აკრძალული სიყვარული ( თავი 5 )
ტელეფონის ეკრანს გაშტერებული ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ამის გასააზრებლად, დრო დამჭირდა.ფიქრებისგან თავი დავიღწიე და ისევ ტელეფონს დავხედე.შეტყობინების კითხვას ახლიდან შევუდექი. ჰო, არაფერი მომჩვენებია, ზუსტად ასე იყო, ზუსტად ასე ეწერა, სიტყვა-სიტყვით. ლუკა? თავში მხოლოდ ეს სახელი მიტრიალებს, მაგრამ, შემდეგ ჩემი ფიქრების შეცვლას ვცდილობ. არა,შეუძლებელია, იქნებ ლიზია? ჰო, ნამდვილად ის არის. ეს ვთქვი, თუმცა ჩემს ოთახში არსებულმა საათმა რათქმაუნდა საპირისპირო დაამტკიცა. საათი 3ის ნახევარს აჩვენებდა, ჩემს კლასს კი 7 გაკვეთილი ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლიზი სკოლაში იყო. კარგი,კარგი, პანიკა საჭირო არ არის - ვეუბნები ჩემს თავს. იქნებ სხვა ვინმეა? ვამბობ და მახსენდება, რომ სხვა მეგობარი არ მყავს. ამასობაში ტელეფონზე კვლავ ახალი შეტყობინება მოდის, ვხსნი და მის კითხვას ვიწყებ. - ელე, გელოდები, არ ჩამოდიხარ? " ელე " ამ სახელზე ვფიქრობ, სახელზე, რომელსაც მხოლოდ ლუკა მეძახის. ჰო, ნამდვილად ის არის, სარკესთან მივრბივარ და ჩემი თავის შეთვალიერებას ვიწყებ. გოგონა კი, რომელსაც სარკეში ვხედავ, ფართო სპორტულებშია გამოწყობილი. სწრაფი მოძრაობით კარადას ვაღებ და არ ვიცი რატომ,მაგრამ, პირველად ამდენი ხნის შემდეგ, მე ფიქრს ვიწყებ " რა ჩავიცვა "? ბევრი დრო არც მაქვს, შეიძლება წავიდეს კიდეც, ვარჩევ წითელ საროჩკას, ღია, მოტკეცილ მაალწელიან ჯინსს და ოდნავ ქუსლიან ბათინკს. განსაკუთრებულის ჩაცმას არც ვცდილობ, არ მინდა იფიქროს, რომ მის გამო მოვემზადე.თმას ჩამოშლილს ვიტოვებ,ჰიგიენურ ტუჩსაცხს ვისვამ და ქვევით ჩავრბივარ. კარს ვაღებ, არ შევმცდარვარ. ეს ლუკაა, ჩემს დანახვაზე იღიმის, ჩემს შეთვალიერებას იწყებს, ფეხებიდან და როდესაც ზემოთ ამოდის, ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება. მისი ღიმილის დანახვაზე ვცდილობ თავი შევიკავო რომ მეც არ გამეღიმოს. ერთმანეთს ვუყურებთ, უცბად სიცივეს ვგრძნობ და ტანში მაკანკალებს, ვხვდები, რომ ეს სიყვარულის ბრალი ნამდვლად არ არის და გაუფრთხილებლად ოთახში ავრბივარ,შავ ქურთუკს ვპოულობ, ტანზე სწრაფად ვიცვამ და კვლავ ქვემოთ ჩავრბივარ. ზღურბლს ვაბიჯებ და კარს გასაღებით ვკეტავ, ლუკა ისევ მე მიყურებს. ვცდილობ არ შევიმჩნიო და მაქსიმალურად ვინარჩუნებ სერიოზულობას. ნელი ნაბიჯებით გზისკენ სვლას ვიწყებთ. - აბა? ვამბობ გაბედულად. - რა აბა? - მთხოვე ჩამოვსულიყავი, ხოდა აი მეც აქ ვარ. ახლა რა? - შენთან საუბარი მინდოდა. - ხოდა მერე დაიწყე. - ჩემზე რას ფიქრობ? - ეს რამე ხუმრობაა? - არაფერი არ არის ხუმრობა, უბრალოდ მე გკითხავ, შენ მიპასუხებ. არამგონია ეს რთული იყოს, წამო ჩემთან გავიდეთ. - ოუ, გამოდის რომ ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, როგორც შენ გინდა? ვითომ რატომ? თუ ეგრეა მაშინ ჩემი წესებით ვილაპარაკებთ, ჩემს სახლში. - კარგიი, არც ამაზე ვარ წინააღმდეგი. - აჰა, მშვენიერია. ვამბობ და როცა ლუკას მომღიმარ სახეს ვხედავ, ვხვდები რომ სისულელე ვთქვი. უკან ვტრიალდებით და ნელი ნაბიჯებით ჩემი სახლისკენ მივდივართ, კარს ვაღებ, შიგნით სწრაფად შევდივარ ,რადგან არ მინდა ვინმემ დაგვინახოს და ლუკას შემოსვლისთანავე კარს ვხურავ. ქურთუკს ვიხდი,ლუკაც იგივეს აკეთებს და მერე ქურთუკს მე მაწვდის. შავი,ტანზე მომდგარი მაიკა აცვია, რაც უფრო კარგად გამოკვეთს მის არაჩვეულებრივ სხეულს. მინდა მას საათობით ვუყურო, თუმცა მის ხმას ფიქრებიდან გამოვყავარ და მეც მაშინვე თვალს ვაშორებ. - ჰო,ისა, მე დავჯდები. - ჰო,ჰო,რათქმაუნდა. ქურთუკებს გავიტან და მეც ახლავე მოვალ, როგორც კი თვალს ვეფარები, მის ქურთუკს ვიღებ და ხარბად ვისუნთქავ მის სურნელს, ჩემს საქციელს ვუფიქრდები და ვწითლდები, როგორც ორი წლის ბავშვი წითლდება ხოლმე, როცა რამეს გააფუჭებს.უკან ვბრუნდები და მეც მოშორებით სავარძელზე ვთავსდები. აქაურობას თვალს ვავლებ და მახსენდება, რა ხდებოდა ამ ოთახში რამდენიმე დღის უკან. თავს უხერხულად ვგრძნობ, ღრმად ვიწყებ სუნთქვას.რასაც საუბედუროდ ლუკა ამჩნევს, სავარაუდოდ, მასაც იგივე ახსენდება. - ჰოო, ნამდვილად უხერხულია. პასუხს არ ვუბრუნებ, ან რა უნდა ვუპასუხო? - შენი ოთახი ზემოთ არის ჰო? - ჰოო... სასურველი პასუხის მოსმენაზე, საუბარს მაწყვეტინებს. - იქნებ სჯობს, იქ ვისაუბროთ? - რაღაც არამგონია, საერთოდ, ვფიქრობ ეს ძალიან ცუდი იდეა იყო. არ ღირს არაფერზე საუბარი. - ჩემი აზრით კი, ნამდვილად უნდა ვისაუბროთ, თანაც შენი ოთახი ძალიან მაინტერესებს.მაინტერესებს, როგორი ხარ სახლშიი. - ოო დამიჯერე, ეს არც ისე ძალიან მოგეწონება. ლუკა წამოდგა და კიბეს აუყვა. მეც უკან გავყევი. მეორე სართულზე ბევრი ოთახი იყო, ამიტომ სანამ ლუკა ოთახის კარს იპოვიდა, ოთახის კარი მე შევაღე. ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ მილაგებული მაინც იყო. ლუკამ ნიშნისმოგებით გამომხედა და ოთახში შემომყვა, ვამჯობინე კარი ღია ყოფილიყო. ხელები გადავაჯვარედინე და ლუკას " კკითხვის ნიშნის" სახით გავხედე. - აბა? - ჰმ, რავიცი, იქნებ უფრო მოსახერხებელი იყოს, თუ დავჯდებით? - ჰოო, შენ თუ გინდა ჩამოჯექი. - და შენ ასე აპირებ დგომას? - ხო. - კარგი მაშინ, თუ ასე გინდა, მე არანაირი პრობლემა არ მაქვს. ლუკა წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა, სწრაფი მოძრაობით, ოთახის კარი დაკეტა. - რას აკ.... სიტყვა ვეღარ დავამთავრე, ორივე ხელი კარს მიაყრდნო და მის ხელებს შორის მომაქცია. მისი სუნი ღრმად ჩავისუნთქე, იმდენად ახლოს იყო,მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი. მისი მზერა, მთლიანად ჩემს ტუჩებზე იყო გადმოტანილი. ჩემი გული საგრძნობლად აჩქარდა, მეგონა გულისცემა მთელს ოთახში ისმოდა, ნელნელა ჩემს სახეს უფრო უახლოვდებოდა,ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყველაფერი ცუდადაც იყო.ამას გაგრძელება ვერ ექნებოდა,როგორც არ უნდა მყვარებოდა, ჩემი გრძნობებისთვის არ უნდა მიმეცა გამოღწევის უფლება, ჩემს თავს უნდა შევვწინააღმდეგებოდი. ლუკა მექალთანე იყო, როგორც სხვა გოგოებს მეც ერთ დღეში მომისვროდა.ამიტომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას ვგრძნობდი მის მიმართ, ან რამდენად მიყვარდა.ეს არასწორი იყო, სხვა თუ არაფერი, ჩემს თავს ვერ მოვექცეოდი ასე, ლუკას გაწევა ვცადე, როგორც შევეხე, მისი გულისცემა ვიგრძენი, რომელიც ისევე აჩქარებული იყო, როგორც ჩემი.თუმცა ამას არ შევუჩერებივარ. - გაჩერდი. ვეუბნები ააკანკალებული ხმით. უკან დაიხია და ახლა უკვე თვალებში ჩამხედა, თითქოს ჩემგან რაიმე პასუხს ელოდა. - არ შეიძლება. - რაზე ამბობ? - მშვენივრად იცი, ერთმანეთთან გაცნობის დღიდან ვჩხუბობთ, გახსოვს? არაფერი გამოვა ლუკა. ვერ ვიქნები ისეთ ბიჭთან, რომელსაც ყოველ კვირას ახალი შეყვარებული ყავს, შენ მხოლოდ შენს თავზე ფიქრობ,გესმის? იმ ბიჭების კატეგორიას მიეკუთვნები, რომელსაც გოგოს გრძნობები ფეხებზე კიდია.შენი თავდაჯერებულობა გოგოების აგიჟებთ, თავიდან ურთიერთობაში ძალიან კარგი ხარ, ერთი მზერით შეგიძლია გოგო მოხიბლო და მოაჯადოვო. გოგოებს გონიათ, რომ მართლა გიყვარს და ამით ბედნიერები არიან. ისინი გენდობიან, თუმცა შენ სინამდვილეში მხოლოდ გართობა და მათთან დაწოლა გჭირდება. ხოლო, როცა ეს ხდება გინდა ისინი შენგან წავიდნენ, შენ უბრალოდ მათ ცხოვრებიდან შლი, ვითომც არაფერი და არც გაინტერესებს, რა დღეში ვარდებიან. ზუსტად ასეთი ბიჭების კატეგორიას მიეკუთვნები, შენ ყველაფერი გაქვს, გარეგნობა, ფული, გოგოები. თუმცა შენ ყველაზე მნიშვნელოვანი არ გაგაჩნია- ბედნიერება. შენ უბედური ხარ ლუკა, და ეს თვითონაც კარგად იცი. მე კი არ შემიძლია ისეთ ბიჭთან ვიყო, რომელსაც ვერც კი ვენდობი. რომელსაც მთელს ჩემს სულს ვაჩუქებ, ის კი მეორე დღეს შეძლებს სხვასთან წასვლას და ჩემს ღალატს, დამიჯერე, ასეთი მომავალი, ჩემს ადგილზე, არც შენ გენდომებოდა. უბრალოდ... უბრალოდ შემეშვი, ორივესთვის ასე აჯობებს.ეს არასწორია. - მართალი ხარ. - აღიარე, ძალიან კარგი. შეგიძლია წახვიდე. - არ დამამთავრებინე, მართალი ხარ, თუმცა ყველაფერში არა.მექალთანე ვარ, გაუწონასწორებელი, ეგოისტი,გამოუსწორებელი, თუმცა არა შენს გვერდით,იმიტომ რომ შენ სხვა ხარ ელე, შენ არავის ჰგავხარ. ერთადერთი ხარ, ვისთანაც არ შემიძლია ეგოისტი ვიყო. შენს გვერდით სხვა ადამიანი ვხდები, შენს გვერდით უკეთესი ვხდები, გესმის? მართალია, ერთმანეთს ვერ ვუგებთ, ერთად ყოფნა არ შეგვიძლია, მაგრამ არც უერთმანეთოდ შეგვიძლია.ამაშია პრობლემა,პრობლემა მხოლოდ ჩემშია. შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, შენ მხოლოდ სიკეთის კეთება შეგიძლია, ამდენი ხანია გაკვირდები, იცი? შენ ნაკლიც კი არ გაქვს, ჩემთვის ანგელოზი ხარ. მე კი, ვარ, რომელსაც მხოლოდ გოგოს გრძნობებზე თამაში ეხერხება, ჰო ასეა, მაგრამ დამიჯერე, უბრალოდ ერთი შანსი რომ მომცე, მხოლოდ ერთადერთი შანსი... გულს არასდროს გატკენ, არასდროს. ვიცი რომ ჩემს მიმართ გულგრილი არც შენ ხარ, როცა გავიგე, რომ შეტევა გქონდა და საავადმყოფოში მოხვდი, იცი რა დამემართა? იცი მაგ დროს მე რა ვიგრძენი? არაფერი მაინტერესებდა, შენს გარდა, არავინ და არაფერი. როცა საქმე შენ გეხება, მე, საკუთარ თავზე შეყვარებულს, ჩემი თავიც კი არ მადარდებს. გესმის ეს რას ნიშნავს? ჩემთვის მხოლოდ შენ არსებობ. ჰო, ზუსტად ასეა, გამოუსწორებელ მექალთანეს, თავდავიწყებით შეუყვარდა. და მას შენს გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია.მართალი ხარ, უბედური ვარ, ჰოდა მინდა შენ გამაბედნიერო, სიცოცხლის ბოლომდე. ვუყურებდი ჩემს წინ მდგომს, და საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი, რომ ამ სიტყვებს მართლაც ლუკა ამბობდა. არ ვიცოდი რა მეთქვა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. თავი ქვემოთ ჩავხარე, რომ ლუკას ჩემმი ცრემლიანი თვალების დანახვის საშუალება არ ქონოდა. - ელე. ხელს ნიკაპზე მკიდებს და თავს მაწევინებს. მერე ჩემს ხელს იღებს და მაიძულებს მის გულთან მივიტანო, რომელიც,ისევ ისეთი აჩქარებულია. - მიყვარხარ ელენე. შენი აზრით ეს გრძნობა არასწორია? ერთმანეთს პირდაპირ თვალებში ვუყურებთ. ლუკა ხელს მხვევს და მისკენ მწევს,რაზეც ჩემი სხეული სწრაფად რეაგირებს და ჟრუანტელი მივლის. - შენი აზრით, ეს ყველაფერი არასწორია? კვლავ იმეორებს კითხვას.უფრო ახლოს მიზიდავს, ჩვენი სხეულები ერთმანეთს ეხება,მინდა ვუთხრა, რომ გაჩერდეს, მაგრამ თითქოს, ლაპარაკის უნარი წართმეული მაქვს. ვერაფერს ვამბობ, მის ტუჩებს ვაშტერდები, და ერთადერთი რამ, რაზეც ვფიქრობ, მისი კოცნაა. ერთი ხელით თმას ყურს უკან მიწევს, მეორეს კი წელზე ტოვებს. თავს ჩემს ყელში რგავს, კისერზე მისი ცხელი სუნთქვა მელამუნება, ხელს თმებში ვუცურებ. ყურთან სველ კკოცნას მიტოვებს, მერე ნელ-ნელა მთელს კისერს მიკოცნის, მთელი სინაზით, თითქოს ეშინია, რამე არ მავნოს.სხვა აღარაფერზე ვფიქრობ,ახლა ყველაფერი განსაზღვრულია, ვიცი, რომ მიყვარს. ვიცი, რომ სამუდამოდ მეყვარება. ჩემს კისერს შორდება და ახლა მზერა ჩემს ტუჩებზე გადმოაქვს, ერთი ხელი ჩემს წელზე აქვს, მეორე კი კისერზე.კონცენტრაციას მხოლოდ მის ტუჩებზე ვახერხებ, მისი ბაგეები ჩემსკენ მოიწევს თუმცა... ყველაფერს მამაჩემის ხმა ცვლის, რომელიც რეალობაში მაბრუნებს. ---------------------------------------------------------------------------------------------------------- ^^ ყველამ დააკომენტარეთ თქვენი აზრი. გავაგრძელო თუ არა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.