შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღამის ქალი [ნაწილი მეორე] [9] დასასრული


6-12-2017, 04:27
ავტორი მე♥
ნანახია 6 609

მანქანის კარი ირონიული ღიმილით გაუღო აბომ და წარბაწეულ ქალს თვალი ჩაუკრა. ელიკო ჯერ კიდევ მანქანაში მომხდარ ინციდენტზე ფიქრობდა და ვერაფრით ვერ იჯერებდა რომ აბო ასე ცუდად გაეხუმრა.

-არ მითხრა რომ ისევ უნდა მაცეკვო.

ნაცნობი შენობის დანახვისას სიცილით ჩაილაპარაკა და მამაკაცს წელზე ცალი ხელი მოხვია. გვიჩიანმა გვერდით მდგარ ქალს საფეთქელზე აკოცა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

-ერთი გაკვეთილი საკმარისი არ იყო!_აუხსნა და შენობისკენ წაიყვანა. ელიკომ წარბები ეშმაკური ღიმილით შეათამაშა და მხრები აიჩეჩა. _თანაც არ მინდა ქორწილში ჩემმა ცოლმა ცეკვა არ იცოდეს.

-მოდი ამ თემზე საუბარს მოვრჩეთ, თორემ ზუსტად ვიცი რომ ძალიან გავბრაზდები._თითის ქნევით გააფრთხილა და დარბაზში შევიდა. _აბომ სკამის საზურგეზე ჩამოკდიებული ჩანთიდან სპეციალური საცეკვაო ფეხსაცმელები ამოიღო და ქალს გაუწოდა. _როგორი მომზადებული ყოფიხარ. _სიცილით გამოართვა, სკამზე ჩამოჯდა და ფეხზე მოირგო.

ზუსტად ეს არის ის რაც ელიკოს აბედნიერებს. აბოს უშუალო და ძალიან კარგი დამოკიდებულება ქალთან ურთიერთობის მიმართ. არასოდეს არ არის შებოჭილი, ყოველთვის იმას აკეთებს რასაც საჭიროდ თვლის და რაც მთავარია ყველაფერს აკეთებს ელიკოს ღიმილის და ბედნიერებისთვის. ერთი შეხედვით ცივი, მიუწვდომელი, ხისტი და საშინელი ხასიათის მატარებელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ როგორც კი უფლებას მოგცემს რომ მასში იპოვო ის ნაპერწკალი რაც მის გულს აღვივებს ყველაფერი იცვლება. იცვლება აბოს დამოკიდებულებაც შენს მიმართ, ზუსტად ისე როგორც ეს ელიკოს შემთხვევაში მოხდა.
სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას რადიკალურად განსხვავებულია, კაცი რომელსაც ღიმილით კი არ შეუძლია, არა თუ ცეკვა.
აბედნიერებს ის აზრი რომ აბო საყვარელ ადამიანებთან საკუთარ თავს არ ზღუდავს და შეუძლია რომ იყოს ბედნიერი.

-სახლში მიგიყვან მოწესრიგდი და სადმე გავიდეთ. _მანქანაში ჩაჯდომისთანავე ჩაილაპარაკა აბომ და დაღლილ ელიკოს ცალი თვალით გადახედა.

-არ ჯობია რომ ჩემთან დავრჩეთ?_ეშმაკური ღიმილით აათამაშა წარბები და ქვედა ტუჩს კბილები ოდნავ დააჭირა. _მე უკეთესი რაღაცის შემოთავაზება შემიძლია, თანაც არაჩვეულებრივ ვახშამს ვამზადებ. _ბოლო წინადადება განსაკუთრებით გამოკვეთა და ჩაფიქრებულ მამაკაცს მხარზე უჩქმიტა. _რას ფიქრობ?!

-მე რასაც ვფიქრობ მაგას ცოტახანში განახებ. _თვალი ჩაუკრა და მანქანა დაქოქა.

***
-სამსახურს რომელ საათზე ამთავრებ?_ლეპტოპის ჩანთა და მანქანის გასაღები აიღო და მამაკაცს მიაწოდა.

-8 საათისთვის. გინდა რამე?

-კი, გუშინ ქერამ დამირეკა ხვალ საღამოსკენ გამოგვიარეთ ტორტს ვაცხობო.

-ვეცდები ადრე მოვრჩე. _ტუჩები შუბლზე მიაწება და თვალი ჩაუკრა. ელიკომ ჩანთა გაბადრულმა მოიკიდა მხარზე და სახლი მამაკაცთან ერთად დატოვა.

დაჩის არ ყოფნას მაქსიმალურად იყენებენ, აბო ყოველ დღე ელიკოსთან არის, ღამეც მასთან რჩება და სამსახურშიც მას მიჰყავს. ბავშვის თბილისში ყოფნის დროს ბუნებრივია აბო ყოველ ღამე ვერ დატოვებს ბებიასთან, არც მათ უნდათ ბავშვმა თავი ცუდად იგრძნოს.
მოსწონს ასეთი ცხოვრება ძალიან განსხვავებული, სასიამოვნო და რაც მთავარია საინტერესოა.
პირველად რომ სცადა მამაკაცთან ცხოვრება გამოუცდელი, დაბნეული და შეუმდგარი ქალი იყო, ახლა შედარებით მეტი ესმის და იცის, შესაბამისად ურთიერთობაც უფრო სასიამოვნოა.

არ არის ტიპიური ოჯახის ქალი, გამუდებით სამზარეულოში არ და ვერ ტრიალებს. სამსახური აქვს, ძალიან ბევრი საქმე, პირად ცხოვრებასთან ერთად ძალიან ბევრია ისეთი რასაც აბოს გარეშეც აკეთებს და ბუნებრივია ვერ იქნება სახლში გამოკეტილი. მაგრამ სამსახურიდან მოსულს და ცოტა დასვენებულს ძალიან სიამოვნებს გვიჩიანისთვის ვახშმის მომზადება. ხშირად აბოსთან ერთად ბრუნდება და ორივე ერთად იმზადებს ვახშამს.
მარტივად რომ ვთქვათ ერთმანეთს არ ზღუდავენ, წესებს არ უწესებენ და არც არაფერში ავალდებულებენ. ელიკომ იცის რა უნდა გააკეთოს და რა იქნება უკეთესი, ისევე როგორც აბომ.
დაჩის ჩამოსვლა მე მგონი ცოტა ეწყინება იმდენად მიეჩვია მამაკაცთან ერთად თანაცხოვრებას, გაუჭირდება ისევ მარტო ყოფნა. თანაც შემოდგომა მოდის და ცივ საწოლში კოტრიალს ეხუმრებით?!

-გამოგივლი და ერთად წავიდეთ.

-აბო, შეგიძლია პირდაპირ რომ წახვიდე? მე ცოტა გვიან მოვალ... _მორიდებით ჩაილაპარაკა და კალამი თითებში აათამაშა.

-ელიკო, მოხდა რამე?_დაეჭვებულმა კითხა ქალს.

-ლაზარემ დამირეკა და მითხრა რომ ჩემებს ჩემთან მოსვლა უნდათ, არ ვიცი ვფიქრობ რომ აუცილებლად უნდა ვნახო. _აკანკალებული თითები ერთმანეთში ახლართა და ღრმად ამოისუნთქა.

-აუცილებლად! _მამაკაციც უყოყმანოდ დაეთანხმა. _კარგი, მე ჯერ სამსახურში ვარ და წასვლას რომ დააპირებ დამირეკე და თუ ისევ აქ ვიყავი გამოგივლი, კარგი?_ღიმილნარევი ხმით განაგრძო საუბარი. ელიკოს ტუჩები გაებადრა.

-კარგი, დაგირეკავ.

ლაზარემ რომ უთხრ დედას და მამას შენთან მოსვლა და საუბარი უნდაო თავიდან სიცილი აუტყდა, იმდენად მოულოდნელი და წარმოუდგენელი იყო. ძალიან დიდი ხნის წინ იყო მათთან სახლში და მას მერე ლაზარეს გარდა არავინ არ შეხმიანებია და ახლა, ასე უცებ ელიკოსთან ურთიერთობის გამოსწორება უნდათ?! ცოტა საეჭვოა, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს, რაც არ უნდა იყოს მოუსმენს.

სახლში მივიდა დილით რისი დალაგებაც ვერ მოასწრო დაალაგა, გამოიცვალა და სტუმრების მოლოდინის რეჟიმი ჩართო.
კარზე ზარის ხმა რომ გაიგონა თავი ოდნავ მიატრიალა შემოსასვლელისკენ, ჩაფიქრებულმა მზერა იატაკზე გადაიტანა და რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ფეხზე წამოდგა.
ნაცნობი სახეების დანახვისს თავიდაუნებურად აგრესია წამოეშალა. ამდენი ხანია მსგავსი არაფერი არ უგრძვნია, რაც აბოსთან ურთიერთობა დაიწყო ყველანაირ უარყოფითზე თქვა უარი, ყველაფერი ღრმად ჩამარხა რამაც წარსულში ტკივილი მიაყენა და ახლა მშობლების დანახვისას იმის მაგივრად რომ ბედნიერს მთელი სახე სიხარულის ღიმილით შეცვლოდა, აგრესია იგრძნო. ლაზარე მიხვდა რაშიცი იყო საქმე და დას ღიმილით ამოუდგა გვერდით, წელზე ხელი მოხვია და მშობლებს ანიშნა სახლში შემოდითო.

-ნუ ღელავ, თუ ჩათვლი რომ უნდა წავიდნენ მანიშნე, უსიტყვოდ მანიშე და წავლენ!_ხმადაბლა ჩასჩურჩულა დას და ლოყაზე აკოცა. ელიკომ ღიმით დაუქნია თავი და მისაღებში შევიდა.

-ვიცი რომ არასერიოზულ საქმეზე არ მოხვიდოდით, მეტიც მჯერა რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ფიქრის შემდეგ მიიღეთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ მალე მოვრჩეთ დიალოგს, ქერასთან უნდა წავიდე!_ხმაში მორიდება იგრძნობოდა.

-გავიგეთ შეყვარებული გყოლია. _საუბარი დედამისმა დაიწყო. ელიკოს მზერა აერია, გაკვირვებულმა ცალი წარბი მაღლა ასწია და ლაზარესთან ერთად დივანზე ჩამოჯდა. ყველაფერს იფიქრებდა, მაგრამ აქ ამ საკითხის განსახილველად თუ მოვიდოდნენ ვერა.

-ეგ თქვენ არ გეხებათ!_სწრაფად უპასუხა და შეეცადა გაღიზიანება დაეფარა.

-გვეხება, შენ ჩვენი შვილი ხარ!

ცოტაც და ხმამაღლა ახარხარდებოდა.

-თანაც თურმე ყოველგვარი ოფიციალურობების გარეშე დადის შენთან, რჩება და მერე მიდის... შვილიანიც ყოფილა.

მიხვდა რომ ამ საუბრის გაგრძელება ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა მასაც და გარშემომყოფებსაც. ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა და ფეხზე წამოდგა.

-სასწრაფოდ, ახლავე დატოვეთ ჩემი სახლი!

-შვილიან კაცთან როგორ დადიხარ?

-დედა!_ლაზარეს ცივი ხმის გაგონებისას ელიკოც კი შეკრთა, გაკვირვებულმა დახედა დივანზე მჯდარ ძმას. _რომ მცდონოდა აქ რაზე სასაუბროთ მოდიოდით არცერთი წამით შევაწუხებდი ელიკოს. ან იტყვით იმას რისი მოსმენაც მე მინდა, ან არადა ახლავე დატოვეთ აქაურობა!

-ვიცი რომ დამნაშავე ვარ, ცუდი მამა, ცუდი კაცი. _საუბარი მამამისმა განაგრძო. მამის ხმის გაგონებისას თავისდაუნებურად აუწყლიანდა თვალები. ეს ხმა ბოლოს მაშინ გაოგონა როდესაც სახლიდან წასვლის განცხადება გაუკეთა. მაგრამ მაშინ ხმა ზიზღნარევი და იმედგაცრუებული ჰქონდა, ახლა თითქოს სინანულით იყო გაჟღენთილი. _მაგრამ უნდა გამიგო ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა საკუთარი შვილის უკან მობრუნება.

-ჩემმა ქმარმა შენ ძმის შვილთან მიღალატა, შენს სისხლთან და ხორცთან და როგორ, როგორ შეგიძლია მითხრა რომ ჩემი დაბრუნება შენთვის მძიმე იყო... როგორ შეგიძლია ახლა აქ იდგე და ისევ მე მადანაშაულებდე მაშინ როდესაც საკუთარმა ბიძაშვილმა ჩემს ქმართან დაიჭირა საქმე, როგორ შეგიძლია იმ ამბის შემდეგ მათთან ურთიერთობა, როგორ?! _ხმას ოდნავ აუწია._არა, ცუდი მამა და კაცი კი არა, საშინელი ადამიანი ხარ! საშინელი ადამიანი რომელსაც ცოლის გარდა არავინ და არაფერი არ გააჩნია. კაცი რომელსაც პატივს არავინ სცემს და გინდა გითხრა რატომ?! იმიტომ, რომ რეალურად ყველამ იცის როგორ გასწირე საკუთარი შვილი და როგორ აქციე ზურგი, ყველას თვალში მოღალატე მამა ხარ... და მე არ ვაპირებ რომ რომელიმე თქვენგანს ვაპატიო! დიახ, ასეთი უგულო და საშინელი ადამიანი ვარ, ადამიანი რომელსაც პატიების უნარი არ გააჩნია და ადამიანი რომელსაც უნდა რომ მისი ცხოვრებიდან აორთქლდეთ ზუსტად ისე როგორც ამას ბოლო 5 წლის განმავლობაში ახერხებდით. ერთადერთი რის გამოც შეიძლება პატივი გცეთ ეს ლაზარეა და აქ მთავრდება ყველაფერი. თქვენ არ გეხებათ ჩემი პირადი ცხოვრება_მშვიდი ტონით დაასრულა და ძმას მხარზე ხელი მოხვია. _ახლა წადით და აღარასოდეს დაბრუნდეთ!

***
როგორც კი მშობლები და ლაზარე გააცილა ტელეფონს ეცა და აბოსთან დარეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა.

-წახვედი?

-არა, შენ ზარს ველოდებოდი. გამოგიარო?

-კი, მე მზად ვარ. _ღიმილით ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა.



***
-აბო, საუზმე მზად არის. _სააბაზანოს კარზე ოდნავ მიაკაკუნა და ტანის ნაზი რხევით საძინებლისკენ დაიძრა.

-ჩემი ლურჯი პერანგი შენთან არის?

წელს ქვემოთ პირსახოც შემოხვეული შევიდა საძინებელში და გარდერობთან მდგარ თვალებდაჭყეტილ ქალს დააკვირდა. ქალის მზერის დანახვისას კმაყოფილმა დაისვა ენა ქვედა ტუჩზე და თვალი ჩაუკრა. მამაკაცის სხეულის ყურებით გართულმა ელიკომ სწრაფად შეცვალა გამომეტყველება და ხმამაღლა ჩაახველა.

-კი, აქ არის. _თავი დაუქნია და გარდერობის საკიდიდან მამაკაცის პერანგი ჩამოხსნა._ისე, შენი ნაცრისფერი და შავი პერანგიც აქ არის. _სხვათაშორის ჩაილაპარაკა და მამაკაცის გამომეტყველებას დააკვირდა, მაგრამ აბოს წამითაც არ შეცვლია მზერა. _მე სამსახურში უნდა გავიქცე, შენი საუზმე მაგიდაზეა. _უკმეხად მიაძახა, გარდერობიდან ტანსაცმელი გამოიღო და სააბაზანოსკენ წავიდა.

-ელიკო, მოხდა რამე?_გაღიზიანებულ ქალს ეჭვით ჰკითხა და მაჯაზე თითები მსუბუქად მოუჭირა.

-არაფერი, რა უნდა ხდებოდეს?_როცა მიხვდა რომ მისი საქციელები უკვე აშკარა და აბოსთვის ნათელია ტონი შეცვალა. _უბრალოდ სამსახურში ადრე მისვლა მაღიზიანებს. _ღიმილით ჩალაპარაკა, ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და გზა განაგრძო.

სამსახურში ადრე მისვლა არაფერ შუაშია, უბრალოდ აბოს უმოქმედობა და ერთ პოზიციაზე ყოფნა აღიზიანებს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მისთვისაც ძალიან სასიამოვნო და მისაღებია, სულაც არ წარმოადგენს პრობლემას ცალ-ცალკე ცხოვრება, მაგრამ უკვე დაიღალა. მარტო მაშინ ახერხებენ ერთად ყოფნას როდესაც დაჩი ბებიასთან არის, ან ბებიაა დაჩისთან.
არ უნდა მამაკაცს რაიმე აიძულოს და აბო მხოლოდ იმიტომ დათანხდეს ერთად ცხოვრებას რომ ელიკო ასეთი ყოფით დაიღალა. უნდა რომ ეს გადაწყვეტილება ერთობლივი იყოს, თანაც ისე რომ აბომ ეს ყველაფერი ელიკოს ხასიათებიდან გამომდინარე არ მოინდომოს.

სააბაზანოდან გამოსულს გვიჩიანი სამზარეულოში დახვდა, ელიკოს გამზადებულ საუზმეს მიირთმევდა და ცალი ხელით ლეპტოპში მეილს ამოწმებდა.

-დღეს დაჩისთან ერთად კინოში მივდივარ, შენ რას იზამ?_აბოს ფინჯანიდან ყავა მოსვა და ქამარი შეისწორა.

-მე არ მცალია. _თვალი ჩაუკრა და მეილში ქექვა განაგრძო.

-ბოლო დროს საერთოდ აღარ გცალია. _უკმაყოფილო გამომეტყველებით ჩაიბურტყუნა, ჩანთა შეისწორა და გასასვლელისკენ შეტრიალდა.

-რა ვქნა, არ მცალია. _ურეაქციოდ ჩაილაპარაკა მამაკაცმა, ისე რომ თვალებდაჭყეტილი ელიკოსთვის ზედაც არ შეუხედავს. აბოს სიცივემ ცოტა დააბნია, მაგრამ ყველაფერი საქმეზე კონცენტრირებას დააბრალა და სახლი უსიტყვოდ დატოვა.

***
-ელიკო, არ ფიქრობ რომ ბოლო დროს მამა უცნაურად იქცევა?_დაეჭვებულმა კითხა ქალს.

-უცნაურად?_ლუღლუღით ჩაილაპარაკა და თვალები ჭყიტა. როგორც წესი დაჩი მამის საკითხს ელიკოსთან არასოდეს არ განიხილავს, ახლა კი საკუთარი ინიციატივით დაიწყო საუბარი.

-დიახ, უცნაურად.

-არ ვიცი, არ შემინიშნავს, მაგრამ დავაკვრიდები. _ღიმილით ჩაუკრა თვალი და ყავა მოსვა. _ხო მართლა, როგორი დრო გაატარე?_ინტერესით იკითხა და მომღიმარს დააკვირდა. _ისიც იქ იყო?_ეშმაკურად აუთამაშდა თვალები ელიკოს. დაჩიმ უსიტყვოდ დაუქნია თავი და აფარკლულ ლოყებზე ხელები აიფარა. _არ მჯერა რომ აბოს შვილი ხარ, ვერ ვიჯერებ... გვიჩიანი და ასეთი მორცხვი?! ცოტა წარმოუდგენელია.

-იქ იყო და ცოტა დაბნეული ვარ. _სერიოზული ტონით დაიწყო საუბარი. _ვერ ვხვდები მოვწონვარ თუ არა. ზოგჯერ მიღიმის, მესაუბრება, ზოგჯერ კი ზედაც არ მიყურებს.

-უყვარხარ! _საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ბიჭს თვალი ჩაუკრა.

-ასეთი უცნაურები ხართ ქალები?_ტუჩაბზუებულმა იკითხა და სახე დამანჭა. ბიჭის გამომეტყველების დანახვისას ბურთულა ყელში გაეჩხირა ელიკოს. _ბიჭს ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ გიყვართ?

-მე ნუ მრევ მაგ საქმეში!_თითის ქნევით გააფრთხილა და განაგრძო. _მამაშენთან მე ვიყავი აქტიური, თვითონ ზედაც არ მიყურებდა.

-არ მჯერა!_ეჭვით გააქნია თავი დაჩიმ.

-ნუ ეგრეც არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის ინიციატორი მეც ვიყავი.

-მაგრამ გოგონების უმრავლესობა ხშირად ყველაფერს პირიქით აკეთებს.

-ზუსტად, მაგრამ მე მგონი უმჯობესი იქნება თუ თავად მას კითხავ.


***
-პური, ზეთისხილი და...

-აბო, მესამედ გიმეორებ რძე, ყავა, პური და ზეთისხილი.

-ყავა რომელი?

-სულ ერთია, რომელიც გინდა ის წამოიღე. დაჩი მოგყავს?_სანამ ტელეფონს გათიშვდა ხმამაღლა ჩასძახა.

-კი აქ არის, გადავცე რამე?_ეშმაკურად ღიმილნარევი ხმა ჰქონდა აბოს.

-არა, უბრალოდ მაინტერესებდა. _გაბადრულმა ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა. _თუ დაჩი მოდის მაშინ მისი საყვარელი სალათა უნდა მოვამზადო _თავისთვის ჩაიბურტყუნა და ტელეფონი მაგიდაზე დადო.

გაბადრულმა გამოიღო გაზქურიდან ქერას რეცეპტით მომზადებული კექსი და გაზქურაზე დადო. კმაყოფილმა მოიფშვნიტა თითები და აწკრიალებულ კარს ცალი თვალით გახედა,წინასაფარი მოიხსნა, სკამზე გადაკიდა და გასასვლელისკენ წავიდა.

-საღამო მშვიდობის. _ღიმილით შევიდა დაჩი სახლში. ელიკომ თვალი ჩაუკრა, ლოყაზე უჩქმიტა და გზიდან ჩამოშორდა.

-როგორი დღე გქონდა?_ინტერესით იკითხა, აბო გადაკოცნა და პარკი გამოართვა.

-ზუსტად ისეთი როგორიც პარასკევს შეეფერება. _სიცილით ჩაილაპარაკა ბიჭმა, ჩანთა მოიხსნა და შესასვლელში მდგარ ტუმბოზე დადო.

-რა გემრიელობების სურნელია?_ცხვირის თამაშით იკითხა აბომ და სამზარეულოში შეიხედა.

-ხელები დაიბანეთ და მოდით, სადილი მზადაა.

***
-ყავა თუ ჩაი?_გაბადრულმა გასძახა აივანზე გასულ მამაკაცს.

-შენ!_ომახიანად დაუბრუნა პასუხი გვიჩიანმა და დადუმდა. ელიკომ დაბნეულმა დადო წყლის მადუღარა და წარბები შეჭმუხნა.

-რა მე?

-ყავა თუ ჩაიო... ხოდა მე შენ გირჩევ!

გარკვევით აუხსნა და სამზარეულოში შევიდა. ელიკომ ღიმილით ააფახუნა თვალები, ქვედა ტუჩი კბილებით მოიკნიტა და თავი დახარა. გვიჩიანმა ორივე ხელი თეძოებზე წაავლო და თავისკენ მიიზიდა.

-ეგრე ნუ იქცევი. _ლოყებაწითლებულმა ჩაიჩურჩულა და მამაკაცის თითებს ნაზად წაეთამაშა.

-ეგრე როგორ?_ვნებიანი, ჩამწყდარი ხმით კითხა და ტუჩები ქალის ნიკაპზე აათამაშა. ელიკომ ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში და თვალები დახუჭა.

-აი... ახლა... აბო, გეყოფა, საუზმე მაქვს გასამზადებელი!_წარბწეულმა ხმამაღლა წამოიძახა და მამაკაცის ხელებს სხარტად დაუსხლტა. გვიჩიანმა ცინიკურად ჩაიცინა და თეფშიდან ერთი ცალი ზეთისხილი აიღო.

-შეგვიძლია საუზმე ცოტა ხნით გადავდოთ. _ისევ არ ჩერდებოდა და ნელი ნაბიჯებით მიიწევდა მომღიმარი ელიკოსკენ. ქალმა საპურე მაგიდაზე დადო და დამფრთხალი ნაბიჯებით დაიხია უკან, თან მარჯვენა ხელს აბოსკენ იშვერდა.

-მშია!

-მეც მშია, მაგრამ ის რასაც შენ მიმზადებ ვერ დამაკმაყოფილებს. _განუმარტა და სწრაფი მოქმედებით კედელთან მიიმწყვდია.

-ასე როდემდე უნდა ვიყოთ?_სწრაფად შეცვალა ტონი და თემა.

-ასე როგორ?_გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები.

-აი ასე... ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ თან ერთად ვართ. დაჩის წასვლა როდემდე უნდა მიხაროდეს?

-ანუ ამბობ რომ ერთად ვიცხოვროთ?_შუბლი შეჭმუხნა, ქალს მოშორდა და მაცივარს მიეყრდნო.

-არა, უბრალოდ გკითხე- ასე როდემდე უნდა ვიყოთ?

-კარგი, გადმოდი ჩვენთან. _უპრობლემოდ მოაგვარა ელიკოს მიერ წამოყენებული საკითხი და კვლავ ზეთისხილს დაუბრუნდა. ქალმა წარბწეულმა გადახედა არხეინად მომღიმარ მამაკაცს და აღრენილი წავიდა გაზქურისკენ.

-არა, ასე არ მინდა!_ცივი ტონით ჩაილაპარაკა და ქურა აანთო.

-აბა როგორ გინდა?_მამაკაცის ირონიული და არაფრისმთქმელი ტონი ნერვებს უშლის.

-მინდა რომ ეს კითხვა შენც გაწუხებდეს. მინდა რომ ორივემ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება!

-ელიკო, ვერ ვხვდები რა გინდა._ხმა დაუსერიოზულდა აბოს. _კითხვას მისვამ და მეც გეუბნები რომ ჩვენთან გადმოხვიდე, რა არის ამაში გაუგებარი?

-გაუგებარი არაფერი, უბრალოდ ასე მგონია რომ ნაძ...

-გირჩევ რომ წინადადება არ დაასრულო!_გაღიზიანებულმა მკაცრად გააფრთხილა და უკნიდან ამოუდგა. _ხომ იცი რომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ, უბრალო გატაცება რომ არ ხარ ესეც იცი, მაგრამ რატომღაც ასე უფრო კარგად ვგრძნობ თავს.

-და ის აზრი რომ დაჩის წასვლა და შენი აქ დარჩენა ერთია არაფერია ხომ?! თუ მოგწონს ასე უაზროდ რომ ვართ ჰაერში გამოკიდებულები?

-ვფიქრობ რომ ჰაერში არ ვართ. მიწაზე ვართ, თანაც ძალიან მყარად!

-გასაგებია.

აბომ მაჯაში მსუბუქად მოკიდა ხელი და თავისკენ შეატრიალა.

-შემომხედე!_კატეგორიული ტონით მოსთხოვა და ნიკაპქვეშ თითები ამოსდო. _ნებისმიერ დროს შეგიძლია შეკრა ბარგი და ჩემთან გადმოხვიდე, უკითხავად და უსიტყვოდ! ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან ვისიამოვნებ თუ ყოველ დილით შენ სახეს დავინახავ და ძილის წინ შენ სურნელს ვიგრძნობ. მე ამას იმიტომ არ გთავაზობ, რომ ეს შენი გადასაწყვეტია, ვფიქრობ რომ ჩემი პოზოცია ნათლად მაქვს დაფიქსირებული. შენ უნდა ხვდებოდე რომ ჩემთვის ყოველთვის მისაღები იქნება შენთან ერთად ყოფნა. მე ასეც კარგად ვგრძნობ თავს და თუ ჩემთან იცხოვრებ მაშინაც კარგად ვიქნები.

-მაგრამ ჩემთან გადმოდიო მაინც არ მეუბნები. _ბუზღუნით ჩაილაპარაკა და წარბები შეჭმუხნა.

-ცოლობაც ხომ არ გთხოვო?_ცინიკურად იკითხა და ქალს ცხვირის წვერზე აკოცა.

-მაინც არ დაგთანხმდები!_”მუქარა” შეახსენა და ადუღებული წყალი ფინჯანში ჩაასხა. _გადაწყვიტე?

-რა?

-ყავა თუ ჩაი?

-შენ!

***
აბოს სხეულზე გველივით იყო შემოხვეული. თვალები ნაზად გაახილა, ტუჩები ოდნავ გაამოძრავა და ჰაერი ხარბად შეისუნთქა. მამაკაცის სურნელის შეგრძნებისას თავისდაუნებურად შეეპარა ტუჩის კუთხეში ღიმილი. კმაყოფილმა ფრთხილად იცვალა გვერდი და შიშველი გულ-მკერდი მამამაკაცის სხეულს მიადო.

-მართალია კვირაა და არსად არ ვაპირებთ წასვლას, მაგრამ მე მგონი დროა გაიღვიძო.

ხმადაბლა დასჩურჩლა და კბილები ყურზე მსუბუქად მოსდო. ძილისგან განაბული სახე წამებში შეუცვალა კმაყოფილმა გამომეტყველებამ. ქალის წელს თითები მაგრად მოუჭირა და ძილისგან გამომშრალი ბაგეები ქალის ნიკაპს შეახო. მამაკაცის ძლიერი თითების შეგრძნებისას თავისდაუნებურად ჩუმი კვნესა აღმოჩნდა ელიკოს.

-მეჩვენება თუ შიშველი ბევრად სექსუალური ხარ?_ხრიწიანი ხმით იკითხა მამაკაცმა.

-ხშირ შემთხვევაში ეგრეა. _სიცილით ჩაილაპარაკა და აბოს ქვედა ტუჩი ცერა თითით დაბლა დაქაჩა._ავდგეთ თორემ გიკბენ!

-დიდი სიამოვნებით. _კმაყოფილმა დახუჭა თვალები, მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოიდო და გახევდა. ელიკომ სიცილით გააქნია თავი, მამაკაცის დაქაჩული ბაგისკენ ოდნავ დაიხარა და ტუჩზე მოწყვეტით აკოცა, მერე კი თამაშ-თამაშით წაეპატარა და კბილები დაასო. _ცელქობ. _გააფრთხილა და წელიდან თითები ქალის საჯდომისკენ ჩაასრიალა.

-აპ, აპ! _სწრაფად მოშორდა მამაკაცის სხეულს, თხელი საბანი შიშველ სხეულზე მოიხვია და ფეხზე წამოდგა. _შხაპს მივიღებ და რომ გამოვალ მოწესრიგებული დამხვდი!

-როგორც შენ იტყვი!
***
-დარწმუნებული ხარ რომ პასუხი დადებითია?_აფორიქებულმა კითხა ქერას და საჩვენებელი თითი კბილებს შორის მოიყოლა.

-ელიკო, უკვე მესამედ მეკითხები. კი, ტესტი პასუხი დადებითია!_ღიმილით დაუქნია თავი გოგონამ და გვერდით მიუჯდა. _შენ უნდა გახდე დედა?!_ფხუკუნით ჩაილაპარაკა და მხარი გაკრა.

-ნუ ხვანცალებ და ფიქრის საშუალება მომეცი!_ თვალების ბრიალით გადახედა მეგობარს.

-რაზე ფიქრობ?_ინტერესით იკითხა და ორსულობის ტესტი გაუწოდა. ელიკომ ხელის კანკალით გამოართვა და თვალებგაშტერებული დააკვირდა.

-როგორ ვუთხრა აბოს...

-როგორ და პირდაპირ, ან სიურპრიზი გაუკეთე. დაბადების დღე როდის აქვს?

-იანვარში.

-რა ქენი იცი?! იანვარში გამოუცხადე 4 თვის ორსული ვარო.

-ქერა, გეყოფა და დამეხმარე. მართლა არ ვიცი რა რეაქცია ექნება, ან საერთოდ უნდა მეორე შვილი?! ძალიან ავირიე.

-რას ნიშნავს უნდა თუ არა მეორე შვილი?! მაშინ ნება გებოძათ და ნორმალურად დაგეცვათ თავი.

-ვიცავდით!

-ფაქტია. შეიძლება ჯერ არ უნდოდა მეორე შვილი, მაგრამ რამდენიმე დღეში მოუნდება. და შენ... შენ გინდოდა შვილი?

-კი, მაგრამ ახლა ცოტა დაბნეული ვარ, ვერ ვიაზრებ ჩემ თავს რა ხდება.

-მოდი 1-2 დღე მოიცადე, საკუთარ თავში გაერკვიე, სიტუაცია გაანალიზე და მერე უთხარი აბოს.

-მე მგონი მართალი ხარ. ასაკით პატარა აღარ ვარ ბავშვის დაბადება რომ მაშინებდეს, თანაც უკვე დროა დედა გავხდე.

-შენ მე მგონი ნორმალური არ ხარ, ჯერ ერთადაც არ ცხოვრობთ და ახლა იძახი რომ დროა?

-ბავშვის დაბადებამდე ვიცხოვრებთ.

კარის ხმაზე ორივემ სწრაფად დაკუმა პირი. გატრუნულ გოგონებს ეჭვით გადახედა გვიჩიანმა და პროდუქტების პარკები სამზარეულოს კართად დააწყო.

-ისეთი თვალებით იყურებით მე მგონი რაღაც გააფუჭეთ, ან დაწვით._სწრაფად მიატრიალა თავი სამზარეულოსკენ და გაზქურას დააკვირდა.

-როგორი ხუმარა ხარ... _ღრენით ჩაილაპარაკა ელიკომ და ფეხზე წამოდგა.

-აბო, შენთან ერთი კითხვა მაქვს. _მოულოდნელად საუბარში ქერა ჩაერთო. მეგობრის ინიციატივით გაკვირვებული ელიკო თვალებდაქაჩული მიტრიალდა მისკენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ქერა გაჩუმებას არ აპირებდა.

-გისმენ.

-შენი აზრით როგორ შეიძლება... _სპეციალურად ჭიმავდა სათქმელს და თან ელიკოს დაბნეულ და გადაფითრებულ სახეზე იღიმოდა. _როგორ შეიძლება გიგიშას ქურთუკის საკიდზე ჩამოკიდება ვასწავლო. აი, ზუსტად ისე როგორც ამას შენ აკეთებ.

ქალის კითხვით გაოგნებულმა წყვილმა ჯერ ერთმანეთს გადახედა და მერე ქერას, იმაში დასარწმუნებლად რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა. აბომ უხერხულად ჩაახველა და ოდნავ წამოზრდილ წვერზე თითები მოისვა.

-სამსახურში გიგიშას ქურთუკი ყოველთვის საკიდზეა. _მხრები აიჩეჩა და სააბაზანოსკენ წავიდა ხელების დასაბანად.

-ხო არა?! ანუ ჩემთან სპეციალურად აკეთებს. _თვალებმოჭუტულმა ჩაილაპარაკა და დივანზე ჩამოჯდა. _გაიგონე რა თქვა? სამსახურში საკიდზე კიდებსო. კიბოა, ნერვების კიბო!_თავის სტიქიაში გართულმა ვერც კი შეამჩნია აბოსთან ერთად როგორ გაუჩინარდა ელიკოც. _მოიცა, ხელებს ერთად იბანთ?_ხმადაბლა დასვა კითხვა და სააბაზანოს კარგს გახედა. _თუ... ეს რაღაც ახალია!? უნდა ვუთხრა მასწავლოს, იქნებ გიგიშასთან გამომადგეს.

***
დილით როგორც ყოველთვის აბოზე ადრე ადგა. ხალათი მოიცვა და სააბაზანოში შევიდა. 2 დღეა გამუდმებით ახალ ამბავზე ფიქრობს. ვერ ხვდება აბოს როგორ უნდა უთხრას, რა თქმა უნდა დამალვას და რაღაცების გართულებას არ აპირებს, სიმართლეს ეტყვის, მაგრამ ვერ ხვდება ეს როგორ უნდა გააკეთოს. ისედაც ძალიან დაბნეულია 9 თვეში დედა უნდა გახდეს. ჯერ კიდევ ვერ იაზრებს რამხელა პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე. იმდენი საფიქრალი აქვს, ქერას თქმის არ იყოს ჯერ ერთადაც არ ცხოვრობენ და უკვე ბავშვი. ასაკით არცერთია პატარა, ელიკოსთვისაც არ იქნება ცუდი დედობრივი გამოცდილების შეძენა, თანაც ისეთი გახარებულია. ერთადერთი რაც ძალიან აწუხებს დაჩის რეაქციაა, მართალია ბავშვთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ შეიძლება აბოს მეორე შვილი ვერ მიიღოს. ელიკოს მიღება და შეჩვევა ძალიან გაუჭირდა და ბავშვზე წარმოდგენაც არ უნდა. აფორიაქებულმა შეისხა სახეზე ცივი წყალი და საკუთარი ანარეკლი სარკეში შეთვალიერა.

ერთადერთი რაც ზუსტად იცის არის ის რომ სამსახურს თავს არ დაანებებს და ჩვეულებრივი დიასახლისივით სახლში არ გამოიკეტება. რა თქმა უნდა თავიდან რაღაც პერიოდი მხოლოდ ბავშვს დაუთმობს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ თავის გეგმებზე უარს იტყვის და სარეკლამო სააგენტოს არ გახსნის. ამისთვის ძალიან ბევრს შრომობს და წვალობს, ერთი ხელის მოსმით საკუთარი ოფლით ნაშრომს წყალში ვერ ჩაყრის. თანაც ბავშვს წელში გამართული და ძლიერი დედა სჭირდება, მარტო აბოს სამსახური და წარმატება არ არის საკმარისი!

სამსახურიდან დაბრუნებული, შესაასვლელში მდგარ აბოს უკნიდან ამოუდგა და თითები შარფს მაგრად მოიჭირა.

-აბო, ოდესმე გქონია ისეთი მომენტი სიზმარი და რეალობა რომ ვერ გაგირჩევია?_დაბნეულმა კითხა და შარფი მოიხსნა.

-არა. რას ვერ არჩევ?_ სიცილით კითხა ქალს და ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა.

-ანუ... ვერ ვიხსენებ გითხარი თუ არა...

-რა?

-გითხარი თუ არა რომ მამა გახდები.

თვალებაციმციმებულმა ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩზე იკბინა. გვიჩიანმა ქალის სიტყვების მოსმენისას წონასწორობა ვერ შეინარცუნა და შესასვლელში მდგარ საკიდს მიეჯახა.
მამაკაცის ქმედებით გახალისებულმა სწრაფად მიაშველა ხელი და მაჯაზე მოკიდა.

-აბო, კარგად ხარ?

-მოიცადე. _გვიჩიანი სწრაფად გამოფხიზლდა, ორივე ხელი წელზე მოხვია და სახე სახესთან ახლოს მიუტანა._ორსულად ხარ?_ბედნიერებისგან გაცისკროვნებული თვალებით იკითხა და აკანკალებული თითები წელზე მაგრად მოუჭირა.

-კი, 1 თვის ორსული ვარ.

-ძალიან მაგარია!_ემოციების ქვეშ მყოფს ენა დაება. _არაჩვეულებრივი ამბავია. _ნელ-ნელა ხმაში სიხარულის ნოტები ეპარებოდა და ტონსაც უწევდა. _ელიკო, კიდევ ერთ შვილს მაჩუქებ..._ხმამარლა წამოიძახა და ქალი სხეულზე მთელი ძალით მიიკრა. _შესანიშნავი ქალი ხარ!

-აბო. _მამაკაცის სახელი ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და ხელები მთელი ძალით შემოხვია.

***
-როგორ ფიქრობ დაჩის როგორი რეაქიცია ექნება?_ დამშვიდებულს და ფერზემოსულს ჰკითხა.

-ზუსტად ვიცი რომ ძალიან გაუხარდება. შეიძლება ჩემს ცხოვრებაში შენი გამოჩენა არ ესიამოვნა, მაგრამ ახლა უკვე ხვდება რომ შენ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და ვფიქრობ რომ ოჯახში სხვა ბავშვის არსებობაც ასე თუ ისე გათავისებული აქვს. ეგეც რომ არ იყოს დაჩის უყვარს ბავშვები.

-ანუ მისთვის სტრესი არ იქნება?

-არანაირად. _თავი გააქნია და საფეთქელზე აკოცა.

-მაშინ ვუთხრათ... დღესვე. _აჟიტირებული წამოდგა ფეხზე და მამაკაცს ზემოდან დააჩერდა. გვიჩიანმა ღიმილით ახედა ქალს, ტუჩები შეათამაშა და მარჯვენა ხელი მუცელზე მიადო.

-როგორც შენ გინდა. მოვიყვან.

***
დაძაბულმა მოიფშვნიტა თითები და მაგიდასთან დაჯდა. დაჩი ელიკოს მომზადებულ ვახშამს გემრიელად მიირთმევდა და თან ეჭვით აკვირდებოდა მამას და ელიკოს.

-ეგეთი თვალებით რატომ მიყურებთ?

-რაღაცის თქმა გვინდა. _პირდაპირ საქმეზე გადავიდა აბო. ბავშვი წელში გასწორდა, ჩანგალი თეფშზე დადო და ყურადღებით მიაჩერდა მამას. _მე და ელიკო შვილს ველოდებით, შენ ძმას, ან დას.

აბოს პირდაპირობაზე სახე გაუქვავდა. მართალია მამაკაცმა ძალიან გასაგებად და გარკვევით უთხრა რომ დაჩის ამაზე გართულება არ ექნება, მაგრამ გვიჩიანის საქციელმა მაინც გააკვირვა. ხომ შეიძლებოდა უფრო მორიდებით ეთქვა ახალი ამბავი, ბავშვისთვის სიახლის გაანალიზების საშუალება რომ მიეცა.

-დიდი ხანია იცით?

ახლა დაჩის კითხვაზე დააღო პირი. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ნიკაპზე თითები მოისვა. უცნაურზე უცნარ ოჯახში ამოყო თავი და მე მგონი მუცელში რომ ჰყავს ის ამათზე უცნაური და ამოუცნობი იქნება. აბომ ქალს გადახედა და ანიშნა რომ დაჩისთვის პასუხი გაეცა.

-4 დღეა, აბომ დღეს გაიგო. _ღიმილით ჩაილაპარაკა და მამაკაცს გადახედა.

-ანუ ახლა ჩვენთან გადმოხვალ. _შეფარვით ჩაილაპარაკა ბავშვმა. ვერ მიხვდა ეს რას ნიშნავდა.

-ა-ა-ა. _ამოილუღუღა და მამაკაცს გადახედა.

-მამა უფლებას არ მოგცემს მარტო იცხოვრო, თან მეც შეგეჩვიე და წინააღმდეგი არ ვარ ჩვენთან ერთად იყო. _მხრები აიჩეჩა ბავშვმა და თვალი ჩაუკრა.

-დაჩი, ძალიან მიხარია ჩემთან ასე მშვიდად რომ ხარ. _ბიჭისკენ ოდნავ გადაიხარა, ლოყაზე აკოცა და გულზე მიიხუტა.

-მაგრამ დედას ვერ დაგიძახებ იმიტომ, რომ... მეგობრად გთვლი, საუკეთესო მეგობრად. _ღიმილით ჩაიჩურჩულა დაჩიმ და თავისი პაწაწინა ხელი ოდნავ მოხვია.

-ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ! _აბო სწრაფად წამოდგა ფეხზე და სამზარეულოში გავიდა. უკან დაბრუნებულს სამი ღვინის ბოკალი ეჭირა ხელში. _თქვენ ფორთოხლის წვენს დალევთ!

-მამა, იმედია 1 დედმამიშვილზე არ გაჩერდებით, გახსოვს რომ გეუბნებოდი, 2 ძმა და 1 და მინდა-თქო?!

-ბატონო?!

-არაფერი, მერე აგიხსნი, ცალკე.

დასასრული.
❤❤❤❤❤❤
ჩემო საყვარლებო, პირველ რიგში ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანებული თავისთვის, რომელიც კაცმა არ იცის გიღირდათ თუ არა ამდენ ხანს ლოდინად. მართლა ძალიან სერიოზული მიზეზების გამო ვერ გამოვჩდნი ამდენ ხანს... უბრალო არაფერი ყოფილა!
ძალიან არ მომწონდა თქვენი ასე გაწბილება და ლოდინის რეჟიმზე გადაყვანა, ამას მართლა განვიცდიდი და ვნერვიულობდი. ვიცი რა საშინელებაა როცა ავტორი ამდენ ხანს აგვიანებს და საშუალებას არ გაძლევს ისტორიით ბოლომდე დატკბე. თქვენი წყენისაც და ბრაზისაც მესმის. <3
საბოლოოდ ისტორია დავასრულე და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ისიამოვნეთ, თუ არ ისიამოვნეთ ოდნავ მაინც მოგეწონათ. შეცდმები მომიტევეთ, იმედია ცოტა იყო. :დდ
ძალიან მიყვარხართ! <3
ესეც ჩემი მორიგი დასასრული, ვნახოთ რამდენხანში დაგიბრუნდებით, იმედია დაგიბრუნდებით. <3 გმადლობთ! <3



№1  offline წევრი ))♡

როგორცცც იქნააა გამოჩნდიიიიიი ???????????? ძალიან კარგიიყოოო :* უბრალოდ დაჩი ძააან "იაზო" ტიპი იყოო და მაგის ასაკისთვის ცოტაა ზედმეტობას წარმოადგენდაააა ????❤❤????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№2  offline მოდერი მე♥

))♡
როგორცცც იქნააა გამოჩნდიიიიიი ???????????? ძალიან კარგიიყოოო :* უბრალოდ დაჩი ძააან "იაზო" ტიპი იყოო და მაგის ასაკისთვის ცოტაა ზედმეტობას წარმოადგენდაააა ????❤❤????????

ძალიან მიხარია მოსულს აქ რომ დამხვდი... დიდი მადლობა.❤️❤️ თავიდანვე ავღნიშნე რომ დაჩი აზროვნებით ძალიან კარგად აზროვნებს და ფიქრობს... ელიკოსთანაც ვცადე რომ კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, უბრალოდ გრძნობებს ვერ გამოხატავს სათანადოდ, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი გოგოთი და მომავალი დაიკო/ძამიკოთი მოხიბლულია.❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№3  offline წევრი მალუ

მართლა ვერაფერს ვერ ვწერ უძალიანმაგრესად მააგრიიყო
ველოდი დასასრულს ვიცოდი რო ბოლო თავი იყო თუმცა ძალიან დამაკლდა რაღაც არ მინდა დასრულებულიყო :(
♡ ❤❤❤

 


№4  offline მოდერი მე♥

მალუ
მართლა ვერაფერს ვერ ვწერ უძალიანმაგრესად მააგრიიყო
ველოდი დასასრულს ვიცოდი რო ბოლო თავი იყო თუმცა ძალიან დამაკლდა რაღაც არ მინდა დასრულებულიყო :(
♡ ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა... ❤️ აღარ მინდოდა ურთიერთობის ეტაპებით გამებერა ისტორია, მინდოდა მსუბუქი, მშვიდი და მკითხველისთვის სასიამოვნო წასაკითხი ყოფილიყო. ❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№5  offline წევრი ))♡

მე♥
))♡
როგორცცც იქნააა გამოჩნდიიიიიი ???????????? ძალიან კარგიიყოოო :* უბრალოდ დაჩი ძააან "იაზო" ტიპი იყოო და მაგის ასაკისთვის ცოტაა ზედმეტობას წარმოადგენდაააა ????❤❤????????

ძალიან მიხარია მოსულს აქ რომ დამხვდი... დიდი მადლობა.❤️❤️ თავიდანვე ავღნიშნე რომ დაჩი აზროვნებით ძალიან კარგად აზროვნებს და ფიქრობს... ელიკოსთანაც ვცადე რომ კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, უბრალოდ გრძნობებს ვერ გამოხატავს სათანადოდ, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი გოგოთი და მომავალი დაიკო/ძამიკოთი მოხიბლულია.❤️❤️❤️

რათქმაუნდააა მე სულ აქ გიცდიდი???????? ვფიქრობ რომ დედის მზრუნველობანდა სიყვარული აკლდა მარალია აბი საუკეთესო მამა იყო მაგრამ მაინც მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე უდედობა????????????
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№6  offline მოდერი მე♥

))♡
მე♥
))♡
როგორცცც იქნააა გამოჩნდიიიიიი ???????????? ძალიან კარგიიყოოო :* უბრალოდ დაჩი ძააან "იაზო" ტიპი იყოო და მაგის ასაკისთვის ცოტაა ზედმეტობას წარმოადგენდაააა ????❤❤????????

ძალიან მიხარია მოსულს აქ რომ დამხვდი... დიდი მადლობა.❤️❤️ თავიდანვე ავღნიშნე რომ დაჩი აზროვნებით ძალიან კარგად აზროვნებს და ფიქრობს... ელიკოსთანაც ვცადე რომ კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, უბრალოდ გრძნობებს ვერ გამოხატავს სათანადოდ, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი გოგოთი და მომავალი დაიკო/ძამიკოთი მოხიბლულია.❤️❤️❤️

რათქმაუნდააა მე სულ აქ გიცდიდი???????? ვფიქრობ რომ დედის მზრუნველობანდა სიყვარული აკლდა მარალია აბი საუკეთესო მამა იყო მაგრამ მაინც მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე უდედობა????????????
ხოდა გამიხარდი.❤️❤️❤️
ძალიან კარგი მამაა აბო, მაგრამ დაჩისთვის და ზოგადად ყველა ბავშვისთვის რთული გასაანალიზებელია სად არის დედა, რატომ არ არის მის გვერდით... დარწმუნებული ვარ აბო ტყუილში არ აცხოვრებს და აუხსნის, მაგრრამ მაინც რთულია. თუმცა ახლა უკვე ელიკოსთან იპოვის იმ სითბოს რაც დააკლდა.❤️❤️❤️
--------------------
ა.ა

 


№7 სტუმარი სტუმარი თამარი

ამ ძალზედ უცნაურ ოჯახზე ვგიჟდები ტასო იცოდე❤ აბოს რეაქციებმა ძალიან გამახალისა და მადიამოვნა ბავშვზე რომ გაიგო.. ისე საღოლ მეც უნდა გამოვიყენო ეგ ხერხი თავის დროზე :დდ ელიკოს მშობლებზე რა უნდა ვთქვა არ ვიცი.... ასეთი მშობლები ისევ არსებობენ? თუ ამაზე უარესებიც არიან... ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ლაზარე რომ საუკეთესოა ვიცი❤ მოკლედ წარმატებები❤❤

 


№8  offline წევრი Mariamch

სტასიკ ♥♥♥♥♥ როგორი ბედნიერი დასასრული იყო♥♥♥ სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე♥♥

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

Gamixardii. Iseti ra gitxra rac sxvas arutqvas, tavtologiis ar var msurveli. Zalian didxans, cere, icocxle, xar pozitivis navsayudelii, gelodwbit axali istoriit

 


№10 სტუმარი nana

ძალიან მაგარი იყო

 


№11  offline მოდერი მე♥

სტუმარი თამარი
ამ ძალზედ უცნაურ ოჯახზე ვგიჟდები ტასო იცოდე❤ აბოს რეაქციებმა ძალიან გამახალისა და მადიამოვნა ბავშვზე რომ გაიგო.. ისე საღოლ მეც უნდა გამოვიყენო ეგ ხერხი თავის დროზე :დდ ელიკოს მშობლებზე რა უნდა ვთქვა არ ვიცი.... ასეთი მშობლები ისევ არსებობენ? თუ ამაზე უარესებიც არიან... ვერ წარმომიდგენია. მაგრამ ლაზარე რომ საუკეთესოა ვიცი❤ მოკლედ წარმატებები❤❤

თამარ, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა და ისიამოვნე... აბოს მსგავსაც გაოგნებული სახე თუ იქნება დამიჯერე ნამდვილად ღირს. :დდდ ელიკოს მშობლებთან უთანხმოების სცენა ერთ-ერთი ჩემი მეგობრის რეალური ისტორიაა, მართალია იქ ცოტა სხვანაირად იყო, მაგრამ... ანუ მართლა არსებობენ მსგავსი ტიპის მშობლები, სამწუხაროდ ძალიან ბევრნი არიან. ლაზარე ძალიან კარგი ძმაა, პატარაობისას დაშვებული შეცდომების მიუხედავად. ელიკოს ბიჭია. <3 დიდი მადლობა, <3
Mariamch
სტასიკ ♥♥♥♥♥ როგორი ბედნიერი დასასრული იყო♥♥♥ სულ ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე♥♥

ზუსტად ეგ მინდოდა მეც, მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნება! არანაირი სტრესი და არანაირი სხვა ემოცია გარდა სიამოვნებისა და სიმსუბუქისა. <3 მადლობა, მადლობა! <3
Qeti qimucadze
Gamixardii. Iseti ra gitxra rac sxvas arutqvas, tavtologiis ar var msurveli. Zalian didxans, cere, icocxle, xar pozitivis navsayudelii, gelodwbit axali istoriit

ქეთი, შენ ისეთი კარგი ხარ აღარაფრის დამატებაა საჭირო, ვიცი როგორც მგულშემატკივრობ და დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი ხარ. <3
nana
ძალიან მაგარი იყო

უსაზღვროდ მიხარია რომ მოგეწონა, დიდი მადლობა. <3


ჩემი საყვარელი და უთბილესი ქ-ნი მანანა. <3 ღამის ქალზე მეც მსგავსი ასოციაცია მაქვს, "ქალი რომელიც ყველაფერს ღამე სჩადის", მაგრამ ამ სათაურით და ისტრიის შინარსით ვთქვი ის რომ შეიძლება ქალი იყოს ღამისაც, მაგრამ ერთი კაცისთვის, კაცისთვის ვისაც ის აირჩევს და ბოლომდე გვერდით ეყოლება. <3 მადლობა შეფასებისთვის, ძალიან გამახარეთ <3
--------------------
ა.ა

 


№12  offline წევრი Mrs grey

ტასოოო❤️ რა კარგია რომ დაბრუნი❤️ ამ თვისთვის კიდე ერთი თვეც მოვიცდიდი❤️ როგორი თბილობა და ტკბილობა იყო❤️ აბომ ხო დამიმონა და დაჩის მსგავსი მინდააა მეც❤️❤️

 


№13  offline მოდერი მე♥

ლუნი.
უფრო მეტს ველოდი

უფრო მეტიც შეიძლებოდა კი, ნამდვილად.❤️❤️
Mrs grey
ტასოოო❤️ რა კარგია რომ დაბრუნი❤️ ამ თვისთვის კიდე ერთი თვეც მოვიცდიდი❤️ როგორი თბილობა და ტკბილობა იყო❤️ აბომ ხო დამიმონა და დაჩის მსგავსი მინდააა მეც❤️❤️

მიხარია რომ გაგაიხარდა.❤️❤️დიდი მადლობა❤️❤️❤️ დაჩისნაირი მეც მინდა.❤️❤️❤️:დდ
--------------------
ა.ა

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა საინტერესო სახალისო საოცარი უამრავი ემოციებით ცოტა სევდიან მაგრამ მშობლებს ვერ შევცვლით მთავარია ლაზარე კარგი ყავს აბო. და დაჩი. საოცარი დასასრული ქონდა ეს მოთხრობა ძველია და იმედია დაზჩის ნაირი უკვე გყავთ მადლი ა წარმატებები♥️????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent