შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აფროდიტას ბრალია (ნაწილი მეორე, სრულად)


24-11-2017, 18:02
ავტორი blue witch
ნანახია 2 183

ეს არის გაგრძელება იმ ამბავისა, რომელიც ზაფხულის ერთ გადახრუკულ დღეს დაიწყო (პ)არანორმალურად. დიახ, არ მოგესმათ, (პ) ა რ ა ნ ო რ მ ა ლ უ რ ა დ!
***************************************************************************************************************************
ნინე სავარძელზე გაწოლილიყო და ნაძვისფერი თვალებით თეთრ ჭერს შესცქეროდა.
დიმიტრის დაბრუნებამ მთლიანად აურია თავგზა. მისთვის მიცემულ პირობას პირნათლად ასრულებდა და დაბარებულივით ფიქრობდა ამ ყველაფერზე გამუდმებით.
შეიძლება ზაფხულში ძალიან კი იწელებოდა, თუმცა მათ შორის მართლაც გაჩნდა რაღაც კავშირი, ისეთი, რომლის გაწყვეტა ან დაიგნორება წარმოუდგენლად რთულ დილემას მიეკუთვნებოდა. არ არსებობდა გამოსავალი იმ ჩიხიდან, რომელშიც ნინეს გონება აღმოჩნდა. დიმიტრი ჯერ კიდევ კარის ზღურბლზე გადაბიჯებისას გახდა მისი ინტერესის ობიექტი, არსებულმა მოვლენებმა უბრალოდ გაამძაფრა მათი გრძნობები და ბოლოს ისე აღმოჩნდა, თითქოს დიმიტრის სახლში შევარდნამ უცნაურ ჯაჭვურ რეაქციას დაუდო სათავე. ეს ნაპერწკალს ჰგავდა. გაღვივდა, გახელდა, აალდა და ბოლოს ისეთი კოცონი ააბრიალა, რომ მისი გაუვნებელყოფა წარმოუდგენელი გახდა და ამ კოცონმა თავისი მხურვალებით თავად მათზეც უარყოფითად იმოქმედა.
ნინე ისე შეშინდა საერთოდ ჩამოშორდა დიმიტრის.
კიდევ კარგი, ბიჭს მაინც ეყო საკმარისი ჭკუა.
გადაწყვეტილება კი მაინც გოგონას უნდა მიეღო.
*********************************************************************************************************************************კიდევ კარგი, საქმეში ისევ აფროდიტა ჩაერია.
*********************************************************************************
3 თვის წინ:
22 აგვისტო; ნინესა და დიმიტრის ქორწილის დღე; შუადღის ორი საათი:
-მგონი გადავრჩით.-შვებით ამოისუნთქა დიმიტრიმ.
ტაქსი უკვე გაშლილ ტრასაზე მიქროდა, ირგვლივ მხოლოდ მწვანე ველ-მინდვრები ჩანდა, ცა ლილაქვასფერ საღებავში გახსნილი რძისფერი იყო და გუმბათივით ჩამომხობოდათ თავზე, რაც ერთგვარ კლაუსტოფობიას იწვევდა ჯერ კიდევ სიმწრით აქოშინებული ნეფე-პატარძლისათვის. მზე აცხუნებდა, მისი სხივები ბრინჯაოსფერ ათინათად ტყდებოდა ნინეს ჩიტის ბუდესავით დაკოსებულ ვარცხნილობაზე და მხრებზე ჰარმონიულად ეფინებოდა ოქროსფრად აციმციმებული თმის სვეტი. დიმიტრის პერანგის მოღეღილი საყელოდან გაწითლებული კისერი მოუჩანდა, სმოკინგიც შეეხსნა და მუქ კარამელისფერ ქოჩორზე მონოტონურად ისვამდა ხელს.
-იმედია არ გამოგვყვნენ.-ეჭვისთვალით გაიჭყიტა ნინემ ფანჯარაში.
-არა მგონია.-ხელი ჩაიქნია დიომ.-მეტი საქმე არ აქვთ ჩვენ გვსდიონ. ალბათ ფიქრობენ, რომ მალე გადაგვივლის. მათ ხომ ისედაც იციან ჩვენი ამბავი, საერთოდაც საკუთარმა ოჯახებმა, ჩვენივე მშობლებმა გვიბიძგეს ამ კლოუნადის მოწყობისაკენ, დაგენიძლავები ახლა მამები მაგრად ხარხარებენ, დედები კი ალბათ ცოფებს ყრიან.-მხიარულად შესძახა ბიჭმა და ხელ-ფეხი გაშალა, რბილ სავარძელზე კომფორტულად მოეწყო და ჰორიზონტზე გადაჭიმულ ვრცელ სანახაობას მიაპყრო მზერა.
-ეგ არ გამახსენო.-ცხენივით დაიფრუტუნა გოგონამ და თვალები გველივით გაუმწვანდა.
მათი საუბრის მოსმენისას, თვალწინ ორი პროტესტანტი დაგიდგებოდათ.
სინამდვილეში, არცერთს არ ჰყავდა უჟმური მშობლები. სიტუაციის მთელი დიდებულებაც მშობლების ტყუილში მდგომარეობდა. სახლიდან გამობუნძულებული საცოდავი დიმიტრი, დედამისის, ანასტასიას ღრმა რწმენით, სრული რეგვენი იყო,მისი მიდრეკილება ქალებისადმი დიმიტრის მამრობითი სქესის მოზვერად აქცევდა. სასოწარკვეთილი ანასტასია შვილს ათასნაირად ემუქრებოდა. დიმიტრის ბიძამ სახლი გადაუფორმა და მდგომარეობაც მაშინ გამწვავდა, როდესაც დიმიტრიმ ახალ სახლშიც ძველ ჩვეულებას მიჰყო ხელი. ანატასიამ გადაწყვიტა შვილი დაეშინებინა და სპეციალურად დიმიტრის გასაგონად გაესაუბრა მამამისს ბიჭის კონტრაქტით დაქორწინებაზე.
ფაქტია, ტასო ყველაფერს აზვიადებდა. გუბაზს რათქმაუნდა ძალიან უყვარდა შვილი და არც ოჯახის დანგრევას არ აპირებდა დიმიტრის ქარაფშუტული გატაცებების გამო.
სწორედ მაშინ გამოჩნდა ნინე როცა დედა-შვილი ცხარედ განიხილავდნენ ამ თემებს საბჭოს სხდომაზე. ნინე და დიტო კარგი ნაცნობები იყვნენ, ტასომ კი გოგონას მკლავში ჩაავლო და სახლში წაათრია.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ანასტასია და ქეთევანი, ანუ ნინეს დედა დიდი ხნის მეგობრები ყოფილან, სტუდენტობის მერე იშვიათად ნახულობდნენ ერთმანეთს და ანასტასიასაც ნინეს სახელი და გვარი ეცნო, უბრალოდ ბუნებრივად შავგვრემანი ნინე ვერაფრით ვეღარ ამოიცნო იმ თავწითელა გოგონაში.
თურმე სანამ ნინე ოთახში ეგდო და აზრზე ვერ მოდიოდა, ანასტასია და ქეთო „დაქალოჩკურად“ ჭორაობდნენ.
ეს სასტიკი, ვითომ გარიგიბის ხუმრობა იმით დამთავრდა, რომ, საკუჭნაოში შეტენილმა წყვილმა მშობლების საუბარი მოისმინა, არაადეკვატური ნინეს შეკავება დიტომ კოცნით შეძლო და თვალის ჩაკვრით ანიშნა გეგმაზე.
ქალები ხახამშრალები დარჩნენ, შვილებმა ქორწილი მოითხოვეს და ცერემონიამ მხოლოდ ორ-ორი წევრის, სიძის, პატარძლისა და რეგისტრატორის თვალწინ ჩაიხრიგინა, უფრო სწორად, ტაქსით გაიხრიგინა. გამწარებულმა ნეფე დედოფალმა შეჰყვირეს, მოკურცხლეს და თავპირისმტვრევით გაეცალნენ იქაურობას.
* * *
-აქედან თვითონ წავალთ.-მშვიდად უთხრა დიმიტრიმ მძღოლს და ხელში მსხვილი კუპიურა შეაჩეჩა.
-მშვიდობით იარეთ, დიდი მადლობა კომპანიისათვის.-ხელი დაუქნია ნინემ და მანქანიდან გადმოეკვეტა.
-ბედნიერებას გისურვებთ შვილო!-ხელი დაუქნიათ ტაქსისტმა და საბურავების ბღუილ-წუილით გაქრა.
-ფეხით უნდა ვიაროთ?-იჭვნარევად შეათვალიერა ნინემ ფერდობზე შეფენილი ტყე და შორეთში გადაჭიმულ იისფერ მთაგრეხილსაც ჰკიდა ნაძვისფრად ალანძული თვალები.
-ნუ გეშინია, მალე მივალთ.-კარგი ძმაკაცივით დაუტყაპუნა დიტომ მხარზე ხელი და წინ გაუძღვა.
-მოთენთილი ხომ არ ხარ შენ?!-დაიჭიხვინა გოგომ.
უნებურად, ნინემ გრძელ, მარგალიტებით, მაქმანებით და არშიებით შემკულ შლეიფს შეავლო თვალი, მერე მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც გაახსენდა და ლამის იქვე ჩაიკეცა. ამ კაბით უნდა გაევლო ტოტებით, ფოთლებით, ლოდებითა და წვრილ-წვრილი კენჭებით დაფარულ ტყეში.
უეჭველად ცხვირ-პირს ჩაილეწავდა!
მთლიანად დასისხლიანდებოდა!
-იარე ნინე! აქ ვერ დავაღამებ, ტყეში ტურებიც არიან და სხვა მხეცებიც!-შეუღრინა დიმიტრიმ.
-სიცოცხლე აქ, ამ ბარდებში უნდა დავამთავრო ყელგამოღადრულმა! წარმოგიდგენია?!
-ფეხს აუჩქარებ და სიცოცხლესაც გაიხანგრძლივებ!
-ამ წყეული კაბით უფრო ჩქარა ვერ ვივლი! ღირსი ხარ შენ თვითონ ჩამოგაცვა ეს კორსეტი თავზე! უეჭველად სასუნთქი გზების შევიწროებით გარდაიცვლები! ისეთი ვიწროა შიგნეული დამეჭეჭყა, ყველა ნაწლავი ერთმანეთში მაქვს გადახლართული და თუ არ მოკეტავ აქეთ გამოგღადრი ყელს, შემდეგ კი შენს თავს მგლებს მივუგდებ დასაძიძგნად!-რისხვით შეჰყვირა გოგომ, შხამიანი კობრასავით გადაიზნიქა და ბრაზით მოიქნია მოსასხამივით აფრიალებული ალისფერი დალალები.
-მშიდად ოეე!
-სად ვართ ისე?
-კახეთში.
-რა გვინდა კახეთში?
-ჩემმმა წინაპრებმა წლების წინ იყიდეს სახლი აქ. უფრო სწორად, მიწა იყიდეს და სახლი ააშენეს. მეღვინეობას მისდევდნენ, ნახევარი ბავშვობა აქ გავატარე, მაღალმთიანი სოფელია და ნამდვილად საოცარი გარემო. ბიძაჩემის შესახებ უკვე გაგიგია, მან დედა ინფარქტისაგან იხსნა და თავისი თბილისური ბინა მიბოძა. აქაურ სახლში თვითონ ცხოვრობდა, ახლა უცხოეთშია და სახლი ცარიელია. მოკლედ, ბიძაჩემი ისევ მევენახეობითაა დაკავებული, მამამ ადვოკატობა არჩია, თუმცა ბიზნესში წილი მაინც აქვს, შემდგომში მას მე და ჩემს ბიძაშვილს გადმოგვცემენ.-ღიმილით მოავლო დიტომ ტყეს თვალი.
ნინე პირველად ჩაიჩხრიკა.
* * *
-კარგია აქ?-შეეკითხა ნინე და ნატკენი ლავიწი დაიზილა.
-საოცარი.-მოკლედ მოუჭრა დიტომ.
-მგონი ბევრი მეგობარი გყავს.
-სოფელში სულ სხვანაირადაა ნინე. აქაურები თითქოს უხილავი ჯაჭვით არიან დაკავშირებულნი. სოფელი დამოუკიდებელ მექანიზმს ჰგავს, ხალხი ნამდვილია და განსხვავებული. კიბატონო, აქაც ბევრი უხიაგია, თუმცა მინახვს როგორ მძაფრად აღიქვამენ ერთმანეთის ტრაგედიას, რა უცნაურად ეპყრობიან ძველ სიწმინდეებს. სოფლელები უფრო ჭკვიანურად იქცევიან, თანაც აქ ტექნოლოგიებეის ერამ ვერ ჩაანაცვლა ადამიანების ერა.-მელანქოლიურად თქვა დიმიტრიმ. მწვანე საბურველში გამღწეულ მზის უკანასკნელ სხივებს ნინეს თვალები რაღაც არამიწიერი ოქრქოსფერი ციალით გაენათებინა და თავდ გოგონას მომწვანო თვალებიც ხის ზურმუხტისფერ ფოთლებზე ათამაშებული მზის ცეკვას მოგაგონებდათ.
-მესმის.-ტუჩის კუთხე მოწონებით ასწია ნინემ.
-ოღონდ საკმაოდ განვითარებული სოფელია. არაფერი აკლია, ელექტროენერგია, ინტერნეტი, წყალი!-ხტუნვა-ხტუნვით შემოუარა დიმიტრიმ უზარმაზარ ფესვებგაჩაჩხულ ხეს, რომელიც ლოდებს შორის გაჩხერილიყო და გზა ჩაეხერგა.
-კარგია.
ნინე წამში ამოყრავდა, ლოდებზე ასრიალდა, გამოშვერილ ფესვს გადაევლო, ლამის ყირაზე გადავიდა და უშნოდ გამოწეულ ტოტებს შორის გაიჭედა.
-შეწყვიტე!-კბილები გააღრწიალა ნინემ.
დიმიტრი ორად მოკეცილი, ოთხზე ხოხავდა და ამდენი სიცილისაგან კისრის ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა.
როგორც იქნა, დიდი ბუზღუნისა და დავიდარაბის, შეხლა-შემოხლისა და გაწევ-გამოწევის, დაკა-დაკისა და მუშტი-კრივის ფასად დიმიტრიმ ნინე ხიდან გამოათრია .
ძალიან ეცადა, თუმცა მჭიდროდ მომდგარი კორსეტისა და ღრმა დეკოლტის შემყურემ მაინც მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
-იდიოტო!სპეციალურად აარჩიე ეს ჯოჯოხეთის ცეცხლში შესახრუკი კაბა?!-ერთიანად წამოწითლდა ნინე.
-არ მესმის რას ამბობ, დროზე წავიდეთ რა!
გზა უხმოდ გააგრძელეს, ტყე საგრძნობლად შეთხელდა, ბოლოს მეჩხერ ტოტებში დიდი, მოაჯირებიანი, ხის, ქვისა და აგურის სახლი დალანდა.
-ეს...-ნინეს სიტყვები პირზე შაქარყინულივით შეაშრა და ენის წვერზე ჩამოდნა.
ოვალურ ფერდობზე ულამაზესი სახლი აღმართულიყო. ბაღში სურნელოვანი ყვავილები ყვაოდა. ჩამავალი მზე დასავლეთით ეკიდა, სისხლისფრად აჭრელებულიოყო ჰორიზონტი და ნუშისყვავილისფერი ღრუბელბი დაცურავდნენ მუქ მელნისფერ, მგლისფერ შეპარულ ცაზე. სახლის უკან, უზარმაზარ სივრცეზე გაეშენებინათ მსხმოიარე ვენახები. ვაზის რა სახეობა გინდოდა, სულო და გულო, აქ მოჩანდა ადრეულა, უკვე ქარვისფრად დაბრაწულ-დამკრახული, მძიმე, ტკბილ-ტკბილი მტევნები, ფუტკრები ზუზუნით რომ ეტანებოდნენ და საუცხოო ცოლიკაურს აგემოვნებდნენ. აქვე იყო გვიანდელიც, ჯერ ციანიდივით შხამიან მწვანედ შეფერილი, მაინც მიმზიდველი, მოცვისფერი, გრაფიტივით მუქი გიშრისფერი ყურძენი. რიგებს ბოლო არ უჩანდა, გახურებულ მდელოზე, მზის გულზე ნაირფარდ ელავდა და მსუბუქი სიო ზღვასავით მღელვარედ აშრიალებდა ვაზის ზურმუხტისფერ, ლალისფერშეპარულ ფოთლებს.
ნინე ენით აუწერელმა სურვილმა შეიპრო მწკრივებს შორის დაეარა და ეს საუცხოო სურნელი უფრო მძაფრად შეეგრძნო, ამ შთამბეჭდავ გამოსახულებას ხელით შეხებოდა, ქარდაკრულ ფერდობზე მონაბერი ნიავი ალისფრად ალანძულ თმას უწეწავდა და ბუნების მაგიით ტკბებოდა.
დიმიტრიმ წამით შეხედა ნინეს...და ეს წამიც საკმარისი აღმოჩნდა.
თვალწარმტაცი ვენახის ფნზე, თეთრ კაბაში გამოწყობილი, ოქროსფერ-ქარვისფრად გასხივოსნებული ნინე ძალიან ლამაზი იყო. დიმტრის თვალში ნამდვილად სასწაულს ჰგავდა. მზე სახეზე ელამუნებოდა, კანში მწიფე მტევნები დასკდომოდა, ერთიანად ოქროსფრად ელვარებდა.
აფროდიტას მაგიით მონუსხული დიმიტრი.
თავზე შარავანდივით მორგებული მზე.
* * *
სახლის შესასვლელშივე პატარა ბიჭი გამოეგებათ.
ახლოდან მათი ასაკისას ჰგავდა და დიმიტრისავთ ლურჯი, ცოცხალი, ცელქი თვალებით იყურებოდა.
-სალამი რძალო!-ბიჭმა არც აცია, არც აცხელა, ისე გადაეხვია ნინეს.
-მე ვარ გიორგი მენაბდე, ამ გადარეულის ძმა და ბიძაშვილი, შენი ძმა და მონა-მორჩილი დღეიდან!-გაიკრიჭა გიორგი და ორივე კარგად შეათვალიერა.
კოსტუმ დაფხრეწილი სიძე და თმაში ტოტებგახლართული პატარძალი მტვრიანი, ამოგანგლული, ნათრევი კაბით.
-არრრრაჩვეულებრივები ხართ!-დაიყვირა გიორგიმ და სახლში ჩორთით შევარდა.
* * *
მალე ნინე მიხვდა, რომ გიორგის სახით უსაზღვროდ პოზიტიურ, უსაშველოდ კეთილ და მაგარ ადამიანს შეხვდა.
კახური, უგემრიელესი სუფრა საგანგებოდ გაეშალათ.
-ბებოს დამსხაურებაა!-გიომ სკამი შესთავაზა ნინეს და თვითონ წინ დაუსკუპდა, დიმიტრიმ ნინეს გვერდით დაიკავა ადგილი.
-ბებია გყავს?!
-არა, მეზობელია, ჩვენი სახლი სოფლის განაპირასაა, ყველაზე ახლოს ცხოვრობს და ამოდის ხოლმე, ცისია ბებო ჰქვია.
-გასაგებია.
-მომიყევი დიმიტრი ახლა, ცისიას ორი საათი ვატყუებდი ცოლი მომყავს-მეთქი!
დიტომ ღიმილით მოუყვა მთელი ამბავი და გიორგის საცერისოდენა თვალები დააგნორა.
-მაინც რძალოს დაგიძახებ თვითმარქვია რძალო!-თითი დაუქნია გოგოს.
სამში ქეიფი გაგიგონიათ?
მაშინ სამში ქეიფი გაჩაღდა.
**************************************************************************************************************************
3 თვის შემდეგ:
დღევანდელი დღე:
ნინე უეცრად გამოერკვა, თავი გადააქნია და თვალები ჭყიტა.
ჩასძინებოდა.
-ძილში იდორბლებოდი.-დასცინა მარიმ.
-შენ როდისღა მოეთრიე?-გაოცდა გოგო და საათს შეხედა, გვარიანად შებინდებულიყო.
ათი წუთია აქ ვარ და გიყურებ როგორ ყრი დორბლებს.
-არ ვიდორბლები, რა საზიზღრობა მარიამ!-გაცხარდა ნინე.
-წყნარად! კონსპექტი მოგიტანე.-მარიმ ტკცანუთ გახსნა საკეტი და ჩანთიდან ფურცლების დასტა ამოაძვრინა.
-რაუბედურებაა!
-ვიცი, ვიცი! აბა კარგად გაერთეთ, ჩაუჯექი შენ კონსპექტებს!-თვალი ჩაუკრა დაქალმა და ფეხზე წამოდგა.
-უკვე მიდიხარ?!
-პაემანი მაქვს.
-ისევ პიცა უნდა შეუკვეთო მარტომ?
-დამპალო!
*****************************************************************************************************************************
გრაფიტისფერ ღრუბლებს შორის ვერცხლისფერი მთვარე ამოცურდა.
დიმიტრიმ მთვარეს მუშტრის თვალით დაუწყო ცქერა. სავსე მთვარე.
მათი მთვარე.
რთული გახლდათ ნინეს ფიქრების ამოცნობა.
ამას კიდევ რა უჭირდა, ამოცნობას კიდევ შეძლებდა კაცი, მთავარი დაზუსტება იყო.
მათ სისწორეში დარწმუნება.
მთელი დღე, მთელი დღე ვერ ამოიგდო თავიდან ნინე.
მთელი დღე კიარა მთელი თვე.
სამი უსაშველოდ გრძელი თვე.
ახლა კი ნახა, სხვანაირი, უფრო განსხვავებულად ლამაზი მოეჩვენა.
იჩქარეს მგონი.
ფიქრები კრაზანებივით მწარედ ჩხვლეტდნენ.
მთვარე ვერცხლისფრად დაჰნათოდა.
ალბათ ნინეც უყურებდა მთვარეს.
მასაც იგი მთვარის შუქი ეფინა.
*********************************************************************************************************************************
3 თვის წინ; ისევ ნინესა და დიმიტრის ქორწილის დღე;22 აგვისტო(თითქმის 23);საღამოს თერთმეტი საათი და თხუთმეტი წუთი.
-ნინე, გაჩერდი გთხოვ!-თვალები ებლიტებოდა დიტოს. ენა ებმოდა მაგრამ თავს ვერ აპატიებდა ბლუყუნით მაინც არ ეთქვა სათქმელი.
უკვე რამდენი ხანი გასულიყო რაც სვამდნენ. თავიდან ნინე უარზე იყო, სიმთვრალე ცუდად ახსოვდა და ინაზებოდა კიდეც, ბოლოს კი ისე გაუტია, მაგდაზე იდგა და ძმობის სადღეგრძელოს ამბობდა. მან და გიორგიმ გადაწყვიტეს ფიცვერცხლი ეჭამათ. კიდევ კარგი ვერც ვერცხლი იშოვეს, ვერც რძე და არც თავი არ ჰქონდათ აქეთ იქით ბღლარძუნის.
დიმიტრი თავიდან კარგად იტანდა ღვინოს, შემდგომ მასაც მოეკიდა და ახლა სამივე ისეთი გაგლეჯილი მთვრალი ბრძანდებოდა საკუთარ სახელშიც კი ეპარებოდათ ეჭვი.
-ნწუ!-ტუჩების წკლაპუნით შესძახა ნინემ და ფიალა გამოცალა.
-არხოტოო სამშობლოოო....-კვალავ წამოიწყო გიომ.
-ოეე, დავიშალეთ, ძილის დრო გაქვს ნინეჩკა.-ძლივს წამოდგა ფეხზე დიმიტრი.
ნინე სახიდან თმას ბავშუვრი გამომტყველებით იყრიდა, სახეზე კი წყალში კარგად გაზავებული ღვინისფერი ედო.
-ა...აა...აა.რრ.ა.რ.აარ მინდა!-ძლივს ამოილაპარაკა გოგონამ.
-გათხლეშილი მთვრალი პატარძალი!-წამოიწუწუნა დიტომ და გოგოს დაეჯაჯგურა.
-ძმობის სადღეგრძელო შევსვათ გიო!
-იყო ეგ!
-სიყვარულის!
-ეგეც.
-ვააა.-კახელი თამადასავით აძგიბა ნინემ წარბები.
-ვიშლებით, ვიძინებთ!-ლამის აკივლდა დიტო.
ნინე დიდი გაჭირვებით წამოდგა და დიტოს დაეყრდნო, ცალკერძ დიტო მონგრეული ღობის საყრდენივით ყანყალებდა და ქარაშოტში მოყოლილი ხესავით იზნიქებოდა.
-არხოტოოო სამშობლოო...-აწივლდა გიორგი.
-ჯიხვ-არწივების ბინაოო!-აჰყვა ნინე.
-ჩაიწყვიტეთ ხმა!-დასჭყივლა გალურჯებულმა დიმიტრიმ.
-გული მერევა...-ამოიკრუსუნა ნინემ და ფანჯარას ეცა.-უი, გადამიარა!-სიცილი აუტყდა.
-მე მერევა სამგიეროდ!-გაწმვაბნებული დიმიტრი დაიხარა და ისევ გასწორდა.-მეც გადამიარა.
-მე არაფერი მჭირს!-ნიშნისმოგებით თქვა გიომ.
ნინე იატაკზე ჩაიკეცა და ახარხარდა.
გიორგიმ დოქი დაიცალა თავზე.
ცივმა წყალმა გამოაფხიზლა და საღად აზროვნების უნარი დაუბრუნა, ტვინს სისხლმა ჟანგბადი მიაწოდა.
მსგავსი სიტუაცი მისთვის ნაცნობი იყო.
-ლოთებოო, ჩემი მისახედი ხართ! ადგა ახლა სიძე, ადგა პატარძალიც!
* * *
მხოლოდ ნინე იყო ისევ ისე მთვრალი.
ღვინისა და ახლადგმოხდილი არაყის არევა ცუდი გადაწყვეტიელბაა და არახელსაყრელი კომბინაცია.
თუ არ გინდა საკუთარი თავის ყველაზე ჩამოუყალიბებელი, უცნაური და გიჟი წარმომადგენელი იყო.
ხველით კინაღამ დაიხრჩო.
ბაღში გაიპარა.
ძელსკამზე ჩამოჯდა და მარმარილოს სვეტს მიაშტერდა. სურნელოვანი ვარდების თაღის ქვეშ იჯდა.
-ნინე, აქ რა გინდა?!-გაოცდა დიმიტრი.-წამოდი, წვიმას იწყებს.
-დაჯექი.-გაუღიმა ნინემ. ალკოჰოლმა მის გარეგნობას მეტი ქარიზიმა შესძინა, ღიმილს იდუმალება, ხმას სინაზე და თვალებს მომნუსხველი ეშმაკურობა.
უბრალდ ნინე იყო ასეთი, ყველა ნიღაბჩამოფხრეწილი ნინე:იდუმალი, ქარიზმატული, მომნუსხველი და განსხვავებული.
სასმელი კი არ გვცვლის, არამედ ჩვენ ყველაზე დაფარულ მხარეს გამოიტანს ხოლმე სააშკარაოზე.
დიტომ მასთან ჭიდაობა შეწყვიტა და ნინეს სურვილს დაემორჩილა.
-ძალიან ლამაზია აქ...მთვარე...მთვარე..-გოგომ მძიმედ ამოიხვნეშა, სიტყვებს არჩევდა, ღვინო გონებას უბინდავდა და სწრაფად აზროვნებაში უშლიდა ხელს.
-მთვარე ლამაზია, მართალი ხარ.-დიმიტრი თმის გადაწევა სურდა, თუმცა ვერ გაბედა.-ნინე, თმა გაისწორე.
გოგომ ხელით გასწია კულულები უკან.
-აქ ლამაზია, შენთან...კახეთში და მმწონს ვენახი...ღვინოც გემრიელია, წარმოიდგინე რა კარგი იქნებოდა სულ, რომ აქ ვცხოვრობდე...ბუნების წიაღში..ძალიან მინდა დავრჩე..და.ო! ბაღიც საოცრად მშვენიერია!-სიხარულით წამოიყვირა გოგონამ და ყვავილების კვლებს გახედა.
-იქნებ ძილის დროა?-გაუცინა დიმიტრიმ.
-მოსაწყენი ხარ!-რაც უფრო ბევრს ტლიკინებდა, მით უფრო ეშლებოდა ლაპარაკის საღერღელი და წინადაადებებსაც უკეთ აბამდა ერთმანეთზე.-მე აქ ვფილოსოფოსობ, ბრძნულ აზრებს ვაფრქვევ და მაძინებ! ფუ!
-იმიტომ, რომ პირველი საათია!
-ჯერ თორმეტიც არ იქნება!
-ნინე, გვიანია, გამოძინება გჭირდება.
-ემოციური დღე მქონდა.
-ნამდვილად.
-ჭრელო პეპელა, გაფრინდი ნელა...-თავისთვის ღიღინებდა ნინე.
-ნინე, მემგონი მომწონხარ!-დაიყვირა დიმიტრიმ და პირზე ისე იატაცა ხელი, თითქოს რაღაც საშინელება ეთქვას.
-ჰაჰ.-ჩაიცინა ნინემ. უეცრად ძალიან უცნაურად აკისკისდა.-ვაი,-სულს ძლივს ითქვამდა.-მგონი მეც მომწონხარ. სულ აფროდიტას ბრალია!-თავზე დაიკაკუნა.-ტვინს მირევს!
თავი მისკენ შეატრიალა.
-უნდა გაკოცო ნინე.-გააფრთხილა ბიჭმა.-მე არაფერ შუაში ვარ, აფროდიტა შემომიჩნდა.
-რამე ბანალური მითხარი.-გაიხუმრა გოგომ.
-რა?
-მოულოდნელობის ეფექტი ჯობია ისე. აფროიტას ნახლაფორთალი მოულოდნელობა.
-პირდაპირ, რომ გებრდღვნა ის ჯობია?
-მითხარი ახლა, როომ არ გავაკეთო მერე ვინანებ-თქო! ან რამე შტერობა...
დადუმდა.
დიმიტრიმ აკოცა, ჯერ ნაზად მერე მომთხოვნად.
მუქ ღრუბლებში გამოანათა მთვარემ.
-მოულოდნელობის ეფექტი ახსენე.-გაუღიმა ნინეს.
-ველოდებოდი.-ენა გამოუყო დიტოს.
წვიმა წამოვიდა, მათი საუბრის განმავლობაში თუ წვრილად ცრიდა ახლა დაუშვა და მთვარეც მიიმალა.
-ვისხდეთ რა.
-ვილუმპებით.
-გავილუმპოთ.
ცივმა წვეთებმა უფრო გამოაფხიზლა დიტო, ნინე პირიქით გაბრუებული იყო, მლოცველივით აღაპყრო ხელები და სახე მიუშვირა.
*******************************************************************************************************************************
3 თვის შემდეგ; დღევანდელი დღე.
ვუყვარვარ.
თვალბი უნათდება.
არ ვუყვარვარ.
იღუშება.
ვუყვარვარ.
იმედის სხივი.
არ ვუყვარვარ.
წყენა.
ვუყვარვარ.
სიცოცხლე.
არ ვუყვარვარ.
ბრაზი.
************************************************************************************************************************
-ლიპარტელიანი ნინე, დამდებთ პატივს და გამცემთ პასუხს?!-თვალებიდან ცეცხლს ყრიდა ლექტორი.
-მაპათიეთ პატივცემულო, არ გისმენდით.-წამოჭარხლდა.
ლექტორმა კითხვა გაიმეორა და ნინემაც უპასუხა.
უნივერსიტეტიდან შეშინებული გამოვარდა და სახე ჩამოიხოკა.
წვიმდა.
ჯ ა ნ დ ა ბ ა !
***********************************************************************************************************************
3 თვის წინ;23 აგვისტო;ღამის პირველი საათი და ორმოცი წუთი.
-დარჩი რა ჩემთან?!-შეევედრა ნინე დიტოს.
-არა.-საბანი ამოუკეცა დარეტიანებულმა დიტომ
-კარგი.-აბუზღუნდა.
ნინე წამოიწია და თვითონ აკოცა.
-აი, ეს იყო მოულოდნელი! შენი კოცნა კი არა!-დაეჯღანა დიტოს.
ამას გაღვიძებული მაგრად იანანებდა.
-თუ ოდესმე ვინმეს მოწმვლას მოისურვებ ენა მოიჭერი და წყალში ჩააგდე!
-გავითვალისწინებ.
* * *
-ლამის წითელ წიგნში შეგვიტანეს! ინტერპოლი გვეძებდა! დღეს ვბრუნდებით გიო, ბოდიში მოგვიხადეს და ტვინს მიგასხმევინებთო დაიქადნეს.
-გზამშვიდობისა დიმიტრი.
-შეხვედრამდე გიო!
*********************************************************************************************************************************
3 თვის შემდეგ;დღევანდელი დღე;
-ნინეეე!-დაიღრიალა დმიტრიმ.
-ნინეეე! გამღე კარი!-მთელი ძალით დაუბრახუნა.
-რა გაყვირებს ადამიანო? იცი რომელი საათია?! რას მაწიოკებ, რა სიკვდილი გეტკიცა?!-ხალათით გამოვარდა ნინე.-ქეთომ რაამბავია, ნატოში შევედითო?!
-შენ მე არ მოგწონვარ ნინე!-ყვირილს განაგრძობდა დიტო.-ოდნავადაც არ მოგწონვარ.
-ჰა..მოიცა..და. ისა..რა?-ვერ გამოერკვა ნინე.
-შენ მე გიყვარვარ ნინე! გიყვარვარ!!-გაცინა დიტოს და გოგონას მაჯში სწვდა.-არც გაბედო ქარიყლაპიასავთ პირის დაფჩენა და კალმახივით ფართხალი!-დაემუქრა და მის გადმობრუნებულ ტუჩებს დაეწაფა.
-მოულოდნელობის ეფექტი გახსოვს ხომ?!
-გაღიარებ!-სილა სტკიცა დიმიტრის.
-რა?
-ერთხელ მაინც ხომ უნდა გამერტყა?!-მხრები აიჩეჩა ნინემ.-რომანტიკა ასე რატომ ჩაკალი?! დავყრუვდი ისე ყვიროდი! სიყვარული აიხსენი პრაქტიკულად!
-მეც მიყვარხარ, მთავარი ესაა!
-იქნებ მე არ მიყვარხარ?-ეშმაკურად აუციმციმდა ნინეს თვალები.
-გთხოვ, აღარ მაქვს გამოცანების თავი.
-ჯანდაბას! ეს მაინც აფროდიტას ბრალია!
-აფროდიტას ბრალია. მთელი ჩვენი ისტორია, აფროდიტას ბრალია!
-უი ეგ მაიმუნი ეგა!
************************************************************************************************************************
აი, ასე.
დასრულდა.
ან დაიწყო.
უფრო დაიწყო.
დასრულდა აფროდიტას მაქინაციები.
აქედან თავად გააგრძელონ.
მგონი მთლად ყველაფერი არა, თუმცა ბევრი რამ მართლაც მისი ბრალი იყო.
იმის ზემოთ, რომ ვახსენეთ!
ისევ გისურვებთ იმას რაც სინმადვილეში აფროდიტას ბრალია.
*******************************************************************************************************************************
THE END
პ.ს დაა აი ირობა შევასრულე! ამ ისტორიამ მკითხველი ჩემი ოხუნჯობით დაკარგა და ალბათ მსგავსი უპასუხისმგებლო მეორე არ მოიძებნება, მაააგრაამ მაინც დავწერე და მგონი ოდნავ მაინც გამოვისყიდე. თუ ოდნავ მაინც მოგეწონებათ დააკომენტარეთ.
ძაალიან გთხოვთ, სიმული მჭირდება წერსისათვის.



№1  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ისეთივე გიჟური წყვილი იყო როგორც პირველ ნაწილში. ძალიან მომეწონა. კარგია რომ მეორე ნაწილიც დადე. ახლა გული დამიმშვიდდა. ♡♡

 


№2  offline წევრი blue witch

Anuki96
ისეთივე გიჟური წყვილი იყო როგორც პირველ ნაწილში. ძალიან მომეწონა. კარგია რომ მეორე ნაწილიც დადე. ახლა გული დამიმშვიდდა. ♡♡

მიხარია შენი გამოჩენა. მე დაგპირდით და ვერ მოვისვენებდი ❤️ ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითXე

 


№3  offline წევრი მოცინარი

ჩემი ოქრო. ჩემი ჯადოქარი. ჩემი აფროდიტა. ჩემი ****. რა კარგი და ნამ ნამ გოგო ხარ რომ იცოდე <3 კარგი იყო :* :* შენც ძალიან ნიჭიერი ხარ :* <3 :) ველოდები ერთხელ-ს და ჩემ ნაზიკოს :* ;დდ

 


№4  offline წევრი blue witch

მოცინარი
ჩემი ოქრო. ჩემი ჯადოქარი. ჩემი აფროდიტა. ჩემი ****. რა კარგი და ნამ ნამ გოგო ხარ რომ იცოდე <3 კარგი იყო :* :* შენც ძალიან ნიჭიერი ხარ :* <3 :) ველოდები ერთხელ-ს და ჩემ ნაზიკოს :* ;დდ

მოვაზღუნზღულებ ნაზის <3 :დ ჩემი ოქრო-ბაჯაღლო ხარ შენც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent