ღამის ქალი [ნაწილი მეორე] [6]
მამაკაცის ბაგეებისგან გაბრუებულმა ინსტიქტურად წაიღო თითები აბოს თმებისკენ, თმის სამაგრი მოხსნა და გაშლილ, ოდნავ შემოკლებულ თმებში თითები შეუცურა. გვიჩიამნა ცალი ხელი წელზე მოხვია, ცალი ლოყაზე მოკიდა და კოცნა უფრო გაახელა. ტუჩებიდან ნიკაპზე გადავიდა, თითოეულ ნაწილს ვნებამორეული და ცეცხლმოკიდებული უკოცნოდა, ნიკაპიდან ყელზე გადაინაცვლა. თვალებმინაბულმა, ნაზად გაახილა ორივე თვალი და ღიმილით გახედა თეთრ კედელს, დარწმუნდა რომ ის რაც ახლა მის თავს ხდება სწორი გადაწვეტილებაა და მამაკაცის ბაგეები ახლა უკვე თავად მოძებნა. ორივე ხელით სახე დაუჭირა და ბაგეებიდან გაქცევის საშუალება არ მისცა. ბრეტელებიანი მაისური ერთი ხელის მოსმით გახადა, ნახევრად შიშველ სხეულზე ღიმილით დახედა და ლამაზად ამობრუცულ მკერდს თვალი ჩაუკრა. მამაკაცის ქცევით გახალისებულმა ელიკომ კმაყოფილმა დახედა საკუთარ მკერდს და ფეხისწვერებზე აიწია, ორივე ხელი კისერზე მოხვია და კბილებით ნიკაპზე წაეთამაშა. -გინდა გითხრა პირველად ფრესკოში რომ შეგხვდი რაზე ვფიქრობდი..._ვნებისგან გახელებულს ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა. გვიჩიანიმა ინტერესით ასწია ცალი წარბი და შიშველ წელზე თითები დაუსვა. _შენთან კარგ სექსზე!_სიცილნარევი ხმით გაიხსენა მისი და ქერას დიალოგი. აბომ ქალი უკან დასწია, შუბლი ოდნავ შეკრა და წარბაწეულმა აათვალიერ-ჩაათვალიერა. -ხოდა დროა სურვილი აგისრულო! ცინიკურად შეათმაშა წარბები, ნაცრისფერი მაისური სწრაფად გადაიძრო და იატაკზე ელიკოს მაისურის გვერდით დააგდო. ქალი შიშველ სხუელზე აიკრა და გახურებული ბაგეები მხრებზე შეახო. საწოლთან მისული დაბნეული, ხელებაკანკალებული ეჯაჯგურებოდა აბოს შარვლის შესაკრავს. არა, მორცხვი არ არის, არც ამ შემთხვევას ჰყავს დაპანიკებული, ეს მისთვის ძალიან ბუნებრივი მომენტია. ბოლოს და ბოლოს ქმარს გაცილებული ქალია, თანაც თავისუფალი ქალი. უბრალოდ იმდენი ხანია მამაკაცთან ურთიერთობა არ ჰქონია გამოცდილება აღარ აქვს, ვერ ხვდება რომელი მოქმედება უფრო სასიამოვნო იქნება აბოსთვის. იაქტიუროს და ყველანაირი მოქმედება გაინაწილოს თუ ბურთიც და მოედანიც აბოს დაუთმოს. -ნუ ნერვიულობ. _აბომ თითებზე თითები მსუბუქად მოუჭირა, ნიკაპზე საჩვენებელი თითი ამოსდო და თავი მაღლა ააწევინა. _ნუ ნერვიულობ, უბრალოდ მომენდე!_ტუჩებზე დასჩურჩულა და ქვედა ტუჩზე აკოცა, მერე ზედაზე და ბოლოს ორივე ერთად მოიქცია. ყველანაირი უხერხულობა მოეხსნა, დაძაბულიც აღარ არის და არც იმის ეშინია რომ რაიმეს არასწორად გააკეთებს. ყველაფრის გამოსწორება შეიძლება მითუმეტეს საწოლში. ღიმილით დაუქნია მამაკაცს თავი და შარვლის შესაკრავი მისი დახმარებით უპრობლემოდ გახსნა. დილით აბოს შიშველ სხეულში ახლართულს გამოეღვიძა, გვერდი კმაყოფილმა იცვალა და მძინარე მამაკაცს გაბადრული მიაშტერდა. ასეთი სასიამოვნო, უდარდელი და უპრობლემო დილა დიდი ხანია არ ჰქონია. ახლა მხოლოდ საწოლში კოტრიალი და აბოსთან ერთად ყოფნა უნდა, მაგრამ სამსახურშია წასასვლელი და უმჯობესია თუ თავის დროზე გაემზადება. მამაკაცს მკლავებიდან პროფესიონალურად დაუძვრა, ღამე სწოლზე გადაფენილი ხალათი ამჯერად იატაკზე ეგდო. ღიმილით დაიხარა და ხალათი აიღო. სამზარეულოში გასულმა წყლის მადუღარა ჩართო და კარადიდან ჭიქა გამოიღო. ეშმაკურად მომღიმარი ორივე ხელით სამზარეულოს მაგიდას დაეყრდნო და თავისდაუნებურად ჩუმი სიცილი აუტყდა. ყოველთვის ასე ემართება როდესაც უგონოდ ბედნიერი და კმაყოფილია. სიხარულის ასეთი გამოხატვის ფორმა აქვს, დგას და სულელივით იცინის. მერე ჩერდება, ისევ იცინის და ბოლოს სახეს ალაგებს. ტუჩებზე ხელისგული აიფარა და თვალები მაგრად დახუჭა. ლეპტოპში დაბალ ხმაზე სიმღერები ჩართო და ტანი ნაზის რხევით დაიწყო საუზმის მომზადება. მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო და ამაზე ზედმეტად არ ფიქრობს. ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და მე მგონი ეს საკითხი განხილვადაც კი არ ღირს. აბოს მიმართ გრძნობები აქვს, არც მამაკაცია მის მიმართ გულგრილი და ეს მის თითოეულ ქმედებაში ჩანს. ორივე ზრდასრული, ჩამოყალიბებული და შემდგარი ადამიანია, შესანიშნავად იციან რა უნდათ და ვისთან ერთად უნდათ შესაბამისად ყველაფერი მარტივადაა. ნაბიჯების ხმაზე თავი უკან მიატრიალა და წელს ზემოთ შიშველ აბოს თვალებდაქაჩული მიაჩერდა. ქალის მზერით გახალისებული გვიჩიანი მისკენ წავიდა ცალი ხელი სკამზე დადო, ცალი კი მაგიდაზე და ქალი შუაში მოიმწყვდია. ელიკომ ამაყად გაუსწორა მზერა აბოს 8 კუბიკს მუცელზე და წამწამები ააფახუნა. -აბო, ცოტა უკან დაიხიე თორემ სამსახურში დამაგვიანდება. _ხმადაბლა ამოიგმინა და ქვედა ტუჩს კბილები დაასო. -და დარწმუნებული ხარ რომ სამსახურში დაგვიანება არ გინდა?!_ძილისგან, ან შეიძლება ვნებისგანაც ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და ქალს ცხვირის წვერზე აკოცა. ელიკომ თავი ოდნავ დასწია, მამაკაცის ხელის ქვეშ გაძვრა და სასწრაფო წესით დაუსხლტა. -ძალიან დიდი სიამოვნებით გავიმეორებდი იგივეს, მაგრამ დღეს რომ არ მივიდე უფროსი სამსახურიდან გამომაგდებს. _დაღონებულმა ჩაილაპარაკა, ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და საძინებლისკენ გაიქცა. სახლიდან ერთად გავიდნენ, აბომ სამსახურში მიგიყვან და მერე მე დაჩისთან წავალო. ბავშვს დღეს სკოლა არ აქვს ისვენებს, შესაბამისად მთელი დღე მამასთან ერთად უნდა გაატაროს ზუსტად ისე როგორც ეს ელიკოს გამოჩენამდე ხდებოდა. მაინც და მაინც ამ შაბათს დანიშნეს შეხვედრა რომელზე არ მისვლაც ელიკოსთვის ყველაფრის დასასრულის ტოლფასია. საბუთები კიდევ ერთხელ შეამოწმა, ჩანთა შეკრა და შენობას ახედა. -დღეს გამოგივლით და გოლფის სათამაშოთ წავიდეთ. -აბო, დარწმუნებული ხარ რომ დაჩი არ გაღიზიანედება? შეშფოთებულმა იკითხა და მამაკაცის თაფლისფერ თვალებს მიაჩერდა. ყოველთვის როდესაც აბოს თვალებს უყურებს მშვიდდება, გარშემო არსებული ყველა პრობლემა უფერულდება და აზრს კარგავს. დროებით, მაგრამ ელიკოსთვის ესეც კი საკმარისია. -ელიკო, ჩემს შვილს ვიცნობ და ვიცი რა არის მისთვის გამაღიზიანებელი და რა არა... თანაც თუ სწორად მახსოვს დაჩიმ თავად დაგრთო ნება ჩვენს გოლფის გაკვეთილებს დაესწრო. _ცინიკური ღიმილით ჩაუკრა თვალი, ლოყაზე უჩქმიტა და თვალებით ანიშნა მანქანიდან გადადიოდა. ელიკოც უსიტყვოდ დანებდა, მამაკაცს მსუბუქად გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა. -ჰო მართლა, როგორ ჩავიცვა?_ღია ფანჯარაში ოდნავ შეყო თავი და მოცინარ მამაკაცს წარბი აუწია. _რა გაცინებს? -ელო, გოლფის სათამაშოთ მივდივარ, რას ნიშნავს როგორ ჩაიცვა?! რა თქმა უნდა სპორტულები. _დაბნეულ ქალზე გულიანად ხალისობდა გვიჩიანი. -ნუ დამცინი, სტრესში ვარ. _სიცილით აიქნია ხელი და შენობისკენ შეტრიალდა. *** დაგვიანება არ უნდოდა, სამსახურიდანაც ადრე წავიდა გამზადება რომ მოვასწროო. სპორტულები ჩაიცვა, ფეხზე უკვე გადაჩვეული კედები ამოიცვა და დივანზე მოკალათებულმა აბოს ზარის მოლოდინი ჩართო. -დაბლა ვართ. მოკლედ ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ტელეფონი გათიშა. ზურგჩანთა ღიმილით მოიგდო მხარზე, კარი საიმედოდ ჩაკეტა და კიბეებს აჟიტირებული დაუყვა. მანქანასთან მისულმა უკანა სავარძელზე მოკალათებული დაჩი დაინახა და ღიმილით აუწია ხელი. ბიჭმა ტუჩის კუთხეში ოდნავ ჩაიღიმა და ქალს თავის დაკვრით მიესალმა. უსიტყვოდ მოკალათდა წინა სავარძელზე, ჩანთა ფეხებთან დაიდო და ღვედი შეიკრა. -დაჩი, როგორ ხარ?_ღიმილით მიუტრიალდა ბავშვს. ბიჭმა ჯერ აბოს გადახედა, მამაკაცი არცერთს არ აქცევდა ყურადღებას ტელეფონში იყურებოდა და რაღაცას წერდა. -გმადლობ კარგად, თქვენ როგორ ხართ?_ზრდილობიანად მოიკითხა და ქალის პასუხს დაელოდა. თქვენობით ფორმაზე ელიკოს ხველა აუტყდა. აბოს ტუჩის კუთხეში ირონიულად ჩაეცინა და ცალი წარბი შეათამაშა, ისე რომ ქალისთვის არც კი შეუხედავს. -მეც კარგად ვარ, გმადლობ. _ტუჩები განზე გასწია და თავი დაუქნია. -მზად ვართ?_აბომ ტელეფონი დადო და მანქანის დასაქოქად მოემზადა. ორივემ ერთდროულად განაცხადა თანხმობა. -ხო მართლა... _დამორცხვილმა ჩურჩულით ჩაილაპარაკა. _მე გოლფის თამაში არ ვიცი. ჯოხის დაჭერაც არ ვიცი. -ყვანჭის დაჭერას მე გასწავლი. _მის ზურგს უკან პატარა ბიჭის გულწრფელი ხმა გაისმა. ელიკომ წარბები მაღლა აქაჩა და პირდაღებული მიტრიალდა დაჩისკენ. -რის დაჭერას მასწავლი?_დაბნეულმა ჩაილუღლუღა და თვალები დააქაჩა. -ყვანჭის... გოლფის ჯოხს ჰქვია ასე. _ბავშვმა თვალებდაქაჩული ელიკოს დანახვისას ემოციები ვერ შეიაკვა და მორიდებით ჩაიცინა. -ყვაჭი... _თავმომწონედ გაიმეორდა და გაბადრულმა გაიღიმა. -ყვა ნ ჭი. ნ-ნ. ყვანჭი. _ჩურჩულით გაუმეორა აბომ და ქალს ცალი თვალით გადახედა. -ხო ეგ... და შენ კარგად თამაშობ?_სასწრაფო წესით შეცვალა თემა და ისევ დაჩის მიუტრიალდა. ბიჭმა მხრები აიჩეჩა და აბოს გადახედა. -ჯერ-ჯერობით მამას ვერ ვუგებ, მაგრამ რამდენიმე ტურნირზე ვიყავი და პირველ-მეორე ადგილზე გავედი. -მართლა? ასე კარგად თამაშობ?!_გაოცებულმა წამოიძახა და თითები ერთმანეთში ახლართა.დაჩიმ მორიდებით დაუქნია თავი. _ძალიან კარგია! *** -თამაშის წესს მოკლედ აგიხსნი. უნდა შეეცადო რაც შეიძლება ცოტა დარტყმით მოათავსო ბურთი ფოსოში. ჯერ-ჯერობით ეს შენ არ გამოგივა, ამიტომ დარტყმებზე ვივარჯიშოთ და შემდეგ თამაშის ყველა წესს კარგად აგიხსნი. -და მოედანზე რამდენი ფოსოა?_თვალებმოჭუტულმა გადახედა მწვანე გაზონს. -ამ მოედანზე 10 ფოსოა ისე ბევრად მეტი. -და დარტყმის უფლება რამდენჯერ მაქვს? -მოდი ჯერ დარტყმა ისწავლე და უფლებებზე მერე ვისაუბროთ. _დამცინავად ჩაილაპარაკა აბომ და ქალს თვალი ჩაუკრა. დაჩის უკვე დაეკავებინა თავის ადგილი და პროფესიონალური მოძრაობებით იქნევდა ჯოხს. რამდენიმეჯერ სცადა და ყველა ცდა წარმატებული აღმოჩნდა. გაოგნებული უყურებდა ყველა მხრივ ნიჭიერ და მონდომებულ ბიჭს, რომელიც თითოეული მოძრაობით აბოს გავდა. აბო ისევე კარგად ფლობს გოლფს როგორც ცეკვას, მართალია ეს უფრო კარგად გამოსდის, მაგრამ როგორც მასწავლებელი შესანიშნავია. ყელაფერს ძალიან კარგად უხსნის, დგომაც ასწავლა, ჯოხის დაჭერა დაჩიმ ასწავლა, მონდომებით უხსნიდა ბიჭი ყველაფერს. რაც მთავარია მიზნის დაჭერაც ისწავლა და რამდენიმე ცდის შემდეგ უკვე დამოუკიდებლად დაიწყო თამაში. -აბო. ზურგს უკან მისთვის კარგად ნაცნობი ხმა გაისმა. დაჩი და ელიკო ერთდროულად გასწორდნენ წელში, გოლფის ჯოხი ორივემ გაზონზე დადო და ქალისკენ მიტრიალდნენ. ეშხიანი ქალის დანახვისს თვალები ოდნავ მოჭუტა, ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა და დაბღვერილი მიაჩერდა აბოს. მამაკაცმა თანამშრომელი მოიკითხა და ცალი თვალით შვილს და საყვარელ ქალს გადახედა. -ელოს უკვე იცნობ, ეს ჩემი ბიჭია დაჩი. დაჩი, ჩემი თანამშრომელი ეკა. -როგორი საყვარელი ბიჭი გყოლია. ქალმა გაბადრულმა მოუჭირა მარცხენა ლოყაზე თითები. ელიკომ ბაგეები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და ბიჭზე მიკრულ ქალის თითებს გაღიზიანებულმა დახედა. არც დაჩი იყო ახალი ადამიანის გაცნობით დიდათ მოხიბლული. თვალებდაქაჩული აკვირდებოდა ეკას და თან ცალ თვალს ელიკოსკენ აპარებდა. -თქვენ როგორ ხართ?_წელში გასწორდა და ელიკოს მიუტრიალდა. ქალმა სწრაფად დაალაგა სახე და მსუბუქად ჩაუღიმა. -კარგად, თქვენ? -მეც კარგად... ხო მართლა, გამიხარდა თქვენი ამბავი. _მოულოდნელად აბოსკენ მიტრიალდა. -რა ამბავი?_გაკვირვებულმა კითხა და შარვლის ჯიბეებში ხელები ჩაიწყო. -კონკურსის მოგება. -ა, გმადლობ, ეკა. _თავი დაუქნია და შუბლშეკრულ ელიკოს თვალებით ანიშნა რომ მერე აუხსნიდა. *** -არ მესმის ასეთ მნიშნველოვან დეტალს ეკასგან რატომ უნდა ვიგებდე... ხომ შეგეძლო გეთქვა რომ კონკურსი მოიგე?_გაღიზიანებულმა კითხა და მოთამაშე დაჩის ცალი თვალით გადახედა, დარწმუნდა რომ ბავშვს მათი დაძაბული საუბარი არ ესმოდა. -ვერ ვხვდები ამ თემას რატომ განვიხილავთ. -ხო არა?! ძალიან კარგი, ამის მერე არც მე გეტყვი რა ხდება ჩემთან სამსახურში!_ჯიბრიანად ჩაილაპარაკა და მამაკაცისთვის გვერდის ავლა სცადა. აბომ სწრაფად მოკიდა ხელი მაჯაში და თავისკენ მიატრიალა. -ელიკო, ნუ ბავშვობ!_შუბლშეკრულმა გააფრთხილა და ხელი გაუშვა. -არ ვბავშვობ, უბრალოდ მეწყინა, შენს ამხელა წარმატებას ეკასგან რომ ვიგებ. -ჯერ ოფიციალურად არ გაგვიფორმებია საბუთები, ეკას მოლოცვა წინასწარი იყო. -ხო, მაგრამ კონკურსი მოიგეთ!_მაინც ვერ ისვენებდა. *** ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, მართალია გოლფის თამაში ვერ ისწავლა, მაგრამ ასე თუ ისე ბურთს წონასწორობას უნარჩუნებს, აღარც წრეზე ტრიალებს ჯოხით ხელში. დაჩისთანაც დაამყარა კონტაქტი, გოლფის გარდა ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს, ბურთების მოსატანათაც ერთად მიდიოდნენ და უკან დაბრუნებულები ათას რამეზე ასწრებნენ საუბარს. ბიჭს საერთოდ არ ემჩნეოდა რომ დაძაბული იყო, რამაც ელიკოზეც იმოქმედა და გაიხსნა. ბიჭებმა სახლამდე მიაცილეს, დაემშვიდობნენ და სახლში წავიდნენ. ღიმილით აირბინა კიბეები, ჩანთის წინა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და კართან მისულმა დაბნეულმა დახედა კიბეზე მჯდარ ლაზარეს. -ლაზარე..._ხმადაბლა ჩაილაპარაკა ძმის სახელი. ბიჭმა სწრაფად ასწია თავი და ფეხზე წამოდგა. -სად ხარ აქამდე, 1 საათია აქ ვზივარ._შეწუხებულმა ჩაილაპარაკა, გასაღები გამოართვა და საკეტს მოარგო. -მერე დაგერეკა და გეკითხა ვიყავი თუ არა სახლში... _წარბწეულმა ჩაილაპარაკა და სახლში შეაბიჯა. -რამდენჯერაც მოვედი სულ სახლში დამხვდი და რას ვიფიქრებდი დღეს თუ არ იქნებოდი. -ლაზარე, მე მგონი შენ ცოტა გაკლია. შაბათია და ბუნებრივია რომ გასული ვიყავი. თანაც ძალიან გთხოვ ამის მერე როცა ჩემთან მოსვლას დააპირებ უბრალოდ გამაგებინო, იქნებ არ მცალია, ან სტუმარი მყავს, ან... -ან აბოსთან ერთად ხარ. მართალი ხარ ამის მერე გაგაფრთხილებ ხოლმე!_ცინიკურად ჩაიცინა და წყლის მადუღარა ჩართო. _აბოსთან ერთად იყავი? -ხო, გოფლის სათამაშოთ ვიყავით მე, აბო და დაჩი. _მოკლედ უპასუხა და ჩანთა საკიდზე ჩამოკიდა. -შენ და სპორტი?_ფხუკუნით იკითხა ლაზარემ. -რა გაცინებს, უბრალოდ გადავწყვიტეთ ერთად წავსულიყავით. _გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და აწკრიალებული კარისკენ მიტრიალდა. _შეიძლება აბოა, დაჩის ნივთები მე გამომყვა. _გაბადრულმა ჩაილაპარაკა და რკინის კარგი გააღო, მაგრამ იქ აბოს მაგივრად მისთვის სრულიად უცნო ქალი დახვდა. ქალმა ინტერესით აათვალიერ-ჩაათვალიერა ელიკო და მზერა მის სახეზე შეაჩერა. _გისმენთ. -გამარჯობა, ელიკო თქვენ ხართ?_ხმადაბლა იკითხა ქალმა და მის პასუხს დაელოდა. -დიახ, მე ვარ. _თავი დაუქნია და სამზარეულოს კართან მდგარ ძმას წამით გახედა. -თქვენთან სალაპარაკო მაქვს, იქნებ რამდენიმე წუთი დამითმოთ. _მორიდებით ჩაილაპარაკა ქალმა. -უკაცრავად, რაზე უნდა ვისაუბროთ? -აბოზე და ჩემს შვილზე. **** პირველ რიგში დაგვიანებისვის დიდ ბოდიშს გიხდით... რაღაც მიზეზების და გამო თავის დროზე დაწერა ვერ მოვახერხე, მერე დავწერე და სამწუხაროთ წამეშალა... <3 დიდი იმედი მაქვს რომ ისტორიის ეს თავი მოგეწონათ... უღრმესი მადლობა ყველას, საოცრად მახარებთ და მაბედნიერებთ. <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.