შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის ანგელოზი თავი 1


4-12-2017, 23:33
ავტორი Mari S
ნანახია 1 682

წვიმდა, ყველაფერი ბინდს მოეცვა, მხოლოდ წვეთების მხა ისმოდა და რაღაც ჩხარუნის, არ კაკუნის, ქუსლების კაკუნის ხმა ისმოდა, მას ერთვოდა სლუკინი, ქალი ტოროდა. ღამის პირველ საათს გვარიანად გადასცილდა, რას აკეთებდა ახალგაზრდა გოგო გარეთ? ასეთ ყინვაში, არც კანკალებს, იქნებ ვერც გრძნობს რომ გარეთ ტემპერატურა მინუს 3 გრადუსს უკაკუნებს. მოკლე კაბა უფრო ასწეოდა, არც ცდილობდა მის გასწორებას, მკლავზე რაღაც სველი ჩამოსდის, წვიმის წვეთები გეგონრბოდა რომ არა მისი შეფერილობა, ამ სიბნელეშიც კი ელვარებდა სისხლის ფერი, ისე ანათებდა თითქოს თეთრი ყოფილიყოს მაგრამ თან ისეათი მუქი იყო, რომ ჰარონიულად ერწყმოდა ბინდი-ბუნდში ჩაფლულ არემარეს. სახლში გაიქცეოდა რომ ჰქონდეს, მაგრამ ისიც არ ჩერჩა, უფრო სწორად აღარ შეარჩინეს. ცხოვრებამ მოგრიხა ორად კი არა სამად. ერთი-ორად დაპატარავდა ისედაც თითის ოდენა გოგო.
-რამდენი წლისა?
- 18 ის ავტორო
- ასეთი ახალგაზრდა? კი მაგრამ რა მოუვიდა
- რავიცი ავტორო, შენ წერ ისტორიებს და მე მეკითხები?
- მართალი ხარ , მე უნდა მივყვე მაგრამ რო არ გამომივიდეს? იქნებ არ მეყოს სიტყვის მარაგი? რას იტყვის მკითხველი?
- რავიცი ავტორო, შენ დაწერე და ხალხის აზრსაც მერე გაიგებ, გააგრძელე რა მოყოლა, მაინტერესებს ვინაა ეს გოგო და რა სჭირს
- ხო, ხო ეხლავე, მაცადე აზრი ჩამოვაყალიბო, ხო რაზე გავჩერდი?? აა გამახსენდა კაი ეხლა ყურადღებით მისმინე და არ შემაწყვეტინო
- კაი, შენ ოღონდ მორჩი ლაყბობას და ხმას არ ამოვიღებ
ღრმად სუნთქავდა გოგონა, სულ რაღაც 18 წლის იყო და უკვე ვეღარ იტევდა გული ამდენს. მისი ცხოვრება იმდენად ბანალურია რომ მოსაყოლადაც არ ღირს, მაგრამ ხომ უნდა იცოდე ამ გოგოს მთლიანი ისტორია რომ სწორად შეაფასო. თვრამეტი წლის წინ სიცოცხლით სავსე ელენე მშობლებს ახარებს პირველი შვილიშვილის გამოჩენას, სულ რაღაც სამი კვირის იყო როცა რაღაც იგრძნო ელენემ, განსაკუთრებული, ამოუცნობი შეგრძნრბა დაეუფლა და მართალიც აღმოჩნდა, მალე ქვეყანას მოევლინებოდა პატარა ეკატერინე, როგორც უკვე დედამ დაარქვა მას. მშობიარობა დაეწყო ელენეს, მაშინაც ციოდა და ტემპერატურა მინუს 3 უკაკუნებდა, ქმარი იოანე ნერვიულად უსვამდა ცოლს თავზე ხელს და აწყნარებდა, მაგრამ თითქოს თავის თავს უფრო აწყნარებდა ვიდრე ელენეს. საავადმყოფოში მივიდნენ როგორღაც, შუა მშობიარობის დროს შუქები წავიდა, სიცივემ სიკვდილივით დაიარა პალატებში და ბევრის სიცოცხლეც წაიღო იმ ღამემ ცულიანმა მოჩვენებამ, სულ 9 ჩვილი, და ორი დედა. უშუქობის გამო გათობაც გაოირთო და სიცივეს ვერ გაუძლეს უმწეო არსებებმა, დედებს კი , მათ უბრალოდ ვერ გადაიტანეს მშობიარობა, დიახ ელენეც დაიღპა იმ დაწყევლილ ღამეს, სამაგიეროდ კი პატარა ეკატერინემ შთაბერა სული დედამიწას თავისი ტირილით, ისეათ ლამაზი იყო პატარა ეკატერინე, მაგრამ უკვე განწირული, იმ წუთიდან როცა მამამ მისი ხელში დაჭერა არ მოისურვა, უბრალოდ არ შეეძლო, მასაც უნდა გაუგოთ, იოანეს გარდაეცვალა ქალი რომელიც მესამე კლასიდან უყვარდა, ვის გამოც ალბათ მილიონჯერ ჩაება ჩხუბში , როცა ელენს ვინმე თაყვანისმცემელი გამოუჩნდებოდა, იოანე გლოვობდა თავის ნაწილს რომელიც ელენეს თან გაატანა, ბოლო წუთამდე მასთან იდგა, ბოლო სუნთქვა მასთან ერთად რიტმულად ამოისუნთქა, მაშინაც ელენეს ხელი ეჭირა როცა ბავშვი ხელებს ცაში სწევდა, რო ვინემს შეხებოდა, რომ ამ სიცივეში სითბო ეგრძნო, რომ ვინმესთვის ეგრძნობინებინა - იგი დაიბადა-
მამამ პატარა ეკატერინე მეორე დღესვევე წამოიყვანა სახლში, ხელში ეჭირა უმწეო არსება და სიკვდილი უნდოდა, უნდოდა იმიტომ რომ ეკუნა მას და ელენეს უნდა გაეზარდათ, ელენეს უნდა მიეცა რჩევრბი ბიჭებთან დაკავშირებით, იოანე კი მუდამ გააფრთხილებდა რომ სიფხიზლე შეენარჩუნებინა და თუ რამე მოხდებოდა მზად იქნებოდა ნებისმიერისთვის სახე გაელამაზებნა, ამაზე მუდამ გაიცინებდნენ ელენე და ეკაკო და სულ ასე სიცილით იცხოვრებდნენ, ახლა კი სადაა ეგ ილუზია? ელენეს გაჰყვა , მან წაიღო, არ დაინდო არც შვილი და არც ქმარი, მან წაართვა მომავალი ოჯახს. იოანემ ვერ გაუძლო ბავშვის ტირილს, შიოდა ეკეტერინეს, მამამ კი ვერაფერი გააკეთა, ეხლა წესით საკუთარი თავი უნდა ეცემა, რადგან ბავშვს ატირებდა არაგერს აკეთებდა მის დასაეყნარებლას. იოანეს სიცოცხლის ბოლო წუთამდე ესმოდა ეკატერინეს ტირილი , ცოლს გაჰყვა, რა ექნა? არ შეეხლო მის გარეშე ცხოვრება. პატარა ეკატერინე იმ ღამეს მობეზრებულმა მეზობლებმა იპოვეს როცა ტირილმა შეაწუხათ, ბავშვი მამას დასტიროდა თუ უჭმელობას ვინ იცის, მაგრამ ეკატრრინე დანაყრებულიც არ გაჩერებულა. ტიროდა გადაბმულად და სულმოთქმენლად. ბებიამ და ბაბუამ ბავშვი არ დაიტოვეს. ესე თქვეს
- ზედმეტად ჰგავს ელენეს , ჩვენ ამას ვეღარ გავუძლებთ, ისედაც შვილი დავკარგეათ, პატარას ვერ გავზრდით, ვინმე სხვას მიეცით
ასე იყო , რომ ჯერ დღეების ბავშვი უკვე აღარავის სჭირდრბოდა, დაბადებით მან ბევრს დაუნგრია სიცოცხლე, მაგრამ რა მისი ბრალი იყო, მისთვის არავის უკითხია უნდოდა თუ არა დაბადება.
ეკატერინე ბავშვთა სახლში მოხვდა, ჯერ კიდევ ვერაფერს იაზრებდა სად იყო ან ვისთან. ის იშვილეს, ერთი წლის ოთხი თვისა და სამი დღის იყო, როცა ახალ სახლში მოიყვანეს, ნახავარ წელიწადში ეკაკოს დედინაცვალი, ქალბატონი ციალა გარდაიცვალა, ვერავინ გაიგო როგორ, სახლდი დაბრუნებულმა ქმარმა ციალა იატაკზე იპოვა უგონო მდგომარეობაში ეკაკო კი კვლავ ტიროდა გულამსკვნილი, ახლას შიოდა თუ ციალას დასტიროდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ერთი წლის ათი თვისა და ხუთი დღის ბავშვმა ორი სიკვდილი იხილა. ციალას ქმარმა დიდად პატივსაცემმა რამაზმა ბავშვი ისევ ბავშთა სახლში დააბრუნა, როგორც თვითონ თქვა
- ახლა ბავშვისთვის არ მცალია, ცოლი გარდამეცვალა
მართალია ბატონი რამაზმი, რკინის არგუმენტი მოიყვანა, მაგრამ ასე გინდა თუ ისე, ეკატერინე კვლავ ბავშვთა სახლში დაბრუნდა, ორი წლისა მეორედ იშვილეს, ეხლა უკვე ორი წლის მერე გარდაიცვალა ახალ ოჯახში ეკატერინეს მეორე დედინაცვალი, გულმა უმტყუნა ქალბატონ მზიას, ბავშვი ისევ უკან დააბრუნეს. დიდად არ უნდოდათ აღმზრდელებს მისი უკან მოყვამა რადგან უკვე სიკვდილის ანგელოზად შერაცხეს, მისი სილამაზე და სიკვიდლი არ ჩამკრეცხვია ეკატერინეს სულს, ასე დაირქვა ეკაკომ როცა ობოლთა თავშესაფრიდან გაიქცა და შემთხვევით ბორდელში ამოყო თავი. ეს მართლაც შემთხვევით მოხვდა. გზააბნრული ეკატერინე, უკვე უკან დაბრუნებას ლამობდა, როცა ფიქრებში გართულმა სხვაგან შეუხვია და 15 წლისამ პირველად დაინახა მეძავი, ჯერ ვერ მიმხვდარიყო ეს ქალი ამ ყინაში რატო იდგა ასე თხლად ჩაცმული, არც უფიქრია ამაზე დიდხანს, არც აცალეს, მანქანამ პირდაპირ ფეხებთან გაუჩერა, დაბურული მინიდან კი დიდად პატივცემულმა ბატონმა ამოხედა, ჯერ ხარბად შეათვალიერა, კოტიტა თითები აათამაშა საჭეზე და ოთხი სიტყვა გადმოუგდო
- ერთ საათში 250 ლარი
- უკაცრავად
ამას მოჰვა კონკურენტი მეძავეების ჩოჩქოლი, ვიღაც ლაწირაკი მათ კლიენტებს ახევდა. მომკლედ ეკატერინე ძალიან მოიხიბლა იმ კაცის წინადადებით, მიუხედავად იმისა რომ მთალდ ვერ გაეგო რას სთავაზობდა ის კაცი, უკან დარეტიანებული გამობრუნდა, კიდევ მოუნდა აქ დაბრუნება ბოლომდე გარკვევა, რა ხდებოდა ამ ქუჩაზე. კვლავ გამოიპარა ეკატერინე ორი კვირის თავზე, შორიდან უყურებდა ქალებს და შურდა მათი ტანსაცმლის, უზრუნველი ცხობრების, მათი ლაღი სიცილის მამაკაცებთან ლაპარაკისას, თუმცა არ იცოდა რისი შურდა ეკატერინეს. ერთხელა როცა ასე შორიდან ათვალიერებდა მეძავეებს, უკნიდან ერთი 30 წელს გადაცილებული ქალი ამოუდგა და რაღაც ჩახრენწილი ხმით შესთავაზა მუშაობა, ეკატერინეც დასთანხმდა, იტავებდაბ გოგოების ცხოვრება და მეცხრე ცას ეწვია როცა ეს შესთავაზეს, თუმცა მაშინ აბა რა იცოდა 15 წლის ბავშვა რა შარში ჰყოფდა თავს. ეს დიდად წარმოსადეგი ქალი გახლდათ ეგრეთ წოდებული მამაშა, სახელად ელენე, სასაცილოა არა? შეიძლება არც, მაგრამ ეს ქალი აღმოჩნდა ეკატერინესთვის დედაც და მეგობარიც, მზრუნველი, ჩააცვა ეკატერინეს, აჭამა, ასწავლა კიდეც სკოლაში და მაღალ ნიშნებზეც დაამთვრა სკოლა ეკამ, ასწავლა ბიზნესი მაგრამ ერთი რამ არ დაუკმაყიფილა ელენემ, არაფრის დიდებით მეძავეობასთან არ მოუშვა, თვითონ ეკა კი ყველას იცნობდა, მეოგრობდა კიდევაც მათთან და ცხოვრობდა დროებით უდარდელად, სანამ ელენეც არ გარდაიცვალა, ავარია ასე დაწერეს გარდაცვალების მიზეზში, ამ დროს ეკატერინს 39 დღის წინ შერულებული ჰქონდა 18 წელი, ელენემ მას ყველაფერი დაუტოვა. ახლა კი იფიქრა ეკამ რომ დრო დადგა, ისიც უნდა გამხდარიყო მეძავი, მაგრამ არსად არ შეასუნინეს ეკატერინეს. ალბათ გიკვირთ რატო უნდოდა ასეთ განათკებულ და ვარდივით გოგოს მეძავეობა?? თითონაც ვერ გეტყვით, ალბათ მხოლოდ აქ გრძნობდა თავს დაცულად, მეგობრების წრეში, თანაც უნდოდა რომ დედინაცვლის გზას გაჰყოლოდა. სულელი გოგო. ამან მიიყვამა ზუსტად იქამდე რომ ახლა სისხლიანი დადის ქალაქის ქუჩებში....



მეც დაგიბრუნდით ჩემო საყვარლებო, იმედია მიგეწონებათ ჩემი ახალი მოთხრობა, ველი თქვენს შეფასებას



№1  offline წევრი drogardasuli

ძალიან კარგიააა მარი <3 აუცილებლად გააგრძელე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent