შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ნათელ ფერებში (გიორგი ყელბერაშვილი)


21-11-2017, 13:19
ნანახია 3 447

ოთახში ღია ფანჯარაა, საწერ მაგიდაზე 2 კოლოფი სიგარეტი და ნახევრად ცარიელი ფინჯანი ყავა დევს. მე კიდევ უშედეგოდ დავყურებ ცარიელ ფურცელს და ვცდილობ რაიმე ახალი შევმატო ნაწარმოებს, რომლზეც უკვე დიდი ხანია ვმუშაობ. შესაძლოა სიგარეტის უსიამოვნო სუნი მოქმედებს ჩემზე ან რაიმე სხვა თუმცა ფურცელი ხომ კვლავ ცარიელი რჩება. წერა ასე არასდროს გამჭირვებია და არც ის ვიცი თუ საიდან განვაგრძო ყველაფერი. იქნებ უბრალოდ თავიდან მოყვე ის რაც ოდესმე მომხდარა ჩემს თავს. კეთილი.... მე ლევანი მქვია. ვარ ერთი რიგითი წარუმატებელი მწერალი რომელიც ოცნებობს იმ ნანატრ წარმატებაზე რასაც მისი შემოქმედების პოპულარიზაცია და შემდგომ დაფასება ჰქვია. არა ერთ რედაქციას გამოვუსტუმრებივარ ნაწერებით ხელში, უსახსრობის გამო და არა ერთს დაუცინივარ თუნდაც ჩემი უბრალო ჩაცმულობისთვის მაგრამ მე არ ვნებდები, რადგან მე, მე ვარ. მიყვარს ის რასაც ვაკეთებ და ვიცი რომ "სიტყვას". აუცილებლად ვიტყვი ადრე თუ გვიან. დიახ, მე, ლევანი ვარ და მე ავად ვარ. ის რაც მე მაწუხებს აღარ იკურნება და ასე მშვიდად ველი ჩემი ცარიელი ფურცლებითა და გამოფიტული სახით, ფინალს. ჩემი ცხოვრების დასასრულს. სწორედ ამიტომ არ ვიცი რა არის დანებება და ფარხმლის დაყრა. უბრალოდ განვაგრძობ სუნთქვას, როგორც ადრე და მიყვარს ეს ყველაფერი, როგორც ოდესღაც. ცოტათი აჩქარებულ სუნთქვას, თუმცა ხომ ვსუნთქავ?! მთავარი კი ეს არის. შეიძლება არც ეს მომაკვადავი ადამიანის მონოლოგი არ გაინტერესებთ უბრალოდ მე აუცლილებლად უნდა გიამბოთ ყველაფერი ის რაც მინახავს რათა სხვა თვალით შეხედოთ ცხოვრებას, რომელიც არც თუ ისე ურიგოა როგორც თქვენ ფიქრობთ. ის სავსეა მოულოდნელობებითა და სიყვარულით, რომელიც ჯერ ასე შორსაა ჩემგან. მე გიამბობთ იმ ქალაქის ისტორიას სადაც ღიმილის დეფიციატია თუმცა სადღაც, მის მახლობლად შესაძლოა ორ არაჩვეულებრივ ადამიანს შეხვდეთ რომლებსაც არც ღიმილი და არც საუბარი აკლიათ თუმცა ისინი მაინც სდუმან, რადგან ისინი მხოლოდ ერთმანეთის ცქერით შეიგრძნობენ სითბოსა და სისხლის მიმოქცევას მათ სისხლ ძარღვებში, აჩქარებული გულის ტემპთან ერთად. ჩვენ ადამიანებს სიღრმისეული წვდომა გვაკლია ყოველივე ჭეშმარიტებასთან რადგან უბრალოდ გვეზარება ზედმეტი ფიქრი. ვაღიარებთ იმას რასაც ვხედავთ თუმცა არ გვჯერა იმის რაც გვსმენია. გვიყავარს რადგან ასე გვგონია თუმცა ვკარგავთ მას ვინც ჩვენში სიყვარულს ამჩნევდა. ნუთუ დავბრმავდით?! ანდა დავყრუვდით?! ნუთუ ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ მე ვარ ავად?! არა, ეს თქვენ კარგავთ აღქმას ყველაფრის მიმართ. ისე მარტივად თმობთ ძვირფას ადამიანებს თითქოს ეს ადამიანები ასევე მარტივად გაჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში. ისინი ბედის საჩუქრები იყვნენ მაგრამ არც კი გაიაზრეთ, არც კი ფიქრობთ რომ ისინი ზუსტადაც რომ ისინი იყვნენ ვინც ასე ჰაერივით გჭირდებოდათ. ახლა კი ყალბ პიროვნებებთან ერთად განაგრძობთ სვლას მაგრამ ვერც ამას ამჩნევთ. უკიდურესობა არ უნდა ხდებოდეს მიზეზი თქვენი გააზრებასთან მიახლოების. ყველა რომ სიყვარულს ვჩუქნიდეთ ერთმანეთს ყოველ დღიურად, თუნდაც ტკბილი სიტყვითა და ერთი ჩახუტებით, აღარ იქნება მტრობა. აღარ გაჩნდება ბზარი ურთიერთობაში და აღარც ომი იქნებოდა, ასე მგონია. ომი - ეს დეფიციტია სიყვარულისა და ძმობის, ურთიერთ გაგებისა და რწმენის. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ "უღმერთო" ომს. განა ღმერთმა დაგვივიწყა?! არა! ეს ჩვენ მივივიწყეთ ღმერთი ჩვენს გულებში. და თუ რწმენა არ არის ჩვენში, არ არის სული და ვრჩებით მხოლოდ ფუტურო ამ დედამიწაზე. აი თურმე რამდენი რამ დაგვიკარგავს იმისთვის რომ გვეცხოვრა -ადამიანად. არა მხოლოდ თქვენ ხართ ასე. მეც დაკარგული ვარ ამ ქვეყნიურ გაუგებრობებში. ჩემთვის ყველაფერი ნათელი სწორედ იმ დღეს გახდა, როდესაც დიაგნოზი დამიდგინეს: ავთვისებიანი სიმსივნე. ეს იმდენად ნათელია რამდენადაც ნათელი არ იქნება ჩემი იმ ქვეყნიური ადგილი.
ყველაფერი დაიწყო მაშინ...
***

-შემდეგ რა იქნება?
-ეს რეაბილიტაციის კურსზეა დამოკიდებული.
-რეაბილიტაციაში ჩემს ნუგეშშს გულისხმობთ? -ცივად ჩამეღიმა.
-ლევან ვერაფერს გეტყვი გარდა იმისა რომ ეს თქვენი სიცოცხლის გახანგძლივების საშუალება იქნება, რადგან მეტასტაზები ბევრად ღრმად არის გასული ორგანიზმში. დაგვიანებულია თითქმის ყველანაირი ჩარევა. სხვას ვერაფერს გეტყვით.
-არც არაფერია სათქმელი.
-ვწუხვარ!
-და დრო?
-ძალიან ცოტა...
-და მაინც?
-რამოდენიმე თვე.
-კარგით, მაშინ მე წავალ.
-მიდიხართ?
-გინდათ რომ ეს რამოდენიმე თვე აქ ოთხ კედელს შორის გავატარო?! არა ექიმო, მე უნდა დავასრულო ის რაც დავიწყე.
-ასე უარესობისკენ მიიყვანთ თქვენს თავს.
-და არის რაიმე, კიდევ უფრო უარესი
-მე თვალი უნდა ვადევნო თქვენს კურსს...
-მე დავბრუნდები ექიმო.
-კი მაგრამ, როდის.
-მოგვიანებით...
-აჯობებს დარჩეთ.
-ძალიანაც მინდა თუმცა აკი მითხარით რომ დაგვიანებულია ყველაფერი. მე ვერ დავრჩები,
რადგან ჩემს სხეულს აღარ შეუძლია ბრძოლა.
-.....
-დაბრუნებით კი აუცილებლად დავბრუნდები, ოღონდ მოგვიანებით. -ვუთხარი მას და ოთახიდან გავედი.
გზად კი რატომღაც სახლში წასვლა გადავიფიქრე და თან იქვე ქუჩის მახლობლად საგამოფენო დარბაზიც შევნიშნე. გზის გადაკვეთით მის წინ აღმოვჩნდი და შიგნით შევედი. იმ დღეს ვიღაც ახალგაზრდა ესპანელი მხატვრის ნამუშევრები იყო გამოფენილი სადაც ნახატებს, მცირე ფოტო კოლაჟიც უმშვენებდა გვერდს. ცოტა ხნით ყველაფერი მიმავიწყდა კიდეც და იმ მშვენიერებაში "გადავეშვი" რასაც მხატვრობა ჰქვია. ასე შამპანურის სავსე ჭიქით მიმოვდიოდი დარბაზში მანამ, სანამ ერთ-ერთმა ნახატმა არ მიიქცია ჩემი ყურადღება. ნახატზე ქალისა და მამაკაცის მკაფიო სილუეტი ჩანდა ხოლო ფერთა გადასვლები ერთმანეთში ისე ამაღელვებლად იყო შექმნილი რომ თითქოს ერთმანეთს ჩახუტებული წყვილი საერთო ჯამში მაინც სევდიან განწყობას ქმნიდნენ. ნახატის კიდეში ციტატის სახით დატანებული იყო ფრაზა: რომელ ფერს მიანიჭებდით სიყვარულს? და სწორედ ამ დროს უკნიდან ზუსტად იგივე მკითხა უცნობმა ქალბატონმა, უფრო სწორად კი ახალგაზრდა გოგონამ.

-არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.-გაკვირვებულმა მხრები ავიჩეჩე
-არც მე არასდროს, თუმცა ამ ნახატის მიზანიც ალბათ ესაა?
-მაინც რა?
-რომ წარმოვდგინოთ თუ როგორი ფერის იქნება სიყვარული.
-წითელი?! -ვკითხე მას.
-არა მგონია...
-კი მაგრამ სიყვარულს ფერი არ აქვს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს რას ვიტყვი?
-საქმეც მაგაშია, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ.
-ნამდვილად წითელია.
-ალბათ ფიქრი გეზარებათ -გაეღიმა გოგონას თუმცა მალევე, ჩემსკენ შემოტრიალდა და.. - ბოდიშს გიხდით, მგონი თავი შეგაწყინეთ. ზოგადად ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს და სწორედ ამიტომ დავდივარ ასეთ მყუდრო ადგილებში, სადაც მეტი ფიქრი და დაკვირვებაა საჭირო.
-არა, რას ამბობთ? პირიქით მე მიყვარს ხელოვნება და არც ფანტაზიას ვუჩივი, ჯერჯერობით.
-ხომ არ გეწყინათ, რაც გითხარით?
-არა. და მაინც თქვენ რას ფიქრობთ?
-ვფიქრობ რომ ის ბევრად ნათელია ვიდრე წითელი. ძალიან ნათელ ფერებში წარმომიდგენია სიყვარული...
-ესე იგი იმდენად ნათელი რომ ფერს ვერ ანიჭებთ?
-დიახ.
-სწორედ ამას გეუბნებოდით. ჩვენთვის კარგად ნაცნობ ფერებს, სიყვარულს ვერ მივუსადაგებთ.
-ნამდვილად ასეა.
-მაშინ პასუხიც ასეთია -ვუთხარი მას -სიყვარული ნათელ ფერებში. -რაზედაც გოგონამ კვლავ ვერ შეიკავა სიცილი, შემდეგ კი ხელიც გამომიწოდა გასაცნობად -ვიცნობდეთ ერთმანეთს, მე მარიამი ვარ, მხატვარი.
-მე ლევანი, თუმცა მწერალი ...
-მწერალი? შესანიშნავია. აქ პირველად ხართ.
-დიახ და მგონი გამიმართლა ესპანელი მხატვრის გამოფენაზე რომ მოვხვდი.
-ის ქართველია.
-უკაცრავად?-კვლავ გაკვირვებულმა შევხედე.
-ქართველია უბრალოდ ეს მისი ფსევდონომია ესპანური.
-გამიკვირდა.
-ალბათ ისაც გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ ეს ჩემი ნახატების გამოფენაა და იმ ესპანური გვარის მიღმაც, მე ვარ.
-ნუთუ შეიძლება ასე გამმართლებოდა მე? -გავუღიმე მას.
-საინტერესო ადამიანი ჩანხართ, ლევან. იმედს ვიტოვებ თქვენს ნაწარმოებებსაც მალე გავეცნობი.
-აუცილებლად -და შამპანურის ჭიქა ფრთხილად მივუჭახუნე.
-კარგით, ახლა სხვა სტუმრებისკენ უნდა გადავინაცვლო.
-დროებით, მარიამ.
-არ გემშვიდობებით, შაბათს ისევ ამ დროს მობრძანდით. -სტუმრებისკენ მიმავალი უკან მოტრიალდა და ღიმილნარევად დამემშვიდობა.
-აუცილებლად.

-სიყვარული ნათელ ფერებში... კარგი აზრია.
ამის შემდგომ სახლში დავბრუნდი სადაც ყველაფერი უცვლელად დამხვდა. თამბაქოს უსიამოვნო სუნი და მაგიდაზე დატოვებული ცარიელი ფურცელი. სწორედ მაშინ ვიგრძენი იმ სიტყვებისა და ფრაზების სიძლიერე რაც ასე მაკლდა რამოდენიმე საათის წინ. კალამი ავიღე და დასაწყისისთვის ნაწარმოები დავასათაურე - "სიყვარული ნათელ ფერებში"

ადამიანს ბედნიერებისთვის ძალიან ცოტა სჭირდება, მე მხოლოდ ღიმილი. დიახ! მხოლოდ ღიმილი გახდა საკმარისი იმისთვის რომ დამევიწყებინა სიკვდილი და დაუბრუნებულიყავი იმ საქმეს რაც ასე მიყვარს. ვწერდი დილამდე და შემდეგ დილამდეც, ვწერდი უწყვეტად სიგარეტის კვამლში გახვეული და ასე ფიქრისას, მხოლოდ ერთ წერტილს მიჩერებული ვახარისხებდი წინადადებებს გონებაში. ვწერდი სიყვარულზე, მაშასადამე იმ გოგონაზე რომელსაც სწამდა სიყვარულის - ნათელ ფერებში. ადამიანი, რომელმაც სულ რამოდენიმე წუთში მაგრძნობინა ის რაც ჭეშმარიტია, ხოლო ეს გრძნობა მე ფრაზებად ვაქციე, ფრაზები წინადადებად, ხოლო ის შემდგომში ნაწარმოებად იქცა და აი აქ უკვე დასრულდა. პლაგიატიზმში კი, თუ არ ჩამეთვლება, თხზულების ბოლოს პატარა ციტატაც დავურთე : გწამდეთ და იხილავთ! სიყვარულს ნათელ ფერებში. ავტორი : მე . ალბათ გგონიათ რომ გავგიჟდი და ჭკუიდან მთლად შევიშალე?! არც უარყოფ მეგობრებო მე გავგიჟდი. მე შევიშალე და გარდავიქმენი ერთი ღამეში ადამიანად, რომელსაც უყვარს. უბრალოდ უყვარს
და ეს უბრალოება კი არა, ეს ყველაფერია მთელს სამყაროში. ჩემს ღია ფანჯარასთანაც დავდექი გამთენიისას და მთელს ხმაზეც ვიყვირე უსაზღვრო ემოციებს რომ არ მოვემწყვდიე ჩემსავე ნაწარმოებში. მე უნდა გამოვსულიყავი მისგან, თავი დამეღწია და პირდაპირ მის რეალურ გმირთან წავსულიყავი. ერთი რისი გააზრებაც შევძელი ის იყო რომ ჯერ მხოლოდ

დილის 6 საათია და მას ალბათ, ახლა მშვიდად სძინავს. ის რაც ასე მაკლდა უკვე ჩემში იყო
და მეც მოვიპოვე სიმშვიდე. ერთ კეთილ რჩევას მოგცემთ ადამიანებო... ნუ იტყვით რომ სასიყვარულო ლექსებისა და სონეტების მიძღვნა ჩვენს დროში ბანალურია! ნუ იტყვით რომ ყვავილებისა ჩუქება და მისთვის თბილი სიტყვების თქმა სისულელეა და მთავარი მხოლოდ თვალებია! მხოლოდ თვალები ვერ იმეტყველებენ მშვენიერი ლექსების გარეშე. თვალებში არ გაღვივდება ის ნაპერწკალი ამ ყველაფრის გარეშე და მეტსაც გეტყვით, ის ჩაქრება ამ ყველაფრის გარეშე, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ვაბანალურებთ. ეს სიყვარულია - სიყვარულის გარეშე. უემოციოდ მივიწყებული ფრაზები და სიცარიელე... შესაძლოა პირველად მიყვარს, მაგრამ მეც ხომ ვიცი, რაღაც ამ გრძნობის შესახებ?! როგორც მითხრეს ის ნათელ ფერებშია! (ღიმილი)
-ეს ნამდვილად შენ დაწერე? -ფურცლებით ხელში, ეჭვნარევად მიყურებდა და თან კიდევ ერთხელ ავლებდა თვალს ფრაზებს ნაწარმოებიდან.
-კი.
-და ვინმემ იცის შენს შესახებ.
-იცის... -მოკლედ ვუპასუხე.
-ვინ?
-მხოლოდ შენ.
-ეს არ არის საკმარისი -მითხრა მარიამმა და თან მის მეგობარს ხელით რაღაც ანიშნა.
-რას გულისხმობ?
-ყველაფერს ახლავე გაიგებ
-...
-კამერა აქ გაქვს?
-რა ხდება?
-ეს არაჩვეულებრივი ადამიანი უნდა გადავიღოთ...
-ეგ როგორ? -ახლა მთლად დავიბენი.
-დამშვიდდი, ლევან. ეს ფრაზები შთამბეჭდავია და შენ არა მარტო უნდა გკითხულობდნენ
არამედ უნდა გისმინონ კიდეც.
-კი, მაგრამ...
-ნუ ნერვიულობ და კამერებიც ნუ შეგაშინებს. აქ არავინაა. შენ უბრალოდ დაჯდები ამ სკამზე, სახით ობიექტივსკენ და ისაუბრებ იმაზე რაც გინდა.
-ასე მარტივად?
-ხომ გეუბნები ეს ნაწერები, ეს უბრალოდ მშვენიერია. რატომ უნდა დარჩეს ავტორი მისივე ფრაზებს მიღმა?!
-კარგი აზრია, მარიამ -გაეღიმა ოპერატორს და მაშინვე ისევ უკან კამერებისკენ წავიდა. -
გამომყევით, ლევან.
-ვერ შევძლებ...
-არა მგონია იყოს რაიმე ისეთი რასაც შენ ვერ შეძლებ.
და მოულოდნელად კამერების პირისპირ აღმოვჩნდი. მის მიღმა კი მარიამი თავისი გაბრწყინებული მზერით მამხნევებდა და ჩურჩულით გადმომძახებდა ხოლმე რომ "მე შევძლებ". წუთით პაუზა ვითხოვე რათა ეს ყველაფერი კარგად აღმექვა და გამახსენებინე დღე, როდესაც ამ საგამოფენო დარბაზში შემოვაბიჯე. თურმე რა უცებ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ. სიტყვებით რომ ვერ აღწერ, ზუსტად ის ამაღელვებელი ემოციები ტრიალებდა ჩემში. წამით უცნაურმა კანკალმაც კი ამიტანა, მაგრამ შევძელი თავის ხელში აყვანა.
მე შევძელი:
-გზა - მის გაფიქრებაზე მაშინვე ვაიგივებთ სიშორესთან. კილომეტრები, ცარიელი გზატკეცილი, ციცაბო ბილიკი ეს სიშორეა რაღაცასთან. სწორედ იმისკენ რისკენაც მივდივართ. ხან გვეზარება ამ გზის გავლა, თუმცა გვიყვარს სიმაღლეების დაპყრობა. გვეშინია მიხვეულ-მოხვეული ბილიკისაც მაგრამ თუ ვინმე გვკითხავს ჩვენ ვეტყვით რომ გვიყვარს ბუნებაში ხეტიალი. წვიმა - რა თქმა უნდა შეყვარებულებისთვის ეს ცეკვაა ძლიერ თქეშში მაგრამ ის ვინც გუშინ იძახდა რომ უყვარს წვიმა, ახლა ამ წამს, ამ კარგად ნაცნობი შეყვარებულების გვერდით, ეს ესაა ქოლგით ჩაიარა. ადამიანები - ისინი ეხმარებიან ერთმანეთს, სჩადიან კეთილ საქმეებს უანგაროდ და სწამთ ნათელი მომავლის, თუმცა არც მთლად ასეა. გამოჩნდებიან ისეთი "ჭკუად მყოფელები", რომლებიც იტყვიან რომ სიკეთე რაღაცის გულისთვის ან ვინმეს დასანახავად გააკეთა, იმ მართლაც კეთილმა ადამიანმა.
როდესაც თავად ეს "ჭკუად მყოფელი" უფერული ცხოვრებით შემოიფარგლება და ამ უაზრობისაგან და უქონლობის გამო სხვა არც დარჩენია რაიმე სათქმელი, ცრუ ბრალდებების გარდა. ხელოვნება, მწერლობა - ჩვენ გვიყვარს ესა თუ ის ლექსი, მაგრამ არ გვიყვარს კითხვა, გვიყვარს მხატვრობა თუმცა მხატვრები უსახსრობის გამო იღუპებიან. გვიყვარს ხელოვანი ხალხი თუმცა ისინი თავს იკლავენ მარტოობისგან. სამშობლო - ჩვენ პატრიოტიზმით ვივსებით, როდესაც ჩვენი ქვეყნის სადღეგრძელოს ვიძახით მაგრამ ეს არაა პატრიოტიზმი და
ნუ აურევთ ამას. გვიყვარს მეუღლე მაგრამ ვღალატობთ, ვოცნებობთ შვილებზე, ვიღაც კი აშვილებს მას, ვამაყობთ მშობლებით, თუმცა მათ ვაყურებინებთ თუ როგორ ენგრევა ცხოვრება თავზე მის უგუნურ შვილს. ხოლო მეგობრები ხომ ეს ერთ მუშტად შეკრული ბავშვობიდან მოყოლებული სიძლიერეა! აქ კი საკმარისია, რომ, რომელიმე მათგანს ცხოვრებამ მისცეს ძალაუფლება, ქრებიან მეგობრები და მშობლებიც, დები და ძმებიც მათი ცხოვრებიდან. ჩვენ კი გავურბივართ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს, ხელს ვკრავთ მათ და თუ არ ვიქნებით ბედნიერნი, ნუ დავადანაშაულებთ მათ! ამაშია ჩვენი სისუსტე. სხვა შემთხვევაში არ შეგვაშინებდა გზის სიშორის, არ გავექცეოდით წვიმას ქოლგით ხელში, არ დავკარგვდით ადამიანებს - ადამიანობასთან ერთად. განა მე, ერთ უბრალო მწერალს შემწევს ძალა შევიმეცნო თქვენთან იმაზე, რაზედაც არა ერთი თქმულა?! მხოლოდ ჩემი აზრია მეგობრებო და ნუ გაგაბოროტებთ ეს! მეც ბედუინი ვარ და თქვენთან ერთად მოვყვები გზას, რომელიც არაფრით განსხვავდება თქვენი გზისგან, უბრალოდ გზა აქამდე მართლაც რომ უკაცრიელი იყო ჩემთვის. ახლა კი მარტო აღარ ვარ?! ახლა მე მყავხართ თქვენ ისეთი, როგორიც ხართ, თქვენ...
-გადაღებულია!
***
აღარ თენდება...
კვალავ ღია ფანჯარასთან მდგარი, ღრმად ვისუნთქავ გრილ ჰაერს, თუმცა გახშირებულ სუნთქვას მაინც არ შველის, სუსხიანი დილა. ნეტავ გათენდებოდეს.
შიგ და შიგ ჩემს თავს შემოვუძახებ ხოლმე რომ წინა დღეების განწყობას ვერაფერი
გააფუჭებს.
ბრძოლა მინდა! ბრძოლა...
მინდა ვიბრძოლო არა საკუთარი თავისთვის, არამედ მისთვის. მე მიყვარს ის, თან ძალიან და ვიცი რომ ეს სიძლიერეა, რომელიც ჩემს სენსაც კი გააქრობს ჩემი სხეულიდან. სწორედ ეს მომწონს ახლანდელ "მე"-ში, მე გარდავიქმნები და ვიწყებ მგრძნობელობას პირველად ამ სიცოცხლეში. თურმე რა ძალა ჰქონია სიყვარულს?! ადრე ფიქრი და აზრების დალაგებაც კი მიჭირდა ხოლმე, ახლა კი სულ მეფიქრება და აი... გადავწყვიტე კიდეც ბრძოლა.
ისე...გჯერათ სასწაულების?
უნდა ირწმუნოთ, რადგან რაც ადამიანის გონებისთვის შეუცნობლად შეუძლებელია ის ახდება, ისე როგორზეც გვიოცნებია. სხვა გვარად ჩემს სენს ხომ არც არაფერი დაამარცხებს გარდა "შეუძლებლის"?!
ტკივილზე დავწერ...
ავღწერ იმ ყველაფერს რასაც განვიცდი სახლში მარტო დარჩენილი. ნამდვილად! დავწერ და ვაღიარებ რომ ავად ვარ. სიტყვებად, წინადადებად, ფრაზებად ვაქცევ ჩემს ტკივილს ქაღალდზე და არ გამოვტოვებ არც ერთ დღეს. მოვყვები იმას თუ როგორ იყინება ძარღვებში სისხლი, აღსასრულის ფიქრზე. დავწერ თუ რას განიცდის ადამიანი, როდესაც პირადად ეჩეხება სიკვდილს. შემდეგ კი მე მას დავწვავ. ყოველ სიტყვასა და ფრაზას. ეს იქნება დასასრულის, დასაწყისი.მე ხომ მწერალი ვარ და მეპატიება მსგავსი სიგიჟე. დარნარჩენი კი წინ არის. ხომ დადგება ხვალინდელი დღეც?
რა თქმა უნდა დადგება, რადგან ამ ფიქრების დროს ნანატრმა მზემაც გამოანათა.
გათენდა...

***
-გთხოვთ ვინმე დამეხმარეთ! -შველას ითხოვდა ქალი, თავისი შვილით ხელში, რომელიც უგუნო მდგომარეობაში იყო ხოლო იქ მყოფნი გარშემო შემოეხვნენ მას და ყველა სათითაოდ ეკითხებოდა თუ რაში იყო საქმე ან ბავშვს რა სჭირდა?! რამოდენიმე წუთში დერეფანში ექიმებიც გამოჩდნენ. გაუგებარმა ქაოსმა მოიცვა იქაურობა.
-ბავშვს რა სჭირს?
-არ ვიცი ექიმო. სახლში ვიყავი მისთვის სადილს ვამზადებდი, როდესაც მის დასაძახებლად ოთახისკენ გავეშურე, იქ უგუნო მდგომარეობაში დამხვდა. იატაკზე იწვა ასე და სუნთქვაც კი არ მესმოდა.
-კარგით, ბავშვი მოგვეცით და თქვენ აქ დაგველოდეთ ქალბატონო -დედას მიმართა უფროსმა ექიმმა და ხელებში აყვანილი ბავშვით, გაუჩინარდნენ დერეფნიდან.
მეც სწორედ იქ ვიყავი ამ დროს. ექიმთან კიდევ ერთი უშედეგო კონსულტანციის შემდეგ იქაურობას ვტოვებდი, როდესაც ეს ქალბატონი შევნიშნე. მცირე ხნიანი პაუზის შემდგომ კი
მის წინ ჩავიმუხლე და თვალებში შევხედე.
-ნუ ნერვიულობთ ის კარგად იქნება -ვამხნევებდი მას.
-თქვენ ხომ არ იცით ის რაც მე ვნახე?!
-არა მაგრამ ვიცი ვგრძნობ, რასაც ახლა განიცდით...
-და ვინ ხართ თქვენ?
-უბრალოდ თქვენს გვერდით მიგულეთ. -გავუღიმე მას -მე, ლევანი ვარ.
-მადლობთ, ლევან.
წამოვდექი და მის გვერდით დავიკავე ადგილი. ქალმა წამით გამომხედა და მალევე მზერა დაბლა მიმართა. ასე მდუმარედ დიდ ხანს ვისხედით მოსაცდელში სიახლის მოლოდინში გარშემო კი აღარც არავინ იყო და სრული სიჩუმეც ჩამოწვა. ქალი ხელების ფშვნეტვით იკავებდა ნერვებს რათა ლოდინის დაუსრულებელ დროს, ჭკუიდან არ შეეშალა ის. ვფიქრობდი რომ სიჩუმე მე უნდა დამერღვია თუმცაღა არ ვიცოდი რა მეთქვა მისთვის. არ ვიცოდი საიდან დამეწყო. "რაიმე სისულელე არ თქვა" ვეუბნებოდი ჩემს თავს მაგრამ არც მთლად უთქმელობა ივარგებდა ახლა. სიჩუმე ყოველთვის ხომ არ არის კარგი?!
-მე სიცოცხლის მჯერა -ვუთხარი მას.
-სიცოცხლის?
-დიახ, თქვენი შვილის სიცოცხლის. ის პატარაა, თუმცა მჯერა რომ კარგი ბიჭია და ყველაფერს გაუმკლავდება.
-ძალიან ძლიერი მყავს...
-არ აქვს მნიშვნელობა თუ რას იტყვიან ცოტა ხანში. მერწმუნეთ ის კარგად იქნება.
-მადლობელი ამ სიტყვების და კიდევ იმისთვის რომ ახლა აქ ხართ -მშვიდი სახით გამომხედა ქალბატონმა - რა უნდა ასეთ ახალგაზრდა ბიჭს აქ, სასოწარკვეთილი ქალის გვერდით.
-სასოწარკვეთილი?!-გაოცებულმა შევხედე. -თქვენ მას ახლა ისეთი ძლიერი სჭირდებით როგორც არასდროს. სასოწარკვეთა კი, ეს დამარცხებაა და შეგუება მოცემულ სიტუაციასთან.
-მართალი ხართ! ალბათ ვცდები ან შიში მიპყობს, რა ვიცი? არაფერი არ ვიცი.-სახეზე მღელვარება დაეტყო.
-ის შეძლებს.
-----
-გოგოლაძის მშობელი, რომელია?
***
(რამოდენიმე დღის შემდეგ)
-მინდა ახალი ისტორია შევქმნა.
-ეგ როგორ?
-აი მაგალითად მითხარი ისეთი სამყარო, როგორიც შენ გინდა, რომ იყოს.
-აღარ მინდა იყოს სიკვდილი... -თქვა გოგამ.
-კიდევ?
-გაჭირვებული ხალხი აღარ მინდა იყოს, აი ქუჩებში რომ სხედან გარეთ სიცივეში, ხომ იცი?!
-სულ ეს არის?
-არ ვიცი კიდევ რა გითხრა... -ცოტახნით ჩაფიქრდა - დედა მინდა რომ ბედნიერი იყოს. ვხედავ ღამ-ღამობით, როგორ ტირის ხოლმე ჩემს გამო. არ ვიცი ექიმებმა რა უთხრეს ჩემზე მაგრამ ეტყობა ძალიან ცუდად ვარ. ალბათ ჰგონია რომ მძინავს და არაფერი მესმის, მაგრამ ჩუმად ყველაფერს ვხედავ საბნის ქვევიდან.
-შენ კარგად ხარ და ეს ყველაფერიც ჩაივლის.
-შენ რატომ ხარ აქ?
-იმიტომ რომ კარგი ბიჭი ხარ და ვიფიქრე ხომ არ დავუმეგობრდე თქო?!
-მე რომ მყავს უკვე მეგობრები?
-მერე ჩემთანაც იმეგობრე...
-კარგი მაშინ მოდი ჩვენი ოცნებები გავცვალოთ- თვალები გაუბრწყინდა და საწოლის გვერდზე მდგარ მაგიდაზე, რაღაცას დაუწყო გამალებით ძებნა.
-ეგ რას ნიშნავს?-ვკითხე მას.
-მოკლედ ... -კალამ მომარჯვებულმა გამომხედა -მე და ჩემი მეგობრები ჩვენს ოცნებებს ვწერთ, ხოლმე ფურცლებზე და შემდეგ ერთმანეთს ვჩუქნით.
-შემდეგ?
-შემდეგ ვცდილობთ ამ ოცნებების ახდენაში დავეხმაროთ ან რაიმე სურვილი შევუსრულოთ, სიურპრიზი მოვუწყოთ.
-კარგი, მე რა უნდა გავაკეთო?
-ფურცლებს მოგცემ და რამოდენიმე შენი ოცნება ჩამოწერე.
-კარგი.
-მერე დაკეცე და ისე მომეცი. პალატიდან გასვლის შემდეგ მე წავიკითხავ ყველას და ერთს ამოვარჩევ.
-მე კიდევ შენს ოცნებებს ხომ?
-ხო და შენც შეგიძლია იგივე გააკეთო. სახალისოა.
-კარგი, მომაწოდე კალამი!
-ოღონდ მე არ უნდა ვიცოდე, რომელ ოცნებას ამოარჩევ.
***
ოცნების ავტორი: გოგა / 12 წლის.
დიაგნოზი: გულის მანკი. (მიტრალური) სარქვლის ნაკლოვანება.
მოგესალმები! მე გოგა ვარ 12 წლის და ახლა ისე როგორც არასდროს მჭირდება სასწაული, ჩემი ოცნების ასრულება. განა მარტო შენ გწერ?! ერთი სურვილი ღმერთსაც გავუგზავნე და ვიცი ისიც მალე დამეხმარება. მე მაინც იგივეს მოგწერ შენც, არა იმიტომ, რომ ღმერთის გულისხმიერების არ მწამს?! არამედ იმიტომ, რომ ახლა მხოლოდ დედაზე ვფიქრობ და მხოლოდ ეს ერთი სურვილი მაქვს. მინდა მალე გამოვჯანმრთელდე რომ დედამ ისევ გაიღიმოს, როგორც ერთ დროს. ჩემი გამოჯანმრთელება მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის მსურს თორემ მე ისედაც ვიცი რომ ყველაფერს გავუძლებ. თავი ხომ არ შეგაწყინე? მალე დავსრულებ. მოკლედ მამა არ მყავს. უფრო სწორად მყავს მაგრამ არც კი ვიცი ვინაა, ესეიგი

არ მყავს. სწორედ დედა არის ადამიანი ვინც ასე ძალიან მივლის და უყვარვარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ჩემი ცუდათ ყოფნის გამო კი თავს დამნაშავედ ვგრძნობ რაღაცნაირად, რადგან ძალიან ნერვიულობს ჩემზე. ასეთი არასდროს მინახავს. მინდა ისევ ფეხზე დამდგარი და სახსალამათი მიხილოს რომ მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდეს. მხოლოდ
ეს მინდა, მეტი არაფერი. დედას ბედნიერება... P.S: გთხოვ არ დაიზარო და ბოლომდე წაიკითხე. სიყვარულით... გოგა.
***
დღე რომელმაც ყველაფერი შეცვალა და დღე რომელმაც ახალი მეგობარი შემმატა. გავიცანი არაჩვეულებრივი ბიჭი სახელად, გოგა და მას შემდეგ დღის უმეტეს ნაწილს სწორედ მასთან ვატარებ. ბიჭს გულის მანკი დაუდგინეს და თუ რამოდენიმე კვირაში არ გამოჩნდება საჭირო დონორი ის მკურნალობის კურსს ვეღარ დაექვემდებარება და დაიღუპება. ქალი ხომ საერთოდ!.. მასზედ საუბარი რთულია, რადგან საკუთარ თავს აღარ გაქვს და სრულიად არაადეკვატური გახდა. ემოციებს ვერ იკავებს. ღამით დერეფანში ხშირად გადის, რომ მისმა შვილმა არ შეამჩნიოს მისი ეს მღელვარება და ცრემლი, გამოფიტულ სახეზე. ასე ხალათ მოხვეულს ხშირად შენიშნავთ ფანჯარასთან საათობით მდგომს როგორ გაჰყურებს შორ ჰორიზონტს და თითქოს შველას "იქ" სადღაც შორიდან მოელის. საქმე გულის გადანერგვას ეხება, რომლის ოპერაციაც ხერხდება, თუმცა დონორის პოვნა და შემდგომ მისი ტრანსპორტირება ერთ ქვეყნიდან მეორეში დიდ ხარჯებსა და დროს მოითხოვს. პრობლემაც ამაშია. ბავშვი უკვე ერთი კვირაა რაც აქ არის და ამდენივე ხანია რაც გადაგზავნილია მისი ისტორიაც მეგობარ ქვეყნებთან, თუმცა იქიდან მხოლოდ სიჩუმე.
არავისგან არაფერი ისმის. დონორი კი ჯერ კიდევ ძიებაშია. ეს სიჩუმეა ყველაზ აუტანელი აქ. ძალიან რთულია როცა გინდა, რომ რამით დაეხმარო ვინმეს, მაგრამ არაფერიც არ შეგიძლია, რადგან შენი წარმოსახვითი ხელოვნების გარდა, არაფერი გაგაჩნია ამ ქვეყნად. ეშმაკმაც დალახვროს ეს ნაწერები და ყოველივე, მე მისი სიცოცხლე მსურს. საიდან უმამოდ დარჩენილი ბიჭის ოჯახს თანხები?! რამოდენიმე დღეში სამყაროში, სადაც მჯეროდა სიყვარულის ნათელი ფერების მოულოდნელად მხოლოდ ჩვენ სამნი აღმოვჩნდით რეალობასთან პირისპირ ყოველგვარი ლამაზი ფერების გარეშე. თითქოს მხოლოდ ჩვენ სამნით შემოიფარგლებოდა აწმყო. აწმყო, რომელშიც დროსთან ვერაფერს განაწყობ. ის ისევ წინ მიდის. წამებს წუთებისკენ უბიძგებს რათა სვლა არ შეანელონ და უფრო შორს, იქით
გაგრძელდნენ გაურკვეველი მომავლისკენ. წინ უსასრულობისკენ, კიდევ უფრო, კიდევ იქით. სწორედ ეს მაგიჟებს ჩემს თავთან მარტო დარჩენილს. უთუოდ უსამართლოა დრო და სიკეთისთვის უუნარო. ის უბრალოდ არის და მორჩა. ის გვკლავს, არ გვაძლევს მეორე შანს,
არ გვეხმარება დაშვებულის გამოსწორებაში. ნუთუ მას ამ პატარა ბიჭის ხელყოფა სურს?!
მგონია დროს ვკარგავ ამაზე ფიქრით. მე თავადვე უნდა შევცვალო სიტუაცია ან სადამდე შეიძლება ასე ერთ ადგილას, გოგას ნაწერით ხელში დგომა?! მან ოცნება გამანდო რადგან ვჭირდები ძლიერი და არა ბედს მინდობილი უაზროდ.
გსურს შენი ხმა ცას წვდებოდეს?! მაშინ ირწმუნე მისი უსასრულობის შენს შესაძლებლობებთან ერთად. გჯეროდეს სიკეთის ამქვეყნიური არსებობის და შენ შეცვლი სამყაროს უკეთესობისკენ, სადაც შექმნი საკუთარ ისტორიას, რომელშიც ამ შინაგანი სიდიადისდა გამო იცვლება სხვების ცხოვრებაც. დიდება ეს ადამიანში დაფარული ბრწყნივალებაა, რომელსაც თავად ვერ ამჩნევს და ის მხოლოდ სხვების თვალში ბრწყინავს. მხოლოდ ისინი ამჩნევენ ამ განსხვავებულობას შენი თავმდაბლობის მიღმა. აი სწორედ მის მიღმა იწერება ეტაპობრივად ახალი ისტორია სახელად: შენ...
მე შევქმნი ახალ ისტორიას!
***

-რას აკეთებთ?- მოულოდნელად სკამიდან წამოიჭრა.
-იმას რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა -და გოგა ინვალიდის ეტლში ფრთხილად ჩავსვი.
-გამარჯობა, ლევან...
-ხელი გაუშვით მას!- ქალი ამის შემხედვარე პირდაპირ ხელებში ჩამაფრინდა და ცდილობდა შვილი ხელიდან გამოეტაცა ჩემთვის -ვინმეს დაუძახეთ...
-ხელს ნუ შემიშლით.
-თავი გაგვანებეთ მე და ჩემს შვილს.
-ის აქ ვერ იქნება...
-ახლავე ხელი გაუშვით მეთქი ეტლს -უეცრად ხელი მკრა და ძლიერად კედელს მივეჯახე.
-რატომ არ გესმით ჩემი?
-წადით! -მითხრა მან და აცრემლებული შვილს მოეხვია -რა გინდათ ჩვენგან?
-ის აქ ვერ იქნება ოთხ კედელს შორის. მინდა გარეთ გავიყვანო, მინდა მზის შუქი ნახოს.
-არ შეიძლება, არა. ის ჯერ სუსტადაა.
-ის კარგად არის.
-თავი დაგვანებეთ!
-ძალიან გთხოვთ ქალბატონო მისი გარეთ გაყვანის უფლება მომცეთ - ვუთხარი მას. -მე ეს თქვენი ბიჭისთვის მინდა. ეს აუცილებელიცაა, რატომ თავად არ გესმით ეს?
-მე მხოლოდ ის ვიცი, რომ გოგა ცუდად არის.
-მე კარგად ვარ დედა... -გაუღიმა ბავშვმა და აღელვებული თვალებით პირდაპირ მე შემომხედა -წამიყვანე აქედან.
-გოგაა...
-დედა, გთხოვ.
-ვინ ხართ საერთოდ, რატომ მაინც და მაინც ჩემი შვილი?
ქალი, ბავშვზე ძლიერად მიკრული მიახლოების საშუალებას არ მაძლევდა . მე კიდევ ვიდექი ასე გაშეშებული მათ წინ და უკვე არც ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, რადგან პალატაში ჩემმა ქმედებამ სრული ქაოსი გამოიწვია. მიყურებდა როგორც მტერს მისი შვილისთვის. წამით ისაც ვიფიქრე, რომ ზურგი შემექცია მათთვის და ოთახი დამეტოვებინა მაგრამ არა! მე ეს არ შემეძლო. ზუსტად ვიცოდი რასაც ვაკეთებდი და რა დადებით შედეგიც მოყვებოდა ამ ყველაფერს. გადმოყირავებული სკამი, ძირს გაბნეული ქაღალდები და ეტლში მჯდომი სიცივისგან აკანკალებული ბავშვი. ასეთი კადრი იშლებოდა ჩემს წინ. ისევ გასასვლელ კარებს მიყრდნობილმა ვცადე ეს დუმილი ხელახლა დამერღვია.
-უბრალოდ მე...
-კითხვაზე მიპასუხეთ.
-....
-ნუ მაიძულებთ ექიმს დავუძახო.
-დედა, საკმარისია -უთხრა განაწყენებულმა ბავშვმა და თან თვალს არ მაშორებდა.
-არ ვიცი უკვე არაფერი არ ვიცი. -დროებით სიჩუმეც ჩამოწვა, თუმცა სულ რამოდენიმე წამის შემდეგ...
-მალე დავბრუნდებით.-მშვიდად მივუახლოვდი მათ და ეტლთან ჩავიმუხლე -გპირდებით!
-მეშინია ის ხომ...
-ძალიან მალე. -გავუმეორე მას.
-ერთი წუთით, ღმერთო ჩემო -დედამ აკანკალებული ხელები ეტლს გაუშვა და იქვე, რაღაცას დაუწყო ძებნა - დამელოდეთ!
-....
-ეს მოაცვით! -და კარადიდან ქურთუკი გამომაწოდა -გარეთ ცივა.
-მადლობთ.
-გოგა, ეს ნამდვილად გინდა? იქნებ...
-ნუ ნერვულობ დედა - ხელი ძლიერად მომკიდა -ლევანი ხომ ჩემი მეგობარია.
-კარგით, კარგით. - ფანჯრისაკენ შეტრიალდა და მეტი არც აღარაფერი უთქვამს. ჩვენც ნელნელა პალატიდან გავედით და დერეფნის გავლით იქაურობა დავტოვეთ.
-ლევან...
-გისმენ!
-შენ ისეთი კარგი ხარ...
-შენც ჩემო მეგობარო.
------------
- ის ბედნიერია ღმერთო... -თავისთვის ჩაიჩურჩულა დედამ, როდესაც თვალს მოვეფარეთ.
მჯერა, რომ ზუსტად იმ წამს ისაც ბედნიერი იყო დიდი წინააღმდეგობებისდა მიუხედავად.
***

თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ სამყარო პატარა ბავშვების თვალით. ზღვარი კეთილ ადამიანებსა და პატარა გულბრყვილო ბავშვებს შორის სწორედ აქ გადის. ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც წამს მტკიცე მომავლის სიკეთესთან ერთად ამით ის იმ გულბრყვილო სათუთ ბავშვს ჰგავს, რომელთაც საერთოდ არ იციან რა არის ბოროტება და
მათ სახეზე, მხოლოდ სიყვარულით ანთებულ თვალებს ხედავთ. მათ სწორედ სწამთ და ასეც იქნება, უდაოდ!!! ბავშვების სამყარო ეს არის სილაღითა და სილამაზით სავსე სამყარო. ყველაფერი ლამაზ ფერებში და დედამიწა, რომელიც მხოლოდ მათ გარშემო ბრუნავს. ხანდახან ჩვენ თავადაც უნდა ვუყუროთ გარემოებებს მათი თვალებით და სულ რამოდენიმე წამში თქვენ იგრძნობთ საოცარ სისუფთავეს სულში და ეს იმიტომ, რომ ასეთია მათი შინაგანი სულიერიება. თქვენს ეს გიცდიათ? არა რა თქმა უნდა. ადამიანებს ზრდასრულობაშიც, რომ შემორჩენოდათ ის სისპეტაკე რაც ყოველ პატარაშია, ან თუნდაც მისი მცირე ნაწილი მაინც აღარ იქნებოდა შუღლი, არ იქნებოდა დაპირისპირებები და ღალატი, მაშასადამე არ იქნებოდა ომი! ამ უკანასკნელის სათავეში კი მგონია რომ სწორედ ისეთი ადამიანები იდგნენ, რომლებიც ქვეყანას პირდაპირ ჯოჯოხეთიდან მოევლინნენ და საერთოდაც არ ჰქონიათ ბავშვობა. არ ჰყოლიათ იმ დროინდელი მეგობრები და არც არასდროს ჰყვარებიათ ვინმე. სხვაგვარად საიდან ამდენი სასტიკი ამბიციები?! რომელთაც არაერთი ადამიანი, ქვეყანა, გმირი თუ მშობელი შეიწირა. ეს სხვა სამყაროა. თქვენ წარმოიდგინეთ არც კი... ეს არის რაღაც სამყაროს მიღმა. მისგან განცალკევებით დარჩენილნი უსამყაროება.
მოკლედ, დახუჭეთ თვალები? ხედავთ ყოველივეს ლამაზ და სპეტაკ ფერებში ან გრძნობთ,
მაინც სულში საოცარ სისპეტაკეს? თუ მართლაც ასეა მაშინ მოხარული ვარ ამით.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - სიყვარულის ნათელ ფერებში. P.S: მეც თქვენს მეზობლად ვარ...
***
ხშირად მიფიქრია თუ რა არის ჩემი არსებობის რეალური არსი ამ ქვეყნად?! მიმაჩნია, რომ ყოველ ჩვენგანს რაღაც მისია აქვს და მას თავად უნდა მიაგნოს. ალბათ ასე მხოლოდ მე არ ვფიქრობ. რაც შემეხება მე... მე ადამიანების გაბედნიერება მაბედნიერებს. მიხარია თუ ჩემგან გამოწვეულ რაღაც დადებითს შევნიშნავ მათ სახეზე. თავად სიყვარული მიყვარს და მისი ძალისხმევით ვეკიდები ყველაფერს გარშემო. ვფიქრობ, რომ სწორედ ესაა ჩემი ე.წ მისია ამ ქვეყნად. სხვების დახმარება და გაბედნიერება. რა სჯობს იმას თუ ბნელი ოთახის კუთხეში მარტოდ მყოფი ადამიანისათვის, შენ ხარ სარკმლიდან შემოპარული ის სინათლე, რომელსაც არა ემალებოდა! არამედ ელოდა. მე ნამდვილად მსურს სამყაროს შეცვლა და ახალი ისტორიის დაწერა. სამყაროს შეცვლა ემოციას შეუძლია და არა გონებას, რომელიც ვერ მართავს ემოციას. ემოცია ეს სულიერი მდგომარეობაა ანუ ჩვენ! გონება კი ფიქრი რასაც ვერ შეაჩერებ. ვიღაცა გარშემომყოფებისათვის ბედნიერია ერთი შეხედვით, თუმცა მარტოდ დარჩენილს სული სიცარიელით ევსება. მას სიყვარული აკლია დანაწევრებული სულის აღსადგენად, რომელიც სუნთქვა გახდება მისთვის სახელად მეორე- ის. მართლაც ემოციაა ყველაფერი გარშემო. ის ძვირფასი და აუცილებელია და სწორედ ამიტომაცაა თვალთათვის უხილავი. რაიმე უკეთესობაზე ფიქრი ან თუნდაც რამის დაწერა ყოვლად შეუძლებელია მის გარეშე. მისიის სისრულეში მოყვანაც კი. პატარა ბავშვმა დამარწმუნა იმაში, რომ არანაირი შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს და არანაირ ავადმყოფობას არ შეუძლია დაანგრიოს ის ოცნებები რასაც თავად აშენებ და გარდაქმნი რეალობად. ჩვენ დიდხანს ვიდექით ქალაქისგან განცალკევებით, ამაღლებულ ადგილას მაღლა ხელებ აპყრობილი. ვსუნთქავდით გრილს ჰაერსა და ვტკბებოდით ამ დღის სილამაზით. თითქოს ის აქრობდა სენს ჩვენი სხეულებიდან და კვლავ შეგვეძლო დაუბრუნებულიყავით ჩვეულ ცხოვრების რიტმს. არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ წერტილში ცხოვრობ და ვინ ხარ. თუ შენში არის ის სიდიადე რის ნაკლებობასაც განიცდის სხვა, მაშინ შენ ხმას მიაწვდენ ყველას დედამიწის ნებისმირ წერტილში, იმიტომ რომ შენ ხარ -შენ და არა "სხვა". ფრენის უუნარობა არ ნიშნავს, რომ საზღვრები ბარიერია! იმას რაც გინდა აუცილებლად მიაღწევ და მიხვალ იქაც სადაც სიტყვები განსაკუთრებულია და ელიან კიდეც შენს სათქმელს. ადამიანები ქმნიან ისტორიებს, მწერალთა ნაწარმოებები ცვლიან შეხედულებებს და სიღრმისეულად გვაფიქრებენ, ხოლო მუსიკა როგორც სხვა დანარჩენი პირდაპირ შემოიჭრება ხოლმე ჩვენს სულებში და აფორიაქებს მას. ნუ იფიქრებ, რომ შენ არ შეგიძლია შექმნა მათსავით მნიშვნელოვანი რამ. თუ გსურს, რომ შექმნა განსაკუთრებული ჯერ თავად უნდა დააფასო შენი შინაგანი განსაკუთრებულობა. სხვა შემთხვევაში არ გექნება საკუთარი თავის რწენა და ფრენისას ვარდნის შეგეშინდება, ხოლო გადარჩენის სიმტკიცე განა ვერ დაგეხმარება, არამედ ის არც გექნება. ემოცია, სიმტკიცე და რწმენა საკუთარი შესაძლებლობების. ეს ის აუცილებელობაა, რომელთა გარეშეც ვერაფერს შეძლებ. არსებობენ რიგითი ადამიანები და არსებობ შენ", განსხვავებული. სწორედ ამიტომ უნდა ეძიო საკუთარ თავში ყოველი ის თვისება რაც განგასხვავებს და გაძლევს შესაძლებლობას რათა არ მოექცე მათ რიგებში, რადგან შენნაირები არიან ცოტა. ვიღაცა ამას ფარულ ამპარტავნებად შერაცხავს და თუ საერთოდ არ იტყვი არაფერს თავმდაბლობად ჩაგითვლიან. ასე, რომ თავად გადაწყვიტე რა არის შენი არსებობის არსი და თუ როგორ უნდა შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ.
" და როგორია შენი სამყარო" -მითხრა გოგამ, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მშვიდად მისმენდა და მხოლოდ ახლა გაუჩნდა კითხვა, რაზედაც ჩემდაუნებურად გამეღიმა.
-ჩემი სამყარო ნათელ ფერებშია.
-ეგ როგორ? -გაურკვევლობამ ცოტათი დააბნია.
-ნათელ ფერებში. ისეთი ნათელი, ისეთი წრფელი, ძლიერი და სავსეა როგორიც სიყვარული. ესე იგი სიყვარული ნათელ ფერებში. აი სწორედ ეს არის ჩემს მიერ დანახული სამყარო რომლის ნაწილიც ვარ მე. ფერთა იდეალურ შერწყმათა გამას ამჩნევენ ისინი ვისაც ჯერ არ
ჰყვარებია. ეს კარგი ნახიტივითაა. მისი სილამაზე კი არა, მისი შექმნის აზრი უნდა დაინახო ტილოზე. მოკლედ, მე მხოლოდ სიყვარულის ნათებას ვხედავ და მის არ არსებულ ფერთა ერთობლიობას. სიყვარულის ნათელი ფერები აერთიანებს ყველა იმ გრძნობას რაც აფორიაქებს ადამიანთა გულებს...
-როგორ ხედავ ფერებს თუ ის ნათელია?
-მოდი ასე გეტყვი... როდესაც გაიზრდები და გეწვევა ნამდვილი სიყვარული სწორედ მაშინ მიხვდები თუ რას ნიშნავს "სიყვარული ნათელ ფერებში", რომ ეს ტილოზე დახატული მშვენიერება კი არა, არამედ აზრია მისი მშვენიერების მიღმა.
-კარგი.
ამ სიტყვების შემდგომ ერთხანს მდუმარედ ვიდექით და ერთად გავჰყურებდით შორ ჰორიზონტს. ვესაუბრებოდი როგორც ზრდასრულ ადამიანს და მჯეროდა, რომ ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად გებულობდა ან უბრალოდ მინდოდა, რომ ასე ყოფილიყო. ყოველი სიტყვა თუ წინადადება მის მომავალს ეხებოდა რათა არ დაეკარგა გადარჩენის იმედი და წუთით მაინც დავიწყებოდა მისი ახლანდელი მდგომარეობა. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ბავშვმა თავისი საოცარი წარმოსახვისა და აღქმის უნარით ძლიერად შემაყვარა თავი
და მე ბედნიერი ვარ, რომ იმ დღეს, როდესაც დედამისმა ის უგუნო მდგომრეობაში მოიყვანა საავადმყოფოში იქ ვიყავი. მან კიდევ ერთი სამყარო გამაცნო ბავშვური თვალით დანახული და ჩემი გული შეავსო მისდამი უსაზღვრო სიყვარულით. სულ რამოდენიმე კვირა გახდა საკმარისი იმისთვის, რომ მოულოდნელი გარდატეხა მომხდარიყო ჩემს უინტერესო ცხოვრებაში. მე აღარ ვიყავი პიროვნება საკუთარი ნაწერებით მარტო დარჩენილი. გავიცანი და შევიძინე ორი უძვირფასესი ადამიანი: მარიამისა და გოგა სახით, ხოლო ჩემს ყოფასაც დაუბრუნდა არსებობის აზრი. შემდეგ გოგას, დიდი ხნის უნახავი მარიამიც გავაცანი ხოლო იმ დღის შემდგომ ყოველთვის და ყველგან ერთად ვიყავით. მივირთმევდით ნაყინს ქუჩაში ნელი სვლით და ვათვალიერებდით ლამაზ, ბრჭყვიალე ფერებში შემოსილ მანეკენებს. ვიხსენებდით ათასგვარ ისტორიებს წარსულიდან და ვერც კი ვაცნობიერებდით, რომ ეს აწმყოც დიდებულ მოგონებად შემოგვრჩებოდა. სიცილზე ნურაფერს მკითხავთ. მარიამს იმდენად ხმა მაღალი სიცილი უყვარდა, რომ გამვლელები გაკვირვებული თვალებით ჩაგვივლიდნენ ხოლმე გვერდით. მას კი საერთოდაც არ აკომპლექსებდა ეს ყველაფერი. პირიქით მისი ეს უზღვავი ენერგია ჩვენს განწყობას ერთიანად ავსებდა ემოციით. მახსოვს ვიცეკვეთ კიდეც სამივემ ერთად თბილისის რომელიღაც ქუჩაზე სადაც ხალხი ნაკლებად იყო და არც ტრანსპორტი გადაადგილდებოდა დიდი სიხშირით. იდეაში ამას ცეკვასაც ვერ დავარქმევდი, რადგან ერთმანეთისგან განსხვავებულ და გაურკვეველ მოძრაობებს ვაკეთებდით. სისწრაფითა და მოქნილობით მარიამი მაინც გვჯობნიდა მე და გოგას, თუმცა ხომ გითხარით კიდეც მისი ულევი ენერგიის შესახებ. საღამოობით გოგას ისევ პალატაში ვაბრუნებდით ხოლმე, ხოლო მეორე დღეს ყველაფერი ისევ ახლიდან იწყებოდა. ჯერჯერობით მისი პირადი ექიმიც არ ჩანდა წინააღმდეგი ამ ყველაფრით და ხელსაც არაფერი გვიშლიდა. ქუჩაში მშვიდი სვლით მოსიარულე ხალხის ყურებაც კი საინტერესო იყო ჩვენთვის. ზოგს სადღაც ეჩქარება, რომელსაც საშინელი უფროსი ჰყავს და სამსახურის დაკარგვის შიშით გამვლელებს შორის, სირბილით ძვრება. მშობლები შვილებს აცილებენ სკოლაში და გზად წინა დღეებში მომხდარ მათ ცუდ საქციელზე ელაპარაკებიან. არ იშურებენ რჩევა-დარიგეგებს და ა.შ. ამ დროის განმავლობაში კი ქუჩის გადაღმა გაჩერებასთან მდგარი ბიჭი თვალს ვერ სწყევტს გოგონას, რომელიც სულ რამოდენიმე მეტრის მოშორებით წიგნის კითხვითაა გართული და ვერც ვერავის ამჩნევს გარშემო. წითელ შუქს, მწვანე მოჰყვება და ისინიც გადადიან გზის საპირისპირო მხარეს. შესაძლოა გზად შენს "მომავალს" ჩაუარე. შენს დიდ სიყვარულსა და ძვირფას ადამიანს, რომელსაც ჯერ არ იცნობ და როდის გაიცნობთ ერთმანეთს, ეს არც არავინ იცის. სხვათაშორის ამ უკანასკნელზე ხშირად მიფიქრია, როდესაც მათსავით მიყვარდა ქუჩაში მარტოდ სეირნობა. იქნებ ეს ის გოგოა, რომელიც კაფეში მეგობრებთან ერთად ყავას მიირთმევს ან თუნდაც ის, რომელმაც ეს ესაა გვერდით შეუმჩნევლად ჩამიარა. ახლა ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, რადგან მე მყავს მარიამი, რომელიც ჩემთან ერთად ათვალიერებს მათ, რომელთაც სულ სადღაც ეჩქარებათ. იქნებ ეს სულაც არ არის ცუდი?! და სწორედაც, რომ სწრაფად უნდა იმოქმედო რათა ცხოვრებაში ბევრი რამ მოასწრო. ასეა თუ ისე ერთად ყოფნას ხომ მაინც ვახერხებდით. ერთ მშვენიერ საღამოს კი გოგა დედამისთან ერთად ესტუმრა, მარიამის ახალ გამოფენას და არაჩვეულებრივი დროც გაატარეს ცნობისმოყვარე დამთვალიერებლებთან ერთად. ეს იყო დღე, როდესაც გოგამ პირველად შენიშნა უძილო ღამეებისა და გაურკვევლობის მოლოდინში დაღლილი დედამისის სახეზე ბედნიერების ღიმილი. წამით ამომხედა და ჩურჩულით მითხრა "მადლობ! ის ბედნიერია". ვერ გეტყვით იმას თუ რამდენად კარგად შევძელი მისი ოცნების ასრულება თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცოდი. გოგას დროულად უნდა დაეღწია თავი საავადმყოფოს კედლებიდან, სახსალამათს. უბრალოდ არ შეიძლება პატარა ბავშვმა გაიაროს ის გზა, რაც განვლე მე. ხოლო გაცნობიერება იმისა, რომ "შენ შეიძლება მოკვდე" ზუსტადაც, რომ სიკვდილის ტოლფასია რაც ანგრევს არა მხოლოდ ნერვებს, არამედ შენს შინაგან მდგომარეობას. რწმენის დაკარგვა კი სხვა არაფერია, თუ არა შეგუება სიკვდილთან.
ეს მარცხია, რეალობის შიში და ომის წაგება... და რას ნიშნავს ომის წაგება? რაღა თქმა უნდა კიდევ და კიდევ ერთხელ სიკვდილს!
***
-თავს როგორ გრძნობ?
-ბოლო დროს ცოტათი სუსტად.
-მაინც?
-არ ვიცი. რაღაც ძალიან მალე ვიღლები ხოლმე და სულ მეძინება.
-გამოძინებას ვერ ახერხებ?
-კი როგორ არა! მაგრამ რაღაცნაირად ვარ.
-ლევან, რეაბილიტაციის კურსს სწორედ არ მიყვები და...
-აქ ვერ დავრჩები და ვერ შევძლებ სულ ერთი და იგივე სახეებს ვუყურო.
-იცი, რომ მდგომარეობა უარესობისკენ მიდის?
-კი მაგრამ...
-მომისმინე ერთი წუთით! -მოულოდნელად სკამიდან წამოიჭრა და სიტყვა ზედ შემატოვა. - მე აქედან ვერაფრით დაგეხმარები თუ შენც ხელს არ შემიწყობ.
-ექიმო, ორ თვეში ჩემი წიგნის პრეზენტაციაა.
-მერე ხომ გინდა, რომ დაესწრო შენსავე წიგნის პრეზენტაციას?
-მაგით რას მეუბნებით?
-ეს დაღლილობა და მოჭარბებული ძილიანობა იმის ბრალია, რომ მდგომარეობა არ სტაბილურდება. მეტასტაზები სულ უფრო მეტად ვითარდებიან შენს ორგანიზმში. - საუბრისას ხელის კანკალი დასჩემდა -უბრალოდ თავს იკლავ და სულ ესაა.
მისთვის აღარაფერი მითქვამს. ჩუმად წამოვდექი და სულ რამოდენიმე ნაბიჯის შემდგომ კარებთან გავშეშდი -პრეზენტაცია აუცილებლად იქნება, ხომ? -უკან მოუხედავად ვკითხე.
-პრეზენტაცია იქნება.
-მერე?
-იქნება, თუმცა უშენოდ. -მოკლედ მომიჭრა და ფანჯრისაკენ შეტრიალდა.
-...
-ისევ გარბიხარ.
-სხვანაირად არ შემიძლია.
-ეშმაკმაც დალხავროს, რა არ შეგიძლია?
-უნდა წავიდე...
სიარულისას ფეხები დამიმძიმდა და წუთით ვიფიქრე მართლაც ხომ არ გავიქცე თქო, თუმცა რას უნდა გავქცეოდი თუ არა საკუთარ თავს. რეალობაც ხომ არ მაძლევდა გასაქანს და რამოდენიმე ხნიანი დერეფანში უაზროდ დგომის შემდგომ, ძალდატანებით გავერიდე.
***
ამ ქვეყნად მხოლოდ იმის შეჩერებაა შეუძლებელი რაც შენზე ძლიერია ანუ შეუძლებლის. ვცდილობ არ ვიფიქრო ხოლმე ამ ყველაფერზე თუმცა, როდესაც სახლში მარტოდ ვრჩები, სიგარეტის კვამლში გახვეული შიგნიდან მაინც რაღაცა მღრღნის და არ მაძლევს მოსვენების საშუალებას. ფიქრის კი არა, მოქმედების დროა. სათქმელი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვა და დავმატკიცო, რომ სიყვარული ნათელ ფერებშია. წარვსდგე პუბლიკის წინაშე და ვთქვა, რომ "უბრალოება არ ნიშნავს იმას, თითქოს ვიღაც ჩვეულებრივ და უბრალო ადამიანს არ შეუძლია იქცეს უდიდეს პიროვნებად.". ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით არიან, თუმცა მათ ვერ ვამჩნევთ, რადგან "სიბნელეა". სიბნელე გონებაში და სიბნელე თვალთ. კი არ დავბრმავდით, არამედ მოსაღამოვდა და ჩამობნელდა ჩვენს ყოფაში. შემდეგ კი მარტივია იმის თქმა, რომ "ის" განსაკუთრებული იყო. რომ მას ვიცნობდით თუმცა ვერც კი ვიფიქრებდით რარიგ "დიდ ადამიანთან" ერთად გვიწევდა ჭიქა ღვინის აწევა მახლობელ უბნის სარდაფში. შემდგომ რა ხდება? წლების მერე "ის" კვდება თავისივე ქალაქში შიმშილისგან, სიცივისა და მარტოობისაგან ღონე მიხდილი გარეთ. მეორე დღეს კი მას პოულობენ და "ის" ირაცხება გენიად. მისი შემოქმედება ითარგმნება მრავალ ენაზე და გადის საზღვრებს მიღმა. უამრავი უცხო ადამიანი კი ყოველ წლიურად სტუმრობს ჩვენს ქალაქს მხოლოდ იმისათვის რათა გაიგონ და გაეცნონ თუ სად დაიბადა "ის" გენიალური პიროვნება. ასე აღარ უნდა ხდებოდეს. კიდევ ბევრი რამ არ უნდა ხდებოდეს მაგრამ მე ჩემი უბრალო ნაწერებით ხელში არ შემიძლია ყველაფერ ამაზე ერთად ვილაპარაკო. მე ვიტყვი ჩემსას ხოლო სხვას იტყვიან სხვა დროს! ჩემს ქალაქში გენიებად კი არ ყალიბდებიან არამედ იბადებიან. აი ამიტომ არ მეშინია თუ ერთ მშვენიერ დღეს მეც დავტოვებ აქაურობას. მე გავქრები, თუმცა დაიბადებიან ისინი და სწორედ ისინი დაასრულებენ ჩემს დაწყებულ წინადადებას. გააგრძელებენ და გაანოყიერებენ წინაპართა ისტორიას და ოფლით მოვლილ მიწას. ამბობენ ბევრი ფიქრი არ ვარგოა, თუმცა ერთ ღამეში სიგარეტის კვამლში გახვეული სწორედ ამდენ რამეზე ვასწრებ ფიქრსა და გაანალიზებას. ხალხს აუცილებლად უნდა ვესაუბრო და პრეზენტაცია სწორედ ისაა რაც მჭირდება. ჩემი მიზანი მხოლოდ სიყვარულის გამოღვიძებაა მათში ხოლო რამდენად შეამჩნევენ მის ბრწყინვალებას, ეს უკვე მათ სიყვარულზეა დამოკიდებული. სიყვარული ესაჭიროებათ, სურთ, უნდათ... მე კიდევ გავიღიმებ და გეტყვით, რომ უბრალო რწმენაც კი საკმარისია. ის უნდა გწამდეთ და არა გსურდეთ!

***
-მოკლედ სტუმრები აქეთ დასხდებიან სახით სცენისკენ და ვფიქრობ ნახატების გატანა
მოგვიწევს დროებით დარბაზიდან -ესაუბრებოდა თანამშრომლებს, მარიამი მოახლოებულ პრეზენტაციაზე და ერთად გეგმავდნენ მის ორგანიზებას. - ან საერთოდ იცით რას ვფიქრობ?! კედლებზე ნახატების მაგივრად მისი ნაწარმოებებიდან ციტატები, რომ დავბეჭდოთ და ჩარჩოებში ჩავსვათ თქო. ორიგინალური და საინტერესო იქნება ჩემი აზრით. პრეზენტაციის დაწყებამდე სტუმრები უკეთ გაეცნობოდნენ მის შემოქმედებას და ბოლოს პრეზენტაციაა...
-კარგი აზრია მაგრამ ერთ თვეში მოვასწრებთ ამ ყველაფერს?
-უნდა მოვასწროთ! -თქვა მარიამმა.
-მაშინ ლევანიც აქ უნდა იყოს, რადგან მისი აზრი უფრო მთავარია, ხომ ხვდები?!
-ლევანს დაველაპარაკები კიდევ ერთხელ და მოვილაპარაკებთ რამეს.
-ცოცხალი მუსიკა?
-არა, ცოცხალი მუსიკა არ მინდა. მხოლოდ რამოდენიმე მუსიკოსი დამჭირდება, რომ მთლიანი პრეზენტაციის დრო კლასიკური მელოდიით იყოს გაფორმებული დაბალ ხმაზე თან, რომ გასდევდეს ავტორის საუბარს.
-ეგაც შეიძლება. სხვა მწერლების დაპატიჟებასაც აპირებ?
-მხოლოდ სტუმრების სახით. მინდა მხოლოდ ლევანმა ისაუბროს მთელი ამ ხნის განმავლობაში.
-კარგი მაშინ ეგრე მოვიქცეთ. შენ რას აპირებ ეხლა?
-რაღაც მონახაზი გვაქვს და მაშინ წავალ და ლევანს ვნახავ.
-მე შევეხმიანები ჩემს მეგობრებს. მუსიკოსები არიან და ვნახოთ იქნებ დაგვეხმარონ რამეში.
-და იქნებ ვინმე ოპერატორიც, რომ მოიძიო სადმე.
-მოკლედ შეგეხმიანები რა, მარიამ თუ რამე გავარკვიე.
-კარგი.
მოულოდნელად მისი მეგობარი გასასვლელთან შეჩერდა და პირდაპირ მისკენ მოტრიალდა.
-მარიამ....
-გისმენ?!
-გიყვარს ხო ეგ ბიჭი? -ამ კითხვაზე მარიამმა უცნაურად გაიკვირვა თუმცა შეეცადე, რომ არ დაბნეულიყო.
***
-ეს ყველაფერი როდის გაიგე?
-რამოდენიმე თვის უკან.
-მერე?
-მერე არც არაფერი...
-დაგვიანებულია მკუნრალობა?
-ძალიან. ბოლო სტადია დამიდგინეს.
-წარმოუდგენელია!
-ერთი სიტყვით მე ის უსულო სხეული ვარ რომლის გულსაც აპარატით ძალით ამუშავებენ,
რათა არ მოკვდეს.
-აქ ადრეც შეგამჩნიე უბრალოდ ზედმეტად არ მინდოდა რამე მეკითხა. -მითხრა გოგას დედამ.
-ვერც დავმალავდი. ჩვენ ხომ ერთ საავადმყოფოში ვართ.
-მარიამი ხო?
-კი მარიამი...
-იცის ამის შესახებ?
-ჯერ არა.
-ალბათ არც ჩემმა გოგამ?
-არა და არც მინდა, რომ იცოდნენ. მალე ჩემი წიგნის პრეზენტაციაა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. მარიამიც ისეთი ენთუზიაზმითაა სავსე, რომ არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო.
-მაპატიე -აღელვებული სკამიდან წამოდგა და ჯიბეებში რაღაცას დაუწყო ძებნა.- ჩემს შვილს ისე უყვარხარ, რომ არ ვიცი რა ვიფიქრო.
-მთავარია ის კარგად იყოს. ახლა მხოლოდ ამაზე უნდა იფიქროთ.
-იცი?!-ხელსახოცით ცრემლები შეიმშრალა -მაშინ გამოფენაზე, რომ ვიყავით ვერც კი გავიხსენე ბოლოს როდის იყო ასეთი ბედნიერი.
-...
-სულ იღიმოდა და თან ისეთი გაბრწყინებული თვალებით შემოგყურებდა რომ...
-გოგა ძალიან ძლიერია.-ვუთხარი მას.
-დედა ვარ და რთულია შვილს უყურო ასეთ მდგომარეობაში. მისი უბრალო ღიმილიც კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. მინდა ძველებურად გარეთ ფეხბურთს თამაშობდეს ბავშვებთან ერთად. ჭუჭყში ამოგანგლული რომ შემოირბენდა ხოლმე სახლში. ისეთი მოუსვენარი და ცელქია, რომ არ ვიცი. მასწავლებლები ვერაფრით აჩერებდნენ გაკვეთილზე. 12 წლისაა მაგრამ უკვე იმდენჯერ ვარ დირექტორთა დაბარებული მისი მოუსვენარი ხასიათის გამო, რომ რა ვიცი. -მის ამ სიტყვებზე კი მართლაც გულიანად გამეცინა. -ამ ყველაფრის მერე კი სწორედ შენ ხარ "ის", ვინც მასში მისი ბავშვური ბედნიერება დამანახა ხელახლა.
-მომისმინეთ...
-შენ არ შეიძლება, რომ ცუდათ იყო -და მოულოდნელად ცრემლები წასკდა თვალებიდან. რა დროსაც მშვიდად მივუახლოვდი და ძლიერად მივიკარი ის -არ შეიძლება. ასე არ შეიძლება. - იმეორებდა დაუსრულებლად.
-მეც მისი ბედნიერება მსურს.
-იქნებ არსებობს რაიმე სხვა გზა?
-აღარ გვინდა ამაზე საუბარი, გთხოვთ.
-შენთვის ვილოცებ, მე მწამს ღმერთის და ის დაგიცავს, ვიცი.
-...
-აუცილებლად დაძლევ.
-თქვენ გოგას სჭირდებით. ძლიერი და დარწმუნებული თავის თავში.
-ყველანაირად ვცდილობ რომ მან არაფერი იგრძნოს.
-მართალია.-სახეზე ცრემლები ფრთხილად მოვწმინდე და თვალებში ჩავხედე -თქვენ მას სჭირდებით.მეც ხომ ხედავთ, რომ არ გტოვებთ?!
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო, ლევან.
-ჩვენ მას დავაყენებთ ფეხზე. ასე, რომ ჩემზე კი არა მასზე იფიქრეთ, მხოლოდ მასზე.
-დედისთვის ბევრს ნიშნავს, როდესაც შენნაირი ადამიანი ჰყავს გვერდით.
-კარგად იქნება ყველაფერი.
***
წერით ყოველთვის ვწერდი. ადრეულ ასაკშივე აღმოვაჩინე, რომ წერა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა და მასში უდიდეს სიმშვიდეს ვპოულობდი. ვწერდი სკოლაში გაკვეთილების დროს, ავტობუსში მგზავრობისას, გაჩერებებზე, ქალაქ გარეთ ბუნებაში და სახლშიც გვიან ღამისას. ვწერდი თუმცა მხოლოდ ჩემთვის და ამის აფიშირება არასდროს მომიხდენია არსად. ალბათ იმიტომ რომ ვერაფერ განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ვერ ვხედავდი ჩემს ნაწერებში. არასდროს მიყვარდა ადამიანებთან რაიმეზე კამათი. ბევრი რამ არ მომწონდა მათში მაგრამ ყოველთვის ვიკავებდი თავს პირდაპირობისგან. ხშირად მტკენია კიდეც და სწორედ ამიტომ ვწერდი დილამდე გაუჩერებლივ. ყველაფერი ფრაზებად გადმომქონდა ფურცელზე და ბოლოს შეიძლება დამეწვა ან დამეკუჭა კიდეც და შორს მომესროლა ნაწერი. სადღაც ოთახის კუთხეში მიმეგდო და დამეტოვებინა იქაურობა. ხანდახან უკან დავბრუნებულვალ და ხელახლა გადამიხედია მისთვის. კვლავ ამიღია დაკუჭული ფურცელი და ზედ რამოდენიმე წინადადებაც დამიმატებია. მრჩეველი არც არასდროს მყოლია რადგან მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე. ჯერ კიდევ სკოლის რიგითი მოსწავლე ვიყავი, როდესაც მარტოდ მარტო დავრჩი. ეს პერიოდი იყო რა დროსაც მხოლოდ გადარჩენისათვის ვბრძოლობდი და საერთოდაც არ მქონია ამბიცია ჩემი თავი დამემკვიდრებინა ამ ქვეყნად როგორც მწერალს. მშიოდა, მწყუროდა და მციოდა კიდეც მაგრამ მაინც ვწერდი. ვწერდი გონებაში, წარმოვიდგენდი სიუჟეტურად ჩემს ნაწარმოებს და შემდგობ კვლავ ფურცელზე გადმომქონდა ემოცია. ის გაყინული და გაქვავებული ემოცია რაც ცხოვრებამ მარგუნა. ალბათ ესაც, რომ არ შემძლებოდა ერთ-ერთი უბოროტესი ადამიანი გავხდებოდი, რადგან ჭეშმარიტი მწერალი ვერასდროს იქნება ბოროტი. ეს უფრო და უფრო შეუძლებელია მისი ყოველი ნაწერის შემდგომ. ჩემს თავს მწერალს არასდროს ვუწოდებდი, ხოლო ნაწარმოებებს უბრალოდ ნაწერებს ვეძახი, რადგან არ ვთვლი რომ ისეთივე მწერალი ვარ როგორიც იყვნენ და არიან სხვები. მე ვარ -მე, უბრალო ნაწერებით დარჩენილი მომაკვდავი მე. ადამიანი რომლის ცხოვრებაც ყოველდღიურად იცვლება და მიექანება სადღაც უფსკრულისაკენ. სარკეში ყოველი ჩახედვისას ვამჩნევ თუ როგორ დააჩნდა თვალის უპეებს სიშავე, როგორ დაკარგა სახის ნაკვთებმა ახალგაზრდული ენერგია და როგორი ფერმკრთალი გახდა ის. მეგონა ღიმილის შეგრძნებაც დავკარგე და რომ არა, მარიამი ამასში ნამდვილად დავრწმუნდებოდი. მან ღიმილი კი არა სიცოცხლის უსაზღვრო სურვილი დამიბრუნა. მე მაინც ვერასდროს შევძლებ ვუთხრა რომ მიყვარს ის, რადგან ჩემი მოსალოდნელი სიკვდილით უბრალოდ გულს ვატკენ და სჯობს მეგობრულ საზღვრებს არ გასცდეს ეს სიყვარული. მთვარია ისა და გოგა ჩემს გვერდით არიან და მაცოცხლებენ. მიფარადებენ დღეებს და მას დაუვიწყარსს ხდიან. აქამდე ისე ვცხოვრობდი, რომ საერთო არავის არ დაუნახავს ჩემში რაიმე განსაკუთრებული. ის კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რათა "სიყვარული ნათელ ფერებში" მიიტანოს მკითხველამდე. გააცნოს რომ შემდგომ წაიკითხონ და შეიყავრონ როგორც წიგნი. მე კიდევ იცით რისი მეშინია?! იმის, რომ ვერ მოვასწრებ საკუთარი მთავარი სიტყვის თქმას პუბლიკის წინაშე. პირადად მინდა მათ თვალებში ვუყურო რათა დავრწმუნდე, რომ ეს ნაწერები რამედ ღირს. სხვა თუ არაფერი იმის იმედს მაინც დავიტოვებ, რომ წიგნი თავად იტყვის ჩემს სათქმელს. იტყვის იმას, რომ სწორედ სიკეთის ძალით უნდა ბრუნავდეს სამყარო, რომელშიც ხალხს სიყვარულის ნათელი ფერების წამს და ეს არა მხოლოდ ჩემი სამყარო, არამედ მათიც გახდა. ამით მივაღწევ იმას რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცდილობდი. მერე კი უკვე აღარ მანაღვლებს რა მელოდება. აქამდეც რომ მოვედი ღმერთის მადლიერი ვარ რომელმაც უთუოდ იცის თუ რად დამიჯდა ეს ყველაფერი. მოვედი მარტო ყველას გარეშე და თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე თავად ჩემი შესაძლებლობებისდასამებრ. არც ფიზიკური სისუსტე მაფერხებს და არც ეს ცეცხლ ჩამქრალი თვალები. მე იმაზე ბევრად ძლიერი ვარ, ვიდრე სხვა ჩემზე უკეთ მყოფი ადამიანი. უბრალოდ ჩემს მდგომარეობაში იცვლება შეხედულებები გარემოებების მიმართ. მე არ ვოცნებობ როგორც სხვა დანარჩენები და მეტიც, მე ვჩქარობ რათა მოვასწრო ის რაც მნიშვნელოვანია და იმ უამრავ ოცნებათაგან ერთ-ერთი მაინც მოვიყვანო სისრულეში. აღარ მაქვს მიზნები, რომლებიც უკავშირდება შორ მომავალს. ვიწყებ ახლანდელი და წარსული დროის დაფასებას და ვცდილობ ყოველი წამი ღრმად ჩამეჭდოს გონებაში. ამ ყოველივეს შემდეგ ალბათ სასაცილოა იმაზე ფიქრი თუ, როგორ უნდა შევქმნა ისტორია, რომელიც ჩემს სახელს სამუდამო დიდებას მოუტანს მაგრამ მაინც არ ვნებდები, რადგან ამით შესაძლოა ბევრი ადამიანის ცხოვრებაც კი შევცვალო. ისინი წაიკითხავენ ნაწარმოებებს ჩემი თანა ავტორობით და ერთ რამეში დარწმუნებული მაინც ვიქნები, რომ თუ ყველაფერი დიდი ინტერესით მოხდება ისინი უზღვავ სიყვარულს შეიგრძნობენ წიგნის ფურცლებიდან. ეს იქნება ცვლილება უკეთესობისკენ. ყოველმა ახალმა ფრაზამ ცნობისმოყვარეობა უნდა გაგიღვივოს და როდესაც საბოლოოდ წიგნს დახურავ დაფიქრდე თუ რა შეგმატა მან და იყო თუ არა ახლოს ის შენს სულთან. სწორედ ეს არის ხელოვნების სიძლიერე და მოხურული ვარ, რომ მას თავად ვქმნი.
----------
მოსმენით ყველას ვერ მოუსმენ, რადგან შეუძლებელია. ზოგს მართლაც შეუძლია ადამიანი წაიკითხოს, ზოგი მათ უყურებს, მე მხოლოდ ვწერ. ვქმნი არარეალურ პიროვნებებს საკუთარი რეალობიდან და მათ ვრცელ ისტორიებს ვარგუნებ. არა და მე ერთი ვარ, ისინი კი მთელი სამყარო. იმედია გამიგებენ რატომ ვერ ვუსმემ მათ. ისინი ხომ ცხოვრობენ და არსებობენ და ამათგან მხოლოდ მე ვიცი რას ნიშნავს სიკვდილთან ახლოს ყოფნა. იქნებ ღმერთი ვარ?! განსხვავება მხოლოდ ის იქნება ჩემსა და ღმერთს შორის, რომ მე მასავით ვქმნი ადამიანებს, თუმცა მოკვდავი ვარ და არა უკვდავი როგორც ის. არა სრულყოფილი ღმერთი ვარ. თან ვერც ვუსმენ ყველას. წიგნი ჩემი სამყაროა, პერსონაჟები - ადამიანები და მხოლოდ ეს ვარ. კიდევ ბევრ პერსონაჟს შევქმნიდი მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ბედმა სასტიკად დამცინა. იმ რეალურ ცხოვრებაში, რომელიც მე არ შემიქნია და სწორედ ამიტომაც ვტოვებ მას. იმედია ღრუბლებში ფრენა მაინც არაა მითი და ამაში მაინც გამიმართლებს. მოკლედ, წავედი! მეჩქარება.

***

-მოკლედ სტუმრები აქეთ დასხდებიან სახით სცენისკენ და ვფიქრობ ნახატების გატანა მოგვიწევს დროებით დარბაზიდან -ესაუბრებოდა თანამშრომლებს, მარიამი მოახლოებულ პრეზენტაციაზე და ერთად გეგმავდნენ მის ორგანიზებას. - ან საერთოდ იცით რას ვფიქრობ?! კედლებზე ნახატების მაგივრად მისი ნაწარმოებებიდან ციტატები, რომ დავბეჭდოთ და ჩარჩოებში ჩავსვათ თქო. ორიგინალური და საინტერესო იქნება ჩემი აზრით. პრეზენტაციის დაწყებამდე სტუმრები უკეთ გაეცნობოდნენ მის შემოქმედებას და ბოლოს პრეზენტაციაა...
-კარგი აზრია მაგრამ ერთ თვეში მოვასწრებთ ამ ყველაფერს?
-უნდა მოვასწროთ! -თქვა მარიამმა.
-მაშინ ლევანიც აქ უნდა იყოს, რადგან მისი აზრი უფრო მთავარია, ხომ ხვდები?!
-ლევანს დაველაპარაკები კიდევ ერთხელ და მოვილაპარაკებთ რამეს.
-ცოცხალი მუსიკა?
-არა, ცოცხალი მუსიკა არ მინდა. მხოლოდ რამოდენიმე მუსიკოსი დამჭირდება, რომ მთლიანი პრეზენტაციის დრო კლასიკური მელოდიით იყოს გაფორმებული დაბალ ხმაზე თან, რომ გასდევდეს ავტორის საუბარს.
-ეგაც შეიძლება. სხვა მწერლების დაპატიჟებასაც აპირებ?
-მხოლოდ სტუმრების სახით. მინდა მხოლოდ ლევანმა ისაუბროს მთელი ამ ხნის განმავლობაში.
-კარგი მაშინ ეგრე მოვიქცეთ. შენ რას აპირებ ეხლა?
-რაღაც მონახაზი გვაქვს და მაშინ წავალ და ლევანს ვნახავ.
-მე შევეხმიანები ჩემს მეგობრებს. მუსიკოსები არიან და ვნახოთ იქნებ დაგვეხმარონ რამეში.
-და იქნებ ვინმე ოპერატორიც, რომ მოიძიო სადმე.
-მოკლედ შეგეხმიანები რა, მარიამ თუ რამე გავარკვიე.
-კარგი.
მოულოდნელად მისი მეგობარი გასასვლელთან შეჩერდა და პირდაპირ მისკენ მოტრიალდა.
-მარიამ....
-გისმენ?!
-გიყვარს ხო ეგ ბიჭი? -ამ კითხვაზე მარიამმა უცნაურად გაიკვირვა თუმცა შეეცადე, რომ არ დაბნეულიყო.
-მგონი, კი.

***
-ეს ყველაფერი როდის გაიგე?
-რამოდენიმე თვის უკან.
-მერე?
-მერე არც არაფერი...
-დაგვიანებულია მკუნრალობა?
-ძალიან. ბოლო სტადია დამიდგინეს.
-წარმოუდგენელია!
-ერთი სიტყვით მე ის უსულო სხეული ვარ რომლის გულსაც აპარატით ძალით ამუშავებენ, რათა არ მოკვდეს.
-აქ ადრეც შეგამჩნიე უბრალოდ ზედმეტად არ მინდოდა რამე მეკითხა. -მითხრა გოგას დედამ.
-ვერც დავმალავდი. ჩვენ ხომ ერთ საავადმყოფოში ვართ.
-მარიამი ხო?
-კი მარიამი...
-იცის ამის შესახებ?
-ჯერ არა.
-ალბათ არც ჩემმა გოგამ?
-არა და არც მინდა, რომ იცოდნენ. მალე ჩემი წიგნის პრეზენტაციაა და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. მარიამიც ისეთი ენთუზიაზმითაა სავსე, რომ არ მინდა ყველაფერი გავაფუჭო.
-მაპატიე -აღელვებული სკამიდან წამოდგა და ჯიბეებში რაღაცას დაუწყო ძებნა.- ჩემს შვილს ისე უყვარხარ, რომ არ ვიცი რა ვიფიქრო.
-მთავარია ის კარგად იყოს. ახლა მხოლოდ ამაზე უნდა იფიქროთ.
-იცი?!-ხელსახოცით ცრემლები შეიმშრალა -მაშინ გამოფენაზე, რომ ვიყავით ვერც კი გავიხსენე ბოლოს როდის იყო ასეთი ბედნიერი.
-...
-სულ იღიმოდა და თან ისეთი გაბრწყინებული თვალებით შემოგყურებდა რომ...
-გოგა ძალიან ძლიერია.-ვუთხარი მას.
-დედა ვარ და რთულია შვილს უყურო ასეთ მდგომარეობაში. მისი უბრალო ღიმილიც კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. მინდა ძველებურად გარეთ ფეხბურთს თამაშობდეს ბავშვებთან ერთად. ჭუჭყში ამოგანგლული რომ შემოირბენდა ხოლმე სახლში. ისეთი მოუსვენარი და ცელქია, რომ არ ვიცი. მასწავლებლები ვერაფრით აჩერებდნენ გაკვეთილზე. 12 წლისაა მაგრამ უკვე იმდენჯერ ვარ დირექტორთა დაბარებული მისი მოუსვენარი ხასიათის გამო, რომ რა ვიცი. -მის ამ სიტყვებზე კი მართლაც გულიანად გამეცინა. -ამ ყველაფრის მერე კი სწორედ შენ ხარ "ის", ვინც მასში მისი ბავშვური ბედნიერება დამანახა ხელახლა.
-მომისმინეთ...
-შენ არ შეიძლება, რომ ცუდათ იყო -და მოულოდნელად ცრემლები წასკდა თვალებიდან. რა დროსაც მშვიდად მივუახლოვდი და ძლიერად მივიკარი ის -არ შეიძლება. ასე არ შეიძლება. -იმეორებდა დაუსრულებლად.
-მეც მისი ბედნიერება მსურს.
-იქნებ არსებობს რაიმე სხვა გზა?
-აღარ გვინდა ამაზე საუბარი, გთხოვთ.
-შენთვის ვილოცებ, მე მწამს ღმერთის და ის დაგიცავს, ვიცი.
-...
-აუცილებლად დაძლევ.
-თქვენ გოგას სჭირდებით. ძლიერი და დარწმუნებული თავის თავში.
-ყველანაირად ვცდილობ რომ მან არაფერი იგრძნოს.
-მართალია.-სახეზე ცრემლები ფრთხილად მოვწმინდე და თვალებში ჩავხედე -თქვენ მას სჭირდებით.მეც ხომ ხედავთ, რომ არ გტოვებთ?!
-არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო, ლევან.
-ჩვენ მას დავაყენებთ ფეხზე. ასე, რომ ჩემზე კი არა მასზე იფიქრეთ, მხოლოდ მასზე.
-დედისთვის ბევრს ნიშნავს, როდესაც შენნაირი ადამიანი ჰყავს გვერდით.
-კარგად იქნება ყველაფერი.

***
წერით ყოველთვის ვწერდი. ადრეულ ასაკშივე აღმოვაჩინე, რომ წერა განსაკუთრებულ სიამოვნებას მანიჭებდა და მასში უდიდეს სიმშვიდეს ვპოულობდი. ვწერდი სკოლაში გაკვეთილების დროს, ავტობუსში მგზავრობისას, გაჩერებებზე, ქალაქ გარეთ ბუნებაში და სახლშიც გვიან ღამისას. ვწერდი თუმცა მხოლოდ ჩემთვის და ამის აფიშირება არასდროს მომიხდენია არსად. ალბათ იმიტომ რომ ვერაფერ განსაკუთრებულსა და განსხვავებულს ვერ ვხედავდი ჩემს ნაწერებში. არასდროს მიყვარდა ადამიანებთან რაიმეზე კამათი. ბევრი რამ არ მომწონდა მათში მაგრამ ყოველთვის ვიკავებდი თავს პირდაპირობისგან. ხშირად მტკენია კიდეც და სწორედ ამიტომ ვწერდი დილამდე გაუჩერებლივ. ყველაფერი ფრაზებად გადმომქონდა ფურცელზე და ბოლოს შეიძლება დამეწვა ან დამეკუჭა კიდეც და შორს მომესროლა ნაწერი. სადღაც ოთახის კუთხეში მიმეგდო და დამეტოვებინა იქაურობა. ხანდახან უკან დავბრუნებულვალ და ხელახლა გადამიხედია მისთვის. კვლავ ამიღია დაკუჭული ფურცელი და ზედ რამოდენიმე წინადადებაც დამიმატებია. მრჩეველი არც არასდროს მყოლია რადგან მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე. ჯერ კიდევ სკოლის რიგითი მოსწავლე ვიყავი, როდესაც მარტოდ მარტო დავრჩი. ეს იყო პერიოდი რა დროსაც მხოლოდ გადარჩენისათვის ვბრძოლობდი და საერთოდაც არ მქონია ამბიცია ჩემი თავი დამემკვიდრებინა ამ ქვეყნად როგორც მწერალს. მშიოდა, მწყუროდა და მციოდა კიდეც მაგრამ მაინც ვწერდი. ვწერდი გონებაში, წარმოვიდგენდი სიუჟეტურად ჩემს ნაწარმოებს და შემდგობ კვლავ ფურცელზე გადმომქონდა ემოცია. ის გაყინული და გაქვავებული ემოცია რაც ცხოვრებამ მარგუნა. ალბათ ესაც, რომ არ შემძლებოდა ერთ-ერთი უბოროტესი ადამიანი გავხდებოდი, რადგან ჭეშმარიტი მწერალი ვერასდროს იქნება ბოროტი. ეს უფრო და უფრო შეუძლებელია მისი ყოველი ნაწერის შემდგომ. ჩემს თავს მწერალს არასდროს ვუწოდებდი, ხოლო ნაწარმოებებს უბრალო ნაწერებს ვეძახი, რადგან არ ვთვლი რომ ისეთივე მწერალი ვარ როგორიც იყვნენ და არიან სხვები. მე ვარ -მე, უბრალო ნაწერებით დარჩენილი მომაკვდავი მე. ადამიანი რომლის ცხოვრებაც ყოველდღიურად იცვლება და მიექანება სადღაც უფსკრულისაკენ. სარკეში ყოველი ჩახედვისას ვამჩნევ თუ როგორ დააჩნდა თვალის უპეებს სიშავე, როგორ დაკარგა სახის ნაკვთებმა ახალგაზრდული ენერგია და როგორი ფერმკრთალი გახდა ის. მეგონა ღიმილის შეგრძნებაც დავკარგე და რომ არა, მარიამი ამასში ნამდვილად დავრწმუნდებოდი. მან ღიმილი კი არა სიცოცხლის უსაზღვრო სურვილი დამიბრუნა. მაინც ვერასდროს შევძლებ ვუთხრა, რომ მიყვარს ის, რადგან ჩემი მოსალოდნელი სიკვდილით უბრალოდ გულს ვატკენ და სჯობს მეგობრულ საზღვრებს არ გასცდეს ეს სიყვარული. მთვარია ისა და გოგა ჩემს გვერდით არიან და მაცოცხლებენ. მიფარადებენ დღეებს და მას დაუვიწყარსს ხდიან. აქამდე ისე ვცხოვრობდი, რომ საერთოდაც არავის არ დაუნახავს ჩემში რაიმე განსაკუთრებული. ის კი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რათა "სიყვარული ნათელ ფერებში" მიიტანოს მკითხველამდე. გააცნოს რათა შემდგომ წაიკითხონ და შეიყავრონ როგორც წიგნი. მე კიდევ იცით რისი მეშინია?! იმის, რომ ვერ მოვასწრებ საკუთარი მთავარი სიტყვის თქმას პუბლიკის წინაშე. პირადად მინდა მათ თვალებში ვუყურო რათა დავრწმუნდე, რომ ეს ნაწერები რამედ ღირს. სხვა თუ არაფერი იმის იმედს მაინც დავიტოვებ, რომ წიგნი თავად იტყვის ჩემს სათქმელს. იტყვის იმას, რომ სწორედ სიკეთის ძალით უნდა ბრუნავდეს სამყარო, რომელშიც ხალხს სიყვარულის ნათელი ფერების წამს და ეს არა მხოლოდ ჩემი სამყარო, არამედ მათიც გახდა. ამით მივაღწევ იმას რასაც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვცდილობდი. შემდეგ კი უკვე აღარ მანაღვლებს რა მელოდება წინ. აქამდეც, რომ მოვედი ღმერთის მადლიერი ვარ, რომელმაც უთუოდ იცის თუ რად დამიჯდა ეს ყველაფერი. მოვედი მარტო ყველას გარეშე და თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე თავად ჩემი შესაძლებლობებისდასამებრ. არც ფიზიკური სისუსტე მაფერხებს და არც ეს ცეცხლ ჩამქრალი თვალები. მე იმაზე ბევრად ძლიერი ვარ, ვიდრე სხვა ჩემზე უკეთ მყოფი ადამიანი. უბრალოდ ჩემს მდგომარეობაში იცვლება შეხედულებები გარემოებების მიმართ. მე არ ვოცნებობ როგორც სხვა დანარჩენები და მეტიც, მე ვჩქარობ რათა მოვასწრო ის რაც მნიშვნელოვანია და იმ უამრავ ოცნებათაგან ერთ-ერთი მაინც მოვიყვანო სისრულეში. აღარ მაქვს მიზნები, რომლებიც უკავშირდება შორ მომავალს. ვიწყებ ახლანდელი და წარსული დროის დაფასებას და ვცდილობ ყოველი წამი ღრმად ჩამეჭდოს გონებაში. ამ ყოველივეს შემდეგ ალბათ სასაცილოა იმაზე ფიქრი თუ, როგორ უნდა შევქმნა ისტორია, რომელიც ჩემს სახელს სამუდამო დიდებას მოუტანს მაგრამ მაინც არ ვნებდები, რადგან ამით შესაძლოა ბევრი ადამიანის ცხოვრებაც კი შევცვალო. ისინი წაიკითხავენ ნაწარმოებებს ჩემი თანა ავტორობით და ერთ რამეში დარწმუნებული მაინც ვიქნები, რომ თუ ყველაფერი დიდი ინტერესით მოხდება ისინი უზღვავ სიყვარულს შეიგრძნობენ წიგნის ფურცლებიდან. ეს იქნება ცვლილება უკეთესობისკენ. ყოველმა ახალმა ფრაზამ ცნობისმოყვარეობა უნდა გაგიღვივოს და როდესაც საბოლოოდ წიგნს დახურავ დაფიქრდე თუ რა შეგმატა მან და იყო თუ არა ახლოს ის შენს სულთან. სწორედ ეს არის ხელოვნების სიძლიერე და მოხურული ვარ, რომ მას თავად ვქმნი.

***
-მცირედი ამონარიდი გვჭირდება ნაწარმოებიდან, რითაც შენი გამოსვლა დაიწყება.
-და შემდეგ მისალმება ხომ?
-ხო შემდეგ უკვე პუბლიკას გაეცნობი.
-სასწაულის არსებობა მხოლოდ ზებუნებრივ ძალასთან არ არის დაკავშირებული. ადამიანებს თავადაც შეუძლიათ სასწაულის მოვლენა. ახლა მე შენზე ვისაუბრებ. გამოჩნდი მაშინ, როდესაც ვკარგავდი რწმენას, ვკარგავდი საკუთარ თავს ხოლო მარტოობამ ოთახის ოთხ კედელს შორის მომაწყვდია. თვეების განმავლობაში არ ვიცოდი რა ხდებოდა კედლებს მიღმა. იკარგებოდა იმედი და შეგრძნება რაღაც წარმოუდგენლის. შემდეგ გამოჩნდი შენ, რომელმაც ზუსტად ერთ დღეში გარდაქმნა აწმყო ხოლო ერთი თვის თავზე უკვე მოწოდების სიმაღლესთან მიმაახლოვა. შენ ეს შეძელი, რადგან ის ძალისხმევა გქონდა რასაც სასწაულის რეალობად ქცევა შეუძლია. შექმენი სასწაული და ისიც ჩემთვის. სხვა რა შემიძლია გითხრა გარდა იმისა, რომ შენ ჩემი მოვლენა ხარ!
მიფიქრია იმაზეც, რომ მოსმენით ყველას ვერ მოუსმენ, რადგან შეუძლებელია. ზოგს კი შეუძლია ადამიანი წაიკითხოს, ზოგი მათ უყურებს, მე მხოლოდ ვწერ. ვქმნი არა რეალურ პიროვნებებს საკუთარი რეალობიდან და მათ ვრცელ ისტორიებს ვარგუნებ. არა და მე ერთი ვარ, ისინი კი მთელი სამყარო. იმედია გამიგებენ რატომ ვერ ვუსმემ მათ. ისინი ხომ ცხოვრობენ და არსებობენ და ამათგან მხოლოდ მე ვიცი რას ნიშნავს სიკვდილთან ახლოს ყოფნა. იქნებ ღმერთი ვარ?! განსხვავება მხოლოდ ის იქნება ჩემსა და ღმერთს შორის, რომ მე მასავით ვქმნი ადამიანებს, თუმცა მოკვდავი ვარ და არა უკვდავი როგორც ის. არა სრულყოფილი ღმერთი ვარ. თან ვერც ვუსმენ ყველას. წიგნი ჩემი სამყაროა, პერსონაჟები - ადამიანები და მხოლოდ ეს ვარ. კიდევ ბევრ პერსონაჟს შევქმნიდი მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ბედმა სასტიკად დამცინა. იმ რეალურ ცხოვრებაში, რომელიც მე არ შემიქნია და სწორედ ამიტომაც ვტოვებ მას. იმედია ღრუბლებში ფრენა მაინც არაა მითი და ამაში მაინც გამიმართლებს. მოკლედ, წავედი! მეჩქარება.
-მშვენიერია.

***

თბილისი

ზამთარი. 1990 წელი.

-ასე ხომ ბავშვს სულ მთლად გააციებთ?!-ეჩხუბებოდა გამვლელი მოხუცი ქუჩის კუთხეში მჯდომ გაჭირვებულ ქალს, რომელიც ცივ და სუსხიან ზამთარში პატარა ბავშვით ხელში სამათხოვროდ გამოსულიყო გარეთ.
-სხვა გზა არ მაქვს ქალბატონო -ათრთოლებული ბაგეებით უპასუხა თუმცა ქალი მაინც არ ეპუებოდა.
-თქვენ მიზეზები არ დაგელევათ, არა. აი მე კიდევ ყველაფერს ვხვდები. შენი თავი მაინც თუ არ გეცოდება, ბავშვმა რა დააშავა.
-კი მაგრამ სად წავიდე?
-სად და სახლში უნდა წახვიდე. ან ბავშვი მაინც დაუტოვე მეზობლად ვინმეს.
-მეზობლები არ მყავს.
-რას ჰქვია არ გყავს?
-სახლი არ მაქვს ქალბატონო თორემ აქ რატომ გავყინავდი საკუთარ შვილს?!
-ეხლა უკვე რაღაცას მატყუებ?
-გეფიცებით.
-მაშ არც ქმარი გყავს?
-ქმარი გარდამეცვალა 1 წლის უკან და იმის მერე ასე ვარ.
ამ სიტყვებმა ქალი უფრო აღაშფოთა რაც აშკარად დაეტყო მის განრისხებულ სახეს.
-კი მაგრამ შენს ქმარს დედ-მამა არ ჰყვანდა. ვინმე ნათესავი ვინც მოგხედავდა შენ და შენს შვილსაც.
-უარი თქვეს.
-ვისზე?
-ჩემზე და ჩემს შვილზე. მის მერე ასე ვარ.
-ქუჩაში დაგტოვეს იმ უმსგავსოებმა?
-სწორედ ამაზე გელაპარაკებოდით. სახლი აღარ მაქვს. -და ხელები მძინარე ბავშვს ძლიერად მოხვია.
-რა ამბობ გოგო?
-ასეა ქალბატონო, ასე.
-რატომ ღმერთი არ გაუწყრებათ იმ უგულოებს?!- მისმა ხმამაღალმა საუბარმა სხვა გამვლელების ყურადღებაც მიიპყრო -ეს ფარფატელა მოსაცმელი გაათბობს ამ ერთი ბეწო ბავშვს?
-ვიცი მაგრამ...
-რაღა მაგრამ?! ადექი გოგო ადე... -ხელი გაუწოდა. -გაიყინებით თქვე საცოდავებო.
ახალგაზრდა გოგო დაიბნა თუმცა შიშით რას გაუბედავდა შეკამათებას ამ უცხო ადამიანს. ფრთხილად წამოდგა მის წინ და ერთხანს ასე იდგა გაშეშებული.
-რას დამდგარ ხარ? წავედით!
-სად ქალბატონო?
-იქ სადაც მეზობლებიც გეყოლება და თბილი სახლიც გექნება.
-არ შემიძლია.
-შენ არც არავინ გკითხავს ჩემო გოგო, ბავშვი მებრალება. ღმერთო დიდებულო, რა ხალხია -არ მშვიდდებოდა ქალი და თან ხელკავ გაყრილი ნელ-ნელა გაშორდნენ კიდეც იქაურობას. - შე დალოცვილო შენა. ახალგაზრდა გოგო, რომ ხარ, რამე მაინც არ უნდა მოგეფიქრებინა შენი შვილისთვინა? გამოგეძებნა დრო, შეგეწუხებინა ხალხი აქ, რომ დამჯდარხარ ცივ ქვაზედა და გამვლელებს მისჩერებიხარ საწყალი თვალებითა. ესენი შენი ნათესავებისგან კი არაფრით განსხვავდებიან. თან დროა შვილო ისეთი, რომა შენი თავის პატრონი ხო... თავადვე უნდა იყო. ცოტა უნდა გამოფხიზლდე გოგოვ, ხომ გამიგე?
-არც ვიცი რა გითხრათ.
-გეშიება ალბათ შენა?!
-კი მშია.
-დიდი ხანია რაც ასე ხარ?
-თითქმის წელიწადი. რაც მეუღლე გარდამეცვალა.
-მერე ამ ხალხს დაევსო ეს თვალები თუ როგორაა ჩვენი ამბავი?
-აბა რა ვიცი.
-ღმერთსა მადლობას უნდა სწირავდე, რომ დღემდის პირში სული გიდგას. მას ნამდვილად ჰყვარებიხარ.
-მგონი ღმერთმა დაგვივიწყა ყველანი....
-რას სცოდავ გოგო?- ქალი გაჩერდა და კვლავ განრისხებული თვალებით შემომხედა -ღმერთი რო არა, აქამდე შენი მტვერიც კი არ იქნებოდა იმ ქუჩის კუთხეში ხომ გეყურება?! ასე, რომ დააფასე მისი არსებობა. ახლა კი გამომყევი ცოტაღა დარჩა და მივედით სახლთანა.
-ასე მარტივად როგორ ვიცხოვრო თქვენთან?
-ერთი წელი ხო კარგა მარტივად იჯექი ცივ ქვაზედ. ხომ ცხოვრობდი? ხომ გასტანე?
-მართლა არ ვიცი რა გითხრათ.
-შენ ის ჯობია, შენი სახელი მითხრა.
-მაია.
-და ბავშვს რაღა ჰქვია?
-ლევანი.
-ხომ გეუბნები შვილო ხანდისხან ისეთი გაკვირვებული ვრჩები ამ ხალხის შემყურე, რომ მეტი არ შეიძლება. შე ოჯახაშენებულო გული არა გაქვს ასე უემოციოდ რომ ჩაუვლი ასეთ ახალგაზრდა გოგოს?! არ ვიცი არა, ვგიჟდები.
-ჩემი შვილი მაცოცხლებს.
-ხოდა ამიტომაც მაგ შენს შვილსა ახლა უნდა მოფრთხილება და თბილი კერა. არაუშავს ჩემო გოგო, აწი არაფერზე იდარდო და ნურც ჩემი ხმამაღალი საუბარი შეგაშინებს ხოლმე. ასეთი ვარ და რა ვქნა?! და სწორედ ამიტომაც ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ფეხზედ მაგრადა ვდგავარ. ის, რომ არა საერთოდ წაგვლეკავდნენ ბოროტის მქმნელნნი ხალხი.

***

ბნელი 90-იანი წლები. ამ რამოდენიმე სიტყვით ადამიანთა მეხსიერებაში უამრავი კადრი ერთობლივად მოიყრის თავს. საშინლად ქაოტური მდგომარეობა ქალაქში და ერთმანეთის მონაცვლეობით შეწყვეტილი გაზი, შუქი და წყალი. უმუშევრობის პიკი, დაუსრულებლი ჯაჭვივით განლაგებული პურის რიგები და მომავლის იმედათ დარჩენილი ადამიანები, რომლებიც საკუთარ ლუკმაპურსაც კი ერთმანეთს უნაწილებდნენ. ერთნაირად შეხვდებოდით როგორც ადამიანობის დასაფასებელ ქმედებებს ასევე არა ადამიანობის ნათელ მაგალითს. ნახავდით თუ რა თამამად დათარეშობდა შეიარაღებული ახალგაზდობა ქალაქის ქუჩებში და რა ფასად უჯდებოდა უსახსროდ დარჩენილ მშობლებს მცირე წლოვანი შვილების აღზრდა. ქვეყნის სათავეში კი ბურუსით მოცული წარსული მქონე ადამიანები იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არაფრით ცვლიდა აწმყოს უკეთესობისკენ. ბავშვობის მოგონებებში შესაძლოა ადამიანს არა ერთი კადრი ღრმად ჩაებეჭდოს მეხსიერებაში, მე კიდევ პირიქით დამემართა. მე სუნიც კი მახსოვს. სახლი გაჟღენთილი იყო ნავთის არასასიამოვნო სუნით ხოლო იმას თუ რას ამზადებდა დედა ოთახის ბოლოში, რთულად თუ გავარჩევდი მოსაღამოებულს საშინელი სიბნელის ფონზე. ბევრჯერ ისაც კი მინახავს თუ როგორ დაჰყურებდა დედა ცარიელ საფულეს და ეს ცრემლები მის სახეზე სულს უხუთავდა რათა არ იცოდა ხვალ რა გველოდა. ხვალ ალბათ პურიც კი არ გვექნებოდა, არამც თუ საჭმელი. საერთო ჯამში, რომ არა ქალბატონი ელენეს გულისხმიერება ჩვენ ალბათ ახლა აღარც კი ვიარსებებდით. მან პირდაპირ ქუჩიდან წამოიყვანა და შეიფარა დედა. შემდეგ კი ჩემს აღზრდაშიც აქტიურად ეხმარებოდა მას. მამაჩემი არ გარდაცვლილა ის მოკლეს. დედას ზუსტად არასდროს მიყვებოდა თუ სად და რა სიტუაციაში მოხდა ეს ყველაფერი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მან მამა სახლის სადარბაზოსთან იპოვა სისხლის გუბეში მწოლიარე. მესმოდა თუ როგორ უყვებოდა ქალბატონ ელენეს ამ ისტორიას და თუ რამდენს ხანს ჰყავდა მიკრული მეუღლის უსულო, გაციებული სხეული ტანზედ. საშველი არც მაშინ იყო და არც ახლაა. ის დიდი ხნის დაღუპული აღმოჩნდა. დედა მაშინ 18 წლის იყო, როდესაც მეორე დღესვე მეუღლის მშობლებმა ორსულ ქალს სახლის წინ ჩემოდნები დაულაგეს . "ბაჩო მკვდარია, შენ თავისუფალი ხარ" და კარი მიუხურეს. წასასვლელიც არსად იყო, როგორც ფული და ასე აღმოჩნდა 18 წლის გოგო ღია ცის ქვეშ. ბევრი რამის გატანა მოუხდა, თუმცა ამან უფრო განამტკიცა მისი სულიერი მდგომარეობა და საერთოდაც არ მიცემულა სასოწარკვეთას. თვეების შემდეგ არც არაფერი შეცვლილა და ის ისევ გარეთ იყო ბედის ანაბარად დარჩენილი. ნეტავ ვიცოდე რას გრძნობდა და რას განიცდიდა ან საერთოდაც საიდან ამხელა ძალისხმევა ახალგაზრდა გოგოს. ბევრი ალბათ უპატრონო ბავშვთა სახლში მიკრავდა თავს და თავისუფლად განაგრძობდა ცხოვრებას. მან სხვა გზა აირჩია და სწორედ ამიტომაც ვაფასებ მას. ჩემთვის ის ბევრ მამაკაცზე ძლიერი და შეუპოვარია. გმირი დედაა, უდაოდ. ახლა რატომღაც ერთი ისტორია ამომიტივტივდა გონებაში. სულ რაღაც 5 წლის ვიქნებოდი, როდესაც საღამოს ქუჩაში სეირნობისას უცნობმა ქალმა გაგვაჩერა მე და დედა. ქალი თავიდან ბოლომდე შავებში იყო შემოსილი, ოდნაც გახუნებული თავსაბურავით, რომელიც შევერცხლილ თმას ნახევრად უფარავდა. რამოდენიმე წამს მდუმარედ შემოგვცქეროდა ორივეს, შემდეგ კი დედას ჩაუჯინდა გინდა თუ არა გიმკითხავებ შენს მომავალსო. დედამ რამოდენიმეჯერ ზრდილობიანად სცადა მისი თავიდან მოშორება თუმცა ქალი არ ნებდებოდა. ბოლოს ყურადღება ჩემზე გადმოიტანა. ნუთუ შენი შვილის მომავალი მაინც არ გაინტერესებსო, არ უნდა იცოდე რისგან უნდა დაიცვა მომავალშიო. დედამ თავი უსიამოვნოდ გაიქნია, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა და ქალმაც მაშინვე ჩემს ხელისგულს დაუწყო ცქერა. მისი საუბარი ძალიან უაზროდ მოგვეჩენა
-არ ვიცი რატომ მაგრამ შენ ვერ გხედავ შენი შვილის მომავალში. სად უჩინარდები არც ვიცი. ბიჭს რაც შეეხება ბავშვობიდან დაწყებული უიღბლოობა დიდხანს არც მოშორდება. წარუმატებლობა და რთული ბარიერები მას ხშირად შეუქმნიან პრობლემას. მაგრამ... -რამოდენიმეჯერ აქეთ-იქით გადააბრუნა ხელისგული - ის იქნება მესიასავით თუ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩამითვლი. მოვა დრო და ის ბევრის ცხოვრებას შეცვლის. ხალხს სიყვარულსა და სიკეთეს დაუბრუნებს ხოლო საპასუხოდ არც არაფერს მოელის მათგან. ღმერთი მასზედ მოიღებს წყალობას და ის ახალ ისტორიას შექმნის. -ამ სიტყვების შემდგომ თავზე ხელი ფრთხილად გადამისვა და გაბრწყინებული თვალებით დედას შეხედა. -მასში სიყვარულის ნათელ ფერებსა და ბრწყინვალებას ვხვდავ. იმდენად კაშკაშა, სუფთა და ნათელ სულს, რომ ვერ კი აღგიღწერ სიტყვებად. -დედამ ყოველგვარი პასუხის გარეშე ხელი მომკიდა და ქალს გამომარიდა. მაშინ ვერ მივხვდი თუ რა არ მოეწონა მასში ან იქნებდა საერთოდაც შეაშინა მისმა გაურკვეველმა საუბარმა. ქუჩა სწრაფად გადავკვეთეთ ხოლო თავსაფრიანი ქალი დიდხანს შემოგვყურებდა შორიდან, სანამ თვალს არ მოვეფარეთ.

***
ალბათ ნებისმიერი მკითხავდა თუ რა მახსენდება კიდევ. მახსოვს ის, რომ სიმარტოვისა და მარტოდ დარჩენის მეშინოდა. შიში დღემდე მოსვენებას მიკარგავს. ცხოვრებაში არა ერთხელ დავრჩენილვარ მარტო, ყველასგან მივიწყებული მაგრამ ახლა ასე აღარ არის. იცვლება მდგომარეობა და წარსულის შიშები დავიწყებას მიეცემა ნელ-ნელა. გამოგიტყდებით იმაშიც, რომ ახლა ბედნიერი ვარ, როდესაც ვიაზრებ რომ მე აღარ მოვკვდები უსიყვარულოდ ხოლო ჩემი ნაწერები არ გაქრებიან მის ავტორთან ერთად. არა აქვს მნიშვნელობა რისი გადატანა მომიხდა რათა აქამდე მოვსულიყავი. მთავარია, რომ მე აქ ვარ და მოვედი! და არ წავალ იქამდე სანამ ხალხის სახეზე ბედნიერებისგან გამოწვეულ ღიმილს არ დავინახავ. ალბათ ვერც კი ხვდებით თუ რას ნიშნავს ჩემთვის სხვისი ბედნიერება?! ეს ჰაერივითაა... და რომ არა ის, ჩემი სასტიკი ყოფა მომიგუდავდა სულს. ჩვენ დრო კი არა, ცხოვრება გვკლავს. ხანდახან საკუთარ თავს თავადაც ვსპობთ. და თუ ერთმანეთს მოვუსმენთ... და თუ ერთმანეთს ვირწმუნებთ ჩვენ ვიქნებით ჰაერი ერთმანეთისთვის და ვერ გადავდგამთ ნაბიჯს უერთმანეთოთ, რადგან სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების გარეშე, უბრალოდ სუნთქვას შევწყვეტთ.

***

თბილისი. შემოდგომა / 2017 წელი


იმ დღეს წვიმდა. ღია ცის ქვეშ ვიჯექი პარკის მახლობლად, როდესაც ახალგაზრდა გოგონა ქოლგით ხელში მომიახლოვდა .
-დასველდებით...
-უკვე დავსველდი! -ვუთხარი მას.
-ქოლგა მაინც გამომართვით.
-მადლობთ, მაგრამ წვიმა მიყვარს.
-წვიმა მეც მიყვარს, მაგრამ...
-მაგრამ ქოლგა გიკავიათ. -რაზეც მას გაეღიმა.
-კი, რადგან ძალიან წვიმს.
-ახლა თქვენც ძალიან დასველდებით თუ ქოლგა დიდხანს გექნებათ დაკეცილი.
-უბრალოდ, თქვენი დახმარება მინდოდა.
-დახმარება?
-დიახ, რომ არ დასველებულიყავით. სულ ესაა.
-მე ვერავინ დამეხმარება.
-არ ვიცი რაზე მელაპარაკებით, მაგრამ მე შემეძლო.
-ადამიანებს ხშირად ეხმარებით?
-არ ვიცი. შეძლებისდაგვარად.
-და თუ არ შეგიძლიათ?
-მთავარი სურვილია -მშვიდად მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-სკამი სველია!
-მეც ხომ მიყვარს წვიმა - და ქოლგა გვერდზე გადადო.
-ალბათ ასეა.
-რატომ გგონიათ, რომ არავის შეუძლია თქვენი დახმარება?
-იმიტომ, რომ მე ვკვდები.
-ყველასთან ასეთი გულახდილი ხართ?
-არა.
-აბა სიკვდილი გაშინებთ?
-არა. არც მისი არ მეშინია.
-მაშინ ჩემის აზრით მხოლოდ ადამიანების რწმენა დაგიკარგავთ.
-მაპატიე, მაგრამ ისევ ცდებით. მე რეალობასთან აღქმას ვკარგავ ნელ-ნელა და სწორედ ამიტომაც ვარ აქ. მინდა ყოველი წვეთი ვიგრძნო ჩემს სახეზე, ყოველი შეხება რაც მასთან მიმაახლოვებს. გარშემო ყველაფერი ბევრად უფრო ძვირფასი გახდა ვიდრე აქამდე იყო. მინდა ყველაფერი ნათლად ვიგრძნო რათა დიდხანს გამყვეს ეს ემოციები. ადამიანებთან კი მხოლოდ ის ვარ, ვინც ვარ. არავინ არაფერი იცის ჩემს შესახებ და ასეც უნდა იყოს. არ მსურს ვინმეს ვებრალებოდე და ჩემს ირგვლივ მოჩვენებითი თანაგრძნობით დამტრიალებდნენ თავთ. მე ეს არ მჭირდება.
-აბა რა გინდათ?
-გულწრფელი ღიმილი. ისეთივე უბრალო, მაგრამ ნამდვილი ღიმილი როგორიც ეს წვიმის წვეთია.
-ჩვენს დროში მგონი ზედმეტად ბევრს ითხოვთ -ღიმილნარევად თავი გაიქნია გოგონამ მეტი დამაჯერებლობისთვის. -ასე მგონია.
-იცი, მაგაზეც მიფიქრია. ადამიანებს თუ ზუსტად იმას ეტყვი რისი მოსმენაც სურთ მაშინ ისინი ბედნიერები იქნებიან. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ყალბია და ასე არ შეიძლება მოქცევა.
-ადამიანთა ნახევარი ხომ ისედაც ასე იქცევა?
-კი, რადგან მათაც ასე ექცევიან. ეს ყველაფერი კი ერთი დიდი ჯაჭვია.
-და ბოლოს? -გაურკვეველი პასუხის მოლოდინში თვალებში შემომხედა.
-ბოლოს გამოჩნდება შენნაირი გოგონა, ქოლგით ხელში და ხვდები, რომ ყალბი არც მისი ყურადღებაა, არც ქოლგა და არც ეს მშვენიერი წვიმა. უყურებ მის სიკეთით სავსე ღიმილს და ხვდები თუ ვისთვის განაგრძობს სამყარო არსებობას დღემდე, ხოლო წვიმა... წვიმა, დაუსრულებელ თქეშს.
შენთვის!



წვიმამ გადაიღო. გოგონას გამოვემშვიდობე და გოგას სანახავად საავადმყოფოსკენ გავუყევი გზას. გამოგიტყდებით იმაში, რომ გოგაში ბევრ ჩემსას ვხედავ და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მასთან ასეთი დაახლოების. ეს არ არის რაღაც აკვიატება, უბრალოდ არ მინდა მან ნახოს და განიცადოს ის, რაც ცხოვრებამ ჩემზე "უხვად მოიღო". და თუ მე ვერ შევქმნი ახალ ისტორიას, მსურს ერთი ადამიანის ისტორია მაინც შევცვალო უკეთესობისკენ. ეს ჩემი ერთგვარი მისიაცაა ასე, რომ ვთქვათ. დაკარგულია ყოველი ისეთი დღე, რომელიც არანაირ სიახლეს არ მოიტანს შენს ცხოვრებაში. სიახლეები თავადაც უნდა ეძიო, რადგანაც ცხოვრება არაფერია შენი მონდემების გარეშე. ადამიანების დახმარება კი მოწოდება უნდა იყოს, სულიერი ძახილი და არა სიახლისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. თუ ეს ყველაფერი უბრალოდ არ გსურს, მაშინ სჯობს არც აკეთო და "დატკბე" შენი ამ უბრალო არსებობით. ამით დიდად არაფერიც არ შეიცვლება მანამ, სანამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ძალუძთ აკეთონ ისეთი საქმეები, რომელიც ქვეყნიერებას დაუბრუნებენ იმ ნათელ ფერებს რითაც სულდგმულობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი სიყვარული -სიყვარულის ნათელ ფერებს...

***

ცხოვრებაში კი ჩემი სინათლე ის ადამიანიები არიან ვინც მივსებენ ჩემს აქაურ ყოფას. ვუყვარვარ და მაფასებენ ისეთი, როგორიც ვარ და აფასებენ იმას რასაც მთელი ჩემი არსებით ვქმნი. მე ხომ მეტი არც არაფერი გამაჩნია გარდა ნაწერებისა. მახსოვს, დედამ ადრეულ ასაკშივე შეამჩნიე ჩემი ინტერესი სხვადასხვა ლიტერატურის მიმართ. ხედავდა თუ როგორი მოწადინებით ვცდილობდი ღამღამობით რაიმე ახალი და განსაკუთრებული დამეწერა ხოლო წერის დასრულების შემდგომ, როგორი ენთუზიაზმი იკითხებოდა ჩემს ბავშვურ სახეზე. ხელი ჩემთვის არასდროს შეუშლია. ვფიქრობ, რომ მშობელი ბევრად უფრო უკეთ ხვდება თუ რაში პოულობს მისი შვილი სულიერ სიმშვიდეს და რა არის რეალურად საქმე რაც მას უკეთ გამოსდის ამ ცხოვრებაში. დედა ამას ნამდვილად ხვდებოდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როდესაც კალმით ხელში არა ერთხელ გამოუღვიძები ვარ ჩემს საწერ მაგიდასთან ჩამოძინებულს, ხშირად გაღვიძების გარეშეც გადავუყვანივარ საძინებელში, ხელში აყვანილი, დილით, რომ საწოლში გამომიღვიძია და ვერც კი ვიხსენებდი იქ, როგორ აღმოვჩნდი. მახსოვს თავისთვის მშვიდად ხშირად გაუღიმა, ხოლმე და არც არაფერი უთქვამს რაიმე სხვა. ნეტავ უფრო დიდხანს მყოლოდა გვერდით და ღმერთს ასე ადრეულ ასაკში არ წაეყვანა თავისთან. მას არაფერში ვემდური უბრალოდ, უბრალოდ ... დედა იყო ადამიანი, რომელმაც ძალ-ღონე არ დაიშურა რათა კარგად ვყოფილიყავი. ღმერთს ცოტათი მაინც უნდა ედროვებინა მისთვის. რაც ყველაზე საოცარია ამ ყველაფერში კი, ის არის, რომ ქალბატონმა ელენემ მასზედ არანაკლები ამაგი გასწია, რათა შემდგარ პიროვნებად ვექციე. დედას დაღუპვის შემდეგ მან სრული პასუხისმგებლობა აიღო ჩემზე და მშვენივრადაც გაართვა თავი მეურვეობას. ის ყოველთვის იყო და არის ის ნათელი წერტილი, რომელმაც სუსხიან ზამთარში სიკვდილს გამოსტაცა ჩვენი თავი ხელიდან. ნეტავ ოდესმე მაინც მომეცეს იმის მცირედი შანსი რათა მას დავუფასო ის, რასაც ბევრი არ გააკეთბდა მის ადგილას. საკუთარ შვილს მეძახდა იმის და მიუხდავად, რომ მე არასდროს არ დამიძახია მისთვის "დედა" . არასდროს ჩავხუტებივარ ისე, როგორც დედას და არც არასდროს შემიხედავს მისთვის ისე, როგორც ვუყურებდი დედას. ალბათ იმიტომ, რომ მასში არ იყო ის ბრწყინვალება რა ბრწყინვალებასაც დედის თვალებში ვამჩნევდი. ის უბრალოდ არ იყო დედაჩემი! აი ეს არის სრული სიმართლე. რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული უნდა გავცეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც უბრალოდ ვუყვარვართ. როდესაც ყოველი ჩვენი დანახვა მათ სახეზე ღიმილად აირეკლება ხოლმე. ასეთ წვრილმანს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევთ ხოლო, როცა გავა დრო და ისინი დააკლდებიან ჩვენს ცხოვრებას, მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ სწორედ ისინი ყოფილან სიცოცხლის მაცოცხლებელი ძალა. ამ ძალის გარეშე კი ჩვენ ვრჩებით მხოლოდ "არავინ". ერთის მხრივ იმას ვფიქრობ, რომ ღმერთმა ალბათ დედაჩემი არ გაიმეტა იმ განსაცდელისათვის რასაც ჩემი დიაგნოზი მოუტანდა. მე კიდევ ორმაგად უფრო გამიჭირდებოდა მისი სასოწარკვეთილი თვალების ცქერა. მისთვის ხომ მე ვიყავი, "ის" რაც აცოცხლებდა აქ. სიმართლე ვთქვა არც ქალბატონმა ელენემ იცის ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ, რადგან ბევრად ადრე წამოვედი მისგან ვიდრე გავიგებდი. არა! ვცრუობ... სწორედაც, რომ ამ დიაგნოზის დასმის შემდგომ გადავწყვიტე საცხოვრებლად ცალკე გადასვლა. არ ვთვლი, რომ საკუთარ ბედს თავად ვქმნით, რადგან ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ ეს გვსურს. ბოლო სიტყვას მაინც ცხოვრება ამბობს, როგორც ეს ჩემს შემთხვევაში მოხდა. ნეტავ იქ "მაღლა" რას ხედავენ ჩემში კარგს?! (მეღიმება). წარმოდგენა არ მაქვს. მთავარი ხომ ის ადამიანები არიან, რომლებიც გვერდში მიდგანან. ასეთი ქალბატონი, ელენეა, რომელიც თავისი ჩვეული კილოთითა და უდრეკი ხასიათით მუდამ მმატებდა ძალას მომავლის იმედით სავსეს. მკაცრი ხასიათის მიღმა კი იმალებოდა უკეთილ შობილესი ადამიანი. შეეძლო მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით ან თუნდაც ერთი გამოხედვით მიეხვედრებინა თუ რას ვაკეთებდი არასწორად ან რაში ვცდებოდი. რაც მან შეეძლო კი იმაზე მეტყველებს, რომ არც ერთ ჩვენთანაგანს არ შეუძლია და არც კი ძალუძს მსგავსი რამ. მოკლედ ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი ის მდგომარეობა, როდესაც სიტყვებით ვერ ავღწერ ჩემს მისდამი უსაზღვრო სიყვარულსა და პატივისცემას. ცხოვრება კი წიგნს გავს, თავისი იდუმალებიდან გამომდინარე, თუმცა თავადვე იცი, რომ ის დასრულდება. გხიბლავს და სწორედ ეს გავიწყებს მის მოსალოდნელ ფინალს. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეს ადამიანები, რომელბმაც ფურცლებად ააწყეს შენი ცხოვრება და აქციეს ერთ კარგ წიგნად. და თუ ოდესმე მკითხველი შეიყვარებს პერსონაჟებს ნაწარმოებებიდან, მაშინ ყოველი ჩემი ემოცია სწორედ გამინაწილებია იმ პერსონაჟებზე, რომლებიც რეალურად მართლაც არსებობენ. ისეთივე კეთილები და მშვენიერნნი, როგორებიც არიან აქ ფურცლებზე. დიახ! მაშინ მე ვიტყვი, რომ შევძელი თქვენთვის ყველაფერი ნათლად გადმომეცა. მადლობა თქვენ!

***
კითხვაზე თუ, როგორ იყო გოგა ამ დროისთვის, დედამისმა იმედ გაცრუებულად თავი გააქნია და აღარაფერი უთქვამს. უცხოეთიდან კვლავ არაფერი ისმოდა, როგორც ჩანს და არც სათანადო დონორის ძიებას გამოუღია რაიმე შედეგი. ხელი მოვკიდე და ძლიერად მივიკარი. დაუსრულებელი ნერვიულობისა და უძილო ღამეებისგან გადაღლილი ხელებს მკერდზედ მირტყამდა და ასე ცდილობდა შეეკავებინა ის შინაგანი ხმა, რომელიც ყვირილს აიძულებდა ყველაფრისგან განსათავისუფლებლად. ერთხანს ასე ვიდექით რათა ცოტათი მაინც დამშვიდებულიყო. ის კვლავ არაფერს ამბობდა. ალბათ სწორედ ამ ყველაფერს აარიდა ღმერთმა დედაჩემი. მისი არ ვიცი, თუმცა მე იმედს არ ვკარგავ, რომ გოგას ფეხზე აუცილებლად დავაყენებთ. შეიძლება ვცდები ვერც ამას გეტყვით. შეიძლება ის სულაც არ მისცემია ბოლომდე სასოწარკვეთილებას. და თუ ეს მართლაც ასეა, ნამდვილად გამიხარდება. ძალა ხომ იმ ერთობაშია რაც ერთმანეთის გვერდში დგომით გამოიხატება. ხანდახან ალბათ ესეც არ კმარა. მოულოდნელად ფეხებში სისუტე იგრძნო და ორივენი საავადმყოფოს შუა დერეფანში მუხლ ჩაჩოქილნი აღმოვჩნდით. ვცდილობდი ცოტათი მაინც დამემშვიდებინა, თუმცა ცრემლებს ვერ იკავებდა და სულ უფრო ძლიერად მეკვრებოდა ზედ. ამ დროს თავადაც არ ვიცოდი თუ რა უნდა მეთქვა მისთვის. ყოველი სიტყვა უაზროდ მეჩვენებოდა. ხდება ისეც, რომ ფრაზები აზრს კარგავენ და მხოლოდ შენი ახლოს ყოფნით თუ შეუმსუბუქებ მოგროვილ ტკივილს. რაზეც უბრალოდ ვერ საუბრობს მას შინაგანად ახრჩობს. თანაზიარი ადამიანი კი ეს უდიდესი ნუგეშია პიროვნებისთვის, რომელიც რეალობის წინაშე აღმოჩნდა. აღმოჩნდა მარტოდ-მარტო. ეშმაკმაც დალახვროს! რატომ აქამდე არ მოვედი მასთან. რამოდენიმე დღე არ უნდა დამეტოვებინა ასეთ მდგომარეობაში. რაც არ უნდა უარყოს, მე მას ძალიან ვჭირდები. დერეფანში ხალხის ყურადღებამაც არ დააყოვნა და მალევე ყველა გარს შემოგვეხვია. ხელის მანევრით ვანიშნე, რომ უკან წასულიყვნენ, თუმცა უშედეგოდ. როგორც ყოველთვის შექმნილი აურზაური არც იქაურ პერსონალს გამორჩენია, ხოლო ცოტა ხანში დერეფანში მთავარი ექიმიც გამოჩნდა. ექიმი, რომელიც დიდი ხანია მეც კარგად მიცნობს და გოგასაც. ამ ქაოტურ მდგომარეობაში ვერც კი შევნიშნე მარიამის სიახლოვე, რომელიც რამოდენიმე წუთით ადრე მოსულიყო გოგას სანახავად. ექიმმა გოგას დედა ფეხზე წამოაყენა ხოლო იქ მყოფთ უკან დაბრუნდება თხოვა. შემდეგ კი ჩემსკენ მოტრიალდა და ყველასგან მოშორებით გავედით.
-ეს დღეები სად იყავი?
-რაღაც საქმეები გამომიჩნდა.
-ორი წუთით გამომყევი მინდა დაგელაპარაკო. ჩემთან შევიდეთ. -მითხრა მან.
-გოგას ვნახავ და შემოვალ.
-აღარ წახვიდე. ეს დღეები შენ გელოდებოდი, ვერც მობილურზე გიკავშირდებოდი. ხომ იცი, რომ სულ კონტაქტზე უნდა ვიყოთ.
-ვიცი, ვიცი. უბრალოდ მართლა საქმეები მქონდა ხომ გესმის?

-ერთმანეთთან რა საქმე გაქვთ ექიმო? - და მოულოდნელად უკნიდან, მარიამი მოგვიახლოვდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად გვისმენდა. - ერთმანეთთან რა საქმე გაქვთ?
-მარიამ -ხელი მისკენ წავიღე რათა ცალკე გამეყვანა, თუმცა ხელი გამაშვებინა და კვლავ ერთსა და იმავეს იმეორებდა
-ერთმანეთთან რა საქმე გაქვთ?
-ერთი წუთით რა გჭირს? ექიმს რაღაცაზე ველაპარაკებოდი. რა საქმე უნდა მქონდეს მასთან?!
-ლევან...
-მომისმინე! დაველაპარაკები და მერე აგიხსნი ყველაფერს. ეს გოგას ეხება, მისი პირადი ექიმია.
-ყველაფერი მესმოდა.
-მაშინ ყურადღებით უნდა მოგესმინა თუ გგონია, რომ სწორად იქცევი?
-ლევან მოკლედ იქ ვიქნები... -მითხრა ექიმმა და თავისი კაბინეტისკენ შეტრიალდა. მშვენივრად მიხვდა, რომ ყველაფერი უფრო დიდ ჭაობს დავამსგავსე, რომელშიც თავადვე ვიხრჩობოდი, თუმცა ის უკვე კარგა ხნის შეჩვეული იყო ჩემგან თავდაცვით ქცევებს.
-აბა რა უნდა ვიფიქრო, როდესაც...
-შენ არავინ არაფერს გკითხავს, მარიამ და ეს კარგად დაიმახსოვრე! -მოვბრუნდი და ცივად გავერიდე. რეალურად კი მოცემულ რეალობას გავექეცი.
-ლევან...
-სხვა დროს, მარიამ. -უკან მოუხედავად ხელი ჩავიქნიე.

***
ლევან -საწოლიდან წამოიჭრა, გოგა, როდესაც პალიტის შემოსასვლელთან დამინახა. -ნახე ახალი ოცნება დავწერე! -და ხელში დაკეცილ ფურცელს მაჩეჩებდა.
-ნეტავ ამჯერად რაზეა?
-როგორც შევთანხმდით ისე მოიქეცი. აქედან, რომ გახვალ მერე გახსენი და წაიკითხე.
ჩემდაუნებურად გამეღიმა. ფურცელი ჯიბეში ფრთხილად ჩავიცურე და თავზე ხელი გადავუსვი.
-წავიკითხავ.
-შენი ოცნება?
-რა ოცნება?- დაბნეულმა გავხედე.
-შენ ჩემთვის არ მოგცია ფურცელი, რომელზეც შენი ოცნება იქნებოდა დაწერილი. თამაშის წესები ხომ არ დაგავიწყდა?
-არ დამვიწყებია უბრალოდ ვერ მოვიცალე...
ამ სიტყვებზე მან ისევ მისი საწოლის გვერდზე მდგარი მაგიდიდან ფურცლები ამოიღო და მე გამომიწოდა. მგონი დეჟა ვუ მაქვს.
-მაშინ ეხლა დაწერე.
-კარგი. -და მის მახლობლად ჩამოვჯექი
-მარიამი სად არის?
-დერეფანშია და შემოვა. დედაშენს ელაპარაკება რაღაცაზე. ქალების ამბავი ხომ იცი სულ ჩურჩულებენ და ჩურჩულებენ.
-ხო ეგენი სულ ეგრე არიან. სკოლაში იცი როგორი ჭორიკანა გოგოები მყავს. რაც უნდა მეთქვა, მეორე დღესვე სხვა გოგოებმაც იცოდნენ ხოლმე. რა საჭიროა ამდენი ლაპარაკი?! -ღიმილნარევად მხრები აიჩეჩა და თან მთელი ყურადღება მაინც ჩემსკენ ჰქონდა. მიყურებდა ვწერდი თუ არა რაიმე ახალს ფურცლებზე.
-ვინმე გიყვარს?
-სკოლაში?
-გინდა სკოლაში რა მნიშვნელობა აქვს?!
-ერთი გოგო მიყვარდა მაგრამ თქმა, რომ დავაპირე იმ კვირას სხვა სკოლაში გადაიყვანეს.
-იმის მერე აღარავინ გყვარებია?
-იმის მერე ხომ აქ ვარ.
-ეგ არაფერს ცვლის. არ გინდა, რომ შეეხმიანო?-ვკითხე მას.
-ვეხმიანები ხოლმე ხანდახან. კარგი გოგოა. ხატვა უყვარს მარიამივით და შემპირდა, რომ მეც დამხატავდა. კლასშიც სულ ხატავდა.
-თუ სულ ხატავდა, როდისღა ელაპარაკებოდი?
-რავი მე...- კვლავ მხრები აიჩეჩა -როცა აღარ ხატავდა ხოლმე.
ამ სიტყვებზე გულიანად გამეცინა და საწოლზე წამომჯდარი გოგა გულზედ მივიხუტე. ალბათ გარშემო არ არსებობდა ბავშვი ამაზე მეტად ლაღი და პოზიტიური. ის მართალაც განსაკუთრებული ბავშვია.
-მთვარია ხატვა ხომ არ დაავიწყებინე ბიჭო?
-არა! -თავი გაიქნია - არც მთლად ამდენი არ გვილაპარაკია. (ღიმილი)
-რას გააკეთებ როცა აქედან წახვალ?
-ალბათ ნახატს გამოვართმევ.
-მაინტერესებს კიდევ რაზე ოცნებობ რასაც ამ ფურცლებზე არ წერ.
-გინდა კიდევ დავწერო?
-ოთახში მხოლოდ მე და შენ ვართ. არ არის საჭირო ყველაფერი დაწერო. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?! მომიყევი კიდევ რაზე ოცნებობ?- ფურცლები გვერდზე გადავდე და მთლიანი ყურადღება მასზე გადავიტანე.
-პარაშუტით მინდა გასეირნება. ტელევიზორში მაქვს ნანახი და ძალიან მაგარია.
-ამაში მე დაგეხმარები.
-და შენ რაზე ოცნებობ?
-იმაზე, რომ შენ პარაშუტით აუცილებლად გაისერნო.
-ეგ როგორ? ეს ხომ ჩემი ოცნებაა?
-როგორ და შენი ოცნების ასრულება ჩემი ბედნიერებაა. ოცნებით კი იმაზე ვოცნებობთ რაც გაგვაბედნიერებს. მე კი შენ მაბედნიერებ! ესაც ჩემი ოცნება.
-რა კარგია. მაინც ხომ წაიკითხავ რაც დავწერე?
-კი, როგორც კი აქედან გავალ.

***

ოცნების ავტორი: გოგა / 12 წლის.
დიაგნოზი: გულის მანკი. (მიტრალური) სარქვლის ნაკლოვანება.

მოგესალმები! მე გოგა ვარ 12 წლის, თუმცა ეგ უკვე ისედაც იცი. ჩემი შემდეგი ოცნება კი ასეთია: მინდა რომელიმე მუსიკალური ჯგუფის კონცერტზე მოვხვდე. ბოლო დროს ექიმი საწოლიდან ადგომის საშუალებასაც იშვიათად მაძლევს. არ ვიცი რას გადამეკიდნენ ან რა უნდათ ჩემგან. ისიც კი არ ვიცი ნანატრ კონცერტზე როგორ უნდა მოვხვდე მაგრამ ძალიან მინდა. იმედი მაქვს ძალიან ბევრსაც არ ვითხოვ. მსურს ცოცხალ მუსიკას ვუსმინო. ამ ოცნებას ჩემს მეგობარ: ლევანს ვუგზავნი. ხოლო ერთს კი ისევ შენ გიგზავნი ღმერთო. იმაში მაინც დამეხმარე, რომ სახლში წავიდე. აქ უკვე ძალიან მომწყინდა.
პატივისცემით: გოგა

***

იმ დღით იქაურობა უჩუმრად დავტოვე. შევამჩნიე თუ, როგორ ესაუბრებოდა, მარიამი გოგას დედას საავადმყოფოს დერეფანში, თუმცა მათთან აღარ მივსულვარ. იმაზე მეტს ხომ მაინც ვერაფერს გავიგებდი, რაც ისედაც ვიცოდი. გადავწყვიტე ცოტათი ფეხით გამესეირნა მოსაღომოებულ თბილისში და უბრალოდ მეფიქრა. საერთო ჯამში ვერც ფიქრი მიმიყვანდა ისეთ საღ აზრთან, რითაც ამ ადამიანებს დავეხმარებოდი, მაგრამ ფიქრით სიმშვიდეს მაინც მოვიპოვებდი სხვა თუ არაფერი. გზად ყავის საყიდლად შევჩერდი და თან სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების თვალიერებით გართულმა ვერც კი შევნიშნე თუ, როგორ მომიახლოვდა ზურგიდან უცხო გოგონა. წამით გავხედე, თუმცა მალევე გამყიდველს ყავა გამოვართვი და გზა განვაგრძე. რამოდენიმე ნაბიჯის შემდგომ შევამჩნიე, რომ გოგონას არც არაფერი უყიდია ჯიხურთან. თითქოს არც აპირებდა რაიმეს შეძენას. უემოციოდ თვალი გადაავლო ნაცნობ ჟურნალ-გაზეთებს და ისიც ფეხდაფეხ გამომყვა. წამში შესაძლოა შენი ცხოვრება ისე თავდაყირა დადგეს, რომ გააზრებაც ვერ მოასწრო. გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება ელოდი ის კი მოვიდა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ვატყობ სიყვარული მასავით თავქარიანი ყოფილა. მესმოდა მისი ნაბიჯების ხმის სიახლოვე. მესმოდა რამოდენიმე კვარტლის გავლის შემდეგაც, ხოლო უკან გამოხედვისას მხოლოდ მე და ის აღმოვჩნდით კორპუსებს შორის, მაგრამ ყურადღება მაინც არ გამიმახვილებია ამ ყველაფერზე. ან რატომ უნდა მეფიქრა გოგონაზე, რომელსაც უბრალოდ ის გზა აწყობდა, რომელიც მე. ნამდვილად თავქარიანი უნდა იყო ადამიანი, რომ უცნობ მამაკაცს უაზროდ აედევნო. მითუმეტეს გოგოსგან განსაკუთრებით გასაკვირი იქნებოდა მსგავსი რამ, თუმცაღა შევცდი. დიდ ხნიანი პაუზის შემდგომ ნაბიჯების ხმა ბევრად უფრო ახლოს ვიგრძენი ხოლო მოახლოებისას მივხვდი, რომ მე არა მხოლოდ გოგოს უაზრო საქციელში შევცდი არამედ იმაშიც, რომ ის საერთოდაც არ იყო უცხო. ეს ის გოგონა გახლდათ ქოლგით ხელში, დღეს დილით, რომ თავის გამოჩენა სცადა ჩემთან. კარგი ნაცნობივით გვერდში ამომიდგა და ხელის მხარზე მორტყმით მიიპყრო ჩემი ყურადღება. ღიმილი კი უდაოდ საოცარი ჰქონდა ამ თავქარიან არსებას. ღმერთო ნეტავ ის მაინც მაცოდინა რა ჯანდაბად გადამეკიდა. აჯობებდა მის კითხვებზე პასუხი ჩემი დუმილი ყოფილიყო. იქნებ ამას მაინც გამოეღო შედეგი. შეცდომა ალბათ მაშინ დავუშვი, როდესაც დილით ასე მარტივად მოვუყევი ყველაფერი ჩემზე. მე რაღა დამემართა?! არასდროს მყვარებია პირად პრობლემებზე ვინმესთან საუბარი, განსაკუთრებით უცხო ადამიანებთან. რატომ მაინც და მაინც ის და მაინც და მაინც ამ ქუჩაზე, ასეთ მშვენიერ საღამოს?! ღმერთო! სიკვდილთან ახლოს ყოფნისას თუ გსურს, რომ ბედისწერის არსებობისაც ვირწმუნო? მაშინ სასაცილოა ამაზე ფიქრი. საკუთარ ბედს თუ თავად ვქმნით მაშინ თავადვე შეგვიძლია მასზედ უარის თქმაც. ერთდროულად იმდენი კითხვა დაგროვდა ჩემს გონებაში, რომ ერთბაშად თავ-მოყრა გამიჭირდა. ვერ ვხვდები უნდა გამოველაპარაკო თუ არა. იქნებ ხელახლა ვცადო მისი გაცნობა?! საკუთარ თავს უნდა გამოვუტყდე, რომ მშვენიერ ღიმილთან ერთად თვითონაც მშვენიერია. სქელი წითური თმითა და ულამაზესი თვალებით, რომლებიც წარმოუდგენლად დიდ სითბოს ასხივებდა გარშემო. მხოლოდ ეხლაღა შევამჩნიე მის სახეზე ლამაზად მიმობნეული ჭორფლები რასაც უფრო "ვისნუშკებს" ვუწოდებდი. ნამდვილად ასეა. ერთი სიტყვით...შეუპოვრად გვერდზედ მომყვება ძალიან მხიარული და თავქარიანი გოგონა, უსაყვარლესი "ვისნუშკებით" სახეზე. ვხუჭავ თვალებს, ვითვლი ათამდე, და თუ თვალების გახელვის შემდეგ ისევ აქ არის ესე იგი ეს რეალობაა. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით, რადგან ისედაც ვიცი, რომ ის აქ არის. გზად უსაზღვრო ემოციებით მიმტკიცებდა, რომ ასეთი დეტალები ცხოვრებაში არ ხდება უბრალოდ და რომ "ეს" ყველაფერი უსათუაოდ ნიშნავს რაღაცას. ერთ ხანს ჩემთვის მეღიმებოდა მის მოსაზრებებზე და უკომენტაროდ განვაგრძობდი მის მოსმენას, თუმცა როდესაც სახლთან მისულს ბოლო აღარ უჩანდა მის საუბარს გადავწყვიტე სასწრაფოდ რაიმე მომეფიქრებინა. არც ამჯერად გამომივიდა არაფერი. სიტყვის ამოღების საშუალებასაც კი არ მაძლევდა იმდენს საუბრობდა, თან წამის ყოველ მეათედში მხარზედ მომარტყამდა ხოლმე ხელს მეტი დამაჯერებლობისთვის. შესაძლოა ამით ჩემს გამოცოცხლებასაც ცდილობდა. ბოლოს სხვა გამოსავალი, რომ აღარ დამიტოვა მხრებზე ხელი მოვკიდე და შესაშინებლად ოდნავ შევანჯღრიე. ღმერთო! როგორც იქნა გაჩუმდა. მეც დრო ვიხელთე და ავუხსენი, რომ სწორედ ამ სახლში ვცხოვრობდი და ერთმანეთს უნდა დავმშვიდებოდით. სიჩუმე უცნაურად გაუგრძელდა. რიგიანად ამათვალ-ჩამათვალიერა და მკითხა თუ რომელ სართულზე ვცხვრობდი. საჭირო პასუხის მიღებისას კი კიბეები სწრაფად აირბინა და თან ხელით მანიშნებდა "რაღას ელოდებიო?". ცოტათი მეც დავიბენი. ნამდვილად ეჭვი მეპარებოდა უკვე ამ ყოველივეს რეალობასთან სიახლოვის. რას გავაწყობდი? მორჩილად უკან გავყევი, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომელ სართულზე შეწყევტდა სიარულს და ასეც მოხდა. სახლის კარების მახლობლად შევჩერდი, კიბის ბოლო საფეხურთან და მის დაბნეულ მზერას ღიმილით დავუწყე ცქერა. იმ წუთას ალბათ ფიქრობდა თუ, რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ბინის კარები?! და აღმოჩნდა კიდეც მეტად რთული დილემის წინაშე. ბედნიერებისას თვალები წამით უნდა დახუჭო, რათა კადრებად შემოგრჩეს მომენტი რამაც გაგაბედნიერა. ის ადამიანი კი არასდროს დაკარგო, რომელმაც გაგრძნობინა თუ რა არის სინამდვილეში ბედნიერება. დაიჭირე წამი, ბედნიერებისთვის!

***

-მარტო ცხოვრობ? -მკითხა სავარძელში მშვიდად მოკალათებულმა და თან სწრაფად გადაავლო თვალი ჩემს მოუწესრიგებელ სახლს.
-რა გქვია?
-მეე? ნანკა. შენ, ლევანი ხო?
-ისაც კი არ გახსოვს რა მქვია და ნეტავ ვიცოდე აქ რა გინდა?!-ვუპასუხე უკან მოუხედავად და თან მაგიდაზე მომობნეული ფურცლები ერთად მოვკრიბე.
-კითხვაზე არ გიპასუხია!
-მარტო ვცხოვრობ?
-მშობლები?
-მშობლები დიდი ხნის უკან დავკარგე. ან რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ამ ყველაფერს?
-ვწუხვარ. უბრალოდ მინდა გაგიცნო.
-რაში გჭირდება ეს?
-ვიცი, რომ კვდები.
-მერე რა?
-განა მებრალები! -თავის მართლებასავით გამოუვიდა, თუმცა მაინც განაგრძობდა საუბარს. -აქ არც იმიტომ ვარ, რომ შენ კვდები და არც იმიტომ სიმპათიური ხარ. ვიფიქრე, რადგან დღეს უკვე მეორედ გხედავ ალბათ ეს რაღაცას ნიშნავს თქო.
-ეგ უკვე მითხარი.
-დიდი ხანია რაც ასე ხარ?
-ჩემს მდგომარეობას გულისხმობ?-ვკითხე მას.
-ხო. რაც ეს პრობლემები დაგეწყო.
-სიკვდილი პრობლემა არ არის, რომ მოაგვარო. ეს სიკვდილია.
-გეშინია?
-მგონი შენი წასვლის დროა! - ნაწერები ზურგ ჩანთაში ჩავალაგე და მისკენ მივტრიალდი -გამიხარდა, რომ შეგხვდი
-"სიყვარული ნათელ ფერებში". ეს რას ნიშნავს?
-ნაწარმოებია.
-მაგას მეც მივხვდი მაგრამ რატომ ჰქვია ასეთი უცნაური სახელი? -ხელში შემორჩენილი ფურცელი გამომართვა და ჩემთვის გაურკვეველი ინტერესით დაუწყო თვალიერება ნაწერს. ხან იქით გადაატრიალა ხან აქეთ თითქოს ნაწერს კი არა ნახატს უყურებდა რომლის თავი და ბოლოც ვერ გაგეგო. -სიყვარული ნათელ ფერებში -დაუსრულებლად იმეორებდა ერთსა და იგივეს.
-მოკლედ როგორც გინდა ისე მოიქეცი.-ფურცელი გამოვართვი და ისიც ჩანთაში ჩავაცურე -ჩემთვის უკვე სულ ერთია, რადგან ძალიან მეჩქარება.
-ერთი წუთით. -მოულოდნელად სავარძლზე შემოხტა და ღიმილიანი სახით ხელები წინ გაშალა -ნება მომეცი წარმოგიდგინოთ "სიყვარული ნათელ ფერებში"
-ხომ არ გაგიჟდი? მეჩქარება.
-ორიოდ სიტყვა თუ რას ნიშნავს სიყვარული ნათელ ფერებში და რისი თქმა სურს ამით ავტორს ჩვენთვის.- (ნამდვილი სპექტაკლი დადგა "მოკრძალებულ" სავარძელზე) -მწერალმა ამ ნაწარმოებით არა მხოლოდ დაწერა სიყვარული, არამედ მოგვიხატა კიდეც მეგობრებო. სიყვარული არ ყოფილა მხოლოდ "რომეო და ჯულიეტა" . ის არც მშვენიერი ელენა ყოფილა ლეგენდარული ტროას ომიდან. მიზეზი რის გამოც შეიქმნა "ილიადა". სიყვარული მრავალ ფერთა ერთობლიობაა. სწორედ ახლა ვხვდები თუ რას ხედავდა პარისი, როდესაც ელენას შეჰყურებდა თვალებში. ის სიყვარულის ნათელ ფერებს ამჩნევდა მასში.
-საკმარისია-ხელი ძლიერად მოვკიდე და ძირს ჩამოვიყვანე. -მე წავედი!
-მეც მოვდივარ.
-სად მოდიხარ?- იმის გაფიქრებისას, რომ არც შემდგომში დამანებებდა თავს გადავწყვიტე მისი შემდეგი ნაბიჯი გამეგო.
-შენთან ერთად.
-კი მაგრამ...
-იქამდე არ წავალ არსად, სანამ აქ დარჩენას არ მთხოვ. დამიჯერე ეს ძალიან მალე მოხდება.

***

ნათქვამია, რომ საკუთარი ცხოვრება თავად უნდა შექმნა. ეს იგივეა, როგორც მხატვრისთვის ესკიზი ნახევრად ცარიელ ტილოზე. თუ ყოველ დეტალსა და ემოციას სწორად გადაანაწილებ მაშინ ის უნაკლო იქნება. ხოლო დასასრულს სიყვარულის დამატება არ დაგავიწყდეთ, რომელიც ისეთივე იდუმალია ყოველი ჩვენგანისათვის, როგორც "მონა ლიზას" ღიმილი უნაკლო ტილოზე. გახსოვდეს, რომ სრულყოფილება შენს ხელთაა!

***
გზად მიმავალს ისევ უკან მომყვებოდა და არც მის საუბარს უჩანდა ბოლო. რამოდენიმე კვარტლის შემდგომ გაჩერებაზე ტრანსპორტის მოლოდინში შევყონდი და ჩანთაც იქვე სკამზე ჩამოვდე. ის კი შეუპოვრად ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, რათა გადამედო ყველანაირი საქმე და მას გავყოლოდი. თავადაც არ ვიცი სად მეპატიჟებოდა, თუმცა ნამდვილად არ მეცალა მისი მორიგი ახირებისთვის. მისმა ასეთმა აქტიურობამ იქ მდგარი ხალხის ყურადღებაც მალევე მიიპყრო. ცოტაც და ასეთი უხერხულობისგან სახეზე სულ მთლად გავწითლდებოდი. არაფრის გაგონება არ მინდოდა, რადგან გონებაში მხოლოდ მარიამისთვის ნათქვამი სიტყვები მიტრიალებდა. შინაგანად ძალიან მაწუხებდა, რომ ჩემმა აღელვებამ ასეთი სიბრაზე გამოიწვია და პირველივე რაც პირზე მომადგა ის ვუთხარი. მარიამი არ იმსახურებდა ამას. თავის მთლიან ენერგიას ჩემი პრეზენტაციის ორგანიზებაში ხარჯავდა მე კიდევ ყველაფერი გავაფუჭე. არც ის გამიკვირდებოდა თუ ჩაშლიდა ორგანიზებას და ამით მართლაც დავრჩები ნაწერების ანაბარად. ეს ფაქტი იმდენად არ მანაღვლებდა, რამდენადაც ჩემი უგუნური საქციელი. სასწრაფოდ უნდა მენახა და სიმართლე მეთქვა მისთვის. მნიშვნელობა აღარ აქვს რას მოიმოქმედებს ამის შემდგომ. შესაძლოა აღარც კი გაუჩნდეს დახმარების სურვილი .წინასწარ ვერასდროს ვერაფერს გაიგებ. ახლა მთავარი მხოლოდ სიმართლეა, უფრო სწორად კი ის რეალობა რის წინაშეც ვდგავარ და ვცდილობდი მას ეს არ ეგრძნო. იქნებ ვცდები და ის საერთოდაც არაა ასეთი?! ღმერთო მომეცი ძალა, რათა დავიბრუნო ჩემი ცხოვრების ნათელი ფერი.
-არ მისმენ? -იმდენად ვიყავი გართული ფიქრში, რომ წამით "ვისნუშკებიანის' სიახლოვეც კი გადამავიწყდა.-შენ გელაპარაკები.
-მომისმინე! ახლა ძალიან მეჩქარება და სხვა დროს შევხვდეთ ერთმანეთს.
-სხვა დრო აღარ იქნება. დღესვე უნდა წამომყვე ერთ ადგილას და დანარჩენს მერეც მიხედავ.
-სხვა დრო რატომ არ იქნება?-ვკითხე მას.
-შენც ხომ იცი, რომ სხვებივით არ ცხოვრობ. ყველგან გეჩქარება, რადგან გინდა რომ ყველაფერი მოასწრო. ცხოვრებას კი არ მიყვები უბრალოდ გარბიხარ.
-ერთი სიტყვაც ვერ გავიგე შენი ნათქვამიდან და აჯობებს სხვა დროს იყოს.
-აი, ხომ ხედავ? ახლაც გარბიხარ.
-...
-ხვალ, როგორც გინდა ისე მოიქეცი. ახლი კი მე გამომყევი, დამიჯერე!

ღრმად ჩავისუნთქე და საბოლოოდ მაინც დავთანხმდი მის წინადადებას. ჩანთას ხელი მოვკიდე და გავყვევი. ის კი ღიმილიანი სახით ამომიდგა გვერდით და ჩანთაც თავად გამომართვა.
-ერთი რაღაც მინდა გკითხო, ნანკა.
-გისმენ.
-როდესმე მოწყენილი ყოფილხარ?
-არა -კითხვის დასრულებასაც არ დაელოდა. -მოწყენისთვის დრო ნამდვილად არ მრჩება. მთავარი... საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა და რაც შეიძლება მეტი ღიმილია. ვერ ვხვდები რატომ უნდა იარო ცხვირ ჩამოშვებულმა, როდესაც გარშემო ასეთი ლამაზი სამყარო გაქვს. თუ ადამინებმა აღქმის უნარი დაკარგეს ეს სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით.
-და ეს ვისი დამსახურებაა?
-იმ ადამინების ვის გასაცნობდაც ახლა მიმყავხარ.
-და რატომ მაინც და მაინც მე?
-იმიტომ რომ შენც ისე გაგიცანი როგორც ისინი.
-სად? -გამეღიმა -გაჩერებაზე ქოლგით ხელში?
-სხვათაშორის ყოველთვის არ წვიმს, ლევან!
-ვხუმრობ.
-კი. ისინიც სხვა და სხვა დროს გავიცანი. მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ კარგ დროს გაატარებ ჩვენთან ერთად. და თუ დღის ბოლოს ასე არ მოხდა... შეგიძლია შენს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე.
-შევთანხმდით!
-ოღონდ უჩემოდ.

***
წიგნს -მწერლები ქმნიან, შედევრებს - მხატვრები, ხოლო ადამიანის ცხოვრებას ადამიანები ქმნიან. თუ ცხოვრებაში არ შეგხვედრიათ განსაკუთრებული ადამიანი მაშინ არც წიგნი შეიქმნება და არც ნახატი იქცევა შედევრად, რადგან ყველაფერ განსაკუთრებულს, განსაკუთრებული ადამიანები გვჩუქნიან. სიყვარულს, რისი ძალითაც იქმნება ყოველივე გარშემო. უცნაურია მაგრამ ვატყობდი, რომ რაღაცნაირად მომწონდა კიდეც მისი შეუპოვრობა. გზად იმდენ საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა, რომ მივხვდი მისდამი წარმოდგენები აშკარად მცდარი მქონია. გარკვეული დროის შემდგომ ერთ ძველ შენობას მივადექით, რომელშიც მაცხოვრებლები აღარ იყვნენ. ნაგებობის სიძველისგან გამომდინარედ ამის მიხვედრა რთული არ იყო, თუმცა ის სწორედაც, რომ შიგნით მეპატიჟებოდა. იმის მტკიცებას კი კვლავ განაგრძობდა, რომ "წინ" მელოდა ის რასაც ხშირად ვერ ნახავ. ხანდახან ცნობისმოყვარეობას მიყავხარ იქ სადაც შენი ცხოვრების მთავარი არსი იწყება. ყოველ გაუაზრებელ ნაბიჯს "ცნობისმოყვარეობას" ვარქმევთ არა და სინამდვილაში შენ აღმოჩნდი იქ სადაც ისედაც უნდა მისულიყავი. გულის კარნახი ეს სულის მოწოდებაა და აზრი - ყოველ შენს ნაბიჯში.

***

-წინასწარ არაფერს ვგეგმავ. არასდროს ვაკეთებ გონებაში იმის "მონახაზს" რაზეც ვაპირებ საუბარს. იქ ..... სადღაც ზევიდან მოედიანება ემოცია, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრება ხოლმე სულში და აფორიაქებს მას. გულის გავლით მთლიანად დაივლის სისხლძარღვებს, ხოლო ხელებს ეძლევა ის ძალა, რომელსაც საოცრებების შექმნა შეუძლია ფურცლებზე. ნამდვილად არ ვიცი ეს ღმერთის მიერ ბოძებულ წყალობაა ჩემზე თუ სხვა რამ?! თუმცა მე მინახავს ცრემლები ადამიანების თვალებზე. მინახავს თუ როგორი ინტერესით ადევნებდნენ თვალს ყოველ მომდევნო წინადადებას. ამ ყველაფრის შემდეგ კი მე ვხვდებოდი, რომ ფურცლებზე ერთმანეთის მიყოლებით დაწერილ სიტყვებს შეუძლია ისევე ააფორიაქონ ადამიანთა გულები, როგორც წერის მემართებოდა მე. ისინი ღრმად აღწევენ მათ სულებში განურჩევლად ასაკისა თუ პროფესიისა. ხანდახან იმაზეც კი მიფიქრია თუ. როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ჩემივე ნაწერების გარეშე. ხანგძლივი ფიქრის შემდგომ კი მივსულვარ იმ აზრამდე, რომ უბრალოდ ასეთ სისულელეებზე აწი აღარ უნდა მეფიქრა, რადგან "მე" ნაწერების გარეშე ხომ "მე" არ ვიქნებოდი?!

***

შიგნით ცარიელი კედლები დამხვდა. დიდი ხნის მიტოვებულ სახლს წააგავდა იქაურობა. კუთხეებში ობობის ქსელებითა და აქა-იქ ეულად დატოვებული ავეჯიღა შემორჩენილიყო ირგვლივ. ვიწრო დერეფნის გავლის შემდგომ ერთ დიდ ოთახში აღმოვჩნდით მე და ნანკა, სადაც მისი მეგობრები გიტარით ხელში ირთობდნენ თავს. მისი გამოჩენისთანავე ინსტრუმენტები მიატოვეს და ჩვენსკენ წამოვიდნენ. დახვედრა მართლაც საოცარი იყო. ყველა ისეთი სითბოთი და სიყვარულით შეეგება თითქოს წლებია არ უნახავთ ეს გოგო. ლამის იყო მოეგუდად ისე ძლიერად იკრავდნენ მკლავებში. გარკვეული პაუზის შემდგომ კი თვითონვე, ნანკამ გადმოიტანა ჩემსკენ ყურადღება და მეგობრებს გააცნო ჩემი თავი.
-გაიცანით! ეს ლევანია. არაჩვეულებრივი მწერალი და უცნაურად საინტერესო პიროვნება. 24 წლის არის, თუმცა ლეიკემია აწუხებს.
წუთით ვიფიქრე ეს გოგო ხომ არ გაგიჟდა-თქო. რა საჭირო იყო ამ ყველაფრის ასე საჯაროდ თქმა და რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. მეგობრებმა კი არ დააყოვნეს. სათითაოდ ხელი ჩამომართვეს და თბილად გამიღიმეს. ნანკას, როგორც სჩვევია მხაზედ ხელი მომარტყა და მათკენ მიხმო. არ ვიცოდი ამის მერე რა უნდა მეთქვა მათთვის, თუმცა ცნობისმოყვარეობით აშკარად თვითონვე გამოირჩეოდნენ.
-რა ნაწარმოებს წერთ?
-"სიყვარული ნათელ ფერებში"-ხმის ამოღებაც არ მაცალა, როგორც ყოველთვის. შემდეგ კი ჩემსკენ ოდნავ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა. -როდესაც აქედან გავალთ, აუცილებლად გამატან მაგ ნაწარმოებს, რომელსაც ჩანთაში საგულდაგულოდ ინახავ.
-ლევან წიგნად არ გამოსცემ?
-ჩემი მეგობარი მეხმარება ამაში. მისი თქმით ერთ თვეში ყველაფერი მზად იქნება. თქვენ რას საქმიანობთ? -ვკითხე მათ
-მოდი ჩამოვჯდეთ- დაბლა დაყრილი ფურცლები ფეხით გაყარეს და პირდაპირ ცივ ბეტონზე დავსხედით. -ჩვენ ასე ვცხოვრობთ. არ გვაქვს ავეჯი, არც ტელევიზორი, არანაირი ძვირად ღირებული ტექნიკა და არც საკვები...
-თქვენ რა... -ცოტათი დავიბენი.
-ბომჟები გგონივართ?
-არ მითქვამს.
-არა, ლევან. ჩვენ მეამბოხე ახალგაზრდები ვართ. მე, გეგა მქვია. ეს ორი გიტარისტი გუგლიკო და ვატო არიან. ნანკა ჩვენი სოლისტია. მე ესე, რომ ვთქვათ ბექ-ვოკალისტი ვარ. მოგვწონს ის, რომ არ გვძინავს თბილ საწოლში. არ ვართ მატერიალისტები და არც არავისგან მოველით რაიმეს.
-მშობლები გყაავთ? -ამ სიტყვებზე რატომღაც გულიანად გადაიხარხარა ყველამ.
-არც ობლები ვართ, ლევან. სიცოცხლეს მოწყურებული ხალხი ვართ. ბევრი, რომ არ შეგაწყონო თავი, ერთი დღე დაგვითმე და მიხვდები ყველაფერს.
-შენც ხომ არავინ გყავს?-მომიტრიალდა ნანკა.
-არა. მშობლები არ მყავს. მარტო ვცხოვრობ და წერით ვირთობ თავს, როგორც თქვენ მუსიკით.
-ჩვენ ხელოვნებას დიდ პატივს ვცემთ.
-ასეა.
-როდესაც ამ საქმით ხარ დაკავებული რასაც ხელოვნება ჰქვია, უფრო სწორად კი პროცესში ხარ ჩართული... აი, სადღაც სამყაროს მიღმა მიექანები და ეს მოგვწონს. ხელოვნების ნიჭი ეს ღვთისგან ბოძებული ძალაა და მოფრთხილება სჭირდება.-თან საჩვენებელი თითი მეტი დამაჯერობლობითვის ზევით ასწია. -ეს ძალაა ხალხის გასაბედნიერებლად.
უშუალო ადამიანები ჩანდნენ. ცოტა უცნაურებიც, რადგან მათი ნათქვამიდან ვერაფერი გავიგე. ისხდნენ ცივ ბეტონზე და დიდი აღტაცებით მიყვებოდნენ თუ როგორ გაიცნეს ერთმანეთი. საუბრის დროს ხანდახან ფიქრებს სულ სხვაგან მივყავდი. ვერ მივხვდი, თუ რატომ უთხრა, ნანკამ ჩემი დაავადების შესახებ. იქნებ მათაც იგივე აწუხებთ და ხელოვნებით ჩემსავით უბრალოდ იმშვიდებენ სულს? იქნებ სწორედ ეს გახდა ნანკას ასეთი აკვიატება, რომ მათთან მოვსულიყავი? სხვა ახსნას ვერაფერს ვუძებნიდი, თუმცა უნდა ვაღიარო... მათთან ყოფნა მომწონდა. შევხვდი ადამიანებს, რომლებიც აზროვნებდნენ ჩემნაირად. თითქოს ჩემს სათქმელს მათი ბაგეები გადმოსცემდნენ. იძახდნენ, რომ მეამბოხე ახალგაზრდები იყვნენ, თუმცა სინამდვილეში ჩვეულებრივი კეთილი ადამიანები ინიღბებოდნენ ამ სახელით. დახეული ჯინსებითა და ზედ გადმოჩაჩული პერანგებით. გეგა ტიპიურ ქართველ ბიჭს წააგავდა. სწორი, უკან გადავარცხნილი თმითა და ხშირი წვერით, რასაც ვერ ვიტყოდი გუგლიკოზე და ვატოზე. რომ არ მცოდნოდა, რომ მეგობრები იყვნენ უთუოდ ვიფიქრები მათ სისხლით ნათესაობაზე იმდენად ჰგავდნენ ერთმანეთს ყველაფრით. საუბრით არ გამოირჩეოდნენ. უმეტასად გეგას უსმენდნენ და იშვიათად მასსა და ნანკა შორის თუ ორიოდ სიტყვას ჩაატევდნენ. შთაბეჭდილება მრჩებოდა და რომ ამ ორ ადამიანს დიდად არ მოსწონდათ ჩემი აქ ყოფნა. შიგა და შიგ ისევ გიტარას გადასწვდებოდნენ, ხოლმე და სხვა და სხვა აკორდებს აჟღერებდნენ საუბრის განმავლობაში. თავს დაბლა დაწევდნენ და ასე ძილმორეული ადამიანივით აქიცინებდნენ მშვიდად. ალბათ ჰარმონია იპყრობდა მათ გონებას. ნანკას ნამდვილად გამოუვიდა, რადგან უდიდესი ინტერესი გამოიწვიეს ჩემში. უკან დაბრუნება სულ გადამავიწყეს. მგონია, რომ ბედნიერება სხვა და სხვა დროს -სხვა და სხვა ადგილას გვიცდის, ჩვენ ის უბრალოდ უნდა ვიპოვოთ. ნეტავ ვიცოდე ღმერთო კიდევ რამდენ სიახლეს მიმზადებ. ფიქრები ისევ, ნანკას აქტიურობამ დამიფრთხო, როდესაც გვერდითა ოთახიდან ლუდის ბოთლებით ხელში "შემონარნარდა". ბიჭები დიდი ოვაციებით შეხვდნენ მას და ბოთლები წინ დააწყვეს.
-მოკლედ - საუბარი ისევ, გეგამ განაგრძო.- ძალიან დადებითი საღამოა ამიტომ მოდით ცოტა გავხალისდეთ. სამ დათვლაზე ერთ ბოთლი ეგრევე დავლიოთ და შემდეგ გულახდილად გავცეთ პასუხები, კითხვებს. რაც უფრო მეტ აზრს გავუზიარებთ ერთმანეთს, უფრო მეტი იდეები დაგვიგროვდება...
-შენთან ვარ... -ხელი გადახვია ვატომ
-აბა... ვსვამთ- თქვა ნანკამ და ბოთლი წამში გამოცალა. შემდეგ ძირს დააწვინა და დაატრიალა. რაღა თქმა უნდა პირველი რესპოდენტიც მე აღმოვჩნდი.
-ესეიგი -ხელები მოიფშნიტა -დღეს შენი დღეა, ლევან. ეს კითხვა ჩვენს, ნანკასაც დააინტერესებს დარწმუნებული ვარ. რისი თქმა გინდა "სიყვარულის ნათელი ფერებით"? რა არის შენი მიზანი?
-თქვენ ნაირ ახალგაზრდებზე ვწერ. მინდა ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო სიყვარულის არსებობა, რადგან ჩემი აზრით ახლანდელ დროში მისი დეფიციტია. მინდა მეტი ღიმილი და ემოცია ადამიანების სახეზე. მინდა სამყარო ბოროტების გარეშე და სიყვარული ნათელ ფერებში.
უჩვეულოდ საინტერესო სიჩუმე ჩამოწვა. ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული შემდეგ კი წამით ერთმანეთს გადახედეს. ვერაფრით გამეგო თუ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი სანამ მხურვალე ტაშის ფონზე არ გადამეხვივნენ სათითაოდ. გეგას ბევრი აღარაფერი უთქვამს. ჩემსკენ წამოიწია და ღიმილნარევად მითხრა:
-მიხარია, რომ გაგიცანი.
-თქვენზე რას იტყვით?
-მუსიკოსები ვართ-პაუზა ვატომ დაარღვია. -სიმღერებს ვწერთ. ჩვენი მსმენელიც გვყავს და ყოველდღიურად დავეხეტებით აქეთ-იქით. ზუსტად არასდროს ვიცით სად დაგვიღამდება ან სად დაგვათენდება. ყველაფერი დაუგეგმავათ ხდება რაც უფრო საინტერესო ხდის ჩვენს ცხოვრებას. ხალხის ღიმილიც კი საკმარისია იმისთვის, რომ უფრო მეტი და მეტი შევქმნათ. მათ მოსწონთ ჩვენი მელოდიები, ჩვენი ტექსტები. რა საჭიროა იმღერო ისეთი პუბლიკის წინაშე, რომელი კონცერტიც შენ კომერციულ გათვლასა და გამდიდრებას ემსახურება. შენ თავად უნდა მიხვიდე ხალხთან. მათ უნდა უმღერო და პირადად ჩაეხუტო და ეს არ უნდა გავდეს სცენიდან "გადმოსროლილ" ხელოვნურ ღიმილს. როგორც მწერალმა უნდა მიიტანოს ნაწარმოები მკითხველამდე და მათი გულები დაიპყროს, ისე მუსიკოსმაც უნდა შექმნას მელოდია და უმღეროს ყველგან-სადაც ხალხია და არა რაიმე გარკვეულ ადგილას.
-საოცარია... და ტექსტები?
-წერის დროს საითაც წაგვიყვანს ემოცია... სულ ეგ არის.
ერთის მხრივ მე მესმოდა მათი. მომწონდა თაობა, რომელიც ერთგვარად გამოეყო სხვა დანარჩენებს. განთავისუფლდნენ ხალხის იმ მასისგან რომლებმაც სულიერი ღირებულები მატერიალურ ინტერესებში გაცვალეს. ზუსტად ასეთ ადამიანები უკარგავენ ყველაფერ ღირებულს, ღირებულ ფასეულობას. ეს თაობა კი იღწვის იმისკენ რათა ათობით ათას ადამიანში საკუთარი გულიდან წამოსული სიტყვა თქვას. რაც უფრო მეტი დრო გადის მით ნაკლებად მაშინებს სიკვდილი, რადგან ვიცი, რომ ჩემი აქ არ ყოფნის დროს იარსებებენ ადამიანები, რომლებშიც უხვად არის ყოველივე ქართული. უბრალოდ დრო სჭირდება მათ გამოსავლენად. მთავარია, რომ მე ვხედავ ამას მათში. მე ვიპოვე ის განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ჩემს ნაწარმოებებში არსებობდნენ. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ დღემდე ასე მეგონა.
-თენდება... -თქვა ნანკამ და წამოსადგომად ხელი გამომიწოდა. -ხომ არ გეძინება?
-ჩემი წასვლის დროა...
-არა, ლევან. ჩვენი წასვლის დროა.
-საით?-დაბნეული მზერით გადავხდე ყველას.
-წინ... ნათელი ფერებისკენ.
ჩემთვის გამეღიმა და კიდევ უფრო ჩავეძიე. -და ეგ სად არის?
-ხომ გითხარით,ლევან... იქ სადაც ხალხია.

***
ნუ შეგაშინებს სამყარო, რომელიც სავსეა ათასგვარი აზრით. განაგრძე ცხოვრება შენს ოცნებებთან ერთად, ასწავლე ადამიანებს შიშის დაძლევა, ხოლო დიდების მწვერვალისკენ მიმავალი მიხვდები, რომ შენ თავად ხარ სამყაროს აზრი. ეს კი უნდა დაიმსახურო შენი იმ აზროვნებით, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჭეშმარიტებასთან. შენი ადგილი არის იქ სადაც შენ შეძლებ სიცარიელისა და სიმარტოვის შევსებას - სიყვარულითა და სითბოთი. ასეთი ადგილი ადამიანების გულებია. დააფასე ისე შესაძლებლობა, რომლის ძალასაც შეუძლია მათი გულების სამარადისოდ ფეთქვა. ნუ გააკეთებ რაღაცას წარმატებისთვის. მის მოსაპოვებლად ყველანაირი ხერხის გამოყენება არ იქნება მართებული. ეს არის გზა, რომელიც ისე უნდა განვლო, რომ უკან მოხედვისას არაფრის შეგრცხვეს. წარმატება კი გზად შემოგხვდება იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმემ ვინმეზე მეტი იცის, უბრალოდ, როდესაც ადამიანებში სიყვარულის მოპოვებაზეა საქმე მაშინ ცივი გონებით მოქმედება არ შეიძლება. გულს უნდა მიჰყვე მათი გულებისაკენ. ამ შემთხვევაში ჩემი ძალა კალამია, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას ემოციები ფურცლებზე წინადადებებად ვაქციო. კითხვისას კი ამ ემოციებს მრავალი ათასი ადამიანი იგრძნობს და სწორედ მაშინ მე ვიქნები ის ძალა, რომელიც მათი გულების ფეთქვას კიდევ უფრო გაახშირებს. წინადადებიდან ემოციებად პიდაპირ მათ სულებში განვსხეულდები. ეს პირადია აზრია, რადგან ცხოვრებაში ჩემს თავთან უფრო მეტი დრო გამიტარებია მარტო, ვიდრე ხალხის გარემოცვაში. გვიან შემოღამებულს ხშირად მიფიქრია უამრავ რამეზე და მივხვდი, რომ ცხოვრებისეული გამოცდილება ეს არ არის ის "რაღაც" რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ. მე ყოველთვის ვიყავი და ვარ მარტოსული მწერალი და სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველაზე მთავარი ეს სწორი ხედვაა. რამდენად მარტივად ანსხვავებ ერთმანეთისგან ცუდსა და კარგს?! რამდენად სიღრმისეულად სწავლობ ცხოვრებას სხვის შეცდომებზე?! სწორი ხედვაა ის ნიჭი, რომელიც გიმარტივებს დაუბრკოლებლად არსებობას. არც არსად მისწავლია და არც კვალიფიკაცია ამიმაღლებია რიგით დაწესებულებაში. ფიქრთან ერთად კითხვაც ყოველთვის მხიბლავდა. ვერც წიგნიერების გარეშე შეიცნობ სამყაროს, რომელიც გაინტერესებს. წერის თავისებურება კი ყოველთვის იქნება მიზეზი რათა ვიარსებო. უამრავ კითხვაზე - პასუხი სწორედაც, რომ საკუთარ თავში ვიპოვე. და ის შეხედულებები რასაც ვუზიარებ ხალხს ჩემმა სწორმა ხედვამ დამანახა, რადგან სურვილი მრავალფეროვანი ცხოვრებისაკენ სურვილად დარჩა არც კი გასცდენია ჩემი ოთახის კედლებს. სამაგარიეროდ ამ კედლებს ახსოვთ ყოველი ის დღე, როდესაც ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურებოდი - მწერლობას.
საოცრებაა ყოველივე ის რაც, ჩემს თავს ხდება ბოლო ერთი თვეა. მარიამი, გოგა, ნანკა, ვატო და გუგლიკო, არიან ის ნათელი ფერები რომლებმაც ააკაშკაშეს ჩემი ცხოვრება თავიანთი არსებობით. უბედნიერესი ვარ ყველა იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ ბედნიერების აღქმა. შესაძლოა ყოველ ჯერზე, როდესაც სარკეში ვიხდები ჩემი სახე სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდება, თუმცა თვალებში ღვივდება ცეცხლი რაც მახსენებს ჩემი ბედნიერების მიზეზს. მიზეზი კი ეს ადამიანები არიან ჩემს გარშემო. რა რთულია, როდესაც არ შემიძლია სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა, არ შემიძლია პირადად ვუთხრა მათ, არ შემიძლია სათითაოდ მოვეხვიო, არ შემიძლია ვიყვირო, რომ მიმიფურთხებია დარჩენილი დღეებისათვის, რადგან მე ბედნიერი ვარ ისე როგორც არასდროს და მწყურია ცხოვრება, როგორც არასდროს. ვაჯობე საკუთარ თავსაც და გავხდი ის რაც რეალურად ვარ. ამის შემდგომ ნუთუ სიკვდილს შეუძლია ჩემი შეჩერება?! ეჭვი მეპარება მის შესაძლებლობებში, რადგან გული რომელიც ჩემს მკერდში ფეთქავს სამარადჟამოდ იარსებებს და აღარასოდეს შეჩერდება. ჩავთვალოთ, რომ ბუნების კანონებიც ვერაფერს დააკლებენ მას. სიკვდილო გირჩევ ტყუილად ნუ მოცდები! რადგან ჩემი გული - ეს ჩემი უკდავებაა. ოდესმე კი აუცილებლად შევხვდებით. შენ ჩემი სახლის კარებთან დამიდარაჯდები. მე კი კალმით ხელში მშვიდად დაველოდები შენს შემოსვლას. და როდესაც ეს მოხდება... ფურცელზე მკრთალად და გარკვევით დაგიწერ. "სხეული შენია - წაიღე. სული კი პატარა ნაწილაკებად დაიშლება, რომლებიც უამრავი ადამიანთა გულებისაკენ გაემართებიან მათში დასაბინავებლად და ჩემი უკვდავების განსამტკიცებლად"


(გაგრძელება იქნება)



№1 სტუმარი მანანა

საოცრეებაა.... სად არიან მკითხველები, სად?

 


№2 სტუმარი Tamazi

Mshvenieri nawarmoebia. Bevri filosofiuri azrebia. Gagrdzelebas davelodi. Yochag avtoro.

 


№3  offline წევრი lile-eli

ეს რა იყო?..
არ ვიცი.
მიჭირს ამას რამე ვუწოდო, რადგან არ მეყოფა სიტყვები, სწორად შევაფასო.
არ ვარ იმდენად ძლიერი ემოციებს გავუმკლავდე და გადმოვცე, აქ ამ ფორმით.
უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს ისტორია სავსეა ემოციებითა და "ადამიანური ადამიანობით",
უამრავი ფრაზაა თავმოყრილი, რომელიც იმდენად დასამახსოვრებელია, რომ "მორბენალი სტრიქონივით" დამრჩა გონებაში.
"სიკვდილო გირჩევ ნუ მოცდები!ჩემი გული-ეს ჩემი უკვდავებაა."
ამ ფრაზამ კი საერთოდ ყველაფერი თქვა, თქმულიც და უთქმელიც.
საუკეთესოა, წარმატებები!

 


უღრმესი მადლობა ასეთი გულწრფელი სიტყვებისათვის. :)

 


№5  offline წევრი Barbare ❤

wera ar shewyvito!!! ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი Chikochiko

საოცრად კარგად წერთ, გაოცებული დავრჩი. უამრავი ემოცია მოდის მკითხველამდე. აუცილებლად დაველოდები მომდევნო თავს. წარმატებები

 


გაიხარეთ. გაგრძელებასაც მალე ავტვირთავ აქ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent