მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეორე თავი (14)
ჯერ კიდევ არ იყო გათენებული,რომ სოფიას გაეღვიძა.მძინარე ქმარს საბანი დააფარა და აკოცა.თვითონ კი ხალათი მოიცვა და აბაზანაში შევიდა.როგორც კი თავი მოიწესრიგა ოთახიდან გავიდა.სახლში სიჩუმე იყო,დანარჩენებს ჯერ კიდევ ეძინათ.ირგვლივ გამეფებულ სიმყუდროვეს მხოლოდ გარედან შემომავალი ჩიტების ჟღურტული არღვევდა.სოფია აივანზე გავიდა.მოაჯირს დაეყრდნო და ამომავალი მზის ცქერით ტკბებოდა.ჯერ მხლოდ აღმოსავლეთის მხარე განათდა და შემდეგ თანდათან ყველაფერს მოეფინა სითბო და სინათლე.სოფია სკამზე ჩამოჯდა. -მზის ამოსვლის ყურებით ტკბები? -დათო?გღვიძავს? სოფია ისე იყო ფიქრებში გართული,რომ ვერც კი შეამჩნია მამაკაცის მოახლოება. -ჰო,ვიგრძენი რომ ჩემ გვერდით არ იწექი და გამეღვიძა_უთხრა ქალს,მის გვერდით ჩამოჯდა და ხელი მოხვია.სოფია მას მიეყრდნო. -სასიამოვნო დილაა_თქვა სოფიამ -ნამდვილად.შენთან ერთად ყოველი დილა სასიამოვნოა ჩემთვის სოფიას ბედნიერი ღიმილი მოეფინა სახეზე და ქმარს აკოცა. -მიყვარხარ_უთხრა ქალს დათომ და სახეზე ნაზად მოეფერა. სოფიამ თვალები დახუჭა.როცა ასე ეფერებოდა ის დრო ახსენდებოდა,როცა შეყვარებულები იყვნენ.დღემდე ისე გრძნობდა თავს,როგორც მაშინ.მათთვის არაფერი შეცვლილა.დრომ ვერ გაცვითა სიყვარული მათ შორის. -ჰეი გვრიტებო,დილა მშვიდობისა_მოესმათ ეზოდან ანდრიას ხმა -დილა მშვიდობისა?_ღიმილით უპასუხა სოფიამ -შენ გღვიძავს?_ჰკითხა დათომ -ჰო...ადრე გამეღვიძა და ცოტა გავისეირნე. სოფია და დათო ქვემოთ ჩავიდნენ ანდრიასთან.მალე ლუკას და სალომესაც გაეღვიძათ.ანდრიამ და სოფიამ კი გადაწყვიტეს საუზმე მოემზადებინათ.სხვათა შორის ორივეს ძალიან უყვარდა და კარგადაც გამოსდიოდა კიდეც საჭმელების კეთება.მალე მაგიდა გააწყვეს და სასაუზმოდ დასხდნენ.ოთახში ისეთი სასიამოვნო სურნელი იდგა,რომ ლუკა ვეღარ ითმენდა. -შეფ მზარეულები უნდა იყოთ რა_თქვა ლუკამ,როდესაც ლუკმა გადაყლაპა -ვიფიქრებთ_გაეცინა სოფიას -ლუკა,რეპეტიცია დღეს გაქვთ არა?_ჰკითხა დათომ -კი და ერთი სული მაქვს როდის შევატყობინებ,რომ მალე კონცერტზე დავუკრავთ.ვოკალისტიც ძალიან კარგი შევარჩიეთ,კარგად მღერის,მაგრამ ცოტა უცნაური გოგოა. -უცნაური?_დაინტერესდა დათო -ჰო.დაბნეული იყო კასტინგზე რომ მოვიდა,ნერვიულობდა,მაგრამ ძალიან კარგი ხმა აქვს. -არაუშავს,ცოტა დაგიახლოვდებათ და მიხვდება,რომ სანერვიულო არ აქვს._თქვა სოფიამ -იმედი მაქვს_უპასუხა ლუკამ საუბარი დათოს მობილურის ზარმა შეაწყვეტინათ. -გისმენთ_უპასუხა დათომ -კარგი გასაგებია ახლავე მოვდივარ_თქვა დათომ და ფეხზე წამოდგა -რა მოხდა_ჰკითხა სოფიამ შეშფოთებული ხმით -რამდენიმე პაციენტი შემოიყვანეს,ავტოავარია მოხდა.უნდა წავიდეთ სალო დათო და სალომე საჩქაროდ ჩასხდნენ მანქანაში და საავადმყოფოში წავიდნენ. -საუზმობაც კი ვერ მოასწრეს_დანანებით თქვა სოფიამ -ჰო.სულ ასეა.მძიმე პროფესია აქვთ -ჰო,რას ვიზამთ. -მეც უნდა წავიდე_თქვა ლუკამ მას შემდეგ,რაც ტელეფონზე მისული შეტყობინება წაიკითხა -რეპეტიციაზე? -ჰო მა.ლევანმა მომწერა -წარმატებები. -მადლობა სოფია.აბა დროებით -დროებით შვილო_უპასუხა ანდრიამ ლუკა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.ერთი სული ქონდა როდის დაიწყებდნენ რეპეტიციებს.იმდენი გეგმები დააწყო გონებაში. ბიჭები უკვე სარეპეტიციოში იყვნენ.ლუკას დანახვაზე დაკვრა შეწყვიტეს. -გამარჯობა ბიჭებო_მიესალმა ლევანს და გიორგის ლუკა და დრამისკენ წავიდა -გამარჯობა_უპასუხა ლევანმა -სესილი არ მოსულა?_იკითხა ლუკამ -არა,ჯერ ადრეა.ალბათ გზაშია_უპასუხა ლევანმა -კარგი,ჩვენ დავიწყოთ რეპეტიცია და შემოგვიერთდება ალბათ მალე რამდენიმე სიმღერა დაუკრეს თუ არა სესილიც მოვიდა. -გამარჯობა_ხმადაბლა მიესალმა ის ბიჭებს და ჩანთა სკამზე დადო -მოდი_უპასუხა ლუკამ -ბოდიში,რომ დავაგვიანე -არაუშავს_უპასუხა გიორგიმ -კარგია,რომ მოხვედი.რადგან ყველანი შევიკრიბეთ კარგი ამბავი უნდა გითხრათ._თქვა ლუკამ -რა ამბავი?_ჰკითხა ლევანმა -ხომ იცით,რომ სოფია ერთ კვირაში დიდი ღნისძიების გამართვას გეგმავს.მისი კომპანიის იუბილესთან დაკავშირებით. -კი,კი როგორ არ ვიცით._უპასუხა გიორგიმ -ჰოდა მაგ ღონისძიებას ჩვენი ბენდი გახსნის -რა?_იკითხა გახარებულმა ლევანმა -სერიოზულად?ძალიან მაგარია...იქ იმდენი ადამიანი იქნება,თანაც ქვეყნის საკმაოდ გავლენიანი ადამიანები._თქვა გიორგიმ -კი,ნამდვილად და ეს ძალიან წაადგება ჩვენ ბენდს_უპასუხა ლუკამ -მართალია_დაეთანხმა ლევანი-მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას რომ გავხსნით ეს უკვე ძალიან მაგარია,თანაც ჩვენი ბენდის პირველი გამოსვლაა. -მოიცა,თქვენ სოფია ყიფიანზე ლაპარაკობთ?იკითხა სესილიმ -ჰო სესილი,სწორე მასზე.სოფია დედაჩემის ბიძაშვილია -და იმ ღონისძიებაზე ჩვენ დავუკრავთ?მთელი თვეა მაგაზე ლაპარაკობენ ჟურნალისტები_თქვა გოგონამ -კი,ნამდვილად.ამიტომ ახლა ორმაგად ბევრად უნდა ვირეპეტიციოთ.დრო ცოტა გვაქვს ერთი კვირა,მაგრამ ჩვენ ყველაფერს შევძლებთ.ასე არაა? -რა თქმა უნდა_დაეთანხმა ლევანი -კლასი უნდა ვაჩვენოთ_თქვა გიორგიმ -მომწონს ასეთი შემართება.შენ რას იტყვი სესილი?_ჰკითხა ლუკამ -გეთანხმებით.ბევრი უნდა ვირეპეტიციოთ. -ძალიან კარგი.დრო არ დავკარგოთ.დავიწყოთ_თქვა ლევანმა და ბას გიტარა ხელში აიღო. ... ერთმა კვირამ სწრაფად გაიარა.სესილის და ბიჭებს მართლაც თავი არ დაუზოგავთ და ერთ კვირაში მართლაც მზად იყვნენ კონცერტისთვის.ყველანი გახარებულები იყვნენ.განსაკუთრებით კი სესილი.არ სჯეროდა,რომ ისევ სცენაზე დადგებოდა,ისევ იმღერებდა.ამ ერთ კვირაში კი ისე დაუახლოვდა ბიჭებს,რომ აღარაფერზე ღელავდა.ბიჭებიც მეგობრულად და თბილად ექცეოდნენ მას.თითქმის გადაბმულად რეპეტიციობდნენ მთელი დღეები.დაღლასაც კი ვერ გრძნობდნენ,რადგან მომავალ კონცერტზე ფიქრი დაღლასაც აქრობდა და ყველა პრობლემასაც. დამღლელი იყო სოფიასათვისაც ეს კვირა,უამრავ დეტალზე უწევდა ზრუნვა,რომ ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო.ღონისძიებამდე კი საათებიღა რჩებოდა და სოფიასაც ღელვა ემატებოდა.ახლაც მისაღებ ოთახში იდგა და ნერვიულობისგან ბოლთას სცემდა. -დილა მშვიდობისა სოფი_მიესალმა დათო ცოლს და აკოცა -დილა მშვიდობისა. -სოფი ნუ ნერვიულობ_ხელი მოკიდა დათომ სოფიას და შეაჩერა. -ხომ იცი ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. -არა მარტო შენთვის,ჩემთვისაც,მაგრამ დამშვიდდი.ხომ იცი ყველაფერი კარგად ჩაივლის.წავიდეთ არა?_ჰკითხა დათომ. -კი მე მზად ვარ.ოფისში გავიაროთ და შემდეგ წავიდეთ_უპასუხა სოფიამ ... მოსაღამოვდა,კონცერტი უკვე დასაწყისს უახლოვდებოდა.ყველაფერი მზად იყო.დარბაზი სტუმრებით სავსე იყო.ქვეყნის გავლენიანი და ცნობილი ადამიანები იყვნენ აქ თავმოყრილი.სოფია ყველას ესალმებოდა. -ამ ქალს აქ რა უნდა?_უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დათომ და ერთ-ერთ სტუმარს შეხედა. -ვიზე ამბობ?_ჰკითხა სოფიამ -მიხეილ დოლიძის ცოლზე გეუბნები ლუიზაზე.ვერ ვიტან მაგ ხალხს.არ გახსოვს რა გააკეთა მაგ ქალმა? მიხეილ დოლიძე ქვეყანაში ერთ-ერთი გავლენიანი და ცნობილი ბიზნესმენი იყო.სოფია და ლუიზა ერთ ხანს კარგი მეგობრებიც კი იყვნენ,მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა,რომ ქალს სოფიას მიმართ მხოლოდ შური ამოძრავებდა და მისი ჩაძირვა სურდა.დათოს და მის ოჯახს შორის უთანხმოება სწორედ მაშინ დაიწყო,როცა მიხეილის ცოლმა,ლუიზამ მისი ქმრის დახმარებით სოფიას ნამუშევრების მითვისება სცადა.თუმცა საბოლოოდ სოფიამ შეძლო მათი გამოაშკარავება და ლუიზამაც სამოდელო სივრცეში ვეღარ შეძლო კარიერის შექმნა.ლუიზამ სოფიას ბოდიში მოუხადა,რა თქმა უნდა სოფიამ იცოდა,რომ ეს არ იყო გულწრფელი მონანიება და ამიტომაც ქალთან მეგობრობა აღარ განაახლა.ეს ოჯახი ყველანაირად ცდილობდა ისევ მათთან დაახლოებას და ახლაც სოფიამ მხოლოდ მოვალეობის მიზნით დაპატიჟა ისინი. -ძალიან კარგად მახსოვს.ხომ იცი მე არაფერს ვივიწყებ_უპასუხა სოფიამ -და რატომ არიან აქ ისინი? -სხვა გზა არ იყო,ხომ იცი თითქმის ყველა დავპატიჟე და მატი გამოტოვება ახალ სკანდალს გამოიწვევდა,რაც მე ნამდვილად არ მაწყობს_უპასუხა სოფიამ -ჰო,მართალია,მაგრამ ერიდე მაგათ,განსაკუთრებით მაგ ქალს. -არც ვაპირებ მაგ ქალთან საქმის დაჭერას.მოდი მოეშვათ მაგ ხალხზე ფიქრს -უკვე გვიანია,ჩვენკენ მოდიან_ყალბი ღიმილით გახედა დოლიძეებს დათომ და უგულოდ ჩამოართვა ხელი მათ -მიხარია,რომ დამპატიჟე სოფია_უთხრა ქალმა სოფიას -სხვანაირად შეუძლებელი იყო_ირონიულად უთხრა სოფიამ -დათო,როგორ მიდის კლინიკაში საქმეები? -კარგად,ძალიან კარგად მიხეილ_გულგრილად უპასუხა-უკაცრავად უნდა დაგტოვოთ ბენდის ბიჭები მოდიან. დათომ სოფიას ხელი ჩაკიდა და ბიჭებისკენ წავიდნენ.მათთან ერთად სალომე და ანდრიაც იდგნენ.ცოლ-ქმარი მათ მიესალმა. -ერთი სული მაქვს როდის მოგისმენთ_თქვა სოფიამ -ჩვენ კი ძალიან ვღელავთ.სოფია დიდი მადლობა_უთხრა ლევანმა -პირიქით ლევან,მე ვარ თქვენი მადლობელი.შენ იცი,რომ ძალიან ვაფასებ თქვენ ნიჭს.წარმატებები და მომავალში კიდევ ბევრ კონცერტს გისურვებთ -დიდი მადლობა_თქვა გიორგიმ -სესილი მოდის_წამოიძახა ლევანმა და მისკენ ღიმილით წავიდა.გოგონას ხელი ჩაკიდა და მათთან მოიყვანა -ეს ჩვენი ვოკალისტია სესილი_წარადგინა ლევანმა გოგონა -სასიამოვნოა სესილი_გაუღიმა სოფიამ და ხელი ჩამოართვა დანარჩენებმაც გულთბილად გაუღიმეს.სესილი ღელავდა.თვალებით თითქოს ვიღაცას ეძებდა,ცოტა დაბნეულიც ჩანდა,მაგრამ სოფიას მხრიდან თბილმა მოპყრობამ,თითქოს ცოტათი გაათავისუფლა ღელვისგან.ღონისძიების დაწყებამდე წუთებიღა რჩებოდა.ბენდი სცენაზე ავიდა.სინათლეები ჩაქვრა.სესილიმ თვალები დახუჭა და მიკროფონთან დადგა. -ნუ გეშინია_მოესმა ლევანის ხმა და მხარზე მისი თბილი ხელის დადება იგრძნო. ამან ძალა შემმატა.ხმამაღალმა მუსიკამ გადაფარა მისი გულის ხმამაღალი ძგერა და სცენა განათდა.სესილიმ სიმღერა დაიწყო,მღეროდა მთელი გრძნობით.გულწრფელად და მისი ხმაც მხოლოდ სიამოვნებას მოანიჭებდა ადამიანს.ყველა შიში თუ მღელვარება გაქრა.თავის ოცნებასთან,მიზანთან იყო უკვე მისული.სცენაზე იდგა.მუსიკას დანებდა. ბენდმა დაკვრა დაასრულა.რამდენიმე წუთის განმავლობაში არ წყდებოდა ხალხის ტაშის ხმა და აღფრთოვანებული ოვაციები.სესილიმ თვალები გაახილა. თუმცა ბედნიერება ცოტა ხანს გაგრძელდა,სცენაზე ქალი ავარდა,რომელმაც სესილის მკლავში ჩასჭიდა ხელი და სცენიდან ჩამოათრია.გაკვირვებული ხალხი თვალებს ვერ უჯერებდა.ეს ქალის ლუიზა იყო,სესილის დედა.აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრეს,რომ ქალი სესილისთან ერთად გარეთ გავიდა.სოფია მალე მოვიდა გონზე და გარეთ გავიდა.დანარჩენებიც მას გაყვნენ. -ეს არის გამოცდებისთვის ვემზადებიო?_ხმამაღლა ყვიროდა ქალი-მე შენ ათასჯერ გითხარი,რომ არ მინდა სცენაზე აეთრიო და რაღაც ძუნკალ ბენდში იმღერო -მანქანაში დაეგდე-უყვირა მიხეილმაც -მამა_აცრემლებული ხმით უპასუხა სესილიმ ლუიზა თმებში წვდა გოგონას.სოფიამ ვეღარ მოითმინდა და ლუიზას მივარდა.გოგონაზე ხელი გააშვებინა. -საკმარისია.რა სკანდალი ატეხე,შენ საერთოდ ნორმალური ხარ?თუ გინდა პოლიციას გამოვუძახო?_ხმას აუწია სოფიამ -სამარცხვინო ხალხი ხართ და გულს მირევთ.რას ერჩით ამ გოგოს. -შენ ჩემი ოჯახის საქმეში ნუ ერევი დათო_უყვირა მიხეილმა-ჩემი შვილია და არ მინდა სცენაზე ეგდოს -სიტყვები შეარჩიე-დაიყვირა ანდრიამ.კაცს უნდოდა მიხეილისთვის დაერტყა,მაგრამ სალომემ შეაჩერა. საბედნიეროდ დაცვა მალე ჩაერია და ჩხუბი თავიდან აიცილეს.მიხეილმა და ლუიზამ დარბაზი დატოვეს,სესილიც მათ გაყვა.მიუხედავად ბიჭების თხოვნისა არ დარჩა.არ უნდოდა აღარავის ნახვა.მშობლებმა,ხომ ასეთი ბედნიერი საღამო ჩაუშხამეს. რამდენიმე წუთში სტუმრებს სკანდალი მიავიწყდათ.შოუ განახლდა და ჩვენებაც დაიწყო,მაგრამ სოფია ღელავდა.სიბრაზე ახრჩობდა.ერთი სული ჰქონდა სახლში წასულიყო.ყველაფრის სურვილი დაკარგა.უხალისოდ იდგა და არავის ეკაპარაკებოდა. ... -საშინელებაა.ცუდად ვგრძნობ თავს იმ გოგოს გამო_თქვა სოფიამ და საწოლზე წამოჯდა.-ვერ ვიძინებ -მართლაც.რა საშინელი და სამარცხვინო ხალხია.ამხელა გოგოს როგორ ექცევიან. -ჩემი ბრალია_ცრემლები წამოუვიდა სოფია-მე რომ არ დამეპატიჟებინა ისინი არაფერი მოხდებოდა -სოფია,რას ამბობ.შენ რა იცოდი.დამშვიდდი გთხოვ ნუ ტირი. დათო ცოლს მოეხვია და ამშვიდებდა. -ვერ ვწყნარდები.ძალიან მეცოდება ის გოგო. -მეც და აუცილებლად ვიღონებ რამეს,რომ ასე არ გაგრძელდეს.გთხოვ დამშვიდდი.არ იტირო სოფი. ... სესილი საწოლზე იჯდა.იმდენი იტირა,რომ ბოლოს ცრემლებიც აღარ შერჩა.გაუნძრევლად იჯდა და სივრცეს გაჰურებდა,ხელები კი მუხლებზე ჰქონდა შემოხვეული.ისევ თვალწინ ედგა,თუ როგორ ჩამოათრია დედამისმა სცენიდან. ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ და სესილი ოთახიდან არ გამოსულა.ვერ ივიწყებდა,ისევ დამცირებულად გრძნობდა თავს,ცხვენოდა გარეთ გასვლის.აღარც მობილურზე პასუხობდა ზარებს.ვერ გაეგო თუ რატომ ექცეოდნენ საკუთარი მშობლები ასე.ჯერ კიდევ 5 წლის წინ ჩაერივნენ მის ცხოვრებაში და არ მისცეს კონსერვატორიაში სწავლის უფლება და ახლა,როდესაც სესილის ისევ გაუჩნდა იმედი,რომ ყველაფერი გამოსწორდა ,ეს იმედიც საბოლოოდ გადაუწურეს,ისევ მისმა მშობლებმა. სესილის ბენდის ბიჭები მოაგონდა,გაახსენდა თი როგორ აწყობდნენ სამომავლო გეგმებს და ცრემლები წამოუვიდა.მათი რცხვენოდა. -სესილი,როდემდე უნდა იჯდე ამ ოთახში?_ფიქრებიდან გამოაფხიზლა მამის ხმამ სესილიმ არაფერი უპასუხა. -არ დამელაპარაკები?შვილო ჩვენ შენთვის სიკეთე გვინდა.რატომ არ გესმის?რა მომავალი გექნება?არ ფიქრობ? -შეეშვი.მაგას არაფერი ესმის.ჯობდა სულ არ... -ლუიზა გაჩუმდი..._გააჩუმა კაცმა ქალი თითქოს რაღაცას მიხვდა,გაჩუმდა -სესილი.ჩვენ გვინდა რომ ნორმალურად იცხოვრო სცენა არაა შენი შესაფერისი. -შენ კი მტრები გგონივართ.შენზე ვზვრუნავთ.რატომ უნდა იდგე ვიღაც ლაწირაკ ბიჭებთან ერთად? -გაჩუმდით,გაჩუმდით... შემეშვით.თავი დამანებეთ.ნუ ერევით ჩემ ცხოვრებაში_დაიყვირა სესილიმ -რას ამბობ?ახლა არ გჭირდებით? -თქვენი არაფერი მინდა.თქვენ რა მშობლები ხართ?ისე მექცევით თითქოს სხვისი შვილი ვიყო.არ გიყვარვართ.არ ვარ მე თქვენი შვილი?მაშინ წავალ.საერთოდ წავალ სახლიდან_სესილი ცდილობდა არ ეტირა.ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა ლუიზა ამ სიტყვების გაგონებაზე აკანკალდა.სესილის ორივე ხელი მოხვია -არა,არა,რას ამბობ.მეორედ აღარ თქვა... -შენ ჩვენი შვილი ხარ_უთხრა მამამისმა -არსადაც არ წახვალ. -სხვაგვარად როგორ ავხსნა თქვენი საქციელი?რატომ მიკეთებთ ამას?ნუ მეუბნებით სისულელეებს.მაცადეთ ცხოვრება გასაგებია?თორემ საბოლოოდ დამკარგავთ. სესილის მშობლები გაჩუმდნენ.სესილი ოთახიდან გავიდა.სამზარეულოში გავიდა წყლის დასალევად.ჭიქა აიღო.მოულოდნელად თვალზე ბინდი ჩამოეფარა.თავბრუსხვევა იგრძნო.ფეხზე დგომა უჭირდა.ერთი კვირა თითქმის არაფერი ჰქონდა ნაჭამი და ამან ძალა გამოაცალა.თავბრუსხვევა გაძლიერდა და სესილი უგონოდ დაეცა იატაკზე. ... ლევანი საავადმყოფოში,მისაღებში იჯდა,სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული.ლუკა და გიორგი კი მის წინ იდგნენ. -კარგად იქნება.ნუ ნერვიულობ_მხარზე ხელი დაადო ლუკამ ლევანმა ზემოთ ამოიხედა და სესილის მშობლებს მოკრა თვალი -ამათ აქ რა უნდათ_ზიზღით ჩაილაპარაკა მან. -დამშვიდდი._თქვა გიორგიმ ხმადაბლა -როგორ?არ გახსოვთ რა გაუკეთეს სესილის? -არაადამიანები_ზიზღნარევი ხმით ჩაილაპარაკა ლუკამ. მისაღებში სალომე გამოჩნდა. -დედა,როგორაა სესილი? -ახლა ძინავს,უკეთაა_თქვა სალომემ,ისე რომ სესილის მშობლებისკენ არც გაუხედავს -მისი ნახვა გვინდა_თქვა ლუიზამ -მხოლოდ ერთი ადამიანის შესვლა შეიძლება და თქვენ ნამდვილად არ მიგიშვებთ იმ გოგოსთან.ახლა ნერვიულობა არ ჭირდება ნამდვილად -მე დედამისი ვარ_დაიყვირა ლუიზამ -დედამისი?_დაცინვით ჩაილაპარაკა ლევანმა-დედა ასეთ საშინელებას შვილს არ დამართებს,არასროს-კბილი კბილზე დააჭირა ლევანმა -შენ ბიჭო ვინ ხარ,ზედმეტს რატომ ლაპარაკობ_ლევანისკენ წაიწია მიხეილმა -შეეშვი, უზრდელი ლაწირაკი_ზიზღით ჩაილაპარაკა ლუიზამ. -ახლავე შეწყვიტეთ,სანამ დაცვას დავუძახე._მკაცრად თქვა სალომემ -დედა,ლევანი შევა სესილის სანახავად. -კარგი,მაგრამ ცოტა ხნით.არ გადაღალოთ. -გასაგებია.მადლობა სალომე_უთხრა ლევანმა და სესილის პალატისკენ წავიდა. ... სესილი ახალი გაღვძებული იყო.ლევანის დანახვაზე ისევ კონცერტის დღე გაახსენდა და ტირილი დაიწყო. -გთხოვ დამშვიდდი_ხელი ხელზე დაადო ლევანმა. -მრცხვენია.ჩემ გამო თქვენც შერცხვით. -რა?რას ამბობ.ამაზე აღარ იფიქრო სესილი.შენ მალე კარგად იქნები და რეპეტიციებს განვაახლებთ.წინ კიდევ ბევრი კონცერტი გვექნები -მაგრამ არა ჩემთან ერთად.არ მინდა სამარცხვინო ლაქად ვიყო თქვენ ბენდში. -გაგიმართლა,რომ შენ სანახავად მე შემოვედი და არა ლუკა_უთხრა ლევანმა -რატომ?_იკითხა სესილიმ -იმიტომ რომ ასეთი სისულელის მოსმენის შემდეგ გაგლანძღავდა, მე კი ისეთი ზრდილობიანი და თავდაჭერილი ყმაწვილი გახლავარ_თავი შეიქო ლევანმა სესილის გაეღიმა -აი,ღიმილი გიხდება.მომწონს.სესილი...სისულელეებზე ნუ იფიქრებ.შენ არ ხარ სამარცხვინო.ეს არც კი გაიფიქრო.იცოდე,რომ წინ რთული გზა გაქვს გასავლელი,მაგრამ ვიცი,რომ ძლიერი ხარ და ყველაფერს გაუძლებ.ჩვენ კი შენ გვერდით ვიქნებით.ჰო,მართლა აი ეს წერილი ბიჭებმა გამომატანეს.წაიკითხე და დარწმუნდები,რომ მე სიმართლეს ვამბობ. სესილიმ წერილი გამოართვა.კითხვის დროს ღიმილი არ მოშორებია სახიდან.ძალიან გაამხნევა ბიჭების სიტყვებმა და ბოლოს ძალიან გამხირაულდა,როდესაც ლუკას ნახატი ნახა.ეს იყო მათი კარიკატურები. იმ დღის შემდეგ პირველად იგრძნო თავი სესილიმ ბედნიერად. -მადლობა ყველაფრისთვის_უთხრა მან ლევანს -რას ამბობ.ჩვენ გვინდა მალე გამოჯანმრთელდე და დაგვიბრუნდე.ახლა წავალ,დაისვენე. -კარგი.მადლობა უთხარი ბიჭებს ამ წერილისათვის -აუცილებლად_გაუღიმა ლევანმა მოულოდნელად ლევანი მიუახლოვდა სესილის და აკოცა.გოგონა შეცბა. -მაპატიე,მაპატიე სესილი,მაგრამ... სესილის არაფერი უთქვამს.ლევანმა პალატა დატოვა. ... სესილი მალე გამოჯანმრთელდა.თითქმის გადაავიწყდა კიდეც ის ტკივილი,რაც კონცერტის დღეს განიცადა.რეპეტიციებს განაგრძობდა ბენდთან ერთად.კიდევ უფრო დაუახლოვდა ბიჭებს.მხოლოდ ლევანს არიდებდა ხოლმე თვალს.ვერ ივიწყებდა იმ კოცნას.ვერც ლევანი ივიყწებდა.თუმცა სინანულს არც ერთი არ განიცდიდა.პირიქით მათთვის იყო რაღაც მიმზიდველი ამაში.არცერთი აღიარებდა,მაგრამ გულის სიღრმეში ორივე გრძნობდა და დარწმუნებულნი იყვნენ,რომ მათ შორის გრძნობა იბადებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.