"წითელი მელანქოლია"
თუ ოდესმე თქვენზე ადრე მოვკვდები, ჩემი ხორცი განბანეთ. თეთრ სუდარაში გახვეული ცივი სხეული კიდევ უფრო რომ გაიყინება, არაფერი რომ აღარ დარჩება ფერადი, სისხლის ფერი ტუჩების გარდა ნუ მოხვალთ და მაკოცებთ.. და თუ ამას მაინც იზამთ მინდა, რომ მაპატიოთ საპასუხოდ მეც რომ ვერ მოგხვევთ ხელებს. ნუ დამასველებთ, მე ისედაც ძალიან მეციება. ნუ დაღვრით ცრემლებს , ეს ხომ ზედმეტად ერთფეროვანი იქნება. შემომხედე, და თუ ისევ მოგეწონები გამიღიმე შეჩერებული გული იქნებ კიდევ ერთხელ ამუშავდეს.. ისეთი მელოდიები ჩართეთ, ჩემ სულსაც რომ მოუნდეს ცეკვა. ფანჯრები გააღეთ, ალბათ სუნთქვა მეკვრის, მე ხომ ყოველთვის მიყვარდა ფრენა.. და თუ იმდენად მოგეწონებით, რომ ვერ გამიშვებთ, ხელოვნება დაგეხმარებათ. შექმენით ჩემგან ქანდაკება, ეს დარგი ხომ ისეთივე სწორად შერჩეულია მკვდარი ხორცისთვის და ბევრისთვის გაუგებარი, როგორც ახლა ჩემი სურვილები.. და თუ ისევ მოგინდება ჩემი შეხება, ხელი ჩამჭიდე და იმ წამსვე დაგავიწყდება, რომ უბრალო ხორცი გიჭირავს.. მე ხომ ხელები სულ გაყინული მქონდა, ვიცი გაგახსენდება ეს და ალბათ გაგეღიმება კიდეც, მე კი ბედნიერი ვიქნები, რომ შენ უკანასკნელად გაგაღიმე.. კიდევ ერთი დღე რომ მქონდეს იმდენს გაკოცებდი, მოგეხვეოდი და გეტყოდით თუ როგორი ძვირფასები ხართ ჩემთვის. საყვარელ საგნებს დავუწყებდი შეხებას, შევიგრძნობდი ყველაფერს, ხელით მკრთალად დაფენილ მტვერს გადავწმინდავდი და იმდენს დავწერდი , სანამ არ მომბეზრდებოდა.. მე ხომ არასოდეს მბეზრდებოდა ეს. თითოეულ თქვენგანს გთხოვდით პატიებას დამალული გრძნობების გამო, მერე კი მთლიანად გავშიშვლდებოდი " და გავაშიშვლებდი არა მარტო ჩემს სხეულს, არამედ ჩემს სულსაც.." რათა მეგრძნო სიცოცხლეშივე შემაძრწუნებელი სიცივე. დავაკვირდებოდი სხეულის თითოეულ ნაწილს, თუ როგორ ფეთქავს და როგორ არის ჩვენში სიცოცლის უდიდესი ვნება.. რითაც არასოდეს დავინტერესებულვარ. კვლავ გავაგრძელებდი სარკის წინ აჩრდილივით დგომას, სანამ საკუთარ თავს არ შევიცნობდი.. ეს ხომ ყველაზე დიდი ძალაა.. ცრემლებით გავიწმინდებოდი, იქამდე სანამ უკანასკნელი წამები არ დადგებოდა. მერე კი აკანკალებული ხელებით უკანასკნელად მოვიწმინდავდი სახიდან სინანულის ცრემლებს, დავწვებოდი, თვალებს დავხუჭავდი და დაველოდებოდი ბობოქარი სული, როდის შეწყვეტდა არსებობას.. პირველად მოუთმენლობა საერთოდ არ იქნებოდა ჩემში. წამები საუკუნედ მომეჩვენებოდა..ბეთჰოვენის ოცნებებით კიდევ ერთხელ გასცილდებოდა სული საზღვრებს.. და ალბათ ვეღარც მივხვდებოდი, როდის დასრულდებოდა,ან საერთოდ, დასრულდებოდა კი..
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.