შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების 3 წელი (თავი 4 )


29-01-2018, 00:45
ავტორი Gvantso
ნანახია 1 102

გრძნობდა , ყოველთვის გრძნობდა ეს გოგო გიკას მდგომარეობას. თათას მესიჯი დახვდა გიკას, გაეღიმა, გაუხარდა, გაბედნიერდა.
-როგორ ხარ გიკუნ, გულმა მიგრძნო რომ უნდა მომეწერა.
- თათ თუ გცალია გამოგივლი ყავა დავლიოთ.
-ესეიგი ყავა? ანუ ახალი ამბებია. კარგი მცალია გელოდები.
გიკას არასდროს არ მოუყოლია თათასთვის ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, არ უყვარდა ამ ამბის გახსენება, თითქოს წაშალა ეს ყველაფერი თავის ცხოვრებიდან და არც უნდოდა გონებაში ამის ამოტივტივება. მაგრამ დღეს პირველად იყო რომ წლების მერე შეეჩეხა თვის წარსულს თვალებში, თორემ ისე სულ ახსოვდა ის ტკივილი. უნდა მოეყოლა, უნდა დაცლილიყო.
- ზუსტად ნახევარი საათი თათას ერთი სიტყვა არ უთქვამს ისე უსმენდა გიკას, ხვდებოდა ზუსტად ხვდებოდა რა მდგომარეობაში იყო თავის დაქალი, ერთადერთი რაც არ იცოდა, თუ რა უნდა ეთქვა ამ ყველაფრის შემდეგ მას, რა უნდა ერჩია, რა უნდა გამოეხატა. ხედავდა გიკას აცრემლიანებულ თვალებს და ვერ ხვდებოდა ეს ტკივილის ბრალი იყო თუ მოუშუშებელი სიყვარულის, ყველაზე მეტად ამის კითხვა უნდოდა მაგრამ ეშინოდა.
ემოციებისგან დაცლილი გიკა საზურგეს დაღლილ მიეყუდა, არც ელოდებოდა თათასგან დარიგებას, მთავარი იყო რომ თავის მტკივნეული წარსული გაუმხილა, ზუსტად იცოდა თათა გაუგებდა, ზუსტად იცოდა სულ რომ არაფერი ეთქვა უკვე უკეთ იქნებოდა.
- მთელი საუბრის დროს ვცდილობდი მომეფიქრებინა ყველაზე კარგი ვარიანტი თუ რა უნდა მეთქვა, მეკითხა ან რა ემოცია გამომეხატა, მე ვერაფერს გეტყვი, არმინდა არასწორი რჩევა მოგცე, არც ის ვიცი ის ბიჭი რას ფიქრობს, შენ რა დაინახე მის თვალებში?
- ვერ დავაკვირდი, მხოლოდ ერთხელ შევხედე რამდენიმე წამით, იმ თვალებში ის წარსულია რაც მე მტკივა, ხო გესმის თათა?
- მესმის. მოდი დაივიწყე ეს ამბავი, არც წარსულს მისცე უფლება შენს თვალებში სევდა იყოს. არც იბრძოლო რომ წარსული დაიბრუნო, არც ეცადო მიზეზის გარკვევას რა მოხდა, დაიმახსოვრე კარგად , თუ შენ იმ ადამიანისთვის ძვირფასი იყავი, ის აუცილებლად მოვიდოდა და აგიხსნიდა ყველაფერს, იმ შემთხვევაშიც კი თუ აღარ იქნებოდით ერთად.
არ დახარო თავი იმის გამო რომ წავიდა, ის დიდი ხნის წინ წავიდა, იყავი ის გიკა ვინც მე გავიცანი, ყველანაირი სანდროს და გივიკოს გარაშე, რადგან როგორც მე დავინახე ვერცერთმა დაგაფასა. მაპატიე ესე რომ გითხარი ყველაფერი, მაგრამ შენ ძვირფასი ადამიანი ხარ და მინდა ბედნიერი იყო.
-ჩაეხუტნენ გოგოები ერთმანეთს, გიკამ გაიღიმა, მართლაც ისე დაიცალა თითქოს მოგონებების სკივრიც მალე დახურა და შემოდო სხვენზე.
ჩვეულებრივად მიდიოდა დღეები, გიკას მალე პირველი სპექტაკლი ექნებოდა, მთვარ როლში, არა მაგრამ ერთ-ერთი მთვარი პერსონაჟი იყო, ''პეპლებს ახედე ცაში'' - ასე ერქვა მის პირველ სპექტაკლს, მისი პერსონაჟი- ვერონიკა იყო, მხიარული, ბედნიერი, პოზიტიური გოგონა, კარგად მოირგო პირველი როლი, გენერალური რეპეტიციის დროს იმდენად ღელავდა არ იცოდა შეძლებდა თუ არა, დასის ერთ-ერთმა მეგობარმა გოგონამ ხელით ანიშნა ჩუმად მიპარულიყო მისკენ და ერთი ჭიქა კონიაკი გადააკვრევინა, - ეს მეტი სითამამისთვის, ოღონდ არ ჩამიშვა, პირველებს ესე ვამხნევებთ, გადაკოცნა გიკა და კულისებში გაუჩინარდა.
-მართლაც რომ საოცარი სითამამე იგრძნო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, 5 საათსი სპექტაკლი ექნებოდა, თავის საყვარელ ადამიანებს ბილეთბი მისცა, ამაზე უფრო ფიქრობდა , თუ როგორ მოეწონებოდათ თავისიანებს, უნდოდა საუკეთესოდ გამოსვლოდა ყველაფერი,
საღამოს რვა საათიც შესრულდა, სპექტაკლის დაწყებამდე 1 წუთი იყო დარჩენილი, გიკამ გასაოცარი სითამამე მოიკრიბა 60 მდე დაითვალა და პირველად წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე, არ გასჭირვებია, თითქოს ვერც კი იგრძნო, თავიდან ბოლომდე გახდა ვერონიკა, თავიდან ბოლომდე ითამაშა თავის პერსონაჟი, ეს იყო საშუალება გზა გაეკვალა წარმატებული ოცნებისაკენ, საშუალების გარდა გიკასთვის ეს იყო დადებითი ემოციების დიდი გორა, ემოციების რომლებზეც ბავშობიდან ოცნებობდა, პირვეალად ჩამოეშვა სცენის გარდა მის წინაშე, პირველად იგრძნო აპლოდისმენტების მადლი, პირველად დაინახა მაყურებლის ბედნიერი სახეები, ეს იყო მისი დაუვიწყარი გამოსვლა.
-ყველა ულოცავდა გიკას, განსაკუთრებით ბედნიერი იყო მისი ოჯახი, მისი სამეგობრო, თეატრიდან გამოსვლა არ უნდოდა, კიდევ უნდოდა თამაში, შეყვარებული იყო აქაურობაზე, ამ ყველაფერზე.
ის საღამო მეგობრებთან ერთად გაატარა თათასთან სახლში, მეორე დღეს გამოცდები ჰქონდა, მალე ზაფხული მოდიოდა და ფინალურებისთვის ემზადებოდა.
ყველაფერი წარმატებით დახურეს გოგოებმა, ერთი რამ იყო მოსაგვარებელი, სად წასულიყვნენ სადასვენებლად.
არჩევანი რათქმაუნდა ზღვაზე შეაჩერეს, ჩაბარდგნენ ექვსივე და გაეშურნენ დასავლეთისკენ, საუკეთესო განწყობა თუ კი გინახავთ ოდესმე, აი ამ გოგოებთან იყო, არაფერი მოსდიოდათ არასდროს ზედმეტი, იცოდნენ თავიანთი თავის ფასი, იცოდნენ მოქცევა და წესიერ იგართობა, არ ემსგავსებოდნენ იმ გოგოებს ბარებში უზომოდ მთვრალები საკუთარ თავზე კონტროლს რომ კარგავდნენ.
ზღვაზე კიდევ უფრო გამყარდა ეს ექვსეული, უფრო დაახლოვდნენ, უკეთ გაიცნეს ერთმანეთი. ქეთას შეყვარებულმა გოგოები გააფრთხილა რომ ჩამოსვლას აპირებდა ,მათი ერთად ყოფნის 3 წელი ხდებოდა 30 ივლისს, გოგოებს შეუთანხმდა რომ ქეთასთვის სიურპრიზს აწყობდა და დახმარება ჭირდებოდა , ეს სიურპრიზი გოგოებისთვისაც სიურპრიზი იყო. გეგმა ესეთი იყო: საღამოს ქეთა წაეყვანათ სანაპიროზე, ეთქვათ რომ ტარდებოდა ევროპული საღამო, აი გარეთ რომ ფილმებს უყურებდნენ ეგეთი, მართლაც როგორც კი მივიდნენ დანიშნულების ადგილზე, დაინახეს გარეთ მოწყობილი კინოთეატრი, სადაც მართლა რეალური იყო ყველაფერი, გოგოებმა იფიქრეს ალბათ ქეთასთვის მოაწყოო და ბოლოს იტყვისო. მართლაც დაჯდნენ ადგილებზე, თავიდან ყველაფერი ჩვეულბრივად მიმდინარეობდა, უცბად ეკრანზე გამოჩნდა ქეთას და ნიკას სურათები, ისინი რაც ქეთამ იცოდა და ისეთებიც რაც არ იცოდა, გოგონას ცრემლები მაოდგა თვალებზე, ეგონა გოგოებმა მოუწყვეს ნიკას დავალებით ეს ყველაფერი და მათ ეხუტებოდა, გოგოებიც არ იმჩნევდნენ, მალე ნიკას ვიდეო ჩაირთო:
- ქეთა , მე მახსოვს ეს დღე, ალბათ გეგონა რომ დამავიწყდა, ვიცი შენთან ახლოს არ ვარ, მეც ძალიან მინდოდა ერთად ვყოფილიყავით ამ დღეს, და არამარტო ამ დღეს, მე ბედნიერი ვარ რომ მყავხარ გვერდით, ხომ იცი ვიდეოს რომ მიღებენ ვიბნევი ამიტომ მოიცა, გაწყდა კადრი და ქეთას გვერდით მიუჯდა ნიკა.
- ქეთას კივილი მთელ ბათუმს ესმოდა, ტიროდა , მღეროდა , კიოდა , ყველა ემოცია ერთად გამოხატა ისე გაუხარდა შეყვარებულის დანახვა, ნიკა ჩაეხუტა, მერე უცბად გამოეცალა გოგონას ხელიდან, წამის მეათასედში მოხდა ეს ყველაფერი, ქეთამ თვალი მოკრა მის წინ დაჩოქილ სანის, რომელიც ხელს თხოვდა, ხომ წარმოგიდგენიათ იქ რა ამბავი ატყდა, ყველა კიოდა, ულოცავდნენ, მოკლედ ძალიან ბედნიერი საღმო იყო, აი ისეთი დიდი ხანი რომ ლაპარაკობდა ხალხი ამ ხელის თხოვნაზე.
- ზაფხულიდანვე დაიწყეს გოგოებმა მზადება ქორწილისთვის, ბევრს კამათობდნენ, ექვსივეს უნდოდა საუკეთესო ყოფილიყო ეს დღე და საუკეთესო ყოფილიყო პატარძალი, ამიტომ განსაკუთრებული დაკვირვებით და დეტალებით არჩევდნენ ყველაფერს. ქორწილი 30 სექტემბერს დაინიშნა. სულ ცოტა დრო რჩებოდა , მაგრამ გოგოები ოპერატიულად მუშაობდნენ და მოკლე დროში საუკეთესოდ დაგეგმეს ყველაფერი.
-მეჯვარე გიკა და თეო იყვნენ.
30 სექტემბერი გიჟურად დაიწყო.
-გიკააააააააააააააა სად ხარ ამდენი ხანიი მალე მოდიიიიიიი
გაისმა პატარძლის კივილი მძინარე გიკას ტელეფონიდან,
-წამებში წამოხტა, არც ახსოვდა რა ჩაიცვა, წავიდა თავის დაქალთნ, ყველაფერი იქ ჰქონდა დატოვებული, სტილისტებიც იქ მოვიდოდნენ, ამიტომ მარტო პირის დაბანით შემოიფარგლა და 10 წუთში ქეთასთან გაჩნდა, სახლში შესული არ იყო ქეთას ქაოსური ისტერიკა რომ დაეტაკა და გამოაფხიზლა, მიხვდა აქ მას უნდა ეყოჩაღა, არანაირი შენიშვნა, არანაირი გაბრაზებული სახე, მე საუკეთესო მეჯვარე ვარ, უნდა გავუგო ჩემს დაქალს- თავს იმშვიდებდა გიკა.
- ქეთუუშ რას შვები პატარძალოო, დღეს ამაღლებულ განწყობაზე ვარ, ასე რომ ისეთი თვალით შემოგხედავ, პირდაპირ გეტყვი იქნები თუ არა წლის პატარძალი, მოდი დავიწყოთ მომზადება თორემ 3 საათში სიძე მოვა სიძეე.
- ქეთას დედა წაშლილი სახით დარბოდა მთელს სახლში, ანერვიულებული იყო შვილის ისტერიკის გამო, გიკამ ანიშნა რომ არ ენერვიულა ყველაფერი კარგადა არისო, მეჯვარეები თავს დატრიალებდნენ პატარძალს, საკუთარი თავი არ ახსოვდათ იქამდე სანამ სასურველი ვარცხნილობა არ გაიკეთა ქეთამ, იმდენი თვალი აკვირდებოდა ამ ყველაფერს, შეუძლებელი იყო სტილიტს რამე ისე არ გაეკეთებინა, მაკიაჟიც იდეალური იყო, სიფრიფანა შავგვრემანი გოგო მწვანე თვალებით, ეხლა ნამდვილად ირინა შეიკზე ბევრად უკეთესიც კი იყო, იმდენად უხდებოდა სადედოფლო კაბა, გიკამ შეშინებულმა შეხედა. - -ვაიმე! მგონი ცუდად არის საქმე,!!- თეომ უჯიკა რომ გაჩუმებულიყო.
-რატომ მირტყავ თეო ვერ ხედავ ქეთას?
-ვხედავ და ძალიან მომწონს მერე?
-მერე ვერ ხვდები?
-რას?
-რას და ნიკა რომ მოვა შეიძლება მოსასულიერებელი გახდეს , ნიშდური აქვს მანჩოს კითხე აბა- იმხელა ხმაზე დაიწყო სიცილი მთელ სახლში ისმოდა, დღეს პირველად გაიცინა პატარძალმაც ადრინდელთან შედარებით ნაზად,
- ვუააააააა ქეთაააა როგორი სიცილი გისწავლიაააააა გოგოო გაჩელდიიიი - წაეეღადავა გიკა
-ულამაზესი ხარ, შენზე ლამაზი პატარძალი მე არ მინახავს, გულზე ხელს ვიდებ და სრული სერიოზულობით ვამბობ. ზუსტად ის შედეგი ხარ რასაც ყველაზე საუკეთესო ვარნიანტში წარმოვიდგენგი. ჩემო სიხარულოო თხოვდებიიიიიიი - ჩაეხუტნენ გოგოები ერთმანეთს, მაგრამ ქეთამ მალე გაფანტა აქეთ იქით, მაკიაჟი მაკიაჟიო.
-მაყარიც მოვიდაააა, საოცარი დღე იყო, სასწაულად ამაღლებული განწყობით, ეს პირველი დაქალი იყო რომელიც გათხოვდა, პირველად იყვნენ გოგოები მეჯვარეები, პირველად განიცადეს ეს ბედნიერება, სიძე მართლაც რომ გაოცებული უყურებდა ქეთას, ცრემლებიც კი წამოუვიდა , აი ისეთი ვიდეო გამოვიდა ამერიკულ ქორწილებში პატარძლის დანახვისას რომ ემართებათ სიძეებს. - გიკა და ქეთა ღია ვარდისფერ კაბებში იყვნენ , ძალიან ლამაზები იყვნენ გოგოები. თათა სალი და ნინა უფრო ალამაზებდნენ სტუმრების მაგიდებს, საოცარი ქორწილი იყო, ძალიან მაგრად გაერთნენ, ბევრი იცეკვეს , იმღერეს, ამგრა მსაუკეთესო დრო მაინც პატარძალმა გაატარა, პირველი სადღეგრძელოს შემდეგ რომ ადგა, აღარც დამჯდარა საქორცილო მაგიდასთან, ფოტოგრაფი დასდევდა, აშკარად დაიღალა ის კაციც, ესეთი გიჟი პატარძალი ჩემს 20 წლიან გამოცდილებაში არ არსებობსო. მოკლედ ეს დღეს მიილია, ყველა უზომოდ კმაყოფილი იყო, საოცარი გამოვიდა ყველაფერი, ეს ის ქორწილი გამოდგა , სადაც არავის უჩხუბია, არავის წყენია და არავის მოუწყენია. ქეთა და სანი თაფლობისთვეში მალდივებზე წავიდნენ, ათი დღე კონტაქტზეც არ გამოსულან ისე დატკბნენ ალბათ ერთმანეთით.
დიდი ხანი გაყვათ გოგოებს ქეთას ბედნიერების ეიფორია.
მალე ისევ ჩადგნენ ჩვეულ რეჟიმში, უნვიერსიტეტი, შემდეგ სამსახურები, მერე ყავაზე შეკრება, მერე ჭორაობა და ასე შემდეგ.
გიკა მეორე როლზე დაამტკიცეს, ახლა უკვე მთავარი პერსონაჟი იყო, განსხვავებული, სევდიანი ქალის ისტორია სიყვარულზე, ეს იყო '' უცნობი ქალის წერილები'' გიკას საყვარელი მოთხრობა, თუ კი შეეძლო ეოცნება რაიმე როლზე, სწორედ ეს იყო. პრემიერის დღე მოახლოვდა, მალე გახდა ცნობილი რომ ეს საოცარი ნაწარმოები იდგმებოდა, ბილეთბი მალე გაიყიდა, გიკამ ძლივს მოასწრო თვისიანებისთვის ადგილების დაჯავშნა.
სპექტკლამდე 1 წუთი იყო დარჩენილი, ფარდა აიწია,
ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიარა, გიკა ისევ გადაეშვა თავისი პერსონაჟის ცხოვრებაში, შეისისხლხორცა თავისი როლი, ეს იყო გიკას მეორე მე, რომელიც ცხოვრობდა მასში, თუმცა არავინ არ იცნობდა.
გაისმა საოცარი აპლოდისმენტების ხმა, ყვავილებით დაასაჩუქრეს გიკა, განსაკუთრებით დაამახსოვრდა ერთი ქერა პატარა გოგო, დიდი ცისფერი თვალებით, რომელმაც წითელი ვარდები ამოუტანა. ფარდა დაეშვა.
საგრიმიოროში შევიდა გიკა, გამოიცვალა მოწესრიგდა, აიღო თავის ყვავილები და მანქანაში ჩაჯდა.
სახლში დაღლილი მივიდა.
-გიკა , დედი ამ ყვავილებზე რაღაც ბარათია- აჩვენა თიკამ,
-უი ეგ იმ საყვარელმა პატარა ბავშვმა მაჩუქა ნახე აბა.
-თიკამ მიაწოდა ბარათი ,ეს შენ უნდა ნახო ჩემი ხომ არ არისო.
-ბარათი გახსნა - პირველი რაც იფიქრა იყო რომ არ უნდა გაეხსნა, გაითიშა, თითქოს ისევ გადაეშვა სადღც სხვა სამყაროში, ისევ განიცადა უცნაური გრძნობა.
ვერ ხვდებოდა ეს უნდა გახარებოდა, თუ უნდა წყენოდა....
გაგრძელება იქნება.



№1 სტუმარი სტუმარი ნუცა

დავინტრიგდიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent