აისჰევენი (3 თავი ერთად)
თავი VI - ბნელ ტყეში ზამთარი მოვიდა. აისჰევენი მთლიანად თოვლმა დაფარა და ახლა უკვე სახელს ამართლებდა-იქაურობა მართლაც ყინულის სამოთხეს გავდა. (Ice-ყინული,Heaven-სამოთხე) ვენდიმ ძილშივე იგრძნო,რომ რაღაც ხდებოდა და გაეღვიძა. რობერტი,რობი და რიჩარდი ცხენებს ამზადებდნენ,რომ სანადიროდ წასულიყვნენ. -ჰეი-ვენდი გზადაგზა იცმევდა სვიტერს პიჟამაზე,რომელსაც ბანანები ეხატა.-უკვე მიდიხართ? -აჰამ.-თავი დაუქნია რობერტმა,რიკმა კი თვალი აარიდა,როგორც ბოლო რამდენიმე კვირა. -მეც წამოვალ რა,ნახევარი საათიც არ მინდა მოსამზადებლად. -ბემბის მოკლავ?-ჰკითხა რობმა. -რა? არა! მაგრამ პუმბა შემიძლია. -პუმბები არ არიან აისჰევენში.-გაეცინა რობერტს. -Bugs Bunny-ს მოკვლა მაინც შეგიძლია? -გაგიჟდი? ასეთი საყვარელი არსებების მოკვლა როგორ შეიძლება.ნადირობა უნდა ემსახურებოდეს მიზანს,რომ ტყეები გაწმინდოს მონსტრებისგან და მტაცებლებისგან. -ან უბრალოდ გემრიელ ხორციც საკმარისია.-დაამატა რობმა. ვენდიმ გაბრაზებულმა ტუჩები მოკუმა და სახლში შებრუნდა. იფიქრა,ცოტა კიდე წავუძინებო,მაგრამ დერეფანში მომავალი ასევე პიჟამისამარა და თმაგაწეწილი ქეითი რომ დაინახა,გადაიფიქრა-დასთან საუბარს არაფერი ერჩივნა. დები სამზარეულოში დასხდნენ,ვენდიმ ჩაიდანი დაადგა. -დღეს რა გეგმები გაქვს?-კითხა ქეითს. -არაფერი,კიდევ ერთი დღე უნდა გავფლანგო უაზროდ. -არ გინდა სასეირნოდ წავიდეთ? -მეზარება ამხელა თოვლში სიარული. -უიმეე,უჟმური. ვენდის ძალიან უყვარდა თოვლი და გული გარეთ მიუწევდა.ამიტომ შავი ბათინკები,ჯინსის შარვალი,წითელი სვიტერი და მუქი მწვანე კურტკა ჩაიცვა,და ლურჯი კაშნი შემოიხვია-რომელიც ასევე ქეითმა მოუქსოვა. ვენდიმ გეზი პირდაპირ ბნელი ტყისკენ აიღო.არაფერი იყო უჩვეულო,ბნელი ტყეც სხვა ტყეებს გავდა. ვენდის მოეჩვენა რომ შორიდან სიმღერა შემოესმა "ჯადოქრის სულები..." გაიფიქრა და გაეღიმა "მაგარია...." გული სიხარულისგან და შიშისგან აუფართხალდა და გზა განაგრძო.რაც უფრო უახლოვდებოდა ხმას,ღიღინი მით უფრო ნაკლებად გავდა ქალის ღიღინს.უეცრად ვენდის ქვაზე ფეხი დაუცდა და ხის ტოტს რომ არ ჩაკიდებოდა,წაიქცეოდა.ტანსაცმლიდან თოვლი ჩამოიფერთხა და მაღლა რომ აინახა,ყავისფერი კბილები დაინახა.კაცი ავისმომასწავლებლად,ხარბად იღიმოდა. ვენდიმ ხმისამოუღებლად შეაქცია ზურგი,მაგრამ წინ მეორე კაცი დაუხვდა,რომელსაც მეგობრისგან განსხვავებით კბილები თეთრად უქათქათებდა,მაგრამ ღიმილი და თვალები ამასაც ბოროტად ხარბი ჰქონდა. "ძალიან უხერხული იქნება,რომ გავიქცე? მაგრამ ამაზე უხერხული ის იქნება,რომ არ გავიქცე" გაიფიქრა ვენდიმ და უცნობს ზრდილობიანად გაუღიმა. "შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ?" -კი,შეგიძლია პატარა ელფო.-ბოროტად გაიღიმა კაცმა. "კი,ნამდვილად უნდა გავიქცე" გაიფიქრა ვენდიმ და სანამ კაცი სახეზე ხელს შეახებდა რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა. "მოიცა,საით მივრბივარ,სახლი იქეთ არის" გაიფიქრა ვენდიმ,მაგრამ მობრუნების დრო აღარ იყო,ორივე მოსდევდა. როცა ეგონა,რომ მდევრები უკან ჩამოიტოვა,რაღაც მაღალს და მაგარს შეასკდა. ეს “რაღაც მაღალი და მაგარი” ის “ჯადოქრის სული” აღმოჩნდა,რომელიც ღიღინებდა.სიმაღლის და გარეგნობისგან განსხვავებით,ხმა მართლაც თაფლივით ტკბილი ჰქონდა.კაცმა ვენდის ხელი მაგრად ჩაავლო,მეორეთი კი სახეზე დაუწყო მოფერება.ვენდიმ ინატრა იქნებ ჰარპი ან რომელიმე სხვა მონსტრი გამოჩნდესო,თუნდაც მაქცია,ეხლა მაქციის დანახვაზე მეტად არაფერი გაახარებდა. "შეიძლება მაქციები მონსტრები არიან,მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით სწრაფად გკლავენ" გაიფიქრა მწარედ. "ესენი კი ალბათ გამაუპატიურებენ ან უკეთეს შემთხვევაში წამებით მომკლავენ...თუმცა მგონი ორივე ერთიდაიგივეა" -გამარჯობა პატარა გოგოვ-თქვა გოლიათმა,რომელსაც ხმასთან შედარებით თაფლივით ტკბილი ხმა ჰქონდა.-არავითარი ტირილი,ვედრება,რომ სახლში გაგიშვა დედიკოსთან- გადაიხარხარა დემონურად და მისი ორივე ამხანაგი აყვა,რომლებიც ახლახანს მოსულიყვნენ. ვენდის გაბრაზებისგან სიტყვები ყელში გაეჩხირა.არაფერს არ ქონდა აზრი,არც შეფურთხებას როგორც ფილმებშია ხოლმე,არც ვედრებას-ვენდის ყველაზე მეტად ეს ეზიზღებოდა.მაგრამ უმოქმედოდ ყოფნაც არ უნდოდა და ცრემლები თავისდაუნებურად წასკდა. -ოჰ შეხედეთ,პატარა ლამაზმა ელფმა მოიწყინა. შეიძლება შენთან უფრო მოეწონოს- უთხრა ყავისფერკბილებას და ვენდი საჩუქარივით გადასცა. ყავისფერკბილებამ ვენდის ქურთუკი გახადა და შარვლის გახდაც დაუპირა,რომ ვენდიმ წიხლი მოუქნია და ყავისფერკბილება ტკივილისგან ჩაიკეცა.ვენდიმ გაქცევის მცდელობაც ვერ მოასწრო,რომ თაფლისხმიანმა ხელი ჩაავლო,ისე რომ ვენდის ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა,ყავისფერკბილება გინებით გაიმართა წელში და ვენდი უკნიდან დაიჭირარომ არ გაქცეულიყო,თაფლისხმიანმა კი შარვლის გახდა დაუწყო,პარალელურად კი თვითონ იხდიდა... ვენდის მეტის ატანა აღარ შეეძლო,თვალები დახუჭა და მთელი ძალით იკივლა.უცებ იგრძნო,რომ აღარავინ იჭერდა.თვალები გაახილა და პირველი რაც თვალში მოხვდა თეთრ თოვლზე წითელი სისხლი იყო.თაფლისხმიანი ისრით გულგანგმირული ეგდო თოვლზე,ყავისფერკბილებაც იქვე ეგდო-მასაც გულში ჰქონდა ისარი მოხვედრილი,მესამეს კი გაქცევა უცდია,მაგრამ ისარმა ისიც იპოვა და ისიც შორიახლო ეგდო თოვლში პირაღმა.ვენდიმ ზემოთ აიხედა და ელფი დაინახა.მას ღია ყავისფერი,მოკლედ შეჭრილი თმა და ნათელი,ცისფერი თვალები ჰქონდა და ტანზე ღია ცისფერი სვიტერი ეცვა და მუქი ყავისფერი შარვალი ეცვა. ის ყველაზე ლამაზი არსება იყო,რაც კი ვენდის თავის სიცოცხლეში ენახა. -კარგად ხარ?-კითხა ელფმა.-რამე ხომ არ დაგიშავეს?-მისი ხმაც ყველაზე ლამაზი ხმა იყო,რაც კი ვენდის გაეგონა. -არა,არა,მადლობა.-უპასუხა ვენდიმ და შარვალი შეიკრა. -თუ გინდა რომ მადლობა გადამიხადო,აქ აღარ მოხვიდე.რას აკეთებდი? არ იცი როგორი საშიშია ამ ტყეში მარტო სეირნობა? -მინდოდა ჩემი თვალით მენახა. -ხო? მერე როგორი იყო?-უკმაყოფილოდ კითხა ელფმა.-სად ცხოვრობ? -აქვე,დრიმერვილში. -გაგაცილებ. -ამათ რა ვუყოთ?-ვენდიმ გვამებზე მიუთითა. -გინდა რომ დავმარხოთ? -არა,უბრალოდ პოლიცია თუ... -აქ არავინ მოდის თან არამოგონია ვინმემ მოიკითხოს ესენი.ანუ,ბლექვუდი ხარ? -ბლექვუდებს იცნობ?-გაუკვირდა ვენდის. -კი შორიდან.რობერტ ბლექვუდს ვიცნობ,შევხვედრილვართ. -მამაჩემია.მე ვენდი ვარ. -მე კრისტიანი,შეგიძლია კრისი დამიძახო. -შენ რას აკეთებდი აქ? -მე სახლში მივდიოდი,როდესაც ვიღაცის ყვირილი გავიგონე,მოვედი და შემდეგ შენც იცი რაც მოხდა. -მადლობა,ისევ. -კარგი.წამოდი,გაგაცილებ. კრისმა ვენდი ტყიდან გამოიყვანა,საიდანაც უკვე კარგად ჩანდა მისი სახლი. -მართლა კარგად ხარ?-ჰკითხა ვენდის. -კი,აქედან ჩემითაც შემიძლია წასვლა.დიდი მადლობა. -თავს გაუფრთხილდი. -ისა...რას იტყვი,ყავა რომ დაგველია ერთად?-ჰკითხა ვენდიმ გაუბედავად და შარფს დაუწყო წვალება. -კარგი.-დაეთანხმა კრისი. უილოუ და ქეითი სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და კარტს თამაშობდნენ,როცა ვენდი დაბრუნდა ვიღაც ელფთან ერთად. -ბავშვებო გაიცანით,ეს კრისია,რომელმაც სიკვდილისგან და სხვა ათასი უბედურებისგან გადამარჩინა. კრის,ესენი ჩემი დები არიან,ქეითი და უილოუ. -გამარჯობა.-ხელის აწევით მიესალმა კრისი გოგონებს და მაგიდასთან დაჯდა. -მოყევი აბა,რისგან გადაგარჩინა?-დაინტერესდა უილოუ და კარტი დაარიგა. -ჩემთვის ვსეირნობდი,როცა ვიღაც სამი ტიპი შემხვდა და ჩემი გაუპატიურება უნდოდათ... -ვაიმე!-ლოყა ჩამოიხოკა უილოუმ,-მერე? როგორ ხარ? ხომ კარგად ხარ? -შემომხედე,ტყეში მივდიოდი და ასეთმა სიმპათიურმა ელფმა გადამარჩინა,შენთვის კარგად არ გამოვიყურები?-გაიხუმრა ვენდიმ. უილოუმ ჩუმად ჩაიფხუკუნა. -ჩემი წასვლის დროა.-თქვა კრისმა,როცა უკვე მეხუთედ მორჩნენ კარტის თამაშს. -უკვე?-ჰკითხა ქეითმა,როცა ვენდის სახე დაინახა.მისი და არასდროს გამოირჩეოდა გრძნობების გამოხატვის უნარით. -მეჩქარება,თორემ დიდი სიამოვნებით.-უთხრა კრისმა და წამოდგა. -ამ სიბნელეში აპირებ ბნელ ტყეში შესვლას?-გაუკვირდა ვენდის. -არა,სასტუმროში გავჩერდები და სახლში ხვალე წავალ. -გაგაცილებ.-ადგა ვენდი. სახლი უხმოდ გაიარეს და გარეთ გავიდნენ.თოვლი შედარებით შემცირებულიყო და ბნელდებოდა. -მართლა კარგად ხარ?-ჰკითხა კრისმა-შენი გულისცემა აქ მესმის. (ელფებს ადამიანებთან უკეთესი სმენა აქვთ) -კი,უბრალოდ გულზე მაქვს პრობლემები. -გულზე.პრობლემები.-შეჩერდა კრისი,-შენ ხომ ელფი ხარ. (ელფები არასდროს ავადდებიან.) -ნახევრად. -მაინც. -გული სწრაფად მაშინ მიცემს,როცა...მიყურებ. კრისმა არაფერი უპასუხა,ხელი ვენდის გულზე დაადო და გაიხედა. -ახლა არ გიყურებ,მაგრამ გული მაინც სწრაფად გიცემს. -ეს იმიტომ,რომ ხელი ჩემს მკერდზე გიდევს.და...-ვენდიმ ხელი კრისის ხელს შეახო.კრისი მოტრიალდა და ვენდის აკოცა. ასე არავის არასდროს არ უკოცნია ვენდისთვის.მთელი სამყარო სიჩუმემ მოიცვა. კრისის ტუჩები ყველაზე ტკბილი რამ იყო,რაც კი ვენდის გაესინჯა. კრისი შეჩერდა,ვენდის თვალებში ჩახედა და გაიღიმა. "ღმერთო,როგორი ლამაზია" გაიფიქრა ვენდიმ და კრისს ხბოს თვალებით მიაჩერდა. ცაზე ელვამ გაკვეთა და საშინელი ხმით დაიგრუხუნა. -თავს გაუფრთხილდი ვენდი,-დაემშვიდობა კრისი-მოგვიანებით გნახავ. ვენდიმ იგრძნო,რომ თუ კრისი წავიდოდა,ვერ გადაიტანდა,ამიტომ გამბედაობა მოიკრიბა და კრისს დაუძახა,-ჰეი! კრისი მოტრიალდა. -შეგიძლია აქ დარჩე,ძალიან ბევრი ოთახი გვაქვს და თანაც უფასო. -ისე,არ არის ცუდი იდეა.-გაიღიმა კრისმა. მათ ისევ ითამაშეს კარტი კიდევ ათჯერ,შემდეგ კი ვენდიმ კრისს თავისი ოთახი აჩვენა. -მადლობ.-უთხრა კრისმა. -ეს უმცირესია,რისი გაკეთებაც შემიძლია.-გაუღიმა ვენდიმ-ღამე მშვიდობის. -ღამე მშვიდობის. -ამაღამ რამეს აპირებთ?-ჰკითხა ქეითმა ეშმაკური ღიმილით,როცა ვენდი ოთახში დაბრუნდა. -შშშჩჩ! ხმას დაუწიე.-ვენდიმ შიშით მოიხედა უკან,კრისი არ იდგესო,-არა,ქეით! ის ასეთი არ არის! -რა იყო,შენთვის საკმარისად ბებერი არ არის?-ჰკითხა უილოუმ სიცილით. ვენდიმ თვალები გადაატრიალა-არა,ის განსაკუთრებულია. -შენ ხომ მას ახლახანს შეხვდი! -დამისახელე ერთი ბიჭი,რომელსაც შეხვდი და მაშინვე არ შეგიყვარდა. -მე შემიძლია ორი გითხრა-მამა და რობი.-გაიცინა ქეითმა. -ხო,ძალიან სასაცილოა.-გაიბუტა ქეითი მაგრამ წყენამ მასინვე გაუარა,-მე მგონი შტორმი გვიახლოვდება.-ფანჯრიდან გაიხედა მან. -მამასთან დარეკვა ვცადე,მაგრამ კავშირი არ არის.-თქვა ვენდიმ,-შენი აზრით კარგად არიან? -რა თქმა უნდა კარგად არიან.-დაამშვიდა ქეითმა,-ისინი ხომ...ისინი არიან. ქეითს და უილოუს მალევე ჩაეძინათ,ვენდის კი მთელი ღამე ეღვიძა.ფანჯრის რაფაზე იდჯა და წვიმის წვეთებს უყურებდა შუშაზე,რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ,რომელი გაასწრებსო.ვენდი კრისზე ფიქრობდე.სძულდა ის გრძნობდა,რომ ისინი ერთ შენობაში და ერთ სართულზე იყვნენ,მაგრამ მასთან ლაპარაკი არ შეეძლო.იგრძნო რომ მოენატრა და ისეთი გრძნობა ჰქონდა,თითქოს გული ეკლებმა დაუჩხვლიტეს. ადრე ასეთი არაფერი უგრძვნია.ის ყოველთვის თავდაჯერებული იყო მამრობითი სქესის გარემოცვაში,მაგრამ კრისის გვერდით ეჩვენებოდა რომ სისულელეებს ლაპარაკობდა და საკუთარ სილამაზეშიც კი შეიტანა ეჭვი. მას მოსწონდა ბენი-სექსუალური და მხიარული; ერიკი-ასევე ძალიან სექსუალური და ჭკვიანი; რიკი-სიმპათიური და ჯელტმენი,მაგრამ ეს არ იყო სიყვარული,მხოლოდ ვნება და დიახ,ვენდის უყვარდა ფალანდრიელი ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც პატარა გოგო იყო და მისი სიკვდილის შემდეგ პირველად იგრძნო ნამდვილი ბედნიერება და გული სიხარულით აევსო,როცა კრისს შეხვდა.იგრძნო,თითქოს მთელი ახალი სამყარო გაიხსნა მის წინ-ნევერლენდი-სამყარო,სადაც ყველა ოცნებები ხდება,თუმცა ერთადერთი ოცნება კრისი იყო,რომელსაც ახლა რამდენიმე კედლის იქით ეძინა. თავი VII - ნადირობა მზე ჯერ ამოსული არ იყო,როცა ვენდიმ თვალები გაახილა და საწოლზე წამოჯდა.წუხანდელი ღამე სიზმარივით ახსოვდა-ბნელი ტყე,ყაჩაღები,კრისი...მისი კოცნა... ვენდი საწოლიდან წამოხტა.მიუხედავად იმისა,რომ იგი ძალიან ლამაზი იყო და მაკიაჟი არ სჭირდებოდა,მაინც წაისვა ცოტაოდენი ტონალური სახეზე,წამწამები ტუშით ოდნავ აიპრიხა და ტუჩებზე ბალზამი გადაისვა. კრისს უკვე ეღვიძა და სამზარეულოში ალისას საჭმლის გაკეთებაში ეხმარებოდა,როცა ვენდიმ სამზარეულოს კარი შეაღო. -დილამშვიდობისა.-გაუღიმა კრისმა. -დილამშვიდობის.-გაუღიმა ვენდიმაც და მუხლებში სისუსტე იგრძნო.მორიდებულად მივიდა მაგიდასთან და დაჯდა.ალისამ,ისე რომ კრისს არ შეემჩნია,ვენდის ღიმილით გადახედა-პირველად ნახა გოგო ასეთი აწითლებული სახით. -საუზმე უკვე მზადაა.-მხიარული ხმით თქვა კრისმა და ალისას ქვაბის გადმოდგმაში მაეხმარა. -როგორ გეძინა?-ჰკითხა ვენდიმ. -კარგად,მადლობა.-უპასუხა კრისმა და მის წინ დაჯდა. "დღის შუქზე უფრო ლამაზია" გაიფიქრა ვენდიმ,როცა როგორც იქნა გაბედა და კრისს თვალი გაუსწორა. ალისამ საქმე მოიმიზეზა,რომ ვენდი კრისთან მარტო დაეტოვებინა და ღიმილით გამოიხურა კარი. რობი შეჩერდა,რომ სული მოეთქვა."თითქმის მოვედი" გაიფიქრა,როცა სახლი დაინახა და სიარული გააგრძელა. -ეი,ეხლა სწორედ თქვენზე ვფიქრობდი-უთხრა ვენდიმ,როცა სამზარეულოში რობი დაინახა,რომელიც მძიმედ სუნთქავდა.-მარტო ხარ? ხომ კარგად ხარ. -კი კარგად ვარ. ჰაი.-მიესალმა კრისს. -ჰაი.-კრისი ფეხზე წამოდგა და რობს ხელი გაუწოდა-კრისი. -რობი.-ხელი ჩამოართვა რობმა.-ვენდი,ერთი წამით გამოდი,რაღაც უნდა გითხრა. ვენდიმ დაინტრიგებულმა შეხედა ძმას და კრისს უთხრა-ცოტა ხანში მოვალ. -ჰა,მითხარი რა ხდება.-უთხრა ძმას,როცა კარი გამოიხურა. -ჩვენ ვნადირობდით,როდესაც... ისინი ნადირობდნენ,როდესაც რობერტმა პერიტონი დაინახა. "პერიტონი ტყის ამ ნაწილში?" გაუკვირდა და პერიტონს დაედევნა.მას ფრენა არ შეეძლო,რადგან ერთი ფრთა დაზიანებული ჰქონდა."როგორც ჩანს,გამიმართლა" გაიფიქრა რობერტმა. ელვამ ცა გაკვეთა. რიჩარდმა გარშემო მიმოიხედა და რობერტი ვერსად დაინახა. -სად არის მამაშენი?-ჰკითხა რობს. -არ ვიცი,წეღან აქ არ იყო? მგონი აქეთ წავიდა,ნაკვალევი კარგად არ ჩანს თოვლის გამო,მაგრამ გარჩევა მაინც შეიძლება. პერიტონი თვალიდან მიეფარა.რობერტმა ცხენი ააჩქარა და ოციოდე მეტრში პერიტონი იპოვა,სისხლისგან დაცლილი. რობერტი გაოცებული ჩამოხტა ცხენიდან და პერიტონს დახედა. "რომელი ცხოველი დაესხმებოდა თავს ასე ადვილად პერიტონს?" კვალიც არსად ჩანდა. რობერტმა თოფი გაამზადა,გარემო დაზვერა და როცა ვერავინ და ვერაფერი შენიშნა,ცხენზე შეჯდა და იმ გზას გაუყვა,საიდანაც მოვიდა. უცებ ჩამობნელდა და წვიმამ დასხცო. რობერტი სწრაფად მიაჭენებდა ცხენს.ყურებში ქარი უწუოდა და წვიმის წვეთები სახეში სცემდა.10 მეტრიც არ ქონდა გავლილი,რომ ბინდი-ბუნდში წითელი თვალები დალანდა,მაგრამ თოფის ამოღება ვერ მოასწრო,ისე სწვდა ვიღაც თუ რაღაც ყელში თავისი ყინულივით ცივი,ძლიერი თითებით და ცხენიდან გადმოაგდო.რობერტი რბილად დაეცა და იგრძნო ყელში ორი ბასრი ეშვი როგორ ჩაესო და ის ვიღაც მის სისხლს დაეწაფა.მის სმენას მისწვდა ცხენის ფლოქვების თქარათქური,მაგრამ თვალის გახელა უფრო და უფრო უჭირდა,სუნთქვა გაუძნელდა და ყურებმა გუგუნი დაიწყეს.ეს ყველაფერი სამ წამში მოხდა,მაგრამ რობერტს ეს საუკუნედ მოეჩვენა. ცა გრუხუნებდა და განრისხებული ელვებს ისროდა. წვიმა გაძლიერდა. რიჩარდს შორიდან ყვირილი მოესმა და რობს,რომელიც ამაოდ სცდილობდა თავისი ცხენის დამორჩილებას,არ დაელოდა და ცხენი გააჭენა. შორიდან მოეჩვენა,რომ ვიღაც ეგდო მიწაზე და მეორე მის სისხლს სვამდა. ახლო რომ მივიდა,ეს მოჩვენება კი არა,რეალობა აღმოჩნდა-რობერტი მიწაზე ეგდო და ვიღაც კაცი ყელიდან სისხლს სწოვდა. რიჩარდმა დანა ამოიღო და მოუქნია.კაცი დანის ზუზუნზე მოტრიალდა და სახე ხელით დაიფარა. ხელის მტევანი მიწაზე დავარდა და წამით როცა გაიელვა,რიჩარდი შეაკრთო მისმა წითლად ანთებულმა თვალებმა და სისხლით მოთხვრილმა,მოჩვენებასავით თეთრმა სახემ. უცნობი ისეთივე სისწრაფით გაუჩინარდა,როგორც გამოჩნდა.მისი თეთრი ხელი მკვეთრად გამოირჩეოდა სიბნელეში. რობერტს სახეზე ფერი აღარ ედო,სისხლისგან იცლებოდა და ჩუმად კვნესოდა. რიჩარდმა ჭრილობაზე ხელი მიაჭირა,რომ სისხლი შეეჩერებინა. ამ დროს რობი მოვიდა,რომელსაც პანიკაში ჩავარდნილ ცხენზე ხელი ჩაექნია,და შეშინებული მივარდა რობერტთან. -რა მოხდა?!-ჰკითხა რიჩარდს. -არ ვიცი... -ვინ გააკეთა ეს? -არ ვიცი რობ! რამე ნაჭერი მომეცი,რომ სისხლდენა შევაჩერო. რობმა პერანგს ნაწილი მოახია და რობერტს ჭრილობა გაუკრა.-არც ისე ბევრი სისხლი დაკარგა,არ მოკვდება. -დამეხმარე,რომ ცხენზე შევსვათ,საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. -ამის დრო არ არის,ძალიან შორსაა,აქვე ახლოს რაღაც ქოხი დავინახე,მგონი მეტყევის,იქნებ დაგვეხმაროს. რობერტის ცხენი აღარ ჩანდა,ამიტომ რობმა რობერტი მარტო წაიყვანა მეტყევის ქოხში,რიჩარდი კი უკაან ფეხით გაყვა. წვიმა შედარებით შეწყდა და უკვე შეიძლებოდა სინათლის გარჩევა,ამიტომაც ქოხს ადვილად მიაგნო. ფანჯრიდან სანთლის სუსტი შუქი იღვრებოდა.რიჩარდმა კარზე დააკაკუნა და რობის ხმა შემოესმა "ჩემი მეგობარია,შემოუშვი." კარი 70იოდე წლის თეთრთმიანმა და თეთრწვერა მოხუცმა გააღო. ქოხი ერთი ოთახისგან შედგებოდა.იდგა ერთი ჭურჭლის და ერთიც ტანსაცმლის კარადა,გაზქურა,სასადილო მაგიდა,გაჭვარტლული ბუხარი,დივანი,ძველი სავარძელი,რომელზეც 10იოდე წლის გოგონა,ალბათ მეტყევის შვილიშვილი,იჯდა,და კუთხეებში ორი საწოლი. ერთ-ერთ საწოლზე რობერტი იწვა, საკუთარ სისხლში მოსვრილი და მძიმედ სუნთქავდა. -ხომ თქვი არ მოკვდებაო.-უთხრა რობს,რომელიც რობერტს ჭრილობას უკერავდა. -ჭრილობისგან არ არის ცუდად,ვფიქრობ რომ რაღაცისგან მოიწამლა. -კი მაგრამ რისგან? -არ ვიცი. იმ კაცს რამე ჰქონდა? მაგალითად დანა,ან რაიმე სხვა ნივთი. -არა,ხომ გითხარი,მხოლოდ უკბინა და მის სისხლს სწოვდა. -რა თქვი?-მოხუც მასპინძელს სახეზე შიშმა გადაურბინა,-გინდა თქვა,რომ მას კაცმა უკბინა? -კი... -აღწერე! -რატომ,რამე იცი?-დაიბნა რიჩარდი-კარგად არ ჩანდა,მაგრამ ვფიქრობ რომ,მას წითელი თვალები,თოვლივით თეთრი სახე,სწორი ცხვირი.... "ღმერთო ყოვლისშემძლევ!" შეაწყვეტინე კაცმა და პირჯვარი გადაიწერა და ცას ბუტბუტით ახედა. -იცნობ მაგ კაცს?-გაუკვირდა რიჩარდს მისი რეაქცია. -ვიცნობ? ღმერთო,არა,რომ ვიცნობდე ახლა უკვე მკვდარი ვიქნებოდი. -ვინ არის?! -არა ვინ,არამედ რა-ვამპირი... რობერტის კვნესამ შეაწყვეტინათ საუბარი.რიჩარდი მივიდა საწოლთან და მეგობარს დახედა. თვალები ჩაწითლებოდა და გულისცემა გახშირებოდა. -მოკვდება?-რობს გახედა რიჩარდმა. -არ ვიცი... -მოკვდება.-თქვა მოხუცმა,-მას ვამპირმა უკბინა. -ვამპირები საუკუნეების წინ გადაშენდნენ.-უთხრა რიჩარდმა. -მართლა გჯერა ამის? 20 წელი გავიდა,რაც მეტყევედ დავიწყე მუშაობა,მაგრამ არასდროს დამავიწყდება ის მომენტი,როდესაც პირველად და მადლობა ღმერთს,უკანასკნელად დავინახე ვამპირი.ისეთივე წითელი თვალები და მკრთალი კანი ჰქონდა,როგორც აღწერე. მისი შიმშილი ისეთი ძლიერი იყო,რომ ტყე მკვდარი ცხოველებით იყო მოფენილი-მათი სისხლით იკვებებოდა. -ხო მახსოვს ეგ,10იოდე წლის ვიქნებოდი,როცა ეგ სასაკლაო მოხდა,მაგრამ ყველამ იცის,რომ ეგ ჭკუიდან გადაცდენილმა ჯადოქრებმა ჩაიდინეს,რაღაც რიტუალის გამო. -ეგ ის ვერსიაა,რისიც ხალხს სჯერა და ის ჯადოქრებიც სულ ტყუილად დაწვეს.მაგრამ მე აქ ვიყავი...და ვიცი რაც დავინახე. -თუ ეს მართალია,ცხოველების მაგივრად ადამიანები ან ელფები რატომ არ დახოცა? ან შენ რატომ დაგტოვა ცოცხალი. -ამაზე პასუხი არ მაქვს შვილო,მხოლოდ ის ვიცი,რაც დავინახე და შენც დაინახე. -მე მგონი მართალს ამბობს.-თქვა რობმა და ჩანთიდან ხელის მტევანი ამოიღო,-წამოვიღე,რომ თითის ანაბეჭდებით გავიგოთ,ვის ეკუთვნის ეს ხელი.სულ თეთრია,სისხლი არ ყოფილა არც მაშინ,როდესაც მის პატრონს მოაჭერი. -თუ მას ვამპირმა უკბინა,თვითონაც ვამპირი არ გახდება?-იკითხა პატარა გოგონამ,რომელიც მთელი დროის განმავლობაში უფროსების საუბარს უსმენდა. -გეტყობა რომ თვაილაითს უყურებ.-უთხრა რიჩარდმა. -თუ შენ ნანახი არ გაქვს,საიდან იცი რა ხდება თვაილაითში? -ჭკვიანი ბავშვია.-აღნიშნა რობმა. -ის მართალია!-მოხუცი შეშინდა,-თუ არ მოკვდება,ვამპირი გახდება და ყველას მოგვკლავს! -არა! მამაჩემი არავის მოკლავს!-თქვა რობმა-ის მონსტრი არ არის! -ყველა ვამპირი მონსტრია! -არავინ არავის არ მოკლავს!-ჩაერია რიჩარდი და რობერტს გადაეფარა,-ჩვენ ზუსტად არ ვიცით მართლა ვამპირმა უკბინა თუ ვიღაც შესლილმა მანიაკმა,არც ის ვიცით ვამპირად გარდაიქმნება თუ არა,მხოლოდ უნდა დაველოდოთ. -დაველოდოთ სიკვდილს...-მოხუცმა კიდევ ერთხელ გადაიწერა პირჯვარი და ბუხრის წინ,დივანზე ჩამოჯდა. შეშა ტკაცუნობდა.სითბომ ძილი მოჰგვარა ყველას,მაგრამ ღამის სიჩუმეს მკაფიოდ არღვევდა რობერტის კვნესა.რამოდენიმეჯერ სახელიც თქვა-ჯეინი. რამდენიმე საათში გათენდა.მეტყევემ შეშა მოიტანა და ბუხარს შეუკეთა.რიჩარდი საწოლს მიუახლოვდა,რომელზეც საოცრად რობერტი იწვა.ის აღარ სუნთქავდა,არც გული უცემდა,აღარც სისხლი მოძრაობდა ძარღვებში. რიჩარდს გული შეეკუმშა და რობი ოდნავ შეანჯღრია-რობ! -რა?-რობმა თვალები გაახილა და მუჭით მოიშვნიტა-რა ხდება? რიჩარდმა უხმოდ ანიშნა რობერტზე და ასევე უხმოდ ჩაჯდა სავარძელში და თავზე ხელები წაიჭირა. მას რობერტის ოთხივე შვილი დაუდგა თვალწინ. "ჯერ დედა დაკარგეს,ახლა მამა.." იცოდა რა ძნელი იყო მშობლების დაკარგვა.თვითონაც დაკარგა მშობლები.დედა ქოლერისგან დაიღუპა,მამა კი უბრალოდ გაუჩინარდა. ახსოვდა მისი უხეში წვერები,ცისფერი თვალები,სწორი ცხვირი,ძლიერი ხელები. ეს ხელები აიტაცებდნენ ხოლმე პატარა რიჩარდს ჰაერში და წარმოიდგენდა ხოლმე რომ დრაკონი იყო და დაფრინავდა. დედის გარდაცვალებიდან რამოდენიმე წელიწადში,მამამისი ხშირად უჩინარდებოდა კვირებით.ერთ დღესაც კი საერთოდ აღარ დაბრუნდა. რიჩარდს ახსოვდა ის ბოლო დღე,როცა უკანასკნელად ნახა.გაუკვირდა როცა მამამ ის ჩაიხუტა და თავზე ხელი გადაუსვა.ასეთი რამ ხომ იშვიათად,უფროსწორედ საერთოდ არ ხდებოდა.მხოლოდ მისი გაუჩინარების შემდეგ მიხვდა რომ ეს დამშვიდობება იყო. ამის შემდეგ სულ მარტო დარჩა. ცოტა ხანში რობერტს დაუმეგობრდა და მისი საუკეთესო მეგობარი გახდა.ის ყველანაირად ეხმარებოდა რიჩარდს-მატერიალურადაც და სულიერადაც. ახლა კი,მისი საუკეთესო მეგობარი საწოლზე წევს...და ვეღარასდროს ვეღარ დაელაპარაკება. რიჩარდს აღარ შეეძლო ოთახში გაჩერება,წამოდგა და გარეთ გავიდა.რობიც უკან მოყვა.სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა,თითქოს მამამისი კი არა,ვიღაც უცნობი მოკვდა. რიჩარდი გაბრაზებული დასწვდა მიწაზე დაგდებულ ნაჯახს და ხის მორს მოუქნია. -ფრთხილად,ესე ფეხს გაიჭრი.-უთხრა რობმა და ნაჯახი წაართვა,-ნახე როგორი ბასრია.-ცერა თითი ნაჯახის პირს გაუსვა,სისხლმა გამოჟონა და თოვლზე დაეცა. სწორედ ამ დროს რობერტმა თვალები გაახილა და საწოლზე წამოჯდა. კითხვა არ გასჩენია სად იყო,ან რატომ იყო.მხოლოდ იმას გრძნობდა რომ ცხვირში რაღაც სასიამოვნო სურნელი უღიტინებდა და თავისკენ იზიდავდა. თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობდა,თითქოს რაღაც აკლდა.მხოლოდ იმ სუნისკენ მიილტვოდა და სხვა აღარაფერზე აღარ ფიქრობდა. გოგონას თვალები გაუფართოვდა როცა ფეხზე წამომდარი რობერტი დაინახა და მამამისს დაუძახა,რომელიც ბუხარში შეშის შეწყობით იყო დაკავებული. მეტყევემ თვალებს არ დაუჯერა და გოგონასთან მივარდა და გადაეფარა. რობერტმა ხელებზე დაიხედა,რომელიც ყინულივით ცივი და თეთრი ჰქონდა და წუხანდელი ღამე გაახსენდა-ასეთივე ხელები ჰქონდა იმ უცნობს.. -თავს როგორ გრძნობ?-შეშინებულა ჰკითხა მეტყევემ. -არ ვიცი.-რობერტმა გაოცებული თვალები მიაპყრო მამა-შვილს. სუნი ისევ ცხვირში უღიტინებდა და გონება ისევ დაებინდა.ეს მოხუცი რაღაცნაირად ნერვებს უშლიდა,უცებ მოუნდა რომ მისთვის კისერი გადაეტეხა და სისხლს დასწაფებოდა...და გაეღიმა,მიხვდა რა სურნელი უღიტინებდა მთელ სხეულში და... ყველაფერი წამებში მოხდა. რიჩარდმა კივილი გაიგონა და ქოხში შევარდა.მოხუცი მეტყევე იატაკზე ეგდო და ყელიდან სისხლი სდიოდა.რობერტი პატარა გოგონას ჩაფრენოდა და ახლა მას სწოვდა სისხლს. რიჩარდმა აღარ იცოდა,მეგობრის მკვდრეთით აღდგენა გახარებოდა თუ ამ ორი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი სწყენოდა.მალევე მოვიდა აზრზე და თოფი მოიმარჯვა-შეჩერდი!-დაუყვირა რობერტს. რობერტმა გოგონას ხელი გაუშვა და რიჩარდს გაოცებული თვალებით შეხედა.წითელი ფერი ნელ-ნელა ისევ ძველ ცისფერს დაუბრუნდა და ფერმკრთალ სახეს ჩვეულებრივი ფერი მიეცა. -ო არა...-რობერტს თავზარი დაეცა.არაფერი ესმოდა,ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა,რა ხდებოდა,სად იყო,რატომ ჩაიდინა ასეთი საშინელება..თავში ათასობით ხმა ერეოდა-გოგონას გულისცემის ხმა,წვიმის წკაპუნი ფოთლიდან მიწაზე,რიჩარდის სუთქვა,მისი სისხლის მოძრაობაც კი ესმოდა...და მისი გულის ხმაც...თავისი გულიც ხმაც მოესმა,რომელიც მაშინ აუმუშავდა,როცა საკმარისი რაოდენობის სითხე დალია.მისი გულის ამუშავების გამო დაიღუპა ეს პატარა გოგონა...და მოხუცი,რომელსაც დახმარების მეტი არაფერი სდომებია... გაოცებული მზერა დამნაშავის მზერით შეეცვალა.-რა ჩავიდინე...-ჰკითხა რიჩარდს. რიჩარდმა ვერაფერი უპასუხა,გაშეშებული იდგა და მწუხარედ დაჰყურებდა გოგონას,რომლის უმანკო სულსაც უკვე დაეტოვებინა მისი სხეული. -მე ის მოვკალი! უდანაშაულო ბავშვი,ადამიანი მოვკალი! გესმის?რიჩარდ! მოვკალი..-თავი ვეღარ შეიკავა და სახეზე ცრემლი ჩამოუგორდა. რობი ამ ყველაფერს გარედან უყურებდა და ხმას ვერ იღებდა. რიჩარდმა იარაღი ქვევით დაუშვა და სანამ რამის თქმას მოასწრებდა,რობერტი მოჩვენებასავით გაუჩინარდა. თავი VIII - რობერტის ძიებაში -ვაუ.სერიოზულად.ვამპირი.წითელი თვალები.ფერმკრთალი სახე.არ მითხრა,რომ მზეზე ბრწყინავდა კიდეც.რომელმა მოიფიქრეთ ეს ისტორია,შენ,მამამ თუ რიკმა? უფრო შენს მონაყოლს გავს,შენს გარდა ამას ვერავინ მოიფიქრებდა.კარგი ცდაა.-არ დაიჯერა ვენდიმ,როცა რობმა ყველაფერი მოუყვა. -ასეთ რამეს რატომ მოგატყუებდი? ჩვენი მშობლიური ქალაქი მაქციებმა დაიპყრეს ერთ ღამეში და გინდა თქვა,რომ ვამპირების არსებობის არ გჯერა? -როგორ გინდა დაიჯერო რომ ჯერ ვამპირებმა დაიპყრეს ქალაქი,მერე აქ გადმოვედით და ვამპირმა უკბინა მამაჩემს? და ისიც ვამპირია? დედა მაქცია,მამა ვამპირი-მშვენიერი ოჯახია. -სერიოზულად ვენდი,ეს სახუმარო თემა არ არის,ადამიანები დაიხოცნენ.10 წლის ბავშვი დაიღუპა.თვალებში შემომხედე და მითხარი რომ გატყუებ. -კარგი,კრისს ვეტყვი რომ მივდივართ,შენ ცხენები მოამზადე.-შეეშინდა ვენდის,როცა მიხვდა რომ რობი არ ატყუებდა. -კარგი. ვენდიმ საკიდიდან ქურთუკი ჩამოიღო და სამზარეულოში გავიდა. -ბოდიში,მაგრამ უნდა წავიდე.უთხრა კრისს. -ხომ მშვიდობაა? -იმედი მაქვს იქნება.შეგიძლია არ იჩქარო,პრობლემა არ არის. -კარგი,დამირეკე,როცა საქმეებს მორჩები. -კარგი. ვენდი მოტრიალდა,მაგრამ ორი ნაბიჯი რომ გადადგა ისევ მობრუნდა და კრისს აკოცა.შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ და კართან რომ მივიდა უკან მოიხედა.კრისს სასიამოვნოდ გაოცებული თვალები ჰქონდა და ოდნავ გაუღიმა ვენდის. ვენდიმაც გაიღიმა და სამზარეულოდან გავიდა. მალე ის და რობი ცხენებს მიაჭენებდნენ იმ ქოხისკენ,სადაც წინა ღამით რობერტი გარდაიქმნა. ნახევარ საათში ქოხიც გამოჩნდა.თეთრთ თოვლზე შორიდანვე ჩანდა წითელი სისხლი.კარი ღია იყო.ვენდი ცხენიდან ჩამოხტა და კართან მივიდა-10-იოდე წლის გოგონა იატაკზე იწვა და უსიცოცხლო თვალებით ჭერს მიშტერებოდა,ორ ნაბიჯში კი თეთრწვერა მოხუცი იწვა პირაღმა,სახე შვილისკენ ქონდა მოტრიალებული და ზედ სასოწარკვეთა ეწერა. ვენდის გააჟრჟოლა და ქოხიდან გამოვიდა. -საით წავიდა რიჩარდი?-ჰკითხა რობს. -იქით-მარჯვნივ გაიშვირა ხელი რობმა. -ამ გვამებს ხომ ესე ვერ დავტოვებთ,შენ იცი რაც უნდა გააკეთო.-უთხრა რობს. -არა! არ შემიძლია! -შეგიძლია! ვიცი რომ შეგიძლია! -ხომ გახსოვს რა მოხდა ბოლოს,როცა ამის გაკეთება ვცადე?-ჰკითხა რობმა და მისი ხელი აიღო,რომელზეც შრამი ჰქონდა დამწვრობისგან. ამ დროს მანქანის ძრავის ხმა გაისმა და შავი ჯიპი მოადგა ქოხს.იქიდან მაღალი,შავგვრემანი გოგონა,რომელიც 20-25 წლის იქნებოდა და მოკლე ყავისფერი თმა ჰქონდა,გადმოვიდა და ქოხისკენ წამოვიდა. ვენდი სწრაფად მიიჭრა მასთან და უთხრა-აქ მოსვლა არ შეიძლება. -უკაცრავად? -არ შეიძლება. -მამაჩემის სახლში არ მიშვებ? -რა? -აქ მამაჩემი ცხოვრობს. გოგონამ ვენდის გვერდი აუარა და ქოხთან მივიდა. ვენდიმ თვალები დახუჭა და ინატრა,ნეტა ყრუ დავბადებულიყავიო,როცა გოგონამ სულისშემძვრელად დაიკივლა. -არა!-მოთქვამდა იგი-ოღონდ ჩემი პატარა და არა! რატომ? რატომ?! ცრემლები ჩანჩქერივით მოედინებოდა მის სახეზე,და ვენდის,რომელიც ემოციურობით არ გამოირჩეოდა,გული აუჩუყდა და ცრემლი ძლივს შეიკავა. -მიდი,დაამშვიდე-ჩასჩურჩულა რობს. -შენ თვითონ დაამშვიდე. -ხომ იცი,რომ არ მეხერხება ეგეთი რაღაცეები,მიდი,შენ შეგიძლია. რობი გოგოსთან მივიდა და მხრებზე ხელი მოხვია.გოგომ თავიდან მისი ხელი უხეშად მოიცილა,მაგრამ რობმა არ დაანება და გოგო გულამოსკვნილი ჩაეხუტა და ტირილი უხმოდ განაგრძო. რამდენიმე წუთში გოგომ ტირილი შეწყვიტა და ახლა უსაზღვროდ მწუხარე სახით დაჰყურებდა მამას და დას. რობი წამოდგა და ვენდისთან მივიდა,რომელიც უხერხულად იდგა და არ იცოდა რა გაეკეთებინა. -ამას რა ვუყოთ?-ანიშნა მან გოგოზე. -ეგეც დაწვი,ვის ადარდებს. -რა? -შენ და მამა რომ მკვდრები ყოფილიყავით,მენდომებოდა რომ ვინმეს მოვეკალი. ორივენი ცხენზე შეჯდნენ,და 10იოდე მეტრის გავლის შემდეგ გაჩერდნენ.რობი ქოხისკენ მოტრიალდა და თვალები დახუჭა. -ვიცი რომ გამოგივა რობ,ისევე,როგორც ყველაფერი გამოგდის.-გაამხნევა ვენდიმ. მალე ქოხს ცეცხლი წაეკიდა.გოგო შიგნით გაიჭედა და ყვირილი დაიწყო. ვენდის გულმა ვეღარ მოუთმინა და რობს უთხრა რომ გოგოს დახმარებოდა. -შენ არ მითხარი ეგეც დაწვიო? -კი მაგრამ,გადავიფიქრე,გთხოვ დაეხმარე. რობი ქოხში შევარდა,გოგო პლედში გაახვია და ხელში აყვანილი გამოიყვანა გარეთ. -ისინი....ისინი შიგნით დარჩნენ...-ატირდა გოგო. -ისინი უკვე მკვდრები არიან,ვერაფრით დავეხმარებით. -მადლობა,რომ გადამარჩინე.შეიძლება მომკვდარიყავი. -ეს არაფერია. -როგორ არა.შეიძლებოდა შენც მომკვდარიყავი,მაგრამ ამან ვერ შეგაჩერა.შენ გმირი ხარ. რობმა უხერხულად დახედა თავის ფეხსაცმელებს,თითქოს ძალიან აინტერესებდა. -მამა უნდა ვიპოვოთ.-შეახსენა ვენდიმ. -ხო,რა თქმა უნდა.-თქვა რობმა და გოგოს მიუბრუნდა-ხომ კარგად ხარ,ჩვენ... -არა,მამას მარტო ვიპოვი,შენ მასთან დარჩი.-გადაიფიქრა ვენდიმ. -არა,კარგად ვარ,მართლა,შეგიძლია წახვიდეთ.არ მინდა რომ ხელი შეგიშალოთ. -ხელს არ გვიშლი.შენთან დავრჩები.-უთხრა რობმა. -შენი მეგობარი კარგი გოგოა.-უთხრა გოგომ,როცა ვენდი წავიდა. -ის ჩემი დაა. -ა,რა თქმა უნდა,თქვენ ხომ ერთმანეთს გავხართ,უნდა მივხვედრილიყავი.რა სულელი ვარ.-გოგომ ნერვიულად ჩაიცინა. -არაუშავს. -პოლიციაში უნდა დავრეკოთ. -ვცადე,მაგრამ სიგნალი არ არის.წავალ,რამე შემაღლებულ ადგილს ვიპოვი და იქიდან ვცდი.შენც წამოდი. -კარგი. ვენდიმ ერთი საათი უშედეგოდ იარა,ხან არჩევდა ნაკვალევს,ხან ვერა და ალალბედზე მიდიოდა.მოეჩვენა რომ საუკუნეები გავიდა. როცა ახალთახალი ნაკვალევი შენიშნა ცხენიდან ჩამოხტა,სადავით დაიჭირა,ნაკვალევს ყურადღებით დააკვირა და გაჰყვა. -რიკ? რობერტ?-იძახდა,როცა ეჩვენებოდა,რომ მათი ხმა ესმოდა,მაგრამ უშედეგოდ,პასუხი არ იყო. ცოტახანს კიდევ იარა ასე,შემდეგ კი ვიღაც ხის უკნიდან გამოვიდა და იარაღის ლულა მიუშვირა. -რიკ... -ვენდი? რიჩარდმა იარაღი ძირს დაწია და გაოცებულმა ჰკითხა-აქ რას აკეთებ? -მამაჩემს ვეძებ. -მეც. -ეგ გეგონე,როცა კინაღამ მესროლე? რიჩარდმა მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა და ჰკითხა-როგორ მომაგენი? -შენს ნაკვალევს გამოვყევი. -ხო? მე კი გზაში გვამებით ვიგებდი,საით წავიდა მამაშენი. -გვამი არ შემხვედრია... -იმიტომ,რომ დავმალე.ამ ტყეში ხალხი დადის და ვინმემ რომ გაიგოს... -მის მოკვლას აპირებ? -მართალია ერთ დღეში უკვე 5 ადამიანი მოკლა,მაგრამ ის ჯერ კიდევ ჩემი საუკეთესო მეგობარია,ვენდი.ვიცი რომ ჯერ კიდევ იქ არის,წამით დავინახე მის თვალებში,რომ ჯერ საკუთარი თავი ბოლომდე არ დაუკარგავს. მათ უხმოდ გააგრძელეს რობერტის ძებნა. მალე კივილი შემოესმათ და მალე ქალი დაინახეს,რომელიც მათკენ მორბოდა და შველას ითხოვდა. -გთხოვთ,დამეხმარეთ!-წამით შეჩერდა ქალი,როცა ვენდის და რიჩარდს გაუსწორდა და ისევ გაიქცა,მაგრამ შორს ვერ.ვიღაც ელვის სიწრაფით გამოვარდა ხეებიდან,ქალს ყელში სწვდა,კისერი გადაუტეხა და მის სისხლს დაეწაფა. რიჩარდმა მას იარაღი დაუმიზნა,მაგრამ ვენდიმ ხელი ჩამოაწევინა და რობერტს ფრთხილად მიუახლოვდა. -მამა...მე ვარ,ვენდი... რობერტმა არაფრისმთქმელი თვალებით მოიხედა და ვენდი რომ დანახა,მზერა შეეცვალა.გაფითრდა და ქალს ხელები გაუშვა.გვამი მოწყვეტით დაეცა მიწაზე. ვენდი რობერტთან ნელა მივიდა და მხარზე ხელი დაადო. -მაპატიე ვენდი,მაპატიე რომ ასეთი მნახე,მაპატიე იმისთვის რაც ჩავიდინე...-რობერტს ხმა აუკანკალდა და ვენდის ხელი მოიშორა-არ შემეხო! შეიძლება რამე დაგიშავო! -ვიცი,რომ არ დამიშავებ.-მშვიდად უთხრა ვენდის და რიჩარდს გახედა,რომელსაც იარაღი მაგრად ჩაებღუჯა ხელში.-წამოდი,სახლში წავიდეთ! -არა!!!-თითქმის იყვირა რობერტმა და ჩაიკეცა და თავში ხელები წაიშინა-ჩემს ოჯახს და გარშემომყოფებს ასეთ საფრთხეში ვერ ჩავაყენებ! მე მონსტრი ვარ,ნამდვილი მონსტრი...ჩემგან თავი შორს უნდა დაიჭირო. -არა!-მტკიცედ უთხრა ვენდიმ და მის გვერდით ჩაიმუხლა-მონსტრი არ ხარ.მიახლოებითაც არ ვიცი,ახლა რას გრძნობ,მაგრამ ვიცი,რომ ყველაფერი გაივლის და უკეთესობისკენ შეიცვლება,უბრალოდ ნება უნდა მოგვცე,რომ დაგეხმაროთ.თუ სახლში არ წამოხვალ იმ ხალხთან,რომლებთაც უყვარხარ და შენზე იზრუნებენ,სხვაგან სად უნდა წახვიდე? -მომკალი! -რა? -მომკალი!-იყვირა რობერტმა და რიჩარდს მივარდა-მომკალი,გთხოვ. რიჩარდი გაუნძრევლად იდგა. -არა!-იყვირა ვენდიმ და რიჩარდს იარაღი წაართვა. -მე მხოლოდ სიკვდილი თუ დამეხმარება,ვენდი.შეხედე ამ ქალს...დღეს უკვე საკმარისი საშინელებები ჩავიდინე,უნდა მომკლათ,რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს. -არ მაინტერესებს ეს ხალხი-იყვირა ვენდიმ-მე მამაჩემი მაინტერესებს,რომელიც მთელი ბავშვობა ჩემს გვერდით არ ყოფილა და ახლა,როცა უკვე შემიძლია მასთან დროის გატარება, უნდა! -მამაშენი უკვე მოკვდა,გუშინ... -არა!! -არავინაც არ მოკვდება!-რიჩარდი მათ შორის ჩადგა,-კი,საშინელებები ჩაიდინე,მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის,შენ შენ არ ყოფილხარ და მჯერა,რომ როგორც ყველაფრის,ამის გამოსწორებაც შეიძლება,უბრალოდ თავს ძალა უნდა დაატანო.შენი შვილების ხათრით...ვენდის ხათრით... ვენდის ცრემლებმა დაუსველა სახე.როცა რობერტმა ეს დაინახა,შვილი მაგრად ჩაიკრა გულში-მაპატიე...მაპატიე გთხოვ... -საპატიებელი არაფერი გაქვს... უკვე 12 საათი სრულდებოდა.სახლში მოკლე გზით დაბრუნდნენ,მაგრამ ტყიდან რომ გავიდნენ რობერტმა შეჰყვირა. -რა,რა მოხდა?-შეეშინდა ვენდის. -ვიწვი...მზე მწვავს.-რობერტი ხის ჩრდილს მოეფარა დაა დამწვრობა მაშინვე გაუქვრა. -როგორც ჩანს მზეზე მართალი ყოფილა,ვამპირებს მართლა წვავს. ცუდია რომ მზეზე არ ბრჭყვრიალებ. რობერტს გაეცინა. -ეხლა რა ვქნათ?-იკითხა ვენდიმ. -მზის ჩასვლას უნდა დაველოდოთ.-უპასუხა რიჩარდმა. -ჯერ მხოლოდ 12 საათია! -შეგიძლია წახვიდე,ვალდებული არ ხარ,რომ დამელოდო.არცერთი არ ხართ ვალდებული.-უთხრა რობერტმა. -მარტო ვერ დაგტოვებ! -წადი და რობს უთხარი,რომ გვიპოვე,მასთან მე დავრჩები.-უთხრა რიჩარდმა. -არა! შენ წადი,თუ გეშინია რომ მამაჩემი ჩემს მოკვლასაც მოინდომებს. რიჩარდმა არაფერი უპასუხა,მხოლოდ თავი გაიქნია უკმაყოფილების ნიშნად და ქვაზე ჩამოჯდა -მე წავალ,ცოტას გავივლი,იქნებ ტელეფონმა დაიჭიროს,რომ რობს დავურეკო-თქვა ვენდიმ და იქვე ახლოს პატარა გორაკზე ავიდა და ტელეფონს დახედა.სიგნალი ისევ არ იყო. -ჯანდაბა!-თქვა ვენდიმ და უკან დაბრუნდა. რიჩარდი მარტო იდგა. -რობერტი სად არის?-აღელდა ვენდი. -წავიდა...თქვა,რომ შენთვის და დანარჩენებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს და მის გარეშე უკეთესად იქნები. -საით წავიდა? მითხარი,საით წავიდა!!! -ვენდი...-რიჩარდმა ვენდი დაიჭირა,რომელიც გაქცევას ცდილობდა-არ გინდა...! აზრი არ აქვს,თუ არ უნდა რომ ვინმემ იპოვოს,ვერავინ იპოვის,გაუშვი... -არა!-ვენდის ნიკაპი აუკანკალდა და ცრემლები ნიაღვარივით გადმოსკდა და ბოლო ხმაზე დაიყვირა-მამა!!! მეორე დღეს რობმა ვენდის კარზე დააკაკუნა. -შემოდი. ვენდი საწოლზე იწვა და ტელეფონში რაღაცას წერდა. -გაბრიელმა დარეკა,ხვალ ჩამოდის.-თქვა რობმა. -მართლა?-ვენდი საწოლზე წამოჯდა,-მართლა ჩამოდის? -ჰო. ვენდი ცოტათი გამხიარულდა."როგორც იქნა რამე კარგი მაინც ხდება" გაიფიქრა მან. -შეუძლია ვინმემ მითხრას რა ხდება?-ოთახში ქეითი შემოვიდა,-მამა წასულია,რიკიც წასულია,შენ მთელი დღეა ოთახში ხარ,რობი უცნაურად იქცევა. -რიკი წავიდა?-გაუკვირდა ვენდის,-სად? -შენ მითხარი. -დახურე კარი,-თქვა რობმა,-რაღაც უნდა გითხრა. და ყველაფერი მოუყვა და მოჭრილი ხელიც აჩვენა დამამტკიცებელ საბუთად. ქეითი ხელის დანახვაზე საწოლიდან წამოხტა და იკივლა-მოაშორე აქედან! ორი წუთის შემდეგ დამშვიდდა და იკითხა,-ანუ,არ ბრჭყვრიალებდა? -მეც მაგას ვჩივი!-უთხრა ვენდიმ. -ყოველთვის მინდოდა რომ ვამპირი ვყოფილიყავი,ან ვამპირი შეყვრებული მყოლოდა,მაგრამ ახლა აღარ ვიცი.უილოუს უნდა ვუთხრათ. -არა. -რატომ? არ ენდობი? -როგორ არ ვენდობი. -არ ენდობი.ძალიან ეწყინება,რომ გაიგოს. -რა თქმა უნდა ვენდობი,უბრალოდ არ მინდა რომ ინერვიულოს.მირჩევნია მერე ეწყინოს,ვიდრე ეხლა ინერვიულოს.იცი რატომ მიყვარს ძილი? იმიტომ რომ ამ სამყაროში არაფერი კარგი არ ხდება,ხოდა რომ მძინავს ვითომ მოვკვდი,ან კოშმარებს მაინც ვხედავ,რომლებიც ბევრად ჯობია რეალობას,მაგრამ ახლა ჩემი თავში რაც ხდება,რეალობაზე უარესია.ვეღარ ვიძინებ,წარმოვიდგენ რომ მამა მკვდარია ან ვიღაცას კლავს.არ მიდნა რომ უილოუსაც იგივე დაემართოს,ხომ იცი როგორი მგრძნობიარეა. -უნდა შეწყვიტო ნერვიულობა,-რობმა მხარზე ხელი დაადო,-დარწმუნებული ვარ მამა კარგადაა. -იცი რატომ მიგვატოვა? მისი ბრალი არ ყოფილა.დედას მისი საუკეთესო მეგობარი შეუყვარდა და იმიტომ წავიდა.მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი,ორივეს ცოცხლად დავჭრიდი და ვაჭმევდი ერთმანეთის სხეულის ნაწილებს. -ანუ ტყუილად მძულდა მთელი ეს წლები? -ის დაბრუნდება.-თქვა ქეითმა,-ყოველთვის ბრუნდება. -ხვალ კვირაა!-გაახსენდა ვენდის. -ხო,მერე?-ვერ მიხვდა რობი. -რიკმა თქვა რომ მამა ყოველკვირა დადის დედას საფლავზე,ერთი დღეც არ გამოუტოვებია.ქარიშხალი,თოვლი,წვიმა,ზომბი აპოკალიფსი,ყოველთვის მიდის. -მოდი ერთად წავიდეთ.-შესთავაზა ქეითმა. -არა,მე ვერ წავალ! არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ!-იუარა ვენდიმ. -მე წავალ.-თქვა რობმა. ვახსენე ხო,რომ უილოუს სიმღერა უყვარდა? ის ყოველთვის მღეროდა,საშხაპეში,მანქანაში,მაგიდასთან,ძილის დროსაც კი.მას უბრალოდ სიმღერა კი არ შეეძლო,მისი ხმა გველს ხვრელიდან ამოიყვანდა პირდაპირი გაგებით. ის პიანინოზე უკრავდა და მღეროდა და ვერ შენიშნა,როცა კაცი შემოვიდა ოთახში.მას თვალები დახუჭული ჰქონდა და მთელი გულით მღეროდა.კაცმა გაიღიმა-გოგონას ანგელოზის ხმა ჰქონდა. უილოუმ ვიღაცის მზერა იგრზნო და თვალები გაახილა.მანაც გაუღიმა კაცს. -შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-კაცს უკნიდან ხმა მოესმა და მიტრიალდა. -მე დეტექტივი უილიამ გრეი ვარ.კრისტოფ და დანიელ სტილის მკვლელობას ვიძიებ.რამდენიმე კითხვას დაგისვამ.ვენდი ბლექვუდი ხართ,არა? -დიახ.მეტყევეს და მის შვილს გულისხმობთ? -დიახ. -მეც უნდა დამისვათ შეკითხვები?-ჰკითხა უილოუმ. -ეს უილოუა,ჩემი და.-გააცნო ვენდიმ. -იყავი დანაშაულის ადგილზე?-ჰკითხა უილმა უილოუს. -არა. -ხოდა მაშინ არა. ისინი ტახტზე დასხდნენ,ალისამ მათვის ჩაი მოამზადა. უილმა რვეული და კალამი ამოიღო. -რომელი საათი იყო,როცა დანაშაულის ადგილზე მიხვედით? -დილის 9-10 საათი იქნებოდა. -დილის 9ზე ტყეში რას აკეთებდით? -მამაჩემს და რიკს ვეძებდი,მის მეგობარს,ისინი ნადირობდნენ და გადავწყვიტე მეც შევუერთდები მეთქი. -გააგრძელეთ.-უილმა რაღაც ჩაინიშნა რვეულში. -მე და რობი,ჩემი ძმა,ქოხთან მივედით და სისხლი დავინახეთ და შემდეგ მეტყევე და მისი შვილი ვიპოვეთ,მკვდრები. -როგორ გამოიყურებოდნენ? -სისხლისგან იყვნენ დაცლილი. -ჭრილობები? -კისერზე,ნაკბილარს გავდა,რომელიღაც ცხოველის,დარწმუნებული არ ვარ. -კიდევ რამე ხომ არ დაინახე? -არა,განსაკუთრებული არაფერი.შემდეგ ის გოგო,მეტყევის მეორე შვილი მოვიდა. -დაინახე ცეცხლი ვინ წაუკიდა ქოხს? -არავინ დამინახავს,მაგრამ ის გოგო შიგნითიყო და ვფიქრობ რომ მან წაუკიდა ცეცხლი. -მან თქვა რომ ცეცხლი თავისით გაჩნდა. -არ ფიქრობთ რომ შოკში იყო და სცადა? და ახლა აღარ ახსოვს. -აქ შეკითხვებს მე ვსვამ. -ანუ ამბობ,რომ ცეცხლი მან წაუკიდა. -არ ვიცი,უბრალოდ ვვარაუდობ. -ბოდიში. -მამაშენი სად არის? -თავის მეგობარ გოგოსთან. -იცი რა ქვია მას,ან სად ცხოვრობს? -არა,გათხოვილია და შანსი არ გვქონდა რომ შეხვედროდით. -ოჰ...კარგი,როცა ნახავ,გადაეცი რომ დამირეკოს,მე ვერ ვუკავშირდები. -რა თქმა უნდა. -მადლობ დახმარებისთვის.ნახვამდის. -ნახვამდის. -რა უთხარი?-ჰკითხა რობმა ვენდის. -ის,რაც გუშინ განვიხილეთ.ვაუ,ძალიან ადვილი ყოფილა მოტყუება,თვალიც კი არ ამირიდებია მისთვის,თან ძალიან მშვიდად ვპასუხობდი. -ხომ გითხარი კარგი იდეაა "Lie to me"ს ყურება თქო.არამგონია ჩვენში ეჭვი შეიტანოს. -უილიამ გრეი საუკეთესო დეტექტივია აისჰევენში. -მაგრამ მას არანაირი მტკიცებულება არ აქვს,ყველაფერი დაიწვა. -რამეს მაინც იპოვის. -ვერ იპოვის.-დაარწმუნა რობმა. -ეი,სასაცილო არ იქნება მე და უილს რომ ერთმანეთი შეგვიყვარდეს და ვიქნებით უილი და უილოუ.-დაინტერესდა უილოუ. -შეგიყვარდა ხო უკვე?-ჰკითხა ვენდიმ,-არ მიკვირს,ძალიან საყვარელია. -არა!-გაწითლდა უილოუ. -როგორ არა!-გაეცინა ვენდის,-მაგრამ შენთვის ცოტა დიდი ხომ არაა? -შენ ვიზე რას ამბობ. -ჰეი,ის ტიპი ვინ იყო,იმ დღეს სამზარეულოში?-რობს კრისი გაახსენდა. -კრისი.-ვენდიმ ამოიოხრა.მთელ იეს დრო კრისი არ დავიწყებია.იგი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ახლა ვენდის გონებაში. -ის პრინცია და ვენდი გადაარჩინა,როცა ის ბნელ ტყეში შევიდა. -არ არსებობს!-პირი დააღო რობმა,-მოიცა,ვენდი ტყეში შევიდა და პრინცმა მისი სიცოცხლე იხსნა? რა ბანალურია. -დიახაც! ჩემი და პრინცესა გახდება!-გამხიარულა უილოუ. -პრინცესა არ გავხდები!-ვენდიმ თავი გააქნია და ამაყად თქვა-უკვე ვარ. ყველას გაეცინა. -არა,სერიოზულად,არ მინდა რომ პრინცესა ვიყო.პრინცებს მოსაწყენი ცხოვრება აქვთ,მირჩევნია ჩეულებრივი ბიჭი,ჩვეულებრივი ცხოვრებით და ჩვეულებრივი სამსახურით. -ანუ მის ნახვას არ აპირებ? -რა თქმა უნდა ვაპირებ,კრისია,ვიღაც ჩვეულებრივი პრინცი კი არა! -მოგწერა? -კი,წეღან ვწერდი. -ქორწილს უკვე გეგმავ?-ჰკითხა რობმა. -ვუთხარი რომ ყველაფერმა კარგაა და მითხრა რომ შაბათ-კვირას მნახავს. -რომ ქორწილისთვის ადგილი შეარჩიოთ. -რას გადაეკიდე ამ ქორწილს? -რავი,ის პრინცია,თეთრი ცხენი ყავს,მას ტყეში შეხვდი,სიკვდილს გადაგარჩინა,შენ შეგიყვარდა და ამის შემდეგ ყოველთვის ქორწილი მოდის ხოლმე. -ჯერ ერთი,მისი ცხენი ყავისფერია და მეორე,ძალიან ბევრ დისნეის ფილმს უყურებ,და ბიჭი ხარ. -რა სექსიზმია. კაცი შავებში მიდიოდა საფლავებს შორის. მზე ჩავიდა. კაცი ერთერთი საფლავის წინ გაჩერდა და წითელი ვარდი დადო საფლავის ქვაზე. -იმედი გაგიცრუე ჯეინ,-თქვა მან,-ჩვენს შვილებს იემდი გავუცრუე. -არ გაგვიცრუე.-თქვა ვიღაცამ. რობერტმა უკან მიიხედა და რობი დაინახა. -საიდან იცოდი რომ აქ ვიქნებოდი? -რიკმა თქვა რომ ყოველ კვირას აქ მოდიხარ,და... -დედაშენის საფლავი ერთადერთი ადგილია სადაც თავს მშვიდად ვგრძნობ.მის გამო მინდა რომ უკეთესი გავხდე. -ის რომ აქ იყოს,გეტყოდა რომ სახლში დაბრუნდე.ერთხელ უკვე მიგვატოვე,მეორედ ნუღარ იზამ ამას. -ჩემს გარეშე უკეთესად იქნებით. -არ ვიქნებით! და არც შენ იქნები! მარტო ვერ გადარჩები. -ვერც თქვენ,ჩემთან თუ იქნებით. -ჯობს ერთად მოვკვდეთ,ვიდრე ცალ-ცალკე.-იხუმრა რობმა. -იცი როგორი გრძნობაა? არ იცი.ფიქრს ვერ ვწყვეტ სისხლზე,შენს ძარღვებში რომ მიდის...ვერ ვწყვეტ წარმოდგენას თუ როგორი გემო აქვს...თავს საშინლად ვგრძნობ.არ მინდა,მაგრამ საშინლად კარგი გრძნობაა,როცა სისხლს აგემოვნებ.ჩემს თავს ვებრძვი ყოველ წამს...და მეშინია,რომ ერთ დღესაც შევწყვეტ ბრძოლას...და...-რობერტმა თავი გააქნია. -არ ვიცოდი,ასეთი რთული თუ იყო. -იმედი მაქვს რომ იგივეს არასდროს გამოცდი. რობერტმა ხელები ჯიბეში ჩაიწყო და საფლავს მიაჩერდა. ის არ განძრეულა,როცა რობი წავიდა და მისი მანქანის ხმა გაიგო. არც მაშინ განძრეულა,როცა ცა მოიღრუბლა და ელვამ გაანათა. არც მაშინ განძრეულა,როცა მუქი,რუხი ღრუბელი გაჩერდა სასაფლაოს თავზე და ძლიერი წვიმა წამოვიდა. ნისლმა დაფარა ყველა და ყველაფერი. ის ისევ იდგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.