შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის გზა (თავი 4)


13-11-2017, 20:16
ავტორი მოანა
ნანახია 1 327

ავფორიაქდი,დასტურს დავაჭირე ,მობულური გვერდით გადავდე და ისე ვუყურებდი თუთქოს შეეძლო მოვეკალი , იქნებ ამ მომენტში ასეც არის და შეუძლია გამაბედნიეროს ან მიწაზე მწარედ დამანარცხოს,მიუხედავად იმისა ,რომ გარეთ ვზივარ ჰაერი თითქოს საკმარისი არ არის და აი გაისმა საზარელი , რეალურად კი უბრალოდ ესემესის ხმა, ისაა? იქნებ დედაა?ან თინაკო? იქნებ სულაც რომელიმე ჯგუფელია...
დამშვიდდი მარიამ , გაბედე შენ ამას შეძლებ , მობილური აიღე მიდუ...თითები მიკანკალებს,ესემეს ვხსნი
-მარიამმ! როგორ ხარ?❤
მეგონა ჩემს თავს დავარწმუნებდი მაშინვე არ მეპასუხა შეტყობუნებებზე , თუმცა არ გამომივიდა
-სანდრო , შენ როგორ ხარ ?
წამივდექი და აქეთ იქეთ უაზროდ დავაბიჯებდი
-დაღლილი,მოუწესრიგებელი და მშიერი , სახლში მინდა , ყაზბეგში წავედით მეგობრები
ტელეფონს ხელში ვატრიალებდი არ ვიცოდი რა მეპასუხა,გასაგებია როგორი ტიპის ადამიანიცაა
-კარგია,მე უკვე სახლში ვარ და ჩაის მივირთმევ
-კარგია ჩაი,სახლიც და შენც,მაგრამ უნდა გავიდე ტელეფონი ითიშება
-კარგი დროებით , წარმარებები
სიცილის სმაილებიც მივაყოლე და ამოვისუნთქე არ უნახავს ბოლო მინაწერი, აი მე კი ჩათი უკვე დავიზეპირე , მსგავსი ჩვევები აქამდე არ მახასიათებდა , ამ ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა ჩემში და ეს არც თუ ისე კარგია . ყოველ ნახევარ საათში ვამოწმებდი მესენჯერს , არანაირი შეტყობინება მისგან , არც საიტზე შემოსულა, საკუთარ თავზე კიდევ უფრო ვღიზიანდები,სულელი,ქარაფშუტა გოგონასავით ავყევი გრძნობებს.

მთელი დღე ოთახში გავლიე, ადრეც ასე იყო ,მაგრამ ახლა გაურკვევლობაში ვარ , არაფერი მისწავლია,მხოლოდ შორიდან ვუცქერდი კონსპექტებს,ყოველთვის დაკავებულივარ,უქმედ ჯდომას არვარ მიჩვეული და ახლა საშინლად ვგრძნობ თავს, წარმოდგენა არმაქვს რა ვაკეთო,რა სიგიჟეა,ალბათ უძილობის ბრალია,დასვენება მჭირდება ,ვცადე კიდეც დამეძინა მაგრამ უშედეგოდ,ჩემს გონებას საერთოდ არ სურდა დამმორჩილებოდა,,ის“არასდროს ყოფილა ასეთი თავნება .
ტელეფონის წკრიალი რომ გავიგე კისრისტეხვით გავვარდი მისაღებში,სწრაფად განვბლოკე თუმცა ღიმილი შემაშრა ,,თინაკო" გული ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა

მე და თინაკო ჩაბნელებულ ქუჩას უკვე სამჯერ შემოვუარეთ,ხმას არ ვიღებდით,თინაკო ზოგჯერ გადმომხედავდა ხოლმე და ამოიხვნეშებდა,თითებს ორთქლით ითბობდა და მერე ქურთუკის ჯიბეებში აცურებდა,მე კი სულაც არ მადარდებს ამინდი,ჩვენ ორნი ვართ მხოლოდ ქუჩაში
-მაარ
შიში დაეტყო თინაკოს ხმაზე
გაჩერდა,რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მისკენ ზურგით მდგომი მეც გავჩერდი,ვეღარ აიტანა ასეთი მარიამი მის გვერდით,ვეღარ მიყურა ასეთს,ისიც დაიღალა როგორც მე ისიც ყველაფერს ხვდება და განიცდის ,თვალები ამიწვა მასში ჩაგროვებულმა სითხემ, გადმოსვლას რომ ლამობდნენ
-დროა ამაზე ვისაუბროთ , მეშინია ,რომ ვეღარ დაიტევ ამდენ დარდს ,
თავი დავხარე თითქოს შემრცხვა რომ მამხილეს
-გგონია ვერაფერს ვვხვდები?ვხვდები უბრალოდ ისიც კარგად ვიცი როგორ გიმძიმს,დროა მასზე ფიქრი შეწყვიტო,გეყოფა!
თავი ვეღარ შევიკავე ,ავტირდი,ჰო ისე როგორც სხვები ტირიან ,თვალები მაგრად დავხუჭე და ისე მივტრიალდი თინაკოსკენ
-შენს თავს შეხედე, ტირი ვის გამო?!არც კი იცი, მასზე არაფერი იცი,ვაღიარებ მოწონდი მაგრამ გაქრა,გაუჩინარდა,წესით უნდა ხვდებოდე რომ აღარ ააქვს აზრი ლოდინს,მხოლოდ ორი დღე წერდით და ამ ამბის შემდეგ 7 თვე გავიდა, შენ იცი რამდენია ეს დრო? მარიამ იცი?შეიცვალე, ჩემი მარიამი ასეთი არ არის,მოწესრიგებული ლაღი და ჭკვიანია,დილით ტკბილ ჩაის და კრუასანს მიირთმევს,შენ კიდევ უშაქრო ყავას და სიგარეტს მიეჩვიე , ჩემი მარიამი პუნქტუალურია და უმაღლეს ქულებს იღებდა ყოველ გამოცდაზე,შენ კიდევ ყველაზე დაბალი ქულები მიიღე ჯგუფში და ამ ყველაფერზე გაგეცინა,ვაი რომ გულიანად გაგეცინა,თითქმის არც ესწრები ლექციებს,შენ მშობლებს რას ერჩი ?დედაშენს მაინც დაურეკე ცოდოა ის ქალი,იმაზე საერთოდ რა უნდა ვთქვა რომ მთელი ზაფხული ბინაში ამოლპი,სარკეში ჩაიხედე 6კილო დაიკელი,თვალები ჩაშავებული გაქვს,უაზროდ ზიხარ საათობით აივანზე ხმას არ იღებ,მეშინია,რამე მითხარი!მითხარი!მითხარი რომ არვარ მართალი და ვცდები! შენ რა დაყრუვდი კიდეც?
თინაკოს უკვე ყვირილისგან ხმა წაერთვა,შეშლილს გავდა,ტიროდა ისიც სიმწრისგან,მოვიდა და სახეში მაგრად გამარტყა
-საკუთარი თავიც მეზიზღება რომ აქამდე მიგიშვი,უფლება რომ მოგეცი , მე თინაკო ასათიანი ვარ შენი ერთადერთი მეგობარი , ხვალ ცხრა საათზე ლექცია გვაქვს წუთითაც რომ დააგვიანო ან ასეთ მდგომარეობაში მოხვიდე, დაივიწყე რომ გყავარ!
მხარი გამკრა და წავიდა,დამტოვა ასე ცოტაც და გული გამისკდებოდა ,მთელი ღამე ვფიქრობდი განვლილ დღეებზე,საერთოდ არაფერი მაგონდებოდა,არაფერი მომხდარა და იმიტომ,რამდენს ვწვალობდი რომ სასურველ ფაკულტეტზე მოვხვედრილიყავი,ახლა კი რას ვაკეთებ , თავს ვიღუპავ,თინასაც ვატკინე გული და ჩემებსაც,საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ რას დავემსგავსე?უსულო საგანს , ტუმბოზე დადებულმა მალბოროს კოლოფმა გამაღიზიანა ყოველი ღერი გადავტეხე და ურნაში ჩავყარე,სანდროზეც ვიფიქრე,მივხვდი სისულელეა, გული გატკინოს ადამიანმა რომელსაც არ იცნობ,ვერ ხედავ , არაფერი არ გაკავშირებს მასთან , თუმცა სიყვარული ასეთია,არაფერს გვეკითხება ისე შემოიჭრება ჩვენს ცხოვრებაში და გვაწიოკებს
დილით ადრე ავდექი , მოვწესრიგდი თმა დავიწენი და ფეხით გავუყევი უნივერსიტეტისაკენ გზას,დეკემბრის სუსხიანმა ამინდმა გამახალისა, ფიფქი რომ შევამჩნიე ქურთუკზე მეგონა მომეჩვენა, თუმცა არა მალე საკმაოდ დიდი ფანტელები ცვიოდა ციდან, ქალაქში ხალისი შემოიტანა თოვლმა, გაღიმებული შევედი აუდიტორიაში და მაშინვე შევეფეთე 27 გაოცებულ სახეს ჩემსკენ მომართულს,რთული არიყო მათ შორის თინაკოს კმაყოფილი მზერის გამორჩევა,დღემ კარგად ჩაიარა,ლექციის შემდეგ კაფეში წავედით,ნამდვილად გვჭირდებოდა საუბარი,მყუდრო კაფე ავარჩიეთ ,მშვიდი გარემო იყო ჩაი და კრუასანები შევუკვეთეთ , აღარც მახსოვდა მათი გემო,გემრიელად შევექცეოდით ნუგბარს და ვუყურებდით როგორ თოვდა ,მასაც ჩემსავით უყვარს თოვლი,მერე მის
ვერდით გადავჯექი და მაგრად ჩავეხუტე,მიყვარს ეს გოგო საოცრად მიყვარს
-მიხარია ყველაფერი რომ დალაგდა
-მეც თიინ
რამდენიმე დღით ჩემებთანაც ვიყავი ჩასული,ვფიქრობ ცოტა მომასუქა დედამ,გაიხარეს ჩემი ნახვით

ყოველთვის როცა მე და თინაკო სახლისკენ მივდიოდით,ვხედავდი ახალგაზრდების დაჯგუფებას
დაკვირვების შემდეგ მივხვდი , რომ ლაშქრობის ინსტრუქტორი სხვებს უზიარებდა ცოდნას,ერთ დღესაც თინაკოს ვუთხარი რომ საქმე მქონდა და ამ ჯუფს შევუერთდი,საკმაოდ სასიამოვნოდ მიმიღეს,გასაგებად ხსნიდა როგორ უნდა გაგვეშალა კარავი , რომელის შეძენა ჯობდა,მერე კი ყველას სათითაოდ გაგვაშლევინა, საკმაოდ მოხერხებულად გავშალე რადგან დათოსაც ვაკვირდებოდი ამას როგორ აკეთებდა,შექებაც დავიმსახურე , არვიცი რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ან რა გავლენას იქონიებდა ჩემზე, თუმცა კმაყოფილი დავბრუნდი სახლში,თინაკოს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი, ყოველ დღე რაღაც ახალს,საინტერესოს და გამოსადეგს გვასწავლიდნენ,სიცივის,თოვლის და წვიმის მიუხედავად მაინც ვიკრიბებოდით, ოცი დღის შემდეგ კი სერთიფიტები გადმოგვცეს,ცოტა არიყოს გული დამწყდა რომ დასრულდა ეს ყოველივე,მაგრამ ყოველი დასასრული ხომ დასაწყისია ახლის...

ბავშვებოო ესეც ახალი თავი , იმედია მოგეწონებათ , ძალიან ძალიან საინტერესო ამბები გელით წინ



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან ძალიან კარგია, მაგრამ უფრო დიდი თავები მინდა. არ მყოფნის ეს პატარა თავები. თან როგორ ველი ხოლმე

 


№2  offline წევრი მოანა

სტუმარი ქეთი
ძალიან ძალიან კარგია, მაგრამ უფრო დიდი თავები მინდა. არ მყოფნის ეს პატარა თავები. თან როგორ ველი ხოლმე

სტუმარი ქეთი
ძალიან ძალიან კარგია, მაგრამ უფრო დიდი თავები მინდა. არ მყოფნის ეს პატარა თავები. თან როგორ ველი ხოლმე


ვეცდები გავითვალისწინო <3

 


№3 სტუმარი ლინა

ძალიან კარგია უბტალოდ ცოტა დიდი თავები რომიყოს უკეთესი იქნებოდა..სხვა ყველაფერიმომწონს <3 წარმატებები

 


№4  offline წევრი მოანა

ლინა
ძალიან კარგია უბტალოდ ცოტა დიდი თავები რომიყოს უკეთესი იქნებოდა..სხვა ყველაფერიმომწონს <3 წარმატებები


მადლობა , ვცდები უბრალოდ აბიტურიენტი ვარ და ვერ ვახერხებ ... <3 მადლობა რომ კითხულობ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent