აკრძალული სიყვარული ( თავი 2 )
წლები გადიოდა, ყოველ წელს უმაღლესი ქულებით ვამთავრებდი სემესტრს .უკვე მეთერთმეტე კლასელი ვარ.მამა ბიზნესმენია, დედას გარდაცვალების შემდეგ თავი დაანება ამ სამსახურს და მერე კი ცოტახნით ახლობლის მაღაზიაში მუშაობდა, რათა მეტი დრო გაეტარებინა ჩემთან. თუმცა მალე ისევ დაუბრუნდა ბიზნესს. ლუკას სკოლაში ყოველდღე ვხედავდი ხოლმე, ნუ უფროსწორედ მაშინ, როდესაც კადრულოდა სკოლაში მოსვლას. ბევრჯერ ჩხუბიც მოგვივიდა, ისე, ყოველგვარი სერიოზული მიზეზის გარეშე. ლიზი მეუბნებოდა ცოლ-ქმარივით ჩხუბობთო, რაზეც სულ ვუბრაზდებოდი. დროის გასვლასთან ერთად ვხედავდი ,როგორ იცვლიდა ლუკა გოგოებს, მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ყოველ კვირას ახალი შეყვარებული ჰყავდა, ნუ მართალია ეს მე სულაც არ მეხებოდა,მაგრამ მაინც მაღიზიანებდა. ერთ საღამოს, როცა მამა დაბრუნდა სამსახურიდან, გამომიცხადა რომ სტუმრები მოვიდოდნენ. საცოდავი სანახაობა იყო, როცა რამდენიმე წუთის წინ გაღვიძებული, ხალათსა და ჩუსტებში გამოწყობილი, იძულებული გავხდი ოთახში ავსულიყავი და გამომეცვალა. შავი მაღალწელიანი შარვალი, თეთრი ტოპი და თეთრი სპორტული ფეხსაცმელი მოვირგე, თმა მოვიწესრიგე და ქვემოთ ჩავედი. მამას არც ჩავძიებულვარ, ვინ მოდისთქო. რადგან ხშირად ჰქონდა საქმიანი შეხვედრები, და ისეთი პატარა აღარ ვიყავი ,რომ ეს ვერ გამეგო. მე გვარად ახვლედიანი ვარ. ახლა სახლში მხოლოდ მე და მამა ვცხოვრობთ. ჩვენი სახლი ორსართულიანია და ოთახების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია. ჩემს ოთახში უზარმაზარი სივრცეა. დგას ჩემი ფუმფულა საწოლი, ტანსაცმლის კარადა, რომელიც უკვე დიდი ხანია არ განმიახლებია, თუმცა ,არც მაინტერესებს, რადგან ამას დიდ ყურადღებას აღარ ვუთმობ. ასევე დგას ჩემი სამეცადინო მაგიდა, ოთახის კუთხეში უზარმაზარი თაროა, რომელზეც უამრავი წიგნი დევს. ასე ვთქვათ ჩემი ოთახი ბიბლიოთეკას უფრო წააგავს. აი ამას ვაკეთებდი დედას გარდაცვალების შემდეგ, ვკითხულობდი. დამიჯერეთ, დრო საკმაოდ ბევრი მქონდა. ოთახს თავისი სააბაზანო და აივანი აქვს., რომლიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. ჩემი საწოლი ფანჯარასთან ახლოს დგას, რადგან ღამით მთვარის ყურება მიყვარს. ოთახის კედლები მუქი ცისფერია. მას შემდეგ, რაც დედა გარდაიცვალა, მამას მოვთხოვე კედლები შავად შეეღება, თუმცა ამის უფლება არ მომცა. თავიდან მამა ვერ უძლებდა, მერე გადაწყვიტა სახლიც გაეყიდა, მაგრამ მაშინ კი მე არ მივეცი ამის უფლება, რადგან ამ სახლში უამრავი მოგონება იყო, მე კი ეს მოგონებები მიყვარდა, მიყვარდა, იმის მიუხედავად, რამდენი ტკივილიც არ უნდა მოეტანა ჩემთვის ამ ყველაფრის გახსენებას. - მოვედი მა. - ჩემი დამჯერი გოგო, ყავას ხო გამიკეთებ? - ხო აბა რას ვიზავ.ჰმ და სანაცვლოდ მე რა სარგებელს მივიღებ? ორივეს გაგვეცინა, მერე გულზე მიმიკრა და ამ ხუმრობაში ახლადდავარცხნილი თმა სულ ამეწეწა. ბუზღუნით უკან ოთახში ავბრუნდი რათა გადამევარცხნა, კიბეზე ჩამოსვლისას ზარის ხმაც გავიგე. მაშინ რა მეგონა, საერთოდ რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სახლში თვით ლუკა ონიანი მოდიოდა. კარის გაღებისთანავე იქვე გავშეშდი, წამით ისიც მეგონა ხომ არ მეჩვენებათქო. მაგრამ სულაც არა, კარს უკან ზუსტად ლუკა იყო, თან ვიღაც კაცი ახლდა, სავარაუდოდ მამამისი იყო. კიბეზე ჩავირბინე და პირდაპირ მის წინ დავდექი. გაკვირვებისგან რამის ყმა ჩამომივარდა , თუმცა აშკარა იყო ის არ იყო ჩემსავით გაკვირვებული. რაც იმას ნიშნავს ,რომ მშვენივრად იცოდა,სადაც მოდიოდა. მამამ ხელი ჩამოართვა ამ კაცს, შემდეგ კი ჩემი თავიც წარუდგინა. - ეს ჩემი ქალიშვილია, ელენე. -ლაშა ონიანი. სასიამოვნოა._ კაცმა თბილად გამიღიმა. მეც ღიმილით ვუპასუხე. ლუკას შევხედე, თვალს არ მაშორებდა.მთელი ეს ამბავი. მერე ჩემთან სახლში მოსვლა. მეთამაშებოდა? ხოდა მეც თამაში გადავწყვიტე. - ლუკა? _ გავუღიმე და გადავეხვიე. მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებდით, ჩემს ასეთ ქმედებას ნამდვილას არ მოელოდა. - თქვენ, იცნობთ ერთმანეთს? - ჰო მა, ჩემი პარალელური კლასელია. აქამდე არ მითქვამს? არაჩვეულებრივად ვუგებთ ერთმანეთს, უკვე რამდენი ხანია ვმეგობრობთ. ლუკას სახეს რომ შევხედე, ძლივს შევიკავე თავი, რომ სიცილი არ წამსკდომოდა. მამა კი აშკარად მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. რადგან მას ყველაფერს ვუყვებოდი და ეს ბიჭი კი აქამდე არასდროს მყავდა ნახსენები. ამიტომ " მერე მოგხედავ შენ " სახე მიიღო და თვალი ჩამიკრა. მის ქმედებაზე გამეცინა. მოკლედ მამაჩემი(ზურა) და ლუკას მამა კაბინეტში შევიდნენ. მამას კაბინეტი პირველ სართულზე იყო. როგორც კი თვალს მოეფარნენ, სამზარეულოსკენ წავედი, ყავის გასაკეთებლად და ლუკას ზედაც არ შევხედე. მაგრამ ამ საქციელს არ შეუჩერებია და ისიც უკან გამომყვა. - ელე. - ელე? ღმერთო ჩემო, გაჩერდი. ( რაც შემეძლო ირონიულად დავიწყე სიცილი) ასე აღარ დამიძახო. და აჯობებს საერთოდ აღარ დამიძახო. - ესეიგი,კარგი მეგობრები ვართ და არაჩვეულებრივი ადამიანიც ვყოფილვარ ხო? ვაუ. - სასაცილოა. აქ რა გინდა? - როგორ? - ხო აქ რა გინდათქო, ჩემს სახლში. რა ვერ გაიგე ? - ეეი დამშვიდდი პატარავ. ასეთი აგრესია საიდან მოდის ,ჯერ ხომ მხოლოდ 16-ის ხარ? - შენი საქმე არ არის. და რა იყო, დიდი ხანია ჩვიდმეტის გახდი? - ყოჩაღ,ჩემი ასაკი დაგიმახსოვრებია. ოღონდ არ მითხა რომ შენც ჩემი ფარული თაყვანისმცემელი ხარ . - ღმერთო, საკუთარ თავზე რამხელა წარმოდგენა გაქვს ლუკა.საერთოდ სარკეში თუ ჩაგიხედავს? ნუ მე რაღაც ეჭვი მეპარება. ახლა მე შემეშვი და მასე იმ შენს ნინის ელაპარაკე. თუ მარის? მაპატიე თვეში იმდენჯერ იცვლი გოგოებს .... ლუკამ სიცილი დაიწყო და საუბარი არც კი დამამთავრებინა. - სასაცილოს რას ხედავ ? - რა მოხდა,ხომ არ ეჭვიანობ? - ღმერთმა დამიფაროს , შენნაირი ადამიანი არასდროს შემიყვარდება. შენნაირზე არასდროს ვიეჭვიანებ. და სიმართლე თუ გაინტერესებს არც არავის შეუყვარდება შენნაირი. არასდროს, არავის. და ძალიან სამწუხაროა რომ ამხელა წარმოდგენა გაქვს შენს თავზე, მხოლოდ იმის გამო, რომ უამრავი გოგო გეხვევა თავს. მაგრამ რა? რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? თინეიჯერი ხარ, ერთობი. მაგრამ მომავალი? შენ არ გექნება მომავალი. იმიტომ რომ სიყვარული არ შეგიძლია.საერთოდ არაფერი არ შეგიძლია. შენ საერთოდ ადამიანიც კი არ ხარ. ლუკას აღარაფერი უთქვამს. საუბარი არც მე გავაგრძელე. უცნაური გრძნობა დამეუფლა. მაგრამ ვერ მივცემდი თავს უფლებას, რომ ამ ადამიანის გამო საკუთარი თავი დამედანაშაულებინა. სამზარეულოში შევედი ,ორი ყავა გავაკეთე და მამას კაბინეტში შევიტანე. სავარაუდოდ ზურა და ლაშა ჯერ არ აპირებდნენ დამთავრებას , ამიტომ გადავწყვიტე ოთახში ავსულიყავი და არ მაინტერესებდა, რომ ლუკა მისაღებში, სავარძელზე იჯდა. ოთახში ავედი, წიგნის კითხვა გადავწყვიტე მაგრამ რამდენიც არ ვეცადე ვერაფრით ვკონცენტრირდი ამაზე. ვერაფრით რომ ვერ მოვისვენე ,ისევ ქვემოთ ჩასვლა გადავწყვიტე. ლუკა ისევ იქ იყო. მის დაშორებით, გვერდითა სავარძელზე ჩამოვჯექი, აშკარა იყო რამის თქმას არ აპირებდა, ამიტომ გადავწყვიტე მე წამომეწყო საუბარი. - ესეიგიი, მამაშენს ბიზნესთან აქვს შეხება? საპასუხოდ სრული დუმილი მივიღე. თუმცა სხვა რას მოველოდი , იმ ყველაფრის მერე, რაც ვთქვი. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა. უცბად ლუკა ფეხზე წამოდგა, ქურთუკს დაავლო ხელი და კარისკენ წავიდა. მეც წამოვდექი და გზა გადავუჭერი. ვცდილობდი, მინდოდა კიდეც რომ რაიმე ნორმალური მეთქვა. - საით? - სახლში. - ოუ რაიყო ხომ არ გეწყინა? - რა გინდა, კვლავ აგრძელებ? ყველაფერი გასაგებად თქვი უკვე. კიდევ გაქვს რაიმე სათქმელი? - არა არაფერი..შეგიძლია წახვიდე. მამაშენს რა ვუთხრა? - არაფრის თქმა არ არის საჭირო.უბრალოდ თქვი, რომ წავედი და მორჩა. კარი ცხვირწინ მომიჯახუნა და ხმაურით გავიდა გარეთ. დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად ,თუ რა ხდებოდა ახლა. მართალია, ჩვენ კარგი ურთიერთობა არ გვქონია, და თითქმის სულ ვჩხუბობდით, მაგრამ, საქმე აქამდე, ასე სერიოზულად არასდროს მისულა. ლუკას წასვლიდან ცოტახანში მამაჩემი და ლაშაც გამოვიდნენ კაბინეტიდან. ლაშამ ლუკას ადგილსამყოფელი რომ მკითხა, გავქვავდი. მერე ვუთხარი არ ვიცი, მგონი სახლში წავიდა, მე არ გავუფრთხილებივართქო.სახეზე მღელვარება მეტყობოდა,რაც მამამ მაშინვე შეამჩნია. ლუკას მამა გავაცილეთ და მერე მართალია ამის სურვილი და თავი არ მქონდა, მაგრამ მამამ მაინც თავისი გაიტანა და ყველაფერი მომაყოლა. ჩემს ოთახში მალე ავედი, ახლა მხოლოდ დასვენება და გამოძინება მჭირდებოდა, შხაპი მივიღე, პიჟამოები ჩავიცვი და დავწექი. თუმცა ტყუილად მეგონა, რომ ძილს შევძლებდი. მთელი ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, და ზუსტად იმ ღამეს დავფიქრდი, მე რატომ არ მოვწონდი ლუკას?რა იყო იმ გოგოებში ისეთი, რაც ჩემში ვერ ნახა? ჰო მართლა, ლუკა მაღალია ( ჩემგან განსხვავებით) შავგვრემანი,ღია ცისფერი თვალებით. არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს და ძალიან მეგობრულია ( სხვებთან ). ჩემი ფიქრები უკუვაგდე. ასეთი ბიჭი არაფერში მჭირდებოდა, არც მას ვჭირდებოდი. მითუმეტეს ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანდით. ყველაფერმა დედაზე დამაფიქრა, რას იტყოდა ახლა დედაჩემი? მოეწონებოდა ჩემი ასეთი ქმედება? საერთოდ როგორი შვილი ვიყავი? დედაჩემი აღარ არის. მამაჩემი ყველაფერს აკეთებს, რომ ბედნიერი ვიყო, მე კი იმ ბიჭზე ვფიქრობ, რომელსაც არც კი ვაინტერესებ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.