შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) მეათე თავი (22)


2-02-2018, 16:56
ავტორი fireending
ნანახია 1 626

-ხომ გეუბნებოდი,რომ კარგად ვარ.რა საჭირო იყო ჩემი აქ წამოყვანა_უებნებოდა ქმარს სოფია,როდესაც საავადმყოფოდან გამოდიოდნენ
-ჰო,მაგრამ..._დათო შეჩერდა,ქალს ორივე ხელი მოხვია და გულზე მიიკრა-ვერ გადავიტან შენ რომ რამე დაგემართოს
ქალს გაეღიმა და მამაკაცს აკოცა.
-იმდენი რამ გამოვიარეთ,ამასაც გადავიტანთ
-ჰო,ერთად ყველაფერს მოვერევით_უპასუხა ცოლს და ხელი მოხვია
-ძალიან მშია_თქვა სოფიამ
-ჰო,მეც აქვე..._სიტყვა შუაზე გაუწყდა მამაკაცს,რადგან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შემოიყვანა.დათო პირდაპირ მათკენ წავიდა,მიუახლოვდა თუ არა შუა გზაში გაჩერდა.თავზარი დაეცა დაჭრილი ლუკას დანახვაზე.მაგრამ გონს მალევე მოვიდა.ექთნებს უთხრა,რომ სასწრაფოდ საოპერაციოში აეყვანათ პაციენტი.
-ლუკა_დაიყვირა თავზარდაცემულმა სოფიამ მისი დანახვისას.
-სოფია,უკან დაიხიე,არ შეხედო
-რა დაემართა_ტიროდა ქალი
-სოფია, დრო არ ითმენს,უნდა წავიდე.
დათო საოპერაციოსკენ წავიდა.დერეფანში სალომე შეხვდა.მის დანახვაზე მამაკაცი შეცბა.არ უნდოდა ჯერ ეს ამბავი ეთქვა
-დათო ოპერაციაზე შედიხარ?ჩემი დახმარება ხომ არ
-არა..._სიტყვა გააწყვეტინა მამაკაცმა არ შემოხვიდე
-რა მოხდა?რა სახე გაქვს?
-მეჩქარება
დათო სასწრაფოდ წავიდა.სალომე გაკვირვებული იყო მისი საქციელით.ვერ ხვდებოდა თუ რატომ იყო ასე ანერვიულებული და რატომ აუკრძალა საოპერაციოში შესვლა.უფრო მეტად კი აცრემლებული სოფიას დანახვა გაუკვირდა,რომელიც დერეფანში ნერვიულად სცემდა ბოლთას.სალომე მაშინვე მისკენ წავიდა.
-სოფია
-სალო..._სოფიამ არ იცოდა რა გაეკეთებინა.სალომეს დანახვა დაიბნა.
-რამე მოხდა?დათოც ისე იყო ანერვიულებული
-დაჯექი_ხელი მოკიდა სოფიამ და სკამზე დააჯინა
-რა მოხდა?_შეშფოთდა სალომე
-სალო..._სოფია შეჩერდა,არ იცოდა როგორ უნდა ეთქვა ეს ამბავი
სალომეც აღელდა,გულმა ცუდი უგრძნო.
-მითხარი_წამოიძახა ანერვიულებული ხმით-საოპერაციოში ვინაა?
-ლუკა_გაისმა სოფიას ხმა.ეს ხმა კი ისე ჩაესმა ქალს,თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.კარგა ხანს პარალიზებულივით იჯდა.გული კი ისე ჩქარა და ხმამაღლა უცემდა,ეგონა პირდაპირ ყელში ჰქონდა მიბჯენილი.აღარაფერი ესმოდა,მხოლოდ საკუთარი გულის ცემა.სიტყვის თქმაც ვერ შეძლო,ფიქრიც აღარ შეეძლო.ვეღარაფერს ხედავდა,ირგვლივ თითქოს ყველაფერი სქელმა ნისლმა შთანთქა.სოფია მის გამოფხიზლებას ამაოდ ცდილობდა.
სალომე ფეხზე წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,მისთვის გაურკვეველი მიმართულებით და შემდეგ გაჩერდა.სოფია გვერდიდან არ შორდებოდა და ცდილობდა სკამზე დაებრუნებინა.
-რა ... რა დაემართა_ძლივს თქვა ქალმა და სოფიას შეხედა.
სანამ სოფია პასუხის გაცემას მოახერხებდა ლევანი,სესილი და გიორგი გამოჩდნენ,სალომე მათკენ გაიქცა.
სამივეს წაშლილი სახე და სასოწარკვეთილი თვალები ჰქონდა,სალომეს დანახვაზე კი ურეს დღეში ჩავარდნენ.
-რა დაემართა ჩემ შვილს?_დაიყვირა ქალმა
სამივე დუმდა.ვერცერთი ახერხებდა რამე ეთქვა სალომესთვის.
-ის_სიჩუმე დაარღვია გიორგიმ და ღღმად ჩაისუნთქა-დაჭრეს-დაამთავრა წინადადება.
სალომე შებარბაცდა და რომ არა სოფია წაიქცეოდა.ბიჭებმა ხელი მოკიდეს და ცარიელ პალატაში შეიყვანეს.ქალს გონება არ დაუკარგავს,მაგრამ ძალა მთლიანად გამოეცალა.
-კი მაგრამ,რისთვის?ვინ?ჩემ შვილთან რა უნდოდათ_იკითხა სუსტი ხმით ქალმა
სესილიმ თავი დახარა და პალატა დატოვა.თავი დამნაშავედ იგრძნო.ფიქრობდა,რომ მისი ბრალი იყო ლუკა რომ დაჭრეს.თავი საშინლად იგრძნო,თითქოს შიგნიდან რაღაც გულს უჭამდა.დერეფანში გავიდა,იატაკზე დაჯდა,კედელს მიეყრდნო და სახეზე ხელები აიფარა.
ლევანი გოგონას მაშინვე უკან გაყვა,მამაკაცი ხვდებოდა თუ რა აზრები უტრიალებდა ახლა გონებაში,რას განიცდიდა.მის გვერდით ჩამოჯდა და ხელი მოხვია.
-ხომ გადარჩება?_იკითხა სასოწარკვეთილმა გოგონამ
-რა თქმა უნდა,რა თქმა უნდა...ყველაფერი კარგად იქნება.ლუკა ძლიერია_ამშვიდებდა გოგონას,მაგრამ თითქოს მის სიტყვებში ეჭვი ეპარებოდა,როცა გონებადაკარგული ლუკას სახეს იხსენებდა.ისევ თვალწინ ედგა როგორ იწვა მიწაზე და სისხლისგან იცლებოდა.თანაც ვის გამო,ერთი ლაჩარი არაკაცის გამო.კახას გახსენებაზე სისხლი ყელში მოაწვა ლევანს და საშინელი სიბრაზე იგრძნო.
-ყველაფერი ჩემი ბრალია,ჩემ გამო შეიძლება ლუკა დაიღუპოს და...
-არა,შენ არ ხარ დამნაშავე.მეორედ აღარ თქვა.ნუ გეშინია,ლუკა გამოვა მდგომარეობიდან.
-იმედია,თორემ მოვკვდები_ატირდა გოგონა
ლევანმა ხელი მაგრად მოხვია.
-სალომესთან შევიდეთ_თქვა სესილიმ
-ჰო
ფეხზე წამოდგნენ და პალატაში შესვლა დააპირეს,როდესაც ანდრია დაინახეს.მამაკაცს სახეზე მკვდრის ფერი ედო.სესილის და ლევანის დანახვაზე შეჩერდა.მათ სასოწარკვეთილ სახეებს რომ შეხედა შეეშინდა რამე ეკითხა.ვერც ისინი ეუბნებოდნენ რამეს.მამაკაცს შიში ჰქონდა თვალებში ჩამდგარი .
-ლუკა როგორაა?_უიმედო ხმით იკითხა
-საოპერაციოშია,ჯერ არაფერია ახალი.ოპერაციას უკეთებენ _უპასუხა ლევანმა
-კი მაგრამ ეს როგორ მოხდა?საერთოდ რა ჯანდაბა მოხდა_იყვირა ანდრიამ
სალომემ ქმრის ხმა გაიგო,ოთახიდან გამოვიდა და ქმარს მოეხვია.
-ჩვენი ბიჭი დაჭრეს_მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა ქალმა,რადგან ცრემლები ახრჩობდა.
მამაკაციც ძლივს იკავედა თავს.ატირებული ცოლის დაწყნარებას ცდილობდა,მაგრამ თვითონაც მთელი სხეული უკანკალებდა და შიშის გარდა ვერაფერს გრძნობდა.
...
თითქმის სამი საათი გავიდა.საოპერაციოს თვალს არ აცილებდნენ.არავინ გამოდიოდა.ეს სიჩუმე კი კიდევ უფრო ანერვიულებდათ.დაძაბულები იდგნენ დერეფანში.ვერცერთი ბედავდა რამის თქმას.
ყველა გამოფხიზლდა,როცა დათო დაინახეს.მისკენ წავიდნენ.მამაკაცი თავჩაღუნული იდგა.
-დათო_მოისმა სალომეს ხმა
-როგორაა ჩემი ბიჭი_ეკითხებოდა ანდრია
მამაკაცი სიტყვას ვერ ამბობდა.უჭირდა სათქმელის თქმა.სალომემ აიძულა მისთვის შემოეხედა და მის თვალებში ვერანაირი იმედი ვერ ამოიკითხა.ყველაფერი დამთავრდა.გრძნობდა,რომ მიწა ეცლებოდა ფეხქვეშ.
-ვწუხვარ_დათომ ძლივს მოახერხა რამე ეთქვა-მდგომარეობა ძალიან გაღტულდა.ბევრი სისხლი დაკარგა.ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია,რომ დაველოდოთ.ყველაფერი გავაკეთეთ,რაც შეგვეძლო,მაგრამ...გონს თუ არ მოვა
-უნდა გადარჩეს.უნდა გადარჩეს...სხვანაირად არ შეიძლება,გთხოვ შვილი გადაგვირჩინე_ევედრებოდა ანდრია
-უნდა ვნახო_სალომე საოპერაციოსკენ წავიდა,მაგრამ დათომ შეაკავა
-სალო,გთხოვ.ახლა არ შეიძლება.გთხოვ დამშვიდდი.
-არ შემიძლია,როგორ დავმშვიდდე.ჩემი შვილი ასეთ დღეშია
საუბარი ექთანმა შეაწყვეტინათ,რომელმაც დათოს უთხრა ,რომ ლუკას მდგომარეობა გართულდა.მამაკაცი მაშინვე საოპერაციოში შევიდა.
...
მძიმე ღამე გადაიტანეს.საავადმყოფოდან არცერთი წასულა.მოუთმენლად ელოდნენ ახალ ამბავს,მაგრამ საათები გადიოდა და ცვლილებები არ იყო.სალომე და ანდრია მთელი ღამე ლუკას საწოლთან ისხდნენ.სალომეს თვალიც არ მოუხუჭავს,მონიტორს თვალს არ აცილებდა.შიშით შეჰყურებდა მის ყოველ გულის ცემას.მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინათ ორივეს.დილით კი რაღაც მოძრაობამ გააღვიძა.ქალმა თვალები გაახილა და სიხარულისგან დაიყვირა,როდესაც გაღვიძებული ლუკა დაინახა.ანდრიამ კი სიხარულისგან მეტყველების უნარი დაკარგა.ლუკას ჯერ კიდევ ვერ გაეგო თუ რა ხდებოდა მის თავს.გაკვირვებული უყურებდა მშობლებს,რომლებიც ეფერებოდნენ.
-რა...რა მოხდა_იკითხა ბიჭმა და წამოდგომა სცადა
-არა,ლუკა,ნუ მოძრაობ.მძიმე ოპერაცია გადაიტანე_წამოჯდომის საშუალება არ მისცა სალომემ
-შვილო,რა ბედნიერი ვარ ვერ წარმოიდგენ_ეფერებოდა შვილს ანდრია
-აქ რატომ ვარ?
-არაფერი გახსოვს_ჰკითხა მამამისმა
ლუკა ცოტა ხანს გაჩერდა,გონებაში ყველაფერი არეული ჰქონდა,თვალები დახუჭა და ყველაფრის გახსენება სცადა.
-ჰო,ის დამპალი.მესროლა.ბავშვები სად არიან?კარგად არიან?_იკითხა ლუკამ
-ნუ ღელავ,კარგად არიან_უპასუხა სალომემ
-გარეთ იცდიან.მთელი ღამე აქ გაატერეს.ყველა ვნერვიულობდით შენზე._თქვა ანდრიამ
-მე დათოს დავუძახებ_ფეხზე წამოდგა სალომე-უნდა გაგსინჯოთ და დავრწმუნდეთ,რომ ყველაფერი რიგზეა
-კარგი დე.
...
-როგორ არის?_ჰკითხა სალომემ დათოს,როდესაც მან ლუკა გასინჯა.
-ძალიან კარგად.ამ ამბავს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ სასწაული.ძლიერი ორგანიზმი აქვს და მალე გამოჯანმრთელდება სრულად.
-შენი დამსახურებაა,მადლობა...მადლობა რომ შვილი გადაგვირჩინე_მხარზე ხელი დაადო ანდრიამ
-მეგონა...მის ხმას ვეღარასდროს გავიგებდი_ცრემლები მოერია სალომეს
-ყველაფერმა ჩაიარა,ლუკა კარგად იქნება_უთხრა ცოლს ანდრიამ და ქალს მოეხვია.
-მართალი ხარ_თქვა დათომ-ახლა წავალ,სხვა პაციენტებიც უნდა შევამოწმო
-კარგი.ცოტა ხანში მეც შემოგიერთდები
-არა სალო.შენ დაისვენე ,ცოტა ხანს ნუ იმუშავებ.
-რა?ახლა ნამდვილად ვერ დავისვენებ.ლუკა უკეთაა,ამ ამბავმა სამმაგი ენერგია შემმატა და ახლა რა დამასვენებს_თქვა გახარებულმა
დათოს გაეღიმა
-სალომე ფორმაშია,როგორც ყოველთვის.კარგი,კარგი.მაგრამ ზედმეტად ნუ დაიტვირთავ თავს._თქვა დათომ და პაციენტების გასასინჯად წავიდა.
სალომემ ქმარს აკოცა და კაბინეტისკენ წავიდა,რომ სამუშაოდ მომზადებულიყო.სიხარულიგან დაფრინავდა.ცოტა ხნის წინ კი ეგონა თიტქოს მთელი სამყარო თავზე ენგრეოდა და მიწა ,რომელზეც ერთ დროს მყარად იდგა თანდათან ფეხქვეშ ეცლებოდა,მაგრამ ახლა,როცა ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა და ისევ მყარად დადგა ეს ყველაფერი ცუდ სიზმრად ეჩვენებოდა.სიხარულისგან კი თიტქოს მკერდში გული აღარ ეტეოდა.ჯერ კიდევ გუშინ გულმოკლილი იჯდა შვილის გვერდით,მისი ხელი ეჭირა და ეგონა,რომ უკანასკნელ საათებს ატარებდა მასთან.
მხოლოდ ცოტა თუ აღმოჩნდება მსგავსად იღბლიანი.საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არ ინკურნება და მაშინაც კი თუ საფრთხემ ცაიარა რჩება შიში,რომ მსგავსი რამ ისევ განმეორდება.სწორედ მსგავსი შიში იპყრობდა სალომეს და ანდრიას.მათ ხომ ერტადერთი შვილი კინაღამ დაკარგეს.ახლა კი მხოლოდ იმითაც იყვნენ ბედნიერი,რომ ლუკა სუნთქავდა,ლაპარაკობდა და უბრალოდ ცოცხალი იყო.თითქოს შვილი მეორედ შეეძინათ,ეს ყველაფერი მათთვის ლუკას თავიდან დაბადების ტოლფასი იყო.
...
-ფრთხილად,დამეყრდენი და ისე წამოდექი_ეუბნებოდა გიორგი ლუკას
-კარგად ვარ,კარგად.
-რა ბედნიერებაა საავადმყოფოდან რომ გამოგწერეს._თქვა სესილიმ
-ჰო.მეც ერთი სული მქონდა როდის გამწერდნენ.
-ძალიან ვწუხვარ ლუკა...
-რას გულისხმობ სესი?_ჰკითხა გოგონამ
-იმას,რომ იმ არაკაცმა მე მომაკითხა და შენც ჩემ გამო დაზარალდი
-ოო,ნუ ამბობ სისულელეებს.იმ იდიოტის გამო თავს ნუ იდანაშაულებ.თანაც მე კარგად ვარ,ორმაგად ჯანმრთელად ვერ ხედავ?
ყველას გაეცინა.
-ლუკა მართალია.მეც მაგას გეუბნები.შენ კი დარდით თავს იკლავდი_ეუბნებოდა ლევანი
-ჰო,მაგრამ...ის ფაქტიც მაწუხებს,რომ აქამდე ვერ დაიჭირეს_თქვა გოგონამ
-დაიჭერენ,აუცილებლად დაიჭერენ._ზიზღით თქვა გიორგიმ და ლუკას მაისურის ჩაცმაში დაეხმარა
-კარგი,გვეყოს.ამ ამბავზე ნერვიულობა.ახლა ყველაფერი კარგადაა_თქვა ლუკამ და მაისური გაისწორა.-ჰო და კიდევ ჩემთან გეპატიჟებით აღვნიშნოთ ჩემი სახლში დაბრუნება.ეჰ,თქვენ უნდა დალიოთ ჩემ მაგივრად_დანანებით თქვა ლუკამ
-ჰო...მაგდენს ვერ დავლევ_გაეცინა ლევანს
-არ ვარ მასეთი ლოთი_უპასუხა ლუკამ სიცილით
-არა კი არა..._დაცინა გიორგიმ
-ნუ დამცინით.არ ვარ მეთქი ლოთი
საუბარი გიორგის მობილურის ზარმა შეაწყვეტინათ.
-დიახ_უპასუხა მან-რა? რას ამბობთ?ახლავე წამოვალ
-რა მოხდა?_შეშფოთებით ჰკითხა სესილიმ
-სარეპეტიციო გატეხეს.
-რა?_დაიყვირა ლუკამ-კი მაგრამ ვინ ჯანდაბამ
-უნდა წავიდე,გავარკვიო ყველაფერი_თქვა ანერვიულებულმა
-მოიცა,გიო.მეც წამოგყვები._უთხრა ლევანმა
-კარგი,მე ლუკასთან დავრჩები და დამირეკეთ რამეს როცა გაარკვევ
-კარგი სესი.ნუ გეშინია.ყველაფერს გავარკვევთ და დავბრუნდებით_აკოცა ცოლს ლევანმა და პალატიდან გავიდნენ.
...
გზა სარეპეტიციომდე სწრაფად გაიარეს.მანქანა იქვე გაიარეს და სარეპეტიციოსკენ გაიქცნენ.კარი ღია იყო.ყველაფერი უწესრიგოდ ეყარა .
-რა ჯანდაბა ამის დედაც ვატირე_დაიყვირა გიორგიმ
-ვის უნდა გაეკეთებინა.ან რატომ?ინსტრუმენტებიც დაზიანებულია
-პოლიციას გამოვიძახებ _ტელეფონი აიღო გიორგიმ
-საავადმყოფოდან წამოხვედით ბიჭებო?_გაისმა კახას დამცინავი ხმა-გადარჩა არა ის ღლაპი?სამაგიეროდ თქვენ მოგიწევთ იქ დაბრუნება,მაგრამ პირდაპირ მორგში_ამ სიტყვებით ამოიღო იარაღი და ლევანს დაუმიზნა.
-ყოჩაღ არაკაცო,იარაღით მაგარი ხარ არა?ლაჩარი ხარ.
-მოკეტე ლევან,თორემ შუბლს გაგიხვრეტთ ორივეს.შენ სესილი წამართვი მე კი სიცოცხლეს წაგართმევ,შენ არ შედიოდი გეგმაში,მაგრამ რადგან აა ხარ,მეგობრებს ერთად გაგამგზავრებთ მოუსვლელში.
გიორგიმ მისი ლაყბობით ისარგებლა.წიხლი მუცელში ჩაარტყა და იარაღი ხელიდან დააგდებინა.ამით დრო იხელთეს და გასასვლელისკენ წავიდნენ.
კახა ძლივს წამოდგა ფეხზე,იარაღი აიღო და მათ დაედევნა.თუმცა ბიჭები უკვე მანქანაში იჯდნენ.ისიც თავის მანქანაში ჩაჯდა და მათ დაედევნა.გიჟივით მიაქროლებდა მანქანას.გონება დაბინდული ჰქონდა,მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა.მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა,რომ ლევანი მოეკლა.გაზის პედალს ფეხი დააჭირა და კიდევ უფრო ჩქარა წავიდა.მალე ლევანის მანქანაც გამოჩნდა
-ლევან,უკან მოვყვება.
-რა?_ლევანმა სარკეში ჩაიხედა
-გიჟივით მოდის,ავარიას მოახდენს.უნდა გავასწროთ
ლევანმა სიჩქარეს მოუმატა.გასროლის ხმა და საბურავის გასკდომა ერთი იყო.კახამ მათ მანქანას ესროლა.მანქანა ჰაერში ამოტრიალდა და ხიდიდან გადავარდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent