შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აისჰევენი (5 თავი ერთად)


12-11-2017, 16:52
ავტორი Sleeping Cinderella
ნანახია 1 454

თავი I - ყმუილი

გრინეიჯი იყო პატარა,მშვიდი ქალაქი,სადაც ბლექვუდების ოჯახი ცხოვრობდა.
ადამიანთა უმეტესობას არ მოსწონდა ელფები,იმიტომ რომ ფიქრობდნენ,რომ ისინი დემონური არსებები იყვნენ მათი სილამაზის და მაგიური ძალების გამო.
ადამიანებს სძულდათ ყველა,ვინც მათგან განსხვავდებოდა-ასეთი იყო მათი ბუნება.

მისტერ და მისი ბლექვუდებმა 4 მშვენიერი ბავშვი შექმნეს.
პირველი იყო ვენდი.მას გრძელი,მუქი ყავისფერი,მოელვარე თმა და მომწვანო-მოყავისფრო თვალები ჰქონდა,ცხვირზე კი პატარა ჭორფლები ეყარა.
მას უყვარდა წიგნების კითხვა,წერა,ხატვა და თითქმის ყველა მუსიკალურ ინსტრუმენტზე შეეძლო დაკვრა.
შემდეგი იყო რობი.ის მხოლოდ 5 წუთით უმცროსი იყო ვენდიზე.მას ჰქონდა ყავისფერი თმა,რომელსაც გვერდზე ივარცხნიდა ხოლმე და და ცისფერი თვალები.იგი ყველაზე ჭკვიანი იყო სკოლაში და საოცრად სიმპათიური.გრინეიჯში არ არსებობდა გოგო,რომელსიც მის ცოლობაზე არ ოცნებობდა.როდესაც სკოლაში ერთი პოპულარული და სიმპათიური ბიჭია,რომელზეც ყველა გოგო ოცნებობს,მაინც შეიძლება იმ ერთი გოგოს მოძებნა,რომელსაც ეს ბიჭი არ აინტერესებს,მაგრამ რობის შემთხვევასი ასეთი გოგო არ არსებობდა.
წლინახევრის შემდეგ ქეითი დაიბადა,ღია ყავისფერი თმით,მწვანე თვალებითა და ოდნავ შესამჩნევი ჭორფლებით.მისი ჩაცმულობის ძირითად სტილს ფლანელის პერანგები და მოტკეცილი ჯონსები შეადგენდა.ლაპარაკი დიდად არ უყვარდა,და ყველას ეგონა რომ უხეში იყო,მაგრამ სინამდვილეში მას ძალიან კეთილი გული ჰქონდა.
ერთი წლის შემდეგ კი უილოუ დაიბადა-მას მუქი ქერა თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა და ხშირად იღიმოდა,თავისი დებისგან განსხვავებით.მას უყვარდა სიმღერა და თავისუფალ დროს სულ სიმღერებს წერდა,უმეტესად იმ ბიჭების შესახებ,რომლებიც უყვარდა,სიყვარულით კი დღეში ოცჯერ უყვარდებოდა ვინმე.

ისინი პატარა უბანში ცხოვრობდნენ,"დრაკონის ბრჭყალის" ქუჩაზე.
მათი ორსართულიანი სახლი მუქ მწვანედ იყო შეღებილი,ჰქონდა 4 საძინებელი,და სამზარეულო და სააბაზანო ორივე სართულზე.

ზაფხულის მშვენიერი დილა იყო.მზე აცხუნებდა,ჩიტები ჭიკჭიკებდნენ.

ვენდი ფანჯარასთან ფარდის უკან იდგა,ცივ ყავას წრუპავდა და მეზობელ სახლს უთვალთვალებდა.
სახლიდან მაღალი,ქერა ქალი გამოვიდა შავი მზის სათვალეებით,ხელში 2იოდე წლის ბიჭუნა ეკავა და მანქანაში ჩაჯდა.
"როგორც იქნა წაეთრა" თქვა ვენდიმ თავისთვის.
-რას ბურტყუნებ შენ მანდ?-ჰკითხა ქეითმა,რომელიც ოთახს გვიდა.
-არაფერს,ისე.

ერიკ ჰარინგტონმა მაცივრიდან ლუდი გამოიღო და ფეხბურთის ყურებას აპირებდა,რომ კარზე კაკუნი გაისმა.
-ღიაა.
-ჰაი.-ვენდიმ კარები შემოაღო.მას თავისი საყვარელი მოკლე ქვედაბოლო ეცვა,რომელიც კარგად აჩენდა მის გრძელ ფეხებს.ერიკმაც პირველად ეს ფეხები დაინახა და შემდეგ ვენდი.
-ქეითი ავად გახდა და დღეს ვერ მოვა,მაგრამ მე შემიძლია მუშაობა,ბავშვები ძალიან მიყვარს და გამოცდილებაც მაქვს.მე მისი და ვარ.და ყველაფრის გაკეთება შემიძლია,რისიც გსურთ.
-არაუშავს,ჩემმა ცოლმა ბავშვი თავისთან წაიყვანა,ასე რომ დღეს ძიძა არ გვჭირდება,მადლობ.-გაიღიმა ერიკმა.-ვიცი ვინც ხარ,ჩემი სახლის წინ ცხოვრობ.
-კარგით,მაშინ წავალ.-გაუღიმა ვენდიმ.
-ამ...რას იტყვი ყავაზე? ან რაც გინდა.
-კოკაკოლა კარგი იქნებოდა.
ერიკმა მაცივრიდან კოკა კოლის ქილა გამოიღო და ვენდის მიაწოდა-დაჯექი. ფეხბურთი მოგწონს?
-კი,საინტერესოა.-თავი დაუქნია ვენდიმ და გაიფიქრა "კი საინტერესოა,როცა 11 კაცი ერთ ბურთს დასდევს." -მადლობა.
ორი წუთიც არ იყო გასული,რომ ვენდის ფეხბურთის ყურება მობეზრდა.ტახტიდან ადგა და სამზარეულოში,რომელიც პირდაპირ სასტუმრო ოთახში იყო შეერთებული,გავიდა,ვიტოთომდა წყურვილის მოსაკლავად.ერიკიც წამოდგა და სამზარეულოში,სკამზე ჩამოჯდა.
ვენდიმ წყალი მოსვა და ერიკისკენ მოტრიალდა.ერთმანეთს ჩუმად უყურებდნენ.
-შენი ბიჭი მომწონს.
-ხო,კარგი ბავშვია,მაგრამ ახლა სჯობს სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-ის არ მიგულისხმია რაც იფიქრე.-უთხრა ვენდიმ და ერიკს ნელა მიუახლოვდა და კალთაში ჩაუჯდა.როცა დაინახა,რომ მისტერ ჰარინგტონს არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია,ხელი ნაზად ჩაუცურა შარვალში.
-...ჩემს ბიჭსაც ძალიან მოწონხარ.-უთხრა ერიკმა და შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა; ტანსაცმელები იატაკზე ეყარა და უცებ ვიღაცამ კარები შემოაღო.
-ბოდიში,დამაგვიანდა,საათი უკან იყო და...-ქეითს გაოცებისგან სუნთქვა შეეკრა,როცა იატაკზე თავისი და და მისტერ ჰარინგტონი დაინახა...ნახევრად შიშვლები.
ორივე სწრაფად წამოხტა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
-...შენ არ თქვი რომ ავად არისო?-ჰკითხა ერიკმა ვენდის,თან შარვალს იკრავდა.
-ავად იყო.-უხერხულად გაიღიმა ვენდიმ.
-ბოდიში,შეცდომა იყო,მეორედ აღარ განმეორდება-უთხრა ერიკმა ქეითს.
-ეგ შენს ცოლს უთხარი.-უპასუხა ქეითმა და კარისკენ გატრიალდა.
ვენდი დას გაყვა,თან ფიქრობდა თავი როგორ ემართლებინა.

-მინდა გითხრა,რომ ძალიან იმედგაცრუებული ვარ რომ ჩემი და იწვა კაცთან,რომელიც 38 წლისაა,ცოლიანია და თან 2 წლის შვილიც ყავს.მაგრამ,არ შემიძლია,რადგან სინამდვილეში შენით ვამაყობ.-უთხრა ქეითმა.
-მართლა?-გაუკვირდა ვენდის-ვა,მადლობა.მე მეგონა გაბრაზდებოდი.
-რა თქმა უნდა გავბრაზდი რამდენიმე მიზეზის გამო,პირველი-მეც მომწონს ეგ კაცი და მეც ვცდილობდი მასთან დაწოლას,მაგრამ ვერ მოვახერხე,რადგან ან სულ ბავშვთან ვიყავი,ან სულ მისი ცოლი იყო ხოლმე ჩვენთან,და მეორე მიზეზია ის,რომ შეიძლება სამსახური დავკარგო,თუ მისი ცოლი შენზე გაიგებს,რაც ძალიან ცუდი იქნება,რადგან კარგად იხდიან თან სახლიდან ერთ ნაბიჯში ცხოვრობენ და თან შენ ყოველთვის იქნები სამეზობლოში გოგო,რომელიც ცოლიან კაცთან იწვა + რომელიც მასზე ორჯერ დიდია.
-არა,მე ვიქნები გოგო,რომელიც იწვა კაცთან,რომელიც ყველა გოგოს და ქალს მოსწონს,მაგრამ შანსი არ აქვთ მასთან და არა მხოლოდ ვიწექი კაცთან,რომელიც თავისუფალია,არამედ ცოლიანია და მაინც მოვახერხე ეს.მე გმირი ვარ.
-არა, ხარ,ლოგიკურად.
-ლოგიკურად? როდესაც რობი იმ მასწავლებელთან იწვა,რომელზეც მთელი სკოლის ბიჭები გიჟდებოდნენ,თან გათხოვილი იყო,გმირად შერაცხეს და როცა მე იგივე ვქენი, ვარ? უსამართლობაა.
-ეგ როგორ მოახერხე მაინც? რას აკეთებდი მის სახლში.
-მოვატყუე რომ ავად იყავი,თან შენი საათი უკან გადავწიე რომ ცოტა დრო მქონოდა.
-და სულ ეს არის?
-არა,ასევე ჩემი ქვედაბოლო დამეხმარა,და ლიფი არ ჩამიცვამს.
-რაზე ლაპარაკობთ?-იკითხა უილოუმ,რომელმაც ახლახან გაიღვიძა და სამზარეულოში შემოვიდა.
-ვენდიმ მისტერ ჰარინგტონს შვლიპა.
-ვაუ,იმ სექსუალურ ბიძიას,მეზობლად რომ ცხოვრობს? ყოჩაღ!
-ისევ აპირებ რომ შვლიპო?
-არა,არ აპირებს!-თქვა ქეითმა.-თუ მისი ცოლი გაიგებს...
-ვერ გაიგებს. და გინდა მითხრათ,რომ თქვენ რომ შანსი გქონოდათ მისტერ ჰარინგტონთან,ესე გაფლანგავდით?
-რათქმაუნდა არა!-თქვა ორივემ ერთდროულად.
-ესეც ვიცოდი-თვითკმაყოფილად ჩაიღიმა ვენდიმ.
მეორე დღეს ვენდი მისის ჰარინგტონს დაელოდა სანამ წავიდოდა,და კარზე დააკაკუნა.
კარი ერიკმა გააღო.-შემოდი-უთხრა ვენდის.
-ვწუხვარ გუშინდელის გამო,სულელურად მოვიქეცი.ქეითს აინტერესებს,თუ კიდევ მუშაობს აქ.
-რათქმაუნდა მუშაობს,დანით ხომ არ დამჭერი,სექსი გვქონდა.რომელიც ძალიან კარგი იყო,სხვათაშორის.
-ჰმ,როცა ვთქვი რომ გუშინდელის გამო ვწუხვარ,მთლად გულრწფელი არ ვყოფილვ...
ერიკმა ვენდის ლაპარაკი კოცნით შეაწყვეტინა და ისევ ყველაფერი სწრაფად მოხდა.ტანსაცმელები ისევ იატაკზე,მაგრამ ამჯერად ჰარინგტონების საძინებელში.

-ვაუ,ეს პირველზე უფრო მაგარი იყო.-თქვა ვენდიმ.
-არა,ეს შენ ხარ მაგარი.-გაიღიმა ერიკმა და ვენდის ყელში აკოცა.
უცებ მანქანის ძრავის ხმა გაისმა და ერიკი გიჟივით წამოხტა.-ჩემი ცოლია.
ვენდიმ ელვის სისწრაფით დაიწყო ტანსაცმლის ჩაცმა-ლიფს ვერ ვპოულობ.
-ქვევით უნდა იყოს.
ქეითი ნაგავს ყრიდა,როცა მისის ჰარინგტონი დაინახა,რომელიც მანქანიდან გადმოდიოდა და ვენდი გაახსენდა,რომელიც ახლა მისტერ ჰარინგტონთან ერთად იყო...ლოგინში.
-გამარჯობა,მისის ჰარინგტონ.-მიესალმა ქეითი.
-გამარჯობა ქეით.-მიესალმა მისის ჰარინგტონიც-ტომ,უთხარი გამარჯობა.
წლინახევრის ტომი მხიარულად აჭყლოპინდა ქეითის დანახვაზე.
-ტომს ძალიან ენატრები,მაგრამ ჩემი და ჩამოვიდა დედაჩემთან და ეს ორი დღეა იქ დამყავს.
-დიახ,მითხრა მისტერ ჰარინგტონმა-გაუღიმა ქეითმა თან სახლისკენ გაიხედა.
ვენდიმ როგორც იქნა ლიფი იპოვა დივნის უკან და უკანა კარიდან ელვისუსწრაფესად გავარდა.

მეზობელმა,რომელიც უკანა ეზოში ყვავილებს რწყავდა მზერა გაკვირვებით გააყოლა გოგოს,რომელსაც ცალ ხელში ლიფი,მეორეში კი კეტი ეჭირა და გარბოდა.

გავიდა თვეები.
სექტემბრის გრილ საღამოს ვენდი თავისი სახლის აივანზე,საქანელაში იჯდა და თავის საყვარელ წიგნს კითხულობდა,როცა უეცრად ყმუილი მოისმა. ყველამ იფიქრა,რომ ეს უბრალოდ ძაღლი,ან რომელიმე მეზობლის ბავშვი იყო,რომელმაც ხუმრობა გადაწყვიტა,როგორც წინა ზაფხულს,როცა ერთმა ბავშვმა მთელი სამეზობლო შეაშინა თავისი ყმუილით,რადგან ყველას მგელი ეგონა. მაგრამ ამჯერად ყმუილი ნამდვილს გავდა.ვენდის დედა,ჯეინ ბლექვუდი მაქცია იყო და შვილებს ყველაფერი ასწავლა მაქციების შესახებ.
-მაქციები ბოროტები არიან,ბავშვებო-თქვა მან ერთხელ-მათ სისხლი სწყურიათ და ხანდახან ადამიანებსაც ჭამენ.
-მაგრამ შენ ხომ ბოროტი არ ხარ-თქვა რობმა,რომელიც იმ დროს მხოლოდ 6 წლის იყო.
-იმიტომაც არ ვცხოვრობ ჩემს ხალხთან ერთად.
-შენი მშობლებიც მაქციები არიან?-ჰკითხა ვენდიმ.
-მხოლოდ მამაჩემი,მაგრამ ისიც კარგი მაქციაა.მორჩა,ძილის დროა,წადით თქვენს ოთახში.
ვენდის გაახსენდა რაც დედამ უთხრა-"როცა მაქციას დაინახავ,ან მის ხმას გაიგებ,გაიქეცი"
ამის გახსენებაზე ვენდის სისხლი გაეყინა ძარღვებში.
-შენც გაიგე?-ჰკითხა რობმა და სიგარეტს მოუკიდა.
-კი. შენი აზრით ეს ძაღლი იყო თუ...
-ეს მაქცია იყო.
-საიდან იცი?
-მგლები 20იანი წლების შემდეგ გრინეიჯში არავის უნახავს,და ძაღლები ასეთ ხმას არ გამოსცემენ.
-მაგრამ შენ არ იცი,როგორ ხმას გამოსცემს მაქცია.
-ვიცი.
-საიდან?
სანამ რობი დაფიქრდა რა ეთქვა,ეზოს კარი ბენმა (ვენდის ყოფილმა ბოიფრენდმა) შემოაღო და თქვა-დატოვეთ ქალაქი,ახლავე.
-რა? რატომ?-ჰკითხა ვენდიმ გაკვირვებულმა.
-გთხოვ...უბრალოდ,წადით.-ბენი შეწუხებული ჩანდა და ამან ვენდი ცოტა არ იყოს შეაშინა.
-რა ხდე...ბა?-ჰკითხა ვენდიმ,მაგრამ ბენი უკვე წასული იყო.
-ჩაალაგე ჩანთა,მივდივართ-თქვა რობმა და თავის ოთახში შევარდა და იარაღის ძებნა დაიწყო.
-მითხარი რა ხდება?
-ქეითს და უილოუს დაურეკე,მივდივართ!!! სად არის ჩემი იარაღი?
-არ ვიცი...-ვენდიმ ტელეფონი აიღო და ჰარინგტონებთან დარეკა-მოდი სახლში,ახლავე.
ორიოდე წუთში მოპირდაპირე სახლის კაი გაიღო და ქეითი გამოვიდა,ხელში პატარა ტომი ეჭირა,მეორეში კი საწოვარა.
-რა მოხდა,ხო მშვიდობაა?
-არამგონია. შენც გაიგე ყმუილი?
-კი და ვიფიქრე,რომ ძაღლი იყო ან რამე ეგეთი.
-რობი ფიქრობს,რომ მაქცია იყო და მერე ბენმა თქვა რომ ქალაქი დატოვეთო,ხოდა...
-მოიცა,ქალაქიდან მივდივართ,იმიტომ რომ შენმა ყოფილმა გითხრა ასე? შეიძლება უბრალოდ ხუმრობს.
-ბენი ეგეთი არ არის,ეგეთი ხუმრობები არ უყვარს.თუ რაღაცას ამბობს,ესე იგი ეგრეა.
-ეგ ბავშვი რათ გინდოდა?-რობმა ჩანთის ჩალაგება დაამთავრა და ხელში იარაღი ეჭირა.
-მისი მშობლები ამაღამ არ არიან სახლში.იარაღი რათ გინდა?
-შეიძლება დაგვჭირდეს.მიდი ჩაალაგეთ თქვენი ნივთები,ორივემ.
-არა,მე არსად არ მივდივარ,ან სად უნდა წავიდეთ?ან უილოუ სად არის?
-არ ვიცი,ტელეფონს არ იღებს,თავის მეგობრებთან ერთად იქნება სადმე ბარში.აქ უსაფრთხო აღარ არის,
-რატომ,იმიტომ რომ ბენმა თქვა ასე?
-არა,იმიტომ რომ...
და ყმუილი ისევ განმეორდა.

თავი II - დაუპატიჟებელი სტუმრები

ვენდი ჭიშკართან მივიდა და გზაზე გაიხედა,საიდანაც ყმუილი მოისმა.
-ამ ბაშვს რა ვუყო? აქ ხომ ვერ დავტოვებ?-იკითხა ქეითმა.
-წამოიყვანე ეგეც,მშობლებს მოგვიანებით დავურეკოთ-უპასუხა რობმა.
-ეხლავე დავურეკოთ.
-და რა ვუთხრათ? რომ ქალაქში მაქციები არიან და არ დაბრუნდეთ თქო? გიჟები ვეგონებით.
-კაი.-მხრები აიჩეჩა ქეითმა და ჩანთაში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩატენა.-ვენდი,რას აკეთებ?-გასძახა დას,რომელიც უძრავად იდგა და სიბნელეში იყურებოდა.
რობი ვენდის მიუახლოვდა და მხრზე ხელი დაადო.-წავედით.
-შენც ხედავ?- ჩურჩულით თქვა ვენდიმ.
-რას?
-მათ თვალებს...კარგად შეხედე.
რობმა თვალები დააწვრილა რომ შორს უფრო კარგად დაენახა და შორს,ხეებს შორის მართლაც დაინახა რამოდენიმე წყვილი ყვითლად მოელვარე თვალი.
-აქ არიან...-თქვა რობმა და სახლში შევარდა,რომ ჩანთა და იარაღები აეღო.
ვენდი კი ისევ ისე უძრავად იდგა. მაშინაც არ განძრეულა,როცა თვალების მაგივრად
უკვე მაქციები დაინახა,რომლებიც ქალაქისკენ მორბოდნენ.
-ვენდი!-დაიყვირა რობმა და დასთან მივარდა-წამოდი დროზე-ხელი ჩაავლო და სახლში შეათრია-ეს გამომართვი-მიაჩეჩა რევოლვერი და კარები ყველა საკეტით ჩაკეტა.-ჩუმად იყავით.
ქეითი ბავშვით ხელში იდგა,რომელიც ცხვირს იჩიჩქნიდა და აზრზე არ იყო გარშემო რა ხდებოდა.
და სიჩუმე გააპო კივილმა,რომელსაც ყმუილი მოყვა. შემდეგ ისევ კივილი.
პატარა ტომს ხმაურის შეეშინდა და ტირილი დაიწყო. ქეითმა მისი გაჩუმება სცადა,მაგრამ ბავშვი არ ჩერდებოდა. ამ დროს კარი კარი იატაკზე დავარდა და ოთახში მაქცია შემოვარდა. ორ მეტრზე ნაკლები არ იქნებოდა,ორ ფეხზე იდგა,როგორც ადამიანი,მაგრამ ადამიანის არაფერი ჰქონდა.პირი და თათები სისხლში ქონდა ამოსვრილი და მძიმედ ქშინავდა.ქეითმა ბავშვი მაგრად მიიხუტა და თვალები დახუჭა.
მხოლოდ რობმა მოიფიქრა რომ მაქციისთვის ესროლა,მაგრამ ტყვიებმა მაქციას მხოლოდ ტკივილი მოჰგვარა და უარესად გაბრაზდა,გარშემო ყველაფერი დაანგრია და რობისკენ წავიდა.ამ დროს უძრავად მდგარი ვენდი გამოფხიზლდა და მაქციას ორჯერ ესროლა.ეს საკმარისი აღმოჩნდა მისი ყურადღების მისაქცევად.მაქცია მისკენ მოტრიალდა და თათი მოუქნია,რომელიც ვენდის მილიმეტრებში ასცდა.დარტყმის ასაცილებლად ვენდი უკან გადაიხარა და დივანზე დაეცა.მაქციამ ბოლო ხმაზე დაიღრიალა და მეორედ თავდასხმას აპირებდა,რომ ოთახში მეორე მაქცია შემოვარდა და თავისი მოძმე გვერდზე მოისროლა.ქეითი მაგიდის ქვემოდან უყურებდა როგორ იბრძოდა ოთახში ორი მაქცია. მეორე უფრო ძლიერი ჩანდა,ყველა დარტყმას იგერიებდა,მაგრამ თავისი “მეგობრის” მოკვლას არ ცდილობდა,უფრო ცდილობდა რომ სახლიდან გაეგდო. და როცა ეს მოახერხა,ბავშვებს თვალი მოავლო,რომლებიც უძრავად იდგნენ (და ეყარნენ) და თვალებგაფართოებულები მისჩერებოდნენ მას-"ხომ გითხარით,რომ ქალაქი დაგეტოვებინათ"-დაიყვირა გაბრაზებულმა და ამაზე ვენდის თვალები უფრო გაუფართოვდა.
-ბენ?-კითხა მაქციას გაოცებულმა.
მაქციამ არაფერი უპასუხა,თავისი უშველებელი ბრჭყალებით ხელი დაისერა და კარზე უზარმაზარი X დაწერა.
-ბავშვი გააჩუმეთ,და სახლი არ დატოვოთ-მხოლოდ ეს თქვა,კარი თავის ადგილას დააბრუნა და სიბნელეში გაუჩინარდა.
ვენდი ისევ გაოცებული იყურებოდა,შემდეგ კი რობს შეხედა და კითხრა-შენ იცოდი...რომ ბენი მაქცია იყო.
-კი,ვიცოდი.
-რატომ არაფერი მითხარი...
-ეხლა ამის დრო არ არის ვენდი. ქეით,მიეცი მაგ ბავშვს რამე წამალი,ვალიუმი ან რამე,არ მაინტერესებს.
-არ მაქვს არანაირი წამალი.
-მე მაქვს-თქვა ვენდიმ და წამლების ყუთი გადმოიღო-აი ეს მიეცი,დააძინებს.
-უსაფრთხოა?
-კი. ახლა რა ვქნათ?-იკითხა ვენდიმ და დივანზე ჩამოჯდა.
-ახლა უნდა დავიცადოთ.-უპასუხა რობმა.-ჯობს ზევით ავიდეთ,გარეთ მაინც ვერ გავალთ და ზემოთ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს,იქნებ არავინ აღარ მოვიდეს.
-კარგი-დაეთანხმა ვენდი.

მეორე სართულზე საშინლად ციოდა.ალბათ იმიტომ რომ ბუხარს არავინ ანთებდა და უმეტესად მეორე სართულს არც არავინ იყენებდა.
ქეითმა ტომი ოთახში შეიყვანა,საწოლში ჩააწვინა და უკან დაბრუნდა.
-აი,აიღე ეს-მასაც მიაწოდა რევოლვერი რობმა.
-რათ გვინდა,მაინც არაფერი სარგებელი არ აქვს.
-გულში უნდა დაუმიზნო,ან თავში,როგორც დედამ გვასწავლა.
-ვერცხლია?
-ფიქრობ რომ დებილი ვარ?-რობს ეს არ უთქვამს მაგრამ დას ისე შეხედა,რომ ეს იგულისხმებოდა.
-კარგი.
მალე ფანჯარაში სინათლის პირველი სხივი შემოიჭრა.
გათენდა და სიჩუმე გამეფდა. აღარ ისმოდა კივილი და ვედრება.
თითქოს მთელი ქალაქი მოკვდა.
ვენდიმ ფრთხილად გადაწია ფარდა და გაიხედა-ყველა კარზე სისხლით X ეხატა.
-ეს ნიშნავს,რომ ისინი მკვდრები არიან-დაასკვნა რობმა-ბენმა ჩვენს კარზე იმიტომ დაწერა,რომ არავინ აღარ შემოსულიყო.
-რამდენი ხანია რაც იცოდი ბენზე?
-ერთი თვეა.ჩავთვალე რომ დიდი ამბავი არ იყო და თან არ უნდოდა რომ ვინმეს მასზე ცოდნოდა. მეც შემთხვევით გავიგე და შევპირდი რომ საიდუმლოდ შევუნახავდი.
-და რა მოხდა რომ მცოდნოდა რომ მაქციაა? დედაც ხომ მაქცია იყო...
-წუხანდელ ღამეს თუ გავითვალისწინებთ,ალბათ ამიტომ. დედასაც ამიტომ არ უნდოდა თავისიანებთან ცხოვრება. ისინი ყველას განურჩევლად კლავენ,უდანაშაულოებს,ბავშვებს,ქალებს...
-ბენი არა.
-ხო,ბენი გამონაკლისია,როგორც დედა.თავი დახარე-თქვა რობმა და თვითონაც დაიმალა.
-რა იყო.
-მაქცია. ქუჩაში დადის.ალბათ ამოწმებს ვინმე თუ დარჩა ცოცხალი.
-რაღაც მეეჭვება.
ვენდიმ ამოიოხრა და მძინარე ქეითს შეხედა. მას ბალიშის მაგივრად თავი ჩანთაზე ედო და ადიელა ეფარა. თითქოს იგრძნო რომ ვიღაც უყურებდა,ქეითმა თვალები გაახილა და ნამძინარევმა მიმოიხედა-რა ხდება?
-არაფერი ჯერ.
-რამხდენი ხანი მეძინა? რომელი საათია?
-ჯერ 6 არ არის. დაიძინე,რამე თუ მოხდა გაგაღვიძებთ.
-მეტი რა უნდა მოხდეს-მწარედ გაიღიმა რობმა.-ყველა მკვდარია,მაქციებმა ქალაქი დაიპყრეს.ჩვენს მკვდრები ვართ. ვიქნებით,ადრე თუ გვიან.
-შეწყვიტე.-სთხხოვა ვენდიმ-ბენს უნდა დაველოდოთ.ის არ დაუშვებს რომ მაქციებმა რამე დაგვიშავონ.
რობმა არაფერი უპასუხა და ჩაფიქრდა.
-ის მაქცია ისევ აქ არის-თქვა ვენდიმ.
-ნუ იყურები,დაგინახავს-უთხრა რობმა.
ამ დროს მეორე ოთახში ტომმა გაიღვიძა და როცა ვერავინ რომ ვერ დაინახა,ტირილი მორთო.
-ო არა,ჩვენთან მოდის!-თქვა ვენდიმ.
ქეითი შეშინებული წამოხდა და ბავშვთან შევარდა რომ გაეჩუმებინა,მაგრამ მაქციამ უკვე გაიგო ტირილის ხმა და კიბეებზე ამორბოდა.
-შედი ოთახში-უთხრა ვენდის.
-და რა,ის მაქციაა,ვერსად ვერ დავემალებით ან გავექცევით,ვერც წინააღმდეგობას გავუწევთ,მაგრამ ცდა მაინც შეგვიძლია.-უპასუხა მან და იარაღმომარჯვებული დადგა კარებთან.
-მზად ხარ?-კითხა რობმა.
ვენდიმ თავი დაუქნია და ძმას შეხედა-"ვინ იცის იქნებ უკანასკნელად ვხედავ..."-გაიფიქრა მან.

მაქციამ კარი შემოტეხა და ოთახში შემოვარდა-ეს არც ბენი იყო,და არც ის მაქცია,რომელმაც პირველმა სცადა მათი მოკვლა-ეს უფრო დიდი იყო და უფრო ძლიერიც ჩანდა. ის სწრაფად გამოემართა ბავშვებისკენ. რობმა პირველმა გაისროლა,მაგრამ მაქცია მათ არ უყურებდა,თათებით ძლიერად მოისროლა ტყუპები გვერდზე და ოთახის კარი შეამტვრია.
ქეითს არც გახსენებია რომ იარაღი ჰქონდა,ისე შეეშინდა.მხოლოდ ბავშვზე ფიქრობდა.მაქცია მისკენ გამოემართა,ქეითი ბავშვს გადაეფარა და თვალები დახუჭა.
“ბუმ” “ბუმ” “ბუმ” ერთმანეთის მიყოლებით გაისმა იარაღის ხმა,შემდეგ კი რობის ყვირილი-"არა!!!" და შუშის მსხვრევის ხმა...და როცა ქეითმა თვალები გაახილა,ჩატეხილი ფანჯარასთან რობი დაინახა,რომელიც ქვევით იყურებოდა და სახეზე ცრემლები ჩამოსდიოდა.ქეითმა პირველად ნახა რომ რობი ტიროდა და გული თითქოს დანებმა დაუსერა,როცა ფანჯრიდან გადაიხედა. შუშების ნამსხვრევებში მაქცია ეგდო,რომლის ქვემოდანაც ყავისფერი თმები მოჩანდა.

თავი III - ალექსანდერი

-შენი აზრით მკვდარია?-იკითხა ქეითმა
რობს ხმა არ ამოუღია,მაგრამ მისის სახით გამომეტყველებით ქეითი მიხვდა პასუხს.
-ვენდი ჩვენს გამო მოკვდა-თქვა ქეითმა და ტირილი დაიწყო.
-”სიკვდილის საუკეთესო გზაა,როცა იმათთვის კვდები,ვინც გიყვარს” ამას ხშირად ამბობდა.
-ხო.ადვილია მოკვდე,ვიდრე უყურო ვიღაცას როგორ კვდება.
-დედამ თქვა ეგ.
-ჰო...
სინათლე ნელ-ნელა იპარებოდა ფანჯარაში. რობი დივანზე იჯდა,ხელებში თავჩარგული და და არ იცოდა რა ეგრძნო,ერთბაშად იმდენი ემოცია მოაწვა.
ის და ვენდი დაბადებამდეც და დაბადების შემდეგაც სულ ერთად იყვნენ. ვენდი არ არსებობდა რობის გარეშე და არც რობი არსებობდა ვენდის გარეშე.

მან სხეულში საშინელი სიცარიელე და ტკივილი იგრძნო,თითქოს ვიღაცამ მისი გული ათას ნაწილად დაჭრაო. წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. შორს ვიღაც დაინახა,რომელიც მისი სახლისკენ მოდიოდა-ბენი იყო.
ბენმა ფრთხილად შემოაღო ეზოს კარები და როდესაც მაქციის გვამის ქვეშ ვენდი დაინახა,სწრაფად მივარდა,მაქცია მოაშორა და ვენდის პულსი გაუსინჯა.
რობი და ქეითი სუნთქვაშეკრულები უყურებდნენ ბენს. ბენმა იგრძნო მათი მზერა და ზევით აიხედა- “ცოცხალია.”
რობი ორიოდე წამი ჩუმად იდგა და შემდეგ ელვისისწრაფით გაირბინა ოთახი,ჩაირბინა კიბეებზე და ვენდის მივარდა. ქეითმა უკვე მეორედ ნახა ძმაზე ცრემლები.
რობი სიხარულისგან ხმას ვერ იღებდა,ვენდის თავი კალთაში ჩაიდო და მისი ხელი დაიჭირა. რამდენიმე წუთის შემდეგ ვენდიმ თვალები გაახილა და იკითხა-ცოცხალი ვარ?
-კი.-უპასუხა რობმა და ცრემლები მაისურის სახელოთი მოიწმინდა.
-შენ რა,ტიროდი?-გაუკვირდა ვენდის.
-არა!
-კი ტიროდა.-გაეცინა ქეითს და დას ჩაეხუტა-გვეგონა რომ მოკვდი.
-ჯობს შიგნით შევიდეთ,მართალია საფრთხემ გადაიარა,მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.-თქვა ბენმა.
რობმა ვენდი ხელში აიყვანა და სახლში,დივანზე დააწვინა.
-ფეხი უნდა შეგიხვიო,სისხლი მოგდის.-უთხრა რობმა.
-რატომ არ მითხარი...-კითხა ვენდიმ ბენს,რომელიც ჩუმად იდგა ფანჯარასთან და გარეთ იყურებოდა.
-არ მინდოდა სხვანაირად შემოგეხედა ჩემთვის. მაქციები არასდროს მოგწონდა.
-დედაჩემი მაქცია იყო.
-მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ მაქციები მოგწონს.
-ჰო,წუხანდელი ღამის შემდეგ მაგას ვერ ვიტყვი.
-ალექსანდერი ამბობს რომ გრინეიჯი თავიდან მაქციებს ეკუთვნოდათ.ელფებმა ააშენეს ჩვენთვის,შემდეგ კი ადამიანებმა წაგვართვეს სახლი,დაიწყეს ჩვენი დახოცვა და ჩვენ ჩრდილში ცხოვრება მოგვიწია.
-ალბათ იმიტომ რომ თქვენ ნადირობთ ადამიანებზე?
-ყოველთვის ასე არ ყოფილა,ელფებმა შექმნეს მაქციები ადამიანების დასაცავად ვამპირებისგან. მალე ვამპირები აღარ არსებობდნენ,მაქციებს კი საკვები სჭირდებოდათ,ამიტომ დაიწყეს ადამიანებმა ჩვენი დახოცვა.
-და ფიქრობ რომ ერთი ქალაქის დაპყრობის შემდეგ ადამიანები სხვა ქალაქებიდან ასე უბრალოდ დააიგნორებენ ამ ფაქტს და მოგცემენ საშუალებას რომ...აუ,მეტკინა,ცოტა ფრთხილად შემიხვიე...ტკბილად და ბედნიერად იცხოვროთ?
-ალექსანდერს გეგმა აქვს.
-ვინ არის ალექსანდერი? მაქციების მეფე?
-ჩვენი ლიდერი. შენც იცნობ მას.
-მე? მაქციების ლიდერს?
-ლექს ფრანკლინი-გეცნობა ეს სახელი?
-ლექსი? გინდა თქვა,რომ ლექს ფრანკლინი მაქციაა?
-კარგი რა,ლექსი ყოველთვის ახლოს იყო დედასთან,-თქვა რობმა-ყოველთვის ვფიქრობდი,რომ მაქცია იყო.
-საიდან უნდა მცოდნოდა რომ მაქცია იყო!-გაოცდა ვენდი.-კი მაგრამ ლექსი გრინეიჯში გაიზარდა,ამ უბანში ყველას იცნობდა,და ყველა ასე უბრალოდ გაიმეტა?
-ლექსის ყველა მეგობარი მაქცია იყო და ისინი ახლა მასთან ერთად არიან. ლექსმა ყველა გააფრთხილა,რომ ელფებს თავს არავინ დასხმოდა,განსაკუთრებით კი თქვენს ოჯახს.
-მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
-სავსე მთვარის დროს მაქციები განსაკუთრებით კარგავენ კონტროლს.ისინი თქვენზე არ ნადირობდნენ,მათთვის ელფების სისხლი არც ისეთი გემრიელია,როგორც ადამიანის.
-გასაგებია-თქვა რობმა და ტომს შეხედა,რომელიც ქეითს ეკავა ხელში.
-მაგრამ ის ხომ ბავშვია!-აღშფოთდა ქეითი.
-მათთვის მნიშვნელობა არ აქვს.-თქვა ვენმა.
-მათთვის? ისე ლაპარაკობ თითქოს ერთ-ერთი მათგანი არ იყო-თქვა ვენდიმ.
-მათთან მხოლოდ იმიტომ ვარ,რომ ლექსი ჩემი მეგობარია და ის რომ არ ყოფილიყო,მაქციები ბევრად უარეს რაღაცეებს ჩაიდენდნენ,მაგრამ ლექსი მათ აკონტროლებს.
-ბევრად უარესი რა შეიძლება იყოს?
ბენმა არაფერი უპასუხა და ისევ ფანჯარაში დაიწყო ყურება.

-კიდევ ერთხელ შეამოწმე რა.-უთხრა ვენდიმ რობს.
-ნწ. კავშირი ისევ არ არის-თავი გააქნია რობმა და ტელეფონი მაგიდაზე დააგდო.
-შენი აზრით უილოუ ცოცხალია?-კითხა ქეითმა.
-იმედი მაქვს-ამოიოხრა რობმა.
-სად ცხოვრობს ლუკას ჰარპერი?-იკითხა ვენდიმ-გუშინ მგონი დეიზიმ ახსენა რომ მასთან მიდიოდნენ.
-არ ვიცი,ჩვენი უბნელი არ არის.
-უილოუც ელფია,მაქციები არ დაესხმებოდნენ თავს,თანაც თუ ეგ ბიჭი გარეუბანში ცხოვრობს,მითუმეტეს.მაქციები მხოლოდ ცენტრალურ უბნებს დაესხნენ თავს.-თქვა ბენმა.
-მეც ელფი ვარ,შეხედე ჩემს ფეხს-უთხრა ვენდიმ და კოჭლობით მივიდა ფანჯარასთან-თუ ცოცხალია,ჩემი ხელით მოვკლავ.
-და ამ ბავშვს რა ვუყოთ?-იკითხა რობმა.
-როდის უნდა დაბრუნებულიყვნენ მისი მშობლები სახლში?-ჰკითხა ვენდიმ.
-12 აპირებდნენ დაბრუნებას.-უპასუხა ჯეინმა.
-12ზე გამოჩნდნენ მაქციები...შეიძლება ცოცხლებიც აღარ არიან.
-ან ტყვედ წაიყვანეს-თქვა ბენმა.-როცა გავიგებ,გეტყვით.
-კარგი.-თქვა ვენდიმ და კიდე აპირებდა რაღაცის კითხვას,რომ სახლის წინ შავი ჯიპი გაჩერდა,და იქიდან უილოუ გადმოვიდა.
-ვაუ,აქ რა მოხდა-გაოცებულმა იკითხა,როდესაც სახლში შემოვიდა.
-სად ეგდე მთელი ღამე და რატომ არ პასუხობდი რომ გირეკავდი?ან ვინ მოგიყვანა?-ვენდი დას გულგახეთქილი მივარდა.
-ბევრი დავლიე და...რომ გავიღვიძე,ცულად ვიყავი,მერე ავტობუსი ერთი საათი არ მოვიდა,მერე ნახევარ გზაზე გაჩერდა და...
-ეს იმიტომ,რომ ქალაქს მაქციები დაესხნენ!
-რა?
-გაგიმართლა,რომ აქ არ იყავი.ყურს აგახევდი,მაგრამ ახლა ამის დრო არ არის,მივდივართ.
-ფეხზე რა დაგემართა?
-ეზოში მკვდარი მაქცია დაინახე ალბათ.
უილოუმ თავი დაუნია.
-მისგან მაქვს ეს ჭრილობა.მაგრამ მოვკალი. მიდი შენი ნივთები ჩაალაგე.
უილოუმ ვერაფერი გაიგო,მაგრამ დას დაემორჩილა და უსიტყვოდ დაიწყო ჩანთის ჩალაგება.
-ბენ-უთხრა ვენდიმ-შეიძლება რომ ლექსი ვნახო?
-მან თქვა რომ ასე იტყოდი.
-საიდან იცოდა?-გაუკვირდა ვენდის.
-ეგ აღარ უთქვამს.
-სად მივდივართ?-იკითხა უილოუმ.
-მე უკვე დავურეკე მამათქვენს,ქალაქში არ შემოუშვებენ,ამიტომ მე წაგიყვანთ მასთან.-თქვა ბენმა.
-მადლობა ბენ-მადლობის ნიშნად ხელი მოუჭირა ვენდიმ-საუკეთესო მაქცია ხარ ვინც კი მინახავს.
-ბევრია ჩემნაირი.
-მეეჭვება შენნაირი იყოს-უთხრა ვენდიმ და როცა ბენის თვალები მის თვალებს შეხვდა,თავისაუნებურად თვალი აარიდა.
ალექსანდერი თავის ახალ კაბინეტში იჯდა და ჟურნალს ფურცლავდა,რომელიც გრინეიჯის ყოფილ მერს ეკუთვნოდა.მას მკაცრი სახე,მუქი ყავისფერი,თითქმის შავი თვალები და ნაადრევად ჭაღარა თმა ჰქონდა.უკვე 5 წელი იყო გასული,რაც გრინეიჯში არ ყოფილა. ქალაქი ისეთივე იყო,როგორიც დატოვა-მშვიდი,მყუდრო,სუფთა. მხოლოდ რამდენიმე ახალი მაცხოვრებელი იყო იმ უბანში,სადაც გაიზარდა,დანარჩენი ისევ იგივე.
ჯეინ ბლექვუდი-ერთადერთი ადამიანი სამეზობლოში,რომელსაც მისი ესმოდა.და როგორც შემდეგ აღმოჩნდა-არა ადამიანი,არამედ მაქცია,როგორც თვითონ.ეს მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა,მუდმივად ჩრდილში ცხოვრება და შიშის გრძნობა,თუ რას იტყოდნენ მისი ნაცნობები მეგობრები,როცა გაიგებდნენ რომ სინამდვილეში მაქციაა,ძალიან დამღლელი და უსიამოვნო იყო. მაგრამ ჯეინი პირველივე დღესვე მიხვდა ალექსანდერის ვინაობას,როდესაც ბავშვები გარეთ ბურთს თამაშობდნენ და ერთერთმა ბავშვმა ლექსს ხელი კრა და მიწაზე დააგდო. ლექსს უსამართლობისგან სუნთქვა შეეკრა და თავი ვეღარ შეიკავა. ბავშვს არავინ დაუჯერა და ყველას ეგონა,რომ მას ძაღლმა უკბინა,მაგრამ მხოლოდ ჯეინმა იცოდა,რომ ეს “ძაღლი” ლექსი იყო.
შემდეგ გამოჩნდა ბენი,ობოლი ღარიბი ბიჭუნა,რომელიც ავადმყოფ ბებიასთან ცხოვრობდა,რომელსაც სიარული აღარ შეეძლო. ჯეინი ბენზეც მიხვდა,რომ მაქცია იყო და როცა მას ბებია გარდაეცვალა,მასზე მხოლოდ ლექსი ზრუნავდა. შემდეგ კი რობერტ ბლექვუდი გამოჩნდა,რომელმაც მაშინვე მოიგო ჯეინის გული,როდესაც ლექსი მთელი ბავშვობა ამას ცდილობდა,მაგრამ ჯეინი მას როგორც უმცროს ძმას ისე უყურებდა,და სკოლის დამთავრებამდე მოიყვანა ცოლად
-შენ ის იმიტომ მოგწონს რომ მდიდარია-უთხრა ჯეინს.
-სერიოზულად? ასე ფიქრობ ჩემზე?-ეწყინა ჯეინს.
-აბა სხვა არაფერი მოსაწონი არ აქვს.
-სიმპათიურია,ჭკვიანი. თან ექიმობას აპირებს.
-მეგონა ექიმები არ მოგწონდა.
-მეც ასე მეგონა...
ალექსანდერი კარზე კაკუნმა გამოაფხიზლა წარსულის მოგონებებიდან.
“ღიაა”
კარი ბენმა გააღო და ოთახში შემოვიდა,უკან კი ჯეინ ბლექვუდი მოყვა.

ვენდი ძალიან ჰგავდა დედამისს,განსაკუთრებით 18 წლის ასაკში. განსხვავება მხოლოდ მომწვანო თვალები და ოდნავ ღია ფერის კანი იყო. მას უკან უილოუ,რობი და ქეითი ბავშვით ხელში მოყვებოდნენ,მაგრამ ალექსანდერი მათ ვეღარ ხედავდა.
-ვაუ...როგორ გაზრდილხარ.ბოლოს სამი წლის წინ გნახე.-უთხრა ვენდის.
-ლექს...-გაიღიმა ვენდიმ.(მასზე ქრაში ქონდა პატარაობიდან)-მე მგონი ეგ 5 წლის წინ იყო.
-შენ რა არ გახსოვს?-გაუკვირდა ალექსანდერს.
-რა?-დაიბნა ვენდი.
-არა,არაფერი,მართალი ხარ,5 წლის წინ იყო.-გაუღიმა ალექსანდერმა და სახეზე ოდნავ მოეფერა-დედაშენს ძალიან გავხარ.
-ხო,ყველა ამას ამბობს.
-ლეა გახსოვს?
-მეკითხები მახსოვს თუ არა ჩემი ბავშვობის საუკეთესო მეგობარი? ისიც აქაა?
-არა,დედასთან.
-ისიც მაქციაა?
-არა,მარტო დედა გვყავს საერთო და...
-ა,ხო...
რობმა თვალები გადაატრიალა,როცა დაინახა რომ ვენდი წუხანდელ ღამეზე არაფრის თქმას არ აპირებდა და ალექსანდერს თვითონ ჰკითხა-რატომ?
-რობ,-გაუღიმა ალექსანდერმა,-ვერ დაგინახე
"რას დამინახავდი,მთელი ეს დრო ჩემი დის მკერდზე იყავი მიშტერებული" გაიფიქრა რობმა და კითხა-რატომ წაგვართვი სახლი და დახოცე ხალხი,რომელსაც მთელი ცხოვრება ვიცნობდი?
-ეგ ხალხი არასდროს აღიარებდა ელფს ან მაქციას თავისიანად. ოდესმე უნდა დასრულდეს ეს.
-და ფიქრობ რომ მათზე უკეთესი ხარ იმის შემდეგ რაც ჩაიდინე?
-მე არ მითქვამს რომ მათზე უკეთესი ვარ.საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით ადამიანებს და ელფებს ვამპირებისგან,ელფები იცავდნენ ადამიანებს,ელფებისგან გაჩნდნენ ადამიანებიც და მაქციებიც,და როგორ გადაგიხადეს სამაგიერო? რამდენ ელფს იცნობ შენი ოჯახის წევრების გარდა,5ს? 10ს?
-კარგი-დანებდა რობი-რაღაცაში მართალი ხარ.

-მე მგონი ეს რიკია.-თქვა უილოუმ,როცა გზაზე მანქანასთან მდგომი კაცი დაინახა.
-კი ეგაა.-დაეთანხმა რობი.
-რიკი ვინ არის?-იკითხა ბენმა.
-მამაჩვენის მეგობარია,რიჩარდი.-უპასუხა რობმა,-ალბათ მისმა უდიდებულესობა ძალიან დაკავებული იყო.
-რობბ!-შეაწყვეტინა ვენდიმ.
ბენმა მანქანა გააჩერა. რიჩარდმა მანქანაში ბლექვუდის ოჯახი რომ დაინახა,მათთან მივიდა რომ ბარგის ამოლაგებაში დახმარებოდა. ბავშვები მანქანიდან გადავიდნენ და რიჩარდს მიესალმნენ.
-არ მოდიხარ?-ფანჯარაზე მიუკაკუნა რობმა ვენდის.
-მოვალ,ბენთან სალაპარაკო მაქვს.-უთხრა ვენდიმ და წინა სავარძელზე გადაჯდა.

-ვიცი,რომ არ შემოგითავაზებია ჩემთვის დარჩენა,მაგრამ რომ გეკითხა დავრჩებოდი...-უთხრა ბენს,რომელმაც ვენდის მზერა აარიდა და თავი დახარა.-იმიტომ რომ,მიყვარხარ...რაღაცნაირად. და მიხარია რომ არსებობ.
ბენმა ვენდის თვალი გაუსწორა და უთხრა-დარჩენას არ შემოგთავაზებ,რადგან აქ უსაფრთხო აღარ არის...და მეც მიყვარხარ.ყოველთვის მიყვარდი...მაგრამ ეს ალბათ უკვე იცოდი.
-შენ ერთერთი ხარ იმ მცირე ბედნიერებებიდან,რომელიც ცხოვრებაში შემხვდა...და ჩემი ერთადერთი საუკეთესო მეგობარი ხარ.
-ეს საუკეთესო კომპლიმენტია რაც კი ოდესმე გითქვამს.უფრო ზუსტად კი,ერთადერთი კომპლიმენტი.-გაეღიმა ბენს.
ვენდიმ სახეზე ნაზად შეახო ხელი და ტუჩებში აკოცა-თავს გაუფრთხილდი.-და მანქანიდან გადავიდა.
-შენც...-გაიფიქრა ბენმა და მანქანა ქალაქისკენ მოატრიალა.
-კარგი ბიჭი ჩანს.-უთხრა რიჩარდმა ვენდის,რომელიც მანქანასთან ელოდებოდა,დანარჩენები კი უკვე მანქანაში ისხდნენ.
-არის კიდეც.-გაიღიმა ვენდიმ.-
-რობმა მითხრა ყველაფერი რაც გუშინ მოხდა. ძალიან ვწუხვარ.
-ჰო,სახლი მომენატრება,მეზობლები კი დიდად არ მეხატებოდა გულზე.-უთხრა ვენდიმ და მეზობლების გახსენებაზე ერიკი გაახსენდა და გული მოეწურა.მართალი თავიდან როგორც სექსუალურ ობიექტს ისე უყურებდა,და ფაქტი,რომ ცოლი ჰყავდა და ჩუმად შეხვედრა უწევდათ,გასართობად მიაჩნდა,სანამ ერთ დღეს,როდესაც ერიკის გვერდით არ გაიღვიძა და მიხვდა,რომ არ უნდოდა,რომ ერიკი თავის ცოლთან დაბრუნებულიყო.
-არ მჯერა რომ ეს მე დამემართა-უთხრა დებს,როცა მიხვდა რომ ერიკის მიმართ გრძნობები გაუჩნდა.
-შენ ეგ კაცი თავიდანვე გიყვარდა,მაგრამ არ იცოდი.-უთხრა უილოუმ.
-შენ იცოდი,რაზეც მიდიოდი.იცოდი რომ ცოლი მყავდა.-უთხრა ერიკმა,როცა ვენდიმ საკუთარი გრძნობების შესახებ გაუმხილა.
-მაგრამ არ ვიცოდი,თუ შემიყვარდებოდი.მეგონა ჩვეულებრივი მდიდარი მექალთანე იყავი,რომლებთაც ლამაზი ცოლები ყავთ,მაგრამ მაინც სხვა ქალებისკენ მიუწევთ გული.
-რა შეიცვალა?
-ახლაც ვფიქრობ რომ ჩვეულებრივი მდიდარი მექალთანე ხარ,მაგრამ ახლა...მიყვარხარ.
-არ გიყვარვარ,დარწმუნებული ვარ ცოლს რომ დავშორდე,შენთვის უინტერესო გავხდები.აღარ დაგაინტერესებს ჩემი ამბები,ჩემს ცუდ მხარეს დაინახავ და მოგბეზრდები,ყოველ დილით ჩემს გვედრით გაღვიძება მოსაბეზრებელი იქნება შენთვის.
-არ მომბეზრდები...უკვე დავფიქრდი ამაზე,და მინდა რომ შენს გვერდით ვიღვიძებდე ხოლმე ყოველ დილით,ვუსმენდე შენს წუწუნს გაუუთოვებელ პერანგზე,ან საყვარელი ფეხბურთის გუნდზე,რომელმაც წააგო,ან მეზობლის მანქანაზე,რომელმაც ცუდად დააყენა მანქანა,ამ ხმაურიან ბავშვებზე.მინდა მოვისმინო უმნიშვნელო დეტალები,რომელიც სასმახურში შეგემთხვა,მინდა რომ შენი ნაწილი გავხდე დავიზრუნო შენზე.
არა,არ გინდა...ეს ეხლა გგონია,რომ გინდა,რადგან არ შეგიძლია რომ გქონდეს.
-მაგრამ შენ არ გიყვარს შენი ცოლი,რომ გიყვარდეს სხვა ქალი არ დაგაინტერესებდა.
-შეიძლება.მაგრამ ის ჩემი შვილის დედაა,შენ კი ახალგაზრდა ხარ და მთელი ცხოვრება გაქვს წინ და დარწმუნებული ვარ უკეთესი ვარიანტები არსებობს შენთვის,ვიდრე 38 წლის ცოლ-შვილიანი კაცი.
-მაგრამ მე მიყვარხარ...
-არა არ გიყვარვარ. ვხედავ ამას,იმიტომ რომ მიყვარხარ და ადამიანი,რომელიც შეყვარებულია ნათლად ხედავს მეორე ადამიანის გრძნობებს როცა მას თვალებში უყურებს. მაგ გამოხედვას ვერ გააყალბებ.
-შენ ვერაფერსაც ვერ ხედავ,იმიტომ რომ ისევ ისეთი მდიდარი,მექალთანე,მოღალატე კაცი ხარ,როგორიც იყავი,როდესაც შენს კარზე დავაკაკუნე.
-და სექსი გვქონდა.
-ხოდა ეხლაც გვექნება!
-ძალიანაც კარგი!

-კარგი,დაველაპარაკები ცოლს.-უთხრა ერიკმა ვენდის,როცა ტანსაცმელს იცმევდა.
-მართლა?-გაუხარდა ვენდის-ჩემს გამო?
-კი.მართლა მიყვარხარ,იცი? მხოლოდ იმიტომ არა,რომ შესანიშნავი და ძუძუები გაქვს,შენი შინაგანი სამყაროც მიყვარს.თითქოს მაჯადოვებ...ქალთევზასავით ხარ,მაგრამ სიმღერა არ გჭირდება,შენი ერთი სიტყვაც საკმარისია და უკვე შენი ვარ. მოგვიანებით გნახავ-უთხრა და შუბლზე აკოცა.
და სულ ეს იყო,უკანასკნელად ამ დროს ნახა ერიკი.

მანქანა გაჩერდა და ვენდი ფიქრებისგან გამოაფხიზლა.
-ვა,უკვე მოვედით?
-კი,მოვედით.-უპასუხა რობმა,-თავს როგორ გრძნობ??
-კარგად.
ვენდიმ თავისი ჩანთა აიღო და სახლს ახედა-”უფრო დიდია,ვიდრე მახსოვდა" გაიფიქრა და ხის მძიმე კარი შეაღო.

თავი IV - დრიმერვილი

რობერტ ბლექვუდის სახლი დრიმერვილი ყველაზე დიდი სახლი იყო აისჰევენში. 25 მეტრის სიმაღლის,40 ოთახით-ყველა ოცნებობდა ამ სახლში ცხოვრებაზე.
ვენდის ყოველთვის უყვარდა ეს ადგილი.ბავშვობაში როცა ამ ადგილს სტუმრობდა,საათობით ჩაიკეტებოდა ხოლმე თავის ოთახში და წიგნებს კითხულობდა,რომლებთაც მამამისის ბიბლიოთეკაში პოულობდა. ყველანაირი წიგნი იყო ამ ბიბლიოთეკაში,ვენდის არაფერი ერჩივნა ამ ბიბლიოთეკას და ამ სახლს,განსაკუთრებით კი წითელ ოთახს,რომელიც მის გარდა არავის მოსწონდა,რადგან ყველას უნებურ შიშს გვრიდა,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან ლამაზი იყო. ვენდი კი როგორც სახლში,ისე გრძნობდა თავს ამ ოთახში და საათობით აღარ გამოდიოდა.

ვენდიმ გეზი პირდაპირ თავისი ოთახისკენ აიღო. იქ არაფერი შეცვლილიყო,ისევ ისეთი წითელი,ცივი და ლამაზი იყო,როგორც ჩანს ისევ არავინ იყენებდა ამ ოთახს.
ვენდი საწოლზე წამოწვა და თვალები ჭერს მიაპყრო. გუშინდელი ღამე სიზმარივით ახსოვდა,ეგონა რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა.
-ჰეი,არ გშია?-კარზე დააკაკუნა რობმა.-წამოდი,ვჭამოთ.
ვენდი აპირებდა ეთქვა არ მშიაო,მაგრამ მუცელმა ბუყბუყი დაასწრო და ზანტად წამოდგა.
-რა გვაქვს საჭმელად?
-არ ვიცი,მაგრამ ისეთი გემრიელი სუნი გამოდის სამზარეულოდან,რომ ადამიანიც რომ იყოს,მაინც შევჭამ.
-შემთხვევით მაქციამ ხომ არ გიკბინა და მაქცია ხდები?
-არ უკბენია. და სერიოზულად? რიჩარდი?
-რა?
-დავინახე ერთმანეთს როგორ უყურებდით მანქანაში. და ისიც დავინახე,როგორ ათვალიერებდა შენს ფეხებს და შენ არც კი ცდილობდი,რომ კაბა გაგესწორებინა.
-მართლა?-ლოყები აუვარდისფრდა ვენდის-მიყურებდა?
-არა,ეს იმიტომ ვთქვი რომ დამემტკიცებინა,რომ რიჩარდი მოგწონს.
-არაფერიც არ მომწონს-გაბრაზდა ვენდი-ის ხომ მამაჩემის ტოლია.
-ჰა ჰა,მისტერ ჰარინგტონი რამდენი წლის იყო? სულ რაღაც ერთი წლით უფროსი მამაზე.
-ეს სხვა შემთხვევაა,რიკი მამაჩემის მეგობარია.
-რიკი-გააჯავრა რობმა-უკვე მოფერებით სახელებსაც ეძახით ერთმანეთს?
-მოკეტე.-უთხრა ვენდიმ.
-კარგი ხო,მართლა გიყურებდა ისე-თვალი ჩაუკრა რობმა.
-მართლა?-ისევ გაუხარდა ვენდის.
-არა.
- -_-
-კი.
-აღარ მჯერა შენი.
-კაი ხო,არ გიყურებდა,ის ახლახანს დაშორდა ცოლს და სულ არ აინტერესებს,ვიღაც 18 წლის თინეიჯერი.
-ცოლს დაშორდა?-ღიმილი ვერ შეიკავა ვენდიმ.
-აი კიდე,მერე კიდე იტყვი რომ არ მოგწონს.

-ჰეეი,ბავშვებო,წამოდით,საჭმელი მზადაა.-თქვა რიჩარდმა,როცა დერეფანში მომავალი ვენდი და რობი დაინახა.
-მაქეთ მოვდიოდით ზუსტად.-უთხრა რობმა.

ვენდი საკუთარ თავზე გაბრაზდა,როცა მიხვდა,რომ რიჩარდი მართლა მოწონდა,არადა ჯერ კიდევ გუშინწინ ერიკთან აპირებდა ახალი ცხოვრების დაწყებას,ახლა კი საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებდა.

-შენ აქ ცხოვრობ?-კითხა რობმა რიჩარდს.
-კი,ჩემმა ცოლმა ყველაფერი თავისთვის დაიტოვა-სახლი,ავეჯი. ერთადერთი ეს ბებერი ძაღი გაიმეტა,რომელიც არც კი ვარ დარწმუნებული ისევ ცოცხალია თუ არა.
-ა,ის ძაღლი ეზოში რომ იწვა? მეგონა ძაღლის ფიტული იყო.
-ხო,იშვიათად ინძრევა,უკვე 17 წლისაა.
-საყვარელი ძაღლია.-თქვა ვენდიმ და ამაზე რობს კინაღამ ქათმის ძვალი გადასცდა.

-"საყვარელი ძაღლია"? სერიოზულად?-უთხრა ვენდის მოგვიანებით.-უკეთესადაც შეგიძლია დაიკო.
-მოკეტე.-თვალები გადაატრიალა ვენდიმ.

მეორე დილას ვენდი მანქანის ძრავის ხმამ გააღვიძა და ფანჯრიდან მამამისის ბენტლი რომ დაინახა,მაშინვე გავარდა მის შესახვედრად.

-ჰეეი.-სიხარულით დაიძახა რობერტმა,როდესაც კიბეებზე მისკენ მომავალი ვენდი დაინახა.
ვენდი მამამისთან მივარდა და კისერზე მოეხვია.
-მეც ძალიან მომენატრე-გაიცინა რობერტმა,ვენდი ხელში აიყვანა და ჰაერში დაატრიალა.-რამხელა გაიზარდე.ზაფხულის მერე არ მინახიხარ. მაჩვენე შენი ხელი-შეწუხებულმა დახედა ვენდის ხელს-ვწუხვარ,რაც გუშინწინ გადაიტანე.
-ეს რა არის,შენ ფეხი უნდა ნახო-მხიარულად უთხრა ვენდიმ და ისევ ჩაეხუტა.
-აუცილებლად ვნახავ,სახუმარო არ არის,შეიძლება ინფექცია შეგეჭრას.

-ნუ ხარ სულელი-უთხრა რობმა ვენდის ერთხელ-ის არასდროს ყოფილა კარგი მამა.ო,არა,ის არასდროს ყოფილა მამა. არც კი შემიძლია იქამდე დათვლა,რამდენჯერაც მიგვატოვა.
-მნიშვნელობა არ აქვს,რამდენჯერ მიგვატოვა.მნიშვნელოვანი ისაა,თუ რამდენჯერ დაბრუნდა უკან.
-კი,დაბრუნდა მაშინ,როცა დედა მოკვდა. დაბრუნდა მაშინ,როცა შენ კინაღამ მოკვდი. ნამდვილად დასაფასებელია.
-იცი რომ ასე არ არის,მას ყოველთვის ვუყვარდით,დედაც ძალიან უყვარდა.
-მაშინ რატომ წავიდა?
ვენდის ამაზე პასუხი არ ჰქონდა.

უკვე ერთი თვე გავიდა მაქციების შემოსევის შემდეგ.ბენისგან არაფერი ისმოდა(ვენდის დაპირდა,რომ თუ ერიკზე რამეს გავიგებ,შეგატყობინებო).

ბლექვუდების ოჯახი სასტუმრო ოთახში იჯდა და საუზმეს გემრიელად მიირთმევდა.
-აუწიე ტელევიზორს-უთხრა რობმა ქეითს,რომელიც დივანზე იჯდა და ტომს ეთამაშებოდა.
-მომეცი პულტი-წაართვა ქეითმა ტელევიზორის პულტი.ტომი გაბრაზებული ატირდა.
-შშშ. გაჩუმდით ყველა.-თქვა რობმა და ეკრანს შეხედა.
"მართალია ადამიანები საუკუნეების მანძილზე დევნიდნენ ელფებს და ყველაფერი დაივიწყეს,რაც ჩვენ მათთვის გავაკეთეთ"-ლაპარაკობდა ელფი,რომელსაც შავი კოსტიუმი ეცვა,ოღონდ არა ჩვეულებრივი,რაც შეიძლება ელფური. გრძელი,წელამდე თმა უკან გადაევარცხნა და გვერდებზე პატარა ნაწნავებით ჩაეწნა.-"მაგრამ,როგორც ადრე ეხმარებოდნენ ადამიანები ელფებს და იცავდნენ სამყაროს საშინელი ქმნილებებისგან,როგორიც არიან ვამპირები,ახლაც დავეხმარებით და დავიცავთ მაქციებისგან.მაქციები ჩვენ შევქმენით,ისევე როგორც თქვენ,ადამიანები გაჩნდით ელფებისგან,ასე რომ არ არის ერთმანეთის სიძულვილის მიზეზი,ჩვენ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან,ჩვენ ერთი ოჯახი ვართ-ელფები და ადამიანები"
-ვინ არის ეს კაცი?-გაოცებულმა იკითხა ვენდიმ.
-მუნსგეითის მეფე,ტარათიელი.-თქვა რობერტმა.
-მუნსგეითი? ელფების ქალაქი?
-შშ,მოუსმინეთ.-თქვა რობმა და ისევ ეკრანს დაუბრუნდა.
ეკრანზე გრინეიჯი გამოჩნდა,სადაც მაქციების მაგივრად ქუჩაში ელფები პატრულირებდნენ.
"ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ" ეკრანზე აისჰევენის პრეზიდენტი კაიუს კეინი გამოჩნდა "მხოლოდ ელფებმა შეძლეს ჩვენი იმ მონსტრებიდგან გადარჩენა,რომლებიც გრინეიჯს დაესხნენ თავს და უდანაშაულო ხალხი უმოწყალოდ ამოჟღლიტეს,ამისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ტარათიელს და ყველა ელფს"
-მაქციები აღარ არიან,შეგვიძლია სახლში დავბრუნდეთ.-გაუხარდა რობს.
-ჩვენ უკვე სახლში ვართ რობ-უთხრა ვენდიმ.
-მეც აქ მინდა დარჩენა.-თქვა უილოუმ.
-მეც.-თქვა ქეითმა.

რამდენიმე დღის შემდეგ უცნობი მანქანა მოადგა ბლექვუდის სასახლეს.
კარზე კაკუნი გაისმა. მზარეულმა ალისამ კარი გააღო.
-გამარჯობათ,მე ჯესიკა ჰარინგტონი ვარ,ტომასის მამიდა.
-ტომასი? ა,პატარა ტომი,მობრძანდით.-შემოიპატიჟა ალისამ-ახლავე დავუძახებ მისტერ ბლექვუდს.
-მადლობთ.
ორიოდე წუთში რობერტი ჩამოვიდა და სტუმარს ღიმილით შეხვდა-თქვენ ხართ...?
-ჯესიკა ჰარინგტონი,ტომასის მამიდა-გაიმეორა ქალმა და თეთრი ხელთათმანები მოიხსნა,რომ მისტერ ბლექვუდისთვის ხელი ჩამოერთმია.-ჩემი ძმის სახლში წერილი ვიპოვე,რომელიც თქვენმა ქალიშვილმა,ქეითმა დატოვა.წერილში ეწერა,რომ ტომი აქ იქნებოდა.
-დიახ,აქ არის,ჩვენ არ ვიცოდით არაფერი მათი მშობლების შესახებ და ამიტომ ჩვენ ვუვლიდით.ქეითს,როგორც საკუთარი ძმა,ისე უყვარს.
-ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ,მაგრამ დროა ტომი სახლში დაბრუნდეს.
-დიახ რა თქმა უნდა. ყავას ხომ არ დალევთ?
-დიახ,მადლობ.
-ალისა-მიმართა რობმა მზარეულს-თუ შეიძლება ყავა მოადუღე მშვენიერი ქალბატონისთვის,მაგრამ მანამდე ქეითს უთხარი,რომ ტომს ჩააცვას და ქვევით ჩამოიყვანოს.
-ეხლავე სერ.

-რა? მამიდამისს უნდა რომ ტომი სახლში წაიყვანოს?-გაცეცხლდა ქეითი,როცა ალისამ მის ჰარინგტონის შესახებ უთხრა-მიყვარს ეს ბავშვი,არ შეუძლია რომ წამართვას!!! ვენდი! ვენდი!-ოთახიდან გავარდა და ვენდის კარებზე დააბრახუნა.
-რა მოხდა,ხო მშვიდობა?-გამოვიდა ვენდი.
-ტომის მამიდა მოვიდა და მისი სახლში წაყვანა უნდა!
-ტომის მამიდა,ანუ ერიკის და?
-კი!
ვენდიმ კიბეებზე ჩაირბინა და სამზარეულოში შევიდა,სადაც მის ჰარინგტონი რობერტთან ერთად ყავას სვამდა.
-შენ ალბათ ქეითი ხარ-გაუღიმა ვენდის.
-არა,ვენდი ვარ.ვენ ერიკის და ხართ?
-დიახ.
-მის შესახებ რამე ხომ არ გაგიგიათ?
-დიახ,ის ცოცხალია და სახლშია.
-მართლა?! რატომ არაფერი მითხრა?!-გაოცდა ვენდი.
მის ჰარინგტონმა უხმოდ დაიხედა ძირს,თითქოს თავისი ფეხსაცმლის წვერები ძალიან აინტერესებდა.
-რატომ?!
-მას არ უნდოდა,რომ გცოდნოდა.
-რა არ მცოდნოდა,რომ ცოცხალია,უვნებელი,როცა მე აქ ვზივარ და მასზე ვნერვიულობ?!
-ის ცოცხალია,მაგრამ არა უვნებელი...მან ორივე თვალი დაკარგა.
ვენდის თითქოს დენმა დაურბიან სხეულში და ხმა ვერ ამოიღო.როცა ხმა დაუბრუნდა,უსიცოცხლო ხმით იკითხა-და მისი ცოლი?
მის ჰარინგტონმა თავი უარის ნიშნად გაიქნია.

ქეითმა ტომს ჩააცვა და ქვემოთ ჩამოიყვანა.
-დიდი მადლობა,რომ მასზე ზრუნავდი.-უთხრა მის ჰარინგტონმა მას.
-რა თქმა უნდა.-თქვა ქეითმა და თვალი აარიდა,რომ ცრემლები დაემალა.
-მე წაგიყვან.-უთხრა რობმა ვენდის,რომელიც მანქანის გასაღებს უშედეგოდ ეძებდა.
-ოჰ,არამგონია ეს კარგი იდეა იყოს ძვირფასო,-უთხრა ჯესიკაამ ცივად ვენდის,-ერიკს შენი ნახვა არ უნდა.
-მაგას მე თვითონ გავარკვევ.-გაუღიმა ვენდიმ ცივად.
ჯესიკა აიმრიზა და ტომი მანქანაში ჩასვა.
-იმაზე მოგვიანებით ვილაპარაკოთ,რა გაკავშირებთ შენ და ცოლიან კაცს.-უთხრა რობერტმა ვენდის და მანქანის გასაღები მისცა.

გრინეიჯი ცოტათი გამოცოცხლებული ჩანდა იმასთან შედარებით,როგორიც ბავშვებმა დატოვეს. "X" ყველა კარიდან ჩამოერეცხათ და ნელ-ნელა ყველა ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდა-ამჯერად,ელფებთან ერთად.
-ეხლაც არ გინდა სახლში დაბრუნება? ჩვენი მეზობლები ელფები იქნებიან,და აღარავინ შემოგხედავს უცნაურად,რადგან ელფი ხარ.
-აისჰევენიც ჩემი სახლია.-უპასუხა ვენდიმ-სახლი იქ არის,სადაც შენი საყვარელი ადამიანები არიან,და არა უბრალოდ შენობა.
-მეც გადმოვიდე თუ დაგელოდო?-ჰკითხა რობმა,როცა ჰარინგტონების სახლის წინ გაჩერდნენ.
-გადმოდი.

ჯესიკამ ტომი დივანზე დასვა და ქურთუკი გახადა.
-ერიკს ახლავე დავუძახებ.-უთხრა ტყუპებს და სხვა ოთახში გავიდა.
რობი დივანზე ჩამოჯდა ტომის გვერდით და ოთახის თვალიერება დაიწყო.
ვენდი კი მოუსვენრად იდგა და იქითკენ იყურებოდა,საიდანაც ერიკი უნდა მოსულიყო.
ჯესიკა მალე დაბრუნდა უკან,თან ერიკი მოყავდა.
ვენდის სუნთქვა შეეკრა. ერიკს მუქი სათვალე ეკეთა,რომელიც ვერ უფარავდა იარებს,რომლის გამოც თვალები დაკარგა.
-ჰეეეი,აქ ვინ არის!-ერიკს სახე სიხარულით გაუნათდა,როცა პატარა ტომი მასთან მივიდა და ხელები მოხვია,-მამას ძალიან ენატრებოდი!
როცა მოფერებით გული იჯერეს მამა-შვილმა,ჯესიკამ ტომს ხელი მოკიდა და სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად.რობიც მათ გაყვა.

-ვენდი...-თქვა ერიკმა და ხელით ვენდის სახეს შეეხო-ეს შენ ხარ.
-მე ვარ...-უპასუხა ვენდიმ და სახეზე ცრემლები ჩამოუგორდა.
-ეი,ნუ ტირი.-უთხრა ერიკმა და ცრემლი მოსწმინდა.
-არ ვტირი.-ვენდიმ ერიკის ხელი სახიდან მოიშორა და ცრემლები სახელოთი გაიმშრალა.-რატომ არ მითხარი რომ ცოცხალი იყავი? ხომ იცოდი რომ გამიხარდებოდა?!-უსაყვედურა ერიკს.
-არ მეგონა თუ იქიდან ცოცხალი გამოვაღწევდი და არ მინდოდა რომ ასეთი გენახე.
-ასეთი? როგორი ასეთი? შენ ისევ ის ერიკი ხარ,რომელიც შემიყვარდა და ამას ვერაფერი შეცვლის...
ერიკმა თავი სინანულით გაიქნია და ხელით სკამი მოძებნა და დაჯდა.
-მინდოდა მეკითხა...-გაუბედავად დაიწყო ვენდიმ-იმ ღამეს...სანამ მაქციები დაგვესხმებოდნენ თავს...აპირებდი რომ შენი ცოლისთვის გეთქვა ჩვენს შესახებ?
-კი...
-უთხარი?
-არა.
-რატომ...
-ის ძალიან ბედნიერი იყო,რომ როგორც იქნა ჩვენ ორნი ერთად გავედით ქალაქში და არ მინდოდა მისი ხასიათის გაფუჭება.
-გასაგებია...ვწუხვარ,რომ...მოკვდა.
-ის...-მწარედ გაიცინა ერიკმა და ტუჩზე იკბინა-ის ეგრევე გაიქცა,როდესაც მაქციებმა ალყა შემოგვარტყეს და დამტოვა. ერთი წამითაც არ დაფიქრებულა ჩემზე.ამიტომ მოკლეს მაქციებმა ის და მე დამინდეს.როგორც ჩანს მაქციები უფრო პრინციპულები არიან,ვიდრე ჩემი ცოლი...
-ვწუხვარ...-უთხრა ვენდიმ-ამიტომ არ გინდოდა ჩემი ნახვა? გეგონა რომ მეც ეგრე მიგატოვებდი და არ ვიზრუნებდი შენზე?
-არა!-იუკადრისა ერიკმა,-შენში ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი,უბრალოდ არ მინდოდა შენთვის სანერვიულო გამეჩინა...მაინც ვერაფერს შეცვლიდი.
-მაგრამ ახლა შემიძლია! შენთან დავრჩები და...
-არა!-შეაწყვეტინა ერიკმა და წამოდგა,-არა! ამას ვერ გთხოვ.
-არც მჭირდება შენი თხოვნა,ჩემი ნებით ვრჩები.
-არა მეთქი! ისედაც არ მინდოდა რომ შენი შეყვარებული 38 წლის ცოლ-შვილიანი კაცი ყოფილიყო,და ახლა მითუმეტეს ეს კაცი ბრმაა...
-მე მიყვარს ეს კაცი. და არ მაინტერესებს ბრმაა თუ ხეიბარი.-შეაწყვეტინა ვენდიმ და მისი ხელი აიღო,-და არ მივატოვებ.
-მე მინდა,რომ წახვიდე.-ხელი გამოართვა ვენდის ერიკმა.
-იტყუები.
-არა ვენდი.მინდა რომ წახვიდე,იმიტომ რომ შენთვის განსხვავებული უკეთესი ცხოვრება მინდა.უფრო მეტს იმსახურებ,ვიდრე შენზე ორჯერ უფროს ბრმა კაცს.
-ბედნიერი მხოლოდ შენთან ვარ,რატომ არ მაძლევ უფლებას?
-მე ვიცი რა არის შენთვის უკეთესი.
-არა,არ იცი!
-წადი ვენდი,გთხოვ.წადი და იცხოვრე ბედნიერი ცხოვრებით,იმ ცხოვრებით,რომელიც არ გექნება,აქ თუ დარჩები.
-არ მითხრა რა არის შემთვის უკეთესი! შენ არაფერი იცი!
-რა ვიცი,ის არის რომ ასეთი ცხოვრება ტომისთვის არ მენდომებოდა.
-შენი შვილისთვის არ გენდომებოდა რომ საყავრელ ადამიანთან ყოფილიყო?
-გთხოვ ვენდი...ჩემთვისაც ძნელია ეს...გთხოვ,უბრალოდ წადი.
-შენ უბრალოდ ისეთივე ლაჩარი ხარ,როგორიც შენი ცოლი იყო...მაგრამ შენ სიყვარულს გაურბიხარ.
-დარმუნებული ვარ,რომ ერთ დღეს იპოვი შენს ნამდვილ სიყვარულს და მადლობას გადამიხდი.-თქვა ერიკმა და როცა პასუხი ვერ მიიღო,დაიძახა-ვენდი?! ვენდი!
-ის წავიდა.-თქვა ჯესიკამ.

თავი V - უკანასკნელი კოცნა

ოქტომბრის მიწურული იყო. აისჰევენი ოქროსფერი ფოთლებით იყო მოფენილი.
შემოდგომა ვენდის ყველაზე მეტად უყვარდა ზამთრის შემდეგ.იშეეძლო საათობით მჯდარიყო აივანზე და ხედით დამტკბარიყო.მარჯვნივ აისჰევენი მოჩანდა,პირდაპირ კი მაღალი ტყე იყო აღმართული,რომელსაც ადგილობრივები ბნელ ტყეს ეძახდნენ. ბნელ ტყეს პირქუში რეპუტაცია ჰქონდა გავარდნილი და მხოლოდ ელფები თუ ბედავდნენ ტყეში შესვლას,ისიც სიენაში წასასვლელად.
ღამღამობით ტყეში ლურჯი სინათლეები ჩნდებოდა-როგორც ელფები ამბობდნენ-ეს სინათლეები ხმელეთის მფრინავი მედუზები იყვნენ.თუ სმენას დაძაბავდი ღამის სიჩუმეში ნაღვლიან სიმღერასაც გაიგონებდი-ჯადოქრის სულების გოდებას.
მათ გარდა კიდევ ნაირნაირი ჯადოსნური ქმნილება ცხოვრობა ამ ტყეში,მათ შორის ბასილისკი,გველი,რომლის მზერაც საკმარისი იყო სიკვდილისთვის;ჰარპი-ნახევრად ფრინველი,ნახევრად ქალი;კენტავრი-ნახევრად ცხენი,ნახევრად ადამიანი;პერიტონი-ფრთიანი ირემი,ფერიები,და სხვა მრავალი.
ვენდი ცნობისმოყვარეობისგან კვდებოდა,ისე აინტერესებდა ბნელი ტყე.ბავშვობაში ვერასდროს ბედავდა იქ შესვლას,მაგრამ ახლა ვეღარ ხედავდა მიზეზს,თუ რატომ არ უნდა დაეკმაყოფილებინა ინტერესი,მითუმეტეს ტყეში შესვლა აკრძალული ჰქონდა,რაც კიდევ უფრო უღვივებდა მისი დათვალიერების სურვილს.
-რა მოხდა მერე,ელფები დადიან მაგ ტყეში,მეც ელფი ვარ.-უთხრა მამამისს,რომელსაც არაფრის გაგონება არ უნდოდა ამის თაობაზე.
-ელფები,რომლებიც საუკუნის და უფრო მეტი ხნის არიან და გზაც კარგად იციან,შენგან განსხვავებით.
-თუ არ ვნახე,გზას როგორ ვისწავლი?
-არა მეთქი!-უთხრა რობერტმა.
ვენდი გაიბუსხა და ამის შემდეგ ხმა არ ამოუღია ამის თაობაზე,მაგრამ არასდროს დავიწყებია.
ერთ დილას რიჩარდმა ქალაქში საყიდლებზე გასვლა გადაწყვიტა.
-შეიძლება მეც წამოვიდე?-ჰკითხა ვენდიმ,რომელსაც გვირილებიანი სარაფანი და ჯინსის ქურთუკი ეცვა და მაწყვის ნაყინს მიირთმევდა.
-რა თქმა უნდა-გაუღიმა რიჩარდმა.
რიჩარდი მამამისის საუკეთესო მეგობარი იყო.ადამიანი,37-40 წლის და ძალიან სიმპათიური.ის ხატვას ასწავლიდა აისჰევენის სკოლაში.
ვენდის მოსწონდა მისი ჩაცმულობა,მისი ღია წაბლისფერი თმა და მომხიბვლელი ღიმილი.
ვენდიმ მიმოიხედა.გარშემო არავინ ჩანდა,მძღოლი კი მანქანას რეცხავდა შორიახლოს.
-ეგ ნაყინი ძალიან გემრიელი ჩანს.-უთხრა რიჩარდმა.
-გინდა გასინჯო?-ჰკითხა ვენდიმ და ნაყინი გაუწოდა.
-კი რატომაც არა.-გაიღიმა რიჩარდმა და ნაყინის ჩაკბეჩას აპირებდა,რომ ვენდიმ სახეზე მიადო და პირი მოუთხვარა.
-ჰა ჰა ჰა-გამხიარულდა ვენდიმ.
-ძალიან სასაცილოა-გაიღიმა რიჩარდმაც და პირი მოიწმინდა.
-ნება მომეცი-ვენდიმ ხელი ჩამოაწევინა და ჩვეულებრივზე ნელა გაუშვა.
რიჩარდის გულმა სწრაფად დაიწყო ფეთქვა,როცა ვენდის სახე მის სახესთან აღმოჩნდა.სახე,რომელიც მისი არასდროს გახდებოდა და არც ქონდა უფლება,რომ ამაზე ეფიქრა.
ვენდიმ ნაყინი ნაზად ალოკა მისი ტუჩებიდან. რიჩარდს ეგონა,რომ გული გაუსკდებოდა.
ვენდიმ აკოცა რიჩარდს,და მაშინაც არ გაჩერებულა,როცა მის ტუჩებზე ნაყინი აღარ იყო დარჩენილი.
-ბოდიში რომ გაწყვეტინებთ,მაგრამ მანქანა მზადაა.-თქვა მძღოლმა,რომელსაც მანქანის რეცხვა დაემთავრებინა.
-ხო,რა თქმა უნდა-გამოერკვა რიჩარდი და მანქანისკენ წავიდა. ვენდი უკან გაყვა.
მთელი გზა ხმა არავის ამოუღია. მძღოლს საერთოდ არ აინტერესებდა მათ შესახებ,მისი საქმე იყო მხოლოდ მანქანის მართვა და პროდუქტების ზიდვა.
ვენდიმ ხელი რიჩარდის ხელისკენ ნელ-ნელა გააცურა და ოდნავ შეეხო.რიჩარდს ხელი არ გაუწევია. (მანქანას სამი წინა სავარძელი ჰქონდა)
როცა ქალაქში მივიდნენ,ვენდიმ გვერდით პატარა მდინარე დაინახა და დარჩენა გადაწყვიტა.
-შორს არსად წახვიდე,მალე დავბრუნდები-უთხრა რიჩარდმა და მძღოლთან ერთად საყიდლებზე წავიდა.
ვენდი მდინარის პირას,მერხზე ჩამოჯდა და მდინარეს გახედა.იქვე ნაპირთან 5იოდე წლის ბიჭუნა თამაშობდა რეზინის იხვებით და გემებით.
"რა მჭირს?" დაფიქრდა ვენდი. "სულ რაღაც ერთი თვეა,რაც ერიკს საბოლოოდ დავშორდი და უკვე რიჩარდი? ისევ ჩემზე ორჯერ უფროსი...კიდევ კაი ცოლს მაინც დაშორდა"
თვალები დახუჭა და და გრილი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.კოცნის გახსენება სცადა...ჯერ კიდევ გრძნობდა რიჩარდის რბილ ტუჩებს და მის სასიამოვნო კანს...მისი სუნამოს სურნელს,რომელიც ძალიან აღაგზნებდა.
ამ ფიქრებში იყო,რომ რიჩარდი დაბრუნდა და მის გვერდით დაჯდა.
"იმედია ჩემი ფიქრები არ გაიგო,ან სახეზე არ კითხულობს" შეეშინდა ვენდის და გაკვირვებულმა კითხა-ასე მალე მორჩი საყიდლებს?
-არა...უბრალოდ ვეღარ მოვითმინე ისე მინდოდა შენი ნახვა-
უთხრა რიჩარდმა და ვენდისკენ გადაიხარა და ტუჩებში აკოცა.-არ ვიცი რა მჭირს.
-არც მე.-ჩურჩულით უთხრა ვენდიმ და კისერზე ხელები მოჰხვია.
ერთმანეთს ისე კოცნიდნენ,თითქოს ეს მათი მთელი ცხოვრების ოცნება ყოფილიყო.ვენდის ეგონა,რომ თუ გაჩერდებოდა,მოკვდებოდა.
წყვილს მყუდროება ორმა ხანშიშესულმა ქალმა დაურღვია,რომლებიც შვილიშვილებს ასეირნებდნენ მდინარის პირას და რიჩარდს და ვენდის ათვალისწუნებით გადმოხედეს.
-მართლები არიან.-გაეცინა რიჩარდს,-ბაბუად გეკუთვნი.
-მაშინ ძალიან სიმპათიური ბაბუა მყოლია.-გაიღიმა ვენდიმ.
რიჩარდმა ვენდის ხელი გადახვია და დანარჩენი დრო ასე ჩახუტებულებმა გაატარეს,სანამ მძღოლი არ მოვიდა და დაპიპინებით ამცნო სახლში წასვლის დროაო.
ვენდიმ მთელი დღე უაზროდ იბორიალა. საღამოს კი სასტუმრო ოთახში,სადაც მთელი ოჯახი იკრიბებოდა ხოლმე საღამოობით და ტელევოზირს უყურებდა,შევიდა. რიჩარდი დივანზე იჯდა და ცეცხლის შუქზე კითხულობდა წიგნს.
ვენდი მის გვერდით დაჯდა და უხმოდ შეხედა. რიჩარდმა წიგნი გვერდით გადადო და ვენდის თვალი გაუსწორა.
-ასე არ შეიძლება-გაიქნია თავი.
-უკვე გვიანია ამაზე ფიქრი,არა?
რიჩარდმა ხელი ფრთხილად შეახო ფეხზე. ვენდიმ ხელზე ხელი დაადო და მისკენ წაიწია. ერთმანეთს ისევ აკოცეს,რიჩარდმა ვენდის კაბის ქვეშ შეუცურა ხელი და უფრო მაგრად აკოცა.ვენდიმ ჩუმად დაიკვნესა სიამოვნებისგან,მაგრამ ისევ გააწყვეტინეს...
ოთახშო რობერტი,უილოუ და რობი შემოვიდნენ. უილოუ რაღაცას მხიარულად ყვებოდა.შემდეგ სამივენი დივანზე ჩაჯდნენ და რობერტმა ტელევიზორი ჩართო.
რიჩარდი წამოდგა,მეძინებაო მოიმიზეზა და ოთახიდან გავიდა. ვენდიმ ორი წუთით დაიცადა,შემდეგ დაამთქნარა და იკითხა-ქეითი სად არის?
-მგონი სძინავს-უპასუხა უილოუმ.
-წავალ,მეც დავიძინებ-დაემშვიდობა ოჯახის წევრებს და ოთახიდან გავიდა.
მისი ოთახი მესამე სართულზე იყო,მაგრამ ვენდი მეორე სართულზე გაჩერდა და რიჩარდის ოთახის კარი ფრთხილად შეაღო. რიჩარდი საწოლზე იჯდა და ვენდის დანახვაზე ოდნავ გაიღიმა. ვენდი ოთახში შევიდა და კარი დახურა.

აისჰევენში პირველი თოვლის ფიფქი ფარფატით დაეცა მიწას.

ვენდიმ გაიღვიძა და საათს დახედა-6 სრულდებოდა. მძინარე რიჩარდს დახედა და ტკბილად გაეღიმა. უნდოდა,რომ ლოყაზე ეკოცნა,მაგრამ რაღაცნაირად ეუხერხულა,თან არ უნდოდა რომ გაეღვიძებინა. საწოლიდან ფრთხილად წამოდგა,სარაფანი გადაიცვა და ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა. ჯერ ძალიან ადრე იყო,ამიტომ წინასწარ არ დაუზვერია გარეთ იყო თუ არა ვინმე,ამიტომ შიშისგან შეხტა,როცა მოიხედა და რობი დაინახა,რომელიც ჭიქით ხელში,რომლიდანაც ორთქლი ამოდიოდა,იდგა დერეფანში და ფანჯრიდან თოვლს უყურებდა.
-დილა მშვიდობისა-მიესალმა რობი.
-ამ დროს რატომ გღვიძავს?-გაუკვირდა ვენდის.
-და შენ რატომ გღვიძავს?-თვალები მოწკურა რობმა-თუმცა,ისედაც ვიცი. მთელი კვირები გითვალთვალებდით შენ და რიჩარდს,ფსონი დავდე რომ ნოემბრამდე არაფერი მოხდებოდა
-რა?-ყურებს არ დაუჯერა ვენდიმ-ვისთან დადე?
-ქეითთან. მან თქვა,რომ ნოემბრამდე აუცილებლად მოახერხებდი მასთან დაწოლას,20 ლარი წავაგე.
-იდიოტები ხართ-თავი გაიქნია ვენდიმ.
-ამბობს გოგო,რომელიც მამამისის საუკეთესო მეგობართან წევს.
-თითქოს შენ არ მისცემდი,გოგო რომ ყოფილიყავი...
-არ...კაი ხო,რაც მართალია,მართალია.
ვენდის აღარაფერი უპასუხია,გულმოსული ავიდა თავის ოთახში.
"რაღაც მომენტში რობი მართალია" დაფიქრდა მერე. "რას ვაკეთებ? მამამ რომ გაიგოს,ძალიან ეწყინება,ალბათ რიჩარდს მოკლავს...არა,ვერასდროს გაიგებს!" გადაწყვიტა მტკიცედ.

სანამ თავის ოთახამდე მივიდოდა,ქეითის ოთახს გაუარა და მიხვდა რომ ძალიან სჭირდებოდა ვინმესთან ლაპარაკი. დებს მიაჩნდათ რომ საყვარელ ადამიანთან ყოფნაზე უკეთესი ამის ერთმანეთისთვის გაზიარება იყო.
-ჰეი,გაიღვიძე.ვენდი მის გვერდით წამოწვა და ხელი ოდნავ შეახო მხარზე.
-რომელი საათია?-ქეითმა თვალები მოიფშვნიტა.
-ექვსი.
-შენ რა გაგიჟდი?
-მადლობა მე რომ 20 ლარი მოიგე.
-რა? როგორ... არ მითხრა რომ...
-კი.-ვენდიმ ეშმაკურად გაიღიმა.
-ვიცოდი!!!-გაეცინა ქეითს.
-მგონი შეყვარებული ვარ...
-არა,არ ხარ.
-ვარ.
-მაგრამ არ შეგგიძლია...
-ვიცი.
-რას აპირებ?
-არ ვიცი. ყველაფერი ძალიან რთულად არის.
-არაფერიც არ არის რთულად,უბრალოდ სიმართლეს გაურბიხარ.
ვენდიმ ამოიოხრა.იმ დღეს ხატვაზე არ წასულა,არ შეეძლო რიჩარდის ნახვა.

სანამ ქეითი და უილოუ სკოლაში იყვნენ,ვენდიმ მთელი დილა ალისასთან გაატარა,კერძების მომზადებაში ეხმარებოდა.ალისამ იცოდა რომ ვენდი ყურადღების გადატანას სცდილობდა რაღაციდან,იმიტომ რომ იგი არასდროს დაინტერესებულა კერძების მომზადებით. მაგრამ ეს არ შველოდა.რაც არ უნდა გაეკეთებინა,სადაც არ უნდა გაეხედა,ყველგან რიჩარდი იყო. მის სახეს ვერ შლიდა გონებიდან. მის ლურჯ თვალებს და მომაჯადოებელ ღიმილს. და მის ძლიერ ხელებს...ხელებს,რომლებმაც ვენდის თავი როგორც სახლში ისე აგრძნობინა.

როდესაც გოგონები სკოლიდან დაბრუნდნენ,ისინი ჰელოუნის ღამისთვის შეუდგნენ მომზადებას.
უილოუმ ტინკერ ბელის კოსტუმი აარჩია,ვენდიმ კი მძინარე მზეთუნახავის.
-შეეცადე რომ მაკიაჟი ისე გამიკეთო,რომ გეებსაც კი შევუყვარდე.-უთხრა ვენდიმ ქეითს,რომელიც ფუნჯებს და თვალის ჩრდილებს ალაგებდა ჩანთიდან.
-ისედაც ისეთი ლამაზი ხარ,რომ გეებს უკვე უყვარხარ მაკიაჟის გარეშეც.
-ოუ,ვინ არის ის ბედნიერი?-იკითხა უილოუმ და ჩუმად ჩაილაპარაკა-ან უბედური.
-ჩარლი! -ბილი!-წამოიძახეს ერთხმად.
-რომელი გადაწყვიტე,ჩარლი თუ ბილი?
-ჩარლი.-უპასუხა ვენდიმ.-ხატვაზე ერთად დავდივართ.
-ვაიმე,ის მაღალი,მწვანეთვალება ბიჭი? ჩემი ქრაშია ეგ.
-საიდან იცნობ,ხატვაზე არც კი დადიხარ.
-მაგ სკოლაში სწავლობს,ხანდახან ვხედავ ხოლმე.
-ეგეთი პატარაა? არ ვიცოდი.
-17 წლისაა.
-ჰო კაი,როგორც გინდა,თუ მოგწონს შენი იყოს.
-მართლა?-უილოუს გაუხარდა და დას ჩაეხუტა.-მაგრამ არამგონია რომ მოვწონვარ.
-მაგ კაბით რომ გნახავს,დამიჯერე მოეწონები.-თვალი ჩაუკრა ვენდიმ.
-პარიკის გაკეთებას არ აპირებ?-ჰკითხა ქეითმა,როცა მაკიაჟის გაკეთებას მორჩა.
-რატო,ჩემი თმა არ არის საკმარისად კარგი?
-არა,უბრალოდ ავრორას ქერა თმა აქვს და.
-ვინ თქვა რომ არ შეგვიძლია კრეატიულები ვიყოთ? მისი კაბა ლურჯი და ვარდისფერია,მაგრამ მე შავი მაცვია.
-ვენდი დარლინგი უნდა ყოფილიყავი,უფრო მაგარი იქნებოდა.-შესთავაზა უილოუმ.
-მადლობა,მთელი ცხოვრებაა ისედაც ვენდი ვარ მაგრამ პიტერი არ ჩანს,იმედია პრინცი ფილიპი მაინც გამოჩნდება. მზად რატომ არ ხარ?-მიუტრიალდა ქეითს.
-მოიცადე.-ქეითი ოთახიდან გავიდა და როცა დაბრუნდა უილოუს კინაღამ გული გაუსკდა. იგი მთლიანად თეთრი ზეწარით იყო დაფარული და ორი ხვრელი ამოეჭრა თვალების მაგივრად.
-ისე,მაგარი იდეაა,-აღნიშნა ვენდიმ,-ფული და ენერგია არ დაგეხარჯება და მაინც საშიში იქნები.
-მადლობა.-ქეითი რევერანსის გასაკეთებლად დაიხარა,მაგრამ ფეხი ზეწარს დაადგა და წაიქცა.
უილოუ ამ დროს წვენს სვამდა და ამის დანახვაზე გაეცინა და წვენი გადმოაფურთხა,ხოლო ფაქტმა რომ ქეითი წაიქცა და უილოუს გაეცინა ვენდი ისე გააცინა,რომ რიჩარდი საერთოდ ამოუვარდა თავიდან მთელი 1 წუთით.

როდესაც უილოუ ქვევით ჩავიდა,სადაც ჰელოუნის წვეულება იმართებოდა,ქეითმა ჰკითხა ვენდის თუ იყო მზად.
-კი,წადი შენ,მეც მალე ჩამოვალ.
-თუ გინდა ერთად ჩავიდეთ.
-არა,როცა მარტო ვარ,უფრო ნაკლებად მეტყობა ხოლმე,რომ ვნერვიულობ,წადი.
-კარგი.

ვენდიმ როგორც იქნა აიძულა თავს რომ ქვევით ჩასულიყო. ყოველი ნაბიჯი,რომელიც კიბეზე ჩაიარა,შვიდ ჯოჯოხეთს უდრიდა.არ შეეძლო იმის ახსნა,თუ რატომ იყო რიჩარდთან შეხვედრა ასეთი რთული წინა ღამის შემდეგ.

-ვაუ...ძალიან ლამაზი ხარ.-როცა რიჩარდის ხმა გაიგო,როგორც იქნა შეხედა მას და მუხლებში სისუსტე იგრძნო,როცა მისი სახე დაინახა. მოუნდა თვალები დაეხუჭა და ცოტა ხნით წამოწოლილიყო,რომ ეს ბედნიერება შეეგრძნო.
-მ...მადლობ.-უპასუხა უხერხულად და გაიღიმა.მაგრამ ეს მას ეგონა რომ გაიღიმა,სინამდვილეში პირი ყურებამდე გააღო და მისმა კბილებმა ისე გაანათეს,რომ რობმა წამით თვალები დახუჭა.
-რატომ არ გაცვია კოსტუმი?-ჰკითხა ვენდიმ რობს.
-მაცვია. სიმპათიური ბიჭის კოსტუმი.
-ოჰ. და მამა სად არის?
-მეგობართან.-უპასუხა რიჩარდმა.
-თუ შეყვარებულთან? რა ჰქვია? ჯულიეტი?-იკითხა ვენდიმ საკრასტულად.მას არასდროს მოსწონდა რობერტის მეგობარი ქალები.ერთი ღამის,ერთი კვირის თუ ერთი თვის ურთიერთობა-მნიშვნელობა არ ჰქონდა,ისინი ერთიდაიგივე ძუკნები იყვნენ,რომლებთაც ვენდი ოჯახის წევრად არასდროს მიიღებდა.

ზარმა დარეკა,ხალხი მოვიდა,წვეულება დაიწყო.
ოთახი გაივსო ხალხით,მუსიკით და სიგარეტის კვამლით.
ვენდიმ სწორად გამოიცნო.რობერტი ჯულიეტტან ერთად მოვიდა.
-გრაფი დრაკულა და ძუკნა მედდა? მაგარი წყვილია არა?-გადაულარაკა ვენდიმ ქეითს,რომელიც ცდილობდა რომ წვენი მოეწრუპა თვალის ხვრელიდან.
ყველაფერი ჯულიეტის შესახებ ნერვებს უშლიდა ვენდის,მაგრამ ყველაზე ნერვების მომშლელი ფაქტი იმ ღამეს იყო რიჩარდი,რომელიც არანაირ ინტერესს არ იჩენდა ვენდის მიმართ.კუთხეში იჯდა მეგობრებთან ერთად ვუდის კოსტუმში და მხიარულად ატარებდა დროს.
"როგორ ბედავ!" გაბრაზდა ვენდი "შენ არ შეგიძლია დამაიგნორო მე,როცა მე გაიგნორებ. თამაში გინდა? ხოდა ვითამაშოთ."
ვენდიმ გარშემო მიმოიხედა და ჩარლი შენიშნა თავისი მეგობრების გარემოცვაში.
-ჰაი ჩარლი.-მიესალმა ვენდი.
-გამარჯობა მძინარე მზეთუნახავო.-გაუღიმა ჩარლიმ-ძალიან კარგად გამოიყურები.
-მადლობ,შენც. რა ხარ შენ?
-არავინ,მაგრამ თუ გინდა პრინცი ფილიპი ვიქნები.
-კარგი.-გაუღიმა ვენდიმ
-გინდა ვიცეკვოთ?
-სიამოვნებით.
ვენდის არ უყვარდა ცეკვა,არც იცოდა როგორ უნდა ეცეკვა,მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა,მთავარია რიჩარდს დაენახა რომ ვენდი ახალგაზრდა და სიმპათიურ ბიჭთან ერთად ცეკვავს.
-გინდა სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთ?-ყურში ჩასჩურჩულა ჩარლიმ.
-კარგი.
სანამ ოთახს დატოვებდა,ვენდიმ უკან მოიხედა და რიჩარდის სახე დაინახა...ეჭვიანი...იმედგაცრუებული.
ვენდი ვეღარაფერს ხედავდა ამ სახის გარდა.ვერ გაიგო რომელ ოთახში იყვნენ,ვერ იგრძნო ჩარლის ხელები,მისი ტუჩები,რომლებიც კოცნიდნენ,როგორ გაუხსნა კაბა.მაგრამ როცა ჩარლიმ ხელები ფეხებშუა შეუცურა,ვენდიმ შეაჩერა.
-ბოდიში...არ შემიძლია.
-რამე არასწორად გავაკეთე?
-არა,არა...უბრალოდ...არ შემიძლია.
-შეყვარებული?
-რაღაც ეგეთი.
-კარგი...გასაგებია.
-იცი რა? მგონი ტინკერ ბელს მოსწონხარ. თქვენ ორმა უნდა სცადოთ რამე.
-ქერა მწვანე კაბაში? საყვარელია.
-აჰა.
ვენდიმ კაბა ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა.

ხალხით სავსე ოთახში ვენდიმ მხოლოდ რიჩარდი დაინახა,რომელი მაგიდასთან იჯდა მარტო,ზურგი კარებისკენ ჰქონდა მოქცეული.
ვენდიმ ოთახი გაიარა და ნელა შეეხო რიჩარდს მხარზე.-ჰეი.
-ჰეი.
ვენდიმ სკამი გამოწია და ჩამოჯდა-უნდა გეთქვა რომ ვუდი იქნებოდი და მე ჯესი ვიქნებოდი.
-ჯესის ბაზი უყვარს.
-მაშინ ბაზი ვიქნებოდი.ბაზს ხომ ვუდი უყვარს.
-უყვარს?-გაეღიმა რიჩარდს.
-კი.-გაუღიმა ვენდიმ და ხელი ხელზე დაადო.

რიჩარდმა ოთახი დატოვა.5 წუთის შემდეგ ვენდიმ სხვა კარიდან დატოვა ოთახი.
მეხუთე სართულზე ავიდნენ,ოთახში,რომელიც ძალიან დიდი იყო და სავსე ძველი,მტვერდადებული წიგნებით.ამ ოთახს არავინ იყენებდა,ასე რომ ხელსაც არავინ შეუშლიდათ.

რიჩარდმა ვენდის თვალებში ჩახედა.ასე იდგნენ 5 წუთის განმავლობაში,ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ეს სულაც არ იყო უხრხული,დრო თითქოს გაჩერდა.
რიჩარდი ვენდის სახეს შეეხო და ნაზად აკოცა.
ვენდიმ თვალები დახუჭა.

-ჰეი-შეაჩერა ვენდიმ შუა პროცესის დროს-მართალია,ძალიან მომწონხარ მაგრამ პრეზერვატივი დაგავიწდა,მე კი ნამდვილად არ მინდა ახლა ბავშვი შენგან. ჯერჯერობით მაინც.
-არაუშავს,ჩემს ბიჭს სხვაგან მოვათავსებ.
-იმედია ამაში ჩემი პირი იგულისხმე.-იხუმრა ვენდიმ.
-არა,მაგრამ პირიც კარგად ჟღერს.-გაიღიმა რიჩარდმა.
-იდიოტო-გაეცინა ვენდის.-ორივე იდიოტები ვართ.-თქვა და დივანზე წამოჯდა.-რობერტი რომ ახლა გვხედავდეს ძალიან გაუცრუვდებოდა იმედი.
-მართალი ხარ-დაეთანხმა რიჩარდი-წარმოვიდგინე მამაშენი და ჩემი ქალიშვილი ერთად და მივხვდი,რომ ეს საშინელებაა.თანაც რობერტი ამას მეორედ ვეღარ გადაიტანს.
-მეორედ?-გაუკვირდა ვენდის და პირზე ხელი მიიფარა-გინდა მითხრა,რომ ჩემს დასთანაც იწექი?
-რა? არა,გაგიჟდი?-თვალები გაუფართოვდა რიჩარდს,როგორ მაკადრაო.
-აბა?
-...
-მითხარი.-ვეღარ ითმენდა ვენდი.
-ნამდვილი მიზეზი,თუ რატომაც შენი მშობლები დაშორდნენ,არის ის,რომ დედაშენს რობერტის საუკეთესო მეგობარი შეუყვარდა,რომელიც მამაშენს ჩემამდე ბევრად ადრე ყავდა.
-ალექსანდერი?-პირი დააღო ვენდიმ გაოცებისგან.
-არა,ალექსანდერი არა.მამაშენი ვერასდროს იტანდა მაგ ტიპს.სხვა,სებასტიანი.
-ა მახსოვს ჰო,სურათებში ბევრგან არიან ერთად.
-ხოდა დედაშენს და სებასტიანს ერთმანეთი შეუყვარდათ და რობერტი ამიტომაც წავიდა.
-მაგრამ დედას არავინ ჰქოლია მამაჩემის გარდა,საერთოდ არავინ.
-არ მითქვამს რომ დედაშენი და სებასტიანი ერთად იყვნენ.უბრალოდ ერთმანეთი შეუყვარდათ,და როგორც რობერტის საუკეთესო მეგობარმა,სებასტიანმა საკუთარ ბედნიერებას,თავისი მეგობრის ამჯობინა,ისევე როგორც ჯეინმა.მათ თქვენს გამო გადაწყვიტეს ერთად დარჩენა,მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდნენ რომ ცდას აზრი არ ჰქონდა და დაშორდნენ.
-არ ვიცოდი...მადლობა,რომ მითხარი.
-მამაშენს არ უთხრა,რომ გითხარი,თორემ გაბრაზდება.
-არ ვეტყვი...და ანუ ჩვენ...ვეღარ...
-ხო,ვეღარ...-თავი დაუქნია რიჩარდმა.-არც მანამდე არ უნდა მომხდარიყო არაფერი,მაგრამ არ ვიცი რა დამემართა,თავი ვერ შევიკავე,ისეთი ლამაზი იყავი.მაპატიე...
-მნიშვნელობა არ აქვს,რამდენად არასწორი იყო,ის რაც ჩვენს შორის მოხდა,მე მაინც ბედნიერი ვარ,რადგან ეს ძალიან ლამაზი იყო.-ვენდიმ რიჩარდს ლოყაზე აკოცა და კაბის ჩაცმა დაიწო,მაგრამ რიჩარდმა მისი ხელი აიღო.
-არ წახვიდე...წინ ისევ გვაქვს მთელი ღამე.
-კარგი.
და ვენდი მის გვერდით ჩამოჯდა,ხელები მის ხელებს მოხვია და თავი მკერდზე მიაყრდნო და მის გულისცემას უსმენდა.არ შეეძლო მისთვის სახეში შეეხედა,რადგან იგრძნო რომ ატირდებოდა.ამიტომ მზერა ბუხარს მიაპყრო და ნელ-ნელა ჩაიძირა რბილ,შავ ნისლში,რომელსაც ძილი ჰქვია და სანამ საბოლოოდ ჩაეძინა,რიჩარდის ტუჩები იგრძნო ლოყაზე.



№1 სტუმარი შონი რივზi

ცოტა დასახვეწია,მაგრამ მაინც სიამოვნებით წავიკითხე. უფრო დიდ თავებს ველოდები:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent