შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ქალი [ნაწილი მეორე] [7]


3-11-2017, 07:41
ავტორი მე♥
ნანახია 5 417

დაბნეულმა კარი უფრო ფართოდ გააღო და ქალს სახლში შესვლის ნება მისცა. ვერ მიხვდა რას აკეთებდა, მაგრამ აბოს და დაჩის ხსენებისას ჩათვალა რომ ყველაფერი დეტალურად უნდა მოესმინა. თანაც ქალი არ გავდა არც ინტრიგანს და არც მოგზავნილს, აშკარად გულწრფელად უნდოდა რაღაცაზე საუბარი.
მისაღებში შესულ ქალს უკან დაუდგა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ლაზარესკენ მიტრიალდა. ბიჭი უსიტყვოდ მიხვდა დის სურვილს ხელები მაღლა ასწია, სამზარეულოში შევიდა და კარი დაკეტა.

-დაბრძანდით. _ღიმილით ანიშნა დავინაზე და თვითონ სავარძელში ჩაჯდა.

-ძალიან არ მინდოდა ამ საკითხზე თქვენთან საუაბრი და შეწუხება, მაგრამ საკუთარ თავს ყველა გზა მოვუჭერი, თქვენს გარდა არავინ მიმიღებდა. _შეწუხებულმა ჩაილაპარაკა, ჩანთა დივანზე დადო და ჩამოჯდა.

-დაჩი თქვენი შვილია?_ჩურჩულით იკითხა და თითები ერთმანეთში ახლართა.

როგორია როდესაც შენი საყვარელი მამაკაცის ყოფილი მეგობარი გოგო, ცოლი თუ საყვარელი გამოგეცხადება და შენ ამ დროს უნდა ეცადო რომ სიმშვიდე შეუნარჩუნო... მაგრამ ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა, დარწმუნებულია რომ ეს ქალი აბოსთვის მხოლოდ დაჩის დედაა, სხვა დანარჩენზე ფიქრი კი დიდი სისულელე იქნება.

-კი, დაჩის დედა ვარ. _თავი დაუქნია და ჩაწითლებული თვალები დახუჭა. _მე და აბოს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს. მეზობლები ვიყავით, დიდი ხანი ჩუმად მიყვარდა ვერ ვუმხელდი, ჩემზე 2 წლით უფროსია. _ხმადაბლა დაიწყო საუბარი.

-სანამ ყველაფრის მოყოლად დაიწყებთ... ყავას, ან ჩაის ხომ არ დალევთ?

-არა, მხოლოდ წყალი თუ შეიძლება.

-ახლავე.

ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა, თან ცალ თვალს უცხო ქალისკენ აპარებდა. სამზარეულოში შესულს ლაზარე ფანჯარასთან მდგარი დახვდა, ბიჭი სწრაფად მიტრიალდა დისკენ.

-ახლა ამან ინტრიგები უნდა ხლართოს?_აგდებით იკითხა და შუბლი შეკრა.

-არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა. _მაცივრიდან ცივი წყლის ბოთლი გამოიღო და ჭიქაში ჩამოასხა.

-დიდი იმედი მაქვს შენი ოფოფების ხილვა არ მომიწევს. _ცინიკურად ჩაილაპარაკა და ხმადაბლა ჩაიცინა.

-მეშინია რამე ისეთი არ თქვას რაც კიდევ ერთხელ დამაფიქრებს...

***
-აბო ბავშვობიდან მიყვარდა. მეზობლები ვიყავით, ერთ უბანში ვცხოვრობდით, ჩემს მიპირდაპირე კორპუსში მესამე სართულზე ცხოვრობდა. მთელი ბავშვობა დაბნეული ჩემი ოთახის ფანჯრიდან მისი ოთახის ფანჯრებს ვუყურებდი. რამდენიმე წლის შემდეგ შემამჩნია, აბოზე 2 წლით უმცროსი ვარ, ალბათ რომ წამოვიზარდე და ცოტა მოვფერიანდი მერე აღმომაჩინა. 18 წლის ვიყავი როდესაც ერთმანეთს ცოტა სერიოზულად შევხედეთ, ჩემთან ურთიერთობას არ ჩქარობდა, ყოველთვის გაწონასწორებული იყო. ცდილობდა ძალიან ყურადღებიანი და რაც მთავარია ურთიერთობაში ჩამოყალიბებული ყოფილიყო, რასაც ძალიან ვაფასებდი. არ გავდა სხვა მამაკაცებს, ყოველთვის იცოდა რა უნდოდა საკუთარი თავისგან, ჩემგან, ცხოვრებისგან. მოხდა ისე რომ ორსულად დავრჩი, ბავშვი არ მინდოდა. ვსწავლობდი და ვხვდებოდი რომ ბავშვი ყველანაირად ხელს შემიშლიდა. ჩემებისთვისაც რთული ასახსნელი იყო რატომ ვსუქდებოდი ყოველ დღე. აბომ მითხრა რომ ჩემებს ნახავდა და ცოლადაც მომიყვანდა, თანაც ჩვენ გვქონდა უკვე ისეთი ურთიერთობა რომ მსგავს საკითხებზე გვეფიქრა. მე ვუთხარი რომ არ იყო საჭირო, რომ ბავშვის გაჩენას და ზედმეტი ტვირთის აკიდებას არ ვაპირებ. ხელი მთხოვა, უარი ვუთხარი, თანაც ძალიან მწარე უარი. _აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა და ატირებულმა ხმამაღლა ამოისუნთქა. _მერე გამწარდა, კატეგორიულად მომთხოვა რომ ბავშვი გამეჩინა და შემდეგ მათი ცხოვრებიდან გავმქრალიყავი. ჩემები სოფელში იყვნენ უკვე გადასულები მე სახლში მარტო ვიყავი. 5 თვის განმავლობაში ვიმალებოდი, აბომ ცალკე ბინა მიქირავა მეზობლებთან რომ არ გამოვჩენილიყავი და შემდეგ ჩემებისთვის არ ეთქვათ -“თქვენი გოგო მუცელგაბერილი დადისო.” ზუსტად ისე მოვიქეცი როგორც შევთანხმდით ვიმშობიარე ბავშვი გავაჩინე და დავტოვე. უნივერსიტეტი დავამთავრე და გაცვლითი პროგრამით გერმანიაში წავედი.

-როგორ გაძელი?

დაუფიქრებლად იკითხა და ქალს სიბრალულით დააკვირდა.

-არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს. _ქვედა ტუჩი აკანკალებულმა მოიკვნიტა და სახე ხელისგულებში ჩარგო.

-და ახლა გინდა რომ დაჩი დაიბრუნო?_შეშინებულმა კითხა და მის პაუსხს დაელოდა.

ეშინოდა აბოს რეაქიის, ზუსტად იცის რომ ამ ყველაფრის შემდეგ მამაკაცი ქალს უფლებას არ მისცემს ბავშვს გაეკაროს და ცხოვრება აურიოს. ასევე ეშინია დაჩისთვისაც ძალიან მძიმე არ აღმოჩნდეს ამ ისტორიის შელამაზებული ვერსიის მოსმენა, ამდენი წელია უდედოდ იზრდება და ასე უცებ მისთვის უცხო ქალის გამოცხადება ძალიან დიდი სტრესი იქნება.

-არა, ვიცი რომ ეს შეუძლებელია. ისიც ვიცი რომ აბო ამის უფლებას არ მომცემს, თანაც არ მინდა თქვენს ცხოვრებაში ჩავერიო. მირჩევნია მშვიდად, წყნარად და ჩუმად ვნახო ხოლმე დაჩი.

-მოიცადეთ..._სწრაფად მოფხიზლდა და თვალებდაქაჩული წამოდგა ფეხზე. _და ჩემთან იმიტომ მოხვედით, რომ გგონიათ მე ხელს შეგიწყობთ?

-იცით...

-არავითარ შემთხვევაში! მე არანაირი უფლება მაქვს დაჩის ცხოვრებაში ჩავერიო და მის ასაკში, აბოს გარეშე მივიღო ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება. ვინც არ უნდა იყით და როგორც არ უნდა გიყვარდეთ ის მე ამას არ გავაკეთებ! _გაღიზიანებულმა ოდნავ აუწია ტონს. _ძალიან გთხოვთ ახლავე დატოვოთ ჩემი სახლი და მსგავსი შინაარსის ტექსტებით აღარასოდეს გამომეცხადოთ!_კატეგორიული ტონით გააფრთხილა და გასასვლელისკენ წავიდა კარის გასაღებად.

-მე ეს ძალიან მჭირდება, ჩემი უნდა გაიგოთ.

-მესმის, ძალიან მძიმეა, მაგრამ მე ბავშვის ცხოვრებაში ვერ ჩავერევი!

-კარგი, დიდი მადლობა მოსმენისთვის. _სწრაფად დანებდა და თავჩახრილმა ჩაილაპარაკა.

-არაფერს, თუ ეს თქვენთვის შვების მომტანია, არანაირი პრობლემა არ არის._თავი დაუქნია და მსუბუქად ჩაიღიმა. _და კიდევ... _სადარბაზოში გასულს დააწია სიტყვა. _გთხოვთ სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ დაჩიზე დაფიქრდით, ახლა ის ძალიან რთულ ასაკშია და ყველაფერს გამძაფრებულად გრძნობს. ბავშვზე იფიქრეთ და არა საკუთარ თავზე!

***
მთელი ღამე ვერ მოისვენა, გამუმდებით უცხო ქალზე და მასთან გამართულ დიალოგზე ფიქრობდა. რაღაც მომენტში იფიქრა რომ დახამრებაზე უარის თქმა მისი მხრიდან სისასტიკე იყო, თანაც ქალს ეტყობოდა რომ ბავშვის ნახვა გულწრფელად უნდოდა, მაგრამ... როცა იხსენებს როგორი სახით ყვებოდა ისტორიას, ყველანაირი ადამიანური ემოცია ეკარგება და ქალზე დადებითად ვეღარ ფიქრობს. როგორ შეიძლება შენი სისხლი და ხორცი 9 თვე მუცლით ატარო, გააჩინო ამდენი იწვალო, ათასი ტკივილი გადაიტანო და მერე ისე წახვიდე მისი ცხოვრებიდან თითქოს არაფერი მომხდარა და ახლა, როცა დაჩი ჩამოყალიბებული ინდივიდია ჩამოდის და მისი გაცნობის სურვილით არის შეპყრობილი. ქალის დამოკიდებულება ძალიან აღიზიანებს, ბავშვზე საერთოდ არ ფიქრობს, უბრალოდ წარსულის ცოდვების გამოსწორება უნდა ეგ არის და ეგ, ელიკო კი ამაში ვერ დაეხმარება, მითუმეტეს აბოს გარეშე.

-ლაზარე, როგორ ფიქრობ აბოს უნდა ვუთხრა გუშინდელი სტუმრის შესახებ?_მისაღებში გასულმა ხმადაბლა კითხა ძმას და ყავა მოსვა.

-არ ვიცი, შენი გადასაწყვეტია. მე ვეტყოდი, უნდა იცოდეს რომ მაგ ქალის სახით დიდი საფრთე ემუქრება ბავშვის ფსიქიკას.

-ღმერთო ჩემო.. _აღფრთოვანებულმა შესძახა და ძმას თვალებმოჭუტულმა გადახედა. _ჩემს არ ყოფნაში როგორ გაზრდილხარ და ჩამოყალიბებულხარ. _მისი სიტყვებით აღტაცებული ღიმილს ვერ იკავებდა. _კარგი ბიჭი ხარ, ლაზარე. _თვალი ჩაუკრა და ტელეფონს დახედა. _აბოა, წავედი და ჭკუით. გასაღები წაიღე, მე ჩემი მაქვს.

-კარგი, მერე დაგიბრუნებ.

***

გვიჩიანი სადარბაზოსთან დახვდა, ცალი ხელი წელზე მოხვია და ბაგეები მონატრებულმა ვნებიანად დაუკოცნა. ელიკოც განაბული აჰყვა კოცნაში. საერთოდ არ აინტერესებს არც თვალებდაჭყეტილი სამეზობლო და არც ის რას იტყვიან სხვები, თანაც მოფარებულია და საზოგადოებრივ ადგილადაც არ ითვლება. არ უყვარს როდესაც წყვილი შუა ქუჩაში ერთმანეთით ტკბობას იწყებს, ურჩევნია ეს ყველაფერი საკუთარ სივრცეში მოხდეს და სხვებს არ გაუზიაროს.

-აბო, რაღაცაზე მინდა რომ დაგელაპარაკო._ღვედი შეიკრა და მამაკაცისკენ მიტრიალდა.

-რა მოხდა?

-გუშინ ჩემთან ერთი ქალი იყო მოსული...

-რა იყო, ელიკო, მჩხიბავმა მოგაკითხა?_ცინიკურად იკითხა და გასაღები გადაატრიალა.

-არა, დაჩის დედამ.

ელიკოს სიტყვების მოსმენისას ხელი ჰაერში გაუშეშდა, ტუჩები ერთმანეთს მთელი ძალით დააჭირა და ძარღვებდაჭიმული მიუტრიალდა ქალს.

-ვინ?

-დაჩის დედა. ჩემთან იყო, ყვეალფერი მომიყვა და მთხოვა რომ ბავშვთან შემეხვედრებინა. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და აბოს არეულ სახეს დააკვირდა. _აბო, ავუხსენი რომ ამას ვერ ვიზამ და ძალიან მშვიდად წავიდა._აღელვებული მამაკაცის დამშვიდება სცადა. _მართლა, გეფიცები წინააღმდეგობაც კი არ გაუწევია. უბრალოდ მოვიდა, ჩემი აზრი გაიგო და წავიდა, დამიჯერე ცუდი განზრახვა მართლა არ ჰქონია. _ხელზე თითები მოუჭირა და სახე თავისკენ მიატრიალებინა.

-არასოდეს, არასოდეს თქვა ქალზე, რომელმაც შვილი მიატოვა რომ ცუდი განზრახვა არ აქვს! _გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და გზას გახედა.

-მესმის რომ შენთვის რთულია ახლა ამ ყველაფრის მოსმენა და დაჩის დედის გამართლება, მაგრამ მე იმას გეუბნები რაც ჩემი ორი თვალით ვნახე ჩემს სახლში და იქიდან წასულმა რა გეგმა დასახა ეგ არ ვიცი.

-დაჩისთან მისვლას ვერ გაბედავს, იცის რომ ამისთვის ძალიან მწარედ ვაგებინებ პასუხს.

-შვილთან ურთიერთობას დაუშლი?_შეშინებულმა კითხა და წარბები შეჭმუხნა.

-რა თქმა უნდა არა, მაგრამ თუ გაბედავს და ამ ნაბიჯს გადადგამს მივახვედრებ რომ არ უღირს!

-იქნებ დაჩის უნდა მისი გაცნობა?

-დედის გაცნობა ყველა ბავშვს უნდა, მაგრამ დაჩის ამაზე წლებია აღარ უსაუბრია. თუ დედამისი მოვა და იტყვის რომ ბავშვს აღარასოდეს მიატოვებს და ყველაფერში დაეხმარება მაშინ ნახოს, მაგრამ თუ გეგმაში აქედან კიდევ აქვს აქედან წასვლა ურჩევნია რომ დაჩის ახლოსაც არ გაეკაროს!

აბოსი ძალიან კარგად ესმის, ხვდება როგორი რთულია როდესაც საყვარელი ქალი რომელთან ერთადაც ოჯახის შექმნას აპირები გიცხადებს რომ შენგან შვილი არ უნდა და ყველაზე უარესი, ბავშვს აჩენს და ორივეს გტოვებთ. დღეების ბავშვს ხელებში გაჩეჩებს, ბარგს ალაგებს და ქვეყნიდან მიდის.
ზუსტად იცის რომ აბო არასოდეს არ შეუშლიდა ხელს მიეღო განათლება, ყოფილიყო წარმატებული ქალი, დედა და ცოლი. აბოს იმდენად სერიოზული დამოკიდებულება აქვს ქალის განათელბასთან და მის საქმიანობასთან დაკავშირებით რომ უბრალოდ აფსურდია რაიმეს აკრძალვაში ცილი დასწამო.
ხვდება როგორი რთულია მისთვის დაჩისთან ამ თემის განხილვა არა იმიტომ, რომ ქალთან საკუთარი მიზნები აქვს, უბრალოდ დაჩისთვის ზედმეტად ძნელი გასგებია რატომ დაბრუნდა ამდენი წლის შემდეგ დედა და რატომ გადაწყვიტა მასთან ურთიერთობა. ან საერთოდ როგორ უნდა აუხსნას ამდენი ხანი სად იყო, ტყუილით ურთიერთობის დაწყებას კი არანაირი აზრი არ აქვს, ბავშვი ადრე თუ გვიან სიმართლეს აუცილებლად გაიგებს და ეს მისთვის კიდევ ერთი დარტყმა იქნება.

-აბო, იქნებ დაელაპარაკო და აუხსნა რომ ამ ეტაპზე დაჩისთან მისვლა და საუბარი არ ღირს…

-დაჩისთან მისვლას არც შეეცდება, სულ სხვა გეგმები ჰქონდა. _მოზრდილ წვერზე თითები მოისვა და ღრმად ამოისუნთქა. _შენი გამოყენების გეგმა კარგად არ ქონდა შემუშვებული, იმდენად გულუბრყვილო იყო რომ ტყუილიც კი ვერ გითხრა.

-ხო, ყველაფერი მომიყვა. არცერთ მის სიტყვაში იგრძნობოდა რომ გადანაშაულებდა პირიქით, მე მგონი მადლობელიც კია შენი.

-თუ კიდევ გამოჩნდა შემატყობინე.

-აუცილებლად. _ღიმილით დაუქნია თავი, მისკენ ოდნავ გადაიხარა და ბაგეებზე მოწყვეტით აკოცა. _ვიცი ახლა ცოტა გიჟური და არაადეკვატური ნათქვამი იქნება, მაგრამ რა ვქნა ცოტა არ იყოს და იმ ქალის წასვლა მიხარია… უფრო სწორად მიხარია რომ როდესად შეგხვდი მარტო იყავი და ჩემთან ურთიერთობისთვის დაბრკოლებები არ გქონდა. ხომ გესმის… ცუდად არ ვამბობ. _დაბნეული ალუღლუღდა, არ უნდოდა აბოს მისი ნათქვამი ცუდად გაეგო.

-ნუ შფოთავ!_თვალი ჩაუკრა და თითი ცხვირის წვერზე დაკრა.

***
აბოს თხოვნით სკოლიდან დაჩი თავად გამოიყვანა, ძიძა თავისიანებთან არის წასული დასასვენებლად, აბოს დედაც არ არის ქალაქში, აბოს სამსახურის საქმეები აქვს, თანაც ელიკოსთვის ეს შესანიშნავი შანსია. მე მგონი აბომ სპეციალურადაც კი გააკეთა ყოველივე ეს, დაჩი და ელიკო მარტო დატოვა.
სკოლასთან მისულმა ღრმად ამოისუნთქა, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და შენობაში შევიდა. ყველა ინტერესით აკვირდებოდა, ხელებში და თვალებში უყურებდნენ. დაჩი საკლასო ოთახში იჯდა და რაღაცას წერდა, ნაბიჯებით ხმაზე თავი მაღლა ასწია და ელიკოს გაოგნებულმა შეხედა. ქალის დანახვას არ ელოდებოდა, ცოტა უსიამოვნო გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ფეხზე წამოდგა რვეული ჩანთაში ჩადო და ელიკოსკენ წავიდა.

-დღეს ბებიამ ვერ მოიცალა და აბომ მთხოვა რომ მე მოვსულიყავი. _ღიმილით ჩაილაპარაკა ჩანთა გამოართვა და ბიჭს დააკვირდა. მისი რეაქციის ეშინია, დაბნეულია ვერ ხვდება რა უნდა გააკეთოს.

-არა უშავს, შენი მოსვლა არ მწყენია. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და საკლასო ოთახიდან გავიდა. ელიკო გაბადრული სახით მიჰყვა უკან.

-აბომ მითხრა სახლში მიდით და მეც მალე მოვალო, მაგრამ იქნებ სანამ აბო დაგვიკავშირდება სადმე დავსხდეთ. არ გშია?

-მშია, დღეს დილით მამამ სენდვიჩი რომ გამიმზადა არ მეყო.

-ანუ მამას უნდა ვუთხრათ რომ ამის მერე ერთით მეტი სენდვიჩი გაგიმზადოს._თვალი ჩაუკრა და ზურგზე ხელი მიადო.

-ელიკო, მამაჩემი მართლა გიყვარს?_გასასვლელთან გაჩერდა, თვალებდაჭყეტილ ქალს ახედა და ცნობისმოყვარე გამომეტყველებით დაელოდა მის პასუხს.

-მართალია მამაშენისთვის ეს არ მითქვამს, მაგრამ… _სიცილით დაიწყო საუბარი. _კი, ძალიან მიყვარს._თავი დაუქნია და ოდნავ დაიხარა. _მაგრამ გთხოვ, შენ არ უთხრა კარგი? მოდი ეს ჩვენი პატარა საიდუმლო იყოს.

-ჩვენი პირველი საიდუმლო. კარგი ვაფასებ შენ ნდობას და ხმას არ ვიღებ!_ტუჩებზე ორი თითი გადაიტარა და “დამუნჯდა”. დაჩის ქცევაზე ორივეს ხმამაღლა გაეცინა.

-სწრაფი კვების ობიექტში არ წაგიყვან, არ მინდა შენი გული არაჯანსაღი საკვებით მოვიგო. კარგი კორეული რესტორანი ვიცი და სუფი ვჭამოთ, მაგრამ არა ისეთი როგორსაც შენი ძიძა აკეთებს ხოლმე!_ბიჭის განცვიფრებული სახის დანახვისას სწრაფად დაამატა და ხელი ჰაერში ასწია.

-საით?

აბოს ხმამ შუქნიშანთან გაჩერებული ქალის და ბავშვის ყურადღება მიიქცია. მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა, ელიკოს თვალი ჩაუკრა და დაჩის ჩანთა გამოართვა.

-კორეულში ვაპირებდით წასვლას, დაჩის ჩემი საყვარელი სუფი უნდა გავასინჯო. შენ რატომ მოხვედი?

-შეხვედრა დამთავრა და წამოვედი, ვიცოდი ისევ აქ რომ იქნებოდით. სუფზე მე არ დამპატიჟებთ?

-შენ რომ აზიური სამზარეულო არ მოგწონს…_წარბწეულმა ჩაილაპარაკა დაჩიმ და მამამას თვალებმოჭუტული დააკვირდა. აბო დაჩისკენ დაიხარა, ცხვირზე ორი თითი მოუჭირა და თვალი ჩაუკრა.

-ასეთი ლამაზი გოგო თუ დამპატიჟებს რატომაც არა?!_სიცილით ამოილაპარაკა და ლოყებაწითლებულ ელიკოს ახედა.

-მაშინ წავიდეთ, თორემ მე და დაჩის ძალიან გვშია. _ელიკომ ბავშვს მხარზე ხელი მოხვია და თვალებგაშტერებულ და ძარღვებდაჭიმულ აბოს დახედა. _აბო, კარგად ხარ?

-მანქანაში ჩაჯექით და მოვალ..._მოკლედ ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ეს წაიღეთ. _დაჩის ჩანთა მიაწოდა, შუქნიშნის გამწვანებას არც კი დალოდებია ისე გადაკვეთა გზა და მოპირდაპირე მხარეს მდგარ ელიკოსთვის უკვე კარგად ნაცნობ ქალთან გაჩერდა.

-დაჩი დაჯექი. _მანქანის კარი სწრაფად გამოაღო და ბავშვს დაჯდომაში დაეხმარა.

^^^^^
ჩემო საყვარლებო და ტკბილებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას... რომ იცოდეთ როგორ მახარებთ და მაბედნიერებთ. <3 სასწაულები ხართ! <3



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ოჰ როგორ მომწონს დაჩის დამოკიდებულება ელიკოს მიმართ. კიდევ გამიხარდა ელე დაჩის დედასთან ასე რომ მოიქცა და აბოსაც ყველაფერი უამბო...
საინტერესო თავი იყო ძალიან. ახალ თავს მალე დადებ?

 


№2  offline წევრი NiniG-1

დიდი იმედი მაქვს იფლებას არ მიცემა რომ ბავშვთან ქონდეს ურთიერთობა არანაიარად არ აქ უფლობა უნდოდა სწავლა და კარიერა ხო და დაჯდეს ახლა და კარიერას ეფეროს ...არანაირი გამართლება არ აქვს ამ ქალს

 


№3  offline წევრი f43i3zxv

რა გოგო ხარ :დ :* ეს ისტორია დასრულებულიბარ გქონდა მგონი დასაწყისი მახსოვს თითქოს ეს გაგრძელება არა და არ მოხდებოდა ეგრე მე არ მქონდეს შენი რომელიმე ისტორია წაკითხული ხოდა დამამსვიდე და მითხარი რომ კი მომემატა ასაკი მაგრამ ეგრე ძაანაც არა :დ
რაც შეეხება ისტორიას შენი ისტორიების ყველა მთავარი კაცი მიყვარს :დ ხოდა კი ვარ ასე გასათხოვარი :დ რაც სეეხება გოგონებს მგონია რომ მათნაირი ხარ იმდენ დეტალზე და ისე გაქვს მკქცეული ყურადრება კი იმსახურებ ასეთ ბიჭს :დ
კოკა როგორი მამაა ეს ძალიან მაინტერესებს და სადმე რომ მაჩვენო ვიციბარ გაგიჭირდება :დ

 


№4  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

მერე მეტყვი მუშტი კრივზე რატომ გადადიხარო
არუნდა გადავიდე?
გავწეწავ მიმიშვით!
რაუფლებით მოვიდა პროსტა
როგორ გაბედა!
იიიჩემიდაჩი
ძააან მომწონს ხოიციი შენ
მამას გავს ბავშვი!
ლაზარე ჩემთვის მყავს გადანახული იცოდე
აუ რაკარგი თქვა რომ სიმართლე უთხრა აბოს
ისე ახლა დავფიქრდი რაუცნაური სახწლია აბო
მოკლედ მე ძალიან მომწონს
ხოდა ველოდები შემდეგს
გოგა ვიქნები და ვიტყვი “არ მეყო” :დდდდ
ლავიუუუუუ ❤️

 


№5  offline წევრი Indigo

შენ რო იცოდე, როგორ მახარებ...
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№6  offline წევრი Somebody

მიხარია შენი განახლებული გვერდი მაგრამ რა ვქნა რომ არ მეყო?! იმედია მალე დადებ შემდეგს ვეღარ ვითმენ
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№7  offline მოდერი მე♥

მანანა ლომიძე- როგორ მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ. დიდი მადლობა. <3
უცნობი ქ
ოჰ როგორ მომწონს დაჩის დამოკიდებულება ელიკოს მიმართ. კიდევ გამიხარდა ელე დაჩის დედასთან ასე რომ მოიქცა და აბოსაც ყველაფერი უამბო...
საინტერესო თავი იყო ძალიან. ახალ თავს მალე დადებ?

მიხარია რომ მოგწონს, იმედია ბოლომდე ასე გაგრძელდება. :დდდ დიდი მადლობა. <3 ვეცდები მალე დავდო. <3
NiniG-1
დიდი იმედი მაქვს იფლებას არ მიცემა რომ ბავშვთან ქონდეს ურთიერთობა არანაიარად არ აქ უფლობა უნდოდა სწავლა და კარიერა ხო და დაჯდეს ახლა და კარიერას ეფეროს ...არანაირი გამართლება არ აქვს ამ ქალს

ცოტა რთულია დედას შვილის ნახვა აუკრძალო, მაგრამ მე მგონი აბო იმაზე უკეთეს გამოსავალს იპოვის ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. <3 ვნახოთ... მადლობა შენ. <3
f43i3zxv
რა გოგო ხარ :დ :* ეს ისტორია დასრულებულიბარ გქონდა მგონი დასაწყისი მახსოვს თითქოს ეს გაგრძელება არა და არ მოხდებოდა ეგრე მე არ მქონდეს შენი რომელიმე ისტორია წაკითხული ხოდა დამამსვიდე და მითხარი რომ კი მომემატა ასაკი მაგრამ ეგრე ძაანაც არა :დ
რაც შეეხება ისტორიას შენი ისტორიების ყველა მთავარი კაცი მიყვარს :დ ხოდა კი ვარ ასე გასათხოვარი :დ რაც სეეხება გოგონებს მგონია რომ მათნაირი ხარ იმდენ დეტალზე და ისე გაქვს მკქცეული ყურადრება კი იმსახურებ ასეთ ბიჭს :დ
კოკა როგორი მამაა ეს ძალიან მაინტერესებს და სადმე რომ მაჩვენო ვიციბარ გაგიჭირდება :დ

ამ ისტორიის პირველი ნაწილი დაწერილი მაქვს კი, ამ ნაწილს ახლა ვწერ. <3 ძნელია ჩემი მამაკაცები არ გიყვარდეს. <3 :დდდ ისეთები არიან, ოფ, ოფ. :(((( გოგონებში სულ ცოტა დოტით ჩემი ხასიათიც არის, რაღაც საკითხები კი კატეგორიულად არ ვეთანხმები... მიხარია რომ მოგწონს და კითხულობ. უ'ღრმესი მადლობა. <3
LuckyGirl
მერე მეტყვი მუშტი კრივზე რატომ გადადიხარო
არუნდა გადავიდე?
გავწეწავ მიმიშვით!
რაუფლებით მოვიდა პროსტა
როგორ გაბედა!
იიიჩემიდაჩი
ძააან მომწონს ხოიციი შენ
მამას გავს ბავშვი!
ლაზარე ჩემთვის მყავს გადანახული იცოდე
აუ რაკარგი თქვა რომ სიმართლე უთხრა აბოს
ისე ახლა დავფიქრდი რაუცნაური სახწლია აბო
მოკლედ მე ძალიან მომწონს
ხოდა ველოდები შემდეგს
გოგა ვიქნები და ვიტყვი “არ მეყო” :დდდდ
ლავიუუუუუ ❤️

მოძალადე ადამიანო! :დდდ
მადლობა დიდი დიდი!
ლაზარეს ერთ კაი გოგოს დავაჯახებ შენ სახელზე. :დ <3
ბავშვი მამას ასლია თავისთავად. დდდ
უცნაური და მოკლე :დდ
<3
ლუნი.
პირველი თავის ელიკო სხვა ადამიანია, ამ თავის კიდე სხვა.
პირველ ელიკოს გართობა უნდოდა აბოსთან, ეს კიდევ "ოჯახური" ტიპია.
თუ პერსონაჟს უცვლი თვისებებს ეს აღნიშნე. თორე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო ისტორია გმართავსშენ და არა ისტორიას შენ.
საერთო ჯამში არ არი ცუდი.
გუდ ლაქ ❤

რა თქმა უნდა პირველი თავის ელიკო სულ სხვანაირია, ცხოვრებაზე დაბოღმილი, მშობლებისგან მიტოვებული, საკუთარ თავზე შეყვარებული და ქვეყანაზე რომ არავინ და არაფერი აინტერესებს ისეთი. რეალურად მხოლოდ ერთი ადამიანი რომ ყავდა ვის გამოც გაღვიძება უხაროდაია... მის ახლანდელ ცხოვრებაზე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ბუნებრივია ხასიათიც ბევრად უფრო ადამიანური გაუხდა, მოსიყვარულეა ბედნიერეია. გართობაზე არც ახლა იტყვის უარს, მაგრამ არ აქვს ამის დრო. მხიარული, თავისუფალი და ლაღია ისევაა.<3
მიხარია რომ კითხულობ. <3მადლობა <3
Indigo
შენ რო იცოდე, როგორ მახარებ...

მეც როგორ მახარებ რომ იცოდე... დიდი მადლობა. <3

Somebody
მიხარია შენი განახლებული გვერდი მაგრამ რა ვქნა რომ არ მეყო?! იმედია მალე დადებ შემდეგს ვეღარ ვითმენ

ძალიან დიდი მადლობა, მესმის რომ პატარა თავებია... მაგრამ ფიზიკურად მართლა ვერ ვახერხებ მეტს. <3 მიხარია რომ ისევ კითხულობ. <3
--------------------
ა.ა

 


№8  offline წევრი ))♡

Uii rakargiaaaa ❤❤❤ me miyvars მე♥ hoo nu agvianeb xolme ra iseti ganebivrebuli gyavar ro ukve pretenziac micjndeba ro agvianeb ????????????❤❤????♥????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№9  offline მოდერი მე♥

))♡
Uii rakargiaaaa ❤❤❤ me miyvars მე♥ hoo nu agvianeb xolme ra iseti ganebivrebuli gyavar ro ukve pretenziac micjndeba ro agvianeb ????????????❤❤????♥????????

როგორ მიხარია რომ მოგწონს და კითხულობ... ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო. <3
მე მგონი ძალიანაც არ ვაგვიანებ ყველაზე დიდი 1 დღე გადავაცილო... რა ვქნა ხშირად ვერ ვახერხებ წერას, ბოდიშს გიხდით. <3 :(((
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent