სიკვდილის ანგელოზი თავი 2
გაიმზადეთ ცხელი სასმელი და სასიამოვნო კითხვას გისურვებთ გამაყრუებელი სიწყნარე იყო გაჟღენთი ჰაერში. არაფერი მოასწავებდა დღის ასეთ დასასრულს, სადღაც შორიდან საავდროდ გამზადებული ღრუბლები მოიზლაზნებოდნენ. ეკატერინე ნელინაბიჯით მოუყვებოდა ქუჩას, დადარდიანებული მაგრამ ბედნიერიც, ელენე უკვე ერთი კვირაა რაც დაასაფლავა, მაგრამ ამით უფრო შეიგრძნო სიცოცხლის ხიბლი, უფრო მეტად ეწადა ეცხოვრა ყოველი დღე ბოლომდე, ამომწურავად. სურვილი სურვილად დარჩებოდა რომ ქალბატონ ეკას რაიმე გეგმა არ შეემუშავა მის განსახორციელებლად. ყოველ დღე გააკეთოს რაღაც ახალი, თუნდაც ერთი რამ და ისიც ელემენტარული. დღევანდელი გეგმა მოხვდეს მისთვის უცნობ გარემოში, უცხო ადგილას. ამ გეგმას დავარქვათ მოგზაურობა საკუთარ ქალაქში. ელენესგან გაეგონა ერთი ფრაზა ლამაზი ფეხსაცმელი განსაკუთრებულ ადგილას მიგიყვანსო. ეკატერინე კი ზუსტად ახლა ეძებდა განსაკუთრებულ ადგილს, ფეხს კი უმშვენებდა მაღალქუსლიანი, ხავერდიანი, წვეტიანი ფეხსაცმელი, ოქროსფერი ქუსლით. მიაბიჯებდა და თან მიჰქონდა ის ეშხი , რითაც ბუნებამ დააჯილდოვა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა თავის დაქალთან მიდიოდა რათა ერთად დაეპყროთ დედამიწა. კარზე გაბმული ზარის ხმა, ობის სუნი , კატის კნავილი ყველაფრი იმდენად გულის ამრევი იყო, მაგრამ ესაა მეძავის ხვედრი, რომლის კარებზეც ახლა აზარებს ეკა. კარები ჭრიალით გაიღო, ჩასისხლიანებული თვალები, გაწითლებული ცხვირი, აბურდული თმები, ასეთი იყო მუდამ მოწესრიგებული თათია. ეკას თვალები შუბლზე აუვიდა, დაუკითხავად შეაბიაჯა სახლში და ძლიერად მოხვია გამხმარი მკლავები თათიას. თითქმის მთელი საათი აწყნარა დაქალი, ბოლო ცრემლიღა მოსწმინდა სალფეთკით, ხელები გადაიჯვარედინა და გამჭოლი მზერით დააკვირდა დაქალს თითქოს უნდოდა თვითონ ამოეკითხა თათიას ასეათი მდგომარეობის მიზეზი. - ეკაა…- ამოიზლუქუნა ბოლოჯერ- საშინელება მოხდა, გეფიცები აღარ მინდა, მართლა, უკვე მეშინია მისი - თათია რა მოხდა? თანმიმდევრულად მოყევი - ხო იცი, ორი თვის წინ ერთი კლიენტი რომ მომწონა - ის ხეპრე?? დათო თუ დემეტრე ერქვა - დემეტრე, მის მერე კიდევ რამდენჯერმე შევხვდით, გეფიცები ნორმალური ჩანდა, ისეთი თბილი და მზრუნველი იყო, ასე კარგად დიდი ხანია არავინ მოპყრობია - დაგარტყა?? თათია არ მომატყუო - მოკლედ გუშინ საღამოსაც შევხვდი და ვუთხარი, რომ მასთან აღარ მოვიდოდი , ხო ხვდები კლიენტი მიყვარდებოდა და არ შემეძლო, ვხედავდი როგორ მიყურებდა, ნივთივით აღმიქვავდა მეკიდე ეს მკლავდა, ხოდა გავწყვიტე მასთან ურთიერთობა, იმან კიდე ვერ აიტანა, საშინელი სიტყვები მაძახა, რომ მხოლოდ ბო*ი ვარ, ნივთი რომელსაც გამოიყენებს და როცა მას მოუნდება , მაშინ აღარ შევხვდები, კიდე ისეთი საშინელებები მაძახა- თათიამ კიდევ გააგრძელა ტირილი, ეკამ კი მუშტი ისე შეკრა ფრჩხილები ჩაესო ნაზ კანში და სისხლიც იდინა, სინწრით გადაისვა მეორე ხელი თავზე, თავის მეგობარს ასეთი რაღაც აკადრეს და შეარჩენს მას?? არაფრის დიდებით! თათიას ერთი თავზე ხელი გადაუსვა და გავარდა სახლიდან. ცოფებს ყრის ეკატერინე, დაქალი ასეთ მდგომარეობაში ჩაუგდეს, თან რა სიტყვები აკადრეს, მერე რა რომ სხეულით ვაჭრობს, სხვები უარესებს აკეთებენ, ზოგი ხალხს ციხეში ალპობს, ზოგი ჯიჯგნის ადამიანის სხეულს უშედეგოდ, ზოგი ცილსწამებს სხვას თავის გაპიარების მიზნით, მაშინ რა დააშავეს მეძავებმა, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ ჩუმად, ისე რომ არავის უშლიან ხელს, არ იმსახურებენ ისინი ასეთ მოპყრობას. სად წავიდეს ახლა ეკა, ვის კითხოს დემნას შესახებ . გიორგი რა თქმა უნდა, როგორ ვერ მოიფიქრა აქამდე, ისაა ქალაქის გულიც, ყურიც და ენაც, მას თუ არა სხვას არავის ეცოდინება. ქარი უბერავს, წესით უნდა გაყინულიყო ეკატერინე მაგრამ არა, ალბათ იმიტომ რომ სიმწრისგან ხურს ან …. სწრაფად კრიფავს გიორგის ნომერს, ორი ზამი, მესამე ზარი და ბოხი ხმა პასუხობს ყურმის, ისეთი საშიში ხმა აქვს, რომელიც პარაქოსურად არ შეესაბამება მის ლაღ და ბავშურ სახეს - გისმენთ - გიო მე ვარ, ეკა - ხო ეკაკო, რამ შეგაწუხა, რომ იკადრე ჩემთან დარეკვა?? - არ მცალია ახლა შენი ხუმრობებისთვის, ვინმე დემნა ჯინღიაზე ხო არა გაქვს ინფორმაცია - რათ გინდა?? - მჭირდება - სამაგიეროდ რას მივიღებ- ოხ ვაჭრული გარიგებები რა, სარგებლის გარეშე ხომ არაფერს გააკეთებს - რა გინდა?? - შენთან ერთი პაემანი, შესაძლოა ბონუსით, მაგრამ ეგ უკვე შენზეა დამოკიდებული - რამე რეალური რომ ითხოვო არა?? - კაი რა ახლა ხო აღარავინ გვიშლის ხელს, რომ ძველი დღეები გავიხსენოთ - მაშინ სულელი ბავშვი ვიყავი, კაი ხო მხოლოდ ერთი პაემანი არანაირი ბონუსებით - კაი, როგორც შენ იტყვი ანგელოზო, ხო აბა ვინ გაინტერესებდა?? - დემნა ჯინღია - ოჰო, ეგეთ სერიოზულ ხალხთან რა გინდა?? ნუ კაი პირობა პირობაა. ერთი ქუჩის ძაღლია რაა, ნარკოტიკებით ვაჭრობს ჩუმად, რამოდენიმე ადამიანის გაუჩინარების საქმესთან აქვს კავშირი, თავის კარიერის დასაწყისში ,,მწმენდავი” იყო რაა, ხო ხვდები - კი, თუ ვინმეს ცემა, დაშინება, გვამის მოშორება დასჭირდებოდათ მას იყენებდნენ - ვააა, ყოჩაღ ეკუნკულა, გცოდნია რაღაც ქუჩის შესახებ - ვერ ვიტან ეგრე რომ მეძახი რამდენჯერ უნდა გითხრა - კაი, ხო აპატიე შენს ყოფილს - საქმე გიორგი!! - ხო კაი, ეს მოკლე ბიოგრაფია და შენ კონკრეტულად რა გაინტერესებს?? - მისამართი და როგორ აუერთი გვერდები - მხოლოდ მათრახით ანგელოზო - ხუმრობების გარეშე - კაი, ეკა გაფრთხილებ არ მიეკარო, შეიძლება ქუჩაში მას არაფრად აგდებენ, მაგრამ შენ ნადვილად მოგერევა და ეს კიდევ რბილად ნათქვამია - გიორგი მისამართი! - ეკა ბოდიში მაგრამ არ გეტყვი - გიორგი! ხო იცი რომ მაინც გავიგებ შენი დახმარებით თუ შენს გარეშე - ხოდა ჩემ გარეშე გაიგე, არ ვაპირებ რომ შენს დასახიჩრებაში მონაწილეობა მივიღო - მაშინ ჩვენი შეთანხმება ჩაშლილია - მაგასაც გავწირავ , ოღონდ მასთან არ მიხვიდე - კარგად გიორგი - გკოცნი მაგარია გიო არ მეხმარება, მეტი ვის ვკითხო?? მოიცა პირველად ხომ დემნასთან სახლში წავიდნენ, გავიხსენო, ჯანდაბა რა მისამართი მითხრა მაშინ თათიამ, ხომლელი თუ … კი კი ნამდვილად ხომლელის 13 ნომერია, მაგარია თარს ადგილას მივდივარ - ტაქსი! ხომლელის 13 სულ რაღაც 15 წუთში მივედით, გზაში კი ხელებს ვიმტვრევდი, რა მეთქვა მისთვის, თუ პირველი რა ჩამერტყა?? ზედმეტად გაბრაზებული ვარ რომ ვიფიქრო, თათიას ზარები ერთი მეორეს მიყოლებით შემოდის, ბოლოს ტელეფონიც გამოვრთე, გიოს ზარებს ვეღარ გადავიტანდი. და აი ისიც ხომლელის 13, ზარებია დაყენებული, ესეც ჯიზია, ბინა 3, ზარისკენ ვწევ თითს, ნერწყვი მძიმედ გადავაგორე, რა ვუთხრა? წამოსლით ვერ წამოვალ, მერე რა რომ მისი მეშინია და მაინც ვერ ვიგრძნობ ტკივილს, არა თათიას გულისთვის ეს უნდა გავაკეთო, სიმწრით კარებს ფეხს ვურტყამ, ისიც შეიღო, ოჰო ვიღაცას ღია დარჩენია, ნელა შევაღე კარები, დერეფანში კი გაისმა ყურისწამღები ჭრიალის, ფილებზე ქუსლების კაკუნი ექოსავით გაისმის. პირველი სართული ავიარე, მისი სახლის კარები ღიაა, რა მოხდა? ეს კაკუნიც რა ხმამაღლად ისმის, ნელი ნებიჯით ვუახლივდები, ტელეფონი რეკავს. ჩემი არაა, მე ხომ გამოვრთე, კიდევ ერთი ბოხი ხმა, გიორგის მსგავსი მაგრამ თითქოს უფრო ხავერდოვანი - სადაა ეგ ნაბი*არი?? - ….. - მანდ რა გინდოდათ?? - ….. - კაი ხო, 10 წუთში მანდ ვარ და ჯერ არ მოკლათ - ….. - კაი, კაი შე*მა, საღამოს დავლიოთ სასწრაფოდ კედელს ავეკარი, ესეიგი ჩემი მსხვერპლი ვიღაცეებმა წაიყვანეს?? უნდა გავიგო სად ქუჩაში გავვარდი, მუქი ლურჯი მანქანის კარები ვიღაც ახმახმა გააღო და ისეთი სიმწრით მლხურა კარები, რომ დარწმუნებული ვარ მას ჰყავს დემნა - ტაქსი! იმ ლურჯ მანქანას გაჰყევით - როგორც თქვენ იყტვით - ცოტა ჩქარა, ვერ დავწევით - კარგით, თქვენი შეყვარებულია?? - არა..- რა კითხვებია ვერ ხვდები, აა ალბათ ჰგონია რომ ვუთვალთვალებ - იცი, მეც შენსავით ახალგაზრდა რო ვიყვაი, ჩემს მომავალ მეუღლეზე სულ ვეჭვიანობდი, ისეთი ლამაზი იყო რომ მეგონა ვინმე წამართმევდა მის თავს - მერე? - მერე და ერთხელაც მეც შენსავით გავყევი ჩუმად, და აღმოვაჩინე რომ დაბადების დღისთვის საჩუქარს მიკეთებდა, მეკიდე ისე დამაბრმავა ეჭვიანობამ, რომ სულ დამავიწყდა რომ სამ დღეში 21 ის ვხვდებოდი, ჩემს დაბადების დღეზე მას ცოლობა ვსთხოვე და თავს დავპირდი რომ მასზე აღარასდროს ვიეჭვიანებდი - მერე? შეასრულეთ პირობა? - არა , მაინც მიღრღნიდა ეჭვის ჭია, მაგრამ არაფერი ამიკრძალავს მისთვის და არც არასდროს მიგრძნობინებია - რა ბედნიერი კაცი ბრძანდებით, - ეჰ , მადლობა შვილო, სამწუხაროა რომ ამ ბედნიერებას ჩემი ცოლიც ვერ იზიარებს, 6 წლის წინ გარდაიცვალა - ძალიან ვწუხვარ, ვიზიარებ - მადლობა შვილო ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია, მე კიდე ვფიქრობდი საით მივყავარ ბედს, ქალაქს გავცდით, ღრუბლები საავდროდ მოიქუფრნენ და მძიმე ტვირთად დააწვნენ დედამიწას, მე კიდე ლამაზ ფეხსაცმელებს მივყავარ უბრალოდ უცხო ადგილას, არც განსაკუთრებულში და არც საუცხოოში -მოვედით შვილო, ფრთხილად იყავი, არ მომწონს მე ეს ადგილი, აი ჩემი ნომერი აქედან წამოსვლას როცაა დააპირებ დამირეკე და მაშინვე აქ გავჩნდები - მადლობა ბაბუ ყურადღებისთვის - გაიხარე შვილო და ჭკუით იყავი მართლაც რომ უცნაური ადგილი იყო, თითქოს გადაკარგული მაგრამ არც, უკან ხელოვნურად ტყე იყო გაშნებული, მაგრამ ქუჩის პირას ბენზინგასამართი , რესტორანი, კაფე, სწრაფი კვების ობიექტები. გზის ერთ მხარეს სიცოცხლე ჩქეფდა, მეორე მხარეს კი სიკვდილი, ტანში ჟრუანტელს მოგვგვრიდა, გაიელვა, ამას მოჰყვა საშინელი გრუხუნი, წვიმის პირველი თვეთი მხარზე დამეცა, თითქოს სიკვდილის ვუახლივდებოდი, მაგრამ სიცოცხლის იმედი მქონდა. პირველი ნაბიჯი გადავდგი, ფეხსაცმლის ქვემოთ კენჭები აჩხარუნდნენ, წინ მივდივარ, კიდევ ერთი გაელვება, ტელეფონს ვრთავ, ტაქსის მძღოლის ნომერს ვკრიფავ, გული და გონება ორად გამეყო, ერთ ნაწილს ეჭვი ღრღნის რა დახვდება წინ, მეორე კი გიჯივით გარბის ამ ადგილიდან და პირველსაც თავისკენ ექაჩება, ერთი ნაბიჯით უკან და ვიღაცას ვეჯახები - ფაიფურის თოჯინა აბა წინ წადი - არ .. იცით მე უკვე მივდივარ - წინ თორე ძალით წაგათრევ და არამგონია ეს ვარიანტი მოგეწონოს, დროზე!!! იმედია კმაყოფილი დარჩებით, ველი თქვენს შეფასებას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.