შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მერვე თავი (20)


18-01-2018, 05:14
ავტორი fireending
ნანახია 1 726

დილით სასიამოვნო შეხებამ გააღვიძა სესილი.ლევანს მასზე ხელები ჰქონდა მოხვეული,თავი კი მის მხრებში ჰქონდა ჩარგული.გოგონა მისკენ გადაბრუნდა.მძინარე მამაკაცს სახეზე მოეფერა.ბედნიერი იყო,რომ მის სუნთქვას გრძნობდა.მამაკაცი შეიშმუშნა და თვალები გაახილა.სესილის დანახვაზე ბედნიერს გაეღიმა და აკოცა.
-რა ბედნიერებაა შენ გვერდით გაღვიძება_უთხრა ცოლს და გოგონა თავისკენ მიიზიდა.
-იცი რა_დაიწყო სესილიმ და მამაკაცს მიეყრდნო-პირველად ვარ ასე მშვიდად იმ დაძაბული დღეების შემდეგ
-ცუდი დღეები წარსულს ჩაბარდა.
-მეშინია_თქვა გოგონამ და მის ლოყაზე მოდებულ ლევანის ხელს აკოცა
-არა,ნუ გეშინია.ვერავინ წაგვართმევს ბედნიერებას.გპირდები
-როცა ჩემ გვერდით ხარ მაშინ არაფრის მეშინია
-ჰოდა მე სულ შენ გვერდით ვიქნები_უპასუხა მამაკაცმა და ყელზე აკოცა
სესილის სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა ტანში.ლევანი ზემოდან მოექცა,გოგონამ ხელები მაგრად მოხვია შიშველ ტანზე და მთელი ტანით მიეკრო.მამაკაცმა სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ტუჩებში აკოცა,შემდეგ ყელზე ეფერებოდა ნაზად.სესილიმ თვალები დახუჭა და ვნებას მინებდა,რომელიც მის სხეულში და სულში ჩაუქრობელ ცეცხლს ანთებდა.
...
-სოფია,კარგად ხარ?_შეშფოთებით ჰკითხა დათომ ცოლს,რომელიც ის ის იყო აბაზანიდან გამოვიდა.
-კი,უბრალოდ გული ამერია.ტოქსიკოზი მაქვს ალბათ ისევ?
-ისევ?_ჰკითხა მამაკაცმა
ქალმა ახლაღა გააანალიზა თუ რა თქვა.დათომ ხომ არ იცოდა მისი პირველი ორსულობის და ბავშვის დაღუპვის ამბავი.ფეხები აუკანკალდა და ისეთად გაფითრებული ტუჩები კიდევ უფრო გაუთეთრდა.თავი ვეღარ შეიმაგრა და შებარბაცდა.დათომ ხელი მოკიდა და საწოლზე დააწვინა.
-ისევ კი არა,ვიგულისხმე რომ რამდენიმე დღის წინაც მერეოდა გული_აღელვებულმა უპასუხა
-არ ინერვიულო,პირველ თვეებში ჩვეულებრივი ამბავია,მალე გაგივლის.ცოტა დაისვენე_ალერსიანად უთხრამამაკაცმა და თავზე მოეფერა.
სოფიამ გაუღიმა
-ახლა უკეთ ვარ,თავბრუ აღარ მეხვევა
-ძალიან კარგი,დღეს შეეცადე,რომ იწვე.ქვემოთ ჩავალ და რძეს ამოგიტან და ნამცხვარს.
-არაა,გთხოვ.მხოლოდ რძე ამოიტანე,ჭამა არ შემიძლია._ზიზღით დაეჭყანა სახე ნამცხვრის გახსენებაზე
-კარგი,კარგი_გაეცინა მამაკაცს-მაგრამ დამპირდი რომ მოგვიანებით შეჭამ.იცოდე სამსახურიდან დაგირეკავ
-კარგი_გაეცინა სოფიასაც.
დათო სამზარეულოში ჩავიდა,მაცივარი გამოაღო და ჭიქაში რძე ჩაასხა.
-ბატონო დათო,ბატონი ანდრია მოვიდა_თქვა ნაირამ ,რომელიც ის ის იყო სამზარეულოში შემოვიდა
-ახლავე გამოვალ_უპასუხა მამაკცმა და ჭიქა აიღო.
-სოფიასთვის მიგაქვთ?_ღიმილით ჰკითხა ქალმა
-კი
-მე წავუღებ,თქვენ ბატონი ანდრია არ ალოდინოთ_უპასუხა ქალმა და ჭიქა ხელიდან გამოართვა.
დათოს ჩაეღიმა.კიბეებზე ამავალ ქალს თვალი გააყოლა.ცოტა ხანი იყო ჯერ გასული რაც მათ სახლში დაიწყო ნაირამ მუშაობა,მაგრამ ოჯახის თითოეულ წევრს კარგად იცნობდა.ყოველთვის ძალიან ყურადღებიანი იყო,რითაც სოფიას კეთილგანწყობა მალევე დაიმსახურა.მართალია ზოგჯერ გადაჭარბებულ ყურადღებასაც იჩენდა,მაგრამ ამას უკვე თითქოს შეეგუენ კიდეც.
დათო მისაღებ ოთახში გავიდა.ღიმილით წავიდა ანდრიასკენ და გადაეხვია.
-ოჰ,ანდრო ბატონო,აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?
-აქეთ მაქვს საქმე და შემოგიარეთ_უპასუხა მამაკაცმა
-ჰო,ისე არ გვიკარდო_სიცილით უთხრა ანდრიას
-ოჰ,შენ საერთოდ ვიზე ამბობ რამეს.არც იხედები ჩვენკენ
ერთმანეთის ლანძღვას მორჩნენ და მხოლოდ მას შემდეგ გადავიდნენ მოკითხვაზე.ერთად ისაუზმეს.ძველი დრო გაიხსენეს და ბევრი ილაპარაკეს.ამასობაში სოფიასაც გაეღვიძა.საწოლში წოლა მობეზრდა და ქვემოთ ჩამოვიდა.ძალიან გაუხარდა ანდრიას დანახვა,თუმცა სალომეს გალანძღვაც არ დავიწყებია,რომ არ წამოყვა.
საოცარია,რომ ზოგ ადამიანს დრო არ ცვლის და სწორედ ისეთები რჩებიან,როგორებიც ახალგაზრდობაში იყვნენ.ასეთები იყვნენ დათო,სოფია,ანდრია და სალომე.მათ ურთიერთობას დრომ ვერაფერი დააკლო.იმის მიუხედავად რომ დროს ერთად ვეღარ ატარებდნენ ისე ხშირად,როგორც ადრე,მაინც არაფერი შეცვლილა.ნამდვილ მეგობრობას და სიყვარულს დრო მხოლოდ ფასს მატებს და აძლიერებს.
-ისე ერთ მშვენიერ დღეს ბათუმში შევიკრიბოთ_თქვა ანდრიამ
-ჰო,ძალიან კარგი აზრია_დაეთანხმა სოფია
-მომენატრა იქაურობა.კარგი იყო ადრე ვიკრიბებოდით მაინც,ბოლო დროს კი საერთოდ ვეღარ ვახერხებთ დროის ერთად გატარებას_თქვა დათომ
-ჰოდა ჩემო დათო-სიცილით უთხრა ანდრიამ-ცოტა ხნით ხალათის გახდა მოგიწევს.მართლა კარგი იყო ადრე...
საუბარი ოთახში შემოსულმა ნაირამ შეაწყვეტინათ
-სოფია კურიერია მოსული ამანათი მოგიტანათ_უთხრა ქალმა
სოფია წამოდგა და კართად მივიდა.ყუთი გამოართვა და მისაღებ ოთახში დაბრუნდა
-ვისგანაა?_დაინტერესდა დათო
-არ ვიცი.არ აწერია.ნეტავ რა უნდა იყოს_დაბნეულად თქვა ქალმა და ყუთის გახსნა დაიწყო.დიდი ინტერესი ჰქონდა გაეგო თუ რა იყო.თანაც ის ფაქტიც აკვირვებდა,რომ გამომგზავნის ვინაობა არ იყო მითითებული.ქალმა ყუთი გახსნა და გაშეშდა.კარგა ხანს გაშტერებული დაჰყურებდა ყუთში ჩადებულ ბავშვის ქუდს და შესახვევს.სუნთქვა გაუხშირდა და გულზე მიიჭირა ხელი.დათო მაშინვე მასთან გაჩნდა.ყუთში ჩაიხედა.რა თქმა უნდა ეუცნაურა მსგავსი გზავნილი,მაგრამ ვერ მიხვდა სოფიას ცუდად გახდომის მიზეზს.ამაოდ ეკითხებოდა თუ რა ჭირდა.ქალი ხმა სვერ იღებდა.ხელები უკანკალებდა.ანდრიამ წყალი მოუტანა.სოფიამ ცოტა მოსვა და ფეხზე წამოდგა
-ოთახში მინდა წასვლა
-კარგი,წავიდეთ.ოღონ დამშვიდდი
-არა.მარტო მინდა ყოფნა გთხოვ.ცოტა ხანი მარტო მინდა დავრჩე
დათოს სხვა გზა არ ჰქონდა.ქალს აღარ გაჰყვა.შეშინდა სოფია რომ ამ მდგომარეობაში დაინახა.მითუმეტეს რომ არ იცოდა რა დაემართა და რატომ იმოქმედა მასზე ასე ცუდად ამ ამანათმა,თუმცა ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვა.არ უნდოდა ცოლი გაეღიზიანებინა.გადაწყვიტა დალოდებოდა თვითონ როდის მოისურვებდა საუბარს.
-ანდრია,გთხოვ სალომეს დაურეკე,ჩემ მაგივრად მივიდეს საავადმყოფოში.ვიცი,ვიცი რომ დასვენების დღე ჰქონდა,მაგრამ ძალიან გთხოვთ
-რა თქმა უნდა.პრობლემა არაა_უპასუხა ანდრიამ-სოფიასთან იყავი.იმედი მაქვს ყველაფერი გაირკვევა.
-არც კი ვიცი რაზე ვიფიქრო,რა მოხდა.ასეთ მდგომარეობაში ვერ დავტოვებ
...
სოფია საწოლზე იჯდა და ყუთში ჩადებულ ნივთებს დაჰყურებდა.საშინელ ტკვილს გრძნობდა.ძველი ჭრილობიდან სისხლმა იწყო დენა.ყუთიდან შესახვევი ამოიღო და გულში ჩაიკრა.თვალწინ კი კადრებად დაუდგა ის დღე ,რომლის დავიწყებასაც მთელი ცხოვრება ცდილობდა.ეს შესახვევი მისი პირველი შვილის იყო.მთელი სხეული ეწვოდა.უნდოდა ხმამაღლა ეყვირა,ეტირა,მაგრამ ვერ ახერხებდა.ყელი გამომშრალი ჰქონდა და შიგ დიდი ბურთივით ჰქონდა გაჩხერილი,რომელმაც ლაპარაკის უნარიც წაართვა,ფიქრიც აღარ შეეძლო.
კარზე ფრთხილი კაკუნის ხმა გიასმა.დათომ კარი ნელა გააღო და სოფიას მიუახლოვდა.მის გვერდით ჩამოჯდა და ქალს ხელი მოხვია.ქალმა მაგრად მოხვია ხელები და ატირდა.ამაოდ ცდილობდა დათო მის დაწყნარებას.
-სოფი,მომისმინე.დამელაპარაკე გთხოვ
-არ შემიძლია_სასოწარკვეთილი ხმით თქვა ქალმა-ამას ვეღარ გადავიტან,არ შემიძლია
-ნუ ამბობ ამას,რაც არ უნდა იყოს ერთად გადავიტანთ.უნდა ვიცოდე რა მოხდა,რომ დაგეხმარო
-მეშინია
დათო სახეზე მოეფერას ქალს და აკოცა
-ხომ მენდობი_ჰკითხა მას
-კი,მაგრამ...არ ვიცი ,როცა ამას გაიგებ...
-ხომ გითხარი,ერთად გადავიტანთ,რაც არ უნდა იყოს_გაუმეორა მამაკაცმა და ცოლი გულში ჩაიკრა.
სოფიამ გამბედაობა მოიკრიბა და მოყოლა დაიწყო.უჭირდა ამ ამბავზე ლაპარაკის.ფუქრსაც კი ერიდებოდა,რადგან როცა ამაზე ფიქრობდა გრძნობდა თუ როგორ აგლეჯდნენ გულს და ყოველ ჯერზე უფრო დიდ ტკივილს გრძნობდა.მთელი ამ წლების განმავლობაში კი დათოგან სიმართლის დამალვა ქალს ანადგურებდა და ახლა,როცა ქმარს უკვე ყველაფერი მოუყვა შიშით ელოდა მამაკაცის რეაქციას.
დათო ცოტა ხანს ჩუმად იყო.თვითონაც ვერ გაეგო იმდენი გრძნობა ირეოდა ახლა მის გულში და გონებაში.თითქოს გულში ბასრი დანა ჩაარტყეს.სიბრაზეს და სასოწარკვთას გრძნობდა.სუნთქვაც არ შეეძლო.გონებაში თითქოს ვიღაც ხმამაღლა ყვიროდა:"შვილი მოგიკვდა" ,და ეს ხმა არ ჩერდებოდა.
კაცი ფეხზე წამოდგა და კარისკენ წავიდა,მაგრამ შუა გზაში გაჩერდა და მობრუნდა.სოფიას უყურებდა,ქალი თვალებს ვერ უსწორებდა.
-რატომ,რატომ სოფია,რატომ დამიმალე ეს ამბავი,ამდენი წლის განმავლობაში_ეკითხებოდა დათო
ქალი ხმას ვერ იღებდა,ცდილობდა მოწოლილი ცრემლები შეეკავებინა,წამოდგა და ქმრისკენ ზურგით დადგა,ფანჯარაში სივრცეს გაჰყურებდა.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.იმდენი რამის თქმა სურდა ორივეს,მაგრამ სათქმელს თავს ვერ უყრიდნენ.
-მაპატიე,მაპატიე გთხოვ_წარმოთქვა სოფიამ სასოწარკვეთილი ხმით.
დათომ სახეზე ხელები მაგრად მიიჭირა.გული უკვდებოდა,როცა ცოლს ატირებულს,ასეთ დღეში ხედავდა.ქალს მიუახლოვდა და მოეხვია.
-არ იტირო,გთხოვ არ იტირო და პატიებას ნუ მთხოვ.ეს ამბავი არ უნდა დაგემალა ჩემთვის.შენ მარტოს არ უნდა გეზიდა ეს ტვირთი
სოფია ჩუმად იდგა,ქმარს ხელები მაგრად მოხვია.გული კი აღარ ქონდა ისე დამძიმებული,როდესაც ქმრისგან ასეთი თანადგომა იგრძნო.
-ვის დაჭირდა ამ შესახვევის გამოგზავნა_თქვა ქალმა
-არ ვიცი,მაგრამ გავარკვევ_კბილი კბილს მაგრად დააჭირა მამაკაცმა-გავარკვევ და ძვირად დავუსვამ ამ ყველაფერს.ოღონ შენ არ იდარდო გთხოვ.არ მინდა ანერვიულებულს გხედავდე.
...
-არ ვიცი ბიძია,არ ვიცი .ვინ გამოაგზავნა ან რატომ_ეუბნებოდა სოფია ბიძამისს
-ჩვენ გარდა ვინ იცოდა ეს მაბავი?მხოლოდ ჩვენ ვიცით
-ჰო,მეც მაგაზე ვფიქრობ.მაგრამ ფაქტია ვიღაცამ იცის და ცდილობს ცხოვრება დამინგრიოს და ისევგანმიახლოს ჭრილობები
-შენ არ ინერვიულო,ყველაფერი გაირკვევა და სასტიკად დაისჯება ამის ჩამდენი_ხელზე მოეფერა ზურა
-პიტნის ჩაი მოგიტანე სოფი_ოთახში შემოვიდა სალომე და ქალს ჩაით სავსე ფინჯანი გაუწოდა
-მადლობა სალო_ფინჯანი გამოართვა და გაუღიმა
-თავს როგორ გრძნობ?წნევა უნდა გაგიზომო
-სალო,არ გინდა.კარგად ვარ.მართლა
-ფერი არ მომწონს შენი
-სალომე ექიმო ჩემ ბიძაშვილად გადაიქეცი რა ისევ,მართლა კარგად ვარ.
-კარგი_გაეღიმა სალომეს და ბიძაშვილს თავზე გადაუსვა ხელი
...
თითქმის ერთი კვირა გავიდა.ცხოვრებაც შეძლებისდაგვარად ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.მიუხედავად განცდილი უდიდესი ტკივილისა,დათო არ იმჩნევდა არაფერს და სოფიას გამხნევებას ცდილობდა.რა თქმა უნდა ამ ამბავზე ფიქრი წამითაც არ შეუწყვეტია და ცდილობდა გაერკვია ვინ გამოაგზავნა ამანათი,თუმცა ეს საკმაოდ ძნელი იყო.ჯერ-ჯერობით არანაირი კვალი არ ჩანდა და მხოლოდ იმედგაცრუებას გრძნობდა,თუმცა იცოდა,რომ ადრე თუ გვიან აუცილებლად გაარკვევდა ყველაფერს,მანამდე კი იმაზე უნდა ეზრუნა,რომ სოფიას არ ენერვიულა და მშვიდად ყოფილიყო.



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

გაზარდე თავები ძალიან პატარააა და რატომღაც მგონია რომ ის ბავშვი არ მომკვდარა .

 


№2 სტუმარი სტუმარი ლაშა

ძალიან მაგარი იყო.ემოციური თავი.აუ რაღაცას ვფიქრობ ,ჩემი ეჭვები მაქვს ბავშვთან დაკავშირებით და ეგ ნაირა არ მევასება რაღაც.ცუდად დაძუნკალობს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent