შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული და სასჯელი


2-11-2017, 21:30
ავტორი ankatuna
ნანახია 2 443

-სესილი როდის ჩამოხვედი? -ქალის მკლავებიდან ამოილაპარაკა დავითმა.
-გუშინ ჩამოვედი. როგორ მოგეწონა ჩემი სიურპრიზი?
-ნამდვილად არ გელოდი.
-როგორც ვხედავ უკვე მიხვდი რატომ დავიჟინე რომ მოსულყავით. -თამარი გამოეგება კარში მათ და სახლში შეიპატიჟა.
-ეს ქალი ვინაა მია? დავითს ასე რატომ ელაქუცება? -სახე მოჭმუხნა გუგამ.
-არ ვიცი დაიმედია დაგვდებენ პატივს რომ გავიგოთ. -უყურადღებობის გამო მია ცოტა გაღიზიანდა კიდეც, როგორც არასდროს თამარმა ბავშვებსაც კი არ მიაქცია ყურადღება.
-ხო მართლა ეს მიაა, ჩემი მეუღლე და
-ესენი ალბათ გუგა და ანამარია. -თავად გააწყვეტინა სესილიმ დავითს და ბავშვებთან დაიმუხლა. -სასიამოვნოა თქვნი გაცნობა, მე სესილი ვარ დავითის კარგი მეგობარი.
-უცნაურია მამას არასოდეს უხსენებიხართ.
-გამარჯობა, მე ანარია ვარ. -ხელი გაუწოდა ანამარიამ სესილის და თან შეკივლა როდესაც გუგამ თმებში მოქაჩა.
-მია სას... -სიტყვა პირზე შერჩა და ხელი გაწვდილი მიას, სესილიმ მას ყურადღებაც არ მიაქცია დავითს ხელკავი გამოსდო და მისაღებისგენ წაიყვანა. მიამ ხელი მძიმეთ დაუშვა, ბავშვების დასანახად ნაძალადევად გაიღიმა და მათ უკან გაჰყვა.
-ისე ენატრებოდი დავითს რომ წახვედი. -თამარმა სესილის თმაზე ხელი გადაუსვა.
-მართლა დავით? მეც ძალინ მომენატრე და აი დავბრუნდი.
-ბებო, ბებო მეც მომიყვარდი.. -ხელგაშლილმა ანამარიამ თამართან მიირბინა.
-მომიყვარდი? -სიცილი დაიწყო სესილიმ. -ვაიმე დავით რა საყვარლად მეტყველებენ, მომიყვარდიო.
-ვერ ვხვდები აქ სასაცილო რა არის, ეს ანამარიას სივარულის გამოხატულებაა. მომენატრე და მიყვარხარ უბრალოდ შეაერთა მეტ არაფერი.
-კარგი ხო, საწყენად არ მითქვამს.
-არ მომწონს ეს ქალი. -დათრგუნულმა ანამარიამ მიას კალთაში მოიკალათა.
-არც მე. -მხარი აუბა გუგამ ანამარიას და სკამი მიასთან მიაჩოჩა.
-მომიყევი შენზე სესილი, როგორ მიდის შენი საქმეები.
-ნორმალურად ჩემო საყვარელო. უბრალოდ ბრიტანეთში ძალიან მაკლდი და მივხვდი რომ მაშინ წასვლა და შენი დატოვება სისულელე იყო. ხლა კი დავბრუნდი დაა. -ხელი დავითის ხელებისკენ გააცურა და მკლავზე მაგრად ჩაებღაუჭა.
-შეჭამთ ბავშვებო ხომ? -თამარი სუფრს გასაწყობად მოემზადა.
-კი დედა მშია.
-კარგი, მოდი მია დამეხმარე, ბავშვები დავტოვოთ ძველი დრო გაიხსენონ. -მია ძლივს წამოდგა სკამიდან, თითქოს არ უნდოდა მათი მართო დატოვება მაგრამ იქ ჯაშუშად გუგას ტოვებდა. -იცი რა კარგი გოგოა სესილი? პატიოსანი, ლამაზი, ჭკვიანი. მას და დავითს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მგონი სესილის ახლაც უყვარს. -ამის გაგონებაზე მიამ თვალები ჭყიტა. არ ელოდა თამარისგან ასეთ საუბარს. -ყოველთვის მინდოდ რომ ერთად ყოფილიყვნენ. კარგი წყვილი არიან.
-ხო მაგრამ მამას ცოლი ხომ დედაა. -თამარის სიტყვები მაგიდის კუთხესთან ატუზულმა ანამარიამ გააპრიტესტა.
-კი მაგრამ, ვინ იცის მომავალში რა იქნება. -დღეს თამარი სულ სხვა გვარი იყო. მია ვერ ხსნიდა მისი და ბავშვებისადმი თამარის ასეთი რადიკალური ცვლილების მიზეზი რა უნდა ყოფილიყო.
-ქალბატონო თამარ ვერ ვხვდები საუბარი რისკენ მიგყავთ.
-წესით კარგად უნდა ხვდებოდე. -ისე უხეშად უპასუხა თამარმა რომ საქმისთვის თავიც არ დაუნებებია.
...
-ეჰ დავით ამ წლების მანძილზე სულ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი, მიმზიდველი და კარგი ხარ.
-არც შენ შეცვლილხარ, სესილი. მაგრამ ჩვენს გარშემო შეიცვალა ბევრი რამ.
-მართალია, შენს ცხოვრებაში სხვა გამოჩნდა, მაგრამ ეგ არაფერი. ძველი სიყვარული უკვალოდ არ ქრება.
-მგონი არ ღირს მაგ თემაზე საუბარი, რაც არ უნადა იყოს მე ახლა ცოლიანი კაცი ვარ და...
-და შენი ცოლი გიყვარს.
-დიახაც უყვარს, თან ძალიან. -ბოლო ბოლო ჩაერია გუგა საუბარში დიდი ხნის მოთმენის შემდეგ.
-შენ რა საყვარელი ვინმე ხარ პატარავ. -ლოყებზე საჩქმეტად წაუწია ხელი სესილიმ. გუგამ ცივად გაწია თავი გვერდზე რომ თავი აერიდებინა. -მომიყევი დავით როგორ შეხვდი...რაო რა თქვი რა ჰქვია?
-მია ჰქვია. გრძელი ისტორიაა, ერთ დღეს მოგიყვები ოღონდ დღეს არა კარგი.
-როგორც შენ გინდა მე არაფერს დაგაძალებ. იქნებ ამ დღეებში სადმე გავისეირნოთ ჩვენ ორმა და ვისაუბროთ.
-თუ მოვახერხებ აუცილებლად.
-მოდით ბავშვებო სუფრა მზადაა. -მაგიდას შემოუსხდნენ დავითი და ბავშვები, მიამ სკამი გამოწია რომ დავითის გვერდით დამჯდარიყო მაგრამ გამოწეულ სკამზე სესილი დაჯდა უკითხავად. მია ბავშვებთან დაჯდა. მთელი საღამო სესილი ცდილობდა დავითს მიახლოვებოდა, იცინოდნენ, რაღაც ძველ ამბებს იხსენებდნენ. მიას ლამის გული ჩასწყდა ისე განიცადა ეს მდგომარეობა. ვერ იტანდა როდესაც ეს გოგო დავითს ეხებოდა. დავითიც იცინოდა მასთან ერთად თითქოს მასაც დაავიწყდა მიას არსებობდა ეს უფრო მეტად უკლავდა მას გულს. -დედიკო იქნებ საღამოს სადმე წახვიდეთ, ღამის თბილისი დაათვალიერებიე სესილის.
-მაგრამ ჩვენ რომ გვეძინება? -ამოიკრუსუნა ანამარიამ.
-მარტო წავლენ ანამარია. თქვენ და მია სახლში წადით და დაისვენეთ. -მიამ გაოებული თვალებით შეხედა თამარს და შენდეგ დავითისკენ გაიხედა მისი რეაქცია აინტერესებდა.
-ხო მაგრამ დედა.
-არავითარი მაგრამ დათუნა წაიყვანე სესილი. მია და ბავშვები სახლში დატოვე და მერე გაისეირნეთ.
-რა მაგარია. რამდენი რამე შეიცვლებოდა ამ ხნის მანძილზე. ხომ ყველაფერს მაჩვენებ დათ. მალევე გადაწყვიტა მიამ რომ აღარ შეეძლო იქ გაჩერება და ანამარია მოიმიზეზა.
-დავით თუ შეიძლება წაიდეთ ანამარიას დაეძინა. -დავითმაც უხმოდ დაუკრა თავი და მიას კალთიდან ანამარიას აყვანა დააპირა მაგრამ ის დედას მიეკრო. მიამ ანიშნა რომ თავი დაენებებინა და თავად აიყვანა ანამარია. თამარი მხოლოდ დავითს მოეხვია თბილად მიას და ბავშვებს კი ისევ არ მიაქცია ყურადღება. მიას ვერაფრით აეხსნა თამარის ასეთი საქციელი. რატომ არაფრად აგდებდა მათ. ვინ იყო ეს სესილი ასეთი, რა ადგილი ეჟირა მას მათ ცხოვრებაში. სახლიდან გავიდნენ და მანქანას მიუახლოვდნენ. დავითმა მიასთვის მანქანის წინა კარი გაღო მაგრამ ისევ ის უტაქტო საქციელი.
-მადლობა დათ. -გაუღიმა სესილიამ დავითს და თავად მოკალათდა წინა სავარძელზე.
-ეე შენ. -წამოაყვირა გუგას მაგრამ მიამ ტუჩებზე ხელი ააფარა და თავი გაუქნია იმის ნიშნად რომ არაფერი ეთქვა. გუგამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და მიას გვერდით უკანა სავარძელზე მოკალათდა. სახლამდე ისე მივიდნენ რომ სესილი მისი და დავითის ერთად ყოფნის ამბებში იყო გართული. მიასთვის უკვე ნათელი იყო რომ მათ ადრე ერთმანეთი უყვარდათ. რატომ, რატომ სტკენდა ეს ყველაფერი გულს. ვისი საქციელი უფრო მეტად სწყინდა სესილის ასეთი გამოხტომები თუ დავითის უმოქმედობა. თუმცა რაა ის ხომ არ იყო დავითისთვის არაფერი უბრალოდ იმ შვილების დედა იყო რომელთა „მამა“ მისი ქმარი იყო და არც იყო.
-კარგი მია... -სახლთან მისულებს მოუბრუნდათ დავითი მიას და გუგას.
-არაფერია დავით წადი. -მიამ თავად გააღო მანქანის კარი და ანამარია მიხუტებულმა სახლისკენ გადაინაცვლა.
-შეიძლება წამოვიდე? -დავითის სკამის ზურს მოეჭიდა გუგა.
-არა გუგა გვიანია, ხვალ ბაღში უნდა წახვიდე და გამოძინება გჭირდება. -მიამ დაასწრო პასუხის გაცემა დავითს და გუგაც იძულებული გახდა მანქანიდან გადმოსულიყო. დავითმაც მანქანა დაძრა და მიამ კარგად დაინახა მიმავალი მანქანიდან კმაყოფილი და ნიშნის მოგებით სავსე მზერა რომ ესროლა სესილი.
-რატომ არ მომეცი უფლება გავყოლოდი? -გააპროტესტა გუგამ დედის გადაწყვეტილება.
-სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს.
-რა? -ამჯერად ყოვლისმცოდნე გუგამ დედის გამონათქვამი ვერ გაიგო და მორჩილად გაყვა სახლში მას. მიასთვის ღამე უსაშველოდ გაიწელა. აი უკვე საათმა სამს დაჰკრა და დავითი ისევ არ სჩანდა. რამოდენიმეჯერ სცადა რომ დაეძინა მაგრამ თვალებზე რურიც კი არ მიეკარა. რამოდენიმე წუთის შემდეგ კარის ხმა გაიგო. მიხვდა რომ დავით დაბრუნდა. სასწრაფოდ წამოდგა, კართან მივიდა და ის ის იყო უნდა გამოეღო რომ რაღაც ძალამ გააჩერა. ხელი უკან დაჭია და საწოლს დაუბრუნა. ერთ წამს შენიშნა როგორ გაჩერდა დავითი მის კართან მაგრამ დაკაკუნება მანაც ვერ გაბედა. როგორ აკლდა ამ ორს გამბედაობა ის რაც ერთმანეთს აკარგვინებდათ. მეორე დილით მია კარზე გაბმულმა ზარმა გააღვიძა.
-ღმერთო ნუთუ ჩამეძინა, -სასწრაფოდ წამოხტა მია მაგრამ საათი მხოლოდ 7 საათს აჩვენებდა. გაუკვირდა ვინ შეიძლება ყოფილიყო ასე დილაადრიან. ჩაიარა კიბეები და საფეხურზე შედგა. კარში ერთმანეთზე მოხვეული დავითი და სესილი იდგნენ.
-კარგია რომ არ გძინავს. ძველი დრო გავიხსენოთ წამოდი ერთად ვირბინოთ არ გინდა.
-აღარ დავრბივარ სესილი, მაგრამ მადლობა რომ გაგახსენდი.
-კარგი რაა, მაშინ დღეს ჩემი ხათრით წამოდი.
-კარგი სესილი ისევ გაიმარჯვე. -დავითს ღიმილი მიეყინა სახეზე როდესაც კიბის საფეხურზე მია დაინახა. მია ხმაამოუღებლად გატრიალდა და ოთახში შეიკეტა. არ გაუგია როდის გავიდა დავითი სახლიდან. მალე ისევ ზარის ხმა იყო. ახლა ვინღაა გაიფიქრა მიამ და კარის გასაღებად ჩავიდა. გამოაღო და თამარის დანახვამ გააოცა.
-მობრძანდით, ასე დილაადრიან, ხომ ყველაფერი კარგადაა ქალბატონო თამარ.
-ბავშვებს სძინავთ?
-დიახ ჯერ ადრეა.
-ძალიან კარგია, შენთან საქმე მაქვს. -თამარი სახლში შევიდა და დივანზე მოიკალათა.
-ყავას და ჩაის ხომ არ ინებეთ? -თავაზიანობა გამოიჩინა მიამ.
-მაგდენი დრო არ მაქვს, ჩემს სათქმელს გეტყვი და წავალ. მია მიკიბ მოკიბულ საუბარს არ დავიწყებ. შენს შესახებ ყველაფერი ვიცი და ნამდვილად არ მინდა ჩემი დათუნას ცხოვრებაში შენნაირი ქალი იყოს. მინდა რომ მისგან წახვიდე.
.....
-მემგონი ხვდები რაც მსინტერესებს დავით. ვისი შვილები არიან და რატომ ცხოვრობენ შენთან?
-კარგი რადგან ასეა მოგიყვები -ყავა დაისხა დავითმა და მიას წინ მაგიდასთან დაჯა. -მთელი ბავშვობა მკაცრი და კონსერვატიული წესებით ვიზრდებოდი. მასწავლიდნენ რომ პატიოსნება, ოჯახის ერთგულება და სიწმინდე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მთელი ჩემი შეგნებული ბავშვობა და ახალგაზრდობაც მეგონა რომ ყველაზე კარგ და სანიმუშო ოჯახში ვცხოვრობდი. ერთ დღესაც ტელეფონზე უცნობი ზარი შემოდის. საოცრად დათრგუნული ქალის ხმა, მეორე მხრიდან მთხოვდნენ რომ ერთერთ საავადმყოფოში მივსულიყავი. ვერ მივხვდი ვინ რეკავდა მაგრამ ჩემმა ადამიანურმა ეგომ არ ომასვენა რომ არ მივსულიყავი. ტელეფონში ნაკარნახევ პალატაში შევედი. ბევრ აპარატზე მიერთებული ქალის გვერდით სკამზე ორი პატარა ბავშვი იჯდა,
-გუგა და ანამარია?
-ჰო, ნიკოლოზი და თათია. ქალმა რომ დამინახა თვალები ცრემლებით აევსო და სუნთქვის აპარატი ჩამოიწია. ხმას ხროტინს აყოლებდა. დამთრგუნა იქაურობამ. ქალმა როგორც კი საუბარი დაიწყო ნელ-ნელა თავზე მთელი ამ დროის განმავლობაში ნაგები თავდაჯერებულობა და სიამაყე დამემხო. დაიმსხვრა ყველაფერი რისიც მჯეროდა. აღმოჩნა რომ მამაჩემს ბატონ კონსტანტიდე ადეიშვილს მეორე ოჯახი ყავდა. მეუღლა და ორი შვილი. მამა რომელიც ღმერთად მიმაჩნდა მეც და მითუმეტეს დედას, ქალს რომელიც ის ისეთი უყვარდა თან მთელი გულით როგორიც იყო ღალატობდა. ვერ ვხვდებოდი ამას როგორ ახერხებდა, ყოველთვის ჩვენთან ახლოს იყო, არაფერს გვაკლებდა. აღმოჩნდა რომ ეს ქალი ცუდად იყო და მამა ის მიატოვა. ვერვიჯერებდი რომ ის შეიძლება ასეთი ნაძირალა ყოფლიყო. როდესაც მას უთხოვია ბავშვებზემაინც ეზრუნა ისიც კი უთქვამს ეს ბავშვები შეიძლება არც იყვნენ ჩემი შვილებიო. ვერ გავიგე რა უნდა მექნა. რატომ მეუბნებოდა ეს ქალი ამ ყველაფერს. ბოლოს ამოთქვა რაც სურდა. მისი თქმით მისი დრო მოსული იყო და ჩემგან მხოლოდ ერთ რაიმეს ითხოვდა იქნებ მისი შვილებისთვის კარგი გასაშვილებელი ოჯახი მომეძებნა. გავშეშდი, ხმა ვერ ამოვიღე. ყველაფერი ისე ერთად გავიგე რომ ვერ ვაანალიზებდი. დავიბენი. რა უნდა მეთქვ, რა უნდა მექნა. მის შვილებს მოეფერა და მალევე გარდაიცვალა. იმ დროს რამოდენიმე წლის სიცოცხლე მგონი მეც მომაკლდა. გული მომიკვდა როდესაც გუგა.. -ნიკოლოზი დედის უსიცოცხლო სხეულს დაეკონა და ატირდა. თათია კი ვერაფერს ხვდებოდა მაგრამ რადგან ნიკოლოზი ტიროდა ისიც ატირდა. მალე ექიმები შემოცვივდნენ და მთხოვეს რომ პალატიდან ბავშვები გამეყვანა. მათკენ ხელი წავიღე მაგრამ ვერ გავბედე რომ შევხებოდი. მათ დანახვაზე მამაჩემის ტყუილი მახსენდებოდა და გული მიკვდებოდა ჩემზე მეტად დედაჩემის გამო. ნიკოლოზმა თათიას ხელი ჩაკიდა და გარეთ გაიყვანა. ვერ გავჩერდი მია საავადმყოფოში. ვეღარ გავჩრდი. გარეთ გამოვედი. მაშინ ბიჭებს დავურეკე. ისინი ძალიან დამიდგნენ გვერდით. თან მრცხვენოდა მათთვის ჩემი მდგომარეობის გამხელა მაგრამ მარტო ამ ყველაფერს თავს ვერ გავართმევდი. მე კი მათ გარდა აღარავინ მყავდა. ყველაფერი თავიდან ბიჭებმა მოაგვარეს. იმ საცოდავი ქალის დაკრძალვაც და პირველი ორი დღე ბავშვებზეც ზრუნავდნენ. მერე რა ვიცი შეძლებისდაგვარად მოვედი გონს. პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ სახლიდან წამოვედი. როდესაც გაცოფებული მამა მომვარდა თუ რატომ წამოვედი ცუთხარი რომ სიმართლე ვიცოდი. ჩემთვის აღარაფერი დაუძალებია. მხოლოდ ის მკითხა თუ ვაპირებდი დედისათვის სიმართლის თქმას. დედას ვერ გავიმეტები ამ ტკივილისთვის. ქალს ისიც გულს უკლავდა ერთადერთი შვილი სახლიდან რომ გაექცა უმიზეზოდ. ბევრი ვიფიქრე რა მექნა და ვერ შევძელი ბავშვების გაშვილება. იმ საცოდავს მოუსწრია და მათ მეურვედ მე დამასახელა. ხო და ბევრი რომ აღარ გავაგრძელო მე ისინი ვიშვილე. ჩემი და-ძმა ჩემი შვილები არიან ახლა.
-სახელები რატომ შეუცვალე მათ?
-არ ვიცი ინსტიქტურად მოვიფიქრე ასე რომ იქნებ მათაც დავიწყებოდათ ძველ სახელებთან ერთად წარსული და ცოტათი მაინც უკეთ იყვნენ. ანამარია ძალიან პატარაა ამ ყველაფრის გასაგებად მან ისე მიმიღო თითქოს მართლა მისი მამა ვიყო, აი გუგა კი ხვდება რომ ჩემი შვილი არაა მაგრამ სიმართლე არ იცის და სიმართ;ე გითხრა არც მინდა რომ ოდესმე გაიგონ. დედაჩემი რომ მოვიდა და აქ ბავშვები დახვდა ქალი ლამის ჭკუიდან გადავიდა. რა მივკიბ-მოვკიბე არც მე ვიცი. ბოლოს იმ დონემდე მივედი რომ ვერ ვუხსნიდი რომ ვთხოვე უბრალოდ მიეღო ეს ბავშვები. ჯერ ვერ შეძლო. მას შემდეგ არც მოსულა ჩემთან. მხოლოდ ტელეფონზე მირეკავს და ჩემს ამბებს კითხულობს. იმედია დროთა განმავლობაში შეეჩვევა როგორმე თორე უკვე აღარ ვიცი რა ვქნა. ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავი და არც არასოდეს ვიქნები. როგორ შევძლებ არ ვიცი.
-მესმის შენი. დავრჩები მათთან.
-დიდი მადლობა მია. -დავითმა საუბარი რომ დაამთავრა მიას აფსოლუტურად შეეცვალა მასზე წარმოდგენა. აგრესიული და ფიცხი კაცის უკან მოსიყვარულე და მომთმენი ადამიანი დაინახა. ადამიანი რომელსაც ამჯერად მიას თანადგომა სჭირდებოდა ყველაზე მეტად. დავითის ნაამბობიდან კიდევ ერთხელ დარწმუნდა რამოდენა მნიშვნელო აქვს კარგი მეგობრების ყოლას. ბიჭები რომ არა არავინ იცის ახლა ან დავითი ან ბავშვები რა მდგომარეობაში იქნებოდნენ. დავითის გაგეა ცოტა გაუჭირდა კიდეც. ვერ წარმოედგინა მამამისის შვილები როგორ უნდა გაეზარდა. კაცის მიმართ რომელსაც არ იცნობდა უსაშველო ზიზღის გრძნობა გაუჩნდა. დავითის მამა საშინლად გამაღიზიანებლად იქცა მისთვის. სწორედ ასეთი არაკაცები ხდიან სამყაროს საზიზღარს და აუტანელს. -მგონი დღეისათვის საკმარისზე მეტი ვიაპარაკეთ, წადი დაისვენე, მეორე სართულზეა შენი ოთახი დერეფნის ბოლოს. დილის ადრე ვდგებით გაითვალისწინე. ნუ ანამარია ადრე იღვიძებს და იძულებულები ვართ ჩვენს გავიღვიძოთ. -მია დაემშვიდობა დავითს და მითითებული ოთახისკენ აიღო გეზი. ოთახში რომ შევიდა იქაურობა ძალიან მშვიდი და ლამაზი იყო. საწოლზე პირსახოცი და საღამურები ლამაზად ელაგა. იმ ღამეს დაძინება თითქმის ვერ მოახერხა ყურებში დავითის ხმა ჩაესმოდა და ფიქრმა არ დააძინა. დილით მისდაუნებურად ადრიანად გაეღვიძა, ჩაიცვა და მისაღებში ჩავიდა. მერე სამზარეულოში გადაინაცვლა. იქაურობა მოათვალიერა და საუზმის გამზადებას შეუდგა. მალე იატაკზე შიშველი ფეხების ტყაპუნი მოესმა. რომ მოიხედა მის ფეხებთან ანამარია იდგა. გაბურძგნული და ნამძინარები თვალებით მიას შესცქეროდა.
- რამდენ ხანს დარჩები ჩვენთან?
-გინდა რომ წავიდე? -მასთან ჩაიმუხლა მიამ.
-არა პირიქით მე მომეწონე. სხვებზე ახალგაზრდა ხარ და ლამაზი.
-მადლობა ჩემო საყვარელო. -გაუღიმა მიამ და ანამარია კისერზე მოეხვია. მიამ თბილად ჩაიკრა ის გულში რომ გაახსენდა რა ბედიც ჰქონდა. -წამოდი ჩავიცვათ თორე ეგრე გაცივდები.
-არ მინდა ჯერ, გუგას სძინავდა და გაეღვიძება რომ შევიდეთ. თუ შემცივდება ავალ.
-კარგი მაშინ მოდი სკამზე დაჯექი. -მიამ ანამარია ბარის სკამზე დასვა და მის შორი-ახლოს ფუსფუსი გააგრძელა. -მომიყევი შენზე რაიმე უკეთ რომ გავიცნოთ ერთმანეთი. აი მაგალითად რა საჭმელები გიყვარს.
-მაგას ყველაფერი უყვარს რაც იჭმევა. -ანამარიას გუგამ დაასწრო და მათთან ერთად სამზარეულოში დაჯდა.
-დას ნუ აჯავრებ გუგა ცოდო არაა?
-არაუშავს, დროა დაჭკვიანდეს. -მიას გაეცინა გუგას ამ სიტყვებზე. ის მის საკთან შედარებით კარგი მოაზროვნე აღმოჩნდა. ბევრ რაიმეზე ისაუბრეს ვის რა მოწონდა და ასე შემდეგ. მიმ მათთვის ტოსტები და ჩაი მგაამზადა და მაგიდას შემოუსხდნენ. მათ დაითიც შეუერთდა.
-მე არ მეკუთვნის ჩაი?
-ახლავე მოგიდუღებ.
-ყოჩაღ მამა, კარგი გოგო შეგირჩევია, კარგი ჩაი მოადუღა.
-ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ორისას სჯობს. -გუგა არც დას დაეთანხმა ბოლომდე მაგრამ ცუდიც არაფერი თქვა მიაზე.
-ჩემამდე აქ ორი იყო?
-კი და პლიუს კიდე ნანა. ამათ ვერავინ გაუძლო. უფრო სწორედ გუგას ვერ გაუძლო. ასე რომ წარმატებულ დასაწყისს გისურვებ. -ჩაის ჭიქა აწია დავითმა და მიას გაუღიმა



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ყველაზე მეტად დავითზე გავბრაზდი. კი მაგრამ ენა გადყლაპა? რამდენის უფლებას აძლევს იმ ვიღაც სესილის. სხვის თვალში ხო ესენი ცოლ-ქმარი არიან და მემგონი ქმარი ასე არ უნდა იქცეოდეს. მითუმეტეს ძველი შეყვარებულია და უარი თავისუფლად უნდა უთხრას. მაგრად ჩაიჭრა დავითი

 


№2  offline აქტიური მკითხველი grafo

ეჰ, ეს დავითი სუფთ ***ბანჯო აღმოჩნდა!
იმედია, ეს გოგო ახლა მაინც აღმოჩნდება ნორმალური და თამარს საკადრის პასუხს თუ ვერ გასცემს , იმის თქმას მაინც მოახერხებს რომ ეს ყველაფერი დავითის გადასაწყვეტია და არა დედამისის!

 


№3 სტუმარი სტუმარი მაია

არამგონია მიამ გაბედოს ხმის ამოღება მგონია რომ დავითი მოსვავს მოძალადე ქალბატონს თავის ადგილზე. ეუხერხულება ძველი ურთიერთობის ხათრით ალბათ უხეში მოშორება ალბათ ფლირტიც მოსწონს მაგრამ ის ტიპაჟია რომ ოჯახს არ უღალატებს,იცის გუგას დამოკიდებულებაც და სულ მია რომ არ ჩავთვალოთ ბავშვების გულისტკენას ვერ შეძლებს

 


№4 სტუმარი Nini

Gaagrdzelee veli shemdeg tavs

 


№5  offline წევრი ankatuna

მიხარია თუ მოგწონთ... ძალიან მალე დავდებ ახალ თავს....

 


№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აუფ არადა როგორ მესიმპატიურებოდა დავითი. სულ გამოშტერდა თუ რა ხდება? მია ხომ ცოლია, თანაც ოფიციალური. უარი ამამაკაცური საქციელია თუ რახდება? მიამ ფხა უნდა გამოიჩინოს და მოსვას ეს არამკითხე ხალხი.

 


№7 სტუმარი სტუმარი მაია

ankatuna
მიხარია თუ მოგწონთ... ძალიან მალე დავდებ ახალ თავს....




ერთი სული მაქვს, ახალ თავს მოუთმენლად ველი, ძალიან მცირე მონაკვეთებს დებ და გვაწვალებ :(

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინი

როდის დადებთ შემდეგ თავს?

 


№9 სტუმარი სტუმარი მაია

იმდენი ხანია ველოდებით რომ უკვე დამეკარგა ინტერესი

 


№10 სტუმარი ჩიკიტა

ankatuna
მიხარია თუ მოგწონთ... ძალიან მალე დავდებ ახალ თავს....

უკვე მალე აღარ გამოდის

 


№11 სტუმარი მარინე

დაამთავრე რაა..დამაინტერესა და აღარ არის..გააგრძელებ კიდევ თუ აღარ ველოდოოო???.????

 


№12 სტუმარი სტუმარი მაია

დიდი ხანია ველოდებით ექნება გაგრძელებაა?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent