მოახლოება (VIII თავი)
VIII თავი *** გაზაფხული იწურებოდა. ზაფხულის მწველი მზე ფანჯრებიდან აღწევდა და მთელ ოთახს სინათლის ელფერს სძენდა. ახლად გაღვიძებული, საწოლიდან თავს ვყოფ და საათს ვამოწმებ. თხელ პლედს გვერდზე ვდებ და ქუჩის ყურებას ვიწყებ, რომელიც გადაწეული ფარდიდან კარგად მოჩანს. წლევანდელი ახალი წლის დღეები მახსენდება. თამთასთან, ავღნიშნავდით ახალი წლის დადგომას, ის ოთხეული, რომლებიც ბავშობიდან ერთად მოვდიოდით. მე, თქვენთვის ნაცნობი თამთა, მარია და ქეთი. ზუსტად პირველის ერთი წუთი იყო, როდესაც კარებზე კაკუნი გაისმა. თამთამ დაიძახა ,,მოვიდნენო’“ და კარების გასაღებად გავიდა. -ვინმეს ველოდებით?-ვიკითხე მე. -კლასელები აპირებდნენ ამოსვლას და ალბათ ისინი არიან!-თქვა ქეთიმ და ჩემი აჩქარებულის გულის ცემაც ერთი იყო. კარებში ლევანი, გოგა, ბაჩო და რა თქმა უნდა ნიკა გამოჩნდნენ. -რატომ არ მითხარი?-ჩავჩურჩულე, თამთას. -თავი დავიზღვიე! შეიძლება არ მოსულიყავი, ამიტომ... უბრალოდ არ გამოდიოდა! შემხვდნენ და შეგვთავაზეს ერთად აგვეღნიშნა ახალი წელი და რახან ჩემთან ვაპირებდით ახალი წლის შეხვედრას, ვიფიქრე ურიგო არ იქნებოდა...-სამზარეულოში შესულმა, მითხრა, თამთამ. -კარგი, არაუშავს!-ვთქვი და მისაღებ ოთახში დავბრუნდი, სადაც ხალხი მეგულებოდა. ირგვლივ ყველაფერი, თამთას გაკეთებული აქსესუარებით იყო მოწყობილი. პატარა, დეკორატიული ნაძვის ხეები, თოვლის პაპები, ფიფქები... ნაძვის ხე კი, მის მიერ გაკეთებული სათამაშოებთ იყოაწყობილი, გარშემო ფერად-ფერადი ნათურები იწონებდნენ თავს. -აბა, ნიკა და თაია თქვენი ჯერია!-წყვილებში სამღერად გვიხმობდა, გოგა. -გოგა, დარწმუნებული ხარ, რომ სიმღერის ნიჭი მაქვს? -რომელი ოპერის მომღერალი მე მნახე? ამიტომ, მოდით, მოდით!-არ ჩერდებოდა, გოგა. მე და ნიკა ტელევიზორის წინ დავდექით, ხელში მიკროფონები დაგვაჭერინეს და Mariah Carey-ის ,,All I Want For Christmas Is You“ დავიწყეთ. სიმღერას კი კარგად ვყვებოდი, მაგრამ ჩემი ხმისა რამ მოგახსენოთ... სიმღერის დროს, ნიკა ჩემკენ თვალს გამოაპარებდა, ერთს შემხედავდა და შემდეგ ისევ აგრძელებდა. -სამზარეულოდან, ნამცხვრები გამოიტანე, რა, გთხოვ!-მითხრა, თამთამ. -კარგი!-ვუპასუხე და სამზარეულოსკენ წავედი. სიმღერის დასასრულს ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს, მხოლოდ გამიღიმა, მეც ღიმილითვე ვუპასუხე. მაცივარი გამოვაღე და სალათისფერ თეფშზე დაწყობილი ნამცხვრები უნდა ამეღო, როდესაც სამზარეულოში ნიკა შემოვიდა. -წყალს დამალევინებ?-თავი დავუქნიე და თეფში მაგიდაზე დავდე. ონკანთან მივედი და ჭიქაში წყლის შევსებას დაველოდე. ის უკან დამიდგა, ერთი ხელი მხარზე დამადო, ტუჩები კი ყელთან შემახო. ჭიქიდან წყალი გადმოდიოდა, მაგრამ არც ერთი ვიცვლიდით ფეხს ადგილიდან. თვალები დავხუჭე და ღრმად ვსუნთქავდი, მან ორივე ხელი წელზე შემომხვია და მისკენ მიმაბრუნა. თვალები გავახილე და მის, შავ თვალებს ვუყურებდი. გარედან შემომავალი ხმაურიც, სადღაც დაიკარგა და მხოლოდ ერთმანეთის გულის ცემა გვესმოდა. -ნამცხვრები აღარ მოგაქვთ? რამდენი ხანია გეძახით!-სამზარეულოში, თამთა შემოვიდა და დაბნეული იყურებოდა აქეთ-იქით. უკან დავიწიე და თეფშს მოვკიდე ხელი. -ახლავე! ნიკაც უკან გამომყვა. თამთა კი თვალებით მანიშნებდა, მისთვის ამეხსნა, რა ხდებოდა. -ბავშვებო, გახსოვთ, მეშვიდე კლასელ ბავშს, ნიკა რომ მოსწონდა? თან მისი თანდასწრებით ხმამაღლა რომ ლანძღავდა.-ყვებოდა, ქეთი.-ჩვენ რომ დაგვიმეგობრდა და პირველი ის რომ გვითხრა, თქვენო ნიკა გაბაშვილი, ხომ არ მოგწონთო? -ბოლო ზარზე, ნიკას, თეთრ მაისურს დიდი სასიყვარულო წერილი რომ დააწერა?-აჰყვა, მარია. -ისე, საყვარელი გოგო, კი იყო!-თქვა, ნიკამ. -რა იყო, გულში ხომ არ ჩაგივარდა?-გაიცინა, გოგამ. -მისი სიყვარულით ვიწვი!-გულზე ხელი მიიდო და თავისი მსახიობური ნიჭი გამოავლინა. ახალი წელი... ნამდვილად კარგი იყო და იმედია შემდეგი დღეებიც მასე გაგრძელდება... ვფიქრობ და ფეხზე ვდგები. ცოტახნით მოგონებებს ვივიწყებ და მოსამზადებლად აბაზანაში შევდივარ. დღეს ევროპის უნივერსიტეტში გამოსაშვები საღამოა. -ლამაზად გამოიყურები!-ჩემს თვალიერებას განაგრძობს, ნიკა. -არ მორჩი?-ვუბღვერ და გვერს ვუვლი. -თაია, ამ დროს მადლიერება უნდა გამოხატო!-ჭკუას მარიგებს ის. -იმედია მოგეწონებათ, დღევანდელი საღამო!-თვითმართველობიდან ერთ-ერთი სტუდენტი გვეუბნება. -თუ მთელი დღის განმავლობაში ასე მიბღვერ, შეიძლება კარგ ხასიათზე ვერ ვიყო! -შენ კი თუ ჭკუის სწავლებას არ მოეშვები!-ვამბობ და ბენდის წინ ვდეგბი, რომელიც ნამდვილად კარგად უკრავს. -დალიე!-სასმელს მაწვდის, ნიკა. -ხომ იცი რომ არ ვსვამ!-ვეუბნები მას. -უალკოჰოლოა! -გმადლობ!-ვუღიმი და ჭიქას ვართმევ. -რჩევა გაგითვალისწინებია!-აღნიშნავს, ნიკა გაბაშილი. -მგონი, შენ არა! -გინდა წავიდეთ?-ჩემს წინ დგება და ჩემი სამაჯურის წვალებას იწყებს. -სად?-დაბნეული ვეკითხები. -აქედან! ვფიქრობ მეც მოვიწყინე და შენც! -წინაზეც ასე გავიპარეთ! -ახლაც ასე მოვიქცეთ!-ჩემს ჭიქას იქვე მდგომ მაგიდაზე დებს და თავისსაც გვერდზე უდგამს. ხელს მკიდებს და ისე გავდივართ გარეთ რომ სტუდენტებმა არ შეგვამჩნიონ. ისეთი ქუჩაა ხალხი ნაკლებად მოძრაობს. გარშემო ხეებია ჩამწკრივებული, აივნებზე ქოთნებით ყვავილები უდევთ, მაცხოვრებლები კი აქა-იქ ჩანან. ზოგი სარეცხს ფენს, ზოგი გარემოს ათვალიერებს, ისინიც თავიანთ საქმეს მალე ამთავრებენ და ოთახებში ბრუნდებიან. -რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?-მეკითხება, ნიკა. -საღვარგარეთ წავალ, ვისწავლი და შემდეგ ისევ ჩამოვალ ! -მერე? -მერე ვანხოთ... შენ? -მე კვლავ თეატრში იქნები, ალბათ ცხოვრების ბოლომდე ასე იქნება, სხვა კი ვნახოთ! -იცი, როდესაც გიყურებ, როგორ ასრულებ შენს როლს, სხვანაირი ხარ, ახალი ნიკა გაბაშვილი! -და შენ რომელი ნიკა გაბაშვილის ყურება გირჩევნია, ახლა შენს წინ რომ დგას თუ თეატრში რომ უყურებ ხოლმე? -ორივესი, რადგან ყოველთვის ახალ-ახალ ამოცანებს ვხსნი ხოლმე!-სახეზე ღიმილი ეფინება. ეს ღიმილი სახიდან შორდება და ხელს ისე მკრავს რომ ძირს ვვარდები და ისიც დაბლა იხრება. სროლის ხმაზე ხელებს ყურებზე ვიფარებ, შემდეგ ნიკას საყელოს ვაფრინდები. ავტომობილს, რომელსაც ჩვენ ვართ ამოფარებულები, მინები ჩამესხვრა, მანქანა კი სროლა, საიდანაც ატყდა, სროლას წყვეტს და წინ მიდიან. -ნაბიჭვრები!-ფეხზე დეგბა, ნიკა და მეც მეხმარება წამოდგომაში.-კარგად ხარ?-აკანკალებული თავს ვუქნევ. სახეზე ხელებს მკიდებს და შუბლზე მკოცნის.-მაპატიე, მაპატიე, რომ ამ დროს ჩემს გვერდზე ხარ! -ნი-კა... რა შარში ხარ... გახვეული...-სიტყვებს ერთმანეთს ძლივს ვაბამ. -დაწყნარდი!-თავზე ხელს მისვამს და გულზე მიხუტებს. -კითხვაზე გამეცი პასუხი!-ძალა მოკრებილი ვამბობ მე. -ახლა არა! -ერთ დღეს შეიძლება, ის ტყვია მოგხვდეს, დაგჭრას, გაფიქრებაც კი არ მინდა! ...და საერთოდ ვინები არიან? პოლიციაში რატომ არ მიდიხარ? -ასეა საჭირო, თაია, ასე! გამიგე, გთხოვ!-ანერვიულებული წვერზე ხელს ისვამს. ვჩუმდები და მანქანას ვეყუდები. -მეშინია, მეშინია, რომ რამე დაგემართება! -...და ვიღაცას, ვითომ არ ვადარდები, ასე არ იყო?-ანერვიულებულ სახეს, ღიმილი ეხატება. -ასეთ მდგომარეობაშიც კი ხუმრობ!-ვამბობ და ახლაღა ვამჩნევ შუშისგან გაჭრილ მკლავს. ნიკა, დაშავებულ ადგილას ხელსახოცს მკავზე მადებს. -ძალიანაა გაჭრილი? -არა, პატარაზეა!-ვამბობ და ამასობაში ავტომობილის პატრონი მოდის. - აქ რა ხდება? რა მოუვიდა ჩემს მანქანას?-დაბნეული აქეთ-იქით იხედება.-ახალგაზრდებო რა ხდება? ეს ვინ ჩაიდიდა?-კითხვას-კითხვაზე სვამს. -ყველაფერს აგინაზღაურებთ, ჩემი ნომერი ჩაიწერეთ!-ეუბნება, ნიკა. -რას ქვია ყველაფერს ამინაზღაურებ? აქ რა ხდება, არავინ მეტყვის?-მანქანის კარებს აღებს და შემდეგ ისევ ხურავს. -ბატონო, ნომერი ჩაიწერეთ, თქვენც ჩამაწერინეთ და ხვალ ყველაფერი მოგვარდება! -ჩაიწერე, ჩაიწერე!-კაცი, თავის ნომერს კარნახობს და შემდეგ ნიკას ნომერსაც იწერს. ვერ ერკვევა სიტუაციაში, თუ ასე უცებ რა მოუვიდა, მის მანქანას, ჩვენ კი ვემშვიდობებით და გაჩერებულ ტაქსიში ვჯდებით. ნიკა, ჩემი სახლის მისამართს კარნახობს და გზას განვაგრძობთ. ------------------- დიდი ხანი გალოდინეთ, არა? ბოდიში და იმედია მოგეწონებათ! დიდი მადლობას გიხდით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.