ამოიღო.
გასროლის ხმა გაისმა.შეშინებული ხალხი ჯერ გონს არ იყო მოსული,რომ კიდევ ერთი გასროლა გაისმა.პანიკაში ჩავარდნილი ხალხი ყვიროდა.ლაშა ძირს უსულოდ დაეცა,ტყვია შუბლში მოხვდა,მეორე ტყვიით კი ნონამ თავი მოიკლა.
სალომემ გონება დაკარგა.ყველა მას შემოეხვია და სალომეს გონზე მოყვანას ცდილობდნენ.
...
სოფია რა თქმა უნდა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. თუმცა მომხდარის გამო ჯერ კიდევ სტრესში იყვნენ.სალომე დედის დაკრძალვაზე არ წასულა.გული მოკლული ჰქონდა.ეზიზღებოდა ქალი,რომელმაც გააჩინა,მითუმეტეს ახლა,როცა გაიგო,რომ დედას იგი არასდროს უყვარდა.მთელ დღეებს ოთახში ჩაკეტილი ატარებდა.სოფია სულ მის გვერდით იყო.მარტო არ ტოვებდა.ძალიან განიცდიდა სალომეს ამ მდგომარეობას.
ზურაც საშინელ დღეში იყო,მაგრამ შვილის გამო უფრო ძლიერი გახდა.ახლა მხოლოდ შვილზე ზრუნავდა.მისთვის მთავარი იყო ,როგორმე სალომესთვის დაებრუნებინა სიცოცხლის ხალისი.
ერთ საღამოს ზურა ეზოში იჯდა .ციოდა.სოფიამ სამზარეულოს ფანჯრიდან დაინახა ზურა და მასთან გავიდა.მის წინ დადგა,თუმცა საუბრის დაწყებას ვერ ბედავდა.ზურა სასამართლოში მომხდარი ამბის შემდეგ ძალიან გულჩათხრობილი გახდა.კაცმა სოფიას ახედა...
–მოდი შვილო_თბილად უთხრა მან და სოფიას ხელზე მოეფერა.
სოფია მის გვერდით ჩამოჯდა.შარფი კარგად მოიხვია,რადგან ცივმა ქარმა დაუბერა,წვიმის რამდენიმე წვეთიც დაეცა.
–მალე წვიმა დაიწყება.წამოდი სახლში შევიდეთ
–არ შემიძლია.ვიხუთები იმ სახლში.ყველაფერი იმ ქალს მახსენებს...ქალს,რომელმაც სიცოცხლე მომისპო და ცოცხლად დამმარხა,შვილიც კი არ დაინდო...
სოფიას გული საშინლად დაუმძიმდა,როცა ზურას სევდიანი ხმა მოისმინა.მხარზე ხელი მოკიდა და მიეხუტა.
–გახსოვს რო მითხარი,ცხოვრება კიბესავითააო,მხოლოდ შენზეა დამოკიდებული ზევით ახვალ თუ ქვევით ჩაუყვები.შენივე სიტყვები გაიხსენე.შენ ძლიერი ადამიანი ხარ ბიძია.ვიცი,რომ ისევ წამოდგები ფეხზე და თანაც რა ცოცხლად დამარხვაზე და ცხოვრების მოსპობაზე ლაპარაკობ,35 წლის ხარ.თუ იცი,მაინ რა ახალგაზრდა ხარ...
ზურას მწარედ ჩაეღიმა
–არა,უკვე დავბერდი.სიცოცხლის აზრს ვეღარ ვხედავ.მხოლოდ შენი და სალომეს გამოა,რომ ისევ ვსუნთქავ...
–შენ ხომ დამპირდი,რომ სულ ჩვენთან იქნებოდა.ვიცი,რომ არასდროს მიგვატოვებ.მე კი ისევ იმ ზურას დავაბრუნებ.
–მადლობა,რომ ჩემი და სალომეს გვერდით ხარ.ქორწილიც კი გადადეთ ჩვენ გამო.
–რას ამბობ.ჩემი ოჯახის გვერდით ყოფნა ჩემთვის ბედნიერებაა,თანაც თქვენ მე არასდროს მიგიტოვებივართ და ჩემი ცხოვრების ურთულეს მომენტებში ჩემთან იყავით,როგორ გგონია შვილი დამავიწყდა?გაქრა ის ტკივილი?არა,ნამდვილად არა,მაგრამ თქვენი წყალობით შევეგუე და მასთან ერთად ცხოვრება ვისწავლე,თანაც როცა თქვენთან ერტად ვარ,მხოლოდ კარგზე ვფიქრობ და მინდა ბედნიერები გნახოთ.დაქორწინებას სულ მოვასწრებთ.თანაც დათოს სწავლა აქვს ახლა,შემოდგომა ორივეს გვიყვარს და შემოდგომაზე დავქორწინდებით,ნოემბერში.
–სოფია_ხელი მოხვია გოგონას ზურამ–გპირდები,რომ ყველაფერი გამოსწორდება.
–რა თქმა უნდა ,ასეც იქნება.ახლა შევიდეთ.უკვე წვიმა დაიწყო.მე სალომესთან ავალ.ცოტა ხნის წინ ეძინა,ვნახავ ხომ არ გაიღვიძა და რამე ხომ არ ჭირდება.
ზურამ ღიმილით გააყოლა თვალი სოფიას და გულში საოცარი სითბო იგრძნო.მადლიერი იყო სოფიაზე,რომ მათზე ასე ზრუნავდა.ხვდებოდა,რომ გოგონა მართალი იყო და ამ ტანჯვისთვის ბოლო უნდა მოეღო.
...
სოფიამ ფრთხილად შეაღო სალომეს ოთახის კარი,გოგონას არ ეძინა,ფანჯრის რაფაზე იჯა და სივრცეს გაჰყურებდა.
–მოდი სოფი
–სოფია მის გვერდით ჩამოჯდა და სახეზე მოეფერა.სალომემ გაუღიმა.
–როგორ ხარ?_ჰკითხა სოფიამ
–არ ვიცი სოფი,უაზროდ...საერთოდ აღარ ვიცი რატომ ვცოცხლობ...
–ნუ ამბობ ამას,17–ის ხარ მთელი ცხოვრება წინ გაქვს მართლა.ხომ გახსოვს წინ დიდი მომვალი გვაქვს.მე ცნობილი დიზაინერი უნდა გავხდე,შენ ექიმი.არ გახსოვს?
სალომეს გაეღიმა.მოაგონდა თავისივე სიტყვები.
–გიხდება ღიმილი_სოფიაც იღიმოდა.–ხომ იცი,რომ ყველაფერი კარგად იქნება,რაც არ უნდა მოხდეს.
–ჰო,ალბათ_უპასუხა სალომემ.–სოფი,ხომ არასდროს მიმატოვებ?შენი და მამაჩემის გარეშე ვერ გავძლებ.
–გაგიჟდი?მე მიგატოვებ?არასდროს_უპასუხა სოფიამ და სალომეს ჩაეხუტა.
–საშინელებაა,როცა ხვდები,რომ საკუთარ დედას არ უყვარხარ.კიდევ უფრო საშინელება კი ისაა,რომ ქალმა,რომელმაც გამაჩინა მხოლოდ იმისთვის გამომიყენა,რომ უზრუნველად ეცხოვრა.მაგრამ ყველაზე უარესი ისაა რომ..._სალომე შეჩერდა,უჭირდა სათქმელის თქმა–მისი სიკვდილი არაფრად ჩავაგდე და პირიქით,თითქოს შვება ვიგრძენი.ვიცი,ძალიან ცუდ რამეს ვამბობ,მაგრამ ასეა.
–სალო,შენ ახლა ძალიან გაბრაზებული ხარ.მოვა დრო და აპატიებ.თუმცა მას პატიება არ უთხოვია.ვიცი,რომ ნონა არ იყო კარგი ადამიანი,მაგრამ არ გვინდა მასზე ასე საუბარი.ვერ წარმოიდგენ,თუ როგორ მესმის შენი.მაგრამ უნდა გათავისუფლდე სიბრაზისგან,სიძულვილისგან.ასე შვებას მოიპოვებ და ცხოვრების სწორად გაგრძელების საშუალებაც გექნება.
–შენი სიტყვები ძალას მაძლევს.შენ თვითონაც მაძლევ ძალას.მაგალითი ხარ ჩემთვის,თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ადამიანი ცხოვრებას.
–ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვართ და მაგიტომ.
–სულ ერთად უნდა ვიყოთ.ჰო მართლა დათო როდის ჩამოვა?_ჰკითხა სალომემ.უნდოდა თემა სასიამოვნო მიმართულებით შეეცვალა
–ალბათ ერთ თვეში.უკვე ვეღარ ვითმენ,მგონია,რომ საუკუნესავით გაიწელება ეს თვე.
–ჰო...ქორწილიც ჩემ გამო გადადეთ,თორემ ახლა ერთად იქნებოდით.
–კარგი რა სალო.ამაზე ნუ ფიქრობ,თანაც ხომ იცი,როგორ მიყვარს შემოდგომა,ნოემბერი,სიამოვნებით მექნება ქორწილი ნოემბერში.ირგვლივ ოქროსფერი ფოთლები.ჩამავალი მზის შუქზე კიდევ უფრო რომ ბრწყინავენ.მიყვარს შემოდგომის თბილი საღამოები...
–რა სასიამოვნოთ ჟღერს.იქნებ მწერლობაზეც გეფიქრა_ღიმილით უთხრა სალომემ
–კიი,აუცილებლად._გაეცინა სოფიას
–ქორწინების შემდეგ სად აპირებთ ცხოვრებას?
–ნიუ–იორკში.მაგრამ ჯერ დათოს მამა უნდა გავიცნო.ერთ თვეში ისიც მოდის დათოსათან ერთად.რომ იცოდე როგორ ვნერვიულობ
–ნუ ნერვიულობ.შეუძლებელია არ მოეწონო.ხომ იცი მე სულ მართალი ვარ
სოფიას გაეცინა.
–ჰო აბა რა..._უპასუხა სალომეს._გული მწყდება,რომ დათოს დედის გაცნობა ვერ მოვასწარი.მხოლოდ ფოტოებით ვიცი.
–ჰო...ცუდია.რა ახალგაზრდა ქალი იყო.
–თანაც ლამაზი,კეთილი თვალები ჰქონდა._უპასუხა სოფიამ
საუბარი კარზე კაკუნმა შეაწყვეტინათ.
–მობრძანდით_დაიძახა სალომემ.
კარი გაიღო და ოთახში ანდრია შემოვიდა და გოგონებს მიესალმა.
–ანდრია,მოდი.რა კარგია რომ მოხვედი_ღიმილით უთხრა სოფიამ.
–ჰო,აქეთ ვიყავი და შემოვიარე,თან თქვენი საყვარელი შოკოლადებიც წამოვიღე.
–ძალიან კარგი,მოდი დაჯექი.
ანდრია საწოლზე ჩამოჯდა.
–მე გავალ და და ყავას მოვამზადებ.ხომ დალევთ?_თქვა სოფიამ და ფეხზე წამოდგა
–დიდი სიამოვნებით_თქვა ანდრიამ
–მეც_უპასუხა სალომემ.
სოფია ოთახიდან გავიდა.კიბეზე ჩავიდა და სამზარეულოში შევიდა.იქ ზურა იჯდა და წიგნს კითხულობდა.სოფიას დანახვაზე წიგნი მაგიდაზე გადადო.
–რა კარგია,სალომე ცოტათი გამხიარულდა._თქვა სოფიამ და წყლით სავსე ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა.
–მიხარია_თქვა ზურამ
–თან ანდრიას მოსვლამ კიდევ უფრო კარგ განწყობაზე დააყენა.
–ჰო...მართლა?...ისე ყურადღებიანი ბიჭია.ამ კვირაში რამდენჯერე იყო მოსული
–კარგი ადამიანია_თქვა სოფიამ და ზურას გვერდით ჩამოჯდა.
–ბიძია.რაღაც მინდა,რომ გითხრა
–გისმენ სოფი_უთხრა ზურამ
–ხომ გახსოვს,მაგდაზე რომ გიყვებოდი?
–კი,როგორ არა._უპასუხა ზურამ
–მინდა ხვალ მისი შვილის სანახავად წავიდე.
–კარგი აზრია,საბრალო ბავშვი.ყურადღება უნდა მივაქციოთ.გინდა წამოგყვე?_ჰკითხა ზურამ
–სიმართლე გითხრა,კარგი იქნებოდა,მაგრამ არ მინდა შენი შეწუხება
–კარგი რა,სულაც არ ვწუხდები.სიამოვნებით წამოგყვები.
–რა კარგია.თუმცა ძალიან მიმძიმს,რომ მე უნდა ვუთხრა ბავშვს დედის დაღუპვის ამბავი.ჯერ სულ პატარაა,არ ვიცი,როგორ მიიღებს.
–ნუ გეშინია,შენ გევრდით ვიქნები.ბავშვს აუცილებლად მივხედავთ და მარტოობას არ ვაგრძნობინებთ.მართალია,მე მაგდას არ ვიცნობდი,მაგრამ ჩემთვის შენი მონაყოლიც საკმარისია,რომ მისდამი პატივისცემის გრძნობა გამჩენოდა._თქვა ზურამ
–ჰო...ის მართლაც კარგი ადამიანი იყო,თანაც მე მჯერა,რომ უდანაშაულო იყო.ზოგჯერ ძალიან მკაცრად გვექცევა ცხოვრება არა?_თქვა სოფიამ და თვალებში სევდა ჩაუდგა.
ზურამ ხელზე მოეფერა .
წყალი ადუღდა,სოფიამ ყავა დაასხა,ფინჯნები ნაცმხვართან ერთად მაგიდაზე დააწყო და ოთახისკენ წავიდა,რომ სალომესთვის და ანდრიასთვის დაეძახებინა.
...
–კარგად ვგრძნობ ხოლმე თავს როცა ჩემთან ხარ_ეუბნებოდა სალომე ანდრიას.
ბიჭმა გაუღიმა.სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და ლოყაზე მოეფერა.
–მეც _უპასუხა ანდრიამ და ერთმანეთს აკოცეს.
დერეფნიდან ნაბიჯების ხმა მოესმათ.სალომე ანდრიას მოშორდა და ფანჯრისკენ წავიდა.სოფია ოთახში შემოვიდა.
–სალო,ანდრია ყავა მზადაა,ხომ ჩამოხვალთ?
–კი,კი_უპასუხა სალომემ.
ანდრია წამოდგა.ორივე სოფიას გაყვნენ.ზურაც შეუერთდათ,ყავა დალიეს.ანდრია ცოტა ხანს დარჩა,ისაუბრეს,დრო სასიამოვნოდ გაატარეს და რაც მთავარია სალომეს სახიდან ღიმილი არ მოშორებია მთელი საღამო.
ანდრიას წასვლის შემდეგ,ზურა თავის ოთახში ავიდა,დაღლილს მალევე ჩაეძინა.სალომე მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.სოფია გვერდით მიუდჯა.ცოტა ხანს ჩუმად იყვნენ.
–რამდენი ხანია ?_სიჩუმე დაარღვია სოფიამ
–რა?ჰკითხა სალომემ
–შენ და ანდრია...
–რა მე და ანდრია,რას ამბობ?_სახეზე წამოწითლდა სალომე და თავი გვერდზე მიაბრუნა
სოფიას გაეცინა.
–ასე გვეტყობა?_გაეცინა სალომესაც.
–თანაც როგორ._ეშმაკურად აუთამაშდა თვალები სოფიას–მთელი საღამო ერთმანეთს ისე უყურებდით,რომ ყველა მიხვდება რაც ხდება.მე ის მაინტერესებს რატომ მიმალავდით.
–არ გიმალავდით,უბრალოდ...ჯერ კიდევ შენ პროცესამდე გამომიტყდა,რომ ვუყვარვარ,მეც მიყვარს,მაგრამ არ ვიცი რა აზრი აქვს ამ ურთიერთობას.
–რას გულისხმობ?ასე რატომ ფიქრობ?
–ხომ იცი,მე ამერიკაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.ანდრიას ხშირად ვეღარ ვნახავ.
–მაგაზე ნუ ნერვიულობ.მანძილი პრობლემა ნამდვილად არ იქნება და ნამდვილ სიყვარულს წინ ვერ დაუდგება.
–ანდრიაც სწორედ მაგას ამბობს.
–ჰოდა მართალიცაა.ასე რომ ბედნიერებაზე უარი არ უნდა თქვა.თანაც ვხედავდი როგორი სიყვარულით სავსე თვალებით გიყურებდა.
სალომეს გაეღიმა.
–ძალიან მიხარია თქვენი ამბავი.
–მადლობა სოფი_უთხრა სალომემ.–ჰო მართლა,სანდროს სანახავად ხვალ მიდიხარ არა?
–ჰო,ზურაც მომყვება.ცოტა არ იყოს ვნერვიულობ.
–ჰო,მესმის.მაგრამ გამაგრდი,ბავშვს შენი თანადგომა უნდა აგრძნობინო.
–კი,ვიცი.დათომაც ეგ მითხრა.
–ელაპარაკე?_ჰკითხა სალომემ
–კი,ცოტა ხნის წინ.წუხს,რომ ჩემ გვერდით ყოფნას ვერ ახერხებს,როცა ბავშვის სანახავად წავალ,მაგრამ არაფერია,მალე ჩამოვა.
–ჰო მაგაზე გამახსენდა.საქორწინო კაბა უნდა ავარჩიოთ.
–ჯერ რა დროს კაბაა,ორი თვეა ნოემბრამდე_თქვა სოფიამ
–რას ამბობ,ორი თვე რა სწრაფად გავა იცი?
–არა მგონია,საშინლად იწელება დრო.
–ეგ შენ გგონია.კეთილს ინებებ და ზეგ წამოხვალ და კაბის შეკერვაზე ზრუნვას დავიწყებთ
–არის სერ_სიცილით უთხრა სოფიამ–ახლა წავალ დავიძნებ,მაგრად მეძინება
–კაიც,ტკიბილი ძილი
–ღამე მშვიდობის
სოფია ზემოთ ავიდა,თავისი საძინებლისკენ
...
სოფია მანქანაში იჯდა ზურას გვერდით,სანდროს სანახავად მიდიოდნენ.სოფია ძალიან ღელავდა.მთელი გზა ცდილობდა,რომ ცოტა დამშვიდებულიყო,არ უნდოდა ბავშვი კიდევ უფრო აეღელვებინა.მითუმეტეს თვითონაც იცოდა რას ნიშნავდა დედის დაკარგვა.ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია,თუ როგორ მივიდნენ ბავშვთა სახლამდე.ზურამ კარი გაუღო,სოფია მანქანიდან გამდოვიდა და ორივენი შენობის შესასვლელისკენ წავიდნენ.დერეფანში ბავშვთა სახლის დირექტორი შეხვდათ.ქალმა ერთ პატარა ოთახში შეიყვანა ზურა და სოფია,თვითონ კი გავიდა,თუმცა უკან მალევე შემობრუნდა.მის უკან პატარა ბიჭი მორცხვად იმალებოდა.სოფიას და ზურას დააკვირდა.მერე მზერა სოფიაზე გადაიტანა.ბავშვი მას ათვალიერებდა.სოფია წამოდგა და ბავშვს მოეფერა.ცრემლები მოერია,როცა მისი ლურჯი თვალები და ოქროსფერი თმა დაინახა,ზუსტად მაგდას თვალები ჰქონდა.
–გამარჯობა სანდრო_გაუღიმა სოფიამ
–გამარჯობა,მიცნობთ?ჰკითხა ბავშვმა
–ჰო,უფროს სწორად დედაშენს ვიცნობდი
–დედას?მე ზოგჯერ ვნახულობდი,მაგრამ ახლა აღარავის მივყავრ დედასთან.არაფერს მეუბნებიან.თქვენ დედაჩემს იცნობთ და არ შეგიძლიათ მასთან წამიყვანოთ?
ზურამ და სოფიამ ერთმანეთს გადახედეს.სოფიამ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ბავშვს შეხედა.ვერაფერი უთხრა.გულს საშინელი სევდა შემოაწვა.
–შეიძლება ბავშვთან ერთად ცოტა ხანს გავისეირნოთ?_ჰკითხა ზურამ დირექტორს
–რა თქმა უნდა.მიბრძანდით
სპფიამ ბავშვს ხელი ჩაკიდა.გარეთ გავიდნენ.მზიანი ამინდი იყო.ეზოში ბავშვები თამაშობდნენ.სამივენი ჩუმად მიდიოდნენ.შენობისგან ოდნავ მოშორებით გაჩერდნენ და გრძელ სკამზე ჩამოჯდნენ.
–სანდრო.რაღაც უნდა გითხრა დედაშენზე
სანდრომ თვალებში შეხედა.საოცრად ჭკვიანი თვალები ჰქონდა.ბავშვი თითქოს გრძნობდა,რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვათ.
სოფიას სათქმელის თქმა უჭირდა.ბავშვს ხელი მოხვია.
–იცი,დედაშენი ძალიან კარგი ადამიანი იყო,ძალიან უყვარდი...სანდრო ის...
–იყო?_იკითხა ბავშვმა–ანუ ვეღარ ვნახავ.აღარ არის?
ბავშვი თითქოს სათქმელს მიუხვდა.სოფია გაკვირვებული უყურებდა მას.ბიჭი თითქოს ეხმარებოდა და სათქმელის სიმძმეს ოდნავ უმსუბუქებდა.
–აღარ არის,მაგრამ მაინც სულ შენთან იქნეგა.აქ და აქ_თავზე და გულზე მიადო ხელები სოფიამ–იცოდე,რომ მას ყოველთვის ეყვარები.
ბავშვს არაფერი უთქვამს.თავი ჩაღუნა.ლამაზი,ლურჯი თვალები ცრემლებით ევსებოდა.თვალებზე ხელი მოისვა .სოფია ბავშვს ჩაეხუტა
–ჩემო პატარა,ყველაფერი კარგად იქნება.ჩვენ ვიზრუნებთ შენზე_ამშვიდებდა ბავშვს ზურა.
სანდრომ თავისი პატარა ხელები მოხვია სოფიას.სოფიამ საოცარი სითბო იგრძნო.
–ჩვენ რაღაცეები მოგიტანეთ_უთხრა ზურამ და მანქანისკენ წავიდა.იქიდან დიდი ყუთი გადმოიტანა.
ყუთი სხვადასხვა სათამაშოებით იყო სავსე.სანდრო სათამაშოების დანახვაზე ცოტათი გაერთო.
...
ძალიან თბილი ბავშვი იყო სანდრო და სოფიასაც მალე მიეჩვია.სოფიაც ხშირად სტუმრობდა მას.სალომემ და ანდრიამაც გაიცვნეს.ბავშვი მათაც ძალიან შეუყვარდა.
ერთი თვე თითქმის გადიოდა და დათოს ჩამოსვლის დროც ახლოვდებოდა.ტელეფონზე და წერილებში სულ სანდროს შესახებ ელაპარაკებოდა სოფია,დათოსაც ძალიან უნდოდა ბავშვის ნახვა.
...
შუაღამეზე სოფია,რაღაც ხმაურმა გააღვიძა.თავიდან შეეშინდა და წამოდგომა ვერ შეძლო.შემდეგ ნელ–ნელა წამოჯდა საწოლზე,კარისკენ გაიხედა და ვიღაცის სილუეტს მოკრა თვალი.შიშისგან ხელი აუკანკალდა.ნათურა აანთო და შიში დიდმა სიხარულმა შეცვალა კართან დათო იდგა.გახარებული სოფია მისკენ წავიდა და მაგრად მეოხვია.
–დათო.როგორ?შენ ხომ ერთ კვირაში უნდა ჩამოსულიყავი_გახარებული იყო სოფია
–ვეღარ გავძელი იქ უშენოდ და ადრე ჩამოვედი.
–როგორ შემოდი?
–ჩვეულებრივად,ზურამ გამიღო კარი
–ესე იგი იცოდნენ და არ მითხრეს?მოიცა მაგათ ვუჩვენებ სეირს.–მარტო ჩამოდი?_ჰკითხა სოფია
–ჰო,მამას რაღაც საქმეები ჰქონდა და ერთ კვირაში ისიც ჩამოვა.ძალიან უნდა შენი გაცნობა.
–მეც ძალიან მინდა მისი გაცნობა,მაგრამ ვნერვიულობ.
–ნეტავ რა გაქვს სანერვიულო_სახეზე ნაზად მოეფერა დათო და აკოცა
სოფია და დათო ძალიან ბედნიერები იყვნენ.დიდი ხნის უნახავები ერთმანეთის გვერდით ყოფნით ტკბებოდნენ.თითქოს ყველა გადატანილი ტკივილი უკვალოდ ქრებოდა,როცა ერთად იყვნენ.
...
დილით ანდრიასთან და სალომესთან ერთად კაფეში ისაუზმეს.ანდრიამ და სალომემ გასერინება გადაწყვიტეს.დათომ კი სანდროს ნახვის სურვილი გამოთქვა.სოფია სიხარულით დაეთანხმა.ის უკვე ვეღარ ძლებდა ბავშვის გარეშე.საჩუქრები იყიდეს ბავშვისთვის და ბავშვთა სახლისკენ წავიდნენ.
ეზოში შევიდნენ,სანდრომ სოფია შორიდანვე დაინახა,თამაშს თავი დაანება და მისკენ გამოიქცა.ბავშვი სოფიას მოეხვია.შემდეგ დათოს დააკვირდა.კარგად დაათვალიერა.დათომ ბავშვს გაუღიმა და ხელი ჩამოართვა.
–გამარჯობა,მე დათო მქვია.
–მე სანდრო ვარ.შენ სოფიას მეგობარი ხარ?
დათოს გაეცინა,სოფიას ხელი მოხვია.
–მეგობარზე მეტი_უპასუხა ბიჭს.
–ფეხბურთის თამაში იცი_ჰკითხა სანდრომ მოულოდნელად
–აშკარად მოეწონე_ყურში ჩასჩურჩულა სოფიამ
დათოს სახეზე ბედნიერი ღიმილი მოეფინა
–რა თქმა უნდა ვიცი.ბავშვობაში სულ ვთამაშობდი.იცი რა სანდრო,ფეხბურთის ბურთი მოგიტანე საჩუქრად_უთხრა დათომ
–მართლა?რა მაგარია.ჩვენი ბურთი უკვე გაფუჭებული იყო.დიდი მადლობა
–წამოდი შენთვის სხვა საჩუქრებიც მაქვს.
ბავშვმა ხელი ჩაკიდა და მანქანისკენ წავიდნენ.
სანდროს და დათოს ერთმანეთი მოეწონათ.დათომ და სოფიამ ბავშვებთან ერთად ფეხბურთიც ითამაშეს.
...
–რა საყვარელი ბავშვია_თქვა დათომ,როდესაც ბავშვთა სახლიდან წამოვიდნენ
–ჰო,ძალიან თბილი ბავშვია და ჭკვიანი_უპასუხა სოფიამ–ამ ცოტა ხანში ძალიან მივეჩვიე.იცი,დედამისს ძალიან მაგონებს
–სოფია,იცი რას ვფიქრობ?
–გისმენ.
–როცა დავქორწინდებით,მინდა სანდრო ვიშვილოთ.ვხედავ თუ როგორ გიყვარს ეს ბავშვი,სიმართლე გითხრა,მეც ძალიან შემიყვარდა და არ მინდა ბავშვთა სახლში დარჩეს.მინდა მისთვის ნამდვილი ოჯახი გავხდეთ
–ამას მართლა ამბობ?_ბედნიერი ხმით იკითხა სოფიამ
–რა თქმა უნდა_უპასუხა დათომ
–უბედნიერესი ვიქნები,თუ ბავშვი ჩევნთან ერთად იცხოვრებს
სოფია გახარებული იყო.სანდროს წყალობით,ხომ შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილიც ნელდებოდა თითქოს და ახალ,ბედნიერ სიცოცხლეს მატებდა მის ცხოვრებას.ახლა კი,როცა დათოსგან მსგავსი შემოთავაზება მოისმინა თავი უბედნიერეს ქალად იგრძნო და დათოსადმი გრძნობდა ასმაგად უფრო ძლიერი გახდა.
...
იმავე საღამოს დათო და ანდრია ესტუმრნენ ზურას და გოგოენბთან ერთად ივახშმეს.დათომ და სოფიამ მათი გადაწყვეტილების შესახებ გააგებინეს ოჯახს.
–რა კარგი გადაწყვეტილებაა_თქვა ზურამ–ბავშვიც ბედნიერი იქნება
–დარწმუნებული ვარ სიხარულით იცხოვრებს თქვენთან_დაეთანხმა მამას სალომე
–რა თქმა უნდა.თანაც ბავშვი დღეს გავიცანი,თუმცა უკვე მივეჩვიე,წარმომიდგენია სოფიას როგორ უყვარს_თქვა დათომ და სოფიას ღიმილით გახედა.
–მიხარია,რომ ბედნიერებს გხედავთ_თქვა ანდრიამ –თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ
–მადლობა ანდრია,ჩვენი წყალი გადმოგსხმოდეთ_ღიმილით გადახედა დათომ ანდრიას და სალომეს.მათ კი ერთმანეთს გადახედეს.სალომე სახეზე წამოწითლდა.
–ჰო მართლა სოფია.გავარკვიე იმ სახლზე შენ რომ მითხარი_თქვა ანდრიამ
–რა სახლზე?რა ხდება?იკითხა დათომ
–დათო,მე რაღაც უნდა შევამოწმო...გახსოვს მაგდაზე რომ გიყვებოდი.მას არავინ უჯერებდა,რომ უდანაშაულო იყო.მე კი მჯერა,რომ ის სამალავი არსებობს და იმ ჩემოდანსაც ვიპოვი
–სოფია...არ ვიცი რა გითხრა_უპასუხა დათომ
–დათო,მე უნდა ვცადო,მან მე ბევრჯერ გადამარჩინა სიკვდილისგან და მე თუ მის უდანაშულობას დავამტკიცებ ეს სულ მცირე იქნება,თუ რითიც შემეძლება გადავუხადო სამაგიერო,იმ სიკეთისთვის.
–რა თქმა უნდა,რა თქმა უნდა.შენ გვერდით მიგულე.რა გაარკვიე სახლზე ანდრია?_ჰკითხა დათომ
–ის სახლი ახლა იყიდება.ისევ მაგდას დედამთილს ეკუთნის.ის ქალი თვითონ ჩემი ინფორმაციით ახლა საქართველოშია.ფინანსური პრიბლემები აქვს და იმ სახლს ყიდის.
–მანამდე უნდა შევაღწიო იქ,სანამ გაიყიდება_თქვა სოფიამ
–სოფია...გაგიჟდი?იქ მისვლა სახიფათოა,მითუმეტეს თუ ის ქალი იქაა.
–მოვატყუებ თითქოს სახლის ყიდვა მინდა,შემდეგ ვითომ დათვალიერების დროს ვეცდები მოვძებნო ის ჩემოდანი,რომელზეც მაგდა მეუბნებოდა.
–მე წავალ იქ.არ მინდა საფრთხეში ჩაიგდო თავი.
–არა,მედც უნდა წამოვიდე,მაგდა ჩემი მეგობარი იყო.
–შვილო,დათო მართალია.მე და ის წავალთ.
–რას ამბობთ.არავითარ შემთხვევაში.მე იქ აუცილებლად წამოვალ
–ყველაზე ჯიუტი ადამიანი ხარ მსოფლიოში რა..._აღნიშნა დათომ–თუმცა შენნაირი მეგობარი ბევრა უნდა ინატროს.კარგი.ხვალვე წავიდეთ იქ.ჩვენ დავამტკიცებთ მაგდას უდანაშაულობას
...
სოფია კიდევ უფრო ბედნიერად გრძნობდა თავს დათოს გვერდით.გრძნობდა,რომ თვალდახუჭული ნდობა შეიძლებოდა მასზე.დათოს გახედა და გაუღიმა.
უკვე იმ სახლს უახლოვდებოდნენ.კარზე ზარი დარეკეს.კარი შუახნის ქალმა გაუღო.სოფიას მაშინვე არ მოეწონა ის,რატომღაც მისი გამოხედვა და ცივი თვალები ნონას აგონებდა.მიხვდა ,რომ ეს მაგდას დედამთილი იყო.ქალმა ისინი სახლში შეიპატიჟა.დათომ ქვედა სართულის დათვალიერება გადაწყვიტა და თან მას ქალი ლაპარაკით ისე უნდა გაერთო,რომ სოფიას მაგდას ოთახში მოეხერხებინა ასვლა და როდესაც ჩემოდანს იპოვიდა მისი უკანა კარიდან შეუმჩნევლად გადატანა.სოფიას მაგდას მონაყოლით ახსოვდა და მიაგნო კიდეც მის ოთახს.გული ჩქარა უცემდა.ეშინოდა,რომ დაინახავდნენ.ოთახი ცარიელი იყო.იქ მხოლოდ ერთი კარადა იდგა,სოფიამ კარადის კარი გააღო.ახსოვდა,რომსადღაც იქ საიდუმლო სეიფი იყო.კარადის კედელზე პატარა ხვრელი იპოვა.ერთ ადგილას კარადას ხის მაგივრად ქაღალდი ჰქონდა აკრული.სოფიამ სასწრაფოდ მოაცილა ქაღალდი და სიხარულისგან კინაღამ დაიყვირა,როდესაც სეიფს მიაგნო.გაიხსენა კოდი,მაგდას ნათქვამი ახსოვდა.სანდროს დაბადების წელი.1988 აკრიბა.კარი გაიღო.პატარა ჩემოდანი მართლაც იდო იქ.სოფია აღელდა.საჩქაროდ გახსნა ის.ჩემოდანში რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი საბუთი იდო,რომელიც ადასტურებდა,მაგდას დედამთილის თაღლითობას.სოფიამ საჩქაროდ დახურა ჩემოდანი.დერეფანში გაიხედა.დაძთოს და დედამთილის ლაპარაკის ხმა მოესმა.გასასვლელი მოერე მხრიდან იყო.სოფია სასწრაფოდ გავიდა ,ჩემოდანი მანქანაში დამალა.და უკან შემობრუნდა.ძალიან ღელავდა.დათო და სოფია სასწრადოს დაემშვიდობნენ ქალს და ანდრიასთან წამოვიდნენ.
ანდრიას თქმით ეს საბუთები ძალიან მნიშვნელოვანი იყო.ამ საბუთებით დასტურდებოდა,რომ სწორედ ის მოსამართლე.მაგადას დედამთილი და დედამთილის საყვარელი ერთ ბინძურ საქმეში იყვნენ გარეული და მგადას ქმირს მოკვლა სწორედ რომ მათ მიერ იყო დაგეგმილი.ანდრიამ სასწრაფოდ მიაწოდა საბუტები შესაბამის ორგანოებს და გამოძიება ხელახლა დაიწყო.თუმცა ამას დიდი დრო არ დაჭირვებია.მაგდას დედამთილი დააკავეს,ის მოსამართლეც და ამ ქალის საყვარელიც.მაგდას კი ბრალეულობა მოუხსნეს.
...
სოფია სანდროსთან და დათოსთან ერთად მაგდას საფლავთან იდნენ.ბავშვმა თავისი ხელით დააწყო საფლავზე წითელი ვარდები.სოფია დათოს მიეხუტა.თვალებზე ცრემლები ჰქონდა.დათომ ცრემლები მოწმინდა და აკოცა.
–ნეტავ ცოცხალი ყოფილიყო.ახლა გაათავისუფლებდნენ და ბავშვთან ყოფნასაც შეძლებდა.რა სამწუხაროა.რატომ არის ცხოვრება უსამართლო_თქვა სოფიამ
–სოფი.დარწმუნებული ვარ,რომ ის ახლა ყველაფერს ხედავს და გახარებულია,მაგდამ იცის,რომ მისი შილი ჩვენთან კარგად იქნება.თანაც შენ შეუძებელი შეძელი და მისი უდანაშაულობა დაამტკიცე,მაშინ,როდესაც არავის,მის საკუთარ მშობლებსაც კი არ სჯეროდათ მისი.შენ ყველაზე მამაცი და ერთგული ადამიანი ხარ
–უშენოდ ვერაფერსაც ვერ შევძლებდი.
ერთმანეთს აკოცეს.სანდრო მათკენ წამოვიდა და ღიმილით აკვირდებოდა წყვილს.დათომ და სოფიამ ბავშვს ხელი მოკიდეს და მანქანისკენ წავიდნენ.



№1 სტუმარი სტუმარი Nimi

Gaagrdzele veli shemdeg tavs kargia

 


№2  offline წევრი fireending

სტუმარი Nimi
Gaagrdzele veli shemdeg tavs kargia

მადლობთ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent