შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეთხუთმეტე თავი)


20-01-2018, 13:17
ავტორი murachashvili
ნანახია 3 405

- „რაზბორკაზე“ ქალი?! - გაოცების ტალღამ წამებში გადაუარა მოჩხუბრებს.
ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ჩაფრენილი ბიჭები, მომენტალურად დაზავდნენ. ვისღა ახსოვდა მუშტი-კრივი. უგონოდ დავარდნილ ნინოს გარს შემოეხვივნენ.
- მოკვდა, ტო?! - გოგონას თავთან სისხლის გუბის ზრდა კარგად არ ენიშნა მოჩხუბართაგან ერთ-ერთს.
- მოკვდა! - რატომღაც ყოყმანის გარეშე დაასკვნა მაღალმა.
დანარჩენებს უსიტყვოდ ანიშნა და ამხელა ბრბო სულ რამდენიმე წამში ნელ-ნელა ისე დაიშალა, მათი იქ ყოფნის კვალიც კი აღარ დარჩენილა. მეგობრების მსგავსად გაპარვა აზრადაც არ მოსვლია გიგას. გაფითრებული ცდილობდა გათიშულის გონს მოყვანას.
- დედას გაფიცებ, თვალები გაახილე, ნინო! - დაჭრილი ნადირივით ბღაოდა პანიკაში მყოფი ტატო.
- ქალს როგორ დავარტყამდი? ამას როგორ ვიფიქრებდი?! - ტყუპთან მუხლებზე მდგომი ვინ იცის მერამდენედ იხდიდა ბოდიშს.
- არ შეგრჩება, ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებ! - დაჟეჟილი დათუნა მართალია ფეხზე ვეღარ დგებოდა, მაგრამ მუქარას მაინც ახერხებდა.
ქათამაძის სიტყვებს არც უსმენდა და დიდად არც აღელვებდა, ცდილობდა ძმების დახმარებას გიგინეიშვილი. გათიშულ გოგონას მოგრეხილი ბენდენაც მოხსნა და სახეზე ჩამოყრილი თმები ფრთხილად გადაუწია. თვალებ მოჭუტული აკვირდებოდა უგონოდ მყოფს. მიუხედავად ზამთრის სამოსისა, კომბოსტოსავით შეფუთულ არსებაში ტაშკენტის ქუჩაზე ნანახი ქალიშვილის ცნობა ნამდვილად არ გასჭირვებია.
- ამის დედაც, ამას აქ რა უნდოდა?! - გაოგნებულმა ახედა თავზე წამომდგარ ბიჭებს.
- ჯიუტია, არ დაიშალა... - ამჯერად ლაშა ადუდუნდა.
- წამოსვლის უფლება როგორ მიეცით?! - ბიჭებს აღარ უყურებდა, ნინოს ცივი წყლის ნაცვლად თოვლს უშედეგოდ უსმევდა სახეზე.
- შენი მორალის კითხვაღა გვაკლია! - ისევ იღრინებოდა დათუნა.
- კარგად გიცნობთ, გიგინეიშვილო, ისე ნუ იქცევი, თითქოს ძალიან გადარდებდეს! - უხეშად მოაშორა მეგობარს ტატომ და ისევ ლაშას მიუბრუნდა - თავი აქვს გატეხილი. ეგ ბენდენა თოვლში დაასველე და ცივი დავადოთ.
- თარსია ეს ჩემისა. შეიძლება ყოველი ნახვისას, შენს გონზე მოყვანას ვცდილობდე?! - ტატოს რა თქმა უნდა არ დაემორჩილა, გიგა ლაშას ნაცვლად თავად ასრულებდა ბრძანებას და ცივ საფენს კეფაზე მთელი მონდომებით აჭერდა. თუმცა თითქოს განზრახ, გოგონა გონს არადა არ მოდიოდა. სიბრაზე შიშმა ისე შეცვალა ვერცკი მიხვდა გიგა, ან რატომ ნერვიულობდა ასე?! მისთვის ხომ ეს არც პირველი ჩხუბი იყო და დიდი ალბათობით არც უკანასკნელი იქნებოდა. კითხვებზე პასუხი რა თქმა უნდა არ ჰქონდა, თუმცა ფაქტი მაინც ფაქტად რჩებოდა.
- გონს არ მოდის. ახლა რა ჯანდაბა ვქნა, სად წავიყვანო? - სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, გოგონა ხელში აიყვანა, მკერდში ძლიერად იკრავდა და სასოწარკვეთილი პატარა ბავშვივით ციბრუტივით ტრიალებდა - ექიმი გვჭირდება, სასწრაფოდ ვინმე უნდა ვნახოთ! - საკუთარი აზრი სულ უფრო და უფრო მოსწონდა გიგინეიშვილს - ახლავე საავადმყოფოში გადავიყვანოთ!
- მაგარი სანახავები კი იქნებით, ასე დალილავებულები ექიმთან რომ შეხვალთ! - მოულოდნელად, ირონიითა და ცინიზმით გაჟღერებულმა გოგონას დასუსტებულმა ხმამ ადგილზე მიაყინა გიგა.
- როგორც იქნა! - შვებით ამოისუნთქეს ბიჭებმა.
- იქნებ მოიფიქრო და დამსვა?! - ენას არ აჩუმებდა ქალიშვილი.
- სულ რამდენიმე წუთის წინ გათიშული ადამიანის კვალობაზე, ზედმეტად ბევრს ხომ არ ტლიკინებ? - რატომღაც მისი დასმა აზრადაც არ მოსვლია, კიდევ უფრო ძლიერად ჩაიხუტა.
- სულ ცოტაც და დავიჯერებ, რომ ჩემზე გიჟდები!
- ვგიჟდები, შენზე? - ბოჭორიშვილის ხმაში გაპარულმა ზიზღნარევმა ინტონაციამ სასურველზე მეტადაც კი ატკინა გული, მყისვე იმდენად უხეშად გაუშვა ხელი, რომ ნინომ წონასწორობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და თოვლზე მოწყვეტით დავარდა.
- შენ ბიჭო, სულელი ხომ არ ხარ? - ღრენით დასარტყმელად გაიწია ლაშამ, მაგრამ ვაჟის თვალებში იმხელა იმედგაცრულება შენიშნა, რომ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ გაბედა.
- დაანებეთ თავი, მისგან ნორმალური მოქმედება წარმოულდგენელიცაა! - მიუხედავად ტკივილისა ხელოვნური გულგრილობით იბერტყავდა თოვლით დაფარულ სამოსს ნინო, თან დალილავებულ დათუნას სახეს ისე უსინჟავდა, თითქოს გიგას ვეღარც ხედავდა.
- უმადური, დაუნახავი გოგო ხარ! - ხელი ჩაიქნია გიგამ.
- აშკარად სიტყვის მარაგის პრობლემა გაქვს. - ირონიულად იცინოდა ნინო - უკვე მერამდენედ მეორდები. ხო, მართლა შენი იარაღი არ დაგრჩეს! - თვალით ანიშნა იქვე მიგდებულ რკინის მილზე.
- საღოლ თქვენ, ამის შხამს რომ იტანთ, კიდევ შევხვდებით! - ბიჭებს ხელი კარგი მეგობარივით დაუქნია და ზოოპარკისკენ მიმავალ აღმართს ისე დაადგა გოგონასკენ აღარც გაუხედავს.
- უხეში, გაუზრდელი, ხეპრე! - ისევ დუდუნებდა ნინო.

დაჟეჟილი და დალილავებული დათუნა ისევ თოვლით დაფარულ მიწაზე იჯდა და წამოდგომას არ ჩქარობდა, თვალებმოჭუტული აკვირდებოდა აპილპილებულ მეგობარს. ვაჟის ეჭვით სავსე, დაკვირვებული მზერა თითქოს ახლაღა შენიშნა, გიგინეიშვილის მისამართით სათქმელი მორიგი სალანძღავი სიტყვა პირზე შეაშრა.
- რა?! - წარბები ავად აწკიპა გოგონამ.
- არაფერი... მიუხედავად გულის წასვლისა, აშკარად ენერგიულად ხარ, არ გინდა წამოდგომაშიც დამეხმარო?! - ირონიულად გაეცინა ქათამაძეს.
ნინოს ნაცვლად ადგომაში ძმები დაეხმარნენ, ტკივილით სახე კი დაემანჭა, მაგრამ როგორც იქნა გაშლა მაინც მოახერხა.
- არ გეგონოს დავივიწყებ! აი, ოდნავ გამოვკეთდები და ბევრი რამის ახსნა მოგიწევს!...
- შენს გამო ლამის მომკლა მაგ ნადირმა და კიდევ მე მაქვს ასახსნელი?! - ციკანივით აკიკინებული დაედევნა წინ სვენებ-სვენებით მიმავალ მეგობრებს.
- არ გამოგივა თავის დაძვრენა. ჩვენც გვაინტერესებს საიდან იცნობ! - თვალების ბრიალით გადმოხედა ლაშამ.
- ვინ გითხრათ, რომ ვიცნობ? - ხმაში ცრემლები გაერია - არ ვიცნობ, მისი სახელიც კი არ ვიცოდი, თქვენგან გავიგე.
- გიგინეიშვილი ის ტიპი არაა, ასე უცნობის გამო ინერვიულოს! - არ ინდობდა ლაშა.
- ვითომ?! - ერთი კი გამოხედა ეჭვით დათუნამ, მაგრამ ატირებული მეგობრის დანახვაზე ისევ გაჩუმება ამჯობინა.

ვეძისში ასვლას ტყუპებთან გავლა ამჯობინეს. უფროსები, როგორც წესი, მუშაობდნენ და გვიანობამდე შინ არ იქნებოდნენ. ბავშვები შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ დაჟეჟილი ნაწილების ჩამობანას. არც დასვრილი ტანისამოსის გასუფთავებას დასჭირვებია დიდი დრო. ახლა მისაღებში მჯდომი ძმები აგერ უკვე ნახევარი საათია უშედეგოდ ელოდნენ აბაზანიდან დათუნასა გამოსვლას, რომელსაც იარების დამუშავებაში ნინო ეხმარებოდა.
- ჯანდაბას, ამ სილურჯეებს კი დავმალავ მაისურის ქვეშ, - მკლავებზე ბოლომდე ჩამოიწია სუფთა მაისური ლაშამ - მაგრამ სახეს რა მოვუხერხო?
- ეგ არაფერი. ქალებს უყვართ, როცა მამაკაცს ბრძოლის კვალი ემჩნევა! - სიცილით დაუდგა ჟურნალების მაგიდაზე ტატომ ყავის ფინჯანი ძმას.
- ეგეც კი ვერ გაგიგია სწორად. - ღრენით ახედა ვაჟმა საკუთარი ხუმრობით გახალისებულ ცალს - ქალებს ნაცემი კი არა, გამარჯვებული მამაკაცები უყვართ.
- ბოდიშს ვიხდი, თქვენი გაღიზიანება აზრადაც არ მომსვლია! თქვენისთანა გამოცდილი არ ვარ ქალების შებმაში! - ჩვეულებისამებრ სარწეველა სკამზე წამოსკუპდა ტატო, თუმცა სკამი ამოძრავდა თუ არა, კრუსუნით წამოდგა - ოხ, მე გიგინეიშვილო შენი!... - ტკივილის შესამსუბუქებლად ხელი პრესზე მიიჭირა.
- ეგ არაფერი. ბრძოლის კვალი გემჩნევა! დღეს კიდევ რა გიჭირს, ტკივილები ხვალ ნახე! - საკუთარი სიტყვები მყისვე შეახსენა ლაშამ.
- ისე ნუ იქცევი, თითქოს შენ არ გტკივა!
- მტკიცა რომელია! - დრამატული სახით სავარძელზე წამოწვა და მეტი დამაჯერებლობისთვის შუბლზე მთასავით ამოზრდილ, დალურჯებულ კოპზე სველი ნაჭერი დაიდო.
- რას შვრებით ამდენ ხანს, ტო?! - აბაზანაში მყოფ მეგობრებს შეაკითხა ტატომაც.
- არ ვიცი, რას ვშვრებით, სახვევს ვადებ - სტკივა, ვხსნი - მაინც სტკივა! ექიმთან არ წამოვალო, არადა ილუზიონისტი მე არ ვარ! - წელს ზემოთ შიშველ დათუნას სამედიცინო ბინდით უშედეგოდ უტრიალებდა ნინო, ვაჟი კი სახვევის დადების უფლებას არადა არ აძლევდა.
- ისე უხეშად მექცევი! - პატარა ბავშვივით აწუწუნდა დათუნა.
- თავს ნუ ისაწ....ბ, რა! - ამჯერად განზრახ ძლიერად მოუჭირა ბინტი - შემობრუნდი!
- ნინო, დაიმახსოვრე, ქალი უნდა იყოს ნაზი!... - მხიარულად გაეკრიჭა არტახის დადებით გართულ მეგობარს ტატო, თუმცა ქათამაძის ბეჭების დანახვაზე სიცილი პირზე შეახმა - ამის დედაც!... - ქალიშვილის იქ ყოფნას არ მოერიდა - ეს რა უბედურებაა?! ასეთი რა გირტყეს?! - შუბშეკრული, დასცქეროდა წელის არეში არსებულ ლურჯ სისხლჩაქცევებს.
- დათუნა! - წარბები მუქარით დაუქაჩა ნინომ, ისევ აფართხალებულ ძმაკაცს.
- დედას გეფიცები, ხმას აღარ ამოვიღებ, ოღონდ ეს არტახი, მკერდთან სულ ოდნავ მოადუნე.
- ასეა საჭირო! ჩამოვარდება, და აღარ ივარგებს! - გამოცდილი ექიმივით შეკრა წარბები.
- შენს ძმობას ვფიცავარ გავიგუდე, ვეღარ ვსუნთქავ!. - ისევ ემუდარებოდა ვაჟი.
- ნუ გეშინია, ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება!
საბოლოოდ ტკივილს რომ არ შეეწუხებინა არტახებით ისე გაკოჭეს, რომ რობოტივით ძლივს მოძრაობდა.
- აბა, როგორია?! - თეთრი ბინდით შეფუთული ძლივს გამოვიდა დათუნა.
- მიცვალებულის კვალობაზე, არა გიშავს! - წამოგორებული ლაშა მხიარულად ახარხარდა.
- იუმორის მეფევ, შენ ვისზე ლაპარაკობ?!
- დარწმუნებული ხარ, რომ ეგ ნაჭერი სველია? - ამჯერად ლაშას ჩაეკითხა ნინო.
- კი. ტო... - ყოველი შემთხვევისთვის მაინც გადაამოწმა ბიჭმა.
- აბა, ეგ შუბლზე რქასავით ამოზრდილი კოპი, ჩაცხრობის ნაცვლად, უფრო რატომ სივდება?. ნეტა ჩემმა ლოყამ რა ქნა? - ისევ აბაზანაში შებრუნდა გოგონა.
- სივდება?! - წამოხტა ლაშა და სარკეში ჩასახედად თავადაც აბაზანაში გავარდა.
- შარში ვართ! - ყვრიმალთან არსებული სიწითლე, ამჯერად სილურჯეში გადასვლოდა გოგონასაც.
- ნუღარ იტყვი!
დიდხანს ცდილობდნენ მისაღებში მჯდომი მეგობრები სველი ნაჭრებით სახეზე არსებული კოპების ჩაცხრობას, თუმცა უშედეგოდ. მშობლებისგან ვერც იარების დამალვა მოახერხეს და ვერც სასჯელი აიცილეს, ორ კვირიანი შიდა პატიმრობის სახით. თუმცა მსგავსი სასჯელი ნაწილობრივ აწყობდათ კიდეც. მათი იარების პატრონნი გარეთ გასვლას მაინც ვერ ახერხებდნენ, ან რა აზრი ჰქონდა სასჯელს, როცა ბოჭორიშვილების ეზოში ყოველ საღამოს ჩვეულებისამებრ ისევ მთელი უბანი ირეოდა?!

როგორც იქნა, შიდაპატიმრობა დასრულდა. იმ საღამოსაც ისევ შეშის ღუმელთან ისხდნენ ქათამაძეებიცა და ბოჭორიშვილებიც. გარეთ თოვდა, თუმცა შავი ღვინით შეჟუჟუნებულები ბეტონით გადახურულ ეზოში სიცივეს ვერ გრძნობდნენ. ალბათ უცნაურიც კი იქნებოდა, თავისუფლების პირველივე დღეს მათთან არ ყოფილიყვნენ ტატო და ლაშაც. დათუნა გამოცდილი მუსიკოსივით შვიდ სიმიან გიტარაზე „ვერხვის ფოთოლთა თეთრ ლაშქარ“-ს უკრავდა. სამ ხმაში ჰყვებოდნენ მეგობრებიც. დათუნას დედასთან ერთად ნატო სამზარეულოში შესაწვავად კარტოფილს თლიდა.
- აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და... - ერთ დროს ანსამბლ „მზიური“-ს ბავშვებზე ნათქვამ ცნობილ ფრაზას ვინ იცის მერამდენედ იმეორებდა ნინა.
- ამათ დალილავებულ სახეებს ვინც შეხედავს, სულ მშვიდობა გაახსენდებათ! - სამზარეულოში მჯდომმა ნატომ ირონიულად გამოხედა ეზოში მსხდომთ.
- ნუღარ იტყვი, დღემდე ვერ გავიგეთ, ჩხუბის ნამდვილი მიზეზი! - მჭადის ფქვილით დასვრილი ხელები ონკანს მიუშვირა დათუნას დედამ.
- არადა, ამასწინებზე სამსახურში თანამშრომელმა გამომიცხადა, დღევანდელ ცხოვრებაში, შენ რა გიჭირს გოგო გყავს. ჩვენ ვიკითხოთ ბიჭების დედებმაო. იმ წუთას დავეთანხმე, მაგრამ ახლა?! აღარ ვიცი რა ვიფიქრო. - შვილის დალილავებულ სახეს გახედა თუ არა სხეულში ჟრუანტელმა დაუარა ნატოს, მყისვე მოარიდა თვალი - ღამეები არ მძინავს. ოდნავ გვერდით რომ მოერტყათ, ცუდად რომ დავარდნილიყო, საფეთქელი რომ დაერტყა?
- ჩხუბის დროს ამდენს ვინ ფიქრობს?... - სიცილით გახედა ერთმანეთის გვერდი-გვერდ მსხდომ ახალგაზრდებს.
- არადა, უნდა ფიქრობდნენ, პატარების აღარ არიან, უნდა იაზრებდნენ! - უფრო და უფრო ღიზიანდებოდა ნატო.
- კარგით ახლა, სად გინახავთ კაცი ჩხუბის გარეშე იზრდებოდეს? - უხერხულად აწურული ბავშვები შეეცოდა ზურას.
- შენი შვილიც კაცია?! - გაკაპასდა ნატო.
- ამათგან რომელია კაცი?! - დაბღვერილ დათუნას თმები აუჩეჩა მამამ - იმედია მხოლოდ თქვენ არ დაგალილავეს და ცოტა იმათაც მოხვდათ?! - ვაჟის რეაქციით გახალისებული მხიარულად იცინოდა ირაკლი.
- ეგღა გვაკლია, ირაკლი ბიძია, არც იმათთვის დაგვიკლია!... - ბიჭების ნაცვლად, ზედმეტად კმაყოფილი გაეყინჭა ნინო.
- უსმენ?! შენი გაგიჟებულია ეს! - შვილის რეპლიკით საბოლოოდ გაღიზიანებული ისევ მეუღლეს დაეტაკა ნატო.
თვალებდაქაჩულმა, სულ ბუზღუნით დაყარა გახურებულ ტაფაზე წვრილად დაჭრილი კარტოფილი.
- კარგი რა, ხომ მოგიხადეთ ბოდიში?! - ისეთი მიამიტი თვალებით შეხედა ნინომ, რომ ქალს სიბრაზემ მყისვე გადაუარა, მართალია არ უნდოდა, მაგრამ მაინც გაეღიმა.
- ფიქრობთ, მაინც მსგავს დაპირისპირებას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, იცით რამდენი ახალგაზრდა იღუპება?!- არ უნდოდა სისუსტის გამოვლენა, მაგრამ ნერვიულობისგან ხმა მაინც უთრთოდა ნატოს.
- შენს თავს ვფიცავარ, მართლა შემთხვევით მოხდა! - გულაჩუყებული ნინო უკნიდან მოეხვია და ცრემლებით სავსე თვალები დედის თმაში დამალა.
- მიდი, ახლა იმღერე რამე, თორემ აქვე ავბღავლდები! - მუჯლუგუნი გაჰკრა ჩუმად მჯდომ ძმას ტატომ.
ლაშამაც არ დაახანა, მისი ბოხი ბარიტონით მყისვე დასჭექა „ჩემო კარგო ქვეყანავ!“. იქ მსხდომთ ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა. სიმღერის დასრულებას ერთიანი და ძლიერი საქართველოს სადღეგრძელო მოჰყვა და ბავშვებთან კამათიც მალევე გადაავიწყდათ.
ალბათ, დიდხანს იქეიფებდნენ და იღიღინებდნენ, რომ არა ალაყაფის კართან მდგომი უცნობი მამაკაცი.
- რომელი ხარ? - ფოსტალიონის მოზრდილი ჩანთის დანახვისთავე მიხვდა ზურა კითხვის აბსურდულობას - კარში რატომ დგახართ?! მობრძანდით, მობრძანდით!
გინახავთ ფილმი „მე, ბებიკო, ილიკო და ილარიონი“? მართალია ჩვენი ფოსტალიონი არც კოჭლი იყო, არც პენსიონერი, მაგრამ მის შესვლას სწორედ მსგავსი რეაქცია მოჰყვა. გაოცებულნი და დაძაბულნი შესცქეროდნენ უხერხულად აწურულ მამაკაცს ხელში ნერვიულად რომ ატრიალებდა რამდენიმე ბეჭდით დამშვენებულ კონვერტს. კითხვა არ დაუსვამს, არც გახსნა უცდია, უსიტყვოდ გამოართვა წერილი ზურამ.
- ვიდექი და მალულად ვისმენდი, ისე ტკბილად მღეროდით, ხელისშეშლა მომერიდა! - ბოდიშს იხდიდა ფოსტალიონი.
- უცნაურია, ფოსტას ასე გვიან რატომ არიგებთ?! - მღელვარებისგან ხმა ურთოდა ნატოს.
- ცუდად ნუ გამიგებთ, როგორც წესი მემალებიან, ერთსადაიმავე მისამართზე რამდენიმეჯერაც კი მიწევს მისვლა, არადა კომისარიატის გზავნილები, ყველა სასწრაფოა, იძულებული გავხდი ასე გვიან შემეწუხებინეთ!
- ეგ არაფერი! - ისევ უფროსმა ბოჭორიშვილმა გაამხნევა დაუპატიჟებელი სტუმარი - იმედია, ერთი ჭიქის შესმაზე უარს არ გვეტყვით! - შავი ღვინით სავსე ჭიქა ხელში შეაჩეჩა სტუმარს.
- იცით, წეღან, გარეთ მდგომი, დამალული, ვიდექი, ქურდივით გისმენდით და ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა, როცა დღევანდელ პერიოდში ადამიანს ისევ ემღერება. როცა ისევ შეგვიძლია ღიმილი, როცა სადღაც შენი დანახვა უხარიათ.
- აა, ძმაო. ხომ ხედავ გაგიმართლა კიდეც. ახლა სწორედ ისეთ ადგილას ხარ მოხვედრილი, სადაც ჭირია, თუ ლხინი ყოველთვის მღერიან! - მხიარულად ჩაუკრა წინ მდგომ მეუღლეს თვალი ზურამ.
- ჭირი ღმერთმა გვაშოროს! - შვილის ნათქვამი არ ესიამოვნა ნინას.
- ნამდვილად! - მოხუცის რეპლიკა არ გამორჩენია ფოსტალიონს - ღმერთმა ქნას, ამ ეზოდან მხოლოდ ბედნიერებისა და ლხინის ხმა გამეგოს! - ერთი მოსმით დალია ხელში შერჩენილი ღვინო.
- ამინ!... -ერთ ხმაში დაეთანხმნენ დანარჩენები.

შემდეგ?! შემდეგ იყო მავანთა რჩევა, როგორ უნდა აერიდებინა ზურას გაწვევა. მსგავსი რჩევები ბევრი იყო, ვინ მოსთვლის რამდენი სახის სამედიცინო ცნობის გაკეთებას სთავაზობდა ნატოს კაბინეტში მსხდომთ ლია. მაშინ გაიგო ნინომ, რომ დედისერთა მამაკაცი, ოჯახის ერთად-ერთ მარჩენლად ითვლებოდა და ომში წასვლა არ ეხებოდა. სწორედ მაშინ გაიგო, რომ ორმოცდახუთ წელს ზემოთ მყოფი მამაკაცი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისი გახლდათ, აღარაფერს ვამბობ სქოლიოზსა და ბრტყელტერფიანობაზე. თუმცა ზურამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა:
- მხდალი არასოდეს ვყოფილვარ და, როცა სამშობლოს ვჭირდები, დამალვას და ვალდებულებისგან თავის არიდებას არ ვაპირებ!- ამაყად გამოუცხადა იქ მსხდომთ.
- გესმის რას ამბობს? - აღშფოთებას ვერ მალავდა ლია - მერე ოჯახი, თქვენ?
ჩუმად მჯდომ მეგობარს თვალებს უქაჩავდა ქალი, ხმა ამოიღეო, თუმცა დუმდა ნატო, ან რა ნამუსით უნდა ეთქვა მეუღლისთვის დარჩენილიყო?
- ფიქრობ რას ამბობ, ვის უტოვებ შენს ავადმყოფ მეუღლეს, ინვალიდ დედას?! - მეგობრის ნაცვლად ისევ თავად სვამდა კითხვებს ლია.
- დაფიქრდი რას ამბობ.- ერთბაშად დაიგრგვინა საბოლოოდ გაბრაზებულმა ზურამ - ნუ სარგებლობ ჩემი მოთმინებით, შენს ძმობას ვფიცავარ, ზედმეტი მოგდის!
- მე, მე... - სათქმელი ვეღარ დაასრულა, თვალები ცრემლებით აევსო ლიას.
გატყდა ბოჭორიშვილი, მეგობრის თვალებში დანახულმა ცრემლებმა საბოლოოდ გაანადგურა.
- მაპატიე, შენი წყენინება მართლა არ მინდოდა, უბრალოდ... - გულწრფელად ნანობდა და ფუმფულა ლიას მთელი ძალით იკრავდა გულში.
- ხომ იცი როგორ მიყვარხარ, თქვენს გარდა ვინ მყავს, ჩემთვის არარსებული ძმა ხარ? - სლუკუნებდა ქალი - არ გაბედო გესმის, ნატოს ცრემლებს გაფიცებ, უბრალოდ დაბრუნდი!
იმ დღემდე ასე მძაფრად არ განიცდიდა მამის წასვლას, თითქოს ბოლომდე ვერც იაზრებდა მოსალოდნე საფრთხეს. ნათლიის მუდარით აღსავსე სიტყვებს, დედის თვალებში ჩაგუბებულმა ამოუთქმელმა ტკივილს ვეღარ გაუძლო. წამოხტა და კაბინეტიდან გამოვარდა. გარბოდა, ისევ მირბოდა. თითქო ასე სურდა არსებული რეალობიდან თავის დაღწევა, თუმცა გაქცევით სამწუხაროდ ბევრს ვერაფერს ცვლიდა. უბრალოდ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოს ყველაზე მიუვალსა და უკაცრიელ კუთხეში მოკუნტული იჯდა და ყველასგან მალულად ყლაპავდა ცრემლებს.



№1  offline წევრი თ. ა.

მართლაც მარიონეტები ვართ აი აქ ამ ცხოვრებაში ჩვენ ყველანი. თუმცა ისინი ვისაც გრძნობა და გული არააქვთ ამას სათავისოდ იყენებენ და ეს ხდის ამ ლამაზ და უბრალო ცხოვრებას მტკივნეულს და მძფრს, საშიშს და დაუნდობელს და კიდევ ვინ მოსთვლოს რამდენს... ისტორია როგორც ყველა შენი სხვა სულს გულს და მთლიანად ორგანიზმს ჩასწვდება ისეთია. მხიარულიც, დაზაფრულიც, ისტორიული ფაქტებით და ბევრი სხვა საინტერესო თემით რომლებიც დაგაფიქრებს. <3

 


№2 აქტიური მკითხველი nawkas12345

წაიშალა ჩემი კომენტარი იმ თავთან ერთად.
ძალიან კარგი თავი იყო მაინტერესებს როგორ განვითარდება სიუჟეტი...

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიკო
მართლაც მარიონეტები ვართ აი აქ ამ ცხოვრებაში ჩვენ ყველანი. თუმცა ისინი ვისაც გრძნობა და გული არააქვთ ამას სათავისოდ იყენებენ და ეს ხდის ამ ლამაზ და უბრალო ცხოვრებას მტკივნეულს და მძფრს, საშიშს და დაუნდობელს და კიდევ ვინ მოსთვლოს რამდენს... ისტორია როგორც ყველა შენი სხვა სულს გულს და მთლიანად ორგანიზმს ჩასწვდება ისეთია. მხიარულიც, დაზაფრულიც, ისტორიული ფაქტებით და ბევრი სხვა საინტერესო თემით რომლებიც დაგაფიქრებს. <3

თქვენი სიტყვები თამამად შეიძლება ისტორიას თავფურცლად დავუდოთ. უზომოდ მიხარია, რომ სათაურის არსი ასე გაითავისეთ <3 ერთია ჩვენი სურვილები და მეორე რეალობა. სამწუხაროდ ცხოვრება ყოველთვის როდი გვთავაზობს ჩვენთვის მისაღებ ვარიანტს. ვიღაც იბრძვის, ვიღაც კი უბრალოდ მიჰყვება დინებას. ვნახოთ საბოლოოდ რა გამოვა.

nawkas12345
წაიშალა ჩემი კომენტარი იმ თავთან ერთად.
ძალიან კარგი თავი იყო მაინტერესებს როგორ განვითარდება სიუჟეტი...

შენი ორივე კომენტარი ვნახე, უბრალოდ პასუხის მოწერა ვერ მოვასწარი. ძალიან მიხარია, შენი დამოკიდებულება, ნელ-ნელა ალბათ დაიძაბება, უფრო ემოციურიც გახდება, ყოველ შემთხვევაში მე ასე მინდა და ვნახოთ წერისას რა გამომივა. თუმცა როგორც ყოველთვის ისევ ტქვენი გვერდშიდგომის იმედი მაქვს. მიყვარხართ ძალიან <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

უფრო და უფრო საინტერესო ხდება ისტორია, ძალიან კარგად აღწერე 90-იანების მოვლენები, იმდენად მძიმე წარსული დაგვანახე ნათლად, მიხაროდა კითხვის დროს, რომ ეგ პერიოდი არ მახსოვს. იმედია მალე გაგვახარებ ახალი თავით

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ablabudaa
უფრო და უფრო საინტერესო ხდება ისტორია, ძალიან კარგად აღწერე 90-იანების მოვლენები, იმდენად მძიმე წარსული დაგვანახე ნათლად, მიხაროდა კითხვის დროს, რომ ეგ პერიოდი არ მახსოვს. იმედია მალე გაგვახარებ ახალი თავით

იმედია ძალიან არ დაგამძიმე ????არ მინდა იფიქრო თითქოს მხოლოდ ცუდი ხდებოდა , მიუხედავად მძიმე პირობებისა, ფაქტია რომ ხალხი ბევრად უფრო შეკრული იყო. რასაც დღეს თითქოსდა დალაგებულ სიტუაციში იშვიათად ნახავ. ჩვენი ისტორია რათქმა უნდა განვითარდება დაიძაბება და იმედია ბევრად საინტერესოც გახდება. ყოველ შემთხვევაში მე მთელი გულით მინდა რომ მოგეწონოთ და წნა ისტორიებზე მეტად თუ არა, ოდნავ მანც შეიყვაროთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent