შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მეორე ნაწილი) მეხუთე თავი ... მეორე ნაწილის დასასრული (12)


8-11-2017, 17:32
ავტორი fireending
ნანახია 2 472

მეხუთე თავი
–ძალიან ვნერვიულობ.დღეს დათოს მამა მოდის სტუმრად_ამბობდა სოფია,თან სარკის წინ იჯდა და თმას ივარცხნიდა.
–ნეტავ რა განერვიულებს_უთხრა სალომემ და მაგიდაზე ჩამოჯდა
–არ ვიცი,მაინც.
–ნუ ნერვიულობ.დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.ხომ ხედავ შენ და დათო ერთად ხართ ისევ.მთავარია,რომ ბედნიერი ხარ.
–ჰო,ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ შესაძლო იყო ისევ გამეღიმა და ბედნიერი ვყოფილიყავი.თითქოს ადრე სუნთქვაც არ შემეძლო.ახლა კი საყვარლ ადამიანთან ერთად ვარ და ბედნერებით ვტკბები.ისიც ძალიან მიხარია,რომ სანდრო ჩვენთან იცხოვრებს.
–სანდროს უკვე უთხარით,რომ მის შვილად აყვანას აპირებთ?_ჰკითხა სალომემ
–კი,უნდა გენახა რა ბედნიერი თვალებით გვიყურებდა.სალო,ეს ბავშვი ძალიან მიყვარს.მინდა კარგი დედობა გავუწიო სანდროს.
–შენ ძალიან კარგი დედა იქნები,დათო კი არაჩვეულებრივი მამა._უთხრა სალომემ და თმაზე მოეფერა–ძალიან ლამაზი ხარ სოფი,გიხდება წითელი კაბა.
–მადლობა სალო.
–წამო,ქვემოთ ჩავიდეთ,ალბათ დათო მალე მოვა.
–აჰა,კარგი_უპასუხა სოფიამ და ფეხზე წამოდგა.
ნახევარი საათიც არ გასულა,რომ კარზე ზარის ხმა გაისმა.სოფია კარისკენ წავიდა.დათო მამასთან და ანდრიასთან ერთად შემოვიდა.სტუმრებს ზურაც მიესალმა და სახლში შეიპატიჟა.სოფია მალე მიხვდა,რომ ტყუილად ნერვიულობდა.გიგამ საკმაოდ თბილად მიიღო ის და ადვილად გამონახეს საერთო ენა.თანაც სოფიამ გაიგო,რომ გიგას საკუთარი დიზაინერული ფირმა აქვს.ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი,რომ საერთო ენა ენახათ.
სადილის შემდეგ ყველანი ეზოში გავიდნენ.
–ძალიან მომნატრებია აქაურობა_თქვა გიგამ და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა
–ხშირად გვესტუმრე ხოლმე_მხარზე მეგობრულად დაადო ხელი ზურამ.
–რა თქმა უნდა,აწი ხშირად ჩამოვალ.მიხარია,რომ დავნათესავდებით_ხელი გადახვია გიგამ სოფიას
-რამდენი დღე დარჩა ქორწილამდე?_იკითხა ანდრიამ
–მხოლოდ და მხოლოდ ოთხი დღე.ერთი სული მაქვს ეს დრო როდის გავა._უპასუხა დათომ
–ქორწილზე სანდროც ხომ იქნება?
–კი მამა,რა თქმა უნდა_უპასუხა დათომ
–რა კარგია.ძალიან მინდა მისი გაცნობა.
–ძალიან საყვარელი ბავშვია._უპასუხა სოფიამ
–ეჭვიც არ მეპარება_ღიმილით უთხრა გიგამ–ჰო მართლა,სოფია.შენ ნახატებს მაჩვენებ?
–კი,რა თქმა უნდა.ზემოთ მაქვს_უპასუხა სოფიამ და მსახურს დაუძახა,რომ ნახატები მოეტანა.
გიგა ეზოში მდგარ მაგიდასთან ჩამოჯდა და ნახატების თვალიერებას შეუდგა.ყოველი ნახატის ნახვის შემდეგ აღფრთოვანებული რჩებოდა.
–ძალიან მომწონს ტანსაცმლის მსგავსი მოდელი.სოფია შენ არაჩვეულებრივად ხატავ.ძალიან ნიჭიერი ხარ_უთხრა გიგამ
სოფია სახეზე გაწითლდა და გაეღიმა.
–დიდი არაფერი
–რას ამბობ.ეს ფაქტობრივად ახალი სიტყვაა.შენთან წინადადება მაქვს.
–რა წინადადება?_იკითხა სოფიამ
–როცა შენ და დათო დაქორწინდებით ნიუ–იორკში მოდიხართ,როგორც ვიცი.მინდა ჩემ კომპანიაში დაიწყო მუშაობა,თუ შენი სურვილიც იქნება.ზუსტად შენნაირი ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები გვჭირდება.
–მე?მართალს ამბობთ?_სოფია ძალიან გახარებული იყო
–დათანხმდი სოფი_უთხრა დათომ–შენ ამას იმსახურებ.მამას ძალიან წარმატებული კომპანია აქვს.
–ვიცი და ცოტა მეშინია
გიგამ სოფიას ხელი ხელზე მოკიდა და გაუღიმა.
–ნუ გეშინია.შენი ნიჭი განვითარებას იმსახურებს.მე მჯერა,რომ შენ წარმატებას მიაღწევ.
–დიდი მადლობა_უპასუხა სოფიამ
–გილოცავ სოფი,მეც მჯერა,რომ შენ წარმატებული დიზაინერი იქნები_უთხრა ზურამ და თმაზე მოეფერა.
სოფია ძალიან გახარებული იყო.თავში იმდენი ახალი იდეა უტრიალებდა.ახლა კი მათ განხორციელებას შეძლებდა.
...
საღამოს,როდესაც სტუმრები წავიდნენ სოფია სალომესთან ერთად სამზარეულოში იჯდა და ჩაის სვამდა.
–კარგი დღე იყო არა სოფი?_ჰკითხა სალომემ
–კი.ძალიან ბედნიერი ვარ.გიგა ძალიან კარგი ადამიანია.ადვილად დავმეგობრდით
–კი,ნამდვილად კარგი ადამიანია.იცი რა,ძალიან მიხარია,რომ შენ ოცნებას აიხდენ.უკვე წარმომიდგენია მსოფლიოში ცნობილი და მაგარი ბრენდი გექნება.მთელი მსოფლიო შენზე ილაპარაკებს.შენ საკუთარი კომპანია გექნება.დიდი კაბინეტი.ჟურნალისტების რიგი დადგება .პაპარაცები არ მოგასვენებენ
სოფიას სიცილი აუტყდა
–რა გაცინებს გოგო?
–აუ სალო,რა მეოცნებე ხარ.დააწყო გეგმები.
–აი ნახე,თუ არ ასრულდება,რაც გითხარი.მერე გაგახსენებ_სიცილით უთხრა სალომემ
–კარგი ეგრე გააკეთე.
საუბარი კარზე ზარის ხმამ შეაწყვეტინათ.მსახურმა კარი გააღო და კურიერს დიდიი ყუთი გამოართვა.სოფიას საქორწინო კაბა მოიტანეს.სოფიამ კაბა ოთახში შეიტანა.ძალიან ღელავდა.
–არ ჩაიცვამ?_ჰკითხა სალომემ
–ჰო..._უპასუხა სოფიამ და ყუთი გახსნა და კაბის ჩასაცმელად გვერდით ოთახში გავიდა.რამდენიმე წუთში შემობრუნდა ოთახში.
–სოფი,ულამაზესი ხარ ,ძალიან გიხდება.მოდი ჩაიხედე სარკეში.
კაბა მართლაც ძალიან ლამაზი იყო.სოფიას ბედნიერი სახე კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა,საკუთარ ანარეკლს აკვირდებოდა სარკეში და ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.კაბის ნაზ მატერიას ხელს უსვამდა და იმ ბედნიერების წარმოდგენითაც კი ტკბებოდა,რაც რამდენიმე დღეში ელოდათ.
–არ მჯერა,რომ ბოლოსდაბოლოს მშვიდად და ბედნიერად ვიცხპვრებ დათოსთან და სანდროსთან ერთად._თქვა მან და სკამზე ჩამოჯდა.
–უნდა დაიჯერო.ეს რეალობაა,ბედნიერება,რომელიც დაიმსახურე.
–იმდენი რამ გავიარეთ.აღარ მეგონა თუ გავიღიმებდი
–კმარა,არ გინდა.ცუდ ამბებზე აღარ ვიფიქროთ.ახლა აწმყოთი და ბედნიერებით დავტკბეთ.
–ჰო.იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
–აუცილებლად.ჩვენ ვერაფერი მოგვერევა.
გოგონები ერთმანეთს მეოხვივნენ.
–სალო,მე გავალ და კაბას შევინახავ.
...
ოთხი დღეც სწრაფად გაფრინდა.და დადგა სოფიასთვის და დათოსთვის სანატრელი დღე.სოფიას უკვე საპატარძლო კაბა ეცვა და ვიზაჟისტები მაკიაჟს უკეთებდნენ.სალომეც მის გვერდით იჯდა.
–ძალიან ვღელავ სალო...ფეხები მიკანკალებს,მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ
–ძალიან მიხარია.ოღნ დამშვიდდი, არ ინერვიულო.
–ძნელია.
–ყველაფერი კარგად იქნება_გაუღიმა სოფიას.
როგორც კი მაკიაჟის გაკეთება დაასრულეს სოფია და სალომე ქვემოთ ჩავიდნენ,სადაც ზურა და ანდრია ელოდებოდათ.
–სოფი,ულამაზესი პატარძალი ხარ.მინდა სულ ბედნიერი იყოთ.
–მადლობა ბიძია_სოფია ზურას მოეხვია
ანდრიამ ხმის ამოღება ვერ შეძლო,სოფია გადაკოცნა,სალომესთვის კი თვალი არ მოუშორებია.მართლაც ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა.მამაკაცი სალომეს მოუახლოვდა.
–თვალისმომჭრელად ლამაზი ხარ_ჩასჩურჩულა ყურში და ლოყაზე აკოცა.
სალომემ გაუღიმა.
ეზოდან მანქანის ხმა გაისმა.სტუმრები უკვე აქ იყვნენ.სოფია მისაღებ ოთახში იჯდა.
ღელავდა,რომ დათომ დააგვიანა.სალომე და ანდრია ამშვიდებდნენ,მაგრამ სოფიას მღელვარება ემატებოდა.
ისევ მანქანის ხმა გაისმა.
–დათოა და... მოდი შენ თვითონ ნახე_თქვა ანდრიამ
–სოფია ფანჯარასთან მივიდა.
დათო და სანდრო ხელჩაკიდებულები მოდიოდნენ.დათო ძალიან ბედნიერი იყო.სახეზე ღიმილი არ შორდებოდა.სახლში შემოვიდა.სოფიას მიუახლოვდა და მაგრად მოეხვია.
–ულამაზესი ხარ.მიყვარხარ სოფია.
–მეც მიყვარხარ
ერთმანეთს აკოცეს.სოფია სანდროსკენ წავიდა და მოეხვია.
–სოფია,შენ ყველაზე ლამაზი ხარ_უთხრა ბავშვმა და გოგონას წითელი ვარდი გაუწოდა.
–ჩემო ტკბილო.იცოდე,რომ ძალიან მიყვარხარ.
სოფია ბავშვს მოეხვია.
ზურა ბედნიერი ღიმილით აკვირდებოდა მათ.
–წავიდეთ_თქვა ანდრიამ
–დათომ სოფიას და სანდროს ხელი მოკიდა და ეზოში გავიდნენ.
სტუმრები ტაშით შეეგებნენ წყვილს.ხელი ზღვის სანაპიროზე მოაწერეს.შემოდგომის მშვიდი,მზიანი დღე იყო.საოცრად ჰარმონიულად ეხამებოდა ერთმანეთს ზღვის ტალღების და მუსიკის ხმა.დათომ სოფიას ნაზად მოხვია ხელი წელზე და გულზე მიიკრა.ნელი მუსიკის რითმებთან ერთად იძირებოდნენ სიყვარულის მორევში.სოფია დათოზე იყო მიხუტებული.თვალდახუჭული უსმენდა მუსიკას და აღარაფერზე ფიქრობდა.
–უბედნიერესი ვარ,შენ მე გამაბედნიერე._ყურში ჩასჩურჩულა დათომ და აკოცა სოფიას.
–მიყვარხარ.
–მეც მიყვარხარ...სოფი.შენთვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს.
–რა ამბავი?
–სანდრო უკვე ოფიციალურად ჩვენი შვილია.დღეს მაგიტომ დაგვაგვიანდა.ოფიციალური მხარე მოვაგვარე.ის უკვე ჩვენი შვილია,სანდრო ავალიანი_ღიმილით უთხრა გოგონას
–რა?ამას მართლა მეუბნები?ვერ წარმოიდგენ როგორ გამახარე._სოფიას ცრემლები მოერია.
მუსიკა დამთავრდა.სოფია სანდროსკენ წავიდა.ბავშვი ზურას და გიგას შორის იჯდა და მათ ესაუბრებოდა.სოფიამ ბავშვს აკოცა და მის გვერდით ჩამოჯდა.სანდრო სოფიას მიეხუტა.მას ძალიან უყვარდა სოფია და დათო და მათ გარემოცვაშიც თავს მშვიდად გრძნობდა.
–მგონი მთვრალი ვარ_ფეხზე ვეღარ დგებოდა სალომე
ანდრიას მის წელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები და გოგონას ასე იჭერდა.
–მგონი?_სიცილით ჰკითხა სალომეს და უფრო მაგრად მიიკრა.
–შენ რატომ არ დათვერი?არადა გიყურებდი ჩემზე მეტი დალიე
–მე ძალიან მაგარი ვარ_გაიბღინძა ანდრია
–ოჰ რას ამბობ.
–მოიცა,სალო,სალო ნელა_ხელა შეაშველა ანდრიამ სალომეს,რომელიც ცეკვას ცდილობდა.
ბიჭმა ხელი მოკიდა და მაგიდასთან მიიყვანა.შემდეგ მის გვერდით ჩამოჯდა.სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია და ლოყაზე ნაზად მოეფერა.
შემდეგ ანდრია ფეხზე წამოდგა და სალომეც წამოაყენა.ყველამ მას მიაპყრო ყურადღება.ანდრიამ ჯიბიდან ბეჭედი ამოიღო და სალომეს მიაწოდა
–მინდა ყველამ გაიგოს.სალო,მე შენ ძალიან მიყვარხარ და მინდა,რომ ჩემი ცოლი გახდე.
სალომე წამში გამოფხილდა.გულმა გამალებით იწყო ძგერა.ფრთხილად შეახო ხელი ბეჭედს.
ანდრია ყუთიდან ამოუღო ბეჭედი.მას თითზე გაუკეთა და აკოცა.სტუმრებმა ტაში დაუკრეს.დათომ და სოფიამ წყვილს მოულოცა.სალომე ძალიან ბედნიერი იყო.
...
ერთი თვე თითქმის მიიწურა.დათოს და სოფიას თაფლობის თვიდან დაბრუნებამდე რამდენიმე დღეღა რჩებოდა.ანდრიას და სალომეს ქორწილისთვისაც ყველაფერი მზად იყო.დრო შეუმჩნევლად გავიდა.სანდროც ძალიან კარგად შეეგუა ახალ სახლს.მხოლოდ უნდოდა,რომ დათო და სოფია დაბრუნებულიყვნენ მალე.
დარჩენილი რამდენიმე დღეც მიიწურა.ქორწილამდე კი მხოლოდ რამდენიმე საათი რჩებოდა.სალომე ნერვიულობდა.წუწუნებდა,რომ სოფია ჯერ კიდევ არ იყო ჩამოსული.უნდოდა ის ყოფილიყო მის გვერდით ქორწილზე.საპატარძლო კაბა ეცვა.სარკის წინ იდგა და ბუზღუნებდა.მოულოდნელად ქვემოდან ნაცნობი ხმა მოესმა.სიხარულით ჩაიარა კიბეები და სოფიას და დათოს მოეხვია.სანდრო სოფიას და დათოს ხმის გაგონებისთანავე გამოვარდა მისაღები ოთახიდან და მათ მოეხვია.სოფია ეფერებოდა დიდი ხნის მონატრებულ ბავშვს.
–როგორ გამიხარდა.სოფი.მე მეგონა ვერ ჩამოდიოდით და...
–რას მაბობ,შენ ქორწილს მე დავაკლდებოდი_უპასუხა სოფიამ–ძალიან ლამაზი ხარ სალო.ულამაზესი.
–სოფიამ დატოვა და ახლა სალომეც მიდის_თქვა ზურამ–სალომე,შვილო.დამპირდი რომ ხშირად მნახავ
–გპირდები,ვერ მომიცილებ მა
ზურას გაეცინა და შვილს მოეხვია.
–მინდა,რომ სულ ბედნიერი იყო._უთხრა შვილს
ამ დროს ანდრიაც მოვიდა.სალომეს დანახვაზე გაეღიმა.თვალი ვერ მოაცილა.
გოგონას მიუახლოვდა,ხელი ჩაკიდა და მანქანისკენ წაიყვანა.
...
7 თვე გავიდა სალომეს და ანდრიას ქორწინებიდან.ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ.გადაწყვიტეს ჯერ–ჯერობით საქართველოში დარჩენილიყვნენ.მომავალ წელს კი როცა სალომე გამოცდებს ჩააბარებდა ამერიკაში წასვლა ჰქონდათ გეგმაში
უკვე შუა ივლისი იყო.თუმცა ბოლო დროს ხშირმა წვიმებმა იმატა.სალომე ფანჯარასთან იჯდა და ეზოს უყურებდა.ოთახიდან ანდრია გამოვიდა.ცოლს აკოცა.სალომემ გაუღიმა
–დილა მშვიდობისა_მიესალმა ქმარს
–დილა მშვიდობისა_უპასუხა ანდრიამ–რა ადრე ამდგარხარ.
–ჰო,შენმა ცელქმა ბავშვმა არ დამაძინა_უკვე წამოზრდილ მუცელს მოეფერა სალომე.
ანდრია სალომეს მიახლოვდა და მუცელზე მოეფერა.
–ერთი სული მაქვს როდის გაჩნდება.
–სულ რაღაც ორი თვე დარჩა და გულში ჩავიკრავთ.
ანდრია სალომეს გვერდით ჩამოჯდა.ცოლს ხელი მოხვია და მიიხუტა.
–დათოს ველაპარაკე ცოტა ხნის წინ_თქვა ანდრიამ
–მართლა?როგორ არიან?სოფიას ერთი კვირის წინ ველაპარაკე.
–კარგად არიან.საქმეებიც კარგად მიდის.სანდროც შეეჩვია ახალ გარემოს.უკვე ინგლისურად თავისუფლად ლაპარაკობს.
–მართლა?_გაეცინა სალომეს–სანდრო ძალიან საყვარელია.როგორ მომენატრა.სოფიას გარეშეც მიჭირს.
–ჩამოვლიან მალე და სწავლის დაწყებამდე დარჩებიან
–რა კარგია,სოფიამაც მითხრა,მაგრამ ზუსტად არ იცის როდის ჩამოვლიან.
...
–საღამო მშვიდობისა სოფი_მიესალმა ცოლს სახლში ახლადშემოსული დათო.
–საღამო მშვიდობისა
–სოფი,მოწყენილი ხარ თუ მეჩვენება?_ჰკითხა დათომ სოფიას და დივანზე მის გვერდით ჩამოჯდა.
–არ ვარ მოწყენილი ,ცოტა დავიღალე.დღეს ბევრი სამუშაო გვქონდა.ახალი პროექტი წარვადგინე.
–მართლა?როგორ ჩაიარა?
–საკმაოდ კარგად,არ ველოდი ასეთ დადებით რეაქციას,ძალიან გამიხარდა_უპასუხა სოფიამ.დათოს ხელი წელზე შემოიხვია და მას მიეყრდნო.
–მიხარია.ესე იგი კმაყოფილი ხარ.
–კი,თან ძალიან.
–მამაჩემი ჯერ არ მოსულა?
–უი,ჰო სულ გადამავიწყდა ისე დავიღალე.გიგას ქალაქგარეთ მოუწია წასვლა და შენი გაფრთხილება ვეღარ მოასწრო.ზეგ ჩამოვა.
–რამე პრობლემაა?_ჰკითხა დათომ
–არა,არა.სერიოზული არაფერი.ერთ–ერთ ფილიალს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და მის გარეშე ვერ აგვარებენ.
–გასაგებია.სანდრო სადაა?გამიკვირდა სახლში სიჩუმე რომ დამხვდა_სიცილით თქვა დათომ
–სანდრო დაღლილი მოვიდა სკოლიდან,ბევრი ითამაშა სპორტის გაკვეთილზე და მაშინვე ჩაეძინა,როგორც კი ივახშმა.შენ არ ივახშმებ?
–კი.ძალიან მომშივდა.
–აქ იყავი და ახლავე მოვალ_უთხრა სოფიამ და ქმარს აკოცა.
სოფიამ მაგიდა გააწყო.თავისთვის ყავა დაისხა და დათოს გვერდით დაჯდა.
–მხოლოდ დიზაინერი კი არა შენ კულინარიც ხარ.ძალიან გემრიელია
სოფიას გაეღიმა
–ვცდილობ.ახლა დავიწყე საჭმლის მომზადება.
–მართლა ძალიან გემრიელია.
–მიხარია,რომ მოგწონს.
–სოფი,შვებულებას როდის იღებ?
–ამ დღეებში.რატომ მეკითხები?
–დღეს ბოლო გამოცდა მქონდა და ვიფიქრე კარგი იქნებოდა თუ საქართველოში წავიდოდით.
–რა?მართლა?_სიხარულისგან დაიყვირა სოფიამ–რა კარგია.ვერ წარმოიდგენ ჩვენები როგორ მომენატრნენ.თან მინდა სალომეს მშობიარობის დროს იქ ვიყო,მის გვერდით.
–ჰოდა ვიქნებით.მეც ძალიან მომენატრა ჩვენები.სანდროც სულ ზურას ანდრიას და სალომეს ახსენებს.
ამ დროს ოთახიდან სანდრო გამოვიდა.
–გიღვიძე ჩემო კარგო?მოდი ჩემთან_უთხრა ბავშვს.
სანდრო სოფიასთან მივიდა და მიეხუტა.დათომ ბავშვს აკოცა და თავზე გადაუსვა ხელი.
–დედა,იცი რა კარგი სიზმარი ვნახე?
სოფიამ დათოს შეხედა.გული სიხარულისგან აუჩქარდა,როდესაც სანდრომ დედა დაუძახა.სიხარულის ცრემლებმა დაუსველეს სახე.სოფიამ ბავშვს აკოცა.ახლა ის უზომოდ ბედნიერი იყო.სოფიას ტანჯავდა ის ფიქრი,რომ დედას აღარავინ დაუძახებდა.ამაზე არასდროს ლაპარაკობდა,მაგრამ ეს აზრი გულს უღრღნიდა და სულს უწამლავდა.
–რა ნახე?_ჰკითხა ბავშვს სოფიამ და კალთაში ჩაისვა.
–ბათუმში ვიყავით,ყველა და სანაპიროზე ვთამაშობდით.დეე მომენატრა იქ ყოფნა.
–ჰოდა აუცილებლად წავალთ.ხვალვე სანდრო._უპასუხა დათომ
–მართლა მამა?_გახარებული ბავშვი დათოს მოეხვია.დათომ ხელები მოხვია სანდროს და სოფიას.
სრული სიმყუდროვე სუფევდა სახლში.სიჩუმეს მხოლოდ მათივე გულისცემა არღვევდა,რომელიც ბედნიერებით იყო სავსე.
სწორედ ამ საღამოს იგრძნო სოფია,რო კვლავ ცოცხალია,ახლა სრულად დარწმუნდა იმაში,რომ ბედნიერი იქნებოდა,მის ქმართან და შვილთან ერთად.
...
სოფია,დათო და სანდრო უკვე სახლს უახლოვდებოდნენ.ბავშვმა ძალიან გაიხარა ნაცნობი ქუჩების დანახვაზე.მანქანიდან პირველი გადმოხტა და ზურასკენ გაიქცა,რომელიც ახლახან გამოვიდა სახლიდან.ზურა ბავშვს მაგრად მოეხვია.უზომოდ ბედნიერი იყო სოფიას და დათოს დანახვაზე.
–როგორ გამახარეთ,რომ იცოდეთ_უთხრა ზურამ და სოფიას ხელი მოხვია.
–ძალიან მოგვენატრეთ ყველა.
ხმაურზე სალომე და ანდრიაც გამოვიდნენ.სალომემ სიხარულისგან ყვირილი დაიწყო.სოფია მისკენ წავიდა და ჩაეხუტა.შემდეგ მუცელზე მოეფერა.
ფრენისგან დაღლილ სოფიას და დათოს საყვარელ ადამიანებთან შეხვედრამ ენერგია შემატა.მათი ჩამოსვლა გემრიელი სადილით აღნიშნეს და თითმის მთელი ღამე არ დაუძინია არცერთს.მხოლოდ სანდროს ჩაეძინა დათოს კალთაში.
ზურა ბედნიერი სახით შეჰყურებდა მათ სახლში მოფუსფუსე ახალგაზრდებს და უხაროდა,რომ როგორც იქნა მათთან ბედნიერებამ დაისადგურა.თითქოს ყველა გავლილი ტანჯვა გაქრა.ყველაზე მეტად კი უხაროდა ახალი სიცოცხლის გაჩენა.სანდრომ მათ ოჯახში კვლავ შემოიტანა ხალისი და ბედნიერება და ახლა სალომეს შვილის დაბადებასაც დიდი სიხარულით ელოდა.ამაყობდა ყველაზე ახალგაზრდა ბაბუა ვარო.უკვე უყვარდა ჯერ არ დაბადებული პატარა.სანდრო კი გაცნობის დღიდანვე მისთვის უსაყვარლესი ადამიანი გახდა,უყვარდა ბავშვი,რადგან ხედავდა თუ როგორ დაუბრუნა სოფიას სიცოცხლის ხალისი.ზურა ყველაფერს ხვდებოდა.საშინლად ტკიოდა გული მის ჩამქრალ თვალებს რომ ხედავდა.
...
–ანდრია_ქმრის გაღვიძებას ცდილობდა სალომე
–ჰო სალო?_მძინარე ხმით უპასუხა ცოლს
–მუცელი მტკივა_ტირილით უპასუხა
ანდრია სასწრაფოდ წამოდგა საწოლიდან,სინათლე აანთო და შარვალი ჩაიცვა.
–სალო,დამშვიდდი.ახლავე გასაღებს ავიღებ.
ანდრია სიხარულისგან დაბნეული იყო.არ იცოდა რას აკეთებდა.დერეფანში გავიდა.დათოს და სოფიას ოთახის კარზე დააკაკუნა.ყველას გაეღვიძა.სალომე სოფიამ და დათომ ქვემოთ ჩაიყვანეს.ანდრია მანქანაში ზურასთან ერთად ჩაჯდა და დაქოქა.
-მეშინია,ძალიან მტკივა_სალომე ტიროდა.
დათომ ხელი მოკიდა და ცოტა ხნით გაჩერდნენ.
–სალო,დამშვიდდი.ნუ გეშინია.ღრმად ისუნთქე,კარგი?
–ახლა ცოტა მომეშვა.
–კარგია,ახლა წავიდეთ_უპასუხა დათომ და გოგონა მანქანისკენ წაიყვანეს.
...
მშობიარობა 4 საათს გაგრძელდა.ანდრია მისაღებში იყო და ნერვიულობისგან ბოლთას სცემდა.დანარჩენებიც ღელავდნენ.გამთენიისას ექთანი გამოჩნდა და მათ ამცნო,რომ სალომეს ბიჭი შეეძინა.ბედნიერი შეძახილები გაისმა.ცოტა ხანში ანდრიას სალომესთან შესვლის ნება მისცეს.ანდრიას სახეზე ბედნიერების ღიმილი ჰქონდა მოფენილი.სალომეც იღიმოდა,კალთაზე პატარა არსება ჰყავდა დაწვენილი.ანდრიამ ცოლს აკოცა.შემდეგ პატარას შეეხო ნაზად.ეშინოდა რამე არ ეტკინა მისთვის.ბავშვმა თვალები გაახილა და ანდრიას წყნარად აკვირდებოდა.მამაკაცი ბედნიერებისგან დაფრინავდა.
–გამარჯობა ლუკა_მისალმა ბავშვს
–რა ლამაზი სახელია_თქვა სალომემ–ესე იგი ლუკა
–კეთილი იყოს შენი ამ ქვეყნად მოსვლა ლუკა.
ბავშვმა ანდრიას თითზე ხელი მოუჭირა.



№1 სტუმარი ნათო :)))

მესამე ნაწილიც ექნება? თუ საბოლოოდ დასრულდა?

 


№2  offline წევრი fireending

ნათო :)))
მესამე ნაწილიც ექნება? თუ საბოლოოდ დასრულდა?

ჯერ დასრულება ადრა.იქნება მესამე ნაწილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent