შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მესამე თავი)


9-11-2017, 16:47
ავტორი murachashvili
ნანახია 4 695

ვიდრე 8 აპრილს მიტინგზე წასულ ბავშვებს მივუბრუნდები, ალბათ, უმჯობესი იქნება ორიოდე სიტყვით მოგიყვეთ მეოცე საუკუნის, ოთხმოციან წლებში განვითარებული პოლიტიკურ მოვლენების შესახებ და ამ მოვლენებში საქართველოს როლზე.
მიუხედავად უჩვეულო ცვლილებებისა, მაინც აგრძელებდა არსებობას მთელი თავისი სტრუქტურებით საბჭოთა კავშირი. თუმცა ნელ-ნელა მწიფდებოდა და უფრო და უფრო ძლიერდებოდა ანტისაბჭოთა მოძრაობაც. იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში სსრ-ში 1988 წლისთვის გააქტიურდა. თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ სხვადასხვა, ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს, ეგრეთწოდებული „ლიხნის ანსამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა.
ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტინგების სერია წამოიწყეს. მათი მტკიცებით, საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს იყენებდა ეროვნული მოძრაობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ. იქმნებოდა სხვადასხვა პარტიები, დაჯგუფებები. აღნიშნულ ჯგუფებში იყო განხეთქილებებიც, თუმცა მიუხედავად დაპირისპირებისა, მთავარი მამოძრავებელი იდეა ნამდვილად უცვლელი დარჩათ: საქართველო საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან უნდა განთავისუფლებლიყო.
1989 წლის 4 აპრილის მთავრობის სახლის წინ აქციის ინიციატორი ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იყო. თავდაპირველად აქციის მიზანი „აფხაზეთის პრობლემის მოგვარება“ გახლდათ. მაშინ ალბათ ვერც მიტინგზე მდგომნი და ვერც ლიდერები ვერ იფიქრებდნენ, რამხელა მასშტაბებზე შეიძლებოდა გაშლილიყო ანტისაბჭოთა მოძრაობა. თავისუფლების იდეა აღტკინებულ ხალხის აზროვნებაში შეუმჩნევლად იდგამდა ფესვს, მოთხოვნებიც უფრო და უფრო მატულობდა და სერიოზულ სახეს იძენდა, წამოვიდა ლოზუნგები, სადაც არამხოლოდ სეპარატისტულ მთავრობის დასჯას, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასაც ითხოვდნენ.
საბჭოთა მთავრობა წლობით დანერგილი სისტემის რღვევას არ აპირებდა, შესაბამისად არც მომიტინგეებს აღიქვამდა სერიოზულად და არც პოზიციების დათმობას არ აპირებდა, საქართველოს მთავრობას რომც სდომოდა მომიტინგეების მხარდაჭერა, ამას კრემლი არ დაუშვებდა.
დღითიდღე მდგომარეობა უფრო და უფრო მწვავდებოდა, საპროტესტო აქციებმა პიკს 1989 წლის 5 აპრილს მიაღწია. როცა ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა მთავრობის სახლის წინ რუსთაველზე, თბილისში. მომიტინგეებს ხელმძღვანელობდნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები. მათ მხარს უჭერდნენ რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, სკოლის მოსწავლეებიც კი. ყოველდღიურად იმართებოდა მიტინგი. რუსთაველზე, მთავრობის სახლთან მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბოლოოდ შიმშილობაში გადაიზარდა.
მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდნენ თუ არა ლიდერების მოთხოვნებს, აშკარად ყველა ჩართული იყო მიმდინარე მოვლენებში, როგორც უკვე აღვნიშნე განსაკუთრებით აქტიურობდნენ სტუდენტები, მათვე უმაგრებდნენ ზურგს სკოლის მეათე-მეთერთმეტე კლასელებიც. რა თქმა უნდა იყო პედაგოგების ზეწოლა, ბავშვები სწავლის პროცესს არ ჩამორჩენოდნენ, თუმცა ფაქტი-ფაქტად რჩებოდა, რომ ახალგაზრდებს ნაკლებად აღელვებდათ უფროსების შეგონებანი, მიტინგზე მათი რაოდენობა დაკლების ნაცვლად დღითი-დღე მატულობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აშკარად მხარდაჭერას ვერ ბედავდა, მოშიმშილეებთან მუდმივად იდგნენ პირველადი დახმარების აღმოსაჩენად სასწრაფოს მანქანები, ექიმები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.

ნინომ კარგად იცოდა, რომ 5 აპრილიდან მოყოლებული დედამისი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლდათ, არ შორდებოდა მისი საავადმყოფოდან წასულ, რუსთაველზე მდგომ კოლეგებს. ბრიგადები მორიგეობდნენ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მხოლოდ მთავარი ექიმი იდგა უცვლელად. ნატო სულ რამდენიმე წუთით შეირბენდა შინ. მოწესრიგდებოდა, უცებ წაიხემსებდა და ისევ უკანვე ბრუნდებოდა.
ნინო გულისფანცქალით ისმენდა დედის მონათხრობს. გადმოცემით იცოდა, რომ თითქმის მისი ასაკის გოგო-ბიჭები ყოველ საღამოს სიმღერითა და ლოცვით ითხოვდნენ საბჭოთა იმპერიის დამხობას და საქართველოს თავისუფლებას.
- სიმღერით?! - გაოცებული უმზერდა გოგონა თვალებაციმციმებულ დედას.
- ზოგჯერ დროულად ნათქვამ სიტყვას მეტი შეუძლია, ვიდრე იარაღს.
ალბათ უსუსურად, იქნებ ღიმილისმომგვრელადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ დედას ნამდვილად სჯეროდა, რომ სანთლებით ხელში, სიმღერითა და ლოცვით შეასმენდნენ და მათ ხმას იმპერიის თავში მდგომთ გააგებინებდნენ.
- ეჰ, შვილო, თავისუფლება ასე იოლად რომ მოდიოდეს! - თვალებზე ცრემლი მოიწმინდა ინვალიდის ეტლში მჯდომმა ბებიამ.
- ვინ თქვა, რომ იოლია? ამდენი ხალხი შიმშილობს. ჩვენ ხმას ვერ გადაახტებიან, იძულებულნი იქნებიან დათმონ! - ისე გაწიწმატდა ნატო, თითქოს თავისუფლების მოპოვებაში მხოლოდ დედამთილი უშლიდა ხელს.
- რუსი რომ ასე იოლად თმობდეს... - ისევ შეაპარა ქალმა, თუმცა საწინააღმდეგო აზრის მოსმენა არც რძალს სურდა და აღარც შვილიშვილს.
მართალია ხმამაღლა არ აღიარებდა ნატო, მაგრამ კარგად ხედავდა ყოველ დღიურად როგორ იძაბებოდა მდგომარეობა და გულისსიღრმეში ეშინოდა კიდეც ხელისუფლების საპასუხო რეაქციის. ბუნებით იდეალისტი არასოდეს ყოფილა, ვერც ილუზიებით გამოიკვებებოდა, ალბათ ამის ბრალიც იყო, მოსალოდნელ საფრთხეს საკმაოდ ნათლად იაზრებდა და საკმაოდაც ეშინოდა. ალბათ ამიტომაც არ შეეძლო მომიტინგეებთან მდგომი კოლეგები ხელმძღვანელის გარეშე დაეტოვებინა.
წინათგრძნობამ არ უღალატა მთავარ ექიმს, მომიტინგეების ნამდვილად გაიგეს, მაგრამ ვაი რომ სანაცვლოდ სიმღერითა და სანთლებით არ წამოვიდნენ.
ჭორი იმის შესახებ, რომ 6 აპრილიდან თბილისში იმყოფებოდა სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გენერალი კოჩეტოვი მალევე გავრცელდა. რა თქმა უნდა მისი ჩამოსვლა კარგად არავის ენიშნა. ლიდერებში ხმამაღლა გაიჟღერა, რომ ხალხის დარბევას გეგმავდნენ.
შვიდში, საღამოს კარავში შეკრებილი ეროვნული მოძრაობის ლიდერები თათბირობდნენ.
- ხალხი უნდა გავაფრთხილოთ, ნელ-ნელა უნდა დავშალოთ! - ფრთხილად შეაპარა ერთ-ერთმა.
- ხომ არ გაგიჟდი, ამდენი რისთვის ვიწვალეთ?! - ბრაზს ვერ მალავდა მეორე.
- აბა, დავახოცინოთ?! - არ თმობდა პოზიციებს პირველი.
- ვერ გაბედავენ! - ამტკიცებდა ისევ მეორე.
- რომ გაბედონ?!
- ამ ცხოვრებაში მარტივად არაფერი მოდის, საქართველოს თავისუფლება თუ მსხვერპლს მოითხოვს, სხვა რა გზაა, უნდა გავიღოთ! - განაჩენივით, ცივად გააჟღერა IV ლიგის წამომდგარმა, ისე გადაავლო თვალი დანარჩენებს, რომ შეწინააღმდეგების სურვილი დაეკარგათ და მყისვე დატოვა კარავი.
კარვის აკეცილი კალთებიდან კარგად ესმოდა მათი საუბარი იქვე მდგომ ნატოს. იმ წუთას შეეზიზღა თითოეული. იმ წუთას თავი უსუსურ თოჯინად იგრძნო, სახორცე მასალად, რომელსაც მსხვერპლად ისე სწირავდნენ, აზრსაც არ ეკითხებოდნენ.
იმ ღამით შინ მისული ქალი, მეუღლესთან განცალკევდა, ნინოს არ ესმოდა მისი ხმა, თუმცა ხედავდა ზურას ისედაც დაბღვერილი სახე, როგორ ჩაუმუქდა. შუბლშეკრული, უსიტყვოდ ისმენდა მეუღლის სიტყვებს. იმ ღამით გვერდით მიუწვა შვილს გვერდით. უკნიდან ეხუტებოდა ნატო თვალსადახელს შუა წამოზრდილ გოგონას.
- დე, რამე ხდება?! - კარგად არ ენიშნა მისი მოქმედება.
- რა უნდა ხდებოდეს?! უბრალოდ დავიღალე.
- ნამდვილად?! - ეჭვით ახედა სევდიან დედას.
- რა დრო გასულა... - თემის შესაცვლელად საათზე დაიხედა ნატომ.
- ნატო, წასვლის დროა! - ღია კარში გამოჩნდა მომზადებული ზურა.
- შენც მიდიხარ?! - ლოგინში წამოჯდა ნინო.
- ცოტას გავივლი და მალე დავბრუნდები!
- მაშინ მეც წამოვალ! - მყისვე წამოხტა გოგონა.
- არა! - ორხმაში, ერთდროულად შეჰყვირეს მშობლებმა.
- რატომ?! - წყენა არ შეიმჩნია, ინტერსით ჩაეკითხა შეთმულებივით მომზირალ წყვილს.
- შეიძლება ღამით არც დავბრუნდე.
- მერე რა, მეც თქვენთან ვიქნები! - თავისას არ იშლიდა გოგონა.
- საკმარისია! - ნერვებმა უმტყუნა ქალს.
- სხვა დროს წაგიყვანთ, დილით სკოლაშიც ხარ წასასვლელი, არ მინდა გააცდინო. - დაუყვავა ზურამ გაბუსხულ შვილს.
კარგად იცოდა, რომ ნატოს ნაამბობის შემდეგ მის მიერ ნახსენები „სხვა დრო“ არ დადგებოდა. იქნებ ვეღარც დაბრუნდებულიყო, მაგრამ შვილისთვის ამის გამხელას არ აპირებდა.
- დამპირდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გაიგო, მიტინგზე არ წამოხვალ!... - კარში გასაცილებლად მდგომ შვილს გამაფრთხილებლად კიდევ ერთხელ დაუქნია თითი ნატომ.
- დე.. - ხმა ჩაუწყდა ნინოს - მაშინ თქვენ რატომღა მიდიხართ?!
- ექიმი ვარ! - ამ ორი სიტყვით ყველაფერი თქვა.
შეწინააღმდეგების სურვილი დაეკარგა, არც ნატომ შეიმჩნია შვილის თვალებში დანახული ტკივილი. კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაეხუტა და კიბესთან მდგომ მეუღლეს ღიმილით გაჰყვა.
- თუ არ მოვედი, იცოდე, ამაღამ დედაშენთან ვიქნები. კარები კარგად დაკეტეთ, ბებია-შვილიშვილმა ბევრი არ იცუღლუტოთ, უცხოს არავის გაუხსნათ. - ჩვეულებისამებრ დაუბარა კარში მდგომ მობუზულ შვილს.
მიუხედავად იმისა, რომ დედამ გააფრთხილა რუსთაველზე ფეხი არ გაედგა, იმ ღამითვე გადაწყვიტა გოგონამ, როგორც კი საშუალება მიეცემოდა მიტინგზე წასულიყო და ყველაფერი საკუთარი თვალით ენახა.

დაღლილი, ღამენათევი ზურა 8 აპრილს გამთენიისას დაბრუნდა სახლში.
- ნატო სადაა? მშვიდობაა შვილო? - ვაჟის შინ მარტო დაბრუნება კარგად არ ენიშნა დედას.
- კი, მშვიდობაა. წამოსვლა ვერ მოახერხა. - სკოლის ჩანთით კარში მდგომ ნინოს სწრაფად შეავლო თვალი და ისევ დედას მიუბრუნდა - სულ ცოტას გამოვიძინებ და მასთან დავბრუნდები.
- სულ არ უფრთხილდება თავს. გადაიღალა... - ეტლით ოთახიდან - ოთახში დაგორავდა მოხუცი და შვილიშვილის გაშლილ სკოლის ნივთებს ერთ ადგილას აგროვებდა.
- ოღონდ მშვიდობით დასრულდეს ეს ყველაფერი და დასვენებასაც მოვასწრებთ!
თუმცა დიდხანს ძილი არ დასცალდა ზურას.
- სკოლიდან რეკავენ. - ძილბურანში მყოფს ჩაესმა დედის სიტყვები.
- კარგი რა, დე.. სკოლის გამო მაღვიძებ? - პატარა ბავშვივით აწუწუნდა ზურა.
- ბავშვები გაპარულან გაკვეთილებიდან...
ამის გაგონებაზე მთელ სხეულში ელექროდივით დაუარა, თავადაც ვერ მიხვდა საცვლების ამარა როგორ წამოხტა.
- შეუძლებელია, ამას არ იზამდა. მას შემდეგ რაც გავაფრთხილეთ. ამას არ იზამდა! - ტანისამოსს იცვამდა და თან ქალაქის ტელეფონით დანარჩენ მშობლებთან რეკავდა - ამას არ იზამდა! - ისევ დუდუნებდა ზურა.
თქვენც კარგად იცით სკოლაში მისულებმა რაც გაარკვიეს.
ნატოსთან დაბრუნებაზე აღარც უფიქრია, ახლა მხოლოდ შვილი და მისი უსაფრთხოება ადარდებდა. სკოლის ეზოში მდგომებმა ბევრი ითათბირეს, მამაკაცებს ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ბავშვები მთელი დღე ქუჩა-ქუჩა იხეტიალებდნენ და საბოლოოდ მომიტინგეებს შეუერთდებოდნენ.
ვიდრე მშობლები გაპარულ შვილებს ეძებდნენ, მავანთა მიერ სისხლიანი დრამა იგეგმებოდა. როგორც შემდგომ გაირკვა, იმ ღამით ნატოს ნერვიულობის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა.
7 აპრილის დილას გაიმართა პოლიტბიუროს სხდომა ლიჩაგოვის თავმჯდომარეობით. გამოიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გასროლის შესახებ. კოჩეტოვმა, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა, გენერალ პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა შეიმუშავეს მიტინგიდან გარეკვის ზოგადი გეგმა.
7 აპრილს, 21 საათზე პატიაშვილმა სსრს-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენას, როგორც შემდეგ საბჭოთა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ამტკიცებდა, აღნიშნული მოთხოვნის გაგზავნა კრემლმა აიძულა.
8 აპრილს გაიმართა რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს სხდომა. სადაც როდიონოვმა და კოჩეტოვმა წევრებს მისცეს დაპირებები, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. როდიონოვმა ოპერაციაზე თანხმობა თავდაცვის მინისტრის იაზოვისგან მიიღო, ოპერაციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტოს ძალები. 7 აპრილს დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.
უკვე ხმამაღლა ჭორაობდნენ, რომ თბილისში რუსი სპეცნაზელების რაზმი შემოიყვანეს. მართალი იყო თუ ტყუილი არავინ იცოდა, მაგრამ ფაქტი იყო, რომ აღნიშნული ჭორი მომიტინგეთა უმეტესობამ სიცრუედ ჩათვალა. გულის სიღრმეში ალბათ არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა ხელისწუფლების წარმომადგენლები მშვიდობიან მოსახლეობას დაარბევდნენ. თუმცა ლიდერები არც ამის ალბათობას გამორიცხავდნენ.
თითქოს ხვდებოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, 8 აპრილს დილიდანვე მომიტინგეების რაოდენობა მატულობდა და მატულობდა. თბილისის მოსახლეობას უერთდებოდნენ რაიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებიც. ბობოქრობდა მთელი საქართველო. ასეთი ერთიანი, ასეთი ერთსული ალბათ იშვიათად ყოფილა ჩვენი ქვეყანა. მომიტინგეებს გვერდით ედგნენ ექიმებიც და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც.
გვიან ღამით მაინც მოახერხა, სულ რამდენიმე წუთით შეირბინა სახლში ნატომ. ტანზე გადაივლო, სამოსი გამოიცვალა. კარადიდან საგულდაგულოდ გახამებული სუფთა თეთრი ხალათი გამოიღო. უჩვეულოდ სენტიმენტალური იყო იმ დღეს ექიმი. ერთი კი შეიხედა საძინებელში, მაგრამ ჩაბნელებულ ოთახში ვერ შენიშნა შვილის ცარიელი ლოგინი.
- მომენატრეთ. ზურა, სადაა?! - სამზარეულოს სარკმელთან ეტლში მჯდომ დედამთილს უკნიდან მოეხვია, თავი მის ჭაღარაში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი.
- აქვეა სადღაც, მგონი ბიჭებთან იყო ეზოში. ალბათ, გზაში ასცდით. - ვერ გაუბედა გადაღლილ რძალს იმის თქმა, რომ ზურა ბიჭებთან ერთად მთელი დღე ბავშვებს ეძებდა და ვერ პოულობდნენ.
- ბიჭებთან?! - გულის სიღრმეში ეწყინა ნატოს - ძალიან მომენატრეთ! - ხმა უკანკალებდა ექიმს.
- იქნებ ცოტა დაისვენო. ბარემ ზურაც მოვა და... - რძლისგან მსგავს სითბოს მიუჩვეველს, თავადაც ხმა აუცახცახდა მოხუცს.
- ვერა დედა, ახლა დასვენების დრო არაა, რაღაცას ამზადებენ. ამბობენ თბილისის ზღვაზე რუსის ჯარი დგასო. - მართალია არ უნდოდა მოხუცის განერვიულება, მაგრამ გულმა არ მოუთმინა, უკვე ვეღარ იტევდა, იმდენად უნდოდა ვიღაცისთვის ემოციების გაზიარება.
- ღმერთო, შენ გვიშველე! - ნერვებისგან გააცახცახა ქალს.
- შენც გეშინია?! - ქალის თვალებში დანახულმა შიშმა შეძრა ექიმი. წამიერად ინანა კიდეც, სიმართლე რომ გაუმხილა, თუმცა მხოლოდ წამიერად.
- უნდა წახვიდე?! - ახლა უფლება რომ ჰქონოდა, მუხლებზე დაუდგებოდა რძალს და ისე სთხოვდა დარჩენილიყო, მაგრამ ვერ შეძლო, ვერც სიტყვა დაძრა, ყელში გაჩხერილმა ბოღმამ საშუალება არ მისცა შეეჩერებინა.
თეთრი ხალათის ფრიალით ერთხელ კიდევ შეიხედა სანახევროდ შეხსნილი კარიდან, ჩაბნელებულ შვილის საძინებელში, თუმცა შესვლა ვერ გაბედა.
- ჩემ ნაცვლად, დაემშვიდობე ნინოს! - უკვე სადარბაზოდან მიაძახა სახლის კარებში მდგომ დედას და სასწრაფოს მანქანაში შეხტა.
სირენების კივილით ბრუნდებოდა ნატო მთავრობის სახლთან.

სად იყვნენ ბავშვები? თითქოს გულმა უგრძნოთ. სკოლიდან გაპარულმა ოთხეულმა გადაკვეთა გაგარინის მოედანი, პეკინი და ტელევიზიასთან მდგომ თითქმის მათივე ასაკის ახალგაზრდებს შეუერთდნენ. გაოცებულნი უსმენდნენ 15-16 წლის გოგო-ბიჭებს, რომლებიც მგზნებარე, ანთებული თვალებით, უხსნიდნენ, რომ საქართველოს ბედი ახლა მათ ხელში იყო, თუ მოინდომებდნენ, მთებსაც გადადგამდნენ, ამასთან შედარებით კი საბჭოთა იმპერიის დამხობა ხომ უმარტივესი რამ გახლდათ. მუდამ ეჭვისთვალით მომზირალი ნინო ახლა თვალებანთებული უსმენდა მათსავით 51-ე საშუალო სკოლიდან შატალოზე წამოსულ მოსწავლეებს. სადღაც ფანდურის ხმა ისმოდა, სადღაც „სალაღობოს“ აჟღერებდა უცნობი, უსინათლო მომღერალი.
- ვერ ვხვდები, რატომ გვიშლიდნენ მიტინგზე წამოსვლას? - ჩურჩულით ჰკითხა დათუნამ ნინოს.
- უფროსების ამბავია არ იცი, ყველგან საფრთხეს ხედავენ?! - უდარდელად იცინოდა ლაშა.
- ჩემებმაც რამდენიმეჯერ გამაფრთხილეს! - არ დაუმალავს ნინოს.
- აქ რას აკეთებთ, ცოტა წინ წავიწიოთ? - ტელევიზიის კიბეებისკენ უბიძგა მეგობრებს ტატომ.
- „ჩემო კარგო, ქვეყანავ,
რაზედ მოგიწყენია?“ - ფანდურს ამღერებდა უსინათლო მომღერალი.
ალბათ, მათზე ხუთიოდე წლით უფროსი ერთ-ერთი, წვეროსანი ლიდერი ტრიბუნის ნაცვლად კიბეებს იყენებდა, ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა მიკროფონში და რუსთაველზე მჯდომ მოშიმშილეებთან წასასვლელად მოუწოდებდათ.
მომიტინგეები ზუზუნითა და ხმაურით მთავრობის სახლისკენ მიიწევდნენ. ვისღა ახსოვდა განერვიულებული მშობლები. ჩვენი ოთხეული წინა რიგებში მდგომ თანატოლებთან ერთად, დამოუკიდებელი საქართველოს ძახილითა და დროშების ფრიალით მიჰყვებოდნენ ხალხის ტალღას.



№1  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

აი როგორ ვარ ახლა იცი ანა? ძალიან მეშინია, ვიცი ამ მიტინგზე ნინო სულის ნაწილებს დაკარგავს... არ მინდა ბავშვებს რამე მოუვიდეთ. ოღონდ არ მოკლა რა მისი მეგობრები ამას ნამდვილად ვერ გადავიტან. შენ ვერც წარმოიდგენ როგორ მეშინია შემდეგი თავის წაკითხვის...
ამ თავის კითხვის დროს თვალწინ დამიდგა ის ყველა მოვლენა რაც ხდებოდა იმ დროს. არ ვიცი რა გითხრა ანა. ძალიან დაძაბული თავი იყო და ეს მოლოდინის რეჟიმი კი უფრო ძაბავს მოვლენებს..

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

წინ ნამდვილად რთული თავი გველის, ვნახოთ რა გამომივა. უბრალოდ მინდა მკითხველამდე ჩემი თვალით დანახული 9აპრილი მოვიტანო. ჩემთვის ეს დღე, მიუხედავად მისა რომ არავინ დამიკარგავს, დღემდე საოცარ ტკივილთან ასოცირდება. რაც შეეხება ბავშვებს, ამ პერსონაჟებს მათი როლი არ ამოუწურავთ და ვერც სასიკვდილოდ გავიმტებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ მშობლები დაეღუპებიან ხო ნინოს,აი ზუსტად ვიცი ასე იქნება და მეცოდება,დამშვიდობება მაინც "მოასწრებინე" რა ზურასთან და ნატასთან

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ნინი
აუ მშობლები დაეღუპებიან ხო ნინოს,აი ზუსტად ვიცი ასე იქნება და მეცოდება,დამშვიდობება მაინც "მოასწრებინე" რა ზურასთან და ნატასთან

ძალიან სასიამოვნოა თქვენი ვერსიების კითხვა smile დავიჯერო მართლა ასეთი სასტიკი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ?! არ მოგატყუებთ წინ ნამდვილად რთული თავი გველია (ასე თავს ვიმხნევებ, არ ვიცი რამდენად მოვახერხებ იმყველაფრის აღწერას რაც მინდა დავწერო. ტავში ათასი აზრი მიტრიალებს. თუმცა რა მოხდება ნინოსთან აქ ნამდვილად არ გეტყვით smile

 


№5 სტუმარი Teo.

Gamakankala shishit.tvalwin damudga yvelaferi.madloba ana .

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Teo.
Gamakankala shishit.tvalwin damudga yvelaferi.madloba ana .

მადლობა შენ, რომ კითხულობ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent