შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცივი გული [სრულად]


20-12-2017, 12:49
ავტორი nika14
ნანახია 4 668

თვალს ვახელ , მზის სითბოს ვგრძნობ , საიდანღაც შემოპარულა და ჩემს გათბობას
ცდილობს. ჩიტები აქეთ-იქით დაფრინავენ და ჭიკჭიკით მეგებებიან. ფანჯარასთან მივდივარ, მზე უკვე ამოწვერილა და იმდენად აცხუნებს , რომ თვალებსაც კი მახუჭინებს. მზეს ხელით ვიჩრდილავ , ჩემი კიდევ უფრო თბილი ორთქლით ფანჯარას ვორთქლავ, ჩემს მწერლურ ნიჭს ვიყენებ და რაღაც ახლა მოფიქრებულ ჩანახატს ვწერ: როგორც გუშინდელ ცუდ ამინდს დღევანდელი კარგი ამინდი ჩაენაცვლა ,ისე ენაცლება ჩემი ხასიათიც. როდესაც ასეთი ლამაზი დღის გათენების ემოციებიდან გამოვდივარ, მხოლოდ მაშინ ვინტერესდები, რისი ყრუ ხმა აღწევს ჩემს ოთახამდე, რომელიც ასე გამაწვრილებლად ისმის და გონებას მიფანტავს.
ჩემი ოთახიდან ფეხის წვერებით სამზარეულოში ჩავდივარ, სადაც დედა და მამა კვლავ კამათობენ. ამჯერად მათი კამათის საგანი კრებაზე წასვლაა.
დედა: დღეს ალექსს კრება აქვს, და ამჯერადაც შენ წადი.
მამა: ვერანაირად მოვახერხებ, საქმე თავზესაყრელად მაქვს. დღეს ინტერვიუ სკოლის თემაზე, მასწავლებელთან უნდა ჩავწერო, რესპოდენტი კი ვერა და ვერ ვიპოვე.
-სწორედ სკოლაში მიდიხარ, კრებიდან რომ გამოხვალ, ნებისმიერ მასწავლებელთან შეგიძლია ინტერვიუს ჩაწერა.
როდესაც მხედავენ,თითქოს, ენა გადაყლაპესო: ლაპარაკს წყვეტენ და მიღიმიან.
დედაჩემის არგუმენტი ამჯერად ლოგიკურია, მაგრამ არ ვიცი, სულ რატომ უნდა ჩხუბობდნენ იმაზე, თუ ვინ წავა კრებაზე. მოუხედავად იმისა, რომ ფინალი ყველათვის ნაცნობია, კრებაზე მამა მიდის.
ისე ვსაუზმობთ, ხმას არცერთი ვიღებთ, როგორც ყოველთვის დედას ლოყაზე სამჯერ ვკოცნი და იმავეს მოვითხოვ მისგანაც. არც ერთით მეტი ან- ნაკლები.(ეს ჩემი ცრუმორწმუნეობის ერთ-ერთი მაგალითია)
მამა საკლასო ოთხათან მაცილებს, თვითონ კი კრებაზე მიიჩქარის.კლასში შესვლამდე მოკლე ტექსტური შეტყობინება მამაჩემისგან მომდის:
"შეცდოომა ( ასე მოიხსენიებს მამა, როდესაც რამე ავიწყდება ან -ეშელება)
შენთვის წარმატებების სურვება დამავიწყდა."
მამა ყოველთვის ახერხებს ჩემს გაღიმებას.
საკალსო ოთახში შესვლისას ყველა მე მომშტერებია, ზოგიერთი ცინიკურადაც იცინის , მე ნერწვს ვყლაპავ, ღრმად ვსუნთქავ და ჩემს ადგილას ვჯდები, როგორც ეს დედამ მასწვალა.
მათემატიკის გაკვეთილი იმდენად უინტერსოა,მერხზე თავი რომ დავდო, უთუოდ ჩამეძინა: იქსი ..იგრეკი.. ბავშვებს ტვინს უჭედენ არაფრისმომცემი ფორმულებით და ,თანაც, პირობას აძლევენ, ცხოვრებაში აუცილებლად გამოგადგებათო. მე არ მინახავს ადამაინი, ეს რამეში რომ გამოსდგომოდეს.
დღეს ისტორიის მასწავლებლის დაბადების დღეა , მე კი სულ დამავიწყდა საჩუქრის ყიდვა, ამიტომ ჯიბეში ნაპოვნ სანთებელას ვჩუქნი, რომელიც ,წარმოდგენა არ მაქვს, საიდან აღმოჩნდა ჩემს ჯიბეში. საჩუქრით არც ისეთი გახარებულია. ან რატომ უნდა იყოს? ნუთუ მე გამეხარდებოდა, ჩემთვის ვიღაცას სანთებელა რომ მოეცა? თუმცა, ბატონი გიორგი დღეში იმდენჯერ იჟღინთება თამბაქოთი, აუცილებლად გამოადგება.
დღევანდელ სასწავლო დღესაც არაფრისმომცემად ჩავთვლიდი , რომ არა მუსიკა. მიყვარს სიმღერა. ეს ის სფეროა, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.ჯერ არ გადამიწყვეტია, პროფესიით ვინ გამოვალ , მაგრამ გამორიცხული არაა, ჩემთან ინტერვიუს ჩამორთმევის შემდეგ ჩემს დაბლა გრაფაში მომღერალი დაიწეროს.
დღევანდელი კარგი ხასიათის შენარჩუნებას ვცდილობ და
სპორტის გაკვეთილიდან მოვდივარ, რაც კლასის უმრავლესობის გაღიზიანებას იწვევს.
ერთ-ერთმა ცინიკურადაც მომაძახა:
-მუსიკა გოგოებისთვისა, ფეხბურთი კი -ბიჭებისთვისო.
მიუხედავად იმისა ,რომ მისი აზრი არ მაინტერესებს, სახე მაინც მიხურდება, ყელი კი- მიშრება, ალბათ ამიტომ ვერ ვიგებ ჩემი მეგობრის ხმას, რომელიც უკვე კი არ ყვირის, ღრიალებს.
-სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო.
კიდევ უფრო დავიძაბე და სმენად ვიქეცი.
-გისმენ-ვაპასუხობ არც თუ ისე თბილად.
-შენთან ურთიერთობა უკვე ზიანს მაყენებს, ყველა დამცინის, რა გემღერებაო.
-შენ ხომ სიმღერა გიყვარს?
-არა! ახლა უკვე აღარ.. მე ფეხბურთი მიყვარს.
-შენ იმას აკეთებ, რაც არ გინდა და არ გიყვარს. შენ ამ დროს საკუთარ "მე"-ს კარგავ. შენ აღარ ხარ შენ, სხვისი სურვილების შემსრულებელი არარაობა ხარ.
-მეგობრობის ლიმიტზე გსმენია რამე?
-რა ლიმიტზე?
-ჩემი აზრით, ყველა მეგობარს აქვს ლიმიტი, რომელიც ,ადრე თუ გვიან, ამოიწურება.
-შენ ფიქრობ, რომ ჩემი ლიმიტი ამოიწურა?
სიამოვნებით იღიმის, გაუხარდა ჩემით რომ მიხვდი.
მე კი მკვახედ ვპასუხობ:
-ჩემი აზრით, საერთოდ არ დაწყებულა ლიმიტის ათვლა.- და
თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ, ყელში ბურთები მეჩხირება.
იქვე, სკამზე, ვჯდები და დაწყნარებას ვცდილობ, ხელებს ვიორთქლავ ,ცოტა მაინც რომ გავითბო,რადგან იმდენად მაქვს გაყინული, ავტობუსს ძლივს ვაჩერებ. ასვლისთანავე ისეთ ადგილს ვეძებ ,სადაც ვერავინ შემამჩნევს, ამიტომ უკან ვჯდები, ცრემლს ჩამოგორების საშუალებას არ ვაძლევ ."ლიმიტი არც დაწყებულა" ვამშვიდებ ჩემს თავს და სახლში ვბრუნდები.
სახლში შესულს ღიმილიანი დედა მხვდება ,რომელსაც ფოტოები გადმოულაგებია და გულმოდგინედ ათვალიერებს.
-არ შემომიერთდები?
-ძალიან რომ მშია?
ცოტა ცივად მომივიდა, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არაა. გამიგია, მშიერი ადამიანი ძალიან უხასიათოა ,თან შიმშილს არარაობაც დაემატა, ამიტომ სიტუაციის განსამუხტად ცოტა ხნის შემდეგ მეთვითონ ვამატებ:
-კარგი, მოვითმენ.
არ მეგონა, ფოტოების დათვალიერება ასეთი სახალისო თუ იქნებოდა, მაგარამ ხასიათს ჩემი და ჩემი ვითომ მეგობრის ფოტო მიხდენს.
სურათს მის სხეულს ვაშორებ და ჩემს ნაწილს ვტოვებ.
-ასე უკეთესია.
სანამ სურათის ‘’გალამაზების’’ პროცესში ვარ, ხასიათი დედასაც მისდის ერთ-ერთი ფოტოს დანახვისას. ჩემგან განსხვავებით ,ის კუჭავს და ნაგვის ურნაში აგდებს. იმდენად ცნობისმოყვარე არ ვარ, უკან რომ ამოვიღო.
დათვალიერება მორჩა!
ახლა საუზმისა და გაკვეთილების მომზადების დროა. პირველი კარგია, მაგრამ მეორისი რა მოგახსენოთ.
დაღამდა, მოიღრუბლა, წვიმა დაიწყო და ჭექა-ქუხილის გამაყრუებელი ხმა გაისმა.
ამ ამინდს კუდში ქარიშხალივით განრისხებული მამა მოჰყვა.
მამას ზედმეტ სითამამეს ალკოჰოლი ანიჭებს, რომლითაც კარგად გაჟღენთილია. დედას ხმამაღლა უყვირის. სიტყვებს მკაფიოდ ვერ ვარჩევ ,მაგრამ საბოლოო ჯამში, დიალოგს ასე ვაწყობ:
-შენ გამო სამსახური დავკარგე. ხომ გეუბნებოდი, შენ წადი-მეთქი. ინტერვიუ ვერ ჩავწერე, ისტორიის მასწვალებელთან ვცადე, მაგრამ რაღაც ცალმხრივ სიყვარულზე დამიწყო ბანალური ამბის მოყოლა, და რას ელოდა უნდა მეტირა?
-ჩემი ბრალია, წესიერი რესპოდენტი რომ ვერ აარჩიე? გითხარი, ბავშვი სხვა ,წესიერ სკოლაში გადავიყვანოთ-მეთქი ,წესიერი მასწავლებლებით.
გულ-მუცელი მეწვის , ორგანიზმში ალი მედება, ცრემლები ბაგეებს მიწვავს და ვკანკალებ , ჩემი გულის ბაგუნი გარეთ მესმის. დღეს დილით მამამ გამაღიმა, საღამოს კი -მისგან საპირისპირო გრძნობა მომანიჭა.
აქამდე, როცა ეს ხდებოდა, მოვიკუნტებოდი,ერთ კუთხეში შევიყიჟებოდი , მაგრამ აღარ შემიძლია .მე აქ ვარ, დედა კი -დაბლა ,დაუცველი. ფეხები არ მემორჩილება, დაბლა ისე ჩავდივარ.მამაჩემს ხელი აღამართული აქვს. დედაჩემი როცა მხედავს, მორბის:
-ნუ ერევი!
ისე ვყავარ დაბრმავებული და დატყვევებული ძალას იმისა, რომ ასე აღარ შეიძლება, სამაგიერო უნდა გადავუხადო დედაჩემის და ჩემი ყოველი ცრემლისათვის, მამისკენ გავრბივარ ,ხელს ვკრავ. ის ბარბაცებს, წონასწორობას კარგავს ,მაგრამ არ ეცემა. საკმარისად ძლიერ არ ვარ იმისთვის, მას რომ გავუმკლავდე. მეორეჯერაც ვკრავ ხელს. ამჯერად იქცევა. ამდროს ვყვირი:
-დედა, გავიქცეთ! ის კი დგას და ,მიუხედავად იმისა, რომ გამოიქცეს, მამას აყენებას ცდილობს. ფეხები მეკვეთება, მე ხომ პირველად დავარტყი მამას? ამაზე ფიქრს მაშინ ვწყვეტ როცა პირველად ცხოვრებაში მამაც მირტყამს. მეც ვბარბაცებ. ფიზიკურ ტკივილზე მეტად სული მტკივა .მაგიდას ვენარცხები. ვხედავ სისხლს, რომელიც ცხვირიდან მომდის. როდესაც დედაც ამჩნევს, მორბის ,მე კი მას თავიდან ვიცილებ.
- არ მჭირდებით!- ვუყვირი ბოლო ხმაზე, მთლიანი სხულით ვკანკალებ და ვერ ვჩერდები.მამის საპასუხოდ არაფერს ვაკეთებ, ოთახში ავრბივარ, ჩანთას ვიღებ,
ქურთუკს ვიცვამ ,ჩემს თავს სარკეში ვხედავ, მაგრამ ვერ ვცნობ: შეშინებული ,აფორიაქებული ვარ, სარკეში სულის დანახვა რომ შეიძლებოდეს, პატარ-პატარებად დანაწევრებული ნამსხვრევების გარდა ვერაფერს დავინახავდი. დაბლა ჩასვლისას მამა აღარ მხვდება. დედას ყურადღებას არ ვაქცევ და მივრბივარ. ფილტვების გახეთქვადე ვყვირი და ბებიაჩემის სახლამდე, რომელიც ჩვენი სახლიდან არცთუისე შორსაა, ძლივს ვაღწევ.ჩუმად ვიპარები , საწოლში ვწვები.ისევ გადაუღებლად წვიმს, ამიტომ ცივა და კანკალში მეძინება,რომელიც დღევანდელი ამბითაც და სიცივითაცაა გამოწვეული.
როცა ვიღვიძებ, ცოტა დამშვიდებული ვარ და ისევ ისე ვიპარები, როგორც შემოვიპარე. ჩემი ბებოსთან სტუმრობა არც ისე დიდხნიანი გამოდგა.
დედაჩემი საავადმყოფოში გადაუყვანიათ. მამაჩემი კი- წინასწარი დაკავების იზოლატორში. არცერთის ნახვა არ მინდა, მაგრამ დედაჩემს ვირჩევ.
-როგორ ხარ?-ვარღვევ სიჩუმეს, რომელიც პალატაშია გამეფებული ჩემ მისვლამდე.
-კარგად,არ ინერვიულო...
-ხომ იცი,არ მიყვარს ასეთი პასუხები.
-არც მე მიყვარს ასეთი კითხვები...ლევანი სადაა?
-მისი ადგილი საგიჟეთშია,მაგრამ ამჯერად -წინასწარი დაკავების იზოლატორში.თუ უჩივლებ,ციხეში გადაიყვანენ.რა თქმა უნდა,ვიცი,რომ არ უჩივლებ,ის ხომ გიყვარს?
-მიყვარს, როგორც მე ,ასევე-შენც.
-კი, -თვალიდან ცრემლი მიგორდება, -მიყავრდა! და ახლაც მიყვარს .როგორიც იმ საღამოს იყო,ისეთი არასდროს მინახავს .მე მამაჩემის ის ვერსია არ მომწონს , სადაც მან თითქოს სახლში შემოსვლამდე ცხოველური ტანსაცმელი ჩაიცვა.-ცრემლს ვიმშრალებ და ამ დროს ექიმიც შემოდის,რომელსაც ექთანი უკან მოყვება.
მასსერიოზული არაფერი ჭირდა ,ამიტომ უკვე გამოწერეს.
სალში მისვლამდე არცერთი ხმას არ ვიღებთ , კარებში კი მაჩერებს და მეუბნება:
-ამჯერად ხომ მაინც გადახვალ სხვა სკოლაში?
კითხვას უპასუხოდ ვტოვებ და სახლში შევდივარ.
მამა გამოუშვეს, იმიტომ, რომ, როგორც ვივარაუდე, დედამ არ უჩივლა, ახლა სახლშია. არ ველაპარაკები. ალბათ, ოდესმე ვაპატიებ .
ცოტა ხნის შესვენების შემდეგ სკოლაში კვლავ ვბრუნდები. ყველაზე მეტად ჩემი გაცდენებით ისტორიის მასწავლებელი ინტერესდება,რომელსაც უაზრო მიზეზებით ვიცილებ. მაგალითად: რამდენიმე დღით სოფელში წავედით და ა.შ
გაკვეთილის დასრულების შემდეგ ის ვიღაცას ვაკანსიის შესახებ ელაპარაკება.როდის აქეთ გახდა ეს ერთი უბრალო ისტორიის მასწავლებელი დამსაქმებელი.თვითონაც ეკლებზე ზის,არ გამაგდონო და სხვებს ასაქმებს. ჩემთვის ვიცინი და ამდენი პესიმისტური აზრების ფონზე ცოტა ვხალისდები.
სახლში მდგომარეობა,მგონი,დასტაბილირდა,როგორც დღევადელი ქარი, რომელიც დილით საშინლად ურევდა,ახლა კი -მწყობრში ჩადგა.
დღეს სპორტის გაკვეთილზე დავრჩი.არა იმიტომ , რომ სხვების აზრს ყურადღებას ვაქცევ , მე ჩემი თავის დაკარგავს არ ვაპირებ,ის ვარ,რაც ვარ და იმას გავაკეთებ,რაც მსურს."-5" -ს ვთამაშობდით .თამაში დიდი არაფერი,მაგრამ ერთ რამეს მართლა ვხდები:
ადამიანი როდესაც დანაშაულს სჩადის,როგორც ეს მამაჩემმა გააკეთა,მინუსი ეწერება .როდესაც ის სხვა კარგს აკეთებს,ის მინუსი არ უპლიუსდება.მამაჩემის მიერ ჩადენილი დანაშაული არასდროს დამავიწყდება.მგონი,არც- მას.
როცა სკოლაში მოვედი,კარგი ამინდი იყო:თბილოდა,მზე ანათებდა.ახლა კი-წვიმს,ქარიშხალია.ფეხები დამისველდა და სახლში წასვლას ვცდილობ,ავტობუსს არ ველოდები,ფეხით მივდივარ,რადგან ერთი გაკვეთილი გამიცდადა დრო საკმაოდ მაქვს.სახლთან მისულს პოლიცია,სასწრაფო მხვდება.გამომძიებლები ერთმანეთს ელაპარაკებიან.ჩემი თვალები ბინდდება.არავითარი ხმა აღარ მემსის , ვიკეცები , ვკანკალებ,სული მეყინება, ფეხზე ძლივს ვდგები,სახლს კიდევ უფრო ვუახლოვდები უფრო მეტის გასაგებად.სინამდვილეში,ჩემი ტვინი ყველაფერს ხვდება,მაგრამ გული ამის აღქმის საშუალებას არ მაძლევს.ნუთუ მამამ კიდევ ჩაიდინა დანაშაული? იქნებ,კიდევ დაიწერა მინუსი? და ველოდო,როდის გაგრძელდება -5 -მდე ? საკუთარი სახლიდან საკაცით სხეული გამოაქვთ, ის სხეული,რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა , ჩემზე ზრუნავდა, მაბანავებდა,მაჭმევდა .ნაწილებად ვიშლები და ჩემს აწყობას ვეღარავინ შეძლებს მის გარდა, მისი ღიმილის გარდა , მაგრამ ქარი ზეწარს აფრიალებს და მის ჩამქვრალ სახეს ვხედავ,რომელიც ვეღარასდროს განათდება. ცხოვრების ყველა წამი თვალწინ მეფინება.ვღრიალებ,ვყვირი,ვიცინი.ბუნდოვანი ხმა ჩამესმის ‘’ვწუხვართ’’ და გონებას ვკარაგავ.
თვალის გახელისთანავე ვტირი.დედაჩემი მიწას უკვე მივაბარეთ , ცრემლი დამიშრა,ყელი გამიშრა. ჩემში მისი ნახვის სურვილი ყოველდღე თან იფერფლება და თამაც- ღვივდება, ალბათ,მალე დამწვავს კიდეც. სულიერად განადგურებული ვარ. მამაჩემი დაიჭირეს და სასამართლო რამდენიმე კვირაში ჩატარდება. საერთოდ, მას როგორ უნდა ვუწოდო მამა? კარგი მამები შვილებს დედებს არ უკლავენ. საკუთარ თავს კი- ცოლებს. ყველაფერი დამავიწყდება. ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტან და უცებ თვალები ცრემლებით მევსება. მამაჩემმა დედაჩემი სხეულით მოკლა, მე კი- მორალურად მკლავს. ბებიაჩემი სკოლაში სწორედ ყურადღების გადატანის მიზნით მგზავნის. ყველა მხარზე ხელს მითათუნებს და მისამძიმრებს. ვის რაში ჭირდება მათი ძალდატანებით ნათქვამი სიტყვები? მათი დამპალი სიტყვები უნიჭო მსროლელის ხელით გასროლილ ტყვიასავით სხლტება და გულამდე ვერ აღწევს.
’’უი, საწყალი ქალი’’
’’მამამისი მანიაკი ყოფილა’’
დერეფანი ამ სიტყვებს მოუცავს.
მასწავლებელი შემოსვლას აგვიანებს , სიით ისტორია გვაქვს, ბავშვები აღშფოთებულები არიან:
-ის ყოველთვის სკოლაში იყო, და ახლა უკვე მეორედ აცდენს?
მეორედ? პირველად როდის გააცდინა?
ცნობისმოყვარეობა მიპყრობს და ჩემი თავის ნაცვლად, ამჯერად, კლასელეს ვეკითხები.
-იმ ტრაგიკულ დღეს, როცა ...
აღარ ასრულებს , თავში მიტივტივებდა ის დღე, სახლში ადრე სწორედ ისტორიის გაცდენის გამო რომ წავედი. თვალები კვლავ ცრემლებით მევსება. როდესაც თვალს ვიწმენდ, მასწავლებელი საკლასო ოთახში შემოდის და ბოდიშს იხდის, მე კი ყურადღება მის ფეხსაცმელზე გადამაქვს, რომელიც სისხლით მოთხვრილა, სისხლზე ჩემს გვერდზემჯომს ვუთითებ და ისიც არ აყოვნებს:
-მას, ფეხსაცმელზე სისხლი გაქვთ.
-ოჰჰ, წეღან ცხვირიდან სისხლი წამსკდა და ,ალბათ, მომესვარა.
მასწავლებელს ვეთხოვები. ჯერ კიდევ არ ვარ მზად. სისხლზე ის სისხლის გუბე მახსენდება, სახლში შესვლისთანავე რომ შევნიშნე. ის სისხლის გუბე, სადაც მამაჩემს ხელი ვკარი და ჩავაგდე. იმ მიზეზს რომ დედა მომიკლა,ისიც ემატებოდა, რომ თავს იმართლებდა , ახლა მოვედი, არაფერ შუაში ვარო, და ნიანგის ცრემლებს ყრიდა. გასვლამდე ამჯერად ნაკვალევს მკაფიოდ ვაკვირდები, უთუოდ კარგა ხნის შემხმარია.
ნაცვლად ბებიაჩემთან წასვლისა, ჩემს სახლში მივდივარ, რომელიც რამდენიმე კვირაა ობლადაა დარჩენილი, რადგან იმ უბედურების შემდეგ ბებიაჩემთან გადავსახლდი. ის ადგილები უცხოდ მეჩვენება, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, მზე ახლაც ანათებს, მაგრამ არ მათბობს. გათბობის მიზეზი მზე კი არა, დედაჩემი იყო. მისი ერთი ღიმილი განწყობას რომ მიკეთებდა. იქვე ,კიბეზე, ვჯდები და ჰორიზონტს გავყურებ. კიბის გვერდით რაღაც ბრწყინავს. მისი მთლიანი ნაწილი არ ჩანს, ამიტომ ამოთრხა მიწევს.. სანთებელა.. ზუსტად ისეთი, ისტორიის მასწავლებელს, ბატონ გიორგის, რომ ვაჩუქე.
-ალბათ ასეთი კიდევ გვქონდა - ვუმეორებ ჩემს თავს და ჩემში შემოსული ეჭვების უგულებელყოფას ვცდილობ ,რომელიც არ გამომდის.
ეჭვები მიპყრობს და მახსენდება ის ფოტო, რომელიც დედაჩემმა საგანგებოდ დაკუჭა. ნაგვის ურნასთან მივდივარ , ფოტოს ვიღებ , ვშლი და ვუყურებ: ფოტოს მეორე მხარეს წარწერა აქვს: "1985 წელი, მეორე კურსზე ყოფნის დროს."
ფოტოზე დედაჩემი ,შუაში, ორ ბიჭს შორისა, და ერთ-ერთი უთუოდ ჩვენი ბატონი გიორგია. გაოცებისგან პირს ვაღებ, თან სინდისიც უკან დამყვება და თავს მახსენებს, ამდენს ნუ ქექავო, მაგრამ სიმართლე ჭირდება ჩემს სხეულსა და სულს რომლებიც ისეა დანაწევრებული ,ალბათ, ვეღარასდროს გავაერთიანებ.
თავქუდმოგლეჯილი ციხეში მივვარდი. ჩემს ბედზე , მნახველების მიღების დღეა, მამა განადგურებული გამოდის. ყველაფერთან ერთად იმას ელოდება, რომ შევაფურთხებ და ათასი სიტყვით გავლანძღავ.
-მე არ....
-ვიცი და ისიც ვიცი ,ეს ვინ..... სიტყვები მიწყდება, გაგრძელებას აზრი არ აქვს. ახლა ამის დრო არაა..
თბილი, მაგრამ აკანკალებული ხმით ვიწყებ.
-დამშვიდდი,მე შენში ეჭვი არ შემპარვია, უფრო სწორად,შემეპარა,მაგრამ დავრწმუნდი,შენ ამის მიზეზი რომ არ მოგეცა...-ვწყვეტ,ზედმეტად მკაცრი ვარ.
-როგორ ხარ?
-როგორ უნდა ვიყო?მე ციხეში ვარ,ჩემი შვილი-გარეთ,მარტო,უპატრონოდ,ჩემი ცოლი კი...
-უპატრონოდ არ ვარ.
თითქოს ყურადღებას არ მაქცევსო,აგრძელებს:
-ჩემი ცოლი კი-მიწაში, რომლის დასაფლავებაზეც კი არ ვიყავი, და ბოლოჯერ ვერ შევეხე. მის სათუთ სახეს ვერ მოვეფერე.
-იმ საღამოს სად იყავი?
-სამსახურის საძებნელად მთელი დღე დავხეტიალობდი, რამდენიმე დღის წინ ტელეფონზე დამირეკეს რაღაც ვაკანსიის შესახებ.ტყუილი აღმოჩნდა,სახლში მისვლისას კი,დედაშენის გაყინული თვალები მომჩერებოდა,პოლიციისა და სასწრაფოს ბზუილი,ბორკილები ..და შემდეგ შენ თვითონაც იცი..
ისტორიის მასწავლებლის ზარი ვაკანსიაზე,რომელმაც ადრე ჩემი გაღიმება გამოიწვია,ახლა მატირებს.ამას გულში ვიკლავ,მამას კი უბრალოდ სიმშვიდისკენ მოვუწოდებ.
-რა დამამშვიდებს?
-ციხიდან მალე გამოხვალ.
-რაღაც არა მგონია,მაგრამ ეს ჩემს სულიერ ტკივილსმაინც ვერ შეამსუბუქებს.
-დროებით.
-თავს გაუფრთხილდი.
ციხეს ვტოვებ. მეტი მიზეზი საჭირო არაა.სიმართლე ჩემთის ნათელია.
ციხიდან პირდაპირ ეჭვმიტანილთან მივდივარ.
ბატონ გიორგის კარებზე მაგრად ვუჯახუნებ, და ამ დროს ყველა მტკიცებულა და ეჭვი ჩემს თავში ტრიალებს, თვითონ შეშინებული გარეთ გამორბის.
-რა მოხდა?
-რატომ? და რისთვის? -რაც ძალი და ღონე მქონდა,სახეზე ვეცი.მძლავრი მანევრით ხელს მკრავს და ძირს მანარცხებს.
ეს რატომ გააკეთე,თუ გეყოფა გამბედაობა,ყველაფერი მითხარი.
-კარგი, სწორედ შენ ხარ,ვისთანაც ამის აღიარება მინდოდა-იღიმის და იწყებს:
-დედაშენი უნივერსიტეტში გავიცანი.მისმა მომაჯადოვებელმა,ლამაზმა,თხელმა სახემ მაშინვე მომხიბლა.დრო გადიოდა და ჩემი მისადმი გრძნობა ღვიოდა, დედაშენი კი ნელნელა ფერფლად აქცევდა.მას არ ვუყვარდი, მაგრამ მან ფესვები ღრმად გაიდგა და მისი ამოძირკვა ვერ შევძელი.საბოლოოდ კი,ის ცოლად მამაშენს გაყვა...
-და რატომ მოკალი? დედაჩემი რატომ მოკალი? ახლა ის არავისთანაა!- ვუღრიალებ.
-არვიცი , რაღაც ძალამ მაიძულა,გამბედაობა მომცა და მკვლელად მაქცია.მთელი ცხოვრების დარდმა ერთად მოიყარა თავი და ბოროტებად იქცა . შური,ნაღველი,ბოღმა მახრჩობდა და გამოსავალიც ვიპოვე დედაშენის მოკვლით-ხმა აუკანკალდა და თავი დაბლა დახარა.
-ამას,ალბათ,ვერასდროს გაპატიებ.
-ვიცი.ამას ვერც მე ვაპატიებ საკუთარ თავს.შენ არ იცი,როგორ მიმძიმდა შენთვის თვალებში შემოხედვა.დავიღუპე თავი,დაგღუპეთ შენ,მამაშენი და,რაც მთავარია,დედაშენი.
-შენ დედაჩემი ხორციელად მოკალი,ჩვენ კი-სულიერად, დამიჯერე,სულიერი ტკვილიც არა ნაკლებია.
-ვიცი.
-არაფერი არ გეცოდინება, სანამ ამას არ გამოცდი.
-და რაიცი,რომ არ მაქვს გამოცდილი?დედაჩემს და მამაჩემს განუწყვეტლივ უთანხმოება ჰქოდათ, მე არასდროს ვერეოდი და ამან დედაჩემი შეიწირა.შენ გაბედული ბიჭი ხარ,დედაშენის გამო მამაშენსაც დაუპირისპირდი.
-მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ შევძელი.
-მე თვითონ ვერ შევძელი ჩემი თავის გადარჩენა, ვერ შევეწინააღმდეგე ძალას,რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში დღითიდღე ღვიოდა.
-ამას აღიარებ? ვიცი,ახლა ამის დრო არაა,მაგრამ სხვა გზა არ არსებობსმამაჩემის ციხიდან გამოსაყვანად.
-ეს ჩემს ღვთისადმი სასჯელს არ შეამსუბუქებს,მაგრამ მამაშენს ხომ გამოუშვებენ?
სასამართლო პარასკევს ,12 საათზეა.
ძირს ვდგები და მის დანაოჭებულ სახეს ვუმზერ,რომელიც დარდისგან ჩამქრალია.
-დედამ მასწავლა მიმტევებლობა, ამიტომ მე გპატიობ,დაე,უფალმაც შეგინდოს ცოდვები-კარს ვაღებ და,სანამ იქაურობას მოვშორდებოდე,მეძახის და შუბლზე ხელს მადებს,რაც უხილავი ძალით მავსებს-ეს დედაჩემისგანაა-ვბუტბუტებ.
დედაჩემი სწორედ ამიტომ იცილებდა თავიდან კრებაზე წასვლას, იმიტომ ლამობდა ჩემი სკოლიდან გადაყვანას,.ის თავს არიდებდა ადამიანს,რომელმაც საბოლოოდ შეიწერია კიდეც.რომ დამეჯერებინა და გადავსულიყავი,იქნებ ეს ამბავი არ მომხდარიყო და დედა კვლავ ცოცხლალი ყოფილიყო.
მაგრამ ეს ერთი კონკრეტული შემთხვევის კი არა ყველა შემთხვევის ერთობლიობის დამსახურებაა,რომელიც მაღლა ძალიან დიდი ხნის წინ გადაწყდა.
პარასკევი,12;00 საათი.ეჭვი არ მეპარებოდა,რომ მოვიდოდა.შეიძლება,ჩემი პირობა დაერღვია,მაგრამ დედაჩემის პირობას არ გადავიდოდა,რომელსაც სიკვდილის წინ უთქვამს-აღიარე დანაშაული ჩემს შვილთან,ის გაგიგებს და გაპატიებს,მას შეეხე და უთხარი,დედაშენმა გადმოგცაო.
სასამართლოს წინაშე მაღლა,ღმერთს ახედა ცრემლნარევი თვალებით,შემომხედა,თავი დაბლა დახარა და თქვა:
-ნება მომეცით,ყველაფერი გიამბოთ...
მას მერე დედას სურვილი ავასრულე:სკოლიდან გადავედი.მარტო სკოლიდან კი არა-ქალაქიდანაც.მოგონებები თან წამომყვა ცივ გულთან ერთად.მას შემდეგ ბევრჯერ ამოვიდა მზე,ბევრჯერაც იყო ქარბუქი,მაგრამ ვერცერთმა ძალამ ვერ გადაფარა ის მძიმე ტკივილი.
სწორედ ის ჩანახატი აღწერს ჩემს ცხოვრებას,რომელიც მაშინ ფანჯარაზე ამოვტვიფრე და ახლა ჩემს შვილიშვილებს ვუყვები,რომლებიც ასე ინტერესიანი სახეებით შემომცქერიან..
მზე ამოდის.. ნელ-ნელა თავის სხვივებს ირგვლივ ფანტავს და სამყაროს ათბობს. ნეტავ იმ ნატკენ, ჩახშობილ გულსაც სწვდებოდეს, რომელიც ბავშვურ სახეზე ცრემლების ფონზე ფეთქავს. იმ ნამსხვრევებად დანაწევრებულ გულს ამთელებდეს და კვლავინდებურად ჰბერავდეს ახალ იმედს.მაგრამ მზეს ეს არ ძალუძს,მას მოხლოდ ზედაპირის გათბობა შეუძლია.სიღრმეებში ვერ ჩადის და ის ყოველთვის ცივი რჩება.ცივი ცხოვრების ბოლომდე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent