გზა შენისაკენ (თავი 2)
დილა ადრიან გამეღვიძა,კეფაზე დაჭიმულობა ვიგრძენი,დაღლილმა ისევ ბალიშს მივუბრუნდი.ვაჩე გამახსენდა.წამოვხტი.უჰ,-დავიკნავლე- ჩამძინებია, სახე მკვახედ მოვჭმუჭნე, სწრაფადვე ვწვდი ტელეფონს. არანაირი მესიჯი ან გამოტოვებული ზარი არ იყო. ერთის მხრივ გული დამწყდა მეორეს მხრივ გამიმართლა, რომ იმედგაცრუებული არ დავტოვე, ამ შემთხვევაში მერჩივნა იმედგაცრუებული თავად ვყოფილიყავი. გოგოები დაიშალნენ თუ არა ჩამძინებია!- ,ერთადერთი რაც მინდოდა ბანაობა იყო, რომ გუშინდელი დამღლელი დღე წყლისთვის გამეტანებინა.ვიმედოვნებდი რომ ისევ მომწერდა. ტელეფონი დამტენზე შევაერთე თუ არა,აბაზანისკე გავეშურე. კაბა რომლითაც ჩამძინებია არც ისე ცუდად გამოიყურებოდა,ამიტომ საკიდზე დავკიდე. შემოსასვლელში ჩემი ფეხსაცმელები ეყარა, ეტყობა წუხელ სიხარულისგან მოუწესრიგებლად დავტოვე. არ მინანია, ეს ერთხელ ვაპატიე ჩემს თავს. ნაჩუქარის უპატივცემლობა. სააბაზანოდან დაღლილი გამოვედი, დიდხანს დავყავი დრო, უფრო სწორედ ვანაში ჩამძინებია. სააბაძანოდან დედაჩემის ნახსოვარი გრძელი თეთრი,პირსახოცის ხალათით გამოვედი.მივფრატუნდი ტელეფონამდე და მხოლოდ ლისას რამოდენიმე გამოტოვებული ზარი იყო, სხვა არაფერი. გადავურეკე. -სად იყავი ფისო?-ხმაგანაზებულად დამიწყო საუბარი-ხმაზე ეტყობოდა კაი ამბავი ჰქონდა. -აბაზანაში ვიყავი.ასე ადრე რამ გაგაღვიძა? სამსახური დაიწყე და არ ვიცი? ნიშნისმოგებით ვკითხე. -არა ქალო, რა სამსახური.დენიმ მითხრა მომწონხარო. ბევრი დავლიეთ წუხელ, შემდეგ საცეკვაოდაც გამიწვია, თავისი გაკეთებული კოქტეილიც დამალევინა. შევპირდი, რომ ეს ჩემი საყვარელი სასმელი იქნებოდა.ეგ რამ მათქმევინა! -ჰო,მერე- ალღომ არ მიღალატა ვიცოდი,რომ რაღაც მაგდაგვარი იყო-არ მითხრა რომ სახლამდეც მოგაცილა-გადავიხარხარე. -აბა რა.-ისეთი ტონი ჰქონდა საკუთარ თავში 200% იყო დარწმუნებული-მაგრამ, ეგ ყველაფერი არ არის, სანამ სახლში მიმაცილებდა მასთან ვიყავით სახლში. -ღადაობ- ისე გავიკვირვე თითქოს დენისგან არ მოველოდი, რომ მეთქვა შენ მართლა შიგ ხომ არ გაქ მეთქი, თავი შორს დაიჭრეთქო,ისევ მეტყოდა შურიანი ხარო! -რატო ახვედით? -რა რატო ავედით? აუ ფისო იცი რა მაგარი ბაითი აქ ? სააბაზანო რომ ნახო, იქიდან გამოსვლა არ მოგინდება, ჯაკუზი ჰიდრომასაჟორებით და შხაპის ოთახიც კი აქ, აი ძალიან დიდი აბაზანაა. -რაიყო ხო არ მოგისწრია ჯაკუზიში ჩაწოლა? - ჩავიცინე. -ჯერ მარტო შხაპი მივიღე. იცი... -კაი რა ლისა-შევაწყვეტინე- არ გეყო გეგას, რომ სთხოვე შენს სახლში ვიბანავებო ახლა დენის სააბაზანოსაც მიწვდი? (როცა, გეგას სახლში დაადგა და სააბაზანო ოთახით სარგებლობა სთხოვა, გეგამ უარით გამოისტუმრა.) - გოგო გული ავირიე და იძულებული გავხდი, შენ მართლა სხვის სააბაზანოზე დახამებული ხომ არ გგონივარ?-გამიჯავრდა. - იმას ვერ დამაჯერებ რომ არა დენი მაყუთა შორიდან მაინც შეხედავდი. ასე რომ, მისი ფულიც გაინტერესებს და მისი სახლიც , მისი სააბაზანოთიც მოხიბლული დარჩი. მინდა შეგახსენო! (დენი ძალიან შეუხედავი ბიჭი იყო, კარიკატურა, ძალიან გამხდარი,სიგამხდრე რომ დაეფარა დიდ შარვლებს იცმევდა. დიდი ცხვირით,ყურებამდე ჩახეული პირით, ყურებზე არაფერს ვამბობ თვითონ წარმოიდგინეთ.) -ოჰ მოიცა რა, შენი რა მიდის,ხვალ არ გავყვე ცოლად და თუ გავყევი ჩათვალე ,რომ ჯეკპოტი დაგვეცა მაგრად გავაჯაზებთ.- ისე საუბრობდა თითქოს მართლა,დენი თავისი ფულით გააჯაზებინებდა, არ ვიცნობდე მაინც, თუმცა პროცენტულად შესაძლებელი იყო .-ჰო სანამ გულს ავირევდი,მანამდე იცი რამდენი დავლიეთ? ბევრი-საკუთარ კითხვას თვითონვე უპასუხა-ქვეყანა სასმელები აქ სახლში, მთელი ბარი, ვისკები თან ძაან სერიოზულები, მე ხომ იცი, ,,Jack’’_ი მევასება ეგ ხო დავცალეთ მერე ძაან მაგარი ვისკი გავხსენით. შენ თვითონ შეარჩიეო ასე მითხრა, მე კი ,,glandfiddich’’ შევარჩიე. ეგეც დავლიეთ, ოღონდ არ დაგვიცლია. სიგარა მომაწევინა, კაი რაღაც იყო, ძალიან არომატული. ეტყობოდა რომ ჩვეულებრივი არ იყო, პირველად მოვწიე.მართლა მაგარი იყო. მერე წამომაწვინა თავის ოთახში-უცებ შევკრთი ათასმა აზრმა გაიარა ჩემს თავში-აი შენ თავს ვფიცავარ ისე მივლიდა და ზრუნავდა ჩემზე ხო და მაშინ ამერია გული თავისივე ოთახში არაფერი უთქვავს საერთოდ, მერე სახლში წამიყვანა. -მერე? დაგირეკა დღეს? -კიდე კაი არაფერი მომხდარა, თუმცა რაღატო ვღელავდი ვერ ვხვდებოდი. უმანკოება არ შელახვოდა. -არა ჯერ არ დაურეკავს მაგრამ, დარწმუნებული ვარ დამირეკავს.აი უნდა ვახვეწნინო. -წარმატებები -ჩამეცინა-ახლა არ მცალია,უნდა გაგითიშო,თმებს მოვიწესრიგებ. -მე და სოფი მოვდივართ,არსად არ გახვიდე. -კარგი. თმებს ვიწნიდი, თან ტელეფონთან ყურადღებით ვიყავი. გეგა მირეკავდა შეუჩერებლად მაგრამ, მიზეზი ვერ მოვიფიქრე გუშინდელი დღის გასამართლებლად. ხმა გავუთიშე ტელეფონს. სახლიც მივილაგე. დროც გასულა... კაკუნის ხმა გაისმა კარებზე, ლისა და სოფი იყვნენ.ლისამ ჩვეულად ღრიალი მორთო თან ცელოფნის პარკი ,,იაფი’’ წარწერით მომაჩეჩა. (ვის მოაფიქრდა მარკეტისთვის ,,იაფი’’ შეერქმია, დღემდე ვერ ვხვდები, რა იდიოტური მარკეტინგია.) -შე *ლეო რო გირეკავ სად გაქ ტელეფონი?-პასუხი არ გამიცია ლისასთვის, ტელეფონისკენ გავიქეცი. მესიჯი იყო მოსული ვაჩესგან. -აუუუ.-წავიკრუსუნე,მესიჯის შინაარსი შემდეგნაირი იყო ,,BODISHI WUXANDELISTVIS ZMAKACEBS SHEVYEVI WAMOSVLA ROM DAVAPIRE AR DAMANEBES DABADEBISDGE MQONDA, SHENS NOMERS DATOVEB?’’. რა მივწერო? ჰო და დავიწყე მესიჯის აკრეფვა ,, GILOCAV!EG ARAFERI SAPATIO MIZEZI GQONIA, ESAA CHEMI NOMERI 597 77 7... ) -რა კაი ხასიათზე ხარ? რა მოხდა?-თავი გაისულელა სოფიმ თითქოს არ სცოდნოდა ჩემი ღიმილის მიზეზი. -არაფერი სოფკა, არ გიხარია ჩემი კარგი განწყობა? -რას გეუბნებოდი.-შეხედა ლისამ სოფკას და ჩემთან თავი გაიყიდა. -და რას ეუბნებოდი? კიდევ რამდენთან იჭორავე? -ალმაცერად შევხედე და მისი მოტანილი კრუასანები გახსნის დროს ნახევრად დამეყარა ძირს.- ან როდის მოასწარი? -სოფკას რამე რომ სცოდნოდა, დარწმუნებული ვარ არც მე, მეტყოდა არც ვინმე სხვას. -არაფერი რა უნდა მეთქვა?-ეგ კრუასანები ჯემის არომატით როა მაგიტომ თუ გაგიცვივდა ხელიდან, შენთვის შოკოლადით იყიდა სოფიმ პარკში მოიძიე. -ჰო არაა? მადლობა სოოფ.-მაინც მოახერხა ეკბინა. მაინც, ასე ძალიან ვერ ვუგებთ ერთმანეთს, რა საჭიროა ესე ახლოს ვიყოთ? -ცხვირზე მოვისვი ხელი. მერე ამდენი ერთად გატარებული წლები? მოგონებები? რამდენჯერ გვივლია დანგრეულ შენობებში ერთად, მოგებში, შატალოებზე, მე რომ ფეხი მოვიტეხე დღე და ღამე ჩემთან იყო, არ მშორდებოდა. სამსახურიც კი ერთად გვქონდა, მე თუ მიშვებდნენ სამსახურიდან არც ლისა აგრძელებდა მუშაობას, ერთხელ ჩემი მიზეზით გამომიშვეს ლისამ მშვენივრად იცოდა მიზეზი, მაგრამ ისიც იცოდა რომ მართალი ვიყავი, მხოლოდ იმიტომ გამომიშვეს რომ უფროსი უხეშად მესაუბრა, რომელიც ჩემი ტოლი იყო, აწ გარდაცვლილი მამამისის ქონებას განკარგავდა. -ესე უხეშად რატო მესაუბრებით?-მივმართე გაბერილს, რომელსაც ჭამის მეტი არაფერი ეხერხებოდა -შენ მე ტონს ვერ გამიკონტროლებ გოგო.-მსხვილ ტუჩებზე მიისვა ხელი. -ჩემთან ტონს სწორედაც მე გაგიკონტროლებ.-წარბს ავუწიე არც დავბნეულვარ, მაგიდაზე საფერფლე ძალიან ძლიერად დავახეთქე. -ცხოვრება დელტას ჰგავს ვინ სად გადავაწყდებით ერთმანეთს არ ვიცით ასე რომ მოემზადე!-ცოტა ზედმეტი მომივიდა მაგრამ ღირსი იყო ეგ გაბერილი-ხელფასი დამითვალე-და ტონს კიდევ უფრო ავუწიე-ახლავე! -შენ როგორ ბედავ უფროსთან ესე საუბარს? მადლიერების სანაცვლოდ?-წამოდგა, ღიპზე შავი მაისური ჩამოიწია და ,,რემბოს’’ სათვალე გაისწორა -რაღაც გეშლებათ თქვენთან არ ვმუშაობ, დროს ჩემთვის ასე ღირებულს ნუ მაკარგვინებთ!-ლისამ გაიხადა უნიფორმა და მაგიდაზე დაუგდო -ჩემი ხელფასიც მიათვალე.- მიმართა ლისამ ათასი ცუდი თუ კარგი ერთად გამოვიარეთ მაგრამ, ახლა?ახლა ძალიან შეიცვალა. *** ვაჩემ საღამოს პაემანი დამინიშნა უნდა მენახა ამიტომ გამოვიპრანჭე,სადად! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.